მსოფლიო ისტორია i I- წინგი

August 19, 2017 | Author: Mindia Chincharauli | Category: N/A
Share Embed Donate


Short Description

World History book for students...

Description

მანანა სანაძე

შესავალი მსოფლიო ისტორიაში

II წიგნი მეორე გამოცემა

საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა თბილისი 2015 1

სახელმძღვანელოს შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარული სკოლის ისტორიის დეპარტამენტის პროფესორებმა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ისტორიის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელისა და საქართველოს უნივერსიტეტის ყოფილი პრორექტორის სამეცნიერო დარგში, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის პროფესორ თამაზ ბერაძის ღვაწლი. ცალკეული მონაკვეთების დამუშავებაში მონაწილეობდნენ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლალი ფირცხალავა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თეა ქარჩავა, ანთროპოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თინათინ ღუდუშაური. მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულა ისტორიის დეპარტამენტის პროფესორმა თამარ ქორიძემ.

დაიბეჭდა საქართველოში. საავტორო უფლებები დაცულია. მანანა სანაძე © საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა 2015

რედაქტორები: ცირა ჩიკვაიძე კონსტანტინე თოფურია ლალი ფირცხალავა

ISBN 978-99940-50-19-2 საქართველო, თბილისი, 0175, მ. კოსტავას 77ა. ელ. ფოსტა: [email protected]

2

სარჩევი wigni II — istoria nakveTi I — msoflio antikur xanaSi I Tavi. msoflio adreantikur xanaSi § 1. კაცობრიობა პრეისტორიულ ხანაში § 2. ისტორიის ადრეანტიკური პერიოდი II Tavi. msoflio gvian antikur xanaSi — globaluri imperiebis epoqa III Tavi. globaluri imperiebis epoqa — romis imperia da danarCeni samyaro nakveTi II — Sua saukuneebi IV Tavi. xalxTa didi gadasaxleba da msoflioSi ZalTa axali gadanawileba (adre Sua saukuneebi — naturaluri TviTkmari ekonomikis xana) § 1. ხალხთა დიდი გადასახლება და მსოფლიოში ძალთა ახალი გადანაწილება § 2. ადრე შუა საუკუნეები — ნატურალურ-თვითკმარი ეკონომიკის ხანა V Tavi. ganviTarebuli Sua saukuneebi — msoflio X-XIII saukuneebSi VI Tavi. gviani Sua saukuneebi (didi geografiuli aRmoCenebi — msoflios gamTlianebis dasawyisi) § 1. გვიანი შუა საუკუნეები § 2. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები — მსოფლიოს გამთლიანების დასაწყისი nakveTi III. msoflio Sua saukuneebisa da axali istoriis gasayarze VII Tavi. istoriis axali periodis dasawyisi § 1. ფეოდალიზმის დაშლა და კოლონიური იმპერიების ჩამოყალიბება § 2. რეფორმაცია ევროპაში და ისტორიის ახალი პერიოდის დასაწყისი nakveTi IV. msoflio axali istoriis periodSi VIII Tavi. pirveli burJuaziuli revoluciebi da evropuli omebi § 1. თანამედროვე ინდუსტრიის გარიჟრაჟი § 2. ევროპა XVI-XVIII საუკუნეებში § 3. „დასავლეთი“ და „აღმოსავლეთი“ ინდოეთი § 4. საფრანგეთის დიდი რევოლუცია IX Tavi. msoflio 1815-1870 wlebSi § 1. ეპოქის მოკლე დახასიათება § 2. ევროპა და ამერიკა 1815-1870 წლებში nakveTi V. msoflio uaxlesi istoriis periodSi X Tavi. msoflio XIX saukunis bolosa da XX saukunis dasawyisSi § 1. ეკონომიკის განვითარების ძირითადი მახასიათებლები § 2. მსოფლიო I მსოფლიო ომის წინ XI Tavi. pirveli msoflio omi § 1. I მსოფლიო ომი და ომის დიპლომატიური მზადება § 2. კაცობრიობა I მსოფლიო ომის შემდეგ (1919-1932) XII Tavi. meore msoflio omi da misi Sedegebi § 1. მეორე მსოფლიო ომის წანამძღვრები, მსვლელობა და შედეგები § 2. მსოფლიო ეკონომიკის აღდგენა. ომის შემდგომი ეკონომიკის დაგეგმარება § 3. კომუნისტური სამყაროს გაფართოება, იმპერიების დაშლის, ანუ დეკოლონიზაციის პროცესის დასაწყისი nakveTi VI. msoflio Tanamedrove periodSi XIII Tavi. kacobrioba II msoflio omis Semdeg § 1. „ცივი ომი“, სოციალისტური ბანაკისა და საბჭოთა კავშირის დაშლა § 2. მსოფლიო 1990-2010 წლებში, მსოფლიო პროცესები და ტენდენციები დანართები 1. I მსოფლიო ომი 2. II მსოფლიო ომის წინა პერიოდი, 1935-1939 3. II მსოფლიო ომი, ევროპა, 1943-1945

3

4 7 20 54 81

108 111 128 137 176 179 197 214 217 229 238 241 247 277 281 294 297 311 344 347 354 362 365 375 404 407 417 420 430 433 438 470 471 472

Tavi I

1,8-1,7 მლნ. წ. აფრიკის გარეთ მსოფლიოში უძველესი ადამიანი დმანისში (თბილისიდან 85 კმ.) აღმოჩნდა. დმანისელი ადამიანი HOMO Erectus‐ ის ჯგუფს განეკუთვნება. დმანისი პირველი ევროპელის სამშობლოა.

ძვ.წ. 2600 ძველინდური ქალაქის ჰარაპას უძველესი ინდური ცივილიზაციის ერთ-ერთი ცენტრის - ნანგრევები.

1,8-1,7 მლნ. წ.

ძვ.წ. 2700

4

ძვ.წ. 1100

ძვ.წ. 1274 კადეშის ბრძოლა ეგვიპტისა და ქეთების იმპერიებს შორის. ეგვიპტის ჯარს ხელმძღვანელობდა რამზეს II, ხოლო ქეთების ჯარს — მუვათალი II. ეს იყო ყველაზე დიდი ეტლების ბრძოლა, რომელშიც დაახლოებით, 5,000-6,000 ეტლი მონაწილეობდა.

ძვ.წ.

შანის დინასტიის (ჩინეთი) ბრინჯაოს მსხვერპშესაწირი დღეისათვის მსოფლიოში ანტიკური პერიოდიდან შემორჩენილი ყველაზე მასიური ბრინჯაოს საგანი: იწონის 832.84 კგ-ს, სიმაღლე - 133 სმ., სიგანე - 110 სმ.

1200

1300

5

მოგეთხოვებათ შემდეგი ცნებების, ტერმინების, სახელების და თარიღების ცოდნა პალეოლითი მეზოლითი ნეოლითი ენეოლითი მატრიარქატი პატრიარქატი ნეოლითური რევოლუცია მტკვარ-არაქსის კულტურა სახმელეთო/დიდ მდინარეთა ცივილიზაცია მესაქონლურმომთაბარული ცივილიზაცია საზღვაო/სავაჭრო ცივილიზაცია პოლისი ხეოფსის პირამიდა რა ოსირისი სეთი შუმერები ზიკურათი კასტა ელინები დიდი ბერძნული კოლონიზაცია კიმირიელები სკვითები

იერიქონი მემფისი ურუქი ური ლაგაში აქადი ბაბილონი ასურეთი ქეთები/ხეთები ფრიგიულმუშქური სამეფო ლიდია ქანაანი ისრაელი იუდეა იერუსალიმი ურარტუ ტუშპა დიაოხი კრეტა კნოსოსი მიკენე ტროა ფინიკია კართაგენი

ამენხოტეპ IV/ ეხნატონი ნეფერტიტი რამსეს II გილგამეში სარგონი ნაბუქოდონოსორ II კროისოსი საული დავითი სოლომონი

დაახლ. ძვ. წ. XXX ს. - ფარაონმა მენესმა გააერთიანა ზემო და ქვემო ეგვიპტე ძვ. წ. 722 -ძვ. წ.705- ასურეთის ძლიერების მწვერვალი სარგონ II-ის მმართველობის დროს ძვ.წ. 2950 - უძველესი ჩინური სახელმწიფოს ჩამოყალიბება ძვ. წ. XVI — ძვ. წ. XI სს. - მიკენური ცივილიზაციის ხანა ძვ. წ. VIII — ძვ. წ. V სს. - ძველი ბერძნული კოლონიზაცია

მასალის კითხვისას მოახდინეთ ფოკუსირება შემდეგ საკვანძო საკითხებზე: 1. რომელმა ტექნოლოგიური ძვრებმა გამოიწვიეს ქვის ხანის ბრინჯაოს ხანით და ბრინჯაოს ხანის რკინის ხანით ჩანაცვლება და რას ნიშნავს ნეოლითური რევოლუცია ? 2. სახელმწიფოებრივი და ეკონომიკური ცხოვრების კუთხით რა ცვლილებები მოხდა კაცობრიობის ისტორიის ადრეანტიკურ ხანაში პრეისტორიული ხანასთან შედარებით და რამ გამოიწვია ეს? 3. ძველი ისტორიის რომელი მოვლენები შეიძლება განვიხილოთ ძველ აღმოსავლეთზე დასავლეთის ცივილიზაციის უპირატესობის დასადასტურებლად? 4. რა განსხავებაა ერთი მხრივ -სკვითებისა და კიმირიელების და მეორე მხრივ - ეგვიპტეშუამდინარეთსა და კრეტა-მიკენის ეკონომიკურ-პოლიტიკურ მოდელებს შორის? 5. რა მსგავსება და განსხვავება იყო ერთი მხრივ - ჩინურ-ინდურ და მეორე მხრივ - ძველ ბერძნულ და ძველი აღმოსავლეთის საზოგადოებებს შორის? 6. ქრონოლოგიურად დაასახელეთ ვის, რომელ ქვეყნებს ჰქონდათ პოლიტიკური უპირატესობა ძველ აღმოსავლეთში?

6

wigni II — istoria nakveTi I — msoflio antikur xanaSi

Tavi sarCevi:

I

msoflio adreantikur xanaSi § 1. კაცობრიობა პრეისტორიულ ხანაში ქვის ხანა. საქართველოში, დმანისის შუა საუკუნეების ნაქალაქარის გათხრებისას არქეოლოგებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ ძალიან დიდი ხნის წინ ამ მიდამოებში უძველესი ადამიანი ცხოვრობდა. მართლაც, XX სის ბოლოს წარმოებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა უძველესი ადამიანის ქვის იარაღები აღმოაჩინა. მას შემდეგ ძველი ადამიანის ნაკვალევის ძებნას დმანისის მიდამოებში გეგმაზომიერი ხასიათი მიეცა, რასაც ახალი და მნიშვნელოვანი აღმოჩენები მოჰყვა. არქეოლოგებმა ჯერ უძველესი ადამიანის ქვედა ყბა იპოვეს, შემდეგ მისი ტერფის ძვალი. განსაკუთრებით სენსაციური XX საუკუნის მიწურულს, უძველესი ადამიანის ორი თავის ქალას აღმოჩენა იყო. ამჟამად უკვე ხუთი თავის ქალაა გამოვლენილი. დღეისათვის ითვლება, რომ უძველესი ადამიანი აფრიკის კონტინენტზე დაახლოებით 4 მილიონი წლის წინათ გაჩნდა. მიჩნეულია, აგრეთვე, რომ ის ევრაზიაში ბევრად უფრო გვიან განსახლდა. აქამდე ევროპაში უძველესი ადამიანის ყველაზე ადრეული ნაშთები 800 ათასი წლით თარიღდებოდა. ამიტომ ადვილი წარმოსადგენია, თუ რა დიდი ინტერესი და განცვიფრება გამოიწვია დმანისელი ადამიანის აღმოჩენამ, რომელიც, როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, მილიონ 700-800 ათასი წლის წინათ ცხოვრობდა. ამით ხომ ევრაზიაში ადამიანის განსახლება, სულ ცოტა, ორჯერ დაძველდა. ყოველივე ამის გამო ევრაზიის უძველესი დმანისელი ადამიანის და მისი ნამოსახლარის მიკვლევა ბოლო წლების მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიურ აღმოჩენად მიიჩნევა. დმანისელი ადამიანი დღეისათვის ევრაზიის კონტინენტზე აღმოჩენილი უძველესი ადამიანია. ფიქრობენ, რომ ევრაზიაში თავდაპირველად სწორედ დმანისელი ადამიანი განსახლდა. კვლევაში პალეოანთროპოლოგებიც ჩაერთვნენ. დმანი-

დმანისის არქეოლოგიური გათხრები , 2007 7

§ 1. კაცობრიობა პრეისტორიულ ხანაში ................................................7 § 2. ისტორიის ადრეანტიკური პერიოდი .........................................20

დმანისელი ადამიანი. ქართველმა არქეოლოგებმა 1999 წლის ზაფხულში ძველი ადამიანის ორი თავის ქალა აღმოაჩინეს. რომელსაც შემდგომში პირობითად „მზია და ზეზვა“ უწოდეს. ახლა უკვე ხუთი თავის ქალაა გამოვლენილი.

მზია და ზეზვა (რეკონსტრუქცია)

Homo Erectus ჰომო ერექტუსი. ლათინური სიტყვაა და გამართულ ადამიანს ნიშნავს. Homo Sapiens Sapiens — ლათინური სიტყვაა და გონიერ-გონიერ ადამიანს ნიშნავს. ასე უწოდებენ მეცნიერები თანამედროვე ადამიანის სახეობას.

ჯონ ლებოკი 1834 -1913 ქვის ხანის პალეოლითად და ნეოლითად დაყოფა 1865 წელს ინგლისელმა არქეოლოგმა და ბიოლოგმა ჯ. ლებოკმა დაამკვიდრა.

ლითოს — ბერძნულად ქვას, პალეოს — ძველ, მეზოს — შუას, ნეოს — ახალს ნიშნავს.

პალეოლითის ეტაპები. ქვედა პალეოლითის ყველაზე ადრეულ საფეხურად ოლდუვაის კულტურაა მიჩნეული. ეს სახელი მას ცენტრალური აფრიკის მდ. ოლდუვაის ხეობის მიხედვით ეწოდა, სადაც ქვედა პალეოლითელი ადამიანის ყველაზე ადრეული სადგომი აღმოჩნდა. პალეოლითის დანარჩენი ეტაპები არქეოლოგებმა პირველად საფრანგეთში გათხარეს. აღმოჩენის ადგილების მიხედვით ამ პალეოლითურ კულტურებს: შელი, აშელი, მუსტიე, ორინიაკი, სოლუტრე და მადლენი ეწოდებათ.

სელი ადამიანის ნაშთის შესწავლის შედეგად, გაირკვა, რომ ის ჰომინიდების, ანუ ადამიანისებრთა ოჯახის Homo Erectus-ის სახეობას შეესაბამება. დმანისელი Homo Erectus-ი Homo Sapiens Sapiens-ის, ანუ თანამედროვე გონიერი ადამიანის შორეული წინაპარია. დმანისელი ადამიანების კვების რაციონი, შეიძლება ითქვას, უნივერსალური იყო: ბოლქვების, კენკრის, თხილის, მწერების, თევზების, მოლუსკების, ნანადირევი ხორცისა და ლეშის ჩათვლითაც კი. უშუალოდ ბუნებისაგან ნაბოძებ, თუ მცირე სახეცვლილებით შექმნილ იარაღს ადამიანის ხელთან შედარებით უფრო სრულყოფილი ხელსაწყოს ფუნქცია ეკისრებოდა და ძირითადად, საჭრელად თუ სამტვრევად გამოიყენებოდა. მომდევნო ათასწლეულებში ძალზე ნელი ტემპით მიმდინარე ბიოლოგიურ ევოლუციას, რომელიც ადამიანისებრთა მოდგმამ Homo Erectus-იდან Homo Sapiens Sapiens-ამდე განვლო, ასევე ნელი, მაგრამ განუხრელი სოციალური და ტექნოლოგიური განვითარება სდევდა თან: აქამდე სამტვრევად გამოყენებული ქვები გალესეს და ბოლოები წაუმახვილეს; გრძელი ჯოხები გათალეს, დაამუშავეს და შუბი მიიღეს. ქვის ხანა ყველაზე ხანგრძლივი ხანაა კაცობრიობის ისტორიაში. ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუ ვიტყვით, რომ მისი დასასრული ძვ. წ. VI ათასწლეულით თარიღდება. დროის ასეთ ხანგრძლივ პერიოდში ადამიანთა საზოგადოება თავის ირგვლივ სამყაროს შესახებ, თუმცა ძალზე ნელა, მაგრამ მაინც სულ უფრო და უფრო მეტ ცოდნას აგროვებდა და გარე სამყაროსთან უკეთ მოსარგებად საკუთარ უნარ-ჩვევებს მუდმივად ავითარებდა. ყოველივე ეს, უპირველეს ყოვლისა, ქვის იარაღის დამზადების ტექნიკისა და ხარისხის გაუმჯობესებაში აისახებოდა. თუ ქვის ხანის ადრეულ საფეხურზე ქვის იარაღი იმდენად უხეშად იყო დამუშავებული, რომ მისი გარჩევა ბუნებრივი ქვისაგან ხშირად მხოლოდ არქეოლოგის გამოცდილ თვალს შეუძლია, ქვის ხანის ბოლო პერიოდის საბრძოლო თუ შრომით იარაღს თავისი დახვეწილობით განცვიფრებაში მოჰყავს მნახველი. ამიტომაა, რომ არქეოლოგები ქვის ხანას ძირითადად ქვის დამუშავების ტექნიკის მიხედვით სამ დიდ ქვეპერიოდად: ძველი ქვის ხანად ანუ პალეოლითად, შუა ქვის ხანად — მეზოლითად და ახალ ქვის ხანად — ნეოლითად ყოფენ. პალეოლითი, ანუ ძველი ქვის ხანა, თავის მხრივ ქვედა, შუა და ზედა, იგივე გვიან პალეოლითად იყოფა, რომელთაგან თითოეული ადამიანის განვითარების კიდევ რამდენიმე ეტაპს მოიცავს ამ ეტაპებს სახელები იმ ადგილების მიხედვით შეარქვეს, სადაც ისინი პირველად აღმოჩნდა. დმანისელი ადამიანი ქვედა პალეოლითის ყველაზე ადრეულ საფეხურზე ცხოვრობდა. ქვედა პალეოლითის ადამიანი თავისი იერით და ცხოვრების წესით მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა თანამედროვე გონიერი ადამიანისაგან. ის პირველყოფილ ჯოგად ცხოვრობდა. აგროვებდა მცენარეთა ნაყოფს და ძირხვენების ძირებს, ნადირობდა, ზოგჯერ თევზაობდა კიდეც. მეურნეობის სახეობის მიხედვით, რომელსაც ის მისდევდა, იმ ხანის ადამიანს ველურ, ან პირველყოფილ მონადირესა და შემგროვებელსაც უწოდებენ. თანდათანობით ადამიანებმა ცეცხლის შენახვა და ხელოვნური გზით მიღება ისწავლეს. ცეცხლის დამორჩილება

8

იმდენად დიდი და შთამბეჭდავი მოვლენა იყო კაცობრიობის ისტორიაში, რომ ეს ფაქტი მრავალი ხალხის თქმულებებსა და ლეგენდებში აისახა. ამ მითებს შორის ყველაზე ცნობილი პრომეთეს შესახებ ძველბერძნული თქმულებაა. 120-100 ათასი წლის წინათ ჰომო საპიენსი, ანუ თანამედროვე გონიერი ადამიანის უშუალო წინაპარი გონიერი ადამიანი გაჩნდა. იმ ხანის ადამიანები შრომისა და ბრძოლის იარაღების შესაქმნელად უპირატესობას ისეთ განსაკუთრებით მტკიცე მასალას: კაჟის ქვასა და ობსიდიანს ანიჭებდნენ. შემდგომ მათ ძვალი და რქა დაემატა. ამგვარმა ტექნოლოგიურმა ევოლუციამ მხოლოდ ბოლო 50000 წლის წინ აკრიფა ტემპი. მართლაც, დაახლოებით 40 ათასი წლის წინათ კრომანიონელი, ანუ თანამედროვე გონიერი ადამიანი გაჩნდა. მას მეცნიერები ჰომო საპიენს საპიენსადაც მოიხსენიებენ. თავისი იერით და გონებრივი შესაძლებლობით კრომანიონელი ჩვენგან არაფრით განსხვავდებოდა. კრომანიონელი თანდათან მთელ დედამიწაზე განსახლდა. ბიოლოგებმა თანამედროვე ადამიანის გენების შესწავლით, დაადგინეს, რომ თავდაპირველი ჰომო საპიენს-საპიენსის პოპულაცია სულ რამდენიმე წყვილს მოიცავდა და თანამედროვე კაცობრიობა მათი შთამომავლობაა. ზედა პალეოლითი 40-35 ათასი წლის წინათ დაიწყო. მისი დადგომა დაემთხვა დედამიწაზე ერთ-ერთ ძლიერ გამყინვარებას, როდესაც მუდმივი თოვლის და ყინულის საფარი ზღვის დონიდან ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეშვა. ადამიანებმაც გამოქვაბულებს მიაშურეს, საიდანაც ხშირად ძლიერი მტაცებელი ცხოველების გამოძევება ბრძოლით უხდებოდათ. გამყინვარების გადატანა ადამიანებს, ბუნებრივია, ცეცხლის დაუფლებამ გაუადვილა. ზედა პალეოლითის ადამიანებმა ტექნოლოგიური და ასევე, სოციალური განვითარების შედარებით მაღალ საფეხურს მიაღწიეს. იქმნება სხვადასხვა ტიპის მახვილი თუ ბლაგვი ქვის იარაღი — დანა, ხერხი და სხვ; ნიჟარები, ძვალი და რქა თევზის საჭერად, კაუჭისა და ოროლების გასაკეთებლად იხმარება. ზედა პალეოლითის ადამიანი საკვების ძიებაში, ძირითა -დად, მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა, თუმცა, როგორც წესი, მიგრაცია შედარებით მცირე გეოგრაფიული არეალის შიგნით ხდებოდა და გარკვეული დროის შემდეგ ის სარიტუალო ადგილს (მაგ. წმინდა ტყეს ან გამოქვაბულს) კვლავაც უბრუნდებოდა. სხვადასხვა ტომს შორის კავშირი, სავარაუდოდ, იშვიათი იყო, მაგრამ არა იმდენად, რომ დამკვიდრებული წესჩვეულებების და სიახლეების გავრცელებისათვის შეეშალა ხელი. ნათესაობისა და ქორწინების საერთო წესები დამკვიდრდა, ბევრგან სისხლის აღრევაც აიკრძალა. ზედა პალეოლითის ადამიანი უკვე გვაროვნულ თემად ცხოვრობდა. რადგანაც ქვის ხანაში გვარი მატრიარქალური იყო, გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ კაცები მიდიოდნენ და სხვა ტომის ქალებთან მკვიდრდებოდნენ. ამ ხანის ადამიანს უკვე პრიმიტიული რწმენა-წარმოდგენები, ანუ უმარტივესი რელიგია ჰქონდა. მათ მეცნიერები, როგორც ვიცით, ანიმიზმს, ტოტემიზმს, ფეტიშიზმს, მაგიას უწოდებენ.

9

ობსიდიანი - ვულკანური ქანი მუქი ფერის მინა.

კრომანიონელი ადამიანი Homo Sapiens Sapiens-ს მისი პირველი აღმოჩენის ადგილის, კრომანიონის (საფრანგეთში) მიხედვით ეწოდა.

კრომანიონელი ადამიანი (რეკონსტრუქცია).

ოროლი — შუბის მაგვარი ხელით საძგერებელი ან სატყორცნი იარაღი.

რელიგიური რწმენებისა და იმქვეყნიურ ცხოვრებაზე წარმოდგენების ჩამოყალიბების შედეგად, ზედა პალეოლითელმა ადამიანმა უკვე თავისი მიცვალებულების გარკვეული წესით დამარხვაც დაიწყო. თუმცა მეცნიერების ნაწილი ფიქრობს, რომ მიცვალებულებს ადამიანი ზედა პალეოლითის ხანამდეც მარხავდა. იმავდროულად ხელოვნებაც ჩაისახა, რაც თავდაპირველად რელიგიური საჭიროებებით იყო განპირობებული. მართლაც, უძველესი რელიგიური რიტუალები სხეულის რიტმული, თანმიმდევრული მოძრაობებით და ერთგვარი გახმოვანებით — „მუსიკალური თანხლებით“ სრულდებოდა, რამაც თანდათან საფუძველი ცეკვას და სიმღერას ჩაუყარა. ზედა პალეოლითიდან მოდის მხატვრობაც. იმჟამინდელი ადამიანი პირველ რიგში ცხოველებს და ნადირობის სცენებს ხატავდა. ეს არცაა გასაკვირი, ნადირობა ხომ მისთვის საკვების მოპოვების ერთადერთი თუ არა, უმთავრესი წყარო იყო. ზედა პალეოლითელი ადამიანის მხატვრობის შესანიშნავი ნიმუშები შემოგვინახა პირინეის მთებისა და საჰარის უდაბნოს გამოქვაბულებმა. მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩევა ალტამირას (ესპანეთში) და ლასკოს (საფრანგეთში) გამოქვაბულების ფერწერა. კლდის მხატვრობა შემქმნელთა ყოველდღიური საქმიანობისა და რელიგიური რიტუალების სხვადასხვა დეტალს გვაცნობს. ნახატებში ყველაზე გავრცელებული თემა ნადირობაა; ესთეტიკური სიამოვნების მონიჭებაზე მეტად ნადირობის სცენის გამოხატვას მაგიური დატვირთვა ჰქონდა და ფრიად პრაგმატულ მიზანს ემსახურებოდა: რომელიმე განსაკუთრებულად წარმატებული ნადირობის აღბეჭდვით მაგიური ზემოქმედება, რათა მომავალ ნადირობაშიც მსგავსი წარმატებისათვის მიეღწიათ. პალეოლითის ველური მონადირეები სიკვდილსიცოცხლის მიჯნაზე ცხოვრობდნენ. ნადირობის წარმატებაზე დამოკიდებული ცხოვრება დალხინებისა და შიმშილობის მთელ პერიოდებს მოიცავდა. უიღბლობის ჟამს უძლიერესთა გარდა ყველა იღუპებოდა, ხანგრძლივი შიმშილობის შემთხვევაში კი ტომი ან ადგილსამყოფელს იცვლიდა, ან სულაც ამოწყდებოდა. მართლაც, როგორც წინარეისტორიული, ისე დღევანდელი ადამიანის გამორჩეული თვისება მისი მობილურობაა. პირველყოფილ ადამიანს საკვებისა თუ უკეთესი პირობების

ალტამირას გამოქვაბულის მხატვრობა. ესპანეთი. XVI-IX ათასი წელი ჩვ. წ. აღ-მდე.

საფრანგეთში, ლასკოს გამოქვაბულში 2000 ფიგურა 17 000 – 18 000 წლის წინაა დახატული. 10

ძიებისას უდიდესი მანძილების დაფარვაში თვითრეგულირებადი მეტაბოლიზმი (მაგ. ოფლის გამოყოფის უნარი) დაეხმარა. დედამიწის სხვადასხვა რეგიონში მძიმე კლიმატური პირობების მიუხედავად, ზედა პალეოლითის ადამიანებმა მისი უდიდესი ნაწილი აითვისეს. მართლაც, პალეოლითის ეპოქის დასასრულისათვის, 10-12 ათასი წლის წინ, არქტიკიდან სამხრეთ აფრიკამდე და ავსტრალიიდან — ტიერა დელ ფუეგომდე არსებული ხმელეთი, თუმცა მეჩხრად, მაგრამ მაინც დასახლებულია. მოსახლეობის სიმჭიდროვე — არსებობის საშუალების, ანუ მისი ფლორისა და ფაუნის პროპორციული იყო. ამიტომაც ტროპიკული და სუბტროპიკული ზონები მოსახლეობის ბევრად უფრო მეტი სიმჭიდროვით გამოირჩეოდა. თუმცა, თანამედროვე სტანდარტებთან შედარებით, ეს რაოდენობაც დიდად ვერ ჩაითვლება. დღევანდელი მონაცემების მიხედვით, პალეოლითის დასასრულს ჰომო საპიენსსაპიენსის სახეობა მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით, 20 მილიონის, ზოგის აზრით, — კი 10 მილიონის ფარგლებში მერყეობდა. მეზოლითი. დაახლ. 10 თუ 12 ათასი წლის წინ, უკანასკნელ კონტინენტურ მყინვართა ლღობამ უმნიშვნელოვანესი გეოგრაფიული და კლიმატური ცვლილებები გამოიწვია — განსაკუთრებით, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და ამ მოვლენებმა გადამწყვეტი როლიც შეასრულა კაცობრიობის ისტორიაში. ჰავის დატენიანებას ბევრი იმ ძუძუმწოვრის გადაშენება მოჰყვა, რომლებიც გვიანი პალეოლითის დროის მონადირეთათვის საკვების მთავარ წყაროს წარმოადგენდა. გრძელბეწვა მამონტიცა და ბალნიანი მარტორქაც გაწყდა, ხოლო ცხენირმები ჩრდილოეთისაკენ, თავიანთი დღევანდელი საცხოვრისისაკენ დაიძრნენ. ჩრდილოეთი აფრიკა და ცენტრალური აზია კი მნიშვნელოვნად გაუდაბნოვდა, იქაური მაცხოვრებლებიც იძულებულნი გახდნენ, ადგილი შეეცვალათ და ცხოვრების ახალ წესსაც შეჰგუებოდნენ — და ეს მაშინ, როცა ალპების ჩრდილოეთით დაბურული ტყეები გაჩნდა, ხოლო აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში მთები და გორაკები მწვანით შეიმოსა. ყინულის უკანდახევიდან 4-5 ათასწლეულის განმავლობაში, ასევე იჩინა თავი მნიშვნელოვანმა ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა — განსაკუთრებით, მახლობელ და შუა აღმოსავლეთში. ქვის იარაღები (ისევე როგორც ხელოვნებისა თუ საკულტო ნაკეთობები) უფრო და უფრო დახვეწილი გახდა. ქვის თლამ და დამუშავებამ ადრინდელი, მტვრევისა და წამახვილების მეთოდები შეცვალა. უძველესი ადამიანის ისტორიაში მეზოლითი, უპირველეს ყოვლისა, მშვილდისრის გამოგონებითაა ცნობილი, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ადამიანი საბოლოოდ გაბატონდა ცხოველთა სამყაროზე: ახლა მას შეეძლო შორი მანძილიდან განეგმირა თავისი მსხვერპლი. ნეოლითი. დაახლოებით ძვ. წ. VIII-VII ათასწლეულებში მეზოლითის ეპოქა ნეოლითმა — ახალი ქვის ხანამ შეცვალა. ნეოლითი კაცობრიობის ისტორიაში ძირეული გარდატეხის ეპოქაა. ამ პერიოდს ნეოლითურ რევოლუციასაც უწოდებენ. ადამიანი შემგროვებელი და მიმთვისებელი არსებიდან მწარმოებელ არსებად გადაიქცა. ნეოლითის ხანაში ჩაეყარა

11

მეტაბოლიზმი — ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა.

ტიერა დელ ფუეგო — ცეცხლოვანი მიწა, სამხრეთ ამერიკის კონტინენტის უკიდურესი სამხრეთით მდებარე არქიპელაგი.

მეთუნეობა — თიხის ჭურჭლის დამზადება.

საფუძველი მიწათმოქმედებას და მეცხოველეობას. ამავე პერიოდში ადამიანი იწყებს კერვას, ქსოვას და მეთუნეობას. რეგიონი, სადაც ნეოლითური ცივილიზაცია წარმოიშვა, თავდაპირველად, სავარაუდოდ, მახლობელი აღმოსავლეთი იყო. ითვლება, რომ მარცვლეულის თესვა ქალებმა თავდაპირველად თანამედროვე ჩრდილოეთ ერაყის თუ ქურთისტანის მთიანეთსა და სამხრეთ კავკასიაში დაიწყეს: ამ არეალში ბუნებრივად ხარობდა ხორბლისა და ფეტვის ველური წინაპარი. მართლაც, საქართველო ხორბლეულის ერთ-ერთი სამშობლოა. დღეისათვის მსოფლიოში ხორბლეულის ცნობილი ცხრამეტი ჯიშიდან თორმეტი საქართველოშია დამოწმებული. აქედან ხუთი ჯიშის სამშობლოდ საქართველო ითვლება. დროებით საცხოვრისში დატოვებული ქალები, ვიდრე მამაკაცები ახლომახლო მთებში ნადირობდნენ, სხვადასხვა მცენარეების თესლებს, ან მარცვლეულს აგროვებდნენ, ბოლოს კი მისი თესვაც დაიწყეს. ცხოველებიდან ადამიანმა, ეტყობა, პირველად ცხვარი და თხა მოაშინაურა (თუ არ ჩავთვლით ძაღლს, რომელიც, შესაძლოა, ჯერ კიდევ პალეოლითის ხანის მონადირეებმა მოაშინაურეს). ეს პროცესი დაახლოებით ძვ. წ. 8000, ან კიდევ უფრო მეტი წლის წინ დაიწყო. რაც შეეხება მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, მისი მოშინაურება ძვ. წ. VI ათასწლეულის ფარგლებში ივარაუდება. უეჭველი კი ერთი რამაა: ძვ. წ. 6000 წლისათვის დასავლეთ ირანიდან ხმელთაშუა ზღვისპირეთამდე, სამხრეთ კავკასიაში, ანატოლიასა და ეგეოსის ზღვის ორივე სანაპიროზე უკვე დასტურდება განვითარებული მიწათმოქმედება, ხორბლეულისა და ფეტვის თესვამოყვანა და საშინაო მეურნეობაში ცხვრის, თხის, ღორისა და შესაძლოა, მსხვილფეხა რქოსნის არსებობა. სწორედ წინა აზიიდან, რომლის გეოგრაფიულ საზღვრებში იმ ხანად სამხრეთ კავკასია და, შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაც მოიაზრებოდა, გავრცელდა პირველი ცივილიზაცია თანდათანობით ეგვიპტის, ინდოეთის, ჩინეთის, დასავლეთ ევროპისა და ძველი სამყაროს სხვა რეგიონებში (თუმცა ისიც შესაძლებელია, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ბრინჯის მოყვანა მახლობელ აღმოსავლეთში ხორბლის მოყვანის თანადროულადაც დაწყებულიყო). რაკიღა მიგრაციის ძირითადი ღერძი აღმოსავლეთ-დასავლეთ მიმართულებით გადიოდა, ამა თუ იმ ადგილას მიღწეული წარმატება ამ ღერძის

ნეოლითის ხანის ხის პრიმიტიული მიწის დასამუშავებელი იარაღები (რეკონსტრუქცია)

ნეოლითური არტიფაქტები ნეოლითის ნასახლარი ორკნეის კუნძულებზე, შოტლანდიაში. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. 12

გასწვრივ, სხვაგანაც ინერგებოდა და ყოველი სიახლე როგორც დასავლეთით — ევროპისკენ, ისე შორეული აღმოსავლეთისაკენ ვრცელდებოდა. მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის წარმოქმნა-განვითარებას კაცობრიობის ისტორიისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მომთაბარე შემგროვებელი და ველური მონადირე თანდათან მიწათმოქმედმა და მესაქონლემ შეცვალა. სოფლის მეურნეობის ამ უმთავრესი დარგების ათვისებამ ადამიანებს პირველად შესაძლებლობა მისცა, შედარებით მყარად მოეკიდათ ფეხი ამა თუ იმ საცხოვრისზე. ამ ფაქტმა კი მათ გარჯის ნაყოფიერების ზრდასთან ერთად, საშუალება მისცა, მატერიალური დოვლათი მარაგის სახით დაეგროვებინათ და მეტი დრო დაეთმოთ ისეთი განყენებული საქმიანობისათვის, როგორიც ხელოვნება და რელიგიაა. საკვებით მეტნაკლებად უზრუნველყოფამ ერთგვარი ფიზიკურ-ფსიქოლოგიური სტაბილურობის განცდა მოიტანა, როგორც პიროვნულ, ასევე საზოგადოებრივ ურთიერთობებში. ნეოლითურმა რევოლუციამ ჰომო საპიენს საპიენსის არსებობის საფუძვლები შეცვალა და ამით, შეიძლება ითქვას, თანამედროვე საკაცობრიო ცივილიზაციის ერთგვარ წინაპირობადაც კი იქცა. სოფლის მეურნეობის განვითარებასა და მისი ნაყოფიერების ზრდასთან ერთად შემცირდა ნადირობის ეკონომიკური დატვირთვა, მაგრამ მას სიმბოლური ხასიათი არასოდეს დაუკარგავს — მონადირის გარდაქმნა მეომრად, შემდგომ კი უკვე მმართველად — ბუნებრივად მოხდა. ყველაზე ადრეული ხანის მიწათმოქმედთა „გამოგონება“ უაღრესად მარტივი ხასიათისა გახლდათ: პირველი ასეთი იარაღი პრიმიტიული ნამგალი თუ სამკალი დანა, ხის ან ძვლის ტარზე წამოცმული კაჟის თლილი ნატეხი ან ნადირის წამახული ეშვი იყო. მას ჯერ ველური ბალახის სათიბად, საბოლოოდ კი კულტურული მარცვლეულის სამკალად ხმარობდნენ. პირველ სათეს იარაღებად კი წვეტიან კავებსა და უმარტივეს ხელის სახნისებს — ხის ტარზე წამოცმულ ნათალ ქვის პირებს იყენებდნენ. ამ ტიპის სოფლის მეურნეობას, რაც შემდგომში დედამიწის ბევრ კუთხეში გავრცელდა და დღემდეც არსებობს უკიდურესად ჩამორჩენილ რეგიონებში, ხშირად სახნისის კულტურადაც მოიხსენიებენ. თანდათანობით, ასეთ უმარტივეს ნამგალს და სახნისს, მიწათმოქმედებისა თუ მესაქონლეობისათვის საჭირო, ახალახალი ხელსაწყო-იარაღები დაემატა. ასევე გამრავალფეროვნდა მარცვლეულის ჯიშები. ზოგადად, სოფლების წარმოშობამ და მუდმივი საცხოვრისის გაჩენამ შრომის ასაკისა და სქესის მიხედვით დანაწილებასთან ერთად პროფესიული დაოსტატების მიხედვით დანაწილებაც გახადა შესაძლებელი, რაც თავის მხრივ, მეტ დახელოვნებასა და ტექნოლოგიურ პროგრესს უწყობდა ხელს. ცნობილია, რომ საქმიანობის ერთი სფეროს განვითარება სხვა სფეროების განვითარებასაც განაპირობებს. ასე მაგალითად, როდესაც მომთაბარული ცხოვრების მიმდევარი ხალხი ამა თუ იმ ადგილას მუდმივად სახლდებოდა, მომთაბარეობის ხანის დროებით საცხოვრისს — ტყავებითა თუ ტოტებით შეკრულ კარავს — უფრო მუდმივი და მოხერხებული სამყოფელით ცვლიდა: თავიდან მიწური სახლებით, შემდეგ — ფიცრულით, საბოლოოდ კი — როგორც ეს ძვე-

13

ალიზი — საშენი მასალა; გამოუწვავი, მზეზე გამომშრალი აგური. ალიზი მზადდება ხელით ან ყალიბით თიხისაგან. ახალი ქვის ხანიდან ალიზი განსაკუთრებით გავრცელდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. საქართველოში ალ იზის ნაგებობანი ცნობილია ძვ. წ. VI-IV ათასწლეულიდან (შულავრის გორა, არუხლოს გორა და სხვ.).

იერიქონი მდებარეობს მდ. იორდანიის დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ იერუსალიმიდან 40 კმ-ის დაშორებით. ამ დასახლების არქეოლოგიური გათხრები 1907 წ.ელს დაიწყო და ამჟამადაც გრძელდება.

ლი აღმოსავლეთის ქვეყნებში მოხდა — ალიზის, აგურის ან ქვის შენობებითაც. საშენ მასალად ალიზის, თუ აგურის აუცილებლობამ თიხაზე მოთხოვნილებაც გააჩინა, თიხის წარმოებამ კი მისგან ჭურჭლის დამზადებას დაუდო სათავე. ასე ჩაეყარა საფუძველი მეთუნეობას, ანუ კერამიკულ წარმოებას. ნეოლითური ხანის ადამიანი თიხის ნაწარმს არა მარტო საოჯახო, არამედ საკულტო დანიშნულებისთვის და იმავდროულად სამკაულადაც იყენებდა. მეთუნეობის პარალელურად, ან უფრო ადრეც კი, ადამიანმა კალათების დაწვნა დაიწყო. ამას კი მალე ძაფის დართვა და ქსოვილების ხელით ქსოვა მოჰყვა. პირველი ქსოვილი, რომლის წარმოებაც ადამიანმა დაახლოებით ძვ. წ. VI-V ათასწლეულების მიჯნაზე დაიწყო, ტილო იყო, რაც იმის მანიშნებელია, რომ უკვე სელიც მოჰყავდათ. ზუსტი ცნობები იმის თაობაზე, რომ ნეოლითის ხანაში შალის ქსოვილსაც აწარმოებდნენ, არ არსებობს. თუმცა, თავისთავად ცხვრისა და თხის მოშინაურება ადრეულ ეტაპზე და თანაც, ტილოს ქსოვილის წარმოებასთან შედარებით, შალის ქსოვილის დამზადების სიმარტივე, გვაფიქრებინებს, რომ შალის ქსოვილის წარმოება ტილოზე ადრე უნდა გაჩენილიყო და რომ ნეოლითის ადამიანისათვის შესამოსად ცხოველის ბეწვისა და ტყავის ადგილი სწორედ შალის ქსოვილს უნდა დაეკავებინა. ადრე მიაჩნდათ, რომ პირველი ქალაქები მხოლოდ ძვ. წ. IV ათასწლეულის შუა წლებში ქალაქ-სახელმწიფოების წარმოშობასთან ერთად გაჩნდა. თუმცა, ბოლოდროინდელმა არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა ისეთი სათემო საცხოვრისების არსებობაც დაადასტურა, რომლებიც სტრუქტურული თვალსაზრისით სოფლებისაგან ძირფესვიანად განსხვავდება. ისინი, სამართლიანად შეიძლება, პირველ ქალაქებადაც ჩაითვალოს. ასეთია, მაგალითად, პალესტინაში — იერიქონში გათხრილი, სავარაუდოდ, მსოფლიოში უძველესი ქალაქი-დასახლება, რომელიც ფუნქციონირებას ძვ. წ. 8000 წ-ის ახლო ხანებიდან იწყებს. საინტერესოა, რომ ძვ. წ. 7000 წლისათვის მისთვის მასიური ქვის კედელიც შემოურტყამთ. მცირე აზიაში, თურქეთის ტერიტორიაზე (ჩათალჰუიუკში) გაითხარა ძვ. წ. VII ათასწლეულის შუა ხანებით, ანუ ნეოლითური ხანით დათარიღებული დასახლება, რომელშიც ერთნაირი აგებულების, მიჯრით, ალიზითა და ასევე, ერთნაირი ზომის გამომწვარი აგურით ნაშენი სახლების კვალია დარჩენილი, რაც თავისთავად, კარგად ორგანიზებულ შრომის დანაწილებაზე მიუთითებს. აქ ნაპოვნი იარაღების უმეტესობა ობსიდიანისაგანაა ნაკეთები, რომელსაც თითქმის 100 კმ-ით დაშორებული ვულკანური წარმოშობის საბადოდან ეზიდებოდნენ. ეს ისეთი ოდენობით მუშახელსა და შრომის ორგანიზებას მოითხოვდა, რომელიც ჩვეულებრივი სოფლის მოსახლეობის ძალებს აღემატებოდა. სხვა მსგავსი ტიპის ქალაქების კვალი ნაპოვნია ეგეოსის ზღვის არეალში და ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ადგილას. ეს უდავოს ხდის იმას, რომ სხვა, ჯერაც აღმოუჩენელი, ქალაქის ტიპის დასახლებები ჯერ კიდევ შუამდინარეთისა და ეგვიპტის

14

დიდი ცივილიზაციების ჩასახვამდე ბევრად უფრო ადრეც უნდა არსებულიყო. ეს უძველესი ქალაქური დასახლებები ირგვლივ განსახლებული მიწათმოქმედი თემებისათვის თავისებურ სამრეწველო-სავაჭრო ცენტრებს წარმოადგენდნენ. მათი არსებობა ეკონომიკის გაცილებით უფრო რთულ ორგანიზაციულ წყობას ადასტურებს, ვიდრე ეს აქამდე მიაჩნდათ შესაძლებლად იმ ეპოქისათვის. ნეოლითი მატრიარქალური გვარის გაფურჩქვნის პერიოდი, შეიძლება ითქვას, მატრიარქატის ოქროს ხანაა. ამავე დროს, ნეოლითის ეპოქის დასრულებასთან ერთად მატრიარქატის ხანაც მთავრდება. მართლაც, ლითონის ტექნოლოგიის ათვისებით პირველყოფილი საზოგადოების ისტორიაში ახალი, პატრიარქალური გვარის პერიოდი იწყება. ენეოლითი. პირველი ლითონი, რომელიც ადამიანმა გამოიყენა სპილენძი იყო. სპილენძი შენარევების გარეშე რბილი ლითონია. მან ვერ გამოაძევა ხმარებიდან ქვის იარაღი, ამიტომ საზოგადოების ისტორიის ამ ხანას სპილენძ-ქვის ხანას, ანუ ენეოლითს უწოდებენ. ენეოლითი გარდამავალი საფეხურია ქვის ეპოქიდან ლითონის ეპოქაზე. ამიტომაცაა, რომ მას მეცნიერები ხშირად დამოუკიდებელ ისტორიულ ხანად არცკი მიიჩნევენ. მათი ერთი ნაწილი ენეოლითს ბრინჯაოს ეპოქის საწყის ეტაპად, სხვები კი ნეოლითის ბოლო საფეხურად განიხილავენ. საქართველო მახლობელი აღმოსავლეთის იმ მოწინავე რეგიონში შემავალი ქვეყანაა, სადაც ენეოლითიც ფრიად ადრე, ჯერ კიდევ ძვ. წ. VI ათასწლეულში დაიწყო და ასევე, ძალზე ადრე ძვ. წ. IV ათასწლეულის I ნახევარში დასრულდა, ადგილი დაუთმო რა ბრინჯაოს მეტალურგიას. საქართველოს დაწინაურებას, ბუნებრივია, უპირველეს ყოვლისა, ხელს უწყობდა სპილენძის საბადოების არსებობა. სპილენძი მოიპოვებოდა მახლობელი აღმოსავლეთის მრავალ რეგიონში: აღმოსავლეთ ანატოლიის მთებში, კუნძულ კვიპროსზე, ჩრდილოეთ ირანში, ასევე სამხრეთ კავკასიაში. თავდაპირველად, შესაძლოა, სპილენძი სულაც შემთხვევით აღმოეჩინათ მეთუნეებს, რომლებიც სპილენძის მჟავის ნაჟონს საკუთარი კერამიკული ნაწარმის მოსახატად იყენებდნენ და

იერიქონის უძველესი ნაქალაქარი ძვ წ. VIII-VII ათასწლ. 15

ენეოს — ლათინურად სპილენძს აღნიშნავს, ლითოს კი ქვას.

ჩათალ-ჰუიუკი მდებარეობს სამხრეთ ანატოლიაში, თურქეთის ქ. კონიიდან 50 კმ-ის დაშორებით. არქეოლოგიური გათხრები 1961 წელს დაიწყო და ამჟამადაც გრძელდება.

შულავერის გორა ნამოსახლარი ძვ. წ. VI-V ათასწლ. სოფელ შულავერის მიდამოები, მარნეულის მუნიციპალიტეტი საქართველო.

შემდგომ მაღალ ტემპერატურაზე გამოწვავდნენ ხოლმე დახურულ ქურებში. ასე იყო თუ ისე, სპილენძის მოპოვება ძვ. წ. VI ათასწლეულიდან უკვე ფეხს იკიდებს. სპილენძის სირბილის გამო თავდაპირველად ადამიანი ამ ლითონს ცივად, ჭედვით დამუშავების გზით იყენებდა. სპილენძის მოპოვებამ და დამუშავებამ მნიშვნელოვნად შეცვალა პირველყოფილი საზოგადოების ცხოვრება. უპირველეს ყოვლისა, გაიზარდა მამაკაცის როლი გვაროვნულ თემში, რასაც მატრიარქატის პატრიარქატით, ანუ მამამთავრული გვარით ჩანაცვლება მოჰყვა. სოფლის მეურნეობა ენეოლითის ხანაში კიდევ უფრო დაწინაურდა. მარცვლეულის კულტურას ანატოლიისა და საქართველოს მიდამოებში მუხუდოსა და ღომის, ისევე როგორც სხვადასხვა ბოლქვოვანი მცენარეების კულტივირება მოჰყვა. თუ მარცველულს თავიდან მხოლოდ შეჭამანდისა თუ ფაფის სახით მოიხმარდნენ, ახლა უკვე მარცვლეულის საფქვავი დოლაბებიც გაჩნდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ადამიანმა პურის ცხობასაც მიჰყო ხელი. დაახლობით ძვ. წ. 6000 წლისათვის, ანუ ენეოლითის დასაწყისისათვის მარცვლეულისაგან უკვე ბურახსა და ლუდსაც ხდიდნენ. საქართველოში და ჩრდილოეთ ირანში ზაგროსის პლატოზე VI-V ათასწლეულებში არქეოლოგებმა კულტურული ვაზის წიპწები აღმოაჩინეს, რაც აქ უკვე მევენახეობის არსებობაზე მიუთითებს. ენეოლითის ხანის ადამიანის ცხოვრებაზე კარგ წარმოდგენას გვიქმნის საქართველოში გათხრილი ენეოლითური ნამოსახლარები. ისინი გორებზე არიან განლაგებული. ამიტომ მკვლევარებმა ენეოლითური ხანის ამ არქეოლოგიურ კულტურას გორა ნამოსახლარების კულტურა უწოდეს. გორა ნამოსახლარების კულტურა ადრეული სამიწათმოქმედო კულტურაა. მისი ეკონომიკური და სოციალური წყობის ბირთვს გორაზე განლაგებული დასახლება წარმოადგენდა, სადაც საშუალოდ 10-დან 50 ოჯახამდე ცხოვრობდა და მოსახლეობის საერთო რაოდენობა 50-იდან 300 ადამიანამდე მერყეობდა. საცხოვრებლები ოვალური და ალიზით ნაგები იყო. ენეოლითური საზოგადოების ცხოვრების პირობები ოდნავ გაუმჯობესდა ნეოლითის ხანის თემებთან შედარებით. საკვებიც უფრო მუდმივი და მრავალფეროვანი გახდა და საცხოვრისიც — უფრო მოსახერხებელი; მაგრამ რამდენადაც უმჯობესდებოდა პირობები, იზრდებოდა მოსახლეობაც, და თემი კვლავაც საარსებო მინიმუმის ზღვარზე ცხოვრობდა. ნებისმიერ ბუნებრივ უბედურებას — წყალდიდობას, გვალვას თუ კალიის შემოსევას — მთელი სოფლის განადგურება შეეძლო. ერთ ადგილას ცხოვრება და მოსახლეობის სიმჭიდროვე ასევე ზრდიდა ეპიდემიების გავრცელების საშიშროებას. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, შესაბამისად, 20-25 წელს არ აღემატებოდა. ბრინჯაოს ხანა. სპილენძის ათვისების შემდეგ კიდევ რამდენიმე ათასწლეული დასჭირდა ადამიანს სანამ ქვას, როგორც მასალას, საბოლოოდ ლითონით ჩაანაცვლებდა. ეს მხოლოდ ბრინჯაოს გამოდნობით გახდა შესაძლებელი.

16

ბრინჯაო თავისთავად ბუნებაში არ მოიპოვება. ის ადამიანის მიერ შექმნილი რთული შენადნობია. ბრინჯაოს მისაღებად საჭიროა სპილენძს გარკვეული დოზით სხვა ლითონები: სტილბიუმი, იგივე ანთიმონი, დარიშხანი ან კალა შეერიოს. მართლაც, თანდათანობით ადამიანმა სპილენძის სხვა ლითონებთან შერევა, მისი გამოდნობა, ყალიბებში ჩასხმა და ბრინჯაოს მიღება ისწავლა. ეს უკვე მეტალურგიის საწყისების დაუფლებას ნიშნავს. ბრინჯაოს ეპოქის დასაწყისად ძვ. წ. IV ათასწლეულის მეორე ნახევარი ითვლება, როდესაც ახლო და შუა აღმოსავლეთის მთელ სივრცეში, ანუ იმ ხანის მოწინავე მსოფლიოში და მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე, ქვის, თიხის თუ სხვა მასალისაგან გაკეთებულ საგნებს უკვე მნიშვნელოვანწილად ბრინჯაოს ხელსაწყოები, საბრძოლო იარაღი თუ სამკაულები ენაცვლება. ბრინჯაოს ხანა სამ ათასწლეულზე მეტ დროს მოიცავს და ადრე, შუა და გვიან ბრინჯაოს ხანად იყოფა. ადრე ბრინჯაოს პერიოდი გამოირჩევა ბრინჯაოს ნაწარმის სიმცირით, შუა ბრინჯაოს ხანაში ბრინჯაოს მეტალურგია დიდ აყვავებას განიცდის, გვიან ბრინჯაოს ხანის ბოლო ეტაპზე კი ადამიანი უკვე რკინასაც ეცნობა. ამ პერიოდში სოფლის მეურნეობა კიდევ უფრო დაწინაურდა, რასაც განსაკუთრებით ძვ. წ. IV-III ათასწლეულებში ხარებშებმული გუთნების გაჩენამ შეუწყო ხელი. ადრე ბრინჯაოს ხანა პირველი სახელმწიფოების წარმოქმნით აღინიშნა. წინა აზიის და კავკასიის უდიდეს ნაწილში ეს ეპოქა მტკვარ-არაქსის არქეოლოგიური კულტურითაა წარმოდგენილი. ეს სახელწოდება ამ კულტურას იმიტომ ეწოდა, რომ მისთვის დამახასიათებელი არქეოლოგიური ძეგლები თავდაპირველად მტკვრისა და არაქსის შუამდინარეთში აღმოჩნდა. დღეისათვის დადგენილია, რომ მტკვარ-არაქსის კულტურა გავრცელებული იყო სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის დიდ ნაწილში, დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ აზერბაიჯანის გამოკლებით. გარდა კავკასიისა მტკვარ-არაქსის კულტურა მოიცავდა ჩრდილოეთ ირანს, თანამედროვე აღმოსავლეთ თურქეთსა და ცენტრალური თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილს, სირიისა და პალესტინის დიდ ნაწილს. აქ ის, მისი აღმოჩენის ადგილის მიხედვით, კირბეტ-კერაკის არქეოლოგიური კულტურის სახელითაა ცნობილი. მტკვარ-არაქსის კულტურას საქართველოში გათხრილი ენეოლითური გორა-ნამოსახლარების კულტურის გაგრძელებად მიიჩნევენ. მტკვარ-არაქსის კულტურის მატარებელი საზოგადოება ბინადარ და მიწათმოქმედ ცხოვრებას მისდევდა. ის სპეციალურად გამაგრებულ ბუნებრივ გორებზე ცხოვრობდა. გორაზე სამოსახლოები ტერასებად იყო განლაგებული. საცხოვრებლის შუაში თიხის მრგვალი კერა იყო მოთავსებული. აქვე იყო პატარა სამლოცველო თიხის კერპებით — ძირითადად ვერძის თავებითა და ადამიანთა სიმბოლური გამოსახულებებით. საცხოვრებელ სახლს მიშენებული ჰქონდა პირუტყვის სადგომები. მტკვარ-არაქსის კულტურის მთავარი დამახასიათებელი ნიშანია მოწითალო, რუხი, წაბლისფერი ან შავი პრიალაზედაპირიანი, ვარდისფერსარჩულიანი ხელით ნაძერწი კერამიკა, რომელიც ზოგჯერ ნაკაწრი გეომეტრიული ორნამენტითაა შემკული.

17

მტკვარ-არაქსის კულტურა ძვ. წ. IV ათასწლეულის მეორე ნახევრით და მესამე ათასწლეულის ბოლოთი თარიღდება, ანუ ძვ. წ. XXXV–XXII საუკუნეებს მოიცავს.

კირბეტ-კერაკის კერამიკა. ძვ. წ. IV ათასწლ.

სამთავროს სამაროვანი; ბრინჯაოს სარტყელის ფრაგმენტი, ძვ.წ. IX-VII სს.

შუა ბრინჯაოს ხანა. ძვ. წ. III ათასწლეულის დასასრულიდან — ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანებამდე შუა ბრინჯაოს პერიოდია. ბრინჯაოს მეტალურგიის მთავარ ცენტრებს მსოფლიოში იმჟამად ბალკანეთი და სამხრეთ კავკასია წარმოადგენდა. სამხრეთ კავკასიაში ბრინჯაოს მეტალურგიის კერები სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში იყო. მდ. რიონის სათავეებში, ზემო რაჭაში მთებში სპილენძის, ანთიმონის (სტილბიუმის) და დარიშხანის საბადოებია, რომლებსაც ჩვენი წინაპრები ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანიდან ამუშავებდნენ. საგანგებოდ მოწყობილი მაღაროებიდან სპილენძის მადანი ურმებით ქვემოთ, ბარში ჩაჰქონდათ, სადაც მას ღუმელებში ადნობდნენ. სუფთა სპილენძის ნაწილი უცხოეთში, მათ შორის შუამდინარეთში გაჰქონდათ, ნაწილს კი ადგილზევე დარიშხანს და ანთიმონს უმატებდნენ და ბრინჯაოს იღებდნენ. შუა ბრინჯაოს ხანა კაცობრიობის ისტორიაში მნიშვნელოვანი სიახლეებით აღინიშნა. ამ დროისათვის დაიწყეს თიხის ჭურჭლის სპეციალურ სამეთუნეო მორგვზე დამზადება. სამეთუნეო მორგვის გამოგონება კერამიკული წარმოების მწარმოებლურობის გაზრდის საჭიროებამ გამოიწვია. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ბორბლის, მეთუნეობაში თუ სხვა საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის გამოყენება, წინ უსწრებდა მისი, როგორც გადაადგილების საშუალებად გამოყენებას. ამავე დროს იწყება ცხენის მოშინაურება-მოშენება და მისი შესაძლებლობების ათვისება როგორც მიმოსვლისათვის, ისე ბრძოლაში. შუა ბრინჯაოს ხანა სამხრეთ კავკასიაში და მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ყორღანული არქეოლოგიური კულტურების ხანაა. ყორღანული კულტურა მომთაბარე ცივილიზაციაზე მიუთითებს. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ენეოლითური გორა ნამოსახლარებისა და ადრე ბრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსის სამიწათმოქმედო კულტურის მატარებელმა საზოგადოებამ ადგილი მომთაბარე-მესაქონლეობის მიმდევარ ტომებს დაუთმო. საქართველოში შუა ბრინჯაოს ხანის ბრწყინვალე ყორღანებია გათხრილი.

თრიალეთის ყორღანების არტეფაქტები.

თრიალეთის ოქროს სასმისი სარდიონისა და მინის თვლებით 18

თრიალეთის ყორღანებს ქვის, ან ქვამიწის ყრილი ჰქონდათ. ყველაზე დიდი ყორღანების სიმაღლე რვა მეტრამდე, დიამეტრი ას მეტრამდე, საერთო ფართობი კი ერთ ჰექტრამდე აღწევდა. ყორღანის ცენტრში მშრალი ფიქალებით ნაგები დასაკრძალი ორმო იყო, რომლის სიღრმე ექვს მეტრს და საერთო ფართობი ას სამოცდათხუთმეტ მეტრამდე აღწევდა. ყორღანების ხის სვეტები, რომლებსაც სამარხი ოთახის თაღი ებჯინებოდა, ზოგჯერ ოქროს ფირფიტებით იყო გარშემორტყმული. მიცვალებული ხშირად დასაკრძალავ ოთხთვალა ეტლზე ესვენა. მიცვალებულს ძვირფას კერამიკასთან და ოქრო-ვერცხლის ნივთებთან ერთად მსხვერპლად შეწირულ ადამიანებსა და საქონელს ატანდნენ. რკინის ხანა. ძვ. წ. I ათასწლეულით კაცობრიობის ისტორიაში კიდევ ერთი დიდი ტექნოლოგიური ძვრა მოხდა — ადამიანებმა რკინის დამუშავება დაიწყეს. რკინის მადნის დამუშავების ტექნოლოგია თავდაპირველად ანატოლიის აღმოსავლეთში და სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებმა ხალხებმა, მათ შორის ჩვენმა წინაპრებმა აითვისეს. აღსანიშნავია, რომ ძველი ბერძნები ქართული ტომების: მოსინიკების, ხალიბების და სხვათა აღწერისას განსაკუთრებით აღნიშნავენ მათი ხმლების სიმტკიცეს, რასაც ლითონის წარმოების ბერძნებისათვის უცნობი ტექნოლოგიით ხსნიან. ძვ. წ. X-VIII სს-ში რკინა ფრიად მცირე იყო. ამიტომ ამ პერიოდს გვიან ბრინჯაო-ადრეული რკინის ხანასაც უწოდებენ. თანდათანობით რკინამ ბრინჯაო მთლიანად გამოდევნა — დაიწყო რკინის ხანა. თუ ბრინჯაოს ეპოქის დასაწყისში კაცობრიობის ისტორიამ სულ რამდენიმე სახელმწიფო იცის, გვიან ბრინჯაოს ხანის დასასრული და ადრე რკინის ხანა მახლობელ და შუა აღმოსავლეთში უკვე ინტენსიური სახელმწიფოებრივი ცხოვრების ხანაა, რომელიც სულ მალე მსოფლიო ასპარეზზე დიდი, გლობალური იმპერიების გამოსვლით დასრულდება.

რკინის ხანის იარაღები.

კოლხური შეიარაღება. ადრეანტიკური და ელინისტური ხანები. 19

§ 2. ისტორიის ადრეანტიკური პერიოდი ჩვენ უკვე გავეცანით ისტორიის პერიოდიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას და ვიცით, რომ დღესდღეობით მიღებულია კაცობრიობის სახელმწიფოებრივი ისტორიის, (განსხვავებით წინარეისტორიული, ანუ სახელმწიფომდელი პერიოდისაგან) ოთხ დიდ პერიოდად დაყოფა: ძველი, ანუ ანტიკური, შუა საუკუნეები, ახალი და უახლესი. მსოფლიოს ძველ, ანუ ანტიკურ ისტორიას მეცნიერები ტრადიციულად ხშირად ორ სხვადასხვა „ისტორიადაც“ ყოფენ: ძველი აღმოსავლეთის და ანტიკური ქვეყნების, რაც საბერძნეთისა და რომის ისტორიას გულისხმობს. ტერმინი ანტიკური ისტორია საბერძნეთისა და რომის ისტორიის მნიშვნელობით, ჯერ კიდევ ჰუმანისტებმა შემოიღეს, როდესაც თითქმის არაფერი იცოდნენ აღმოსავლური (აფრიკისა და აზიის) ქვეყნების ისტორიაზე და საბერძნეთისა და რომის ისტორია, ფაქტობრივად, იყო კიდეც კაცობრიობის ძველი, ანუ ანტიკური ისტორია. აფრიკისა და აზიის ქვეყნების ისტორიის ანტიკურ პერიოდთან უკეთ გაცნობამ მეცნიერთა ცოდნა კაცობრიობის ძველი ისტორიის შესახებ ფრიად გააღრმავა და ტერმინს ანტიკური ისტორია ბევრად უფრო ფართო მნიშვნელობა შესძინა. იმავდროულად თვალში საცემია განსხვავება, რომელიც ძველი აღმოსავლეთის ადრეულ ცივილიზაციებს ანტიკური ისტორიის უფრო გვიანი პერიოდის სახელმწიფოებისაგან განასხვავებს. ამიტომ, როდესაც კაცობრიობის ისტორიის ანტიკურ პერიოდს შევისწავლით, უმჯობესია დროში ის ორ დიდ — ადრეანტიკურ და გვიანანტიკურ ქვეპერიოდებად — ეტაპებად დავყოთ, სადაც ადრეული ეტაპი — ცალკეული, მეტნაკლებად მცირე, თუ დიდი სახელმწიფოების განვითარების ხანაა, გვიანი ეტაპი კი — დიდი, გლობალური იმპერიების წარმოქმნა-განვითარების. ისტორიის ანტიკური პერიოდის დროში ასეთი დაყოფის მიუხედავად, ეკონომიკური განვითარების საფუძვლების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ანტიკური ცივილიზაციები შემდეგნაირად შეიძლება დავაჯგუფოთ: ქვეყნები, რომლის განვითარებაში წამყვანი როლი მიწათმოქმედების აღმავლობამ ითამაშა. მათ სახმელეთო, ან დიდი მდინარეთა ცივილიზაციის ქვეყნები ეწოდებათ; ქვეყნები, რომელთა დაწინაურებაში საზღვაო ვაჭრობამ შეასრულა გადამწყვეტი როლი, ანუ საზღვაო ცივილიზაციები და საბოლოოდ ხალხები, რომელთა ცივილიზაციის განვითარება მომთაბარულ მესაქონლეობას ეფუძნებოდა.

ძველი აღმოსავლეთის სამიწათმოქმედო, სახმელეთო, ანუ დიდ მდინარეთა ცივილიზაციები. ანტიკური ხანის ცივილიზაცია უპირველეს ყოვლისა, ქალაქური ცივილიზაცია იყო. მართლაც, ნეოლითური და ენეოლითური ხანის ქალაქური ტიპის დასახლებები, ბრინჯაოს ხანისათვის უკვე მსხვილ სავაჭრო-სახელოსნო ცენტრებად, ცნობილ ანტიკურ ქალაქებად ჩამოყალიბდნენ: გამაგრებული დამცველი გალავნებით, მოედნებით, ტაძრებითა და სხვა საკულტო შენობებით, აბანოებით,

20

საკუთარი პოლიტიკური მმართველობითა და ამ მმართველობისათვის განკუთვნილი საჯარო სასახლე-ნაგებობებით. ისტორიის ანტიკური პერიოდისათვის დამახასიათებელია ქალაქების სამხედრო-პოლიტიკური ბატონობა მათ ირგვლივ მდებარე ტერიტორიაზე — დაბებზე. ანტიკური ქალაქები მათზე დაქვემდებარებული ტერიტორიით თავდაპირველად პატარ-პატარა სახელმწიფოებს წარმოადგენდნენ, რომლებსაც ან მეფე, ან ქალაქის არჩეული ხელისუფალი მართავდა. ამიტომ მათ მეცნიერები ქალაქ-სახელმწიფოებს, ან პოლისებს უწოდებენ. პოლისი ბერძნულად ქალაქს ნიშნავს, ეს სახელი ანტიკურ ქალაქ-სახელმწიფოებს იმიტომ დაუმკვიდრდათ, რომ ამ ტიპის სახელმწიფოებმა ყველაზე განვითარებული სახე ძველ ბერძნულ სამყაროში მიიღეს — ძველი ბერძნული ცივილიზაცია ხომ თავისი ისტორიის უდიდეს მონაკვეთში სწორედ ასეთი დამოუკიდებელი ქალაქების — პოლისების ცივილიზაცია იყო. სხვაგან ქალაქ-სახელმწიფოები თანდათანობით ერთმა უფრო მძლავრმა ქალაქ-სახელმწიფომ დაიპყრო და გააერთიანა. ამ გზით ჩამოყალიბდა ანტიკური ხანის მრავალი დიდი სახელმწიფო, რომელთა სახელებიც მათი მთავარი ქალაქებისაგან წარმოსდგება. მაგალითად, ქალაქი ასური და ასურეთი, ქალაქი ბაბილონი და ბაბილონის სამეფო. ქალაქი რომი და რომის სახელმწიფო. უძველესი აღმოსავლურ-ქართული ქართლის სამეფოც, იგივე ძველბერძნული წყაროების იბერია, თავის სახელს თბილისის ჩრდილო-დასავლეთით დღევანდელი არმაზის ხევის მიდამოებში გაშენებულ-გამაგრებულ ქალაქ ქართლიდან იღებს. ვინაიდან ანტიკური ხანის ქალაქები, უპირველეს ყოვლისა, ხელოსნობისა და ვაჭრობის ცენტრებს წარმოადგენდნენ, ამიტომ ისინი დიდი მდინარეების, მათი შენაკადების, ან ზღვების სანაპიროზე წარმოიშვნენ, რომლებიც სავაჭროსამიმოსვლო არტერიებს ქმნიდნენ. ასე რომ, უკვე ადრე ბრინჯაოს და შუა ბრინჯაოს ხანაში ცივილიზაციის წარმატებისათვის სავაჭრო-სამიმოსვლო გზებს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. საზოგადოების ისტორიის ანტიკური პერიოდი, განსაკუთრებით კი ადრეანტიკური პერიოდი, კაცობრიობის სახელმწიფოებრივი ცხოვრების საწყისი ხანა იყო, ამიტომ, როგორც პირველყოფილი თემური წყობილებიდან ამოზრდილ საზოგადოებაში ჯერ კიდევ ფრიად ძლიერი იყო გვაროვნულთემური წყობილებისათვის დამახასიათებელი ინსტიტუტები: მაგ.: გვარში შემავალ ოჯახებს და ადამიანებს ჰქონდათ სახლზე, კარ-მიდამოზე, მიწის გარკვეულ ნაკვეთზე, თუ ბაღზე კერძო საკუთრება, მაგრამ ამავე დროს ჯერ კიდევ დიდი იყო ხვედრითი წილი საერთო საგვარეულო, თუ საოჯახო საკუთრებისაც. გვარს, ან დიდ ოჯახს თავისი უფროსი „მამა“, „მამასახლისი“ ჰყავდა, რომლის წინაშე გვარის დანარჩენი წევრები „მსახურები“ და „მონები“ იყვნენ. ოჯახის უფროსის — მამის უფლებები იმდენად დიდი იყო, რომ ხშირად ანტიკური სახელმწიფოს კანონის მიხედვით, ოჯახის უფროსს საჭიროების შემთხვევაში (ვალი ან სხვ.), ცოლი და შვილები შეეძლო, მონებადაც კი გაეყიდა. მნიშვნელოვან როლს საზოგადოების ცხოვრებაში უბანი, ან თემი თამაშობდა. ქალაქის ცალკეულ უბანში მცხოვრებ ადამიანებს საერთო დღესასწაულები და

21

პოლისიდან მოდის სიტყვა —

პოლიტიკაც, რომელიც ძველ ბერძნულში, როგორც საზოგადოებრივ, ისე საჯარო საქმეებს ნიშნავდა.

ირიგაცია — ლათინური სიტყვაა და მორწყვას, შესხურებას ნიშნავს.

საერთო ცხოვრების წესი ჰქონდათ. ქალაქის ან სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი საკითხების გადასაწყვეტად მეფე, ან მეფის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ჯერ კიდევ იწვევდნენ „სახალხო კრებებს“, რაც აგრეთვე გვაროვნულ-თემური წყობილებისა და პირველყოფილი თემური დემოკრატიის გადმონაშთად შეიძლება მივიჩნიოთ და სხვ. იმავდროულად ანტიკურ საზოგადოებას, უკვე შემუშავებული ჰქონდა კერძო საკუთრების დაცვის მკაცრი კანონები. ქონება მამიდან შვილებზე გადადიოდა, ხშირად კანონი, მამის მემკვიდრეობის გაყოფისას, საგანგებოდ უფროსი და უმცროსი შვილების წილსაც ითვალისწინებდა. ქალის ეკონომიკურ დამოუკიდებლობას მზითვი განაპირობებდა, რომელიც ქალის სიცოცხლის მანძილზე, როგორც ძმებისა და მეუღლის, ისე შვილების მხრივ ხელშეუხებელი იყო და ქალის გარდაცვალებამდე მის განკარგვაში რჩებოდა. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ანტიკურ საზოგადოებაში კერძო საკუთრებას კანონი ფრიად მტკიცედ იცავდა და მისი ხელყოფისა თუ ქურდობის შემთხვევები სასტიკად ისჯებოდა, ხშირად სიკვდილითაც კი. ანტიკურმა სამყარომ ვაჭრობისა და მევახშეობის განვითარების მაღალ დონეს მიაღწია. იმ პერიოდის ადამიანებისათვის უკვე ცნობილი იყო ისეთი ეკონომიკური კატეგორიები, როგორიცაა მოგება, ზარალი, სარგებელი, თავანი, კრედიტი. ამავე პერიოდში ვითარდება მეწარმეობა, შრომის დანაწევრებისა და ორგანიზების სისტემები, ადრეანტიკური ხანის ბოლოს მოიჭრა პირველი მონეტები და გაჩნდა საბანკო ორგანიზაციების ჩანასახები. უძველესი სახელმწიფოები აზიასა და აფრიკაში შეიქმნა, ამიტომ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ანტიკური ისტორიის ამ პერიოდს მეცნიერები ძველი აღმოსავლეთის ისტორიასაც უწოდებენ. ძველი აღმოსავლეთი პირობითი სახელწოდებაა: მის ქვეშ ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვებიდან წყნარ ოკეანემდე გადაჭიმული ტერიტორია იგულისხმება, სადაც დიდი მდინარეების აუზებში უძველესი სახელმწიფოები ჩამოყალიბდა. ამ სახელმწიფოებს ბევრი რამ ჰქონდათ საერთო: თბილი და მშრალი ჰავა, ნოყიერი ნიადაგი, რომელიც მორწყვის გარეშე მოსავალს ნაკლებად იძლეოდა და მდინარეები რომლებიც, სეზონურად დიდდებოდნენ და დიდ ფართობებს წყლით ფარავდნენ, რაც ამ რეგიონებში მცხოვრებ უძველეს ადამიანებს ირიგაციის განვითარების აუცილებლობისაკენ უბიძგებდა. ამგვარად, ამ პირველი ცივილიზაციების ეკონომიკური საფუძვლები უაღრესად ნაყოფიერ სოფლის მეურნეობას ემყარებოდა.

რამ განაპირობა სოფლის მეურნეობის ეს განსაკუთრებული ნაყოფიერება? ნიადაგის სხვაგან არარსებულმა თვისებებმა, განსაკუთრებით სახარბიელო ჰავამ და შესაბამისად, მოსავლის დიდი შრომის დახარჯვის გარეშე მოყვანის შესაძლებლობამ? სრულებითაც არა, უფრო პირიქით. ძველი აღმოსავლეთის დიდი მდინარეების: ნილოსის, ტიგროსის და ევფრატის, მდ. ჰალისის, ინდის, ხუანხეს, სირდარიისა და ამუდარიის აუზები — ეს იყო ვრცელი რეგიონი, სადაც მოსავლის მოყვანას დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა. უფრო მეტიც, მოსავლის მოყვანა თითქმის შეუძლებელიც კი იყო, გონივრულად გააზრებული ხელოვნური სარწყავი და სადრენაჟო სისტემის შექმნის გარეშე.

22

ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ პირველი ცივილიზაციების აყვავებას კაცობრიობა სოფლის მეურნეობისათვის არცთუ სახარბიელო ბუნებრივ პირობებს უნდა უმადლოდეს, რამაც იქ მცხოვრები ადამიანები აიძულა, მეტი შრომა, მეტი ძალისხმევა და გამომგონებლობა გამოეჩინათ, რათა თავი გამოეკვებათ და შიმშილი თავიდან აეცილებინათ. ასეთი მასშტაბის საირიგაციო სამუშაოები, გარდა პიროვნული შრომისა და გამომგონებლობისა, ადამიანთა დიდი კოლექტივების ერთიან ორგანიზებულ ძალისხმევას მოითხოვდა. ეს კი მხოლოდ სახელმწიფოს, როგორც მაორგანიზებელი და წარმმართველი ინსტიტუტის არსებობის შემთხვევაში იყო შესაძლებელი. სწორედ კოლექტიური შრომის ორგანიზების აუცილებლობამ ბიძგი მისცა ძველ აღმოსავლეთში კაცობრიობის ისტორიაში პირველი სახელმწიფოების წარმოქმნას. ძველი აღმოსავლეთის სახელმწიფოებად ითვლება ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: ძველი ეგვიპტე, მდ. ნილოსზე — ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში; შუმერების ქალაქ სახელმწიფოები, ბაბილონის, ასურეთისა და მითანის სამეფოები მდინარეების ტიგროსისა და ევფრატის შუამდინარეთში; ანტიკური სახელმწიფოები ჩინეთსა და ინდოეთში; მცირე აზიაში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ძველი აღმოსავლეთის სახელმწიფოებს ხეთების, ფრიგიის, ლიდიის და ა.შ. სამეფოები წარმოადგენენ; ცენტრალურ აზიაში ძველი აღმოსავლური სახელმწიფოები იყო: ხორეზმი, ბაქტრია, სოგდიანა და ა.შ. უძველესი სახლმწიფოები თანამედროვე ირანის ტერიტორიაზეც არსებობდნენ: ძველი ელამი, მიდია და აქემენიანთა სპარსეთი, რომელმაც ძველი აღმოსავლეთის ქვეყნების დიდი ნაწილი გააერთიანა და კაცობრიობის ისტორიაში ორ აფრიკის და ევრაზიის კონტინენტებზე გადაჭიმული პირველი ნამდვილი იმპერია შექმნა. ძველი აღმოსავლეთის სახელმწიფოები ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზეც არსებობდნენ: ფინიკიის ქალაქ-სახელმწიფოები, ისრაელისა და იუდეის სამეფო; სამხრეთ კავკასიაში ძველი ეგრისის იგივე ანტიკური ავტორების კოლხიდის და ურარტუს სამეფოები. პირველი სახელმწიფოები აღმოსავლეთში უკვე ძვ.წ. IVIII ათასწლეულში შეიქმნა. აქედანვე იწყება ძველი აღმოსავლეთის ისტორიაც. რაც შეეხება მის დასასრულს, ეს ისტორიის ანტიკურ პერიოდში ფრიად ხანგრძლივი დროის მანძილზე აღმოსავლეთის მეწინავეობის, დასავლეთის მეწინავეობით, ძველი ბერძნების სახით, შეცვლას უკავშირდება.

რომელი მოვლენა შეიძლება მივიჩნიოთ ბერძნების სახით დასავლეთის უპირატესობის ეპოქის დასაწყისად? ამის შესახებ ისტორიკოსთა შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ზოგის აზრით, ასეთად ძვ.წ. V საუკუნის I ნახევარში ბერძენ-სპარსელთა ომში ბერძენთა გამარჯვება უნდა ვაღიაროთ, რომლის შედეგადაც ანტიკურ სამყაროში უპირატესობა ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ძველბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოების ხელში გადავიდა. ისტორიკოსთა მეორე ნაწილის აზრით, კი ამგვარ მიჯნად ძვ. წ. 334-330 წლებში ძლევამოსილი ალექსანდრე მაკედონელის მიერ აქემენიანთა სპარსეთის — ანტიკური პერიოდის ამ უდიდესი მსოფლიო იმპერიის დანგრევა უნდა მივიჩნიოთ; მოვლენა, რომელმაც

23

ხეკა-პტახ ეგვიპტურად ღვთაების ნავსაყუდელს ნიშნავს, ვინაიდან ქალაქის მფარველი ღვთაება პტახი იყო, რომლის დიდი ტაძარი აღმართული იყო კიდეც ქალაქში.

ჯოსერის პირამიდა ძვ. წ. XXVII ს. პირველი პირამიდა ჯოსერის პირამიდაა. ის III დინასტიის ფარაონს ჯოსერს ეკუთვნის და მისი კარის არქიტექტორის იმხოტეპის აგებულია. ჯოსერის პირამიდა შვიდ საფეხურიანი პირამიდაა, რომლის თითოეული საფეხურის ზომა სიმაღლის ზრდასთან ერთად კლებულობს. თავისი კლასიკური ფორმა ეგვიპტურმა პირამიდამ IV დინასტიის ხანაში მიიღო.

მსოფლიო ისტორიაში ახალ, ელინისტურ, ანუ ბერძნულ ხანას ჩაუყარა საფუძველი. მართლაც, ბერძენ-სპარსელთა ომში ბერძენთა გამარჯვებამ, სპარსეთი მხოლოდ ერთგვარად შეასუსტა, რაც შეეხება ისტორიის ანტიკურ პერიოდში მეწინავეობის დასავლეთის ხელში გადასვლას, ამას სათავე სწორედ ბერძენ-მაკედონელთა მიერ სპარსეთის მსოფლიო იმპერიის დანგრევამ დაუდო. ამიტომ, უფრო სწორი იქნება, რომ ასეთ მოვლენად ყველა დროის უდიდესი მხედართმთავრის ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობები ვაღიაროთ. ძველი ეგვიპტე. ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო ძველ ეგვიპტეში ჩამოყალიბდა. ჩვენც ძველი აღმოსავლეთის ისტორიას ამ ქვეყნით ვიწყებთ. ძველი ეგვიპტე ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში მდებარეობდა. მისი საზღვრები ძირითადად დღევანდელი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საზღვრებს ემთხვევა. აქ ადამიანის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის გამოსაყენებლად ვარგისი მიწები შედარებით ვიწრო ზოლად გასდევს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მდინარე ნილოსს. ასე რომ, ფაქტობრივად, ძველი ეგვიპტე ნილოსის ქვეყანა იყო. ნილოსის დაბლობის ნოყიერი ნიადაგი მკვეთრად განსხვავდება უდაბნოს ცხელი ქვიშებისაგან, რომელიც გარს ეკვრის ნილოსის დელტას. ამიტომაც იყო, რომ ძველი ეგვიპტელები თავიანთ სამშობლოს კემეტს — შავმიწა ქვეყანას უწოდებდნენ, რითაც განასხვავებდნენ მას წითელმიწა უდაბნოს, ანუ დეშეტისაგან.

საიდანღა წარმოდგა დღესაც ეწოდება ამ ქვეყანას?

სახელი

ეგვიპტე,

რომელიც

ეს სახელი ეგვიპტის უძველესი დედაქალაქის მემფისის ერთ-ერთი ეგვიპტური სახელწოდებიდან ხეკა-პტახ — წარმოსდგება, რომელიც ძველმა ბერძნებმა თავიანთ ენაზე აიგიუპტოსად გაახმოვანეს. ძველი ეგვიპტის ისტორიას ევროპელები თავდაპირველად ანტიკური ხანის ბერძენი და რომაელი ისტორიკოსების თხზულებებიდან გაეცნენ. ამ ისტორიკოსებს შორის პირველ რიგში ისტორიის მამამთავარი ჰეროდოტე უნდა ხმელთაშუა ზღვა ალექსანდრია

გიზა მემფისი

წი თ ელ ი ზ

24

ვა

ძველი ეგვიპტე



ახეტატონი

თებე (ლუქსორი)

დავასახელოთ, რომელმაც ჯერ კიდევ ძვ. წ. V ს-ში ეგვიპტეში იმოგზაურა და იქაურ თქმულებებს, თუ ისტორიულ მოთხრობებს ადგილზე გაეცნო. ძველ ეგვიპტეზე უაღრესად ზუსტი ცნობები მოეპოვება გეოგრაფიის, მამამთავარს სტრაბონსაც. ჰეროდოტეს მსგავსად, სტრაბონმაც საგანგებოდ იმოგზაურა ეგვიპტეში და თავისი გეოგრაფიის ერთ-ერთი წიგნი მთლიანად ამ ქვეყნის აღწერას დაუთმო. მიუხედავად ამისა, საკუთრივ ეგვიპტური წერილობითი ძეგლები XIX საუკუნემდე მეცნიერებისათვის ხელმიუწვდომელი იყო, რაც ქვეყნის ისტორიის სრულყოფილად წარმოჩენას ართულებდა. საქმე ისაა, რომ ძველ ეგვიპტელებს იეროგლიფური დამწერლობა ჰქონდათ. ძველი ეგვიპტის დაცემის შემდეგ ასეთი დამწერლობის წაკითხვა უკვე არავის შეეძლო. იეროგლიფების ხელახლა წაკითხვას სათავე დაუდო ნაპოლეონის ეგვიპტეში ლაშქრობის დროს ქალაქ ალექსანდრიასთან ნაპოვნმა დიდმა ბაზალტის ფილამ, რომელზედაც ორ ენაზე ეგვიპტურად და ძველ ბერძნულად სამი დამწერლობით: იეროგლიფურით, დემოტურით და ძველი ბერძნულით ამოტვიფრული ერთი და იგივე ტექსტი აღმოჩნდა. ეს ფილა როზეტის ქვის სახელითაა ცნობილი. ამ სამი დამწერლობით შესრულებული ტექსტების ურთიერთ შედარებით ფრანგმა მეცნიერმა ფრანსუა შამპოლიონმა ეგვიპტური იეროგლიფების წაკითხვა შესძლო. ამან ისტორიკოსებს ეგვიპტური წერილობითი ძეგლების გაცნობისა და ეგვიპტის ისტორიის მწყობრი სურათის აღდგენის საშუალება მისცა. ეგვიპტის ტერიტორიაზე პირველი სახელმწიფოები ძვ. წ. IV ათასწლეულში გაჩნდა. თავდაპირველად მდ. ნილოსის გაყოლებაზე ორი: ქვედა (ჩრდილოეთი) და ზედა (სამხრეთი) სამეფოები შეიქმნა. მათი ერთ სამეფოდ გაერთიანება სამხრეთ ეგვიპტის მბრძანებელს, ფარაონ მენესეს მიეწერება. გაერთიანებული ეგვიპტის სამეფოს დედაქალაქი მენესეს მიერ დაარსებული მემფისი გახდა. იმავდროულად ქვეყნის უდიდეს ქალაქად თებეც რჩებოდა. ქვეყნის გაერთიანება ეგვიპტელებისათვის იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ მენესე ღმერთად გამოცხადდა. ამ დროიდან ჩაეყარა ეგვიპტეში საფუძველი ფარაონების გაღმერთებას. ეგვიპტე პირამიდებითაა ცნობილი, რომლებსაც ფარაონთა დასაკრძალად აშენებდნენ. კლასიკური ეგვიპტური პირამიდა ერთ-ერთ სრულყოფილ არქიტექტურულ ფორმად ითვლება. თავისი სიდიდით ფარაონ ხუფუს, ბერძნული გამოთქმით, ხეოფსის პირამიდა გამოირჩევა, რომლის სიმაღლე 146,6 მეტრია, რაც დაახლოებით, 48 სართულიანი სახლის სიმაღლეს უტოლდება. ეგვიპტის ისტორია ტრადიციულად ძველი, შუა, ახალი სამეფოების ხანად იყოფა. აქედან პირამიდები მხოლოდ ძველი სამეფოს ეპოქაში შენდებოდა, მიუხედავად ამისა ის ზოგადად ძველი ეგვიტის სიმბოლოდ იქცა. შუა სამეფოს ხანაში ძალზე განვითარდა საგარეო ვაჭრობა. ეგვიპტელთა სავაჭრო გემები ეგეოსის ზღვის კუნძულებამდე აღწევდა. ახალი სამეფოს ხანა, რომელმაც ეგვიპტის ისტორიაში ბრწყინვალე ფურცლები გადაშალა, ეგვიპტის ისტორიის ხუთასწლეულს, ძვ. წ. XVI - ძვ. წ. XII სს. მოიცავს. ეს ხანა ეგვიპტის ისტორიაში მანამდე არნახული სამხედრო

25

დემოტური ენა ეგვიპტური ხალხური ენაა, რომელზედაც ძველი ეგვიპტელები ძვ.წ. 800 წლიდან მოყოლებული 1000 წლის განმავლობაში ლაპარაკობდნენ. ეს ენა წააგავს შუა საუკუნეების ეგვიპტელების შთამომავლების — კოპტების ენას, რომელიც დღეს ეგვიპტეში ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში გამოიყენება. როზეტის ქვა დღეს ბრიტანეთის მუზეუმში ინახება. მასზე ამოტვიფრული სამენოვანი წარწერები ძვ. წ 198 წელსაა შესრულებული. ფარაონ მენესეს მიერ ეგვიპტის გაერთიანების თარიღად ძვ.წ. დაახლოებით 3100 წელი ითვლება. მემფისი ეგვიპტური მენნესერ-ის — ლამაზი, ბრწყინვალე — ბერძნული გაჟღერებაა.

დიდი სფინქსი დაახლოებით ძვ. წ. 2500 წელს ძველ ეგვიპტურ ხელოვნებაში ფარაონის ზეადამიანური არსება განსაკუთრებით ე.წ. სფინქსების ქანდაკებებში გამოიხატებოდა, რომელთაც ლომის ტანი და ფარაონის სახე ჰქონდათ. ასეთი სფინქსები ტაძრების გარეთ იდგმებოდა.

გამარჯვებებისა და ქვეყნის მატერიალური კეთილდღეობის მატების ხანად იქცა. ძველი ეგვიპტელები მრავალ ღმერთს სცემდნენ თაყვანს. უმთავრესი ღვთაებები იყვნენ: მზის ღმერთები — რა, ამონი, და ატონი; ნაყოფიერების ღმერთი — ოსირისი, რომელიც ბუნების მსგავსად კვდებოდა და შემდეგ კვლავ ცოცხლდებოდა, უდაბნოს ღმერთი ბოროტი სეთი და ა.შ. ახალი სამეფოს ერთ-ერთი უდიდესი რეფორმატორი ფარაონი ამენხოტეპ IV, იგივე ეხნატონი იყო, რომლის მცდელობა ეგვიპტეში მონოთეიზმის დამკვიდრების შესახებ, როგორც გვახსოვს, სრული კრახით დასრულდა. ეხნატონის მეუღლე სილამაზით განთქმული ნეფერტიტი გახლდათ, რომელიც ჩვენამდე მოღწეული მისი შესანიშნავი ბიუსტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დღესაც ქალის სილამაზის ეტალონად რჩება. უნდა ითქვას, რომ ნეფერტიტს არც ჭკუა მოაკლო ღმერთმა. წყაროთა მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ეგვიპტოლოგები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ნეფერტიტი ფარაონის რანგში ერთ ხანს ეგვიპტეს განაგებდა კიდეც. ეხნატონის ვაჟს ტუტანჰამონს დიდხანს არ მოუწია ფარაონის ტახტზე ჯდომა. ის სრულიად ახალგაზრდა მოულოდნელად გარდაიცვალა. XX ს-ის 20-იანი წლების დასაწყისში ინგლისელმა არქეოლოგებმა ტუტანჰამონის მდიდრულად მორთული აკლდამა გათხარეს. სიცოცხლეზე მეტად ტუტანჰამონს, სიკვდილის შემდეგ „გაუმართლა“ — მისი აკალდამა ეგვიპტის ფარაონთა ერთადერთი აკალდამა აღმოჩნდა, რომელმაც ჩვენამდე ხელუხლებლად, გაუძარცვავად მოაღწია. ამ აკლდამაში აღმოჩენილი ხელოვნების ნიმუშები მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს და ახალი სამეფოს ხანის ეგვიპტის ფუფუნებას, სიმდიდრეს და სხვადასხვა დარგის ოსტატების დახელოვნების საოცრად მაღალ დონეს გვიჩვენებს. ახალი ეგვიპტის სამეფომ თავისი ძლიერების მწვერვალს მაინც რამსეს II-ის, იგივე „დიდ რამსესად“ წოდებული ფარაონის ხანაში მიაღწია. მან მრავალი წარმატებული ომი გადაიხადა და ეგვიპტის სამეფოს საზღვრები თითქმის ყველა მიმართულებით: ნუბიის, ლიბიის უდაბნოს, სინაის ნახევარკუნძულის მხარეს გააფართოვა.

ამენხოტეპ IV-ის მეუღლე სილამაზით განთქმული ნეფერტიტი.

ხუფუს/ხეოფსის პირამიდა ძვ. წ. XXVI ს. 26

რამსეს II-ის გარდაცვალების შემდეგ ეგვიპტე თანდათანობით დასუსტდა. ძვ. წ. VI ს-ის ბოლო მეოთხედში კი ის აქემენიანთა სპარსეთმა დაიპყრო. ძველეგვიპტურმა კულტურამ დიდი გავლენა იქონია, როგორც ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებზე, ისე ძველ ბერძნებზე. თანამედროვე მსოფლიოს ხელოვნების, არქიტექტურის, ლიტერატურის განვითარების ისტორია ძნელი წარმოსადგენია ეგვიპტელების მიღწევების გარეშე. მეცნიერების დარგები, როგორიცაა: მათემატიკა, ასტრონომია, მედიცინა თავიანთ საწყისებს მნიშვნელოვანწილად ძველ ეგვიპტეში იღებენ. ეგვიპტელები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მიცვალებული იმ ქვეყნად კვლავაც აგრძელებდა ცხოვრებას. ამიტომ ისინი მიცვალებულის გვამის მაქსიმალურად შენარჩუნების მიზნით, მის მუმიფიცირებას ახდენდნენ. ასეთმა მუმიებმა დღემდე ათასობით მოაღწია. მიცვალებულთა მუმიფიცირებამ ეგვიპტეში ანატომიის გასაოცარი ცოდნა განაპირობა. ეგვიპტელი ექიმები მთელ ძველ აღმოსავლეთსა და ანტიკურ სამყაროში იყვნენ ცნობილნი. როგორც ირკვევა, ეგვიპტეში ძალზე განვითარებული იყო ფარმაკოლოგია. შემორჩენილი რეცეპტების მიხედვით ზოგიერთი წამალი დაახლოებით 30 კომპონენტისაგან შედგებოდა. პირამიდების, სასახლეებისა და ტაძრების, განსაკუთრებით კი რთული საირიგაციო სისტემების მშენებლობამ ეგვიპტეში სამშენებლო-საინჟინრო ცოდნა დააგროვა, რომელიც მათემატიკის განვითარების ფრიად მაღალ დონეს ეფუძნებოდა. მათემატიკის შესასწავლად ეგვიპტეში მსურველები სხვა ქვეყნებიდანაც კი ჩადიოდნენ. მაგ., ცნობილია, რომ მათემატიკის შესწავლის მიზნით, ეგვიპტეში მრავალი წელი დაყო სახელგანთქმულმა ძველმა ბერძენმა მეცნიერმა არქიმედემ. ეგვიპტეში ასტრონომიაც უმაღლეს დონეზე იყო განვითარებული. თვით დიდმა რომაელმა სარდალმა და გამგებელმა იულიუს კეისარმა, ახალი კალენდრის შედგენა, როგორც გვახსოვს, ეგვიპტელ სწავლულს შეუკვეთა. ძველი ეგვიპტე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ანტიკური ეპოქისათვის გასაოცარ ზრდაზე აღმოცენდა, რამაც მოსახლეობის მნიშვნელოვან მომრავლებას შეუწყო ხელი. ყოველივე ამის მიზეზი კი სარწყავისადრენაჟე სისტემის შექმნა-განვითარება იყო, რამაც ძველი ეგვიპტე ანტიკური მსოფლიოს ხორბლეულის ბეღლად აქცია. ეგვიპტე მაღალგანვითარებული წერილობითი ტრადიციების ქვეყანა იყო. ქვის გარდა, ძირითადად საწერ მასალად ჭილი, ანუ პაპირუსი გამოიყენებოდა. ჩვენამდე მრავლად მოაღწია ეგვიპტურმა პაპირუსებმა, რომლებმაც იეროგლიფური და დემოტური დამწერლობით შესრულებული რელიგიური ხასიათის ტექსტები, თუ მხატვრული ლიტერატურის ნიმუშები შემოგვინახა. ეგვიპტეში მუსიკაც დიდად იყო განვითარებული. ეგვიპტური მუსიკა, ჩვეულებრივ, ალფის, ჟღარუნასა და დასარტყამი ინსტრუმენტების თანხლებით სრულდებოდა. შუმერები. ეგვიპტესთან ერთად მსოფლიოს მეორე რეგიონი, სადაც უძველესი სახელმწიფოები წარმოიქმნა, შუამდინარეთია. ეს გეოგრაფიული სახელი წინა აზიის ორი

27

რამსეს II ეგვიპტეს ძვ. წ. 1279-1213 წლებში მართავდა.

არქიმედე (ძვ. წ. 287-212) — ძველი ბერძენი სწავლული, მათემატიკოსი და მექანიკოსი. ცხოვრების დიდი ნაწილი კუნძულ სიცილიაზე ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოში, სირაკუზში გაატარა. დაიღუპა ქალაქის რომაელთა მიერ აღების დროს.

მესო — ბერძნულად შუას, პოტამოს — კი მდინარეს ნიშნავს.

დიდი მდინარის ტიგროსსა და ევფრატს შორის ტერიტორიას გულისხმობს. ძველ ბერძნულად შუამდინარეთი მესოპოტამიად გამოითქმოდა. შუამდინარეთის უდიდესი ნაწილი დღევანდელი ერაყის სახელმწიფოშია მოქცეული. ამ რეგიონში სახელმწიფოებრიობას შუმერებმა ჩაუყარეს საფუძველი. ითვლება, რომ შუმერები შუამდინარეთის სამხრეთში ძვ. წ. IV ათასწლეულის შუა ხანებში მოვიდნენ. დღემდე გაურკვეველია როგორც საკუთრივ შუმერების, ისე მათი ენის წარმომავლობის საკითხი. ძველი წელთაღრიცხვის დაახლოებით 4500 წლამდე სამხრეთი შუამდინარეთი გაცილებით უფრო მეჩხერად იყო დასახლებული, ვიდრე მახლობელი თუ შუა აღმოსავლეთის სხვა ადგილები. ამის მიზეზს რეგიონის ბუნებრივი რესურსებით სიმწირე წარმოადგენდა, რაც მას ადამიანთა ცხოვრებისათვის არცთუ სახარბიელოს ხდიდა. მართლაც, სამხრეთ შუამდინარეთში, ფაქტობრივად, ხე არ ხარობდა. ეს მხარე ვერც მშენებლობისათვის ვარგისი ქვით, ან ცხოვრებისათვის სხვა საჭირო ბუნებრივი რესურსით დაიკვეხნიდა. თუმცა, შუმერებმა ეს მწირი გარემო ისტორიაში ცნობილი ერთ-ერთი პირველი უდიდესი ცივილიზაციის აკვნად აქციეს. ამ ცივილიზაციის ეკონომიკური საფუძვლებიც, ეგვიპტის მსგავსად, უაღრესად ნაყოფიერ სოფლის მეურნეობას ემყარებოდა. ევფრატი და ტიგროსი ნილოსთან შედარებით ბევრად რთული დასამორჩილებელი იყო, იმიტომ, რომ ნილოსისაგან განსხვავებით მათი ადიდება ყოველთვის სეზონის ცვლას არ ექვემდებარებოდა და შესაბამისად, წინასწარგანჭვრეტაც რთული იყო. მიუხედავად ამისა, შესანიშნავი ირიგაციული სისტემის შექმნით, შუმერებმა სოფლის მეურნეობის ნაყოფიერება არნახულად გაზარდეს. ამას მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვანი მატება მოჰყვა. მოსახლეობის მატებამ მუშახელიც მოამრავლა, რამაც შრომის კიდევ უფრო რთული დანაწევრება და ეკონომიკური ორგანიზების სისტემის დახვეწა გამოიწვია. გაჩნდნენ პროფესიონალი ფეიქრები, მეთუნეები, მჭედლები, რომლებიც მთელ დროს მხოლოდ ამ საქმიანობას უთმობდნენ. თანდათან შუმერებში ჩაისახა და განვითარდა ისეთი დარგები, როგორიცაა არქიტექტურა და საინჟინრო საქმე, რამაც მათ მონუმენტური არქიტექტურული შენობებისა და ტაძრების აგების შესაძლებლობა მისცა.

შავი ზღვა

კასპიის ზღვა

მდ. ტიგროსი ასურეთი აქადი შუმერი

მდ. ევფრატი

ძველი შუამდინარეთი:

ური იერუსალიმი

ძვ წ. აღ. IV ათასწლ. - I ათასწლ. I ნახევარი

ბაბილონი

ხმელთაშუა ზღვა

მდ. ნილოსი წითელი ზღვა

28

სპარსე თის ყურე

როგორც უკვე აღვნიშნეთ, შუმერების ერთადერთი ბუნებრივი რესურსი, ნოყიერი ნიადაგი იყო; ამ რესურსის მაქსიმალურად გამოყენებას კი კარგად გაწვრთნილი სამუშაო ძალა და უნარიანი მეთვალყურეობა და დაცვა სჭირდებოდა. ამ ბოლო ფუნქციას ქურუმებისა და მეომართა კლასი ასრულებდა, რომლებიც მართავდნენ კიდეც მოსახლეობას — გლეხებსა და ხელოსნებს. შესაწირავის, ბეგარის თუ მონების შრომის გამოყენებით, მმართველები იმ სიმდიდრეს აგროვებდნენ, რაც შემდეგ ტაძრებისა თუ სხვა საჯარო შენობების აგებას ხმარდებოდა. ქალაქების შემდგომ ზრდას რელიგიური, კულტურული, მწიგნობრული და მეცნიერული ტრადიციების ზრდაგანვითარება მოჰყვა. ქალაქებში ჩაისახა ისეთი დარგები, როგორიცაა: მედიცინა, მათემატიკა, ასტრონომია. შუმერებმა შეიმუშავეს ზომა-წონის სისტემა, თვლის ათეული და სამოცეული სისტემები, გამოიგონეს წილადური რიცხვების გამომხატველი ნიშნები. რესურსების სიმწირემ, ვაჭრობის სწრაფ განვითარებას შეუწყო ხელი. ქვის, როგორც სამშენებლო მასალის, ასევე, იარაღისათვის აუცილებელი ნედლეულის სიმცირემ, დააჩქარა სპილენძისა და ბრინჯაოს ათვისება: შუმერულ ქალაქებში მოთხოვნილება იყო როგორც გარედან შემოტანილ ქვაზე, ასევე სპილენძზეც და რამდენადაც ეს უკანასკნელი ეკონომიკურად უფრო იაფი მასალა გამოდგა, გამოყენებაც მეტი ჰქონდა. სპილენძს ნაწილობრივ სპარსეთის ყურის გავლით ომანიდან ეზიდებოდნენ, ნაწილობრივ კი ანატოლიისა და კავკასიის მთიანი მხარეებიდან მდინარეებით ჩაჰქონდათ. ასე იქცა მეტალურგია შუმერული ცივილიზაციის ერთ-ერთ დამახასიათებელ ნიშნად. ეკონომიკურმა საჭიროებამ განაპირობა შუმერთა მიერ დამწერლობის შექმნაც. ყველაზე ადრეული ქალაქები: ლაგაში, ერიდუ, ური და ურუქი — როგორც რელიგიური, ისე ეკონომიკური ცენტრები იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი ღვთაების სახელზე აღმართული ტაძრებიდან — ზიქურათებიდან — იმართებოდა ქვეყნის როგორც ეკონომიკური, ასევე რელიგიური საქმიანობა, ხოლო ქურუმები საირიგაციო, სადრენაჟო თუ ზოგადად, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებსაც განაგებდნენ და თავადვე უწევდნენ ზედამხედველობას ბეგარისა თუ ბაჟის სახით პროდუქციის შეგროვებას. ყოველივე ამის დავთრებში აღსანუსხავად, აუცილებელი გახდა მარტივი პიქტოგრამების შექმნა, დაახლოებით ძვ. წ. 2800 წელს, ასეთი პიქტოგრამების სტილიზაცია და ლურსმულ დამწერლობად გარდაქმნა მოხერხდა, რაც დღემდე შუამდინარეთის ცივილიზაციის უმაღლეს მიღწევად ითვლება. შუმერებში კულტურის მაღალ დონეს ცოდნის გადაცემის და სწავლების სრულიად თანამედროვე სტრუქტურა — სკოლა განაპირობებდა. სკოლები სასახლეებთან და ტაძრებთან არსებობდა. სკოლებში არამარტო ეცნობოდნენ ლიტერატურის არსებულ ძეგლებს, არამედ ქნიდნენ ახალ ნაწარმოებებს. შუმერული სკოლის მასწავლებელს „სკოლის მამა“, მის თანაშემწეებს „უფროსი ძმები“, სკოლის მოსწავლეებს კი „სკოლის შვილები“ ერქვათ. პირველი შუმერული ლიტერატურული ნაწარმოებები ძვ.წ. III ათასწლეულის შუა წლებში შეიქმნა. თიხის ფირფიტებზე ჩაწერილმა შუმერულმა ლიტერატურამ მითის, ეპოსის, ზღაპრების, იგავების, ლირიკული პოეზიის სახით

29

შუმერების და ტაძარს

ბაბილონელების

ზიქურათები

ეწოდება,

რომელიც გამოუწვავი აგურისგან (ალიზი) შენდებოდა და გარედან მოჭიქული ფილებით იყო შემკული.

სემიტური მოდგმის ხალხებს შეადგენენ აქადელები, ებრაელები, არაბები.

გილგამეში — მითოლოგიური გმირი, შუმერული ეპოსის პერსონაჟი.

ჩვენამდე მოაღწია. ზოგიერთ მითში გვხვდება გადმოცემები სამყაროს წარმოშობის შესახებ. ერთ-ერთ მათგანში ღმერთების მიერ შექმნილი ადამია მოხსენიებული. გვხვდება მითი წარღვნის შესახებ, როდესაც ღმერთებმა კაცობრიობის მოდგმისაგან მხოლოდ ღვთის მოშიში მეფე ზიუსუდრა გადაარჩინეს და ამისათვის მას საგანგებო ხომალდი ააგებინეს. შუმერულ ლიტერატურულ მემკვიდრეობაში ყველაზე სახელგანთქმული მაინც გილგამეშის ეპოსია, სადაც მსოფლიო ლიტერატურაში პირველად ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის, ყოფნა-არყოფნის პრობლემები წამოიჭრა. გილგამეში ერთ-ერთი შუმერული ქალაქ-სახელმწიფოს — ურუქის — მეფე იყო. შუმერთა ცივილიზაცია ხომ, როგორც ტიპიური ანტიკური ცივილიზაცია ქალაქ-სახელმწიფოებს ეფუძნებოდა, რომლებსაც სათავეში მეფეები ედგნენ. შუმერულ ქალაქ-სახელმწიფოებს — ერიდუ, ური, ურუქი, ლაგაში, უმა — შორის პირველობისათვის ბრძოლა იმთავითვე გაჩაღდა. ამ ბრძოლაში ხან ერთი ქალაქი იმარჯვებდა და სხვებს იქვემდებარებდა, ხან კი მეორე. ისტორიამ არაერთი შუმერი მეფის სახელი შემოგვინახა, რომლებმაც სამხედრო, თუ აღმშენებლობითი საქმიანობით ისახელეს თავი. მაგ. ძვ. წ. III ათასწლეულის შუა წლებში შუმერული ქალაქსახელმწიფო ლაგაშის მეფე ურუქაგინამ თავი რეფორმებით გაითქვა, რომლებიც ქალაქის ღარიბი მოსახლეობისათვის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გაატარა. აქადის სამეფო. შუმერული ქალაქ-სახელმწიფოების დამოუკიდებლობას საბოლოოდ ბოლო ჩრდილო-დასავლელმა მეზობელმა ქალაქ აქადის მეფე სარგონმა მოუღო, რომელიც ისტორიაში „სარგონ დიდის“ და „სარგონ აქადელის“ სახელით შევიდა. ქალაქი აქადი ჩრდილოეთ შუამდინარეთში მდებარეობდა, სადაც ტიგროსი და ევფრატი ერთმანეთს ძალზე უახლოვდება. ქალაქი სემიტმა ტომებმა დააარსეს, რომლებიც შუამდინარეთში ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებიდან დამკვიდრდნენ. სარგონმა 5400 კაცისაგან მუდმივი არმია შექმნა და იმხანად შუმერული ქალაქების სათავეში მყოფი ქალაქი უმა და სხვა შუმერული ქალაქებიც დაიმორჩილა. მალე სარგონმა თითქმის მთელი შუამდინარეთი ერთ სახელმწიფოში გააერთიანა, რომელიც სპარსეთის ყურიდან მცირე აზიამდე გადაიჭიმა. შუმერული ცივილიზაცია, სემიტი აქადელების მიერ დაპყრობის მიუხედავად, როდი გაქრა. ის ათასობით წლის განმავლობაში, თვით შუმერების გაქრობის შემდგომაც

შუმერული ზიქურათი ურის ქალაქ-სახელმწიფოში დაახლოებით ძვ. წ. IV-II ათასწლ. 30

ახდენდა გავლენას მახლობელი აღმოსავლეთის სხვა უძველეს ცივილიზაციებზე. ძველი ბაბილონის სამეფო. ძვ. წ. III ათასწლეულის მიწურულიდან შუამდინარეთში პირველობა სხვა სემიტური ქალაქის ბაბილონის ხელში გადავიდა. აქადურ ენაზე „ბაბილი“ ღვთის ჭიშკარს ნიშნავს. ბაბილონი კი ამ სიტყვის ძველბერძნული ფორმაა. ბაბილონი განსაკუთრებით მისი სახელგანთქმული მეფის ხამურაბის დროს გაძლიერდა, რომელმაც თავისი ძალაუფლების ქვეშ შუამდინარეთის დიდი ნაწილი გააერთიანა. ხამურაბის მეფობის დროს შუამდინარეთში მრავალი ბრწყინვალე არქიტექტურული ძეგლი აიგო, გაფართოვდა ძველი და დაიგო ახალი სავაჭრო-საქარავნო გზები, მოწესრიგდა მოძველებული საირიგაციო ნაგებობები. ხამურაბმა, როგორც ვიცით, მსოფლიო ისტორიაში განსაკუთრებით იმით გაითქვა სახელი, რომ ჩვენამდე მოღწეული პირველი კანონთა კრებული შექმნა, რითაც პირველი კანონმდებელი მეფის სახელი დაიმკვიდრა. ასურეთის სამეფო. სამეფოს სახელი ქალაქ ასურმა მისცა, რომელიც ძვ. წ. III ათასწლეულში მდინარე ტიგროსის მარჯვენა ნაპირზე, ერაყის თანამედროვე ქალაქ ქალაათშერკატის ადგილზე მდებარეობდა. ასურეთს სამხრეთიდან ბაბილონი ესაზღვრებოდა. ძველი ბერძნები ასურეთს ასურიას ეძახდნენ. აქედან მომდინარეობს სახელწოდება — ასირიელები, იგივე აისორები. ასურეთი გეოგრაფიული თვალსაზრისით დანარჩენი შუამდინარეთისაგან ძალზე განსხვავდებოდა. ეს იყო მთიანი ქვეყანა, სადაც დიდი მნიშვნელობა მესაქონლეობას ენიჭებოდა. ასევე, მთის კალთებზე აშენებდნენ ვაზს, მაშინ როდესაც მევენახეობას შუამდინარეთში თითქმის არ მისდევდნენ. ასურეთის მიწას დიდი სავაჭრო-საქარავნო გზები კვეთდა, რომელიც შუამდინარეთს მცირე აზიის ქვეყნებთან აკავშირებდა. ასე რომ, ასურეთი სავაჭრო გზაჯვარედინზე მდებარეობდა, რაც მისთვის დიდი შემოსავლის წყარო იყო. ასურეთმა ბაბილონის კულტურა და შუამდინარული ცივილიზაციის მიღწევები მთლიანად შეითვისა. ასურელთა რელიგიაც, ფაქტობრივად ბაბილონურისგან არაფრით განსხვავდებოდა — ღმერთების პანთეონი იგივე იყო, მხოლოდ მის

აქადის მეფე სარგონი ძვ. წ. 2334-2279 მეფობდა.

ბაბილონის მეფე ხამურაბი ძვ. წ. 1793 - ძვ. წ. 1750 31

შამაში — ბაბილონის უზენაესი ღვთაება.

ტიგლათფილესერ I ასურეთს ძვ.წ. 1114-1076 წლებში განაგებდა.

იშთარი — ნაყოფიერების ქალღმერთი ბაბილონსა და ასურეთში.

სათავეში იდგა ადგილობრივი უზენაესი ღმერთი — ასური. შემდეგ კი მოდიოდა ბაბილონური ღმერთების უმაღლესი ტრიადა — ანუ, ენლილი და იშთარი. ასურეთი დამოუკიდებელ სამეფოდ პირველად ძვ.წ. XX საუკუნის 80-70-იან წლებში ჩამოყალიბდა. ასურებმა დიდი კომერციული ნიჭი გამოავლინეს. მათ თავიანთი სავაჭრო კოლონიები დააარსეს მცირე აზიაში, უპირველეს ყოვლისა, მის აღმოსავლეთ ნაწილში — კაბადოკიაში. მოგვიანებით ასურეთი დასუსტდა და ერთხანს დამოუკიდებლობაც კი დაკარგა — ის ბაბილონის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. ძვ. წ. XIV ს-ის 70-იან წლებში დამოუკიდებლობის დაბრუნების შემდეგ ასურეთის მეფეებმა თანდათან მეზობელი, თუ შორეული ქვეყნები დაიმორჩილეს და ჩრდილოეთით ევფრატისა და ტიგროსის სათავეებისაკენ გაიკვლიეს გზა. სამხრეთ კავკასიაში მათ ექსპანსიას, უპირველეს ყოვლისა, სპილენძის საბადოები განაპირობებდა, რომელიც ბრინჯაოს ხანაში უმნიშვნელოვანეს ნედლეულს წარმოადგენდა. მართლაც, ტიგლათფილესერ I-ის ხანაში ასურეთმა ჩრდილოეთით თავისი საზღვრები ისე გააფართოვა, რომ შავ ზღვამდეც კი გავიდა, იმხანად ასურეთმა ჭოროხის აუზში მდებარე უძველესი ქართული ქვეყანა დიაოხიც (ტაოხი) დაიმორჩილა. ტიგლათფილესერ I-მა თავის სამეფო აღმოსავლეთის ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ გადააქცია. თუმცა მისი სიკვდილის შემდეგ ასურეთი კვლავაც დასუსტდა და დაპყრობილი ტერიტორიების დიდი ნაწილი დაკარგა. ასურეთის ახალი ძლიერების ეპოქა ძვ. წ. IX ს-ში იწყება, როდესაც მისმა მეფეებმა ძლევამოსილი ლაშქრობების შედეგად მრავალი ქვეყანა ააოხრეს და დაიმორჩილეს. ასურელთა ლაშქარი საოცარი სისასტიკით გამოირჩეოდა. ის თავის გზაზე ყველაფერს ანადგურებდა. ადგილობრივ მოსახლეობას სპობდა ან კიდევ ტყვედ მიჰყავდა. ეს, პრაქტიკულად ომის წარმოების ახალი მეთოდის დანერგვა იყო, რაც დაპყრობილი ქვეყნებიდან ხარკის და რესურსების გატანას კი არა, მათ სრულ ეკონომიკურ და ფიზიკურ განადგურებას გულისხმობდა. ასურეთის სამხედრო წარმატებების მთავარ მიზეზად მუდმივი და კარგად აღჭურვილი სამეფო ჯარი იქცა, რომელიც

ღმერთი — ასური ქალაქ ასურის მფარველი, ომის ღმერთი. 32

სარგონ II ასურეთს ძვ.წ. 722-705 წლებში განაგებდა.

სამხედრო რეფორმის შედეგად შეიქმნა. მეფის ჯარს სპეციალური „საინჟინრო“ რაზმები ახლდა, რომლებიც გზებს, ხიდებს და სამხედრო ბანაკებს უსწრაფესად აგებდნენ. თავის ძლიერების მწვერვალს ასურეთმა სარგონ II-ის დროს მიაღწია, როდესაც სამხრეთით ბაბილონის სამეფო და სირია შეიერთა, ჩრდილოეთით კი თავისი საზღვრები ტიგროსისა და ევფრატის სათავეებამდე განავრცო. სარგონ II-ის მემკვიდრემ ასურეთის დედაქალაქი მის მიერვე აგებულ ნინევიაში გადაიტანა, რომლის აშენებაგამშვენებას დიდძალი ხარჯები შეალია. ამ ხანის ასურეთის ყველაზე დიდ სამხედრო წარმატებად მაინც მცირე ხნით ეგვიპტის დამორჩილება უნდა ჩაითვალოს. შემდგომ ასურეთს დასუსტების ხანა დაუდგა. ასურეთის წინააღმდეგ მეზობელი ქვეყნების კოალიცია ჩამოყალიბდა. ძვ. წ. VII ს-ის ბოლოს მოკავშირეებმა ქალაქი ასური დაიკავეს, შემდეგ კი ასურეთის დედაქალაქი — ნინევიაც აიღეს და დაანგრიეს. ასურეთის განადგურებაში უდიდესი როლი ბაბილონმა შეასრულა, რომელიც მანამდე ასურეთის ფარგლებში შედიოდა. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ასურეთის სამეფოს ტერიტორიის უდიდესი ნაწილი მანვე ჩაიგდო ხელში.

ეგვიპტეში ლაშქრობა ასურელებმა ძვ. წ. 671 წელს, მეფე ასარქადონის (ძვ. წ. 680-669) ხანაში მოაწყეს და მცირე ხნით ეგვიპტე დაიმორჩილეს.

ქალდეური ბაბილონი. ამ ხანის ბაბილონის სამეფოს ძველისაგან განსასხვავებლად ბაბილონის ახალ სამეფოს, ან კიდევ მისი მმართველი დინასტიის წარმომავლობის მიხედვით, ქალდეურ ბაბილონსაც უწოდებენ. თავისი სიძლიერის მწვერვალს ბაბილონის ახალმა სამეფომ ხალხთა გადასახლებებით ცნობილი მეფის ნაბუქოდონოსორ II-ის მმართველობის ხანაში მიაღწია, რომელმაც განსაკუთრებით იერუსალიმის დანგრევითა და ებრაელების ბაბილონში დატყვევებით გაითქვა სახელი. ნაბუქოდონოსორმა ბაბილონში დიდი მშენებლობა გააჩაღა და ქალაქში ყველა ნაგებობა თითქმის თავიდან ააშენა. მან ბაბილონში ახალი ციხე-სიმაგრე ააგო, რომელიც აუღებლად ითვლებოდა. ნაბუქოდონოსორის გარდაცვალების შემდეგ ბაბილონის სამეფო დასუსტდა და მალე ის აქემენიანთა სპარსეთის ძლევამოსილმა მეფე კიროსმა დაიპყრო. ასურბანიფალის ბიბლიოთეკა

სარგონ II (მარჯვნივ) თავის მემკვიდრე სინახერიბთან ერთად. ნინევია სინახერიბმა (ძვ. წ. 705-680) ააგო.

ასურეთის მეფე ასურბანიფალი ძვ.წ. 668-627 33

ნაქალაქარ ნინევიის გათხრების დროს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ასურეთის ერთ-ერთი მეფის ასურ-ბანიფალის ბრძანებით შექმნილი ბიბლიოთეკა, რომელიც ათეულ ათასობით თიხის ფირფიტისაგან შედგებოდა. ამ ბიბლიოთეკაში ლურსმული დამწერლობით შესრულებული ძველი აღმოსავლეთის მრავალრიცხოვანი სამართლებრივი, ლიტერატურული, თუ ისტორიული ძეგლი აღმოჩნდა.

ქეთების, იგივე ხეთების სამეფო. მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთ აკვანს მცირე აზიაც წარმოადგენს. ამ რეგიონს, როგორც გვახსოვს, ანატოლიაც ეწოდება. ანატოლიაში ძვ.წ. II ათასწლეულის დასაწყისში მდ. ჰალისის თანამედროვე მდ. იეშილ ირმაკის (თურქეთში) აუზში ხეთების ძლიერი სახელმწიფო ჩამოყალიბდა. ხეთების ძველი ქართული სახელწოდება ქეთებია, რომელიც ბიბლიის ძველმა ქართულმა თარგმანებმა შემოგვინახა; ამიტომაც, აქ ამ ხალხის ძველ ქართულ სახელს ვიხმართ. ქეთების სახელმწიფოსა და ცივილიზაციის ისტორიის შესწავლა XX ს-ის დასაწყისში დაიწყო, როდესაც თურქეთის დედაქალაქ ანკარიდან 146 კმ-ის დაშორებით ბოღაზქოიში არქეოლოგებმა ქეთების სამეფოს დედაქალაქი ხათუსა გათხარეს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა 10 ათასამდე სხვადასხვა, მათ შორის ქეთურ ენაზე ლურსმნული დამწერლობით შესრულებული თიხის ფირფიტები, რამაც მკვლევარებს ქეთების სახელმწიფოს ისტორიის დიდი მონაკვეთის აღდგენის საშუალება მისცა. ქეთური ლურსმული დამწერლობით შესრულებული ტექსტების ამოკითხვის შემდეგ, გამოირკვა, რომ ქეთების ენა ინდოევროპულ ენათა ოჯახს მიეკუთვნებოდა. თვით სახელწოდება „ქეთა“ ანუ „ქათი“ ადგილობრივ წინაქეთურ მოსახლეობას ეკუთვნებოდა, რომლებსაც ენობრივად, როგორც ფიქრობენ, გარკვეული ნათესაობა უნდა ჰქონოდა ქართველებთან და კავკასიაში მოსახლე სხვა ხალხებთან. ანატოლიაში და კერძოდ, მდ. ჰალისის აუზში ინდოევროპული ტომები ძვ.წ. III-II ათასწლეულის მიჯნაზე დამკვიდრდნენ. მათ თითქმის მშვიდობიანად მოახერხეს ადგილობრივი ქათების ასიმილაცია. იმავდროულად ახალმოსულებმა ძველი მოსახლეობის — ქათების თვითსახელწოდება შეითვისეს. თავდაპირველად ქეთებშიც რამდენიმე დამოუკიდებელი ქალაქ-სახელმწიფო შეიქმნა. მაგრამ აქაც, როგორც სხვაგან ერთმა ქალაქ-სახელმწიფომ სხვები დაიპყრო და ერთიან ქეთურ სამეფოს ჩაუყარა საფუძველი. მეფე, რომელსაც ყოველივე ეს მიეწერება ქეთური გადმოცემების მიხედვით, ლაბარნა I-ია. სინამდვილეში ქვეყნის გაერთიანება ლაბარნას მეფობამდე მოხდა, მისთვის გაერთიანების ამბის მიწერა კი იმან განაპირობა, რომ მეფე ლაბარნას დროს სამეფოს ტერიტორია მეზობლებთან წარმატებული ომე-

ქეთების დედაქალაქის ხათუსას ნანგრევები — ლომებიანი ჭიშკარი. ბოღაზქოი, თურქეთი. ძვ. წ. II ათასწლ. შუა წლები.

ქეთური ლურსმული წარწერები 34

ბის შედეგად „ზღვიდან ზღვამდე“ ანუ ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვამდე გადაიჭიმა. ქეთების სამეფომ ძლიერების მწვერვალს მეფე ხათუსილ III-ის დროს მიაღწია. ამ დროისათვის ხეთები ჩრდილოეთ სირიის დიდ ნაწილს ფლობდნენ, რომელზეც პრეტენზიას ეგვიპტის სამეფოც აცხადებდა. ჩრდილოეთ სირიისათვის ომი ამ ორ სახელმწიფოს შორის გარდამავალი წარმატებით მიმდინარეობდა, სანამ ეგვიპტის ფარაონს, რამსეს II-სა და ქეთების მეფე ხათუსილ III-ს შორის, ჩვენთვის უკვე ცნობილ საზავო ხელშეკრულებას ხელი არ მოეწერა. ძვ. წ. XIII ს-ის II ნახევარში მცირე აზიაში გეოპოლიტიკური ვითარება ძალზე შეიცვალა, რაც ე.წ. „ზღვის ხალხების“ გამოჩენამ გამოიწვია. ასე უწოდებენ ფრიგიული მოდგმის ტომებს, რომლებიც ეგეოსის ზღვით შეესივნენ მცირე აზიას. მათმა შემოსევებმა ქეთების სამეფო დაასუსტა და უკვე ძვ. წ. XIII-XII სს-ის მიჯნაზე მან არსებობა შეწყვიტა. ქეთებმა დიდი კულტურული მემკვიდრეობა დაგვიტოვეს. ბოღაზქოის არქივში ოფიციალური ხასიათის ტექსტებთან ერთად მითები, ლეგენდები და პოეტური ნაწარმოებებიც მრავლად აღმოჩნდა, რომლებიც თიხის ფირფიტებზე, ლურსმნული დამწერლობით იყო შესრულებული. ქეთურ ლიტერატურაში დიდი ადგილი უჭირავს საისტორიო თხზულებებს, სადაც მეფეთა სამხედრო საქმიანობის შესახებ არის მოთხრობილი. ბოღაზქოის სამეფო არქივში აღმოჩნდა ხათუსილ III-ის ავტობიოგარაფიაც, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ავტობიოგრაფიული ნაწარმოებია. როგორც ირკვევა, ქეთები კარგად იცნობდნენ ძველი აღმოსავლეთის კულტურულ მიღწევებს. მათ სამეფო არქივში ქეთურად თარგმნილი იმდროინდელი მსოფლიოს ლიტერატურული შედევრები, მათ შორის, გილგამეშის ეპოსიც აღმოჩნდა. ქეთები თარგმნიდნენ აგრეთვე ძველ აღმოსავლურ სამეცნიერო ლიტერატურასაც. დიდ წარმატებას მიაღწია ქეთურმა არქიტექტურამაც. ქეთური ნაგებობები მონუმენტურობით გამოირჩევა. იგივე მონუმენტურობა ახასიათებთ, აგრეთვე, ქვაზე ამოკვეთილ ბარელიეფებსაც, რომლებზედაც, ძირითადად, მეფეები და ქურუმები, ან მსხვერპლშეწირვის სცენებია გამოსახული. ძალზე მრავალფეროვანი იყო ქეთების რწმენაწარმოდგენები. მათი რელიგია წარმოადგენდა ყველა იმ რელიგიის თავისებურ სინთეზს, რომლებიც ქეთებს საუკუნეთა განმავლობაში შორეული, თუ მეზობელი ხალხებიდან შეუთვისებიათ. ამიტომ ხეთებს მრავალი ღმერთი ჰყავდათ, რის გამოც მათ ქვეყანას ხატოვნად „ათასი ღვთაების ქვეყანასაც“ უწოდებენ. ფრიგიულ-მუშქური სამეფო. ზღვით მოსული ფრიგიელები, ქეთების მსგავსად, ინდოევროპელები იყვნენ. ამიტომ მათ ქეთების სწრაფი ასიმილირება შეძლეს. მალე აქ ახალი, ფრიგიული სამეფო შეიქმნა. ამ სამეფოში მნიშვნელოვან როლს მუშქური, იგივე მესხური ტომებიც თამაშობდნენ. მეცნიერთა ერთი ნაწილი მუშქებს ფრიგიელების მსგავსად ინდოევროპული მოდგმისად და მცირე აზიაში ფრიგიელებთან ერთად მოსულებად მიიჩნევს. მეორე ნაწილი კი მათ ქართულ-კავკასიურ სამყაროს უკავშირებს.

35

ხათუსილ III — ქეთების სამეფოში ძვ. წ. 1267-1237 წლებში მეფობდა.

ბედრჟიჰ ჰროზნი 1879-1952 ჩეხი მეცნიერი, რომელმაც 1925 წელს ქეთური ლურსმული წარწერები გაშიფრა.

ასეა, თუ ისე, ერთი რამ აშკარაა, რომ საუკუნეების განმავლობაში მუშქებმა, იმავე მოსხებმა აღმოსავლეთით — სამხრეთ კავკასიაში გადმოინაცვლეს, აქ ქეთური ცივილიზაციის ელემენტები გაავრცელეს და მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ქართული სახელმწიფოებრიობის წარმოქმნა-ჩამოყალიბებაში. მოგვიანებით ფრიგიულ-მუშქური სამეფოს ადგილას ლიდიის სამეფო აღმოცენდა.

ქანაანი, პალესტინა, ფილის-ტიმელები. ქანაანი პალესტინის უძველესი სახელწოდებაა და იქ მცხოვრებ ქანაანელთა ტომს უკავშირდება. პალესტინა ამ მხარეს ძვ. წ. XII საუკუნეში გადმოსახლებულმა ფილისტიმელებმა დაუმკვიდრეს, უფრო ზუსტად კი ბერძნებმა, რომლებმაც სახელი ფილის-ტიმი — პალესტინად გააჟღერეს.

ლიდიის სამეფო. ლიდიის სამეფომ მალე მცირე აზიის უდიდესი ნაწილი გააერთიანა. ლიდიის დედაქალაქი სარდე გახდა. განსაკუთრებით გაძლიერდა ლიდია სიმდიდრით სახელგანთქმული მეფის კროისოსის ხანაში. მაგრამ ლიდიის სიძლიერე ხანმოკლე აღმოჩნდა. კროისოსი აქემენიანთა სპარსეთის პირველმა მბრძანებელმა კიროსმა დაამარცხა. თავად კროისოსი ტყვედ ჩავარდა, მისი სამეფო კი სპარსეთმა შეიერთა. ძველი პალესტინა, ისრაელ-იუდეველთა სამეფო. აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის პირას მდებარეობს მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი აკვანი — პალესტინა, რომელიც ბიბლიაში მისი ძველი სახელით ქანაანით მოიხსენიება. პალესტინის უძველესი ისტორიის შესახებ ცნობებს ძირითადად არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა იძლევა. აქ აღმოცენებულ ებრაულ სამეფოებზე ისრაელსა და იუდეაზე კი ძირითად წყაროს ბიბლიის ძველი აღთქმა წარმოადგენს. პალესტინაში ებრაული ტომები ძვ.წ. III ათასწლულის II ნახევარში დამკვიდრდნენ. ბიბლიის მიხედვით, მათი ლეგენდარული მამამთავარი აბრაამი შუამდინარეთის ქალაქ ურიდან იყო. ისინი თავდაპირველად მომთაბარე მესაქონლეობას მისდევდნენ. ებრაელებს მსხვილფეხა საქონელი და აქლემებიც ჰყავდათ, მაგრამ მათი ძირითადი სიმდიდრე მაინც უზარმაზარი ცხვრის ფარები იყო. მომთაბარეობით ებრაელები ერთ ხანს ეგვიპტეშიც მივიდნენ, სადაც ფარაონის ტყვეობაში აღმოჩდნენ. ჩვენთვის უკვე ცნობილმა მოსე წინასწარმეტყველმა ისინი ეგვიპტელთა ტყვეობიდან გამოიყვანა და უდაბნოში 40 წლიანი ხეტიალის შემდეგ თავიანთ ძველ სამშობლოში ქანაანში, იგივე პალესტინაში დააბრუნა. ებრაელთა ერთიანი სახელმწიფო — ისრაელი ძვ. წ. XI საუკუნეში შეიქმნა. მისი დამაარსებელი მეფე საული იყო, რომელმაც ებრაელები დამპყრობელ ფილისტიმელთაგან გაათავისუფლა. საულის შემდეგ ებრაელთა მეფე დავითი გახდა. მან ისრაელის სამეფო ძალზე გააფართოვა. დავითმა

ლიდიის დედაქალაქ სარდეს ნაქალაქარი ძვ. წ. VI ს.

ფრიგიელები (რეკონსტრუქცია) 36

ქანაანელებს ქალაქი იერუსალიმი წაართვა და ებრაელების სამეფოს დედაქალაქად გამოაცხადა. მეფემ იერუსალიმი ხელახლა გააშენა და წმინდა ქალაქად აქცია. დავითის გარდაცვალების შემდეგ, ისრაელის სამეფო ტახტზე მისი ძე სოლომონი ავიდა, რომელიც ისტორიაში „სოლომონ ბრძენის“ სახელით შევიდა. სოლომონ ბრძენის მეფობაში ისრაელს დიდი ეკონომიკური აღმავლობის ხანა დაუდგა. ამის მიზეზი, პოლიტიკურ სტაბილურობასთან ერთად, ის სავაჭრო-საქარავნო გზა იყო, რომელიც ებრაელთა ქვეყნის გავლით ეგვიპტიდან სირიისა და შუამდინარეთისაკენ მიემართებოდა. ამ სატრანზიტო ვაჭრობას სახელმწიფოსათვის დიდი მოგება მოჰქონდა. სოლომონ ბრძენი განსაკუთრებით დიდ ყურადღებას იერუსალიმს უთმობდა. აქ მან მეფის სასახლე და იერუსალიმის ცნობილი ტაძარი ააშენა, რისთვისაც ხე-ტყე ლიბანის მთიანეთიდან ჩამოიტანა. სოლომონმა ისრაელში 40 წელი იმეფა. თანდათან ისრაელის სამეფოში წინააღმდეგობამ იჩინა თავი: საკუთრივ ისრაელს, რომელიც პალესტინის ჩრდილოეთ მდიდარ რეგიონს მოიცავდა, შედარებით ღარიბი, სამხრეთ პალესტინაში მდებარე იუდეა უპირისპირდებოდა. ებრაელთა ერთიანი სამეფოს ამ ორი რეგიონის ეკონომიკური განვითარების უთანაბრობამ ძვ. წ. X საუკუნის დასასრულს ეს სახელმწიფო საბოლოოდ ორ პატარა — ჩრდილოეთით ისრაელის და სამხრეთით იუდეას სამეფოდ დაშალა. ამის შემდეგ იერუსალიმი მხოლოდ იუდეას დედაქალაქად დარჩა. ერთიანი სამეფოს დაშლამ ებრაელი ხალხის ისტორიაზე ძალზე უარყოფითად იმოქმედა. დასუსტებული ქვეყანა მისი ძლიერი მეზობლების ნადავლად იქცა: ჯერ ასურელებმა ისრაელის სამეფო გაანადგურეს და მოსახლეობა ტყვედ წაიყვანეს, შემდგომ კი ბაბილონის მეფემ, ჩვენთვის უკვე ცნობილმა ნაბუქოდონოსორ II-მ იუდეველებს იგივე ბედი არგუნა. ბაბილონის ტყვეობიდან სამშობლოში დაბრუნების ნება ებრაელებს მხოლოდ ნახევარი საუკუნის შემდეგ, აქემენიანთა სპარსეთის პირველი მეფის კიროს დიდის მიერ ბაბილონის აღების შედეგად მიეცათ, თუმცა ებრაელებს არც მერე ღირსებიათ სიმშვიდე და მოსვენება. ურარტუ. ძვ. წ. IX ს-ში წინა აზიაში, ვანის ტბის (თურქეთში) ირგვლივ ძველი აღმოსავლეთის კიდევ ერთი უძლიერესი ქვეყანა ურარტუ აღმოცენდა. ურარტუც ტიპიური ძველაღმოსავლური სახელმწიფო იყო, რომლის შექმნაც საირიგაციო მიწათმოქმედების განვითარებამ განაპირობა. მართლაც, ძველმა ურარტუელებმა კლდოვანი და მიწათმოქმედებისათვის არასახარბიელო ტერიტორია, სარწყავი არხების უნიკალური სისტემის მეშვეობით, მაღალნაყოფიერ მხარედ აქციეს. ურარტუს დედაქალაქი ვანის ტბის სამხრეთაღმოსავლეთ სანაპიროზე, დღევანდელი ქალაქ ვანის ადგილას მდებარე ტუშპა იყო. ურარტუს ძირითად მოსახლეობას, საკუთრივ, ურარტუელები შეადგენდნენ, რომლებსაც ხურიტულ მოდგმას აკუთვნებენ. მათი ენა ახლოს იდგა სამხრეთ კავკასიურ ენებთან.

37

ასურელებმა ისრაელის სამეფო ძვ. წ. 722 წელს გაანადგურეს. ნაბუქოდონოსორ II-მ იუდეველები ბაბილონში ძვ. წ. 586 წელს გადაასახლა. ბაბილონის ტყვეობის დასასრული. კიროს დიდმა ბაბილონი ძვ. წ. 538 წელს აიღო; მანვე ებრაელებს სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცა. ასე დასრულდა ებრაელთა ისტორიის „ბაბილონის ტყვეობად“ წოდებული ხანა.

ქანაანელთა ღმერთი ვაალი

მენუა — ძვ წ. IX-VIII სს. მიჯნა არგიშთი I — ძვ. წ. 786-ძვ. წ. 764 სარდურ II — ძვ. წ. 764-735

ურარტუს პირველ მეფედ არამეა ითვლება, რომელიც ძვ.წ. IX საუკუნის შუა ხანებში ასურეთის ძლევამოსილ ქვეყანასთან თავდაცვით ომებს აწარმოებდა. ძვ. წ. IX საუკუნის დასასრული და VIII საუკუნის I ნახევარი ურარტუს ძლიერების ხანაა, როდესაც მას ცნობილი მეფეები: მენუა, არგიშთ I და სარდურ II განაგებდნენ. ეს მეფეები ყოველი მიმართულებით ფართო დამპყრობლურ ომებს აწარმოებდნენ და ძალზე გააფართოვეს თავიანთი სამეფო. ურარტუს მეფეებმა არაერთგზის დაამარცხეს ასურელები და მათ ჩრდილოეთ სირიასა და ჩრდილოეთ შუამდინარეთში ტერიტორიები წაართვეს. ასე რომ, ურარტუს ძლიერების ხანაში მის საზღვრებში ჩრდილოეთ შუამდინარეთი, დღევანდელი ჩრდილო სირია, მცირე აზიის მნიშვნელოვანი ნაწილი და სამხრეთ კავკასიის სამხრეთი შედიოდა. აქ ის ჭოროხის აუზის დიდ ნაწილსა და თანამედროვე სომხეთში სევანის ტბის ირგვლივ მდებარე ტერიტორიას მოიცავდა. სამხრეთ კავკასიაში, ჭოროხის აუზში ურარტუელები უძველეს ქართულ სამეფოს დიაოხს (დაიაენი) იგივე ტაოხს ებრძოდნენ. ამავე ხანაში ურარტუელებმა ფეხი მოიკიდეს არარატის ველზეც, სადაც ქალაქები: არგიშთიხინილი (გვიანდელი არმავირი) და ერებუნი (თანამედროვე სომხეთის დედაქალაქ ერევნის მახლობლად) დააარსეს. სამხრეთ კავკასიის სიღრმეში ურარტუელთა წინსვლა, სავარაუდოდ, ერთ-ერთმა უძველესმა ქართულმა სახელმწიფომ კოლხამ, იგივე ბერძნული წყაროების კოლხიდამ შეაჩერა. ჩვენამდე მოღწეულ ეპიგრაფიკულ წარწერებში ურარტუს მეფეები ამაყად მოგვითხრობენ კოლხასთან გამარჯვებული ომების შესახებ, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ გამარჯვებებმა ურარტუს კოლხეთის სამხრეთი, განაპირა მხარეების ხელში ჩაგდების გარდა, მის სიღრმეში შეღწევისა და დამორჩილების საშუალება არ მისცა. ძვ.წ. VIII საუკუნის II ნახევარში ურარტუ სამხრეთ კავკასიაში შეჭრილმა სკვითებმა და კიმირიელებმა დაასუსტეს, მაგრამ მალევე ურარტუელებმა შემოჭრილი მომთაბარე ტომების ძალა თავიანთ სასარგებლოდ წარმართეს: ძვ. წ. VIII საუკუნის მიწურულში მათ არაერთი დარტყმა მიაყენეს

ურარტუს დედაქალაქ ტუშპას ნანგრევები. ძვ. წ. IX-VII სს. თურქეთი, ვანის ტბის მოდამოები

არგიშთი I 38

ასურეთს და იმავდროულად გაანადგურეს ფრიგიელთა და მუშქთა სამეფოც. ძვ. წ. VI საუკუნის დასაწყისში ურარტუ მისმა სამხრეთაღმოსავლეთელმა მეზობელმა, სპარსულმა სახელმწიფომ — მიდიამ გაანადგურა. ურარტუს დაცემის შემდეგ ურარტუელების ერთმა ნაწილმა ჩრდილოეთისაკენ გადაინაცვლა და ქართველურ ტომებს შეერწყა. მეორე ნაწილი კი საკუთრივ ურარტუს ტერიტორიაზე გადმონაცვლებულ ინდოევროპულ არმენულ (სომხურ) ტომებში აითქვიფა. ამგვარად ურარტული ლექსიკის არცთუ უმნიშვნელო ნაწილი სომხურ და ქართულ ენებში დაილექა. ქართულში ურარტული სიტყვები გაქვავებულ იდიომებში და მისამღერებშიც გვხვდება: მაგ.: ყირამალა, თავდაყირა, გადაყირავება — ქართულად აუხსნელი დარჩებოდა, რომ არ ვიცოდეთ, რომ ყირა ურარტულში მიწას ნიშნავდა. ურარტულიდან შემოსულია ქართულში ცნობილი მისამღერიც: ივრი არალე, თარი არალე, ჰარი არალე და ა.შ., რომელიც დღეს ჩვენთვის არავითარი შინაარსის მატარებელი არაა, სინამდვილეში კი ის ურარტუელების მოსავლისა და ნაყოფიერების ღვთაება არალე/ჰარალეს ეძღვნება და ურარტულად: მეუფე, არალე, ძლიერო არალე, მომეც არალეს — ნიშნავს. ქვეყანას ურარტუს ასურელები უწოდებდნენ. მოგვიანებით, ურარტუს სახელმწიფოს განადგურების შემდეგ ურარტუელები ძველ ბერძნულ წყაროებში კიდევ ერთ ხანს ალაროიდების სახელით გვხვდებიან. ამავე ფუძიდან წარმოსდგება ბიბლიიდან ცნობილი მთის არარატის სახელიც. ურარტუელებმა დიდ წარმატებებს მიაღწიეს არქიტექტურაში, კერძოდ, მონუმენტურ მშენებლობაში, საინჟინროსაირიგაციო სისტემის შექმნა-განვითარებაში. ურარტული ცივილიზაციის უდიდეს მიღწევად მაინც ლურსმული დამწერლობის ორიგინალური სისტემის შექმნა ითვლება. კოლხიდის, იგივე ძველი ეგრისის სამეფო. ეგრისის სამეფო — ასე უწოდებს უძველეს დასავლურ ქართულ სახელმწიფოს „ქართველთა ცხოვრება“. ურარტული წარწერები ამ ქვეყანას კულხას, ასურული კი კილხას უწოდებს. ძველი ბერძნული წერილობითი წყაროები ეგრისს თავდაპირველად აიას, მოგვიანებით კი კოლხიდის სახელით მოიხსენიებენ. XX საუკუნის ჯერ ქართულ ისტორიოგრაფიაში, შემდგომ კი საქართველოს გეოგრაფიაშიც ტერმინი კოლხეთი დამკვიდრდა, რაც ხელოვნურად შექმნილია. ამიტომ უფრო სწორი იქნება თუ ანტიკური ხანის ამ პირველ ქართულ სახელმწიფოს ეგრისს, აიას, ან კოლხიდას ვუწოდებთ. ძველი ეგრისი ჩვენთვის ცნობილი პირველი სახელმწიფოა სამხრეთ კავკასიის მასშტაბითაც. მასზე ცნობები შემოგვინახა ძველბერძნულმა თქმულებამ არგონავტებზე, რომელიც კოლხიდაში ბერძენი გმირების — არგონავტების ხომალდ არგოთი მოგზაურობას მოგვითხრობს. ძველმა ბერძნებმა ეს ლაშქრობა-მოგზაურობა შორეულ

მიდიამ ურარტუ 585 წელს გაანადგურა.

,,გავემართე მე სალაშქროდ კულხას ქვეყნის წინააღმდეგ, ქვეყანა მე დავიპყარი, ქალაქი ილდამუშა, სამეფო ქალაქი... კულხახალის ქვეყნის მეფისა, გამაგრებული, ბრძოლაში მე დავიპყარი. მისი მოსახლეობა დავწვი, მეფის ნაცვალი კულხას მეფისა, რომელიც იყო იქ, მე მოვაკვლევინე. რკინის ბეჭედი მოვამზადე, წარწერა დავდგი ქალაქ ილდა-მუშაში; ციხე-სიმაგრეები, ქალაქები დავწვი და დავანგრიე, ქვეყანა გავაჩანაგე, კაცები და ქალები გავრეკე.” ვანის კლდეზე სარდურ II-ის ბრძანებით ამოკვეთილი ლურსმული წარწერიდან დაახლოებით ძვ. წ. აღ. 744-741. 39

კოლხიდაში — აიაში ძვ. წ. XIII ს-ის დასაწყისში მოაწყვეს, მაგრამ, სავარაუდოა, რომ ძველი ეგრისი მათ მოსვლამდეც არსებობდა. ძველი ეგრისი ტიპიური ადრეანტიკური სახელმწიფო იყო, რომელიც მდ. რიონისა და ენგურის აუზების სამიწათმოქმედოდ ათვისების შედეგად წარმოიშვა. აღმოსავლეთ შავიზღვისპირა ვრცელი დაბლობი, რომელსაც ამჟამად კოლხეთის დაბლობი ეწოდება და რომელზედაც მდინარეები რიონი და ენგური თავის შუა და ქვემო წელში მოედინებიან ჭაობიანი და მიწათმოქმედებისათვის არცთუ გამოსადეგი იყო. ძველი ეგრისის სამეფოს აღმოცენება იმ საირიგაციო არხებისა და სადრენაჟე სისტემების წარმოქმნას უკავშირდება, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა ამ რეგიონში ადრეანტიკურ ხანაში შექმნეს. არგონავტების მითის თანახმად, კოლხიდა, იგივე აია ოქროთი მდიდარი ქვეყანა იყო, საკუთარი ფლოტითა და განვითარებული საქალაქო ცხოვრებით. კოლხებს დამწერლობის თავისებური სისტემაც ჰქონიათ, რასაც ბერძნები კირბებს უწოდებენ. ძველი ინდოეთი. ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში სახელწოდება „ინდოეთი“ როგორც ნახევარკუნძულზე, ისე რეგიონზე ერთნაირად ვრცელდებოდა. ამჟამად ინდოეთს, როგორც ცალკე სახელმწიფოს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ინდოეთის ნახევარკუნძულის უდიდესი ნაწილი უჭირავს. მისი ტერიტორიის საერთო ფართობი 4 მილიონ კვადრატულ კილომეტრს აღემატება. ინდოეთის ნახევარკუნძული გეოგრაფიულად სამ ზონად იყოფა: ინდისა და განგის დაბლობი, დეკანის ზეგანი და შორეული სამხრეთი. მდინარე ინდს ზემოწელში ოთხი დიდი შენაკადი ერთვის. ამიტომ ინდის ზემოწელს პენჯაბი — ხუთმდინარეთი ეწოდება. გეოგრაფიული და კლიმატური პირობების მრავალფეროვნების მიუხედავად, ინდოეთი უძველესი დროიდან ერთიან სამყაროს წარმოადგენდა, სადაც მიწათმოქმედი ტომებისა და ხალხების გვერდით მომთაბარე-მესაქონლეობას მიმდევარი ხალხებიც ცხოვრობდნენ. სამიწათმოქმედო ცივილიზაციის აღმავლობისათვის განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობები ინდისა და განგის დაბლობზე წარმოიქმნა. მართლაც, აქ ძვ. წ. IV-III ათასწლეულში შუამდინარეთის და ეგვიპტის ცივილიზაციის პარალელურად მდ. ინდის აუზში უძველესი ინდური ცივილიზაცია ჩაისახა, რომელიც ზემოთდასახელებული ცივილიზაციების მსგავსად ირიგაციის განვითარებასა და სარწყავ მიწათმოქმედებას ეფუძნებოდა. XX ს-ის ოციან წლებში დაწყებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა, რომლებიც დღემდე გრძელდება, უძველესი ქალაქური ცივილიზაციის ცენტრები, მათ შორის ჰარაპას ნაქალაქარი აღმოაჩინა და შეისწავლა. ჰარაპას ნაქალაქარის rogor moipovebdnen oqros Cveni winaprebi? ძველი ბერძნები გვიამბობენ: ,,კოლხეთის მდინარეებს კავკასიონის მთებიდან ოქროს მადნის ნარეცხი ქვიშა ჩამოჰქონდა, მოსახლეობა მდინარეებში ცხვრის ტყავებს ფენდა და ამაგრებდა. გარკვეული დროის განმავლობაში ცხვრის ბეწვში ოქროს ქვიშა ილექებოდა.“ ზოგი ძველი ბერძენი ისტორიკოსი თქმულებას ოქროს საწმისზე კოლხებში ოქროს მოპოვების აღნიშნულ წესს უკავშირებს. ამ წესით ოქროს მოპოვებას სვანეთში ბოლო ხანებამდე მისდევდნენ. 40

სახელის მიხედვით ამ ცივილიზაციას ჰარაპას ცივილიზაციას უწოდებენ. არქეოლოგიურმა გათხრებმა აშკარა გახადა რომ ჰარაპას საზოგადოება განვითარებულ მიწათმოქმედებასა და მეცხოველეობას მისდევდა. ქალაქებში ყვაოდა ხელოსნობა. მართლაც ჰარაპას ხელოსნებმა პირველებმა აითვისეს ბამბის რთვა და ქსოვა. ქალაქებში ძალზე დაწინაურებული იყო სამეთუნეო საქმე და ოქრომჭედლობა. ჰარაპას ქალაქები დიდი ხელოვნებით იყო აგებული. არქეოლოგიურმა გათხრებმა გამოავლინა მთელი უბნები საცხოვრებელი სახლებით, ტაძრებით, სასახლეებით. ქალაქებში არსებობდა საკანალიზაციო სისტემა, მრავალი აბანო, ჭა და ა. შ. ჰარაპას ცივილიზაციის წარმატებაში, უეჭველია, დიდი წვლილი იმ ინტენსიურ ვაჭრობას მიუძღოდა, რომელსაც ამ საზოგადოების წარმომადგენლები თანამედროვე ჩრდილო ავღანეთის გავლით კასპიის ზღვის სანაპირომდე და უფრო შორსაც კი ეწეოდნენ. რეგიონი მჭიდროდ იყო ინტეგრირებული იმ პერიოდის მსოფლიო სავაჭრო ქსელში, ჰარაპას ქალაქებში თავს იყრიდნენ ვაჭრები შუამდინარეთიდან, ირანის ზეგანიდან, ხმელთაშუაზღვისპირეთიდან, კავკასიიდან და ჩინეთიდან. ჯერჯერობით, ჰარაპას დამწერლობა გაშიფრული არაა, ამიტომაც ამ საზოგადოების პოლიტიკის, რელიგიისა და ცხოვრების წესის შესახებ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რის საშუალებასაც არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილი მასალა იძლევა. ჰარაპას ცივილიზაცია იმდენად დიდ ტერიტორიაზე იყო გავრცელებული, რომ ძნელი წარმოსადგენია ამ გაერთიანებას სამხედრო ძალები არ ჰყოლოდა. ჰარაპაში პროდუქტის შესანახი უზარმაზარი საწყობები ისეთი მმართველობის სისტემის არსებობაზე მიუთითებს, რომლის უმთავრეს ფუნქციას საკვები პროდუქტის განაწილება წარმოადგენდა. სტანდარტული ფორმის აგურების გამოწვა სახელმწიფოს ღუმელებში ხდებოდა. ციტადელით იყო შემოსაზღვრული გარკვეული ტერიტორია, რომელშიც სავარაუდოდ, მოსახლეობის ელიტარული ნაწილი ცხოვრობდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჰარაპაში აღმოჩენილი არაა მდიდრული სამარხები და სამეფო უბანი, რაც მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ ჰარაპას პოლიტიკური წყობა რესპუბლიკა იყო, ან მმართველობა თეოკრატიულ ხასიათს ატარებდა, რაც როგორც გვახსოვს, ქურუმთა, ანუ სასულიერო ფენის წარმომადგენლების, მმართველობას ნიშნავს. ძვ. წ. III-II ათასწლეულის მიჯნაზე ჰარაპას ცივილიზაცია დაემხო. ამის მიზეზი ინდოეთში ინდოევროპული ტომების — არიელების შემოჭრა გახდა. არიელები ირანული მოდგმის ტომები იყვნენ და ენობრივად ძველ სპარსელებს ენათესავებოდნენ. არიელებმა თანდათანობით მთელი ინდოეთი დაიკავეს. მათ ძველი მოსახლეობა ნაწილობრივ ამოწყვიტეს, ხოლო გადარჩენილი ნაწილი კი მომხვდურს შეერწყა. არიული საზოგადოება კასტებად იყოფოდა. პირველ და უმაღლეს კასტას ბრაჰმანები ანუ ქურუმები ქმნიდნენ. მეორე

41

ჰარაპას ნაქალაქარი ძვ. წ. 2600-1900 არქეოლოგიური გათხრები ჰარაპაში 1922 წლიდან დაიწყო.

კასტას ინდურად ვარნა ეწოდება. ის საზოგადოების სრულიად დახშული სტრუქტურული ერთეულია. კლასებისა და წოდებებისაგან გასხვავებით, სადაც იერარქიულ კიბეზე როგორც აღმასვლა, ასევე დაღმასვლაა შესაძლებელი, ამა თუ იმ კასტის წევრად ადამიანი იბადება და სიკვდილამდე მისადმი კუთვნილად რჩება.

მთვარის და მზის სამეფო დინასტიები ინდოეთში მთვარის დინასტიის წარმომადგენლები თავს მთვარის შვილებად, მისგან წარმოშობილებად, მზის დინასტიის წარმომადგენლები კი თავს მზის შვილებად მიიჩნევდნენ. ეს თვალსაზრისი ასტრალურ რწმენა-წარმოდგენებს ეფუძნებოდა — თავისი განსაკუთრებულობის ხაზგასასმელად მმართველი დინასტიები თავს მზის ან მთვარის ღვთაების შვილებად მიიჩნევდნენ.

მთვარის დინასტია ინდოეთს მართავდა ძვ წ. აღ. II ათასწლ.

მზის დინასტია ინდოეთს ძვ. წ. აღ. II-I ათასწლ. მიჯნაზე მართავდა.

ინდოეთი 16 სახელმწიფოდ დაახლოებით ძვ წ. VIII-VII სს.-ში დაიშალა.

მეომართა კასტა იყო, საიდანაც ქვეყნის მმართველი ფენა გამოდიოდა. ამ ორ პრივილეგირებულ კასტას მესამე მიწის მუშაკთა კასტა მოსდევდა. ყველაზე დაბლა შუდრების კასტა იდგა. ამ კასტის წარმომადგენლები მონების მსგავსად ყველაზე მძიმე სამუშაოს ასრულებდნენ. მეცნიერები ფიქრობენ, რომ შუდრების კასტა არიელების მიერ დამარცხებულმა და დაპყრობილმა მოსახლეობამ შეადგინა. წოდებებისაგან განსხვავებით, სადაც ერთი წოდებიდან და, შესაბამისად, სოციალური მდგომარეობიდან მეორეში, როგორც უფრო მაღალში, ისე უფრო დაბალში გადასვლა რთული, მაგრამ შესაძლებელი იყო, კასტა სრულიად დახშული სოციალური წარმონაქმნია, ვინაიდან ერთი კასტიდან მეორეში გადასვლა იკრძალებოდა. კასტებს შორის იერარქიას კანონი მკაცრად იცავდა. ამ მხრივ, ალბათ, საინტერესოა ვიცოდეთ, რომ ინდოეთში საზოგადოების კასტურმა სტრუქტურამ თავი თითქმის ჩვენ დრომდე შემოინახა და ოფიციალურად მხოლოდ 1977 წელს გაუქმდა. არიელების შემოსევით, შეიძლება ითქვას, ინდოეთის ისტორია ხელახლა დაიწყო. ამას იმიტომ ვამბობთ, რომ ინდოელების ცნობიერებაში ისტორიის არიელებამდელი პერიოდი მთლიანად წაიშალა. მართლაც, ძველი ინდური ტრადიცია უძველეს ინდურ სახელმწიფოდ არიელთა მთვარის დინასტიის მიერ მდინარე განგის ზემოწელში შექმნილ სამეფოს მიიჩნევს, რომლის ლეგენდარული მეფე ბჰარატა იყო. ბჰარატამ მთელი ინდოეთის ნახევარკუნძული გააერთიანა და ერთიანი სახელმწიფო — ბჰარატვაშა შექმნა. ამიტომაცაა, რომ დღეს ინდოეთის რესპუბლიკას ბჰარატა ეწოდება. ამ სახელმწიფოს დაცემის შემდეგ ინდოეთის დიდი ნაწილი უკვე ახალმა მზის დინასტიამ გააერთიანა. მოგვიანებით ინდოეთი სულ ცოტა 16 სახელმწიფოდ დაიშალა. ძველი ჩინეთი. ჩინეთი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოა. ძველი ჩინეთის ცივილიზაცია მდინარეების ხუანხესა, ანუ ყვითელი მდინარის და იანძის გასწვრივ ჩაისახა. ჩვენამდე შემორჩენილი უძველესი ჩინური სახელმწიფოებრივი ტრადიციები ემთხვევა ეგვიპტურსა და შუამდინარულს. აქაც სამეფო ხელისუფლება წყლის რესურსების მართვის, მიწათმოქმედების განვითარებისა და საკვები პროდუქტების განაწილების საჭიროებამ წარმოშვა. ჩინური საისტორიო ტრადიციის მიხედვით, უძველესი ჩინური სახელმწიფო ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისში (ძვ. წ. 2950 წ.) ჩამოყალიბდა. მის პირველ ხელმწიფედ ჰუ-სია ითვლება. ამიტომ ჩინეთის ისტორიაში სიას საგვარეულოს მმართველობის ხანას სიას დინასტიის ხანა ეწოდება. იმავე ისტორიული ტრადიციის თანახმად, ჰუ-სიამ ჩინელებში სისხლის აღრევა, ანუ ახლო ნათესავებს შორის ქორწინება აკრძალა. ჰუ-სიას მიეწერება აგრეთვე იმ ადათ-წესების დანერგვაც, რომელიც ჩინელებს, მათი რწმენით, დღესაც შემორჩათ. გადმოცემის თანახმად მანვე ჩაუყარა საფუძველი ჩინურ იეროგლიფურ დამწერლობას: შექმნა პირველი იეროგლიფები, რომლებიც ვითომდა კუს ჯავშანზე არსებული ნიშნების მიხედვით გამოხაზა. სიას დინასტიის მომდევნო მეფეს „ღვთისგან მოვლენილი მიწათმოქმედის“ ეპითეტითაც

42

მოიხსენიებენ, ვინაიდან მან მომთაბარე-მონადირე ჩინელები მიწათმოქმედებად აქცია. ჰუ-სიას შვილიშვილმა ხუან დიმ უკვე ჩინური იეროგლიფური დამწერლობა საბოლოოდ ჩამოაყალიბა. ხუან დის დამსახურება ჩინური ცივილიზაციისა და მსოფლიოს წინაშე განსაკუთრებით იმაში მდგომარეობს, რომ მან მეაბრეშუმეობას ჩაუყარა საფუძველი. მის მმართველობასვე მიაწერენ ჩინეთში პირველი ხიდებისა და ორ და ოთხთვალა სატრანსპორტო საშუალებების გაჩენას. ისტორიული ტრადიიციის მიხედვით, მისივე მმართველობის ხანაში საფუძველი ჩაეყარა ხელოსნობისა და მეცნიერების მრავალ დარგს, მათ შორის ხუროთმოძღვრებას და ასტრონომიას. როგორც ჩანს, ამ დიდი დამსახურების გამო იყო, რომ ხუან დის შუა საუკუნეების ჩინეთის ყველა არისტოკრატიული საგვარეულო თავის წინაპრად მიიჩნევდა. ძვ. წ. 1600 წლისათვის მდ. ხუანხეს აუზი დაწინაურდა, რომლის მმართველებმა სიას დინასტია დაამხეს და შანის იგივე ინის დინასტიის სახელით ჩინეთის მმართველებად იქცნენ. ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევარში შანის სამეფომ თავისი ძლიერების მწვერვალს მიაღწია. შანის სახელმწიფოს შესახებ ცნობები ჩაწერილია წინასწარმეტყველურ ძვლებზე. მართლაც, ცხოველთა ძვლები და კუს ჯავშანი ჩინეთში მომავლის საწინასწარმეტყველოდ გამოიყენებოდა. ქურუმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ღმერთების ნების წინასწარმეტყველება იყო. ამის ამოცნობაამოკითხვა ძვლების ბზარებით ხდებოდა. მწიგნობრები ქურუმთა ნაწინასწარმეტყველებს ძვლებზევე წერილობით აღბეჭდავდნენ. ასეთი ჩანაწერები გვაწვდიან რა ინფორმაციას იმაზე, თუ რა საკითხების წინასწარი ცოდნა სურდათ ძველ ჩინელებს, წარმოდგენას გვიქმნიან უძველესი ჩინური საზოგადოების ყოფითი ცხოვრების სხვადასხვა მხარეზე. მაგ. წინასწარმეტყველური ძვლები შეიცავენ ცნობებს მეფეთა ცხოვრებასა და ვალდებულებებზე. ირკვევა, რომ მეფეები ძირითადად ომებში იყვნენ ჩაბმულნი; მეფის ქორწინება დიპლომატიურ ნაბიჯად განიხილებოდა და ასე ვთქვათ, „კეთილგანწყობის გასავრცობ“ საშუალებას წარმოადგენდა. მეფეები საზოგადოებასა და ღმერთებს შორის შუამავლის ფუნქციას ასრულებდნენ: ისინი ამზადებდნენ შესაწირს, წარმართავდნენ წინასწარმეტყველთა საქმიანობას, თვითონაც განმარტავდნენ სულების, თუ ღმერთების ნებას. გაჰყავდათ პირველი ხნულები, ლოცულობდნენ რომ წვიმა დროულად მოსულიყო და სხვ. მეფეები სიცოცხლის ნახევარზე მეტს ნადირობაში ატარებდნენ, რაც წარმოადგენდა როგორც ელჩების თუ სამეფო საბჭოს წევრების გასართობ და მოლაშქრეთა ვარჯიშისა

სიას დინასტია ძვ. წ. 2200-1600

შანის დინასტია ძვ. წ. 1600-1046 43

ხუან-დი - ყვითელი იმპერატორი (ძვ.წ. 2696-2598)

უ დინი ზეობდა 1250-1192 წლებში.

და გაწვრთნის საშუალებას, ისე საკვები რაციონის შევსების წყაროსაც. შანის იმპერატორები იმავდროულად დიდი რეფორმატორებიც იყვნენ, რითაც საზოგადოების შემდგომ წინსვლას უწყობდნენ ხელს. მაგალითად, შანის ერთ-ერთმა იმპერატორმა უარი თქვა მითიური წინაპრების — მთებისა და მდინარეებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე და ამის სანაცვლოდ ისტორიული წინაპრების კულტი შემოიღო. ასე დაიწყო ადათჩვევების რეფორმა, რომელიც ახალმა იმპერატორმა უ დინმა გააგრძელა. იმპერატორი უ დინი ცნობილი ინჟინერი იყო, რომელმაც „მოარჯულა სტიქია და მდინარეები არხებს დაუმორჩილა“. ადრეული ხალხური ტრადიცია ამავე პერიოდს უკავშირებს ქალაქების ისეთ სწრაფ მშენებლობას, რომ მათი მშენებლობის დასრულების მაუწყებელი საზეიმო „დაფდაფები საერთოდ არ ჩერდებოდნენო“. უ დინი ქვეყანას 58 წელი მართავდა. აღსანიშნავია, რომ მისი მმართველობა ათასი წლის შემდეგაც ახსოვდათ და სამაგალითო იყო საზოგადოებისათვის. იმპერატორის 64 მეუღლეთაგან ერთ-ერთი დაკრძალულია უძვირფასეს სამარხში მსახურებსა და ცხოველებთან ერთად. ეს ქალბატონი გარდა იმისა, რომ იყო უ დინის სამ გამორჩეულ მეუღლეთაგანი, აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. ის სამეფო ტერიტორიის ერთ ნაწილს ქვის გალავნიანი ქალაქით უშუალოდ განაგებდა. აქედან მას აუცილებლობის შემთხვევაში 3 ათასამდე მეომრის გამოყვანა შეეძლო. შანის დინასტიის მეფეები ცხოვრების უდიდეს ნაწილს ომში ატარებდნენ. ომი მათი სიმდიდრის მნიშვნელოვანი წყაროც იყო. შანის დინასტიის მმართველთა სამარხები მნახველს აოცებენ თავისი სიმდიდრით: ათასობით შეკვრა ნიჟარა, ბრინჯაოს ცულები, ეტლები, სპირალისებრი თიხის ჭურჭელი და ა. შ. იმპერატორებსა და მისი ოჯახის წევრებს დაკრძლვისას ათასობით ადამიანს მსხვერპლად წირავდნენ, რათა ისინი თავიანთ მბრძანებლებს იმქვეყნადაც მომსახურებოდნენ. შემდგომში შანის სამეფო თანდათანობით დასუსტდა და ძვ. წ. 1046 წელს ის განვითარების უფრო დაბალ საფეხურზე მყოფმა, ნახევრად მომთაბარე ჯოუს ტომების გაერთიანებამ დაამხო. შანების დამხობის შედეგად ტახტზე ასულ ახალ სამეფო დინასტიას ამიტომაც ჯოუს დინასტია ეწოდება. ადრეანტიკური ხანის საზღვაო-სავაჭრო ცივილიზაციები. ესაა პირობითი სახელწოდება ადრეანტიკური სახელმწიფოებისა, რომელთა სწრაფი ეკონომიკური ზრდა და შედეგად საზოგადოების კეთილდღეობა ეფუძნება არა იმდენად სადრენაჟე-საირიგაციო სისტემების დანერგვას და, შესაბამისად, სამიწათმოქმედო პროდუქციის წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდას, არამედ ზღვაოსნობისა და საზღვაო ვაჭრობის განვითარებას, და აქედან მიღებულ შემოსავლებს. ასეთ ადრეანტიკურ ქვეყნებად ჩვენთვის უკვე ცნობილი კრეტა, მიკენის საბერძნეთი, ფინიკია და კლასიკური ხანის საბერძნეთი უნდა მივიჩნიოთ.

44

კრეტა. არქეოლოგებმა კუნძულ კრეტაზე ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული დამწერლობა აღმოაჩინეს. ერთი დამწერლობა, რომელსაც პირობითად ა-ხაზოვანს უწოდებენ, პიქტოგრაფიული და ლურსმულია და მისი წაკითხვა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. მეორე დამწერლობას კი, რომელსაც ბ-ხაზოვანი შეარქვეს, გაშიფრვა XX ს-ის 50-იან წლებში გახდა შესაძლებელი. ამ დამწერლობის წაკითხვამ გამოავლინა, რომ მისი შემქმნელი ხალხი ბერძნულთან ახლო მდგომ ენაზე საუბრობდა. უძველესი სახელმწიფო ამ კუნძულზე, როგორც ვიცით, ჯერ კიდევ III ათასწლეულის მიწურულში ჩამოყალიბდა. კრეტაზე ნაქალაქარ კნოსოსის გათხრების დროს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს დიდი სასახლე, რომელიც ბერძნულ მითოლოგიაში კარგად ცნობილი კრეტის მეფის მინოსის სასახლედ მიიჩნიეს. მინოსის სასახლეს ძველი ბერძნები ლაბირინთს ეძახდნენ. გადმოცემის თანახმად, სასახლის ცენტრში ურჩხული — მინოტავრი იჯდა, რომელსაც მსხვერპლად ადამიანებს სწირავდნენ. კრეტას სახელმწიფომ ძლიერების მწვერვალს ძვ. წ. XVIII-XVI სს. მიაღწია. კრეტელებს ამ საუკუნეებში ძლიერი სახმელეთო არმია ჰყავდათ, რომელშიც დიდ როლს საბრძოლო ეტლები ასრულებდნენ. კრეტელებს სახელი, განსაკუთრებით, ძლიერმა ფლოტმა გაუთქვა, რომლის მეშვეობით ეს სახელმწიფო, ვულკანის მიერ მის განადგურებამდე, პირველობდა ხმელთაშუა ზღვაში. მიკენი. ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევარში ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ძველმა ბერძნებმა საზღვაო ქალაქ-სახელმ წიფოები: მიკენი, კორინთო, პილოსი და ა.შ. დააარსეს. ამ ეპოქაში ძველი საბერძნეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს ბერძენთა აქეური ტომები შეადგენდნენ, ქალაქ სახელმწიფოებს შორის კი მიკენის ქალაქ-სახელმწიფო პირველობდა, ამიტომ საბერძნეთის ისტორიის ამ უძველეს პერიოდს აქეური საბერძნეთის ხანას, ან კიდევ მიკენურ საბერძნეთს უწოდებენ. მიკენის ნაქალაქარის გათხრებისას არქეოლოგებმა მძლავრი თავდაცვითი ნაგებობების, სასახლეების და სახელოსნოების ნანგრევები აღმოაჩინეს. მიკენელ ბერძენთა სავაჭრო ინტერესები დარდანელის სრუტის მახლობლად, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე არსებულ ქალაქ-სახელმწიფო ტროას ინტერესებს შეეჯახა. ტროა, იგივე

კნოსოსის სასახლის მხატვრობა. კუნძული კრეტა, საბერძნეთი. ძვ. წ. აღ. XV ს.

 

მინოსის ლაბირინთი ინგლისელი არქეოლოგი  არტურ ევანსი თითქმის 30 წლის განმავლობაში აწარმოებდა გათხრებს კუნძულ კრეტაზე (1900) და აღმოაჩინა სასახლე, რომლის ფართობიც მთელი ქალაქის ფართობს უდრიდა. ეს იყო ცნობილი მინოსის ლაბირინთი, რომლის საერთო ფართი 22 000 კვადრატულ მეტრს შეადგენდა. მინოსის ლაბირინთი წარმოადგენდა არქიტექტურის ნამდვილ საოცრებას.

ლაბირინთი  - ბერძნულ მითოლოგიაში მრავალი  დახლართული  შესასმაიკლ ვენტრისი 1922–1956 ინგლისელი არქიტექტორი. წაიკითხა კრეტული ბ-ხაზოვანი დამწერლობა.

კ. კრეტაზე აღმოჩენილი (1908) ე. წ. ფესტოსის დისკო დღემდე გაუშიფრავი წერილობითი ნიშნებით. 45

ვლელისა  და  გამოსასვლელის, აუარებელი  ოთახის  შემცველი  ძნელად  გასაგნები  შენობა, რომელიც  დედალოსმა  აუგო  მეფე  მინოსს  კუნძულ  კრეტაზე.  

ტროა თუ ილიონი? მართლაც რატომ ჰქვია ტროას ორი სახელი? საქმე ისაა, რომ ქალაქის დამაარსებლად ერთი ვერსიით ფრიგიის მეფის ვაჟი, ტროსი ითვლება, მეორე ვერსიით კი — ტროსის ვაჟი ილიონი. ამის გამო ქალაქს ზოგი ტროად, ზოგი კი ილიონად მოიხსენიებდა.

ტროას ცხენი (რეკონსტრუქცია).

ილიონი დარდანელის სრუტეს აკონტროლებდა, რაც მიკენელი ბერძნებისათვის, რომლებიც იმ ხანად თვითონ ცდილობდნენ შავ ზღვაში გასვლას და მარმარილოსა და შავ ზღვაში გამავალი სავაჭრო არხების დაპატრონებას, მიუღებელი იყო. ამ დაპირისპირებას ბერძნების მიერ მცირე აზიის სანაპიროზე ტროას წინააღმდეგ ლაშქრობა მოჰყვა. ეს ლაშქრობა, რომელიც ქალაქის ათწლიანი ალყის შემდეგ, ბერძნების მიერ ტროას აღებითა და მისი განადგურებით დასრულდა, სახელგანთქმულმა ძველმა ბერძენმა ბრმა პოეტმა ჰომეროსმა თავისი პოემით — „ილიადა“ - უკვდავყო. ტროაზე გამარჯვებით ძველმა ბერძნებმა დარდანელის სრუტეში თავისუფალი ზღვაოსნობის უფლება მოიპოვეს, რამაც მათ საზღვაო-სავაჭრო პოტენციალის გაზრდის მანამდე არნახული შესაძლებლობა მისცა. მაგრამ, სამწუხაროდ, თვით ქალაქ მიკენსა და მიკენურ საბერძნეთს დიდი დრო არ ეწერა. მალე ქვეყანას ჩრდილოეთიდან განვითარების უფრო დაბალ საფეხურზე მყოფი ბერძნული ტომები — დორიელები შემოესივნენ. მათ თანდათანობით საბერძნეთის დიდი ნაწილი დაიკავეს და აქეველთა ქალაქ-სახელმწიფოები გაანადგურეს. ასე დამთავრდა ძველი საბერძნეთის ადრეანტიკური ისტორიის პირველი, აქეური პერიოდი. კრეტასა და მიკენის ხანის საბერძნეთში თანადროული მსოფლიოს სხვა რეგიონებიდან განსხვავებით, ვაჭრობის განვითარებამ ყველაზე მასშტაბური სახე მიიღო რაც, უპირველეს ყოვლისა ამ სახელმწიფოების უნიკალურმა კუნძულურმა და ნახევარკუნძულურმა ადგილმდებარეობამ განაპირობა. ფინიკიური ქალაქ-სახელმწიფოები . ადრეანტიკურ ერთერთ უძლიერეს საზღვაო-სავაჭრო ცივილიზაციად ფინიკიური ქალაქ-სახელმწიფოები უნდა მივიჩნიოთ. ფინიკიის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ქალაქ-სახელმწიფოები ტვიროსი, ბიბლოსი, სიდონი და ა.შ. უძველესი დროიდან არსებობდნენ. მიკენური საბერძნეთის განადგურებამ ფინიკიელებს ხმელთაშუა ზღვაზე მძლავრი კონკურენტი მოუსპო, რამაც მათ სწრაფ განვითარებას დიდად შეუწყო ხელი. ფინიკია პალესტინის, იგივე ქანაანის ჩრდილოეთი გაგრძელებაა და მის

berZen-troelTa omis mizezis homerosiseuli versia ჰომეროსის „ილიადასა“ და „ოდისეას“ მიხედვით, ამ ომის მიზეზი ტროას უფლისწულის პარისის მიერ სპარტის მეფის მენელაოსის ცოლის, ელენეს მოტაცება გახდა. მენელაოსმა და მისმა ძმამ, მიკენის მეფემ აგამემნონმა დახმარებისათვის საბერძნეთის სხვა მეფეებს მიმართეს. აქეველ ბერძენთა გაერთიანებული ლაშქარი ზღვით ტროასაკენ გაემართა და მას ალყა შემოარტყა. troas cxeni ათწლიანმა ალყამ და ბრძოლამ ბერძნებს წარმატება არ მოუტანა — ქალაქის აღება ბრძოლით ვერ მოახერხეს. მაშინ ჰომეროსის გადმოცემით, მათ ხერხს მიმართეს. უზარმაზარი ხის ცხენი ააგეს და ცხენის მუცელში ოდისევსი და სხვა რჩეული გმირები ჩასვეს, თვითონ კი ქალაქს დროებით გაეცალნენ. ტროელებმა ხის ცხენი ღმერთის საჩუქრად ჩათვალეს და ქალაქში შეიტანეს. ღამით ოდისევსი და მისი თანამებრძოლები ცხენიდან გამოვიდნენ, ქალაქის კარიბჭეები გააღეს და უკან დაბრუნებული ბერძენთა ლაშქარი ქალაქში შეუშვეს. ტროას დაცემა, არქეოლოგიის მონაცემებით დაახლოებით ძვ. წ. 1260 წელს მოხდა.

46

უძველეს მოსახლეობასაც სემიტური მოდგმის ქანაანელები შეადგენდნენ. ქვეყნის სახელი ფინიკია ძველ ბერძნული სიტყვა ფინიკიოსიდან — მეწამული, ალისფერი — მოდის. ასე უწოდეს ჯერ კიდევ მიკენური ეპოქის ბერძნებმა ქანაანელთა ქვეყანას. ეს სახელწოდება მთელ ანტიკურ სამყაროში გავრცელდა. უნდა აღინიშნოს, რომ, მიუხედავად საერთო სახელწოდებისა, ფინიკიური ქალაქ-სახელმწიფოები ძველი აღმოსავლური სხვა ქალაქ-სახელმწიფოებისაგან განსხვავებით, ერთიან სახელმწიფოდ არასოდეს გაერთიანებულან. ფინიკია მდიდარი მხარე იყო. ის მებაღეობით, მეღვინეობით და სამშენებლო ხე-ტყით იყო სახელგანთქმული. ფინიკიაში ხმელთაშუა ზღვის ყურეები და მდინარეთა შესართავები მეთევზეობის და ზღვაოსნობის განვითარების შესანიშნავ საშუალებას იძლეოდა. სწორედ ზღვაოსნობისა და საზღვაო ვაჭრობის განვითარებამ მისცა ფინიკიის ქალაქებს დიდძალი სიმდიდრის მოპოვების საშუალება. ფინიკიის ზღვის სანაპიროს გასწვრივ ძველ მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო-სატრანზიტო გზა გადიოდა. ამ სატრანზიტო ვაჭრობაში, ფინიკიელები, ბუნებრივია, აქტიურად მონაწილეობდნენ. ფინიკიელი ვაჭრები დაცურავდნენ მთელ ხმელთაშუა ზღვაში და ვაჭრობიდან დიდ შემოსავალს ნახულობდნენ. აღსანიშნავია, რომ ვაჭრობასთან ერთად ისინი არც მეკობრეობას თაკილობდნენ. იმისათვის, რათა წარმოვიდგინოთ, რამდენად ხანგრძლივი სავაჭრო გამოცდილება ჰქონდათ ფინიკიელებს, უნდა აღვნიშნოთ, რომ ფინიკიური ქალაქის, ბიბლოსის მცხოვრებლებმა ეგვიპტესთან სავაჭრო ურთიერთობა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში დაამყარეს. ძვ. წ. XIII საუკუნისათვის ფინიკიელებს კუნძული კვიპროსიც დიდი ხნის ათვისებული ჰქონდათ. ფინიკიელი ვაჭრები ცნობილნი იყვნენ ძველ სამყაროში, ისინი ჰომეროსის პოემებში „ოდისეასა“ და „ილიადაშიც“ მოიხსენიებიან. ფინიკიელებმა უცხო და შორეულ ქვეყნებში ვაჭრობის უფრო სარფიანად წარმართვისა და მდგრადი სავაჭრო ურთიერთობების დამყარების მიზნით, საქმის ორგანიზების სრულიად ახალ ფორმას მიმართეს: მათ საკუთარი ქალაქებიდან მოსახლეობა გადაჰყავდათ და ხმელთაშუაზღვისპირეთის სანაპირო ზოლში სავაჭრო გზების გასწვრივ ასახლებდნენ. ასე უკვე ძვ. წ. II-I ათასწლეულების მიჯნაზე ფინიკიელებმა ჩრდილოეთ აფრიკის, დღევანდელი იტალიის — სიცილიის და სარდინიის, ისევე, როგორც საფრანგეთისა და ესპანეთის სანაპირო ზოლში მრავალრიცხოვანი სავაჭრო დასახლებები — კოლონიები დააარსეს. ჩრდილოეთ აფრიკაში მათ მიერ დაარსებული ქალაქებიდან უმთავრესი ძველ მსოფლიოში სახელგანთქმული კართაგენი იყო.

47

ფინიკიურ ქალაქ ბიბლოსის ნაქალაქარი (ლიბანი). ძვ. წ. I ათასწლ. I ნახ.

კოლონიზაცია ხალხთა დიდი მასების ერთი ადგილიდან მეორეში გადასახლებას და იქ მუდმივად დასახლებას გულისხმობს.

ფინიკიელთა საკოლონიზაციო მოძრაობაში ქალაქი ტვიროსი პირველობდა. ტვიროსელებმა თავიანთი სავაჭრო კოლონია ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე გიბრალტარის სრუტის დასავლეთითაც კი დააფუძნეს. ფინიკიელების სახელთანაა დაკავშირებული, კაცობრიობის უდიდესი მიღწევა — ანბანური დამწერლობის გამოგონება.

კართაგენი — ფინიკიური სიტყვა კართ-სატშტ-იდან მოდის, რაც ახალ ქალაქს ნიშნავს.

კლასიკური ხანის საბერძნეთი — ელინები. ელადა და იონია. ბერძნული კულტურისა და სახელმწიფოებრიობის ახალი აღმავლობა ძვ. წ. IX-VIII სს-ში იწყება. ამ პერიოდის ბერძნები უკვე თავს ელინებს უწოდებდნენ, ისინი ძირითადად ბალკანეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში, ეგეოსის ზღვის კუნძულებზე და მცირე აზიის დასავლეთ სანაპიროზე მოსახლეობდნენ. ჩვეულებრივ, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარე საბერძნეთის ტერიტორიას ელადას, ხოლო მცირე აზიის სანაპიროზე ბერძნებით დასახლებულ ტერიტორიას იონიას უწოდებდნენ. ეგეოსის ზღვაში 800-მდე კუნძულია. მათ შორის ყველაზე ცნობილი და დიდი ლესბოსის, ქიოსის, სამოსის, როდოსის კუნძულებია. გეოგრაფიულად ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარე საბერძნეთი ჩრდილოეთ, შუა და სამხრეთ საბერძნეთად იგივე პელოპონესად იყოფა, რომელიც ამავე სახელწოდების ნახევარკუნძულს მოიცავს. მეცნიერები ამ პერიოდის საბერძნეთს, რომელიც ქრონოლოგიურად ძველი საბერძნეთის ისტორიის ძვ. წ. IX-VI სს-ის მონაკვეთს მოიცავს, კლასიკური ხანის საბერძნეთად მოიხსენიებენ. კლასიკური ხანის საბერძნეთთანაა დაკავშირებული ძვ. წ. VIII - ძვ. წ. V სს-ის მსოფლიო ისტორიის ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა, როგორიც დიდი ბერძნული კოლონიზაციაა. მართლაც, ვაჭრობის განვითარების ფინიკიელების მიერ შემოთავაზებულმა კოლონიურმა სისტემამ თავის მწვერვალს სწორედ კლასიკური ხანის საბერძნეთში მიაღწია. დიდი ბერძნული კოლონიზაცია სამი მიმართულებით ვითარდებოდა. დასავლეთით ძველმა ბერძნებმა სამხრეთ იტალია, სიცილია, დღევანდელი საფრანგეთის და ესპანეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპირო აითვისეს. სამხრეთ იტალიას მათ მიერ აქ დაარსებული ქალაქების სიმრავლის გამო, ერთხანს, დიდი ელადა ანუ დიდი საბერძნეთიც კი ეწოდებოდა. სიცილიაში დაარსებულ ბერძნულ ქალაქებს შორის აღსანიშნავია სირაკუზი, საიდანაც იყო გამოჩენილი ძველი ბერძენი მეცნიერი არქიმედე. საფრანგეთის სანაპიროზე ძველი ბერძნების დაარსებულია მარსილი (დღევანდელი მარსელი). სამხრეთით, ეგვიპტეში, მდინარე ნილოსის შესართავშიც ძველმა ბერძნებმა თავიანთი ქალაქი ნავკრატიდა დააარსეს. აღმოსავლეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით შავი ზღვის აუზის ათვისებაში უდიდესი როლი ჩვენთვის უკვე ცნობილმა იონიის ერთ-ერთმა უმთავრესმა ქალაქმა მილეტმა შეასრულა. მან მარმარილოსა და შავი ზღვის სანაპიროებზე 80ზე მეტი ქალაქი — ახალშენი დააარსა. მათ შორის ქალაქები: ამისო, კერასუნტი, კოტიორა და ტრაპეზუნტი ბერძნებმა კოლხიდისათვის წართმეულ შავიზღვისპირეთში დააფუძნეს.

48

შემდეგში ბერძნებმა სავაჭრო ახალშენები ეგრისის, იგივე კოლხიდის სამეფოს ტერიტორიაზე აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთშიც შექმნეს. მათ შორის ძველ მსოფლიოში სახელგანთქმული ფაზისი (ფოთი) და დიოსკურია (სოხუმი) იყო. ამავე ხანებში ბერძნული ქალაქები ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში — ყირიმის ნახევარკუნძულსა და მის მეზობელ მხარეებშიც წარმოიქმნა. შავიზღვისპირეთში ბერძნული ქალაქ-ახალშენების ისტორია სულ სხვადასხვანაირად წარიმართა: სამხრეთაღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში კოლხებისთვის წართმეულ ტერიტორიაზე დაარსებული ბერძნული ახალშენები, სხვა მრავალი ბერძნული ქალაქ-კოლონიების მსგავსად, დამოუკიდებელ ქალაქ-სახელმწიფოებად — პოლისებად ჩამოყალიბდნენ. ყირიმსა და მის მომიჯნავე მხარეებში წარმოქმნილი ბერძნული ქალაქები ძვ. წ. V ს-ში ერთ, ბოსფორის სამეფოში გაერთიანდნენ. ბერძნული ახალშენები კი, რომლებიც ეგრისის სამეფოს საზღვრებში დარჩნენ, ეგრისის, იგივე კოლხიდის მეფეებს დაემორჩილნენ და მხოლოდ თვითმმართველობით დაკმაყოფილდნენ. შავიზღვისპირეთში ბერძნული ახალშენების დაარსების შემდეგ ეგრისი ბერძნულ სამყაროს უფრო დაუახლოვდა და ბერძნული კულტურის მიღწევებს ეზიარა. ეგრისისა და საბერძნეთის ნავსადგურებს შორის მუდმივი მიმოსვლა დამყარდა. ეგრისის საზღვაო ვაჭრობა მსოფლიო საზღვაო აღებმიცემობის შემადგენელ ნაწილად იქცა. ბერძნული კოლონიები დედა საბერძნეთზე ბევრად უფრო ნოყიერ მიწებზე ფუძნდებოდნენ და სასოფლოსამეურნეო პროდუქციის ჭარბწარმოების გამო მალევე დამოუკიდებელ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცენტრებად იქცეოდნენ, რომლებიც თავის ორბიტაში მეტად თუ ნაკლებად ჩამორჩენილ მეზობლებსაც ითრევდნენ. ეს კი ვაჭრობისა და საბაზრო ეკონომიკის საზღვრებს მნიშვნელოვნად აფართოვებდა. გაზრდილი საგარეო ბაზარი კი მაშინდელ სამყაროს შრომისა და წარმოების უფრო ვიწრო სპეციალიზაციისაკენ უბიძგებდა: მაგ., ხორბლის მიმწოდებლად ბოსფორის სამეფო და ეგვიპტე იქცნენ, ბოსფორის სამეფოდან ნავთობიც გაჰქონდათ, ეგვიპტე საუკეთესო ხარისხის სელსაც აწვდიდა მსოფლიო ბაზარს, ეგვიპტური სელი ისეთი მაღალი ხარისხის იყო, რომ მას არქეოლოგები აბრეშუმის ქსოვილისაგან ძლივს ანსხვავებენ. სელის წარმოებაში ეგვიპტეს ტოლს არც ეგრისი უდებდა, კოლხიდიდან ბერძნებს განსაკუთრებით ცვილი, კანაფი, კუპრი, ხე-ტყე, რკინა და რკინის ნაწარმი გაჰქონდათ. ყოველივე ეს ხომ მათ გემთმშენებლობაში სჭირდებოდათ. თვით ბერძნები მსოფლიო ბაზარს ზეთისხილის გარდა ყველაზე ძვირად ღირებულ პროდუქტს: ღვინოს, ზეთს, მაღალი ხარისხის, მდიდრულად მოხატულ თიხის ჭურჭელს, ნელსაცხებლებს, ფუფუნების საგნებს და ა.შ. აწვდიდნენ.

ჩრდილო შავიზღვისპირეთის ცნობილი ბერძნული ქალაქახალშენებია: ბოსფორი, პანტიკაპეიონი, ხერსონესი, ოლვია, ფანაგორია.

ბერძნული სავაჭრო ახალშენები ეგრისის, იგივე კოლხიდის სამეფოს ტერიტორიაზე ფაზისისა და დიოსკურიის გარდა იყო: გიენოსი (ოჩამჩირე), პიტიუნტი (ბიჭვინთა). ბერძნული დასახლებები გათხრილია, აგრეთვე, სოხუმის ჩრდილო-დასავლეთით, ეშერაში და ფოთის სამხრეთით ქობულეთის მიდამოებში.

საბერძნეთის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების დროს მიაკვლიეს თიხის სურებს, რომლებსაც ბერძნულად აწერია: „კოლხმა გამაკეთა“, „კოლხმა მომხატა“.

herodote kolxuri selis Sesaxeb istoria, wigni II 105. კიდევ სხვა რამის თქმაც შემიძლია კოლხების შესახებ, რითიც ისინი ეგვიპტელების მსგავსნი არიან. მხოლოდ კოლხები და ეგვიპტელები ამუშავებენ სელს ერთნაირად; ...კოლხურ სელს ელინები სარდონულს უწოდებენ, ეგვიპტიდან შემოსულს კი — ეგვიპტურს. 49

სითხე და მარცვლეული იმჟამად ამფორებით გადაჰქონდათ. ამფორები თიხისაგან მზადდებოდა. ეს კი კერამიკული წარმოების — მეთუნეობის არნახულ ზრდას უწყობდა ხელს. ძველი ბერძნები, როგორც ვიცით საქართველოში პირველად გაეცნენ ხოხობს. ხოხბისგან დამზადებული კერძები განსაკუთრებულ ფუფუნებად ითვლებოდა, ამიტომ ეს ფრინველი კოლხიდიდან დიდი რაოდენობით გაჰყავდათ. ვაჭრობის მანამდე არნახულმა მასშტაბებმა ხელოსნობის სხვადასხვა სახეობების შემდგომ განვითარებას შეუწყო ხელი. ბერძენი მეზღვაურები და ვაჭრები სასურველ სტუმრებად იქცნენ ხოლო ბერძნულმა პოლისებმა, მაგ., ათენმა, ისეთივე სავაჭრო და ფინანსური მნიშვნელობა შეიძინა, რითაც ჩვენს რეალობაში ანტვერპენი, ამსტერდამი, ლონდონი და ნიუ-იორკი გამოირჩევიან. ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორიცაა საბანკო სისტემა, დაზღვევა, ერთობლივი საწარმოები და სხვა მრავალი, თუმცა ბევრად უფრო განუვითარებელ და პრიმიტიულ დონეზე, მაგრამ მაინც უკვე ამ კლასიკურ ხანაში შეგვიძლია დავინახოთ. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ყოველი ამის ჩანასახი ჯერ კიდევ ბაბილონში გვხვდება. ადრეანტიკური ხანის მესაქონლურ-მომთაბარული ცივილიზაციები. ადრეანტიკური ხანის კიდევ ერთი ეკონომიკურ-პოლიტიკური მოდელი მესაქონლურ-მომთაბარული ცივილიზაციებია. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ მესაქონლურმომთაბარული ცხოვრების პერიოდი ადრეანტიკური ხანის სამიწათმოქმედო ცივილიზაციის თითქმის ყველა ხალხმა გამოიარა, სანამ მკვიდრ ცხოვრებასა და მიწათმოქმედებას მიჰყოფდა ხელს. ამის მაგალითად, უპირველეს ყოვლისა, ძველი ებრაელები უნდა დავასახელოთ, რომელთა ისტორიის მომთაბარულ პერიოდზე ცნობები ბიბლიამ შემოგვინახა. საქმე ისაა, რომ ადრეანტიკური ხანის მომთაბარე ხალხებზე ცნობები ძალზე მწირი გვაქვს. ცნობების ეს სიმწირე უმთავრესად მათი ცხოვრების ნირის შედეგია, რაც არ იძლეოდა მონუმენტური შენობების, ქალაქების თუ სხვ. აგებისა და დატოვების შესაძლებლობას. მომთაბარე ხალხები ჩინეთიდან ცენტრალურ ევროპამდე ვრცელ ველებში მომთაბარეობდნენ. ადრეანტიკური ხანის მომთაბარული ცივილიზაციებიდან მეტნაკლებად ვრცელი ცნობები მხოლოდ კიმერიელებზე და სკვითებზე შემოგვრჩა. კიმერიელები ძველ მსოფლიოს და მათ შორის სამხრეთ კავკასიას ძვ. წ. VIII ს-ის 30-იან წლებში ჩრდილოშავიზღვისპირა ვიწრო გასასვლელით მოევლინნენ. შემდეგ კი მათ ასევე ირანული მოდგმის მომთაბარე-მესაქონლე სკვითები მოჰყვნენ. კიმირიელები და სკვითები თავიანთი ცხოვრების წესით წინა აზიის ბინადარი ხალხებისაგან ძალზე განსხვავდებოდნენ: არც სახნავ-სათესები და ბაღ-ვენახები ამფორა — ვიწროყელიანი ორყურა გააჩნდათ და არც მკვიდრი სამოსახლოები. მათი „სახლები“ ჭურჭელი.

50

გადახურული ოთხთვალები იყო, რომლითაც ბავშვები და მოხუცები გადაჰყავდათ და ავლა-დიდება გადაჰქონდათ. კიმერიელებს და სკვითებს თან ცხვრის ფარები და საქონლის ჯოგები მიჰყვებოდა. ეს მათი ძირითადი ქონება და სიმდიდრე იყო. წვრილფეხა თუ მსხვილფეხა საქონლის ჯოგებისთვის უკეთესი საძოვრების ძიებაში ისინი ხშირად ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდნენ. ასეთ ცხოვრებას მიჩვეული ტომებისათვის ასეულობით და ათასეულობით კილომეტრით გადაადგილება არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენდა. მით უფრო, როდესაც მათ წინ საძარცვად და სარბევად მიმზიდველი, სიმდიდრით სახელგანთქმული წინააზიური სახელმწიფოები ეგულებოდათ. კიმერიელებს და სკვითებს არც ქალაქები და არც სახელმწიფოებრიობა ჰქონდათ, არც დამწერლობას იყენებდნენ. ამიტომ ისინი წინა აზიის ბინადარი ხალხების თვალში ველურებად გამოიყურებოდნენ. სინამდვილეში არც ასე იყო საქმე. როგორც სკვითური ყორღანების გათხრებმა აჩვენა, ისინი მშვენიერი ხელოსნებიც იყვნენ და ოქრო-ვერცხლისა თუ რკინაბრინჯაოსაგან საუცხოო იარაღს და სამკაულს ამზადებდნენ. მკაცრ, მომთაბარულ ცხოვრებას მიჩვეული კიმირიელები და სკვითები შესანიშნავი მეომრები იყვნენ. ამას თუნდაც ქართული სიტყვა „გმირი“ და სომხური „გიმირი“ მოწმობს, რომელიც კიმირიელის სატომო სახელიდან წარმოსდგება. ისტორიამ უფრო მეტი ცნობები სკვითებზე შემოგვინახა. სკვითები მეცხენეობას მისდევდნენ და საუკეთესო ცხენებს აშენებდნენ. მათი მთელი ლაშქარი მშვილდოსანი მხედრებისაგან შედგებოდა, რომლებიც თავბრუდამხვევი სისწრაფით ესხმოდნენ მტერს. ბრძოლის წარმოების ასეთი წესი უცხო იყო წინა აზიის ხალხებისათვის, რომელთა ლაშქრის უდიდეს ნაწილს შუბებით შეიარაღებული ქვეითები შეადგენდნენ. კიმერიელებმა და სკვითებმა სამხრეთ კავკასია, მცირე აზია და საერთოდ, წინა აზიის დიდი ნაწილი ააოხრეს და თავიანთი ლაშქრით ეგვიპტის საზღვრებამდეც კი მიაღწიეს. მცირე აზიაში მათ დაამარცხეს ფრიგიულ-მუშქური სახელმწიფო და არაერთი დამარცხება ასურეთსა და ურარტუსაც აგემეს. ისინი წინა აზიის მრავალ რეგიონში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში დასახლდნენ. აქ, მტკვრისა და არაქსის შუამდინარეთში ერთხანს მათი სამეფოც კი არსებობდა. ერთ-ერთი კიმერიული ტომის თრე-

სკვითი მეომრები. რელიეფი თასზე ყულობას ყორღანიდან (ერმიტაჟი)

კიმერიელები   (რეკონსტრუქცია) 51

სკვითურ ყორღანებში აღმოჩენილი ოქროს ნივთები:

ლების სახელი სამხრეთ საქართველოში თრიალეთის ქედსა და თრიალეთის მხარეს შემორჩა. სამხრეთ კავკასიასა და წინა აზიაში დასახლებულ კიმერიელთა და სკვითთა მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილობრივ მოსახლეობას, მათ შორის ჩვენს წინაპრებს შეერია და მათში გაითქვიფა, ერთი ნაწილი კი, მოგვიანებით, ისევ კავკასიის ჩრდილოეთით მდებარე ველებს დაუბრუნდა. მომთაბარული ეკონომიკა მთლიანად მეცხვარეობამეცხოველეობის განვითარებას ეფუძნებოდა. სკვითებმა მეცხოველეობის განვითარებას დიდი წვლილი დასდეს. ისინი პირველები იყვნენ რძის პროდუქტის მრავალი სახეობის შექმნისა და ხორცისგან დამზადებული კერძების მრავალფეროვნების გამოგონება-გავრცელებაში. ძველი მსოფლიოს საზომებით თუ ვიმსჯელებთ, მომთაბარე-მესაქონლე ხალხები, რომლებიც უზარმაზარ ცხვრის ფარებსა და ათიათასობით სულ პირუტყვს ითვლიდნენ, იმ ხანის საზოგადოების უმდიდრეს ნაწილს ქმნიდნენ. ასე რომ, ამ სამ განსხვავებულ ეკონომიკაზე დაფუძნებული საზოგადოებებისა და ცივილიზაციების მიმოხილვის შემდეგ, უნდა ვაღიაროთ, რომ ადრეანტიკურ ხანაში სამივე მათგანმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. აქვე არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ დიდი სიმდიდრისა და სამხედრო პოტენციალის მიუხედავად, მომთაბარე-მესაქონლეთა მომავალი მაინც ისტორიის მიერ განსაზღვრული იყო — ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლა და მათ მიერ დაპყრობილ მიწათმოქმედ მოსახლეობასთან ასიმილირება. ამ მხრივ თვით სკვითების მაგალითიც გამოდგება. ძვ. წ. V ს-ისათვის, ანუ დიდი ბერძენი ისტორიკოსის ჰეროდოტეს ხანისათვის, სკვითების ერთმა დასავლეთის — დუნაისპირეთისაკენ გაჭრილმა ნაწილმა უკვე მკვიდრ ცხოვრებასაც მიჰყო ხელი და მიწათმოქმედებაც დაიწყო. ისიც უნდა ითქვას, რომ მომთაბარეთა „დასახლება“ დროში საკმაოდ გაწელილი პროცესი აღმოჩნდა, მით უფრო აზიის კონტინენტზე, სადაც მომთაბარული მეურნეობისათვის ვრცელი და ნოყიერი ველების სახით განსაკუთრებულად ხელშემწყობი პირობები არსებობდა. მომთაბარეთა შემოსევები წითელ ზოლად გასდევს არა მარტო ანტიკურ ხანას, არამედ მთელ შუა საუკუნეებსაც და შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ

ირმის ქანდაკება ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთი. ძვ. წ.-მდე IV-III ს.

მიცვალებულის ნიღაბი 52

ახალი ისტორიის დადგომასთან ერთად მომთაბარე-მესაქონლე ტომების უდიდესი ნაწილი უკვე ბინადარ ცხოვრებაზე გადავიდა. უდიდესი ვამბობთ იმიტომ, რომ დღესაც, XXI ს-ის დასაწყისში, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში მეტნაკლებად დიდი თუ მცირერიცხოვანი ტომები კვლავაც კარვებში ცხოვრობენ და მომთაბარე მესაქონლეობას მისდევენ.

53

T a v i II

ძვ.წ. 539

ძვ.წ. 460 პერიკლეს ხანა არის დემოკრატიის

კიროს დიდი საფუძველს უყრის სპარსეთის იმპერიას.

მწვერვალი ათენში.

ძვ.წ.

ძვ. წ. 600

500

54

ძვ.წ. 431 იწყება პელოპონესის ომი — ომი ათენსა და სპარტას გარშემო დაჯგუფებულ პოლისთა – დელოსისა და პელოპონესის კავშირებს შორის, რომელიც აღწერა თუკიდიდე ათენელმა.

ძვ.წ. 221 ძვ.წ. 331 ალექსანდრე მაკედონელი იპყრობს სპარსეთის იმპერიას.

ცინ-ში ხუანდი აერთიანებს მთელ შუა ჩინეთს და იწყებს ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობას.

ძვ.წ. 300

ძვ.წ. 400

55

მოგეთხოვებათ შემდეგი ცნებების, ტერმინების, სახელების და თარიღების ცოდნა აქამენიანთა სპარსეთი დარიკი სატრაპიები მაგადჰას იმპერია ათენი სპარტა არქონტი არეოპაგი დემოსი მარათონის ბრძოლა სალამინის ბრძოლა პელოპონესის ომი ჰილოტები გავგამელას ბრძოლა ელინისტური ხანა პტოლემაიოსების დინასტია სელევკიანთა სამეფო

ყიაღსარი კიროსი კამბისი დარიოს I გაუტამა მაჰაპადმა ნანდა სოლონი პერიკლე ქსერქსე ლიკურგე ფილიპე II ალექსანდრე მაკედონელი დარიოს III აშოკა ცინ-ში ხუანდი ხანის დინასტია

ძვ. წ. V ს. - ინდოეთში მაგადჰას იმპერიის ჩამოყალიბება დაახლ. ძვ. წ. 495 - ძვ. წ. 429 - პერიკლეს ხანა ძვ. წ. 500 - ძვ. წ. 449 ბერძენ-სპარსელთა ომები ძვ. წ. 431 - ძვ. წ. 404 - პელოპონესის ომი ძვ. წ. 331 - ბრძოლა გავგამელას ველზე ძვ. წ. 323 - ძვ. წ. 30 წ. - ელინისტური ხანა

მასალის კითხვისას მოახდინეთ ფოკუსირება შემდეგ საკვანძო საკითხებზე: 1. როგორ ყალიბდებოდნენ და რა ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან აქამენიანთა სპარსეთისა და მაგადჰას იმპერიებს? 2. როგორ მიმდინარეობდა სახელმწიფო წყობის დემოკრატიზაციის პროცესი ათენის ქალაქსახელმწიფოში? შეადარეთ ის სპარტის პოლიტიკურ წყობას; 3. რა ურთიერთობა ჰქონდა ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებს: ათენსა და სპარტას აქამენიანთა სპარსეთთან? 4. 4. ვინ და როგორ მოახერხა ძველბერძნული და სპარსული სივრცის ერთ დიდ იმპერიად ჩამოყალიბება? 5. 5. ალექსანდრე მაკედონელის დაპყრობებმა როგორ შეუწყო ხელი ახალი ცივილიზაციის ჩამოყალიბებას? 6. რომელი სახელმწიფოები წარმოიშვა ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის დაშლის შემდეგ? 7. რა იყო მაურების ხანის ინდოეთისა და ხანის დინასტიის ჩინეთის ეკონომიკური წინსვლის მიზეზები?

56

msoflio gvian antikur xanaSi — globaluri imperiebis epoqa

Tavi

ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისში ადამიანმა, როგორც ვიცით, რკინის ტექნოლოგიაც აითვისა. თავდაპირველად, რკინას მხოლოდ საბრძოლო იარაღის დასამზადებლად იყენებდნენ, მაგრამ თანდათანობით მისგან შრომის იარაღების გაკეთებაც დაიწყეს, რამაც შრომის ნაყოფიერება საგრძნობლად გაზარდა. პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით რკინის ხანა მნიშვნელოვანი ცვლილებებით აღინიშნა. უდიდესი ეკონომიკური ეფექტის მქონე სიახლე ლითონის ფულის მოჭრა იყო. ფულის ფუნქციის მატარებელი, ღირებულების სხვადასხვა საზომები, როგორც გვახსოვს, ადრეც არსებობდა, მაგრამ მონეტებმა დიდად გაამარტივა სავაჭრო ურთიერთობები და საბაზრო სისტემაში დიდი რაოდენობით ადამიანის მონაწილეობა გახადა შესაძლებელი. ჩვენამდე მოღწეული პირველი მონეტები ძვ. წ. VII საუკუნით თარიღდება და მის ერთ-ერთ სამშობლოდ, როგორც გვახსოვს, მცირე აზიის ლიდიის სამეფო მიიჩნევა. გადმოცემის თანახმად, პირველი მონეტების მოჭრა, ჩვენთვის უკვე ცნობილ ლიდიის მეფე კროისოსს მიეწერება, რომლის სიმდიდრეც საარაკო გახლდათ. დღესაც, როცა უნდათ ვინმეს განსაკუთრებული სიმდიდრე აღნიშნონ, „კროისოსივით მდიდარიაო“ — ამბობენ. ძველი მსოფლიოს მმართველებმა თავიდანვე გაიაზრეს ამ მოვლენის მნიშვნელობა, როგორც ეკონომიკური მომგებიანობის, ისე საკუთარი თავის განდიდების მხრივ და ფულის მოჭრაც სახელმწიფო მონოპოლიად აქციეს. მონეტებზე აღბეჭდილი მმართველის გამოსახულება, თუ ქალაქის სიმბოლო (მაგ. ბუ — ათენში), არა მარტო ამ ლითონის სინჯზე მიუთითებდა, არამედ მისი მომჭრელის სიძლიერესაც უსვამდა ხაზს. პირველი მონეტები ოქროსა და ვერცხლის შენადნობისაგან, ან სუფთა ვერცხლისაგან იჭრებოდა; თუმცა, იმ ხანის მსოფლიოში ვერცხლის საბადოების უფრო ხელმისაწვდომობის გამო, მიმოქცევაში, ძირითადად, ვერცხლის მონეტები დამკვიდრდა. I ათასწლეულის შუა ხანები გლობალური იმპერიების წარმოქმნითაც აღინიშნა. ტენდენცია სახელმწიფოების გამსხვილებისაკენ, ჯერ კიდევ შუა და გვიან ბრინჯაოს ხანაში გამოიკვეთა. ამ მხრივ, სხვადასხვა დროს, როგორც ვნახეთ, გარკვეულ წარმატებებს: ეგვიპტემ, ხეთებმა, ასურეთმა, ბაბილონმა და ა.შ. მიაღწია. თუმცა, პირველი მსოფლიო სახმელეთო იმპერიის შემქმნელი მაინც ძველი სპარსეთია, რომელმაც ორი: ევრაზიის და აფრიკის კონტინენტების უდიდესი სივრცე გააერთიანა.

ლიდიური მონეტა „ლიდიური ლომი”

ათენური მონეტები

ძვ წ. VII საუკუნე

ძვ. წ. V საუკუნე 57

II

მიდიის მეფე ყიაღსარი ძვ. წ. 625-585

ასურეთის წინააღმდეგ მიმართული მიდია-ბაბილონის კოალიცია დაახლ. ძვ.წ. 615-590 წლებში ჩამოყალიბდა.

კიროსი, სპარსულად კურუში, ძვ. წ. 559-530 წლებში მეფობდა. ის ისტორიაში კიროს II-ის სახელით შევიდა, ვინაიდან აქემენიანთა საგვარეულოში მანამდე კიდევ ერთი კიროსია ცნობილი.

მიდია და აქემენიანთა სპარსეთი. ირანი, იგივე სპარსეთი გეოგრაფიულად ზეგანს წარმოადგენს, რომელსაც დაახლოებით 1.648.000 კვ.კმ. უკავია. ირანის ზეგანი ზაგროსის მთიანეთით, კასპიის ზღვით, სპარსეთის ყურით და ჰინდუქუშის მთიანეთით არის შემოსაზღვრული. ირანული მოდგმის ტომები ირანის ზეგანზე ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულს დასახლდნენ. ამ ხანიდან ირანი ძირითადად ოთხ ოლქად: მიდია, პერსიდა, პარსუა და პართია — იყოფოდა, რომლებშიც ამავე სახელწოდების ირანული მოდგმის ტომები ცხოვრობდნენ. თავდაპირველად, მათ შორის მიდია დაწინაურდა. ის განსაკუთრებით მეფე ყიაღსარის (კიაქსარის) მეფობაში გაძლიერდა. ყიაღსარმა ირანში შემოჭრილი სკვითები დაამარცხა და ქვეყნიდან გააძევა. მანვე ძლიერი მუდმივი ჯარი შექმნა და სპარსული ოლქები თავის დაქვემდებარებაში გააერთიანა. მიდიის მეფემ ბაბილონის სამეფოსთან ერთად ასურეთის წინააღმდეგ კოალიციაც შემოკრიბა. მოკავშირეებმა ასურეთზე ილაშქრეს და ის მთლიანად გაანადგურეს. ამის შემდეგ, მიდიამ, როგორც გვახსოვს, ურარტუს სამეფოსაც ბოლო მოუღო. ყიაღსარის გარდაცვალების შემდეგ, მიდიას ერთ ხანს მისი ვაჟი განაგებდა, რომელსაც შვილიშვილი (ასულის წული) პერსიდის გამგებელი აქემენიანთა საგვარეულოს წარმომადგენელი კიროსი აუჯანყდა. ბრძოლა შვილიშვილის გამარჯვებით დასრულდა. მმართველი საგვარეულოს მიხედვით, სპარსეთის ისტორიის შემდგომი პერიოდი აქემენიანთა სპარსეთის სახელითაა ცნობილი. კიროსის წინააღმდეგ ლიდიის მეფის კროისოსის ლაშქრობა, როგორც გვახსოვს, ამ უკანასკნელის მარცხითა და ლიდიის სამეფოს განადგურებით დასრულდა. ლიდიაზე გამარჯვების შემდეგ აქემენიანმა მბრძანებელმა ბაბილონი თითქმის უბრძოლველად დაიკავა. აქ კიროსს ბაბილონის ცნობილი მეფის, ნაბუქოდონოსორის მიერ ტყვედ წაყვანილი ებრაელები დახვდა. კიროსმა ისინი ბაბილონის ტყვეობიდან გაათავისუფლა და სამშობლოში დააბრუნა. მალე სირიისა და პალესტინის დიდი ნაწილიც სპარსეთის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა.

ეკბატანა

ბაბილონი იერუსალიმი მემფისი

თებე

აქემენიანთა სპარსეთის იმპერია. ძვ. წ. აღ. VI-V სს.

58

პერსეპოლისი

კიროსს დიდი გეგმები ჰქონდა, მაგრამ მოულოდნელად სამხრეთ კავკასიაში, მდ. არაქსთან, სკვითებისა და სამხრეთ კავკასიელების გაერთიანებულ ლაშქართან ბრძოლაში დაიღუპა. მისმა შვილმა კამბისმა ეგვიპტეზე გაილაშქრა, გადამწყვეტ ბრძოლაში ეგვიპტის ფარაონი დაამარცხა და ეგვიპტე მთლიანად დაიმორჩილა. კიდევ უფრო გაძლიერდა სპარსეთი დარიოს I აქემენიანის მეფობაში. დარიოსმა დიდი რეფორმები გაატარა. მან მოჭრა ოქროს მონეტა, რომელსაც დარიკი ეწოდებოდა. ოქროს მონეტასთან ერთად დარიოსმა გამოუშვა ვერცხლის მონეტაც, რომელსაც სიკლი ეწოდებოდა. დარიკის გამოშვების უფლება მხოლოდ სამეფო ხელისუფალს ჰქონდა, ხოლო ვერცხლის მონეტას უშვებდნენ მის იმპერიაში შემავალი ვასალი მეფეები და იმპერიის ცალკეული სამხედრო ადმინისტრაციულ -ტერიტორიული ოლქების — სატრაპიების გამგებლები. იმ ხანისათვის დარიოსმა მთელი თავისი იმპერია 20 სატრაპიად დაჰყო, რომელსაც სათავეში მის მიერ დანიშნული სატრაპები ჩაუყენა. სატრაპს სატრაპიის მთელი სამოქალაქო უწყებები და სამხედრო ძალები ემორჩილებოდა. ის იყო უმაღლესი მსაჯული და ვალდებული იყო მეფის ხაზინის სასარგებლოდ ხარკის აკრეფა უზრუნველეყო. გადასახადი, რომელსაც ის სამეფო ხაზინის სასარგებლოდ კრეფდა, უშუალოდ იყო დამოკიდებული სატრაპიის ეკონომიკურ შეძლებაზე. გადასახადებიდან მხოლოდ სპარსელები იყვნენ გათავისუფლებულები, ისინი ხომ სახელმწიფოს უმაღლეს ფენას შეადგენდნენ და ფაქტობრივად დაპყრობილი მოსახლეობის ხარჯზე ცხოვრობდნენ. ნანდას დინასტიის მმართველობა ინდოეთში. ძვ. წ. VI-V სს. ერთგვარი გარდამტეხია ინდოეთის ისტორიაში. ესაა ეპოქა, როდესაც ინდოეთში შეიქმნა ბუდიზმი, რომელიც, უფლისწულმა გაუტამამ იქადაგა. პოლიტიკური თვალსაზრისითაც ეს ეპოქა ინდოელებისათვის ფრიად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა — სპარსეთის იმპერიის პარალელურად ძვ. წ. VI ს-ში ინდოეთში ვრცელი და ძლიერი მაგადჰას იმპერია ჩამოყალიბდა. მისი დამაარსებელი მაჰაპადმა ნანდა იყო, რომელმაც წარმატებული ომების შედეგად მანამდე თექვსმეტ სამეფოდ დაშლილი ინდოეთი მაგადჰას სამეფოს ირგვლივ გააერთიანა.

დარიკი დარიოს I-მა ძვ. წ. 517 წელს მოჭრა. ის 8,4 გრ. ოქროს იწონიდა.

ნანდას ეპოქის ინდური სამლოცველო.

ნანდას იმპერია ძვ. წ. 323

მაგადჰას სამეფო ძვ. წ. 500

59

არეოპაგი „არეიოს პაგოს“-იდან წარმოსდგება, რაც ძველ ბერძნულად „არესის ბორცვს” ნიშნავს. არესი ძველი ბერძნული წარმართული პანთეონის ომის ღმერთია. მის ჭალაში აღმართულ ბორცვზე იმართებოდა უხ -უცესთა საბჭოს შეკრებები.

დემოსი ბერძნულ ბერძნული სიტყვაა და ხალხს, უფრო ზუსტად, ღარიბ უმრავლესობას აღნიშნავს.

დაახლოებით ამავე ხანებში ძვ. წ. VI ს-ის II ნახევარში ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი აქემენიანთა სპარსეთმა დაიპყრო. დაპყრობილ ტერიტორიაზე მან ადმინისტრაციული ერთეულები — მეშვიდე და მეოცე სატრაპიები შექმნა. აქედან მეოცე სატრაპიას, რომელიც მდ. ინდის ხეობას მოიცავდა ინდოეთის სატრაპია უწოდა. ინდოეთის ნაწილის აქემენიანთა სპარსეთის საზღვრებში მოქცევამ, ინდოეთის იმჟამინდელ მსოფლიო ვაჭრობაში უფრო ინტენსიურ ჩართვას შეუწყო ხელი, რამაც კიდევ უფრო დიდი ბიძგი მისცა ინდოეთის სოფლის მეურნეობისა და ხელოსნობის განვითარებას. იმავდროულად, სპარსელები ახლოს გაეცნენ ინდურ კულტურას და ის დანარჩენი მსოფლიოსათვის მისაწვდომი გახადეს. მართლაც, ძველ ინდოეთში დიდ განვითარებას მიაღწია მეცნიერების სხვადასხვა დარგმა, მათ შორის აღსანიშნავია მედიცინა და მათემატიკა. აქ ინდოელებმა ათწილადის სისტემის შექმნით ისახელეს თავი. ათენის საზღვაო იმპერია. ძვ. წ. V საუკუნეში ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებში ათენი დაწინაურდა. ძველი საბერძნეთის ისტორიაში ათენის ქალაქ-სახელმწიფომ უდიდესი როლი ითამაშა. ეს სახელმწიფო შუა საბერძნეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ატიკაში შეიქმნა. ატიკას ნაყოფიერი მიწები ნაკლებად გააჩნდა; სამაგიეროდ, აქ ხელოსნობა და ვაჭრობა განვითარდა. თავდაპირველად, ათენის ქალაქ-სახელმწიფოს სათავეში ბასილევსი — მეფე იდგა. დროთა განმავლობაში მისი უფლებები შეიზღუდა და არჩეულ მმართველს — არქონტს გადაეცა. შემდგომში არქონტების რიცხვი ცხრამდე გაიზარდა. ისინი არქონტთა კოლეგიას ქმნიდნენ. მათ არეოპაგი — ათენის უხუცესთა საბჭო ჯერ ათი წლით, შემდეგ კი ერთი წლით ირჩევდა. არეოპაგი ათენის წარჩინებული საგვარეულოების წარმომადგენლებისაგან შედგებოდა. ამიტომაც, იმ ხანად ათენში არისტოკრატიულ-რესპუბლიკური მმართველობა დამყარდა. ევპატრიდები, ანუ კარგი მამის შვილები, (საზოგადოების წარჩინებული ნაწილი) ფლობდნენ ათენის საუკეთესო მიწების დიდ ნაწილს. ისინი კაბალური სესხით თანამოქალაქეებს იმორჩილებდნენ. სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში მათ მიწა-წყალს ართმევდნენ, ხოლო მოვალეების ოჯახის წევრებს ხშირად მონებად ჰყიდდნენ. თანდათანობით ევპატრიდებსა და დემოსს შორის ურთიერთობა ძალზე გამწვავდა; დემოსი სათემო მიწების ხელახლა გადანაწილებას და ვალში გაყიდული თანამოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას ითხოვდა. ქვეყნის ცხოვრებაში ცვლილებები აუცილებელი გახდა. ასეთი რეფორმის გატარება ძვ.წ. VI ს-ის დასაწყისში არქონტ სოლონს დაევალა. სოლონმა, უპირველეს ყოვლისა, არსებული ვალები გააუქმა. ათენელი გლეხების მიწებიდან ამოიღეს ქვის

aTenis qalaq-saxelmwifo da Tezevsi ათენის ქალაქ-სახელმწიფოს დამაარსებლად თეზევსი ითვლება. გადმოცემის თანახმად, ათენი ყოველ წელს კუნძულ კრეტაზე შვიდ ჭაბუკს და შვიდ ქალიშვილს აგზავნიდა, რომლებსაც კრეტის ლაბირინთის ცენტრში მყოფი ურჩხული — მინოტავრი ჭამდა. თეზევსმა ნებაყოფლობით გადაწყვიტა ამ გაგზავნილთა ჯგუფში მოხვედრა. მან კრეტაზე მინოტავრი მოკლა, შემდეგ კი კრეტის მეფის ასულის — არიადნას მიცემული ძაფის დახმარებით ლაბირინთს თავი დააღწია. თეზევსი დაახლ. ძვ.წ. XV ს-ში ცხოვრობდა. მან ატიკაში ხუთი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სამოსახლო ნებაყოფლობით გააერთიანა და ქალაქ-სახელმწიფო შექმნა. თეზევსმა ააგო აკროპოლისი, სადაც ათენის მფარველი ქალ-ღმერთის — ათენას ტაძარი აღმართა. აკროპოლისის მახლობლად მდებარე მეორე მთაზე კი ათენის უხუცესთა საბჭოს — არეოპაგის ადგილსამყოფელი დააფუძნა.

60

სტელები, სადაც ვალის აღებისა და დაბრუნების დრო იყო ამოკვეთილი. სოლონმა სამუდამოდ აკრძალა ათენის მოქალაქის ვალის გადაუხდელობისათვის მონად გაყიდვა, ხოლო უკვე მონებად გაყიდული ათენელები მოაძებნინა, გამოისყიდა და სამშობლოში დააბრუნა. სოლონმა ათენის მოქალაქეები ოთხ ქონებრივ ჯგუფად დაჰყო და ყველა მათგანს სავალდებულო სამხედრო სამსახური დაუწესა. ორი პირველი ყველაზე მდიდარი ჯგუფის წარმომადგენლებს თავიანთი ცხენებით სამხედრო სამსახურში გამოსვლა და ცხენოსანთა რაზმში სამსახური დაევალათ. მათვე, ნებაყოფლობით, სახელმწიფოს სურსათით მომარაგებასა და სამხედრო გემების მოვლა-პატრონობაში დახმარება დაეკისრათ. მესამე ჯგუფის ათენელებს ქვეითი მეომრები — ჰოპლიტები უნდა გამოეყვანათ. ეს იყო მძიმედ შეიარაღებული ქვეითი მეომარი, რომლის შეიარაღებას შუბი, მახვილი, დაშნა, საჩეხი, ფარი, აბჯარი და მუზარადი შეადგენდა. ჰოპლიტები მჭიდრო ხაზოვან წყობაში იბრძოდნენ, რომელსაც ფალანგა ეწოდებოდა. ქონებრივად ყველაზე მეტად შევიწროვებულ მეოთხე ფენას მხოლოდ მსუბუქად შეიარაღებული მეომრები, ან კიდევ სამხედრო ფლოტისათვის მეზღვაურები და მენიჩბეები გამოჰყავდა. ისინი სამხედრო სამსახურისათვის საგანგებო გასამრჯელოს იღებდნენ, რომელსაც „დიეტა“ ეწოდებოდა. ათენის სახელმწიფო წყობილების საბოლოო დემოკრატიზაცია ჩვენთვის უკვე ცნობილ, არქონტ პერიკლეს უკავშირდება; პერიკლემ ათენის უღარიბეს, მცირემიწიან მოქალაქეებს მიწები დაურიგა და ათენის ახლად შექმნილ საზღვაო იმპერიის სხვადასხვა მხარეებში ჩაასახლა. ის ხელმოკლე მოქალაქეების დასაქმებასაც ცდილობდა, რისთვისაც მათ ნიჩბიან გემებზე მეზღვაურებად აწესებდა და ზღვაოსნობის პერიოდში ხელფასით უზრუნველყოფდა. პერიკლე ხაზინის ხარჯზე, ათენის მცირე შეძლების მოქალაქეებისათვის, ანუ დემოსისათვის ხშირ-ხშირად თეატრალურ თუ სხვა სანახაობებს მართავდა. პერიკლეს დროს ათენში მრავალი ნაგებობა აშენდა. მან დიდი საზღვაო ლაშქრობაც მოაწყო შავიზღვისპირეთში და საფიქრებელია, საქართველოს სანაპიროებსაც ეწვია. პერიკლეს რეფორმების შემდეგ ათენის სახელმწიფო წყობილება შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ათენის უმაღლესი საკანონმდებლო და სასამართლო ორგანო, როგორც გვახსოვს, სახალხო კრება გახდა. ის ათენის სურსათით მომარაგებასაც აკონტროლებდა; სახალხო კრება ათენის საგარეო საქმეებსაც განაგებდა, უცხო ქვეყანებში ელჩობას აგზავნიდა და მათ

ბერძნული ფალანგა-ქვეითთა საბრძოლო წესრიგი (მწყობრი) ძველ მაკედონიაში, საბერძნეთში და სხვა რიგ სახელმწიფოებში.

საზღვაო ლაშქრობა შავიზღვისპირეთში პერიკლემ დაახლ. ძვ. წ. 443 წ. მოაწყო.

პერიკლე ძვ. წ. 495 – 429

perikle da aTenis xelmokle moqalaqeebi, anu demosi პერიკლესა და კიმონის (ათენის სახელმწიფო მოღვაწე, რედ.) მეტოქეობამ და პატივმოყვარეობამ სახელმწიფოში ღრმა ნაპრალი გაავლო და ერთი მხარე დემოსად, ხოლო მეორე უმცირესობად იწოდა. პერიკლემ განსაკუთრებით დემოსისათვის მოუშვა სადავენი და მისი გულის მოგების პოლიტიკას ეწეოდა: გამუდმებით მართავდა ქალაქში საყოველთაო სანახაობას ან ლხინს, ანდა საზეიმო სვლას და მოქალაქეებს საამო ხელოვნებას აჩვევდა. ყოველწლიურად გზავნიდა სამოც ტრიერს (ნიჩბიანი გემი), რომლითაც მრავალი მოქალაქე რვა თვის მანძილზე სერავდა ზღვას და სათანადო გასამრჯელოსაც იღებდა. თანაც საზღვაოსნო საქმეს სწავლობდა და ზღვაოსნობაში იწაფებოდა. ამ საქმეთა გარდა, ათასი კლერუხოსი (ათენის უმიწო, ან მცირე მიწიანი მოქალაქე, რომელიც ათენის ახლადშექმნილი საზღვაო იმპერიის საზღვრებში მიწებს იღებდა, რედ.) ქერონესზე გაგზავნა, ხუთასი — ნაქსოსზე, ამის ნახევარი — ანდროსზე, კიდევ ათასი — თრაკიაში, ხოლო სხვები იტალიაში. პლუტარქე, პერიკლე — პარალელური ბიოგრაფიები 61

ანგარიშებსაც განიხილავდა. უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოდ „500-თა საბჭო“ იქცა, რომელსაც ათენის ტერიტორიულადმინისტრაციული ერთეულებიდან — ფილეებიდან ირჩევდნენ. სულ 10 ფილე იყო, თითოეული საბჭოში 50 კაცს წარადგენდა; არქონტთა კოლეგიას, ძირითადად, მხოლოდ ათენელთა რელიგიურ ცხოვრებასა და ათენში მყოფ უცხოელებზე მეთვალყურეობის ფუნქცია დარჩა; სამხედრო საქმეს ათენში ფილეებში არჩეული 10 სტრატეგოსი განაგებდა, რომლებიც სტრატეგოსთა კოლეგიას ქმნიდნენ. სტრატეგოსთა კოლეგია ომის შემთხვევაში მთავარ-სარდალს ირჩევდა; ათენის მოქალაქე ვალდებული იყო სამი წლის მანძილზე სამხედრო სამსახურში ემსახურა, შემდეგ ის 60 წლამდე სამხედრო ვალდებულად რჩებოდა. ათენს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოც ჰქონდა, რომელიც ჯერ გადაწყვეტილებას იღებდა დამნაშავე იყო თუ არა ბრალდებული, შემდეგ კი განაჩენი გამოჰქონდა. სხვა ბერძნულ პოლისებს შორის ათენის წამყვანი როლი, მნიშვნელოვანწილად, აქ ვერცხლის მდიდარი საბადოების არსებობამ განსაზღვრა, რამაც მას დიდი და ძლიერი სამხედრო-სავაჭრო ფლოტის შექმნის საშუალება მისცა. ამან განაპირობა ის, რომ თანდათანობით მთელი ეგეოსის ზღვის აუზი და მიმდებარე ტერიტორიები ათენის საზღვაო იმპერიის შემადგენელ ნაწილებად იქცა. ძვ. წ. 478 წ. ახლო ხანებში ათენელებმა დელოსის საზღვაო კავშირი ჩამოაყალიბეს. ამ კავშირში შემავალი პოლისების წარმომადგენლები საბჭოს ანუ სინოდს ქმნიდნენ, რომელიც თავდაპირველად კუნძულ დელოსზე აპოლონის ტაძარში იკრიბებოდა. კავშირის წევრებს თავიანთი სამხედრო-საზღვაო ძალების გამოყვანა და მათი შენახვა ევალებოდათ. პატარა ქალაქ-სახელმწიფოებს მხოლოდ გარკვეული გადასახადის გადახდა დაეკისრათ. კავშირში შემავალი პოლისები თანასწორად ითვლებოდნენ და სინოდს მათ შინაურ საქმეებში ჩარევა ეკრძალებოდა. მიუხედავად ამისა, თანდათანობით დელოსის საზღვაო კავშირში ათენმა იმპერიული ამბიციები გამოავლინა. ათენელები შემოტანილ თანხასაც თვითნებურად განაგებდნენ და მოკავშირეთა შინაურ საქმეებშიც აქტიურად ერეოდნენ. ასე რომ, „კავშირი“ ქალაქ ათენის მეთაურობით შექმნილ მსოფლიოში პირველ ნამდვილ საზღვაო იმპერიად იქცა. ეს საზღვაო იმპერია თავდაპირველად სპარსელებთან ომის წარმატებულად წარმოების მიზნით შეიქმნა, თუმცა სპარსეთთან ომის დასრულების შემდეგაც განაგრძო არსებობა. ბერძენ-სპარსელთა ომები (ძვ. წ. 500-449). ინდოეთში წარმატებული ლაშქრობის შემდეგ, რიგით მესამე აქემენიანმა მბრძანებელმა დარიოს I-მა ბალკანეთში ელადის დაპყრობა განიზრახა. მანამდე კი იონიაში მდებარე აჯანყებული ბერძნული ქალაქები დაიმორჩილა. იონიის ბერძნული პოლისები ჯერ კიდევ აქემენიანთა სპარსეთის დამაარსებელის კიროსის ხანიდან სპარსეთის უზენაესობას აღიარებდნენ. ბალკანეთის საბერძნეთის დაპყრობის მიზნით, დარიოს I-მა ბალკანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, თრაკიაში (დღევანდ. ბულგარეთი) ლაშქარი გაგზავნა და დასაყრდენი პუნქტები შექმნა. ასე დაიწყო გვიანანტიკური ეპოქის გამორჩეული მოვლენა ბერძენ-სპარსელთა ომი, რომლებიც მათი

62

მნიშვნელობით, ისევე როგორც ანტიკური მსოფლიოს ჩართულობის მასშტაბით თუ ვიმსჯელებთ, თამამად შეიძლება კაცობრიობის ისტორიაში I მსოფლიო ომად გამოვაცხადოთ, რომელიც ჯერ კიდევ გვიანანტიკურ ეპოქაში გაიმართა. იმავდროულად ეს პრაქტიკულად, განსხვავებული ეკონომიკური საფუძვლის მქონე ორ — საზღვაო და სახმელეთო იმპერიებს შორის ომიც იყო. თრაკიაში წარმატების შემდეგ, სპარსეთის მეფემ საბერძნეთის ქალაქ-სახელმწიფოებს ელჩები გაუგზავნა და „მიწა და წყალი“, ანუ დამორჩილება მოსთხოვა. თითქმის ყველა ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო, ათენისა და სპარტის გარდა, ამ მოთხოვნას დათანხმდა. მაშინ სპარსეთის მეფემ ათენს შეუტია. სპარსეთის ფლოტმა ათენის მახლობლად ლაშქარი გადასხა და მარათონის ველზე დაბანაკდა. ათენელებმა 10 ათასამდე მძიმედ შეიარაღებული ჰოპლიტი და მსუბუქად შეიარაღებული მეომარი შეაგროვეს და მარათონის ველისკენ დაიძრნენ. სპარსელებმა ათენელების შეტევას ვერ გაუძლეს და დამარცხდნენ. ათენელების სიხარული იმდენად დიდი იყო, რომ ერთი ათენელი მეომარი მარათონის ბრძოლის ველიდან სასიხარულო ამბის შესატყობინებლად 42 კმ-ით დაშორებული ათენისკენ გაიქცა. მან სულმოუთქმელად ირბინა და თანამოქალაქეებს სასიხარულო ამბავი შეატყობინა თუ არა, იქვე უსულოდ დაეცა. ამ გარბენის გამო ტერმინი მარათონული რბენა დამკვიდრდა, რაც ზოგადად დიდ მანძილზე სირბილის მნიშვნელობით იხმარება. სპარსეთი მარათონის ველზე დამარცხების შემდეგ. დარიოს I მარათონის ველზე დამარცხების შემდეგ მალევე გარდაიცვალა, სპარსეთის ტახტი კი მისმა ვაჟმა — ქსერქსემ დაიკავა. ათენელებმა სპარსელების შემოჭრის მოსაგერიებლად მზადება დაიწყეს და ამისათვის სამხედრო ფლოტის გაძლიერებას შეუდგნენ. ამაში მათ ვერცხლის საბადოები ფრიად გამოადგათ — ამ მაღაროების შემოსავლები მთლიანად სამხედრო საზღვაო ფლოტის ასაგებად წარმართეს და ორი წლის მანძილზე 180 სწრაფმავალი სამხედრო გემი — ტრირემა ააგეს. ტრირემებმა — ახალი ტიპის საომარმა ხომალდებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს ბერძენ-სპარსელთა ომში. მარათონის ბრძოლის ათი წლის თავზე სპარსეთის ახალმა მბრძანებელმა კვლავაც უზარმაზარი ლაშქარი შეაგროვა და საბერძნეთში გაილაშქრა. ამჯერად სპარსელები საბერძნეთში ჩრდილოეთიდან შეიჭრნენ და თითქმის მთელი ჩრდილო და ცენტრალური საბერძნეთი დაიკავეს. სპარსელების წარმატება თითქოს უეჭველი იყო, მათ ხომ ათენიც კი აიღეს და გადაწვეს. მიუხედავად ამისა, ათენელები სირთულეებს ორგანიზებულად და პანიკის გარეშე შეხვდნენ: მათ მოსახლეობა გახიზნეს და კუნძულ სალამინზე გადაიყვანეს. აქ სალამინის ყურეში ბერძნების მთელმა ფლოტმაც მოიყარა თავი. მალე ყურეს სპარსელების ფლოტიც მოადგა. სალამინის ყურეში გადამწყვეტ ბრძოლაში ბერძნების ხომალდები უფრო მსუბუქი და სწრაფები აღმოჩნდნენ და სპარსეთის ფლოტი მთლიანად გაანადგურეს. ამის შემდეგ ბერძნებმა სპარსელთა ლაშქარი ხმელეთზეც დაამარცხეს სპარსელები იძულებულნი გახდნენ ბალკანეთის ნახევარკუნძული დაეტოვებინათ.

63

დარიოსის ელჩები ათენსა და სპარტაში ჰეროდოტეს მიხედვით, დარიოსის ელჩებს დაუმორჩილებლობა მხოლოდ ათენმა და სპარტამ გამოუცხადეს. ათენელებმა ელჩები ხრამში გადაყარეს, სპარტელებმა კი ჭაში ჩაყარეს და თანაც ჩასძახეს „ესეც თქვენ მიწა და წყალიო“.

მარათონის ბრძოლა სპარსელებსა და ბერძნებს შორის ძვ. წ. 490 წ. მოხდა. მარათონული რბენა (42 კმ. 195 მ.), როგორც ოლიმპიური სპორტის სახეობა, 1896 წელს, ოლიმპიური თამაშების განახლების შემდეგ შემოიღეს.

ქსერქსე I დარიოსის ძე და აქემენიანთა IV მეფე სპარსეთს ძვ. წ. 486-465 წლებში განაგებდა. სპარსელების ახალი ლაშქრობა საბერძნეთის წინააღმდეგ ძვ. წ. 480 წელს დაიწყო.

ბერძნული ტრირემას მოდელი (რეკონსტრუქცია).

სალამინის ყურეში საზღვაო ბრძოლას ბერძნებსა და სპარსელებს შორის ძვ. წ. 480 წელს მოხდა.

ზავი ბერძნებსა და სპარსელებს შორის ძვ. წ. 449 წელს დაიდო.

ბრძოლა სპარსელების წინააღმდეგ შემდგომაც წარმატებით გაგრძელდა. საბოლოოდ ბერძნებსა და სპარსელებს შორის ზავი დაიდო. სპარსელებმა ცნეს მცირე აზიის ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოების დამოუკიდებლობა. ყველაზე მძიმე სპარსელებისათვის ამ ზავის პირობებით ის იყო, რომ მათ ეგეოსის ზღვაში სამხედრო ფლოტის შეყვანა აეკრძალათ და კონტრიბუცია დაეკისრათ. მიუხედავად ბერძნებთან განცდილი მარცხისა, ქსერქსე აქემენიანთა იმპერიის გამოჩენილი მეფე იყო. მან სპარსეთის სამეფოში მრავალი რეფორმა გაატარა. მათ შორის უმნიშვნელოვანესი აჰურამაზდას კულტმსახურების სავალდებულოდ გამოცხადება უნდა ჩაითვალოს, რაც იმ პერიოდის მსოფლიოს უდიდეს იმპერიაში მაზდეანობის სახით ერთ-ერთი ადრეული მონოთეისტური რელიგიის სახელმწიფო რელიგიის რანგში აყვანას ნიშნავდა. აქემენიანთა ხანის სპარსელებმა აითვისეს ძველი აღმოსავლეთის კულტურის მიღწევები და სხვადასხვა მიმარ თულებით მნიშვნელოვნად განავითარეს კიდეც. სამწუხაროდ, ისტორიის შემდგომი მსვლელობა ისე წარიმართა, რომ ამ პირველი მსოფლიო იმპერიისაგან ბევრი არაფერი შემორჩა, მაგრამ სპარსული სასახლეების, ტაძრებისა და ნაქალაქარების ის მცირერიცხოვანი ნანგრევებიც კი, რომლებმაც დღემდე მოაღწია, წარმოდგენას გვიქმნის სპარსული არქიტექტურისა და საინჟინრო საქმის და, ზოგადად, აქემენიანთა ხანის სპარსული კულტურის დაწინაურებასა და დიდ წარმატებაზე.

პელოპონესის ომი ძვ.წ. 431-404 წლებში მიმდინარეობდა.

ლაკონური საუბარი გიმნასიებში სპარტელ ბავშვებს აზრის მოკლედ ჩამოყალიბებას ასწავლიდნენ. ვინაიდან, სპარტა ლაკონიკეს დაბლობში მდებარეობდა, აქედან მოდის ცნობილი გამოთქმა ლაკონური საუბარი, რაც საკუთარი აზრის მოკლედ გადმოცემას ნიშნავს.

სპარტა და პელოპონესის კავშირი. ბერძენ-სპარსელთა ომების დასრულების შემდეგ ათენის საზღვაო კავშირს პელოპონესის კავშირი დაუპირისპირდა. ამ დაპირისპირებამ საბერძნეთი შინა ომამდე მიიყვანა. ეს ომი პელოპონესის კავშირმა დაიწყო, ამიტომ ისტორიაში პელოპონესის ომის სახელით შევიდა. პელოპონესის კავშირს, პელოპონესის ნახევარკუნძულის უძლიერესი ქალაქი, სპარტა ედგა სათავეში. სპარტელები თავდაპირველად სპარსელების წინააღმდეგ ათენელებთან ერთად გამოდიოდნენ. ისტორიისათვის ცნობილია სამასი სპარტელის გმირობა, როდესაც მათ უკან არ დაიხიეს და თავიანთ მეფესთან ერთად სპარსელებს თავი შეაკლეს. მაგრამ, მოგვიანებით სპარტასა და ათენის გზები გაიყარა. ამის მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, ათენის საზღვაო იმპერიის მნიშვნელოვნად გაძლიერება და, როგორც შედეგი, საზღვაო სავაჭრო გზებზე გაბატონება გახდა. ეკონომიკურ საკითხებთან ერთად, სპარტასა და ათენს შორის ანტიპატიას პოლიტიკური წყობის განსხვავებულობაც იწვევდა. ათენში დემოკრატიული წყობილება იყო, იმ დროს, როდესაც სპარტა მონარქიულ-არისტოკრატულ სახელმწიფოს წარმოადგენდა. სპარტის სახელმწიფო პელოპონესის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ლაკონიკეს დაბლობში წარმოიქმნა. ის დორიელმა ბერძნებმა პელოპონესის ნახევარკუნძულის დაპყრობის შემდეგ დააფუძნეს. დამპყრობლებმა ადგილობრივი მოსახლეობა სახელმწიფო მონებად — ჰილოტებად გამოაცხადეს. სპარტელებმა ჰილოტებისთვის 10 ათასი ნაკვეთი გამოყვეს და თითოეულ ნაკვეთს რამდენიმე ოჯახი მიამაგრეს. ისინი ვალდებულნი იყვნენ ნაკვეთები

64

დაემუშავებინათ და მოსავლის 1/3 ან ნახევარი ნაკვეთის მფლობელი სპარტელისათვის მიეცათ. ჰილოტები თავიანთ მეურნეობას დამოუკიდებლად აწარმოებდნენ. მათი გაყიდვა, გასაჩუქრება ან ანდერძით გადაცემა არ შეიძლებოდა. ჰილოტები მთელი სპარტის სახელმწიფოს საკუთრებად ითვლებოდნენ. სპარტელები მათ არ ენდობოდნენ და ჰილოტების გაძლიერების ძალზე ეშინოდათ. ყოველწლიურად, შემოდგომაზე ერთი თვის მანძილზე ჰილოტების წინააღმდეგ ნამდვილი ომი კრიპტია (დამსჯელი ღონისძიება) ცხადდებოდა, რაც ემსახურებოდა ჰილოტების დაშინებასა და ახალგაზრდა სპარტელების სამხედრო აღზრდას. ყოველ სპარტელს უფლება ჰქონდა ნებისმიერი ჰილოტი მოეკლა, რომელსაც სახლის გარეთ ნახავდა. სპარტის სახელმწიფო წყობილებამ დასრულებული სახე ლიკურგეს ხანაში მიიღო. ლიკურგე სპარტის მეფის ძმა იყო, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დროებით, ძმისწულის მცირეწლოვანების ხანაში მეფის მოვალეობას ასრულებდა. ლიკურგეს კანონები სპარტელებს შორის ქონებრივი უთანასწორობის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამ მიზნით მან, როგორც გვახსოვს ფულის რეფორმაც კი გაატარა, რასაც შედეგად ის მოჰყვა, რომ უცხო ქვეყნის ვაჭრებმაც ფეხი ამოიკვეთეს სპარტადან. ლიკურგეს კანონები თავისუფალ ბაზარს და სპარტელების ოჯახებში სიმდიდრისა და ფუფუნების დაგროვებას ებრძოდა. სპარტის საზოგადოებაში ყველაფერი სამხედრო საჭიროებებს იყო დაქვემდებარებული. ასეთ საზოგადოებაში, ბუნებრივია, სუსტისა და ავადმყოფის ადგილი არ იყო. ახლად დაბადებული ბავშვებიც კი გასასინჯად უხუცესებთან მიჰყავდათ. თუ უხუცესები ახალშობილს ჯანმრთელად მიიჩნევდნენ, მას მშობლებს გადასცემდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უფსკრულში ისროდნენ. ვაჟებს 7 წლამდე მთელ საბერძნეთში ცნობილი ძიძები ზრდიდნენ, რომლებიც მათ ღვინოში აბანავებდნენ. ასეთი ბანაობით სუსტი ბავშვები იღუპებოდნენ, ჯანმრთელები კი უფრო კაჟდებოდნენ. 7 წლის ბიჭებს თავისებურ ბანაკებში — აგელებში (ფარეხებში) ათავსებდნენ და მათ უფროსად მოხუცებულ, გამოცდილ სპარტელს უყენებდნენ. აქ ბავშვები ერთმანეთს ეჩვეოდნენ, გაჭირვების მოთმენას და უსიტყვო მორჩილებას სწავლობდნენ. ბავშვებს მთელი დღე ავარჯიშებდნენ და მძიმე ცხოვრებას აჩვევდნენ. სკოლებშიც — იგივე გიმნასიებში, დიდი ყურადღება ეთმობოდა ფიზიკურ მომზადებას. აქ ვაჟები სწავლობდნენ წერა-კითხვას, თვლასა და ანგარიშს, ცეკვა-სიმღერას და ლექსების შეთხზვას. გიმნასიებში ბიჭები 20 წლის ასაკამდე სწავლობდნენ. 21 წლის ასაკიდან ისინი უკვე სპარტელ მეომრებად ითვლებოდნენ. მათ განსაკუთრებულ რაზმებში რიცხავდნენ, რომლებიც 500 კაცისაგან შედგებოდა. სპარტელი მამაკაცი 60 წლამდე მეომრად ითვლებოდა და მშვიდობის დროსაც ისე ცხოვრობდა, როგორც სამხედრო ბანაკში. ლიკურგემ, თავისებურად, გოგონების აღზრდაზეც იზრუნა. ის გოგონების ფიზიკურ მომზადებას დიდ ყურადღებას აქცევდა. მათაც ვაჟებივით შუბის, დისკოს ტყორცნაში და ჭიდაობაში ავარჯიშებდნენ.

65

ლიკურგე ძვ. წ. IX-VIII სს.

სპარტელების ასეთი გასამხედროვებული სახელმწიფო წყობილება ქვეყანაში ძალთა თანაფარდობით იყო განპირობებული. მართლაც, სპარტელები ხომ სპარტაში მოსახლების უმცირესობას შეადგენდნენ. დამონებული ჰილოტები, რომლებიც უმრავლესობა იყო, მუდმივად თავის გათავისუფლებას ცდილობდნენ. ასე რომ, სპარტელები მუდამ სრულ მზადყოფნაში იყვნენ მეამბოხე ჰილოტები სათანადოდ დაესაჯათ. ეს სპარტას თავისებურ სამხედრო ბანაკს ამსგავსებდა, რომელიც მუდმივად ომისათვის ემზადებოდა. პელოპონესის ომი. პელოპონესის ომი საბერძნეთში ნამდვილ სამოქალაქო ომად იქცა: ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოთა არისტოკრატიული წრეები სპარტას უჭერდნენ მხარს, ხოლო ათენი დემოკრატიის დაცვის სახელით გამოდიოდა, რითაც პოლისების მოსახლეობის დაბალი ფენის სიმპათიას იწვევდა. ომის საბაბი რამდენიმე იყო, მაგრამ მთავარ მიზეზს, როგორც აღვნიშნეთ, საბერძნეთში პირველობისათვის ბრძოლა წარმოადგენდა. სპარტას პელოპონესის ომში დახმარების ხელი, რა თქმა უნდა, ათენის მიერ დამარცხებულმა სპარსეთმა გაუწოდა და სამასი სპარტელის სამშობლო ახლა სპარსეთის მოკავშირედ იქცა. სპარტასა და სპარსეთს შორის ხელშეკრულებაც დაიდო, რომლის თანახმად, სპარსეთმა სპარტის ფლოტის შესაქმნელად თანხის გამოყოფა ივალდებულა. სამაგიეროდ, სპარტას ომის შემდეგ სპარსეთისათვის მცირე აზიის ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები უნდა გადაეცა. სამხედრო ფლოტის შექმნის შემდეგ სპარტამ და მისმა მოკავშირეებმა ქალაქ ათენს ზღვიდან და ხმელეთიდან შეუტიეს. ათენმა მათ შეტევას ვერ გაუძლო და დანებდა. გამარჯვებული სპარტის მიერ ნაკარნახევი პირობის თანახმად, ათენმა საზღვაო კავშირი დაშალა. ათენელები იძულებულნი გახდნენ საკუთარი ქალაქის კედლები თვითონვე დაენგრიათ. ათენის აკროპოლისში 700 სპარტელი მეომარი განთავსდა. ათენი ვალდებული იყო სპარტისათვის კონტრიბუციაც გადაეხადა. იმავდროულად, ათენში ხელისუფლება 30 ოლიგარქისაგან შემდგარი კომიტეტის ხელში გადავიდა. კონტრიბუციისათვის საჭირო თანხების შეგროვების საბაბით კომიტეტმა 1500 ათენელი სიკვდილით დასაჯა და მათი ქონების კონფისკაციას შეუდგა, მაგრამ ათენის ოლიგარქიული წრეების სურვილი ათენის დემოკრატიული წყობილება შეეცვალათ, მარცხით

ათენის აკროპოლისი

აკროპოლისი — ძველბერძნულად სიტყვა-სიტყვით ზემო ქალაქს ნიშნავს. ქალაქის რელიგიური და პოლიტიკური ცენტრი. ძველი ბერძნები აკროპოლისს ქალაქებში ყველაზე მაღალ ადგილას აგებულ ციხე-სიმაგრეს უწოდებდნენ. 66

დასრულდა: როდესაც სპარტელმა მეომრებმა აკროპოლისი დატოვეს, ათენში დემოკრატიული ხელისუფლება კვლავ აღსდგა. პელოპონესის ომის დასრულების შემდეგ სპარსეთმა, ბუნებრივია, სპარტას ხელშეკრულების პირობის შესრულება და მცირე აზიის ბერძნული ქალაქების გადაცემა მოსთხოვა. სპარტა ამ პირობის შესრულებას აყოვნებდა. მაშინ სპარსეთმა მას ომი გამოუცხადა. ამ ომში, თავდაპირველად გარკვეული წარმატების მიუხედავად, სპარტა დამარცხდა, რასაც სპარტასა და სპარსეთს შორის ზავის დადება მოჰყვა. ზავის პირობების თანახმად, მცირე აზიის ბერძნულ ქალაქთა დიდი ნაწილი ავტონომიის უფლებით სპარსეთის შემადგენლობაში შევიდა. პელოპონესის ომის შედეგად ძველი საბერძნეთის ეკონომიკა ძლიერ მოიშალა. საბერძნეთში დაიწყო პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ბერძნულ პოლისთა შორის განუწყვეტელ ომებში გამოიხატა. აშკარა იყო, რომ ძლიერ სპარსულ სახელმწიფოსთან წარმატების მოპოვება მხოლოდ ბერძნული ცივილიზაციის მთელი ძალების გაერთიანება-კონცენტრაციით იყო შესაძლებელი, მაგრამ ერთმანეთთან მებრძოლ და ერთმანეთს გადაკიდებულ ბერძნულ პოლისებს ყოველივე ეს უკვე აღარ შესწევდათ. ამ დროს ბერძნულ სამყაროში, ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე შედარებით ჩამორჩენილი ქვეყნის — მაკედონიის სახით, ახალი ძალა გამოჩნდა. ალექსანდრე მაკედონელის იმპერია. ბერძნულ-სპარსული სივრცის ერთ გლობალურ იმპერიად შერწყმა, თუმცა მცირე ხნით, ალექსანდრე მაკედონელმა შესძლო. ასე წარმოიშვა ანტიკური ხანის ყველაზე ხანმოკლე, მაგრამ ტერიტორიის თვალსაზრისით, ყველაზე დიდი — ალექსანდრე მაკედონელის იმპერია. მაკედონელები ბერძნულის მონათესავე ენაზე საუბრობდნენ. მაკედონიამ განსაკუთრებულ ძლიერებას მისი გამორჩეული მეფის ფილიპე II-ის დროს მიაღწია. ევროპაში პირველად ფილიპე II-ის ლაშქარში გაჩნდა საინჟინრო შენაერთები, კატაპულტებით, (კედლის სანგრევი მანქანები) და მოძრავი კოშკებით. თანდათანობით ფილიპე II მაკედონელმა მთელი საბერძნეთი დაიქვემდებარა. მისი ინიციატივით ქალაქ კორინთოში მოწვეულმა ბერძნული პოლისების კონგრესმა ელინთა კავშირი შექმნა, რომელმაც ფილიპე საბერძნეთის

კატაპულტი რეკონსტრუქცია

ფილიპე II მაკედონიას ძვ. წ. 359336 წლებში განაგებდა.

