ჯონ სტიურარტ მილი ,,თავისუფლების შესახებ'' on liberty
January 23, 2023 | Author: Anonymous | Category: N/A
Short Description
Download ჯონ სტიურარტ მილი ,,თავისუფლების შესახებ'' on liberty...
Description
ჯონ სტიუარტ მილი on liberty საუბრობს არა ნების თავისუფლებაზე, არამედ საზოგადოებრივ, სამაქალაქო თავუსფლებაზე ძველად, მმართველი და მართული დაპირისპირებული ძალები იყვნენ ძალაუფლებას იღებდნენ ან მემკვიდრეობით, ან ბრძოლით იპყრობდნენ, შესაბამისად - არასდროს მართულთა ნებაყოფლობით. ამ ძალაუფლებას მმართველი იყენებდა როგორც გარე მტრისგან დასაცავად, ასევე თავად ქვეშევრდომთა წინააღმდეგაც. შესაბამისად, მთავარი ამოცანა იყო მმართველი ძალისთვის საზღვრების დაყენება, სწორედ ეგ იგულისხმებოდა თავისუფლებაში. ამას ორი გზით ახორციელებდნენ - პირველი იყო გარკვეული ხელშეუხებლ ხელშეუხებლობის ობის აღიარების მოპოვება, რომელთა ხელყოფაც მმართველის მ მიერ იერ თავისი მ მოვალეობის ოვალეობის დარღვევად ჩაითვლებოდა; მეორე, უფრო გვიან შემოღებული წესი იყო ის, რომ მმართველს არ ჰქონდა უფლება ზოგი ქმედების განხორციელების გარკვეულ პირთა/ჯგუფის თანხმობის გარეშე. რაღაც პერიოდის განმავლობაში ადამიანების მისწრაფება ამაზე შორს არ მიდიოდა: ერთი მტრის მეშვეობით მეორე დაემარცხებინა და ბატონის მმართველობის ქვეშ ყოფნისას მეტ-ნაკლებად ეფექტურად ყოფილიყო დაცული მისი ტირანიისგან. შემდეგ ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ურჩევნია მმართველი იყოს მის მიერ არჩეული მოხელე, რომელიც მის წინაშე მართვის მოვალეობას შეასრულებს და ამ მოვალეობათა დარღვევის შემთხვევაში დათხოვილი იქნება. ადამიანი ფიქრობდა, რომ ამ გზით იგი მიაყწევდა იმას, რომ მთავრობის ძალა არ იქნებოდა გამოყენებული მის სსაზოანოდ. ამასთანავე გაჩნდა ფიქრი, რომ თუ მმართველი გაიგივებული იქნებოდა ხალხთან და მისი ინტერესები ხალხის ინტერესებს დაემთხვეოდა, მაშინ უკვე აღარ იქნებოდა საჭირო ძალაუფლების შეზღუდვაზე ფიქრი - ხალხს ხომ არ სჭირდება საკუთარი ნებისგან დაცვა. ხალხი გასაცემს მმართველს ძალაუფლებას, რომლის გამოყენების წესსაც იფი თავად განსაზღვრავს, მმართველთა ძალაუფელბა იქნება იგივე ხალხის ძალაუფელბა, ერთ ხელში კონცენტრირებული. სანამ ეს ყველაფერი მხოლოდ გეგმის სახით არსებობდა, მანამ ეს სისტემა უნაკლო ჩანდა. მაგრამ სწორედ წარმატებამ გამოავლინა ყველა მისი ძლიერი და სუსტიგახდა, მხარე,რომ რაც ხალხი ყველა რომელიც მნიშვნელოვან რეალიას ელის. ნათელი ძალაუფლებას ახორციელებს, ყოველთვის არ არის იგივე ხალხი,ვისზეც ის ხორციელდება. ხალხის თვიმმართველობა არ არის თითოეულის მართვა საკუთარი თავის მიერ, არამედ - თითოეულის მართვა ყველა დანარჩენის მიერ. ხალხის ნება პრაქტიკულად ნიშნავს ყველაზე მრავალრიცხოვანი ან ყველაზე აქტიური ნაწილის ნებას; შესაბამისად, ხალხმა შეიძლება მოისურვოს საკუთარი რიგების რაღაც ნაწილის დაჩაგვრა და ამის წინააღმდეგ თავდაცვის საშუალებები ისევეა საჭირო, როგორც ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ნებისმიერი სხვა სახის წინააღმდეგ. საკმარისი არ არის სახელმწიფო მოხელეთა ტირანიისგან დაცვა; ასევე საჭიროა დაცვა გაბატონებული შეხედულებებისა ან გრძნობების ტირანიისგან. სად უნდა გავავლოთ საზღვარი- როგორ უნდა დამყარდეს შესაფერისი წონასწორბა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობასა და სოციალურ კონტროლს შორის? ყფელადერი, რის გამოც ადამიანისთვის მისი არსებობა ღირებულია, დამოკიდებული სხვა ადამიანთა იძულებაზე (რატო ნებაზე არა?) შუზღუდონ თავიანთი ქმედებები. ამით, დასადგენია ქცევის ზოგიერთი წესი. კანონი ვერ
წვდება ყველა სფეროს, შესაბამისად ჩვენ ვიღებთ ადამიანობის გამოცდილებას რომელიც სხვადასხვაა ნებისმიერი ორი ეპოქისთვის და ნებისმიერი ორი ქვეყნისთვის, და ნებისმიერი ეპოქის/ქვეყნის გადაწყვეტილება გაოცებას ჰგვრის სხვას, მაშინ როცა სუბიექტისთვის იგი სავსევით თვითცხადია. ეს არის სწორედ ჩვეულების მაგიური გავლენა, რომელიც არა მხოლოდ მეორე ბუნებაა, არამედ ხშირად პირველიც ეჩვეენებათ. არავის მიაჩნია ხოლმე სავალდებულოდ ჩვეულების მართებულობის საბუთების მოტანა, ადამიანები შეჩვეულები არიან იფიქრონ, რომ ამ სახის სახის საკითხებბში მათ მათი ი გრძნობებია მნიშვნელი. მნიშვნელი. პრაქტიკული პრინციპი, რომლითაც ადამიანები ადამიანები ქცევის რეგულირების შესახებ თავიანთ შეხედულებებში ხელმძღვანელობენ, არის თითოეულის ცნობიერებაში არსებული განცდა, რომ ყველას უნდა მოეთხოვებოდეს ისეთი ქცევა, მოსაწონი რომ იქნებოდა თავად მისთვის და მისი თანამოაზრეებისთვის. სინამდვილეში, შეფასების სტანდარტი საკუთარი მოწონებაა, რაც მხოლოდ ერთი ადამიანის არჩევანია და თუკი ჩვენთვის საბუთად მოჰყავთ სხვა ადამიანების მსგავსი არჩევანი, ეს მაინც მხოლოდ ბევრი ადამიანის მოწონებაა, რაც ერთის მოწონების ექვივალენტურია. თუმცა, ჩვეულებრივი ადამიანისთვის საკუთარი არჩევანი, ასე მხარდაჭერილი სხვების მიერ არის არა მხოლოდ სრულყოფილად დამაკმაყოფილებელი, არამედ ერთადერთი საბუთი, რომელიც მას ჩვეულებრივ აქვს მორალის, გემოვნების ან თავაზიანობის შესახებ თავისი რომელიმე წარმოდგენისთვის. ადამიანისთვის ეს იმდენად მნიშვნელია, რომ შეიძლება იყოს მთავარი თვით მრწამსის ინტერპრეტაციაშიც. ადამიანის შეხედულებაზე იმის შესახებ, თუ რა არის საქები ან საძრახი, გავლენას ახდენს ის მიზეზები, რა მიზეზებიც გავლენას ახდენს მის სურვილებზე სხვების ქცევასთან დაკავშირებით, ან - ყველა სხვა საგანთან მიმართებით; ეს შეიძლება იყოს გონება, ცრურწმენა, მიკერძოება, სოციალური-ასოციალური გრძნობები, ამპარტავნება, ბოღმა, მაგრამ ყველაზე ხშირად სურვილები და შიშები საკუთარ თავთან დაკავშირებით - კანონიერი თუ უკანონო პირადი დაინტერესება. შესაბამისად, ყველგან, სადაც კი არსებობს გავლენიანი კლასი, იმ საზოგადოების ზნეობრიობა ამ კლასის ინტერესებიდან გამომდინარეობს. შესაბამისად, თუ კლასი კარგავს ძალაუფლებას, მის მიერ გატარებული ზნეობრივი ნორმები ხშირად ატარებს აგრესიული უარყოფითი დამოკიდებულების კვალს. კანონის ან საზოგადოებრივი აზრის კიდევ ერტი მნიშნვნელოვანი პრინციპი იყო ადამიანების მათდამი მონური განწყობილება, რომელიც ჭეშმარიტ სიძულვის