კორინთოს კონგრესი. ძვ. წ. 337 წელს გაიმართა. მას ქალაქ სპარტის გარდა, ყველა ბერძნული ქალაქსახელმწიფოს წარმომადგენელი ესწრებოდა. კორინთოს კონგრესმა ბერძნულ პოლისებს შორის ომები და სპარსეთის ლაშქარში ბერძნების სამსახური აკრძალა.

ალექსანდრე მაკედონელი. პომპეის ნაქალაქარის მოზაიკა. იტალია. ძვ. წ. II ს. 67

აღმოსავლური ლაშქრობა ალექსანდრე მაკედონელმა 336 წელს დაიწყო.

გავგამელას ველზე ბრძოლა ძვ. წ. 331 წელს მოხდა.

წინამძღოლად აირჩია და საბერძნეთის სახელით სპარსეთს ომი გამოუცხადა. ფილიპემაც სპარსეთის წინააღმდეგ ომის მზადება დაიწყო. ამისათვის მან მცირე აზიაში 10 ათასი მეომარი გადაიყვანა, მაგრამ მოულოდნელად შეთქმულების მსხვერპლი გახდა. ფილიპეს ტახტი მისმა ვაჟმა ალექსანდრემ დაიკავა. ალექსანდრეს ბავშვობიდანვე მამის მოწვევით ყველა დროის უდიდესი ბერძენი მეცნიერი და ფილოსოფოსი არისტოტელე ზრდიდა. ასე რომ, მან თავისი დროისათვის საუკეთესო განათლება მიიღო. ალექსანდრემ გამეფებისთანავე სპარსეთს ომი გამოუცხადა, ჰელესპონტი, იგივე დარდანელის სრუტე გადალახა და ლაშქრობაც დაიწყო. ამ პერიოდისათვის აქემენიანთა სპარსეთს თავისი სიძლიერის ეპოქა უკვე გავლილი ჰქონდა, ახალი მეფე დარიოს III კი სუსტი ნებისყოფისა და უინიციატივო ადამიანი იყო. დარიოსთან გამართულ პირველივე ბრძოლაში ალექსანდრემ სპარსეთის ძლევამოსილი გამგებელი სასტიკად დაამარცხა, თუმცა თვითონ ალექსანდრეც მსუბუქად დაიჭრა. დარიოს III-მ თავს გაქცევით უშველა. მაკედონელებს სპარსელთა მთელი ავლადიდება ხელში ჩაუვარდათ. ტყვეებს შორის სპარსეთის მეფის დედა, მეუღლე, და ქალ-ვაჟიც აღმოჩდნენ. ალექსანდრე მაკედონელი საპატიო ტყვეებს კარგად მოექცა და შესაბამისი პატივიც მიაგო. როდესაც დარიოს III სამშვიდობოს გავიდა, მან ალექსანდრე მაკედონელს წერილი გაუგზავნა, ოჯახის დაბრუნება და მეგობრობა სთხოვა. ალექსანდრემ საპასუხოდ მისგან მორჩილება მოითხოვა. ამასობაში, ალექსანდრეს სირია და ფინიკია უბრძოლველად დანებდა. წინააღმდეგობა მას მხოლოდ ცნობილმა ფინიკიურმა ქალაქმა, ძველი მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა სავაჭრო ცენტრმა, ტვიროსმა გაუწია. მაშინ მაკედონიის მეფემ, როდესაც ქალაქი ექვსი თვის ალყის შემდეგ აიღო, ის მთლიანად დაანგრია და მისი მოსახლეობა ტყვეებად გააყიდინა. ამ გამარჯვებამ ძალზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა: სპარსეთის ფლოტი, რომელიც ძირითადად ფინიკიური ხომალდებისაგან შედგებოდა, ალექსანდრეს უბრძოლველად დანებდა. მაკედონელს პალესტინაც და იერუსალიმიც უბრძოლველად ჩაბარდა. ეგვიპტის სატრაპი კი დამპყრობელს ზეიმით შეხვდა და ეგვიპტეში სპარსელების მთელი ხაზინა გადასცა. ამ განძიდან ალექსანდრემ ეგვიპტის ტაძრებს ძვირფასი შეწირულობა უბოძა. ეგვიპტის უზენაესი ღვთაების ამონის ტაძარში ქურუმმა ალექსანდრე ამონის შვილად აღიარა, რაც ეგვიპტის ფარაონობას და ფარაონის შვილობასაც ნიშნავდა. ამიტომ, მოგვიანებით, ადრეშუასაუკუნეების ბერძნულ და, მისი გავლენით, ქართულ ისტორიოგრაფიაშიც გაჩნდა ცნობა ალექსანდრეს ეგვიპტური წარმომავლობის შესახებ. ეგვიპტიდან ალექსანდრე შუამდინარეთისაკენ გაემართა. აქ მდინარე ტიგროსის ნაპირზე ასურეთის ძველი დედა-ქალაქის ნინევიის ნანგრევების მახლობლად, გავგამელას ველზე უზარმაზარი

aleqsandre makedoneli da aristotele ალექსანდრემ არისტოტელეს საპატივცემულოდ მაკედონელთაგან დანგრეული არისტოტელეს მშობლიური ქალაქი სტაგირე აღადგინა და მონობაში გაყიდული მოსახლეობა უკანვე დააბრუნა. ალექსანდრეს ძალზე უყვარდა თავისი მასწავლებელი და ძალზე ეწყინა, როდესაც მან ფილოსოფიური ნაწარმოებები წიგნებად გამოსცა, რადგან მას არ უნდოდა, რომ არისტოტელეს ცოდნა სხვასაც გაეზიარებინა. ალექსანდრე მაკედონელის მეფობის ბოლო წლებში მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის მეგობრული ურთიერთობა გაცივდა. მიუხედავად ამისა, ალექსანდრე მაკედონელმა არისტოტელეს აღმოსავლეთიდან, იმხანად უზარმაზარი თანხა 50 ტალანტი გამოუგზავნა, რაც დღევანდელ 20 მილიონ დოლარს აღემატება. 68

ლაშქრით მას დარიოს III ელოდა. ბერძენ-მაკედონელთა ლაშქარი კი სულ 40 ათასი ქვეითისა და 7 ათასი ცხენოსნისგან შედგებოდა. ბრძოლა ალექსანდრეს სრული გამარჯვებით დასრულდა. დარიოს III-მ თავს კვლავ გაქცევით უშველა. ამის შემდეგ სპარსეთს არმია ფაქტობრივად აღარ ჰყავდა. გავგამელას ველზე გამარჯვების შემდეგ ალექსანდრე მაკედონელმა ბაბილონი უბრძოლველად დაიკავა. შემდეგ კი სპარსეთის დედაქალაქ პერსეპოლში შევიდა. ამ ქალაქში მას სპარსეთის სამეფოს უზარმაზარი ხაზინა ხელში ჩაუვარდა. მაკედონელებმა დიდი ნადიმი გადაიხადეს და ღვინომორეულმა ალექსანდრემ ქალაქის დაწვა ბრძანა, ვითომდა ბერძენ-სპარსელთა ომში სპარსელების მიერ ათენის დაწვის გამო, შურისძიების მიზნით. მსოფლიოს პირველი უდიდესი სახმელეთო იმპერიის დედაქალაქის გადაწვა, არა მარტო სპარსული, ან აღმოსავლური, არამედ ზოგად საკაცობრიო კულტურის დიდ ტრაგედიად და იმავდროულად, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად შეიძლება ჩაითვალოს, რამაც წარუშლელი დაღი დაასვა ამ ახალგაზრდა და მართლაც რომ ყველა დროის გენიალური მხედართმთავრის სახელს. მიუხედავად გამარჯვებისა, სპარსული კულტურის ზემოქმედებისა და მიმზიდველობის ძალა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა მაკედონელმა მასთან ზიარების ცდუნებას ვერ გაუძლო. სპარსი დიდებულების კეთილგანწყობის მოპოვების მიზნით, ალექსანდრემ ისინი ბერძნებთან უფლებებში გაათანაბრა, მან სპარსული ტანსაცმლის ტარებაც დაიწყო და თავის ბერძენ-მაკედონელ თანამებრძოლებს მისი, როგორც ხელმწიფის სპარსული წესის მიხედვით თაყვანისცემა მოსთხოვა. სპარსეთის ტახტზე, და, შესაბამისად, მსოფლიო მბრძანებლობაზე თავისი უფლებისათვის ლეგიტიმური ელფერის მიცემის მიზნით, ალექსანდრემ ერთდროულად სპარსეთის მეფის დარიოს III-ისა და არტაქსერსე III-ის ქალიშვილები ცოლად შეირთო და დარიოსის სიკვდილის შემდეგ, თავი სპარსეთის მეფედ გამოაცხადა. ბერძნები უკმაყოფილონი იყვნეს მისი ასეთი „სპარსული“ განწყობილებით. ამას ალექსანდრეს წინააღმდეგ არაერთი შეთქმულება მოჰყვა. შუა აზიის დამორჩილების შემდეგ ალექსანდრე მაკედონელი ინდოეთისკენ დაიძრა. ლაშქრობის დაწყების წინ მან ცოლად შუა აზიური ბაქტრიის სამეფოს მმართველის ასული როქსანაც შეირთო.

ალექსანდრე მაკედონელმა ინდოეთი ძვ. წ. 327-325 წლებში დალაშქრა.

ალექსანდრეს ლაშქრობა ინდოეთში. ალექსანდრეს ლაშქარი შუა აზიიდან ჰინდუქუშის მთაგრეხილისა და დღევანდელი ავღანეთის გავლით ინდოეთში შეიჭრა. მაკედონელს ინდოეთის ნანდის იმპერია უკვე დაშლილი დახვდა და მას ბრძოლა ცალკეულ მმართველებთან მოუხდა. ინდოეთში ლაშქრობამ სამი წელი გასტანა. ალექსანდრემ darios III-is sikvdili გავგამელას ველზე დამარცხებული დარიოსი ჯერ მიდიაში, შემდეგ კი კასპიის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე მთიან მხარეში — ჰირკანიაში გაიქცა. ალექსანდრე მაკედონელი დარიოსს დაედევნა და ის იყო უნდა დაწეოდა, რომ დარიოსი მისმა ბაქტრიის სატრაპმა — ბესამ მოკლა. ალექსანდრემ ბესა შეიპყრო და სიკვდილით დასაჯა: ორი სწორი ხე ერთმანეთისაკენ დახარეს, ორივეზე ბესა ხელის კიდურებით მიაბეს, შემდეგ კი ხეებს ხელი გაუშვეს. ალექსანდრემ დარიოსის ძმა, რომელიც დარიოსს გაქცევის დროს თან ახლდა, თავისი მეგობრების რიგში ჩარიცხა, ხოლო აქემენიანთა სპარსეთის ბოლო მეფის ცხედარი კი მეფურად შეამოსინა და დედამისს გაუგზავნა. 69

ინდოეთში ყველა ბრძოლა მოიგო, მაგრამ გაუთავებელი ლაშქრობებით გადაღლილმა მაკედონელმა მეომრებმა შემდგომ ლაშქრობებზე უარი განაცხადეს. ალექსანდრე იძულებული გახდა მებრძოლთა ნებას დაჰყოლოდა და ლაშქრობა შეეწყვიტა. ინდოეთიდან უკან გამობრუნებული ბერძენ-მაკედონელთა ლაშქარი სპარსეთის ყურეს როგორც ხმელეთით ისე ზღვით ამოუყვა და შუამდინარეთში შევიდა. პოსტალექსანდრული სამყარო — ელინისტური ხანა. 323 წელს თავისი იმპერიის დედაქალაქად ალექსანდრე მაკედონელმა ბაბილონი გამოაცხადა. თუმცა იმპერიის დიდხანს მართვა არ დასცალდა და იმავე წლის ივნისში, გაურკვეველ ვითარებაში, გარდაიცვალა. ის ამ დროს მხოლოდ 33 წლის იყო. ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის ერთიანობის შენარჩუნება ვერ მოხერხდა — ის მალევე დაიშალა. სახელმწიფოებს, რომლებიც ამ მართლაც რომ მსოფლიო იმპერიის დაშლის შედეგად წარმოიშვენ ისევე, როგორც მთელ ისტორიულ ეპოქას ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალებიდან — ძვ. წ. I საუკუნის 30-იან წლებამდე, მეცნიერები ელინისტურს უწოდებენ, რაც ბერძნულს, ბერძნულ კულტურასთან ზიარებულს ნიშნავს. ალექსანდრე დიდის ლაშქრობებმა, ბერძნული, ანუ ელინისტური კულტურა მთელ ახლო და შუა აღმოსავლეთში გაავრცელა. ძველი მსოფლიოს უზარმაზარი სივრცის ამ ერთხელ მიღწეულ კულტურულ-ეკონომიკურ მთლიანობას დიდად ვერც იმპერიის სწრაფმა დაშლამ ავნო. ბერძნული მითოლოგია, მწერლობა, დამწერლობა და ა.შ. იმპერიის დაშლის შემდეგაც დიდი სისწრაფით განაგრძობდა გავრცელებას. ბერძნული ენა პრაქტიკულად მსოფლიო ენად იქცა, რომელსაც ესპანეთის სანაპიროდან მოყოლებული, მდინარე ინდამდე გაიგონებდით. და მაინც, როდესაც ელინიზმის არსზე და თავისებურებაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება მასში მხოლოდ ბერძნული კულტურის გავრცობა დავინახოთ. მართლაც, ალექსანდრეს ძველი მსოფლიოსათვის მანამდე არნახული მასშტაბის ლაშქრობამ, თვით ბერძნებს საშუალება მისცა გაცნობოდნენ სპარსულ და ზოგადად აღმოსავლურ კულტურას. ალექსანდრეს ლაშქარში მრავლად იყვნენ ბერძენი მეცნიერები, რომლებიც ეზიარნენ აღმოსავლურ ლიტერატურას, მითოლოგიას, ისევე,

ალექსანდრეს იმპერიის დაშლის შემდეგ წარმოქმნილი სახელმწიფოები.

70

როგორც ასტრონომიის, ისტორიის, მათემატიკის, მედიცინის, არქიტექტურის და ა.შ. მიღწევებს და ბერძნული ენის მეშვეობით ის მთელი იმ ხანის მსოფლიოსათვის ხელმისაწვდომი გახადეს. ამგვარად, ალბათ უფრო ზუსტი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ელინისტური ხანა ბერძნული კულტურის მეთაურობით დასავლური და აღმოსავლური ცივილიზაციების თავისებური შერწყმისა და ანტიკურ მსოფლიოში დაგროვილი საკაცობრიო ცოდნის გამთლიანების პირველი, და იმავდროულად, საკმაოდ წარმატებული მცდელობა იყო. მაკედონია და საბერძნეთი. ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობებმა და მაკედონელებისა და ბერძნების აღმოსავლეთში მასობრივმა გადასახლებამ საკუთრივ საბერძნეთი და მაკედონია ძალზე დაასუსტა. ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ მაკედონია კვლავ დამოუკიდებელ სამეფოდ იქცა, რომელშიც საბერძნეთის მნიშვნელოვანი ნაწილი შედიოდა. დანარჩენ საბერძნეთში ძველი ქალაქ-სახელმწიფოების გვერდით ერთ-ერთი მთიანი მხარე ეტოლია დაწინაურდა, რომელმაც ეტოლიის კავშირის ქვეშ საბერძნეთის ერთი ნაწილი გააერთიანა. პელოპონესის ნახევარკუნძულზე პატარა მხარე აქეამ კი აქეას კავშირის სახით ბერძნული პოლისების მეორე დიდი გაერთიანება ჩამოაყალიბა. ეგვიპტე. დიდი სახელმწიფო, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენდა ეგვიპტე იყო. აქ ალექსანდრე მაკედონელის ერთ-ერთი მთავარსარდალი პტოლემაიოსი გამეფდა, რომელმაც ეგვიპტის ელინისტურ, ანუ ბერძენიზირებულ სამეფოს და პტოლემაიოსთა დინასტიას ჩაუყარა საფუძველი. ამიტომ ამ ხანის ეგვიპტეს პტოლემაიოსთა ეგვიპტეს უწოდებენ. ელინისტური ეგვიპტე ძველი, ფარაონების ხანის ეგვიპტისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. ქალაქურ მოსახლეობაში ბერძნული ენა ფეხს სწრაფად იკიდებდა. იეროგლიფური და დომეტური დამწერლობები სირთულის გამო ნაკლებად გამოიყენებოდა. მათ თავისი ადგილი ყოველდღიურ ხმარებაში ბევრად უფრო მარტივ და მოსახერხებელ ბერძნულ ანბანურ დამწერლობას დაუთმეს. ჯერ კიდევ ალექსანდრე მაკედონელის დროს დაარსებული ეგვიპტის ალექსანდრია, ელინისტური სამყაროს უდიდეს ქალაქად და, ფაქტობრივად, პირველ მსოფლიო მეგაპოლისად იქცა. ალექსანდრიაში, რომლის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი იმთავითვე ბერძნებმა შეადგინეს, მოსახლეობის სასაუბრო ენა ბუნებრივად ბერძნული გახდა. ალექსანდრიის ბაზრებზე არა მხოლოდ ტრადიციულად ეგვიპტური საექსპორტო ნაწარმით ვაჭრობდნენ (მარცვლეული, პაპირუსი, ტილოს ქსოვილები, მინა, და სხვ.), არამედ უამრავი ეგზოტიკური საქონლით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან — სპილოებით, სპილოს ძვლითა და სირაქლემას ბუმბულით — ცენტრალური აფრიკიდან; ხალიჩებით — არაბეთიდან და სპარსეთიდან; ბამბით — ინდოეთიდან და ა. შ. უკვე ეს ჩამონათვალი ნათლად მიუთითებს საერთაშორისო ვაჭრობის მასშტაბებსა და ინტენსივობაზე. სელევკიანთა სამეფო. ყველაზე დიდი სახელმწიფო, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის დაშლის შემდეგ წარმოიქმნა და რომელსაც მისი იმპერიის ლომის წილი

71

პტოლემაიოს I სოტერი ეგვიპტის მეფე ძვ. წ. 321-283. ეგვიპტის მეფეთა, პტოლემაიოსების დინასტიის დამაარსებელი.

ერგო, სელევკიანთა სამეფო იყო. ის ალექსანდრე მაკედონელის სარდლის ანტიოქოსის შვილმა სელევკმა დააარსა. სელევკის სახელის მიხედვით მმართველ დინასტიას ისტორიკოსებმა სელევკიანთა დინასტია, სახელმწიფოს კი სელევკიანთა სამეფო უწოდეს. ძველი ქართული წყაროები ამ სამეფოს ასურასტანად (ასურეთად) მოიხსენიებენ. ბაქტრია ძვ. წ. III ს-ის შუა წლებში სელევკიანთა სახელმწიფოს ცენტრალურ აზიაში ბაქტრია გამოეყო. ახალ სახელმწიფოს სათავეში ბერძნული დინასტია ედგა, ამიტომ ის ისტორიაში ბერძნულბაქტრიული სამეფოს სახელითაც შევიდა. ბაქტრიის სამეფომ დაახლოებით 120 წელი იარსება. პართია. ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ სპარსული სახელმწიფოებრიობა ერთ ხანს შეწყდა. აქემენიანთა ძლევამოსილი, მსოფლიო იმპერიის ასეთმა უეცარმა განადგურებამ სპარსული საზოგადოება შოკის მდგომარეობაში ჩააგდო. აქემენიანთა იმპერიის უდიდესი ნაწილი, საკუთრივ, სპარსელებით დასახლებული მიწებითურთ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თავდაპირველად ახლადშექმნილ სელევკიანთა სახელმწიფოში შევიდა. დაახლოებით სამოცდაათი წელი დასჭირდა, სანამ ძვ. წ. III ს-ის შუა წლებში სელევკიანთა სახელმწიფოს აღმოსავლეთით პატარა სპარსული პროვინცია პართია გამოეყო და დამოუკიდებელ სამეფოდ ჩამოყალიბდა. ამ სახელმწიფოს დამაარსებლად არშაკი ითვლება, რომელმაც სათავე დაუდო პართიის სამეფოს არშაკიანთა დინასტიას. პართიის სამეფოს დედაქალაქი დღევანდელი აშხაბადის (თურქმენეთი) ახლოს მდებარე ნისა იყო, შემდეგ კი ჰეკატომპილოსი კასპიის ზღვის მახლობლად. პართია ელინისტური სახელმწიფო იყო, რომლის მმართველი ელიტა ბერძნული ენისა და კულტურის დიდ გავლენას განიცდიდა. მიუხედავად ამისა პართიის არშაკიანები იმთავითვე თავს აქემენიანთა სამეფოს მემკვიდრეებად იაზრებდნენ. ამიტომ, მოგვიანებით, ძვ. წ. I ს-ში, როცა ამის შესაძლებლობა მიეცათ, მათ თავიანთი მეფეთა ზამთრის რეზიდენცია ქტეზიფონში — აქემენიანთა სპარსეთის ერთ-ერთ დედაქალაქში გადაიტანეს. ქართლის (იბერიის) აღმოსავლურ ქართული სამეფო. ალექსანდრე მაკედონელის მიერ სპარსეთის იმპერიის დანგრევას მცირე აზიის შავიზღვისპირა ზოლსა და სამხრეთ კავკასიაში ადგილობრივი, მკვიდრი მოსახლეობის სპარსთა ბატონობისაგან გათავისუფლება მოჰყვა. ამან კი ახალი ეროვნული სამეფოების წარმოქმნა განაპირობა. სწორედ ალექსანდრეს ლაშქრობებს უკავშირებს ძველი ქართული საისტორიო ტრადიცია ქართლის სამეფოს, ძველ ბერძნული ტერმინოლოგიით, იგივე, იბერიის სამეფოს წარმოქმნას მეფე ფარნავაზით — სათავეში. ბაგადატების აქემენური სამეფო. ფარნავაზმა სამეფოს დაარსებისას აღმოსავლეთ საქართველოში მყოფი აქემენიანი გამგებელი (აზო) დაამარცხა და გააძევა. ქართლიდან გაძევებული აქემენიანი გამგებელი ჭოროხის აუზის ისტორიულ ქვეყნებში — ტაოსა და სპერში გამაგრდა, სადაც აქემენური წარმოშობის ბაგა[დატბივ]რატთა, შემდგომში ბაგ(ა)

72

რატუნ/ბაგ(ა)რატიონების ჩაუყარა საფუძველი.

სახელით

ცნობილ

საგვარეულოს

პონტოს სამეფო. IV ს-ის მიწურულს, ბაგადატების სამფლობელოს მეზობლად, კიდევ ერთი სამეფო შეიქმნა, რომელშიც როგორც სამხრეთ შავიზღვისპირა ბერძნული ქალაქები: სინოპე, ამისო (თანამედრ. სამსუნი), ტრაპეზუნტი, ისე სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მცხოვრები ქართული ტომებით დასახლებული ტერიტორია და კაპადოკიის დიდი ნაწილიც შევიდა. სამეფო მითრიდატემ დააარსა. ის, როგორც ჩანს, აქემენიანთა იმ გვერდითი შტოს შთამომავალი იყო, რომელიც ამ მხარეში სპარსეთის მეფის მიერ სატრაპად იყო გაგზავნილი. ინდოეთი. ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობის შემდეგ, მანამდე მრავალ სამეფოდ დაშლილი ინდოეთი, მალე, ერთ იმპერიად გაერთიანდა. ამ გაერთიანების ინიციატორი კვლავ მაგადჰას სამეფო აღმოჩნდა, სადაც (დაახლ. ძვ. წ. 324) ჩავდრაგუპტა მაურიამ ძველი ნანდას დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი ტახტიდან ჩამოაგდო, თავი მეფედ გამოაცხადა და ახალი მაურიების სამეფო დააფუძნა. ჩავდარ-გუპტამ თანდათან მთელი ინდოეთი გააერთიანა. ახალმა მაურიების იმპერიამ თავისი ძლიერების მწვერვალს მეფე აშოკას დროს მიაღწია. აშოკა არამარტო ერთ-ერთი უძლიერესი მმართველი იყო, არამედ დიდი მოაზროვნეც. მან უარი თქვა დაპყრობით ომებზე (დიგვიჯაი — მსოფლიოს დაპყრობა) და ბუდიზმს ეზიარა. თავის სიცოცხლეში აშოკამ არაერთი ბუდისტური მონასტერი ააშენა. აშოკას ბრძანებით შესრულებული მრავალრიცხოვანი ეპიგრაფიკული წარწერები შემოგვრჩა, რომლებიც მთელ ინდოეთშია მიმოფანტული. ბუდისტური მსოფლაღქმიდან გამომდინარე წარწერები დიდაქტიკურ-აღმზრდელობითი ხასიათისაა. მიუხედავად ამისა, ისინი იმ ეპოქის ინდოეთის ისტორიის შესასწავლად ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენენ. აშოკას გარდაცვალებიდან დაახლოებით ოთხი ათეული წლის შემდეგ მაურიების სამეფოც დაეცა. მაურების ხანაში ინდოეთის კულტურამ და ეკონომიკამ დიდი აღმავლობა განიცადა. ეკონომიკის წარმატება მნიშვნელოვანწილად სოფლის მეურნეობის წინსვლამ განაპირობა: იმ ხანად ინდოეთში ერთი მინდვრიდან წელიწადში ორჯერ მოსავლის აღება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. მოჰყავდათ როგორც მარცვლეული კულტურები: ბრინჯი, ხორბალი, ქერი, ფეტვი, ისე პარკოსანი კულტურები. ტექნიკური კულტურებიდან აღსანიშნავია შაქრის ლერწამი, ქუნჯუთის (ბალახოვანი მცენარე, რომლის თესლისგანაც იღებენ ზეთს), ბამბა. მართლაც, მაურიების მმართველობის ხანიდან მოყოლებული ინდოეთი მთელი მსოფლიოსათვის მაღალხარისხოვანი ბამბის ქსოვილის მომწოდებელი გახდა. ძვ. წ. IV-I სს-ის ინდოეთის ეკონომიკური აღმავლობა მაინც მნიშვნელოვანწილად როგორც საშინაო, ისე განსაკუთრებით საგარეო ვაჭრობაში მიღწეულმა წარმატებებმა განაპირობა. ჯერ კიდევ აქემენიანთა ეპოქაში ინდოეთი აქტიურ აღებმიცემობას აწარმოებდა სპარსეთსა და ეგვიპტესთან. ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების შემდეგ კი, როგორც

73

მეფე აშოკა ძვ. წ. 268 - 232

ძვ.წ. 187 წელს მაურიას დინასტიას ბოლო მოეღო.

სიზუსტის მოყვარულთათვის ჩინეთში შინაომის დასრულებისა და ცინის დინასტიის დამკვიდრების თარიღია — ძვ. წ. 246. ცინის დინასტიის დამხობისა და ჩინეთის საიმპერატორო ტახტზე ახალი—ხანის დინასტიის მოსვლის თარიღია ძვ. წ. 206. ხანის დინასტია ჩინეთს ძვ. წ. 206 - ახ. წ. 220 წლებში, ანუ 425 წელი მართავდა. ლიუ-ბანი ჩინეთის იმპერატორი, ხანის დინასტიის დამაარსებელი — ძვ. წ. 206-195. დასავლეთი, ანუ უფროსი ხანის მმართველობა — ძვ. წ. 206 - ახ. წ. 25. აღმოსავლეთი, ანუ უმცროსი ხანის მმართველობა — ახ. წ. 25 220.

გვახსოვს, ინდოეთი ელინისტური მსოფლიო ვაჭრობის ორგანული ნაწილი გახდა: აბრეშუმის გზა ხომ იმ ხანად, სწორედ ინდოეთიდან იღებდა სათავეს. ჩინეთი. ძვ. წ. III ს-ში მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩინეთის იმპერიაშიც მოხდა. ხანგრძლივი შინა ომი, რომელიც ექვს სამთავროს შორის რამდენიმე ათეული წელი მიმდინარეობდა, ძვ. წ. III ს-ის შუა წლებში ჯოუს დინასტიის განადგურებითა და ახალი ცინის დინასტიის მოსვლით დასრულდა. ჩინეთის ახალი იმპერატორი ცინ-ში ხუანდი გახდა, რომელმაც ცინის იმპერიას ჩაუყარა საფუძველი. ცინ-ში ხუანდმა ჩრდილოეთიდან შემოსეული ჰუნების მომთაბარე ტომების წინააღმდეგ გაილაშქრა. მომავალში, მათი თავდასხმების აღსაკვეთად კი, ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობა წამოიწყო, რომელიც დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე დიდ ნაგებობადაა მიჩნეული. მისი სიგრძე 4000 კმ-ს აღწევს. ცინ-ში ხუანდმა სამეფოში დიდი რეფორმები ჩაატარა. იმპერატორმა გზები მოაწესრიგა და ვაჭრობის განვითარებას დიდი ყურადღება მიაქცია. ახალმა დინასტიამ თავი იმპერატორის ტახტზე მაინც ვერ დაიმკვიდრა. ცინ-ში ხუანდის გარდაცვალების შემდეგ მალე ცინების დინასტია დაემხო და ჩინეთის საიმპერატორო ტახტი — ახალმა ხანების დინასტიამ დაიპყრო. ცინების დინასტიის ჩინეთში შედარებით, ხანმოკლე მმართველობის მიუხედავად, მათი დინასტიური სახელი მსოფლიოს მრავალ, მათ შორის ქართულ ენაში, ჩინელების ეთნიკური სახელის აღმნიშვნელი გახდა. ხანის დინასტია ჩინეთს 400 წელზე მეტ ხანს მართავდა. მისი მმართველობა დროში მეტ-ნაკლებად ემთხვევა სპარსული პართიის სამეფოში — არშაკიანთა მმართველობის პერიოდს. ამ პერიოდის ჩინეთის ისტორიას, ისევე, როგორც თვით ხანის დინასტიის მმართველობას, ტრადიციულად, ორ დაახლოებით ორას-ორას წლიან პერიოდად ყოფენ — დასავლეთი,

ცინ-ში ხუანდი ცინის მეფე (ძვ. წ. 247-221), ცინის დინასტიის პირველი იმპერატორი ძვ. წ. 221-210

ჩინეთის დიდი კედელი 74

ანუ უფროსი ხანის მმართველობა და აღმოსავლეთი, ანუ უმცროსი ხანის მმართველობა. ხანის იმპერიისა და დინასტიის დამაარსებელია ლიუ-ბანი, რომელმაც დაამარცხა ცინის იმპერატორი და თავად დაიკავა ტახტი. ლიუ-ბანმა ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში ჩაიბარა. ხანგრძლივი შინა ომის შედეგების აღმოფხვრისათვის ცინის დინასტიის ხანმოკლე მმათველობა საკმარისი არ აღმოჩნდა. ჩინეთში ბევრგან მოსახლეობა აყრილი, მიწები — გაუკაცრიელებული და სოფლის მეურნეობა გავერანებული იყო. ახალმა იმპერატორმა უპატრონო და მიტოვებული მიწები სახელმწიფო საკუთრებად გამოაცხადა და ამით ხაზინის მიწების ფონდი შეავსო. იმპერატორმა გადახვეწილ არისტოკრატიულ საგვარეულოებს მამულები და ქონება დაუბრუნა და თავიანთ პრივილეგიებში აღადგინა. სანაცვლოდ, მათ სასოფლოსამეუნეო საქმიანობის ორგანიზება დაავალა. ფეოდალების მიმართ მაამებლური პოლიტიკის საპირისპიროდ, ლიუ-ბანმა ვაჭართა ფენის პრივილეგიები შეზღუდა და მათ გადასახადები გაუზარდა. იმპერატორმა ვაჭრებს მოხელეებად მუშაობაც აუკრძალა. ყოველივე ამის შედეგად, გაიზარდა ოლქების მმართველების — ვანების ძალაუფლება, რამაც ქვეყანა, ფაქტობრივად, კვლავაც ცალკეულ სამთავროებად დაშლის პირას მიიყვანა.

ლ ი დ ე ე კ

დ ი დ ი

უანხ



ცზი









მ დ. ხ





ტაიუანი



.ხ დ









ლინცზი

ლოიანი

სანიანი ხანჩჟუნი



მ დ. ი ა ნ ძ ი

ლინძიანი



.ი

ან





ჰოფეი

ბა ჩანშა

ჩჟი

მ დ.

სიძ

იან

ი ფანიუი

ჩინეთის იმპერია ძვ. წ. III საუკუნეში

75

შვიდი ვანის აჯანყებას ჩინეთში ადგილი ჰქონდა ძვ. წ. 154. უ-დი ჩინეთის იმპერატორი ხანთა დინასტიიდან — ძვ. წ. 140-87.

ამასობაში, ხანთა იმპერიას ჰუნებმა შეუტიეს. ჰუნებთან ბრძოლის პერიოდში ვანების სეპარატისტულმა განწყობილებამ კიდევ უფრო იჩინა თავი. ვანები ხშირად ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ ჰუნებთან კავშირსაც ამყარებდნენ. ცნობილია ე.წ. „შვიდი ვანის აჯანყება“, რომელიც საიმპერატორო კარმა დიდი გაჭირვებით ჩაახშო. გარეშე მტერთან თუ ვანებთან ბრძოლაში წარმატების მისაღწევად, ხანის იმპერატორებს ვაჭართა და მდაბიოთა მხარდაჭერა ძლიერ დასჭირდათ ამან კი ისინი აიძულა, მათ მიმართ მეტ დათმობებზე წასულიყვნენ. ვანების სეპარატისტულ მისწრაფებებს ხანის დინასტიის იმპერატორმა უ-დიმ მოუღო ბოლო, რასაც სახელმწიფო აპარატის მნიშვნელოვანი ცენტრალიზაციით მიაღწია. მანვე მომთაბარე ჰუნებთან ბრძოლაში გადამწყვეტი გამარჯვებაც მოიპოვა, რის შედეგადაც ქვეყანას ჩრდილოეთიდან დიდი ტერიტორია შეუერთა. მალე უ-დიმ სახელმწიფოს ფარგლები სხვა მიმართულებითაც გააფართოვა. ასე რომ, ჩინეთი ამ პერიოდში ფრიად გაძლიერდა და მსოფლიოში უდიდეს სახელმწიფოდაც იქცა. ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა მნიშვნელოვანწილად ტექნოლოგიურმა სიახლეებმაც განაპირობა. სოფლის მეურნეობის წარმატებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ორსახნისიანი რკინის გუთნის შექმნას. ამ პერიოდში რომაელი ისტორიკოსის პლინიუსის ცნობით, ჩინური რკინა საუკეთესო იყო მსოფლიოში. იმავდროულად, განვითარდა საირიგაციო სისტემა, რაც მრავალი არხისა და კაშხლის აგებაში გამოიხატა. ყოველივე ამან გაზარდა დამუშავებული მიწის ფართობები და შესაბამისად, მიწათმოქმედების პროდუქტიულობა. ხანის იმპერატორების მიერ, გარკვეული პერიოდიდან, ხელოსნებისა და ვაჭრების ხელშეწყობამ ვაჭრობა-ხელოსნობის აღმავლობა განაპირობა, რამაც საგარეო ბაზრებით ჩინეთის დაინტერესება გამოიწვია. ამას, როგორც გვახსოვს, დასავლეთში ჩინური აბრეშუმისა და სხვა ხელოსნური ნაწარმის დიდი ექსპორტი მოჰყვა. იმპერატორმა უ-დიმ, დასავლეთით მდებარე ქვეყნების გასაცნობად, სპეციალური დესპანიც კი მიავლინა. გზად ის ჰუნებმა ტყვედ ჩაიგდეს და ათი წელი მათთან ტყვეობაში გაატარა. მიუხედავად ამისა, საგანგებო დავალებით მივლენილმა დინასტია

წლები

სამი მბრძანებელი და ხუთი იმპერატორი ძვ. წ. 2070-მდე (ლეგენდარული)

ჩინეთის დინასტიები

სიას დინასტია

ძვ. წ. 2100 - ძვ. წ. 1600

შანის დინასტია

ძვ. წ. 1600 - ძვ. წ. 1046

დასავლეთი ჯოუს დინასტია

ძვ. წ. 1046 - ძვ. წ. 771

აღმოსავლეთი ჯოუს დინასტია

ძვ. წ. 770 - ძვ. წ. 256

ცინის დინასტია

ძვ. წ. 221 - ძვ. წ. 206

დასავლეთ ხანის დინასტია

ძვ. წ. 206 - 9

სინის დინასტია

9 - 25

აღმოსავლეთ ხანის დინასტია

25 - 220

76

მოგზაურმა, საბოლოოდ, მაინც მოახერხა მრავალი ქვეყანის მოვლა და სამშობლოში მათ შესახებ ამბის ჩატანა. უმცროსი, ანუ აღმოსავლეთ ხანის პირველმა იმპერატორმა გუანუდიმ შეძლო ახ. წ. 25 წელს მთელი ქვეყნის გაერთიანება. იგი ერთი მხრივ, მიწათმფლობელთა გამდიდრებას უწყობდა ხელს, მაგრამ ამავე დროს — მონებს ათავისუფლებდა. მან სასაზღვრო ზოლში სამხედრო დასახლებები შექმნა, რაც ამ რეგიონების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა და შესაბამისად, მათ ეკონომიკურ აღმავლობას უწყობდა ხელს. იმპერატორმა შემოიღო გადასახადების თანაბარი გადანაწილების სისტემა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, იმპერატორ ხე-დის განკარგულებით, ცაი ლუნ-ის მიერ ხის მერქნისაგან ქაღალდის მიღების ტექნოლოგიის შემუშავება. ამავე პერიოდში არა ნაკლები მნიშვნელობის სიახლე იყო ტუშის გამოგონება და წერისათვის აუცილებელი თმის ფუნჯის შექმნა. აღმოსავლეთ ხანის პერიოდში გარკვეული ცვლილებები სახელმწიფო მართვაშიც განხორციელდა: მოხელეები სპეციალურ კურსს გადიოდნენ სახელმწიფო სკოლებში, სადაც მათ შთააგონებდნენ, რომ ჰყავთ მარტო ერთი ბატონი — იმპერატორი. სახელმწიფო მოხელის თანამდებობაზე წარდგენა ადგილობრივი ხელისუფლის მიერ ხდებოდა, მაგრამ ამგვარი წარდგინებისათვის მომავალ მოხელეს არცთუ მცირე საზღაური უნდა გადაეხადა. ეს კი მხოლოდ მდიდარ ადამიანებს ხელეწიფებოდათ. თანდათან ამგვარმა პოლიტიკამ ის შედეგი გამოიღო, რომ გავრცელდა კორუფცია და თანამდებობების გაყიდვა. ხანის იმპერიის ბოლო პერიოდი გლეხთა მძლავრი აჯანყებებით აღინიშნა. იმპერიის დასუსტებაში გადამწყვეტი როლი მაინც „ყვითელარტახიანთა არმიამ“ შეასრულა, რომელიც მართალია დამარცხდა, მაგრამ ქვეყნის დაშლადასუსტება უკვე შეუქცევადი პროცესი გახდა. ასეთ პირობებში გაძლიერდნენ ადგილობრივი მმართველები, რომლებიც ერთმანეთს პირველობას ეცილებოდნენ. საბოლოოდ ახ. წ. III სის დასაწყისში (220) ხანის იმპერია დაიშალა.

77

გუანუდი — ჩინეთის იმპერატორი ახ. წ. 25-57.

ხე-დი — ჩინეთის იმპერატორი ახ. წ. 89-105. ცაი ლუნი — ახ. წ. 50-121.

T a v i III

ძვ.წ. 509 რომში მყარდება რესპუბლიკა. წარწერა - Senatus Popolus Que Romanus - აღნიშნავს: ,,რომის სენატი და ხალხი“.

ძვ. წ. 600

ძვ.წ. 450 რომის რესპუბლიკაში მოქმედებს თორმეტი ტაბულის კანონები (Lex Duodecim Tabularum), რომელიც წარმოადგენს რომაული სამართალის საფუძველს.

ძვ.წ. 27 რომში სრულდება რესპუბლიკა და რომის პირველი იმპერატორია ოქტავიანეავგუსტუსი.

ძვ.წ.

ძვ.წ.

500

100

78

ახ.წ. 476

ახ.წ. 331

0

გერმანული ტომების ლიდერი ოდოაკრი ტახტიდან აგდებს დასავლეთ რომის უკანასკნელ იმპერატორს რომულუს ავგუსტულუსს და თავს „იტალიის მეფედ“ აცხადებს. ეს არის დასავლეთ რომის იმპერიის დასასრული.

კონსტანტინე I გამოსცემს ედიქტს ქრისტიანობის უფლებამოსილ რელიგიად გამოცხადების შესახებ.

ახ.წ. 400

ახ.წ. 300

0 79

მოგეთხოვებათ შემდეგი ცნებების, ტერმინების, სახელების და თარიღების ცოდნა მაგისტრატები  კონსულები  პრეტორი  დიქტატორი  პატრიციები  პლებეები  პროლეტარები  პუნიკურო ომები  ბრძოლა  მაგნეზიასთან  მაკედონურო ომები  მითრიდატული  ომები  ტრიუმვირატი  ტეტრარქია  პრინციპატი  დომინატი 

აპენინის  ნახევარკუნძული  ქალაქი რომი  კართაგენი 

ჰანიბალი  მითრიდატე  პომპეუსი  კრასუსი  იულიუს კეისარი  ოქტავიანე  ანტონიუსი  კლეოპატრა  ვესპასიანე  ტრაიანე  ადრიანე  ანტონიუს პიუსი  მარკუს  ავრელიუსი  შაბურ I დიოკლეტიანე  კონსტანტინე  დიდი 

ძვ.წ. 753 ‐ ქალაქ რომის  დაარსება  ძვ.წ. 146 ‐ რომაელებმა  დაანგრიეს კართაგენი  ძვ.წ. 27‐ 476 - რომის იმპერიის  ხანა  395 - რომის იმპერიის ორად  გაყოფა  476- დასავლეთ რომის  იმპერიის დაცემა 

მასალის კითხვისას მოახდინეთ ფოკუსირება შემდეგ საკვანძო საკითხებზე: 1. რომის სამოხელეო აპარატი და საზოგადოება რესპუბლიკის პერიოდში 2. და მისი შედარება დომინატის პერიოდთან; ; 3. როგორ და რომელი იმპერიები დაიპყრო რომმა და როგორ მართავდა მათ რესპუბლიკისა და იმპერიის პერიოდში? 4. რომის გზა პატარა ქალაქიდან დიდ იმპერიამდე: დაასახელეთ ამ გზის გარდამტეხი მომენტები; 5. რა პოლიტიკას ატარებდნენ რომის იმპერატოტრები: ვესპასიანე, ტიტუსი, ადრიანე-ებრაელების მიმართ? 6. დაახასიათეთ ქართლის სამეფოსა და სომხეთის ურთიერთობა რომთან ახ.წ. I-III საუკუნეებში; 7. როგორ გამოიწვია ეკონომიკურმა და სოციალურმა პრობლემებმა რომის დაცემა? 8. განიხილეთ რომი, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ცივილიზაციების დამაკავშირებელი ხიდი; 9. რომელი სახელმწიფოები იყვნენ მთავარი პოლიტიკური მოთამაშეები მსოფლიოში ძვ. წ. I - ახ.წ. V საუკუნეებში?

80

globaluri imperiebis epoqa — romis imperia da danarCeni samyaro გვიანანტიკური ეპოქის იმპერიების მწვერვალს, მაინც რომის იმპერია წარმოადგენს. რომის იმპერია ქალაქმა რომმა შექმნა. რომი, როგორც ქალაქ-სახელმწიფო აპენინის ნახევარკუნძულზე, იტალიაში წარმოიშვა. რომაელები შუა იტალიაში მოსახლე ლათინების ტომებს მიეკუთვნებოდნენ. ისინი ინდოევროპული ოჯახის ლათინურ ენაზე საუბრობდნენ. ქალაქი რომი მდინარე ტიბროსის მარცხენა ნაპირზე შვიდი ბორცვის გაერთიანებით შეიქმნა. რომში, როგორც გვახსოვს, მონარქია ადრევე რესპუბლიკური წყობით შეიცვალა, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლება, სახალხო კრების მიერ არჩეული და სენატის მიერ დამტკიცებული საჯარო მოხელეების — მაგისტრატების ხელში იყო. უმაღლეს მაგისტრატებს კონსულები წარმოადგენდნენ. ერთდროულად ორ კონსულს ირჩევდნენ. კონსული იყო უმაღლესი სამოქალაქო პირი და ომის დროს — სამხედრო მეთაურიც. რომის გარეთ კონსულს შეუზღუდავი უფლებები ჰქონდა. კონსულების მოადგილეს პრეტორები ეწოდებოდათ, რომელთა მოვალეობაც რომში წესრიგის დაცვა იყო. ამა თუ იმ სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეზე პრეტორის გადაწყვეტილებას კანონის ძალა ჰქონდა. რომში მაგისტრატები სახელმწიფოს უსასყიდლოდ ემსახურებოდნენ. უფრო მეტიც, ხშირად თანამდებობრივი მოვალეობის შესრულება დიდ ხარჯებს მოითხოვდა. არჩევნებიც მნიშვნელოვან დანახარჯებს მოითხოვდა, რაც ამომრჩევლების გამასპინძლებას, დასაჩუქრებას ხმარდებოდა. პოლიტიკური კრიზისის თუ განსაკუთრებული საფრთხის შემთხვევაში რომში საგანგებო მოხელეს — დიქტატორს ირჩევდნენ, რომელსაც რომის ყველა თანამდებობის პირი ემორჩილებოდა. დიქტატორი მხოლოდ 6 თვით ირჩეოდა და ამ ვადაში განუსაზღვრელი ძალაუფლება ჰქონდა. რომის მოქალაქეების ძირითადი ნაწილი, ჩვენთვის უკვე ცნობილი, პატრიციები და პლებეები იყვნენ, მას შემდეგ, რაც ხანგრძლივი ბრძოლით, პლებეები პატრიციებს უფლებებში გაუთანაბრდნენ, ორიდან ერთი კონსული აუცილებლად პლებეი უნდა ყოფილიყო. პატრიციებისა და პლებეების გვერდით, რომში, თავისუფლების მესამე კატეგორია — პროლეტარებიც მომრავლდნენ. პროლეტარი, როგორც გვახსოვს, ისეთ თავისუფალს ეწოდებოდა, რომელსაც, განსაკუთრებული ხელმოკლეობის გამო, რომის მიმართ შვილების გაჩენა-გაზრდის მეტი არაფერი ევალებოდა. პროლეტარებად რომის მოსახლეობის ის უღარიბესი ნაწილი იქცა, რომელმაც სხვადასხვა ვითარებაში მიწა, კარ-მიდამო და სარჩო-საბადებელი დაკარგა და, შესაძლო შემოსავლის ძიებაში, ქალაქს შემოეხიზნა. უპოვართა რიგებს ყოფილი მონებიც ავსებდნენ, რომლებსაც პირადი თავისუფლების მოპოვებამ ქონება როდი შესძინა. თანდათანობით, რომაელებმა იტალიის ტომები დაიმორჩილეს მათ ხელში სამხრეთ იტალიის ბერძნული პოლისებიც აღმოჩნდა.

81

Tavi

III

იტალია ამ ქვეყანას ძველმა ბერძნებმა შეარქვეს. ფიქრობენ, რომ ის სიტყვიდან, „იტალიკ“ მოდის, რაც ძველბერძნულად ხბოს ნიშნავდა. თავდაპირველად, იტალია მხოლოდ აპენინის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილს აღნიშნავდა. თანდათანობით, ეს გეოგრაფიული სახელი მთელ ნახევარკუნძულზე გავრცელდა.

ქალაქ რომის დაარსება. ლეგენდის მიხედვით, ქალაქის დაარსება (ძვ. წ. 753 წლის 21 აპრილი) ტყუპ ძმებს: რომულუსსა და რემს მიეწერება, რომლებსაც ტყეში უპატრონოდ დაგდებულებს ძუ მგელმა ძუძუ აწოვა და სიკვდილს გადაარჩინა.

I პუნიკური ომი— ძვ. წ. 264-241; II პუნიკური ომი— ძვ. წ. 218-201; III პუნიკური ომი— ძვ. წ. 149-146.

არტაშესი — სომხეთის მეფე ძვ. წ. 189-160 წლებში.

I და II პუნიკური ომები. ძვ. წ. III ს-ის შუა წლებისათვის რომაელები უკვე მთელ იტალიას თავის ხელქვეით აერთიანებდნენ. ასე რომ ელინისტური ხანის ადრეულ ეტაპზევე რომი დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. დღის წესრიგში სიცილიის დაპყრობა დადგა. აქ რომი ხმელთაშუაზღვისპირეთის არანაკლებ მძლავრ სახელმწიფოს კართაგენს შეეჯახა. კართაგენი, როგორც გვახსოვს, ფინიკიელებმა დააარსეს დღევანდელი ქალაქ ტუნისის მიდამოებში. კართაგენი დიდ საშუამავლო ვაჭრობას ეწეოდა და ძალზე მდიდარ სახელმწიფოს წარმოადგენდა. რომაელები კართაგენელებს პუნიკებს ეძახდნენ, რაც ფინიკიელის სახელიდან მოდის. ამიტომ, რომისა და კართაგენის ომები ისტორიაში პუნიკური ომების სახელით შევიდა. სულ სამ პუნიკურ ომს ჰქონდა ადგილი. პირველ ომში დამარცხების შემდეგ კართაგენი რომთან საომრად საგანგებოდ მოემზადა. ესპანეთში, სადაც დიდ ტერიტორიებს ფლობდა, სამხედრო ძალებს მოუყარა თავი და ბრძოლების საკუთრივ იტალიის ტერიტორიაზე გამართვა განიზრახა. II პუნიკურ ომში კართაგენის ლაშქარს გენიალური მხედართმთავარი — ჰანიბალი ხელმძღვანელობდა, რომელმაც ესპანეთიდან წამოსული მეომრებით იტალიის ალპები გადალახა და რომს ჩრდილოეთიდან შეუტია. ჰანიბალმა რომაელებთან არაერთ ბრძოლაში გაიმარჯვა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში გაუბედავი მოქმედების გამო, საბოლოოდ, მაინც დამარცხდა. II პუნიკური ომის შემდეგ კართაგენის ძლიერება ჩაესვენა, რასაც ხმელთაშუა ზღვაზე რომის უპირობო გაბატონება მოჰყვა. გამარჯვება ქალაქ მაგნეზიასთან. ჰანიბალის დამარცხებიდან სულ ათიოდე წელიწადში, ძვ. წ. 190 წელს რომმა კიდევ ერთი ეპოქალური გამარჯვება იზეიმა: მცირე აზიაში, ქალაქ მაგნეზიასთან სელევკიანთა სამეფო დაამარცხა და მცირე აზიის მნიშვნელოვან ნაწილზე თავისი გავლენა გაავრცელა. სომხეთის სამეფოს წარმოქმნა და მის მიერ ქართლის სამეფოსა და ბაგადატთა სამფლობელოს დაქვემდებარება. სელევკიანთა დამარცხება იმითაც აღმოჩნდა მნიშვნელოვანი, რომ მცირე და წინა აზიაში მათგან გათავისუფლებულმა ხალხებმა თავიანთი სახელმწიფოები შექმნეს. მათ შორის იყო სომხეთის სამეფო, რომელიც მალე გაძლიერდა, მისმა მმართველმა არტაშესმა კი თავი მეფედ გამოაცხადა. არტაშესმა ჩრდილოეთით — ქართლის სამეფოს, ჩრდილო-დასავლეთით კი ჭოროხის აუზში, ჩვე-

„pirosis gamarjveba“,

anu rodesac gamarjveba damarcxebaze uaresia

როდესაც რომაელებმა სამხრეთ იტალიას შეუტიეს, ბერძნულმა ქალაქ-სახელმწიფოებმა დასახმარებლად ეპირის მეფე პიროსს (ძვ. წ. 306-272) მიმართეს. პიროსიც ძვ წ. 280 წელს 22 ათასი ქვეითის, 3000 ცხენოსნისა და 20 საბრძოლო სპილოსაგან შემდგარი ლაშქრით იტალიაში გადავიდა. პირველ ბრძოლაში ქალაქ ჰერაკლიასთან რომაელები დამარცხდნენ. პიროსი რომისკენ დაიძრა, მაგრამ გამაგრებულ ქალაქზე შეტევა ვეღარ გაბედა. მან ზამთარი იტალიაში გაატარა და გაზაფხულზე საომარი მოქმედებები გააგრძელა. ძვ. წ. 279 წელს რომაელებთან მეორე ბრძოლაში პიროსმა კვლავ გაიმარჯვა, მაგრამ იმდენად დიდი დანაკლისი განიცადა, რომ ერთი გადმოცემით, მილოცვების პასუხად მან განაცხადა: „ერთი ასეთი გამარჯვება და მე აღარავინ დამრჩება ეპირში დასაბრუნებლადო“. აქედან მოდის გამიოთქმა „პიროსის გამარჯვება“, როდესაც გამარჯვება დამარცხების ტოლფასია. პიროსმა რომაელებს ზავი შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. საბოლოოდ, ძვ. წ. 275 წელს გადამწყვეტ ბრძოლაში პიროსი რომაელებთან დამარცხდა და იძულებული გახდა, ეპირში დაბრუნებულიყო, სადაც სამი წლის შემდეგ ერთ-ერთ ბრძოლაში დაიღუპა. 82

ნთვის უკვე ცნობილ, აქემენიანთა ხანიდან დარჩენილ პატარა ბაგადატთა სამფლობელოს შემოუტია. ბაგადატების სამფლობელო სომხებმა დაიპყრეს. რაც შეეხება იბერიას, იგივე ქართლს, მისი მეფე ფარნაჯომი სომხებთან ბრძოლაში დაიღუპა, ქართლის სამეფო ტახტი კი სომეხმა უფლისწულმა არშაკმა დაიკავა, რომელიც უფრო ადრე ფარნაჯომის დაზე იყო დაქორწინებული. ამგვარად, ქართლის სამეფო სომხეთის ვასალურ ქვეყნად იქცა, ტახტზე კი ქალის ხაზით — ფარნავაზიანთა, კაცის ხაზით კი არტაშესიანთა დინასტია დამკვიდრდა, რომელსაც „ქართველთა ცხოვრება“ არშაკის სახელის მიხედვით არშაკუნიანთა დინასტიას უწოდებს. III პუნიკური ომი. პოლიტიკურად დასუსტების მიუხედავად, კართაგენი ხმელთაშუაზღვისპირეთის კვლავაც უდიდეს სავაჭრო და სახელოსნო ცენტრად რჩებოდა. რომაელები ეჭვით და შიშით უყურებდნენ მის ეკონომიკურ აღმავლობას და თანდათანობით მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ეს ქალაქი საბოლოოდ უნდა გაენადგურებინათ. რომაელებს შორის, ამ მხრივ სენატორი კატონი გამოირჩეოდა, რომელიც სენატში ნებისმიერ თემაზე წარმოთქმულ სიტყვას შემდეგი გამონათქვამით ასრულებდა: „კართაგენი უნდა დაინგრეს!“ ბოლო, III პუნიკური ომი რომაელებმა მოგონილი საბაბით დაიწყეს. მათ ერთი მიზანი ჰქონდათ —კართაგენის სრული განადგურება. კართაგენელებს ეს კარგად ესმოდათ, ამიტომ ზავის ნებისმიერ პირობაზე იყვნენ თანახმა. მათ თავიანთი საჭურველიც კი გადასცეს რომაელებს. მაშინ რომაელებმა კართაგენელებს ქალაქის დატოვება და ზღვის სანაპიროდან 15 კილომეტრით სიღრმეში გადასვლა მოსთხოვეს. ამის შემდეგ, კართაგენელებმა ბოლომდე ბრძოლა გადაწყვიტეს. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, რომაელებმა ქალაქი აიღეს, დაანგრიეს და გადარჩენილი მოსახლეობა მონებად გაყიდეს. შემდეგ, ქალაქი სიმბოლურად გადახნეს და დაწყევლეს. როგორც ისტორიული ტრადიცია მოწმობს, რომაელები კატონის საფლავზეც მისულან და კართაგენის განადგურება უხარებიათ.

ფარნაჯომი,

ქართლში

დაახ-

ლოებით ძვ. წ. 185-170 წლებში მეფობდა.

კართაგენი რომაელებმა ძვ. წ. 146 წელს დაანგრიეს.

II პუნიკური ომის დასრულების შემდეგ ჰანიბალი ერთხანს კართაგენს მართავდა, შემდეგ, რომაელების შიშით, მას ძვ. წ. 195 წ.-ს სელევკიანთა სამეფოში მოუწია გაქცევა. აქედან ის ჯერ სომხეთში, შემდეგ კუნძულ კრეტაზე და, ბოლოს, ბითვინიაში გაიქცა. როდესაც ბითვინიის მეფემ გადაწყვიტა, რომ ის რომაელებისთვის გადაეცა, ჰანიბალმა ძვ. წ. 183 წელს თავი მოიწამლა. სენატორი მარკუს კატონი

კართაგენელი მხედართმთავარი ჰანიბალი, ძვ.წ. 247-183

ძვ. წ. 234-149 83

მაკედონური ომები. I მაკედონური ომი — ძვ. წ. 214-205; II მაკედონური ომი — ძვ.წ. 200-196; III მაკედონური ომი — ძვ.წ. 172-168; IV მაკედონური ომი — ძვ.წ. 150-148. საბერძნეთის დამორჩილება რომმა ძვ. წ. 148-146 წლებში დაასრულა.

სულას დიქტატურა — ძვ. წ. 82-79.

საბერძნეთის დაპყრობა. რომმა, კართაგენის მსგავსად, სამი ომი მაკედონიის სამეფოსთანაც გადაიხადა. ისინი მაკედონური ომების სახელით არის ცნობილი. ძვ. წ. III-II სს-ში როგორც ბერძნული სახელმწიფოები, ისე მაკედონია რომისათვის სერიოზულ ძალას არ წარმოადგენდნენ. ვინაიდან, ხშირი და გაუთავებელი შინა ომებისაგან იყვნენ დასუსტებულნი. ამით, ბუნებრივია, რომმა ისარგებლა და ისინი თავის საზღვრებში გააერთიანა. ამგვარად, რომი გვიანანტიკურ მსოფლიოს ახალ იმპერიად მოევლინა. ქვეყნის თვისობრივად შეცვლილი მასშტაბები მმართველობის ძველ ფორმებ0სა და სტრუქტურებს ვეღარ გუობდა. ასე რომ, რომის სახელმწიფო წყობილება სერიოზულ გარდაქმნას საჭიროებდა — ის, რაც შედარებით პატარა ქალაქსახელმწიფოს სამართავად ვარგოდა, იმპერიის მოთხოვნებსა და საჭიროებებს ვეღარ პასუხობდა. ახლებურ ორგანიზებას, უპირველეს ყოვლისა, სამხედრო საქმე მოითხოვდა. მართლაც, საზღვრების გაფართოებაზე არა ნაკლებად, მნიშვნელოვანი ხომ მათი შენარჩუნება იყო. ეს კი დაპყრობილ რეგიონებში არცთუ მცირე რაოდენობით სამხედრო ძალების განთავსებას გულისხმობდა, რაც სამშობლოდან და მეურნეობიდან რომაელი მოლაშქრეების ხანგრძლივი პერიოდით გადახვეწას მოითხოვდა. ასეთ ვითარებაში, რომაელი მოლაშქრის საბრძოლო სულისკვეთების შენარჩუნებას სოციალურ-ეკონომიკური დაცვის მყარი გარანტიები სჭირდებოდა. ყოველივე ამან რომში დღის წესრიგში სამხედრო რეფორმის გატარება დააყენა. რეფორმის შედეგად რომის ლაშქარი დაქირავებული გახდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ქონების ქონა-არქონის მიუხედავად, ჯარში ყველას შეეძლო ჩაწერა. სახელმწიფოს კი მეომრები გასამრჯელოთი და საჭურვლით უნდა უზრუნველეყო. სამხედრო სამსახურის ვადა 16 წლით განისაზღვრა. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, მეომარი რომის იმპერიის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთს იღებდა. საინტერესოა ვიცოდეთ, რომ ასეთი სამხედრო სამსახურიდან გადამდგარი და მიწის ნაკვეთით უზრუნველყოფილი რომაელები ახ. წ. II ს-ის 30-იან წლებში ფოთის მიდამოებშიც ცხოვრობდნენ. რეფორმამ რომის არმიის ბრძოლისუნარიანობა მკვეთრად აამაღლა. რეფორმის უარყოფითმა მხარემაც მალე იჩინა თავი: დაქირავებული არმია თავის მხედართმთავრებზე ფრიად მიჯაჭვული ხდებოდა, რის გამოც ამ უკანასკნელთა ხელში პოლიტიკური თამაშებისა და ძალაუფლებისათვის ბრძოლის იარაღად იოლად იქცეოდა ხოლმე. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მარტო ახალი ტიპის ჯარმა როდი გაუღვიძა რომაელ სარდლებს ხელისუფლებისა და ერთპიროვნული მმართველობის, ანუ დიქტატურისაკენ სწრაფვა. აშკარა იყო, რომ რომის, როგორც ქალქ-სახელმწიფოს რესპუბლიკური მმართველობის ხანა დასასრულისაკენ მიექანებოდა და იმპერიად ქცეული ქალაქი შესაბამის იმპერიულ მმართველობასაც მოითხოვდა. სულას დიქტატურა. დიქტატურის დამყარების მოსურნეც მალე გამოჩნდა. ეს პიროვნება თვალსაჩინო პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე სულა გახდა. სულას

84

რომში არყოფნის დროს არჩევნებში მისი მომხრეები მოწინააღმდეგეებმა დაამარცხეს. მაშინ სულა, თავის არმიაზე დაყრდნობით, რომში დაბრუნდა, ქალაქი ძალით დაიკავა და თავისი დიქტატურა დაამყარა, თითქმის ყველა მოწინააღმდეგე სიკვდილით დასაჯა. საბოლოოდ, სულამ მმართველობაზე თვითონ თქვა უარი და გადადგა, მაგრამ, ისიც აღსანიშნავია, რომ მისმა დიქტატურამ კანონით გათვალისწინებული ექვსი თვის ნაცვლად, ოთხ წელს გასტანა. ეს, რა თქმა უნდა, რომის პოლიტიკური წყობის სერიოზულ კრიზისს მოასწავებდა. მითრიდატული ომები. მცირე აზიაში რომის გაფართოების სურვილს ორი დიდი წინააზიური სამეფო: პონტოს და არმენიის, იგივე სომხეთის გადაეღობა წინ. მათ ზურგს სამხრეთ კავკასიური სამეფოები: იბერია, იგივე ქართლი და ალბანეთი უმაგრებდნენ. იმ ხანად პონტოში — მითრიდატე, არმენიაში — ტიგრანი და იბერიაში — არტოკი მეფობდნენ. რომთან ბრძოლაში წამყვანი როლი პონტოს სამეფოს ეკუთვნოდა. ამიტომაც რომის ამ აღმოსავლურ ომებს „მითრიდატული ომები“ ეწოდა. სულ სამი მითრიდატული ომი იყო. მესამე, და ბოლო ომი მითრიდატესთან ცნობილმა რომაელმა სარდალმა გნეიუს პომპეუსმა დაასრულა. ამ ომის ბოლო ეტაპზე პომპეუსმა, როგორც ცნობილია, საქართველოში — ანტიკური ხანის იბერიასა და კოლხეთში, და აზერბაიჯანში — ანტიკური ხანის ალბანეთში ილაშქრა. პომპეუსს გამოქცეული პონტოს მეფე მითრიდატე, კოლხეთის გავლით, ყირიმში, თავის ვაჟთან — ბოსფორის მეფესთან გაიქცა. მაგრამ, გვირგვინოსანმა შვილმა მამას უღალატა და მისი რომაელებისათვის გადაცემა განიზრახა. იმედგადაწურულმა მითრიდატემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. რომის ხელში წინააზიის დიდი ნაწილი გადავიდა: არმენია და პონტოს სამეფო რომის ვასალებად იქცნენ, მათ მიერ ადრე დაპყრობილი ვრცელი ტერიტორიები კი რომმა უშუალოდ შეიერთა. სამხრეთ კავკასიურმა ალბანეთის, იბერიისა და კოლხეთის სამეფოებმაც რომის უზენაესობა აღიარეს. I ტრიუმვირატი. სამხედრო წარმატებების მიუხედავად, რომში პოლიტიკური კრიზისი გრძელდებოდა. პოლიტიკურ ბრძოლაში თანდათანობით სამი პიროვნება — იულიუს კეისარი, გნეუს პომპეუსი და ლიცინიუს კრასუსი დაწინაურდნენ. გნეიუს პომპეუსმა ხომ მითრიდატეს დამარცხებით ისახელა თავი, ლუცინიუს კრასუსს კი სახელი მონათა აჯანყების ლეგენდარული ბელადის სპარტაკის დამარცხებამ შესძინა.

მითრიდატე VI ძვ. წ. 120-63

მითრიდატული ომები: I ომი ძვ. წ. 89-85. II ომი ძვ. წ. 83-81. III ომი ძვ. წ. 73-64.

ტიგრან II — სომხეთის მეფე ძვ. წ. 95-56. არტოკ II, იგივე ქართული წყაროების ადერკი ქართლში დაახლ. ძვ. წ. 90-60. მეფობდა.

პომპეუსმა სამხრეთ კავკასიის ანტიკურ სამეფოებში ძვ. წ. 65 წელს ილაშქრა.

ტრიუმვირატი ლათინური სიტყვაა და სამთა კავშირს ნიშნავს. სპარტაკი მონა გლადიატორი, რომელიც ძვ. წ. 74-71 რომში მონების გრანდიოზული აჯანყებას ედგა სათავეში. სპარტაკი ლიცინიუს კრასუსთან ბრძოლაში დამარცხდა და დაიღუპა კიდეც.

იულიუს კეისარი ძვ. წ. 100 - 44 85

გალია — თანამედროვე საფრანგეთის ტერიტორია.

რომსა და პართიას შორის I ომი ძვ.წ. 54-53 მიმდინარეობდა.

რომის პოლიტიკური ელიტის ამ სამმა გამორჩეულმა ლიდერმა ერთმანეთთან კავშირი შეკრეს და, ფაქტობრივად რომის რესპუბლიკაში მთელი ხელისუფლება გაინაწილეს. მათი ეს კავშირი ისტორიაში I ტრიუმვირატის სახელით შევიდა. შეთანხმების თანახმად იულიუს კეისარი ჩრდილოეთით გალიაში უნდა გამგზავრებულიყო და იქ რომისათვის ახალი მიწების შეძენაზე ეზრუნა, ლიცინიუს კრასუსს კი აღმოსავლეთით პართიის სამეფოზე უნდა გაელაშქრა. პართია. მაგნეზიასთან ბრძოლაში, რომთან სელევკიანების დამარცხებით, პართელებმა რომაელებზე ნაკლებად როდი ისარგებლეს. მათ დასუსტებულ სელევკიანებს თანდათან ტერიტორიის უდიდესი ნაწილი წაართვეს და ძვ. წ. II საუკუნის II ნახევრისათვის თავიანთი ქვეყანა მახლობელი და შუა აღმოსავლეთის უდიდეს სახელმწიფოდ აქციეს. ძვ.წ. I სთვის პართიის სამეფოს შემადგენლობაში ცენტრალური აზიის, დღევანდელი ირანის და ავღანეთის დიდი ნაწილი შედიოდა. პართიის მეფე კი მეფეთ-მეფის ტიტულს ატარებდა. მითრიდატული ომების დამთავრებისა და რომის მიერ არმენიის დაქვემდებარების შემდეგ, რომი და პართია ერთმანეთს უშუალოდ დაუმეზობლდნენ. რომმა ახლა თავისი აგრესია პართიის წინააღმდეგ წარმართა. ლიცილიუს კრასუსმა, რომელსაც პართიის დალაშქვრა დაევალა, საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, მაგრამ პართელებმა რომაელთა შემოტევები წარმატებით მოიგერიეს, ხოლო თვით კრასუსი ბრძოლაში დაიღუპა. ამის შემდეგ, პართია კიდევ უფრო მოძლიერდა და აღმოსავლეთში რომს ტოლს არ უდებდა.. ამგვარად, ძვ. წ. I საუკუნის შუა წლებიდან მოყოლებული თითქმის სამი საუკუნე, მსოფლიო ისტორიის უმთავრესი მოვლენები კვლავაც ორი გლობალური იმპერიის ერთმანეთთან ჭიდილისა და ომის ფონზე ვითარდებოდა. ცივილიზაციათა ამ ჭიდილში დასავლეთს ამჯერად — რომი, აღმოსავლეთს კი პართია განასახიერებდა. იულიუს კეისარი — რომის დიქტატორი. კრასუსზე ბევრად წარმატებული იულიუს კეისრის ლაშქრობები აღმოჩნდა. მან რამდენიმე წლის განმავლობაში დასავლეთ ევროპაში რომს უზარმაზარი ტერიტორია შემოუერთა, რომელიც დაახლოებით, დღევანდელ საფრანგეთსა და ბელგიას მოიცავდა. ამ ხანებში იულიუს კეისარმა ზღვით ბრიტანეთის კუნძულზე ორჯერ ილაშქრა, ბოლო ლაშქრობის დროს მან მდინარე ტემზამდე მიაღწია. იულიუს კეისარმა ბრძოლა გერმანულ ტომებთანაც გამარჯვებით დაასრულა, რის შემდეგაც ის მდინარე რაინის მარჯვენა ნაპირზეც გადავიდა. საბოლოოდ, ტრიუმვირატის ორ დარჩენილ წევრს, პომპეუსსა და კეისარს შორის პირველობისათვის ბრძოლა გაჩაღდა. ამ ბრძოლაში გამარჯვება იულიუს კეისარს დარჩა, რომელმაც მოგვინებით, რომს ეგვიპტეც დაუქვემდებარა. რომში დაბრუნებული იულიუს კეისარი, რომის მუდმივ დიქტატორად გამოცხადდა. იმავდროულად, მან რომის რესპუბლიკის სხვა უმაღლესი თანამდებობებიც მიიღო. კეისარს, სენატის ერთ-ერთ სხდომაზე, მეფის გვირგვინიც კი შესთავაზეს. რომში ხმა გავრცელდა, რომ კეისარი მეფობის მიღებას აპირებდა. ამან რესპუბლიკის მომხრე სენატორებს შეთქმუ-

86

ლებისაკენ უბიძგა. ისინი სენატის სხდომაზე მოსულ კეისარს მალულად შემოტანილი მახვილებით თავს დაესხნენ და სიცოცხლეს გამოასალმეს. კეისრის მკვლელობამ რომში რესპუბლიკური წყობა მაინც ვერ გადაარჩინა და დაახლოებით თხუთმეტი წლის შემდეგ იულიუს კეისრის დის იულიანას შვილი და იულიუს კეისრის შვილობილი ოქტავიანე, ავგუსტუსის სახელით, რომის იმპერატორი გახდა. რომის ისტორიაში ახალი — იმპერიისა და მონარქიული მმართველობის ხანა დაიწყო. რომი იმპერატორების ხანაში. თავის მთავარ მემკვიდრედ ანდერძით იულიუს კეისარმა თავისი დისშვილი გაიუს ოქტავიანე გამოაცხადა. ოქტავიანეს ერთ-პიროვნულ მმართველობაში იულიუს კეისრის სარდალი მარკ ანტონიუსი ეცილებოდა, ოქტავიანესა და ანტონიუსს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მაშინ დაიძაბა, როდესაც ეგვიპტის სამართავად ჩასული ანტონიუსი ეგვიპტის დედო-ფალს კლეოპატრას დაუახლოვდა და მასთან დაქორწინება სა-ჯაროდ გამოაცხადა. ოქტავიანე ანტონიუსის წინააღმდეგ დაიძრა, ის საზღვაო ბრძოლაში დაამრცხა და საბოლოოდ ეგვი-პტეს დაეუფლა. ანტონიუსმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. კლეოპატრა შეეცადა საერთო ენა გამოენახა ოქტავიანესთან, მაგრამ როდესაც მიხვდა, რომ ოქტავიანე ეგვიპტის სამეფოს გაუქმებას და მისი ტრიუმფით რომში ტყვედ წაყვანას აპირებდა, თავი მოიკლა. ამის შემდეგ, ოქტავიანე რომის ერთადერთი მბრძანებელი გახდა. ოქტავიანე, როგორც იულიუს კეისრის შვილობილი, კლავდიუსების საგვარეულოს ეკუთვნოდა. ამიტომ რომის იმპერატორთა პირველი დინასტია იულიუს — კლავდიუსების დინასტიის სახელითაა ცნობილი. დიდი წარმატებების კვალდაკვალ ოქტავიანეს იმპერატორობაში რომმა უდიდესი სამხედრო მარცხიც იწვნია: რომაელები სასტიკად დამარცხდნენ რაინის მარჯვენა სანაპიროზე, დღევანდელ ვესტფალიაში (ჩრდილოეთი გერმანია), ტევტობურგის ტყეში გერმანელ ტომებთან ბრძოლაში. ამ მარცხის შემდეგ რომაელებმა ერთ ხანს მაინც შეძლეს მდ. რაინის მარჯვენა ნაპირზე ფეხის მოკიდება და აქ გამაგრებული სამხედრო დაბების აგება. საბოლოოდ, რომის იმპერიასა და გერმანელ ტომებს შორის საზღვრად მაინც მდ. რაინი იქცა. ამავე ხანებში, რომის ეკონომიკურ ცხოვრებაშიც ახალი, აბრეშუმის ხანა იწყება. მართლაც, „აბრეშუმის დიდ გზაზე“, II სის შუა წლებში „ამოძრავებული“ აბრეშუმი, როგორც გვახსოვს, ძვ. წ. I ს-ის შუა წლებში უკვე რომამდეც ჩავიდა, რამაც რომაელთა ჩაცმულობასა და ყოფაში დიდი ძვრები გამოიწვია. ამის შემდეგ აბრეშუმზე მზარდი მოთხოვნილება რომის აღმოსავლური პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახდა. პართია, მოგვიანებით, მისი მემკვიდრე სასანური სპარსეთი აღმოსავლეთში, ჩრდილოეთით კი — გერმანელები, აი, ის მუდმივი მტრები, რომლებთანაც რომი საუკუნეების

ოქტავიანე-ავგუსტუსი,

იგივე

ოქტავიანე ღვთაებრივი რომის იმპერატორი ძვ. წ. 27 - ახ. წ. 14. კლეოპატრა, იგივე კლეოპატრა VII,

ეგვიპტის

უკანასკნელი

დედოფალი, ეგვიპტეს განაგებდა ძვ. წ. 69-30. საზღვაო ბრძოლა ოქტავიანესა და ანტონიუსს შორის მოხდა ძვ. წ. 31.

brZola tevtoburgis tyeSi რომაელ ლეგიონერებსა და გერმანელ ტომებს შორის ახ. წ. 9 წელს გაიმართა. რომაულ ჯარს ცნობილი სარდალი კვინტილიუს ვარონი მხედართმთავრობდა. რომაული ლეგიონები გერმანელებმა ერთავად ამოხოცეს. ვარუსმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როდესაც იმპერატორ ოქტავიანეს ეს ამბავი მოხსენდა, მას გამწარებულს უყვირია: „დამიბრუნე ჩემი ლეგიონები, ვარუს!“ 87

იბერიის მეფე ფარსმან II დაახლოებით I ს-ის 30-იანი — I ს-ის 60-იანი წლებში მეფობდა.

მითრიდატე იბერიელი სომხეთში 35-51 წლებში მეფობდა. ფარსამანის ძე ღადამი, იგივე რადამისტი სომხეთში 51-54 წლებში მეფობდა. ნერონი — რომის იმპერატორი 54-68.

განმავლობაში იბრძოლებს. აქედან სასანურ სპარსეთთან ომები, რომის იმპერიის ორად გაყოფის შემდეგ, მემკვიდრეობით, როგორც ვნახავთ, აღმოსავლეთ რომის იმპერიას, იგივე ბიზანტიას ერგება. რაც შეეხება გერმანელებს, ამ პირველი გამარჯვებიდან ოთხასი წლის შემდეგ (410), ისინი რომს აიღებენ, ხოლო კიდევ ექვსი ათეული წლის შემდეგ (476) იმპერიაზე თავიანთ საბოლოო გამარჯვებასაც იზეიმებენ. ეს მოვლენა კი, თავისი დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის გამო, კიდევ ერთი ათასი წლის შემდეგ ისტორიკოსების მიერ ანტიკური ეპოქის დასასრულად და შუა საუკუნეების დასაწყისად იქნება აღქმული. პართიასთან ომები ძირითადად სომხეთისათვის მიმდინარეობდა, რომელიც ამ ორ გლობალურ იმპერიას შორის აღმოჩნდა მოქცეული, სომხეთზე ხომ აღმოსავლეთიდან — ჩინეთიდან და ინდოეთიდან დასავლეთისაკენ მიმავალი აბრეშუმის გზის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი გადიოდა. იბერიის მეფე ფარსმან II. ახ. წ. I ს-ის შუა წლებში სომხეთისათვის ბრძოლაში, რომის მოკავშირის სტატუსით, ქართლის სამეფო — იბერიაც ჩაება. ქართლის სამეფოს სომხეთისათვის ბრძოლაში თავისი ანგარიშები ჰქონდა: მას სომხეთის მიერ წართმეული ქართული მიწების ჰორზენეს — ტაო-კლარჯეთი და გოგარენეს, იგივე გორგანი, ანუ ქართლი (ასე ეძახდნენ სომხები ქვემო ქართლს) — დაბრუნება სურდა. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით, მეფე ფარსმან II გამოირჩა, რომელმაც სომხეთის ტახტზე ჯერ თავისი ძმა — მითრიდატე, შემდეგ კი ვაჟი — ღადამი, (რომაული გამოთქმით, რადამისტი) გაამეფა. საბოლოოდ, რომის იმპერატორმა ნერონმა ფარსმანი იმით დააშოშმინა, რომ მას სომხეთის მიერ მიტაცებული ქართული მიწები დაუბრუნა. არშაკიანთა დინასტია სომხეთში. რომსა და პართიას შორის ომებმა სომხეთში უპირატესობა ვერცერთ მხარეს ვერ დაუმკვიდრა. ამიტომ, ამ ორმა იმპერიამ, შეიძლება ითქვას, სომხეთი ორმაგ დაქვემდებარებაში მოაქცია: სომხეთის სამეფო ტახტზე პართელი არშაკიანების უმცროსი წარმომადგენლები იმეფებდნენ, სამეფო გვირგვინსა და სხვა სამეფო ატრიბუტებს კი ისინი რომის იმპერატორებისაგან მიიღებდნენ. ასე დამკვიდრდა სომხეთში პართელ არშაკიანთა სამეფო საგვარეულო, რომელიც სომხეთის ისტორიაში უკვე არშაკუნებად მოიხსენებიან.

tacitusi romaelTa mier farsman II qarTlis mefisaTvis somxeTisgan mitacebuli teritoriis dabrunebis Sesaxeb „ტიგრანს რომ უფრო ადვილად შეენარჩუნებინა ახლად მიღებული სამეფო ტახტი, ნაბრძანები იყო არმენიის გარკვეული ნაწილები დამორჩილებოდნენ ფარსამანს (ფარსმანს)“ (რედ). fuls suni ar udis ვესპასიანე ხაზინის შესავსებად არაფერს თაკილობდა. ცნობილია, რომ მან რომში გადასახადები საპირფარეშოებზეც კი დააწესა. როცა ამის შესახებ შვილმა ტიტემ უსაყვედურა, ვესპასიანემ მას ამ გადასახადებიდან შემოსული ოქრო ცხვირწინ მიუტანა და უთხრა: „აბა, უყნოსე, სუნი თუ უდისო“. აქედან მოდის ცნობილი გამოთქმა: „ფულს სუნი არ უდის“. vaime cudad Seviqeni, mgoni RmerTad unda viqce... ვესპასიანე გამჭრიახი და იუმორით აღსავსე კაცი იყო. იუმორის გრძნობა მას სიკვდილის წინაც არ დაუკარგავს. როგორც გვახსოვს, რომაელები იმპერატორებს სიკვდილის შემდეგ აღმერთებდნენ. ვესპასიანე ცუდად რომ გამხდარა, ხუმრობით უთქვამს: „ვაიმე, ცუდად შევიქენი, მგონი ღმერთად უნდა ვიქცე“. შემდგომ გამოუცხადებია: „იმპერატორი ფეხზე მდგომი უნდა მოკვდეს“ და ფეხზე მდგომი შეგებებია სიკვდილს. 88

ფლავიუსების დინასტია რომში. რომის იმპერატორთა ტახტზე ახალი, ფლავიუსთა დინასტიის ხანა რომაელი სარდლის, ფლავიუს ვესპასიანეს სახელს უკავშირდება. ვესპასიანემ მოაწესრიგა რომის ფინანსები, არმიაში მტკიცე დისციპლინა შემოიღო. იმჟამად პალესტინაში იუდეველთა აჯანყება მძვინვარებდა, რომელსაც ვესპასიანე, ჯერ კიდევ რომაელი სარდლის რანგში ებრძოდა. მისი ტახტზე ასვლის შემდეგ აჯანყების ჩაქრობა მის ვაჟს და მემკვიდრეს ტიტუსს დაეკისრა. ახ. წ. 70 წელს ტიტუსმა ალყა შემოარტყა და იერიშით აიღო იერუსალიმი. რომაელებმა ქალაქი საძირკვლამდე დაანგრიეს და იუდეა რომის პროვინციად გამოაცხადეს. ვესპასიანემ და ტიტუსმა ამ გამარჯვების აღსანიშნავად რომში ბრწყინვალე ტრიუმფი გადაიხადეს. რომის იმპერატორი ტრაიანე. შემდგომი ხანის რომის იმპერატორებიდან ტრაიანეა აღსანიშნავი. ის წარმოშობით ესპანელი იყო. ტრაიანე ბრწყინვალედ განათლებული, დიდი სარდალი და მამაცი მეომარი გახლდათ. მისი გაიმპერატორებით რომში ესპანელი იმპერატორების ხანა დაიწყო. ტრაიანეს მმართველობა სახელმწიფოს შინაგანი საქმეების მოწესრიგებით და აქტიური საგარეო პოლიტიკით აღინიშნება. ტრაიანემ დიდი ყურადღება მიაქცია გაჭირვებული მოსახლეობის დახმარებას. მან მცირეწლოვან ობლებს და ღატაკი მოქალაქეების შვილებს ყოველთვიური ფულადი დახმარება დაუნიშნა. ტრაიანე ძალზე ზრუნავდა ომის ვეტერანებზე და იტალიის სამეურნეო განვითარებაზე. ტრაიანემ მთელს იმპერიაში დიდი საგზაო მშენებლობა გააჩაღა და რომში მრავალი არქიტექტურული ძეგლი ააგო. პირველ რიგში ფორუმი, სადაც დაკიაში გამარჯვების აღსანიშნავად კოლოსალური სვეტი დადგა. დაკია დუნაისპირა ქვეყანა იყო დღევანდელი რუმინეთის ტერიტორიაზე, რომელიც ტრაიანემ რომის პროვინციად აქცია და იქ ათასობით რომაელი კოლონისტი ჩაასახლა. ამ ომში გაარჯვების შემდეგ ტრაიანემ დიდი ზეიმი გადაიხადა, რომელიც 123 დღე გაგრძელდა. ზეიმზე ცირკში 10 ათასი გლადიატორი გამოიყვანეს და მათ შორის ბრძოლებს, ისევე როგორც მათ ბრძოლას გარეულ ცხოველებთან, უცხოელი ელჩებიც დასწრეს. დამსწრეთა შორის შორეული ინდოეთიდან ჩამოსული ელჩიც კი იყო.

ტრიუმფი—საზეიმო შეხვედრა ძველ რომში, რომელსაც უწყობდნენ გამარვებით დაბრუნებულ სარდალსა და მისჯარს.

ფლავიუს ვესპასიანე

ტრაიანე — რომის

რომის იმპერატორი

იმპერატორი

ახ. წ. 69 - 79

98-117 89

ადრიანე—რომის იმპერატორი 117-138

ტრაიანემ პართიასთანაც ფრიად წარმატებული ომი გადაიხადა, რომლის მსვლელობისას რომაელებმა პართიის დედაქალაქი ქტეზიფონიც კი დაიკავეს. ეს იყო ყველაზე დიდი გამარჯვება, რასაც კი რომმა პართიასთან ხანგრძლივ და მრავალრიცხოვან ომებში მიაღწია. პართიაზე გამარჯვების შედეგად რომმა სომხეთი შეიერთა და ის თავის პროვინციად გამოაცხადა. ამ ლაშქრობის დროს ტრაიანემ გავგამელას ველიც დაათვალიერა, რომელზედაც, როგორც გვახსოვს, ალექსანდრე მაკედონელმა დარიოს III დაამარცხა. ამ ექსპედიციის დროს ტრაიანე სპარსეთის ყურემდეც მივიდა, საიდანაც ალექსანდრე მაკედონელის მსგავსად, ინდოეთისკენ გალაშქრებას აპირებდა, თუმცა არა ალექსანდრეს მარშრუტით: ცენტრალური აზიითა და ჰინდუქუშის მთაგრეხილის გადავლით, არამედ ზღვით. ტრაიანემ ინდოეთში ლაშქრობა ვერ განახორციელა, რადგან მალევე გარდაიცვალა. ტრაიანეს ლაშქრობისას თან მისი ახალგაზრდა ნათესავი ადრიანე ახლდა, რომელმაც ლაშქრობაში მონაწილე ლეგიონების დახმარებით იმპერატორობას სულ ადვილად მიაღწია. რომის იმპერატორი ადრიანე. ადრიანემ იმპერატორის ხელისუფლება კიდევ უფრო გააძლიერა. ის თავისებურად ნიჭიერი კაცი იყო: ბერძნულად და ლათინურად თხზავდა, ქანდაკებებსაც აკეთებდა და ფერწერაშიც გარკვეული წარმატებები ჰქონდა. ამიტომაც თავი საუკეთესო მწერლად და მოქანდაკედ მიაჩნდა და ხელოვნების საკითხებში შეკამათებას ვერ იტანდა. მიუხედავად ხელოვნების სიყვარულისა და დიდი განათლებისა, ადრიანე ტიპიური ანტიკური ხანის მმართველი იყო, რომელიც მსოფლიო წესრიგის დამყარებისა და იმპერიის წინააღმდეგ ხალხთა აჯანყების დათრგუნვის ერთადერთ გზას ამ ხალხის განადგურებაში ხედავდა. ადრიანეს მმართველობის ხანა ებრაელებისათვის ვესპასიანეს და ტიტუსის ხანაზე ნაკლებად ტრაგიკული როდი აღმოჩნდა. აჯანყებულ ებრაელებს რომაელები ამჯერადაც სასტიკად გაუსწორდნენ. პალესტინაში ებრაული დასახლებები მთლიანად დაანგრიეს. დაახლოებით ნახევარი მილიონი ებრაელი სიცოცხლეს გამოასალმეს. ტყვედ ჩაგდებულები კი მონებად გაყიდეს. რამდენიმე ხნის შემდეგ ადრიანე ებრაელების მიმართ მხოლოდ ერთ დათმობაზე წავიდა, მათ ნება მიეცათ 10 აგვისტოს, ტიტუსის მიერ იერუსალიმის აღების დღეს სიონის მთაზე ასულიყვნენ და თავიანთი უბედურება ეტირათ. ტრაიანეს სვეტი, იმპერატორ ტრაიანეს მიერ 113 წელს იტალიის დედაქალაქ რომში დადგმული ძეგლი. იგი იმპერატორ ტრიანეს სამხედრო ტრიუმფის აღსანიშნავად დაიდგა. 38 მეტრის სიმაღლის თეთრი მარმარილოს სვეტი 34 ნაჭრისაგან შედგება, სვეტი შიგნით ფუღუროა და 184-საფეხურიანი ხვეული კიბე აქვს დატანებული. კიბეს ერთ დროს მნახველები სვეტის წვერზე აჰყავდა. თავდაპირველად ტრაიანეს სვეტს ბრინჯაოს არწივი აგვირგვინებდა, შემდგომ — ტრაიანეს ქანდაკება, ხოლო 1587 წლიდან — პეტრე მოციქულის ქანდაკება. სვეტი დაფარულია სპირალურად განლაგებული ბრწყინვალედ შესრულებული რელიეფებით (საერთო სიგრძე 244 მ, სიმაღლე 1,2 მ), რომელიც იმპერატორის მიერ დაკიაში (დღევანდელი რუმინეთი) გამართული ბრძოლების სცენებს ასახავს. (შეიცავს 2500 ადამიანის ფიგურას)

90

რომი და ქართლის სამეფო. ქართლის სამეფო, (იბერია) თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო, რომისათვის ფრიად მნიშვნელოვანი ქვეყანა იყო — მას ხომ კავკასიის გადმოსასვლელები ეჭირა და რომის აღმოსავლეთ პროვინციებს ჩრდილო-კავკასიური ველებიდან სამხრეთისაკენ გამოჭრის მოსურნე მომთაბარეთა შემოსევებისაგან იცავდა. ჯერ კიდევ ფლავიუს ვესპასიანეს ხანაში, რომმა ჯეროვნად შეაფასა ქართლის სამეფოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და ქართლის მეფე ფარსმან II-ის ვაჟსა და მემკვიდრე მირდატ IV-თან, მეგობრული ურთიერთობა დაამყარა. დარიალის კარითა და არაგვის ხეობით მომთაბარეთა სამხრეთ კავკასიაში შემოსევის აღსაკვეთად ვესპასიანე ქართლის მეფეს მცხეთის კედლების გამაგრებაში დაეხმარა, რაზედაც მოგვითხრობს ჩვენამდე მოღწეული რომაული ეპიგრაფიკული წარწერა. ადრიანეს იმპერატორობის ხანაში რომმა იგივე კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება უკვე მირდატის ვაჟ ფარსმან III-თან ვერ შესძლო. ადრიანემ, მცირე აზიაში ყოფნის დროს, იბერიის მეფე ფარსმან III თავისთან მიიწვია და საჩუქრად ერთი კოჰორტა (500 ლეგიონერი) და საომარი სპილო გაუგზავნა. ფარსმანმა მოწვევა არ მიიღო, ხოლო იმის ნიშნად, რომ ის იმპერატორს ტოლს არ უდებდა, საჩუქარს საჩუქრით უპასუხა. გაბრაზებულმა ადრიანემ, როგორც გვახსოვს ფარსმანის გამოგზავნილი ძვირფასი მოსასხამები ბრძოლის ველზე გამოსულ გლადიატორებს ჩააცვა. ამის საპასუხოდ ფარსმან მეფემ ჩრდილო კავკასიის ველებში მომთაბარე ალანებს დარიალის კარები გაუხსნა და აზიის რომაულ პროვინციებს შეუსია. ადრიანეს მომდევნო იმპერატორის ანტონიუს პიუსის დროს რომმა ფარსმანთან მეგობრული ურთიერთობა აღადგინა: იმპერატორის მიპატიჟებით, იბერიის მეფე ფარსმან III თავის ოჯახთან და ამალასთან ერთად რომს ეწვია. ანტონიუს პიუსმა ქართველები კარგად მიიღო, ის, პატივისცემის ნიშნად, იპოდრომზე ქართველი მხედრების ვარჯიშსაც დაესწრო და მოხიბლულიც დარჩა. როგორც გვახსოვს, რომში ფარსმან მეფის ქანდაკებაც აღმართეს. რომის იმპერატორი მარკუს ავრელიუსი. მარკუს ავრელიუსი რომის სხვა იმპერატორებისაგან იმით გამოირჩევა, რომ დიდი ფილოსოფოსიც იყო. „მუდამ გახსოვდეს, — წერდა

რომაელი დიდმოხელე და ისტორიკოსი ფლავიუს არიანე, რომის იმპერატორ ადრიანესათვის 131 წელს გაგზავნილ თავის მოხსენებით ბარათში „მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო“. იხსენიებს რომაელ ვეტერან-მეომართა დასახლებებს ეგრისში, ფოთის ირგვლივ.

ქართლის მეფე მირდატ IV, იგივე ბერძნული წყაროების მითრიდატე (75-125). სპარსული სახელი მიჰრდატი — მითრას მოცემული, მითრას ბოძებული, ბერძნულად მითრიდატედ, ქართულად კი გამოითქმოდა, როგორც მირდატი.

ანტონიუს პიუსი რომის იმპერატორი 138-161

მარკუს ავრელიუსი რომის იმპერატორი 161-180 mcxeTis epigrafikuli warwera (ax. w. 67 wels 1 ivlisi)

„ვთვითმპყრობელმა კეისარმა ვესპასიანე სებასტოსმა... და თვითმპყრობელმა ტიტე კეისარმა, სებასტოსის ძემ... და დომიციანე კეისარმა სებასტოსის ძემ... იბერთა მეფეს მითრიდატეს მეფე ფარსმანის ძეს და ამაზასპუხის ძეს, კეისრის მეგობარსა და რომაელთა მოყვარულს და ხალხს კედლები გაუმაგრეს“. 91

ის — ყველაფერი რაც ახლა ხდება ოდესღაც ადრეც ხდებოდა და კვლავაც მოხდება... ყველგან და ყოველთვის ყველაფერი მეორდება, სცენაზე მხოლოდ მოქმედი პირები იცვლებიან“. მარკუს ავრელიუსს უმძიმეს ხანაში მოუწია იმპერატორობა. ფილოსოფოს იმპერატორს ძირითადად ომის ფილოსოფიის მარტივი დამარცხებაგამარჯვების საკითხების გადაჭრა უხდებოდა. მართლაც, რომაელები ჯერ აღმოსავლეთით პართიასთან აწარმოებდნენ ხანგრძლივ ბრძოლებს, შემდეგ კი რომის იმპერიას ჩრდილოეთიდან, ჩვეულებისამებრ, გერმანელმა ტომებმა შეუტიეს. გერმანელების შეტევა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მარკუს ავრელიუსს მათ შესაჩერებლად იმპერიის მთელი ძალების მობილიზაცია და გერმანელებთან ბრძოლების, საკუთრივ ხელმძღვანელობა დასჭირდა. ამჯერად გერმანელების შეჩერება მოხერხდა. მიუხედავად ამისა, სულ რამდენიმე წლის შემდეგ გერმანელები კვლავ აჯანყდნენ და რომის იმპერიის ტერიტორიაზე კვლავ შეიჭრნენ. ომის მსვლელობის პროცესში იმპერატორი მარკუს ავრელიუსი გარდაიცვალა. ახლა გარეშე მტრებს ქვეყნის შიდა აშლილობაც დაემატა, რომელიც იმპერიაში დაწყებული კრიზისის გამოხატულება იყო. რომში, ერთიმეორის მიყოლებით, არაერთი იმპერატორი შეიცვალა. არცერთი მათგანი ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაცვლილა. იმპერატორების მიერ, ვითომდა დასჯის მიზნით იმპერიის სხვადასხვა პროვინციების მაცხოვრებელთა მასობრივი გაწყვეტა რეგიონის ეკონომიკურ ცხოვრებას გამოუსწორებელ ზიანს აყენებდა. ამ მხრივ რომის იმპერატორმა კარაკალამაც გამოიჩინა თავი. კარაკალა დედინაცვალზე იყო

რომის იმპერია ძველი და ახალი ერების მიჯნაზე

ლონდონიუმი

ბიზანტიონი მასილა

რომი

კართაგენი

ტერენტუმი

პერგამონი

სირაკუზა

ბაბილონი

იერუსალიმი

კირენი

ალექსანდრია

რომის იმპერია 14 წელს 14-117 წლებში მიერთებული პროვინციები

92

დაქორწინებული. ერთხელაც აღმოსავლეთისაკენ სალაშქროდ მიმავალი იმპერატორი ეგვიპტის ალექსანდრიაში გაჩერდა. ალექსანდრიის მცხოვრებლებმა მას დაცინვა დაუწყეს და ოიდიპოსი უწოდეს. ალექსანდრიელებზე განაწყენებულმა იმპერატორმა ანტიკური მსოფლიოს ეს სახელგანთქმული მეგაპოლისი საშინლად დაარბია და ახალგაზრდების დიდი ნაწილი ამოწყვიტა. ამან, ბუნებრივია, საკუთრივ იმპერიის ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენა. იგივე კარაკალა ანტიკური ეპოქისათვის სრულიად უჩვეულო, ფრიად მნიშვნელოვანი და პროგრესული რეფორმის გამტარებლადაც გვევლინება. იმპერატორის 212 წლის საგანგებო ედიქტით (ბრძანებით) რომის იმპერიაში მოსახლე ყველა თავისუფალ ადამიანს რომის მოქალაქეობა მიენიჭა. ამ რეფორმას რომის როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ ცხოვრებაში პოზიტიური მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან ის რომის საზღვრებში მცხოვრებ ადამიანებს კანონის წინაშე ათანაბრებდა და მათ ეკონომიკური ცხოვრების მნიშვნელოვნად გაუმჯობესების საშუალებას აძლევდა.

კარაკალა რომის იმპერატორი 211-217 წლებში. მან 215 წელს დაარბია ალექსანდრია . ოიდიპოსი — ძველი ბერძნული მითოლოგიისა და ძველი ბერძენი ტრაგიკოსის ევრიპიდეს ტრაგედიის გმირი, რომელმაც ბედისწერით, მისდა უნებლიედ, საკუთარი მამა მოკლა და დედა ცოლად შეირთო.

რომის იმპერია ჯარისკაცთა იმპერატორობის ხანაში. III ს-ის 30-იანი წლებიდან (235 წ) რომის ისტორიაში დაიწყო ე. წ. ჯარისკაცთა იმპერატორობის ხანა, როდესაც იმპერატორებად ლეგიონები თავიანთ სარდლებს აყენებდნენ. სულ 50 წლის მანძილზე 12 იმპერატორი შეიცვალა. რომის იმპერიაში, პოლიტიკური კრიზისის პარალელურად, აღმოსავლეთის საზღვრებთანაც საქმეები არასახარბიელოდ წარიმართა. სასანიანთა სპარსეთი, ქართლი და სომხეთი. ზემოხსენებულ თარიღზე დაახლოებით ათი წლით ადრე, პართიის მეფეს სპარსეთის ერთ-ერთი სამხრეთული პროვინციის ფარსის სატრაპი — სასანიანთა საგვარეულოს წარმომადგენელი არდაშირი აუჯანყდა, რომელმაც ის გადამწყვეტ ბრძოლაში დაამარცხა. თვით პართიის ბოლო არშაკიანი მეფე ამ ბრძოლაში დაიღუპა. ამის შემდეგ სპარსეთის ისტორიაში ახალი სასანიანთა მმართველობის ხანა დაიწყო. ფარს-ი, რომელმაც ქართულ პოლიტიკურ-გეოგრაფიულ სახელწოდებას სპარს-ეთს (შეადარეთ: პერსია — რუსულად) დაუდო სათავე, სპარსული პროვინცია იყო, საიდანაც, დაახლოებით რვა საუკუნის წინ აქემენიანთა სპარსული სამეფო დინასტიაც გამოვიდა. სასანიანთა დინასტიის გამეფებით სპარსეთი ახალ სახელმწიფოდ გარდაიქმნა. ნახევრად დაშლილი, ელინისტური პართიის ნაცვლად, ძლიერი, ცენტრალიზირებული და სპარსული კულტურულ-რელიგიური ტრადიციების აღდგენის სურვილით შეპყრობილი სახელმწიფო წარმოიშვა. სასანიანები ზოროასტრ ქურუმთა უმაღლეს საგვარეულოს ეკუთვნოდნენ. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ მათი მმართველობის დასაწყისშივე სპარსეთში ზოროასტრიზმი, ანუ მაზდეანობა, კვლავაც სახელმწიფო რელიგიად იქცა. ეს, ფაქტობრივად, სპარსეთში არსებული რელიგიური ვითარების უფრო აღიარება იყო, ვიდრე ახლის დანერგვა, ვინაიდან, დიდი საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ პართული დინასტიის მმართველობის თითქმის ხუთას წლიანი პერიოდის განმავლობაში, ქვეყნის მმართველი ელიტის ზედაპირული ბერძნიზირებისდა მიუხედავად, სპარსეთის მოსახლეობის უმრავ-

93

ფარსის პროვინციის მმართველი, სასანიანთა სპარსეთის პირველი შაჰი და სასანიანთა სამეფო დინასტიის ფუძემდებელი არდაშირ პაპაკის ძე პართიის მეფეს, არტაბან V-ს (223-224) 224 წ. აუჯანყდა, მან მეფე მოკლა, ხოლო 226 წელს საზეიმოდ სამეფო გვირგვინი დაიდგა. არდაშირი სპარსეთს 226-240 წლებში განაგებდა.

შაბურ I არდაშირის ძე — სასანიანი შაჰი 241-272 წლებში.

შაბურ I-მა რომის იმპერატორი ვალერიანი 260 წელს ბრძოლაში დაატყვევა.

ლესობა კვლავაც მშობლიურ ზოროასტრულ რელიგიას მისდევდა. მმართველი დინასტიის სახელის მიხედვით ისტორიკოსები ამ ხანის სპარსეთს სასანიანთა სპარსეთს უწოდებენ. სასანიანთა ხანაში მაზდეანობა მახლობელი აღმოსავლეთის ერთ-ერთ მძლავრ რელიგიურ სისტემად ჩამოყალიბდა, რომელსაც მტკიცედ გაწერილი დოგმატიკა და მღვდელმსახურების წესი ჰქონდა. მაზდეანი ქურუმები — მობადები და სერბადები დიდ მიწებსა და ქონებას ფლობდნენ და მორწმუნეთაგან დიდი შემოსავალიც შემოსდიოდათ. მათ მნიშვნელოვანი ძალაუფლებაც ჰქონდათ, ვინაიდან, ქურუმთა ხელში იყო განათლება და სამართალი. სასანიანთა სპარსეთი თავისებურ წოდებრივ — კასტურ სახელმწიფოს წარმოადგენდა, რომელიც, თავდაპირველად, ოთხ წოდებად იყოფოდა. გაბატონებულ წოდებებს მეომრები, მოხელეები და სასულიერო პირები მიეკუთვნებოდნენ, მეოთხე წოდებას, რომელიც გადასახადით იბეგრებოდა, გლეხები, ხელოსნები და ვაჭრები ქმნიდნენ. ერთი წოდებიდან მეორეში გადასვლა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. სასანიანი შაჰების ძალაუფლება მეფიდან არა უფროს ვაჟზე, არამედ სამეფო ოჯახში უფროსზე (ძმა, ბიძა) გადადიოდა, რაც სამეფო ხელისუფლებას ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში ბევრგან ახასიათებდა. ამიტომ, შაჰები ცდილობდნენ უფლისწულისთვის გზა ტახტისაკენ თავიანთ სიცოცხლეშივე უზრუნველეყოთ. სასანიანთა სპარსეთის შაჰის ძალაუფლება ფორმალურად შეუზღუდავი იყო. თუმცა, რეალურად, ქვეყნის მართვაში როგორც აქემენიანთა, ისე არშაკიანთა ხანაში, დიდ როლს თამაშობდნენ ე. წ. „უხუცესები“, რომლებიც სპარსეთის გავლენიანი არისტოკრატიული საგვარეულოების თავკაცები იყვნენ. ახალი, სასანიანთა სპარსეთის დედაქალაქად კვლავაც ქტეზიფონი დარჩა. სასანიანებმა რეგიონების მმართველობაც შეცვალეს. ნახევრად დამოუკიდებელი სატრაპების ნაცვლად ჯერ შაჰის დანიშნული პიტიახშები განაგებდნენ ქვეყნებს, შემდგომ კი რეგიონები გამსხვილდა და ქვეყანა 4 ქუსტაკად დაიყო, რომლებიც თავის მხრივ სამარზპანოებად იყოფოდა. ქართლის სამეფო და რანი (ალბანეთი) ერთ მარზპანს ემორჩილებოდა, რომლის მთავარი რეზიდენცია ბარდავში იყო. სასანურ სპარსეთს პართიისაგან მემკვიდრეობით ორი უმთავრესი რამ ერგო: გეოპოლიტიკური მდებარეობა, რაშიც „აბრეშუმის გზის“ უდიდესი მონაკვეთის ფლობას ვგულისხმობთ, და დასავლელ მეზობელთან — რომთან, ხოლო ცოტა მოგვიანებით, რომის იმპერიის ორად გაყოფის შემდეგ, მის აღმოსავლეთ ნაწილთან ბიზანტიასთან ომები. რომის იმპერიას სპარსეთი შუამდინარეთს, სომხეთს და სამხრეთ კავკასიას ედავებოდა. სპარსეთის პირველი სასანიანი შაჰი არდაშირი საკუთრივ სპარსეთის პროვინციების შემომტკიცებითა და შიდა რეფორმებით იყო დაკავებული და მეზობლებისათვის ნაკლებად ეცალა. მისი ვაჟის შაბურ I-ის დროს კი ვითარება შეიცვალა. შაბურმა რომთან რამდენიმე ბრძოლა მოიგო. ერთერთ ბრძოლაში მან თვით რომის იმპერატორიც კი დაატყვევა, რაც იმხანად უპრეცედენტო შემთხვევად იქნა აღქმული და იმჟამინდელ მსოფლიოში უდიდესი გამოხმაურებაც ჰპოვა.

94

უნდა აღვნიშნოთ, რომ იმ სახელმწიფოთა შორის, რომლებმაც შაბურს საქციელი არ მოუწონეს და რომის მესვეურებს იმპერატორის განთავისუფლების საქმეში დახმარება აღუთქვეს, ქართლის მეფე ამაზასპიც იყო. ქართლის მეფე ამაზასპ III ს-ის შუა წლების სამხრეთ კავკასიის გამოჩენილი ფიგურაა. თავდაპირველად ის თავის ცოლისძმა სომხეთის მეფე ხოსროსთან ერთად, თავს რომაელთა ბანაკში მოიაზრებდა და სპარსეთის მეფეს შაბურს ებრძოდა, მაგრამ რომის მიერ შაბურთან ბრძოლაში განცდილი მორიგი მარცხისა და შაბურის დავალებით სომხეთის მეფის ხოსროს მოწამვლის შემდეგ, ამაზასპი იძულებული გახდა, სპარსეთის მიმართ თავისი პოლიტიკა შეეცვალა. შაბურმა სომხეთის ტახტზე თავისი უფროსი ვაჟი ჰორმიზდ-არდაშირი აიყვანა, რომელმაც ამაზასპის დაზე იქორწინა. ამაზასპმა სპარსეთს მორჩილება აღუთქვა. მორჩილების აღთქმა ხანგრძლივი არ გამოდგა. საბოლოოდ, ამაზასპი მაინც სპარსეთთან ბრძოლაში დაიღუპა, ქართლის ტახტზე კი შაბურის შვილიშვილი, სპარსეთის მომავალი შაჰის ჰორმიზდარდაშირის ვაჟი, და იმავდროულად, ქართლის დაღუპული მეფის ამაზასპის დისწული გამეფდა. მას ძველი ქართული საისტორიო ტრადიცია რევის სახელით იცნობს. ასე დამკვიდრდა საქართველოში სასანური განშტოება, რომელსაც ქართული საისტორიო წყაროები ხოსროიანებად მოიხსენიებენ. რევის ვაჟი იყო საქართველოს პირველი ქრისტიანი მეფე მირიანი. რომის იმპერატორი დიოკლეტიანე. სპარსელებთან ბრძოლაში გარდატეხის შეტანა მხოლოდ რომის იმპერატორმა დიოკლეტიანემ შესძლო. დიოკლეტიანე წარმოშობით დალმაციიდან იყო — გააზატებული მონის შვილი. ის არც დიდი მხედართმთავარი იყო და არც განათლებული პიროვნება, სამაგიეროდ დიდი ორგანიზატორული ნიჭი ჰქონდა. დიოკლეტიანემ იმპერია ძლიერი კრიზისის ხანაში ჩაიბარა. იმპერიის ყველა კუთხეში აჯანყება მძვინვარებდა. დიოკლეტიანემ იმპერიის გაძლიერების პირობად რომის სახელმწიფო წყობილების კიდევ უფრო ცენტრალიზაცია და აბსოლუტური ხელისუფლების დამკვიდრება მიიჩნია. ასე დასრულდა რომის ისტორიაში, როგორც გვახსოვს, სახელმწიფოს მმართველობის პრინციპატის ხანა და დაიწყო დომინატის ეპოქა. დიოკლეტიანემ თავისებური პოლიტიკური მმართველობის ფორმა — ტეტრარქია შემოიღო, რაც ოთხთა მმართველობას ნიშნავს. მართლაც, ტახტზე ასვლისთანავე დიოკლეტიანემ თავისი თანამმართველიც დააყენა, რომელსაც, თავის მსგავსად, ავგუსტუსის ტიტული უბოძა. შემდეგ ამ ორმა ავგუსტუსმა მოადგილეები — კეისრები დაინიშნეს. მმართველობის ახალი ფორმის შესაბამისად გარდაიქმნა ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობაც, რომელმაც დასრულებული სახე დიოკლეტიანეს მემკვიდრის, კონსტანტინე დიდის ხანაში მიიღო. იმპერია ოთხ: გალიის, იტალიის, ილირიისა და აღმოსავლეთის პრეფექტურებად დაიყო. პრეფექტურას პრეფექტი განაგებდა. პრეფექტურა ოლქებისაგან შედგებოდა. ოლქების რაოდენობა იმპერიაში სულ 12-ით განისაზღვრა. ეს

95

დალმაცია ისტორიული ოლქი თანამედროვე ხორვატიისა და ჩერნიგორიის ადგილას. გააზატებული — გათავისუფლებულს ნიშნავს. პრინციპატი (ლათ. Princeps-დან, "პირველი პირველთა შორის") - მმართველობის ფორმა ადრეულ რომის იმპერიაში. პრინციპატი წარმოადგენდა ადრეული იმპერიის მართვის ფორმას, როდესაც რესპუბლიკური ტრადიციები ჯერ კიდევ ძლიერი იყო და ინსტიტუტები შენარჩუნებული იყო, ასევე პრინცეპსს ესაჭიროებოდა სენატის აღიარება. დომინატი (ლათ. dominus-დან, ბატონს ნიშნავს) - მმართველობის ფორმა გვიანდელ რომის იმპერიაში. დომინატის ჩამოყალიბება უკავშირდება იმპერატორ დიოკლეტიანეს. დომინატი პრინციპატისგან განსხვ ავებით აბსოლუტურ მონარქიას წარმოადგენდა. იმპერატორი უკვე აღარ ეყრდნობოდა სენატს და სხვა რესპუბლიკურ ინსტიტუტებს.

ილირია



დასავლეთ ბალკა-

ნეთის ნახევარკუნძულის სახელწოდება.

ძველი

თორმეტი ოლქი კი მთლიანობაში 100 პროვინციას აერთიანებდა. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის რეფორმას სამხედრო რეფორმაც მოჰყვა, რომლის მიზანი სამხედრო შენაერთების ქმედითუნარიანობის ამაღლება და ზოგადად, არმიაში სამხედრო დისციპლინის გაძლიერება გახლდათ: არმიაში სამხედრო შენაერთების — ლეგიონების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, სამაგიეროდ, თვით ლეგიონებში ჯარისკაცთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. სულ რომის არმია იმ ხანად 600.000 მეომარს ითვლიდა. საზღვრისპირა პროვინციებში ჩასახლებული ლეგიონები სასაზღვრო მეომრებისაგან შედგებოდა. მმართველობისა და არმიის რეფორმამ ეკონომიკას ვერ უშველა. რომში ინფლაცია მძვინვარებდა, რის შედეგადაც ფასებმა კატასტროფულად მოიმატა. იმ ხანად ეკონომიკური კანონების, შეიძლება ითქვას, არავითარი ცოდნა არ არსებობდა; პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთ გზად ჩვეული, ძალისმიერი მეთოდი მიაჩნდათ. დიოკლეტიანემაც საგანგებო ედიქტით ფასების მაქსიმუმი დააწესა და ფასების თვითნებურად გაზრდისთვის სიკვდილით დასჯა შემოიღო. რა თქმა უნდა, ამ ედიქტმა რომში ეკონომიკური კრიზისი ვერ შეაჩერა. ამის შემდეგ, იმპერატორმა სპარსეთს ახალი ძალით შეუტია და მნიშვნელოვანი გამარჯვებებიც მოიპოვა. რომმა სომხეთის დაბრუნება და იქ შაბურის მიერ მოკლული სომხეთის მეფის ხოსროს ვაჟის — თრდატის ტახტზე აყვანა მოახერხა. ეს რომის დიდი წარმატება იყო, ხოსროს დაღუპვის შემდეგ ხომ თრდატი რომში იზრდებოდა და სამხედრო კარიერაც რომის არმიაში გაიარა. ბუნებრივია, რომში გაზრდილი და ნამსახური კაცი, რომის პოლიტიკის გამტარებელიც იქნებოდა, მით უფრო, რომ ტახტის დაბრუნებაც რომის მეშვეობით მოახერხა. ყველაზე მძიმე მარცხი სპარსეთმა 298 წელს ნისიბინთან იგემა, რის შემდეგაც მას რომთან არცთუ სახარბიელო საზავო ხელშეკრულების დადება მოუხდა. ნისიბინის ზავით, ქართლი და სომხეთი რომის მფარველობის ქვეშ გადავიდა. იმავდროულად დიოკლეტიანეს მმართველობა, როგორც გვახსოვს, ქრისტიანთა დევნით აღინიშნა. ვინც ქრისტიანულ მრწამსზე უარს არ იტყოდა სიკვდილით ისჯებოდა. ეს რომის იმპერიაში ქრისტიანების ბოლო, მაგრამ ყველაზე სასტიკი დევნა იყო.

დიოკლეტიანე

კეისარი კონსტანტინე

კონსტანტინესა და წმ.

რომის იმპერატორი

დიდი

ელენეს ხატი

284-305

306-337 96

დიოკლეტიანე ერთადერთი რომის იმპერატორია, რომელმაც სიცოცხლეში თქვა საიმპერატორო გვირგვინზე უარი. სრულიად მოულოდნელად დიოკლეტიანემ ხალხისა და ჯარის თანდასწრებით იმპერატორობაზე ნებაყოფლობით უარი განაცხადა და თავის მშობლიურ დალმაციაში ქალაქ სალონში დასახლდა. იქ მან უბრალო ცხოვრებას მიჰყო ხელი. მას ყვავილებისა და ბოსტნეულის განსაკუთრებით კი კომბოსტოს მოყვანა შეუყვარდა. პოლიტიკიდან წასვლამ დიოკლეტიანეს სულიერი სიმშვიდე ვერ მოუტანა. მისი მემკვიდრეობის მიღებისათვის იმპერიაში დიდი ბრძოლა გაჩაღდა, რამაც მისი ცოლი და ქალიშვილი შეიწირა. რომის იმპერატორი კონსტანტინე დიდი. თავდაპირველად დიოკლეტიანეს მიერ შემოღებული ახალი მმართველობის ფორმის თანახმად რომს ერთხანს ორი იმპერატორი, ერთი აღმოსავლეთში და მეორე დასავლეთში, განაგებდა, თუმცა უმნიშვნელოვანეს საკითხებს ერთად წყვეტდნენ. ერთერთი ასეთი საკითხი, რომლის ირგვლივ იმპერატორებმა გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს, ჩვენთვის უკვე ცნობილი მილანის ედიქტი იყო. საბოლოოდ კონსტანტინემ, რომელიც იმპერიის დასავლეთ ნაწილს განაგებდა, მეტოქე დაამარცხა და ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი გახდა. ისტორიაში ის კონსტანტინე დიდის სახელით შევიდა. კონსტანტინემ რომის იმპერიის დედაქალაქის რომიდან აღმოსავლეთში, მცირე აზიაში გადატანა გადაწყვიტა. ამ მიზნისთვის მან ძველი ბერძნული ქალაქის, ბიზანტიონის ნაქალაქარი აირჩია და მომავალი დედაქალაქის საზღვრები საკუთარი შუბით მოხაზა. იმპერატორის სურვილით და წაქეზებით ქალაქი მალე, სულ ოთხ წელიწადში აშენდა. ასე დაიბადა ახალი ქალაქი კონსტანტინოპოლი, რაც კონსტანტინეს ქალაქს ნიშნავს. კონსტანტინოპოლმა საუკუნეთა მანძილზე მსოფლიო ისტორიაში უდიდესი როლი ითამაშა. კონსტანტინემ ქალაქში მრავალი ბრწყინვალე შენობა ააგო. მათ შორის იპოდრომი და იმპერატორის „საღმრთო სასახლე“ გამოირჩეოდა. კონსტანტინემ თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი როგორც წარმართმა გაატარა, თუმცა ბოლოს თანდათანობით ქრისტიანობისაკენ გადაიხარა. კონსტანტინემ დაიწყო წარმართული ტაძრებიდან ძვირფასეულობის გატანა და ზოგიერთი მათგანი დაანგრია კიდეც. ქრისტიანობაზე განსაკუთრებით თავდადებული იყო მისი დედა ელენე დედოფალი, რომელიც წარმოშობით დაბალ წრეებს ეკუთვნოდა. თვითონ მოუნათლავმა იმპერატორმა საეკლესიო ცხოვრების მოწესრიგება დაიწყო. მისი ინიციატივით 325 წელს ჩვენთვის უკვე ცნობილი ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრება გაიმართა, რომელმაც რომის იმპერიაში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად აღიარა. იმავდროულად კონსტანტინემ პალესტინაში რამდენიმე ტაძარი ააგო. მან დაანგრია წარმართული ღვთაების აფროდიტეს ტაძარი, რომელიც, გადმოცემით, ქრისტეს საფლავის ადგილას იდგა და იქ მარმარილოს ეკლესია ააშენა. მალე, დედოფალ ელენეს თხოვნით, იმპერატორმა ეკლესია ბეთლემშიც, იესო ქრისტეს დაბადების ადგილასაც აღმართა. კონსტანტინე იმპერატორობის პერიოდში ხშირად ავადმყოფობდა. სიკვდილის წინ მან ქრისტიანობის მიღება

97

კონსტანტინე დიდი ერთპიროვნულად მართავდა 324 წლიდან. მას შემდეგ, რაც თავის მეტოქე აღმოსავლეთ რომის იმპერატორ ლიცინიუსთან საბოლოო გამარჯვებას მიაღწია.

კონსტანტინოპოლი 326-230 წლებში აშენდა.

დედოფალი ელენე, კონსტანტინე დიდის დედა მოინათლა 326 წელს პალესტინაში, მდინარე იორდანეში.

გადაწყვიტა. იმპერატორს მონათვლა, ქრისტეს მსგავსად, მდ. იორდანეში უნდოდა, მაგრამ ხელი ავადმყოფობამ შეუშალა. მაშინ ის საწოლში, ავადმყოფი მოინათლა. ნათლობის დასრულების დროს კონსტანტინემ წარმოთქვა: „ახლა გაქრა ყოველგვარი ორაზროვნება“. მოკლე ხანში, იმავე წელს, კონსტანტინე დიდი სიცოცხლეს გამოესალმა. ცოტა ხნით ადრე მისი ღვთისმოსავი დედა, ელენე დედოფალი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. IV ს-ის ბოლოს, იმპერიის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი რამ მოხდა: 395 წელს რომის იმპერია, საბოლოოდ, ორად გაიყო. ეს გადაწყვეტილება იმპერატორმა თეოდოსიმ სიკვდილის წინ მიიღო, როდესაც რომის იმპერია თავის ორ შვილს არკადიუსს და ჰონორიუსს გაუყო. აქედან ჰონორიუსს წილად იმპერიის დასავლეთი ნაწილი ქალაქ რომითურთ, არკადიუსს კი აღმოსავლეთი ნაწილი დედაქალაქ კონსტანტინოპოლითურთ ხვდა. ამის შემდეგ ეს მსოფლიო იმპერია აღარ გაერთიანებულა.

ვესტგოთები გერმანულად

დასავლეთის გოთებს ნიშნავს.

ვესტგოთების შემოსევები და ალარიხი. IV საუკუნის დასასრულს რომის იმპერიას, ალარიხის მეთაურობით, გერმანულმა ტომებმა, ვესტგოთებმა, ახალი ძალით შემოუტიეს. რომაელთა არმიაც ამ დროს, ფაქტობრივად, იმპერიის სამსახურში მყოფი გერმანელებისაგან შედგებოდა. ასე რომ, დასავლეთ რომის იმპერიას გერმანელები იცავდნენ და გერმანელები უტევდნენ. რომზე ერთ-ერთი შეტევის დროს, ალარიხთან რომაელი ელჩები გამოცხადდენ და დაზავება სთხოვეს. ვესტგოთების ბელადმა, ამის ფასად ქალაქში არსებული ოქრო-ვერცხლის, ძვირფასეულობის გადმოცემა და გერმანელი მონების განთავისუფლება მოითხოვა. შეძრწუნებული ელჩების შეკითხვაზე, თუ რას უტოვებდა ის რომაელ ხალხს, ალარიხმა ამაყად უპასუხა: „თქვენს სიცოცხლეს“. საბოლოოდ, 410 წლის 24 აგვისტოს ვესტგოთებმა ალარიხის მეთაურობით, რომი იერიშით აიღეს. თავისი თითქმის ათასორასწლოვანი ისტორიის მანძილზე ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც „მარადიული ქალაქი“ მტერს დანებდა. ვესტგოთები ხუთი დღის განმავლობაში ძარცვავდნენ რომს. ამ ძარცვას მხოლოდ ქრისტიანული ეკლესიები გადაურჩა, რადგან ალარიხიც ქრისტიანი იყო. ალარიხი იმავე 410 წლის შემოდგომაზე სამხრეთ იტალიაში გარდაიცვალა. ალარიხის სიკვდილის შემდეგ დასავლეთ რომის იმპერიამ კიდევ ნახევარ საუკუნეზე ცოტა მეტ ხანს იარსება. იმპერიაში, პრაქტიკულად, გერმანული მოდგმის ტომებიდან გამოსული ჯარისკაცები ბატონობდნენ. რომის სამსახურში მყოფი გერმანელი მხედართმთავრები თავისი ნებასურვილით ცვლიდნენ იმპერატორებს. 476 წლის 28 აგვისტოს ერთ-ერთი გერმანული ტომის ბელადმა, ოდოაკრმა ტახტიდან გადმოაგდო დასავლეთ რომის იმპერიის მცირეწლოვანი უკანასკნელი იმპერატორი, რომელსაც ბედის ირონიით რომის ლეგენდარული დამაარსებლისა და პირველი მეფის მსგავსად,

98

რომულუსი ერქვა. ამით დასავლეთ რომის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა. როგორც გვახსოვს, რომის დაარსების თარიღად ძვ. წ. 754/5 წელი ითვლება. ასე რომ, რომის სახელმწიფომ 1230 წელი იარსება. მისი ისტორია ლეგენდარული რომულუსით დაიწყო და უმწეო რომულუსით დასრულდა. ოდოაკრის მიერ რომის აღების თარიღი, როგორც გვახსოვს, იმ სიმბოლურ თარიღად იქცა, რომელიც კაცობრიობის ძველ, ანუ ანტიკურ პერიოდს შუა საუკუნეებიდან მიჯნავს. ჩინეთი ძინის იმპერიის ხანაში. ხანთა იმპერიის დაშლის შემდეგ ჩინეთში ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს შინაომი და არეულობა სუფევდა, რასაც ეკონომიკის მოშლა და დემოგრაფიული კატასტროფა მოჰყვა. იმპერიის გამთლიანება მხოლოდ III ს-ის 60-იანი წლების დასაწყისში მოხერხდა. ქვეყნის გამაერთიანებელ მეფეს დიდხანს არ მოუწია იმპერატორობა. ის მალე, მისმა მხედართმთავარმა სიმა იანმა ტახტიდან ჩამოაგდო. თავდაპირველად, სიმა იანმა, სწორედ ქვეყნის გაერთიანებისათვის ბრძოლებში ისახელა თავი, მაგრამ შემდგომში ის მხოლოდ მხედართმთავრობას აღარ დასჯერდა და იმპერატორის ტახტიც მიიტაცა. სიმა იანმა თავის დინასტიას ძინის სახელი უწოდა. გუპტას იმპერია ინდოეთში. მაურიების იმპერიის დაცემის შემდეგ, ინდოეთი კვლავაც მრავალ სახელმწიფოდ დაიშალა. ახ. წ. I ს-ში ინდოეთში დღევანდელი ტაჯიკეთის ტერიტორიიდან ირანული მოდგმის ქუშანები შეიჭრნენ. მათ ინდოეთის დიდი ნაწილი დაიპყრეს და ქუშანთა იმპერია შექმნეს, რომელიც უზარმაზარ ტერიტორიას არალის ზღვიდან მდ. განგამდე — აერთიანებდა. ახ. წ. III ს-ის შუა წლებში ქუშანთა იმპერიაც დაიშალა. დაახლოებით ერთი საუკუნის შემდეგ, IV ს-ის I ნახევარში ინდოეთის გამაერთიანებელი ახალი გუპტას დინასტია გახდა. გუპტას იმპერიის ძლიერების ხანად IV-V სს-ის მიჯნაზე, მეფე ჩანდრაგუფთას (380-415) მმართველობა მიიჩნევა, როდესაც მის ხელქვეშ თითქმის მთელი ინდოეთი გაერთიანდა. იმ ხანად ინდოეთის ეკონომიკამ და კულტურამ განვითარების საკმაოდ მაღალ დონეს მიაღწია. განსაკუთრებით, აღსანიშნავია ის, რომ ამ ხანის ინდოეთში შეიქმნა ყველა დროის გამორჩეული თამაში — ჭადრაკი. ამავე ხანებში სწორედ ინდოეთში შეიქმნა თანამედროვე ციფრული სისტემა, რომელსაც მოგვიანებით, მისი უკვე არაბების მიერ გავრცელების გამო, არაბული ეწოდა. ბიზანტია და სპარსეთი V-VI სს-ში. V საუკუნეში აღმოსავლეთ რომის იმპერიამ, იგივე ბიზანტიამ წარმატებით მოიგერია გერმანული და სლავური ტომების შემოსევები; იმავდროულად სასანიანთა სპარსეთმა აღმოსავლეთიდან თურქული მოდგმის ტომების მოწოლის შეჩერება შესძლო. VI საუკუნეში ეს ორი დიდი იმპერია თავისი ძლიერების მწვერვალზე იმყოფებოდა. ბიზანტიამ განსაკუთრებულ სიძლიერეს იმპერატორ იუსტინიანე I-ის ხანაში მიაღწია. იუსტინიანე ძალზე შრომისმოყვარე იყო. მას ეკუთვნის გამო-

99

იუსტინიანე I — იმპერატორი 527-565 წლებში.

ხოსრო I ანუშირვანი — სპარსეთის შაჰი, 531-579.

ხოსრო II ფარვიზი, ხოსრო I-ის შვილიშვილი, სპარსეთის შაჰი 531-628 წლებში.

ჰერაკლესა და ხოსრო II შორის ბოლო ბრძოლა 627 წელს სპარსეთის დედაქალაქ ქტესიფონის მახლობლად მოხდა.

სასანიანთა სპარსეთის უკანასკნელი შაჰი ხოსრო II-ის შვილიშვილი იეზდიგერდ III (632-652) იყო.

თქმა: „იმპერატორს არასოდეს სძინავს“. ბიზანტიის იმპერატორი თავისი განათლებითაც გამოირჩეოდა. ის კარგად იცნობდა იურისპრუდენციას და სამართლის ისტორიაში რომაული სამართლის კორპუსის შექმნით ისახელა თავი. იუსტინიანე აქტიურ საგარეო პოლიტიკას ატარებდა. ის რომის ერთიანი იმპერიის აღდგენაზე ოცნებობდა. ამ მიზნით მან ჩრდილოეთ აფრიკაში, ესპანეთსა და იტალიაში გერმანელი ტომების მიერ ახლადშექმნილი ბარბაროსული სამეფოების წინააღმდეგ წარმატებით ილაშქრა და თავისი ოცნება, მნიშვნელოვანწილად, აისრულა — ძველი რომის იმპერიის დიდი ნაწილი ერთ ხანს კონსტანტინოპოლის საიმპერატორო ტახტის ქვეშ გააერთიანა. ამავე პერიოდში სასანიანი შაჰების ხელქვეშ მთელი დღევანდელი ირანი და ავღანეთი, ქვემო შუამდინარეთი (დღევანდელი ერაყი) იყო გაერთიანებული. სომხეთის სამეფო სპარსეთმა ჯერ კიდევ IV ს-ის I მეოთხედში (428), გააუქმა და მისი უდიდესი ნაწილი თავის სამფლობელოს, უშუალოდ, შეუერთა. მოგვიანებით (452) სპარსეთმა მეფობა ალბანეთშიც გააუქმა. რაც შეეხება ქართულ სამეფოებს, ქართლიც (იბერიას) და ეგრისიც (ლაზიკას) V-VI სს-ის მიჯნაზე სპარსეთის ვასალები იყვნენ. ბიზანტიას, რომის იმპერიისაგან მემკვიდრეობით, სპარსეთთან ომები ერგო, რომელიც ცვალებადი წარმატებებითა და არცთუ ხანგრძლივი დაზავებებით, თითქმის ორსაუკუნენახევარი, სასანური სპარსეთის არაბთა მიერ გაანადგურებამდე გრძელდებოდა. ამ ომების საბაბი სხვადასხვა იყო, მიზეზი კი, ისევ და ისევ ჩვენთვის უკვე ცნობილი აბრეშუმის გზის უფრო დიდი მონაკვეთის ხელში ჩაგდების თუ აბრეშუმის გზის ალტერნატიული ჩრდილოეთის მონაკვეთის გაჭრის მცდელობის ხელის შეშლა, მოგვიანებით კი, უკვე ამოქმედებული ჩრდილოეთის გზის კავკასიურ მონაკვეთზე კონტროლის დაწესება იყო. განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა ბიზანტიასპარსეთის ომი, რომელიც VI ს-ის შუა წლებში იუსტინიანე Iისა და სასანიანთა სპარსეთის სახელგანთქმული შაჰის ხოსრო I ანუშირვანის ხანაში მიმდინარეობდა. როგორც გვახსოვს, VI ს-ისათვის ბიზანტიამ ჩრდილოეთის აბრეშუმის გზის დასავლეთ საქართველოზე გამავალი განშტოება აამუშავა. ასეთ ვითარებაში სპარსეთისათვის დასავლეთ საქართველოს დაპყრობამ უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა, მით უფრო, რომ მას შავი ზღვის სანაპიროზე ფეხის მოკიდებაც სურდა. იუსტინიანე I-სა და ხოსრო ანუშირვანს შორის ატეხილი ბიზანტია-სპარსეთის ომი გარდამავალი უპირატესობით

ჰერაკლე — ბიზანტიის კეისარი

აია სოფია დღეს.

610-641 100

მიმდინარეობდა. ომის მსვლელობაში სპარსეთმა ერთხანს დასავლეთ საქართველოს როგორც ზღვისპირეთი, ისე მაღალმთიანი რეგიონი სვანეთიც კი დაიკავა. თუმცა შემდგომში იძულებული გახდა, დაკავებული ტერიტორია დაეცალა და ბიზანტიისათვის დაეთმო. ბოლო ომს ანტიკურობისა და შუა საუკუნეების გასაყარზე მდგომ ამ ორ უდიდეს იმპერიას შორის VII ს-ის I მესამედში ხოსრო I-ის შვილიშვილის, სპარსეთის შაჰის ხოსრო II -ესა და ბიზანტიის კეისარ ჰერაკლეს მმართველობის ხანაში ჰქონდა ადგილი და ჰერაკლე კეისრის გამარჯვებით დამთავრდა. მარცხს სპარსეთში დიდი არეულობა მოჰყვა. ოთხ წელიწადში ათზე მეტი შაჰი შეიცვალა. დაუსრულებელმა ომებმა როგორც სპარსეთი, ისე ბიზანტიაც დაასუსტა და ორივე ქვეყანას ადამიანური თუ ფინანსური რესურსები მნიშვნელოვანწილად გამოაცალა. ამას სპარსეთისათვის შედეგად, არაბთა მიერ მისი სრული განადგურება მოჰყვა. სპარსეთზე გამარჯვებით დიდხანს ვერც ბიზანტიის კეისარმა ჰერაკლემ ისარგებლა. არაბებმა ბიზანტიას, როგორც აფრიკაში, ისე იმპერიის სამხრეთსა და აღმოსავლეთში, ტერიტორიის ნახევარი წაართვეს. V-VI საუკუნეები რთული და გარდამავალი ხანა იყო ბიზანტიის იმპერიის კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამ პერიოდში, განსაკუთრებით კი იუსტინიანეს იმპერატორობის ხანაში, ბიზანტიის კულტურამ დიდ წარმატებას მიაღწია. იუსტიანიანე დიდ ყურადღებას აქცევდა საეკლესიო ცხოვრებას და საეკლესიო მშენებლობას. მისი ბრძანებით აგებულ ტაძრებს შორის, განსაკუთრებით, აია სოფიის დიდებული ტაძარი გამოირჩევა. V-VI საუკუნეების ბიზანტიაში ისტორიოგრაფიაც დიდ აღმავლობას განიცდიდა. ამ ხანის აღწერა არაერთმა გამოჩენილმა ბიზანტიელმა ისტორიკოსმა დაგვიტოვა. მათ შორის, განსაკუთრებით, აღსანიშნავია პროკოპი კესარიელი. ამავე დროს, იმპერიაში ძველი წარმართული კულტურისა და მეცნიერების დევნა გრძელდებოდა. ასე მაგალითად, ჯერ კიდევ IV ს-ში განადგურდა ალექსანდრიის ცნობილი სამეცნიერო ცენტრი და ნაწილობრივ დაწვეს ალექსანდრიის განთქმული ბიბლიოთეკა. იმპერატორ იუსტინიანე Iის ბრძანებით დახურეს (529 წელს) ათენის სკოლაც, რომელიც ათენის პლატონის აკადემიის ბაზაზე შეიქმნა და თითქმის ათასი წელი იარსება. ანტიკური ცივილიზაციის საზღვრები. როგორი იყო მსოფლიოს პოლიტიკური რუკა ახ. წ. III-V სს-ში? ატლანტიკის ოკეანიდან ჩინეთის ზღვამდე და წყნარ ოკეანემდე სივრცეს სულ რამდენიმე დიდი იმპერია ინაწილებდა: რომის, რომელიც IV ს-ის მიწურულს, როგორც გვახსოვს, დასავლეთ და აღმოსავლეთ იმპერიებად გაიყო; სასანური სპარსეთი, რომელიც ირანის ზეგანის გარდა აღმოსავლეთ ამიერკავკასიას, ცენტრალურ აზიას და ინდოეთში მდინარე ინდის აუზის დიდ ნაწილს მოიცავდა, გუფთას იმპერია ინდოეთში და ცინის იმპერია ჩინეთში. ამ იმპერიების მიღმა ჩრდილოეთი სივრცე — მდ. რაინის აღმოსავლეთით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა, ისევე, როგორც ურალის მთების აღმოსავლეთით მდებარე აზიის უზარმაზარი ტერიტორია ჩინეთამდე და წყნარ ოკეანემდე, ანუ თანამედროვე რუსეთის მთელი ტერიტორია და ამ მსოფლიო იმპერიების სამხრეთით

101

მდებარე არაბეთის ნახევარკუნძული განვითარების უფრო დაბალ, გვაროვნულ-თემურ საფეხურზე მყოფი ბარბაროსი ხალხებით იყო დასახლებული, რომლებიც პერიოდულად, გაძარცვის მიზნით, დიდი იმპერიების საზღვრებში იჭრებოდნენ, მაგრამ იმპერიების ძლიერების ხანაში მიზანს პრაქტიკულად ვერ აღწევდნენ. ვინაიდან რომის იმპერია ანტიკურ სამყაროში, შეიძლება ითქვას, ერთადერთი იყო, რომელმაც სხვებისაგან განსხვავებით თავის თავში მოიცვა და გააერთიანა, როგორც ანტიკური მოწინავე სამიწათმოქმედო, ისე საზღვაო ცივილიზაციების მიღწევები. ამიტომ ჩვენ ანტიკური ცივილიზაციის მონაპოვრებზე ძირითადად რომის იმპერიის მაგალითზე ვისაუბრებთ. რომაელებმა, ჯერ კიდევ მთელ ხმელთაშუაზღვისპირეთში საბოლოო გაბატონებამდე, შეითვისეს ელინისტური კულტურა და კარგადაც გამოიყენეს მისგან მემკვიდრეობით მიღებული ეკონომიკური მიღწევები და საზოგადოებრივი, თუ პოლიტიკური ინსტიტუტებიც. ბერძნული ცივილიზაცია, რომელმაც საუკეთესო გამოვლინებას ათენის ქალაქ-სახელმწიფოში მიაღწია, თავისი არსებით ძირითადად, საზღვაო იყო და თავის მხრივ, ფინიკიურ ტრადიციებს აგრძელებდა. მან იქამდე მოახერხა არსებობის შენარჩუნება, ვიდრე ხმელთაშუა ზღვის აუზის სტრატეგიული ნავსადგურების გასაღები ეპყრა ხელთ. ზღვებზე ბატონობის პირობებში, ბერძნულ ქალაქებს არასოდეს დატყობიათ სურსათისა თუ სხვადასხვა საქონლის ნაკლებობა, თუნდაც ბუნების ჭირვეულობისა თუ შიდა არეულობების გამო. ამის საპირისპიროდ, სპარსეთს, რომელიც ანტიკური ხანის უდიდეს სახმელეთო და სამიწათმოქმედო იმპერიას წარმოადგენდა, საზღვრების გაფართოების კვალად, უზარმაზარი არმიის გადაადგილება და შენახვა უწევდა, რაც მას მუდმივი ეკონომიკური საფრთხის ქვეშ აგდებდა. საზღვაო-სავაჭრო და სახმელეთო-სამიწათმოქმედო იმპერიებისათვის დამახასიათებელი თვისებების შერწყმის პირველი ცდა ისევ ბერძნებს ეკუთვნის, რომლებმაც ალექსანდრე მაკედონელის ხანაში დიდი სახმელეთო იმპერიის შექმნის კვალდაკვალ თავისი საზღვაო პოტენციალი არათუ შეინარჩუნეს, მნიშვნელოვნად გააფართოვეს კიდეც, წითელი ზღვისა და სპარსეთის ყურის ვაჭრობის თავიანთ ხელში მონოპოლიზირებისა და მათი ხმელთაშუა ზღვის აუზის რეგიონებთან ერთიან სავაჭრო სივრცედ ინტეგრირების შედეგად. ალექსანდრეს იმპერია პოლიტიკურად ფრიად დღემოკლე აღმოჩნდა, თუმცა, როგორც წინათაც აღვნიშნეთ, იმპერიის დაშლის შემდეგაც, მახლობელი და შუა აღმოსავლეთი კვლავ ერთიან ეკონომიკურ სივრცედ დარჩა გაერთიანებული. და მაინც, სწორედ, რომაელებმა, რომლებმაც იმპერიის დასაცავად ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო ფლოტის მუდმივი საზღვაო რეიდების პრაქტიკაც კი დანერგეს, მოახერხეს საუკეთესოდ შეეჯერებინათ ერთმანეთისათვის მანამდე არსებული როგორც საზღვაო, ასევე სახმელეთო იმპერიების ნიშან-თვისებები. თავდაპირველად, რომაელები მიწათმოქმედი ხალხი იყო, ძირითადში, წვრილი ფერმერული მეურნეობით. ამიტომ, კერძო საკუთრების უფლება მათში განსაკუთრებით ფასობდა. დაპყრობითი ომების კვალად, რომის საზოგადოებაში დიდი მნიშვნელობა სამხედრო და ადმინისტრაციულმა საკითხებმაც

102

შეიძინა, თუმცა მიწისადმი ტრადიციული დამოკიდებულება არასოდეს შეცვლილა. მეორე მხრივ, ფასეულობათა რომაულ სისტემაში მაინცადამაინც არ სწყალობდნენ ვაჭრობას — ეს საქმე დაბალი სოციალური კლასის, უცხოელებისა და, თქვენ წარმოიდგინეთ, მონებისათვისაც კი ჰქონდათ მინდობილი. ამის მიუხედავად, თავდაპირველად, სასოფლო-სამეურნეო ქვეყნის საჭიროებებს მორგებული და მოგვიანებით, ბერძნული ელემენტებით გამდიდრებული რომაული სამართალი, თავისუფალი მეწარმეობის ფართო შესაძლებლობებს იძლეოდა და არც სავაჭრო საქმიანობას ზღუდავდა. კერძოდ, იგი ხელშეკრულებებისა და ქონებრივი უფლებების მკაცრად დაცვასა და სადავო საკითხების სამართლიანად გადაჭრასაც უზრუნველყოფდა. რომაული კანონების მთელი იმპერიის ფარგლებში გავრცელებამ ეკონომიკური საქმიანობის ერთიანი წესრიგიც დანერგა. თუმცა, მთელ რიგ შემთხვევებში რეგიონები (მაგ. ეგვიპტე), განსაკუთრებულ რეჟიმს ინარჩუნებდნენ, სადაც რომაული კანონების გვერდით მნიშვნელოვან როლს ტრადიციული ადათ-წესები და ადგილობრივი კანონებიც თამაშობდა. იმავდროულად, რომის იმპერიის, როგორც ტიპიურად ანტიკური სახელმწიფოს, ურბანული ხასიათი ყველანაირად ხელს უწყობდა სავაჭრო ქსელის განვითარებას და მისი ეფექტიანობის უზრუნველმყოფელ, შრომის სწორ დანაწილებას. მხოლოდ ქალაქ რომში, მისი აღმავლობის დროს, მილიონ ადამიანზე მეტი ცხოვრობდა. ასეთი ოდენობით ერთ ადგილას თავმოყრილი მოსახლეობის ანტიკური ხანისათვის არსებული ტექნიკითა და ტექნოლოგიებით ადგილობრივი რესურსებით დაპურება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. მოსახლეობის გამოკვების ამოცანიდან გამომდინარე, რომში მთელი ფლოტილიები შეიქმნა მარცვლეულის სიცილიიდან, ჩრდილო აფრიკიდან და ეგვიპტიდან შემოსაზიდად. მართალია, დიდების ზენიტში მყოფ რომს სიდიდითა და ძლევამოსილებით სხვა ვერც ერთი ქალაქი ვერ შეედრებოდა, მაგრამ იმპერიაში ასი ათასი მოსახლეობის მქონე არა ერთი ქალაქი იყო, ხოლო ეგვიპტის ალექსანდრიაში კი მოსახლეობის რიცხვი ასი ათასსაც ბევრად აღემატებოდა. ისტორიის ანტიკური პერიოდის თანამედროვე პერიოდთან შედარების თვალსაზრისით, ალბათ, ინტერეს მოკლებული არ იქნება, თუ აღვნიშნავთ, რომ მსოფლიოს, პრაქტიკულად XIX საუკუნემდე, არ მიუღწევია ურბანიზების ისეთი ხარისხისათვის, რასაც ანტიკური ხანის რომის იმპერიამ მიაღწია. რომის მთავარი წვლილი კაცობრიობის ეკონომიკურ განვითარებაში მაინც, ე. წ. „pax romana“ გახლდათ — მშვიდობისა და წესრიგის ხანგრძლივი პერიოდი ხმელთშუა ზღვის აუზში, რამაც უაღრესად ხელსაყრელი პირობები შექმნა ვაჭრობის განვითარებისათვის. მართალია, რომაული ლეგიონები თითქმის მუდმივად იპყრობდნენ ახალ ტერიტორიებს, იგერიებდნენ მეზო-

ურბანული — ლათინური urbanus-იდან მოდის, რაც ქალაქურს ნიშნავს.

ურბანიზების მაღალი ხარისხი — ქვეყანაში ქალაქური დასახლებების მაღალი ხვედრითი წილი. pax romana — (ლათ. რომაული მშვიდობა) მშვიდობისა და შედარებითი სტაბილურობის ხანგრძლივი პერიოდი რომის იმპერიაში, 206 წელი - ძვ.წ 27- ახ.წ. 180 წლებში. გამოთქმას ხმარობენ ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის აღსანიშნავად.

mekobreebis TareSi xmelTaSua zRvis auzSi ზღვის ავაზაკთაძლიერება თანდათანობით მთელ ჩვენს ზღვაზე გავრცელდა და მასზე მოგზაურობა და ვაჭრობა შეუძლებელი გახდა. აი, სწორედ ამ გარემოებამ გადააწყვეტინა სურსათ-სანოვაგის ნაკლებობით შეწუხებულსა და მოსალოდნელი შიმშილით შეშინებულ რომაელებს, გაეგზავნათ პომპეუსი საგანგებო დავალებით, რათა მეკობრეთა ხელიდან ზღვა გამოეგლიჯა. ახ. წ. I ს-ის რომაელი ისტორიკოსი პლუტარქე,

პარალელური ბიოგრაფიები 103

ძველი რომაული გზა.

ბელთა შემოსევებს თუ ახშობდნენ ადგილობრივ ამბოხს, მაგრამ, მესამე საუკუნემდე ასეთი ვნებათა ღელვა მაინც, ძირითადად იმპერიის პერიფერიებში შეიმჩნეოდა და აქტიურ სავაჭრო საქმიანობაზე დიდ გავლენას ვერ ახდენდა. მეკობრეობა და ყაჩაღობა, რაც ჯერ კიდევ ელინისტურ ეპოქაში ვაჭრობისთვის უმძიმეს ხელისშემშლელ პირობად ითვლებოდა, თითქმის მთლიანად მოისპო. ამ მხრივ, არ შეიძლება არ გავიხსენოთ რომის მიერ პონტოს მეფე მითრიდატე VI ევპატორთან წარმოებული ჩვენთვის უკვე ცნობილი მესამე და ბოლო მითრიდატული ომი, რომელიც სახელოვანმა რომაელმა სარდალმა პომპეუსმა დაასრულა. პომპეუსმა, მითრიდატეს წინააღმდეგ უშუალოდ გალაშქრებამდე, დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა ხმელთაშუა ზღვის აუზში მანამდე დაუსჯელად მოთარეშე მეკობრეებს და მათი გემები, ისევე როგორც თვით მეკობრეები ერთიანად გაანადგურა. მართალია, სახელგანთქმული რომაული გზები, პირველ რიგში, სამხედრო მიზნებისათვის იგებოდა, მაგრამ უკვე აგებული გზა ვაჭრობას სწორედაც რომ ხელს უმართავდა. ადგილობრივი მიწათმოქმედი მოსახლეობა თუმცა გზებს სამიმოსვლოდ არცთუ ხშირად იყენებდა, ისიც მხოლოდ მოკლე მანძილზე სამგზავროდ; ამის მიუხედავად, სწორედ გზების წყალობით გააქტიურდა მიმოსვლა და ვაჭრობაც. ხმელთაშუა ზღვა, რომელიც ჯერ კიდევ ფინიკიელებისა და ძველი ბერძნების ხელში ტრანსპორტირების ძირითადი საშუალება იყო, რომის იმპერიის ხანაში ძველი მსოფლიოს საქონელბრუნვის ძირითად გამტარ არტერიად იქცა და თავის ამ ფუნქციას, როგორც ვიცით, XV ს-ის ბოლომდე, ანუ დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებამდე ინარჩუნებდა. რომაული მშვიდობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი მოსახლეობის რაოდენობის ზრდა გახლდათ. უკანასკ-ნელი გამოკვლევების თანახმად, იმპერიის აღმავლობის ჟამს, მისი მოსახლეობა დაახლოებით 100 მილიონს აღწევდა. სავა-რაუდოდ, იმპერიის მოსახლეობა იმპერატორ მარკუს ავრე-ლიუსის გარდაცვალებისას (ახ. წ. 180) სულ ცოტა, ორჯერ მაინც აღემატებოდა იმავე ტერიტორიაზე იულიუს კეისრის გარდაცვალების დროისათვის (ძვ. წ. 44) მცხოვრებთა რაოდენობას. ფინიკიელებისა და ბერძნული კოლონიების დაარსების ეპოქაში კი, დასავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთის ნაყოფიერი მიწების მეტი წილი საერთოდ დაუსახლებელი იყო. ერთმა ცნობილმა ეკონომისტმა (კოლინ კლარკმა) დაიანგარიშა, რომ რიგითი თავისუფალი ხელოსნის შემოსავალი ახ. წ. I საუკუნის რომში დაახლოებით იგივე იყო, რაც 1850 წელს რიგითი ბრიტანელისა და 1929 წელს — იტალიელი მუშის ხელფასი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რომაელი ხელოსნები ეკონომიკურად გაცილებით უფრო წელგამართული იყვნენ, ვიდრე დღევანდელი აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის მიწათმოქმედთა დიდი ნაწილი. თუმცა, ამგვარი შედარებები ბევრ კონცეპტუალურ და სტატისტიკურ სირთულეს შეიცავს: მეტ -ნაკლებად შესაძლებელია ერთმანეთს შევუდაროთ სხვა-დასხვა მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი მარცვლეულსა თუ პურზე გადაანგარიშებით, ან მათ მიერ საკვების მეშვეობით მიღებული კალორიების საშუალო ჯერადის გამოყენებით, მაგრამ როგორ შევუდაროთ ერთმანეთს რომაული ცირკის მატერიალური თუ ფსიქოლოგიური ეფექტი — თანამედროვე რადიომიმღებებისა თუ ტელევიზიის არსებობას, ანდა — ფეხით სიარული — თუნდაც რომაულ გზებზე — მეტროთი, საკუთარი ავტომობილით ან რეაქტიული თვითმფრინავით მგზავრობას? რა ნიშნით შეიძლება

104

შევადაროთ ვთქვათ, მაშინდელი და ახლანდელი ბინათმშენებლობა, რომელიც სრულიად განსხვავებულ სახეს იძენს კომფორტულობისა და მოხერხებულობის თვალსაზრისით? უფრო მეტიც, თუნდაც ზუსტი სტატისტიკური მონაცემები რიგითი რომაელის შემოსავლის შესახებ, ფაქტიურად არაფერს გვეუბნება შემოსავლის შედარებითი გადანაწილების თაობაზე. ბევრად რთულია მონათა ეკონომიკური მდგომარეობისა და შეძლების გამოანგარიშება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ რომის იმპერიაში მონათა რაოდენობა მნიშვნელოვნად იცვლებოდა: განსაკუთრებით დიდი იყო მათი რიცხვი იმპერიის დაპყრობითი ომების პერიოდში, როდესაც იზრდებოდა ტყვეთა რაოდენობა და გაცილებით ნაკლები — მოგვიანებით, როცა იმპერიას უკვე თავდაცვითი პოლიტიკის გატარება უწევდა. მონათა ერთ ნაწილს ბატონები შედარებით კარგად ეპყობოდნენ — მაგალითად, განათლებულ ბერძნებსა და სხვებს, რომლებიც ოჯახებში ბავშვების აღმზრდელებად, მდივან-მწერლებად, შინა მოსამსახურეებად, მეურნეობის წარმმართველადაც მსახურობდნენ. თუმცა, მონების უდიდესი უმრავლესობა მაინც სოფლის მეურნეობაში იყო დასაქმებული, ანდა სხვა რამ სახის შავ სამუშაოებს ასრულებდა და ფაქტობრივად, საარსებო ლუკმაპურს სჯერდებოდა. მონათა რიცხვის ცვალებადობა ასევე ახდენდა გავლენას თავისუფალი სამუშაო ძალის ფასზეც — თავისუფალი მოქალაქეები იშვიათად თანხმდებოდნენ იმგვარ არასასიამოვნო და სახიფათო საქმიანობას, როგორიც ვთქვათ, მაღაროებში მუშაობაა. მატერიალური კეთილდღეობის კიდევ ერთ საზომად სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შეიძლება მივიჩნიოთ. ამისთვის გასარკვევია, თუ რამდენად იმატა სიცოცხლის ხანგრძლივობამ მოსახლეობის ამ დემოგრაფიული ზრდის პერიოდში. უეჭველია, არსებობდა გარკვეული წინსვლა, რამაც ხელი შეუწყო კიდეც დემოგრაფიულ ბუმს, მაგრამ ეს წინსვლა ფრიად მცირე იყო, რაც ანტიკური პერიოდის კიდევ ერთი თავისებურებაა. მართლაც, მთელი იმპერიის მასშტაბით, იმპერიის არსებობის საუკეთესო ხანებშიც კი, ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა, საშუალოდ, დაახლებით 25 წელს შეადგენდა, რაც, შეიძლება, ოდნავ სჯობდა უფრო ადრე არსებული საზოგადოებების მონაცემებს, მაგრამ მაინც მნიშვნელოვნად დაბალი იყო, თუნდაც ახლანდელი უღატაკესი ქვეყნების მაჩვენებლებთან შედარებით. იმპერია, თავის თავში, საუკეთესო წლებშიც კი, უკვე დაცემის ელემენტებსაც შეიცავდა: ჯერ კიდევ მარკუს ავრელიუსის გარდაცვალებამდე, არაერთი პრობლემა მიანიშნებდა თავად იმპერიის და იმ ეკონომიკური სისტემის დაკნინებაზე, რომელსაც იგი ემყარებოდა. იმპერიას სულ უფრო და უფრო უჭირდა ჩრდილოეთიდან გერმანული ტომების შემოსევების შეკავება, რაც გერმანელების გაძლიერებაზე მეტად საკუთრივ იმპერიის დასუსტებაზე მეტყველებდა. მუშახელის ნაკლებობაც და თანდათანობითი ინფლაციაც იმპერიის კრიზისს მოასწავებდა. ყოველივე ამან, განსაკუთრებით მძიმედ, იჩინა თავი III საუკუნეში — ინფლაციამ შეჭამა ხაზინა, რომლის გასავალი მუდამ აღემატებოდა ხოლმე შემოსავალს. თავის მხრივ, ინფლაციაც კიდევ უფრო ღრმა და სიმპტომატური ეკონომიკური პრობლემების მანიშნებელი იყო, რასაც იმპერიის საზღვრების გაფართოება და ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან მათი დაცვისთვის აუცილებელი ხარჯების უსასრულო ზრდა იწვევდა.

105

თავისი ედიქტით იმპერატორმა დიოკლეტიანემ ფასებსა და შემოსავლებზე კონტროლი რომ დააწესა და მთლიანად გარდაქმნა სახელმწიფო წყობილება და საგადასახადო სისტემა, ამან მცირე ხნით განამტკიცა სახელმწიფო, მაგრამ ინფლაციის გამომწვევი მიზეზები, არა თუ ვერ აღმოფხვრა, არამედ გააძლიერა. ეკონომიკური თვალსაზრისით, რომი ორ ბურჯზე იდგა: სოფლის მეურნეობა და ვაჭრობა. სოფლის მეურნეობის ნამატი პროდუქცია (იმას გარდა, რაც ოჯახის სარჩენად იყო საკმარისი) თუმცა კი თავისთავად, მცირე იყო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, გადასახადების გაზრდის შემთხვევაში, გვარიან შემოსავალს აძლევდა იმპერიის ხაზინას. ამის წყალობით ხერხდებოდა როგორც ჯარის შენახვა, ისე მთელი ბიუროკრატიული აპარატისაც. თუმცა, ეს შემოსავალი მნიშვნელოვანწილად მთელ იმპერიაში ვაჭრობის შეუფერხებლად წარმოებაზე იყო დამოკიდებული. იმპერიის დაკნინების პერიოდში ბარბაროსთა შემოსევები და გზებზე ძარცვა-გლეჯა ამ შემოსავლების მიღებას უკიდურესად ართულებდა. არა ნაკლები პრობლემა თავად ხელისუფლებაში გამეფებული კორუფცია იყო. პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების კვალდაკვალ ზღვებზე კვლავაც გამოჩნდნენ მეკობრეები, მთებში კი ყაჩაღებმა დაიწყეს თარეში. დროდადრო კი მშვიდობიანი ვაჭრების ძარცვას აღარც ჯარი ერიდებოდა. გადასახადები სულ უფრო და უფრო მძიმდებოდა, თუმცა მათი ტვირთის გადანაწილება დიდად იყო დამოკიდებული ხელისუფლების ნებაზე; ძალზე ბევრი დიდი მამული, რომელიც ამა თუ იმ არისტოკრატის სამფლობელოს წარმოადგენდა, გადასახადებისაგან თავისუფალი იყო და ხაზინის შესავსებად შედა-რებით ხელმოკლე მოქალაქეებს უწევდათ ჭაპანწყვეტა. სწორედ ამ დროს, დიოკლეტიანემ არისტოკრატიისაგან პრაქტიკაში მიღე-ბული ე. წ. ნებაყოფლობითი შესაწირი სავალდებულო გახადა. თუმცა ამან გარკვეული ხნით, ამან დადებითი შედეგიც გამოიღო. მაგრამ, საბოლოო ჯამში, მთლიანად მოშალა ქვეყნის ეკონომიკის საფუძვლები: ბაზარზე იკლო საქონელმა, რამაც ფულის ბრუნვა მკვეთრად შეამცირა. ასეთ ვითარებაში ქალაქის მოსახლეობა, ისევე როგორც წვრილი მიწათმოქმედი, კარ-მიდამოს ტოვებდა და დიდ-დიდ მიწათმფლობელებს ეკედლებოდა, რომელთა მიწები გადასახადებისაგან განთავისუფლებული იყო. 332 წელს ხელისუფლებამ მოსახლეობის აყრა-გაქცევის თავიდან ასაცილებლად მკაცრ ზომებს მიმართა. ძალით მიაჯაჭვა გლეხობა იმ მიწას, რომელსაც ამუშა-ვებდა და ყოველგვარი საქმიანობა — მიწათმოქმედება თუ ხელოს-ნობა, მემკვიდრეობითად გამოაცხადა. ეს ნაბიჯიც მცირე ხნით აღმოჩნდა გამართლებული, მაგრამ საბოლოოდ კიდევ უფრო დიდი ზიანი მიაყენა ეკონომიკას: ის პრიმიტიულ, პირველადი საჭიროების დაკმაყოფილების ფუნქციამდე დაიყვანა. შედეგად: მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა, დიდი ქალაქები გაუკაც-რიელდა, ხოლო მსხვილ მემამულეთა სასახლეები სულ უფრო დაემსგავსა საიმედოდ გამაგრებულ ციხე-სიმაგრეებს. მსგავსი მამულების რიცხვი კი სულ უფრო და უფრო მატულობდა. ფულის შემცირებამ, ვაჭრობის გართულებამ და სურსათის სიმწირის გამო ქალაქებიდან მოსახლეობის აყრამ ეს დიდი მამულები გარკვეულ თვითკმარ სამეურნეო ერთეულებად გადააქცია, რომლებიც არა მარტო სურსათ-სანოვაგით უზრუნველყოფდნენ საკუთარ თავს, არამედ მჭედლობას, ფეიქრობასა და სხვა უამრავ ხელობას მისდევდნენ. მიმდინარე ეკონომიკური პროცესების

106

თავი და თავი კი ის იყო, რომ რომის იმპერიაში მწარ-მოებლურობა ქვეითდებოდა, რაც კლებადი უკუგების კანონის ამოქმედების შედეგი იყო. მწარმოებლურობის შემცირების შეჩე-რება მხოლოდ ტექნოლოგიურ ნახტომს შეეძლო. ეს კი საზო-გადოების იმჟამინდელი ცოდნისა და მეცნიერების განვითარების დონისათვის, უფრო კი, როგორც ჩანს, მონური შრომის გამოყე-ნებისა და, ამის შედეგად, ტექნოლოგიური პროგრესისადმი გულ-გრილობის გამო, შეუძლებელი აღმოჩნდა. მართლაც, რომის ეკონომიკა, ზოგადად, ერთგვარი ტექნოლოგიური სტაგნაციითაც გამოირჩევა. დღესაც კი გასაო-ცარია იმდროინდელი კულტურისა თუ ფილოსოფიური აზრის მიღწევები, ხოლო ტექნოლოგიური თვალსაზრისით — ბევრი არაფერი შეცვლილა, წინა კულტურებთან შედარებით. ორთქლის ძალის გამოყენება მაშინაც იცოდნენ, მხოლოდ ეს გასართობი მოწყობილობების იქით არ წასულა; წყლის ბორბალი და დოლაბი ხომ ბევრად ადრე იყო გამოგონებული, მაგრამ ადრეულ შუა საუკუნეებამდე ფართო გავრცელება არ მოჰყოლია. რომაელები საოცრად დახელოვნდნენ გზების გაყვანაში, აკვედუ-კების მშენებლობაში, ოღონდ არა — მანქანა-იარაღების წარ-მოებაში. თუმცა ცხადია, ტექნოლოგიურ პროგრესში შეტანილი ეს მოკრძალებული წვლილი სულაც არ მიუთითებს რომაე-ლების ცოდნა-განათლების ხარისხის დაბალ დონეზე. საქმე აქ სოციალურ-ეკონომიკურ წყობასა და მის მიერვე გამოწვეულ ურთიერთობათა ხასიათშია საძიებელი. ყოველგვარი წარმოება მონების შრომაზე იყო დამყარებული და მაშინაც კი, როცა ტექნოლოგიის გაუმჯობესება შეეძლოთ, ამით ბევრს ვერაფერს, ან საერთოდ, ვერაფერს მოიგებდნენ, ამიტომაც, არც თავს იკლავდა ვინმე. მცირერიცხოვანი, პრივი-ლეგირებული კლასების წარმომადგენლები კი ომით, ქვეყნის გამგებლობით, ხელოვნებისა და ფილოსოფიის შესწავლით თუ სხვა რამ დროისსატარებელი საქმიანობით კმაყოფილ-დებოდნენ. რაკი ფიზიკური შრომა მონებისა და მიწის მუშა-კების ხვედრი იყო, არავის უჩნდებოდა სურვილი, წარმოების საშუალებები გაეუმჯობესებინა. მაგ., თვით არქიმედესაც კი მხოლოდ მეცნიერების თეორიული მხარე აინტერესებდა და საკუთარი გამოგონებების პრაქტიკაში დანერგვას არავითარ ყურადღებას არ აქცევდა, ერთადერთი ხელშესახები მიღწევა კატაპულტის გაუმჯობესება გახლდათ, რამაც ნიშანდობლივია, რომ მაინც ვერ დაიცვა მისი მშობლიური სირაკუზი რომაელთა შეტევისაგან. არისტოტელე, რომელიც ანტიკური ხანის ერთ-ერთ უდიდეს ფილოსოფოსად ითვლება, ამტკიცებდა, რომ საზოგადოების ბატონებად და მონებად დაყოფა — იმთავითვე ბიოლოგიურად იყო განპირობებული, მას სამყაროს ბუნებრივი წესრიგის აუცილებელ პირობად მონების შრომა მიაჩნდა, რათა ბატონებს მეტი დრო დარჩენოდათ ხელოვნებისა და ფილოსოფიის შესასწავლად. თვით წმ. პავლეც კი მოძღვრავდა: „ბატონებიცა და მონებიც თავიანთ ამჟამინდელ ცხოვრებას უნდა ჰგუობდნენ, რამეთუ მათი მიწიერი სასუფეველი ამგვარი დაყოფის გარეშე ვერ იარსებებსო“. მაგრამ, საქმეც ისაა, რომ მონო-ბაზე დამყარებულ საზოგადოებას, თუმცა კი ძალუძს შექმნას ხელოვნებისა თუ ლიტერატურის შედევრები, მაგრამ ეკონომიკური ზრდის მაქსიმალური ზღვარის მიღწევის შემდეგ, საზოგადოების წინსვლას ვეღარ უზრუნველყოფს.

107

სტაგნაცია — მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან “Stagnum” — დამდგარი წყალი. ნიშნავს უძრაობას.

აკვედუკი — ორი ლათინური სიტყვის: aqua — წყალი და duco — მიმყავს — შეერთების გზითაა მიღებული და რომაული წყალგაყვანილობის სპეციალური ხიდური წყობის ნაგებობის აღსანიშნავად იხმარება. დღემდე ნაწილობრივ შემორჩენილია ქალაქ რომის IV სის აკვედუკები, რომელთა საერთო სიგრძე 436 კმ-ია.

აკვედუკი "პონ-დიუ-გარი" (ნიმის მახლობლად), საფრანგეთი. (ძვ. წ. I საუკუნე).

T a v i IV

732, 10 ოქტომბერი

500-იანი წლები ფრანკები - გერმანული ტომების წარმომადგენლები დომინირებენ ევროპაში.

500

610 მექაში მუჰამედი იწყებს ქადაგებას, რითაც ისტორიულად, იწყება ისლამი.

600

108

პუატიეს ბრძოლა ფრანკებსა და არაბებს შორის, კარლოს მარტელისა და აბდურ რაჰმან იბნ-აბდალაჰის ხელმძღვანელობით. ამის შემდეგ შეჩერდა არაბების დაპყრობები ევროპის მიმართულებით, ხოლო კარლოს მარტელი ისტორიაში შევიდა როგორც ევროპის მხსნელი არაბებისაგან.

700

800

987

რომის პაპმა ლეო III-მ ფრანკთა მეფე კარლოს დიდი რომაელთა იმპერატორად აკურთხა. კარლოს დიდმა შეძლო დასავლეთ ევროპის დიდი ნაწილის გაერთიანება.

კიევის რუსეთის მთავარი ვლადიმირი უარს ამბობს წარმართობაზე და მართლმადიდებლური წესით ინათლება.

900

800

109

მოგეთხოვებათ შემდეგი ცნებების, ტერმინების, სახელების და თარიღების ცოდნა ხალხთა დიდი გადასახლება  გოთები  ჰუნები  ვანდალები  ალანები  ლანგობარდები  საქსები  ანგლები  იუტები  ფრანკები  მეროვინგების დინასტია  კაროლინგების დინასტია  ვერდენის ხელშეკრულება  ჟუჟანები  ავარები  თურქების სახაკანო  დიდი ბულგარეთი  ხაზარები  სლავები  ვარიაგები  ვიკინგები  ტანის დინასტია  „დაცვის სიგელი“ ჯიზია  ხარაჯა  ომაიანთა დინასტია  აბასიანთა დინასტია  ბედუინი  სენიორი  ვასალი  ყმა 

ოდოაკრი  თეოდორიხი  ხლოდვიგი  კარლოს მარტელი  კარლოს დიდი  ატილა  მთავარი ვლადიმირი  იან ძიანი  ხალიფა აბუბაქარი  ხალიფა ომარი  ხალიფა ოსმანი  ხალიფა ალი  ჰაბიბ იბნ‐მასლამა  მურვან‐ყრუ

IV-VII სს. – „ხალხათა დიდი გადასახლება“ 843 - ვერდენის ხელშეკრულება 632-1258 - არაბთა სახალიფო

მასალის კითხვისას მოახდინეთ ფოკუსირება შემდეგ საკვანძო საკითხებზე: 1. 2. 3. 4.

5. 6.

რამ გამოიწვია „ხალხთა დიდი გადასახლება“ და დიდი იმპერიების ნგრევა? რომელი ახალი ხალხები გამოვიდნენ პოლიტიკურ ასპარეზზე და რომელი ტერიტორიები დაიმკვიდრეს მათ? ვერდენის ხელშეკრულება და მისი ძირითადი ფიგურები; რომელი პოლიტიკური ძალა ჩაენაცვლა აღმოსავლეთში სასანიანთა სპარსეთს, როგორ მოხდა ამ ძალის აღზევება და როგორ იცვლებოდა ამ სახელმწიფოს პოლიტიკა დინასტიების ცვლასთან ერთად? არაბთა სახალიფო, როგორც დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი ხიდი; შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელმა ეკონომიკურმა წყობამ როგორ განსაზღვრა პოლიტიკური და სოციალური წესრიგი როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში.

110

nakveTi II — Sua saukuneebi xalxTa didi gadasaxleba da msoflioSi ZalTa axali gadanawileba (adre Sua saukuneebi — naturaluri TviTkmari ekonomikis xana)

§ 1. ხალხთა დიდი გადასახლება და მსოფლიოში ძალთა ახალი გადანაწილება ანტიკური ისტორიის დასასრულის და ახალი ეპოქის — შუა საუკუნეების დასაწყისის სიმბოლურ თარიღად, 476 წელი გერმანელი ოდოაკრის მიერ დასავლეთ რომის ბოლო იმპერატორის, ყმაწვილი რომულუსის ტახტიდან ჩამოგდების თარიღია მიჩნეული. სიმბოლურს ვამბობთ იმიტომ, რომ სინამდვილეში, ანტიკური ეკონომიკის კრიზისი და შემდგომ ნგრევა, რომელიც ანტიკურობის დასასრულს ქმნის და ანტიკური იმპერიების პოლიტიკური კრახის ფორმით გამოვლინდა, უფრო ადრე, III-IV სს-ში დაიწყო. ანტიკური ეპოქის დასასრულისათვის ეკონომიკური კრიზისი, რომელმაც იმდროინდელი მსოფლიო სახელმწიფოები, ანუ დიდი იმპერიები და მათ ორბიტაში მყოფი სამეფოები მოიცვა, სრულებითაც არ შეხებია, პირველყოფილ გვაროვნულ-თემურ წყობილებაში მყოფ მომთაბარე თუ მიწათმოქმედ ხალხებს. შეიძლება ითქვას პირიქითაც, იმპერიებში ქალაქების დაკნინების, ფულის მიმოქცევისა და მოსახლეობის შემცირების კვალდაკვალ, მათ ირგვლივ მცხოვრებ ხალხებში იგივე პერიოდი მოსახლეობის მატებით — ე. წ. დემოგრაფიული აფეთქებით აღინიშნა, რამაც იმპერიების მიღმა, ვრცელ ტერიტორიებზე: დღევანდელი გერმანიის, აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიის სტეპებში და არაბეთის ნახევარკუნძულზე მოსახლე, განვითარების პირველყოფილი თემური წყობილების საფეხურზე მყოფ ხალხებს სახელმწიფოების შექმნისა და სახელმწიფოს, როგორც მძლავრი მაორგანიზებელი ძალის, მეშვეობით საცხოვრებელი არეალის გაფართოებისაკენ უბიძგა. ასეთ ვითარებაში, იმპერიების მიერ თავიანთი ტერიტოგლობალური პოლიტიკურრიებისა და შესაბამისად, ეკონომიკური სივრცის შენარჩუნება თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა. გვიან ანტიკური ხანის დიდი მსოფლიო იმპერიები ხალხთა დიდმა გადასახლებამ გაანადგურა. ხალხის გადასახლება უძველესი დროიდან ხდებოდა. ამის მაგალითს ძვ. წ. VIII-VII სს-ში წინა აზიაში კიმერიელების და სკვითების შემოსევა, ან ფინიკიური და დიდი ბერძნული კოლონიზაცია წარმოადგენს. მაგრამ, როდესაც ხალხთა დიდ გადასახლებაზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ის პირობითი ტერმინია მსოფლიოში დროის გარკვეულ, არც თუ ხანმოკლე პერიოდში — IV-VII სს-ში — მთელი დედამიწის მასშტაბით მომხდარი ხალხების გრანდიოზული გადასახლების. ამ ტერმინს, ხშირად, ვიწრო მნიშვნელობითაც ხმარობენ. ასეთ შემთხვევაში ამ სახელწოდების ქვეშ, უმთავრესად, დასავლეთ რომის იმპერიის ტერიტორიაზე IV-V საუკუნეებში სხვადასხვა წარმოშობის, ძირითადად კი, გერმანული მოდგმის

111

Tavi sarCevi:

IV

§ 1. ხალხთა დიდი გადასახლება და მსოფლიოში ძალთა ახალი გადანაწილება.............111 § 2. ადრე შუა საუკუნეები — ნატურალურთვითკმარი ეკონომიკის ხანა ............................. 128

ტომების გადასახლება-განსახლება იგულისხმება. მაგრამ უფრო სწორი იქნება თუ ამ ტერმინს ფართო მნიშვნელობით ვიხმართ, ვინაიდან ხალხთა დიდი გადასახლება სინამდვილეში, როგორც ამაში ქვემოთაც დავრწმუნდებით, ბევრად უფრო დიდ არეალს მოიცავდა, ვიდრე მხოლოდ დასავლეთ რომის იმპერიის ტერიტორია იყო. ამ პროცესმა მოიცვა აზიის, ევროპისა და აფრიკის უდიდესი ნაწილი: არაბეთის ნახევარკუნძულიდან ბრიტანეთის ჩათვლით და გიბრალტარის სრუტიდან ჩინეთის ზღვამდე. ჰუნურ-თურქული, გერმანული, სლავური და არაბული მოდგმის ახალმა ხალხებმა დაიკავეს არა მარტო დასავლეთი რომის იმპერიის ტერიტორია, არამედ აღმოსავლეთ რომის, იგივე ბიზანტიის მნიშვნელოვანი ნაწილი, მთლიანად გაანადგურეს და შთანთქეს სასანური ირანი, გუპტას იმპერია ინდოეთში, ძინის იმპერიის უდიდესი ნაწილი ჩინეთში, დაიკავეს სამხრეთი და აღმოსავლეთი ევროპა და დღევანდელი რუსეთის უდიდესი ნაწილი, მთელი ჩრდილოეთი აფრიკა, რითაც სრულიად შეცვალეს ძველი მსოფლიოს პოლიტიკური და ეთნიკური რუკა. ხალხთა დიდ გადასახლებას და მსოფლიო ისტორიის ასპარეზზე ახალი ხალხების გამოჩენას, როგორც ყოველგვარ ისტორიულ მოვლენას, დიალექტიკური თვალსაზრისით თუ მივუდგებით, სხვადასხვა უარყოფით შედეგებთან ერთად, რომლებიც ზემოთ უკვე განვიხილეთ, თავისი მნიშვნელოვანი დადებითი მხარეც ჰქონდა. ეს, უპირველეს ყოვლისა, მსოფლიოს გაფართოებაში გამოიხატა. მართლაც, V-VIII სს-ში მნიშვნელოვნად გაფართოვდა გეოგრაფიული ცოდნა. ახალი ხალხები არა მარტო შემოვიდნენ ძველი იმპერიების საზღვრებში, არამედ მათ ცნობილი მსოფლიოს საზღვრები ბევრად უფრო შორს გადასწიეს და ამ ხალხების მანამდე თითქმის უცნობი საცხოვრებელი მხარეები და მთელი რეგიონები ერთიანი მსოფლიოს ნაწილად აქციეს. მართლაც, ცენტრალური, ჩრდილო და აღმოსავლეთი ევროპა, ისევე, როგორც ურალისპირეთი და მთელი ცენტრალური აზია, ყოფილ ანტიკურ სამყაროსთან ერთად, ახლა ერთიან მსოფლიოდ იქცა. ამას, თავდაპირველად, V-IX სს-ში ძლიერი დესტაბილიზაცია, სავაჭრო გზებისა და კავშირების მოშლა, ეკონომიკის ვარდნა და მოსახლეობის რიცხვის საერთო შემცირებაც კი მოჰყვა. მეორე მხრივ, როდესაც მსოფლიო საზოგადოებამ მსოფლიოს გამთლიანების გზაზე, ხატოვანი გამოთქმა რომ ვიხმაროთ, „დიდი ნახტომით გამოწვეული შოკი მოინელა“, X ს-დან მოყოლებული, მსოფლიო ეკონომიკისა და ვაჭრობის ანტიკურ პერიოდთან შედარებით, ბევრად უფრო სწრაფი აღმავლობა, ქალაქების უკვე „ახალი მსოფლიოს“

ვესტგოთების გულსაბნევი

გოთების ბელადი დიდი სასახლის მოზაიკა კონსტანტინოპოლში 112

ჰუნების ცხენის აღკაზმულობის დეტალები

მასშტაბით მძლავრი ზრდა მივიღეთ შედეგად. ამან კი, საბოლოოდ, თანამედროვე ცივილიზაციის საძირკვლის ჩაყრა განაპირობა. გერმანული მოდგმის ტომები. ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნაზე (ძვ. წ. I - ახ. წ. I სს.) გერმანულ ტომებს ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვებს შორის მდინარეების: რაინის, ვისლასა და დუნაის აუზებში ვრცელი ტერიტორიები ეკავათ. ისინი სკანდინავიის ნახევარკუნძულზეც სახლობდნენ. გერმანელი ტომები პირველყოფილ თემურ წყობილებაში ცხოვრობდნენ. ისინი დროდადრო, ტომთა დიდ გაერთიანებებსაც ქმნიდნენ. ასეთი გაერთიანებები საშიშ ძალად იქცეოდნენ ხოლმე. ჯერ კიდევ ახ. წ. I ს-ის შუა წლებიდან, რომაელებს გერმანელებისგან თავდაცვაზე გადასვლა მოუხდათ. გერმანელების შემოტევის უკეთ მოსაგერიებლად, რომაელებმა მდ. დუნაის ზემო წელზე 500 კმ-იანი საგანგებო სასაზღვრო სისტემაც კი მოაწყვეს, რომელსაც რომაული ხაზი ეწოდებოდა. როგორც ყველა პირველყოფილ-თემურ წყობილებაში მცხოვრები ხალხები, გერმანელებიც ლაშქრობაში ოჯახებით მიდიოდნენ. მეომართა რაზმებს ქალები და ბავშვები უკან მიჰყვებოდნენ, რაც მამაკაცების სიმამაცეს აათკეცებდა. დამარცხების შემთხვევაში ქალები, უმეტესწილად თავიანთ შვილებს ხოცავდნენ და შემდეგ თავს იკლავდნენ. რომის იმპერატორ მარკუს ავრელიუსის ხანაში, გერმანელებთან წარმოებული სასტიკი ომების შემდეგ, რომაელებმა გერმანულ ტომთა ბელადების იმპერიის სამსახურში მიღება და მათთვის და მათი თანამეტომეებისათვის თავისუფალი მიწების გადაცემა დაიწყეს. გოთები. IV საუკუნის დასაწყისიდან რომის იმპერიას ყველაზე დიდი საფრთხე გოთების გერმანულმა ტომებმა შეუქმნეს. გოთები თავდაპირველად მდ. ვისლის ქვემო წელიდან აღმოსავლეთ ბალტიის ზღვის სანაპიროებამდე, აგრეთვე ამ ზღვის კუნძულებზე ცხოვრობდნენ (ძირითადად დღევანდელი პოლონეთის ტერიტორიაზე). II-III საუკუნეებში გოთების ერთმა ნაწილმა მდ. დნესტრი გადალახა; მდინარეებს — დნესტრსა და დნეპრს შორის ტერიტორიაზე და ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში (დღევანდელი უკრაინის ტერიტორია) დასახლდა. აქედან ისინი თავდასხმებს საქართველოს შავიზღვისპირეთზეც აწარმოებდნენ. წყაროებმა მათ მიერ დასავლურ ქართული სამეფოს, ეგრისის შავიზღვისპირა ქალაქის ბიჭვინთის გაძარცვის შესახებ ცნობები შემოგვინახეს. ამის შემდეგ, გოთებს, რომლებიც დნეპრის აღმოსავლეთით ცხოვრობდნენ, ოსტ, ანუ აღმოსავლეთის გოთებს, მათ დასავლეთით მცხოვრებლებს კი ვესტ, ანუ დასავლეთის გოთებს ეძახდნენ. ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში გადმოსახლებული ოსტგოთები IV საუკუნის 70-იან წლებში აქ ცენტრალური აზიიდან შემოჭრილმა მომთაბარე ჰუნებმა დაამარცხეს. მაშინ ოსტგოთებმა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთი დატოვეს და დასავლეთისაკენ, ვესტგოთების სამოსახლო ტერიტორიისაკენ გაემართნენ. ოსტგოთების კვალდაკვალ დასავლეთისაკენ ჰუნებიც დაიძრნენ. სწორედ ჰუნების მიერ ოსტგოთების დამარცხების თარიღი ითვლება ხალხთა დიდი გადასახლების პირობით

113

გოთებმა ქალაქი ბიჭვინთა 252 წელს აიღეს და გაძარცვეს.

ჰუნები — თურქული მოდგმის ტომები, რომლებიც ჩინეთის საზღვრებიდან დაიძრნენ და ახ. წ. III ს-ის შუა წლებში ჩრდილო კავკასიურ ველებსა და ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთს შემოუტიეს.

მეზია — დღევანდელი ბულგარეთის ტერიტორია.

ალანები — ჩრდილო კავკასიაში ახ. წ. I-III სს-ში მომთაბარეობდნენ. ჰუნების მიერ შევიწროებული ალანების ერთი ნაწილი აღმოსავლეთ ევროპაში შეიჭრა. მეორე ნაწილმა კი ჩრდილოეთ კავკასიის მთიანეთს შეაფარა თავი. მეცნიერთა თვალსაზრისით, მათგან წარმოსდგნენ ამჟამად ჩრდილოეთ კავკასიაში მოსახლე ოსები.

ხალხთა დიდი გადასახლება

საწყის თარიღად. შეშინებული ვესტგოთები ბალკანეთში რომის იმპერიის საზღვრებს მიადგნენ და იმპერატორს მის საზღვრებში შეშვება სთხოვეს. იმპერატორმა მათი თხოვნა დააკმაყოფილა და მეზიაში დაასახლა. მოგვიანებით, გერმანული ელიტის ერთი ნაწილი რომის იმპერიის სამსახურში შევიდა და იმპერატორის კარზე დაწინაურდა. მათ შორის იყო, ჩვენთვის უკვე ცნობილი, ალარიხიც, რომლის ხელმძღვანელობით გერმანელმა ვესტგოთებმა, ქალაქი რომი, მისი არსებობის 1200 წლიანი ისტორიის მანძილზე პირველად აიღეს და გაძარცვეს. ვანდალები. გერმანული ტომები, რომლებმაც, „ორი კონტინენტი მოიარეს“ ვანდალები იყვნენ. თავდაპირველად, ვანდალები სკანდინავიის ნახევარკუნძულზე და ბალტიის ზღვის სამხრეთ სანაპიროზე ცხოვრობდნენ. V საუკუნის დასაწყისში ისინი აღმოსავლეთ ევროპაში ჰუნებს გამოქცეულ ირანული მოდგმის ალანებთან გაერთიანდნენ და დასავლეთისკენ დაიძრნენ. რამდენიმე წლის განმავლობაში არბევდნენ გალიას, ხოლო 409 წელს დღევანდელი ესპანეთის ტერიტორიაზე გადასახლდნენ. სადაც თავიანთი ბარბაროსული სამეფოც შექმნეს. ამასობაში ესპანეთში გალიიდან ვესტგოთები შეიჭრნენ, რომლებიც ალარიხის გარდაცვალების შემდეგ აიყარნენ და ახალი მეფის მეთაურობით ჯერ გალია, შემდეგ კი პირენეის ნახევარკუნძული დალაშქრეს. ვესტგოთებმა მანამდე აქ მოსული და დამკვიდრებული ვანდალები გააძევეს და თავიანთ სამეფოს ჩაუყარეს საფუძველი. ვესტგოთების მიერ დაარსებულ ბარბაროსულ სამეფოში სამხრეთ გალიაც შედიოდა. სამეფოს დედაქალაქად კი ტულუზა (ქალაქი საფრანგეთში) ითვლებოდა. ახლად შექმნილი სამეფოს ტერიტორიაზე ვესტგოთებმა ძველრომაულ არისტოკრატიას მიწების 2/3 ჩამოართვეს და გაინაწილეს. ესპანეთიდან გაძევებულ ვანდალ-ალანთა გაერთიანებამ პირენეის ნახევარკუნძული დატოვა და გიბრალტარის სრუტით აფრიკაში გადაინაცვალა, სადაც რომის აფრიკის პროვინციაში თავისი სამეფო შექმნა. ვანდალ-ალანებმა ჩრდილოეთი აფრიკის ძველი რომაული არისტოკრატიის ერთი ნაწილი ფიზიკურად გაწყვიტეს, ნაწილი კი განდევნეს და მათი მიწები გაინაწილეს. ვანდალები რომის შინაომშიც ჩაერიენ. სადაც ისინი დედოფალ ევდოქსიას მოწვევით აღმოჩნდნენ. ვანდალებმა „დახმარების“ დროს რომი სასტიკად ააოხრეს. აოხრება სლავები

ბრიტები ა ნ გ ლ ო -ს ა ქ ს ე ბ ი ფრანკები ფრანკები

ჰუნები

ა ნ გ ლ ო -ს ა ქ ს ე ბ ი გერმანელები ჰუნები ვანდალები

ჰუნები

ვესტგოთებ ვანდალები

ვესტგოთებ

რომი

ვესტგოთებ

ვანდალები

კონსტანტინოპოლი

კართაგენი დამასკო ვანდალები

114

ალექსანდრია

იერუსალიმი

იმდენად არაადამიანური იყო, რომ იმ ეპოქისთვისაც კი სამაგალითო გახდა. ამიტომ ამ გერმანული ტომის სახელი — ვანდალი — ველურობის აღმნიშვნელ ზოგად ტერმინად იქცა. ვანდალთა სამეფოს ხანგრძლივი არსებობა არც ჩრდილოეთ აფრიკაში ეწერა. VI ს-ის 30-იან წლებში აღმოსავლეთ რომის იმპერიამ, იგივე ბიზანტიამ ვანდალთა სამეფო გაანადგურა. ამის შემდეგ, ერთი საუკუნის განმავლობაში, არაბების გამოჩენამდე, ჩრდილოეთი აფრიკა ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. ოდოაკრი და თეოდორიხი. ოდოაკრს, რომლის სახელს დასავლეთ რომის იმპერიის დამხობა სამუდამოდ დაუკავშირდა, რომის უკანასკნელი იმპერატორის ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ განცხრომით ცხოვრება არ დასცალდა. მალე მას იტალიის მოცილედ ოსტგოთები მოევლინენ, რომლებიც მეფე თეოდორიხის მეთაურობით იტალიაში შეიჭრნენ. ამ ორ გერმანელ მეფეს შორის იტალიისათვის ჭიდილი იმით დამთავრდა, რომ ნადიმზე მიპატიჟებული ოდოაკრი თეოდორიხმა საკუთარი ხელით მოკლა. ამის შემდეგ ოსტგოთები იტალიის დიდ ნაწილს დაეუფლნენ. თეოდორიხმა დედაქალაქად შუა იტალიაში მდებარე ქალაქი რავენა აირჩია, რომელიც ადრე რომის უკანასკნელი იმპერატორის რეზიდენცია იყო. ლანგობარდები. VI ს-ის 60-80-იან წლებში იტალიაში გერმანელთა კიდევ ერთი — ლანგობარდების ტომთა დიდი კავშირი შეიჭრა. ლანგობარდებმა, ძირითადად, ჩრდილოეთი და ცენტრალური იტალია დაიკავეს და აქ თავიანთი სამეფო შექმნეს. რომლის დედაქალაქი მილანი გახდა. ამ ტომის სახელი, ჩრდილო იტალიურმა პროვინცია ლომბარდიამ შემოგვინახა. საქსები, ანგლები, იუტები. VI საუკუნიდან მოყოლებული გერმანულმა ტომებმა: საქსებმა, ანგლებმა და იუტებმა, რომლებიც იუტლანდიის ნახევარკუნძულზე და მდინარეების ელბასა და რაინს შორის სახლობდნენ, ბრიტანეთის ნახევარკუნძულს შეუტიეს. ადგილობრივი კელტური ტომების ბრიტების დიდი წინააღმდეგობის გამო, გერმანელი ტომების მიერ ბრიტანეთის დაპყრობა 150 წელი გაგრძელდა და საბოლოოდ, ბრიტების ამოწყვეტითა და გადასახლებით დასრულდა. ბრიტების ნაწილი დღევანდელი საფრანგეთის ჩრდილოეთში დასახლდა, მათი სახელი ფრანგულმა პროვინცია ბრეტანმა შემოგვინახა. კელტური მოდგმის ტომები ბრიტანეთში მხოლოდ შოტლანდიელებისა და უელსელების სახით შემორჩა. ფრანკები. დასავლეთ ევროპის ისტორიულ ბედზე ყველაზე დიდი გავლენა გერმანული მოდგმის ფრანკთა ტომებმა მოახდინეს. ჯერ კიდევ V ს-ში ფრანკთა ტომებმა დასავლეთ რომის იმპერიის ერთ-ერთი უდიდესი პროვინციის გალიის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი დაიკავეს. ფრანკთა ბელადებს შორის გამოირჩეოდა მეროვეი, რომელმაც მეროვინგთა სამეფო დინასტიას ჩაუყარა საფუძველი. მისი შვილიშვილი იყო ხლოდვიგი, რომლის მეთაურობით ფრანკებმა უკვე მთელი გალია 486 წელს დაიპყრეს. ჯერ კიდევ გალიაში შეჭრამდე ხლოდვიგი 3000 ფრანკთან ერთად ქრისტიანად მოინათლა. ის რომის ეკლესიას დამორჩილდა და პაპის უზენაესობა აღიარა. ხლოდვიგმა თავის

115

დედოფალი ევდოქსია ბიზანტიის იმპერატორმა არკადიუსმა (383408) ცოლად 395 წელს შეირთო, დედოფალ ევდოქსიას უზნეო ცხოვრების გამო, საჯაროდ ამხელდა კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსი იოანე ოქროპირი წმ. სოფიას ტაძარში. ვანდალებმა რომი 455 წელს აიღეს.

ვანდალთა სამეფოს ბიზანტიელებმა 534 წელს მოუღეს ბოლო.

თეოდორიხი 418-451

იუტლანდიის ნახევარ კუნძული ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვებს ყოფს .

ახლადწარმოქმნილი ვრცელი სამეფოს დედაქალაქად პარიზი გამოაცხადა. ხლოდვიგი ნიჭიერი მმართველი გამოდგა. მან სამართლის კრებული შეადგინა, რომელიც, სალიკური სამართლის სახელითაა ცნობილი და ადრეფეოდალური ხანის დასავლეთ ევროპის სამართლის ერთ-ერთ საფუძვლს წარმოადგენს. ფრანკთა სამეფოს წარმოქმნას ფრანკთა სამხედრო ბელადის მეფედ ქცევა მოჰყვა. თუ როგორ ხდებოდა ფრანკებში სამეფო ხელისუფლების განმტკიცება, ამის კარგი მაგალითია ერთი ცნობა ხლოდვიგის შესახებ. გადმოცემის თანახმად, სუასონის აღების შემდეგ, ფრანკებს ხელში ძვირფასი ბარძიმი ჩაუვარდათ. ეპისკოპოსმა ხლოდვიგს სთხოვა, ეს ნივთი ეკლესიისთვის დაებრუნებინა. იმჟამად ფრანკებში მიღებული წესების თანახმად, ნადავლი ომის შემდეგ საჯაროდ ნაწილდებოდა და ამ განაწილებით, როგორც მეფეს, ისე რიგით მეომარს გარკვეული წილი ეკუთვნოდა. ხლოდვიგმა მეომრებს მიმართა, რომ ოქროს ბარძიმი მისთვის გადაეცათ, რათა მას ეკლესიისთვის დაებრუნებინა. მეომარმა, რომელსაც ბარძიმი ერგო, ხლოდვიგის ეს მოთხოვნა უსამართლოდ და მისი მხრივ ძალაუფლების გადამეტებად აღიქვა. მან ბარძიმი ნაჯახით გააპო და თანაც ხლოდვიგს მიმართა: „აქედან ვერაფერს მიიღებ, გარდა იმისა, რაც შენ წილის ყრით გერგო“. ხლოდვიგმა მეომარს ამჯერად არაფერი უპასუხა და გაპობილი ბარძიმი ეპისკოპოსის წარმომადგენელს გადასცა. მაგრამ, ერთი წლის შემდეგ, ფრანკთა ლაშქრის საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებისას, ხლოდვიგმა თავნება მეომარს საბრძოლო აღჭურვილობა დაუწუნა და ნაჯახით თავი გაუპო, თანაც დააყოლა: „ასე მოეპყარი შენ სუასონის ბარძიმს“. ხლოდვიგის სიკვდილის შემდეგ, მისი სამეფო მისმა ოთხმა შვილმა დაინაწილა, თუმცა ფრანკთა სახელმწიფოს ერთიანობა შენარჩუნებულ იქნა. ფრანკთა სახელმწიფოში სამეფო ქონებასა და მეურნეობას სახლთუხუცესები — მაჟორდომები მართავდნენ, რომლებიც ფრანკთა სახელმწიფოს ცალკეულ მხარეებს განაგებდნენ. უნიჭო და უნიათო მეფეების მმართველობაში მაჟორდომების ხელისუფლება თანდათანობით გაძლიერდა, რასაც, ბუნებრივია, სამეფო

მეროვეის, (დაახლ. 447457) სალიელ ფრანკთა ნახევრადლეგენდარული მეფის გამოსახულება ჟან დასიეს მიერ შესრულებულ ბრინჯაოს მედალზე, დაახლ. 1720 წელი.

ფრანკთა მეფე ხლოდვიგი, (481-511) გამოსახულება ჟან დასიეს მიერ შესრულებულ ბრინჯაოს მედალზე, დაახლ. 1720 წელი. 116

ფრანკთა მეფის, ხლოდვიგის ადრე შუა საუკუნეების მინიატურა.

ხელისუფლების დასუსტება მოჰყვა. მეფეები მაჟორდომების ხელში სათამაშო ფიგურებად იქცნენ, ამიტომ მათ თანამედროვეები „ზარმაც მეფეებად“ მოიხსენიებენ. მალე, მაირდომებს შორის პირველობისთვის ბრძოლა გაჩაღდა. ამ ბრძოლაში პიპინ ჰერისტალიელმა გაიმარჯვა, რომელმაც მთელი სამეფო თავის ხელქვეშ გააერთიანა. მისი მემკვიდრე იყო კარლოს მარტელი. მარტელი ლათინურად უროს ნიშნავს. ეს მეტსახელი მას შეუბრალებლობისა და სიმტკიცის გამო შეარქვეს. კარლოს მარტელის ხანაში ფრანკთა სამეფოში მაჟორდომის ხელისუფლება კიდევ უფრო გაძლიერდა. პირადად, კარლოსს უდიდესი დამსახურება მიუძღვის ევროპის წინაშე. 732 წელს მან ქალაქ პუატიესთან დაამარცხა ესპანეთიდან შემოჭრილი არაბთა ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი ლაშქარი და, ამით, დანარჩენი ევროპა არაბთა მიერ დაპყრობას თუ არა, დარბევას ნამდვილად გადაარჩინა. კარლოსის ვაჟმა — პიპინმა, მეტსახელად მოკლემ, მეროვინგთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი მეფობიდან გადააყენა და უკვე ფორმალურადაც მეფედ ეკურთხა. პიპინის სახით, ფრანკთა სამეფოს ტახტზე ასულ ამ ახალ მმართველ დინასტიას სახელად კაროლინგების დინასტია დაუმკვიდრდა. სახელი დინასტიას მისცა არა დამაარსებელმა პიპინმა, არამედ მისმა შვილმა და ადრე შუასაუკუნეების ევროპის უდიდესმა ხელმწიფემ კარლოს დიდმა. კარლოს დიდმა თავისი მეფობის 46 წლის მანძილზე 50ჯერ ილაშქრა და თავისი სამეფოს საზღვრები თითქმის ყველა მიმართულებით, გააფართოვა. მან ფრანკთა სამეფოს შემოუერთა: გერმანული ტომების, საქსების და ბავარების ქვეყნები — საქსონია და ბავარია, დღევანდელი უნგრეთის დიდი ნაწილი, ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი. 800 წლის 25 დეკემბერს, რომში სტუმრობის დროს, რომის პაპმა წმინდა პეტრეს ტაძარში კარლოსს რომის იმპერატორის გვირგვინი დაადგა. კარლოს დიდმა თავისი სამეფო 350 საგრაფოდ დაყო, რომელთაც სათავეში გრაფები ედგნენ. გრაფი, ფაქტობრივად, იგივე იყო, რაც საქართველოს სამეფოში ერისთავი. გრაფს ჯარის

პიპინ მოკლე მეფედ 752 წელს ეკურთხა.

კარლოს მარტელი, პიპინ პერისტალიელის ვაჟი და მემკიდრე — ფრანკთა სამეფოს მაჟორდომი (სახლთუხუცესი)718-741 წლებში. 117

პიპინ ჰერისტალიელი — ფრანკთა სამეფოს მაჟორდომი (სახლთუხუცესი) 680-714

რომის პაპის მიერ კარლოს დიდის (768-814) იმპერატორად კურთხევა 800 წლის 25 დეკემბერს.

ატილა ჰუნებს 434 წ-დან ძმასთან, ბლედასთან ერთად მართავდა. 445 წელს ბიზანტიიდან ჯარის გამოყვანის შემდეგ, ატილამ ბლედა მოაკვლევინა და 453 წლამდე ჰუნების ერთპიროვნული გამგებელი გახდა.

გამოყვანა, ადგილობრივი გადასახადების აკრება და სასამართლოს ხელმძღვანელობა ევალებოდა. სასაზღვრო საგრაფოები კარლოსმა მარკებად გამოჰყო, რომლებსაც სათავეში მარკგრაფები ჩაუყენა. ისინი ჩვეულებრივ გრაფთან შედარებით, ბევრად მეტი დამოუკიდებლობით სარგებლობდნენ. გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე კარლოსმა, თავისი ხელით, საიმპერატორო გვირგვინი უფროს ვაჟს ლუის დაადგა. მაგრამ, დიდი მამის სიკვდილის შემდეგ, ლუიმ ქვეყნის ერთიანობა ვერ შეინარჩუნა და იძულებული გახდა, თავისი ძმებისათვის სამფლობელოები რამდენჯერმე გადაენაწილებინა. საბოლოოდ, 843 წელს, ვერდენის ხელშეკრულებით, კარლოს დიდის იმპერია სამ ნაწილად დაიყო. ეს ნაწილები მომავალი საფრანგეთი, გერმანია და იტალია გახლდათ. თურქული ტომები. პირველი თურქულენოვანი ტომები, რომლებიც III საუკუნის მიწურულიდან აზოვისპირა ველებში გამოჩდნენ, ჰუნები იყვნენ. ჰუნებმა, აქ მცხოვრები გერმანელი ოსტგოთები და ირანული მოდგმის მომთაბარე ალანები შეავიწროვეს. ჰუნების გამოჩენით ჩრდილოკავკასიურ და აზოვისპირა ველებში ირანული მოდგმის მომთაბარეები თურქული მოდგმის მომთაბარე ტომებით შეიცვალა. ჰუნები, საუკუნეთა მანძილზე, ბაიკალისპირეთში (ჩინეთის დიდი კედლის ჩრდილოეთით) მომთაბარეობდნენ და დროდადრო ჩინეთში იჭრებოდნენ. ჯერ კიდევ I ს-ის შუა წლებში ჰუნების ერთმა ნაწილმა ჩინეთის დიდი კედელი გადალახა და ხანთა იმპერიაში და-სახლდა. II საუკუნის I ნახევარში ჰუნების მეორე ნაწილი სამშობ-ლოდან დაიძრა და დასავლეთისაკენ გაემართა. ასე დაიწყო დასავ-ლეთში — ჩრდილოეთ კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში — დიდი თურქული ექსპანსიისა და განსახლების ხანა. ჰუნებმა IV ს-ის II ნახევარში აღმოსავლეთ ევროპის დიდი ნაწილი დაიკავეს, აქ მოსახლე ტომები დაიმორჩილეს და მათთან ერთად დასავლეთისკენ გაემართნენ. ჰუნები ჯერ აღმოსავლეთ რომის იმპერიას, ბიზანტიას მიადგნენ. იმპერია იძულებული გახდა ჰუნთა მეფისათვის წელიწადში 350 გირვანქა ოქრო, ხარკის სახით, გადაეხადა. განსაკუთრებით გაძლიერდნენ ჰუნები V ს-ის შუა წლებში, მათი ბელადის ატილას მმართველობის ხანაში. ჰუნებს სწამდათ, რომ ატილა მათ ღმერთმა გამოუგზავნა. გერმანული მოდგმის ტომებმა ატილას, მისი გაუგონარი სისასტიკის გამო, „ღვთის შოლტი“ უწოდეს.

კარლოს დიდის იმპერია 768-843

118

ატილამ მდ. დუნაი გადალახა და ბიზანტიის იმპერიას შეუტია. მის წინააღმდეგ გაგზავნილი ყველა არმია დაამარცხა და 70 ქალაქზე მეტი დაანგრია. ატილამ კონსტანტინოპოლის აღება ვერ მოახერხა, თუმცა, ბიზანტიის კეისრისაგან დიდი ხარკის გადახდის პირობა მიიღო. ჰუნებმა გერმანული ტომების მიწა-წყალსაც ცეცხლით და მახვილით გადაუარეს და იქ მცხოვრები ტომები დაიმორჩილეს. ჰუნების ეს ლაშქრობა ძველ გერმანულ ეპოსში „სიმღერა ნიბელუნგებზე“ აისახა. შემდეგ ატილამ გალიას შეუტია. გალიაში, კატალაუნის ველზე ჰუნები და დასავლეთ რომის იმპერიის ჯარები ერთმანეთს შეხვდნენ. ამ ომში, რომის ლეგიონების მხარდამხარ გერმანელი ტომებიც იბრძოდნენ. ატილას ლაშქარში, ასევე ძალით წაყვანილი, მრავალი გერმანელი მეომარი იყო. სასტიკმა და სისხლისმღვრელმა ბრძოლამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. ეს ბრძოლა ისტორიაში „ხალხთა ბრძოლის“ სახელით შევიდა, რადგან ორივე მხარეს მრავალი სხვადასხვა ხალხის წარმომადგენელი იბრძოდა. ატილა რომზე სალაშქროდ ემზადებოდა. მასთან რომის ელჩობა გამოცხადდა, რომელშიც რომის პაპიც იმყოფებოდა. ელჩობის თხოვნით, ატილა გამოსასყიდს დათანხმდა და რომზე გალაშქრებაზე უარი თქვა. იმავე წელს ატილა გარდაიცვალა. ატილას სიკვდილის შემდეგ, ჰუნების უზარმაზარი სახელმ-წიფო სწრაფად დაიშალა. ცენტრალური აზიიდან დასავლეთ ევრო-პაში გადმოსახლებული ჰუნები და მათი მოკავშირე თურქული თუ ალანური ტომები, თანდათანობით, ადგილობრივ მოსახლეობას შეერივნენ, ნაწილიც აღმოსავლეთში დაბრუნდა. ჟუჟანები — ჩინეთში, ავარები — ევროპაში. IV ს-ისათვის ჩინეთს ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან სხვადასხვა თურქულ-მონღოლური, თუ ტიბეტურ-ტანგუტური მოდგმის მომთაბარე ტომები უტევდნენ. თურქულ ტომებს შორის უძლიერესები ჰუნები იყვნენ. მათ ძინების იმპერიის ჩრდილოეთში თავიანთი სამეფო შექმნეს და ძინების იმპერიის დიდი ნაწილი დაიქვემდებარეს. მაგრამ, ჰუნურ სამეფოს ჩინეთში დიდხანს არ უარსებია, ისინი სამხრეთ მანჯურიიდან და ჩრდილო კორეიდან მოსულმა მომთაბარეებმა გაანადგურეს. ჩინეთს შესეული ჰუნურ-თურქული მოდგმის მომთაბარეებიდან ჟუჟანები გამოირჩეოდნენ. VI ს-ის შუა წლებში ჟუჟანები თურქულ ტომთა დიდმა გაერთიანებამ — თურქთა სახაკანომ დაამარცხა. ამის შემდეგ, ჟუჟანების ნაწილი

ატილა. დელაკრუას ფრესკის ფრაგმენტი, დაახლ. 1840 წელი

451 წელს კატალაუნის ველზე ჰუნები და დასავლეთ რომის იმპერიის ჯარები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ავართა პოპულარული მოტივები - გრიფონი და მშვილდოსანი მხედარი („მერგენი“). 119

დასავლეთისაკენ დაიძრა და ცენტრალურ ევროპაში შეიჭრა. აქ ისინი უკვე ავარების სახელით მოიხსენიებიან. ავარებმა მალევე დუნაის შუა წელზე, თანამედროვე უნგრეთის ველებში თავიანთი სახელმწიფო — ავართა სახაკანო შექმნეს, რომელმაც იქ IX ს-მდე იარსება. ავართა სახაკანო ცენტრალურ ევროპაში დაარსებული პირველი თურქულენოვანი ბარბაროსული სახელმწიფო იყო.

ჰეფტალიტები (თეთრი ჰუნები) იგივე მომთაბარე ჩოლები

თურქეთის სახაკანო აღმოსავლეთ და დასავლეთ სახაკანოდ 603 წელს დაიშალა.

თურქი მომთაბარეები ინდოეთში. V ს-ის დასაწყისში თურ-ქული მოდგმის ჰეფტალიტებმა ცენტრალურ აზიაში მდინარეების ამუდარიასა და სირდარიას შორის დიდი მომთაბარული სახელმწიფო შექმნეს. შემდგომ, ისინი მდ. ქაბულის ველზეც გამოჩდნენ. ჰეფტალიტებთან მძიმე ომებს ჯერ კიდევ სასანიანთა სპარსეთი აწარმოებდა. ამავე საუკუნის II ნახევარში, სასანიანი შაჰის პეროზის მოწვევით, ჰეფტალიტებთან ომში პეროზთან ერთად საქართველოს მეფე ვახტანგ გორგასალიც მონაწილეობდა და მათ წინააღმდეგ არაერთი წარმატებული ბრძოლაც გადაიხადა. იმავე საუკუნის ბოლოს ჰეფტალიტები ინდოეთში გუპტას იმპერიაში შეიჭრნენ და V-VI სს-ის მიჯნაზე (490-515) იმპერიის თითქმის მთელ ტერიტორიას დაეუფლნენ. ასე დაასრულა თავისი არსებობა გუპტას ანტიკურმა იმპერიამ. ჰეფტალიტების მიერ ინდოეთის დაპყრობას ქვეყნის განადგურება, ქალაქების სრული ნგრევა და მოსახლეობის ამოწყვეტა მოჰყვა. თურქების სახაკანო. თურქების სახაკანო თურქული მოდგმის ტომებმა შექმნეს, რომლებიც VI ს-ში ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ ციმბირში გაბატონდნენ. ამ სახელმწიფოს უზენაეს გამგებელს ხაკანი ეწოდებოდა. VI ს-ში თურქებმა კასპიის ზღვას ჩრდილოეთიდან მოუარეს და ჩრდილოეთ კავკასიაში შემოიჭრნენ. მათ თანდათანობით ჩრდილოეთ კავკასიის დაბლობი დაიპყრეს. სავარაუდოდ, თურქებმა თავიანთი ბატონობა ჩრდილო კავკასიის ვიწრო, მთიან ხეობებში მოსახლე ადგილობრივი ტომებზეც გაავრცელეს. თურქების ჩრდილოეთ კავკასიაში გაბატონების შემდეგ, თურქთა სახაკანო აღმოსავლეთ და დასავლეთ თურქთა სახაკანოდ დაიშალა. დასავლეთ თურქთა სახაკანო, ჩრდილოეთ კავკასიასაც მოიცავდა. თავდაპირველად, სახაკანოსა და ბიზანტიას შორის მტრული ურთიერთობა იყო. VI ს-ის 60-იან წლებში ვითარება შეიცვალა, როდესაც მათ შორის ანტისპარსული კავშირი შეიქმნა. ამ კავშირს მნიშვნელოვანი ეკონომიკური საფუძველიც ჰქონდა, რაც ჩრდილოეთ აბრეშუმის გზას უკავშირდებოდა. მართლაც ჩრდილოეთის ამ ახალი აბრეშუმის გზის უდიდესი მონაკვეთი ჩრდილოეთ კავკასიის შავიზღვისპირეთამდე ხომ სწორედ დასავლეთის სახაკანოზე გადიოდა. შუა აზიაში ჩინური აბრეშუმის წარმოების ახალი კერა, ქალაქი სოგდიანა, დასავლეთ თურქული სახაკანოს საზღვრებში შედიოდა. ბულგარელები — ბალკანეთის და ვოლგის ბულგარეთი. V ს-ში ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთი ველები და მთისწინეთი მდ. ყუბანამდე თურქულენოვან იმ ტომთა კავშირს ეჭირა, რომელსაც საერთო სახელს ბულგარელებს ეძახდნენ. ბულგარელები, თავდაპირველად, დასავლეთ თურქთა სახაკანოში შედიოდნენ. VI ს — ის დასასრულს, როდესაც დასავლეთ თურქთა სახაკანოში შინააშლილობა დაიწყო,

120

ბულგარელებმა ისარგებლეს და სახაკანოს ბატონობისაგან განთავისუფლდნენ. VII ს-ის შუა ხანებში (632-671) ბულგარელებმა ძლიერი სახელმწიფო ჩამოაყალიბეს, რომელიც ისტორიაში დიდი ბულგარეთის სახელით შევიდა. სამეფოს დედაქალაქი, აზოვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე, ფანაგორია იყო. მალე, ბულგართა სამეფოს ახალი მომთაბარეები, აგრეთვე თურქულენოვანი ხაზარები დაემუქრნენ. ბულგარელების დიდმა ნაწილმა საშიშ მტერთან შებმას გაცლა ამჯობინა. ზოგმა ტომმა მდ. დუნაი გადალახა და დღევანდელი ბულგარეთის ტერიტორიაზე ახალი სახელმწიფო დააარსა. ბულგარელების ახალი სამშობლო, მნიშვნელოვანწილად, სამხრეთ სლავებით იყო დასახლებული. თურქულენოვანმა ბულგარელებმა, რამდენიმე თაობაში მშობლიური ენა, ძირითადად, დაივიწყეს და სლავურ ენაზე ამეტყველდნენ. მათი ისტორიის თურქულენოვანი პერიოდიდან კი მხოლოდ ქვეყნის სახელი, ბულგარეთი შემოგვრჩა. ბულგარელების მეორე ნაწილმა გადასახლების მარშრუტად ჩრდილოეთით, ვოლგისპირეთი აირჩია. მდ. ვოლგაზე მისულმა ბულგარელებმა ამ მდინარის შუა წელზე ბულგარელთა კიდევ ერთი სამეფო — ვოლგის ბულგარეთი დააარსეს. ვოლგის ბულგარეთმა ხუთ საუკუნეზე მეტ ხანს იარსება, სანამ XIII ს-ის 30-იან წლებში ის მონღოლებმა არ გაანადგურეს. ბულგარელების ადგილზე დარჩენილი ნაწილი ხაზარებს დაექვემდებარა და ხაზართა სახაკანოში გააგრძელა ცხოვრება. თანდათანობით, ისინი ხაზარებში და ჩრდილოეთ კავკასიაში მომთაბარე სხვა თურქულენოვან ხალხებში აითქვიფნენ. ხაზარები. ხაზარებიც, თურქულენოვანი ტომები იყვნენ, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიაში ჰუნებთან ერთად მოვიდნენ. ისინი, თავდაპირველად, ჩრდილოეთ დაღესტანში დასახლდნენ და ადგილობრივი მოსახლეობა დაიმორჩილეს. VI ს-ში ხაზარები „ძველი თურქების“ დასავლეთ სახაკანოში გაერთიანდნენ. დასავლეთ თურქების თბილისზე ლაშქრობის დროს ხაზარები მთავარ ძალას წარმოადგენდნენ. ამიტომ, თბილისის ალყას და მის აღებას ზოგი ისტორიული წყარო ხაზართა სახელს უკავშირებს. თბილისის აღების შემდეგ, მალევე, დასავლეთ თურქთა სახაკანოში შინააშლილობა დაიწყო, რომელიც ორი ათეული

ფანაგორია

დიდი ბულგარეთის სამეფო. VIIს. 121

ხაზარი მეომარი ტყვესთან ერთად (რეკონსტრუქცია).

წელი გაგრძელდა. VII ს-ის შუა წლებში ხაკანთა სახლის ერთერთმა წარმომადგენელმა ტახტი ხაზართა დახმარებით დაიკავა. ამის შემდეგ დასავლეთ თურქთა სახაკანოში მოსახლე თურქულ ტომებს შორის პირველობა ხაზარების ხელში გადავიდა. ხელახლად ჩამოყალიბებული სახელმწიფო ისტორიაში ხაზართა სახაკანოს სახელით შევიდა. ხაზართა სახაკანო სწრაფად გაფართოვდა. ამ ნახევრად მომთაბარული სახელმწიფოს დედაქალაქი იტილი იყო, რომელიც მდ. ვოლგის დელტაში, დღევანდელი ქალაქ ასტრახანის სიახლოვეს მდებარეობდა. შუა საუკუნეებში ხაზართა სახაკანო ერთადერთიიყო, სადაც სახელმწიფო რელიგიად იუდაიზმი გამოცხადდა. VIII ს-ის II ნახევარში ხაზარეთი ერთ-ერთ უძლიერეს ქვეყნად იქცა. ამ დროს ხაზართა ხაკანის ასული ირინე ბიზანტიის დედოფალი და მისი ფაქტობრივი გამგებელი იყო. IX ს-ში ხაზარეთში შინა ომმა იფეთქა, რომელმაც ქვეყანა ფრიად დაასუსტა. საბოლოოდ, ხაზართა სახაკანოს არსებობას X ს-ის 60-იან წლებში აღმოსავლურ სლავურმა სახელმწიფომ კიევის რუსეთმა მოუღო ბოლო. ხაზართა სახაკანოს განადგურების მიუხედავად, ჩრდილოეთ კავკასიის ველებში იმ ხანად კიევის სამთავრომ ფეხი მაინც ვერ მოიკიდა და აქ დიდხანს, XIII ს-ის შუა წლებამდე, ანუ მონღოლთა მიერ ჩრდილოეთ კავკასიის დაპყრობამდე კვლავაც თურქულენოვანი ტომები, ჯერ პაჭანიკები, ხოლო შემდეგ ყივჩაღები მომთაბარეობდნენ. ჩრდილოეთ კავკასიის მთისწინეთსა და ველებში მრავალრიცხოვანი თურქულენოვანი ტომების, დაახლოებით, თორმეტ-ცამეტ საუკუნოვანი უპირობო ბატონობის მიუხედავად, დღევანდლამდე მათგან ფრიად მცირერიცხოვანმა მემკვიდრეებმა თუ მოაღწია. ასეთებად შეიძლება დავასახელოთ ყარაჩაელები და ბალყარები რუსეთის ფედერაციის ჩრდილო-კავკასიურ რესპუბლიკებში. ნორმანები, ვიკინგები, ვარიაგები ნორმანებმა IX-XI სს-ში დასავლეთ ევროპასა და რუსეთში არა ერთი სამთავრო თუ სახელმწიფო შექმნეს. თვით რუსეთის სახელი, მეცნიერთა ნაწილის აზრით, ერთ-ერთი ვარიაგული მოდგმის ტომის — როსების სახელიდან მოდის. საქართველოში ნორმან-ვარიაგები ვარანგების სახელით იყვნენ ცნობილი. ისინი, როგორც დამხმარე სამხედრო ძალა, XI ს-ის შუა წლებში საქართველოს მეფე ბაგრატ IV-მაც მოიწვია.

სლავები და ვარიაგები VI-VII საუკუნეში ბიზანტიის იმპერიის ბრძოლა მის ჩრდილო-აღმოსავლეთით ამოძრავებულ სლავ ტომებთან წარუმატებელი აღმოჩნდა. სლავი ტომები სამ ნაწილად: სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის სლავებად იყოფოდნენ. სამხრეთის სლავები დღევანდელი ბულგარელების, სერბების, ხორვატების წინაპრები არიან. დასავლეთის სლავები: პოლონელების, ჩეხებისა და სლოვაკების. აღმოსავლეთის სლავები კი უკრაინელების, ბელორუსების და რუსების. სლავი ტომების ამოძრავებაც „ხალხთა დიდი გადასახლების“ ნაწილი იყო. სლავები ბიზანტიის იმპერიის ტერიტორიაზე შეჭრას ჯერ კიდევ იუსტინიანე I-ის ხანაში შეეცადნენ. იუსტინიანემ ისინი რამდენჯერმე დაამარცხა. მისი სიკვდილის შემდეგ სლავებმა ბიზანტიის იმპერიაზე თავდასხმები წარმატებით განაახლეს. VII ს-ის I ნახევარში მათ ბალკანეთის ნახევარკუნძულის დიდი ნაწილი დაიკავეს. ამავე ხანებში აღმოსავლეთის სლავები დუნაისპირეთიდან აღმოსავლეთისაკენ დაიძრნენ. მათ თანდათანობით კარპატების მთები გადალახეს და დნეპრისპირეთში დამკვიდრდნენ. ამ ხანისათვის მდ. დნეპრი ადრე შუა საუკუნეების მსოფლიოს უმსხვილეს სავაჭრო არტერიად

122

გადაიქცა. მასზე გადიოდა, გზა სკანდინავიის ქვეყნებიდან სამხრეთით ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლამდე, რომელსაც „ვარიაგებიდან ბერძნებამდე გზასაც“ უწოდებდნენ. ვარიაგები, სკანდინავიის ნახევარკუნძულზე მცხოვრები გერმანული მოდგმის ხალხების, შვედებისა და ნორვეგიელების წინაპრების საერთო სახელი იყო. წყაროებში ისინი ვიკინგებად და ნორმანებადაც მოიხსენიებიან. VI-VIII სს-ში ეს ხალხები ძირითადად, ჯერ კიდევ პირველყოფილ თემურ წყობილებაში ცხოვრობდნენ. თუმცა, უკვე სახელმწიფოებრიობის წარმოქმნის ზღურბლზე იდგნენ. სკანდინავიის ნახევარკუნძულზე მიწათმოქმედებისათვის ვარგისი ვარგისი პირობები ნაკლებად იყო, ამიტომ მოსახლეობა მნიშვნელოვანწილად მესაქონლეობას და თევზის რეწვას მისდევდა. ისინი არც მეკობრეობას თაკილობდნენ და სანაპირო ზოლში მაცხოვრებლების ძარცვით ირჩენდნენ თავს. ვიკინგები ძალიან კარგი მეზღვაურები იყვნენ. მათ ნაოსნობაში შეიტანეს ღერძიანი კონსტრუქციის ნავები, რაც საშუალებას აძლევდა ვიკინგებს ღია ზღვაში ეცურათ. ამიტომ იყო, რომ ატლანტის ოკეანის დიდი კუნძულები: ისლანდია (ყინულოვანი მიწა) და გრენლანდია (მწვანე მიწას) სწორედ მათ აღმოაჩინეს. XI საუკუნის დასაწყისში, არქეოლოგიის მოწმობით ვიკინგებმა, ლეიფ ერიქსონი მეთაურობით, ჩრდილოეთ ამერიკაში, დღევანდელი კანადის ტერიტორიაზე, ნახევარკუნძული ნიუფაუნდლენდიც დალაშქრეს. ვიკინგებში მეომარი და ვაჭარი ერთმანეთისგან არ განირჩეოდა. ისინი ფრიად საშიშ სამხედრო ძალას წარმოადგენდნენ. სავაჭრო გზის კონტროლთან ერთად სკანდინავიელმა ვარიაგებმა მდ. დნეპრის გაყოლებაზე აღმოსავლეთ სლავური ტომებით დასახლებული მთელი ტერიტორია დაიქვემდებარეს. ვარიაგებს შორის როსთა, იგივე რუსთა ტომი აქტიურობდა, ამიტომაც, IX ს-ის 60-იან წლებში მდ. დნეპრის აუზში შექმნილ დიდ ვარიაგულ-სლავურ სახელმწიფოს, რომლმაც ორი ვარიაგულ-სლავური, ნოვგოროდისა და კიევის სამთავროები გააერთიანა, კიევის რუსეთი ეწოდა. მისი დედაქალაქი, დღევანდელი უკრაინის დედაქალაქი კიევი იყო. კიევის რუსეთი განსაკუთრებით X ს-ში მთავარ ვლადიმირის მმართველობაში გაძლიერდა, რომელმაც ხაზართა დედაქალაქი იტილი აიღო და ხაზართა სახაკანო

რადეგასტის, სლავური მითოლოგიის ძველი ღვთაების ქანდაკება ჩეხეთში.

ლეიფ ერიქსონის (970 — 1020) ძეგლი მინესოტეს ქალაქ სენტ-პოლში (აშშ). 123

ვლადიმირ სვიატოსლავის ძე დიდი (980 - 1015)

გაანადგურა. მანვე გამოაცხადა სახელმწიფო რელიგიად.

სუის დინასტია ჩინეთს 581-618 წლებში მართავდა.

ტანის დინასტია ჩინეთს 618-907 წლებში მართავდა.

ქრისტიანობა

რუსეთში

ჩინეთი VI-VIII სს-ში. მომთაბარეთა შემოსევების შედეგად დაშლილი ჩინეთის იმპერია VI ს-ის მიწურულს კვლავაც გაერთიანდა, რაც მთავარსარდლის იან ძიანის სახელს უკავშირდება. იმპერატორის ტახტზე ასვლის შემდეგ იან ძიანმა თავის დინასტიას სუის დინასტია უწოდა, ჩინეთის იმპერიის ამ ხანას კი სუის იმპერიის ხანა ეწოდება. VII ს-ის დასაწყისში, სუის დინასტიის მმართველობის ხანაში ჩინეთში განხორციელდა გრანდიოზული 1000 კმ. სიგრძის არხის მშენებლობა, რომელმაც ქვეყნის ორი დიდი მდინარის ხუანხესა და იანძის აუზები ერთმანეთს დაუკავშირა. ამ პერიოდიდან იწყება ჩინეთის ეკონომიკური აღმავლობა, რომელიც სოფლის მეურნეობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას მოჰყვა: ამ მხრივ უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია კვლებად დამუშავება-თესვაზე გადასვლა და ნათესების მორწყვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება ახალი საირიგაციო სისტემის — თიხის ქოთნებიანი ბორბლის გამოგონებით, რომელიც მილებს წყალს აწოდებდა. ამან მნიშვნელოვნად გაზარდა სარწყავი მიწების ფართობიც. გაუმჯობესდა აბრეშუმის ძაფის დართვა და, ზოგადად, მეაბრეშუმეობა. სოფლის მეურნეობით მიწათმოქმედის დაინტერესებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ გლეხებს, რომლებიც თუთისა და სხვა კულტურების მოშენებას მისდევდნენ, დროებით მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები მუდმივ სარგებლობაში გადაეცათ. და. ა. შ. სუის დინასტია ჩინეთის სათავეში დაახლ. 30 წელი იყო. თუმცა, დროის ამ მცირე მონაკვეთში, ბევრის გაკეთება მოასწრო. სუის ბოლო იმპერატორი ტახტიდან მისივე მხედართმთავარმა ჩამოაგდო, რომელმაც ახალ, ტანის დინასტიას ჩაუყარა საფუძველი. რამდენადაც სუის დინასტია ხანმოკლე აღმოჩნდა, ახალი დინასტია, პირიქით, წინამორბედისაგან განსხვავებით, ჩინეთს თითქმის სამასი წელი მართავდა. ტანის დინასტიის იმპერატორებმა როგორც ჩრდილოეთით თურქების, ისე დასავლეთით არაბების წინააღმდეგ დიდ სამხედრო წარმატებებს მიაღწიეს და იმპერიის საზღვრები ფრიად გააფართოვეს. მათ, უპირველეს

გაოცზუ, ჩინეთის იმპერატორი (618-626), ტანის დინასტიის დამაარსებელი.

იმპერატორი იან ძიანი 581 – 604 124

ყოვლისა, აღმოსავლეთის თურქების სახაკანო დაამარცხეს და მისი მიწების ნაწილი შეიერთეს. რაც შეეხება არაბებს, ჩინეთთან დამარცხების შემდეგ, აღმოსავლეთისაკენ მათ შემდგომ მსვლელობას ბოლო მოეღო. ტანის იმპერიამ თავისი საზღვრები სამხრეთ-აღმოსავლეთით ინდო-ჩინეთის მიმართულებითაც გაიფართოვა და ადრეშუასაუკუნეების ერთ-ერთ უძლიერეს და უდიდეს სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. არაბები. VII ს-ის დასაწყისში არაბები, ძირითადად, არაბეთის ნახევარკუნძულზე ცხოვრობდნენ, მომთაბარულ მესაქონლეობას მისდევდნენ და აქლემებს აშენებდნენ. მომთაბარე არაბს ბედუინი ეწოდებოდა. არაბეთის ნახევარკუნძულის უდიდესი ნაწილი უდაბნოები და ნახევარუდაბნოები, ხოლო მცირე ნაწილი კი ოაზისები იყო. ოაზისებიდან ყველაზე დაწინაურებულ მხარეს ჰიჯაზი წარმოადგენდა. ის ამ ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთში მდებარეობდა. ჰიჯაზში, პირველ რიგში, ქალაქი მექა (მაქორაბა) გამოირჩეოდა, რომელიც დიდ როლს თამაშობდა აღმოსავლეთ აზიასა და დასავლეთ ევროპის შუამავალ ვაჭრობაში. აქ გადიოდა დიდი აბრეშუმის გზის სამხრეთი, საზღვაო მარშრუტი, ე.წ. გუნდრუკის გზა, რომლითაც აღმოსავლური სანელებლები და ფუფუნების საგნები, ეგვიპტის და სირიის გავლით, დასავლეთ ევროპაში გადაჰქონდათ. ქალაქ მექას ცენტრში აღმართული იყო კუბის ფორმის ნაგებობა ქააბა. მის კედელში შედგმული იყო შავი ფერის წმინდა ქვა, რომელიც, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, მეტეორიტული წარმოშობისაა. ამ წმინდა ქვის გამო ეს ნაგებობა მრავალი არაბული ტომისათვის წმინდა ადგილს წარმოადგენდა. აქ წელიწადის გარკვეულ დროს მრავალი პილიგრიმი ჩადიოდა. ამ დროს მექაში საყოველთაო მშვიდობა ცხადდებოდა. არაბები VII ს-ის დასაწყისისთვის ძირითადად წარმართები იყვნენ, ხოლო მათი ნაწილი ქრისტიანობას ან იუდაიზმს აღიარებდა. არაბეთის ნახევარკუნძულზე ერთიანი სახელმწიფო არ არსებობდა. ასეთ სახელმწიფოს, ისევე როგორც მათ ახალ სარწმუნოებას — ისლამს საფუძველი, მუჰამედმა ჩაუყარა. ვინაიდან არაბთა ახლადშექმნილი სახელმწიფოს მეთაურს ხალიფა ეწოდა, თვით სახელმწიფოს სახელად სახალიფო დაუმკვიდრდა. არაბთა სახელმწიფო, თავისი ბუნებით, თეოკრატიული იყო. მუჰამედის სიკვდილის შემდეგ მისმა უახლოესმა მემკვიდრეებმა ხალიფებმა: აბუბაქარმა, ომარმა და ოსმანმა წარმატებული ომების შედეგად არაბთა ახლად შექმნილი სახელმწიფო დიდ იმპერიად გადააქციეს. სპარსეთის დაპყრობისა და ბიზანტიის აღმოსავლეთი და სამხრეთი პროვინციების ხელში ჩაგდებით, არაბების ქვეშ სომხეთის როგორც ბიზანტიური ნაწილი, ისე პერსარმენია, ანუ სომხეთის სპარსული ნაწილიც მოექცა. სომხეთის გავლით, არაბი სარდალი ჰაბიბ იბნ მასლამა საქართველოშიც შეიჭრა. აღმოსავლეთ საქართველოს იმჟამინდელმა მმართველმა, ქართლის ერისმთავარმა სტეფანოზ II-მ არაბთა სარდალს მორჩილება გამოუცხადა, ელჩების ხელით საჩუქრები გაუგზავნა და მისგან ზავი და მშვიდობა ითხოვა.

125

ჰაბიბ იბნ მასლამა, ქართულად — ჰაბიბ ძე მასლამასი-ა

არაბები პირენეის ნახევარკუნძულზე 711 წელს გადავიდნენ. ალი 661 წელს მოკლეს. მუავია ომაიანი სახალიფოს 661-680 წლებში განაგებდა.

ომაიანთა დინასტიას ეკუთვნოდნენ ცნობილი ხალიფები: აბდ-ალ-მალიქი — 685-705. ალ-ვალიდი — 705-715. ჰიშამი — 724-743. მარვან იბნ მუჰამედი, მარვან II, იგივე

მურვან ყრუ — ხალიფას ტახტი 744750 წლებში ეპყრა.

ჰაბიბ იბნ-მასლამამ აღმოსავლეთ საქართველოს მცხოვრებლებს „დაცვის სიგელი“ მისცა. VII ს-ის მიწურულს არაბებმა ფეხი დასავლეთ საქართველოშიც მოიკიდეს. იმავე ხანებში არაბებმა ალბანეთიც დაიკავეს. ასე დაიწყო არაბთა სამსაუკუნოვანი ბატონობა სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის საქართველოში. არაბები VIII ს-ის დასაწყისში, პირენეის ნახევარკუნძულზეც გადავიდნენ და ესპანეთის უდიდეს ნაწილს დაეუფლნენ. რიგით მეოთხე ხალიფა ალის მოკვლის შემდეგ ხალიფას ტახტი, მუავია ომაიანის სახით, ომაიანთა დინასტიამ დაიმკვიდრა. ომაიანები არაბთა სახალიფოს თითქმის 90 წელი განაგებდნენ. ამ დინასტიის მმართველობის ხანაში, წარმატებული დაპყრობითი ომების შედეგად, არაბთა სახალიფო უზარმაზარ იმპერიად იქცა. არაბების მიერ აღმოსავლეთში სასანიანთა სპარსეთის ჩანაცვლების შემდეგ, სპარსეთ-ბიზანტიის ომები ახლა ბიზანტია-არაბების ომებით შეიცვალა. არაბები სპარსელებზე ბევრად უფრო წარმატებულნი აღმოჩდნენ და ბიზანტიას, როგორც სამხრეთის, ისე აღმოსავლეთის პროვინციები წაართვეს. არაბებსა და ბიზანტიას შორის ომები მცირე აზიაში VIII ს-ის I ნახევარშიც გაგრძელდა. არაბებთან ბრძოლაში ბიზანტიელებს მოკავშირეობას ჩრდილოეთ კავკასიაში ხაზართა სახელმწიფო და სამხრეთ კავკასიაში არაბთა მიერ დაპყრობილი ქართული და სომხური ჯერ სამთავროები, შემდგომ კი სამეფოები უწევდნენ. არაბებმა ხაზარების წინააღმდეგ რამდენიმე ომი გადაიხადეს, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს. ამის უმთავრესი მიზეზი არაბთა ბატონობის წინააღმდეგ ქართველთა და სომეხთა მუდმივი ბრძოლა იყო. არაბებს მედგარი წინააღმდეგობა ბიზანტიის იმპერატორმა, ლეონ III ისავრიელმა გაუწია. არაბები ორჯერ მიადგნენ ბოსფორის სრუტეს. 732 წელს არაბთა უზარმაზარი ფლოტი მასლამა იბნ აბდ ალ-მალიქის მეთაურობით კონსტანტინოპოლის აღებასაც შეეცადა, მაგრამ ბიზანტიელები ქარიშხალმა გადაარჩინა, რომელმაც არაბთა ფლოტი თითქმის

habib ibn maslamas „dacvis sigeli“ ( 654 w.) „სახელითა ალლაჰისა, მოწყალისა მწყალობელისა. ეს არის წიგნი ჰაბიბ იბნ მასლამასი ალ-ჰირმინის მიწის თბილისის (ფაფლის) მოსახლეობისადმი თქვენი პიროვნების, შთამომავლობის, ოჯახების, ქონების, სენაკების, ეკლესიების, სარწმუნოებისა და სამლოცველოების შეუვალობის შესახებ იმ პირობით, რომ აღიარებთ დამცირებას ჯიზიას გადახდით ყოველ კომლზე თითო სრული დინარი. თქვენ არ გაქვთ უფლება, რომ გააერთიანოთ კომლები თქვენი ჯიზიას შესამცირებლად და არც ჩვენ, რომ დავყოთ ერთიანი კომლები ჩვენთვის ჯიზიას გასადიდებლად. ჩვენ გვექნება თქვენი კეთილი რჩევა და შეწევნა ალლაჰის, მისი მოციქულისა და მორწმუნეთა მტრების წინააღმდეგ, რამდენადაც თქვენ შეგეძლებათ: გამასპინძლება ღამით კეთილად გზად მიმავალი მუსლიმისა წიგნის ხალხთათვის ნებადართული საჭმელითა და სასმელით და წაყვანა მისი სწორი გზით ისე, რომ არ მოგადგეთ თქვენ ზიანი. და თუ ჩამორჩება ვინმე მორწმუნეთაგანი თქვენთან, მაშინ თქვენზეა მისი მიყვანა მართლმორწმუნეთა და მუსლიმთა უახლოეს რაზმამდე, თუ იმათთან მისასვლელი გზა არ არის. და თუ თქვენ მოინანიებთ, დაადგებით ლოცვას და გადაიხდით ზაქათს, მაშინ იქნებით ჩვენი თანამოძმეები სარწმუნოებაში. ხოლო ვინც განუდგება რწმენას, ისლამსა და ჯიზიას, ის არის მტერი ალლაჰისა, მისი მოციქულისა და მორწმუნეებისა. ალლაჰია ის, ვისაც თხოვენ შეწევნას! და თუ შეემთხვათ მუსლიმებს რაიმე საქმე, ვერ მოიცალეს თქვენთვის და დაგიმორჩილათ თქვენ მტერმა თქვენმა, ამის გამო თქვენ არ დაისჯებით და ეს არ იქნება დარღვევა თქვენი პირობისა, მას შემდეგ, რაც ისევ დაუბრუნდებით მორწმუნეებს და მუსლიმებს. ესაა თქვენი მოვალეობები და ესაა თქვენი უფლებები. მოწმეა ალლაჰი და ანგელოზნი მისნი, მოციქულნი მისნი და მორწმუნენი, საკმარისია ალლაჰი მოწმედ“. 126

მთლიანად გაანადგურა. თანდათან, ბიზანტიამ არაბთა შეტევები მოიგერია და ახლა იერიშზე თვითონ გადავიდა. VIII ს-ის 40-იანი წლების მიწურულს არაბთა სახელმწიფოში ხალიფობისათვის ბრძოლა გაჩაღდა, ომაიანებს ხალიფობას აბასიანთა საგვარეულო ეცილებოდა. სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში სისასტიკით ცნობილი მურვანყრუ (არაბულად მარვანი) ხალიფას ტახტზე ომაიანთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი აღმო-ჩნდა. სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, ომაიანთა ნაცვლად სახალიფოს ტახტზე ახალი, აბასიანთა დინასტია დამკვიდრდა. ასე დაიწყო სახალიფოს ისტორიაში ახალი აბასიანთა მმართველობის ხანა. აბასიანებმა სახალიფოს დედაქალაქად ახლადაგებული ბაღ-დადი გამოაცხადეს. აბასიანთა მმართველობის ხანაში არაბთა იმპერიის მანამდე სწრაფი ტერიტორიული ზრდა ჯერ შენელდა და შემდეგ სრულიად შეწყდა. ნაძარცვის სახით შემოსავალმაც იკლო, რამაც აბასიან ხალიფებს გადასახადების ზრდისაკენ უბიძგა. მართლაც, მანამდე არსებულ სულადობრივ გადასახადს — ჯიზიას, დაპყრობილ არამუსლიმურ რეგიონებში ახლა საადგილმამულო გადასახადი — ხარაჯაც დაემატა, რამაც სახალიფოს ქრისტიანი მოსახლეობის ისლამზე გადასვლა დააჩქარა. ქრისტიანთა გამუს-ლიმება მნიშვნელოვანწილად აბასიანი ხალიფების რელიგიურმა შეუწყნარებლობამაც განაპირობა: მართლაც, თუ მანამდე ომაიანების ხანაში არაბები ქრისტიანებს ნაკლებად სდევნიდნენ, ახლა ქრისტიანი მთავრებისა და მათ დაქვემდებარებაში მყოფი მოსახლეობისაგან ისლამზე გადასვლას მეტი კატეგორიულობით მოითხოვდნენ. საქართველოში არაბთა შეცვლილი რელიგიური პოლიტიკის პირველი მსხვერპლი ქართლის ერისმთავარი არჩილი აღმოჩნდა, რომელიც არაბებმა ქრისტიანობის ერთგულების გამო სასტიკად აწამეს. ამავე ხანებში არაბებმა როგორც საქართველოში, ისე სომხეთში რელიგიური სიმტკიცისათვის უამრავი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. არაბების დაპყრობებს მათ მიერ დაპყრობილი ხალხებისა და ქვეყნებისათვის, თავდაპირველად, ფრიად მძიმე შედეგი ჰქონდა. სპარსეთის ტერიტორიაზე, ისევე როგორც პირენეის ნახევარ-კუნძულზე და ბიზანტიისათვის წართმეულ რეგიონებში ძველი არისტოკრატიული საგვარეულოები მნიშვნელოვანწილად ამოწყდა, მათი ქონება და მამულები კი არაბმა მოლაშქრეებმა დაინაწილეს. ბიზანტიური მცირეაზიული ტერიტორიის ცენტრალური და აღმო-სავლური ნაწილი, ანუ ანატოლია და კაბადოკია არაბთა ხშირი სამხედრო ექსპედიციების შედეგად მთლიანად გაპარტახდა, მოიშალა ვაჭრობა და სავაჭრო კავშირები. არაბთა სახალიფო უზარმაზარ სამხედრო დასახლებად იქცა. აბასიანი ხალიფების მიერ სახალიფოს დედაქალაქად ქცეული ბაღდადიც ერთ-ერთი ასეთი სამხედრო დასახლებიდან წარმოიქმნა. მეორე მხრივ, ინდის აუზიდან ატლანტის ოკეანემდე უზარმაზარი ტერიტორიის ერთი სახელმწიფოს საზღვრებში მოქცევამ და ამის შედეგად ამ გლობალურ სივრცეში ერთიანი ზომა-წონის, თუ ფულის ერთეულების შემოღებამ, მაგ.: არაბული ოქროს დინარის სახით, სამომავლოდ, ვაჭრობის განვითარებისათვის შესანიშნავი სასტარტო პირობები შექმნა.

127

აბასიანთა დინასტიამ ომაიანები სახალიფოს ტახტზე 750 წელს შეცვალა. აბასიანთა დინასტიას ეკუთვნოდნენ ცნობილი ხალიფები: ალ-საფაჰი — 750-754. ალ-მანსური — 754-775. ალ-მაჰდი — 775-785. ჰარუნ ალ-რაშიდი — 786-809. ალ-მუთასიმი — 833-842. ალ-მუთავაქილი — 847-861.

ქართლის ერისმთავარი — პატრიკიოსი არჩილი არაბებმა დაახლ. 760/61 წელს აწამეს. ქართულმა ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა.

ბაღდადი 762 წელს გამოაცხადეს სახალიფოს დედაქალაქად. ბაღდადი სპარსულად ღვთით ბოძებულს ნიშნავს.

მართლაც, არაბი ტომების მკვიდრ ცხოვრებაზე გადასვლისა და მათ მიერ მანამდე რეგიონში მცხოვრები ხალხების: სპარსელების, სირიელების, ეგვიპტელების და განსაკუთრებით კი ბერძნულ-რომაული კულტურისა და ცივილიზაციის მიღწევების ათვისების კვალდაკვალ, არაბთა სახალიფოში IX სდან აღორძინებას იწყებს ვაჭრობა და ხელოსნობა. საუკუნენახევარში არაბები ფრიად დახელოვნებულ ვაჭრებად და ხელოსნებად იქცნენ. ქართულში მრავალი ხელოსნური პროფესიის აღმნიშვნელი სახელი, მაგ. როგორიცაა: ხაბაზი, თარაზი, ყასაბი, დალაქი და სხვ. არაბული ენიდანაა შეთვისებული, რაც იმას მოწმობს, რომ IX-X სს-ის საქართველოს ქალაქებში ამ დარგის ხელოსნები, ძირითადად, სწორედ არაბები იყვნენ. არაბები სასანიანთა სპარსეთისაგან განსხვავებით როგორც სირია-პალესტინის, ისე, ჩრდილო აფრიკის ხმელთაშუაზღვისპირეთს უშუალოდ ფლობდნენ. ამგვარად, აბრეშუმის გზის სამხრეთი მონაკვეთი სპარსეთის ყურიდან და წითელი ზღვიდან შემომავალი განშტოებებითურთ მთლიანად ხელთ ეპყრათ არაბებსდა ჩინეთიდან და ინდოეთიდან მომავალი საქონლით ვაჭრობაში ხმელთაშუაზღვისპირეთამდე და შემდეგ პირენეის ნახევარკუნძულის გავლით ევროპისაკენ შუამავლობდნენ.

§ 2. ადრე შუა საუკუნეები — ნატურალურთვითკმარი ეკონომიკის ხანა ფეოდალური შუა საუკუნეები, ანტიკური ეკონომიკის კრიზისზე, ქალაქებისა და ვაჭარ-ხელოსნობის კვდომაზე, ფულის მიმოქცევის მკვეთრად შემცირებასა და თვითკმარი, ნატურალური ეკონომიკის წარმოქმნა-გაბატონებაზე აღმოცენდა. ამ ისტორიული ეპოქის მთავარი სოციალურ-ეკონომიკური უჯრედი ანტიკური ხანის ქალაქური ცივილიზაციისაგან განსხვავებით, სოფელი გახდა — ერთი მხრივ, იქ მცხოვრები დაყმევებული მიწის მუშაკითა და მეორე მხრივ, სოფლის მფლობელი, ციხე-დარბაზში მცხოვრები ფეოდალით. ფეოდალური საზოგადოების მკაცრად წოდებრივი ხასიათიდან გამომდინარე, თითოეული წოდება პატრონის მიმართ მისთვის საკადრის „სამსახურს“ ასრულებდა. ამიტომაც, იმ ხანად ქონებაზე მეტად სამსახური ფასობდა, სამსახური ხომ ადამიანის წოდებრივ კუთვნილებაზე მიანიშნებდა. სამსახური იყო საპატიო, ან ნაკლებად საპატიო და სულაც, სამარცხვინო, დამამცირებელი. ყველაზე დამამცირებელ სამსახურად მიწის მუშაკობა, ანუ გლეხური სამსახური ითვლებოდა. ყველაზე საპატიო აზნაურული, ანუ სამხედრო სამსახური იყო. სამხედრო სამსახურიც არ იყო ერთგვაროვანი. მსუბუქად შეიარაღებულ მოლაშქრეზე ბევრად მეტად, პატრონის წინაშე, მძიმედ შეჭურვილ მხედრად სამსახური ფასობდა. კიდევ უფრო საპატიოდ აზნაურის მიერ მეფის კარზე თანამდებობის — სახელის ფლობა ითვლებოდა. ჩვეულებრივ, მეფის ან მთავრის კარზე თანამდებობები მამიდან შვილზე

128

მემკვიდრეობით გადადიოდა და სხვა საგვარ-ეულოსათვის მისი გადაცემა, შინაომის მიზეზი ხდებოდა. ყმას პატრონის მიმართ თავგამოდებით სამსახური ევალებოდა. ის პატრონისათვის სიკვდილსაც არ უნდა მორიდებოდა. პატრონი კი, მოვალე იყო ასეთი კეთილად ნამსახური ყმა წყალობით აევსო ანუ პატივი, ნიჭი ებოძებინა. აქედან მოდის ქართულში სიტყვა მინიჭება. თუ პატრონს წყალობა დაავიწყდებოდა, ყმას შეეძლო შეეხსენებინა თავისი დამსახურება და სამსახურის სანაცვლოდ მიწა, მამული ან სხვა რამ მოეთხოვა. პატრონთან თხოვნით მისვლა აუცილებლად ძღვენის მირთმევასაც გულისხმობდა. ასეთ ძღვენს ქრთამიც ეწოდებოდა. სენიორის მიერ ვასალისათვის მიწის გადაცემის წესი არსებობდა. სენიორი ვასალს შუბლზე აკოცებდა და მიწის ბოძების ნიშნად ხელთათმანს გადასცემდა. ხოლო ვასალი ერთგულების ნიშნად, თავის სენიორს ხელებში თავის ხელს ჩაუდებდა. ვასალი ვალდებული იყო, ყოველწლიურად გარკვეული დროით სენიორის სამხედრო სამსახურში ყოფილიყო, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ის სენიორს დაძახებისთანავე უნდა ხლებოდა. გარდა ამისა, მას სენიორისათვის რელიგიური დღესასწაულების დროს სპეციალური „ძღვენიც“ უნდა მიერთმია და სენიორის სტუმრობის შემთხვევაში სათანადო მასპინძლობა გაეწია. ვასალი იმ სენიორის წინაშე იყო პასუხისმგებელი, რომლისგანაც მიწას უშუალოდ იღებდა. ამ ურთიერთობების სულისკვეთებას საუკეთესოდ გადმოსცემს საფრანგეთის სამეფოში ჩამოყალიბებული პრინციპი: „ჩემი ვასალის ვასალი ჩემი ვასალი არ არის“. მსხვილ ფეოდალებს — მთავრებს, ჰერცოგებს, გრაფებს, ბარონებს, საქართველოში ჯერ დიდებულებსა და აზნაურებს, უფრო მოგვიანებით თავადებსა და აზნაურებს — მეფის მსგავსად — საკუთარი სასახლე, ციხეები, მონასტრები, კარის ეკლესიები, სასახლის მოხელეები და ლაშქარი ჰყავდათ. ისინი ხშირად მეფეებს აღარ ეპუებოდნენ. თითოეულ საფეოდალოს თავისი საზღვრები ჰქონდა და ვაჭარს ერთი სამფლობელოდან მეორეში შესვლისას ბაჟი უნდა გადაეხადა. ეს კიდევ უფრო ართულებდა ისედაც დაკნინებულ ვაჭრობას. ცალკეულ საფეოდალოებს ხშირად თავიანთი ზომაესეც წონის და მოცულობის ერთეულები ჰქონდათ. ვაჭრობისათვის დამატებით სირთულეებს ქმნიდა. ფეოდალური ურთიერთობების დედა აზრი კარგად ჩანს იმ ეპოქის გამონათქვამში: „არ არსებობს მიწა — მემამულის, ხოლო მემამულე — მიწის გარეშე“. თუმცა ეს პრინციპი, განვითარებულ და, უფრო მეტად, გვიან ფეოდალურ ხანაში არცთუ იშვიათად ირღვეოდა. თანდათან უციხო, უეკლესიამონასტრო და, უმიწო, კეთილშობილებიც, ანუ ფეოდალური საგვარეულოებიდან გამოსული პირებიც მომრავლდნენ. რომლებსაც გარდა საკუთარი სამხედრო აღზრდის, აბჯარიარაღისა და „კეთილშობილებისა“ არაფერი ებადათ. ასეთი მოხეტიალე რაინდები რომელიმე მთავრის სამსახურში დგებოდნენ და მისგან წყალობად მიწა-მამულის მიღებისათვის, მის სამსახურში თავს არ ზოგავდნენ. სამღვდელოებაშიც პრივილეგიებზე დამყარებული მტკიცე იერარქია სუფევდა. უპირველეს ყოვლისა, ერთმანე-

129

შავი სამღვდელოება (ბერები, ეპისკოპოსები)—მარცხნივ; თეთრი სამღვდელოება— მარჯვნივ.