წარმოშობდა - ჯადოქრების და ერეტიკოსების დაწვა. გრძნობების დიდი წილი და ისევ საზოგადოების ინტერესებს უკავია, მაგრამ არა მიმართულებაში იმდენად როგორც საბუთებს თავისთავად ფაქტორებს, არამედ მათზე დამყარებულ სიმპათიებსა და ანტიპათიებს. ყველა, ვინც მმართველობაში მოდიოდა, არასდროს ცვლიდა ამ ვითარებას იკვლვდნენ იმას, თუ რა უნდა მოსწონდეს ან არ მოსწონდეს საზოგადოებას, და არა თავად იმ საკითხს, უნდა იყოს თუ არა ინდივიდებისთვის კანონი ის, რაც მოსწონს ან არ მოსწონს საზოგადოებას. ინგლისის იმდროინდელი ვითარება - გავლენის სფეროების განაწილება კანონსა და საზოგადოებას შორის; ზოგის მზადყოფნა, ნებისმიერი ბოროტება აიტანოს, ოღონდ კი ის საზოგადოების კონტროლის სფეროდან კანონის კონტროლის სფეროში არ გადავიდეს. და ხშირად, ადამინები ერთსა თუ მეორე პოზიციას იკავებენ თავიანთი სიმპათიებისა ან ზოგადი შეხედულებების მიხედვით და იშვიათად იმის მიხედვით, თუ რამდენად უნდა ექვემდებარებოდეს კონკრეტული საკითხი კანონის გავლენას.
ნარკვევის ძირითადი მიზანიც არის შემდეგი პრინციპის: ერთადერთი მიზანი, რის მისაღწევადაც გამართლებულია საზოგადოების ინდივიდუალური ან კოლექტიური ჩარევა მისი ნებისმიერი წევრის ქმედების თავისუფლებაში, არის თავდაცვა. თავად მისთვის ფიზიკური თუ მორალური სიკეთე არ არის საკმარისი გამართლება. თუმცა ეს ყველაფერი ეხება მხოლოდ სიმწიფის ასაკში მყოფ ადამიანებს; ყველა, ვინც ჯერ კიდევ სხვების ზრუნვას საჭიროებს, ისევე უნდა იყოს დაცული საკუთარი ქმედებებისგან, როგორც გარეშე ზიანისგან. (ასევე, მთელი რასა შეიძლება განვიხილოთ არასრულწლოვნად; დესპოტიზმი მართვის კანონიერი ფორმაა ბარბაროსთა შემთხვევაში, თუკი მიზანი გაუმჯობესებაა) თავისუფლება, როგორც პრინციპი,არ გამოიყენება არც ერთი მდგომარეობის მიმართ იმ საფეხურის მიღწევამდე ,რომელზეც ადამიანებს აქვთ თავისუფალი და თანასწორი დისკუსიით სრულყოფისუნარი . საბოლოო ინსტანცია ყველა ეთიკურ საკითხში - სარგებლიანობა, ადამიანის მდგრადი ინტერესი. მე ვამტკიცებ, რომ ეს ინტერესები ამართლებს ინდივიდუალური სპონტანურობის გარეგან კონტროლზე დაქვემდებარებას თითოეული ინდივიდის მხოლოდ იმ ქმედებათა თვალსაზრისით , რომლებიც სხვა ადამიანთა ინტერესებს ეხება. ასევე შესაძლებელია ადამიანს აიძულო პოზიტიური ქმედება, რომელიც საზოგადოებას მოუტანს სარგებელს; მაგ:ჩვენების მიცემა; ან დასჯადი იყოს ინდივიდუალური თანადგომის ხელყოფა, ისეთის, როგორიცაა დავუშვათ სხვისი ცხოვრების გადარჩენის მცდელობა ან სუსტის დაცვა. ადამიანმა სხვებს არა მხოლოდ თავისი ქმედებებით შეიძლება მოუტანოს ბოროტება, არამედ თავისი უმოქმედობითაც; და ორივე შემთხვევაში სამართლიანია მას პასუხი ვაგებინოთ მათთვის მიყენებული ზიანისთვის. თუმცა მეორე შემთხვევა იძულების გამოყენებაში ბევრად უფრო მეტ სიფრთხილეს მოითხოვს, ვიდრე პირველი. აზრისა და დისკუსიის თავისუფლების შესახებ აზრის გამოხატვის აკრძალვა იმთავითვე ბოროტებაა; ნებისმიერი აზრი შეიძლება იყოს როგორც მცდარი, ისევე მართალი; ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია თავისი