თისაგან განსხვავდებოდა ე.წ. შავი სამღვდელოება — ბერმონაზვნები და მათი ორდენები, რომლებიც, ყოველდღიურ ყოფას გარიდებულები, განცალკევებულ თემებად ცხოვრობდნენ, და თეთრი სამღვდელოება (მღვდლები და ეპისკოპოსები) , რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულნი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. შუა საუკუნეების გარიჟრაჟზე, შავ სამღვდელოებას უფრო დიდი პატივი და სახელი ჰქონდა. ეს უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების აზროვნებიდან გამომდინარეობდა, რომელიც ასკეტურ ცხოვრებას და მის მიმდევრებს განადიდებდა. თანდათანობით, უკვე განვითარებულ ფეოდალურ ხანაში, კერძოდ, X ს-ის შემდგომ, ქალაქური ცხოვრებისა და ვაჭრობა-ხელოსნობის გამოცოცხლებამ საზოგადოებაში ამქვეყნიური ცხოვრებისა და ფუფუნება-კომფორტისადმი ინტერესი მნიშვნელოვნად გააძლიერა, რასაც ასკეტური ცხოვრებისა და სასულიერო სარბიელისადმი ინტერესის შესუსტება მოჰყვა. ამან კი, თავის მხრივ, თეთრი სამღვდელოების სტატუსისა და ავტორიტეტის ამაღლებას შეუწყო ხელი. როგორც „თეთრი“, ისე „შავი სამღვდელოება“ ზოგადად, შუა საუკუნეების საზოგადოების იერარქიულ სტრუქტურას იმეორებდა. მაგ.: თეთრ სამღვდელოებაში მღვდლები, ეპისკოპოსებს, ეს უკანასკნელები კი არქიეპისკოპოსებს, ან კიდევ მიტროპოლიტებს ექვემდებარებოდნენ. არქიეპისკოპოსებისა და მიტროპოლიტების მეთაური ევროპის უდიდეს ნაწილში რომის პაპი იყო. ამიტომ, ეპისკოპოსები და არქიეპისკოპოსები თავიანთ სამწყსოში აკრეფილი გადასახადის 1/10-ს სწორედ მას უგზავნიდნენ. ეს, როგორც ქვემოთ ვნახავთ, მოგვიანებით ევროპის სახელმწიფოების მმართველებსა და რომის პაპს შორის სერიოზული უთანხმოების მიზეზად იქცევა. დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროს, პატრიარქები განაგებდნენ. მუსლიმები კი თავის სულიერ მეთაურად ხალიფას მიიჩნევდნენ. სამღვდელოებისადმი კუთვნილებას, თითქოსდა, „სისხლი“ და წარმომავლობა არ განსაზღვრავდა, მაგრამ სინამდვილეში საზოგადოებაში, სადაც მიწის მუშაკი მიწას მიმაგრებული და დაყმევებული იყო, სამღვდელოება, ფაქ-ტობრივად, გაბატონებული ფეოდალური ფენისაგან გამოდიოდა. ფეოდალები თავიანთ ვაჟებს ადრეული ბავშვობიდანვე ან საერო-სამხედრო, ან საეკლესიო-სასულიერო კარიერისათვის ამზადებდნენ და მათ შესაბამის აღზრდა-განათლებას აძლევდნენ. სხვადასხვა ქვეყნებში როგორც სასულიერო, ისე სამხედრო განხრით სამოხელეო კიბეზე წინსვლას, ამა თუ იმ საეკლესიო, ან საერო თანამდებობაზე გარკვეული წლების სამსახური სჭირდებოდა. ამიტომ, ფეოდალები სასულიერო, თუ სამხედრო სამსახურისათვის გამიზნულ შვილებს ადრეულ ბავშობაშივე უდაბლეს საეკლესიო თუ სამხედრო თანამდებობებზე განაწესებდნენ, რათა სრულწლოვანებას მიღწეულებს სამხედრო სამსახური პირდაპირ ოფიცრის, სასულიერო კი იმთავითვე, მღვდლის ან ეპისკოპოსის საპატიო წოდებებით დაეწყოთ. საერო-სამხედრო სამსახურისათვის განკუთვნილ ყმაწვილებს სრულწლოვანების მიღწევისთანავე მეფეს, ან ზოგადად სენიორს წარუდგენდნენ. ის მათ

130

დალოცავდა, ჭაბუკებად — რაინდებად აკურთხებდა, რაც მათი სრულწლოვანების ოფიციალურ აღიარებას ნიშნავდა, და ყმად — ვასალად ითაყვანებდა. ყოველივე ეს გარკვეული წესის დაცვით, საზეიმო ვითარებაში ხდებოდა. თანამდებობა, რომელიც მეფის, ან მთავრის კარზე ფეოდალს ეკავა, მემკვიდრეობით, ძირითადად, უფროს ვაჟზე გადადიოდა. დანარჩენ შვილებს მეფე სასახლის, ანუ დარბაზის ყმებად ითაყვანებდა. ეს მეფის წინაშე მათი სამსახურის დასაწყისს ნიშნავდა. დაყმევებულ, ანუ ადგილზე მიჯაჭვულ, მიწის მუშაკს, რომელსაც ყველას მაგივრად მოსავალი მოჰყავდა და ერსა და ბერს ინახავდა; სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელი ეწოდებოდა. ვინაიდან მიწის მესაკუთრედ პატრონი — სენიორი ითვლებოდა, ამიტომ გლეხი მისი მამულით სარგებლობისთვის სენიორს გადასახადს — ხარკს, ანუ ბეგარას უხდიდა და მის სასარგებლოდ სხვადასხვა სახის სამუშაოს ასრულებდა. ადრე შუა საუკუნეებში ბეგარა ნატურით მიჰქონდათ: ხორბლეული, ღვინო, ქათამი, ღორი, კვერცხი, ცხვარი და ა.შ. განვითარებულ შუა საუკუნეებში (X-XIII სს.) ქალაქების კვლავაც აღმოცენების, ვაჭრობისა და ფულის მიმოქცევის გამოცოცხლების კვალად, ფეოდალურ საზოგადოებაში ფულის საჭიროება გაიზარდა, რასაც ფეოდალთა მხრივ ნატურალური გადასახადის თანდათან ფულით შეცვლა მოჰყვა. გადასახადები, უმეტესწილად, მუდმივი ხასიათისა იყო, მაგრამ მისატანი პროდუქტისა, თუ ფულის ოდენობა საუკუნეების განმავლობაში განუხრელად მატულობდა. ძირითად ბეგარასთან ერთად, რასაც საქართველოში თავნს, ანუ მთავარ ბეგარასაც უწოდებდნენ. გლეხს ბატონისათვის მრავალრიცხოვან დღესასწაულებზე: შობა, აღდგომა, მარიამობა და ა. შ. სხვადასხვა სახის ძღვენი უნდა მიერთმია. მაგ.: საშობაოდ ქათამი, სააღდგომოდ კვერცხი და ა.შ. გლეხი სხვა სპეციფიურ გადასახადებსაც იხდიდა, მაგ.: სამართლის აღსრულების შემთხვევაში, „მეათედს“ — ეკლესიის სასარგებლოდ, აგრეთვე სხვადასხვა სამეფო, ანუ სახელმწიფო გადასახადებს. XIII ს-ის ინგლისში გლეხის ბეგარა-გადასახადები ჯამში მისი შემოსავლის 50% აღწევდა, მაშინ, როდესაც სხვა რეგიონებსა თუ ეპოქებში ამ ციფრსაც კი აჭარბებდა ხოლმე. განსხვავება მიწის მუშაკთა შორისაც არსებობდა: ის შეიძ-ლებოდა ყოფილიყო თავისუფალი, ნახევრად თავისუფალი, მიწაზე მიჯაჭვული — დაყმევებული და ა.შ. ასეთი განსხვავება, განსაკუთრებით, ადრეფეოდალურ და გვიანფეოდალურ ხანაში შეინიშნება. პირველ შემთხვევაში ანტიკურობიდან შუა საუკუნეებზე, ხოლო მეორე შემთხვევაში შუა საუკუნეებიდან ახალ ისტორიაში გარდამავალ პერიოდთან გვაქვს საქმე. ორივე გარდამავალ პერიოდს, მწარმოებელი მიწის მუშაკის თავისუფლება — დაყმევებისა და, შესაბამისად, მისი სამართლებრივი სტატუსის განსხვავებულობის თვალსაზრისით, ვარიაციების სიმრავლე ახასიათებს. შედარებით ერთგვაროვნებას, რაც თავისუფალი, თუ ნახევრად თავისუფალი მიწის მუშაკის ერთთავად ყმა-გლეხად გადაქცევაში გამოიხატა, ძირითადად, განვითარებულ ფეოდალურ ხანაში ვხვდებით.

131

ყმა-გლეხის სახელწოდებანი დასხვა ქვეყნებში:

სხვა-

საფრანგეთში — სერვი, იტალიასა და ესპანეთში — სერვო დე ლა გლება, ინგლისში — ვილანი, გერმანიაში — გრუნდჰოლდი, რუსეთში — კრეპოსტნოი, საქართველოში — გლეხი, ისლამურ აღმოსავლეთში რაია.

ყმა-გლეხზე მებატონეთა ძალაუფლებაც, რეგიონებისა და ქვეყნების მიხედვით, ფრიად განსხვავდებოდა. რუსეთში ფეოდალის უფლებები გლეხზე, პრაქტიკულად, განუსაზღვრელი იყო. ბატონს, მისი დასახიჩრებისა და მოკვლის შემთხვევებშიც კი, პასუხი არ მოეკითხებოდა. საქართველოში, ევროპის ქვეყნების მსგავსად, ფეოდალის უფლებას გლეხზე, კანონი არეგულირებდა. ფეოდალური მამული, უშუალოდ ფეოდალის, ანუ საბატონო მიწად და საგლეხო ნადელად იყოფოდა. საბატონო მიწა ბატონის სასახლეს, ციხე-დარბაზებს, მის კუთვნილ სახნავსათესებს, სათიბ-საძოვრებს, საბძლებს, თავლებს, სახელოსნოებს, ბაღებს, ვენახებს, ბოსტნებსა და ტყეებს მოიცავდა. მემამულე ზედამხედველობას უწევდა როგორც საკუთარ მეურნეობას, ისე სოფლის მთელ ცხოვრებას. ტყეში ნადირობაც მემამულის პრივილეგია იყო. მემამულეს, ხშირ შემთხვევაში, სასახლესთან ახლოს თავისი კარის ეკლესია ჰქონდა, სადაც ის და მისი ოჯახის წევრები ლოცულობდნენ. გლეხის ქოხი ერთი ან ოროთახიანი ნაგებობა იყო, და საძინებლად ხშირად სხვენს იყენებდნენ. იატაკი, უმეტესად, მიწურისა ჰქონდათ, სამშენებლო მასალად კი ქვა, ხე ან, უფრო ხშირად, ალიზი გამოიყენებოდა. საქონლისთვის ცალკე მინაშენები კეთდებოდა, თუმცა ზამთრობით ქოხებში პირუტყვი და ხალხი ერთად თავსდებოდა. საგლეხო მამული თვითკმარ სამეურნეო ერთეულს ქმნიდა, რომელშიც გარდა გლეხის სახლისა და კარ-მიდამოსი, აგრეთვე მისი კუთვნილი საძოვრები, სახნავ-სათესები, ვენახები და ბოსტნები შედიოდა. გლეხთა დასახლებები სოფლებს ქმნიდნენ. სოფლები, ძირითადად, მდინარის სიახლოვეს მდებარეობდა — წყალი არა მარტო სასმელად თუ სარწყავად, არამედ წისქვილების ასამუშავებ-ლადაც გამოიყენებოდა. სოფლის ცენტრალურ ადგილას სოფლის ეკლესია იყო აღმართული. ეკლესიაში თავს იყრიდა, სოფლის როგორც რელიგიური, ისე ზოგადად კულტურული ცხოვრება. გარდა ბეგარა-გადასახადისა, გლეხობის დიდი ნაწილი, ვალდებული იყო გარკვეული სამუშაოები შეესრულებინა მემამულის კარმიდამოში. ეს ძირითადად, კვირის გარკვეულ დღეებში ბატონის მიწაზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების: ხვნა, თესვა, მოსავლის აღება და ა.შ. შესრულებაში გამოიხატებოდა. გარდა ამისა, გლეხს სხვა სამუშაოც შეიძლებოდა დავალებოდა: მაგ. ბატონის სასახლეში ხელზე მოსამსახურედ, ძიძად, მზარეულად გაგზავნა და სხვ. ამგვარი ბეგარის მოცულობა და ხასიათი არა მარტო რეგიონების, არამედ ეპოქების მიხედვითაც განსხვავდებოდა და მნიშვნელოვანწილად ბატონის სურვილებზეც იყო დამოკიდებული. გლეხის ქალები ძირითადად ძაფს რთავდნენ და ქსოვდნენ — მემამულის კუთვნილ სახელოსნოში, ან თავისავე ქოხებში; ბავშვები კი ხელზე მოსამსახურეებად ჰყავდათ ბატონის კარზე. სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მთავარი დარგი მეცხოველეობაც იყო. შინაური პირუტყვის მნიშვნელობა შუასაუკუ-ნეების აგრარულ ეკონომიკაში საკმაოდ განსხვავდებოდა რეგიონების მიხედვით. მსხვილფეხა რქოსან საქონელს, ძირითადად, გამწევ ძალად იყენებდნენ ხოლმე და

132

ყველაზე გავრცელებული — მთელი ევროპის მასშტაბით — ხარი იყო. იყენებდნენ ცხენებსაც — ძირითადად, ჩრდ. ევროპასა და რუსეთში; X საუკუნიდან მოყოლებული, სამხრეთდასავლეთ საფრანგეთსა და ესპანეთში გაჩნდა ვირი და ჯორი, იტალიის ზოგ რეგიონში კი — კამეჩი.

133

Tavi V

1000-იანი წლები

1095 პაპი ურბან II კლერმონის საბჭოზე პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობას აცხადებს მუსლიმთა წინააღმდეგ, რისთვისაც ლაშქრობის მონაწილეებს ცოდვების მიტევებას ჰპირდება.

ევროპული ეკონომიკის აღორძინების ერთ-ერთი ნიშანია ახალი ქალაქების წარმოშობა.

1000

134

1215

1200-იანი წლები

ჯონ უმიწაწყლო ხელს აწერს მაგნა კარტას (Magna Carta Libertatum) „თავისუფლების დიდი ქარტია“, რომელიც ზრუდავს მეფის ძალაუფლებას ინგლისში.

მონღოლთა ახალგარდა ლიდერი იპყრობს მიწებს ჩინეთიდან აღმოსავლეთ ევროპამდე და ქმნის მონღოლთა იმპერიას, რისთვისაც იღებს სახელს - ჩინგიზ ყაენი/ ჩინგიზ ხანი (ნიშნავს „მსოფლიო იმპერატორი“).

1200

135

მოგეთხოვებათ შემდეგი ცნებების, ტერმინების, სახელების და წლების ცოდნა საღვთო რომის იმპერია  კაპეტინგების  დინასტია  რეკონკისტა  თურქ‐სელჩუკები  ღაზნევიანთა სახელმწიფო  ჯვაროსნული ლაშქრობები  „თავისუფლების დიდი  ქარტია“ პლანტაგენეტები  შტაუფენების  დინასტია  ჰაბსბურგები  გენერალური შტატები  ავინიონის ტყვეობა 

მარსელი  გენუა  მილანი  ფლორენცია  ისპაჰანი

ოტო I ჰაინრიხ IV გრიგოლ VII ჰუგო კაპეტი  უილიამ დამპყრობელი  ფერდინანდ  I ბასილი II თორღულ‐ბეგი  პაპი ურბან II ფრიდრიხ  I ბარბაროსა  გრიგოლ IX რიჩარდ ლომგული  ფილიპე IV ლამაზი  ჯონ უმიწაწყლო  სიმონ დე მონფორი  ჰენრი II პლანტაგენეტი  ჩინგიზ‐ყაენი  ბათუ 

962 - ოტო I ეკურთხა  „საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორად  1095, 26 ნოემბერი - რომის  პაპის - ურბან II -ის  მოწოდებით დაიწყო  ჯვაროსნული ლაშქრობები  1206 - შეიქმნა მონღოლთა  სახელმწიფო  1240 - ნოვგოროდის მთავარმა  ალექსანდრე ნეველმა ჩუდის  ტბაზე დაამარცხა  გერმანელი  რაინდები  1265 - სიმონ დე მონფორმა  მოიწვია  პირველი პარლამენტი, რითაც  საფუძველი ჩაუყარა  წოდებრივ  წარმომადგენლობას  ინგლისში.

მასალის კითხვისას მოახდინეთ ფოკუსირება შემდეგ საკვანძო საკითხებზე: 1. განვითარებული შუა საუკუნეების ძირითადი მახასიათებლები; რა ცვლილებებმა და სიახლეებმა გამოიწვიეს განვითარებული შუა საუკუნეების დადგომა? 2. ბრძოლა ხელისუფლებისათვის ევროპაში და ხელისუფლების დანაწილების პირველი მცდელობები; 3. ქრისტიანული და მუსლიმური სამყაროს, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაპირისპირება განვითარებულ შუა საუკუნეებში, მისი მიზეზები და შედეგები; 4. მონღოლთა ლაშქრობები: ცვლილებები მსოფლიო ეკონომიკასა და პოლიტიკურ რუკაზე.

136

ganviTarebuli Sua saukuneebi — msoflio X-XIII saukuneebSi

Tavi

V განვითარებული შუა საუკუნეები, იგივე განვითარებული ფეოდალური ხანა — ასე უწოდებენ შუა საუკუნეების იმ მონაკვეთს, რომელიც X-XIII სს-ზე მოდის. მართლაც მსოფლიო ისტორიის ეს პერიოდი საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებებით აღინიშნა.

როგორი იყო ეს ცვლილებები და რა მოჰყვა მათ შედეგად? ცვლილებები წარმოების საშუალებებში. რომის იმპერიასთან ურთიერთობის დამყარებამდე ჩრდილო-დასავლეთ ევროპის მცხოვრებლები ძირითადად მეცხოველეობას და საახოვე მიწათმოქმედებას მისდევდნენ. როდესაც მიწა გამოიფიტებოდა, ისინი ახალი მიწის ფართობების ასათვისებლად კაფავდნენ ტყეს, განაკაფს წვავდნენ და მიწას ამუშავებდნენ. ამ მეთოდით მიწათმოქმედებას ადრე შუა საუკუნეებშიც მისდევდნენ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, მაგ.: კარპატების ორივე მხარეს მცხოვრები სლავური ტომები. ჯერ კიდევ რომაელებმა, ერთი და იმავე მიწის ორ წელიწადში ერთხელ დამუშავების პრაქტიკა დანერგეს. ამას მიწათმოქმედების ორმინდვრიანი სისტემა ჰქვია. ის ნიადაგის ნაყოფიერების შესანარჩუნებლად და ტენის დასაგროვებლად, ორი ნაკვეთიდან ერთის დასვენებას და მეორის დამუშავებას გულისხმობს. შუასაუკუნეების დროინდელი სოფლის მეურნეობის უმნიშვნელოვანესი სიახლე მიწის ნაკვეთების დამუშავების ორმინდვრიანი სისტემიდან სამმინდვრიან სისტემაზე გადასვლა გახდა: ასეთნაირად ერთის ნაცვლად მიწა ორ წელს ისვენებდა. ვარაუდობენ, რომ მიწათმოქმედებაში ეს სიახლე ახალ ტექნოლოგიებთან, კერძოდ, ბორბლიანი დიდი გუთნის გამოგონებასთან იყო დაკავშირებული. ბორბლიანი გუთნის გაჩენის ადგილი და თარიღი ჯერაც საკამათო თემაა. ერთი რამ კი ცხადია, X-XI ს-დან ის მთელს ევროპაში უკვე ფართოდ გავრცელდა. ამავე ხანებში ბორბლიანი გუთნის ქართული მოდიფიკაცია — დიდი ქართული გუთანი ჯერ მთელ საქართველოში, შემდგომ კი საქართველოს გავლენით, მთელ კავკასიაში გავრცელდა. ასეთი გუთნის გამოსაყენებლად რამდენიმე გამწევი პირუტყვი იყო საჭირო. გამწევ ძალად ძირითადად ხარი იქცა. ანტიკური ხანის მარტივი, მსუბუქი გუთნისაგან განსხვავებით, ბორბლიან გუთანს შეეძლო ღრმად გაეყვანა კვალი, რაც ახალ-ახალი სახნავ-სათესის ათვისებას აიოლებდა და მოსავლიანობას მნიშვნელოვნად ზრდიდა. გუთანში შესაბმელად ცხენების იშვიათად გამოყენების მიზეზი მარტივი გახლდათ — ის, ძირითადად სამხედრო საჭიროებისა და ტრანსპორტირებისათვის გამოიყენებოდა. გარდა ამისა, ანტიკურ ხანასა და ადრეშუასაუკუნეებში ცხენის აღკაზმულობა იმგვარი იყო, რომ ამ პირუტყვის გამწევი ძალის მარგი ქმედების კოეფიციენტი მინიმუმამდე დადიოდა. ცალუღელის გამოგონებამ, რომელსაც ცხენის ზურგს მოარგებდნენ ხოლმე და მისი გამწევი ძალაც საგრძნობლად მატულობდა, ეს პრობლემაც გადაჭრა და გამწევ ძალად, ხარის პარალელურად, ცხენის გამოყენებაც დაიწყეს.

137

მალე ცხენების დაჭედვის ტექნიკაც დაინერგა, მაგრამ ცხენმა მთლიანად ვერ გამოდევნა ხარი როგორც გამწევი ძალა — ცხენი, მაინც უფრო ძვირი შესანახი იყო, როგორც გამოკვების, ისე სათანადო აღკაზმულობის მხრივაც. იმავე პერიოდს ემთხვევა კიდევ რამდენიმე სიახლის დანერგვაც. მეტალურგიის განვითარებამ რკინა შუა საუკუნეების ევროპაში ბევრად გააიაფა, ვიდრე ეს ანტიკურ ხანაში იყო და მისი გამოყენება აქამდე თუ ძირითადად სამხედრო მიზნებს ემსახურებოდა, ახლა მიწათმოქმედებაში რკინა საყოველთაო ხმარებაში შემოვიდა: ხის გუთნები რკინის სახნისებით შეიცვალა, ნალების ჭედვამ საყოველთაო ხასიათი შეიძინა, დაიხვეწა ცულებისა და ნაჯახების ფორმაც და მათი პირებიც ბევრად უფრო გაბასრდა. გამოიგონეს გრძელტარა ცელი და გაამრავალფეროვნეს ბუნებრივი სასუქებიც (საამისოდ ძვლებისა თუ ნეშომპალას გამოყენებაც დაიწყეს). XIII საუკუნეში, ზოგან ე. წ. „მწვანე სასუქის“ ნიადაგში შეტანასაც მიჰყვეს ხელი — ნიტრატებით მდიდარი მცენარეების საგანგებოდ თესვას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე სავარგულებზე. მართალია, გენეტიკა როგორც მეცნიერება, ჯერ წარმოსახვაშიც არ არსებობდა, მაგრამ მოსახლეობამ უკვე იცოდა, როგორ გამოეყვანა ცხენის ახალ-ახალი ჯიშები, მეწველი ძროხების სახეობები, წმინდა მატყლიანი ცხვრები და ა.შ. არაბთა სახალიფოს მეშვეობით ევროპაში აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მარცვლეულის, ბოსტნეულისა და ხილის ბევრი ახალი სახეობაც გავრცელდა. მაგ.: ჭვავი, რომელიც შემდგომ ყოველდღიური მოხმარების რაციონში შევიდა, სრულიად უცნობი იყო წინარე ხანაში, ისევე როგორც შვრია, წიწიბურა, ბრინჯი, ბამბა და ციტრუსები, რომლებმაც ფართო გამოყენება ჰპოვეს მდინარე პოს დაბლობსა და მთელ იტალიაში. აღარაფერს ვამბობთ აბრეშუმის ჭიასა თუ სხვადასხვა ეგზოტიკურ, იმპორტირებულ საქონელზე და სანელებლებზე, რომელიც ჩინეთიდან და ინდოეთიდან ვრცელდებოდა. ყოველივე ეს, ბუნებრივია, აბრეშუმის გზის, როგორც ჩრდილოეთის, ისე სამხრეთის განშტოებების კვლავაც ამოქმედებამ გახადა შესაძლებელი. სავაჭრო გზების ამოქმედება იმ შედარებით სტაბილურობას ეფუძნებოდა, რომელმაც ადრე შუა საუკუნეების განუკითხაობის პერიოდი შეცვალა. ვაჭრობისა და ფულის მიმოქცევის გამოცოცხლება წარმოების ზრდასაც გულისხმობდა, ვინაიდან, ნაწარმის სიჭარბე გასაღების ბაზრებს ითხოვდა. ყოველივე ამას ეკონომიკის განვითარება განაპირობებდა და ამგვარი განვითარების ყველაზე ნიშანდობლივი დასტური მოსახლეობის ზრდა და ამის შედეგად, ქალაქების აღმავლობა გახდა. მოსახლეობის ზრდა. V-VIII სს-ში ევროპის მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა. პირველად მოსახლეობის ზრდა X ს-ისათვის დაფიქსირდა, რაც მომდევნო XI-XIII სს-ში განუხრელად გრძელდებოდა. ასე რომ, თუ XI ს-ის დამდეგისათვის მთელი ქრისტიანული ევროპის მოსახლეობა დაახლოებით 20 მილიონს აღწევდა, XIV ს-ის დამდეგისათვის მოსახლეობის რიცხვი უკვე 60-70 მილიონს შორის მერყეობდა. იგივე შეიძლება ითქვას სამხრეთ კავკასიის, მახლობელი და შუა აღმოსავლეთის შესახებაც.

138

რა იყო საფუძველი?

მოსახლეობის

ზრდის

ამ

მექანიზმის

პასუხი თითქოსდა მარტივია: თუკი შობადობის მაჩვენებელი იზრდება, ხოლო სიკვდილიანობის — ქვევით იწევს, შესაბამისად იზრდება მოსახლეობის რაოდენობაც.

რა გარემოებებს უნდა გამოეწვია შობადობის მაჩვენებლის ზრდა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება? უპირველეს ყოვლისა ეს კვების რაციონის გაუმჯობესების შედეგია, რაც უფრო მეტი და მრავალფეროვანი საკვები პროდუქტის გაჩენას მოჰყვა. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ზრდას, რაც თავის მხრივ, ზემონახსენები სიახლეების და ტექნოლოგიების დანერგვას სდევდა, უნდა ემოქმედა სიკვდილიანობის მაჩვენებლის დაქვეითებაზე. უფრო მეტიც, იმავე მიზეზებიდან გამომდინარე, შობადობაც უნდა გაზრდილიყო. უკეთ გამოკვებილ მშობლებს, ცხადია, შთამომავლობაც უფრო ჯანმრთელი ეყოლებოდა და ჩვილ ასაკში სიკვდილიანობაც მოიკლებდა; ხელსაყრელი ეკონომიკური გარემოებაც ხელს უწყობდა ადრეულ ასაკში ქორწინებებს და თავის მხრივ, ესეც დადებითად მოქმედებდა შთამომავლობის სიმრავლეზე. მოსახლეობის ზრდისათვის ხელსაყრელი სხვა ფაქტორებიც არსებობდა: რადგან შედარებით შემცირდა გამანადგურებელი ომები და უკონტროლო ძარცვა-გლეჯვა, სახელმწიფოებმაც მეტი მდგრადობა შეიძინეს, ადამიანის სიცოცხლეც მეტად დაცული გახდა; ამავე დროს, ყოველივე ამან წარმოების განვითარებასაც შეუწყო ხელი. ვინაიდან გაზრდილი მოსახლეობა წარმოების გაზრდასაც სტიმულს აძლევს. ბუნებრივია, 1000 კაცს მეტი პური, ფეხსაცმელი და ა.შ. სჭირდება ვიდრე ასს. ჩვენ მწირი ცნობები გვაქვს იმდროინდელი მედიცინისა თუ სანიტარული მდგომარეობის თაობაზე საიმისოდ, რომ რაიმე დასკვნა გავაკეთოთ მოსახლეობის ზრდაზე მათი კეთილისმყოფელი გავლენის შესახებ, თუმცა ისიც ცხადია, რომ XIII საუკუნიდან ევროპაში, აღმოსავლეთში კი უფრო ადრეც მკვეთრად გაიზარდა საპნის წარმოება და მოხმარება. არაა გამორიცხული ამანაც გარკვეული გავლენა მოახდინა სიკვდილიანობის მაჩვენებლის დაქვეითებაზე. X-XIV სს-ში დედამიწაზე გარკვეულ კლიმატურ ცვლილებებსაც ჰქონდა ადგილი, რამაც შესაძლოა, დადებითად იმოქმედა ევროპის კონტინენტზე სასოფლო-სამეურნეო ნაყოფიერების ზრდაზე. მოკლედ, ერთიანობაში ზემოთჩამოთვლილმა გარემო პირობებმა აშკარად იქონია ზემოქმედება მოსახლეობის რაოდენობის მატებაზე და ამ საქმეში მნიშვნელოვანი როლი ახალი ტექნოლოგიების დანერგვამაც შეასრულა.

როგორ გადანაწილდა ეს ნამატი და რა საქმიანობით გაჰქონდა მოსახლეობას თავი? უპირველეს ყოვლისა, აღმოცენდა ახალი ქალაქები და იმატა ძველი ქალაქების მოსახლეობამ. ამ საკითხს ქვემოთ საგანგებოდ განვიხილავთ. ამჯერად შევნიშნავთ, რომ მიუხედავად ქალაქებში მოსახლეობის რიცხვის ზრდისა, ქალაქებში მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 10 % თუ სახლობდა; დანარჩენი ნაწილი, კვლავინდებურად, სოფელსა და მიწას იყო მიჯაჭვული.

139

საქმე ის არის, რომ იმ დროისათვის, როგორც ევროპის, ისე მსოფლიო ისტორიის პროცესში ჩაბმული დედამიწის მეტი წილი ტყეებითა და აუთვისებელი მიწებით იყო მოფენილი. ასე რომ, ხალხი მათ ასათვისებლად ისევე დაიძრა, როგორც შემდგომში — ამერიკის ახალშენების დასაარსებლად. დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა დამბების მეშვეობით მიწის ზღვისათვის გამოგლეჯას (მაგ., ევროპაში — ნიდერლანდებში), ისევე როგორც ჭაობების ამოშრობას. ახალ-ახალი მიწების ათვისება, ცხადია, ფეოდალთა სურვილით ხდებოდა — სწორედ ისინი იყვნენ მიწათმფლობელები და მათსავე ინტერესში შედიოდა ყამირი მიწების დამუშავება. ტყეების გაკაფვასა და მანამდე აუთვისებელი მიწების დამუშავებას ევროპაში ხელს უწყობდნენ და ხშირ შემთხვევაში, ეხმარებოდნენ კიდეც რელიგიური ორდენები — ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩეოდა ცისტერციანელ ბერთა საძმო. XI ს-ში დაარსებული ეს ორდენი უკიდურეს ასკეტიზმს, მუყაით შრომასა და გარე სამყაროსაგან სრულ გამიჯვნას ქადაგებდა. ისინი საკუთარ სააბატოებს უკაცრიელ ადგილებში აფუძნებდნენ და ძალისხმევას არ იშურებდნენ მათ ასაყვავებლად. ამავე დროს, ნებას აძლევდნენ გლეხებს, თავისუფალი ძმების სახით ჩართულიყვნენ ამ საქმეში. წმ. ბერნარის სახელით ცნობილი ცისტერციანელი ბერის წინამძღოლობით ახალახალი მონასტრები გაჩნდა მთელს საფრანგეთში, გერმანიასა და ინგლისში, და უკვე XII ს-ის შუა წლებისათვის, მთლიანობაში, 328 მონასტერი იყო გაბნეული ინგლისის იორკშირის ჭაობებიდან აღმოსავლეთ გერმანიის სლავურ მიწებამდე. იგივე პროცესებს ჰქონდა ადგილი საქართველოში VIIIIX სს-ში, როდესაც ჯერ სერაპიონ ზარზმელისა და შემდეგ გრიგოლ ხანძთელის მეთაურობით, აღმოსავლეთ საქარველოს მოსახლეობა ტაო-კლარჯეთის ასათვისებლად დაიძრა. მართლაც ევროპაში მიმდინარე სოციალურ ეკონომიკური პროცესების მსგავსი ძვრები მახლობელ აღმოსავლეთში, რომლის ნაწილი იმჟამად სამხრეთ კავკასია და საქართველოც იყო, დაახლოებით საუკუნე, საუკუნენახევრით ადრე დაიწყო. ქალაქური ცხოვრების გამოცოცხლება. ქალაქებში მოსახლეობის რაოდენობის კლება, ჯერ კიდევ რომის იმპერიის საბოლოო დამხობამდე დაიწყო. ადრეული შუა საუკუნეების განმავლობაში, როგორც ევროპაში, ისე აღმოსავლეთში ბევრი

წმინდა ბერნარი (1090–1153) — ბერნარ კლერვოელი 1111 წელს შეუერთდა ცისტერციანელთა ორდენს.

წმინდა სერაპიონ ზარზმელი IX ს. 140

ქალაქი დაცარიელდა. კანტიკუნტად შემორჩენილი მოსახლეობა კი სარჩო-საბადებელს უახლოეს სოფლებში დაეძებდა ან ხშირად, თავისი ბაღ-ბოსტნის იმედად იყო დარჩენილი. შორეული ვაჭრობა ძირითადად ფუფუნების საგნების იმპორტირებაზე იყო ორიენტირებული. მოვაჭრეები კი ძირითადად, არაბები და ებრაელები ევროპიდან — იტალიელები იყვნენ, რომლებსაც როგორც თავიანთი მდიდარი და ძლიერი მფარველი-გამგებლებისაგან, ისე იმ ქვეყნების გამგებლებისაგან, რომელთა ტერიტორიაზეც მათი საქონელი გადაადგილდებოდა, საგანგებო დაცვის სიგელები ჰქონდათ ნაბოძები, რაც იმ ქვეყანაში მათ გადაადგილებას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. სამხედრო-ფეოდალური არისტოკრატიის ციხე-დარბაზები მნიშვნელოვან სამიმოსვლო გზებზე იდგა და ამ გზებს კონტროლს უწევდა. ასეთი ციხე-დარბაზების ირგვლივ მიმდებარე სოფლების მოსახლეობაც სახლდებოდა, ვინაიდან, შუა საუკუნეებში ხშირი ომიანობის ვითარებაში ციხე-სიმაგრე მათი თავშესაფარი იყო. თანდათანობით, ფეოდალთა და მთავართა ყველაზე მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრეების ირგვლივ დიდი დასახლებები შეიქმნა. ამავე პერიოდში, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში ეკონომიკური ცხოვრებაც შედარებით დალაგდა. გარდა ამისა, არაბთა სახალიფოს ხელში იმდროის მსოფლიოს უზარმაზარი სივრცის მოქცევამ ვაჭრობის აღორძინებას დიდი სტიმული მისცა, მით უფრო, რომ თვით მომთაბარე არაბები მალევე ეზიარნენ მკვიდრ ცხოვრებას და შეითვისეს როგორც ბერძნულ-რომაული ისე სპარსული ცივილიზაციის მიღწევები. არაბების სამხედრო ბანაკებიც თანდათან გაცხოველებული ვაჭრობის ცენტრებად და ქალაქებად იქცნენ. ამასობაში, არაბთა დარტყმისა და დიდი ტერიტორიული დანაკარგებისაგან გამოერკვა ბიზანტიაც, რომელმაც X ს-დან თავისი სიძლიერე მნიშვნელოვან წილად აღიდგინა და ევროპასა და არაბეთის სახალიფოს შორის უმთავრეს დამაკავშირებელ სავაჭრო არტერიად იქცა. ჯერ კიდევ IX ს-დან მახლობელ აღმოსავლეთში ახალი ქალაქების წარმოქმნისა და ძველი ქალაქების აღორძინების ხანა დაიწყო. კვლავაც უმნიშვნელოვანეს სავაჭრო-სახელოსნო ცენტრებად გადაიქცნენ ისეთი ქალაქები, როგორიცაა ედესა, ანტიოქია, ხმელთაშუაზღვისპირა ქალაქები, სპარსეთში გაჩნდა რეი, მევრი, შირაზი და ა.შ. VIII ს-ის II ნახევარში, დედაქალაქად იქცა ბაღდადი, რომელიც მანამდე არაბთა სამხედრო ბანაკი იყო. საქართველოც ორგანულად იყო ჩართული მსოფლიო ვაჭრობაში. ამ დროისათვის, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალმა ანტიკური ხანის ძველმა სავაჭრო-საქარავნო გზებმა თავისი მნიშვნელობა დაიბრუნა. სავაჭრო გზების გამოცოცხლების პარალელურად აღორძინდა ქუთაისი, რუსთავი, ხუნანი და ა.შ. წარმოიშვა ახალი ქალაქები: დმანისი, არტანუჯი, ახალქალაქი, ახალციხე, თმოგვი, ოლთისი, თელავი, ლორე, გორი და სხვ. ამიტომ, სპეციალისტები საქართველოს ისტორიაში X-XII სს-ს „ახალქალაქების ხანასაც“ უწოდებენ. XII-XIII სს-ში საქართველოს ქალაქები ანისი, ყარსი, დვინი, ვალარშაკი, და კაღზევანი მახლობელი აღმოსავლეთის უმნიშვნელოვანეს სავაჭროსახელოსნო ცენტრებს წარმოადგენდნენ. განსაკუთრებით გაიზარდა თბილისი, რომელიც სამხრეთ კავკასიის უდიდეს ქალაქებს, ბარდავსა და დარუბანდს შორის ადრევე გამოირჩეოდა,

141

დმანისი XII-XIII საუკუნეებში. აქ წარმოებდა ვაჭრობა და ხელოსნობა, ქალაქში მოქმედებდა ზარაფხანა, ეწეოდნენ მეღვინეობას, ზეთისა და ქსოვილების წარმოებას.

მაგრამ XII-XIII სს-ში წინა აზიის უმსხვილეს სავაჭრო-სახელოსნო და კულტურულ ცენტრად იქცა, სადაც თავისუფლად მოღვაწეობდნენ, როგორც ქრისტიანი, ისე მუსლიმი სწავლულები. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ, ანუ ბალტიის ზღვიდან შავი ზღვისაკენ გზას მდ. დნეპრზე, როგორც უკვე ვიცით, აღმოსავლურ სლავური კიევის რუსეთის სამთავრო აკონტროლებდა. აღმოსავლეთ ევროპის ამ ნაწილში გამსხვილდნენ და გაძლიერდნენ თვით სამთავროს დედაქალაქი კიევი და ნოვგოროდი, ამავე დროს წარმოიქმნენ ახალი ქალაქები: გალიჩი, ტვერი, რიაზანი და ა.შ. თუ ევროპის რომაულ ნაწილში ბარბარიზაციის ხანაში, ანტიკურობისათვის დამახასიათებელი შრომის დანაწილება და სპეციალიზაცია გაქრა, რაშიც, უპირველეს ყოვლისა, ხელოსნობისა და ვაჭრობის მიწათმოქმედებიდან გამოცალკევებას ვგულისხმობთ და ანტიკური ხანის ვაჭარ-ხელოსნები ადრეშუასაუკუნეებში კვლავაც სოფელს დაბრუნებულ მიწათმფლობელებად, მეტი წილი კი მიწის მუშაკებად იქცნენ. ახლა, საწარმოო ძალების საერთო განვითარების, მოსახლეობის ზრდისა და ტექნოლოგიების გაუმჯობესების პირობებში, შრომის დანაწილების საჭიროება კვლავაც წარმოიშვა. ვაჭარ-ხელოსნები ციხე-სიმაგრეების ირგვლივ შექმნილი ფეოდალური ცენტრებისაკენ დაიძრნენ, სადაც პერიოდული ბაზრობები იმართებოდა და მათ საქონელზე მეტი მოთხოვნილებაც იყო. დროთა განმავლობაში ასეთ დასახლებებს გარე თუ შიდა მტრების შემოსევა-გაპარტახებისაგან მათი უკეთ დაცვის მიზნით, მფლობელ-ბატონები გალავანს შემოარტყამდნენ ხოლმე, რის შემდეგაც ისინი ქალაქებად იქცეოდნენ. ევროპის სხვადასხვა რეგიონებში ქალაქების წარმოქმნის პროცესი ერთნაირად არ მიმდინარეობდა. ბუნებრივია, დაწინაურდნენ ისეთი რეგიონები, სადაც ვაჭრობა-ხელოსნობის განვითარებისათვის განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობები იყო. ყველაზე ადრე ქალაქები, როგორც ვაჭრობისა და ხელოსნობის ცენტრები, იტალიაში გაჩნდნენ — ვენეცია, გენუა, პიზა, ფლორენცია და სხვ. თუმცა იტალიის ქალაქები ხალხთა დიდი გადასახლების ხანაში ყველაზე მეტად დაზარალდნენ მრავალსაუკუნოვანი შემოსევებისა და ძარცვის შედეგად; მაგრამ, ხმელთაშუა ზღვაში აპენინის ნახევარკუნძულის განსაკუთრებულად მოხერხებული, ცენტრალური ადგილმდებარეობის გამო, ისტორიული ვითარების სტაბილიზაციისთანავე, მათ ერთგვარი შუამავლის როლი იკისრეს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის თანდათანობით გამოცოცხლებულ ვაჭრობაში და ამით დიდი სარგებელიც ნახეს. იტალიაში ქალაქების აღმავლობა სწორედ საპორტო ქალაქებიდან დაიწყო, თუმცა მათ მალე ჩრდილოეთით — მილანი და ფლორენციაც შეუერთდა, რომლებიც ხმელთაშუა ზღვიდან უკვე ევროპის სიღრმეში აპენინის მთებითა და სენგოტარდის უღელტეხილით საქონლის მოძრაობას წარმართავდნენ. X ს-ში სამხრეთ საფრანგეთშიც გაჩნდნენ ქალაქები: მარსელი, არლი, მონპელიე, ნარბონა, ტულუზა და სხვ. ამ ქალაქების უმრავლესობა რომის იმპერიის ქალაქების ადგილზე აღმოცენდა. სამხრეთ საფრანგეთის ქალაქებში დიდი წარმატებით ვითარდებოდა ოქრომჭედლობა. მასობრივად დაიწყეს კალისაგან ჭურჭლის დამზადებაც. ჩრდილოეთ საფრანგეთის

142

ქალაქები სელის ქსოვილის წარმოების ცენტრებად იქცნენ. აქვე დიდი რაოდენობით მზადდებოდა სხვადასხვა ფერის მაუდი. XI-XIII სს-ში საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში პერიოდულად, დიდი ბაზრობები იმართებოდა, სადაც ვაჭრები თავისი საქონლით სხვადასხვა ქვეყნებიდანაც ჩამოდიოდნენ. უფრო გვიან, ფეოდალური ქალაქები რაინის აღმოსავლეთით, სკანდინავიაში, უნგრეთსა და დუნაისპირა სამთავროებში გაჩნდა. ამ რეგიონებში ქალაქების შედარებით დაგვიანებით აღმოცენება განაპირობა იმან, რომ აქ მცხოვრებ ხალხებში პირველყოფილი თემური წყობილება გახანგრძლივდა და ფეოდალური ურთიერთობები შედარებით უფრო გვიან განვითარდა. ევროპის ტერიტორიაზე ახალი ქალაქები არ იყო თანაბრად განაწილებული. უმეტესობა ჩრდილოეთ იტალიაში, ფლანდრიაში — ბრაბანტსა და რაინზე აღმოცენდნენ. XI-XIII სს-ში ახალი ქალაქები დაარსდა და უკვე არსებულმა ქალაქებმა დიდი აღმავლობა განიცადეს ესპანეთშიც. გერმანიაში ქალაქების გაძლიერება-გამდიდრების კვალდაკვალ, დაიწყო მათი ბრძოლა ფეოდალთა მფლობელობისაგან თავის დასაღწევად. თავდაპირველად ამ ბრძოლაში, მეფის ხელისუფლება ქალაქებს უჭერდა მხარს. ქალაქების მიერ მათი მფლობელი ფეოდალებისაგან თავის დაღწევა ფეოდალთა ეკონომიკურ და, შესაბამისად, სამხედრო დასუსტებას განაპირობებდა, რაც მეფეებისათვის, რომლებიც ქვეყანაში ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცებას ცდილობდნენ, ხელსაყრელი იყო. თანდათანობით დასავლეთ ევროპის ქალაქების უმეტესობამ თავი გაითავისუფლა და თვითმმართველობები, იგივე კომუნები შექმნა. ამიტომ ევროპული ქალაქების ეს მოძრაობა ისტორიაში კომუნების მოძრაობის სახელით შევიდა. ფეოდალებთან ბრძოლის საქმეში განსაკუთრებით დიდი წარმატება იტალიის ქალაქებს ჰქონდათ, რომელთა ერთი ნაწილი — ვენეცია, გენუა, პიზა, ფლორენცია, სიენა — დამოუკიდებელ ქალაქ-სახელმწიფოებად ჩამოყალიბდა. ამ მხრივ შუა საუკუნეების იტალიის ქალაქები ერთგვარ გამონაკლისად შეიძლება მივიჩნიოთ. ქალაქ-სახელმწიფო, როგორც პოლიტიკური ფენომენი ტიპოლოგიურად, მაინც ანტიკური სამყაროს სიმბოლოდ დარჩა და შუა საუკუნეებში სახელმწიფოს ასეთი მოდელი, ძირითადად, მხოლოდ იტალიის ქალაქებში განხორციელდა. დამოუკიდებლობის შედარებით მაღალ ხარისხს გერმანიის ქალაქების ერთმა ნაწილმა — „საიმპერატორო ქალაქებმაც“ მიაღწია. ზოგადად შუა საუკუნეების გერმანიის და იტალიის ქალაქების განსხვავებული სტატუსი რთული ასახსნელი სულაც არაა. იტალია შუა საუკუნეების განმავლობაში ერთიან სახელმწიფოდ ვერ ჩამოყალიბდა, რამაც მის ტერიტორიაზე მრავალი ქალაქ-სახელმწიფოს წარმოქმნა განაპირობა. რაც შეეხება გერმანიის რომის საღვთო იმპერიას, აქ დამოუკიდებელი ქალაქების წარმოქმნა საიმპერატორო ხელისუფლების უკიდურესად დასუსტებამ გამოიწვია. დანარჩენ ევროპაში ერთიანი ცენტრალიზებული სამეფოების აღმოცენებამ ქალაქების დამოუკიდებლობას ფრთები შეაკვეცა. საქმე ისაა, რომ წარმოებიდან და ვაჭრობიდან ქალაქებს დიდი შემოსავალი ჰქონდათ, იმისთვის, რომ მეფეებს მათთვის დამოუკიდებლობის უფლება მიეცათ. მეფეების მხრიდან

143

გერმანიის იმპერატორი ფრიდრიხ ბარბაროსა (1122 –1190)

ფეოდალების წინააღმდეგ ქალაქების ბრძოლის მხარდაჭერა, ბუნებრივია, სულაც არ ნიშნავდა, რომ მათ ქალაქებისათვის დამოუკიდებლობის მინიჭების სურვილი ამოძრავებდათ. ასე რომ, როგორც კი ქალაქებმა ფეოდალებისაგან თავი დააღწიეს, სამეფო ხელისუფლებამ მათ, მყისიერად, თავისი უზენაესობა შეახსენა. თანდათანობით მეფის ხელისუფლებასა და ეკონომიკურად დაწინაურებულ მსხვილ ქალაქებს შორის ერთგვარი კომპრომისი დამყარდა: ქალაქი წინასწარ განსაზღვრულ გადასახადს იხდიდა, ხოლო ქალაქის შიდა საქმეებს ქალაქის მდიდარი მოქალაქეებიდან არჩეული მუნიციპალური გამგეობა განაგებდა. ქალაქები ფეოდალებთან ბრძოლაში წარმატებას ბევრად უფრო ძნელად მიაღწევდნენ, თვით ფეოდალთა კლასში რომ არ გაჩენილიყო ბზარი. საქმე იმაში იყო, რომ დროთა განმავლობაში ვაჭარ-ხელოსანთა წრიდან გამოსული, ახლად აღმოცენებული ქალაქის მსხვილი ბურჟუაზია ქალაქში გადასულ ფეოდალურ არისტოკრატიას დაუახლოვდა და ერთიან მმართველ კლასად დაიწყო ჩამოყალიბება. თუმცა, ეს პროცესი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ერთნაირად როდი მიმდინარეობდა. ყველაზე ადრე და აქტიურად ხმელთაშუა ზღვის ვაჭრობაში ლიდერობის გამო ის ჩრდილოეთ იტალიის ქალაქებში წარიმართა: თავდაპირველად იტალიელი დიდვაჭრები ერთიანდებოდნენ და ასევე ვაჭრობაში ჩაბმულ არისტოკრატიასთან საერთო ენას შედარებით იოლად ნახულობდნენ. ისინი ნებაყოფლობით გაერთიანებებს ქმნიდნენ მუნიციპალური მმართველობის დასამყარებლად. დროთა განმავლობაში, სწორედ ამგვარი გაერთიანებები იქცა თვითმმართველობებად, რომლებიც მემამულე-ფეოდალებს უფლებების გაფართოებისათვის ებრძოდნენ. 1025 წელს იტალიის ქალაქმა მილანმა იარაღის ძალით მოიპოვა თავისუფლება, ხოლო სხვა ქალაქებმა თავიანთი გავლენა მიმდებარე ტერიტორიაზეც გაავრცელეს, როგორც ამას ანტიკურ ხანაში ბერძნულ-რომაული ქალაქ-სახელმწიფოები აკეთებდნენ. 1176 წ. ჩრდილოეთ იტალიის ლომბარდიის ქალაქთა ლიგამ — გერმანიის იმპერატორ ფრიდრიხ ბარბაროსას არმიები დაამარცხა და თავისუფლება და დამოუკიდებლობაც განიმტკიცა. XIII საუკუნეში, იტალიის ჩრდილოეთი მხარე უკვე იმ მოზაიკას მოგაგონებთ, რომლის თითოეული კენჭიც ქალაქსახელმწიფოს კუთვნილ ტერი-ტორიას აღნიშნავდა. ევროპის დანარჩენ ნაწილს რაც შეეხება, უნდა აღინიშნოს, რომ X-XIV სს-ში, თავისუფლებისა და აყვავების იმ დონისათვის, რასაც იტალიურმა ქალაქ-სახელმწიფოებმა მიაღწიეს ქალაქებს სხვაგან არსად მიუღწევიათ. თუკი მილანის მოსახლეობა 200 000-სს აღწევდა, ხოლო ვენეციის, ფლორენციისა და გენუისა კი ცალ-ცალკე ას-ას ათასს, 1367 წლისთვის პარიზის მოსახლეობა მხოლოდ 80 000-ს, ხოლო ლონდონისა 40 000-ს ძლივს აჭარბებდა; იგივე შეიძლება ითქვას ქალაქ კიოლნის თაობაზე გერმანიაში. საყურადღებოა, რომ ქალაქები განსაკუთრებით მჭიდროდ დასახლებულ, განვითარებულ სასოფლოსამეურნეო რეგიონებში ჩნდებოდა; ქალაქებისა და ვაჭრობის განვითარებამ, ბაზრების გაჩენამ, გლეხებს სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოების გაზრდის სტიმული მისცა. ამიტომაც იყო, რომ სოფლის მეურნეობა ბევრად უფრო განვითარე-

144

ბული იყო ქალაქების სიახლოვეს, რაც, ჩვენთვის უკვე ცნობილი, მოთხოვნა-მიწოდების ურთიერთ განპირობებულობის კანონით აიხსნება. ქალაქები — ვაჭრობის ცენტრები. ვაჭრობა-ხელოსნობის აღორძინებამ ფეოდალური ქალაქების წარმოქმნას შეუწყო ხელი, მაგრამ, უკვე წარმოქმნილმა ქალაქებმა ვაჭრობა-ხელოსნობას კიდევ უფრო მეტი სტიმული შესძინა. ვაჭრობა-ხელოსნობის გააქტიურებამ კი ფულის მიმოქცევა გააძლიერა. ქალაქების, ვაჭრობისა და ფულის მიმოქცევის ზრდას ვაჭართა ფენის გამდიდრება და გაძლიერება მოჰყვა. განვითარებულ ფეოდალურ ხანაში ვაჭართა ფენას დიდვაჭრები გამოეყვნენ, რომლებიც ქვეყანაში სულ უფრო მეტი გავლენით სარგებლობდნენ. მიუხედავად ამისა, მხედრული ცხოვრების წესის მოტრფიალე ფეოდალური საზოგადოებისათვის ვაჭრობა მაინც სათაკილო საქმიანობად რჩებოდა, ვაჭრები „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით, რომელიც XII ს-ის ძეგლია და, შესაბამისად, იმ ეპოქის თვალსაზრისს გამოხატავს, „ჯაბანებად“, ანუ მხდალებად იწოდებიან. არადა, ეს საქმიანობა გამჭრიახ გონებასთან ერთად, დიდ ენერგიას, ფიზიკურ გამძლეობასა და სიმამაცეს მოითხოვდა. ხმელეთზე ვაჭრები ძირითადად ქარავნებით მიმოდიოდნენ და ყაჩაღებისაგან თავდასაცავად შეიარაღებულ პირებს ქირაობდნენ. ზღვაზეც კარგად აღჭურვილი გემები იყო საჭირო — მეკობრეების მოსაგერიებლად; ხშირი იყო საზღვაო კატასტროფებიც. X ს-მდე ვაჭრები ევროპაში, ძირითადად, უცხოელები იყვნენ: ებრაელები და „სირიელები“ — ევროპაში ასე უწოდებდნენ ზოგადად, ყველა აღმოსავლელს. ესპანეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და მახლობელ აღმოსავლეთში ვაჭრობა ერთთავად არაბების მიერ იყო მონოპოლიზირებული. X საუკუნიდან მოყოლებული, ვაჭრობის გამოცოცხლებასთან ერთად, ამ საქმიანობას სულ უფრო მეტი ევროპელი, ქართველი და სომეხი მისდევდა, თუმცა, ფაქტობრივად, XIII საუკუნემდე და შემდგომაც ეს საქმიანობა ფეოდალებისათვის სათაკილოდ ითვლებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ვაჭრების მიმართ, როგორც არაარისტოკრატული, არასამხედრო-ფეოდალური წოდებისადმი ზოგადად, დამცინავი დამოკიდებულებისა, ამაყი არისტოკრატები ვაჭრობიდან შემოსავალს სულაც არ თაკილობდნენ და ხალისითაც აფინანსებდნენ ვაჭრებს მათ საქმიანობაში, საიდანაც როგორც თავნის, ანუ ძირითადი კაპიტალის დამბანდებლებს, მოგების უდიდესი წილი შემოსდიოდათ. მართლაც, თუ თავდაპირველად ვაჭარი საკუთარ ქონებას დებდა სასწორზე, და მთელი მისი კაპიტალი ის საქონელი იყო, რაც აქეთ-იქით გადაჰქონდა; თანდათან პარტნიორობის სხვადასხვა ფორმები ჩაისახა. გარდა ზემოთგანხილული შემთხვევისა, როდესაც ვაჭართან კოოპერაციაში ფეოდალი გამოდიოდა, კოოპერაცია თვით ვაჭრებს შორისაც დაიწყო: ერთი ვაჭარი, უპირატესად ასაკოვანი, საკუთარ კაპიტალს მეორეს ანდობდა და თავად შინ რჩებოდა, მოგება კი საქმეში ჩადებული თანხის პროპორციული იყო. ჩვეულებრივ შინ დარჩენილ დამფინანსებელს მოგების 3/4, აქტიურ პარტნიორს კი — მოგების 1/4 რჩებოდა. თანდათანობით, უპირველეს ყოვლისა, იტალიურ ქალაქებში, როგორიც გენუა და ვენეცია იყო, მსხვილი სავაჭრო

145

ურბანიზებული — ლათინურიდან

urbanus ქალაქური — ისეთ ქვეყანას ნიშნავს, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ქალაქში ცხოვრობს.

და ფინანსური კომპანიები ჩამოყალიბდა. ეს კომპანიები მთელ საზღვაო ქარავნებს გზავნიდნენ აქეთ-იქით და წარმომადგენლობები მთელ ევროპაში ჰქონდათ გახსნილი. ამ ახალი ტიპის სავაჭრო კომპანიებმა თანდათანობით ჩაანაცვლეს ცალკეული, კერძო ვაჭრების ინსტიტუტი და ვაჭრობის მთავარ წარმმართველ ძალად იქცნენ. ამ მოვლენას, ხშირად „კომერციულ რევოლუციას“ უწოდებენ. ასეთმა სავაჭრო კომპანიებმა, როგორც ამაში მოგვიანებით დავრწმუნდებით, უდიდესი როლი ითამაშეს უკვე ახალი ისტორიის გარიჟრაჟზე ევროპის გაფართოების, ანუ ევროპელების მიერ ახალი მიწების დაპყრობაათვისების საქმეში. ვაჭრობის სწრაფ აღმავლობას X საუკუნიდან წარმოების რეგიონალური სპეციალიზაციის დაწყებამაც შეუწყო ხელი. უმთავრესი, წამყვანი დარგი აქ ქსოვილების წარმოება იყო, თუმცა მას ბევრად არც მშენებლობა ჩამორჩებოდა. XII საუკუნისათვის წარმოების რეგიონალური სპეციალიზაცია შუა საუკუნეების ეკონომიკის გამოსარჩევ ნიშნად იქცა: ყველაზე დაწინაურებული რეგიონები ფლანდრია, ტოსკანა და ფლორენცია გახლდათ. ასევე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისი და სამხრეთ საფრანგეთის ნაწილი. ყველაზე გავრცელებული — მატყლის გადამუშავება იყო, მაგრამ ასევე არსებობდა ტილოს წარმოება; ხოლო, აბრეშუმი და ბამბის ქსოვილების ტექნოლოგია იტალიაში მუსლიმური ქვეყნებიდან შემოვიდა. ფლამანდიური შალისა და მაუდის ინდუსტრია დიდად იყო დამოკიდებული ინგლისიდან შემოტანილ მატყლზე, ხოლო ბალტიისპირეთი სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენდა, როგორც მარცვლეულით მთავარი მომმარაგებელი — ძირითადად, ურბანიზებული ნიდერლანდებისათვის. პორტუგალიურ, ფრანგულ და ინგლისურ გემებს სამხრეთიდან ჩრდილოეთში მარილი და ღვინო გადაჰქონდათ, იქიდან კი გამოყვანილ თუ დამარილებულ თევზს ეზიდებოდნენ. წარმოების რეგიონალური სპეციალიზაციის ცნობილი მაგალითი გასკონელთა ღვინით ვაჭრობა გახლდათ, რომელთა ხელმძღვანელობა ქალაქ ბორდოში იყო მოკალათებული; საქონლის დიდი ნაწილის გაცვლა-გამოცვლა ლაიფციგის, ფრანკფურტისა და განსაკუთრებით, შამპანის ბაზრობებზე ხდებოდა. აქვე ჩამოყალიბდა თავისებური სავაჭროფინანსური ურთიერთობები: ასე მაგალითად, „სანდოობის თამასუქების“ სისტემა თუ სესხის აღების სხვა ფორმები, რომლებიც გაცილებით უფრო სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა შემდგომში, ვიდრე თავად ეს ბაზრობები. საბანკო და საკრედიტო ოპერაციები მჭიდროდ უკავშირდებოდა იმდროინდელ ვაჭრობას. მარტივი, სადეპოზიტო ბანკები ვენეციასა და გენუაში ჯერ კიდევ XII საუკუნეში გაჩნდა. თავდაპირველად, მათ მხოლოდ შენატანების შენახვა ევალებოდათ, მაგრამ მალე დაიწყეს თანხების ერთი ანგარიშიდან მეორეზე გადატანაც — ზეპირი თუ წერილობითი განკარგულებების საფუძველზე. ბანკები სასურველ მეანაბრეებს ხშირად სესხსაც აძლევდნენ, გარკვეული პროცენტის სანაცვლოდ. ბანკები, იტალიის გარდა, ევროპის მსხვილ ცენტრებში ფუძნდებოდა — ბარსელონაში, ჟენევაში, ლონდონში, ბრიუგესა თუ ჰამბურგში. ლონდონში, სახელგანთქმულ ლომბარდ სტრიტს — დღევანდელი ფინანსური უბნის ცენტრს, სახელი იქ

146

დასახლებული მრავალრიცხოვანი იტალიელი — ლომბარდიელი ბანკირების გამო ეწოდა. კრედიტების სისტემის გავრცელების კიდევ ერთი მიზეზიც ის იყო, რომ არ არსებობდა ფულის ერთიანი საზომი: დასავლეთით ევროპის დიდ ნაწილში მიმოქცევაში იყო ფუნტების, შილინგებისა და პენის კაროლინგური მონეტარული სისტემა, თუმცა ეს შედარებითი ერთგვაროვნებაც მეტად პირობითი იყო: ჯერ ერთი, გენუის ლირას იგივე ღირებულება არ ჰქონდა, რაც ინგლისურ ფუნტს, ფრანგულ ლივრს ან თუნდაც მილანურ ლირას; რაც მთავარია, თავად ფუნტიცა და შილინგიც უფრო ზომა-წონის საზომი ერთეულები იყო და ამ ღირებულების მქონე მონეტები გვიან შუასაუკუნეებამდე რეალურად არც მოჭრილა. XI-XII საუკუნეებში მიმოქცევაში ძირითადად პენი იხმარებოდა, მაგრამ ის არა მარტო მოუხერხებელი იყო დიდი თანხებით ანგარიშსწორებისას, არამედ სხვადასხვა ხელისუფალნი მას სხვადასხვა ზომისას, წონისას და ვერცხლის განსხვავებული შემცველობით ჭრიდნენ. ვერცხლის უფრო დიდი მონეტები მიმოქცევაში XIII საუკუნიდან შემოვიდა, თუმცა, წონისა თუ შემადგენლობის ერთგვაროვნებით არც ისინი გამოირჩეოდნენ. ამგვარ ვითარებაში ფულის გადამცვლელები, ვისი უშუალო საქმეც იყო სხვადასხვა ტიპის მონეტების ღირებულების დადგენა, მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ დიდბაზრობებსა და სავაჭრო ქალაქებში. სწორედ მათი წიაღიდან წარმოიშვნენ შემდგომში ბანკირებიც. ნამდვილად მყარი ვალუტა ევროპაში XIII ს-ის მეორე ნახევრიდან გაჩნდა — ცნობილი ოქროს ფლორინი, რომელიც ფლორენციაში მოიჭრა, იგი იდეალურად მიესადაგებოდა აღებ-მიცემობის მიზნებს — რამდენადაც მყარი ღირებულებითა და შედარებით მაღალი დენომინაციით გამოირჩეოდა. XIII ს-ში შავიზღვისპირეთში იტალიური ქალაქ-სახელმწიფოების, პირველ რიგში გენუის სავაჭრო ფაქტორიების დაარსების და მონღოლთა დაპყრობების შემდეგ, დონისპირეთის, ვოლგისპირეთის და სამხრეთ ციმბირის გავლით გაიხსნა პირდაპირი სახმელეთო-სავაჭრო გზები შორეულ ჩინეთთან და ინდოეთთან. დასავლეთ ევროპამ ამ გზებით შავი ზღვის ნავსადგურებიდან უშუალო სავაჭრო ურთიერთობა დაამყარა აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან. ინდუსტრიული ტექნოლოგია და მექანიკური ძალის საფუძვლები. ხელოსნურ წარმოებაში დასაქმებული ხალხის რაოდენობა თუმცა ბევრად ჩამოუვარდებოდა გლეხობას, ის მაინც შუა საუკუნეების ეკონომიკის მეტად მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ამ სფეროში X საუკუნეში დაიწყო სიახლეების ინტენსიური დანერგვა და მას მერე, ჩვენი დროის ჩათვლით, არც შეწყვეტილა. მაღალი რანგის ოსტატები საკუთარ გაერთიანებებს — ამქრებს ქმნიდნენ, ხოლო ვაჭრები — გილდიებს. უფრო დაბალი დონის ხელოსნები ოსტატებს დამუშავებულ მასალას აძლევდნენ, ისინი კი, უკვე მზა პროდუქციას, ვაჭრებს აბარებდნენ. ანტიკურ ხანასთან შედარებით, წარმოებამ რამდენიმეჯერ იმატა, სამი ურთიერთდამოკიდებული სიახლის წყალობით. ესენი გახლდათ: ფეხის სართავი დაზგის, დამრთავი ბორბლისა და წყალზე მომუშავე, ქსოვილის დამრთვილავი მანქანის გამოგონება. მათ შემქმნელთა სახელები ისტორიამ არ

147

დენომინაცია — ფულის ნიშნების ნომინალური ღირებულების შეცვლა ფულის ერთეულის სახელის შეუცვლელად.

უილიამ დამპყრობელი 1028-1087 ნორმანდიის ჰერცოგმა უილიამმა ინგლისის მეფის ტახტი 1066 წელს დაიკავა უილიამ I-ის სახელით და 1087 წლამდე მეფობდა. ის ისტორიაში უილიამ დამპყრობლის სახელით შევიდა.

შემოგვინახა, თუმცა, უკვე XII საუკუნეში, ეს ტექნოლოგია მთელ ევროპას მოედო. მეტალურგია ბევრად ჩამორჩებოდა ქსოვილების წარმოებას, მაგრამ გვიან საუკუნეებში, ისიც წინა პოზიციებზე გამოვიდა. საყოველთაოდ მიღებული კლასიფიკაციით, რკინის ხანა ჩვენს წელთაღრიცხვამდე XII საუკუნეში დაიწყო, მაგრამ ლითონის დამუშავება ძვირიც იყო და იშვიათიც — იგი ძირითადად საბრძოლო იარაღის საწარმოებლად გამოიყენებოდა. ასევე, ბრინჯაოც და სპილენძიც დიდი იშვიათობა იყო უბრალო ხალხის ყოფაში. მადნის გამოსადნობი საწვავის — ქვანახშირის მოპოვებამ შეუდარებლად გააიაფა და საყოველთაო გახადა რკინის ნივთების წარმოება. აქვე, უნდა მოვიხსენიოთ საბერველის, პრესისა და თანამედროვე ტიპის ბრძმედის გამოგონებაც. აღსანიშნავია ისიც, რომ ანტიკური ხანის მონების შრომის შუასაუკუნეების ხელოსანთა შრომით შეცვლამ უდიდესი გავლენა იქონია წარმოებისათვის საჭირო ხელსაწყო-იარაღების დახვეწაზე. მართლაც შუასაუკუნეების ხელოსანს უკვე საკუთარი ხელსაწყო-იარაღი გააჩნდა და მისი შრომის ნაყოფიერებაც მათზე იყო დამოკიდებული. ამიტომ იგი ცდილობდა უკეთესი ნახელავი შეეძინა და გაფრთხილებოდა კიდეც. თანამედროვეთათვის ძნელად წარმოსადგენია რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ტყავეული იმდროინდელი ადამიანისათვის; უნაგირიდან დაწყებული, ავეჯითა და ტანსაცმლით დამთავრებული, ტყავი ყველგან და ყველაფერში გამოიყენებოდა. დურგლობასა და მეთუნეობასაც დიდი გასავალი ჰქონდა და იმდროინდელი ინდუსტრიის საკმაოდ დიდ სეგმენტს იკავებდა. ბევრ სახელმძღვანელოში, შუა საუკუნეების ადამიანს ბნელსა და მხოლოდ ყოველდღიურ საზრუნავს გამოკიდებულ არსებად სახავენ, რეალურად, იმ ხანის ადამიანთა უმრავლესობა მახვილი გონებითა და სიახლისადმი ლტოლვით გამოირჩეოდა. სწორედ იმდროინდელ ხელოსნებს უნდა ვუმადლოდეთ ისეთი საჭირო ნივთების გაჩენას, როგორიცაა სათვალე თუ მექანიკური საათი; ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ასტროლაბიცა და კომპასიც შუა საუკუნეების დროინდელი გამოგონებაა, ასევე დენთი და ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა მათი ფართოდ გამოყენება შედარებით გვიან დაინერგა. საპნის წარმოებაც სწორედ იმხანად აყვავდა, ხოლო ქაღალდის წარმოების მნიშვნელობის შეფასება შეუძლებელიცაა. საბეჭდი დაზგის გამოგონებაც იმდროინდელია. წისქვილის დოლაბს ჯერ კიდევ I საუკუნეში იცნობდნენ და მისი უძველესი ნაშთები ბევრგანაა ნაპოვნი დანიიდან — ჩინეთამდე. რომის იმპერატორმა ვესპასიანემ ისინი აკრძალა კიდეც, მონებმა რაღა უნდა აკეთონო. შრომის შემსუბუქების საჭიროება რეალურად მხოლოდ VI-X საუკუნეებს შორის პერიოდში დადგა. როცა უილიამ დამპყრობელმა 1086 წელს ინგლისში საკუთარი სამფლობელოების აღწერა ჩაატარებინა, იქ 5624 წყლის წისქვილი დათვალეს, არადა ინგლისი სულაც არ ითვლებოდა ეკონომიკურად დაწინაურებულ რეგიონად იმჟამინდელ ევროპაში. შეიძლება მეტიც ითქვას, დოლაბები უკვე ჰორიზონტალურად კი არა, შვეულადაც იდგა და წყლის ჭავლი მათ ბევრად უფრო სწრაფად ატრიალებდა. ამგვარ მოწყობილობას ლილვებისა და ბერკეტების უკვე საკმაოდ

148

რთული სისტემა ამუშავებდა. ამ დროისათვის, წყლის ძალა არა მარტო წისქვილებში გამოიყენებოდა, არამედ იმ ნედლეულის დასამუშავებლადაც, რაც ქაღალდის, ქსოვილის, ხისა თუ ქვის ნაწარმის მიღებისათვის იყო საჭირო. XII ს-დან მოყოლებული, სულ უფრო და უფრო გავრცელდა ქარის წისქვილები, რომელთა აგებაც ნებისმიერ ადგილას შეიძლებოდა და სუსტი ნიავის პირობებშიც კი, ისინი ეფექტურად ასრულებდნენ იმ დანიშნულებას, რასაც წყლის წისქვილები. ცხადია, როგორც ქარის, ასევე წყლის წისქვილების ამუშავებას საქმის მცოდნე ხალხი სჭირდებოდა, რომლებიც დროთა განმავლობაში დიდ პრაქტიკულ ცოდნას აგროვებდნენ და მას სხვა დარგებშიც იყენებდნენ — მაგალითად, მექანიკური საათების წარმოებაში. მათზე მოთხოვნილება იმდენად გაიზარდა, რომ XII საუკუნეში, გერმანულ ქალაქ კიოლნში მესაათეების განსაკუთრებული ამქარიც კი შეიქმნა. XIV საუკუნისათვის, ევროპის ყველა დიდსა თუ მცირე ქალაქში, სულ ცოტა ერთი საათი მაინც იდგა მთავარ მოედანზე, რომელიც არა მარტო ზარების თუ ზანზალაკების რეკვით აღნიშნავდა დროს, არამედ სხვადასხვა მოძრავი ფიგურებითაც იყო ხოლმე აღჭურვილი. შუასაუკუნეობრივმა დამოკიდებულებამ წისქვილებთან თუ საათებთან, არა მარტო ეკონომიკური ეფექტი მოიტანა: წისქვილების ტექნოლოგიამ შრომაც შეამსუბუქა, ნაწარმის რაოდენობაც გაზარდა და იმგვარი სამუშაოების შესრულებაც უზრუნველყო, რაც ადრე წარმოუდგენლად ითვლებოდა. საათებმა კი ადამიანს დროის ფასი ასწავლა და უფრო პუნქტუალური გახადა. ასე მაგალითად, გენუაში საქმიან ხელშეკრულებებზე უკვე არამარტო თარიღს, არამედ ხელმოწერის ზუსტ დროსაც მიუთითებდნენ ხოლმე — იმ ფრთიანი გამონათქვამის დასადასტურებლად, რომ „დრო — ფულია“. ყოველივე ზემოთქმულის ერთობლიობა უკვე იმაზე მიანიშნებს, რომ შუასაუკუნეობრივ აზროვნებაში ძირეული ცვლილებები მოხდა და მატერიალური სამყაროს ახლებურ ხედვასაც დაედო სათავე. გარემომცველი სინამდვილე უკვე აღარ აღიქმებოდა რაღაც იდუმალ, ამოუცნობ რამედ და აღარც ადამიანი ითვლებოდა განგების — ანგელოზებისა და დემონების — უმწეო სათამაშოდ. შესაძლებელი გახდა ბუნების ამოცნობაც და მისი ძალების ადამიანის სასარგებლოდ გამოყენებაც. საინტერესოა, რომ უკვე XIII საუკუნეში ოქსფორდელმა მეცნიერმა, როჯერ ბეკონმა მექანიკური ხელსაწყოების — მანქანების უსაზღვრო შესაძლებლობები იწინასწარმეტყველა. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ დედამიწის ხუთი დასახლებული კონტინენტიდან, შეიძლება ითქვას, ოთხზე საზოგადოების განვითარების საათი საკმაოდ შენელებულად მოძრაობდა. გერმანია X-XI საუკუნეებში. გერმანია, როგორც ცალკე სახელმწიფო, 843 წლის ვერდენის ხელშეკრულების დადების შემდეგ შეიქმნა. ძირითადად ის გერმანულ მიწებს: ფრანკონიას, ბავარიას, შვაბიას, საქსონიას და სხვ. აერთიანებდა. მოგვიანებით, მას ლოთარინგიაც შეუერთდა. X ს-ის 20-იან წლებში

149

გერმანიის ტახტი საქსონური დინასტიის წარმომადგენელს ჰაინრიხ I-ს ეკავა, რომელიც „ჰაინრიხ ფრინველთმჭერის“ ზედმეტი სახელითაა ცნობილი. ჰაინრიხ I-მა დაიმორჩილა გერმანელთა მომიჯნავე დასავლეთ სლავების ერთი ნაწილი და მოიგერია უნგრეთის თანამედროვე ტერიტორიაზე ახლად დასახლებული უნგრელების, იგივე მადიარების შემოსევები. მისი სიკვდილის შემდეგ გერმანიის სამეფო ტახტზე მისი შვილი ოტო I ავიდა. ოტო I-მა ორჯერ ილაშქრა იტალიაში და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მეორე ლაშქრობის დროს გერმანიის მეფე ქალაქ რომში 962 წლის 1 თებერვალს, საზეიმოდ, იმპერატორად ეკურთხა. ამის შემდეგ მის სამეფოს, რომელიც გერმანიისა და იტალიის დიდ ნაწილს აერთიანებდა „რომის საღვთო იმპერია“ ეწოდა. მოგვიანებით ეს სახელწოდება გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიად გადაკეთდა. რომის საღვთო იმპერიის დაარსების შემდეგ, ძალზე გამწვავდა ურთიერთობა რომის პაპებსა და გერმანელ იმპერატორებს შორის. თავდაპირველად უპირატესობა იმპერატორების მხარეზე იყო, ვინაიდან X საუკუნეში კათოლიკური ეკლესია დაცემას განიცდიდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ საეკლესიო პირების დანიშვნის უფლება იმპერატორმა მიისაკუთრა. შემდეგ მდგომარეობა თანდათან შეიცვალა. კათოლიკურმა ეკლესიამ თვითგანწმენდა მოახერხა. ეკლესიაში ცელიბატი დამკვიდრდა, ამავე დროს სიმონიაც აიკრძალა, რაც მანამდე ფართოდ იყო გავრცელებული. რომის პაპებსა და გერმანელ იმპერატორებს შორის დაპირისპირება, განსაკუთრებით XI ს-ის შუა წლებისათვის, იმპერატორ ჰაინრიხ IV-ის მეფობაში გამწვავდა. ამ დროს კათოლიკური ეკლესიის მწყემსმთავარი გრიგოლ VII გახდა. იგი ეკლესიაში ახალი წესრიგის დამყარებას შეუდგა და გერმანიის იმპერატორს, ჰაინრიხ IV-ს მკაცრად დაუპირისპირდა. პაპმა და იმპერატორმა ერთმანეთის თანამდებობებიდან გადაყენება გამოაცხადეს. ამჯერად, რომის პაპმა აჯობა, რომელმაც იმპერატორის ქვეშევრდომი გერმანელი ფეოდალები იმპერატორის ერთგულების ფიცისაგან გაათავიბეკონი მანქანების შესახებ

„მანქანა საშუალებას მოგვცემს, ზღვებზე მენიჩბეების გარეშე ვიცუროთ, აღარც ურმებში საქონლის შებმა დაგვჭირდება... მანქანებით ვიფრენთ, მანქანებივე მოგვატარებს ზღვებისა და მდინარეების ფსკერს“... როჯერ ბეკონი

როჯერ ბეკონი (1214-1292) ინგლისელი ფილოსოფოსი და ბუნებისმეტყველი, ფრანცისკანელთა ორდენის წევრი.

ჰაინრიხ I ფრინველთმჭერი (გერმანიის მეფე 919- 936) და მისი მეუღლე მატილდა. მინიატურა „ოტონიდების გენეალოგიიდან“, XII ს. 150

ოტო I 936-973

სუფლა. ამას გერმანიაში იმპერატორის წინააღმდეგ ფეოდალების დიდი გამოსვლა მოჰყვა. ჰაინრიხ IV იძულებული გახდა იტალიაში წასულიყო და პაპისთვის შენდობა ეთხოვა. ჰაინრიხ IV-ს რევანში სწყუროდა. ამიტომ, როგორც კი დრო იხელთა დიდძალი ლაშქრით რომში შეიჭრა (1081 წ.) რომის პაპმა გრიგოლ VII-მ დახმარებისათვის ნორმანებს მიმართა, რომლებსაც იმ ხანად სამხრეთ იტალია და სიცილია ეჭირათ. ნორმანებმა პაპს ლაშქარი გამოუგზავნეს. ნორმანთა ლაშქარმა გერმანელები კი გააძევა, მაგრამ იმავდროულად ქალაქი რომი ისე ააოხრა, რომ გრიგოლ VII, რომის მოქალაქეების შიშით, იძულებული გახდა სამხრეთ იტალიაში დაბრუნებულ ნორმანებს თან გაჰყოლოდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც. საფრანგეთი X-XI სს-ში. საფრანგეთი, ისევე როგორც გერმანია, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ 843 წლის ვერდენის ხელშეკრულების შემდეგ ჩამოყალიბდა. IX საუკუნის შუა ხანიდან ნორმანები, ჩრდილოეთ საფრანგეთსაც უტევდნენ. მათი შიში, იმ ხანად, მთელ დასავლეთ ევროპაში ჰქონდათ. ღმრთისადმი ვედრება: „ღმერთო დაგვიცავი ნორმანებისაგან“, ლამის ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ლოცვად იქცა. X ს-ის დასაწყისში ფრანკთა მეფე შარლ უბრალო იძულებული გახდა ჩრდილოეთ საფრანგეთში, ლამანშის სრუტის გასწვრივ ნორმანებისათვის მიწებიც კი დაეთმო. ამ ტერიტორიაზე მალე ნორმანდიის საჰერცოგო შეიქმნა, რომლის დედაქალაქი რუანი გახდა. ნორმანებთან ომში, განსაკუთრებით, პარიზის გრაფებმა ისახელეს თავი, რომლებიც რობერტინების საგვარეულოს ეკუთვნოდნენ. ამიტომაც, როდესაც საფრანგეთის სამეფო ტახტზე კაროლინგების დინასტიამ არსებობა შეწყვიტა, საფრანგეთის ფეოდალებმა მეფედ ამ საგვარეულოს წარმომადგენელი ჰუგო რობერტინი — მეტსახელად კაპეტი აირჩიეს. საფრანგეთის ტახტზე დამკვიდრებული ამ ახალი დინასტიის სახელი კაპეტინგებიც ამ მეტსახელიდან წარმოსდგა. ჰუგო კაპეტისა და მისი მემკვიდრეების დროს სამეფო ხელისუფლება ძალზე სუსტი იყო. მეფე, ფაქტობრივად, მხოლოდ სამეფო დომენს, ანუ სამეფო მამულს — „ილ დე ფრანსს“ განაგებდა, რომლის ცენტრი პარიზი იყო (ფრანგულად პარი ილ დე ფრანს-იდან მოდის საფრანგეთის დღევანდელი სახელწოდება — „ფრანს“). სამეფო დომენის გარეთ მეფის ხელისუფლებას, ფაქტობრივად, არ ცნობდნენ. დანარჩენ ტერიტორიას ჰერცოგები და გრაფები განაგებდნენ, რომლებიც საკუთარ ფულსაც ჭრიდნენ, სამართალსაც აწარმოებდნენ და ერთმანეთში ომებსაც არ ერიდებოდნენ

შარლ უბრალო საფრანგეთს 898-922 წლებში მართავდა.

ცელიბატი — საეკლესიო პირებისთვის დაქორწინების აკრძალვა. ეს აკრძალვა კათოლიკური ეკლესიის მღვდელთ-მსახურებზე დღესაც ძალაშია.

სიმონია — საეკლესიო თანამდებობების ფულზე გაყიდვა.

ჰაინრიხ IV — გერმანიის იმპერატორი 1084-1105

გრიგოლ VII — რომის პაპი 1073-1085

კაპეტი სიტყვა კაბიდან წარმოსდგება. ჰუგო გამეფებამდე ეპისკოპოსი იყო და მის ეკლესიაში კედელზე ფრესკა იყო გამოხატული, სადაც ერთ-ერთი წმინდანი გრძელი სამოსით — კაბით იყო გამოხატული. ჰუგოს მეტსახელიც ამ ფრესკას უკავშირდება.

ჰუგო კაპეტი — საფრანგეთის მეფე, 987-996 ფრანგული მინიატურა. X-XI სს. 151

ლეგიტიმური —კანონიერი. ნორმანდიის ჰერცოგი უილიამი ინგლისის მეფის, ედუარდ აღმსარებელის ბიძაშვილი იყო. უფრო მეტიც, ედუარდ აღმსარებლის გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე ჰაროლდმა საჯაროდ დაიფიცა, რომ ნორმანდიის ჰერცოგს ინგლისის სამეფო ტახტის მემკვიდრედ აღიარებდა.

ინგლისი X-XI სს-ში. გერმანელი ტომების კვალდაკვალ, ბრიტანეთს სკანდინავიელებმა და დანიელებმა შემოუტიეს. მათ კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთი და აღმოსავლეთი ნაწილი, ქალაქ ლონდონთან ერთად, ხანგრძლივი ბრძოლების შედეგად დაიკავეს. მათ მიერ დაპყრობილ ტერიტორიას „დანიური უფლების მხარე“, ანუ „დანლოუ“ ეწოდა. დანიელებმა ყველაზე დიდ წარმატებას XI საუკუნის დასაწყისში მიაღწიეს, როდესაც ინგლისის დიდ ნაწილს, დანიისა და ნორვეგიის გაერთიანებული სამეფოს მეფე კნუდ დიდი დაეუფლა. მან სატახტო ქალაქად ლონდონი აირჩია. 1066 წელს ინგლისის მეფე ედუარდ აღმსარებელი გარდაიცვალა და მის ნაცვლად ტახტზე ჰაროლდ II ავიდა. საფრანგეთის ჩრდილოეთ პროვინციის ნორმანდიის ჰერცოგი უილიამი, რომელსაც ინგლისის სამეფო ტახტზე ლეგიტიმური უფლებები გააჩნდა, ტახტის დასაუფლებლად ნორმანდიიდან ინგლისში შეიჭრა. იმავე წლის 14 ოქტომბერს ჰასტინგთან ბრძოლაში მან ინგლისის მეფე ჰაროლდი დაამარცხა და ინგლისის სამეფოს დაეუფლა. ფაქტობრივად, აქედან იწყება დღევანდელი ინგლისის, როგორც სახელმწიფოს ისტორია. უილიამ დამპყრობელმა ძველი ანგლო-საქსური ფეოდალური კლასი მთლიანად გაანადგურა. მიწების 1/7 სამეფო საკუთრებად გამოაცხადა, დანარჩენი კი, თავის მომხრე ბარონებსა და რაინდებს გადასცა, რომლებიც მისი უშუალო ვასალები გახდნენ. ასე რომ, ინგლისში არ მოქმედებდა პრინციპი: — „ჩემი ვასალის ვასალი ჩემი ვასალი არ არის“. ესპანეთი X-XI სს-ში. არაბებმა პირენეის ნახევარკუნძულზე არსებული გერმანელი ვესტ-გოთების სამეფო გაანადგურეს და თითქმის მთელი ნახევარკუნძული ალ-ანდალუსის სახელით სახალიფოს შემადგენლობაში შეიყვანეს. როდესაც VIII ს-ის შუა წლებში ახალმა, აბასიანთა დინასტიამ მმართველი ომაიანთა დინასტია სახალიფოს ტახტიდან ჩამოაგდო, ომაიანთა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ესპანეთის არაბთა სამფლობელოს შეაფარა თავი და იქ სახალიფოსაგან დამოუკიდებელი, კორდოვას საამირო დააფუძნა. X ს-ის დასაწყისში კორდოვას ამირამ უკვე ხალიფას ტიტული მიიღო. ამავე ხანებში კორდოვას სახალიფომ ჩრდილოეთ აფრიკაც შემოიერთა და საერთაშორისო ასპარეზზე მოწინავე ადგილი დაიკავა. კორდოვას საზღვაო ფლოტი ხმელთაშუა ზღვაზე უძლიერესი იყო. ქვეყნის გაძლიერებამ და ტერიტორიულმა ზრდამ ხელი შეუწყო კორდოვას სახალიფოს ეკონომიკურ წინსვლას. ის ადრე შუა საუკუნეების ევროპის ყველაზე უფრო აყვავებულ

კნუდ დიდი 1016-1035

კნუდ დიდის მონეტა 152

რეგიონად იქცა. ვაჭრობის წარმატება დასავლეთ ხმელთაშუა ზღვაში კორდოვას უპირობო ბატონობამ განაპირობა. კორდოვას სახალიფო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის არაბეთის სახალიფოსთან, და შესაბამისად, ინდოეთთან დამაკავშირებელ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს არტერიად იქცა. ესპანეთში არაბთა ბატონობის ხანას უკავშირდება მეაბრეშუმეობის, მებაღეობის და, მიუხედავად ისლამის მიერ ღვინის სმის აკრძალვისა, მევენახეობის განვითარება. გავრცელდა ზეთისხილის კულტურა. გარდა ამისა, არაბებმა ესპანეთში შეიტანეს შაქრის ლერწამი, ბრინჯი, ბროწეული და სხვა კულტურები. არაბებმა პირენეის ნახევარკუნძულის მცხოვრებლებს აღმოსავლური საირიგაციო სისტემა გააცნეს, რამაც დიდად შეუწყო ხელი ესპანეთში სოფლის მეურნეობის განვითარებასა და მოსავლიანობის ამაღლებას. სახალიფოში ხელოვნური მორწყვისათვის გამოყენებული ხის ბორბლის სიდიდე, რომლითაც წყალი მდინარიდან ამოჰქონდათ, მთელ ევროპას აოცებდა. კორდოვას სახალიფოდან ევროპის მრავალ ქვეყანაში გაჰქონდათ ხილი, ქაღალდი და ვარდის ზეთი. ქვეყანა ყურძნის, ნუშისა და ვარდის პლანტაციებით სახელგანთქმული იყო. ასევე, ფართოდ იწარმოებოდა ქსოვილები, კერამიკა, ტყავის ნაწარმი და ძვირფასი ლითონის ნაკეთობები. X სში მნიშვნელოვნად განვითარდა მეტალურგია, რასაც ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრე უწყობდა ხელს. ესპანეთის სხვადასხვა კუთხეში ამუშავდა ოქროს, ვერცხლისა და სხვა ლითონის მაღაროები. ქვეყანა საომარი იარაღის ერთ-ერთ ინტენსიურ მწარმოებლად იქცა. კორდოვას მონეტა ინდოეთიდან ირლანდიამდე მიმოქცევაში იყო. ყოველივე ამან ხელი შეუწყო ქალაქების აყვავებას და მაღალგანვითარებული საქალაქო ცივილიზაციის ჩამოყალიბებას. საერო და რელიგიურ სკოლებში, რომლითაც როგორც დედაქალაქი კორდოვა, ისე სახალიფოს სხვა ქალაქები: სევილია, ტოლედო და ა.შ. იყვნენ განთქმულნი, ისწავლებოდა სამართალი, ფილოსოფია, ისტორია. ქრისტიანული ევროპის მრავალი წარმომადგენელი აქ იღებდა ცოდნას. მთელ ცივილიზირებულ მსოფლიოში იყო განთქმული კორდოვას ხალიფების ბიბლიოთეკა, რომელიც 400 ათას ხელნაწერს, მათ შორის ანტიკური და ბიზანტიური ავტორების თარგმანებს, ინახავდა. ესპანეთში თავიდანვე დაიწყო ბრძოლა დამპყრობელ მუსლიმთა წინააღმდეგ, რომლებსაც პირენეის ნახევარკუნძულზე მავრებს ეძახდნენ. ამ ბრძოლას პირენეის ნახევარკუნძულის უკიდურეს ჩრდილოეთში არაბთაგან დაუპყრობელი ასტურია და ბასკონია ჩაუდგნენ სათავეში. ქრისტიანების პოზიციის გამაგრებას ამ რეგიონში დიდად შეუწყო ხელი კარლოს დიდის ესპანეთში, კერძოდ, კატალონიაში ლაშქრობამ. პირველი ლაშქრობა მარცხით დასრულდა, მაგრამ ფრანკებმა ბრძოლა კატალონიისათვის კვლავაც გააგრძელეს და საბოლოოდ, მისი დაპყრობა შეძლეს. სწორედ აქ, ცენტრით ბარსელონაში, ჩამოყალიბდა ფრანკთა სამეფოსადმი დაქვემდებარებული ესპანეთის მარკა. რომელიც არაბებთან ქრისტიანების ბრძოლის ფორპოსტად იქცა. XI ს-ის I მესამედში ესპანეთში ქრისტიანული კასტილიისა და არაგონის სამეფოები ჩამოყალიბდა. განსაკუთრებით

153

მარკა — კარლოს დიდის იმპერიაში ასე ეწოდებოდა სასაზღვრო პროვინციას. მას მარკ-გრაფები განაგებდნენ.

გაძლიერდა კასტილიის სამეფო ფერდინანდ I-ის დროს, რომელმაც ასტურია შეიერთა. ესპანეთის ქრისტიანული სამეფოების გაძლიერება გამსხვილების პარალელურად, კორდოვას არაბთა სახალიფო დაშლის გზას დაადგა: იქ უკანასკნელი ომაიანი ხალიფა ტახტიდან ჩამოაგდეს და სახალიფო 23 საამიროდ დაიშალა. პირენეის ნახევარკუნძულზე, არაბთა წინააღმდეგ ქრისტიანების მიერ წარმოებულ განმათავისუფლებელ ბრძოლას, რომელიც საუკუნეების მანძილზე გრძელდებოდა და XV სში არაბების ესპანეთიდან განდევნით დასრულდა, „რეკონკისტა“, ანუ „ბრძოლით დაბრუნება“ ეწოდება. რეკონკისტას პერიოდში პირინეის ნახევარკუნძულზე თანდათანობით ქრისტიანული სახელმწიფოები: კასტილიის, ნავარის, არაგონის სამეფოები და ბარსელონასა და პორტუგალიის საგრაფოები დაწინაურდნენ. რეგიონის შემდგომი ისტორია მათი უმეტესობის გაერთიანების გზით წარიმართა. ცალკე მხოლოდ პორტუგალიის საგრაფო დარჩა, რომელიც შემდგომში სამეფოდ იქცა. ბიზანტია და არაბები X-XI სს-ში აბასიანი ხალიფების მმართველობის ხანაში სახალიფო თანდათან დასუსტდა და დაიშალა. XI საუკუნის დასაწყისისათვის ხალიფას, ფაქტობრივად, მხოლოდ ბაღდადი ემორჩილებოდა, ამიტომ მას ბაღდადის ხალიფასაც უწოდებდნენ. ის სუნიტი მუსლიმების სულიერ მამად ითვლებოდა. თანდათან ბიზანტია, რომელმაც არაბთა მრისხანე შეტევების მოგერიება შეძლო, იერიშზე თვითონ გადავიდა. X საუკუნეში არაბები მცირე აზიიდან თითქმის მთლიანად გააძევა და სირიისა-მესოპოტამიის ერთი ნაწილიც დაიკავა. ბიზანტიის ამ წარმატებებში დავით III კურაპალატსაც მნიშვნელოვანი დამსახურება მიუძღოდა. განსაკუთრებით გაძლიერდა ბიზანტია X-XI ს-ის მიჯნაზე, იმპერატორ ბასილი II მაკედონელის დროს. ბასილიმ მძიმე ომები აწარმოა აღმოსავლეთში — საქართველოს ახლადგაერთიანებულ მონარქიასა და დასავლეთში — ბულგარელების წინააღმდეგ. ბიზანტიამ საქართველოს ერთხანს სამხრეთ-დასავლეთში მნიშვნელოვანი მიწებიც წაართვა. მიუხადავად ამისა, საქართველოს სამეფო ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც XI ს-ში წარმოებული ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი ომი ბიზანტიას მოუგო და დამოუ -კიდებლობა შეინარჩუნა. ბასილი კეისარმა, განსაკუთრებით, მაინც ბულგარელების ხოცვით გამოიჩინა თავი, რის გამოც მას

ფერდინანდ I — კასტილიის მეფე 1015-1065

დავით III კურაპალატი 961-1001 154

ბასილი II მაკედონელი ბიზანტიის კეისარი 976-1025

ისტორიაში „ბულგართმმუსვრელი“ ეწოდა... ის ბულგართა სამეფოს დამორჩილების მიზნით თითქმის 40 წელი ეომებოდა და ეს დიდი ომი ბულგარელების დაპყრობით დაასრულა. ბასილი კეისარმა სომხეთის დიდი, ვასპურაკანის სამეფოც გააუქმა და ბიზანტიას შეუერთა. ბასილი კეისრის გარდაცვალების შემდეგ, XI ს-ის 40-იან წლებში ბიზანტიამ სომხეთის ანისის, იგივე ბაგრატუნთა სამეფოც შეიერთა. ამის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში სომხეთის სახელმწიფოებრიობა XX ს-მდე აღარ აღმდგარა. ბიზანტიის გაძლიერება მაინც ხანმოკლე აღმოჩნდა. XI ს -ის შუა წლებიდან იმპერიას, თურქ-სელჩუკების სახით, ახალი მრისხანე ძალა დაემუქრა, რომელმაც სულ მოკლე ხანში ბიზანტიას თითქმის მთელი მცირე აზია წაართვა. თურქ-სელჩუკები. თავდაპირველად, თურქული მოდგმის მომთაბარეები აზიიდან ევროპისაკენ, ფაქტობრივად, ერთი, დასავლეთის მარშრუტით გადაადგილდებოდნენ. ვინაიდან ცენტრალური აზიიდან სამხრეთ დასავლეთისაკენ მიმავალ გზას მათ სასანიანთა სპარსეთი უკეტავდა. სასანიანთა ირანის დაცემის შემდეგ, თურქთა ტომებმა თანდათანობით არალის ზღვაში ჩამდინარე ორი დიდი მდინარის სირდარიის და ამუდარიის ველები აითვისეს. IX ს-ში აბასიანმა ხალიფებმა თურქი ტყვეებისაგან — ღულამებისაგან შემდგარი სამხედრო რაზმების შექმნა დაიწყეს, რომელიც მალე სახალიფოს ძირითად სამხედრო ძალად გადაიქცა. X ს-ში, სახალიფოს დაშლის კვალდაკვალ, ღულამების რაზმებიდან გამოსულმა მხედართმთავრებმა თავიანთ ლაშქარზე დაყრდნობით, ცენტრალურ აზიასა და ირანში ახალ სახელმწიფოებს ჩაუყარეს საფუძველი. მათ შორის იყო ღაზნევიანთა სახელმწიფო, რომელიც ირანის, ცენტრალური აზიის, კერძოდ, შუა აზიისა და ავღანეთის მნიშვნელოვან ნაწილს აერთიანებდა. XI ს-ის 30-იან წლებში ღაზნევიანთა სულთანმა სელჩუკთა თურქულ ტომებს სამხედრო სამსახურის პირობით, ჩრდილოეთ ხორასანი (დღევანდელი თურქმენეთი) გადასცა. მალე სელჩუკები მათ პატრონებს — ღაზნევიანებს აუჯანყდნენ და მათთან ბრძოლაში გადამწყვეტ გამარჯვებას მიაღწიეს. ასე ჩაეყარა საფუძველი ახალ თურქულ სახელმწიფოს, რომელიც ისტორიაში თურქ-სელჩუკთა სახელმწიფოს სახელითაა ცნობილი. სელჩუკები თავიდანვე დაპყრობების გზას დაადგნენ. მათ წინა აზიის დიდი ნაწილი დაიკავეს და ბიზანტიის იმპერიაზე პირველი ლაშქრობები დაიწყეს. 1055 წელს სელჩუკთა გამგებელი თოღრულ-ბეგი ბაღდადში შევიდა. ხალიფამ ის აღმოსავლეთისა და დასავლეთის სულთნად, ანუ მსოფლიოს მბრძანებლად გამოაცხადა და ამის სიმბოლოდ თავზე ორრქიანი გვირგვინი დაადგა. სელჩუკთა სახელმწიფოს დედაქალაქი სპარსეთის ქალაქი ისპაჰანი გახდა. XI ს-ის 50-იან წლებში სელჩუკებმა სამხრეთ კავკასიაში ყველა მუსლიმური სამფლობელო დაიმორჩილეს და საქართველოს სამეფოს შემოუტიეს.

155

სელჩუკებმა ღაზნევიანებთან გადამწყვეტ ბრძოლაში 1040 წელს გაიმარჯვეს.

თოღრულ-ბეგი — 1038-1063

სელჩუკებმა მათი სულთნის ალფ-არსლანის სარდლობით, სომხეთში, მანაზკერტთან ბიზანტიელებთან გადამწყვეტ ბრძოლაში გაიმარჯვეს. სელჩუკთა ეს გამარჯვება მცირე აზიის ისტორიაში ახალი ეპოქის დასაწყისად იქცა. თურქული მოდგმის ტომებს გზა გაეხსნათ ანატოლიაში. X ს-ის 80-იან წლებში ანატოლიაში სელჩუკთა სასულთნო ჩამოყალიბდა. ბიზანტიისათვის წართმეული მცირე აზიური ტერიტორიის მიხედვით, ამ ახალ სასულთნოს რომის, ანუ რუმის სასულთნო ეწოდა. რუმის სასულთნოს დედაქალაქი იკონია (კონია) გახდა. ამავე ხანებში ბიზანტიას ბალკანეთის მხრიდან მომთაბარე თურქი ტომების კიდევ ერთმა გაერთიანებამ — პაჭანიკებმაც შეუტიეს, რომლებიც უფრო ადრე, ჩრდილოეთი შავიზღვისპირეთის ველებში მომთაბარეობდნენ. ასეთ პირობებში, ბიზანტიის იმპერატორმა დასახმარებლად დასავლეთ ევროპის ქვეყნებს მიმართა. ეს მიმართვა რომის პაპმა და კათოლიკურმა ეკლესიამ აიტაცა, რასაც ევროპელ რაინდთა მახლობელ აღმოსავლეთში ლაშქრობები მოჰყვა. მსოფლიოს ისტორიაში ისინი ჯვაროსნული ლაშქრობების სახელითაა ცნობილი.

მანაზკერტის ბრძოლა (ფრანგული მინიატურა) ბიზანტიელებსა და სელჩუკებს შორის 1071 წელს მოხდა. ბრძოლა ბიზანტიელთა სასტიკი დამარცხებითა და ბიზანტიის იმპერატორის რომანოზ IV დიოგენის დატყვევებით დასრულდა.

მანაზკერტის ბრძოლა

ჯვაროსნული ლაშქრობები. ბიზანტიის იმპერატორის თურქების წინააღმდეგ დახმარების თხოვნა-მოწოდებას დასავლეთ ევროპა დიდი ენთუზიაზმით შეეგება. მით უფრო, რომ სელჩუკებმა ქ. იერუსალიმი აიღეს და ევროპაში მათ მიერ იქ ჩადენილი სისასტიკის შესახებ დიდი მითქმა-მოთქმა იყო. ყოველივე ამას შედეგად ევროპელი რაინდების მახლობელ აღმოსავლეთში 8 ჯვაროსნული ლაშქრობა მოჰყვა. ბუნებრივია, მოსახლეობის სხვადასხვა ფენას ამ ლაშრობების დროს სხვადასხვა ინტერესი ამოძრავებდა. უმთავრესი კი, რა თქმა უნდა, ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებლიანობა, ანუ ქონებისა და ძალაუფლების შეძენა-მოხვეჭა იყო. სრულიად მიწიერი სურვილებით შეპყრობილების გვერდით, ფანატიკურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფებიც მრავლად არსებობდა, რომლებიც თავიანთი ცხოვრების მიზანს მართლაც ქრისტეს საფლავის გამოხსნაში ხედავდნენ. ჯვაროსნული ლაშქრობებით, უპირველეს ყოვლისა, დასავლეთი ევროპის ფეოდალური კლასი იყო დაინტერესებული. ეს ინტერესი რამდენიმე მიზეზმა განაპირობა: XI ს-თვის დასავლეთ ევროპა, განვითარებულ ფეოდალურ ხანაში შევიდა. იმავდროულად საზოგადოებაში ე. წ. მაიორატის წესი დამკვიდრდა, რომლის თანახმად, ფეოდალის მამული მემკვიდრეობით მხოლოდ მის უფროს ვაჟს რჩებოდა. ამან

ალფ-არსლანი სელჩუკთა სულთანი,1063-1072 156

რომის პაპი ურბან II 1088-1099

დასავლეთ ევროპაში უამრავი ყმა-მამულს მოკლებული რაინდი გააჩინა. ასეთი უმიწო და უმამულო რაინდები თავის მომავალს აღმოსავლეთის დალაშქვრაში ხედავდნენ. ჯვაროსნულ ლაშქრობებში დაინტერესებული მსხვილი და გავლენიანი ფეოდალებიც იყვნენ — ისინი აღმოსავლეთში ყმა-მამულის გამრავლებასა და სახელისა და პატივის მოხვეჭაზე ოცნებობდნენ. იმ ხანად, მახლობელი აღმოსავლეთი თავისი ეკონომიკური და კულტურული განვითარების დონით ევროპას მნიშვნელოვნად აღემატებოდა. ევროპელი ვაჭრები ბიზანტიისა და არაბთა სახალიფოს ქალაქებისა და მათ მოქალაქეთა სიმდიდრეზე ათასნაირ ამბებს ჰყვებოდნენ. ყოველივე ეს კი ევროპის მოსახლეობას სიხარბითა და შურით ავსებდა. მახლობელ აღმოსავლეთში ლაშქრობა, ფაქტობრივად, ზღაპრული სიმდიდრის ხელში ჩაგდების სიმბოლოდ იქცა. ჯვაროსნული ლაშქრობებით დასავლეთ ევროპის, პირველ რიგში, იტალიის ქალაქები იყვნენ დაინტერესებულნი, რომლებსაც, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ვაჭრობაში მონოპოლიური ადგილის დაკავება და მახლობელი აღმოსავლეთის ქალაქებში თავიანთი სავაჭრო კოლონიების — ფაქტორიების მოწყობა სურდათ. ამის მიღწევა კი მხოლოდ არაბი ვაჭრების შევიწროვებით იყო შესაძლებელი. აღმოსავლეთში ლაშქრობით დასავლეთ ევროპის გლეხობაც იყო დაინტერესებული. ეს, პირველ რიგში, იმით იყო გამოწვეული, რომ XI ს-ის 90-იან წლებს წინ უძღოდა მრავალწლიანი მოუსავლიანობა, რამაც დასავლეთ ევროპის გლეხობა თითქმის სიკვდილის ზღვრამდე მიიყვანა. ამასთან ერთად, გლეხობას იმედი ჰქონდა, რომ აღმოსავლეთში ის პირად თავისუფლებას მიიღებდა. ყოველივე ზემოთქმულს იმასაც თუ დავამატებთ, რომ X-XI ს-ში, ევროპის მოსახლეობა განუხრელად მატულობდა, მით უფრო ცხადი გახდება ამ ლაშქრობების მიზეზები, რომელიც არა მარტო მიწების დაპყრობას, არამედ ევროპიდან აღმოსავლეთში ხალხის დიდი მასის გადასახლება-განსახლებასაც, ანუ კოლონიზაციას ისახავდა მიზნად. ჯვაროსნული ლაშქრობების სულისჩამდგმელი რომის პაპი და კათოლიკური ეკლესია იყო, რომელიც ქრისტეს საფლავის გამოხსნის ოცნებას კონსტანტინოპოლის პატრიარქისათვის მრევლის წართმევისა და იქაურ ქრისტიანებში თავისი გავლენის გავრცელების პრაგმატულ სურვილსაც უთავსებდა. 1095 წლის 26 ნოემბერს საფრანგეთის ქ. კლერმონში კრებაზე რომის პაპმა ურბან II სასულიერო პირებს სიტყვით მიმართა. მან მსმენელებს შეახსენა, რომ იერუსალიმის და, საერთოდ, პალესტინის წმინდა მიწას ურჯულო სელჩუკები დაეუფლნენ, რომლებიც შეურაცყოფდნენ მლოცველებს და ქრისტიანულ სიწმინდეებს ბილწავდნენ. მან დამსწრეებს აგრეთვე შეახსენა, რომ სელჩუკთა და, საერთოდ, მუსლიმთა საფრთხე კონსტან-ტინოპოლს და მთელ დასავლეთს დაემუქრა. დასასრულს, ურბან II ყველა მორწმუნეს საღვთო ომისაკენ მოუწოდა: „ყველამ, ვისაც იარაღის ტარება შეუძლია, უნდა გაილაშქროს ურჯულოთა წინააღმდეგ, რათა ქრისტეს საფლავი გაათავისუფლოს“. ასე დაიწყო ჯვაროსანთა ლაშქრობა წმინდა მიწაზე. მცირე აზიაში გადმოსულმა ჯვაროსნებმა ჯერ რუმის

157

ჯვაროსანთა პირველი ლაშქრობა 1096 წელს დაიწყო.

ჯვაროსნებმა იერუსალიმი 1099 წლის ივლისში აიღეს.

ჯვაროსანთა II ლაშქრობა. მუსლიმებმა ედესის საგრაფო 1142 წელს დაიკავეს. ამას ჯვაროსანთა II ლაშქრობა მოჰყვა, რომელიც ჯვაროსანთა სრული მარცხით დასრულდა.

სასულთნოს დედაქალაქი ნიკეა აიღეს. აქედან მათმა ერთმა ნაწილმა ქ. ედესას შეუტია, ციხე-ქალაქი აიღო და ედესის საგრაფო დააარსა. ჯვაროსნების მთავარი ლაშქარი ბრძოლით ანტიოქიისკენ გაემართა, რომელიც მცირე აზიის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრი იყო. ძლიერი გალავნით გამაგრებული ქალაქი ერთი შეხედვით აუღებელი ჩანდა. მაგრამ, ჯვაროსნებმა ქალაქის აღება მაინც შეძლეს. ამის შემდეგ მათ ანტიოქიის მუსლიმური მოსახლეობა გაწყვიტეს, ხოლო მათ სახლ-კარსა და ქონებას დაეპატრონნენ. ჯვაროსნები იერუსალიმსაც მიადგნენ და ალყა შემოარტყეს. აქ ჯვაროსნებს დახმარება იტალიურმა ქალაქ-სახელმწიფოებმა — გენუამ, ვენეციამ და პიზამ აღმოუჩინეს, რომლებმაც ევროპელ რაინდებს ხომალდებით სურსათ-სანოვაგე და საბრძოლო ტექნიკა ჩაუტანეს. მცირე ხნის ალყის შემდეგ ჯვაროსნებმა იერუსალიმიც აიღეს და ამ წმინდა ქალაქში დიდი ხოცვა-ჟლეტა გააჩაღეს. მუსლიმების ერთმა ნაწილმა თავი სოლომონის ტაძარს შეაფარა. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ჯვაროსნები ქრისტიანებისთვის წმინდა ტაძარში მოწყალებას გამოიჩენდნენ. მაგრამ ისინი მწარედ მოტყუვდნენ. ქრისტეს საფლავისთვის მებძროლებმა აქ ათი ათასამდე მუსლიმი გაწყვიტეს. ჯვაროსნებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ მუსლიმები ძვირფასეულობას ყლაპავდნენ. ამიტომ, მათ მუცლებს უფატრავდნენ, შემდეგ მუსლიმების ცხედრები ერთ ადგილას შეაგროვეს, ფერფლად აქციეს და მათ ფერფლში ოქრო-ვერცხლის ძიება დაიწყეს. იერუსალიმის აღების შემდეგ, ჯვაროსნები ახლად დაპყრობილ სამფლობელოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოწყობას შეუდგნენ. მათ პალესტინა და სამხრეთ სირია ერთ — იერუსალიმის სამეფოში გააერთიანეს, რომელსაც მანამდე ჩამოყალიბებული ედესისა და ტრიპოლის საგრაფოები და ანტიოქიის სამთავრო დაუქვემდებარეს. იერუსალიმის სამეფოში ფრანგული ენა და ფრანგული სამართალი გაბატონდა. მახლობელ აღმოსავლეთში სამეფოების დაარსებას, იქ ევროპული ტიპის ფეოდალურ-ვასალური ინსტიტუტების გავრცელებაც მოჰყვა. იერუსალიმის სამეფო საერთაშორისო ვაჭრობის მნიშვნელოვან ცენტრად იქცა. ჯვაროსნებმა ადგილობრივი მოსახლოების დაბალი ფენები ძალზედ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს: ადრე პირადად თავისუფალი მუსლიმი, თუ ქრისტიანი გლეხები ყმა გლეხებად აქციეს და ბეგარად მოსავლის 1/3 დაუწესეს. ჯვაროსნებმა იტალიის ქალაქ-სახელმწიფოებს: ვენეციას გენუასა და პიზას სამსახური დაუფასეს და მათ აღმოსავლეთთან ვაჭრობაში უპირატესი ადგილი მიანიჭეს. აღნიშნულმა იტალიურმა ქალაქებმაც თავიანთი სანუკვარი ოცნება აისრულეს და სირიისა და პალესტინის საპორტო ქალაქებში თავიანთი სავაჭრო ფაქტორიები დააარსეს, რომლებსაც სპეციალურად დანიშნული კონსულები განაგებდნენ. იტალიური სავაჭრო ფაქტორიები საკუთარი წესებით ცხოვრობდნენ და ადგილობრივ კანონმდებლობას არ ექვემდებარებოდნენ. ჯვაროსნული სახელმწიფო თავიდანვე მყარი არ აღმოჩნდა. ის მუდმივი მტრებით იყო გარშემორტყმული. ევროპიდან გადმოსულთა უმეტესი ნაწილი კი ზღვისპირა გამაგრებულ ციხე-ქალაქებში ცხოვრობდა. მალე გაირკვა, რომ ჯვაროსნული ლაშქარი ვერ პასუხობდა იმ მოთხოვნებს, რომელსაც

158

მუსლიმთა შემოსევების მუდმივი საფრთხე აყენებდა. მომთაბარე სელჩუკების თავდასხმებისაგან თავდაცვას მუდმივი ჯარი სჭირდებოდა. ამან სამხედრო-რაინდული ორდენების ჩამოყალიბება განაპირობა. ფრანგმა რაინდებმა ორი — ჰოსპიტალიერებისა და ტამპლიერების ორდენი დაარსეს. მოგვიანებით, გერმანელმა რაინდებმა კიდევ ერთი, ტევტონთა ორდენი დააფუძნეს. ორდენებში ის რაინდები იყვნენ გაერთიანებული, რომელთაც დაუქორწინებლობის აღთქმა ჰქონდათ დადებული. ორდენის წევრები კარგად ფლობდნენ იარაღს, ამავე დროს ბერებად ითვლებოდნენ და ბერის სამოსს ატარებდნენ; ტამპლიერებს თეთრი მოსასახამი ჰქონდათ — წითელი ჯვრით, ჰოსპიტალიერებს წითელი მოსასხამი — თეთრი ჯვრით, ტევტონებს თეთრი მოსასხამი შავი ჯვრით. ორდენებს უმკაცრესი სამხედრო დისციპლინა და საკუთარი წესდება ჰქონდათ. ორდენებს უმაღლესი მაგისტრები ხელმძღვანელობდნენ, რომლებიც, უშუალოდ, რომის პაპს ემორჩილებოდნენ. ორდენები მრავალი პრივილეგიით სარგებლობდნენ და თანდათანობით, როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში, უმსხვილეს მიწათმფლობელებად და დიდი ფულადი ქონების მფლობელებად გადაიქცნენ. ეს ორდენები ბოლომდე იცავდნენ ქრისტიანულ პალესტინას და ყველაზე გვიან დატოვეს ის. XII ს-ის შუა წლებიდან ძალთა თანაფარდობა მახლობელ აღმოსავლეთში მუსლიმთა სასარგებლოდ შეიცვალა. ჯვაროსნების წინააღმდეგ განსაკუთრებულ წარმატებას მაინც XII ს-ის მიწურულის ეგვიპტის სულთანმა ნიჭიერმა და ენერგიულმა მხედარმთავრმა სალაჰ-ად-დინმა (სალადინი) მიაღწია. სალაჰ-ად-დინმა პალესტინისა და სირიის ჯვაროსნებს „საღვთო ომი“ გამოუცხადა და მანამდე ჯვაროსნების მიერ დაკავებული ქალაქები, მათ შორის, თითქმის 90 წელი ქრისტიან რაინდთა ხელში მყოფი იერუსალიმი, კვლავაც მუსლიმთა მფლობელობაში დააბრუნა. ამას ჯვაროსანთა III და IV ლაშქრობა მოჰყვა. მსოფლიო ისტორიისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა თავისი შედეგებით IV ლაშქრობას ჰქონდა. თავდაპირველად, ჯვაროსნები ვენეციაში შეიკრიბნენ. ისინი ეგვიპტის სულთნის წინააღმდეგ გალაშქრებას და იერუსალიმის აღებას ფიქრობდნენ. გარკვეული დროის შემდეგ, ჯვაროსნები კუნძულ კორფუზე აღმოჩნდნენ. აქ მათთან საკუთარი ძმის მიერ ტახტიდან ჩამოგდებული ბიზანტიის

ჰოსპიტალიერები

ჰოსპიტალიერები ჰოსპიტალიერები იგივეა, რაც იოანიტები. იოანიტები, წევრები სასულიერო-რაინდული ორდენისა, რომელიც დააარსეს ჯვაროსნებმა პალესტინაში XII ს-ის დასაწყისში; იერუსალიმის წმიდა იოანეს ჰოსპიტალის სახელის მიხედვით, რომელშიც მოთავსებული იყო ორდენის დამაარსებელი რაინდების პირველი რეზიდენცია.

ტამპლიერების ორდენის სახელი სიტყვა ტემპელიდან ანუ ტაძრიდან მოდის.

ჯვაროსანთა III ლაშქრობა 1189-1192 IV ლაშქრობა 1202-1204

სალადინი, ეგვიპტის სულთანი 1171-1193 წლებში. იერუსალიმი სალადინს 1187 წელს დანებდა. 159

ისააკ ანგელოსი — ბიზანტიის კეისარი 1185-95; 1203-1204

კეისრის (ისააკ ანგელოსის) ვაჟი გამოცხადდა და დიდი ანაზღაურების ფასად მამის ტახტზე დაბრუნება სთხოვა. ვენეციის ქალაქ-სახელმწიფოს დოჟმაც (მმართველი) ენრიკო დანდოლომ, რომელიც ჯვაროსნებს გემებით ამარაგებდა, მათ ტახტიდან ჩამოგდებული კეისრის დახმარება და იერუსალიმის ნაცვლად, ჯერ კონსტანტინოპოლზე გალაშქრება ურჩია. ვენეციის დოჟს და, საერთოდ, ვენეციელებს კონსტანტინოპოლის დიდი სიძულვილი ჰქონდათ. ამ ქალაქში ხომ ამ ამბებამდე დაახლოებით ორი ათეული წლის წინათ იტალიელი ვაჭრების მასობრივი დარბევა მოხდა, რამაც მრავალი ვენეციელის სიცოცხლე და ქონება შეიწირა. დანდოლოს რჩევით, ჯვაროსნებმა თავიანთი თავდაპირველი გეგმა შეცვალეს და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. მათ ჩამოგდებული კეისარი კვლავ ტახტზე დააბრუნეს და სანაცვლოდ, შეპირებული გასამრჯელო მოითხოვეს. როდესაც დანაპირები თანხა დროულად ვერ მიიღეს, ქრისტეს რაინდებმა კონსტანტინოპოლი იერიშით აიღეს, გაძარცვეს და აქ თავიანთი მმართველობა დაამყარეს. საინტერესოა ვიცოდეთ, რომ დანდოლო, რომელიც იმხანად ღრმად მოხუცებული და უსინათლო იყო, პირადად იღებდა მონაწილეობას სამხედრო მოქმედებებში. კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ, მან ერთხანს ბიზანტიის დედაქალაქში განაგრძო ცხოვრება და მოგვიანებით ერთ-ერთ შეტაკებაში დაიღუპა. ბიზანტიის საიმპერატორო კარი ქალაქ ნიკეაში გაიხიზნა. ამის შემდეგ, ბიზანტია ორად გაიხლიჩა: მის დასავლეთ ნაწილში კონსტანტინოპოლითურთ, ჯვაროსნები ბატონობდნენ, რომლებმაც იქ „ლათინთა იმპერია“ დააარსეს. აღმოსავლეთ ნაწილში კი „ნიკეის იმპერია“ წარმოიქმნა. „ლათინთა იმპერიამ“ თითქმის სამოცი წელი იარსება, სანამ ნიკეის იმპერატორმა მიხეილ VIII პალეოლოგოსმა კონსტანტინოპოლი არ დაიკავა და ბიზანტიის იმპერია კვლავაც არ აღადგინა. თუმცა, ახლად აღდგენილი იმპერია ძველი ბიზანტიის მხოლოდ აჩრდილს წარმოადგენდა. ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის აღებამ და გაძარცვამ ქვეყანას გამოუსწორებელი ეკონომიკური ზარალი მიაყენა. ამის შემდეგ ბიზანტიის იმპერიის სიძლიერე სამუდამოდ ჩაესვენა. IV ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ დასავლეთ ევროპაში წმინდა მიწისაკენ ლტოლვა თანდათანობით ჩაქრა. ჯვაროსნული ლაშქრობები ინერციით კვლავაც იმართებოდა, მაგრამ ძირითადად მარცხით სრულდებოდა. ამასობაში, XIII სის შუა წლებიდან მახლობელი აღმოსავლეთის უდიდეს

III jvarosnuli laSqroba da evropeli monarqebi ეგვიპტის სულთნის მიერ იერუსალიმის დაცემას III ჯვაროსნული ლაშქრობა მოყვა. III ჯვაროსნულ ლაშქრობაში ერთდროულად დასავლეთ ევროპის სამი უძლიერესი სახელმწიფოს გერმანიის, ინგლისისა და საფრანგეთის ლაშქარი ჩაება. ლაშქარს გერმანიის იმპერატორი ფრიდრიხ I ბარბაროსა (1155-1190), საფრანგეთის მეფე ფილიპ II ოგიუსტი (1180-1223) და ინგლისის მეფე რიჩარდ ლომგული (1189-1199) მოუძღოდნენ. ლაშქრობა თავიდანვე უიღბლოდ დაიწყო. ჯერ იყო და გერმანიის იმპერატორი ფრიდრიხ ბარბაროსა მცირე აზიის ერთ-ერთ მდინარეში დაიხრჩო. შემდეგ ჯვაროსნები საფრანგეთის მეფე ფილიპე ოგიუსტმაც მიატოვა, რომელსაც გართულებული ურთიერთობები ჰქონდა ინგლისის მეფე რიჩარდთან. ასე, რომ ლაშქრობა მხოლოდ რიჩარდ ლომგულმა გააგრძელა. 1192 წელს ინგლისის მეფემ იერუსალიმზე პირდაპირი იერიში ვერ გაბედა და სალადინთან დროებით დაზავებას ხელი მოაწერა. სამაგიეროდ, რიჩარდ ლომგულმა ბიზანტიას კუნძული კვიპროსი წაართვა და იქ თავისი სამფლობელო დააარსა. მოგვიანებით, პალესტინიდან გამოდევნილი

იერუსალიმის სამეფო კარი კუნძულ კვიპროსზე გადმოვიდა. 160

ნაწილს, მათ შორის იერუსალიმს, მონღოლები დაეუფლნენ. აშკარა იყო, რომ ჯვაროსნული ლაშქრობები მის მონაწილეებს არა თუ გამდიდრებას არ უქადდა, არამედ მხოლოდ აზარალებდა. ამიტომ ევროპამ ამ მოძრაობის მიმართ თანდათან ყოველგვარი ინტერესი დაკარგა. 1291 წელს მუსლიმებმა პალესტინაში ჯვაროსნების უკანასკნელი დასაყრდენი — აკრას ციხე-სიმაგრე აიღეს.

ბოლო ოთხი ჯვაროსნული ლაშქრობა განხორციელდა: V — 1217-1221; VI — 1228-1229; VII — 1248-1254 წლებში VIII — 1270 წელს.

ჯვაროსნულ ლაშქრობათა შედეგები. ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა დასავლეთ ევროპის ისტორიაში დიდი კვალი დატოვა. ამ ლაშქრობებმა დასავლეთ ევროპა აღმოსავლეთის ქვეყნებს და ცივილიზაციებს დააახლოვა. აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის ვაჭრობაში ბოლო მოეღო ბიზანტიისა და არაბების მონოპოლიას. დასავლეთ ევროპის, ძირითადად, იტალიის და ნაწილობრივ, ესპანეთის სავაჭრო ქალაქებმა უშუალო ვაჭრობა დაიწყეს აღმოსავლეთის ქვეყნებთან. ევროპიდან აღმოსავლეთში, ძირითადად, მაუდი გაჰქონდათ, დიდი რაოდენობით გადიოდა საბრძოლო იარაღი. აღმოსავლეთიდან დასავლეთ ევროპაში იმპორტის მთავარ საგანს კვლავინდებურად აბრეშუმი წარმოადგენდა. ევროპაში დიდი მოთხოვნილება იყო ასევე სანელებლებზე, (მიხაკი, დარიჩინი, პილპილი და ა.შ.) რომელიც ძალიან ძვირად ფასობდა. აღმოსავლეთიდან ეზიდებოდნენ ევროპაში ხილს, ღვინოს, შაქარს, ბამბას. აღმოსავლეთში ყოფნამ, აღმოსავლური კულტურის გაცნობამ გაზარდა ევროპელ ფეოდალთა მოთხოვნილებები, ხელი შეუწყო ფულადი შემოსავლის გაზრდით მათ სერიოზულ დაინტერესებას. სწორედ ამ პროცესებმა განაპირობა ევროპის ბევრ ქვეყანაში ნატურალური გადასახადის ფულადი რენტით შეცვლა. ჯვაროსნული ლაშქრობების შემდეგ, დასავლეთ ევროპაში ტექნიკის განვითარების მხრივ აშკარა წინსვლა შეინიშნებოდა. ჯვაროსნული ლაშქრობების დროს ევროპელები გაეცნენ კაცობრიობის უდიდეს მონაპოვარს —კომპასს. ამ დროს დაიწყეს ჯარებში არბალეტის გამოყენება, დაფისა და ნაღარის ხმარება. ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა გავლენა იქონია საზოგადოების ქვედა ფენების მდგომარეობაზეც. გლეხობის მონაწილეობამ ჯვაროსნულ ლაშქრობებში ევროპის ქვეყნებში მუშახელის დანაკლისი გამოიწვია. ამიტომ, ფეოდალებმა შეუმსუბუქეს დარჩენილ გლეხობას მდგომარეობა, ზუსტად განისაზღვრა მათი ფულადი გადასახადის ნორმა.

ენრიკო დანდოლოს (1107- 1205) სამარხი წმინდა სოფიას ტაძარში.

მიხეილ VIII პალეოლოგოსი ბიზანტიას 1259-1282 წლებში განაგებდა. კონსტანტინოპოლი მან 1261 წელს დაიკავა.

161

შტაუფენების, იგივე ჰოჰენ-შტაუფენების დინასტია გერმანიას 11381254 წლებში მართავდა. ამ დინასტის პირველი მეფე იყო კონრად III (1127-1132, 1138-1152).

სიცილიისა და სამხრეთ იტალიის გაერთიანებული სამეფო ნორმანმა როჟერ II-მ 1130 წ. შექმნა.

ფრიდრიხ I ბარბაროსა 1155-1190, ბარბაროსა იტალიურად ჟღალწვერას ნიშნავს.

გერმანიის საღვთო რომის იმპერია XII-XIII სს-ში. გერმანიის იმპერია XII ს-ის დასაწყისში ცენტრალურ ევროპაში ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა. საკუთრივ გერმანული მიწების გარდა, რომელშიც თანამედროვე ავსტრიაც მოიაზრებოდა, მასში დასავლეთ სლავებით დასახლებული მიწების უდიდესი ნაწილი, ჩრდილოეთი და ცენტრალური იტალია და თანამედროვე ფრანგული პროვინციები ლოთარინგია და ბურგუნდიაც შედიოდა. მიუხედავად თავისი სიდიდისა გერმანელი ხალხის რომის საღვთო იმპერია, ფაქტობრივად, ფეოდალურად დაქუცმაცებული სახელმწიფო იყო, რადგანაც ჰერცოგები და გრაფები იმპერატორებს, ხშირად, მხოლოდ ნომინალურად ემორჩილებოდნენ. გერმანელი იმპერატორების მთავარი ინტერესის სფეროს, კვლავინდებურად, იტალია წარმოადგენდა. ამ მხრივ, განსაკუთრებით, გერმანიის იმპერატორები: ფრიდრიხ I ბარბაროსა, ჰაინრიხ VI, ფრიდრიხ II გამოირჩეოდნენ, რომლებიც შტაუფენების დინასტიას ეკუთვნოდნენ. მათ იტალიაში წინააღმდეგობას რომის პაპები, იტალიური ქალაქ-სახელმწიფოები და ნორმანთა მიერ დაარსებული სიცილიისა და სამხრეთ იტალიის გაერთიანებული სამეფო უწევდა. ფრიდრიხ I ბარბაროსამ თავისი ვაჟი, მომავალი იმპერატორი, ჰაინრიხ VI სიცილიის ტახტის მემკვიდრეზე დააქროწინა. ამ ქორწინების მეშვეობით, თავის იმპერიას სამხრეთ იტალია და სიცილია შესძინა. ფრიდრიხ I ბარბაროსამ მოხუცებულობის ჟამს III ჯვაროსნულ ლაშქრობაშიც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ეს ლაშქრობა მისთვის ტრაგიკულად დასრულდა: ის მცირე აზიაში მთის პატარა მდინარე სელიფში დაიხრჩო. აღსანიშნავია, რომ ამ მდინარეში დაახლოებით 15 საუკუნის წინ დახრჩობას ძლივს გადაურჩა ალექსანდრე მაკედონელი. ფრიდრიხ I-ის პოლიტიკა მისმა ვაჟმა ჰაინრიხ VIმ გააგრძელა, რომელმაც ახლადშემოერთებული სამხრეთ იტალია და სიცილია მტკიცედ დაიმკვიდრა. ჰაინრიხ VI შედარებით ახალგაზრდა გარდაიცვალა და საიმპერატორო ტახტზე მისი შვილი ფრიდრიხ II ავიდა. ფრიდრიხ II ძალზე განათლებული ადამიანი იყო. მან მშობლიური გერმანულის გარდა, კარგად იცოდა: ლათინური, ფრანგული, ბერძნული და არაბული ენები. ის ცდილობდა იტალიაში მეფის ხელისუფლება ძალზე გაეძლიერებინა და ამ

ჰაინრიხ VI 1191-1197 162

ფრიდრიხ II 1220-1250

პოლიტიკით რომის პაპს და იტალიის ქალაქ-სახელმწიფოებს დაპირისპირებოდა. ამ ხანებში რომის პაპის ხელისუფლება თავისი სიძლიერის ზენიტში იმყოფებოდა. ამიტომაც, გასაკვირი არაა, რომ იტალიაში ფრიდრიხ II-ის პოლიტიკას რომის პაპი გრიგოლ IX წინ აღუდგა. მან იმპერატორს ბრალად ჯვაროსნულ ლაშქრობაში წაუსვლელობამ და შესაბამისად, რომის პაპისადმი დაუმორჩილებლობა დასდო და იმპერატორი ეკლესიიდან განკვეთა. ამის მიუხედავად, ფრიდრიხ II-მ, მოგვიანებით, VI ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობა მაინც მიიღო და მინშვნელოვან, თუმცა, იმავდროულად, ჯვაროსნებისათვის ბოლო წარმატებასაც მიაღწია: ეგვიპტის სულთანთან დადებული ხელშეკრულებით, იერუსალიმი უბრძოლველად დაიკავა და ქრისტეს საფლავთან იერუსალიმის მეფის გვირგვინი საზეიმოდ დაიდგა. ეს იყო ბოლო შემთხვევა, როდესაც ჯვაროსნები იერუსალიმს დაეუფლნენ. ფრიდრიხ II-ის ასეთმა წარმატებამ რომის პაპი კიდევ უფრო გააღიზიანა. მან იმპერატორის წინააღმდეგ დაქირავებული ლაშქარი დაძრა. ფრიდრიხ II სასწრაფოდ იტალიაში დაბრუნდა და პაპის გეგმები ჩაშალა. რომის პაპსა და საიმპერატორო ტახტს შორის დაპირისპირება გრიგოლ IX-ისა და ფრიდრიხ II-ის გარდაცვალების შემდგომაც რამდენიმე ათეული წელი გასტანა. საბოლოოდ, გერმანიის იმპერატორის ჯინაზე, რომის პაპმა სიცილიის ტახტი საფრანგეთის მეფის ვაჟს, შარლ ანჟუელს შესთავაზა. პაპის დახმარებით, ფრანგმა უფლისწულმა გადამწყვეტ ბრძოლაში გერმანელები დაამარცხა და კარლოს I-ის სახელით სიცილიისა და სამხრეთ იტალიის გაერთიანებული სამეფო დაისაკუთრა. ფრანგები იმ ხანად სიცილიაში მაინც ვერ დამკვიდრნენ. მათგან შევიწროვებული სიცილიელები აჯანყდნენ და კარლოს I და მისი ფრანგთა ამალა ამოხოცეს. ამის შემდეგ სიცილია ესპანეთის არაგონის სამეფო დინასტიამ დაიმკვიდრა. სამხრეთ იტალიაში კი ნეაპოლის დამოუკიდებელი სამეფო შეიქმნა. XII საუკუნიდან გერმანელები აღმოსავლეთით ტერიტორიების დაპყრობასაც შეუდგნენ. აქ მათ დღევანდელი პოლონეთის და ბალტისპირეთის დიდი ნაწილი დაიკავეს. გერმანელების აღმოსავლეთისაკენ ექსპანსიას გერმანულად „დრაგ ნახ ოსტენ“, სიტყვა-სიტყვით „შეტევა აღმოსავლეთისაკენ“ ეწოდებოდა. ჯერ კიდევ XIII ს-ის დასაწყისში (1201 წ.) ლატვიის ტერიტორიაზე, მდ. დაუგავას ბალტიის ზღვასთან შეერთების ადგილას, გერმანელმა რაინდებმა და არქიეპისკოპოსმა ქ. რიგა დააარსეს. აღმოსავლეთის მიწების დაპყრობაში მთავარი ძალა პალესტინაში შექმნილი, ჯვაროსანთა ტევტონთა ორდენი იყო. ამავე ხანებში რომის პაპმა ლივონიაში, რომელიც დღევანდელ ესტონეთსა და ლატვიას მოიცავდა, მახვილოსანთა, მოგვიანებით ლივონიის სახელით ცნობილი ორდენი დააარსა. ორდენის მიზანი, იმთავითვე, გერმანიის იმპერიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ბალტიისპირეთის მოსახლეობისა და აღმოსავლეთით მცხოვრები სლავების, მათ შორის რუსული სამთავროების დაპყრობა და მათი კათოლიკური ეკლესიის წიაღში შემოყვანა იყო. „აღმოსავლეთისაკენ შეტევის“ პერიოდში გერმანულმა ორდენებმა თითქმის გაწყვიტეს პრუსიული ტომები, რომლებიც მეცნიერთა აზრით, ლიტველებისა და ლატვიელების მონათესავე ენებზე საუბრობდნენ. პრუსებისათვის წართმეულ

163

ფრიდრიხ II ეკლესიიდან გრიგოლ IX-მ 1228 წელს განკვეთა.

პაპი გრიგოლ IX კათოლიკურ ეკლესიას 1227-1241 წლებში მართავდა.

შარლ ანჟუელი საფრანგეთის მეფის ლუი VIII-ის მეხუთე ვაჟი. სიცილიისა და სამხრეთ იტალიის გაერთიანებული სამეფოს მეფე 1266-1282 წლებში.

უმეფობის ხანა გერმანიაში 1254-1273 რუდოლფ ჰაბსბურგი გერმანიის საღვთო რომის იმპერატორად 1273 წელს აირჩიეს.

ტერიტორიაზე 1244 წელს გერმანელებმა საფუძველი ჩაუყარეს ქ. ბერლინს, გერმანიის მომავალ დედაქალაქს. თანდათანობით, როგორც ეს ისტორიაში ხშირად ხდება ხოლმე, პრუსიელების ასიმილაციის კვალდაკვალ პრუსიელი გერმანელის სინონიმად გადაიქცა. ლივონიის დაპყრობის პარალელურად, გერმანულმა ორდენებმა ლიტვასაც შეუტიეს, მაგრამ ლიტველებთან გადამწყვეტ ბრძოლაში სასტიკად დამარცხდნენ. ამის შემდეგ ლივონიის ორდენის გადარჩენილი ნაწილი ტევტონთა ორდენს შეუერთდა, თუმცა, ავტონომიური მმართველობა საკუთარი მაგისტრის სახით შეინარჩუნა. ლივონიის დაპყრობისა და იქ დამკვიდრების შემდეგ ჯერი მეზობლად მდებარე ნოვგოროდის რუსულ სამთავროზე მიდგა. მაგრამ, ნოვგოროდის მთავარმა ალექსანდრე ნეველმა გერმანელი რაინდები 1240 წ. ჩუდის გაყინულ ტბაზე გამართულ გადამწყვეტ ბრძოლაში დაამარცხა, რითაც რუსეთის სიღრმეში მათი მსვლელობა შეაჩერა. ფრიდრიხ II-ის გარდაცვალების შემდეგ, სულ რამდენიმე წელიწადში, გერმანიაში ე.წ. „უმეფობის ხანა“ დაიწყო, როდესაც საიმპერატორო ხელისუფლება უკვე აღარ არსებობდა და ქვეყანა ცალკეულ საეკლესიო, თუ საერო სამთავროებად — საკურფიურსტოებად დაიყო. საბოლოოდ შვიდმა ყველაზე გავლენიანმა კურფიუსტმა, რომლებმაც იმპერატორების არჩევის უფლება მოიპოვეს, იმპერატორად რუდოლფ ჰაბსბურგი აირჩიეს. ჰაბსბურგთა საგვარეულოდან გამოსული ახალი იმპერატორი ფორმალურად მთელ იმპერიას აერთიანებდა, მაგრამ რეალური ხელისუფლება, მთავრებს ეკუთვნოდათ. საფრანგეთი XII-XIII სს-ში. საფრანგეთში სამეფო ხელისუფლების გაძლიერება XII საუკუნიდან დაიწყო. რაც, პირველ რიგში, სამეფო დომენის გაზრდაში გამოიხატა. მაგრამ, ამას ლუი VII-ის განქორწინებამ ძალიან შეუშალა ხელი. მისი ცოლი ელეონორა აქვიტანიელი განქორწინების მერე, მალევე, ინგლისში ჰენრი პლანტაგენეტს გაყვა, რომელიც შემდგომში ინგლისის მეფე გახდა. ხელმეორედ გათხოვილმა ელეონორამ თავისი დიდი მზითვი: აქვიტანიის საჰერცოგო, ისევე როგორც გასკონია და სხვა ფრანგული მიწები, თავის ახალი ინგლისელი მეუღლის სამფლობელოებს შეუერთა. ეს გაერთიანების გზაზე დამდგარი საფრანგეთისათვის ძალზე დიდი დარტყმა იყო. ლუი VII-ის მემკვიდრე და საფრანგეთის შემდეგი მეფე —

ელეონორა აკვიტანელი — საფრანგეთის დედოფალი 1137-1152 წლებში. ინგლისის დედოფალი 1154-1189 წლებში.

ალექსანდრე ნეველი 1221-1263 164

ფილიპე II ოგიუსტი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას ცდილობდა. რის გამოც ცუდი ურთიერთობა ჰქონდა ელეონორასა და ჰენრი II-ის ვაჟთან ინგლისის მეფე რიჩარდ ლომგულთან. ჯვაროსანთა III ლაშქრობაში ევროპის ამ ორი დიდი სახელმწიფოს მონარქები ერთად აღმოჩდნენ ჩართულები, მაგრამ ფილიპემ, რიჩარდ ლომგულთან დაპირისპირების გამო, ჯვაროსნული ლაშქრობაც კი მიატოვა და შინ დაბრუნდა. თუმცა, დაბრუნების წინ რიჩარდ ლომგულმა მას პირობა ჩამოართვა, რომ მის არყოფნაში ის საფრანგეთში ინგლისის სამფლობელოებზე იერიშს არ მიიტანდა. საფრანგეთის ფეოდალებიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ მუსლიმთა წინააღმდეგ წარმოებულ ჯვაროსნულ ლაშქრობებში. უფრო მეტიც, მათ ეს ისე მოეწონათ, რომ ერთი ჯვაროსნული ლაშქრობა, საკუთარ ქვეყანაშიც მოაწყვეს. XIII საუკუნის დასაწყისში სამხრეთ საფრანგეთში, რომელიც ფაქტობრივად სამეფოში არ შედიოდა, გავრცელდა მწვალებლური მოძღვრება. ამ მოძღვრების ერთ-ერთ მთავარ ცენტრს ქალაქი ალბი წარმოადგენდა. აქედან მოდის ამ მწვალებლობის სახელწოდება ალბიგოელობა. ალბიგოელები, ძირითადად, სამხრეთ საფრანგეთის ქალაქების გამდიდრებულ ზედაფენას წარმოადგენდნენ. ისინი ანტიფეოდალურად იყვნენ განწყობილნი, უარყოფდნენ კათოლიკური ეკლესიის იერარქიას და საეკლესიო გადასახადს, რომელიც შემოსავლის 10% შეადგენდა. რომის პაპის მოწოდებით ჩრდილოეთ საფრანგეთის რაინდობამ მწვალებლების წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობა მოაწყო. რაინდები მოსახლეობას პირწმინდად სპობდნენ და მათ ქონებას ინაწილებდნენ. ასე, რომ რომის პაპისადმი დაუმორჩილებლობა სამხრეთ საფრანგეთს სასტიკ აოხრებად მოუბრუნდა. XIII საუკუნის ბოლოსა და XIV ს-ის დასაწყისში საფრანგეთში სამეფო ხელისუფლება საბოლოდ განმტკიცდა. ეს მოხდა მეფეების ლუი IX-სა და მისი შვილიშვილის ფილიპე IV ლამაზის ზეობის ხანაში. მათ ყველა ხერხით დაიწყეს სამეფო დომენის გაფართოვება, სენიორებისთვის მთავარ საქმეებში სასამართლო უფლებების ჩამორთმევა და შინაფეოდალური ომების აღკვეთა. იმის ნათელსაყოფად, თუ რა გზებით იხვეჭდნენ იმ ხანად საფრანგეთის მეფეები ქონებას ფილიპე IVის ცხოვრებიდან რამდენიმე მაგალითიც კმარა. როგორც მანამდეც არა ერთხელ მომხდარა, საფრანგეთის მეფეს ფული

ფილიპე II ოგიუსტი საფრანგეთის მეფე 1180-1223

ალბიგოელების წინააღმდეგ ფრანგი რაინდების ლაშქრობა 1209 წელს მოეწყო.

ფილიპე IV ლამაზი საფრანგეთს 1285-1314 წლებში განაგებდა.

რიჩარდ ლომგული 1189-1199 165

პაპების ავინიონის ტყვეობა 1309-1377

ბონიფაციუს VIII — რომის პაპი 1294-1303

დასჭირდა. ამჯერად მან ფულის „გამორთმევა“ ეკლესიისათვის გადაწყვიტა, მაგრამ უარი მიიღო. მაშინ ფილიპემ იურისტებს მიმართა, რომლებმაც მეფე ეკლესიასთან დავაში მართლად ცნეს. ეკლესიასთან და მის მეთაურთან რომის პაპთან ბრძოლაში მხარდასაჭერად ფილიპე IV-მ 1302 წელს გენერალური შტატები მოიწვია. ეს წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანოს პირველი მოწვევა იყო საფრანგეთში. გენერალური შტატები საფრანგეთის სამი წოდების: სამღვდელოების, საერო ფეოდალებისა და მოქალაქეების (მდიდარი ვაჭარ-ხელოსნები) წარმომადგენლებმა შეადგინეს. გენერალურმა შტატებმა საფრანგეთის მეფეს ეკლესიასთან დავის საკითხში მხარი ერთხმად დაუჭირეს. ეკლესიისათვის ქონების წართმევის მცდელობამ რომის პაპის ხელისუფლებასთან დაპირისპირება გამოიწვია. რომის პაპმა ბონიფაციუს VIII-მ საგანგებო ბულით საფრანგეთის მეფეს კათოლიკური ეკლესიის ქონების მითვისება აუკრძალა და შემდეგ ეკლესიიდან განკვეთა. საპასუხოდ ფილიპე IV შეეცადა გენერალური შტატების დარწმუნებას, რათა პაპი ერეტიკოსად გამოეცხადებინა. მან იტალიაში თავისი საგანგებო წარმომადგენელი გაგზავნა, რომელსაც შეიარაღებული რაზმიც ახლდა. ქალაქ ანანში ფილიპეს წარგზავნილმა პაპს შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ამაყი მოხუცის ბონიფაციუს VIII გარდაცვალება მოჰყვა. ასეთ ვითარებაში რომის პაპად ფილიპე IV-ის ზეწოლით მისი მომხრე საფრანგეთის ქალაქ ბორდოს არქიეპისკოპოსი იქნა არჩეული. ახალმა პაპმა თავისი რეზიდენცია რომიდან სამხრეთ საფრანგეთში ქალაქ ავინიონში გადმოიტანა. ამგვარად, რომის პაპი საფრანგეთის მეფის პოლიტიკის მორჩილ გამტარებლად იქცა. ამიტომ პაპების მმართველობის ამ ხანას, რომელიც დაახლოებით 70 წ. გაგრძელდა, პაპების „ავინიონის ტყვეობა“ ეწოდება. ჯვაროსნული ლაშქრობების დასრულების შემდეგ, ტამპლიერების ორდენი საფრანგეთში დაფუძნდა. ამ ორდენის საკუთრებაში არსებული უზარმაზარი თანხა და სიმდიდრეც ძირითადად საფრანგეთში ინახებოდა. ტამპლიერებს სავახშოსაბანკო საქმიანობის ფართო ქსელი ჰქონდათ გაშლილი. სხვებთან ერთად ფილიპე IV-საც ტამპლიერების სასულიერო ორდენის ვალი ემართა. ვალის გადახდის ნაცვლად მან

ფილიპე VI ვალუა 1328-1350 166

ჰენრი II პლანტაგენეტი 1154-1189

ტამპლიერებს მწვალებლობა დააბრალა, ყველა ტამპლიერი დააპატიმრა და მთელი ქონება ჩამოართვა. გაუსაძლისი წამების შემდეგ, ორდენის თითქმის ყველა დაპატიმრებულმა წევრმა „დანაშაული“ აღიარა. ამის შემდეგ ტამპლიერების ნაწილი დაწვეს, ნაწილი საპყრობილეში ჩაყარეს. მხოლოდ მცირე ნაწილმა თავს გაქცევით უშველა. ამის შემდეგ რომის პაპმა, რომელიც ფაქტობრივად, ფილიპე IV-ის მოხელეს წარმოადგენდა, ტამპლიერების ორდენი დაშლილად გამოაცხადა. ფილიპე IV-ის გარდაცვალების შემდეგ, ერთიმეორის მიყოლებით გამეფებული მისი სამი შვილიდან, მემკვიდრე ვაჟი არცერთს არ დარჩა, ამიტომ საფრანგეთის ტახტზე კაპეტინგების გვერდითი, უმცროსი შტოს წარმომადგენელი ფილიპე VI ვალუა ავიდა. ამრიგად, განვითარებული შუა საუკუ -ნეების დასასრული და გვიანი შუა საუკუნეების დასაწყისი საფრანგეთში დინასტიური ცვლილებითაც აღინიშნა.

ტამპლიერების დაპატიმრება 1307 წ. მოხდა.

ინგლისი XII-XIII საუკუნეებში. XII ს-ის შუა წლებში ინგლისის სამეფო ტახტი ახალმა, პლანტაგენეტების დინასტიამ დაიკავა. მისი ფუძემდებელი ჰენრი II პლანტაგენეტი იყო. მის სახელს უკავშირდება სამეფოში რიგი სამხედრო, სასამართლო, ადმინისტრაციული რეფორმების გატარება, რამაც მეფის ერთპიროვნული ხელისუფლების გაძლიერება-განმტკიცებას შეუწყო ხელი. ჰენრი II-ის მემკვიდრე, რიჩარდ I ლომგული იყო, რომელმაც მთელი თავისი მეფობა ძირითადად „ჯვაროსნულ ლაშქრობებში“ გაატარა. მისი სიკვდილის შემდეგ, საბოლოოდ, ტახტი მის ძმას, ჯონს შეხვდა, რომელიც ისტორიაში „ჯონ უმიწაწყლოს“ სახელით შევიდა. ეს მეტსახელი მას, იმიტომ ეწოდა, რომ მრავალშვილიან სამეფო ოჯახში, მას როგორც ნაბოლარას, საფრანგეთში საუფლისწულო დომენი აღარ შეხვდა, თუმცა მის საკუთრებაში იყო ინგლისის მნიშვნელოვანი ნაწილი და ირლანდია. ჯონ უმიწაწყლო ისტორიაში ძირითადად „თავისუფლების დიდი ქარტიის“ (Magna Carta Libertatum) მიღებით შევიდა. 1215 წელს ჯონს ბარონები აუჯანყდნენ, რომლებსაც რაინდები და მოქალაქეები შეუერთდნენ. მეფე იძულებული გახდა ქვეშვერდომებისათვის ე. წ. „თავისუფლების დიდი ქარტია“ ებოძებინა. მალე, ჯონმა უარი განაცხადა ქარტიის პირობების შესრულებაზე და საქმე ახალ სამოქალაქო ომამდე მივიდა, თავისუფლების დიდი ქარტია (პრეამბულა*) „ჯონი,

წყალობითა

ღვთისათა

მეფე

ინგლისისა,

სენიორი

ირლანდიისა, ჰერცოგი ნორმანდიისა და აკვიტანიისა და გრაფი ანჟუსი, არქიეპისკოპოსებს, ეპისკოპოსებს, აბატებს, გრაფებს, ბარონებს, სატყეო უწყების მოხელეებს, შერიფებსა, მამასახლისებს და ყველა თანამდებობის პირსა და ჩვენს ერთგულებს, სალამი... პირველ ყოვლისა, მივეცით ჩვენ ღვთის წინაშე ჩვენი თანხმობა და ამ

ქარტიით

დავადასტურეთ

ჩვენი

სახელითა

და

ჩვენი

მემკვიდრეების სახელით სამუდამოდ... “

*პრეამბულა — რაიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტის შესავალი ნაწილი. 167

ჯონ უმიწაწყლო 1199-1216

მაგრამ მეფე მოულოდნელად გარდაიცვალა და მისმა მემკვიდრეებმა ქარტია აღიარეს, ერთი მუხლის გამოკლებით — არ შექმნილა ბარონთა 25 კაციანი საბჭო, რომელიც მეფის ხელისუფლებას გააკონტროლებდა. „თავისუფლების დიდი ქარტია“ ადამიანის უფლებათა დაცვის პირველ ძირეულ დოკუმენტად ითვლება. 1264 წელს ინგლისის მეფე ჰენრი III-ს სიმონ დე მონფორი აუჯანყდა, რომელიც მისი სიძე (დის ქმარი) და იმავდროულად უფლისწულის აღმზრდელიც იყო. დე მონფორის მხარეზე ბარონები, რაინდები და მოქალაქეები გადავიდნენ. მაშინ სიმონ დე მონფორმა მოიწვია კრება, რომელსაც ესწრებოდნენ არა მარტო სასულიერო და საერო ფეოდალები, არამედ ქალაქის წარმომადგენლებიც. აქედან დაედო სათავე ინგლისის პარლამენტს. უკვე XIV ს-ის შუა ხანებიდან პარლამენტი ორი პალატისაგან შედგებოდა: ზედა ანუ ლორდთა პალატას უმაღლესი საერო და სასულიერო ფეოდალები შეადგენდნენ. ქვედა, ანუ თემთა პალატაში კი წვრილი ფეოდალები და ქალაქების წარმომადგენლები შედიოდნენ. ლორდთა პალატაში ადგილები მემკვიდრეობით გადადიოდა, რაც შეეხება თემთა პალატას, აქ წარმომადგენლებს რაინდები და მოქალაქეები ღია კენჭისყრით ირჩევდნენ. ჩინეთი IX-XIII სს-ში. IX ს-ის ბოლო და X ს-ის დასაწყისი ჩინეთში დიდი შიდა არეულობით, გლეხთა აჯანყებებითა და იმპერატორების ცვლით აღინიშნა. X ს-ის მეორე ნახევარში საიმპერატორო ტახტი ახალმა, სუნის დინასტიამ დაიმკვიდრა. XIII ს-დან კი ჩინეთის უდიდესი ნაწილი მონღოლებმა დაიპყრეს. ინდოეთი IX-XIII სს-ში. ჰეფტალიტების მიერ გუფთას იმპერიის დანგრევის შემდეგ, ჩრდილოეთ ინდოეთი მრავალ სამთავროდ დაიშალა. VII ს-ის I ნახევარში ჩრდილოეთ ინდოეთის ერთ-ერთი სამთავროს მეთაურობით რეგიონის მნიშვნელოვანი ნაწილი, დროებით, კვლავაც ერთ სამეფოდ გაერთიანდა. ჩრდილოეთ ინდოეთის იმ ხანის მნიშვნელოვანი მიღწევა ჩინეთთან დიპლომატიური უთიერთობის დამყარება და ელჩობის გაგზავნა იყო. VIII ს-ის დასაწყისში ინდოეთში არაბები შეიჭრნენ. მათ მდ. ინდის აუზის სამხრეთი ნაწილი დაიპყრეს და იქ ორი არაბული სამთავრო დააარსეს. იმავე ხანებში ინდოეთის ჩრდილოეთ პროვინციებიდან გამოსულმა განგისა და ჯამნას ნახევრად მომთაბარე ტომებმა შუამდინარეთის ათვისება დაიწყეს. IX ს-ისათვის აქ წარმოიშვა

ჰენრი III 1216-1272

ბარელიეფი სიმონ დე მონფორის (1208-1265) გამოსახულებით აშშ‐ს წარმომადგენლობით პალატაში. 168

მსხვილი ფეოდალური სამფლობელოები, რომლებიც ერთმანეთს ებრძოდნენ. ამან დაასუსტა ჩრდილოეთი ინდოეთი, რამაც ღაზნევიანთა სამეფოს XI ს-ის დასაწყისში მისი დაქვემდებარება გაუადვილა. გაცილებით სწრაფად მიდიოდა ეკონომიკური განვითარება ინდოეთის ცენტრალურ რეგიონში — დეკანში. აქ VIII-X სს-ში არსებობდა ფეოდალური სამეფო, რომელიც, არაბი ისტორიკოსების ცნობით, თავისი სიმდიდრითა და სიძლიერით მეოთხე ადგილზე იდგა ბიზანტიის, არაბთა სახალიფოსა და ჩინეთის იმპერიის შემდეგ. XIII ს-დან ინდოეთის მნიშვნელოვანი ნაწილი მონღოლებმა დაიპყრეს. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას სხვაგვარად ინდოჩინეთსაც უწოდებენ ხოლმე, რადგან აქაური კულტურა ჩინური და ინდური კულტურული ტრადიციების ერთგვარ ნაზავს წარმოადგენს. ბევრი ტექნოლოგიური და ეკონომიკური ელემენტი აქ, სწორედ, ჩინური წარმომავლობისაა, თუმცა ვიეტნამს თუ არ ჩავთვლით, ზოგადად, კულტურული გავლენა, ალბათ, უფრო მეტად მაინც ინდური იყო. ინდონეზია — და ეს ქვეყნის სახელწოდებიდანაც ჩანს — ძლიერ ინდურ გავლენას განიცდიდა. ინდოეთიდან აქ ჯერ ინდუიზმი და ბუდიზმი, შემდგომ კი — ისლამი გავრცელდა. კულტურის გავრცელების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ბუდისტი ბერები, რომლებიც მიუვალ ადგილებში აარსებდნენ მონასტრებს და არა მარტო რელიგიური კულტურის, არამედ მოწინავე ტექნოლოგიების გავრცელებასაც უწყობდნენ ხელს. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიამ, ინდონეზიის ჩათვლით, მსოფლიო ცივილიზაციას ორი უმთავრესი ელემენტი შემატა: ბრინჯი, რომელიც გარკვეული დროისათვის ძირითად საკვებად იქცა, და ათასგვარი საკმაზ-სანელებლები — წიწაკა, ჯავზი, მიხაკ-დარიჩინი, ყვითელი ყვავილი, და სხვ. რომელიც ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობაში, საუკუნეების მანძილზე ერთ-ერთი უმთავრესი საქონელი იყო. მოსახლეობის მეტი წილი ირავადის, მეკონგის და სხვ. დიდი მდინარეების ხეობებში ცხოვრობდა და თავს ბრინჯის მოყვანით ირჩენდა. ზღვის და მდინარის თევზი კვების რაციონის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი იყო, და ამავე დროს, ხშირად, ბრინჯზეც იცვლებოდა ხოლმე. ინდონეზიისა და ინდოეთის სავაჭრო ურთიერთობებში ძირითადი შუამავლების როლს არაბები და, ზოგადად, მუსლიმები ასრულებდნენ, მათვე გაავრცელეს ისლამი ინდონეზიაში — ყველგან, გარდა კუნძულ ბალისა, რომელიც ინდუიზმის ერთგული დარჩა. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის წერილობითი ისტორია შედარებით მოკლე პერიოდს — 1000 წელზე ოდნავ უფრო მეტს მოიცავს. უფრო ადრეული პერიოდის შესასწავლად მხოლოდ არქეოლოგიურ მონაცემებს თუ დავეყრდნობით — როგორიცაა, ვთქვათ, გასაოცარი ტაძარი ანგკორ-ვატში (კამბოჯა) და ნაწილობრივ, მცირე ფრაგმენტებს უძველესი ინდური და ჩინური ეპოსებიდან. თუმცა, იმის უტყუარი ცნობებიც არსებობს, რომ თანამედროვე ტაილანდისა და ვიეტნამის ტერიტორიებზე უკვე ძვ. წ. VII-V ათასწლეულებში სახლობდნენ ნეოლითის ხანის მონადირე-შემგროვებელი ტომები. მეთუნეობა აქ, როგორც ჩანს, ასევე ნეოლითის ხანაში, ძვ. წ. V ათასწლეულში ჩაისახა; ბრინჯაოს ხელსაწყოები, იარაღები და სამშვენისები

169

უკვე II ათასწლეულში მზადდებოდა; ხოლო რკინისა — ძვ. წ. V ს. გაჩნდა. ევროპული შუასაუკუნეების პარალელურად აქაც თანდათანობით ჩამოყალიბდა ეროვნული სახელმწიფოები. წინა აზია მონღოლების შემოსევის წინ. XII-XIII სს-ის მიჯნაზე წინა აზია ძირითადად ოთხ ზესახელმწიფოს: საქართველოს სამეფოსა და ხორეზმის, რუმისა და ეგვიპტის სასულთნოებს შორის იყო განაწილებული. ისინი, შეიძლება ითქვას, ერთმანეთის შესაძლებლობებს სინჯავდნენ და ახლო მომავალში გადამწყვეტი ომებისათვის ემზადებოდნენ. თითქმის მთელი შუა აზია, ხორასანი და ირანის მნიშვნელოვანი ნაწილი ხორეზმ შაჰს მუჰამედს ეპყრა. ეგვიპტის სასულთნო, აიუბიანთა დინასტიით სათავეში, საკუთრივ ეგვიპტის გარდა პალესტინას, სირიას, იორდანიას, ჩრდილოეთ შუამდინარეთს და შაჰ-არმენთა ხლათის ქვეყანას ფლობდა. მცირე აზიის უდიდესი ნაწილი ეკავა, ჩვენთვის უკვე ცნობილ, სელჩუკთა რუმის, იგივე იკონიის სასულთნოს. საქართველო XIII ს-ის I მეოთხედში წინა აზიის მეოთხე ზესახელმწიფო იყო. სომხეთის უმნიშვნელოვანესი ქალაქები კარი, ანისი და დვინი, უშუალოდ, საქართველოს საზღვრებში შემოდიოდა. შარვან-შაჰი და დარუბანდის ამირა, ისევე, როგორც ოსთა, დურძუკთა, დიდოელთა და ლეკთა გამგებლები საქართველოს ყმადნაფიცები იყვნენ. სამხრეთ-დასავლეთით საქართველოს ესაზღვრებოდა მისივე დახმარებით წარმოქმნილი ქრისტიანული ქვეყანა, ტრაპიზონის იმპერია და სომხებით დასახლებული სელჩუკთა არზრუმის ანუ, როგორც მას ჩვენი წინაპრები უწოდებდნენ, კარნუ ქალაქის საამირო, რომლის სელჩუკი მმართველები საქართველოს უზენაესობას აღიარებდნენ. საქართველოს საზღვარი არზრუმის საამიროსთან ციხე-ქალაქ ოლთისის სამხრეთით გადიოდა, ეგვიპტისა და მის მფლობელობაში მყოფი ხლათის ქვეყნისაგან მას მდინარე არაქსი ჰყოფდა. საქართველოს აღმოსავლეთის საზღვარი თითქმის შარვანის დედაქალაქ შამახიამდე აღწევდა. მონღოლები. მონღოლები ცენტრალურ აზიაში ჩინეთის საზღვრებთან მომთაბარეობდნენ. მათი ენა თურქულ-ალთაურ ენათა ჯგუფს განეკუთვნება. მონღოლებს, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ტომის, თათრების სახელის მიხედვით, მათი თანამედროვე ხალხები „თათრებსაც“ უწოდებდნენ. ასე ეძახდნენ მათ ჩვენი წინაპრებიც. მონღოლები მომთაბარულ-მესაქონლეობას მისდევდნენ. ისინი განსაკუთრებით განთქმულნი იყვნენ ცხენების მოშენებით. ცხენების რემას მონღოლები ჩინეთში ჰყიდნენ. მონღოლები, ძირითადად, წარმართები იყვნენ. ისინი სხვადასხვა სულებს და ცას სცემდნენ თაყვანს. რწმენა-წარმოდგენების ამ სისტემას „შამანიზმი“ ეწოდება. მონღოლები სხვა რელიგიებსაც იცნობდნენ. ზოგიერთი ტომი ქრისტიანობას (ნესტორიანობას) მისდევდა, ზოგი კი ბუდიზმს. 1206 წ. მონღოლი ტომები, შეიკრიბნენ სახალხო კრებაზე — ყურულთაიზე და სახელმწიფოს წარმოქმნა გამოაცხადეს,

170

მონღოლთა ერთიანი სახელმწიფოს პირველ გამგებლად, ყაენად კი თემუჩინი აირჩიეს, რომელსაც ჩინგიზ-ყაენი ეწოდა. ახლად შექმნილი სახელმწიფოს დედაქალაქი ყარაყორუმი გახდა, რომელიც დღევანდელი მონღოლეთისა და ჩინეთის საზღვართან მდებარეობდა. მონღოლური სახელმწიფო, იმთავითვე, მეზობელი თუ შორეული ხალხების დაპყრობას, მათ გაძარცვას და დამონებას ისახავდა მიზნად. თავდაპირველად, მონღოლებმა თავიანთი აგრესია ჩინეთისაკენ წარმართეს. მათ ჩრდილოეთ ჩინეთში ძინთა სახელმწიფო დაიპყრეს, მისი დედაქალაქი იანძინი (დღევანდელი პეკინი) აიღეს და გადაბუგეს. ჩინეთში მონღოლებმა აითვისეს ჩინური სამხედრო ტექნიკა. მათ შორის ლოდსატყორცნი, ქალაქის კედლების მნგრეველი მანქანები. ეს ტექნიკა მათ მშვენივრად გამოიყენეს შუა აზიისა და წინა აზიის ქალაქების აღებისას. ჩინგის-ყაენმა მონღოლთა ლაშქარში უმკაცრესი დისციპლინა დაამყარა. მან ჯარი ათეულებად, ასეულებად, ათასეულებად და ათიათასეულებად დაჰყო. მონღოლთა ტომებისა და გვარების იმ ოდენობას, რომელსაც ათიათასკაციანი შენაერთის გამოყვანა შეეძლო, დუმანი ეწოდებოდა. დუმანებს მონღოლი დიდებულები — ნოინები ედგნენ სათავეში. მათ დუმან-ნოინებს ეძახდნენ. მონღოლებმა სულ რამდენიმე ათეულ წელიწადში დაიმორჩილეს თითქმის მთელი ჩინეთი, შუა აზია, წინა აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის უდიდესი ნაწილი. მონღოლთა ასეთი არნახული წარმატების მიზეზი მათი სწრაფად მოძრავი ცხენოსანი არმია იყო, რომელიც შესანიშნავი მშვილდოსნობით, და მტკიცე დისციპლინით გამოირჩეოდა. აზიის და ევროპის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მარცხი მონღოლებთან ბრძოლებში შუა საუკუნეების სახელმწიფოებისათვის დამახასიათებელმა სამხედრო-პოლიტიკურმა სისტემამაც განაპირობა: მსხვილი ფეოდალების თუ მოხელე-ამირების მუდმივი დაპირისპირება მეფის ხელისუფლებასთან ასუსტებდა ამ ქვეყნებს და მონღოლთა წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისათვის ძალების გაერთიანების საშუალებას არ აძლევდა. აღსანიშნავია ისიც, რომ წარმართი მონღოლები, რომლებიც მანამდე გაუგონარი სისასტიკით არბევდნენ მუსლიმური ხორეზმის მდიდარ და ხალხმრავალ ქალაქებს, საქართველოში, მათ შესახებ ინფორმაციის სიმწირის გამო, ქრისტიანებად მიაჩნდათ. ამიტომ, თავდაპირველად, მონღოლთა წარმატებებს სიხარულითაც კი ხვდებოდნენ. მონღოლებმა 1219-1221 წწ-ში შუა აზიაში ხორეზმ-შაჰი მუჰამედი დაამარცხეს და ხორეზმი დაიპყრეს. მათ შუა აზიის

ჩინგიზ-ყაენი მონღოლთა საყაენოს 1206-1227 წლებში განაგებდა.

მონღოლი მხედრები შუა საუკუნეების მანუსკრიპტზე. 171

ჩინგიზ ყაენი თვის სამ ვაჟთან ერთად, XV ს-ის მანუსკრიპტი.

ვოლგის ბულგარეთი ბათუ ყაენმა 1236 წელს დაიპყრო.

მონღოლებმა კიევი 1240 წელს გადაწვეს. ჰენრი ღვთისმოსავი პოლონეთის მთავარი 1238-1241

უგუდეი ყაენი 1229-1241

უმსხვილესი და უმნიშვნელოვანესი ქალაქები, მათ შორის ბუხარა, სამარყანდი, მერვი და ურგენჩი აიღეს და გაანადგურეს. მონღოლებმა სპარსეთისა და ადარბადაგანის დიდი და მდიდარი ქალაქები ზედიზედ აიღეს და სასტიკად გაძარცვეს. შუა აზიის დაპყრობის შემდეგ, ჩინგის ყაენი თავის ვაჟებთან ერთად ისევ მონღოლეთში დაბრუნდა, სადაც გარდაიცვალა. მთავარი დაპყრობები მონღოლებმა ჩინგიზ-ყაენის გარდაცვალების შემდეგ განახორციელეს. ჩინგის ყაენის ანდერძის თანახმად, მისმა ოთხმა ვაჟმა დაპყრობილი და დასაპყრობი ქვეყნები გაინაწილა. თითოეულის წილხვედრ ქვეყანას ულუსი ეწოდებოდა. დიდ ყაენად და მონღოლთა სახელმწიფოს საერთო მეთაურად არჩეულ იქნა ჩინგიზ ყაენის მესამე ვაჟი უგუდეი. მის განკარგულებაში იყო საკუთრივ, მონღოლეთი დედაქალაქ ყარაყორუმითურთ, ჩინეთი და დაპყრობილი ქვეყნები აღმოსავლეთ აზიაში. უგუდეის და თულის ულუსების დასავლეთით მდინარეების სირდარიასა და ამუდარიას შუა წელამდე ჩაღათას ულუსი იყო გადაჭიმული. მდინარეების ირტიშისა და ობის სათავეებიდან არალის ზღვამდე ჯუჩის ულუსი მდებარეობდა. ჯუჩის, როგორც უფროს შვილს, ჩინგის ყაენის ანდერძით, უნდა რგებოდა, აგრეთვე, მომავალში დასაპყრობი სპარსეთი და კავკასია. ჩინგის ყაენის გარდაცვალებიდან სულ რამდენიმე წლის შემდეგ ჩინგის ყაენის შვილებმა და შვილიშვილებმა ახალი დაპყრობითი ომები წამოიწყეს. ჩინგიზ ყაენის შვილიშვილმა ჯუჩის ძემ ბათუმ მდ. იაიკი (დღევანდელი ურალი) გადალახა და მდ. ვოლგაზე არსებული თურქული სახელმწიფო ვოლგის ბულგარეთი გაანადგურა. ამის შემდეგ ბათუ რუსეთში შეიჭრა. რუსეთი იმჟამად ცალკეულ სამთავროებად იყო დაშლილი. მონღოლებმა რუსეთის ქალაქები: რიაზანი, პერეიასლავი, იურევი, ტვერი, ვლადიმირი და სხვ. აიღეს და გაანადგურეს; ამის შემდეგ ისინი მდ. სიტიზე რუსეთის ძირითად ძალებს შეებრძოლნენ, რომლებსაც ვლადიმირის მთავარი იური ვსევოლოდის ძე მეთაურობდა. მონღოლებმა ის სასტიკად დაამარცხეს, ყირიმი დაიკავეს და კიევის რუსეთის მთავარი ქალაქი — კიევი აიღეს და გადაწვეს. მონღოლები პოლონეთსა და უნგრეთშიც შეიჭრნენ. აქ მათ აიღეს და გაანადგურეს ქალაქები ლიუბლინი, სანდომირი, კრაკოვი და სხვ. მონღოლებთან ბრძოლაში სასტიკად დამარცხდნენ პოლონეთის მთავარი ჰენრი ღვთისმოსავი და უნგრეთის მეფე ბელი IV. ამ უკანასკნელის 60 ათასიან ლაშქარს მონღოლებმა მუსრი გაავლეს. ამის შემდეგ, ისინი ხორვატიასა და სერბეთში შეიჭრნენ და ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე გავიდნენ. მათ ქალაქ ვენეციამდე სულ მცირე მანძილი აშორებდათ. მონღოლთა არნახულმა წარმატებამ ევროპის

ბათუ-ყაენი, 1227 — 1255 ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილი 172

ბელი IV უნგრეთის მეფე 1235-1270

მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. შიშმა, მონღოლთა ლაშქრობების არეალს მნიშვნელოვნად დაშორებული, საფრანგეთი და ინგლისიც კი მოიცვა. შიშის გამო ინგლისმა გარკვეული ხნით კონტინენტთან ვაჭრობაც შეწყვიტა. მაგრამ მონღოლებმა ევროპის სიღრმეში გზა ვეღარ გააგრძელეს. ხუთწლიანმა შორეულმა ლაშქრობამ ისინი დაღალა. ამდენ ბრძოლებში მათი ლაშქარი შემცირდა. ამიტომ ისინი უკან მიბრუნდნენ. ამგვარად ბათუ ყაენმა საფუძველი ჩაუყარა ახალ სახელმწიფოს — ოქროს ურდოს. მას ჯუჩის ულუსსაც უწოდებდნენ. მისი დედაქალაქი გახდა ვოლგის ქვემო წელზე დაარსებული ქალაქი — სარაი ბათუ. ოქროს ურდო მდინარეების ირტიშის და ობის სათავეებიდან და არალის ზღვიდან ჩრდილო-დასავლეთით ბალტიის ზღვამდე, სამხრეთ-დასავლეთით დუნაის შესართავამდე და სამხრეთით კავკასიონის მთავარ ქედამდე გადაიჭიმა.

ვინ დაზარალდა და დაპყრობითი ლაშქრობებით?

ვინ

იხეირა

მონღოლთა

მონღოლთა შემოსევების ყველაზე დიდი უბედურება მთელ მათ მიერ დაპყრობილ სივრცეზე ქალაქების განადგურება იყო, რამაც დასცა, როგორც მახლობელი აღმოსავლეთის, ისე ცენტრალური აზიის ეკონომიკური განვითარების დონე. მონღოლთა ლაშქრობების დადებით მხარედ მათ მიერ უზარმაზარი სივრცის გლობალიზაციას მიიჩნევენ, რამაც ვაჭრობის განვითარების მანამდე არნახული შესაძლებლობა წარმოშვა. მაგრამ საქმე ისაა, რომ მონღოლთა მიერ დაპყრობილ რეგიონებს ეს დიდად არაფერში წაადგა, ვინაიდან, ვისაც ამით უნდა ესარგებლა — ქალაქები — სწორედ ისინი განადგურდნენ. სამაგიეროდ, შექმნილი ვითარებით ევროპის სახელმწიფოებმა ისარგებლეს. მართლაც, რუმის სასულთნოს, საქართველოსა და ხორეზმის განადგურების შემდეგ, იტალიის ქალაქ სახელმწიფოებსა და, საერთოდ, ევროპის სახელმწიფოებს აღმოსავლეთთან ვაჭრობაში მოცილე აღარ ჰყავდათ. წინააზიური ქალაქების დანგრევა-დარბევის კვალდაკვალ, ევროპაში ტყავის, აბრეშუმის, სელის, შალისა და მაუდის, ისევე როგორც მინისა და ფაიფურის წარმოება განვითარდა. თანაც, ევროპულ საქონელს აღმოსავლეთის ბაზარზე სერიოზული კონკურენტი აღარ დარჩა. monRolebi „qarTvelTa cxovrebis“ mixedviT „უცხო ენა, უცხო სახე, უცხო ცხოვრება. პურის გემო არ იცოდნენ. ხორცითა და პირუტყვის რძით ცხოვრობდნენ. იყვნენ ტანით სრულნი, ახოვანნი და ფეხმაგარნი. ... ვიწროდ განზიდული შავი თვალებით, დიდი თავით და ხშირი და შავი თმით, ბრტყელ-შუბლა, ისეთი დაბალი ცხვირით, რომ ღაწვები უფრო მაღალი ჰქონდათ ცხვირზე და ამიტომ მხოლოდ ნესტოები მოუჩანდათ. წვრილი ტუჩებით, თეთრი მიჯრით მიწყობილი კბილებით, უწვერულნი. ერთი შეხედვით ჰქონდათ უმსგავსო სახე, მაგრამ ნუ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ თავისებურად მშვენიერნი იყვნენ, როგორც ქალები, ისე კაცები. ამას ემატებოდა მათი სიმხნე. იყვნენ ისინი რჩეული მოისარნი, დიდი მშვილდით აუცდენელ მიზანში მსროლელნი. მათ ნასროლს ვერცერთი აბჯარი ვერ დაუდგებოდა. განსაკუთრებით მხნენი ცხენზე ამხედრებულნი იყვნენ, რადგან ბავშვობიდანვე ცხენებზე იზრდებოდნენ. ბრძოლაში მშვილდ-ისრის გარდა არანაირ იარაღს არ ხმარობდნენ. გასაოცარი ხალხი იყო. ერთი შეხედვით სულელები გეგონებოდათ, მაგრამ ყველანაირ სიბრძნეს შეხვდებოდით მათში. მიეღწიათ დიდი გონიერებისათვის: იყვნენ სიტყვაძუნწნი, ტყუილს არ იტყოდნენ, თვალს არ აუხვევდნენ არც დიდსა და არც მცირეს. ისინი ერთ ღმერთს სცემდნენ თაყვანს. დილას, მზის ამოსვლისას სახეს აღმოსავლეთისაკენ მიაპყრობდნენ და სამჯერ დაიჩოქებდნენ. ფიცის სიმტკიცისათვის წმინდა ოქროს წყალში სამჯერ ჩაყოფდნენ და ამ ოქრონაბან წყალს სვამდნენ. მათდამი მინდობილს შეიწყნარებდნენ და დადებულ ფიცს არ გასტეხდნენ“. 173

იტალიის ქალაქ-სახელმწიფოები. მონღოლთა მიერ შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარებით ყველაზე მეტად იტალიურმა ქალაქებმა ისარგებლეს, რომლებმაც ხმელთაშუა ზღვის საშუამავლო ვაჭრობაში თავისი მონოპოლიური მდგომარეობა კიდევ უფრო განიმტკიცეს. ამ დროისათვის ევროპისა და მახლობელი აღმოსავლეთისაგან განსხვავებით, სადაც განვითარებული ფეოდალური ხანის განმავლობაში, ეროვნული სახელმწიფოების წარმოქმნა-გამსხვილების პროცესი მიმდინარეობდა, იტალიის ისტორია, ვინაიდან მისი უდიდესი ნაწილი ადრევე დიდი ევროპული სამეფოების (გერმანია, ესპანეთი) მიერ აღმოჩნდა დაპყრობილი, განსხვავებულად წარიმართა, რაც ძირითადად ქალაქ-სახელმწიფოების წარმოქმნაში გამოიხატა. მართლაც, ანტიკური ხანის ბერძნული ქალაქებისა არ იყოს, იტალიური ქალაქების უმრავლესობა ქალაქ-სახელმწიფოებად ჩამოყალიბდა, რომლებიც თავის ირგვლივ მნიშვნელოვან ტერიტორიებთან ერთად შორეულ ქვეყნებში სავაჭრო კოლონიებსაც ფლობდნენ. იტალიური ქალაქსახელმწიფოებიდან ყველაზე წარმატებულად მაინც ვენეცია, გენუა და პიზა უნდა ჩაითვალოს. ვენეციის ქალაქ-სახელმწიფო. ვენეცია, როგორც ქალაქი, ჯერ კიდევ VI ს-ში ადრიატიკის ზღვის ყურეში დაარსდა. თავდაპირველად, ის ბიზანტიის იმპერატორს ემორჩილებოდა. VIII-IX სს-ში ვენეცია, თანდათანობით, დამოუკიდებელ ქალაქსახელმწიფოდ გადაიქცა, რომელიც თავიდანვე ბიზანტიას დაუპირისპირდა. ვენეციის გაძლიერებას ხელი ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა შეუწყვეს. ის ჯვაროსნებს პირველი სამი ლაშქრობის დროს ფრიად ეხმარებოდა. ხოლო მეოთხე ლაშქრობაში, აქტიური მონაწილეობაც მიიღო და ჯვაროსნების დარტყმა მუსლიმური ეგვიპტის ნაცვლად თავის მეტოქეზე — ბიზანტიაზე წარმართა. შესაბამისად, ჯვაროსანთა IV ლაშქრობიდან ძალიან დიდი მოგებაც ნახა. XIII ს-ისათვის ვენეციამ დიდი საზღვაო იმპერია შექმნა, რომელიც აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ერთ ნაწილს და კუნძულ კრეტას მოიცავდა. ამ იმპერიის მატერიალურ საფუძველს აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის საშუამავლო ვაჭრობა იძლეოდა. საკუთრივ, ვენეციაში ხელოსნობის მრავალი დარგი იყო განვითარებული, მათ შორის, მაუდისა და მინის წარმოება. ვენეციაში ოქროს მონეტები იჭრებოდა, რომელიც იმ ხანად საერთაშორისო ვაჭრობის ერთ-ერთ მთავარ ვალუტას წარმოადგენდა. ვენეციას ძალზე ძლიერი სამხედრო ფლოტი ჰყავდა, რომელიც XVIII ს-ის დასაწყისამდე ოსმალეთის იმპერიის ფლოტს წინააღმდეგობას მთელი ხმელთაშუა ზღვის აუზში უწევდა. IV ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ ვენეციელები შეეცადნენ შავ ზღვაზე ვაჭრობაში მონოპოლია ხელში ჩაეგდოთ. მაგრამ, მათ აქ მეორე იტალიური ქალაქ-სახელმწიფო გენუა წარმატებით დაუპირისპირდა. ამიტომ, ვენეციელებმა შავი და აზოვის ზღვისპირეთში სულ რამდენიმე სავაჭრო ფაქტორიის დაარსება მოახერხეს. ამ რეგიონში უპირატესობას გენუამ მიაღწია, რომელმაც ბიზანტიის ხელისუფლებისაგან, ჯერ კიდევ XIII ს-ის 60-იან წლებში დარდანელისა და ბოსფორის სრუტეებში უბაჟოდ ვაჭრობის უფლება მოიპოვა. გენუის და პიზის სავაჭრო კავშირები და კოლონიები. XIII-XIV სს-ში იტალიურმა ქალაქ-სახელმწიფო გენუამ ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მრავალი

174

კოლონია და ფაქტორია დააარსა. გენუელთა ერთ-ერთი სავაჭრო ფაქტორია XIV-XV სს-ში შავი ზღვის საქართველოს სანაპიროზე, ცხუმშიც (სოხუმშიც) არსებობდა, რომელსაც იტალიელები სებასტოპოლისს ეძახდნენ. გენუასაც ძირითადი შემოსავალი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის საშუამავლო ვაჭრობით ჰქონდა. მათ, აითვისეს დიდი აბრეშუმის გზის ჩრდილოეთი განშტოება, რომელიც შავი ზღვის ჩრდილოეთ ნავსადგურებიდან შორეული ჩინეთისა და ინდოეთისაკენ მიემართებოდა. გენუელთა მიერ იქვე, ადგილზე აგებული ხომალდები, კასპიის ზღვასა და სპარსეთის ყურეშიც დაცურავდნენ. ვენეციამ, გენუამ და პიზამ ჩრდილო აფრიკისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთანაც დაამყარეს დიდი სავაჭრო კონტაქტები: კოლონიები დააარსეს ალექსანდრიის სიახლოვეს, აგრეთვე პალესტინის, სირიის, მცირე აზიის სანაპიროებზე. ჯვაროსანთა მიერ დაარსებული იერუსალიმის სამეფოს დაცემამაც კი ვერაფერი ავნო იტალიელებს , პირიქით — მათ საერთო ენა გამონახეს როგორც არაბებთან, ისე თურქებთან და თავიანთ საქმიანობას მშვიდად განაგრძობდნენ. განსაკუთრებით, საინტერესოა გენუელებისა და სხვა იტალიური ქალაქ-სახელმწიფოების ურთიერთობა მონღოლების მიერ დაპყრობილ ჩინეთთან, რომელიც ოქროს ურდოს გავლით ხორციელდებოდა. მონღოლები, მათი მრისხანე რეპუტაციის მიუხედავად, პატივით იღებდნენ ქრისტიან მისიონერებსა და ევროპელ ვაჭრებს. იტალიელებმაც სწრაფად იგდეს ხელში სადავეები და პეკინსა და სხვა ჩინურ ქალაქებში საკუთარი კოლონიები დააარსეს. ამ პირველი იტალიელი ვაჭრების დეტალური აღწერებით გაეცნო, ევროპა დიდი აბრეშუმის გზის ჩრდილოეთის განშტოებას. იტალიელი ვაჭრის — მარკო პოლოს მოგზაურობის დღიურები კი ევროპაში ერთ-ერთ პირველ ბესტსელერად იქცა. აღმოსავლეთის ქვეყნებიდან იტალიურ ქალაქებს შემოჰქონდათ სანელებლები — ინდონეზიიდან, აბრეშუმი და ფაიფური — ჩინეთიდან, ძვირფასი ქვები — კონსტანტინოპოლიდან, მატყლი — სირიიდან, ფარდაგები — მცირე აზიიდან და ა.შ. ხოლო, გაჰქონდათ: ბეწვეული, ლითონის ნაკეთობები და სახელგანთქმული ვენეციური მინა. იტალიური ქალაქ-სახელმწიფოებისათვის, შესაძლოა, ნაკლებ ეგზოტიკური, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ევროპელ მეზობლებთან დამყარებული სავაჭრო ურთიერთობებიც. უპირველეს ყოვლისა იმ თვალსაზრისით, რომ აღმოსავლეთიდან ჩამოტანილი საქონლის გასაღება სწორედ ევროპის სამეზობლოში ხდებოდა. გარდა ამისა, ერთი შეხედვით ნაკლებშემოსავლიანი, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო იმგვარი ყოველდღიური მოხმარების საგნებით ვაჭრობა, როგორიც იყო გამოყვანილი თევზი, ღვინო, ზეთი, ყველი, ჩირი — ამ ტიპის საქონელი იტალიელ ვაჭრებს გამოჰქონდათ ევროპის იმ რეგიონებიდან, საიდანაც ამგვარი ნაწარმის ნამატის ექსპორტირება ხდებოდა. ასეთი გაცხოველებული ვაჭრობის შედეგად, დღევანდელთან შედარებით გაცილებით ნელი მიმოსვლის მიუხედავად, მაინც ხერხდებოდა ის, რომ ევროპის თითქმის ყველა რეგიონი დაცული იყო ამა თუ იმ ნაწარმის ხანგრძლივი ნაკლებობისაგან.

175

გენუა 1493 წელს

T a v i VI

1337 იწყება ასწლიანი ომი ინლისსა და საფრანგეთს შორის.

1347 ევროპას თავს ატყდება „შავი ჭირის“ ეპიდემია.

1300

176

1386 1386-1403 თემურ ლენგმა რვაჯერ ილაშქრა საქართველოზე.

1453 ოსმალეთის იმპერიის სულთანი მეჰმედ II იღებს კონსტანტინოპოლს, რასაც შედეგად მოჰყვა ბიზანტიის იმპერიის რუკიდან გაქრობა.

1455 ინგლისში იწყება სამოქალაქო ომი ინგლისის სამეფო ტახტის დაუფლებისთვის იორკებისა და ლანკასტერების მომხრეებს შორის, ე.წ. „ვარდების ომი“.

1400

177

1492 კოლუმბი ჩადის კუნძულზე, რომელსაც სან-სალვადორი (ატლანტის ოკეანეში) უწოდა, თუმცა იგი ფიქრობს, რომ ინდოეთის მიწას დაადგა ფეხი.

მოგეთხოვებათ შემდეგი ცნებების, ტერმინების, სახელების და წლების ცოდნა „შავი ჭირი“ ჟაკერია  უოტ ტაილერის                     აჯანყება  კომუტაცია  ასწლიანი ომი  კაპეტინგების  დინასტია  ლანკასტერები  იორკები  ტიუდორები  ვარდების ომი  მინის იმპერია  ოსმალეთი  ჰანზა  მაიას ცივილიზაცია  ინკების ცივილიზაცია 

ქ.პუატიე  ქ.ორლეანი  ფლანდრია  კალე  პეკინი  ქ.ბურსა  კონსტანტინოპო ლი სტამბული 

ედუარდ III ფილიპე VI ჟანა დ’არკი  ჰენრი VII რიჩარდ  III ედუარდ V იმპერატორი ჯუ  ციჯენი  ოსმან I თემურ‐ლენგი  ივანე  III მეჰმედ II კონსტანტინე XI პალეოლოგოსი  ქრისტოფერ  კოლუმბი  ვასკო და გამა  ფერნანდო  მაგელანი  ერნანდო  კორტესი  ალფონსო დე  ალბუკერკე

1337-1453 - ასწლიანი ომი  1455–1485 - ვარდების ომი ინგლისში  1453 - კონსტანტინოპოლის დაცემა  1492 - კოლუმბის მიერ ამერიკის  აღმოჩენა 

მასალის კითხვისას მოახდინეთ ფოკუსირება შემდეგ საკვანძო საკითხებზე: 1. გვიანი შუა საუკუნეების ძირითადი მახასიათებლები; 2. განსხვავება აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაში და ამ განსხვავების მიზეზები გვიან შუა საუკუნეებში; 3. პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური დაპირისპირება ევროპაში გვიან შუა საუკუნეებში; 4. აღმოსავლეთის წარმატებები და მისი ჩამორჩენის მიზეზები გვიან შუა საუკუნეებში; 5. რამ გამოიწვია ფეოდალური ურთიერთობების რღევა და რა შედეგები მოჰყვა ამას გვიანი შუა საუკენეების ევროპაში? 6. ვაჭრობა და ეკონომიკა, როგორც „დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების“ სტიმული; 7. რა შეიცვალა მსოფლიოში „დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების“ შემდეგ.

178

გვიანი შუა საუკუნეები (დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები — მსოფლიოს გამთლიანების დასაწყისი)

$ 1. გვიანი შუა საუკუნეები XIV-XV საუკუნეებს გვიან შუა საუკუნეებს, ან კიდევ გვიან ფეოდალურ ხანასაც უწოდებენ. ევროპაში შუა საუკუნეების ეს ბოლო ეტაპი ორი ძირითადი ნიშნით წარიმართა: 1. მსხვილი, ეროვნული მონარქიების წარმოქმნის და 2. ფეოდალური ურთიერთობების დაშლის, რაც სასაქონლო-ფულადი ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში, გლეხებისათვის ნატურალური გადასახადის მნიშვნელოვანწილად ფულადი რენტით შეცვლაში, ქალაქების რიცხვისა და ეკონომიკური სიძლიერის ზრდაში, ევროპის უფრო დაწინაურებულ რეგიონებში გლეხების ბატონყმობისაგან გათავისუფლებასა და მსხვილი მანუფაქტურული წარმოების ჩამოყალიბებაში გამოიხატა. XIV საუკუნეში მნიშვნელოვან კლიმატურ ცვლილებებს ჰქონდა ადგილი: ჩრდილო ევროპაში ზამთარი უფრო გრძელი, ცივი და ნალექიანი გახდა, ინგლისში საერთოდ გადაშენდა ვენახები, ნორვეგიაში კი — მარცვლეული, სამჯერ მთლიანად გაიყინა ბალტიის ზღვა, ხოლო გერმანიასა და ნიდერლანდებში წყალდიდობები გახშირდა. ამან განაპირობა ის, რომ XIII საუკუნის დასასრულს წინა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი დემოგრაფიული აღმავლობა უკვე აღარ შეინიშნებოდა, XIV საუკუნის პირველ ნახევარში კი მოუსავლიანობა და შიმშილობაც გახშირდა. 131517 წლების ,,დიდმა შიმშილმა“ პირენეის მთებიდან რუსეთამდე ევროპის დიდი ნაწილი მოიცვა — ფლანდრიაში, ამ ყველაზე უფრო მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში, სიკვდილიანობამ 10 -ჯერ იმატა. 1348 წელს აზიიდან ევროპაში „შავი ჭირი“ გავრცელდა და მთავარი სავაჭრო გზებით სწრაფად მოედო მთელ კონტინენტს. ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებით ქალაქების მოსახლეობა განადგურდა. ზოგიერთ ქალაქში, მოსახლეობის ნახევარზე მეტი, ხოლო სულ ევროპაში — მოსახლეობის 1/3-ზე მეტიც გაწყდა. შავი ჭირი ენდემური ხასიათის დაავადებად იქცა და ყოველ 10-15 წელიწადში იფეთქებდა ხოლმე. მართლაც, ინგლისის მოსახლეობა, თუ შავი ჭირის ეპიდემიამდე სამი მილიონი იყო, ახლა ორ მილიონამდე დავიდა, რაც XI ს-ის უილიამ დამპყრობლის პერიოდს

Tavi sarCevi:

VI

$ 1. გვიანი შუა საუკუნეები .......179 $ 2. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები — მსოფლიოს გამთლიანების დასაწყისი .........197

muSaTa kanonmdeblobis Sesaxeb (1349) ნაწყვეტი კანონიდან: „ყოველი ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც 60 წელს არ გადაცილებია და არ გააჩნია საარსებო საშუალება, ვალდებულია ქირით წავიდეს იმასთან, ვინც მას ამას მოსთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაექვემდებარება ციხეში ჩასმას, ვიდრე პირობას არ დადებს, რომ მუშაობას დაიწყებს... „თუ მუშა ან მსახური მიატოვებს სამსახურს ვადის ამოწურვამდე, მას ციხეში ჩასვამენ“... „ხელფასი მსახურებს უნდა გადაუხადონ წინანდელი ნიხრით, არაფრით მეტი... თუ ვინმე დაიწყებს ნებადართულზე მეტი ხელფასის აღებას, დაპატიმრებული იქნება“. 179

ჟაკერია — სახელწოდება მოდის ორი ფრანგული სიტყვის შეერთებით და „გულუბრყვილო ჟაკს“— გლეხს ნიშნავს. ასე ეძახდნენ გლეხებს დაცინვით აზნაურები. ჟაკერიამ ცენტრალური საფრანგეთის დიდი ნაწილი მოიცვა. გლეხთა აჯანყებას სათავეში გილიომ კალი ჩაუდგა. 1358 წლის 10 ივნისს აჯანყებულები გადამწყვეტ ბრძოლაში დამარცხდნენ. თავადაზნაურობა გილიომ კალსა და მის თანამებრძოლებს სასტიკად გაუსწორდა.

უოტ ტაილერის მეთაურობით აჯანყებული გლეხების ძირითადი მოთხოვნები იყო: გლეხობის ბატონყმობიდან გათავისუფლება, საბატონო ბეგარის გაუქმება, ფეოდალების წინაშე გლეხთა ყველა ვალდებულების მცირედი ფულადი გადასახადით შეცვლა. თავისუფალი ვაჭრობის შემოღება, აჯანყებულთა ამინისტია.

მიუახლოვდა. საფრანგეთის მოსახლეობა კი ხუთ მილიონამდე დაეცა. მოსახლეობის კატასტროფულმა კლებამ, მუშახელი ფრიად შეამცირა. შედეგად, სოფლის მეურნეობა დაეცა — აღარავინ იყო ვინც მიწას დაამუშავებდა. ამან შრომის ანაზღაურების გაზრდა გამოიწვია. ამან, ბუნებრივია, პური ძალზე გააძვირა. უკვე 1349 წელს მოსავლის აღების დროს მუშების ფასი ისე გაიზარდა, რომ ისინი თავიანთ პირობებს კარნახობდნენ მემამულეებს. ამის საწინააღმდეგოდ ინგლისის პარლამენტმა „მუშათა კანონმდებლობის შესახებ“ საგანგებო კანონი მიიღო. ამ კანონით მიწათმფლობელები ცდილობდნენ თავიანთი ინტერესები დაეცვათ და მუშებისათვის გასამრჯელოს მათთვის ხელსაყრელი მაქსიმუმი დაეწესებინათ. ყოველივე ამან ევროპაში მეტად გააღრმავა სოციალური დაძაბულობა და კონფლიქტები. ანაზღაურების მაქსიმუმის დაწესების მცდელობამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. დასავლეთ ევროპის მრავალ ქვეყანაში საქმე სისხლისმღვრელ შეტაკებამდეც კი მიდიოდა. ასე რომ, XIV საუკუნის ბოლოს, სამოქალაქო ომები, ჯანყები და შეხლა-შემოხლა, ჩვეულებრივ ამბად იქცა. 1358 წელს, ლამის მთელი საფრანგეთის გლეხობა აღსდგა მემამულეების წინააღმდეგ, გლეხთა ეს აჯანყება ჟაკერიის სახელითაა ცნობილი. 1378 წელს, იტალიაში, ფლორენციის ქალაქ-სახელმწიფოში საფეიქრო დარგში დასაქმებულებმა ფლორენციის მმართველობა დროებით ხელთ იგდეს და ქალაქის მდიდარი და გავლენიანი მოქალაქეები ხელისუფლებას ჩამოაშორეს. მსგავს გამოსვლებს ადგილი ჰქონდა გერმანიაში, ესპანეთში, პორტუგალიასა თუ სხვაგან. თუმცა ყველაზე შთამბეჭდავი მაინც ინგლისში 1381 წლის უოტ ტაილერის აჯანყება იყო, რომელიც მარცხით დამთავრდა. აღმოსავლეთ ევროპაში, სურათი დიამეტრულად განსხვავებული აღმოჩნდა. აქ ხალხი გაცილებით მეჩხრად სახლობდა, ვიდრე დასავლეთში და ქალაქების რიცხვიც ბევრად ნაკლები იყო. „შავი ჭირის“ ეპიდემიამ თითქმის მთლიანად მოშალა, ან ძალზე შეკვეცა მანამდე განვითარებული საბაზრო ურთიერთობები. ასეთ ვითარებაში ამ რეგიონებში ბატონყმობა კიდევ უფრო განმტკიცდა და დამძიმდა. ტიპოლოგიურად საქართველომაც ეს მოდელი გაიმეორა. ამის მიზეზი იყო ის, რომ საქართველოში მოსახლეობა კატასტროფულად შემცირდა. ამის მიზეზი კი ეპიდემიის კერასთან — ყირიმის ნახევარკუნძული — განსაკუთრებული სიახლოვე გახლდათ.

უოტ ტაილერი, 1341-1381 იგი მუხანათურად მოკლა ლონდონის მერმა მოლაპარაკების დროს.

ბაზრობა იტალია. XV ს-ის ფრესკა. 180

აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიისაგან განსხვავებით, დასავლეთ ევროპისა და განსაკუთრებით ინგლისის ეკონომიკაში XIII ს-ის განმავლობაში იმდენად დიდი ცვლილებები მოხდა და საბაზრო ურთიერთობებიც იმდენად განვითარდა, რომ უკვე ფრიად შერყეული ფეოდალური ურთიერთობების აღდგენა-გამოცოცხლება მაინც შეუძლებელი აღმოჩნდა. ხელოსნობისა და აღებ-მიცემობის პროცესის განვითარების ინტენსივობის უკეთ წარმოსადგენად ალბათ, იმის აღნიშვნაც კი საკმარისი იქნება, რომ თუ XI ს-ის II ნახევარში ინგლისში 80-მდე ქალაქი იყო, XIV ს-ის დასაწყისისათვის მათმა რიცხვმა უკვე 165-ს მიაღწია. მნიშვნელოვნად განვითარდა სოფლის მეურნეობაც, განსაკუთრებით მეცხვარეობა. სასაქონლო-ფულადი ურთიერთობების განვითარებას ხელი შეუწყო საფრანგეთის პროვინციებთან: ფლანდრიასთან, ნორმანდიასთან, გიენისთან ვაჭრობამ, რომელთა საფეიქრო მრეწველობისათვის ინგლისი შალის მთავარ მიმწოდებლად იქცა. საზოგადოებაში ფულადი ურთიერთობების მასშტაბის გაზრდამ ფეოდალებს გლეხებიდან ბეგარის ნატურალური პროდუქტის ნაცვლად ფულის სახით ამოღებისაკენ უბიძგა. ამან ნატურალური ბეგარის ფულადი გადასახადით შეცვლა განაპირობა, რასაც, როგორც ვიცით, კომუტაცია ეწოდება. ეკონომიკისა და საბაზრო ურთიერთობების განვითარების მხრივ XIV ს-ში მომხდარი ზემოთაღნიშნული კატაკლიზმების უარყოფითი მხარეების მიუხედავად, რაც, უპირველეს ყოვლისა, მოსახლეობის რაოდენობის შემცირებასა და მუშახელის გაძვირებაში გამოიხატა, თავისი დადებითი მხარეც აღმოაჩნდა: XIV საუკუნის შემდგომ პერიოდში, ინგლისში ერთ ხანს ისეთი ვითარება შეიქმნა, რასაც ზოგი ინგლისის სოფლის მეურნეობის ოქროს ხანასაც კი უწოდებს — ყოველ შემთხვევაში, რეალური გასამრჯელო, ანუ შეფარდება ხელფასსა და ფასებს შორის, გლეხისათვის იმდენად სასარგებლო აღმოჩნდა, როგორც არასდროს, ლამის მეცხრამეტე საუკუნის ჩათვლით. გარკვეულწილად, მსგავსი ვითარება ამ პერიოდში დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც იყო და ამის შედეგად, გლეხობა ნელნელა აღწევდა თავს ბატონყმობას. ფულად გადასახადზე გადასვლამ ინგლისის გლეხობა მალე მდიდრებად და ღარიბებად დაჰყო. გამდიდრებული ინგლისელი ვილანები — გლეხები — ბატონყმობიდან თავდახსნას ცდილობდნენ. მართლაც, XV ს-ის ბოლოსათვის ინგლისის გლეხებმა ბატონყმობისაგან თავი ძირითადად გამოისყიდეს. ინგლისის მსგავსად „შავმა ჭირმა“ საფრანგეთის ეკონომიკური აღმავლობაც ვერ შეაჩერა. XV ს-ში, განსაკუთრებით მის მეორე ნახევარში თანდათანობით კვლავაც იმატა ქალაქების რაოდენობამ და მისი მოსახლეობის რიცხვმაც. XIVXV სს-ში განვითარდა რეგიონების სპეციალიზაცია სხვადასხვა პროდუქციის მიმართულებით. მაგ., ნორმანდია დახელოვნდა მაუდზე, რქოსანი პირუტყვის მოშენებაზე, მარილისა და რკინის მადნის მოპოვებაზე; შამპანი — მაუდისა და ტილოს წარმოებაზე და ღვინოზე, პარიზი — ყველანაირი ხელოსნური ნაწარმის წარმოებაზე და ა. შ. ამან, ბუნებრივია, შიდა ბაზრის განვითარება განაპირობა, რაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას გული -სხმობს. საფრანგეთის მდინარეებზე: სენაზე, ლუარაზე, სონაზე

181

და სხვ. განლაგებული ქალაქები ერთმანეთთან ინტენსიურ აღებ-მიცემობას აწარმოებდნენ. ვითარდებოდა სოფლის მეურნეობაც, ტყისაგან გაიწმინდა დიდი ფართობები. მიმდინარეობდა მოსახლეობის განსახლება უფრო მეჩხერად დასახლებულ ადგილებში. შემოვიდა ახალი კულტურები: წიწიბურა, ბრინჯი და ა.შ. მნიშვნელოვნად გაიზარდა მევენახეობა და მეციტრუსეობა, წვრილფეხა, თუ მსხვილფეხა საქონლის სულადობა. XV საუკუნის ბოლოსათვის დასავლეთ ევროპაში ქალაქების აღორძინებას წარმოების შემდგომი განვითარება მოჰყვა. მოთხოვნა-მიწოდების უკეთ რეგულირების მიზნით, ამქრებმაც გამსხვილება-გაერთიანება იწყეს. მათ საკუთარი წესკანონებიც გაამკაცრეს და ახალ წევრებს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში იღებდნენ. ქალაქში ამქრული წარმოების მონოპოლიზაცია ძალზე აფერხებდა წარმოებაში კაპიტალისტური ურთიერთობების განვითარებას. ამიტომ, როგორც დავინახავთ კაპიტალისტური წარმოების პირველი ნაბიჯები, გაფანტული მანუფაქტურების სახით, სოფლად გადაიდგა. ვაჭრებმა და ბანკირებმა თავის მხრივ, საბუღალტრო აღრიცხვიანობის ახლებური, უფრო გონივრული სისტემა დანერგეს და ზოგიერთმა მათგანმა, მაგალითად, მედიჩების ბანკმა ფლორენციაში საქმეს უკვე ისეთი ორგანიზაციული სახე მისცა, რაც სავსებით წააგავს თანამედროვე ჰოლდინგური კომპანიების სტრუქტურასა და მოქმედების ტაქტიკას. მშენებლებიც, მუშახელის გაძვირების გამო, სულ ახალ-ახალ მეთოდებსა და მოწყობილობა-იარაღებს იგონებდნენ. საგარეო ომები XIV-XV სს-ში. XIV-XV საუკუნეებში ზემოთაღნიშნულ კლიმატურ ცვლილებებს, „შავი ჭირის“ ეპიდემიასა და სამოქალაქო მღელვარებებს საგარეო ომების ტალღაც თან დაერთო. ამათგან უმნიშვნელოვანესი: ინგლისსა და საფრანგეთს შორის ატეხილი ე. წ. ასწლიანი ომი, მახლობელ აღმოსავლეთსა და ოქროს ურდოს წინააღმდეგ თემურ ლენგის ლაშქრობები და ოსმალთა ლაშქრობებია, რასაც შედეგად ბიზანტიის იმპერიის საბოლოოდ დამხობა, ბალკანეთის ნახევარკუნძულისა და მთელი შავიზღვისპირეთის თურქ-ოსმალთა ხელში გადასვლა მოჰყვა. ყოველივე ამან საფუძვლიანად შეცვალა მსოფლიო პოლიტიკური რუკა. ასწლიანი ომი ინგლისსა და საფრანგეთს შორის — 13371453. ასწლიანი ამ ომს პირობითად ჰქვია, სინამდვილეში ის საუკუნეზე ცოტა მეტ ხანს გაგრძელდა. ომის დაწყების საბაბი ინგლისის მეფე ედუარდ III-ის საფრანგეთის სამეფო ტახტზე პრეტენზია იყო. საფრანგეთის ტახტზე, როგორც გვახსოვს, ფილიპე IV ლამაზის ვაჟების უძეოდ გადაშენების შემდეგ კაპეტინგების დინასტია ფილიპე VI-ის სახით ვალუას საგვარეულომ შეცვალა. ინგლისის მეფე ედუარდ III დედით ფილიპე IV ლამაზის შვილიშვილი იყო, ანუ ქალის ხაზით კაპეტინგების დინასტიას ეკუთვნოდა, რაც მას საფრანგეთის სამეფო ტახტისათვის ბრძოლის უფლებას აძლევდა. ედუარდ III-მ 1337 წელს საფრანგეთთან ომი წამოიწყო. რა თქმა უნდა, ომის მიზეზი ამ ორ სახელმწიფოს შორის ხანგრძლივი კონფლიქტი იყო. კონფლიქტში ერთ-ერთი მთავარი ადგილი კი ფლანდრიის საკითხს ეკავა, რომელიც ამ ორი სახელმწიფოს აგრესიის ობიექტად იქცა. ფლანდრიაში ფრიად განვითარდა შალის წარმოება,

182

მატყლს კი ფლანდრიელები ინგლისისგან იღებდნენ. ფლანდრიაში საფრანგეთის გაბატონება ინგლისს მატყლის გასაღების ბაზარს მოუსპობდა. მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე გიენის, იგივე აკვიტანიის საჰერცოგოსა და მისი საპორტო ქალაქ ბორდოს საკითხიც, რომელიც საფრანგეთის სამხრეთ-დასვლეთში ატლანტის ოკეანის სანაპირო ზოლში მდებარეობდა და ინგლისთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდა. ვინაიდან, როგორც გვახსოვს, ჯერ კიდევ ალიონორა აკვიტანელის ხანიდან მოყოლებული, ინგლისის მეფის სამფლობელოს წარმოადგენდა. გიენიდან ინგლისში გადიოდა: ღვინო, მარილი, ფოლადი, საღებავი, და სხვ. ინგლისის მიერ საფრანგეთთან ომის დაწყება მნიშვნელოვანწილად, საფრანგეთის მიერ ფლანდრიის ნაწილის შეერთებამ განაპირობა. ედუარდ III-მ თავისი ჯარი ჩრდილოეთ საფრანგეთში გადასხა და ფრანგები სასტიკად დაამარცხა. ამის შემდეგ თითქმის 20 წლის განმავლობაში წვრილ-წვრილი ბრძოლები ძირითადად ინგლისელთა წარმატებით სრულდებოდა. დამაგვირგვინებელი ბრძოლა ქალაქ პუატიესთან გაიმართა, სადაც ინგლისელებმა ფრანგების ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი ლაშქარი სასტიკად დაამარცხეს. ამით ასწლიანი ომის პირველი ეტაპი დასრულდა, რასაც ინგლის-საფრანგეთს შორის დროებითი დაზავება მოჰყვა (1360). ზავის თანახმად საფრანგეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი ინგლისის საზღვრებში მოექცა. ასწლიანი ომის მეორე ეტაპი 1369 წელს დაიწყო. ამჯერად ფრანგებმა წარმატებას მიაღწიეს და დაკარგული ტერიტორიის დიდი ნაწილი უკან დაიბრუნეს. ასწლიანი ომი XV ს-ის დასაწყისში კვლავაც განახლდა. ომის ეს მესამე ეტაპი თავდაპირველად ინგლისელთა გამარჯვებებით წარიმართა. ინგლისელებმა საფრანგეთის დიდი ნაწილი კვლავ დაიკავეს და საფრანგეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობას საფრთხე შეექმნა. ინგლისელთა მხარეზე ბურგუნდიის მძლავრი ჰერცოგიც გადავიდა. ინგლისელებმა პარიზი დაიკავეს და საფრანგეთის მეორე დიდ ქალაქ ორლეანს ალყა შემოარტყეს. დამპყრობელთა წინააღმდეგ მთელ საფრანგეთში სახალხო-განმათავისუფლებელი ბრძოლა გაჩაღდა. ამ მოძრაობის სათავეში უბრალო გლეხის ქალი ჟანა დ’არკი აღმოჩნდა. მას საფრანგეთის მეფემ ნება დართო იარაღით დაეცვა საფრანგეთი და 10000-იანი ჯარი ჩააბარა. ცხენზე ამხედრებული, თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი, კარლოს მარტელის ხმლით და ვალუების შროშანებიანი თეთრი დროშით აღჭურვილი ჟანა

ედუარდ III — ინგლისის მეფე, 1327-1377

ფილიპე VI — საფრანგეთის მეფე, 1328-1350 183

ბურგუნდიის საჰერცოგო ბურგუნდია მდ. სომის აუზს მოიცავს. ბურგუნდიის საჰერცოგო ჯერ კიდევ 900 წელს ჩამოყალიბდა; ბურ გუნდიის ჰერცოგი თავდაპირველად საფრანგეთის მეფის ვასალად ითვლებოდა, მაგრამ XV ს-ის I ნახევარში ფილიპე I-ის ხანაში, დამოუკიდებელ, ძლიერ ხელმწიფედ იქცა.

ჟანა დ’არკი, 1412-1431

ჟანა დ’არკი ბურგუნდიელებმა 1430 წელს დაატყვევეს.

კათოლიკური ეკლესია და ჟანა დ’არკი 1456 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ ჟანას ჯადოქრობის ბრალდება მოუხსნა, ხოლო 1920 წელს წმინდანად შერაცხა.

ასწლიანი ომის დამასრულებელი საზავო ხელშეკრულება ინგლისსა და საფრანგეთს შორის საბოლოოდ 1475 წელს დაიდო.

ლუი XI — საფრანგეთის მეფე 1461-1483

დ’არკი დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა. მან მოახერხა ქალაქ ორლეანის 209 დღიანი ალყისაგან გათავისუფლება, რისთვისაც მას ორლეანელი ქალწული ეწოდა. ჟანამ პარიზის გათავისუფლება ვერ მოახერხა, მაგრამ ინგლისელთაგან რამდენიმე დიდი ქალაქი გამოიხსნა. ინგლისელთა მოკავშირე ბურგუნდიელებმა ჟანა დ’არკი ღალატით ტყვედ ჩაიგდეს და დიდი თანხის სანაცვლოდ ინგლისელებს გადასცეს. ინგლისელებმა ქალაქ რუანში საეკლესიო სასამართლო მოაწყვეს, რომელსაც ფრანგი ეპისკოპოსი პიერი, მეტსახელად „კოშონი“ (ფრანგულად. კოშონი — ღორს ნიშნავს) თავჯდომარეობდა. საეკლესიო კრებამ ჟანა ჯადოქრობაში დაადანაშაულა და კოცონზე დაწვა მიუსაჯა. 1431 წლის 30 მაისს რუანში ძველი ბაზრის მოედანზე ჟანა დ’არკი მრავალი მაყურებლის თანდასწრებით ცეცხლზე დაწვეს. მისი ბოლო სიტყვები იყო: „იესო ქრისტე“. ჟანას ფერფლი ინგლისელებმა მდინარე სენას გააყოლეს. ჟანა დ’არკის გმირობის შემდეგ ასწლიან ომში გარდატეხა მოხდა და ფრანგებმა დაკარგული ტერიტორიები თანდათანობით დაიბრუნეს. 1453 წელს საომარი მოქმედება ფაქტობრივად შეწყდა, ხოლო საზავო ხელშეკრულებით, რომელიც მოგვიანებით საფრანგეთის მეფე ლუი XI-სა და ინგლისის მეფე ედუარდ IV-ს შორის დაიდო, ინგლისმა საფრანგეთში ტერიტორიების უდიდესი ნაწილი დაკარგა. ინგლისს მხოლოდ კალეს ნავსადგური შერჩა, რომელიც ერთი საუკუნის შემდეგ, აგრეთვე, საფრანგეთის ხელში გადავიდა. მიუხედავად ამისა, ინგლისის, ანუ დიდი ბრიტანეთის მეფე 1802 წლამდე საფრანგეთის მეფის ტიტულსაც ატარებდა. ასწლიანი ომის სხვადასხვა ეტაპებზე წარმატების მიუხედავად, ინგლისმა ფლანდრიის შეიერთება ვერ შეძლო, მაგრამ ამ ფაქტმა დადებითი როლი შეასრულა ინგლისის შალის წარმოების განვითარებაში. დიდი ბრიტანეთის სამეფო ხელისუფლებამ დაიწყო ფლანდრიელი ხელოსნების საკუთარ ქვეყანაში მოწვევა. თანამედროვე ტერმინოლოგია რომ ვიხმაროთ, PR-ის მთელი მანქანა ამოქმედდა: ფლანდრიელ ხელოსნებს უამბობდნენ, თუ როგორ შეუწყობდა მათ ხელს ინგლისის მეფე ინგლისში გადასახლების შემთხვევაში, მით უფრო, რომ ისინი შალის წარმოების საიდუმლო რეცეპტს ჩაიტანდნენ, რაც ინგლისურ შალს მთელ ევროპაში სახელგანთქმულს გახდიდა. მართლაც, საუკეთესო ფლანდრიელმა ხელოსნებმა ინგლისში გადაინაცვლეს. მალე ინგლისისათვის მატყლის, როგორც ნედლეულის საზღვარგარეთ გასაყიდად წარმოებამ მეორე

ედუარდ IV — ინგლისის მეფე 1461-1483 184

რიჩარდი — იორკის ჰერცოგი 1411-1460

ადგილზე გადაინაცვლა. ინგლისი მაუდის ერთ-ერთი მთავარ მწარმოებელ ქვეყნად იქცა. XV ს-ის ინგლისში მაუდის წარმოება ისე განვითარდა, რომ მან არა თუ საკუთარი ბაზრის მოთხოვნები დაფარა, არამედ ევროპის ბაზარზე მაუდის მნიშვნელოვან მიმწოდებლადაც იქცა. ვარდების ომი ინგლისში. ასწლიანი ომის მარცხით დამთავრებამ ინგლისის მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. ხალხის აღშფოთებას გადასახადების უპრეცენდენტო ზრდაც იწვევდა. ბუნებრივია, ომი დიდ თანხებს შთანთქავდა. ხალხი ითმენდა, ვინაიდან გამარჯვების იმედი ჰქონდა, მაგრამ მარცხმა ინგლისელების მოთმინების ფიალა აავსო. ინგლისში მმართველი დინასტიის შეცვლის იდეა მომწიფდა. ინგლისს იმჟამად ლანკასტერთა დინასტია მართავდა. ოპოზიციას კი სათავეში იორკის ჰერცოგი რიჩარდი ედგა. 1453 წელს ასწლიანი ომის დასრულების შემდეგ, ფეოდალური არისტოკრატიის ომში ჩაბმულ ნაწილს სახელმწიფომ, ბუნებრივია, საომარ მოქმედებებში მონაწილეობისათვის ფულადი გასამრჯელოს გადახდა შეუწყვიტა, რამაც მათი უკმაყოფილება გამოიწვია. უკმაყოფილოთა რიცხვს ის ფეოდალებიც ზრდიდნენ, რომლებსაც საფრანგეთში ჰქონდათ მამულები და შემოსავლები და ომის წაგების შემდეგ ყოველივე ეს დაკარგეს. უკმაყოფილო ფეოდალები ხელისუფლების, ანუ ლანკასტერების წინააღმდეგ ომში ჩაებნენ. ლანკასტერებსა და იორკებს შორის სამოქალაქო ომი ასწლოვანი ომის დამთავრებიდან სულ რაღაც ორი წლის თავზე გაჩაღდა და 30 წელი გაგრძელდა. ეს ომი ვარდების ომის სახელითაა ცნობილი, ვინაიდან იორკების საგვარეულო გერბში თეთრი, ხოლო ლანკასტერების გერბში კი წითელი ვარდები იყო მოთავსებული. ქვეყანაც წითელი და თეთრი ვარდების მომხრეებად გაიყო. ლანკასტერების მხარეს ჩრდილოეთის მსხვილი მიწათმფლობელები იბრძოდნენ, რომლებსაც სუსტი მეფის ხელისუფლება, და მეტი დამოუკიდებლობა სურდათ. იორკებს კი მხარს ეკონომიკურად უფრო განვითარებული სამხრეთაღმოსავლეთის ფეოდალები და მოქალაქეები უჭერდნენ, რომლებსაც ძლიერი სამეფო ხელისუფლება სურდათ. თუმცა დიდი ნაწილისათვის ეს ომი ძარცვის, გლეჯისა და თავისი პოლიტიკური დამოუკიდებლობის განმტკიცების საბაბი გახდა. ამიტომ სიტუაციის მიხედვით, ისინი ერთი ბანაკიდან მეორე ბანაკში ძალზე იოლად გადადიოდნენ. ომის პირველ ეტაპზე იორკებმა გაიმარჯვეს. იორკის ჰერცოგის უფროსმა შვილმა ედუარდმა ლონდონი დაიკავა და იგი ედუარდ IV სახელით მეფედ გამოაცხადეს. ედუარდი ლანკასტერთა მომხრე ბარონებს სასტიკად გაუსწორდა. ისინი ეშაფოტზე გაგზავნა და მამულები ჩამოართვა. ის არც იორკთა მომხრე ბარონებს წყალობდა, მათგან ჩამორთმეულ მიწებს რაინდებს ურიგებდა და თავის მხარეს იზიდავდა. ედუარდ IV არც პარლამენტს ენდობოდა. მიუხედავად იმისა, რომ როგორც იორკელი, ისე ლანკასტერთა ფეოდალური არისტოკრატიის ნაწილი შინაომებში დაიღუპა, არისტოკრატიის გავლენა პარლამენტში ისევ დიდი იყო. ამიტომ მეფე ფინანსური საკითხების გადაწყვეტას პარლამენტის გვერდის ავლით ცდილობდა. იგი ამჯობინებდა მიემართა ე. წ.

185

ლანკასტერებსა და იორკებს შორის სამოქალაქო ომი 1455 წელს დაიწყო.

ჰანზა — გერმანულ ქალაქთა სავაჭრო გაერთიანება. ჰანზა გოთურად კავშირს, ამხანაგობას ნიშნავს და ჩრდილოეთ ევროპაში ზოგადად გილდიის ანუ ვაჭართა კავშირის, ასოციაციის აღსანიშნავად გამოიყენებოდა.

რეგენტი — მეურვე

ნებაყოფლობითი შემოწირულობებისა და იძულებითი სესხებისათვის. მალე ედუარდმა აიძულა პარლამენტი მისთვის ბაჟის აკრეფის მუდმივი უფლება მიენიჭებინა. მეფე ვაჭრობისა და მრეწველობის განვითარებას ახალისებდა. იგი სავაჭრო გარიგებებში პირადად მონაწილეობდა. მისი გემებით საქონელი ხმელთაშუაზღვისპირეთში გაჰქონდათ. მაუდის წარმოების განვითარების მიზნით, მან ინგლისიდან საუკეთესო ხარისხის მატყლის გატანა აკრძალა და ინგლისური მაუდის გატანას იგი ჰანზისა და ვენეციელი ვაჭრების შუამავლობის გარეშე უზრუნველყოფდა. ამგვარად ედუარდმა მთელი მმართველობა და კანონმდებლობა ხელთ იგდო და პარლამენტის მოწვევამაც აზრი დაკარგა. ედუარდ IV-ის მეფობაში ინგლისში აბსოლუტიზმის საფუძველი მომზადდა. 1483 წელს ედუარდ IV გარდაიცვალა და ტახტზე მისი შვილი 12 წლის ედუარდ V ავიდა. რეგენტად — ბიძა გლოსტერის ჰერცოგი რიჩარდი დაინიშნა. რიჩარდმა მცირეწლოვანი ედუარდი და მისი ძმა, რომელსაც იორკის ჰერცოგის ტიტული ჰქონდა, ჯერ ტაუერის ციხეში გამოამწყვდია და მერე მოაკვლევინა, თავი კი რიჩარდ III-ის სახელით მეფედ გამოაცხადა. ლორდებმა სასახლის ამ გადატრიალებით ისარგებლეს და ტახტზე ლანკასტერთა სახლის უმცროსი შტოს წარმომადგენელი ჰენრი ტიუდორი წამოაყენეს. რიჩარდ მესამესა და ჰენრი ტიუდორს შორის პირველობა ბრძოლის ველზე გადაწყდა. რიჩარდი დამარცხდა და დაიღუპა. ჰენრი ტიუდორი ჰენრი VII-ის სახელით ინგლისის მეფედ გამოცხადდა. მალე მან ცოლად ედუარდ IV-ის შვილი ელისაბედი შეირთო, რომელიც იორკთა საგვარეულოს მემკვიდრე იყო. ჰენრი VII-მ სიმბოლურად თავის გერბზე წითელი და თეთრი ვარდები მოათავსა, რაც ორივე დინასტიის გაერთიანებას გულისხმობდა. ტიუდორთა დინასტიის დასაწყისი ინგლისელი ერის ჩამოყალიბების დასაწყისიცაა. ახალი დინასტიის დამაარსებელი ჰენრი VII სამეფო ხელისუფლების განმტკიცების პოლიტიკას განაგრძობდა. XV ს-ის ბოლოს ინგლისში სახელმწიფო მმართველობის ახალი ფორმის — აბსოლუტიზმის — საფუძვლები საბოლოოდ განმტკიცდა. ჩინეთი. XIV ს-ის შუა წლებში ჩინეთში დაიწყო მონღოლი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლა, რაც მონღოლთა ბატონობისაგან გათავისუფლებით დასრულდა. ახლად-

ედუარდ V ინგლისის მეფე 1470-1483

რიჩარდ III ინგლისის მეფე 1483-1485 186

ჰენრი VII ტიუდორი ინგლისის მეფე 1485-1509

აღორძინებულ სახელმწიფოს მინის იმპერია ეწოდა. მინის იმპერატორებმა სატახტო ქალაქად ბეიძინი — პეკინი გამოაცხადეს, რომელსაც „ჩრდილოეთის დედაქალაქს“ ეძახდნენ. იმპერიის ყოფილ დედაქალაქს კი — ნანძინი (ნანკინი), ანუ „სამხრეთის დედაქალაქის“ სახელი დაუმკვიდრდა. დედაქალაქის ნანძინიდან ქვეყნის ჩრდილოეთში, პეკინში გადატანამ, ხელი შეუწყო ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ვაჭრობის გააქტიურებას. გაიზარდა სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა, ტილოსა და აბრეშუმის ქსოვილის წარმოება. გამოიკვეთა რეგიონალური სპეციალიზაციაც. მონღოლთა ბატონობის უკანასკნელ წლებში გზები და არხები მწყობრიდან იყო გამოსული და მოსახლეობაც რაოდენობრივად შემცირდა — გახშირებული აჯანყებების, გაუთავებელი წყალდიდობების, გვალვებისა თუ ომების გამო. ხელისუფლება ენერგიულად შეუდგა სატრანსპორტო კომუნიკაციების აღდგენას, და შედარებითი მშვიდობიანობის წყალობით, მოსახლეობამაც ისევ იწყო ზრდა. XV ს-ის შუა წლებისათვის მან უკვე 100 მლნ-ს გადააჭარბა. მინის დინასტიამ კვლავ აღადგინა სახელმწიფო მმართველობის ძველი ჩინური, მანდარინების, ანუ სამოხელეო ფეოდალების სისტემა. ჩინეთის მოსახლეობა ორად — „ხალხად“ და „არმიად“ დაიყო. ეს ნიშნავდა, რომ თუ მანამდე ჩინეთის სამხედრო ძალები ძირითადად დაქირავებული ჯარისაგან შედგებოდა, ახლა შეიქმნა მუდმივი ჯარი, რომელიც აგებული იყო მუდმივი სამხედრო დასახლების პრინციპზე. ასეთ დასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობას დასამუშავებლად და საკვებად მიწის ნაკვეთები ეძლეოდა. ამავე ხანებში მთელი მიწა ჩინეთში გაიყო — სახაზინო და სამოქალაქო მიწებად. სახაზინო იყო იმპერატორის, მისი ოჯახის წევრებისა და მსხვილი თუ წვრილი სამოხელეო არისტოკრატიის და სამხედრო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის მიწა, რაც მთელი მიწის 1/6-ს შეადგენდა. ასე წარმოიქმნა მოსახლეობის ფენა, რომელიც სოფელში არ ცხოვრობდა, მაგრამ იქ მიწებს ფლობდა. მოხელე-ჩინოვნიკები, ბუნებრივია, ასეთ მიწებს აქირავებდნენ. ეს მათი დამატებითი შემოსავლის წყარო გახდა. ამან ქალაქის არისტოკრატია კიდევ უფრო გაამდიდრა. საზოგადოების გარკვეულ ფენებში ფულის დაგროვებას ვაჭრობისა და წარმოების უფრო მეტად გააქტიურება მოჰყვა.

ცის ტაძარი. მინის დინასტიის ეპოქა.

მინის დინასტია ჩინეთს 1368-1644 წლებში მართავდა.

მინის დინასტიის აკლდამა. 187

ადმირალი ჩენგ-ჰო 1371-1433

ჯუ ციჯენი მინის დინასტიის მეექვსე იმპერატორი 1435-1449

მონღოლთა ლაშქრობა იაპონიაში 1274 და1281 წლებში მოხდა.

მინის იმპერია ტერიტორიულადაც მნიშვნელოვნად გაფართოვდა: იმპერატორებმა რამდენიმე წარმატებული ბრძოლა გადაიხადეს მონღოლების წინააღმდეგ, რის შემდეგაც ჩრდილო-აღმოსავლეთით მანჯურია და მდ. ამურის ქვემო დინება შეიერთეს. სამხრეთ-დასავლეთით ბირმაც იძულებული იყო ჩინეთის სიუზერენობა ეცნო, ჩინეთის უზენაესობა გარკვეული დროით ვიეტნამმაც აღიარა. ჩინელებმა საზღვაო ვაჭრობასაც მიჰყვეს ხელი. ადრე ჩინეთის საგარეო ვაჭრობა უცხოელთა პრივილეგიად ითვლებოდა, მაგრამ მინის ეპოქის გარიჟრაჟზე, XV ს-ის I მესამედში თავისი სიძლიერის დემონსტრირებისა და ახალი სავაჭრო კავშირების დამყარების მიზნით, საიმპერიო კარმა გაგზავნა შვიდი საზღვაო ექსპედიცია ინდოეთში, სპარსეთის ყურესა და აფრიკაში. აქედან 1405 წელს ქ. შანხაის ჩრდილოდასავლეთის ყურიდან გასული ექსპედიცია 62 გემიდან შედგებოდა, რომელზედაც 27. 800 კაცი იმყოფებოდა. ეს ექსპედიცია აღემატებოდა ზღვაოსნობის ისტორიაში მანამდე ცნობილ ყველა ექსპედიციას. ჩინური გემები უკვე იაპონიაში, ფილიპინებზე, მალაიზიასა და ინდონეზიაში მიმოდიოდნენ. XV ს-ის დასაწყისში, ჩინელმა ადმირალმა ჩენგ ჰომ ინდოეთის ოკეანეში დიდი საზღვაო ექსპედიცია წამოიწყო. ამის შედეგად, ჩინელ ახალმოსახლეთა კოლონიები გაჩნდა ცეილონზე, ინდოეთში, სპარსეთის ყურეში, წითელი ზღვის ნავსადგურებში და აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე. მაგრამ იმპერატორმა ჯუ ციჯენმა მოულოდნელად უარი თქვა შემდგომ საზღვაო ექსპედიციებზე, გემების განადგურებაც ბრძანა და თავის ქვეშევრდომებს ქვეყნის საზღვრების დატოვებაც კი აუკრძალა. კოლონიები დედა-სამშობლოს მოწყდნენ და ახლა მხოლოდ შეიძლება ვივარაუდოთ, როგორ წარიმართებოდა მსოფლიო ისტორია, ჩინელებს საფუძვლიანად რომ მოეკიდათ ფეხი ინდოეთის ოკეანის აუზში, სანამ იქ, XV ს-ის მიწურულს, პორტუგალიელები გამოჩნდებოდნენ. კორეა და იაპონია. კორეული და იაპონური ცივილიზაციებიც ჩინეთის ცივილიზაციის გარიჟრაჟზე ჩაისახნენ და ბევრ რამეში კვალშიც ედგნენ მას. განსაკუთრებით იაპონია ბაძავდა ჩინეთს. კორეა კარგა ხნის განმავლობაში სულაც ჩინეთის ვასალად ითვლებოდა და ერთი პირობა, ჩინეთის მონღოლი მბრძანებელი ყუბულაი ყაენი სწორედ კორეიდან შეეცადა იაპონიის დაპყრობას. მაგრამ მთელი მისი ფლოტი ქარიშხალმა იმსხვერპლა. იაპონელებმა კი ამ ქარიშხალს კამიკაძე (ღვთიური ქარი) შეარქვეს. XV-XVI სს-ში, იაპონელი მეკობრეები უკვე აქეთ ესხმოდნენ თავს ჩინეთის სანაპიროს. XVII ს-ის დასაწყისში, როგორც კი ტოკუგავას სახლი გაბატონდა მთელ იაპონიაზე, ჩინეთის მინის იმპერატორის მსგავსად, იაპონელებსაც სასტიკად აუკრძალეს თავიანთ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება და შესაბამისად, დიდი ხომალდების მშენებლობაც შეწყდა. ოსმალეთი და ბიზანტია. ოსმალეთი თურქული სახელმწიფო იყო, რომელიც რუმის სასულთნოს მონღოლთა მიერ დამორჩილების შემდეგ მის შემადგენლობაში შემავალი პატარა თურქული სამთავროსაგან წამოიზარდა.

188

ჯერ კიდევ მონღოლთა მიერ რუმის სასულთნოს დაპყრობამდე, სულთნის სამსახურში, ერთ-ერთი თურქული ტომის მეთაური ერთოღრული შევიდა. ერთოღრულმა სულთნისგან ბიზანტიის საზღვართან პატარა სამფლობელო მიიღო. მას ამ საზღვრის დაცვა და ბიზანტიაზე თავდასხმები დაევალა. ერთოღრულმა მალევე ბიზანტიას მოსაზღვრე მცირე ოლქი წაართვა, რომელიც მომავალი უზარმაზარი იმპერიის საფუძველი გახდა. ერთოღრულის გარდაცვალების შემდეგ სამთავროს მმართველი მისი შვილი ოსმანი გახდა. ოსმანის სახელის მიხედ -ვით მისი და მისი მემკვიდრეების მიერ შექმნილ სახელმწიფოს ოსმალეთი ეწოდა. ოსმანი მამის პოლიტიკას აგრძელებდა და თავის სამფლობელოს თანდათანობით აფართოვებდა. 1299 წელს ოსმანმა ფრიად დასუსტებული და მონღოლთაგან ვასალურ დამოკიდებულებაში მყოფი რუმის სულთნისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამიტომ ეს წელი ოსმალეთის იმპერიის დაარსების თარიღად ითვლება. ოსმალთა იმპერიას მთელი მისი არსებობის მანძილზე ერთი დინასტია განაგებდა, რომელიც ოსმანის შთამომავლებისაგან შედგებოდა. ისინი XIV საუკუნის მეორე ნახევრიდან სულთნის ტიტულს ატარებდნენ. ქართველები ოსმალეთის სულთნებს, მათი ერთ-ერთი ტიტულის მიხედვით, „ბედნიერ ხონთქარს“ ეძახდნენ. ახლადშექმნილი სახელმწიფო თავიდანვე დაპყრობების გზას დაადგა. ეს დაპყრობები თავისებურ, „საღვთო ომის“ სახეს ატარებდა, რადგან ოსმანის და მისი მემკვიდრეების ლაშქარში თავს იყრიდნენ მცირე აზიის სხვადასხვა პოლიტიკური ერთეულებიდან გამოსული თურქები, რომლებიც ალაჰის სახელით ჯერ ბიზანტიასთან, შემდეგ კი სხვა ქრისტიანულ ხალხებთან „წმინდა ომში“, ანუ „ჯიჰადში“ მონაწილეობას იღებდნენ. ასე რომ, ოსმალეთს იმთავითვე ბევრად უფრო მეტი მეომარი გამოჰყავდა, ვიდრე ამის შესაძლებლობას მისი სამეფოს მოსახლეობა იძლეოდა. ჯერ კიდევ ოსმანის მეფობის ბოლოს, ოსმალებმა ბიზანტიის ქალაქი ბურსა აიღეს და საკუთარ დედაქალაქად აქციეს. მოგვიანებით მათ დედაქალაქი ბურსადან ბიზანტიისათვის წართმეულ ქალაქ ადრიანოპოლში (ამჟამად თურქული ქალაქი ედირნე) გადაიტანეს. ტერიტორიულად ფრიად შემცირებულ და დასუსტებულ ბიზანტიის იმპერიაში XIV საუკუნეში მრავალწლიანი შინაომი გაჩაღდა რამაც, ეს ოდესღაც ძლიერი სახელმწიფო კიდევ უფრო დაასუსტა. ის ოსმალეთის აგრესიას წინააღმდეგობას ვეღარ უწევდა. მართლაც, XIV ს-ის პირველ ნახევარში ოსმალებმა ადვილად დაიპყრეს ბიზანტიის მცირე აზიაში შემორჩენილი სამფლობელოები. ამის შემდეგ მათ გზა ბალკანეთის ნახევარკუნძულისაკენ გაეხსნათ. XIV საუკუნის მეორე ნახევარში ოსმალებმა ბულგარეთის, ბოსნიის და სერბიის დიდი ნაწილი დაიმორჩილეს. ქრისტიანული დასავლეთი და ცენტრალური ევროპა შეეცადა ბალკანეთის ქრისტიანულ ხალხებს დახმარებოდა. უნგრეთის მეფემ ამისათვის „ჯვაროსნული ლაშქრობაც“ კი მოაწყო, რომელშიც მონაწილეობა ევროპის მრავალი ქვეყნის რაინდებმა მიიღეს. სულ 100 000 მეომარი შეგროვდა, რომელსაც ოსმალეთის სულთანმა ბაიაზეთ I-მა ორჯერ მეტი ლაშქარი დაუპირისპირა და გადამწყვეტ ბრძოლაში ჯვაროსნები

189

ოსმან I 1299-1326

ოსმალებმა ქ. ბურსა 1324 წელს აიღეს. ადრიანოპოლი ოსმალებმა 1362 წელს აიღეს.

ბრძოლა ანგორასთან 1402 წელს მოხდა.

სასტიკად დაამაცხა. ამ გამარჯვების შემდეგ ოსმალეთის სულთანს თითქოს ხელს არაფერი უშლიდა, რომ კონსტანტინოპოლში გაელაშქრა და ბიზანტიის იმპერია საბოლოოდ დაენგრია. ამჯერად ბიზანტიელებს მხსნელად თემურ-ლენგი მოევლინა. თემურ-ლენგის ლაშქრობები და ამ ლაშქრობების ისტორიული შედეგები. თემურ ლენგი შუა აზიაში მომთაბარე ერთ-ერთი გათურქებული მონღოლური ტომიდან, წარჩინებული, მაგრამ გაღარიბებული ოჯახიდან იყო. ახალგაზრდობაში ის თავის თანამებრძოლებთან ერთად ქარავნებს ძარცვავდა. თემური ერთ-ერთ ბრძოლაში მარჯვენა ფეხში დაიჭრა და დაკოჭლდა. ამიტომ მას მეტსახელად „ლენგი“ ანუ „კოჭლი“ ეწოდა. ევროპაში მას ტამერლანს ეძახდნენ. თემურ-ლენგი თანდათან გაძლიერდა და შუა აზიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქალაქს სამარყანდს დაეუფლა. თემურ-ლენგი ჩინგიზყაენის ეპოქის იმპერიის აღდგენას შეეცადა და დიდი დაპყრობითი ომები წამოიწყო. მან პირველ რიგში სპარსეთის და კავკასიის დაპყრობა გადაწყვიტა. ამ მიზნით სპარსეთში რამდენჯერმე ილაშქრა და თითქმის მთლიანად დაიმორჩილა. თემურ-ლენგი საქართველოში რვაჯერ შემოიჭრა და ქვეყანა ძალზე დაარბია. სასტიკად გაუსწორდა ის ოქროს ურდოსაც. XIV ს-ის მიწურულს თემურ-ლენგმა ინდოეთშიც წარმატებით ილაშქრა. ინდოეთის ლაშქრობის შემდეგ თემურ-ლენგი ახლა მცირე აზიაში შეიჭრა. მალე ოსმალეთის სულთანი ბაიაზეთ I მის წინააღმდეგ დაიძრა. გადამწყვეტ ბრძოლაში ანგორასთან (ანკარა) თემურმა ის სასტიკად დაამარცხა და დაატყვევა. თემურ-ლენგმა ოსმალეთის უმთავრესი ქალაქები გაანადგურა. მცირე აზიიდან თემურ-ლენგი სამარყანდში დაბრუნდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც. უდიდესი ისტორიული როლი თემურ ლენგის მიერ ოქროს ურდოს განადგურებამ ითამაშა. თემური დიდხანს და ჯიუტად ებრძოდა ოქროს ურდოს, ვინაიდან ამ სახელმწიფოზე გადიოდა აბრეშუმის გზის ჩრდილოეთის მონაკვეთი და ოქროს ურდოს ეკონომიკური განადგურების შემდეგ, ევროპის ინდოეთთან და ჩინეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა მხოლოდ მის მიერ უკვე დაპყრობილ სპარსეთზე გავიდოდა. თემურმა განსაკუთრებული სისასტიკით დაარბია ოქროს ურდოს ეკონომიკურად ისეთი მძლავრი რეგიონი, როგორიც ვოლგისპირეთი იყო. თემურ ლენგმა მთლიანად გაანადგურა ოქროს ურდოს უმნიშვნელოვანესი სავაჭროსატრანზიტო ქალაქები: სარაი ბერქე, ასტრახანი, აზოვი. ამან გამოუსწორებელი ზარალი მიაყენა ოქროს ურდოს სამხედრო და ეკონომიკურ ძლიერებას. ეს სახელმწიფო ამის შემდეგ წელში ვეღარ გაიმართა. XV ს-ში კი ის თანდათან ცალკეულ

ივანე III მოსკოვის დიდი მთავარი, 1462-1505

თემურ ლენგი 1336-1405 190

სახანოებად: ყირიმის, ყაზანის, ასტრახანის და სხვ დაიშალა. XVI ს-ის შუა წლებიდან ამ სახანოების უდიდესი ნაწილი მოსკოვის მეფემ ივანე მრისხანემ შეიერთა. რუსეთი XIV-XV სს-ში. XII ს-ში კიევის რუსეთი რამდენიმე ათეულ სამთავროდ დაიშალა. თავდაპირველად ვლადიმერ-სუზდალის სამთავრო დაწინაურდა, რომლის მთავრებსაც „დიდი მთავრის“ ტიტული განუმტკიცდათ. მონღოლების ბატონობის პერიოდში, ამ სამთავროს შიგნით მოსკოვის სამთავრო აღმოცენდა და თანდათანობით გაძლიერდა. მოსკოვის სამთავროს გაძლიერებას განსაკუთრებით შეუწყო ხელი მისი მთავრების მონღოლურ საყაენოს — ოქროს ურდოსთან წარმოებულმა ჭკვიანურმა პოლიტიკამ. XIV-XV სსში ევროპის რიგი სახელმწიფოების (საფრანგეთი, ესპანეთი) მსგავსად, რუსეთშიც ფეოდალური დაქუცმაცებულობის დაძლევის კვალდაკვალ ცენტრალიზებული ეროვნული სახელმწიფოს წარმოქმნის პროცესი მიმდინარეობდა. მოსკოვის დიდი მთავრის ივანე III-ის ხანაში მოსკოვის სამთავრო მონღოლთა ხარკისა და ბატონობისაგან გათავისუფლდა. ამავე პერიოდში მან შეიერთა ნოვგოროდის სამთავროც, რასაც დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა. ნოვგოროდი ჩაბმული იყო გერმანულ ქალაქთა კავშირის — ჰანზას ვაჭრობაში. რაც ამ ქალაქს დიდ მოგებას აძლევდა. XV ს-ის ბოლოსათვის ნოვგოროდის შემოერთებით მოსკოვის სამთავრო ევროპის აღმოსავლეთში ერთ-ერთ უდიდეს სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. ოსმალეთი თემურ-ლენგის ლაშქრობების შემდეგ. თემურ-ლენგმა ოსმალების მიერ დამორჩილებულ მცირე აზიურ თურქულ სამთავროებს — საამიროებს დამოუკიდებლობა დაუბრუნა. ამის გარდა მან საკუთრივ ოსმალეთის სასულთნო ბაიაზეთ I-ის ოთხ ვაჟს გაუნაწილა. ოსმალების მიერ დაპყრობილი ხალხების სამწუხაროდ ძმებს შორის შინა ომი შედარებით მოკლე დროში დასრულდა და ოსმალეთის სახელმწიფოს ერთიანობა აღდგა. XV ს-ის 30-40-იან წლებში ოსმალებმა ძველი დიდება აღიდგინეს. იმავე ხანებში მათ ბულგარეთში ვარნასთან ევროპელი რაინდების კიდევ ერთი „ჯვაროსნული ლაშქრობა“ დაამარცხეს. ამის შემდეგ ოსმალების წინაშე კონსტანტინოპოლის დაპყრობის ამოცანა დადგა. 1453 წლის გაზაფხულზე ოსმალეთის არმიამ, რომელსაც სულთანი მეჰმედ II ედგა სათავეში კონსტანტინოპოლს ალყა შემოარტყა. თანამედროვე თურქი ისტორიკოსების მიხედვით ოსმალეთის სულთანს სულ ცოტა 150 ათასი მეომარი ჰყავდა, მაშინ როდესაც ბიზანტიის ბოლო იმპერატორის კონსტანტინე XI პალეოლოგოსის ლაშქარი სულ 9 ათასი მეომრისაგან — 6 ათასი ბერძენისაგან და 3 ათასი უცხოელისაგან შედგებოდა. კონსტანტინოპოლის ალყა 53 დღე გაგრძელდა. ქალაქის მცირერიცხოვანმა დამცველებმა ოსმალებს ისეთი წინააღმდეგობა გაუწიეს, რომ მეჰმედ II-ს ზოგიერთი წარჩინებული თურქი ალყის მოხსნასაც კი ურჩევდა. ბოლოს სულთანმა ოქროს რქის ყურეში, რომელშიც ზღვაში შესასვლელი რკინის ჯაჭვებით იყო გადაკეტილი, სახმელეთო გზით თავისი ფლოტის გადაყვანა მოახერხა. ამან ქალაქის დამცველთა პოზიციები კიდევ უფრო დაასუსტა.

191

ვარნასთან ბრძოლა 1444 წელს მოხდა.

მეჰმედ ფათიჰმა კონსტანტინოპოლი 1453 წლის 29 მაისს აიღო.

მეჰმედ II ფათიჰი 1444 - 446; 1451-1481

კონსტანტინე XI პალეოლოგოსი 1449-1453

ამის შემდეგ მეჰმედ II-მ კონსტანტინოპოლზე გადამწყვეტი შეტევის დაწყება ბრძანა და თანაც მთელი ნადავლი წინასწარ თავის მეომრებს დაუთმო. ოსმალები ქალაქის გალავნის ერთი დანგრეული კედლით კონსტანტინოპოლში შეიჭრნენ. ბიზანტიის ბოლო იმპერატორი კონსტანტინე XI პალეოლოგოსი ბრძოლაში დაიღუპა. მეჰმედ II-მ კონსტანტინოპოლის აღებისათვის ფათიჰის (დამპყრობელის) სახელი დაიმკვიდრა. ათასწლოვანმა ბიზანტიის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა. კონსტანტინოპოლს სტამბული (ისტამბული) ეწოდა. ამგვარად კონსტანტინოპოლის, როგორც ქრისტიანული ქალაქის ისტორია 330 წელს რომის იმპერატორის კონსტანტინე დიდით დაიწყო და 1453 წელს კონსტანტინე XI პალეოლოგოსით დასრულდა. 1453-1475 წლებში ოსმალებმა საქართველოს ზღვისპირეთის გამოკლებით მთელი შავიზღვისპირეთი დაიკავეს და საბოლოოდ ჩაკეტეს ის სავაჭრო-საქარავნო მაგისტრალი, რომელიც დასავლეთ ევროპას შავი ზღვის ნავსადგურებით შორეულ ინდოეთთან და ჩინეთთან აკავშირებდა. საქმის გარეშე მრავალი იტალიელი მეზღვაური დარჩა, რომლებიც აქამდე აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის აუზში და შავ ზღვაში დაცურავდნენ. ესპანეთი. XIII ს-ში რეკონკისტას შედეგად ესპანეთის მიწების უდიდესი ნაწილი არაბებისაგან გათავისუფლდა. არაბთა მფლობელობა მხოლოდ ნახევარკუნძულის სამხრეთში გრენადის საამიროში რჩებოდა. ესპანეთის უდიდეს ნაწილს ორი ლეონის, იგივე კასტილიისა და კატალონიის, იგივე არაგონის სამეფოები ინაწილებდნენ. ქალაქების მომრავლებამ და სასაქონლო-ფულადი ურთიერთობების განვითარებამ აქაც ფეოდალური ურთიერთობების რღვევა გამოიწვია. გლეხებს შეეძლოთ დაყმევებული დამოკიდებულებიდან თავის გამოხსნა, მაგრამ მიწა ფეოდალის იყო, ამიტომ მიწით სარგებლობისათვის გადასახადი უნდა ეხადათ. გადასახადის შემადგენლობაც შეიცვალა. ნატურით ბეგარა აქაც ძირითადად ფულადმა რენტამ შეცვალა. ესპანელი ვაჭრები ცდილობდნენ კონკურენცია გაეწიათ იტალიელი ვაჭრებისათვის ხმელთაშუაზღვისპირეთში. მათ თავიანთი წარმომადგენლები — კონსულები ჰყავდათ გენუაში, პიზაში და სხვა იტალიურ ქალაქ-სახელმწიფოებში. კატალონიელი ვაჭრები წარმატებით ვაჭრობდნენ ბალტიის ზღვის ქვეყნებშიც.

ფერდინანდ არაგონელი 1479-1516)

192

იზაბელა კასტილიელი 1475-1504

ესპანეთის ერთიან ფეოდალურ მონარქიად გაერთიანების საფუძველი უკვე კარგა ხანია მტკიცდებოდა, მაგრამ ეს მხოლოდ XV ს-ის ბოლოს განხორციელდა, როდესაც არაგონის მეფე ფერდინანდი გახდა, რომლის ცოლი კასტილიის დედოფალი იზაბელა იყო. ასე გაერთიანდა ესპანეთის ორი უდიდესი სამეფო. ახლადწარმოქმნილი ერთიანი სამეფო პირინეის ნახევარკუნძულის უდიდესი ნაწილის გარდა, ბალეარის კუნძულებს, სიცილიას, სარდინიას და სამხრეთ იტალიას მოიცავდა. ფერდინანდმა დიდ გამარჯვებას მიაღწია ესპანელ მუსლიმებზეც — მან პირინეის ნახევარკუნძულის სამხრეთში შემორჩენილი მუსლიმური გრენადის საამიროც შეიერთა. გერმანულ ქალაქთა კავშირი — ჰანზა. გერმანიაში, იმთავითვე, ორნაირი: სამთავრო და საიმპერატორო ქალაქები არსებობდა. ისევე, როგორც დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, კომუნების მოძრაობის კვალდაკვალ გერმანულმა ქალაქებმაც თვითმმართველობას მიაღწიეს. იმავდროულად, სამთავრო და საიმპერატორო ქალაქების პოლიტიკური თავისუფლების ხარისხი მნიშვნელოვნად განსხვავებული აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ საიმპერატორო ხელისუფლების უკიდურესად დაცემის პირობებში, საიმპერატორო ქალაქები ფაქტობრივად დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულებად იქცნენ, რომლებიც თავიანთ კავშირებსა და პოლიტიკას დამოუკიდებლად განაგებდნენ. XIII ს-ის 20-იან წლებში გერმანიის საიმპერატორო ქალაქების ერთმა ნაწილმა საგანგებო კავშირი შექმნა. კავშირის ჩამოყალიბებას პირველი ბიძგი ქ. ვისბიმ მისცა, სადაც გერმანელმა ვაჭრებმა, რომლებიც მრავალი გერმანული სავაჭრო ქალაქის წარმომადგენლები იყვნენ, მათ შორის საპორტო ქალაქების: ლუბეკის, ბრემენის, რიგისა და გრენინგენის, ისევე როგორც ზოგიერთი არა სანაპირო, კონტინენტური ქალაქის: მიუნსტერის, დორტმუნდის, ზესტას და ა.შ. სავაჭრო ხელშეკრულება დადეს სმოლენსკის რუსულ სამთავროსთან; ეს იყო საერთაშორისო ასპარეზზე გერმანულ საიმპერატორო ქალაქთა კავშირის პირველი გამოსვლა. მოგვიანებით ამ კავშირის სახელად ჰანზა დამკვიდრდა. ჰანზას უმთავრეს მიზანს ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვებზე მასში გაერთიანებულ ქალაქთა სავაჭრო ინტერესების უკეთ დაცვა და ყაჩაღობასთან ბრძოლა წარმოადგენდა. ამიტომ ჰანზას სავაჭროსთან ერთად თავისი სამხედრო ფლოტიც ჰყავდა. ჰანზაში შემავალ ქალაქებს იტალიური ქალაქების მსგავსად ფორმალურად დამოუკიდებელი ქალაქ-სახელმწიფოები არ შეუქმნიათ, მაგრამ მთლიანად ჰანზა, როგორც ქალაქთა კავშირი, საუკუნეების მანძილზე ერთი მხრივ, ზესახელმწიფოებრივ და მეორე მხრივ, სახელმწიფოთა შორის ერთობას წარმოადგენდა, რომელიც ფაქტობრივად სახელმწიფო იყო სახელმწიფოებში. ქალაქების ეს კავშირი ჩრდილოეთ ევროპაში სულ მალე უმნიშვნელოვანეს ძალად და სახელმწიფოების თანასწორუფლებიან პარტნიორად იქცა. ამ კავშირის უდავო დამსახურებაა ის, რომ მან საფუძველი ჩაუყარა ევროპაში საერთაშორისო ვაჭრობას. ჰანზა თავისუფლად შეიძლება პირველ საერთაშორისო სავაჭრო გაერთიანებად განვიხილოთ. XIII ს-ის მიწურულს ჰანზა უკვე ოცდაოთხ ქალაქს მოიცავდა. ჰანზის მთავარი ქალაქი, საიდანაც მისი საქმიანობა იმართებოდა, გერმანული ქალაქი ლიუბეკი იყო. თავდაპირ-

193

ფერდინანდმა გრენადის საამირო 1492 წელს შეიერთა.