აზრების თავსებადობა საკუთარ სამყაროსთან, რომელიც იშვიათად თუ წარმოადგენს ისეთ ფართო არეალს, როგორიცაა ეპოქა; თავის მხრივ, ეპოქაც შეიძლება მცდარი იყოს; ადამიანს, რომელიც გააფთრებით იცავს საკუთარ შეხედულებებს, რომელიც მან თავისი სამყაროს ფარგლებში მიიღო, უნდა ახსოვდეს, რომ მისი დაბადება ამ სამყაროში შემთხვევითობაა; შეიძლება გაჩენილიყო და გაზრდილიყო კათოლიკედ რომში; კონფუცის იგი მიმდევარი პეკინში. ძირითადი არგუმენტი ამის წინააღმდეგ: თუ ნებისმიერი აზრი შეიძლება იყოს მცდარი, აზრს კარგავს საკუთარი ინტერესის დაცვა; მმართველობას უნდა მივცეთ უფლება მიიღოს გადაწყვეტილებები აზრებს შორის იმის მარტივი რწმენით, რომ სწორ არჩევანს აკეთებს. როცა დარწმუნებული ხარ შენს სიმართლეში, სიმხდალეა სიმხდალეა მო მოქმედებისგან ქმედებისგან თავის შეკავება. დიდესი განს განსხვავებაა ხვავებაა შემდეგ ორ რამეს შორის: შეხედულების ჭეშმარიტების დაშვება იმიტომ , რომ მისი უკუგდების ყველა ხელსაყრელი შესაძლებლობის მიუხედავად ის არ უარიყო ; და მისი ჭეშმარიტების დაშვება იმისთვის , რომ აღვკვეთოთ მისი უარყოფის ცდები . ნებისმიერ ეპოქაში გამორჩეული ადამიანები იზიარებდნენ ისეთ შეხედულებებს, რომელიც დღეს სავსებით მიუღებელი და აბსოლუტურად მცდარია. ამისდა მიუხედევად, კაცობრიობა ძირითადად რაციონალურად ვითარდება იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანს აქვს საკუთარი შეცდომების აღმოჩენის, მათზე ბჭობის და შემდეგ გამოსწორების უნარი.
ყველა დებულება უნდა იყოს დაპირისპირებაში გამოცდილი; სანდო უნდა იყოს ის შეხედულება და ის ადამიანი, რომელიც ბევრ დაპირისპირებას გადაიტანს და მაინც უფრო მართალი გამოვა, ვიდრე ნებისმიერი მოწინააღმდეგე. ამავდროულად, არ უნდა არსებობდეს „უტყუარი იდეები და პრინციპები“, რაც ასე ძალიან ახასიათებთ ადამიანებს. ადამიანები არა იმდენად დარწმუნებული არიან თავიათ შეხედულებათა ჭეშმარიტებაში, როგორც იმაში, რომ არ იციან, როგორ იცხოვრონ მათ გარეშე, შესაბამისად, სურთ ამ შეხედულებათა დაცვა დაპირისპირებებისგან. შესაბამისად, ქმნიან აზრს, რომ ზოგი შეხედულება სასარგებლოა, რომ მას მთავრობამაც უნდა დაუჭიროს მხარი და რომ ცუდი არაფერია იმაში, რომ მისი მოწინააღმდეგე იდეა აიკრძალოს. არადა, შეხედულების სარგებლიანობა ისეთივე სადაოა, როგორც თავად შეხედულება. ასევე, ფუჭი აზრია, რომ ჭეშმარიტებას აქვს თავისთავად რაღაც ძალა, რომელიც არ გააჩნია სიმხდარეს და რის მეშვეობითაც იგი ყოველთვის გაიმარჯვებს. ერთი, გავრცელებული შეხედულება შეიძლება მცდარი იყოს და, შესაბამისად, რაღაც სხვა შეხედულება – ჭეშმარიტი; მეორე, თუ გავრცელებული შეხედულება ჭეშმარიტია, საპირისპირო შეცდომასთან დაპირისპირება არსებითია მისი ჭეშმარიტების ნათელი წვდომისა და ღრმა განცდისათვის. მაგრამ არსებობს ამ ორზე უფრო ჩვეულებრივი შემთხვევაც, კერძოდ, როცა ნაცვლად იმისა, რომ კონფლიქტში მყოფი მოძღვრებებიდან ერთი ჭეშმარიტი იყოს და მეორე მცდარი, ჭეშმარიტება განაწილებულია მათ შორის და დამკვიდრებულთან დაპირისპირებული შეხედულება საჭიროა, რათა შეავსოს
View more...
Comments