ფერდინანდ არაგონელმა მეფედ კურთხევის წელსვე — 1479 წ. იქორწინა კასტილიის დედოფალ იზაბელაზე. ამიტომ ეს თარიღი ორი ესპანური სამეფოს გაერთიანების თარიღადაც მიიჩნევა.

ქ. ვისბიში გერმანიის საიმპერატორო ქალაქებმა სმოლენსკის რუსულ სამთავროსთან ხელშეკრულება ჯერ კიდევ 1229 წ. გაა-ფორმეს.

ველად, ადრე და განვითარებულ შუა საუკუნეების უდიდეს პერიოდში, ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვებში, ასევე მათი აუზების მდინარეებზე სკანდინავიელები ბატონობდნენ. თუმცა, გერმანულმა ქალაქებმა, ჰანზას მეთაურობით, მათ პირველობა ჩამოართვეს. ამის შემდეგ, შეიძლება ითქვას XVI სმდე ჰანზა კურირებდა სავაჭრო ურთიერთობებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ევრაზიის ჩრდილო-დასავლეთ მონაკვეთში. ბალტიის ზღვიდან სრულიად შეწყდა სკანდინავიელთა ვაჭრობა, ხოლო ინგლისურმა მეორეხარისხოვანი ადგილი დაიკავა. ჰანზას კავშირი თავისი სიძლიერის ხანაში ას სამოცდაათაამდე დიდ და პატარა ქალაქს აერთიანებდა, მათ შორის იყვნენ: ლიეჟი და ამსტერდამი, ჰანოვერი და კიოლნი, გეტინგენი და კილი, ბრემენი და ჰამბურგი, ვისმარი და ბერლინი, ფრანკფურტი და შტეცინი (ეხლ. შეცინი) დანციგი (ამჟამად პოლონეთის ქ. გდანსკი) და კენიგსბერგი (ამჟამად რუსეთის ქ. კალინინგრადი), მემელი (კლაიპედა) და რიგა, პერნოვი (პიარნუ) და იურევი (გერმანულად — დერპტი, დღევანდელი — ტარტუ), სტოკჰოლმი და ნარვა. ძირითადად, ეს იყო გრძელი გზა რუსული ქალაქ ნოვგოროდიდან და ბალტიის ზღვიდან ბრიუგესა (ფლანდრიაში) და ლონდონში. გერმანელ ვაჭართა საზოგადოების მიერ მოპოვებულმა ნდობამ გერმანელებისათვის ყველგან, სადაც კი ისინი ვაჭრობდნენ უზრუნველყო მათთვის წამყვანი მდგომარეობა და ფართო პრივილეგიები, რაც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მათთვის მინიჭებული განსაკუთრებული უფლებებითა და უსაფრთხოების გარანტიებით იყო განმტკიცებული. ჰანზას ქალაქებში სადაც ვაჭრობდა, თავისი ოფისი ჰქონდა. იქვე გერმანელ ვაჭრებს ეკუთვნოდათ დიდი ფართობები, ზოგჯერ ქალაქის მთელი კვარტალიც კი. ჰანზა თავის წევრებზე საკუთარი იურისდიქციის უფლებითაც კი იყო აღჭურვილი. ჰანზას აყვავების საიდუმლო მასიური გადაზიდვების სიიაფეში იყო. დღემდე მოქმედებაშია გრაფ ლაუნბერგის მიერ ჯერ კიდევ 1391-1398 წლებში გათხრილი ელბა-ლუბეკის არხი, მართალია, მას შემდეგ გაღრმავებული და გაფართოვებული. ის საშუალებას იძლევა ბევრად შეამოკლოს მანძილი ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვებს შორის. თავის დროზე მან შეცვალა

ჰანზის კავშირის მთავარი სავაჭრო გზები. 194

ძველი საურმე გზა ლუბეკიდან ჰამბურგისაკენ, რამაც პირველად გახადა ეკონომიკურად მომგებიანი ფხვიერი და სხვა მასიური ტვირთის გადაზიდვა აღმოსავლეთ ევროპიდან დასავლეთში. ჰანზას ეპოქაში ამ არხით მიედინებოდა აღმოსავლეთ ევროპული კვების პროდუქტები და ნედლეული — პოლონური ხორბალი და ფქვილი, ბალტიისპირელ მეთევზეთა ქაშაყი, შვედური ხე-ტყე და რკინა, რუსული ცვილი და ბეწვეული. სანაცვლოდ, მათ ახვედრებდნენ — მარილს, რომელსაც მოიპოვებდნენ ლიუნებურგთან, რკინას, ღვინოს და სამეურნეო ნაწარმს, შალისა და სელის ქსოვილებს ინგლისიდან, ფლანდრიიდან, ნიდერლანდებიდან. ჰანზის მნიშვნელობა და თავად არსებობა, იმან განაპირობა, რომ მასში შემავალ სახელმწიფოებს დაუდგათ აუცილებლობა, შეექმნათ ისეთი ორგანიზაცია, რომელიც მათ, საშუამავლო ვაჭრობის მეშვეობით, საჭირო საქონელს მიაწოდებდა და ამ სახელმწიფოებში შექმნილ საქონელს შესაბამის მხარეებში გაიტანდა; ორგანიზაცია, რომლისგანაც ისინი იქირავებდნენ მათთვის საჭირო ხომალდებს, ისესხებდნენ საჭირო თანხებს და ა.შ. ასე რომ, ეს სახელმწიფოები ნახულობდნენ ხეირს ჰანზასთან ურთიერთობით. იმავდროულად, ჰანზა იქცა დიდ ძალად ზღვაზე. თავისი სამხედრო, განსაკუთრებით საზღვაო-სამხედრო ძლიერებით ჰანზა ბევრ იმდროინდელ სახელმწიფოზე მაღლა იდგა. თავისი არსებობის 270 წლის მანძილზე ჰანზა წამყვან როლს ასრულებდა ევროპის ჩრდილოეთში, სადაც ის ხშირად ტახტზე სვამდა ან ამხობდა მონარქებს. ჰანზა უცხოელთა თვალში განასახიერებდა გერმანულ ძალასა და გავლენას. ისიც აღსანიშნავია, რომ ჰანზა თავისი ძლიერების ზენიტში ისეთი დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენით სარგებლობდა, რომელიც XIX საუკუნემდე სულ რამდენიმე გერმანულ სახელმწიფოს გააჩნდა. XIV ს-ში ჰანზას სერიოზული საფრთხე დანიის დიდმა და ძლევამოსილმა მეფემ, ვალდემარ III-მ შეუქმნა, რომელმაც ჰანზის ქალაქების თავისუფალი ვაჭრობის შეზღუდვა დააპირა. ამას ჰანზასა და დანიას შორის ომი მოჰყვა, რომელიც ჰანზას

ხიდი ელბა-ლუბეკის არხზე

ელბა-ლუბეკის არხი 195

ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. საზავო ხელშეკრულებით, დიდი კონტრიბუციის გარდა, ჰანზამ დანიის მეფის დამტკიცების უფლება მოიპოვა. ეს უზარმაზარი წარმატება იყო, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს ყოველივე მიღწეულ იქნა არა ძლიერი სახელმწიფოს, არამედ ქალაქთა კავშირის ძალებით. დაახლოებით 60 წლის შემდეგ ჰანზასა და დანიას შორის ჰანზასა და დანიის მეფე წინააღმდეგობა მათ შორის ახალი ომის მიზეზი გახდა. ვალდემარ III-ს შორის ომი 1362ამჯერად ომი ჰანზასათვის წარუმატებლად დასრულდა და მას 1368 წლებში მიმდინარეობდა. დიდი ეკონომიკური ზარალი მიაყენა. მიუხედავად იმისა, რომ ჰანზამ ყველაფერი შეინარჩუნა, რასაც აქამდე ფლობდა, კავშირს ბზარი გაუჩნდა, რაც თუნდაც იმაში გამოიხატა, რომ დანიასთან საერთო ზავის დადებამდე რამდენიმე წლით ადრე, ქალაქებმა როსტოკმა და შტრალზუნდმა დანიასთან სეპარატიული ზავი დადეს. ჰანზასა და დანიას შორის II ომი დანიასთან მარცხი ჰანზას დასუსტების მაუწყებელი 1427-1435 წლებში იყო. XVI ს-ში ჰანზა სულ უფრო და უფრო სუსტდებოდა და მის მიმდინარეობდა. რიგებს სულ ახალი და ახალი ქალაქები აკლდებოდა. ჰანზის ბოლო ყრილობაზე მხოლოდ ექვსი ქალაქი მონაწილეობდა.

რამ განაპირობა ჰანზას დასუსტება და საბოლოოდ გაქრობა?

ჰანზას ბოლო ყრილობა 1669 წელს გაიმართა.

ამ მხრივ უმნიშვნელო როლი არ ითამაშა იმ გარემოებამ, რომ 1425 წლიდან მოყოლებული შეწყდა თევზების ყოველწლიური სვლა ბალტიის ზღვაში, რამაც მკვეთრად დასცა ქაშაყის ჭერა. იმავდროულად უმსხვილესი ნავსადგური ბრიუგეში შლამით დაიფარა და ქალაქი ზღვას მოწყდა. თევზებმა მიმართულება შეიცვალეს ჩრდილოეთის ზღვის სამხრეთი ნაწილისაკენ, რამაც ხელი შეუწყო უკვე ნიდერლანდების აყვავებას, რადგან მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით სამხრეთით, იგრძნობოდა ძლიერი მოთხოვნილება თევზზე. ამრიგად, ჰოლანდიის მთავარმა ნავსადგურებმა ისარგებლეს რა თავისი მდგომარეობით — ოკეანესთან სიახლოვით, გადაწყვიტეს თავად, დამოუკიდებლად ეწარმოებინათ ვაჭრობა. აღსანიშნავია ისიც, რომ იმავდროულად აფეთქებულმა „შავმა ჭირმა“ მუსრი გაავლო გერმანული ქალაქების მოსახლეობას, რამაც, ბუნებრივია, მათ ეკონომიკურ სიძლიერეზეც იმოქმედა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ახალი ისტორიის გარიჟრაჟზე განვითარებული მოვლენები გახლდათ. აქედან ერთ-ერთი ინგლისელ და ჰოლანდიელ ვაჭართა სულ უფრო გაზრდილი კონკურენცია იყო, რომელთაც ზურგს სახელმწიფო უმაგრებდა ძლიერი ცენტრალიზებული ხელისუფლება, იმ დროს, როდესაც ჰანზას მუდმივად აკლდა თავად გერმანიაში ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა. კავშირს მუდმივად ღრღნიდა ჩრდილოეთ და სამხრეთ გერმანიის ქალაქებს შორის მეტოქეობა, კონფლიქტები ჩრდილოეთ გერმანულ სამთავროებთან და სხვ. არანაკლები როლი ითამაშა იმ ღრმა სოციალურმა და პოლიტიკურმა კატაკლიზმებმა, რომელიც გამოწვეული იყო რეფორმაციით (მოძრაობა კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ) და ამ ნიადაგზე გერმანიაში მიმდინარე სასტიკი ომით კათოლიკებსა და პროტესტანტებს შორის.

196

და მაინც, ჰანზის დაკნინებაში უდიდესი როლი XV ს-ის მიწურულსა და XVI ს-ის დასაწყისში მომხდარ დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებს ეკუთვნის, რამაც არსებითი ცვლილებები გამოიწვია ვაჭრობის მსოფლიო სტრუქტურაში. მართლაც, ვაჭრობის ძირითადი სიმძიმის ცენტრის, როგორც ჩრდილოეთში ბალტიის ზღვიდან, ისე სამხრეთში ხმელთაშუა ზღვიდან ატლანტის ოკეანეზე გადანაცვლებით, არა მარტო ჰანზამ დაკარგა თავისი ჯერ ეკონომიკური და შემდეგ კი პოლიტიკური მნიშვნელობა, არამედ, როგორც ამაში ქვემოთაც დავრწმუნდებით, იტალიური ქალაქების ვაჭრობას და, შესაბამისად, მათ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძლიერებასაც გამოუსწორებელი ზიანი მიადგა. თანდათანობით, სახმელეთო ტრანსპორტი, საზღვაოსთან შედარებით, სულ უფრო და უფრო გაძვირდა. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ორთქლმავალი და შიდაწვის ძრავა არ გამოიგონეს. თუმცა, გარკვეულ საკვანძო გადასასვლელებზე გაცხოველებული მიმოსვლა მაინც აქტიური იყო: მაგ, სენგოტარდის, სენ-ბერნარისა და სხვა უღელტეხილებზე ბერების ორდენები სადგურებსა და მაშველ პუნქტებსაც კი აარსებდნენ. სწორედ იმდროინდელი რეალობის სიმბოლოა, დღემდე შემორჩენილი, სენ-ბერნარის ჯიშის მაშველი ძაღლები ყელზე ჩამოკიდებული ბრენდით სავსე მათარებით. ეს მარშრუტები სამხრეთით ლომბარდიის დაბლობზე, მილანსა და ვერონაში ბოლოვდებოდა, ჩრდილოეთით კი — ვენას, კრაკოვს, ლუბეკს, ჰამბურგსა და ბრიუგერამდე გრძელდებოდა.

§ 2. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები მსოფლიოს გამთლიანების დასაწყისი XV საუკუნის II ნახევრის დასავლეთ ევროპაში აღმოსავლურ საქონელზე მოთხოვნილება კიდევ უფრო გაიზარდა. აზიისაკენ მიმავალი სახმელეთო სავაჭრო გზების ოსმალთა ხელში გადასვლამ, დასავლეთ ევროპის, უპირველეს ყოვლისა, იტალიელთა ვაჭრობას დიდი დარტყმა მიაყენა. აღმოსავლურ საქონელზე ფასები მკვეთრად გაიზარდა. გაიზარდა მოთხოვნა ძვირფას ლითონებზე: ოქროზე და ვერცხლზე. ეს იყო ხანა, როდესაც დასავლეთ ევროპაში ფეოდალური ურთიერთობა იშლებოდა და ფეხს ახალი, კაპიტალისტური წარმოება იკიდებდა. ახალი სოციალურ-ეკონომიკური წყობა სულ უფრო და უფრო მეტ ძვირფას ლითონს მოიხმარდა, რათა გაზრდილი ფულადი მიმოქცევის მოთხოვნილება დაეკმაყოფილებინა. კაპიტალისტური წარმოების ჩასახვას დიდძალი კაპიტალი ესაჭიროებოდა, რომელიც იმდროინდელ დასავლეთ ევროპას არ გააჩნდა. ამ კაპიტალის შეძენა აღმოსავლეთთან მეტად მომგებიანი ვაჭრობის გზით

პირველი ორთქლმავალი

197

შეიძლებოდა. ეს ვაჭრობა კი მხოლოდ ატლანტის ოკეანით თუ მოხერხდებოდა, რადგან, ჯერ ერთი სახმელეთო გზები, რომლებსაც ხმელთაშუა ზღვამდე უნდა მიეტანათ საქონელი, ფაქტობრივად, ოსმალების მიერ მნიშვნელოვანწილად ჩაკეტილი იყო; და მეორეც, რაც უფრო მნიშვნელოვანია — ხმელთაშუა ზღვაზე, ტრადიციულად იტალიური ქალაქები ბატონობდნენ. მართლაც, ამავე ხანებში განსაკუთრებით გაიზარდა კონკურენცია ეკონომიკურად მომძლავრებულ ატლანტის ოკეანის აუზის ქვეყნებსა — ფლანდრია, ჰოლანდია, ესპანეთი, პორტუგალია — და ხმელთაშუაზღვისპირეთში გაბატონებულ იტალიის ქალაქებს გენუა, ვენეცია, ფლორენცია და ა.შ. შორის. ხმელთაშუა ზღვის ვაჭრობაში იტალიური ქალაქების მონოპოლიური მდგომარეობის შერყევა ძალზე რთული იყო. პრობლემის გადაჭრის ერთადერთ გზად ატლანტის სანაპიროს ქვეყნებისათვის ოკეანის მეშვეობით ინდოეთისაკენ ახალი გზების ძიებაღა რჩებოდა. სამართლიანობა მოითხოვს იმის აღნიშვნას, რომ თავდაპირველად ატლანტის ოკეანეში ახალი გზების ძიებაშიც იტალიელები ლიდერობდნენ. აღსანიშნავია, რომ გენუელები ჯერ კიდევ 1291 წელს შეეცადნენ აფრიკისათვის შემოევლოთ — ინდოეთის მისაღწევად (თუმცა მართალია, შემდგომ ამ ექსპედიციის შესახებ არაფერია ცნობილი). ოღონდ საქმე ისაა, რომ იტალიელები მეტად კონსერვატიულები იყვნენ გემთმშენებლობის საქმეში და მალე მათ ფლამანდრიელებმა, ჰოლანდიელებმა და პორტუგალიელებმა აჯობეს. განსაკუთრებით, პორტუგალიელებმა გაუსწრეს მათ კონსტრუქციის, ნავიგაციისა და ექსპედიციების ორგანიზების საქმეში. XV ს. II ნახევრის ევროპა ტექნიკურად შორეული ნაოსნობისათვის უკვე მზად იყო. დაიწყეს სამ, ოთხ და ხუთანძიანი და მრავალაფრიანი კარაველების მშენებლობა, რომელსაც შეეძლო მრავალი დღის განმავლობაში ღია ზღვაში ცურვა. გაუმჯობესდა სანავიგაციო საშუალებები, ხომალდებზე დაიდგა საზღვაო კომპასი, რომლის დახმარებითაც შეიძლებოდა ღია ზღვაში ხომალდის ადგილმდებარეობის დადგენა. გემების წყალწყვის გაზრდამ, კომპასის ხმარებამ და ზოგადად კარტოგრაფიის განვითარებამ, შორეული ზღვაოსნობისა და სულ უფრო მეტი და მრავალფეროვანი საქონლის შემოტანის შესაძლებლობა წარმოქმნა. XV საუკუნის ევროპელებს კარგად ათვისებული ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღი: ქვემეხები, მუშკეტები და

მრავალაფრიანი კარაველა (რეკონსტრუქცია) 198

არკებუზები, რაც მათ მსოფლიოს სხვა ხალხების უმეტესობასთან შედარებით, დიდ უპირატესობას ანიჭებდა. ასე რომ დასავლეთ ევროპა მზად იყო დიდი გეოგრაფიული აღმოჩენებისთვის. ამ აღმოჩენებით დასავლეთ ევროპამ მსოფლიოს დიდ ნაწილზე თავის ბატონობას ჩაუყარა საფუძველი. ბატონობას, რომელიც ფაქტობრივად XX საუკუნის II ნახევრამდე გაგრძელდა. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ინიციატორები პირინეის ნახევარკუნძულზე მდებარე ორი სახელმწიფო: ესპანეთი და პორტუგალია გახლდათ. ეს მათმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ განაპირობა: ორივე სახელმწიფო ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარეობდა, საიდანაც ევროპელებისთვის უცნობი სამყარო იწყებოდა. პირინეის სახელმწიფოები აღმოსავლეთის ქვეყნებისაკენ ახალ სავაჭრო გზებს ეძებდნენ, სადაც ისინი მონოპოლიურ მდგომარეობას დაიკავებდნენ. ამ მხრივ პირველ ხანებში პორტუგალია აქტიურობდა, რომლის ოცნება — აფრიკის შემოვლით ინდოეთისაკენ უმოკლესი საზღვაო გზის პოვნა იყო. მართლაც, მეფე ჟუან II-მ, ბართლომეო დიასის ხელმძღვანელობით, ექსპედიცია გაგზავნა კეთილი იმედის კონცხის შემოვლითი გზით. იმავდროულად პორტუგალიელებს ერთი დიდი შეცდომაც მოუვიდათ — ბედად მათ უარი უთხრეს ვინმე გენუელ ზღვაოსანს — ქრისტეფორე კოლუმბს დასავლეთის მიმართულებით ექსპედიციის დაფინანსებაზე. კოლუმბის მტკიცებით, რაკიღა დედამიწა სფეროსებრ სხეულს წარმოადგენდა, ის უმოკლესი გზით ასე ჩააღწევდა ინდოეთამდე. პორტუგალიელების მიერ დაწუნებული პროექტის დაფინანსების თხოვნით კოლუმბმა ახლა ესპანეთის მონარქებს, ფერდინანდსა და იზაბელას მიმართა, თუმცა ამაოდ: ისინი იმ ხანად მუსლიმებთან ომით იყვნენ დაკავებულნი. კოლუმბმა ვერც ინგლისისა და საფრანგეთის მონარქების დაყოლიება შესძლო. იმედგაცრუებულს დამხმარედ იღბალი მოევლინა: ბედად, 1492 წელს, ფერდინადმა და იზაბელამ, როგორც გვახსოვს, გადამწყვეტი გამარჯვება იზეიმეს მუსლიმებზე და გრენადის საამირო შეიერთეს. საზეიმო განწყობას აყოლილებმა, მათ ამჯერად დასტური მისცეს ჯიუტ მთხოვნელს. იმავე წლის ოქტომბერში, კოლუმბმა ახლანდელ კარიბის ზღვის კუნძულებს მიაღწია და დარწმუნებული იყო, რომ ინდოეთის მიწაზე დაადგა ფეხი. საბოლოო ჯამში, მან ოთხი ექსპედიცია განახორციელა და ოთხივეჯერ საზეიმოდ gamyofi xazi

espaneTsa da portugalias

არკებუზი — ძველებური პატრუქიანი თოფი, რომელიც ლულიდან იტენებოდა.

ბართოლომეო დიასის (1450-1500) ხელმძღვანელობით ექსპედიცია მეფე ჟუან II-მ 1487 წელს გაგზავნა.

ქრისტეფორე კოლუმბი 1451-1506

Soris

ფერდინანდმა და იზაბელამ 1493 წ. რომის პაპს, ალექსანდრე VI (ერისკაცობაში ბორჯია) მიმართეს თხოვნით, რომ ესპანეთსა და პორტუგალიას შორის წყალ-გამყოფი ხაზი გაეტარებინა და ახლად-აღმოჩენილი მიწები ესპანეთისათვის გადაელოცა. ეს ხაზი — პოლუსიდან პოლუსამდე — 100 ლიგის, ანუ 330 საზღვაო მილის მანძილზე გადაჭიმული — აზორისა და კაპოვერდეს კუნძულების დასავლეთით, შემდგომში ასათვისებლად, ორ ნაწილად ყოფდა ახლად აღმოჩენილ მიწებს; დასავლეთ ნახევარს ესპანეთს უტოვებდა, ხოლო აღმოსავლეთს — პორტუგალიას; მომდევნო, 1494 წ. პორტუგალიის მეფემ გარკვეული შეთანხმების საფუძველზე, მოახერხა ესპანეთის დაყოლიება, ეს გამყოფი ხაზი 210 საზღვაო მილით დასავლეთისაკენ გადაეწიათ, რაც სწორედ იმის მანიშნებელი უნდა იყოს, რომ პორტუგალიელებმა იმ დროისათვის უკვე იცოდნენ ახალი სამყაროს არსებობის შესახებ, რამდენადაც ეს ახალი ხაზი სამხრეთ ამერიკის დიდ ნაწილს, რომელიც შემდგომში ბრაზილიად იქცა, პორტუგალიის სამფლობელო ზონაში მოქცევას ვარაუდობდა. ალექსანდრე VI ყურადღებას უთმობდა მისიონერების მოღვაწეობას. 1493 წლის 18 აპრილის სიგელით მან თბილისის ეპისკოპოსად დაამტკიცა ფრანცისკელი ბერი ალბერტო ენჯელი. 199

ვასკო და გამა 1469-1524 ვასკო და გამამ თავისი ფლოტილით ლისაბონის ნავსადგური 1497 წლის 8 ივლისს დატოვა.

აცხადებდა, რომ ინდოეთიდან ჩამოჰქონდა საჩუქარი მეფედედოფლისათვის. ესპანეთში კოლუმბს ადმირალის, ვიცე-მეფის ტიტულები უბოძეს და აღმოჩენილი კუნძულების და მატერიკის მმართველი გახადეს. მალე ესპანელებმა კუნძულ ჰაიტზე დიდი ახალშენი — ესპანიოლა დაარსეს. თვითონ კოლუმბმა ესპანეთის მეფის კეთილგანწყობა ბოლომდე მაინც ვერ შეინარჩუნა და საბოლოოდ ესპანეთში სიღარიბეში დაასრულა სიცოცხლე. პორტუგალიაში ძალიან მწვავედ განიცადეს მათ მიერ უარყოფილი კოლუმბის პროექტის მოულოდნელი წარმატება და მთელი მონდომებით ინდოეთისაკენ მიმავალი პირდაპირი საზღვაო გზის ძიება განაგრძეს. ისტორიამ ამ საზღვაო გზის აღმოჩენა ცნობილ მეზღვაურს ვასკო და გამას არგუნა, რომლის მეთაურობითაც პორტუგალიის მეფის დავალებით ლისაბონის ნავსადგურიდან გასულმა ფლოტილიამ კეთილი იმედის კონცხს შემოუარა და ინდოეთის ოკეანეში შევიდა. აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროს ინდოეთთან ვაჭრობა ერთთავად არაბების ხელში იყო, რომლებმაც კარგად იცოდნენ ინდოეთისაკენ მიმავალი საზღვაო გზა. არაბი ლოცმანის დახმარებით ვასკო და გამას ფლოტილიამ დასავლეთ ინდოეთის ქალაქ კალკუტას მიაღწია. ამგვარად ევროპელები ინდოეთისაკენ მიმავალი საზღვაო გზას გაეცნენ. ვასკო და გამას ექსპედიციის წარმატებამ პორტუგალიაში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია და მეფემ ინდოეთში ახალი საზღვაო ექსპედიციის გაგზავნა ბრძანა. მალე (1500 წლის 9 მარტს) 19 კარაველისაგან შემდგარი ექსპედიცია პორტუგალიიდან გაემგზავრა. ექსპედიციამ აფრიკის სანაპირო წყლებში მოსალოდნელი ქარიშხალისაგან თავის ასაცილებლად კურსი სამხრეთ დასავლეთით აიღო და თავისთვის მოულოდნელად სამხრეთ ამერიკის, დღევანდელი ბრაზილიის სანაპიროს მიაღწია. ახლადაღმოჩენილი ტერიტორია პორტუგალიის საკუთრებად გამოცხადდა. ბრაზილია პორტუგალიის კოლონიად იქცა. დღეისათვის ეს არის ერთადერთი ქვეყანა სამხრეთ (ლათინურ) ამერიკაში, სადაც პორტუგალიურ ენაზე საუბრობენ.

200

მაგელანის მოგზაურობა დედამიწის გარშემო. ფერნანდო მაგელანი დარწმუნებული იყო, კოლუმბის იდეის სისწორეში, ანუ იმაში, რომ დასავლეთის საზღვაო გზით შესაძლებელი იყო მალაის არქიპელაგამდე მიღწევა, თუ მეზღვაურები ამერიკის კონტინენტზე სრუტეს აღმოაჩენდნენ, რომელიც მათ ატლანტის ოკეანიდან ინდოეთის ოკეანეში გაიყვანდა. ფერნანდო მაგელანმა ასეთი საზღვაო ექსპედიციის პროექტი შეადგინა და პორტუგალიის მეფეს წარუდგინა, რომელმაც ის უარყო. მაშინ მაგელანმა გადაწყვიტა ბედი პორტუგალიის მეტოქე ესპანეთში ეცადა. ესპანეთის მეფეს პროექტი მოეწონა და ესპანეთის სამეფო კარსა და მაგელანს შორის ექსპედიციის მოწყობის თაობაზე შესაბამის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ასე დაიწყო მაგელანის ექსპედიცია. თავდაპირველად ფლოტილიამ ატლანტის ოკეანეში სამხრეთ-დასავლეთისაკენ გაცურა. ექსპედიციის დაწყების ორი თვის თავზე (29 ნოემბერს) მაგელანი უკვე სამხრეთ ამერიკაში ბრაზილიის სანაპიროსთან იყო. ფლოტილია ამ კონტინენტის აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ სამხრეთით გაემართა და დასავლეთის მიმართულებით გასასვლელ სრუტეს ეძებდა. ბოლოს, როგორც იქნა, ექსპედიციამ ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს შორის სრუტის შესასვლელი აღმოაჩინა. ამ სრუტეს დღეს მაგელანის სრუტე ეწოდება. 28 დღიანი ცურვის შემდეგ მაგელანის ექსპედიცია ატლანტის ოკეანიდან უცნობ ოკეანეში გავიდა. ასე იქნა აღმოჩენილი დედამიწის კიდევ ერთი, ყველაზე დიდი ოკეანე, რომელსაც დღეს წყნარი ოკეანე ეწოდება. მსოფლიოს ამ ყველაზე ბობოქარ ოკეანეს ეს სახელი იმიტომ დაერქვა, რომ მასზე მაგელანის მრავალდღიანი ნაოსნობის დროს, რაც არ უნდა საკვირველი იყოს, სრულიად წყნარი ამინდი იდგა. მაგელანმა სრუტის გავლის შემდეგ დასავლეთის მიმართულებით გაცურა. აქ მან მრავალი კუნძული აღმოაჩინა. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ნაპირებთან მდებარე ერთ-ერთ კუნძულზე ის აბორიგენ მოსახლეობასთან ბრძოლაში დაიღუპა. ექსპედიციის ზღვაში გასვლიდან ორ წელზე ცოტა მეტი ხნის ცურვის შემდეგ (1521 წლის ნოემბერში) ექსპედიციამ მოლუკის კუნძულებს მიაღწია, სადაც ესპანელებმა დიდძალი იაფი სანელებლები შეიძინეს. აქედან ესპანეთისაკენ საზღვაო გზა უკვე ნაცნობი იყო და ექსპედიციის გადარჩენილი წევრები სამშობლოში დაბრუნდნენ. შემდგომ ხანებში არავის არ უცდია

201

ფერნანდო მაგელანი 1480-1521 მაგელანი ექსპედიციაში 1519 წლის 20 სექტემბერს გაემართა.

1502 წლის სანავიგაციო პორტუგალიური რუკა, რომელზეც დატანილია ქრისტეფორე კოლუმბის, ვასკო და გამას მოგზაურობათა მარშრუტები; აგრეთვე ის მერიდიანი რომლითაც რომის პაპმა, ალექსანდრე VI 1494 წელს ესპანეთისა და პორტუგალიას შორის ახლადაღმოჩენილი მიწები გამიჯნა.

მაგელანის ექსპედიციის მიერ განვლილი მძიმე გზა საზღვაოსავაჭრო მარშრუტად გადაექცია. კოლუმბის მოგზაურობებმა საფუძველი დაუდო სამხრეთ ამერიკის დიდი ნაწილის ესპანელების მიერ შესწავლასა და დაპყრობას. ესპანელებმა დაიწყეს პანამის ყელის კოლონიზაცია, მათ აქ ქალაქი პანამა დააარსეს, შემდეგ კი ხმელეთით წყნარი ოკეანის სანაპიროს მიაღწიეს. აფრიკა. ჩრდილოეთ აფრიკის ისტორიისაგან განსხვავებით, რომლის ისტორია უძველესი დროიდან მოყოლებული დღემდე მჭიდროდ უკავშირდება ევროპის, კერძოდ, კი ხმელთაშუაზღვისპირეთის ისტორიას, საჰარას უდაბნოს სამხრეთით მდებარე აფრიკა, რომელსაც შავ აფრიკასაც უწოდებენ, XVI და თითქმის XIX ს-მდეც კი არასოდეს ყოფილა ჩართული ევროპულ, თუ ზოგადად მსოფლიო მოვლენებში. აქაური ისტორიის შესწავლა რთული საქმეა, რადგან ევროპელთა გამოჩენამდე, ფაქტობრივად, საერთოდ არ არსებობდა არანაირი წერილობითი დოკუმენტები. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შავ აფრიკას თავისი ისტორია არ აქვს. შავი აფრიკის ჩამორჩენილობა, ძირითადად, მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ და აქედან გამომდინარე, ჰავისა და რელიეფის სირთულემ გამოიწვია, რამაც თითქმის XIX სმდე აფრიკის მოსახლეობის ევრაზიისაგან მოწყვეტილი ცხოვრება განაპირობა. მართლაც, მდინარე კონგოს (ზაირი) აუზი და სამხრეთ აფრიკის სანაპირო ტროპიკული ჯუნგლებითაა დაფარული; მათსა და საჰარის უდაბნოს შორის სავანა — ბალახბუჩქნარით დაფარული ტრამალებია გადაჭიმული, ჩრდილოეთიდან სამხრეთით კი — მაღალი მთების ჯაჭვია. არც აფრიკის დიდი მდინარეები — ნიგერი, ზამბეზი — იძლევიან მისვლამოსვლის საშუალებას ხშირი წყალვარდნილობის გამო. ყოველივე ეს ვაჭრობასა და კონტაქტებს ევრაზიის მოსახლეობასთან აძნელებდა და თითქმის შეუძლებელსაც კი ხდიდა. აფრიკის კონტინენტის სიღრმეში ვაჭრობა ქრისტიანობამდელ ხანაში მხოლოდ კანტი-უნტად თუ არსებობდა. ისტორიის ანტიკურ პერიოდში ამ მხრივ, ბუნებრივია, ეგვიპტე აქტიურობდა. ეგვიპტიდან ჯერ კიდევ ძვ. წ. II ათასწლეულში გავრცელდა კიდეც კონტინენტის სიღრმეში მცენარეული კულტურები და მოშინაურებული ცხოველები. მიუხედავად ამისა, გარე სამყაროსთან ვაჭრობამ, უფრო სისტემატიური ხასიათი ძვ. წ. III-II სს.-ებში მიიღო, როდესაც მახლობელი აღმოსავლეთიდან აქლემების შეყვანა გახდა შესაძლებელი. ვაჭრობა, ძირითადად, მაინც ოქროთი, სპილოს ძვლითა და მონებით შემოიფარგლებოდა. ოაზისებში მოწეულ ფინიკსაც დიდი გასავალი ჰქონდა. გეოგრაფიული გარემოპირობებიდან გამომდინარე აფრიკის სხვადასხვა მხარეში ეკონომიკაც განსხვავებული იყო: მონადირეობისა და შემგროვებლობის პრიმიტიული ფორმებით დაწყებული, შედარებით უფრო განვითარებული მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის ჩათვლით: იქ სადაც მეტი ნალექი მოდიოდა და მარცვლეული ხარობდა, მიწათმოქმედებასაც მისდევდნენ. მომთაბარე მესაქონლეობა საყოველთაოდ იყო გავრცელებული. როგორც მიწათმოქმედების და მეცხოველეობის, ისე საზოგადოდ ტექნოლოგიების განვითარებას ბევრი რამ უშლიდა ხელს: მაგ., თუნდაც ბუზი ცეცე ავიღოთ, რომლის ნაკბენიც მომაკვდინებელია შინაური ცხოველის უმეტესი სახეობებისათვის და ამიტომ, გამწევმა პირუტყვმა აქ ვერ

202

იმრავლა. ადგილობრივი მკვიდრნი ძირითად სასოფლო სამეურნეო იარაღად თოხს ხმარობდნენ. ჯუნგლებში პრიმიტიული გაკაფვისა და გადაწვის ხერხს მიმართავდნენ და ყოველწლიურად ცვლიდნენ სათეს ადგილს. უმთავრესად ბოლქვოვან მცენარეებს თესავდნენ და ბანანის ხეებს უვლიდნენ, რომლებიც თავის მხრივ, სამხრეთაღმოსავლეთ აზიიდან შეიტანეს და უკვე შემდგომ გავრცელდა აფრიკის კონტინენტზე. ტომებს შორის აღებ-მიცემობაც ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ. გაცვლა-გამოცვლის ძირითად საქონლად გამოყვანილი ან დამარილებული თევზი და ნანადირევის ტყავი იყო, აღმოსავლეთ აფრიკის სანაპიროდან კი — კაურის ნიჟარები, რაც ხშირად ფულად ერთეულადაც გამოიყენებოდა ხოლმე. როგორც ჩანს, იგივე კლიმატურ-გეოგრაფიული პირობებიდან გამომდინარე, მშენებლობა სოფლური საცხოვრისის საჭიროებას არ სცილდებოდა. აფრიკის აღნიშნული ნაწილის მოსახლეობა ეთნიკურენობრივი, თუ სარწმუნოებრივი თვალსაზრისითაც დიდი სიჭრელით გამოირჩეოდა. აქა-იქ ათასგვარი სათემო გაერთიანებები, სამეფოები და ასე განსაჯეთ, იმპერიებიც კი იქმნებოდა და მალევე ქრებოდა. ამ მხრივ გამონაკლისს განას უძველესი იმპერია წარმოადგენს, რომელმაც გასაოცრად დიდხანს იარსება. საქმე ისაა, რომ დამწერლობის არარსებობის პირობებში, რაც აუცილებელია ნებისმიერი ბიუროკრატიული სახელმწიფოსათვის, ამ იმპერიების თუ სამეფოების ისტორიიდან ფაქტობრივად ბევრი არაფერი შემორჩა. ამერიკა. სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ამერიკის ადგილობრივი ინდიელები (ამერინდიელები) იმ მონღოლოიდების (ან მონღოლოიდებამდელი ხალხის) შთამომავლები არიან, რომლებმაც შორეულ წარსულში, ჯერ კიდევ წყლით დაუფარავი, ახლანდელი ბერინგის სრუტე გადაკვეთეს. როდის მოხდა ეს — რამდენიმე ათასი, თუ სულაც 30.000-ზე მეტი წლის წინათ, ჯერაც დაუდგენელია და ვერც შეთანხმება ხერხდება ამის თაობაზე. უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენები, როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ამერიკაში, სწორედ ამ უკანასკნელი ვერსიის სასარგებლოდ იხრება. უფრო მეტიც, საეჭვოა მიგრაცია ერთჯერადი ყოფილიყო, მიგრაციის ტალღები სავარაუდოდ ათასწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა. ძველ მსოფლიოში (აღმოსავლეთ ნახევარსფერო) ჯერ კიდევ ქრისტიანული ეპოქის დადგომამდე კარგა ხნით ადრე, ე. წ. ახალი მსოფლიოს, ანუ ამერიკის კონტინენტის მოსახლეობა ჩრდილოეთით — დღევანდელი კანადიდან მოყოლებული, სამხრეთით — ტიერა დელ ფუეგომდე აღწევდა. განსხვავება მოსახლეობის რაოდენობისა და განვითარების დონის მხრივ, ამაზონის ჯუნგლებს, ჩრდილოეთ ამერიკის უზარმაზარ აუთვისებელ დაბლობებსა და ცენტრალური ამერიკის გადავსებულ პატარა ქალაქებს შორის, თვალსაჩინოა; სიმჭიდ-როვე — ეკონომიკის ნაყოფიერების პირდაპირპროპორციული — განვითარებული სოფლის მეურნეობის არეალში მაღალი, ჯერ კიდევ ნადირობაზე დამოკიდებულ ტომებში კი — დაბალი. მიწათმოქმედებას ამერიკელი ინდიელები ძველი მსოფლიოსაგან დამოუკიდებლად დაეუფლნენ, თუმცა ის მხოლოდ გარკვეულმა ნაწილმა აითვისა. ძირითად სამეურნეო

203

ტიერა დელ ფუეგო — ცეცხლოვანი მიწა — უკაცრიელი კუნძული სამხრეთ ამერიკის კონტინენტის უკიდურეს სამხრეთში.

კულტურას — სიმინდს, ემატებოდა პომიდორი, გოგრა, ყაბაყი და ლობიო, ანდების მთებში კი — კარტოფილი. ამერინდიელებს მხოლოდ ძაღლი ყავდათ მოშინაურებული, ანდების ლამა მთლად მოშინაურებული ცხოველი არ ყოფილა, მაგრამ ზოგჯერ ტვირთების გადასაზიდადაც გამოიყენებოდა. ასე რომ, მეცხოველეობა მათთვის უცხო ხილი იყო. ხმარობდნენ ვერცხლსა და სპილენძს, თვითნაბად ოქროს, მაგრამ არა რკინას. მათი იარაღები ხისგან, ძვლისგან, ქვისგან, უმეტესად კი ობსიდიანისაგან — მზადდებოდა. თუმცა, პრიმიტიული ტექნოლოგიის მიუხედავად, ისინი ოსტატურად დამუშავებულ ხელოვნების ნიმუშებსა და განსაცვიფრებელ არქიტექტურულ ნაგებობებს ქმნიდნენ. ვაჭრობისა და გაცვლა-გამოცვლის ტრადიციას აქ უძველესი დროში ჩაეყარა საფუძველი. არქეოლოგიური აღმოჩენების თანახმად, საგარეო ვაჭრობა ჯერ კიდევ ძვ. წ. მეორე ათასწლეულიდან იღებს სათავეს. ძვ. წ. VIII-IV საუკუნეებში მექსიკის ყურის მიდამოებში (დღევანდელი ვერაკრუსის და ტაბასკოს შტატები) მცხოვრები ოლ-მეკები ვაჭრობას მექსიკის ცენტრალურ მთიან რეგიონთან აწარმოებდნენ. აღსანიშნავია ნეფრიტისა თუ ობსიდიანის ქანდაკებები, სხვა ხელოვნების ნიმუშები და კაკაოს მარცვლები, რომელიც იმავდროულად საერთო ანგარიშსწორების ერთეულადაც იყო მიღებული. ახ. წ. IV ს-ში დღევანდელი გვატემალისა და იუკატანის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე, ჩნდება მაიას ცივილიზაცია — შთამბეჭდავი პირამიდებით, რომელიც ეგვიპტური ნაგებობებისგან იმითაა გამორჩეული, რომ ტაძარი ზედ თავზე აქვს დაშენებული. მაიას ტომებს ჰქონდათ საკუთარი კალენდარული სისტემა და დამწერლობა, რომლის გაშიფრვაც მხოლოდ უკანასკნელ ხანს მოახერხეს. ეკონომიკისა და საზოგადოებრივი წყობის შესახებ ცოტაა ცნობილი. მთავარი სასოფლო-სამეურნეო კულტურა აქაც სიმინდი იყო. მონუმენტური არქიტექტურის შექმნა, სავარაუდოდ, ძლიერმა სახელმწიფო სტრუქტურამ უზრუნველყო. საფიქრებელია, რომ მაიას ცივილიზაციაში სოფლის მეურნეობა წარმატებული და მოსავალი უხვი იყო, რაც მნიშვნელოვანი რაოდენობით მშენებელთა და ხელოსანთა გამოკვებას უზრუნველყოფდა. მაიას ცივილიზაციამ განვითარების უმაღლეს წერტილს ახ. წ. VII-VIII საუკუნეებში მიაღწია. შემდეგ, როგორც

მაიას ტომის პირამიდა ჩეჩინ-იცა, მექსიკა, VI ს.

ინდიელები 204

ჩანს, მოსახლეობა — ჩრდილოელი მეზობლების დახმარებით — ქურუმთა ძალაუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. მორწმუნეების მიერ მიტოვებული ტაძრების უმრავლესობა დროთა განმავლობაში ნანგრევებად იქცა და ჯუნგლებით დაიფარა. მაიას ტომის მსგავსად, ამ პერიოდში განვითარების მაღალ დონეს მექსიკის სხვა „მთის ცივილიზაციებმაც“ (ტოლტეკებმა, ჩიჩიმეკებმა, მიჰტეკებმა) მიაღწიეს. დაახლოებით მეთოთხმეტე საუკუნის შუა ხანებიდან აცტეკების მეომარმა ტომმა, რომლის დედაქალაქიც დღევანდელი მეხიკოს ადგილას მდებარეობდა (ტენოჩტიტლანი) , მეზობლების დაპყრობასა და განადგურებას მიჰყო ხელი. მაშინ, როცა მაიას ცივილიზაციამ თავისი განვითარების მწვერვალს მიაღწია, თანამედროვე პერუს ოკეანისპირა მოსახლეობა, ანდების მთებიდან ჩამომდინარი წყლების მეშვეობით, საკმაოდ წარმატებულ სარწყავ მეურნეობას მისდევდა. წყლის რესურსმა ახალგაჩენილ მჭიდრო დასახლებებს შორის ვაჭრობის განვითარება და ეკონომიკური ზრდა უზრუნველყო. XII საუკუნიდან მოყოლებული, ინკების ცივილიზაციამ — დედაქალაქ კუსკოთი — ეკვადორიდან ჩილემდე მთელი მთიანი რეგიონისა და სანაპიროს დამორჩილება მოახერხა. ინკები ინფორმაციის ჩასაწერად და შესანახად კვანძოვან დამწერლობას იყენებდა, რაც გზავნილების შორ მანძილზე გადაცემას ხდიდა შესაძლებელს. აღსანიშნავია სახელმწიფოს ცენტრალიზაციის მაღალი დონეც — მაგ. მარცვლეული სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი სასაქონლო საწყობებიდან რიგდებოდა, თუმცა იმავდროულად, სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი, კერძო ბაზრებიც არსებობდა. დღევანდელი აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთით, სარწყავ მეურნეობას ტაოს-პუებლოს ინდიელებიც მისდევდნენ. აღსანიშნავია მათი ქალაქური ტიპის დასახლებები — თანამედროვე დიდი ქალაქისათვის დამახასიათებელი, მრავალოთახიანი და მრავალსართულიანი სახლებით. დიდი ტბების რეგიონში სპილენძის იარაღები ადგილობრივი მადნიდან მზადდებოდა, უფრო აღმოსავლეთით კი,

მაიას ცივილიზაციის იეროგლიფები

მექსიკა, ქალაქ-სახელმწიფო ტეოტიჰუაკანი — დღევანდელი მეხიკოს ადგილას. 205

ფიქალისა და კაჟის ქვები სპილენძის ხელსაწყოების მსგავსად გალესეს და ბოლოები გაუმახვილეს. თიხის ჭურჭელსა და მოწნულ კალათებს მთელი ამერიკის ტერიტორიაზე ნახავდით. მიწათმოქმედება ფართოდ განვითარდა მისისიპის დაბლობზე — დღევანდელი სენტლუისის მახლობლად. მისი ყველაზე დიდი — კაჰოკიას დასახლება ზომებით შესაძლოა, შუა საუკუნეების

ევროპული

ქალაქის

ტოლიც

ყოფილიყო.

მისისიპიდან აღმოსავლეთით და მექსიკის ყურემდეც ინდიელები მიწათმოქმედების გარდა, თავს ნადირობითა და თევზაობითაც ირჩენდნენ. ლეგენდის მიხედვით, ევროპელ ახალმოსახლეებს სწორედ ინდიელებმა ასწავლეს მარცვლებთან ერთად არქტიკა — დედამიწის ჩრდილოეთი პოლარული მხარე, რომელიც მოიცავს ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ნაწილებს, თითქმის მთელ ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეს კუნძულებით (გარდა ნორვეგიის სანაპირო კუნძულებისა). ასევე, ატლანტისა და წყნარი ოკეანეების მომიჯნავე ნაწილებს.

მიწაში თევზის ნარჩენების ჩაყრა, რაც მოსავლის ნაყოფიერებას აორმაგებდა. იმავდროულად ჩრდილოეთ ამერიკაში — არქტიკაში მცხოვრებ ესკომოსებს, ისევე, როგორც ტიერა დელ ფუეგოს მკვიდრებს, თუ ამერიკის ორივე კონტინენტის სხვადასხვა ადგილებში მეჩხერად დასახლებულ ველურ ტომებს — ყველას უწევდა გადარჩენისათვის ბრძოლა. ნადირობა და შემგროვებლობა კი მწირი, მაგრამ ყველაზე მარტივი საარსებო წყარო გახლდათ. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შედეგები. დიდმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა, კაპიტალის თავდაპირველი დაგროვების პროცესის მნიშვნელოვნად დაჩქარების შედეგად, ხელი შეუწყო ევროპაში ფეოდალური, სოციალურ-ეკონომიკური წყობილების საბოლოოდ რღვევასა და ახალი კაპიტალისტური სოციალურ-ეკონომიკური წყობილების დამკვიდრებას. ამ აღმოჩენებმა არნახულად გააფართოვა მსოფლიო ვაჭრობის არეალი. ამაში იოლად დავრწმუნდებით, თუ გავიაზრებთ იმას, რომ XVI ს-ის ბოლოს ახალი მიწების აღმოჩენის შედეგად ევროპელებისათვის ცნობილი დედამიწის ფართობი XIV ს-თან შედარებით 6-ჯერ გაიზარდა. სულ მცირე ხანში მსოფლიო ვაჭრობაში არსებული საქონელი მნიშვნელოვნად გამრავალფეროვნდა. იმავდროულად საქონელ-ბრუნვამ არნახული მასშტაბი მიიღო. გამოჩნდა ისეთი საკვები პროდუქტი, რომელიც მანამდე ევროპელებისათვის უცნობი იყო: ამერიკიდან შემოვიდა კარტოფილი, პომიდორი, ლობიო, გოგრა, წითელი წიწაკა, სიმინდი. ინდაურიც სწორედ მექსიკიდან შეიყვანეს ევროპაში. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შედეგად იწყება შრომის მსოფლიო დანაწილების თვისობრივად ახალი ეტაპი, იქმნება მსოფლიო მეურნეობა და მსოფლიო ბაზარი. მყარდება ეკონომიკური კავშირები დედამიწის სრულიად განსხვავებული მატერიალური კულტურის მქონე მხარეებსა და ხალხებს

206

შორის, ანუ საფუძველი ეყრება კაცობრიობის გამთლიანების პროცესს. პორტუგალია. XVI საუკუნის დასაწყისისათვის, პორტუგალიის მოსახლეობა ოდნავ თუ ჭარბობდა ერთ მილიონს. სულ რამდენიმე, ისიც პატარა ქალაქს თუ არ ჩავთვლით, ეკონომიკური საქმიანობა ძირითადად არსებობისათვის ბრძოლამდე დაიყვანებოდა. მწირი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გარდა, ყველაზე გავრცელებული მეთევზეობა და მარილის მოპოვება იყო სანაპირო რეგიონებში. საგარეო ვაჭრობა ჯერ მხოლოდ მაშინ დგამდა პირველ გაუბედავ ნაბიჯებს და საექსპორტოდაც, უმთავრესად, პირველადი მოხმარების საგნები გაჰქონდათ: მარილი, თევზი, ღვინო, ზეითუნის ზეთი, ხილი, კორპი (მარადმწვანე ხე) და ტყავეული. იმპორტის სახით კი შეჰქონდათ ფქვილი (მოსახლეობის სიმცირისა და აგრარულ მეურნეობაზე ორიენტირების მიუხედავად, ქვეყანას მარცვლეულით საკუთარი თავის უზრუნველყოფა მაინც არ შეეძლო) და ისეთი მანუფაქტურული ნაწარმი, როგორიცაა ქსოვილები და ლითონმასალები. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქაში პორტუგალიამ, ამ მცირე და შედარებით ღარიბმა ქვეყნამ უდიდესი საზღვაო იმპერია შექმნა აზიის, აფრიკისა და ამერიკის ტერიტორიებზე.

როგორ მოახერხა ეს? ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ იმ პერიოდში ინდოეთის ოკეანის სანაპიროებზე არცერთი ძლიერი სახელმწიფო არ არსებობდა. მაგრამ ისიც აშკარაა, რომ პორტუგალიის წარმატებაში მთავარი როლი ზღვაოსნობაში მის მიერ დაგროვილმა გამოცდილებამ ითამაშა, რაც დიდად წაადგათ პორტუგალიელებს გემთმშენებლობისა და ნავიგაციის განვითარების საქმეში. პორტუგალიელების გამოჩენამდე, როგორც გვახსოვს, არაბი სოვდაგრები ერთპიროვნულად აკონტროლებდნენ ინდოეთის ოკეანესა და სავაჭრო გზებს ინდოეთიდან წითელ ზღვამდე და ეგვიპტემდე; იქ უკვე იტალიელებზე ყიდდნენ აღმოსავლეთიდან ჩატანილ საქონელს, იტალიელები კი ამ საქონელს მთელ ევროპაში ავრცელებდნენ. პორტუგალიელებმა ინდოეთის ოკეანეში გამოჩენიდან მოკლე დროში იქ არაბები ფრანცისკო დე ალმეიდა ინდოეფრიად შეავიწროვეს და მათი ადგილი თვითონ დაიკავეს. თის გუბერნატორად 1505 წელს პორტუგალიელთა მიერ ინდოეთში დანიშნულმა პირველმავე დაინიშნა. მეფისნაცვლმა ფრანცისკო დე ალმეიდამ აქტიური დაპყრობითი პოლიტიკა წამოიწყო: მან ბევრი ქალაქი აიღო და დიუ — ციხე-სიმაგრე ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე. ინდოეთის სანაპიროებზე რამდენიმე ახალი ციხე-სიმაგრეც ააშენა. მანვე საზღვაო ბრძოლაში დიუსთან მთლიანად საზღვაო ბრძოლაში დიუსთან გაანადგურა მუსლიმთა ძლიერი ფლოტიც. 1509 წელს მოხდა.

207

მაკაო – ჩინეთის ავტონომიური ერთეული, პორტუგალიის ყოფილი სპეციალური ტერიტორია სამხრეთჩინეთის ზღვის სანაპიროზე. შედგება ნახევარკუნძულისა და რამდენიმე პატარ კუნძულისაგან. დაუბრუნდა ჩინეთს 1999 წლის დეკემბერში.

იმავე წელს მისი უფლებამოსილებები გადაიბარა ალფონსო დე ალბუკერკემ — პორტუგალიელ მეფისნაცვალთაგან ყველაზე სახელგანთქმულმა, რომელმაც ბოლომდეც მიიყვანა ინდოეთის ოკეანეზე პორტუგალიელების სრული გაბატონების საქმე. მან აიღო სანავსადგურო ქალაქი ორმუზი — სპარსეთის ყურის გასაღები — და მალაის ნახევარკუნძულსა და სუმატრას შორის ვიწრო სრუტის გასაკონტროლებლად, ციხესიმაგრე მალაკა ააგო. ამან პორტუგალიელებს საშუალება მისცა მთლიანად დაპატრონებოდნენ უძვირფასესი სანელებლებით ცნობილ სელებესა და მოლუკის კუნძულებთან მისასვლელ გზებს. ბოლოს, 1515 წელს, ალფონსო დე ალბუკერკემ ცეილონიც დაიკავა და პორტუგალია, ფაქტიურად, ინდოეთის ოკეანის ერთადერთ მპყრობელად აქცია. თუმცა ისიც სათქმელია, რომ მისი მცდელობა — აეღო ადენი წითელი ზღვის სანაპიროზე, უშედეგოდ დასრულდა და პორტუგალილებს კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდათ, სანამ სანელებლებით ვაჭრობის სრულ მონოპოლიზირებას მოახერხებდნენ. ალბუკერკემ დედაქალაქად გოა აირჩია, ქალაქი ინდოეთის მალაბარის სანაპიროზე. სხვათა შორის, გოაცა და დიუც პორტუგალიის სამფლობელოებად 1961 წლამდე რჩებოდა. იმავე ხანებში პორტუგალიამ სავაჭრო ურთიერთობები დაამყარა სიამთან (ტაილანდი) და იაპონიასთან. ისინი ჩინეთის სამხრეთ სანაპიროსთან მდებარე მაკაოშიც დაფუძდნენ (1557) და ეს კუნძული თითქმის ოთხსაუკუნე ნახევარი (1999 წლამდე) ეჭირათ. მოსახლეობის სიმცირის გამო, პორტუგალია არ ცდილობდა ინდოეთისა და აფრიკის შიდა რეგიონების, თუ კუნძულების დაპყრობასა და ათვისებას — ის მხოლოდ სტრატეგიულ პორტებსა თუ სავაჭრო ცენტრებში მიმავალი საზღვაო გზების კონტროლით კმაყოფილდებოდა. პორტუგალიელები მაინცდამაინც ყურადღებას თავდაპირველად არც თავიანთ კოლონიებს აქცევდნენ აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში. თუმცა უკვე XVI საუკუნის შუა წლებში, ბრაზილიის სანაპიროებთან ფრანგი ფლიბუსტიერების თარეშით

მანუელ I (ბედნიერი) 1495-1521

ალფონსო დე ალბუკერკე ინდოეთის გუბერნატორი , 1509-1515 208

შეშფოთებულებმა იქ მრავალი ფორტი, თუ დასახლებაც დააარსეს. მეფე უხვად არიგებდა მიწებს და იმედიც ჰქონდა, კოლონიები თავისით მომძლავრდებიანო. თანადათანობით ასეც მოხდა: ბრაზილიაში ერთი მხრივ, ლერწმის შაქრის შეტანაგაშენება და მეორე მხრივ აფრიკელი მონების შეყვანა დაიწყეს, რამაც პორტუგალიის ეს კოლონია თანდათან ეკონომიკურად მოამძლავრა და იმპერიის ეკონომიკასაც საგრძნობლად წაადგა. პორტუგალიელების კოლონიებით ნაკლებად დაინტერესებულობის მიზეზი მაინც ის იყო, რომ აზიაში სანელებლებით ვაჭრობას იმდენად დიდი მოგება მოჰქონდა, თავს აღარავინ იტკიებდა ბრაზილიისა თუ აფრიკის ტროპიკებში ექსპედიციების გაგზავნით. პორტუგალიელთა მონოპოლიამ სანელებლებზე, მათ მიმართ დამცინავი მეტსახელების მთელი წყება გამოიწვია: პორტუგალიელ მონარქებს ხან „წიწაკის მეუფეებს“ ეძახდნენ, ხან კი „მწვანილეულის მბრძანებლებს“. ასეთი დაცინვის მიუხედავად აშკარაა, რომ პორტუგალიის მრეწველობამ და ვაჭრობამ XVI-ის შუა წლებისათვის ფრიად შთამბეჭდავ ზომებს მიაღწია. იმავდროულად პორტუგალიის ეკონომიკური პოლიტიკის სისუსტეებმაც იჩინა თავი: უპირველეს ყოვლისა ეს ხომალდები სიმცირე იყო — სამასამდე ხომალდი არაფრით აღარ ყოფნიდა ორივე ნახევარსფეროში ექსპედიციის მოწყობას. ეს კარგად შეამჩნიეს ყველგანმყოფმა ჰოლანდიელებმა და ინგლისელებმა. ისინი ხომ სულ იმის ცდაში იყვნენ, სად დაესწროთ და რა მიეტაცათ, თუმცა თუ ჰოლანდიელები ამას კანონების სრული დაცვით ახერხებდნენ, ინგლისელები არც კონტრაბანდას თაკილობდნენ და მეკობრეთა დროშის ფრიალითაც წაღმა-უკუღმა ძარცვავდნენ პორტუგალიელთა ხომალდებს. მით უფრო, რომ, პორტუგალიელთა მხრივ არცთუ ჭკვიანურად შედგენილი შეთანხმებების წყალობით, ინგლისის სამხედრო გემებს სრული უფლება ჰქონდათ პორტუგალიის კუთვნილი კოლონიების წყლებში ეცურათ. ებრაელები პორტუგალიაში. პორტუგალიის ეკონომიკას მნიშვნელოვანი დარტყმა ებრაელთა ქვეყნიდან გაძევებამაც მიაყენა. პორტუგალიაში უამრავი ებრაელი სახლობდა, ბევრი ქრისტიანად მოინათლა, მაგრამ დიდი წილი კვლავაც მოსეს რჯულზე იდგა. 1496 წლის დეკემბერში მანუელ I გამოსცა დეკრეტი, რომლის მიხედვით ყველა ებრაელი ან უნდა მონათლულიყო, ან ქვეყანა უნდა დაეტოვებინათ ბავშვების გარეშე. შემდგომ, პორტუგალიაში ხელისუფლების თანხმობით კათოლიკური ეკლესიის ინკვიზიცია ამოქმედდა და ცოდვის დღეც დატრიალდა: დასმენები ყოველდღიურ წესად იქცა, ასე განსაჯეთ, შაბათობით სუფთა პერანგის ჩაცმაც კი შეიძლებოდა მძიმე ბრალად დასდებოდა კაცს. შედეგად, უამრავი შეძლებული ებრაელი მეწარმე, გამოცდილი ხელოსანი და უნარიანი ვაჭარი გაიხიზნა საზღვარგარეთ, ძირითადად ნიდერლანდებში, რაც ძალზე დაეტყო ორივე ქვეყნის ეკონომიკას — ოღონდ დადებითად ნიდერლანდებს და უარყოფითად — პორტუგალიას. ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვანი ზიანი XVI ს-ის ბოლოსათვის ესპანეთის მიერ მისმა დროებით დაპყრობამ (1581-1640) მიაყენა.

209

ფლიბუსტიერები — ზღვის ყაჩაღები, მეკობრეები. ძარცვავდნენ უმეტესად ესპანურ და პორტუგალიურ გემებსა და კოლონიებს ამერიკაში.

ესპანეთი. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენებით ესპანეთის იმპერიამ პორტუგალიაზე კიდევ უფრო მეტად იხეირა. სანელებლების ამაოდ ძებნით გაწბილებულმა და კარიბის ზღვის აუზის აბორიგენებისათვის წართმეული ნადავლით მადაგაღვიძებულმა ესპანელებმა ძალიან სწრაფად აიღეს ხელი თავდაპირველ განზრახვაზე, რაც ინდოეთში გასასვლელის ჯიუტად ძებნაში გამოიხატებოდა და მთლიანად ოქროვერცხლის ძიებაზე გადაერთნენ. ამან მათ მექსიკის შუაგულსა და სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში მდიდარი ცივილიზაციები აღმოაჩენინა. 1519-1521 წლებში, ერნანდო კორტესმა წარმატებით დააგვირგვინა მექსიკაში აცტეკთა იმპერიის დაპყრობის საქმე ფრანცისკო პისარომ კი XVI საუკუნის ოცდაათიან წლებში პერუში ინკების იმპერიას მოუღო ბოლო. იმავე საუკუნის ბოლოსათვის, ესპანეთი მთლიანად გაბატონდა დასავლეთ ნახევარსფეროში — ჩრდილოეთით ფლორიდა-კალიფორნიიდან, სამხრეთით ჩილემდე და რიო დე-ლაპლატამდე (ბრაზილიის გარდა). თავდაპირველად ესპანელები უბრალოდ ძარცვავდნენ ადგილობრივ მოსახლეობას; როცა საძარცავი აღარაფერი დარჩა, ესპანელებმა ევროპული სამთო საქმის მოწინავე მეთოდების გამოყენებაც დაიწყეს და მექსიკისა და ანდების ვერცხლით მდიდარი საბადოები აითვისეს. ამგვარად, პორტუგალიელებისაგან განსხვავებით, ესპანელები თავიდანვე კოლონიზაციის გზას დაადგნენ და დაპყრობილ ტერიტორიებზე საფუძვლიანად მოიკიდეს ფეხი. მათ აქ ევროპული ტექნოლოგიები, ხელსაწყო-იარაღები და ინსტიტუტები დანერგეს (რელიგიის ჩათვლით) და ამ ყველაფერს ცეცხლითა და მახვილით „აზიარეს“ ადგილობრივი, ინდიელი მოსახლეობა. ევროპული კულტურისა და მანუფაქტურული ნაწარმის გარდა, ესპანელებმა სამხრეთ ამერიკაში მანამდე იქ სრულიად უცნობი ბევრი სასოფლოსამეურნეო კულტურაც ჩაიტანეს, მათ შორის ხორბალი და მარცვლეულის არაერთი ჯიში, შაქრის ლერწამი, ყავა, ბოსტნეულის გარკვეული სახეობები, ხილი (ციტრუსების ჩათვლით) და სხვა. კოლუმბამდელ ინდიელებს, როგორც გვახსოვს, არანაირი ცხოველი არ ჰყოლიათ მოშინაურებული — ძაღლისა და სანახევროდ ლამას გარდა. სწორედ ესპანელებმა ჩაიყვანეს იქ

ერნანდო კორტესი 1485-1547

ფრანსისკო პისარო 1475-1541 210

ვესტ-ინდოეთი — ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებს შორის მდებარე ატლანტის ოკეანის კუნძულების საერთო სახელწოდება.

ცხენი, მსხვილფეხა საქონელი, ცხვარი, ვირი, თხა, ღორი და შინაური ფრინველის მეტი წილი. ამერიკაში შეტანილმა ევროპული ცივილიზაციის სხვა „სიკეთეებმა“, მაგალითად — ცეცხლსასროლმა იარაღმა, ალკოჰოლმა და ისეთმა დაავადებებმა, როგორიცაა ყვავილი, წითელა თუ ტიფი, საოცრად სწრაფი გავრცელება ჰპოვა და მომაკვდინებელი შედეგებიც მოუტანა ამერიკელ ინდიელებს. კოლუმბის დროს, ადგილობრივი მოსახლეობა დაახლოებით 25 მილიონს ითვლიდა, თუმცა უკვე XVI საუკუნის ბოლოსათვის, ხსენებული მომაკვდინებელი სიახლეების გამოჩენის შედეგად, სულ რამდენიმე მილიონამდე დავიდა. შემცირებული მუშახელის შესავსებად, ესპანელებმა უკვე 1501 წლიდან დაიწყეს აფრიკიდან მონების შეყვანა დასავლეთ ნახევარსფეროში. 1600 წლისათვის, ვესტ-ინდოეთის მოსახლეობის უმრავლესობას უკვე აფრიკელები და შერეული რასის ადამიანები შეადგენდნენ. ევროპის სამფლობელოების გაფართოების ეს პერიოდი გამორჩეული იყო არა მხოლოდ ევროპული კულტურის არეალის ზრდის, არამედ ადგილობრივ კულტურათა სახეცვლილებისა თუ, ხშირად, სრული განადგურების თვალსაზრისითაც. ამავე დროს, აბორიგენ მოსახლეობასთან ურთიერთობით ახალ ნიშან-თვისებებს იძენდა თავად ევროპული კულტურაც. ეკონომიკური კუთხით, ევროპის გაფართოებას სავაჭრო საქონლის მოცულობის ზრდა და გამრავალფეროვნება მოჰყვა. XVI საუკუნეში, აღმოსავლური სანელებლებისა და დასავლეთის ოქრო-ვერცხლის ხვედრითი წილი კოლონიალურ იმპორტში გასაოცარ მასშტაბებს აღწევდა. ასე მაგალითად, 1594 წელს ახალი სამყაროს ესპანური კოლონიებიდან გატანილი, აღრიცხული დოვლათის 95%-ს სწორედ ოქრო-ვერცხლი შეადგენდა. ამავე დროს, სავაჭრო მიმოქცევაში თანდათანობით იმატა სხვა საქონელმაც. ეგზოტიკურმა საღებავებმა (მაგალითად, ინდიგომ) ფერადოვნება შემატა ევროპული წარმოების ქსოვილებს და მათზე მეტი მოთხოვნილება გააჩინა. აფრიკული ყავა, ამერიკული კაკაო და აზიური ჩაი ევროპელთათვის მოხმარების აუცილებელ საგნად იქცა; ბამბა და შაქარი, იმის მიუხედავად, რომ მანამდეც იყო ცნობილი ევროპელთათვის, ადრე დიდი მოთხოვნილებით არ სარგებლობდა. როცა შაქრის ლერწამი ამერიკაშიც გავრცელდა, შაქრის წარმოება არნახულად გაიზარდა და ეს პროდუქტი უკვე შეუცვლელი გახდა ევროპაში. იგივე ითქმის ბამბის მიმართაც: ინდოეთიდან ბამბეულის შეტანამ, რაც თავიდან მხოლოდ შეძლებული ხალხის ფუფუნების საგანს წარმოადგენდა, ევროპის მრეწველობის ერთ-ერთ მთავარი დარგის — საფეიქრო მრეწველობის — აღმოცენებას შეუწყო ხელი, მაგრამ ამ ნედლეულის უკვე ამერიკიდან დიდი რაოდენობით შემოტანამ, ბამბის ნაწარმის მასიური მოხმარების საქონლად ქცევა განაპირობა. თამბაქოც ამერიკიდან სწრაფად გავრცელდა ევროპაში და ეკლესიისა და სახელმწიფოს მხრიდან მისი აკრძალვის მრავალი მცდელობის მიუხედავად, გასაოცარი პოპულარობაც მოიპოვა. მერე და მერე, ევროპელთა კვების რაციონში ტროპიკული ხილიც გაჩნდა, ხოლო შეტანილი ბეწვეულის, ტყავეულის, ეგზოტიკური ხის ნაკეთობებისა თუ ქსოვილების შეძენა-მოხმარება პრესტიჟის საქმედ იქცა.

211

ფასების რევოლუცია. ვაჭრობა, სავაჭრო გზები და კომერციული ორგანიზაციები. ესპანური კოლონიებიდან წამოსულმა ოქრომ და ვერცხლმა დიდად გაზარდა მონეტებად მოსაჭრელი ლითონის მარაგი ევროპაში. ესპანეთმა სცადა აეკრძალა ზოდების ექსპორტი, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა: პირველ რიგში, თავად სახელმწიფოს უწევდა მათი დიდი რაოდენობით გატანა იტალიაში, გერმანიასა და ჰოლანდიაში — ვალების გასასტუმრებლად და უსასრულო ომების დასაფინანსებლად. ამას კონტრაბანდაც ემატებოდა და მალე მთელ ევროპას მოედო ესპანური ოქრო-ვერცხლი. შედეგად, ფასებმა დაახლოებით სამჯერ თუ ოთხჯერ აიწია. თუმცა ეს ფასები რეგიონებისა და თავად საქონლის მიხედვით იცვლებოდა: უფრო მეტად გაიზარდა ანდალუსიაში (კასტილიის სამეფო), რომლის საპორტო ქალაქებიც ერთადერთ კანონიერ არხს წარმოადგენდა ამერიკული ოქრო-ვერცხლისათვის, შედარებით ნაკლებად აისახა ეს გეოგრაფიულად დაშორებულ და ჩამორჩენილ რუსეთში. ასევე, ფასებმა, სხვა საქონელთან შედარებით, აიწია საკვებ პროდუქტზე — განსაკუთრებით მარცვლეულზე, ფქვილსა და პურზე. ზოგადად კი, ფასების ზრდამ ბევრად გაუსწრო შემოსავლებს და შედეგად, საგრძნობი დისბალანსიც გაჩნდა. ერთი მხრივ, ფასების რევოლუციამ თუ გლეხობისა და სოფლის მემამულეების გაღარიბება გამოიწვია, მეორეს მხრივ — კაპიტალიზმის სწრაფ განვითარებასაც მისცა ბიძგი. XV-XVII საუკუნეებში ეკონომიკის ყველა სხვა დარგთან შედარებით, ვაჭრობა ევროპაში ყველაზე დინამიურად ვითარდებოდა. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სავაჭრო გაცვლაგამოცვლის ლომის წილი მაინც ადგილობრივი მასშტაბით ხორციელდებოდა. დიდი თუ მცირე ქალაქები აუცილებელ სურსათ-სანოვაგეს უშუალოდ შემოგარენიდან იღებდნენ და სანაცვლოდ სოფლებს მანუფაქტურული ნაწარმით ამარაგებდნენ. მაგრამ ეკონომიკური განვითარების ისტორიისათვის, შორეულ ვაჭრობაში გაჩენილი ცვლილება-სიახლეები უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შედეგები იტალიისათვის. პორტუგალიელთა მიერ ინდოეთის ოკეანეში გაბატონება დიდი დარტყმა იყო ვენეციელებისათვის ზოგადად, იტალიური ქალაქებისათვის. მართალია, სანელებლებით ვაჭრობა ეგვიპტისა და არაბეთის გავლით, უცებ არ შეწყვეტილა, მაგრამ პორტუგალიელებთან მეტოქეობამ თანდათანობით ამ მარშრუტების მნიშვნელობა საგრძნობლად დააკნინა. შემდგომში, სავაჭრო საქმიანობის ცენტრმა ჩრდილოთ ევროპისაკენ გადაინაცვლა და ვენეციელი ელჩები უკვე დიდ წუხილს გამოთქვამდნენ იმის თაობაზე, რომ მახლობელი აღმოსავლეთის იმ ბაზრებზე, სადაც მანამდე იტალიელები ერთპიროვნულად ბატონობდნენ მათ პროდუქციას დიდ კონკურენციას უწევდა იაფი ფრანგული და ინგლისური ქსოვილები. იტალიის ეკონომიკისათვის დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების უარყოფითი შედეგები კარგად ესმოდათ იტალიელებს XV ს-ის 90-იან წლებშიც. ვასკო და გამას მიერ აფრიკის შემოვლით ინდოეთში სავაჭრო გზის აღმოჩენის შესახებ ერთ-ერთი იმჟამინდელი იტალიელი ბანკირის დღიურში

212

ვკითხულობთ: „როდესაც ვენეციაში ეს ამბავი მოვიდა, ამან მთელი ქალაქი დიდი მწუხარებით აღავსო. ხოლო სენატორებმა კი აღიარეს, რომ ეს ამბავი იყო უარესი, რაც კი შეიძლებოდა ვენეციას გადახდომოდა, თუ არ ჩავთვლით საკუთრივ თავისუფლების დაკარგვას“. ჰოლანდიელთა სარგებელი. პორტუგალიელთა და ესპანელთა საზღვაო აღმოჩენების შემდეგ, უაღრესად გამრავალფეროვნებულ საქონელს ევროპის ბაზრებზე თავად ამ ქვეყნების ვაჭრები კი არ ასაღებდნენ, არამედ ჰოლანდიელებს გადააბარეს მათი დისტრიბუცია. ამ უკანასკნელთა აგრესიული წინსვლა კი ჯერ კიდევ XV საუკუნიდან დაიწყო, როცა ჰოლანდიურმა ფლოტმა ჩრდილოეთის ზღვაში თანდათან გერმანულ ქალაქთა კავშირის — ჰანზას ბატონობა შეასუსტა და ფაქტობრივად, ხელთ იგდო მთელი ვაჭრობა ჩრდილოეთ ევროპასა და საფრანგეთს, პორტუგალიას, ესპანეთსა და ხმელთაშუაზღვისპირეთს შორის. უფრო მეტიც, ამ პერიოდში ინგლისსა და კონტინენტს შორის სავაჭრო ურთიერ-თობასაც ჰოლანდიელები წარმართავდნენ. ჰოლანდიელები, ასევე, აგრესიულობით გამოირჩეოდნენ შორეულ საზღვაო ვაჭრობაშიც: მართალია, ესპანეთთან სავაჭრო ურთიერთობებს მათმა, როგორც ქვემოთ ვნახავთ, ესპანეთისაგან დამოუკიდებლობისათვის ბრძოლამ მოუღო ბოლო, მაგრამ პორტუგალიასთან ვაჭრობა არ შეუწყვეტიათ. შემდეგ კი, როცა ესპანეთმა პორტუგალია დაიმორჩილა და ლისაბონის პორტიც ჰოლანდიური გემებისათვის ჩაიკეტა, საზღვაო ვაჭრობაზე დიდად დამოკიდებული ჰოლანდია მაშინვე შეუდგა შორეული, მრავალთვიანი მოგზაურობებისთვის გამოსადეგი გემების მშენებლობას და მალე ინდოეთის ოკეანეში შეიყვანა თავისი ფლოტი. სულ რაღაც ათ წელიწადში, უკვე 50-ზე მეტი გემი დაცურავდა აფრიკის შემოვლით ნიდერლანდებსა და ინდოეთს შორის. ეს საზღვაო ექსპედიციები იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ უკვე XVII ს-ის დასაწყისისათვის (1602) ჩამოყალიბდა ჰოლანდიის „ოსტინდოეთის კომპანია“, რომელმაც იურიდიულად გაიფორმა ვაჭრობის მონოპოლია ინდოეთსა და ნიდერლანდებს შორის.

213

T a v i VII

1517 მარტინ ლუთერი ვიტენბერგის (გერმანია) ეკლესიის კარზე აკრავს თავის „95 თეზისს“, რითაც გამოხატავს პროტესტს კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ. ამით იწყება პროტესტანტული რეფორმაცია.

1500

214

1520

1559

ოსმალეთის იმპერიის ტახტზე ადის სულეიმან I. მისი მმართველობა არის იმპერიის „ოქროს ხანა“.

ინგლისისა და ირლანდიის ტახტზე ადის ელიზაბეთ I, თიუდორების დინასტიის ბოლო წარმომადგენელი.

215

მოგეთხოვებათ შემდეგი ცნებების, ტერმინების, სახელების და წლების ცოდნა ბულიონიზმი  მანუფაქტურა  იტალიური ომები  რეფორმაცია  ინკვიზიცია  ინდულგენციები  „95 თეზისი“ პროტესტანტიზმი  კანტონი  სეფიანთა სპარსეთი  ამასიის ზავი  ანგლიკანური ეკლესია 

სენტ‐გოტარდის  უღელტეხილი  ქ. ბუდა

მაქსიმილიანე  I კარლოს V მარტინ ლუთერი  ულრიჰ ცვინგლი  ჟან კალვინი  ფერდინანდ I ფილიპე  II სულეიმან  I ჰენრი  VIII ელისაბედ  I

1517 - რეფორმაციის   დასაწყისი  XVI ს‐ის შუა წლებისათვის  ოსმალეთი უზარმაზარ და  უძლიერეს სახელმწიფოდ  ჩამოყალიბდა  1571 - ინგლისის  პარლამენტმა    დაამტკიცა „რწმენის 39 მუხლი“

მასალის კითხვისას მოახდინეთ ფოკუსირება შემდეგ საკვანძო საკითხებზე: 1. შუა საუკუნეების დასასრული და ახალი ისტორიის დასაწყისის ძირითადი მახასიათებლები; 2. რა საერთო ეკონომიკური ნიშნები აქვთ ევროპულ სახელმწიფოებს კაპიტალის პირველადი დაგროვების ხანაში? 3. მანუფაქტურა და კაპიტალისტური წარმოების ჩასახვა XVI საუკუნის ევროპაში? 4. პოლიტიკურ ძალთა ახალი გადანაწილება ევროპაში; 5. ოსმალეთის იმპერია და ცვლილებები ევროპისა და მახლობელი აღმოსავლეთის პოლიტიკურ რუკაზე; 6. ევროპაში რეფორმაციის მიზეზები და შედეგები.

216

nakveTi III. msoflio Sua saukuneebisa da axali istoriis gasayarze istoriis axali periodis dasawyisi § 1. ფეოდალიზმის დაშლა და კოლონიური იმპერიების ჩამოყალიბება ეკონომიკური ნაციონალიზმი და იმპერიალიზმი. ერთიანი ეროვნული სახელმწიფოების წარმოქმნის შემდეგ, ევროპის სახელმწიფოთა ეკონომიკური პოლიტიკა ორგვარ მიზანს ისახავდა: ეკონომიკური ძლიერების უზრუნველყოფას — სახელმწიფოს განსამტკიცებლად და სახელმწიფოს ძალაუფლების გამოყენებას — ეკონომიკური ზრდისა და ქვეყნის გამდიდრების უზრუნველსაყოფად. ამ პოლიტიკას კარგად გამოხატავს XVII ს-ის ბრიტანელი ვაჭრისა და პოლიტიკოსის, ჯოსაია ჩაილდის გამონათქვამი: „მოგებისა და ძალაუფლების მოაზრება ერთობლიობაშია აუცილებელი“. ამავე დროს, სახელმწიფოები ცდილობდნენ მაქსიმალური მოგება ენახათ ძალზე გაბერილი სამხედრო ხარჯებისა და სამოხელეო აპარატის შესანახად და ამ მოგების დევნა ხშირ შემთხვევაში იმ პოლიტიკის გატარებისკენაც უბიძგებდათ, რაც, საბოლოოდ, უკუშედეგებს იძლეოდა, ვინაიდან აფერხებდა ეკონომიკურ ზრდას. აღსანიშნავია ისიც, რომ ევროპელი მონარქები საკუთარი ქვეყნების ეკონომიკურად და პოლიტიკურად გამთლიანების მცდელობისას, სასტიკ მეტოქეობას უწევდნენ ერთმანეთს და არა მარტო საკუთრივ ევროპაში ესწრაფვოდნენ ტერიტორიების გაფართოვებას, არამედ კოლონიურ სამფლობელოებსა და საზღვაო ვაჭრობაზეც არა ნაკლები დაჟინებით ცდილობდნენ მონოპოლური კონტროლის დაწესებას. ევროპული სახელმწიფოების ამგვარი პოლიტიკის მიზეზი ის გახლდათ, რომ ნებისმიერი ქვეყანა ცდილობდა თვითკმარი ყოფილიყო ომიანობის შემთხვევაში, მაგრამ საკუთრივ სხვისი ტერიტორიების მიტაცებისა და ვაჭრობაზე მონოპოლიის დაწესების მცდელობები თავისთავად ახალ-ახალი ომების მიზეზი ხდებოდა, რაც საბოლოო ჯამში თვით ამ ქვეყნების ეკონომიკას ვნებდა. ასეთი, შეიძლება ითქვას „ეკონომიკური ნაციონალიზმის“ პოლიტიკა, რაც როგორც გვახსოვს, იმ ხანად გაბატონებული მერკანტილისტური ეკონომიკურ-პოლიტიკური აზროვნებიდან მომდინარეობდა, ევროპელ მმართველთა შორის რელიგიური განსხვავებებისა და დინასტიური მეტოქეობის გამო არსებული ანტაგონიზმის გაღვივებას კიდევ უფრო უწყობდა ხელი. საერთო ნიშნები. კაპიტალის პირველადი დაგროვების ხანაში ევროპის სახელმწიფოების მერკანტილისტურ ეკონომიკურ პოლიტიკას, როგორც გვახსოვს, სხვა ნიშან-თვისებებთან ერთად, გამოკვეთილად ერთი რამ ჰქონდა საერთო: ყველა ცდილობდა ოქრო-ვერცხლი არ გასულიყო საზღვარს გარეთ. ამას ბულიონიზმი ეწოდება. ქვეყნების უმეტესობაში, რადგან ძვირფასი ლითონის საბადოები მცირე იყო, ოქრო-ვერცხლით მდიდარი კოლონიების ათვისება სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩანდა. ამ მხრივ, კარგი მაგალითია ესპანეთი. ხოლო საფრან-

217

Tavi sarCevi:

VII

§ 1. ფეოდალიზმის დაშლა და კოლონიური იმპერიების ჩამოყალიბება...............................217 § 2. რეფორმაცია ევროპაში და ისტორიის ახალი პერიოდის დასაწყისი ………………….……229

ჯოსაია ჩაილდი, 1630-1699 ცნობილი ინგლისელი ვაჭარი, ეკონომისტი და პოლიტიკოსი; მერკანტილიზმის მიმდევარი.

ბულიონიზმი წარმოადგენს ეკონომიკურ თეორიას, რომლის მიხედვითაც სიმდიდრე განისაზღვრება ძვირფასი მეტალების არსებობით. ბულიონიზმი წარმოადგენს მერკანტილიზმის ადრეულ და პრიმიტიულ ფორმას.

გეთს, ჰოლანდიასა და ინგლისს, რომელთა კოლონიები ძვირფასი ლითონების მარაგით არ გამოირჩეოდა, ამის გაკეთება ვაჭრობის გზით უწევდა. სწორედ ეს იყო მიზეზი, რაზეც ადამ სმიტი მიანიშნებდა: „ვაჭრებმა უდიდესი გავლენა მოიპოვეს

სახელმწიფო მმართველობაში და სწორედ ისინი განსაზღვრავდნენ ვაჭრობის ხელსაყრელ ბალანსს.“ მართლაც, იმ ხანის მმართველთათვის იდეალური ვითარება იმ შემთხვევაში იყო, თუ ქვეყანა საზღვარგარეთ მხოლოდ გაყიდდა და არაფერს იყიდდა; არადა რეალურად, ეს ხომ შეუძლებელი გახლდათ, ამიტომ გაჩნდა კითხვა: რა გაეტანათ და რა შემოეტანათ? ხშირი მოუსავლიანობისა და პერიოდული შიმშილობის შიშით, ხელისუფლება ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი მარცვლეული თუ სხვა საკვები პროდუქტი დაეგროვებინა ქვეყანაში და მის ექსპორტს ერიდებოდა. ამავე დროს, ცდილობდა წაეხალისებინა მეწარმეები, რომ მათ არა მარტო გაეტანათ ნაწარმი, არამედ შიდა ბაზარიც მთლიანად უზრუნველეყოთ და საამისოდ წარმოების მასშტაბები გაეზარდათ. უცხოელ მწარმოებლებს ქვეყანაში ან არ უშვებდნენ, ან აიძულებდნენ ძალიან მაღალი ტარიფები გადაეხადათ. ადგილობრივ მეწარმეებს კი მონოპოლიური პირობების შექმნით და ექსპორტირებულ საქონელზე სუბსიდიების გაცემით უწყობდნენ ხელს. თუ ქვეყანაში ესა თუ ის ნედლეული არ არსებობდა, მისი შემოტანა იმპორტის ბეგარისაგან თავისუფლდებოდა; მოქმედებდა აგრეთვე არაერთი კანონი, რომელიც უცხოური საქონლის მოხმარების არეალს ზღუდავდა და ადგილობრივს აძლევდა უპირატესობას. ასეთ ეკონომიკურ პოლიტიკას, როგორც გვახსოვს პროტექციონიზმი ეწოდება. ამ პირობებში უდიდეს მნიშვნელობას იძენდა საზღვაო ფლოტი. საქმე ისაა, რომ არა მარტო მეთევზეობის, არამედ კოლონიებიდან შემოზიდულ ოქრო-ვერცხლზე, შაქარზე, თამბაქოსა და რომზე მოთხოვნილება, ერთიათად გაიზარდა. ყოველივე ამის კოლონიებიდან შემოტანას კი საზღვაო ფლოტი ესაჭიროებოდა. იმის საჩვენებლად, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ პირობებში საზღვაო ფლოტი, საკმარისია ლუი XIV-ის პირველი მინისტრის, კოლბერის მოხსენება მოვიშველიოთ, სადაც იგი ამტკიცებდა, რომ მისი მონაცემებით ევროპა 20 000 ხომალდს მოითვლიდა და მათი 3\4 კი ჰოლანდიელებზე მოდიოდა; „აქედან გამომდინარე— ამტკიცებდა მინისტრი — ჩვენი ფლოტის ხვედრითი წილის გასაზრდელად, ჰოლანდიელთა ფლოტის შემცირებაა აუცილებელი”. ცხადზე ცხადია, რომ აქ ომის დაწყების სურვილი იკითხებოდა. მანუფაქტურების შექმნა და ზრდა, მისი ტიპები. XVIXVII სს. მსოფლიო ისტორიაში შევიდა, როგორც ფეოდალიზმის დაშლისა და მის წიაღში კაპიტალისტური წარმოების აღმოცენების პერიოდი. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ამ პროცესს საფუძვლად დაედო ცვლილებები წარმოების სფეროში, ასევე, საშინაო და საგარეო ვაჭრობის გაფართოება. XVI ს-ის დასაწყისში მრეწველობის ძირითად დარგებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა შრომის იარაღები და წარმოების ტექნოლოგია. დიდი წინსვლა იყო მომპოვებელ და გადამამუშავებელ დარგებშიც, გაჩნდა იმ დროისათვის მეტად რთული მოწყობილობები მაღაროსათვის. კერძოდ, წყლის ამოტუმბვის,

218

ჰაერის მიწოდების, მადნის გამოტანისა და მისი პირველადი დამუშავების მექანიზმები. ეს კი, შესაძლებლობას იძლეოდა უფრო ღრმად ჩასულიყვნენ მაღაროებში და დაემუშავებინათ მანამადე მიუწვდომელი შრეები. მეტალურგიაში პატარა ქურების ნაცვლად დაიწყეს მაღალი, სამ მეტრამდე სიმაღლის ქურების შენება, სადაც ჰაერი, წყლის ბორბლის დახმარებით, დიდი საბერველით მიეწოდებოდა. ასეთი ქურებით შესაძლებელი გახდა თუჯის, ხოლო მისი შემდგომი დამუშავებით რკინისა და ფოლადის მიღება. მოგვიანებით ქურა შეიცვალა ბრძმედით. დაინერგა თუჯისაგან რკინისა და ფოლადის გამოდნობის მეთოდი, რომელსაც დღემდე იყენებენ. მეტალურგიაში გაუმჯობესდა ურო, რომელიც მოძრაობაში მოჰყავდათ წყლის ენერგიით. ლითონის საჭედად გამოყენებული ზოგიერთი უროს წონამ ერთ ტონას გადააჭარბა. გამოჩნდა საბურღი დაზგები. ასევე, დაზგები ფურცლოვანი რკინისა და ლითონის მავთულის საწარმოებლად. ძრავად გამოიყენებოდა წყლის ბორბალი. ყოველივე ამან გააფართოვა სამრეწველო წარმოება. წყლის ბორბლის ფუნქციონირებისათვის აღარ იყო საჭირო დიდი მდინარეები, საკმარისი იყო არხებიც. არსებული მექანიკური მოწყობილობა და პრიმიტიული მანქანები მოძრაობაში მოჰყავდათ ადამიანის კუნთოვანი ძალისა და პირუტყვის გამოყენებითაც. ზოგიერთ დარგში ამ მიზნით ქარისა და წყლის ენერგიის ფართოდ გამოყენებაც დაიწყეს. მიღწევებმა მეტალურგიაში და ტექნოლოგიებში დადებითად იმოქმედა შრომის იარაღების წარმოებასა და ხარისხზე. ამ გამოგონებებმა და საერთო ტექნიკურმა პროგრესმა საფუძვლიანი ცვლილებები მოახდინა დასავლეთ ევროპის მრეწველობაში: ამაღლდა შრომის ნაყოფიერება, გაიზარდა სასაქონლო პროდუქცის რაოდენობა. წარმოიშვა მრეწველობის ახალი დარგები, გაღრმავდა შრომის საზოგადოებრივი დანაწილება. დაიწყო ქვეყნების სპეციალიზაცია ცალკეული სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო დარგების მიხედვით. XVI ს-ში სოფლის მეურნეობას მთლიანად გამოეყო და წარმოების ცალკე დარგად ჩამოყალიბდა: სამთო საქმე, შავი და ფერადი ლითონების წარმოება, ლითონდამამუშავებელი წარმოების ზოგიერთი დარგი, გემთმშენებლობა, აბრეშუმ-საქსოვი წარმოება და სხვა. სოფლის მეურნეობას ნაწილობრივ გამოეყო მატყლისა და სელის ქსოვილების წარმოებაც. ტექნოლოგიურმა ძვრებმა მრეწველობის იმჟამად ყველაზე გავრცელებული დარგი — საფეიქრო მრეწველობაც მოიცვა: პრიმიტიული ვერტიკალური დაზგის ნაცვლად გაჩნდა ჰორიზონტალური საქსოვი დაზგა; გაუმჯობესდა ქსოვილის წარმოების დამხმარე ოპერაციების საჭირო შრომის იარაღები. მნიშვნელოვნად შეიცვალა მაუდის წარმოების ტექნიკაც: გამოჩნდა მაუდის დოლაბები, რომლებშიც მაუდის გაცურება ხდებოდა, უკვე არა ხელისა თუ ფეხის მეშვეობით, არამედ ხის მძიმე უროებით, რომლებიც წყლის ბორბლებს მოჰყავდა მოქმედებაში. დაიხვეწა აბრეშუმისა და ბამბის ქსოვილების წარმოება, დაიწყო ქაღალდის გამოშვება და წიგნების ბეჭდვა, ოპტიკური სათვალისა და საათის დამზადება. ტექნიკური პროგრესი მხოლოდ მრეწველობით არ შემოიფარგლა. უდიდესი ძვრები მოხდა ტრანსპორტში, განსაკუთრებით კი წყლის ტრანსპორტში. XVI ს-ის დასაწყისში ცეცხლ-

219

სასროლი იარაღის მასობრივმა გამოყენებამ კი სამხედრო საქმეში ნამდვილი რევოლუცია გამოიწვია. ვაჭრობის განვითარების კუთხით საგარეო ვაჭრობის მასშტაბების ზრდაზე არა ნაკლები, თუ სულაც უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონდა საშინაო ბაზრის გაფართოვებას, რამაც ეკონომიკურად შეკრა ცალკეული ქვეყნების შიგნით მანამდე სუსტი ეკონომიკური კავშირების მქონე რეგიონები. სწრაფად იზრდებოდა საქონლის წარმოება საგარეო ბაზრისთვისაც. აქ მთავარი მოქმედი პირი იყო ვაჭარი. ფულის მიმოქცევა ბევრად უფრო ინტენსიური გახდა. შეიქმნა ბირჟა, ადგილი, სადაც იდებოდა ახალი სავაჭრო შეთანხმებები. ბირჟა მალე საქონლითა და ფასიანი ქაღალდებით ოპერაციების ადგილად იქცა. მნიშვნელოვნად განვითარდა საბანკო საქმე და საკრედიტო სისტემა. ამ პერიოდის ევროპისთვის დამახასიათებელია ის, რომ შუა საუკუნეების მთავარმა მწარმოებელმა ხელოსანმა და გლეხმა ამოწურა დამოუკიდებელი განვითარების შესაძლებლობები; ხელოსნის ეკონომიკური მდგომარეობა შეიცვალა. მას ახლა უფრო მეტი სახსრების დახარჯვა სჭირდებოდა მისთვის საჭირო შრომის იარაღების შესაძენად. ამიტომ ის იძულებული ხდებოდა საჭირო ფული სესხის სახით აეღო, რაც ხელოსანს დამოკიდებულს ხდიდა ვაჭარზე, ბანკზე ან კაპიტალის სხვა მფლობელზე. ეს კი ხელოსანთა ამქრული გაერთიანებების, თუ კორპორაციების დაშლასა და კაპიტალის მსხვილ მფლობელზე მათ ცალ-ცალკე ან ერთად დაქვემდებარებას იწვევდა. ამგვარად, შუა საუკუნეების ამქრულ-ხელოსნური წარმოება ადგილს უთმობდა ახალ, კაპიტალისტურ წარმოებას. ხელოსანი ხშირად იძულებული იყო ვაჭრისაგან დროებითი სარგებლობის მიზნით იჯარით აეღო შრომის იარაღები, ან ფულადი სესხი მათ შესაძენად. ასეთ შემთხვევაში ხელოსანი ხშირად გადაიქცეოდა დაქირავებულ მუშად, რომელიც პროდუქტის წარმოებისათვის გასამრჯელოდ ჯამაგირს ღებულობდა, ხოლო სახელოსნო და მანქანა-დანადგარები ვაჭარკაპიტალისტის კუთვნილება იყო. ამ გზით წარმოქმნილი ახალი კაპიტალისტური წარმოება შუა საუკუნეების ამქრულხელოსნული წარმოებისაგან იმით განსხვავდებოდა, რომ ასეთ საწარმოში მომუშავე ხელოსანი იყო მხოლოდ ხელობის მცოდნე პირი და ამ თავის უნარ-ცოდნაში ჯამაგირს იღებდა, ხოლო სახელოსნო-საწარმო კაპიტალისტის, პიროვნების, რომელიც უშუალოდ საწარმო პროცესში არ მონაწილეობდა, საკუთრება იყო. კაპიტალისტური წარმოების ასეთი ფორმა ფართოდ გავრცელდა XVI საუკუნეში სოფლად, სადაც არ არსებობდა ამქრული შეზღუდვები. სოფლად, სადაც ძირითადად მატყლის, სელის და ლითონის ნაწარმი მზადდებოდა, წარმოიშვა წვრილი და თავისი არსით კაპიტალისტური წარმოება. კაპიტალისტური მრეწველობის ამ მარტივმა ფორმამ კაპიტალისტური საშინაო მრეწველობის სახელი მიიღო. წარმოების ამ ფორმისთვის დამახასიათებელია, ხელოსნური წარმოების ნიშან-თვისებები — მუშაობა ხდებოდა გლეხის სახლში. ხშირ შემთხვევაში წარმოება რამდენიმე საგლეხო ოჯახს, ან სულაც სოფელს მოიცავდა. ასეთ წარმოებას გაფანტულ მანუფაქტურასაც უწოდებენ, რითაც მას განასხვავებენ ცენტრალიზებული მანუფაქტურისაგან. გაფანტულ მანუფაქტურაში გლეხი — ხელოსნები კაპიტალისტის მიერ მიცემულ დავალებას ასრულებდნენ —

220

ერთ სოფელში ოჯახები ნედლეულისაგან აკეთებდნენ ნახევარფაბრიკატს, მაგ. მატყლიდან შალის ძაფს რთავდნენ, მეორე სოფლის გლეხები კი ამ ძაფიდან საბოლოო პროდუქტს, მაგ. მაუდს ქსოვდნენ და ა.შ. მანუფაქტურების ყველაზე გავრცელებული ტიპი — ცენტრალიზებული მანუფაქტურები იყო. ცენტრალიზებული მანუფაქტურების ორგანიზატორები ხშირ შემთხვევაში ყოფილი ამქრის ოსტატები იყვნენ. ასეთ მანუფაქტურებში არსებობდა შრომის დანაწილება. თითოეული მუშა დახელოვნებული იყო ამა თუ იმ ოპერაციის შესრულებაზე, რაც ზრდიდა შრომის ნაყოფიერებას. მთელი მუშაობა კი ერთ შენობაში მეწარმის, ან ოსტატის ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა. კაპიტალიზმის გავრცელების საწყის პერიოდში, XVI ს-დან XVIII ს-ის უკანასკნელ მესამედამდე მანუფაქტურა — ხელით შრომასა და შრომის დანაწილებაზე დაფუძნებული საწარმო — კაპიტალისტური წარმოების წამყვანი ფორმა იყო. მუშების ერთ შენობაში თავმოყრა და შრომის დანაწილება ტექნოლოგიის და შრომის იარაღის სრულყოფის დიდ შესაძლებლობებს იძლეოდა. წარმოების კაპიტალისტური ფორმები უფრო ჩქარა განვითარდა სამთამადნო მრეწველობაში, მეტალურგიაში, იარაღის წარმოებაში, გემთმშენებლობაში, ქაღალდისა და აბრეშუმის წარმოებაში, ტიპოგრაფიაში. ტექნოლოგიური პროგრესი სოფლის მეურნეობაზეც გავრცელდა, თუმცა აქ სიახლეების დანერგვა-განვითარების ტემპი მრეწველობასთან შედარებით ბევრად უფრო ნელი იყო. ამის მიზეზი კონტინენტური ევროპის უდიდეს ნაწილში ერთი მხრივ, მიწაზე ფეოდალური საკუთრება და ბატონყმობა გახლდათ. მეორე მხრივ კი, სოფლის მეურნეობაში საკუთრივ ტექნიკურ-ტექნოლოგიურ სიახლეთა სიმცირე. მიუხედავად ამისა პროგრესი აქაც შეიმჩნეოდა. ყოველივე ამის შედეგად ცვლილებები მოხდა სოფლის მეურნეობის სტრუქტურაში. კერძოდ, მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი სასაქონლო წარმოება, რაც იმას ნიშნავს, რომ გაიზარდა მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის პროდუქციის ის ნაწილი, რომელიც განკუთვნილი იყო არა პირადი მოხმარებისათვის, არამედ გასაყიდად, ან სამრეწველო საქონელზე მისი ამა თუ იმ ფორმით გასაცვლელად. სოფლის მეურნეობაში კაპიტალიზმის განვითარებაზე მიუთითებდა ისიც, რომ ხდებოდა გლეხთა ქონებრივი განშრევება, ანუ დიფერენციაცია. ყველაზე უფრო სწრაფად გლეხთა დიფერენციაციისა და მისი უღარიბესი ნაწილის მუშად გადაქცევის პროცესი ინგლისში მიმდინარეობდა, რამაც გამოიწვია კიდევაც ინგლისის სოფლის მეურნეობის სასაქონლო წარმოებაზე უფრო სწრაფი გადასვლა, ანუ სოფლის მეურნეობის კაპიტალიზაცია. XVI-XVII საუკუნეების ევროპაში კაპიტალიზმის განვითარების პროცესი, რეგიონების მიხედვით, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. ზოგიერთი ადრე დაწინაურებული რეგიონი ჩამორჩა, ზოგი კი პირიქით — ბევრად უფრო სწრაფად განვითარდა. მაგალითად, იტალიამ, რომელიც XIV-XV საუკუნეებში წარმოებასა და ვაჭრობაში კაპიტალისტური ელემენტების განვითარებით სხვა ქვეყნებს უსწრებდა, XVI ს-ში დაკარგა თავის მოწინავეობა. ამ ქვეყანაში ეკონომიკამ დაქვეითება დაიწყო და გარკვეულწილად, მისი ფეოდალიზმისკენ მიბრუნებაც კი მოხდა. კაპიტალიზმის განვითარების ტემპით ჩამორჩა

221

გერმანია; XVII ს-ში ჩამორჩენა დაიწყო ესპანეთმაც, სამაგიეროდ დაწინაურდნენ ჰოლანდია, ინგლისი და საფრანგეთი.

ფაქტორია - უცხოელი ვაჭრების კანტორა და ახალშენი კოლონიურ ქვეყნებში.

რეფეოდალიზაცია იტალიაში. XV ს-ის ბოლოსათვის იტალიის მრავალრიცხოვანი ქალაქ-სახელმწიფოებიდან გამოირჩეოდნენ: მილანი, ვენეცია, ფლორენცია, პაპის ოლქი და ნეაპოლიტანური სამეფო, რომელიც სამხრეთ იტალიასა და სიცილიას მოიცავდა და ესპანეთის სამეფო სახლს ექვემდებარებოდა. იტალიაში, სადაც კაპიტალისტური წარმოების წარმოქმნა-განვითარება ევროპაში ყველაზე ადრე, ჯერ კიდევ XIV ს-ში დაიწყო, XV ს-ის ბოლოსა და განსაკუთრებით XVI ს-ში ეკონომიკური დაქვეითებას ჰქონდა ადგილი. ამან ქვეყანა, საბოლოოდ, ფეოდალური ინსტიტუტების გამოცოცხლება-გამყარების მიმართულებით წაიყვანა. ამ ეკონომიკური უკუსვლის მიზეზი რამდენიმე იყო. იტალიაში კაპიტალისტური ეკონომიკის განვითარება ეროვნულ საფუძველს იყო მოკლებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ის აღმოცენდა არა შიდა ბაზრის განვითარებაზე, არამედ, თითქმის მთლიანად ორიენტირებული იყო გარე ვაჭრობაზე. იტალიის ქალაქებში წარმოება მუშაობდა არა შიდა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, არამედ სხვა, ძირითადად ევროპისა თუ ხმელთაშუა და შავიზღვისპირა ქვეყნებში საქონლის გასაღებაზე. გარდა ამისა, ის უდიდეს მოგებას იღებდა, როგორც გვახსოვს, ამ ზღვების ვაჭრობის ფაქტობრივი მონოპოლიზაციით. XV ს-ის II ნახევრიდან მოვლენები იტალიელების საწინააღმდეგოდ წარიმართა. ჯერ ოსმალებმა აიღეს კონსტანტინოპოლი და დარდანელისა და ბოსფორის სრუტეებზე გაბატონდნენ, შემდეგ მათ დაიქვემდებარეს ყირიმის სახანო და შავი ზღვა მალე ოსმალეთის შიდა ზღვად იქცა. ასეთნაირად იტალიელები გამოძევებულ იქნენ შავი ზღვის აუზიდან, სადაც ყირიმში და საქართველოს ზღვისპირეთში (მაგ. დიოსკურია) მათ თავიანთი მნიშვნელოვანი სავაჭრო ფაქტორიები ჰქონდათ. XVI ს-ის დასაწყისში ოსმალეთმა ეგვიპტის სასულთნოცა და მთელი ჩრდილოეთ აფრიკა (მაროკომდე) შეიერთა. ამით იტალიური ქალაქებისათვის ხმელთაშუაზღვისპირეთის ვაჭრობაც ჩაიკეტა. ამან გაართულა აღმოსავლეთის საქონლის, მათ შორის იტალიის მრეწველობისათვის ესოდენ საჭირო ბუნებრივი საღებავის შეტანა. ამავე დროს ინგლისში, ნიდერლანდებსა და საფრანგეთში ადგილობრივი წარმოება განვითარდა და იტალიურ ნაწარმზე, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს შალეული, განსაკუთრებით მაუდი შეადგენდა, მოთხოვნილება ფრიად შემცირდა. გასაღების გარე ბაზრის შემცირებამ, შიდა ბაზრის განუვითარებლობის ფონზე, იტალიურ ქალაქებში მრეწველობის მთელი დარგების დაქვეითება-შემცირება გამოიწვია. მანუფაქტურები იხურებოდა, სამუშაოს გარეშე დარჩენილი მუშახელი კი კვლავ სოფელს მიუბრუნდა. ამის ილუსტრაციისათვის საკმარისია აღვნიშნოთ, რომ მილანში მაუდის

222

წარმოება 1580-1616 წლებში ხუთჯერ შემცირდა ძველი, აღმავლობის ხანის მაჩვენებელთან შედარებით. არანაკლები უარყოფითი გავლენა მოახდინა იტალიური ქალაქების ეკონომიკაზე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, XV ს-ის მიწურულისა და XVI ს-ის დასაწყისისათვის სავაჭრო ხაზების ხმელთაშუა ზღვის აუზიდან ატლანტის ოკეანის აუზში გადანაცვლებამ, რაც დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი იყო. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები, რომელმაც წარმატება მოუტანა პორტუგალიას და ესპანეთს, განსაკუთრებით კი: ინგლისს, საფრანგეთსა და ნიდერლანდებს (ჰოლანდიას), დამღუპველი აღმოჩნდა იტალიის ეკონომიკისათვის. ამგვარად, როგორც ვხედავთ, მსოფლიოში არცერთი მოვლენა არ შეიძლება იყოს ცალსახად მხოლოდ დადებითი მუხტის მატარებელი. ის, რაც სასარგებლოა ერთი რეგიონისათვის, შესაძლოა, ფრიად არასახარბიელო აღმოჩნდეს მეორისათვის. მსხვილი ევროპული ეროვნული სახელმწიფოების ჩამოყალიბებამ ამ სახელმწიფოებში ადგილობრივი ბანკების წარმოქმნა-განვითარებას შეუწყო ხელი. ამან კი იტალიური ბანკების სამოქმედო ასპარეზი თანდათან მნიშვნელოვნად შეზღუდა. XVI ს-ის შუა წლებში ისინი გააძევეს ინგლისსა და ჰოლანდიიდან, ხოლო XVII ს-ის შუა წლებში საფრანგეთიდან. იტალიის ქალაქ-სახელმწიფოების გაერთიანება კი ქიშპმა და ურთიერთბრძოლამ შეუძლებლად აქცია. იტალიურმა ქალაქებმა თავის დროზე არ მოინდომეს გაერთიანებულიყვნენ, ვინაიდან ფიქრობდნენ, რომ ცალ-ცალკე უფრო მეტს მოიხვეჭდნენ, სინამდვილეში კი ყველაფერი დაკარგეს. მრეწველობისა და ვაჭრობის დაქვეითებამ იტალიის ქალაქების მოსახლეობა სოფლისკენ და მიწისკენ მიაბრუნა. ამან იტალიაში ნატურალური ფეოდალური ეკონომიკა გამოაცოცხლა და მოაძლიერა. შემოსავლების შემცირებამ ბანკირებსა და მსხვილ მეწარმეებს დიდი მამულების შესყიდვისაკენ უბიძგა, რათა მიწების გლეხებზე გაცემით და მათგან აღებული რენტით შეევსოთ კაპიტალი. ამავე დროს, საწარმოთა დახურვის კვალდაკვალ სოფლად მიბრუნებული მუშებიც იძულებულები გახდნენ მიწის დამუშავების პირობით მსხვილი მიწათმფლობე-

კონსტანტინეპოლის დაცემა, 29 მაისი 1453 წელი.

ესპანეთის კოლონიები ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში 223

იტალიური ომები 1494-1559 წლებში მიმდინარეობდა.

ლებისაგან მიწა აეღოთ. ასეთნაირად, იტალია ფეოდალიზმს მიუბრუნდა. პოლიტიკურად დაქუცმაცებული იტალიით მალე მსხვილ სახელმწიფოებად ჩამოყალიბებული მეზობლები დაინტერესდნენ — ესენი იყვნენ ესპანეთი და საფრანგეთი. ამ ორ ქვეყანას შორის XV-XVI საუკუნეებში ე. წ. იტალიური ომები დაიწყო, რამაც იტალია მნიშვნელოვნად გააპარტახა. თავდაპირველად ქალაქმა მილანმა თვითონ მიიწვია საფრანგეთი ნეაპოლიტანური ესპანური სამეფოს აგრესიისაგან თავის დასაცავად, მაგრამ საფრანგეთმა მილანის დაცვის ნაცვლად თავისი დამპყრობლური ზრახვები გამოავლინა. ამ ომის დროს, რომელიც პერიოდული შეწყვეტა-განახლებებით 65 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, იტალია საფუძვლიანად გაიძარცვა და გაჩანაგდა. იტალიური ომები საფრანგეთის დამარცხებით დასრულდა, იტალია კი ჰაბსბურგების იმპერიის კუთვნილება გახდა. ესპანეთი. ჰაბსბურგები და გერმანლი ერის საღვთო რომის იმპერია. რეკონკისტას დასრულების შემდეგ ესპანელებს მაჰმადიანი არაბებისაგან მდიდარი მემკვიდრეობა ერგოთ. მართლაც, არაბებმა ხომ მათ აყვავებული, ერთიანად სარწყავი არხებით დასერილი, ვალენსიისა და ანდალუზიის რეგიონები დაუტოვეს. სამწუხაროდ, რელიგიური ფანატიზმით შეპყრობილმა ესპანელმა მონარქებმა, ჯერ ყველა არაქრისტიანი გააძევეს, ხოლო შემდეგ მათ ქრისტიანობაზე ახლადმოქცეულებიც მიაყოლეს. ასე რომ, სოფლის მეურნეობა ნაკლებად დახელოვნებული ქრისტიანი გლეხობის იმედად დარჩა. თან ისიც გავითვალისწინოთ, რომ უზარმაზარი მამულების პატრონებს, ძირითადად, ფეოდალური არისტოკრატიისა და სამღვდელოების წარმომადგენლებს, მხოლოდ გადასახადების აკრეფა აინტერესებდათ და სულ არ ანაღვლებდათ მეურნეობის განვითარება. განსაკუთრებით მაღალი გადასახადები გლეხობას აიძულებდა მევახშეებისაგან კრედიტები აეღოთ, რაც მათ მევახშეთა კაბალაში აქცევდა. ამავე ხანებში ესპანეთის სოფლის მეურნეობას მნიშვნელოვან ზიანს ცხვრების გადარეკვაც აყენებდა. ამ დროისთვის მეცხვარეობა ქვეყნის ერთ-ერთი წამყვან დარგად იქცა. საზოგადოების ერთი ნაწილი მრავალრიცხოვან ცხვრის ფარებს ფლობდა. ესპანური მირინოსის მატყლი დიდად ფასობდა საფეიქრო მრეწველობაში და კარგად საღდებოდა მეზობელ საფრანგეთსა თუ ფლანდრიაში. ცხვრის ფარების პატრონებიც, რომლებიც სპეციალურ კავშირს — მესტას ქმნიდნენ, მოგებას დახარბებულები, სეზონის ცვლის კვალად მილიონობით ცხვარს წელიწადში ორჯერ მიერეკებოდნენ ნახევარკუნძულის ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და პირიქით — საზამთრო და საზაფხულო საძოვრებზე, რაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებდა გლეხურ მეურნეობას, აჩანაგებდა სახნავ-სათესებსა და ბოსტნებს. ასე რომ, ესპანეთის სოფლის მეურნეობის ნაყოფიერება ლამის ყველაზე დაბალი იყო მთელ დასავლეთ ევროპაში. ხორბლეულის წარმოება სავსებით დამაკმაყოფილებელი იყო ჯერ კიდევ XVI საუკუნეში, მაგრამ როგორც კი მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა და შესაბამისად, მოთხოვნი-

224

ლებაც, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ აწია ფასები. მემამულეებმაც, ხორბლის დათესვის ნაცვლად, მიწები საძოვრებად გასცეს იმწუთიერი შემოსავლის მისაღებად. ქვეყანაში ხორბლის მარაგმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. ამის გამო დაიწყეს მარცვლეულის უცხოეთიდან შეტანა, რამაც კიდევ უფრო დასწია ფასები ხორბალზე. ყოველივე ამის გამო XVII საუკუნეში, ესპანეთის გლეხობამ უამრავი ფერმა და მეურნეობა მიატოვა. შედეგად, მთელი ესპანეთი კარგა ხნით აღმოჩნდა შემოტანილი ხორბლის იმედად. XV ს-ის ბოლოსა და XVI ს-ის I ნახევარში ესპანეთში მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელოსნური წარმოება და გაფანტული და ცენტრალიზებული მანუფაქტურების სახით დაიწყო ჩასახვა კაპიტალისტურმა წარმოებამ. განსაკუთრებული მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა ესპანური მაუდისა და აბრეშუმის ნაწარმი. მნიშვნელოვნად განვითარდა გემთმშენებლობა, ტყავეულის, იარაღის წარმოება და სხვ. ესპანურმა მრეწველობამ, ამერიკის კოლონიების სახით, შეიძინა დიდი ბაზარი, რაც, თავის მხრივ, პირველ ეტაპზე ხელს უწყობდა ესპანეთში კაპიტალის პირველად დაგროვებასა და წარმოების განვითარებას. მიუხედავად ამისა საქონლის იმპორტი ამეტებდა ექსპორტს, საექსპორტო საქონელში კი ნედლეულისა და სოფლის მეურნეობის საქონლის ხვედრითი წილი ჭარბობდა, რაც ესპანეთის ეკონომიკური განვითარების შედარებით დაბალ დონეს მოასწავებდა. გაჰქონდათ, ძირითადად, ზეთისხილი, ღვინო, ტყავი, მატყლი. მაუდის წარმოების ზრდამ მატყლის გატანა კი არ შეამცირა, არამედ რამდენჯერმე გაზარდა კიდეც. წარმოების განვითარებას ხელს უწყობდა თავისუფალი მუშახელის გაჩენაც, რომელიც გაკოტრებული და საშოვარზე გასული გლეხობისაგან შედგებოდა. შიდა ბაზრის ფორმირება ნელა მიმდინარეობდა. ესპანეთის გაერთიანება უფრო პოლიტიკური აქტი იყო, ვიდრე საზოგადოების შინაგანი ეკონომიკური განვითარების შედეგი. ამიტომ, გაერთიანების შემდეგაც დარჩა ცალკეული საფეოდალოებისა და რეგიონების საზღვრები და საბაჟოები, რაც ხელს უშლიდა საშინაო ვაჭრობის განვითარებას და შიდა ბაზრის ჩამოყალიბებას. XVI ს-ის II ნახევრიდან ესპანეთის ეკონომიკამ დაქვეითება დაიწყო. რა იყო ამის მიზეზები? თითქოს, ერთი შეხედვით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები არცთუ ურიგოდ გამოიყურებოდა: ვალენსიასა და ანდალუსიაში არაბების დანატოვარი სარწყავი სისტემა ჯერ კიდევ მოქმედებდა, ხოლო მირინოსის მატყლს დიდი გასავალი ჰქონდა მთელ ევროპაში. ნიდერლანდებიდან, რომელიც 1581 წლამდე ესპანეთის შემადგენლობაში შედიოდა და სადაც სწრაფად ვითარდებოდა სოფლის მეურნეობა და მანუფაქტურული წარმოება, ესპანეთს ყოველწლიურად დიდი ფულადი შემოსავალიც შესდიოდა, ხოლო ამერიკის კოლონიებიდან დიდი ოდენობით ოქრომ იწყო დინება. ამის მიუხედავად, ესპანურმა ეკონომიკამ წინსვლა შეაჩერა და მეტიც, XVI საუკუნის შუა ხანებიდან, მან უკუსვლაც კი იწყო. ესპანეთის მიწაზე იფეთქა შიმშილობამ, ჭირმა და XVII საუკუნეში მოსახლეობის რაოდენობამაც იკლო. ესპანეთის ეკონომიკური უკანსვლის მრავალ მიზეზს ასახელებენ, მათ შორისაა გვირგვინოსანთა არაშორს-

225

მჭვრეტელობა, არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა და მომავლის წინაშე უპასუხისმგებლობა. უმთავრესი მაინც ისაა, რომ, ჯერ ერთი კოლონიებში დიდი რაოდენობის თავისუფალი მუშახელის გადინება მოხდა, მეორე და უმთავრესი ჩვენთვის უკვე ცნობილი ფასების რევოლუცია იყო, რომელიც სწორედ ესპანეთში დაიწყო და ყველაზე დიდ მასშტაბებს ესპანეთშივე მიაღწია. ამის მიზეზი კი გახლდათ ის, რომ ესპანეთის შედარებით განუვითარებელმა მრეწველობამ ვერ შეძლო დიდი ოდენობით ოქროს ათვისება — ოქრო გაუფასურდა და ესპანური საქონელი არნახულად გაძვირდა. წარმოიდგინეთ, ესპანური მატყლისაგან დამზადებული მაუდი ესპანეთში გაცილებით ძვირი ღირდა, ვიდრე იმავე ესპანური მატყლისაგან ჰოლანდიაში ან ინგლისში დამზადებული იგივე საქონელი. ამან, ბუნებრივია, ესპანეთის ეკონომიკის დაქვეითება გამოიწვია. შეიძლება ითქვას, „ესპანეთი ოქრომ დაახრჩო“. XVI ს-ის დასაწყისიდან ესპანეთი საღვთო რომის იმპერიის ნაწილი გახდა და თავისდა უნებურად, როგორც ქვემოთ ვნახავთ, ქრისტიანული ევროპის გაერთიანების ამბიციური იმპერიული პოლიტიკის ფერხულში ჩაება. იმპერატორი კი, რომელიც იმავდროულად ესპანეთის მეფე იყო, ხან ოსმალო-თურქებს ებრძოდა ხმელთაშუა ზღვასა და უნგრეთის მხარეში, ხან ურჩ მთავრებს გერმანიის მიწაზე, და ასევე, სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდა ვალუათა დინასტიას საფრანგეთში. ყოველივე ამას, სამეფო კარის მონუმენტური მშენებლობისა და ფუფუნებისადმი მიდრეკილებაც დაუმატეთ და სურათიც ცხადი გახდება. მთელი ეს ომები და დავიდარაბა საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. შესაბამისად, ესპანელი ხალხიც ყველაზე მძიმედ იბეგრებოდა მთელ ევროპაში. საინტერესო ისაა, რომ მიწის 97% მოსახლეობის 2-3 %-ის (გრანდების, იდალგოების, კაბალიეროების — არისტოკრატიის) მფლობელობაში იყო, რომლებიც პირდაპირი გადასახადისაგან თავისუფალნი იყვნენ. ასე რომ, მთელი ტვირთი ვაჭრებს, ხელოსნებსა და გლეხებს აწვათ კისერზე. ერთადერთი მყარი საყრდენი, სამხრეთ ამერიკის კოლონიებიდან შეზიდულ ოქრო-ვერცხლზე დაწესებული გადასახადი გახლდათ, უშუალოდ ხაზინაში კი აქედან 20-25% შედიოდა. შემოსავლები ვერაფრით ფარავდა ხარჯებს, ამიტომ ესპანელმა გვირგვინოსნებმა ჩვეულ ხერხს — სესხის აღებას — მიმართეს. ასეთი რამ, როგორც გვახსოვს, სულაც არ იყო უცხო პრაქტიკა, ზოგადად, ევროპის მონარქებისათვის, მაგრამ კარლოს V-ის ვაჟს, ფილიპეს ეს უკვე ჩვევად ექცა. 1544 წელს, შემოსავლების 2 / 3 ვალების პროცენტების დაფარვაზე დაიხარჯა. 1557 წელს კი, თავად სახელმწიფოც გაკოტრებულად გამოცხადდა, მაგრამ ასეთი რამ მხოლოდ ბანკსა თუ კომპანიას შეიძლება დაემართოს და არა ქვეყანას — უბრალოდ, დაგროვილი ვალების გასტუმრების ვადამ გადაიწია და გაიზარდა მევალეთა სარგებელი. თუმცა ამან, ნიდერლანდული (ჰოლანდიური) ბანკებიც ფრიად დააზარალა, რაც ესპანეერთ-ერთ თისადმი ნიდერლანდების უკმაყოფილების მიზეზადაც იქცა. ყველაფერ ამას ფინანსური ფავორიტიზმიც ემატებოდა: ხან იყო და მესტას კავშირს გადასცეს მთელი საძოვრები, ხან იყო და რომელიმე სავაჭრო გილდიას აძლევდნენ ამა თუ იმ საქონელის მაგ. მატყლი, ვერცხლი და ა.შ, ექსპორტის

226

განსაკუთრებულ უფლებას, ხან კი თავად გვირგვინოსნები აარსებდნენ რაღაც კონსორციუმის მსგავსს და სამხრეთ ამერიკის კოლონიებიდან შემოსულ მთელ ოქროს თავისთვის მიითვლიდნენ ხოლმე. რელიგიური კუთხითაც კი, ესპანური მონარქია ახერხებდა გვარიანი ზიანი მიეყენებინა ეკონომიკისათვის: ფერდინანდმა და იზაბელამ იმთავითვე გამოსთხოვეს რომის პაპს უფლება, ინკვიზიციის ფილიალი გაეხსნათ ესპანეთში. მთავარი მიზანი ორთოდოქს ებრაელთა ქრისტიანობაზე მოქცევა იყო. საინტერესო ისაა, რომ იმ დროისათვის დიდვაჭრების, ექიმების, ხელოსნების თუ სხვა ეკონომიკურად წელგამართული ფენის წარმომადგენლები, ძირითადად, სწორედ ებრაელები იყვნენ. ბევრ მათგანს შერეული ოჯახებიც ჰქონდა შექმნილი და ასე განსაჯეთ, თავად ფერდინანდსაც კი სდიოდა ძარღვებში გარკვეული ოდენობის ებრაული სისხლი. ასეთ ვითარებაში ინკვიზიციამ ესპანეთში ისეთი ცოდვის დღე დაატრიალა, რომ საუკუნეების განმავლობაში გაითქვა ავადსახსენებელი სახელი და ათასობით და ათი ათასობითაც შეძლებული ებრაული ოჯახი იძულებული გახდა, ესპანეთი დაეტოვებინა. საერთო ჯამში, 1492 წლის მონაცემებით, ესპანეთი 120 000 დან 150 000მდე ებრაელმა დატოვა, რამაც არა მარტო კაპიტალის, არამედ ქვეყნიდან ინტელექტის გადინებაც გამოიწვია და ამან ბევრად უფრო დიდი ზიანი მიაყენა ესპანურ ეკონომიკას, ვიდრე უბრალოდ მოსახლეობის რაოდენობის არითმეტიკულმა კლებამ. იგივე ბედი ეწიათ მუსლიმებსაც. გრანადის საამიროს აღების შემდეგ, ათი წელიც არ იყო გასული, რომ ახლა მათი სრული განდევნაც მოინდომეს ესპანეთის მიწიდან, რომელზედაც მათი წინაპრები თითქმის რვაასი წელი ცხოვრობდნენ. რაკი მუსლიმთა უმრავლესობა მიწისმოქმედები იყვნენ, ემიგრაციაში წასვლას, ქრისტიანობაზე გადასვლა ამჯობინეს. მათ მორისკები ერქვათ. მათი უბედურება ამით როდი დასრულდა. დაახლოებით ერთი საუკუნის შემდეგ, ხელისუფლებამ, თავისი გახშირებული საგარეო-სამხედრო მარცხით შელახული ავტორიტეტის გასამყარებლად, მათზე იყარა ჯავრი და მორისკების სრული დეპორტაციის ბრძანება გასცა. მორისკები ქვეყნიდან კი გააძევეს, მაგრამ ამით, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ესპანეთის სოფლის მეურნეობას მიადგა გამოუსწორებელი ზიანი. ესპანეთის ხელისუფლებას არც ამერიკის კოლონიებისადმი ჰქონია რაიმე შორსგამიზნული, გონივრული პოლიტიკა. ისიც საკმარისი იქნება აღვნიშნოთ, რომ ხელისუფლებამ კატალონიელებსა და არაგონელებს რატომღაც აუკრძალა (1501) ამერიკულ კოლონიებში დასახლება, ისევე, როგორც იქაურებთან სავაჭრო ურთერთობების დამყარება. ეს მხოლოდ სევილიაში დაფუძნებული სამეფო სახლის მიერ კონტროლირებადი სამთავრობო სააგენტო Casa de Contratacion-ის მონოპოლია გახლდათ, რომლის ხომალდებიც მძიმედ აღჭურვილი სამხედრო გამცილებლების თანხლებით მიმოდიოდნენ და ძირითადად, ოქრო-ვერცხლის ზოდები ჩაჰქონდათ. თუ იმას აღვნიშნავთ, რომ XVII ს-ის განმავლობაში ჯერ ჰოლანდიელებმა (1628) და შემდგომ უკვე ინგლისელებმა (1656 და 1657) რამდენჯერმე მიზანდასახულად გაძარცვეს ესპანურ ხომალდთა ქარავნები და თუ ამას კიდევ ზღვაზე ბუნების ჭირვეულობას დავუმატებთ, იოლად შეგვიძლია

227

მორისკები

— არაბულად სიტყვამავრები. ასე ეწოდებოდა ესპანეთში ქრისტიანობაზე მოქცეულ მუსლიმებს.

სიტყვით

პატარა

მავრი, ასე უწოდებდნენ შუა საუკუნეების ევროპაში მუსლიმ მოსახლეობას, რომელიც სახლობდა პირინეის ნახევარკუნძულზე და ჩრდილოეთ აფრიკის დასავლეთ ნაწილში—არაბები და ბერბერები.

Casa de Contratacsion — სიტყვასიტყვით სავაჭრო სახლი.

ფილიპინები — ეს სახელი ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის სახელიდან მოდის.

წარმოვიდგინოთ, რა დანაკარგებს განიცდიდა ესპანეთის ფინანსები. არც ცენტრალური ამერიკის კოლონიებში იყო საქმე უკეთესად. ღვინისა და ზეთისხილის წარმოება იქ აკრძალული იყო — მეტროპოლიის პროდუქტისათვის გასაღების ბაზრის შესანარჩუნების მიზნით. იგივე ხდებოდა საფეიქრო მრეწველობის განხრითაც და თუ გავითვალისწინებთ, რომ XVI ს-ის II ნახევრიდან თავად ესპანეთის ეკონომიკა მუდმივ დაღმასვლას განიცდიდა, შედეგი სულაც არ იყო ძნელი გასათვლელი: კოლონიებში მკვეთრი და მუდმივი მოთხოვნილება გაჩნდა სხვა ევროპული ქვეყნების საქონელზე. ესპანური კოლონიური პოლიტიკის აბსურდულობას კიდევ ერთი მაგალითი ადასტურებს: მაგელანის ექსპედიციის შემდეგ ექსპედიიციის მიერ აღმოჩენილი ფილიპინები ესპანეთის კოლონიად იქცა. ამის მიუხედავად ფილიპინელებს აკრძალული ჰქონდათ ევროპის ქვეყნებთან, მათ შორის ესპანეთთანაც პირდაპირი ვაჭრობა. ასე, რომ თითო-ოროლა, ძირითადად ვერცხლით დატვირთული გემი აკაპულკოდან (მექსიკა) გადიოდა მანილას (ფილიპინები) მიმართულებით, იქიდან შეივლიდა ჩინეთის პორტებში და მთელი დედამიწის შემოვლით, ესპანეთში ორი წლის შემდეგ ჩააღწევდა ხოლმე. შედეგად, ჩინური აბრეშუმის და ფაიფურის, ასევე მექსიკური თუ პერუდან წამოღებული ვერცხლის თვითღირებულება იმდენად იზრდებოდა, ჩიტი ბრდღვნად არც ღირდა, მაგრამ ესპანეთი მაინც წლიდან წლამდე ჯიუტად მოითხოვდა თავისი აკრძალვის შესრულებას. ესპანეთის მეფე ფერდინანდის გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე მისი შვილისშვილი ქალიშვილის ხაზით, კარლოს I გამეფდა, რომელიც გერმანიის მამის მხრდიდან ჰაბსბურგთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. ის 1519 წელს დედის ხაზით ბაბუის, იმპერატორის, მაქსიმილიანე I-ის გარდაცვალების შემდეგ კარლოს V-ის სახელით საღვთო რომის იმპერატორის ტახტზე ავიდა. ესპანეთის იმპერიის შემადგენლობაში იმხანად ნიდერლანდებიც შედიოდა. ამას ემატებოდა სარდინია, სიცილია და რომის სამხრეთით მდებარე მთელი იტალია. ასევე ახლადაღმოჩენილი ამერიკის კონტინენტის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამგვარად ესპანეთი და ჰაბსბურგების დიდი ევროპული იმპერია კარლოს V-ის ხელში გაერთიანდა. კარლოსის მთავარი იდეა და ოცნება მსოფლიო ქრისტიანული მონარქიის შექმნა

კარლოს V ესპანეთის მეფე — 1516-1556, საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი —1519-1556

მაქსიმილიანე I საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი 1446-1519 წლებში. 228

იყო. ამაში მას მხარს უჭერდნენ ევროპის რეაქციული ძალები და პირველ რიგში რომის პაპი. კარლოს V ხანგრძლივ ომს აწარმოებდა საფრანგეთის წინააღმდეგ, რომელიც მას იტალიაში ბატონობაში ეცილებოდა. საფრანგეთის წინააღმდეგ ომი კარლოსის გამარჯვებით დამთავრდა და სამხრეთ იტალიის გარდა, ერთიანი ევროპული იმპერიის ხელში ჩრდილოეთ იტალიის დიდი ნაწილიც გადავიდა. კარლოს V-ს ომი მოუხდა გერმანელ მთავრებთანაც. ამის მიზეზი გერმანიაში დაწყებული კათოლიკური ეკლესიის რეფორმა გახდა.

§ 2. რეფორმაცია ევროპაში და ისტორიის ახალი პერიოდის დასაწყისი რეფორმაცია გერმანიაში. რეფორმაცია, როგორც გვახსოვს, ეწოდება მოძრაობას, რომელიც დაიწყო ევროპაში XVI ს-ის დასაწყისში და კათოლიკური ეკლესიის რეფორმას გულისხმობდა. ეს მოძრაობა ახლადჩამოყალიბებული ბურჟუაზიის პირველი გამოსვლა იყო ისტორიის ასპარესზე, რითაც ამ ახალმა საზოგადოებრივმა კლასმა მსოფლიოს თავისი მოსვლა ამცნო.

რა იყო რეფორმაციული მოძღვრების მთავარი მიზეზები და არსი? კათოლიკური ეკლესია მთელი შუა საუკუნეები გაბატონებული იყო ევროპის უდიდეს ნაწილში. იქ ის დიდი გავლენით სარგებლობდა და უზარმაზარ ქონებას ფლობდა. როგორც გვახსოვს, კათოლიკური ეკლესია ფუფუნებითაც გამოირჩეოდა. მრავალრიცხოვანი საეკლესიო დღესასწაულები დიდი გრანდიოზულობით იმართებოდა. ყოველგვარ განსხვaვებულ აზრს კათოლიკური ეკლესია ინკვიზიციით (საეკლესიო პოლიცია), ინკვიზიციური სასამართლოებითა და კოცონზე დაწვით პასუხობდა. ჯადოქრობის ბრალდებით კათოლიკურმა ინკვიზიციამ არაერთი ევროპელი მეცნიერის სიცოცხლე შეიწირა. ეკლესია ასკეტურ ცხოვრებას ქადაგებდა, თუმცა თვით სამღვდელოება რომის პაპი და კარდინალები ფუფუნებაში ცხოვრობდნენ. ევროპულ ეროვნულ სახელმწიფოებში ეროვნული ბურჟუაზია ყალიბდებოდა და ეკონომიკურად სულ უფრო მძლავრდებოდა. მისთვის მიუღებელი იყო შუა საუკუ-

კარლოს V -ის ევროპული სამფლობელოები,1555

229

ნეების ქრისტიანული ეკლესიის დამოკიდებულება ბიზნესისა და ზოგადად, ფულის კეთების მიმართ. ამ თვალსაზრისით შუა საუკუნეების მოაზროვნეები, როგორც გვახსოვს, არისტოტელეს მორალურ-ეთიკურ პრინციპებს იზიარებდნენ, რაც ფულის კეთებას, გასესხებულ თანხაზე პროცენტის აღებას და საერთოდ წარმატებულ ბიზნესს უზნეობად და ცოდვადაც კი მიიჩნევდა. ამ თვალსაზმარტინ ლუთერი დაიბადა საქსონიის რისით მთელი ბურჟუაზიული საზოგადოება, უკვე მათი ქალაქ აისლებენში. 1505 წელს საქმიანობიდან გამომდინარე, ერთთავად ცოდავდა. ცოდვის დაასრულა ერფურტის უნივერსიტეტი ხელოვნების მაგისტრის ხარისხით. გამოსასყიდად კათოლიკურმა ეკლესიამ ფულის კეთების კარგ იმავე წელს ბერად აღიკვეცა ერფუგზას მიმართა: ჰყიდდა ინდულგენციებს, ცოდვის შენდობის რტის ავგუსტინიანთა მონასტერში. ერთგვარ ბარათებს, რომლის მყიდველი მანამდე ჩადენილი 1508 წლიდან ლექციებს კითხულობდა ცოდვისაგან თავისუფლდებოდა. ცხოვრებასა და საქმიანობაში ქ. ვიტენბერგის უნივერსიტეტში. 1517 წელს მან ვიტენბერგის ეკლესიის წარმატებულ ადამიანებს ინდულგენციების ყიდვაზე დიდი კარზე მიაჭედა თავისი ცნობილი „95 თანხები ეხარჯებოდათ. გარდა ამისა, გამაღიზიანებელი იყო თეზიზი“, მიმართული პაპის მიერ თვით ღვთისმსახურების ლათინურად წარმოების წესი. სანქცირებული ინდულგენციების წიეროვნულ სახელმწიფოებში ნაციონალური სულისკვეთება ნააღმდეგ. ამ თეზისებში გადმოცეძლიერდებოდა და ხალხს წირვა-ლოცვის მოსმენა საკუთარ, მულია ახალი, პროტესტანტული — ლუთერანული მოძღვრების ძირითამისთვის გასაგებ ენაზე სწადდა. ყოველივე ამან მთელ დი დებულებანი. ასე დაიწყო პროტეევროპულ საზოგადოებაში თანდათან უკმაყოფილება გამოისტანტული მოძ-რაობა დასავლეთ წვია. გამონაკლისი მხოლოდ ესპანეთი და პორტუგალია იყო, ევროპაში, რომელ-საც ბევრი მკვლევასადაც რეკონკისტას შემდგომაც მრავალრიცხოვან მუსლიმურ რი ახალი ხანის დასაწყისად მიიჩნევს. ლუთერი გამოვიდა ცელიბატის წინმოსახლეობასთან ბრძოლა გრძელდებოდა და ამ ბრძოლის ააღმდეგ. თავად შეირთო ცოლი და მებაირაღე სწორედ კათოლიკური ეკლესია და მისი ინკვიზიცია ეყოლა ოთხი შვილი. იყო. ევროპის სხვადასხვა კუთხეში თითქმის ერთდროულად წარმოიშვა კათოლიკური ეკლესიის რეფორმის იდეა. მისი სულისჩამდგმელები იყვნენ გერმანიაში მარტინ ლუთერი, შვეიცარიაში ულრიჰ ცვინგლი. შვეიცარიაშივე, ქალაქ ბაზელში გამოიცა რეფორმაციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იდეოულრიჰ ცვინგლი — შვეიცა-რიაში ლოგის, წარმოშობით ფრანგი ჟან კალვინის ნაშრომი — „ქრისპროტესტანტიზმის ერთ-ერთი მი- ტიანული რწმენის მოძღვრება“. რეფორმაციის იდეოლოგთა მთავარი პოსტულატი იყო მდინარეობის, ცვინგლიანობის და ის, რომ კათოლიკური ეკლესია, სამღვდელოება და რომის პაპი -მაარსებელი. არ არიან შუამავლები ადამიანსა და ღმერთს შორის და ეს ფუნქცია მათ მხოლოდ მიითვისეს. ერთადერთი შუამავალი ადამიანსა და ღმერთს შორის არის რწმენა. ისინი ამბობდნენ, რომ ეკლესია არ შეიძლება ყოფილიყო „ცოდვის შემნდობი“ და „სულის მხსნელი“. ადამიანი აღწევს სულის ხსნასა და ცოდვის

მარტინ ლუთერი 1483-1546

ჟან კალვინი 1509-1564 230

ულრიჰ ცვინგლი 1484-1531

შენდობას არა ეკლესიურობით, ანუ ეკლესიაში სიარულით და რელიგიური რიტუალების შესრულებით, არამედ ნამდვილი, გულწრფელი რწმენითა და რწმენის შესაბამისი ცხოვრების წესით. საეკლესიო საიდუმლოებებიდან რეფორმატორები მხოლოდ ზიარებასა და ნათლობას აღიარებდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ ღმერთი, რომელიც ანიჭებს ადამიანს რწმენას, თავადვე განსაზღვრავს გზას, რითაც ადამიანს შეუძლია მეტი სიკეთის მოტანა. საზოგადოების ცხოვრების ყველა სფერო, სადაც ადამიანები ღვთის რწმენით გამსჭვალულები მოღვაწეობენ, მნიშვნელოვანია ღვთისათვის. ამით პირველად იქნა აღიარებული, რომ სამოქალაქო ცხოვრება და სამოქალაქო ინსტიტუტები არაფრით არ ჩამოუვარდება საეკლესიო-სასულიერო ინსტიტუტებს და, რომ ადამიანს არ უნდა რცხვენოდეს იმ საქმიანობის, რომელსაც მისთვის წარმატება და კეთილდღეობა მოაქვს. რეფორმაციის იდეოლოგები კათოლიკური ეკლესიის რეფორმის მასშტაბის მიხედვით ერთმანეთისაგან განსხვავდებოდნენ. ზოგს, მაგ., მარტინ ლუთერი უფრო ზომიერი პოზიციის, ზოგი კი მაგ., კალვინი უფრო რადიკალური ფრთის იდეოლოგი იყო. რეფორმაციის დასაწყისად 1517 წელია მიჩნეული, როდესაც მარტინ ლუთერმა ვიტენბერგის ეკლესიის კარზე თავისი „95 თეზისი“ მიაჭედა. ამ მოძრაობამ მალე მთელი გერმანია მოიცვა. გერმანელი მთავრების — ფიურსტების და კურფიურსტების ნაწილი კათოლიკურ ეკლესიისა და შესაბამისად კარლ V-ის მომხრე დარჩა, მნიშვნელოვანი ნაწილი კი რეფორმაციას მიემხრო. გერმანიაში სიტუაციას განსაკუთრებით კიდევ ის ამძაფრებდა, რომ რეფორმაცია გლეხთა ომის ფონზე მიმდინარეობდა. კარლოს V-ის მიერ მოწვეულმა რაიხსტაგმა ლუთერი ერეტიკოსად გამოაცხადა და რეფორმაციულად განწყობილ მთავრებს კათოლიკური ეკლესიისადმი მორჩილებისაკენ მოუწოდა, რაზედაც მათ პროტესტი განაცხადეს. აქედან მოდის რეფორმაციული ეკლესიის კიდევ ერთი სახელი — პროტესტანტიზმი. XVI საუკუნის 40-იან წლებში კარლოს V-მ დაიწყო საომარი მოქმედებები პროტესტანტი მთავრების წინააღმდეგ, მაგრამ დამარცხდა. საბოლოოდ 1555 წელს დაიდო რელიგიური ზავი, რომლის ფორმულირება შემდეგი იყო: „ვისიცაა ქვეყანა, რწმენაც იმისია“. ეს ნიშნავდა, რომ რომელ მთავარსაც რა სწამდა, იმ რწმენის მიმდევარი იქნებოდა მისი ქვეყანაც. ამგვარად, გერმანია რწმენის მიხედვით ორად გაიყო: ნაწილმა პროტესტანტული რწმენა მიიღო, ნაწილი კი კათოლიკურ რწმენაზე დარჩა. ამავე ზავმა პრაქტიკულად გერმანიის საღვთო რომის იმპერიის სამთავროებად დაშლაც დაადასტურა. კარლოს V-ის მსოფლიო ქრისტიანული იმპერიის შექმნის იდეამ სრული კრახი განიცადა. მარცხის შედეგად კარლოსი მეფობიდან გადადგა, ხოლო გაერთიანებული

გლეხთა ომი გერმანიაში 1525 წლის იანვარ-მაისში მიმდინარეობდა, თუმცა ცალკეულ გამოსვლებს უკვე 1524 წელს ჰქონდა ადგილი. ბუნებრივია, იყო მჭიდრო კავშირი რეფორმაციასა და ასევე რეფორმაციულად განწყობილ გლეხებს შორის, თუმცა თავად რეფორმაციის ლიდერებმა გლეხთა ომის მიმართ შეურიგებელი პოზიცია დაიკავეს. გლეხობის გამოსვლები გერმანელმა მთავრებმა სასტიკად ჩაახშეს.

რაიხსტაგი — საღვთო რომის იმპერიის უმაღლესი წოდებრივწარმომადგენლობითი ორგანო

martin luTeri, „95 Tezisi“ 6. პაპს არ სურს და არც ძალუს რაიმე ცოდვის მიტევება, თუ არ განაცხადებს და არ დაადასტურებს, რომ [ის] ღვთის მიერაა შენდობილი, ანდა, იგი უეჭველად მიუტევებს იმ შემთხვევებში, როცა ამის უფლება შენარჩუნებული აქვს; თუ იგი უგულებელყოფდ აამას, ცოდვა, საერთოდ , შეუნდობელი დარჩებოდა.  32. სამუდამოდ შეჩვენებულ იქნებიან თავიანთ მოძღვრებთან ერთად ისინი, ვინც დარწმუნებულია, რომ ინდულგენციის მეშვეობით მოიპოვებს დახსნას. 33. განსაკუთრებით უნლა ვერიდოთ იმათ, ვინც ამბობს, რომ პაპის ინდულგენცია - ესაა ფასდაუდებელი ღვთიური ნიჭი, რომლის შემწეობითაც ადამიანი ურიგდება ღმერთს. 53. ქრისტესა და პაპის მტრები არიან ისინი, ვინც ინდულგენციების ქადაგების გზით სავსებით ახშობენ რვთის სიტყვას [სახარებას] სხვა ეკლესიებში.

231

ევროპული იმპერია კვლავაც ესპანეთის სამეფოდ და საღვთო რომის იმპერიად დაიშალა. აქედან, ესპანეთის ტახტი ნიდერლანდებითა და იტალიის სამფლობელოებით მის ვაჟს, ფილიპე II ჰაბსბურგს დარჩა, ხოლო საღვთო რომის იმპერია — კი კარლოსის ძმას, ფერდინად I-ს. რეფორმაცია შვეიცარიაში. შვეიცარია ჰაბსბურგებთან ბრძოლაში თანდათან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. საქმე ისაა, რომ ეს მთიანი ქვეყანა, ევროპის შუაგულში იმთავითვე ჰაბსბურგთა საჰერცოგოს ექსპანსიის ობიექტი გახდა, რამაც ჯერ კიდევ XIII ს-ის მიწურულში შვეიცარულ თემებს — კანტონებს — გაერთიანებისაკენ უბიძგა. ჰაბსბურგების უმთავრესი ინტერესის საგანი სენტ-გოტარდის უღელტეხილი იყო, რომელზედაც ჩრდილოეთ იტალიიდან ალპებზე გავლით ევროპის შუაგულისაკენ, უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზა გადიოდა. ეს გზა ალპებში შვეიცარიის კანტონებს სერავდა. ამიტომ ავსტრიის ჰაბსბურგები შვეიცარიაში თავისი პოზიციების გამტკიცებას ძველთაგანვე ცდილობდნენ. ავსტრიასთან საბრძოლველად თავდაპირველად შვეიცარიის სამი კანტონის კავშირი ჩამოყალიბდა, რომელსაც XIV-XVI სს-ში კიდევ თხუთმეტზე მეტი კანტონი შეუერთდა. XV ს-ის მიწურულს შვეიცარიელებმა დაამარცხეს გერმანიის იმპერატორი და საღვთო რომის იმპერიისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვეს. სენტ-გოტარდზე გამავალმა დიდმა სავაჭრო არტერიამ ხელი შეუწყო ამ მაღალმთიან რეგიონში ფულისა და პირველადი კაპიტალის დაგროვებას თანდათან კაპიტალისტური მრეწველობის განვითარებას. ამგვარად, შვეიცარიის მოსახლეობა, ძირითადად, პირველყოფილი თემური წყობილებიდან, შეიძლება ითქვას, ფეოდალიზმის გაუვლელად, პირდაპირ კაპიტალისტურ ურთიერთობებში აღმოჩნდა. შვეიცარიის დიდი ქალაქები, როგორიც იყო ციურიხი, ჟენევა, ბაზელი, ბერნი XVI ს-ის ევროპაში რეფორმაციის ცენტრებად იქცნენ. აქ მოღვაწეობდნენ რეფორმაციის ისეთი დიდი მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ ჩვენს მიერ უკვე მოხსენიებული ულრიჰ ცვინგლი და ჟან კალვინი. მათი მეთაურობით შვეიცარიაში XVI ს-ის 30-40-იან წლებში ჩატარდა კათოლიკური ეკლესიის რეფორმა.

ფილიპე II ესპანეთის მეფე 1527-1598

ფერდინად I უნგრეთისა და ჩეხეთის მეფე, 1526-1564 საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი, 1558-1564

232

საღვთო რომის იმპერია. ავსტრია თავდაპირველად გერმანიის საღვთო რომის იმპერიის ერთ-ერთი უძლიერესი სამთავრო იყო. მისი მთავრები, რომელიც ერცჰერცოგის ტიტულს ატარებდნენ, ჰაბსბურგთა საგვარეულოს ეკუთვნოდნენ. XV ს-ის 30-იანი წლებიდან ავსტრიის ჰაბსბურგთა საგვარეულოს წარმომადგენლები უცვლელად ირჩეოდნენ გერმანელი მთავრების მიერ საღვთო რომის იმპერიის საჭეთმპყრობელებად. XVI ს-ის I ნახევარში ჩეხეთისა და უნგრეთის ერთი ნაწილის შემეერთების შემდეგ ავსტრია ტერიტორიულად კიდევ უფრო გაიზარდა. ჩეხეთის სამეფოს ოსმალეთმა შეუტია და ის XVI ს-ის 20იან წლებში ოსმალთაგან დაპყრობის რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. იგივე პრობლემის წინაშე უნგრეთის სამეფოც დადგა. უნგრეთის სამეფო XV ს-ის ბოლოსათვის საკუთრივ უნგრეთის ტერიტორიის გარდა, სლავებით დასახლებულ მიწებსაც მოიცავდა. ოსმალთა მხრივ დაპყრობის საშიშროებამ უნგრეთსა და ჩეხეთს გაერთიანებისაკენ უბიძგა, რაც სპეციალური შეთანხმებით — უნიით გაფორმდა. ჩეხეთის მეფე უნგრეთის მეფეც გახდა და რეზიდენცია უნგრეთის დედაქალაქ ბუდაში გადაიტანა, მაგრამ ამან საქმეს მაინც ვერ უშველა. ოსმალებთან გადამწყვეტ ბრძოლაში გაერთიანებულმა სამეფომ მარცხი განიცადა, თვით მეფე კი ბრძოლის ველზე დაიღუპა. ასეთ ვითარებაში ჩეხეთმა და უნგრეთმა დახმარებისათვის ჰაბსბურგებს მიმართეს. ფერდინანდ ჰაბსბურგი ჩეხეთის მეფედ გამოცხადდა. რაც შეეხება უნგრეთს, მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი ოსმალეთმა დაიპყრო და ავსტრიამ მხოლოდ დასავლეთი ნაწილის შეერთება შეძლო. 1555 წელს საღვთო რომის იმპერიის ორად გაყოფის შემდეგ ჰაბსბურგთა ხელისუფლება პროტესტანტულ გერმანულ სამთავროებზე, ფაქტობრივად, აღარ ვრცელდებოდა. ასე რომ, საღვთო იმპერიის გამგებლობაში საკუთრივ ავსტრიის გარდა, მხოლოდ ჩეხეთი, უნგრეთის ნაწილი და სლავებით დასახლებული ცალკეული მხარეები შედიოდა. ოსმალეთი. კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ ოსმალეთი კიდევ უფრო გაძლიერდა. ჯერ კიდევ სულთან სელიმ I-ის მმართველობაში თურქებმა აღმოსავლეთით შეიერთეს ჩრდილოეთი მესოპოტამია და ქურთისტანი. ამის შემდეგ სელიმმა ეგვიპტის სასულთნოს წინააღმდეგ ილაშქრა და მას ჯერ სირია და ჰიჯაზი, ანუ არაბეთის ნახევარკუნძულის

სელიმ I 1512-1520

სულეიმან I 1520-1566 ოსმალეთის სახელწიფო თავისი სიძლიერის პიკზე (1683) 233

დასავლეთი ნაწილი, მუსლიმური წმინდა ქალაქებით — მექითა და მედინათი წაართვა, ხოლო შემდეგ, საკუთრივ, ეგვიპტე და თითქმის მთელი ჩრდილოეთი აფრიკა (მაროკომდე) შეიერთა. თავისი სიძლიერის მწვერვალს ოსმალთა იმპერიამ მაინც სელიმის ვაჟისა და მემკვიდრის სულეიმან I კანუნის (კანონმდებელი) დროს მიაღწია. ოსმალებმა დაიპყრეს სამხრეთი და ცენტრალური უნგრეთი და ქ. ვენას ალყა შემოარტყეს. აქ ვენისათვის ბრძოლაში სულეიმანი 1529 წელს დამარცხდა, რამაც ცენტრალური ევროპა ოსმალთა მხრიდან დაპყრობას გადაარჩინა. ვენა აღმოჩნდა ყველაზე ჩრდილოეთის პუნქტი, რომელსაც თურქები ევროპაში მისწვდნენ. მნიშვნელოვანი წარმატებები ჰქონდათ თურქებს აღმოსავლეთის მიმართულებითაც — ქალაქ ბაღდადისა და ბასრას დაკავებამ ისინი სპარსეთის ყურეზე გაიყვანა. ამგვარად, XVI ს-ის შუა წლებისათვის ოსმალეთი უზარმაზარ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, რომელიც სამ კონტინენტზე იყო გადაჭიმული. სეფიანთა სპარსეთი. ოსმალეთის აღმოსავლეთით XVI სის დასაწყისისათვის სეფიანთა თურქულმა ტომებმა, რომლებიც ყიზილბაშების სახელით იყვნენ ცნობილნი, ირანის ტერიტორია გააერთიანეს და თანდათან არანაკლებ დიდ სახელმწიფოს — სეფიანთა სპარსეთს ჩაუყარეს საფუძველი. ოსმალეთიცა და ირანიც ჩამორჩენილი სამხედრო-ფეოდალური სახელმწიფოები იყო. ისინი მომთაბარე ტომებისა და ხალხების ხანგრძლივმა ბატონობამ, მახლობელი აღმოსავლეთი დასავლეთ ევროპასთან შედარებით ფრიად ჩამოარჩინა. როგორც ოსმალეთს, ისე სეფიანთა სპარსეთს აბრეშუმის გზაზე ერთპიროვნული ბატონობა უნდოდა. ეს წინააღმდეგობა ამ ორ სახელმწიფოს შორის XVI-XVII საუკუნის მანძილზე სამჯერ ხანგრძლივ ომში გადაიზარდა. ორივე ომი რელიგიურ საბურველში იყო გახვეული. საქმე ისაა, რომ სეფიანთა ირანი შიიტურ ისლამს აღიარებდა, ოსმალები კი სუნიტები იყვნენ. ამ ომებმა ყველაზე დიდი უბედურება საქართველოს მოუტანა, რომელიც ჯერ კიდევ XV ს-ის II ნახევარში რამდენიმე სამეფოსამთავროდ დაიშალა. საქართველომ მთლიანად დაკარგა უმსხვილესი და უმდიდრესი რეგიონი სამცხე-საათაბაგოს სამთავრო, რომელიც გურჯისტანის ვილაიეთის, იგივე ახალციხის, ჩილდირის ვილაიეთის სახელით ოსმალეთმა უშუალოდ შეიერთა. საქართველოს სამეფო-სამთავროებმაც დაკარგეს დამოუკიდებლობა. 1555 წელს სეფიანთა სპარსეთსა და ოსმალეთს შორის დადებული, ამასიის ზავით, აღმოსავლეთი საქართველო სპარსეთს, დასავლეთი კი — ოსმალეთს დაექვემდებარა. ეს ვითარება 1639 წლის ზავმაც დაადასტურა. რეფორმაცია ინგლისში — ჰენრი VIII. XVI საუკუნე ინგლისში აბსოლუტიზმის ხანაა. აბსოლუტური ხელისუფლებისაკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ტიუდორთა დინასტიის ახალმა, რიგით მეორე მეფემ ჰენრი VIII-მ გადადგა. ეს იყო ინგლისის ეკლესიის რეფორმა, რომელიც რომის პაპის მმართველობისაგან ინგლისის ეკლესიის გამოყვანას გულისხმობდა. რეფორმის დაწყების საბაბად რომის პაპის მიერ ჰენრი VIII-სათვის განქორწინებაზე უარის თქმა იქცა. ამის პასუხად ინგლისის პარლამენტმა 1534 წელს ინგლისის ეკლესიის რომის პაპის დაქვემდებარებიდან გამოსვლა გამოაცხადა. ამავე აქტით,

234

ინგლისის ეკლესიის ადგილობრივ „პაპად“ ინგლისის მეფე ჰენრი VIII გამოცხადდა. თუმცა, იმავდროულად, კათოლიკური ეკლესიისათვის დამახასიათებელი დოგმატები და ღვთისმსახურების წესები ძალაში დარჩა. ძირითადი მიზეზი კათოლიკურ ეკლესიასთან ბრძოლის, რა თქმა უნდა, ეკონომიკური იყო. რომის პაპი ინგლისში დიდი ოდენობით საეკლესიო მიწებს ფლობდა. მის ხელში იყო ინგლისის მონასტრები და მათი ქონება. ინგლისის ეკლესიის რომის პაპის დაქვემდებარებიდან გამოყვანა ინგლისის მეფესა და არისტოკრატიულ წრეებს, ისევე როგორც ახალგაზრდა ბურჟუაზიას, ამ ქონების ხელში ჩაგდებისაკენ გზას უხსნიდა. მართლაც, პარლამენტის აქტებით (1536 და 1539) ინგლისის ყველა მონასტერი დაიკეტა, ხოლო მათ ქონებას მეფე დაეპატრონა. საეკლესიო ქონების სეკულარიზაციამ ინგლისის მეფე არნახულად გაამდიდრა. მიწების კერძო პირებზე გაყიდვამ ჰენრი VIII-ს ცხრა წლის განმავლობაში 1,5 მილიონი ფუნტი სტერლინგი მოგება მოუტანა, რაც იმ დროისათვის ზღაპრული თანხა იყო. გარდა ამისა, მეფემ მონასტრებისათვის ჩამორთმეული ქონებიდან თავისთვის დაიტოვა აურაცხელი ძვირფასეულობა, ჭურჭელი და ძვირფასი ტანსაცმელი და ა.შ. ეკლესიის რეფორმა სასტიკი ტერორის ქვეშ მიმდინარეობდა. ინგლისის მოსახლეობას ნაბრძანები ჰქონდა დამორჩილებოდა ახალ ეკლესიას; წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩებს სიკვდილით დასჯა ელოდათ. ინგლისის აბსოლუტიზმის მწვერვალად მაინც ჰენრი VIII -ის ქალიშვილის (მეორე ქორწინებიდან) ელისაბედ I-ის მეფობის ხანაა მიჩნეული. ელისაბედმა საბოლოოდ განამტკიცა ინგლისში რეფორმირებული ეკლესია, რომელიც მისი ნახევარდის ხანმოკლე მმართველობის დროს მცირე ხნით კვლავ რომის პაპს დაექვემდებარა. რეფორმირებულ ეკლესიას ანგლიკანური ეწოდა. ჩამოყალიბდა ანგლიკანური ეკლესიის რწმენის სიმბოლო — ე. წ. 39 მუხლი, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა. ასე შეიქმნა ინგლისში ეროვნული ეკლესია, რომელმაც შუალედური ადგილი დაიკავა კათოლიკურ ეკლესიასა და გერმანულ პროტესტანტულ ეკლესიას შორის. დიდმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა და მსოფლიო სავაჭრო გზების გადანაცვლებამ ხმელთაშუა ზღვიდან ატლანტის ოკეანეში ინგლისის განვითარებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. ინგლისი აღმოჩნდა მსოფლიო საზღვაო და სავაჭრო გზების ცენტრში და მისი ევროპისაგან ერთგვარი

ჰენრი VIII ინგლისის მეფე 1509-1547

სეკულარიზაცია — სახელმწიფოს მიერ ეკლესიისათვის ქონების, უმთავრესად მიწის ჩამორმევა.

„რწმენის 39 მუხლი“ პარლამენტმა 1571 წელს დაამტკიცა.

ელისაბედ I 1533-1603 235

იზოლირებული მდგომარეობაც დასრულდა. ამან ინგლისის ეკონომიკას ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით (თუ არ ჩავთვლით ნიდერლანდებს), ბევრად უფრო სწრაფი ტემპით განვითარების საშუალება მისცა. XVI ს-ის ინგლისის 5,5 მილიონი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა — 4, 2 მილიონი კაცი სოფლად ცხოვრობდა. იმჟამად ინგლისის სოფელში მიმდინარეობდა შეუპოვარი ბრძოლა ბატონყმობიდან უკვე გათავისუფლებულ გლეხობას — კოპიჰოლდერებსა და ფეოდალ-მიწათმფლობელებს — ლენდლორდებს შორის. კოპიჰოლდერები თუმცა პირადად თავისუფლები იყვნენ, მაგრამ მიწა ფეოდალის საკუთრებად ითვლებოდა. ისინი კი ამ მიწას „მუდმივი მეიჯარადრის“ უფლებით ფლობდნენ და მიწის მოხმარებისათვის ლენდლორდებს გადასახადს — რენტას უხდიდნენ. XVI ს-ში ინგლისში გლეხთა მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა. ჯერ კიდევ XV ს-ში ინგლისურ მატყლზე მოთხოვნის ზრდამ მეცხვარეობა, მიწათმოქმედებასთან შედარებით, გაცილებით შემოსავლიან დარგად აქცია. ამიტომ ლენდლორდებმა თავისი მამულების საძოვრებად გადაქცევა და ცხვრის ფარების მოშენება დაიწყეს. ლენდლორდები სასოფლო-სათემო მიწებს ისაკუთრებდნენ და საძოვრებად ღობავდნენ. ამასაც არ სჯერდებოდნენ, კოპიჰოლდერებსაც იძულებით თავიანთი მიწის ნაკვეთებიდან ყრიდნენ და მათი მეურნეობის ადგილას ცხვრის ფარებს აშენებდნენ, ან მეცხვარეობის მიმდევარ პირებს აძლევდნენ იჯარით, დიდი გასამრჯელოს ფასად. ინგლისელი გლეხების მიწიდან აყრის ეს პროცესი ისტორიაში „შემოღობვის“ სახელით შევიდა. თომას მორის ხატოვნი გამოთქმით — „ცხვრებმა შეჭამეს ადამიანები“. ასე დაიწყო აგრარული გადატრიალება ინგლისში, რომლის არსი ფეოდალური მიწათმფლობელობიდან ახალ, კაპიტალისტურ სასაქონლო მეურნეობაზე გადასვლაში მდგომარეობდა. მიწიდან აყრილი გლეხები მათხოვრებად და მაწანწალებად იქცნენ. ინგლისის შარა-გზები ასეთი გამათხოვრებული ხალხით აივსო. მათხოვრების იძულებით სამუშაოში ჩასაბმელად სამეფო ხელისუფლებამ სპეციალური კანონები გამოსცა, რომლებიც „სისხლიანი კანონების“ სახელითაა ცნობილი. კანონები მოსახლეობას უკრძალავდა მაწანწალობას. შრომისუნარიანი მაწანწალა ვალდებული იყო ვინმეს მიქირავებოდა და შრომაში ჩაბმულიყო. ურჩებს ჯერ ამათრახებდნენ, თუ კვლავაც დაიჭერდნენ ნახევარ ყურს აჭრიდნენ, მესამედ კი სიკვდილით სჯიდნენ. მხოლოდ ჰენრი VIII-ის მეფობაში 72 000 მაწანწალა ჩამოახრჩვეს. ინგლისში მონათა ვაჭრობითა და მეკობრეობითაც დიდი ფული შედიოდა. მონათა ვაჭრობა, როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ბაზრებზე ფრიად სარფიანი საქმე გახდა. მონების მნიშვნელოვან ნაწილს ესპანური კოლონიები მოიხმარდნენ, მაგრამ ესპანელები არ კადრულობდნენ ამ „ცუდ საქმეს“ და ძირითადად, ფრანგული, პორტუგალიური, დანიური და ასე განსაჯეთ თავიანთ მტრებთან — ინგლისური გემების კაპიტნებთანაც კი აფორმებდნენ შესაბამის კონტრაქტებს. ევროპელები, მათში კი დიდი იყო სწორედ ინგლისელების ხვედრითი წილი, დანებით, ყავლგასული ცეცხლსასროლი იარაღითა და სხვა არცთუ ისე საჭირო საქონლით დატვირთულ გემებს მიაყენებდნენ აფრიკულ სანაპიროს და იქაურ ბელადებს

236

ურიგდებოდნენ ხოლმე. შემდეგ დასავლეთ ნახევარსფეროში გადადიოდნენ და ჩრდილოეთ თუ სამხრეთ ამერიკის კოლონიებში აფრიკიდან წამოყვანილ შავკანიან მონებს შაქარსა და თამბაქოზე ცვლიდნენ. შემდეგ ამ საქონლით მშვიდად უბრუნდებოდნენ ევროპის პორტებს. გაუსაძლისი პირობების გამო, უამრავი მონა იღუპებოდა, მაგრამ საქმე იმდენად სარფიანი იყო, XIX ს-მდე არცერთი ევროპული სახელმწიფოს ხელისუფალს აზრადაც არ მოსვლია, მას წინ აღდგომოდა. უკვე XVI ს-ის შუა წლებში ინგლისი აფრიკიდან ამერიკაში ზანგი მონების უპირველეს მიმწოდებლად იქცა. აფრიკიდან მონების გამოყვანის მასშტაბის წარმოსადგენად, საკმარისია აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ 1562-1775 წლებში ინგლისელმა ვაჭრებმა აფრიკიდან ამერიკაში სამ მილიონზე მეტი მონა გადაიყვანეს. XVI ს-ის II ნახევრისათვის ინგლისმა ფიქრი დაიწყო კოლონიების შექმნაზე. კოლონიებიდან წამოღებული სიმდიდრე კარგი საშუალება იქნებოდა ინგლისის მრეწველობის განვითარებისათვის, თვით კოლონიები კი ინგლისს უდიდეს პრობლემას უხსნიდა — მას კოლონიებში გამათხოვრებული მოსახლეობის გასახლების საშუალება მიეცემოდა. ინგლისის კოლონიალისტურ მისწრაფებებს ესპანეთი ეღობებოდა, რომელიც XVI ს-ის ბოლოს პორტუგალიის დროებით შეერთების შემდეგ, ამერიკის კონტინენტზე უდიდესი და უმდიდრესი კოლონიების მფლობელი გახდა. ინგლისმა დაიწყო ესპანეთის კოლონიებთან კონტრაბანდული ვაჭრობა და მეკობრეების მეშვეობით ესპანეთის გემებისა და პორტების ყაჩაღური ძარცვა. ამან გაამწვავა ინგლისსა და ესპანეთს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა. მათ შორის ომი გარდაუვალი გახდა.

237

T a v i VIII

1547 ივანე IV ცხადდება სრულიად რუსეთის პირველ „ცარად“(ცეზარად/მეფედ), ამ ტიტულით რუსი მონარქები ხაზს უსვამდნენ მათ აღმოსავლეთ რომის იმპერიის იმპერატორთა "მემკვიდერეობას".

1556 ესპანეთის ტახტზე ადის ფილიპე II, რომლის მმართველობისას ესპანეთი უძლიერესი და უმდიდრესი ქვეყანაა ევროპაში.

1500

1642 ინგლისში იწყება სამოქალაქო ომი მეფესა და პარლამენტს შორის.

1600

1581 ნიდერლანდების ჩრდილოეთის შვიდი პროტესტანტული პროვინცია აცხადებს დამოუკიდებლობას ესპანეთისაგან, რაც ოფიციალურად ცნეს მხოლოდ 1648 წელს. 238

1776

1762 რუსეთის ტახტზა ადის ეკატერინე II.

ჩრდილოეთ ამერიკის ბრიტანული კოლონიები ბრიტანეთის მონარქიისაგან დამოუკიდებლობას აცხადებენ.

1700

1715 გარდაიცვალა საფრანგეთის მეფე ლუი XIV, რომელიც 72 წელი მართავდა ქვეყანას. 239

1789, 14 ივლისი პარიზელები იღებენ ბასტილიას. 14 ივლისი საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულია.

მოგეთხოვებათ შემდეგი ცნებების, ტერმინების, სახელების და წლების ცოდნა უტრეხტის უნია „დიდი არმადა“ ოპრიჩნინა ზემშჩინა ვესტფალიის ზავი „ბართლომეს ღამე“ ჰუგენოტები „თავისუფლებათა დიდი ქარტია“ ვესტფალიის ზავი რეჩ-პოსპოლიტა „ბოსტონის ჩაის სმა“ ვერსალის საზავო ხელშეკრულება „ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია“ ტრაფალგარის ბრძოლა ვატერლოოს ბრძოლა ბოროდინოს ბრძოლა იაკობინელები ჟირონდისტები ქონებრივი ცენზი კონტინენტური ბლოკადა „საღვთო კავშირი“ ვენის კონგრესი

ჯეიმს უატი ანტუან ლავუაზიე ფილიპე II ელისაბედ I მერი(მარიამ)სტიუარტი ივანე IV, მრისხანე კარდინალი რიშელიე პეტრე I ლუი XIV ჟან-ბატისტ კოლბერი ლუი XVI ფრიდრიხ II ჩარლზ I ჩარლზ II ოლივერ კრომველი ეკატერინე II პეტრე III თომას ჯეფერსონი ჯორჯ ვაშინგტონი ნაპოლეონ ბონაპარტე ტოტლებენი ჟორჟ ჟაკ დანტონი მაქსიმილიან რობესპიერი ჟან პოლ მარატი ადმირალი ნელსონი

1572, 24 აგვისტო „ბართლომეს ღამე“ 1579 - უტრეხტის უნია 1648- ვესტფალიის ზავი 1688-1689 -ინგლისის რევოლუცია 1776, 4 ივლისი - ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია 1789, 14 ივლისი - ბასტილიის აღება 1805 - ტრაფალგარის ბრძოლა 1814-1815- ვენის კონგრესი

მასალის კითხვისას მოახდინეთ ფოკუსირება შემდეგ საკვანძო საკითხებზე: 1. რა იყო სამრეწველო რევოლუციის არსი, როგორ შეცვალა ინდუსტრიულმა რევოლუციამ ცხოვრების ტრადიციული წესი და სოციალური წესრიგი და რომელი ქვეყნები დაწინაურდნენ დასავლეთ ევროპაში ამ ცვლილებების ფონზე; 2. პირველი ბურჟუაზიული რევოლუციები ევროპაში (ნიდერლანდები, ინგლისი), მათი მსგავსება და განსხვავება; 3. ოცდაათწლიანი ომი ევროპაში, ვესტფალიის ზავი და ევროპის პირველი გადანაწილება; 4. აბსოლუტიზმის აღზევება საფრანგეთში და ბრძოლა ესპანეთის მემკიდრეობისათვის; 5. რა გავლენა მოახდინა ბრძოლამ ინგლისის მონარქებსა და პარლამენტს შორის ბრიტანეთის განვითარებაზე? 6. ფრანგული განმანათლებლების იდეების გავლენა ამერიკის დამფუძნებელ მამებზე და და აშშ-ის დაბადება; 7. საფრანგეთის „სისხლიანი“ რევოლუცია“, ამ რევოლუციის სისასტიკის მიზეზები და მისი შედარება წინამორბედ ევროპულ და ამერიკულ რევოლუციებთან; 8. ნაპოლეონ ბონოპარტის აღზევება და დაცემა.

240

nakveTi IV. msoflio axali istoriis periodSi pirveli burJuaziuli revoluciebi da evropuli omebi § 1. თანამედროვე ინდუსტრიის გარიჟრაჟი. XVI-XVII სს-ში ევროპის ბევრ მხარეში გაფანტული მანუფაქტურის, ანუ ე. წ. „სოფლური ინდუსტრიის“ განვითარება, განსაკუთრებით საფეიქრო განხრით წარიმართა. ოჯახები, საკუთარი ნაკვეთის დამუშავების გარდა სხვა საქმიანობითაც იყვნენ დაკავებულნი და ნაწარმს ქალაქს აწვდიდნენ გასასაღებლად. მაგალითად, ლანკაშირის მხარის ბამბის ქსოვილების წარმოება შემდგომში სრულად განვითარებულ საფაბრიკო სისტემად ჩამოყალიბდა. ამ პერიოდის ეკონომიკის არსებითი ნიშან-თვისება ის იყო, რომ სოფლის მოსახლეობას ძირითადად ქალაქის მეწარმეები ასაქმებდნენ, ისინი ამარაგებდნენ ე. წ. გაფანტულ მანუფაქტურებს ნედლეულით და შემდეგ მზა პროდუქცია შორეულ ბაზრებზეც კი გაჰქონდათ. გარდა ამისა, ქალაქებში ამქრულ-ხელოსნური წარმოება იშლებოდა და ადგილს ცენტრალიზებულ მანუფაქტურულ წარმოებას უთმობდა. მანუფაქტურული წარმოების ამ ეპოქას სპეციალურ სახელსაც კი უწოდებენ — „პროტო“, ან კიდევ „პრეინდუსტრიული ხანა“ და ამით XVIII ს-ის შუა წლებიდან გამოჰყოფენ პერიოდს, რომელიც ინდუსტრიული ეპოქის დასაწყისადაა მიჩნეული. მართლაც, ამ პერიოდში შეიქმნა პირველი ორთქლის მანქანები, რამაც თანდათან ხელის შრომა გამოდევნა და სამანქანო წარმოებაზე დამყარებული თანამედროვე ტიპის ქარხანა-ფაბრიკა წარმოქმნა. ამ პროცესს ინდუსტრიულ რევოლუციასაც უწოდებენ, რომლის შემდეგ კაცობრიობის ისტორიის ინდუსტრიული პერიოდი იწყება.

მრეწველობის ახალი მახასიათებლები. პრეინდუსტრიულ და ინდუსტრიულ საზოგადოებათა შორის ყველაზე აშკარა სხვაობა ამ უკანასკნელში სოფლის მეურნეობის როლის მკვეთრი შემცირებით გამოიხატება. თუმცა, ამ როლის შემცირება სოფლის მეურნეობის ნაყოფიერების ზრდით ნაზღაურდება და დღეს მას ქალაქად მცხოვრები მოსახლეობის დიდი ოდენობის გამოკვება შეუძლია. კიდევ ერთი განსხვავებაა თანამედროვე სამუშაო ძალის დიდი ნაწილის ჩართვა სამომხმარებლო სექტორში — დღეს პროპორცია აქ და მრეწველობაში დასაქმებულთა შორის 60/20-ზეა. თუმცა, ინდუსტრიალიზაციის გარიჟრაჟზე, ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილების დამახასიათებელი ნიშანი ფაბრიკა-ქარხნების, მაღაროებისა და სამშენებლო ინდუსტრიის გაჩენა იყო. და ვინაიდან ფაბრიკაქარხნებისა და სამშენებლო ინდუსტრიის „ლომის” წილი სწორედ ქალაქებზე მოდიოდა, სოფელში მცხოვრებთა ქალაქებისაკენ გადმოსახლებაც ინტენსიურად მომდინარეობდა. ეს პროცესი ჯერ ინგლისს შეეხო, შემდეგ შოტლანდიას და დიდი ბრიტანეთიც სამართლიანად მოინათლა „პირველ ინდუსტრიულ სახელმწიფოდ“. XVIII ს-ის დასაწყისიდან სწორედ აქ დაიწყო ის პროცესები, რამაც თანდათანობით შესაძლებელი გახადა ერთმანეთისგან გაგვემიჯნა „თანამედროვე“ და „ადრინდელი“ მრეწველობა ზოგადად. ამ პროცესებიდან უმთავრესი გახლდათ: I. მექანიკურად მართული ხელსაწყო241

Tavi sarCevi:

VIII

$ 1. თანამედროვე ინდუსტრიის გარიჟრაჟი .................................... 241 $ 2. ევროპა XVI-XVIII საუკუნეებში.................................247 $ 3. „დასავლეთი და აღმოსავლეთი“ ინდოეთი ........ 277 $ 4. საფრანგეთის დიდი რევოლუცია ................................ 281

ლანკაშირის მხარე — საგრაფო ირლანდიის ზღვის პირას, დასავლეთ ინგლისში.

იარაღების ფართო გამოყენება; II. ენერგიის ახალი წყაროების გაჩენა (წიაღისეული საწვავი); და III — იმ მასალების ფართო გავრცელება-გამოყენება, რაც პირველადი სახით ბუნებაში არ მოიპოვება. კიდევ ერთი მახასიათებელი წარმოების მოცულობის ზრდა იყო. მრეწველობის უმრავლეს დარგებში ბევრი იმ სამუშაოს შესასრულებლად, რასაც ადრე გაცილებით უფრო დიდი დრო სჭირდებოდა და უამრავი ადამიანი ასრულებდა, მანქანა-იარაღები და მექანიკური ძალის გამოყენება დაინერგა. XVIII საუკუნეში უკვე საყოველთაოდ იყენებდნენ წყლის ძალას მრეწველობის ისეთ დარგებში, როგორიცაა მარცვლეულის გადამუშავება, საფეიქრო თუ მეტალურგიული წარმოება. შეიძლება ითქვას რომ აქედან უკვე ფაქტიურად ერთი ნაბიჯიღა რჩებოდა ელექტრონულ ძრავებზე მომუშავე საყოფაცხოვრებო საგნებისა თუ ბირთვული რეაქტორების შექმნამდე. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი წინსვლა — ინდუსტრიალიზაციის გარიჟრაჟზე — მაინც ხისა და ნახშირის, როგორც საწვავის, ქვანახშირით ჩანაცვლება და ორთქლის ძრავის გამოგონება გახლდათ. ასევე აღსანიშნავია, რომ ქიმიის განვითარებამ უამრავი „ხელოვნური“ ანუ სინთეტური მასალის შექმნა გახადა შესაძლებელი. ინდუსტრიალიზაციის წინაპირობები და თანმდევი ნიშანთვისებები. ინდუსტრიული რევოლუცია ასახავს ეკონომიკური ცვლილებების ხასიათს. ასე მოიხსენიებდნენ ბრიტანეთის ისტორიის იმ პერიოდს, როდესაც ფართოდ ინერგებოდა მანქანური ხელსაწყო-იარაღები საფეიქრო მრეწველობაში, როცა ჯეიმზ უატი თავის ორთქლის ძრავას ქმნიდა, ხოლო წარმოების საქარხნო სისტემა თავის ტრიუმფალურ სვლას იწყებდა. ინდუსტრიული რევოლუციის საწყის თარიღად პირობითად 1830 წელია მიჩნეული. ინდუსტრიული რევოლუციის ხანაში ცვლილებები არა მარტო ინდუსტრიას, არამედ სოციალურ წყობასა და ინტელექტუალურ სფეროსაც შეეხო. შესაბამისი ცვლილებები მოხდა ვაჭრობის, ფინანსებისა თუ სოფლის მეურნეობის სფეროებში, პოლიტიკურზე რომ არაფერი ვთქვათ, მაგრამ სწორედ აზროვნების სფეროში მომხდარმა ძირეულმა ცვლილებებმა განაპირობა ყველა დანარჩენი. შუა საუკუნეებში, ადამიანები მიხვდნენ, რომ ბუნების ძალთა საკუთარი საჭიროებისათვის გამოყენება შეეძლოთ, ხოლო იმ მეცნიერთა მოღვაწეობამ, როგორებიც იყვნენ ვთქვათ — კოპერნიკი, გალილეი, დეკარტე თუ ნიუტონი — ამგვარი წარმოდგენები კიდევ უფრო განამტკიცა. რად ღირს თუნდაც ის

ფრენსის ბეკონი 1561-1626

ჯეიმზ უატი 1736-1819

ცნობილი ინგლისელი ფილოსოფოსი და იურისტი.

შოტლანდიელი ინჟინერგამომგონებელი და მათემატიკოსი.

242

ფაქტი, რომ ფრენსის ბეკონის ცნობილმა გამონათქვამმა — ცოდნა ძალაა — სამეფო სამეცნიერო საზოგადოების ჩამოყალიბებას მისცა ბიძგი. ზოგი მეცნიერი იმასაც კი ვარაუდობს, რომ მრეწველობაში მეცნიერების მიღწევათა გამოყენებამ განსაზღვრა თანამედროვე ინდუსტრიის ხასიათი. თუკი XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან დავიწყებთ ათვლას, მაშინ ეს სწორიცაა: ქიმიის განვითარებამ და ელექტრობის გამოგონებამ, თუ ზოგადად სხვადასხვა მეცნიერულმა თეორიებმა, მართლაც დიდად იმოქმედა საერთო სამრეწველო პროცესებზე, ოღონდაც მათი, როგორც მეთოდებად გამოყენება, მანამდე მხოლოდ უმნიშვნელო, ძირითადად ყოფითი მიზნებისათვის ხდებოდა. „მანამდელი“ მიღწევები „ცდისა და შეცდომების“ პრინციპის შედეგი უფრო იყო, მაგრამ ცხადია თავად სურვილი, ანუ იმდროინდელი საზოგადოების მოთხოვნა — სიახლეები გაჩენილიყო თუნდაც ისეთ კონსერვატიულ სფეროში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა. ინგლისი უპირველესი ქვეყანა იყო, რომელმაც ინდუსტრიული მეთოდებით გაზარდა საკუთარი სოფლის მეურნეობის ნაყოფიერება. ამ განხრით, ის უკვე XVII საუკუნის ბოლოს ლიდერობდა და დაახლოებით თავისი მოსახლეობის 60% ჰყავდა დასაქმებული საკვების წარმოების სფეროში (შედარებისთვის, XX საუკუნის დასაწყისში ეს ციფრი 10%-მდე დავიდა). ამას რამდენიმე ძირითადი მიზეზი ჰქონდა: ქვეყანაში შემოიტანეს და ფართოდ დანერგეს მარცვლეულისა თუ სხვა მცენარეულის ბევრი ახალი, მანამდე უცნობი ჯიში; ფართოდ დაინერგა სახნავ-სათესი მიწების ე.წ. „დასვენების“ და დროებით საძოვრებად გამოყენების პრაქტიკა, რამაც თავის მხრივ საქონლის მომრავლებასაც შეუწყო ხელი და სასუქის მეტი რაოდენობაც გააჩინა მიწების გასანოყიერებლად; ბევრმა ინგლისელმა ფერმერმა საქონლის ახალი მეწველი ჯიშების გამოყვანაც დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ყოველივე ამისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მანამდე გაერთიანებული სახნავ-სათესი თუ საძოვარი სავარგულების დაცალკევებასა და ფერმერულ ფერმერული მეურნეობა — ბაზარზე მეურნეობებად გარდაქმნას. ამავე დროს, სოფლის მეურნეობის ორიენტირებული მეურნეობა. ნაყოფიერების ზრდამ ქალაქის მოსახლეობის უკეთ მომარაგებაგამოკვება გახადა შესაძლებელი, თან ექსპორტიც გაზარდა. ხოლო სოფლის მოსახლეობა, თავის მხრივ, უფრო მეტად სარგებლობდა მანუფაქტურული ნაწარმით, ვიდრე ევროპის დანარჩენი მოსახლეობა იგივე პერიოდში. XVI საუკუნიდან ქ. ლონდონი თანდათანობით ინგლისური ეკონომიკის ცენტრად ჩამოყალიბდა, რასაც მისი მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობაც უწყობდა ხელს. XVIII ს-ის დამდეგისათვის, მოსახლეობის რაოდენობამ იქ პარიზისას — მანამდე ევროპის უდიდესი ქალაქის მოსახლეობას — გადააჭარბა. ვაჭრობის განვითარებამ ხელი შეუწყო, აგრეთვე, ფინანსური ორგანიზაციების ჩამოყალიბებას: საგრძნობლად განვითარდა საბანკო საქმე, დაარსდა (1694 წ.) „ინგლისის ბანკი“, რომელიც ამ სფეროში მონოპოლისტად იქცა და მხოლოდ ოქროს მონეტებსა თუ დიდი ნომინაციის ბა ,ნკნოტებს უშვებდა, ამას გარდა, არსებობდა კიდევ რვაასამდე ე.წ. სასოფლო ბანკები, რომლებიც წვრილ მოვაჭრეებზე იყო გათვლილი და რომლებიც წვრილ ფულს უშვებდნენ მიმოქცევაში.

243

ინგლისური ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა „დიადი რევოლუციის“ ერთი შედეგი: კერძოდ, სამეფოს საჯარო ფინანსების განკარგვა უშუალოდ პარლამენტის უფლება გახდა, რამაც „სამეფო ხარჯები“ მნიშვნელოვნად შეამცირა და გამოათავისუფლა კაპიტალი ინვესტირებისათვის — განსაკუთრებით, ინფრასტრუქტურის განვითარების განხ-რით, რაც ინდუსტრიალიზაციის პროცესის დამაჩქარებლად იქცა. რკინიგზის გაჩენამდე, რაიონებიდან ქალაქამდე ტვირთის გადატანა წყლის ტრანსპორტით ხდებოდა და ამას ინგლისის კუნძულოვანი მდებარეობაც უწყობდა ხელს. XVIII ს-ის 50-იან წლებში ფართოდ დაინერგა არხების მშენებლობა, რომლებიც სატრანსპორტო მდინარეებს ერთმანეთთან და საბადოებს — ბაზრებთან აკავშირებდა. ინგლისში სახმელეთო გზები, ძველთაგანვე ადგილობრივი საგრაფოების საზრუნავი იყო. პარლამენტმა მათ გაყვანას XVIII ს-ის მიწურულიდან განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია. XIX ს-ის 30-იანი წლების ბოლოსათვის, რკინიგზის საერთო სიგრძე დიდ ბრიტანეთში 1500 ინგლისურ მილს აღწევდა.

სტაფორდშირი — საგრაფო ცენტრალურ ინგლისში

ახალი ინდუსტრიული ტექნოლოგიების დანერგვა. ინდუსტრიული ცვლილებების რევოლუციური ხასიათის ახსნის მცდელობისას, ისტორიკოსები განსაკუთრებით უსვამენ ხაზს მექანიზაციის ტემპების დაჩქარებასა და საფეიქრო წარმოების აღმავლობას XVII საუკუნის ბოლო ორ ათწლეულში. თუმცა, მანამდე თითქმის ერთი საუკუნით ადრე და რამდენიმე წლის შუალედით, ორი სხვა ისეთი სიახლე დაინერგა, რომელთა გავლენაც ინდუსტრიალიზაციაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო, არადა მათი სიკეთე მთლიანად მხოლოდ წლების შემდეგ დაფასდა. ლაპარაკია: 1. რკინის დნობისას კოქსის გამოყენებაზე, რამაც მძიმე მრეწველობა მთლიანად ქვანახშირზე დამოკიდებულებისაგან გაათავი-სუფლა და 2. ორთქლის ძრავის გამოგონებაზე, ახალ და მძლავრ ენერგოწყაროზე, რომელიც ჯერ ჩაენაცვლა და მერე მთლად განდევნა კიდეც ქარისა და წყლის ბორბლები. უბრალო ნახშირის ქვანახშირით შეცვლა ბრძმედებში მრავალგზის სცადეს, მაგრამ ქვანახშირის ნედლეულის უსუფთაობის გამო მცდელობები უშედეგოდ მთავრდებოდა. ამასობაში (1709 წ.) სტაფორდშირელმა მჭედელმა, ვინმე

ჰენრი კორტი 1740-1800 ჰენრი კორტიმ ლითონის დაწნეხვისა და გრეხის მეთოდები 1783-1784 წლებში შეიმუშავა. 244

თომას ნიუქომენი 1664-1729 თავისი პირველი ორთქლის ტუმბო მან 1712 წელს დააყენა.

აბრაჰამ დარბიმ კი მოახერხა ქვანახშირის სუფთა საწვავი ლამის ზუსტად იმავე გზით მიეღო, როგორც სხვა მჭედლები უბრალო ნახშირს იღებდნენ ხე-ტყისაგან — ანუ, მან ქვანახშირი დახშულ ქურაში გამოწვა მავნე მინარევი გაზებისგან გასაწმენდად და საბოლოო ნარჩენის სახით კოქსი შერჩა ხელთ: ლამის წმინდა ნახშირბადი, რომელიც შემდეგ საწვავად გამოიყენა ბრძმედში პირველადი თუჯის გამოსადნობად. დარბის ტექნოლოგიური გარღვევის მიუხედავად, სიახლე მაინც მძიმედ ინერგებოდა; მისი გამოგონებიდან 40 წის შემდგომაც ბრიტანული თუჯის ჯერ კიდევ მხოლოდ 5% იწარმოებოდა კოქსის საწვავის გამოყენებით. მაგრამ სწორედ ამ დროიდან დაწყებულმა ნახშირის ფასის მუდმივმა ზრდამ და ჰენრი კორტის მიერ შემუშავებულმა ლითონის დაწნეხვისა და გრეხის მეთოდებმა უკვე საბოლოოდ გაათავისუფლა რკინის წარმოება ნახშირის საწვავის გამოყენების საჭიროებისაგან. მჭედელ-მეფოლადეებს ყველა ამ სიახლემ მნიშვნელოვნად შეუმსუბუქა შრომაც და დანახარჯები იმ თვალსაზრისით, რომ მათი წარმოებები უკვე ქვანახშირის საბადოების სიახლოვესვე იხსნებოდა და რკინის პროდუქციის საერთო მოცულობამაც და ქვანახშირის საწვავის ხვედრითმა წილმაც მეტალურგიაში განსაცვიფრებელი სისწრაფით იწყო ზრდა. საუკუნის ბოლოსთვის, ისევ და ისევ კოქსის წყალობით, მოცულობამ 200 000 ტონას გადააჭარბა და ბრიტანეთიც რკინისა და რკინამასალების უმთავრეს ექსპორტიორად იქცა. ორთქლის ძრავა თავდაპირველად მაღაროებში გამოიყენეს. რაკიღა გაიზარდა მოთხოვნილება როგორც ქვანახშირის, ისე ლითონის მადანზე, მათი სულ უფრო და უფრო დიდი სიღრმეებიდან მოპოვებაც აუცილებელი გახდა. არაერთხელ წარუმატებლად სცადეს მაღაროებიდან დაგროვილი წყლის ამოქაჩვა, მაგრამ წყალდიდობები მაინც გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა. XVII ს-ის მიწურულს სამხედრო ინჟინერმა თომას სეივერიმ პატენტი მიიღო ორთქლის ტუმბოს შესაქმნელად, რომელსაც თვითონ სიყვარულით „მეშახტის მეგობარი“ უწოდა. რამდენიმე ასეთი ტუმბო დაიდგა კიდეც XVIII საუკუნის პირველ ათწლეულში, ძირითადად კორნიშის კალის საბადოებზე, მაგრამ ამ მოწყობილობას რამდენიმე პრაქტიკული წუნი ახასიათებდა — მათ შორის, მოულოდნელად გასკდომა-აფეთქებისკენ ჯიუტი მიდრეკილებაც. თომას ნიუქომენი, რკინა-კავეულით მოვაჭრე და მეთუნე, კარგად იცნობდა მემაღაროელთა სატკივარს და გადაწყვიტა გამოესწორებინა შექმნილი ვითარება. დაუღალავი შრომის შედეგად, ცდისა და გამორიცხვის მეთოდების გამოყენებით, მან მართლაც მიაღწია წარმატებას და თავისი პირველი ორთქლის ტუმბოც აღმართა სტაფორდშირის ქვანახშირის მაღაროებთან. მიუხედავად იმისა, რომ ნიუქომენის მოწყობილობა ძალიან დიდი (მას ცალკე შენობა სჭირდებოდა), უხეში და ძვირადღირებულიც იყო, მნიშვნელოვანი ეფექტი მაინც გააჩნდა და საუკუნის ბოლოსათვის ასეულობით მათგანი დაიდგა მთელ ბრიტანეთში, რამდენიმე კი მის ფარგლებს გარეთაც. იგი ძირითადად ქვანახშირის მაღაროებში გამოიყენებოდა, სადაც მისთვისვე აუცილებელი საწვავიც იაფი ჯდებოდა, თუმცა სხვაგანაც ხმარობდნენ ხოლმე — ვთქვათ, წისქვილების

245

ასამუშავებლად, როცა წყლის დონე ბუნებრივად იკლებდა, ანდა დასახლებების წყლით მოსამარაგებლად. თუმცა, შესრულებული სამუშაოს გათვალისწინებით, ნიუქომენის ძრავა მაინც ბევრ საწვავს მოითხოვდა. გლაზგოს უნივერსიტეტის „მათემატიკურ ხელსაწყოთა ოსტატს“ ჯეიმს უატს ერთი ასეთი სადემონსტრაციო ძრავის შეკეთება სთხოვეს. ძრავის შეკეთება ჯეიმს უატს უატი საქმემ ისე გაიტაცა, ექსპერიმენტების ჩატარება წამოიწყო, 1760 წელს სთხოვეს. მოგვიანებით მან პატენტიც გამოითხოვა ამ მოწყობილობის დასახვეწად და შეეცადა ცილინდრის გახურება-გაცივებისათვის აუცილებელი საწვავის ოდენობა მნიშვნელოვნად შეემცირებინა. მაგრამ რამდენიმე ტექნიკური სირთულე, მათ შორის, ცილინდრის იმგვარი სიმკვრივის უზრუნველყოფა, ორთქლი საერთოდ, რომ ვერ გაპარულიყო, საკმაოდ რთული მოსაგვარებელი აღმოჩნდა. იმ ხანად უატი მეთიუ ბოულტონს შეუამხანაგდა, წარმატებულ ბირმინგემელ მეწარმეს, რომელმაც ყველანაირად შეუწყო მას ხელი ექსპერიმენტების გაგრძელებაში. ამასობაში (1774 წ.) უატის შორიახლოს მცხოვრებმა ბირმინგემი — ქალაქი მჭედელმა ჯონ უილკინსონმაც დააპატენტა ახალი საბურღი ცენტრალურ ინგლისში მანქანა, რომელსაც ასევე აღმოაჩნდა ძრავის ცილინდრებთან დაკავშირებული წუნი. მომდევნო წელს უატმა 25 წლით პატენტის გახანგრძლივებას მიაღწია და ფირმა „ბოულტონი და უატი“ ორთქლის ძრავების კომერციული მიზნებისათვის წარმოებას შეუდგა. ერთ-ერთი პირველი მათი კლიენტიც სწორედ ჯონ უილკინსონი აღმოჩნდა, რომელსაც ძრავა თავის ბრძმედში საბერველების ასამუშავებლად სჭირდებოდა. შემდგომში უატმა იმდენად გააუმჯობესა თავისი მანქანა, რომ მთელი ბამბის სართავი ფაბრიკა ამუშავდა (1785 წ.) ორთქლის მანქანაზე, რამაც განუზომლად დააჩქარა ინდუსტრიის განვითარება ბრიტანეთსა და, ზოგადად, მთელ ევროპაში. საქმე ისაა, რომ ბამბის ქსოვილების წარმოება ინგლისისათვის შედარებით ახალი იყო და, შესაბამისად, არც ამქართა გაერთიანებებისათვის დამახასიათებელ სხვადასხვა ამკრძალავ კანონებსა თუ წესებს ექვემდებარებოდა, რომლებიც წარმოების უფრო ტრადიციული დარგების განვითარებას ერთგვარად ბოჭავდნენ და აფერხებდნენ. ამასობაში ლანკაშირში მოძრავი მაქო გამოიგონეს, რამაც მოძრავი მაქო ლანკაშირელმა ჯონ ერთ ფეიქარს უკვე ორის საქმის კეთება შეაძლებინა. სულ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ კი, ხელოვნებათა სამეფო ქეიმ 1733 წელს გამოიგონა. საზოგადოებამ პრიზიც კი დააწესა სართავი მანქანის გაუმჯობესების მიზნით. ასე შეიქმნა მანქანა, რომელიც საშუალებას იძლეოდა ერთ კაცს რამდენიმე ადამიანის სამუშაო შეესრულებინა. ამათ გარდა, ბევრი სხვა პატარ-პატარა ტექნიკური წინაღობებიც არსებობდა. თუმცა ნამდვილი ნახტომი სართავი მანქანა, რომელიც საშუალებას მანქანების გაუმჯობესების გზაზე მექანიკური საქსოვი დაზგის იძლეოდა ერთ კაცს რამდენიმეს მოგონება იყო, რომელიც ათი კაცის საქმეს აუდიოდა. სამუშაო შეესრულებინა. ჯეიმზ რაკიღა ბრიტანეთში ბამბა არ მოჰყავდათ, მისი იმპორტი ჰარგრივზმა 1770 წელს შექმნა. კარგად გვიჩვენებს ინდუსტრიის ამ დარგის განვითარების ტემპებს. თუკი XVIII საუკუნის დასაწყისში 500 ტონაზე ნაკლები შემოჰქონდათ, საუკუნის 70-იან წლებში იგი უკვე მექანიკური საქსოვი დაზგა, რომელიც 2,500-ს შეადგენდა, ხოლო 1800 წლისათვის 25 ათასს ათი კაცის სამუშაოს ასრულებდა 1820 გადააჭარბა. ბამბა ძირითადად ინდოეთიდან, კარიბის წელს ქ. მანჩესტერში „შარპისა და კუნძულებიდან, ამერიკის სამხრეთ შტატებიდან შემოჰქონდათ, რობერტსის“ ფირმამ გააწყო. თუმცა მონების შრომის გამოყენების მიუხედავად, მისი მოყვანა -კრეფა მაინც საკმაოდ ძვირი ჯდებოდა, სანამ ბამბის საკრეფი

246

მექანიკური მანქანა არ გამოიგონეს, რამაც ამერიკის სამხრეთ შტატებს სულ მალე ბამბის ექსპორტის მხრივ მოწინავე პოზიცია დააკავებინა. 1860 წელს, ბრიტანეთმა იქიდან უკვე 500 ათასი ტონა ბამბის ნედლეული შემოზიდა. რადგან წარმოების ხარჯები მცირდებოდა, ხოლო მოცულობა გაიზარდა, ბამბის ნაწარმმა XIX საუკუნის დასაწყისში უკვე შალისას გადააჭარბა და მისი ნახევარი ბრიტანეთს საზღვარგარეთ გაჰქონდა გასაყიდად. ასევე დიდი ნახტომი შეიმჩნეოდა მეთუნეობაშიც. ჩინეთიდან შემოტანილმა ფაიფურმა, შეძლებული ხალხის ყოფაში ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი ჩაანაცვლა, ხოლო ყავისა და ჩაის პოპულარობამ, საშუალო ფენაშიც „ფაიფურომანია“ გამოიწვია და, შესაბამისად გაჩნდა მოთხოვნა ადგილობრივი წარმოების იაფ ფაიფურზე. ამან ქვანახშირის საბადოების ირგვლივ, ათასობით პატარ-პატარა საამქროს გახსნა განაპირობა, განსაკუთრებით ეს ითქმის სტრაფორდშირის მხარეზე. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ასევე ქიმიის, როგორც მეცნიერების წინსვლას; ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ფრანგი ლავუაზიესა და მისი მოწაფეების მიღწევები. წარმოუდგენლად გაფართოვდა საპნის, ქაღალდის, შუშის, საღებავებისა და სხვა წარმოებები, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის გოგირდმჟავას ინდუსტრიულ გამოყენებას (მანამდე იგი მხოლოდ ალქიმიკოსებისათვის იყო ცნობილი და მეტად სახიფათო ნივთიერებად მიაჩნდათ). ასევე უნდა ავღნიშნოთ კაუსტიკური სოდის ფართოდ გამოყენების დაწყებაც XIX საუკუნეში; მართლაც, კიდევ ერთი ფრანგის, ნიკოლა ლებლანის მიერ ალკალოიდების მიღებამ ჩვეულებრივი მარილის გამოყენებით (1791 წ.), დიდი კომერციული მოგება მოუტანა ბრიტანეთს. სწორედ ეს, როგორც მას უწოდებდნენ, „ხელოვნური სოდა“, დიდად წაადგა მსუბუქი მრეწველობის სხვადასხვა სფეროებს. საინტერესოა, რომ ქვანახშირის წარმოება სარკინიგზო გზების გაყვანის პირველმიზეზადაც იქცა. მანამდე, მოპოვებული მადანი ხელით ამოჰქონდათ, 1760 წელს პონებშებმული ურიკების გამოყენება დაიწყეს, რამაც ამ ურიკებისათვის ლიანდაგის დაგება გამოიწვია. შემდეგ უკვე ისიც მოისაზრეს, რომ ლიანდაგები მდინარეებამდე, ანუ სატრანსპორტო არხებამდეც მიეყვანათ და ურიკები საკუთარი სიმძიმის ძალით დაეგორებინათ, უკან კი სწორედ ცხენების მეშვეობით ამოეტანათ. სანამ ბრიტანეთში პირველი ორთქმავალი გაივლიდა რკინიგზაზე, იქ უკვე ასობით მილი ლიანდაგი ჰქონდათ დაგებული.

ბამბის საკრეფი მანქანა 1793 წელს ამერიკაში იმიგრანტმა ელი უიტლიმ გამოიგონა.

§ 2. ევროპა XVI-XVIII საუკუნეებში ნიდერლანდების აღზევება და პირველი ბურჟუაზიული რევოლუცია. ნიდერლანდები ჰოლანდიას, ბელგიას, ლუქსენბურგსა და ფლანდრიას მოიცავდა. კარლოს V-ის იმპერიის დაშლის შემდეგ, ნიდერლანდები, ესპანეთს ერგო. თავდაპირველად, ეს მხარე, როგორც ევროპის ჩრდილოეთი, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ევროპის სხვა რეგიონებს უფრო ჩამორჩებოდა, რაც ფეოდალური ურთიერთობების განუვითარებლობაში და გლეხთა დაყმე-

247

ანტუან ლავუაზიე 1743-1794

ისტორიული ფლანდრიის უდიდესი ნაწილი დღეს ბელგიის, ნაწილი ნიდერლანდების (ჰოლანდიის) და ნაწილიც საფრანგეთის შემადგენლობაშია.

ფილიპე II 1527-1598

ალბას ჰერცოგი ფერნანდო ალვარეს დე ტოლედო 1531-1582

ვილჰელმ ორანელი 1533-1584

ვების ნაკლებ ხარისხში გამოიხატებოდა. თავისუფალი მოსახლეობის, ანუ მუშახელის სიმრავლემ აქ გვიან შუა საუკუნეებში მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის სწრაფ განვითარებას შეუწყო ხელი. ამ მხრივ ყველაზე უფრო ნიდერლანდების ჩრდილოეთი ნაწილი — ჰოლანდია და ფლანდრია დაწინაურდა. უკვე XV საუკუნის ბოლოს, ჰოლანდიური და ფლამანდიური მეურნეობები ყველაზე წარმატებული იყო მთელ ევროპაში. ფაქტობრივად, XVI-XVII სს-ში ისინი თანამედროვე ფერმებისაგან არაფრით განსხვავდებოდნენ. წარმატების მთავარი გასაღები კი, ალბათ, სოფლის მეურნეობის სპეციალიზაციაში უნდა ვეძიოთ. XVI ს-ის შუა წლებში ნიდერლანდებს აყვავების ხანა დაუდგა. ის ევროპის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რეგიონად იქცა. აქ, ამ შედარებით მცირე ტერიტორიაზე, 300 ქალაქი და 6500 სოფელი იყო განლაგებული. დიდ ქალაქებში, როგორიც იყო ანტვერპენი, ბრიუსელი და სხვ. განვითარდა მაუდისა და შალის მანუფაქტურული წარმოება. დიდად განვითარდა გემთმშენებლობა, თევზის რეწვა და სხვ. დიდ წარმატებას მიაღწიეს ჰოლანდიელებმა საგარეო ვაჭრობაშიც. XV ს-დან ჰოლანდიურმა ფლოტმა ჩრდილოეთის ზღვაში, თანდათან, ჰანზელთა მონოპოლია შეასუსტა და, ფაქტობრივად, ხელთ იგდო მთელი ვაჭრობა ჩრდილოეთ ევროპასა და საფრანგეთს, პორტუგალიას, ესპანეთსა და ხმელთაშუა ზღვისპირეთს შორის. მეტიც, ამ პერიოდში ინგლისსა და კონტინენტს შორის სავაჭრო ურთიერთობასაც ჰოლანდიელები წარმართავდნენ. ჰოლანდიელების აღმავლობის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ბურჟუაზიული რევოლუცია გახდა. XVI ს-ის მეორე ნახევარში წარმოიშვა ღრმა წინააღმდეგობა ნიდერლანდებს, სადაც კაპიტალისტური ურთიერთობები წარმატებით ვითარდებოდა და ფეოდალურ ესპანეთს შორის. თავდაპირველად ნიდერლანდელების ბრძოლა ესპანეთის წინააღმდეგ ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის დაიწყო, მაგრამ იმთავითვე ეს მოძრაობა ბურჟუაზიული რევოლუციის ნიშნითაც წარიმართა. ნიდერლანდების დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მოტივი, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური გახლდათ. ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუ აღვნიშნავთ, რომ ესპანეთი ნიდერლანდებისაგან გადასახადების სახით ღებულობდა 2 მლნ. დუკატს წელიწადში, რაც ესპანეთის საერთო შემოსავლის 40%-ს შეადგენდა. ნიდერლანდებში უკმაყოფილების ზრდას ხელი შეუწყო ესპანეთის მეფის ფილიპე II-ის უგუნურმა ეკონომიკურმა პოლიტიკამაც. ფილიპემ, სახელმწიფო გაკოტრებულად გამოაცხადა, რამაც მის სახელმწიფოში მყოფი ბანკები, მათი უმრავლესობა კი სწორედ ნიდერლანდური ბანკები იყო, დიდად დააზარალა. იმიტომ რომ, სახელმწიფოს ბანკროტობა მეფის მიერ აღებული ვალების არ გადახდას გულისხმობს. ამავე დროს ესპანელებმა თავიანთ კოლონიებთან ვაჭრობაზე მონოპოლია დააწესეს, რაც ჰოლანდიელების ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. დიდ ზარალს განიცდიდა ნიდერლანდური ბურჟუაზია ფილიპე ესპანელის ინგლისთან მტრული ურთიერთობებით, ვინაიდან ინგლისთან ვაჭრობაზე მოდიოდა ნიდერლანდელების საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვანი წილი.

248

ამავე ხანებში ნიდერლანდებში იმატა რეფორმისტულმა განწყობამაც, რომელიც აქ უფრო კალვინიზმის სახით გავრცელდა. ნიდერლანდების რევოლუცია 1568 წელს დაიწყო, როდესაც მისი 17 პროვინციიდან შვიდში აჯანყებამ იფეთქა. აჯანყება ესპანეთისა და მისი მთავარი საყრდენის — კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ იყო მიმართული. ხალხი შეესია კათოლიკურ მონასტრებსა და ეკლესიებს, ლეწავდნენ ხატებს, იტაცებდნენ საეკლესიო და სამონასტრო ქონებას. ეკლესიებისა და მონასტრების რბევის მასშტაბი უპრეცედენტო იყო. ესპანეთის მეფემ აჯანყებულებთან საბრძოლველად ალბას ფანატიკოსი კათოლიკე ჰერცოგი ფერნანდო ალვარესი გამოგზავნა. ფერნანდო სასტიკად გაუსწორდა აჯანყებულებს. პროტესტანტები ერეტიკოსებად გამოაცხადეს. შეიქმნა სპეციალური „აჯანყების საქმის შემსწავლელი საბჭო“, რომელსაც „სისხლიანი საბჭო“ ეწოდა, ვინაიდან მისი განაჩენით 8 000-ზე მეტი ადამიანი წამებით მოკლეს. ალბამ ნიდერლანდებში ესპანეთში მოქმედი საგადასახადო სისტემა შემოიღო, რომელსაც „ალკაბალა“ ეწოდებოდა: 1% მოძრავ და უძრავ ქონებაზე, 5% პროცენტი უძრავი ქონების გაყიდვიდან და 10% მოძრავი ქონების გაყიდვისას თითოეულ ჩატარებულ ოპერაციაზე. ნიდერლანდების შემთხვევაში, სადაც მომხმარებელთან მისვლამდე საქონელი მრავალ ხელს გადიოდა, ასეთი დაბეგვრა სრულ კატასტროფას ნიშნავდა. ამის პასუხად ნიდერლანდების ჩრდილოეთ პროვინციებში მოსახლეობის საყოველთაო გამოსვლა დაიწყო (1572). ხოლო ფლანდრიისა და ჰოლანდიის მეთევზეებმა და მეზღვაურებმა თავიანთი სწრაფი და მსუბუქი გემებით ესპანელების წინააღმდეგ ზღვაზე სასტიკი ომი გააჩაღეს. ერთხელ მათ ხელში ჩაიგდეს ესპანეთის ფლოტი, რომელიც ფულითა და ძვირფასეულობით დატვირთული 46 გემისაგან შედგებოდა, მეორედ — 130 გემი. ჰოლანდიელი მეზღვაურები თავს ესხმოდნენ და არბევდნენ ესპანეთის სანაპირო ქალაქებს, შემდეგ კი თავს ინგლისის პორტებში აფარებდნენ. ინგლისელები სიამოვნებით უწყობდნენ მათ ხელს ესპანეთის დასუსტების საქმეში. ნიდერლანდური რევოლუციის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე წარმოშობით გერმანელი მთავარი ვილჰელმ ორანელი იყო. რევოლუციის მსვლელობაში ჰოლანდიამ, ზელანდიამ, ფლანდრიამ და ბრაბანტმა, უტრეხტმა და ფრისლანდიამ გააფორმეს უტრეხტის კავშირი — უნია, რომლის მიზანი იყო „ესპანეთთან ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე“. მალე, (1581 წ.) უტრეხტის უნიის დამდები რეგიონების შტატებმა, იგივე პარლამენტებმა ესპანეთის მეფე ფილიპე II ნიდერლანდების მეფობიდან გადაყენებულად გამოაცხადეს. ნიდერლანდების რევოლუციამ გაიმარჯვა, მაგრამ ეს გამარჯვება მხოლოდ უნიაში გაერთიანებულ 7 პროვინციაზე ვრცელდებოდა. ასე ნიდერლანდების ჩრდილოეთ ნაწილში შეიქმნა ნიდერლანდების რესპუბლიკა, რომელსაც მისი ყველაზე მსხვილი რეგიონის მიხედვით ჰოლანდიაც ეწოდება. ბურჟუაზიული რევოლუციის გამარჯვებამ ახალი ბიძგი მისცა ჰოლანდიის ეკონომიკის განვითარებას. ამ პატარა რესპუბლიკას (ფართობი 25 ათასი კვ. კმ, მოსახლეობა 2 მილნ) XVII ს-ში ჰქონდა ფლოტი, რომელიც რაოდენობითა და ტონაჟით აჭარბებდა მთელი ევროპის ფლოტს ერთად აღებულს. გემთმშენებლობის განვითარება ბიძგს აძლევდა წარმოების მისთვის საჭირო დარგების

249

უტრეხტის უნია 1579 წელს დაიდო.

ჰოლანდიის „ოსტ-ინდოეთის კომპანია“ 1602 წ. შეიქმნა

ინგლისის „ოსტ-ინდოეთის კომპანია“ 1600 წ. ჩამოყალიბდა.

წინსვლას — როგორიცაა: ტილოს, კომპასის, ანძების, ნავების, თოკების, ღუზის და სხვ. ჰოლანდიას იმ ხანად ჰქონდა 1000მდე სამხედრო გემი (შედარებისათვის საფრანგეთს 10 სამხედრო გემიც კი არ ჰქონდა). ზოგადად ჰოლანდიის ფლოტი 15 000 გემსა და 150 ათას მეზღვაურს ითვლიდა, რაც იმჟამინდელი მსოფლიო ფლოტის 75% შეადგენდა. მხოლოდ ორ ქალაქში ანტვერპენსა და ზანდამში 130-ზე მეტი გემთსაშენი იყო. გემების მშენებლობა ჰოლანდიას თითქმის ორჯერ უფრო იაფი უჯდებოდა, ვიდრე ინგლისს. ამიტომაც იყო, რომ ჰოლანდიელები პირველობდნენ შორეულ საზღვაო ვაჭრობაშიც: მართალია, ესპანეთთან კომერციულ ურთიერთობებს მათმა ესპანური გვირგვინისაგან დამოუკიდებლობისათვის ბრძოლამ მოუღო ბოლო, მაგრამ პორტუგალიასთან ვაჭრობა არ შეუწყვეტიათ. შემდეგ კი, როცა 1580 წ., ესპანეთმა პორტუგალია დროებით შეიერთა და ლისაბონის ნავსადგურიც ჰოლანდიური გემებისათვის ჩაიკეტა, საზღვაო ვაჭრობაზე დიდად დამოკიდებული ჰოლანდია მაშინვე შეუდგა შორეული, მრავალთვიანი მოგზაურობებისთვის გამოსადეგი გემების მშენებლობას და მალე ინდოეთის ოკეანეში შეიყვანა თავისი ფლოტი. სულ რაღაც ათ წელიწადში, უკვე 50-ზე მეტი გემი დაცურავდა აფრიკის შემოვლით ნიდერლანდებსა და ინდოეთს შორის. ამ საზღვაო ექსპედიციების დიდმა წარმატებამ სტიმული მისცა ჰოლანდიის „ოსტ-ინდოეთის კომპანიის“ ჩამოყალიბებას, რომელმაც იურიდიულად გაიფორმა ვაჭრობის მონოპოლია ინდოეთსა და ნიდერლანდებს შორის. ამას ინგლისელთა მხრივაც საკუთარი „ოსტ-ინდოეთის კომპანიის“ ჩამოყალიბება მოჰყვა და რადგანაც ამ ორივე ქვეყნისათვის მთავარ მეტოქედ პორტუგალია მოიაზრებოდა, სამოქმედო სფეროც უბრძოლველად გაიყვეს: ჰოლანდიელებს ძირითადად ინდონეზიის სანელებლებით ცნობილი კუნძულებიდან შემოჰქონდათ საქონელი, და ამ საქმეში ისეთ წარმატებას მიაღწიეს, რაც პორტუგალიელებს ვერც კი წარმოედგინათ; ხოლო ინგლისელებმა ძირითადად ინდოეთში მოიკიდეს ფეხი და ეს ქვეყანა შემდგომ ბრიტანეთის იმპერიის გვირგვინის უძვირფასეს შემამკობელ ქვად აქციეს. აღმოსავლეთ ნახევარსფეროში ჰოლანდიისა და ინგლისის გაძლიერების პარალელურად პორტუგალიელთა პოზიციები ფრიად შესუსტდა. ჩრდილო ნიდერლანდებმა, განსაკუთრებით — ჰოლანდიამ და ზელანდიამ, ასევე დიდად ისარგებლეს ევროპის სხვა რეგიონებიდან თავისუფალი მიგრაციის დაშვების წყალობით: შიდა არეულობებსა, თუ ომებს გამოქცეული მოსახლეობის არც თუ მცირე ნაწილი მიაწყდა იქაურ ქალაქებს, მათი დიდი უმრავლესობა კი სწორედ ვაჭრები, თუ საქმეში გაწაფული ხელოსნები იყვნენ. ამსტერდამის გადაქცევა ევროპის უმთავრეს საზღვაო კარიბჭედ, ნაწილობრივ იმანაც განაპირობა, რომ ამ ქალაქში ბევრმა ვაჭარმა და ფინანსისტმა ჩაიტანა თავისი კაპიტალი. ჰოლანდია მომდევნო ხანაშიც ფართოდ უღებდა კარს ესპანეთიდან, თუ პორტუგალიიდან დევნილ ებრაელობას და ფრანგ პროტესტანტებს — ჰუგენოტებს. თუმცა იქაც, კალვინის მიმდევართა სახით გამოჩნდნენ რელიგიური ფანატიკოსები, მაგრამ ნიდერლანდურმა საზოგადოებამ აღმსარებლობის სიჭრელის მიუხედავად ან შესაძლოა, სწორედ ამის გამო, მოახერხა დაეცვა სარწმუნოებრივი შემწყნარებლობა

250

და ამით შეენარჩუნებინა სიმშვიდე და, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი. ჰოლანდიას, ამ პატარა საზღვაო ქვეყანას, მუდმივად უხდებოდა დაპირისპირება მასზე უფრო მრავალრიცხოვან და ძლიერ მეზობლებთან: ესპანეთს დასავლეთ ატლანტისა და წყნარი ოკეანეების სანაპიროებზე კონტროლის გამო ექიშპებოდა; პორტუგალიას — სამხრეთ ატლანტისა და ინდოეთის ოკეანის; ბრიტანეთს — ე. წ. „ბრიტანული წყლების“ გამო — ლამანშის ჩათვლით. ცნობილმა ჰოლანდიელმა ადვოკატმა, ჰუგო დე გროოტმა, ტრაქტატიც კი შექმნა სახელწოდებით Mare Liberum — ზღვათა თავისუფლება, და ეს დოკუმენტი შემდგომში საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ საფუძვლად იქცა. XVII ს. ევროპის ხშირ და მეტ-ნაკლებად ხანგრძლივ ომებში ჰოლანდია, როგორც წესი, ნეიტრალიტეტის დაცვას ცდილობდა და ყველა მებრძოლ მხარესთან აგრძელებდა ვაჭრობას, რაც იმ დროს, ზნეობრივი თვალსაზრისით, სრულიად ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ. ჰოლანდიელთა თავისუფლებისმოყვარე სული სამრეწველო და სავაჭრო პოლიტიკაშიც ჩანდა: აქ არ ცნობდნენ არანაირ ტარიფებს საექსპორტო თუ საიმპორტო ნედლეულსა და ნახევარფაბრიკატებზე. ასევე, სხვა ევროპული ქვეყნებისაგან განსხვავებით, აქ სრულიად თავისუფალი იყო ძვირფასი ლითონებით ვაჭრობაც. შედეგად, ამსტერდამში თავს იყრიდა ესპანური იმპერიის ვერცხლის ნახევარზე მეტი და ეს ხდებოდა თვით ჰოლანდიის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ჟამსაც. იმავდროულად, სრულიად განსხვავებული იყო ჰოლანდიელთა პოლიტიკა კოლონიების მიმართ, რომელთა ზღვებში ცდილობდნენ სხვა ქვეყნების გემები არ დაეშვათ. როგორც ეს მოსწრებულად შენიშნა ინგლისის დესპანმა ნიდერლანდებში — „ბრიტანეთის წყლებში მოქმედი მარე ლიბერუმ აფრიკის სანაპიროსა და ოსტ-ინდოეთში mare clausum-ად (ჩაკეტილ ზღვად) იქცევა ხოლმე“-ო. ჰოლანდიამ არა მარტო ვაჭრობის კონტროლის მიზნით, არამედ ხელისუფლების ინტერესების გასატარებლადაც, ორი კერძო სააქციო კომპანია შექმნა: ზემოხსენებული ოსტ-ინდოეთის კომპანია აღმოსავლეთში და ვესტ-ინდოეთისა — დასავლეთ ნახევარსფეროში. ორივე ეს უწყება, საბოლოო ჯამში, საგარეო ვაჭრობის სრულ მონოპოლისტად იქცა. ესპანეთი და ინგლისი — „დიდი არმადის“ მარცხი. XVI ს. ესპანეთისათვის საგარეო ასპარეზზე უფრო წარუმატებელი შეიძლება ეწოდოს, ვიდრე წარმატების მომტანი. მართლაც, საფრანგეთის იტალიიდან განდევნის გარდა ესპანეთი სხვა წარმატებებით დიდად ვერ დაიკვეხნიდა. ჯერ იყო და მას ნიდერლანდების დიდი ნაწილი გამოეცალა ხელიდან, რაც ამ რეგიონის საწარმოო პოტენციალს თუ გავითვალისწინებთ, სწორედაც რომ დიდი დანაკარგი იყო, საუკუნის ბოლოსათვის კი ესპანეთი ინგლისთან ზღვაზე პირველობისათვის ბრძოლაში დამარცხდა, რამაც ესპანეთის ეკონომიკის შემდგომ დაქვეითებას შეუწყო ხელი. XVI ს-ის II ნახევარში ესპანური გემების ძარცვამ ინგლისელი მეკობრეების მხრიდან სისტემატური ხასიათი მიიღო. მიუხედავად ესპანეთის ელჩების არა ერთი პროტესტისა ინგლისის მეფე ელისაბედ I არათუ არ უკრძალავდა,

251

ჰოლანდიის ვესტ-ინდოეთის კომპანია 1621 წელს შეიქმნა.

ჰუგო დე გროოტი (ჰუგო გროციუსი) 1583-1645

1584 წელს უოლტერ რელიმ გაგზავნა ექსპედიცია ამერიკაში ტერიტორიის გამოსაკვლევად მდ. როანოკის გასწვრივ და მას დედოფლის პატივსაცემად ვირჯინია უწოდა (ეს ტერიტორია დღე -ისათვის ჩრდ. კაროლინაში შედის). 1585-1586 წლებში ამ ტერიტორიაზე პირველი კოლონიის შექმნის მცდელობა იყო, 1587 წელს ეს მცდელობა წარმატებით დასრულდა.

ჯონ ჰოუკინსი 1532-1595

თავის მეზღვაურებს მეკობრეობას, არამედ აჯილდოვებდა მათ. ერთ-ერთ ასეთ მეკობრეს, ჰოუკინსს ელისაბედმა კონტრადმირალობა უბოძა. განსაკუთრებით გაითქვა სახელი მეკობრემ ფრენსის დრეიკმა, რომელიც სამხრეთ ამერიკის ესპანური კოლონიების ძარცვით გამდიდრდა. მან მაგელენის სრუტე გაიარა (1578 წ.) და ჩილესა და პერუს სანაპიროზე ესპანური ქალაქები დაარბია, რომლებშიც გამზადებული იყო ევროპაში გასაგზავნი დიდი რაოდენობით ოქრო და ვერცხლი. შემდეგ დრეიკმა გადაჭრა წყნარი ოკეანე, გაიარა მოლუკის კუნძულები და სამხრეთ აფრიკის კეთილი იმედის კონცხის შემოვლით ინგლისში აურაცხელი ქონებით დაბრუნდა. ასეთნაირად დრეიკმა მაგელანის მიერ დედამიწის გარსშემოვლა გაიმეორა. ესპანეთის ელჩის პასუხად, რომელიც დრეიკის მიერ ესპანეთისადმი მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მოითხოვდა, ელისაბედმა პირადად მოინახულა დრეიკის გემი და დრეიკს რაინდის წოდება უბოძა. მოგვიანებით დრეიკი ადმირალი გახდა. მალე კანადის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე სენჯონის ყურე ნიუ-ფაუნდლენდზე მისი მიმდებარე ტერიტორიებითურთ დედოფალ ელისაბედის სამფლობელოდ გამოცხადდა. დედოფლის მეორე ფავორიტმა, მეკობრე უოლტერ რელიმ კი, ამასობაში, ჩრდილო ამერიკის აღმოსავლეთი სანაპიროს ნაწილი შეისწავლა, რომელსაც მან ვირჯინია უწოდა. ასეთნაირად ინგლისელმა ვაჭრებმა და მსხვილმა სავაჭრო კომპანიებმა სახელმწიფოს მფარველობითა და მხარდაჭერით ესპანეთთან აქტიური ბრძოლა გააჩაღეს და მეკობრეობითა და ყაჩაღობით ინგლისის კოლონიალური იმპერიის შექმნა დაიწყეს. ესპანეთსა და ინგლისს შორის წინააღმდეგობა შოტლანდიისა და მერი (მარიამ) სტიუარტის საკითხმაც გაამწვავა. შოტლანდია პატარა დამოუკიდებელი სამეფო იყო ბრიტანეთის კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელსაც იმ ხანად სტიუარტების დინასტია მართავდა. შოტლანდიაზე თავისი გავლენის გავრცელებას ესპანეთი, საფრანგეთი და ინგლისი ცდილობდნენ. ყველაზე დიდ წარმატებას ამ მხრივ ინგლისმა მიაღწია. მთელი XVI ს-ის I ნახევარი შოტლანდია-ინგლისის შემოტევებისაგან თავს იცავდა. ინგლისელთა მძლავრობამ შოტლანდიელებს საფრანგეთთან დაახლოებისკენ უბიძგა. შედეგად შოტლანდიის მეფის ასული მერი ფრანგი უფლის-

ფრენსის დრეიკი 1540-1596 252

უოლტერ რელი 1554-1618

წულის მეუღლე გახდა. საფრანგეთში გაზრდილი მერი მტკიცე კათოლიკე იყო და, შესაბამისად, პროტესტანტულ ინგლისსა და მის მეფეს ელისაბედს ვერ იტანდა. ამასობაში მერის ქმარი ფრანსუა II საფრანგეთის მეფე გახდა. საფრანგეთის ჯარმა შოტლანდიის უმნიშვნელოვანესი ციხეები დაიკავა. კათოლიკური ეკლესია და რომის პაპი მერი სტიუარტზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. რომის პაპი ფიქრობდა მისი მეშვეობით ინგლისის მეფის ელისაბედის თავიდან მოცილებას. ამ იდეის განხორციელების გზაზე მერი სტიუარტმა და ფრანსუამ ინგლისის მეფის ტიტულიც მიიღეს. ფრანგების მიერ კათოლიკობის თავსმოხვევამ შოტლანდიის მოსახლეობა აღაშფოთა, ვინაიდან უმრავლესობა კალვინიზმის მიმდევარი იყო. ამით ელისაბედმა ისარგებლა, რომელსაც ბუნებრივია, პროტესტანტებზე დიდი გავლენა ჰქონდა. ინგლისის ფლოტი შოტლანდიის ნაპირებს მიადგა. მოსახლეობაც აჯანყდა და შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში შოტლანდიის პარლამენტმა ინგლისთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საფრანგეთის ჯარს შოტლანდია უნდა დაეტოვებინა; ქვეყანაში ცხადდებოდა რწმენის თავისუფლება და, შესაბამისად, შეწყდებოდა პროტესტანტთა დევნა, ხოლო მერის და მის მეუღლეს — საფრანგეთის მეფეს უარი უნდა ეთქვათ „ინგლისის მეფის“ ტიტულზე. მერი სტიუარტმა, რომელიც იმჟამად საფრანგეთში იმყოფებოდა, ეს ხელშეკრულება არ სცნო. მალე მერის ქმარი, ფრანსუა II გარდაიცვალა და მერი შოტლანდიაში დაბრუნდა. აქ ის ტიუდორების საგვარეულოს წარმომადგენელს მისთხოვდა, რითაც თავის პრეტენზიას ინგლისის ტახტზე კვლავაც ხაზი გაუსვა. სასტიკი ბრძოლა გაჩაღდა: მერი საფრანგეთის დახმარებით და ინგლისის კათოლიკურად განწყობილი არისტოკრატიის ერთი ნაწილის მხარდაჭერით ტახტის გადატრიალებასა და ელისაბედის მოკვლას გეგმავდა. თავის მხრივ, ელისაბედი პროტესტანტების დახმარებით, რომლებსაც შოტლანდიაში დაბრუნებული მერი სასტიკად დევნიდა, მის ტახტიდან ჩამოგდებასა და შოტლანდიაზე თავისი პროტექტორატის დამყარებას ცდილობდა. შოტლანდიაში მერის წინააღმდეგ აჯანყებამ იფეთქა, მან გაქცევით უშველა თავს და ამჯერად, რაც არ უნდა გასაოცრად მოგვეჩვენოს, დახმარებისათვის სწორედ ელისაბედს მიმართა. მაგრამ ელისაბედმა დახმარების ნაცვლად ის დილეგში დაამწყვდია. იმავდროულად, ელისაბედმა კავშირი დაამყარა მერის ვაჟთან, შოტლანდიის მცირეწლოვან მეფესთან ჯეიმს VI-სთან,

ფრანსუა II , საფრანგეთის მეფე 1559-1560

მერი (მარიამ) სტიუარტი 1542-1587 253

რომელსაც დახმარებისა და თანადგომის შემთხვევაში ინგლისის გვირგვინს შეჰპირდა — ელისაბედი არ გათხოვილა და საკუთარი შვილები არ ჰყავდა. ჯეიმსმაც დედის გულისთვის თავი აღარ გამოიდო. მერი არც საპყრობილეში ისვენებდა. მან შეძლო კავშირის დამყარება ესპანეთთან და საფრანგეთთან და კვლავაც ელისაბედის წინააღმდეგ შეთქმულებას ხლართავდა. მაშინ ინგლისის მეფის ბრძანებით მას თავი მოჰკვეთეს (1587 წ.). ამან ესპანეთს საბაბი მისცა ინგლისისათვის ომი გამოეცხადებინა. ფილიპე II-ის უზარმაზარი ფლოტი — „დიდი არმადა“ 200 ათასი მებრძოლით ინგლისის ნაპირებისაკენ დაიძრა. ინგლისის სამეფო კარი და მთელი მოსახლეობა ეროვნული დამოუკიდებლობისათვის საბრძოლველად მოემზადა. ესპანელთა მიერ დესანტის გადმოსხმის შემთხვევაში, მათი დამარცხების მიზნით საგანგებო ჯარის ნაწილები შეიქმნა. ინგლისის ფლოტი 200 სამხედრო და სატრანსპორტო გემს ითვლიდა. მათ უდიდეს ნაწილს ვაჭართა და მეკობრეთა კერძო გემები შეადგენდნენ, რომლებიც ინგლისის ქალაქებმა სამეფო ხელისუფლებას გამოუგზავნეს. მათ, ფრენსის დრეიკი მეთაურობდა. ესპანური გემებისაგან განსხვავებით, ინგლისის გემები უფრო მსუბუქი და მოძრავები იყვნენ, თანაც არტილერიითაც უკეთ იყვნენ აღჭურვილნი. საზღვაო ბრძოლა, რომელიც 1588 წლის 26 ივლისს ინგლისის საზღვაო წყლებში გაიმართა და ორი კვირა მიმდინარეობდა ესპანეთის დიდი არმადის სრული განადგურებით დასრულდა. ამ ამბებიდან დაახლოებით რვა წლის შემდეგ, ინგლისის ფლოტმა კიდევ ერთხელ გაანადგურა ესპანეთის ფლოტი. ინგლისთან მარცხმა ესპანეთის საზღვაო ძლიერება საფუძვლიანად შეარყია და ზღვაზე პირველობა თანდათანობით ინგლისისა და ჰოლანდიის ხელში გადავიდა. ელისაბედის მმართველობის ბოლო წლებში ინგლისის ოსტ-ინდოეთის კომპანიის ფლოტი ესტუმრა „სანელებლების კუნძულებს“, როგორც მაშინ უწოდებდნენ მოლუკის კუნძულებს, აგრეთვე ინდოეთის ნავსადგურ სურატს. აქ ინგლისელებმა დაამარცხეს პორტუგალიელების ფლოტი და ინდოეთის ამ ქალაქში თავიანთი პირველი მუდმივი სავაჭრო ფაქტორია დააარსეს.. ამრიგად, ელისაბედის მმართველობის ხანაში ჩამოყალიბება დაიწყო ინგლისის კოლონიალურმა იმპერიამ.

ესპანეთის „დიდი არმადას“ ბრძოლა ინგლისის ფლოტთან.

დედოფალი მერის დასჯის სცენა.

XVII ს. ინგლისური გრავიურა. 254

ჯერ კიდევ XVI ს-ის 20-იან წლებში ინგლისში გამოჩნდა რუსეთის ელჩობა, რომელმაც ინგლისი, კარლოს V-თან ესპანეთში მიმავალმა, გზად მოინახულა. მოგვიანებით, უკვე XVI სის შუა წლებში, ერთ-ერთი ინგლისური ექსპედიციის გემი ჩრდილოეთ დვინის შესართავში შევიდა. შემდეგ ექსპედიციის მეთაური მოსკოვშიც ჩავიდა და რუსეთსა და ინგლისს შორის მუდმივი სავაჭრო-დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. მოსკოვში შეიქმნა ინგლისელ ვაჭართა კომპანია, რომელსაც რუსეთის მეფე ივანე მრისხანე მფარველობდა. რუსეთი XVI-XVII სს-ში. სახელმწიფოს მიერ ეკონომიკაზე ზეგავლენის შეზღუდული შესაძლებლობები განსაკუთრებით ნათლად რუსეთის — ევროპის ამ ყველაზე დიდი და ამბიციური ქვეყნის ისტორიის მაგალითზე ჩანს. XVIXVII საუკუნეებში რუსეთი პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც ძირითადად დასავლეთისაგან იზოლაციის პირობებში ვითარდებოდა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კვლავაც კარჩაკეტილ, ნატურალურ მეურნეობას მისდევდა. გლეხების საბოლოო დაყმევებაც რუსეთში მხოლოდ XVII ს-ის შუა წლებში მოხდა, ანუ იმ დროს, როდესაც დასავლეთ ევროპაში უკვე გლეხების ყმობისაგან განთავისუფლების პროცესი დასასრულს უახლოვდებოდა. რუსეთში გლეხთა დაყმევების დაგვიანების მიუხედავად და შესაძლოა სწორედ ამიტომაც, ბატონყმობამ ყველაზე სასტიკი ფორმები მიიღო. XVI ს-ის I მესამედში მოსკოვის დიდი სამთავრო კიდევ უფრო გაძლიერდა. იმ ხანად ფაქტობრივად დამთავრდა მოსკოვის ირგვლივ რუსეთის მიწების გაერთიანება. 1547 წ. ივანე III-ის შვილიშვილმა ივანე IV უკვე დიდი მთავრის ტიტულის ნაცვლად თავზე მეფის გვირგვინი დაიდგა და თავი ცარად (ცეზარად), ანუ მეფედ გამოაცხადა. მისი მეფობის პერიოდში რუსეთი ცდილობდა როგორც დასავლეთით, ისე აღმოსავლეთით ტერიტორიის გაფართოებას. დასავლეთით რუსეთს ბალტიისპირეთში გასვლა სურდა, სადაც მისი მოწინააღმდეგე ლივონიის ორდენი იყო. ომის საბაბად ლივონიის ორდენის მიერ რუსეთისათვის შეპირებული ხარკის გადაუხდელობა იქცა. ლივონიის ორდენის მხარეზე ომში სხვა ქვეყნებიც — ლიტვა-პოლონეთი, შვედეთი და დანია ჩაებნენ. ომი, რომელიც 22 წელი გრძელდებოდა და რომელიც რუსეთს დიდი სახსრები დაუჯდა, რუსეთისათვის სრული მარცხით დამთავრდა. რუსეთი ბალტიის ზღვაზე ვერ გავიდა. ბევრად უფრო წარმატებული იყო რუსეთი აღმოსავლეთის მიმართულებით: XVI ს-ის შუა წლებში რუსეთმა ვოლგაზე, მის შუა წელზე და ქვედა დინებაზე ორი მონღოლური — ყაზანისა და ასტრახანის სახანო შეიერთა, რამაც რუსეთი კასპიის ზღვისპირა სახელმწიფოდ აქცია. XVI ს-ის 80-90-იან წლებში კი რუსეთი ურალის აღმოსავლეთით მდ. ობის შენაკადებზე — ირტიშზე და ტობოლზე იწყებს საყრდენი ქალაქ-სიმაგრეების აგებას, რითაც ციმბირის სახანოს დაუპირისპირდა. მალე ციმბირის სახანოც რუსეთის შემადგენლობაში მოექცა, ხოლო ციმბირის ხანის, კუჩუმის სახანოს დედაქალაქის, ყაშლიყის სიახლოვეს რუსული ქალაქი ტობოლსკი გაშენდა. რუსეთი განუხრელად მიიწევდა ციმბირის სიღრმეში. ივანე მრისხანე ფეოდალურ სეპარატიზმს ებრძოდა, რისთვისაც მან უცნაურ მეთოდს — საკუთარი ქვეყნის

255

ივანე IV მრისხანე გაერთიანებული რუსეთის პირველი მეფე (ცარი) 1547-1584 XVII ს. დასაწყისის რუსული პარსუნა, ანუ პორტრეტი (ლათინური სიტყვიდან — პერსონა — პიროვნება)

დამარცხებული კუჩუმის გაქცევა ბრძოლის ველიდან.

ციმბირის ხანი კუჩუმი 1563-1598

აოხრებას მიმართა. მართლაც მეფემ მთელი რუსეთის მიწა დაყო ოპრიჩნინად — სამეფო ნაწილად და ზემშჩინად — სახელმწიფო ნაწილად. ამის შემდეგ მსხვილი ფეოდალების — ბოიარებისა და კნიაზების ეკონომიკური სიძლიერის გასატეხად ივანემ ოპრიჩნინის ნაწილიდან მათი გასახლება ბრძანა, დაპირდა, რომ მათ მიეცემოდათ შესაბამისი კომპენსაცია ზემშჩინაში. სინამდვილეში ეს გასახლებები მეფის მოხელეების — ოპრიჩნიკების მხრიდან ბოიარებისა და კნიაზების სამფლობელოების სრული დარბევით თავდებოდა. არბევდნენ მათ მფლობელობაში მყოფ ქალაქს ან ქალაქებს, რომლებიც მეფის თვალსაზრისით მათ ეხმარებოდნენ. ასე დაარბია ივანე IV-მ არა ერთი ქალაქი, მათ შორის ჩრდილოეთ რუსეთის ისეთი მსხვილი სავაჭრო ქალაქი, როგორიც ნოვგოროდი იყო. ოპრიჩნინამ, რომელიც ქვეყანაში რვა წელი ბობოქრობდა, ფეოდალური არისტოკრატიის სიძლიერე კი გატეხა, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკაც ზედ გადააყოლა. ყოველივე ამან სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით დანარჩენ ევროპასთან შედარებით, რუსეთის საზოგადოების ჩამორჩენილობას კიდევ უფრო შეუწყო ხელი. იმავდროულად პოლიტიკური თვალსაზრისით, XVII სსში რუსეთში მნიშვნელოვნად მტკიცდება მეფის ხელისუფლება, რომელიც უკვე XVIII ს-ის დასაწყისში, პეტრე I-ის ხანაში აბსოლუტურ მონარქიად, ანუ თვითმპყრობელობად ჩამოყალიბდა. საფრანგეთი XVI-XVII სს-ში. XVI ს-ის I ნახევარში საფრანგეთში მეფის აბსოლუტური ხელისუფლება განმტკიცდა. საფრანგეთის განვითარებას რიგი თავისებურებები ახასიათებდა. თვალში საცემი იყო ის, რომ ახლად წარმოქმნილი ბურჟუაზია ფულს ფლობდა, მაგრამ პოლიტიკური უფლებებით არ სარგებლობდა, მისი საქმიანობა — ვაჭრობა-წარმოება საზოგადოებაში უფრო სათაკილოდ ითვლებოდა. პრივილეგირებული კვლავაც ფეოდალური არისტოკრატია რჩებოდა, თუმცა ბევრი მათგანი ბანკირებისა თუ მევახშეებისგან აღებული კრედიტებით ცხოვრობდა. არისტოკრატია გადასახადებს ან სულ არ იხდიდა, ან კიდევ დიდი შეღავათებით სარგებლობდა. გადასახადების გადამხდელი კი გლეხობა და ბურჟუაზია იყო. ამიტომ ფეოდალურ-არისტოკრატული ტიტულების — ჰერცოგი, გრაფი, ბარონი — ყიდვა ბურჟუაზიისათვის ფრიად სარფიან საქმედ იქცა, მყიდველი არისტოკრატიული პრივილეგირებული ფენის ნაწილი ხდებოდა. ამიტომ, როგორც კერძო პირები, ისე სახელმწიფო ტიტულებს დიდ ფასს ადებდა. გარდა ტიტულებისა, საფრანგეთში თანამდებობების გაყიდვაც დაიწყეს. იყიდებოდა გადასახადების აკრეფის უფლებაც, რასაც ცალკეული პირები ან კომპანიები ყიდულობდნენ. სახელმწიფოში ფრიად გავრცელებული იყო სესხებით ვაჭრობაც. ევროპის ცალკეული სახელმწიფოების მონარქებისაგან განსხვავებით, საფრანგეთის მეფეებმა კარგი ურთიერთობა დაამყარეს რომის პაპთან, და მისგან ისეთი უფლებები მიიღეს,

256

რომ, ფაქტობრივად, საეკლესიო საქმეების გამგებლები გახდნენ. ფრანსუა I-ის დროს საფრანგეთის მეფის ეს უფლებები რომის პაპთან განსაკუთრებული ხელშეკრულებით გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, საფრანგეთის მეფემ უფლება მიიღო დაენიშნა უმაღლესი საეკლესიო თანამდებობის პირები, ხოლო პაპს უნდა დაემტკიცებინა ეს დანიშვნები, რაც ფორმალურ ხასიათს ატარებდა. უფრო მეტიც, მეფეს მისთვის საჭირო დროის განმავლობაში შეეძლო გაეწელა ახალი პირის ვაკანტურ საეკლესიო თანამდებობაზე დანიშვნა, შემოსავალი კი (მაგ. საეპისკოპოსოს) თავისი შეხედულებისამებრ გამოეყენებინა და სხვ. ყოველივე ეს კიდევ უფრო აძლიერებდა საფრანგეთის აბსოლუტიზმს. საფრანგეთს მჭიდრო ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა ესპანეთთან, მიუხედავად XVI ს-ის შუა ხანებში ესპანეთსა და საფრანგეთს შორის იტალიისათვის წარმოებული ომებისა, რომლებშიც საბოლოოდ საფრანგეთი დამარცხებული გამოვიდა, ეკონომიკური ურთიერთობები ამ ორ ქვეყანას შორის კვლავაც ინტენსიური რჩებოდა. ამიტომ საფრანგეთი ესპანეთის მსგავსად ძალზე დააზარალა ფასების რევოლუციამ. ამის ერთგვარ კონპენსაციად, შეიძლება მივიჩნიოთ ფრანსუა I-ისათვის თურქეთის სულთან სულეიმან კანუნის მიერ მინიჭებული ე. წ. კაპიტულაციები, რაც ფრანგ ვაჭრებს ოსმალეთში მნიშვნელოვან პრივილეგიებს ანიჭებდა. კათოლიკური ეკლესიის რეფორმირების განწყობილება XVI ს-ის შუა წლებში საფრანგეთსაც მოედო. აქ ის უფრო კალვინიზმის ფორმით გავრცელდა. ფრანგ პროტესტანტებს ჰუგენოტები ეწოდებოდათ. მთელი საფრანგეთი ორ ბანაკად გაიყო. კათოლიკურ ბანაკს სათავეში საფრანგეთის ერთ-ერთი უძლიერესი და დიდი გავლენის მქონე ჰერცოგების — გიზების საგვარეულო ედგა, რომლებიც დიდ მამულებს ფლობდნენ ლოტარინგიაში, ბურგუნდიაში, შამპანში, ლიონში. პროტესტანტულ — კალვინისტურ ფრთას კი ბურბონთა საგვარეულო ხელმძღვანელობდა — ნავარის მეფე ანტუანი და მისი შვილი ანრი, საფრანგეთის მომავალი მეფე ანრი IV. 1559-1572 წლებში საფრანგეთი სამოქალაქო დაპირისპირების ასპარეზად იქცა. სამოქალაქო დაპირისპირებისა და ბრძოლის ეს ეტაპი 1572 წ. 24 აგვისტოს პარიზში წმ. ბართლომეს დღესასწაულის ღამეს, კათოლიკების მიერ მოწყობილი ჰუგენოტების ამოწყვეტით დასრულდა. ამის შემდეგ გამოთქმა „ბართლომეს ღამე“ მასიური სისხლიანი ანგარიშსწორების სინონიმად იქცა. ამას საფრანგეთის ორად გაყოფა მოჰყვა. სამხრეთმა ე. წ. ჰუგენოტთა კონფედერაცია შექმნა თავისი მართვის ორგანოებითა და ფინანსებით, იმ დროს, როდესაც საფრანგეთის ჩრდილოეთში კათოლიკური ლიგა შეიქმნა. ყოველივე ეს ფასების რევოლუციის ფონზე მიმდინარეობდა, რაც საფრანგეთის მოსახლეობის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა. სამოქალაქო ომის მსვლელობაში კათოლიკე ფანატიკოსმა მეფე ანრი III მოკლა, საფრანგეთის ტახტი ვალუას მონათესავე ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელმა, ანრი ნავარელმა დაიკავა, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჰუგენოტთა ბანაკს ხელმძღვანელობდა. საბოლოოდ

257

ფრანსუა I ვალუა საფრანგეთის მეფე 1515-1547

ანრი IV ბურბონი საფრანგეთის მეფე 1589-1610

კომპრომისი იქნა მიღწეული. ანრი IV-მ კათოლიკობა აღიარა. მაშინ კათოლიკურმა ლიგამ ის პარიზში შეუშვა და მეფედ სცნო. ამის შემდეგ ჰუგენოტებსა და კათოლიკეებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა: სახელმწიფო რელიგიად საფრანგეთში კათოლიკობა გამოცხადდა, მაგრამ ჰუგენოტებმა პარიზისა და რამდენიმე ქალაქის გარდა კალვინიზმის თავისუფალი აღმსარებლობის უფლება მიიღეს. ასე დამთავრდა საფრანგეთში სისხლისმღვრელი და ხანგრძლივი სამოქალაქო ომი. კიდევ უფრო გაძლიერდა საფრანგეთის აბსოლუტიზმი ანრი IV-ის შვილის ლუი XIII-სა და მისი ცნობილი მინისტრის, კარდინალ რიშელიეს მმართველობის პერიოდში. კარდინალი რიშელიე განსაკუთრებით უწყობდა ხელს საფრანგეთის ბურჟუაზიას კოლონიალური ვაჭრობის წარმართვაში და ეხმარებოდა მათ ჰოლანდიური ტიპის სავაჭრო კომპანიების ორგანიზებაში. ამერიკაში პირველი კოლონიები საფრანგეთმა ჯერ კიდევ XVI ს-ის 30-იან წლებში დააარსა. დღევანდელ კანადაში აღმოცენდა ქალაქი კვებეკი (1608 წ.), როგორც ბეწვეულით ვაჭრობის ცენტრი. მოგვიანებით (1628 წ.) რიშელიემ „კომპანია 100 წევრს“, რომელმაც ივალდებულა კანადაში ყოველწლიურად 200-300 სხვადასხვა პროფესიის მუშა ჩაეყვანა და იქ 3 წელი შეენახა, განსაკუთრებული სავაჭრო პრივილეგიები მიანიჭა. საერთოდ, რიშელიე საფრანგეთის ბურჟუაზიის პროტექციონისტულ — მფარველობით პოლიტიკას მისდევდა. ბუნებრივია, ის ეკონომიკური მერკანტილიზმის კლასიკური წარმომადგენელიც იყო. ინგლისის რევოლუცია. XVII ს-ის დასაწყისში ინგლისი ევროპის ერთ-ერთ მოწინავე ქვეყანას წარმოადგენდა. მრეწველობა დიდ აღმავლობას განიცდიდა, სადაც ახალი ტექნოლოგიები და შრომის ორგანიზების ახალი ფორმები წარმატებით ინერგებოდა. ამის წყალობით ინგლისის მრეწველობა წარმოების ახალ, კაპიტალისტურ ფორმაზე გადადიოდა. ინგლისში ევროპის ქვანახშირის 4/5 მოიპოვებოდა. ერთი საუკუნის მანძილზე რკინის 3-ჯერ, ხოლო ტყვიის, სპილენძის, კალის წარმოება 6-8-ჯერ გაიზარდა. დიდ წარმატებას მიაღწია მაუდის წარმოებამ, რომელიც ინგლისის ექსპორტის 80 %-ს

ლუი XIII ბურბონი საფრანგეთის და ნავარის მეფე 1610-1643

კარდინალი რიშელიე 1585-1642 258

ჩარლზ I სტიუარტი ინგლისის მეფე 1625-1649

შეადგენდა. XVI ს-ში და XVII ს-ის I ნახევარში ინგლისში ძალზე გაიზარდა, როგორც საშინაო, ისე განსაკუთრებით საგარეო ვაჭრობის მოცულობა. თანდათანობით ჩამოყალიბდა დიდი სავაჭრო კომპანიები, რომლებსაც სავაჭრო ინტერესები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჰქონდათ. იმ დროს, როდესაც ევროპის უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის დაწინაურებულებშიც კი (ჰოლანდიის გარდა) კაპიტალისტური ურთიერთობები სოფ-ლად შედარებით ნელა იკიდებდა ფეხს, ინგლისის სოციალურეკონომიკური განვითარების თავისებურებას, სოფლად კაპიტალისტური ურთიერთობების განვითარების სწრაფი ტემპი წარმოადგენდა. მართლაც, სწრაფად მზარდი მაუდის წარმოებას ნედლეული — მატყლი ესაჭიროებოდა, რამაც ცხვარზე დიდი მოთხოვნილება წარმოქმნა. ცხვარზე მოთხოვნის ზრდას კი, მეცხვარეობის კაპიტალისტურ რელსებზე გადაწყობა მოჰყვა, რაც მატყლის საბაზროდ, ანუ გასაყიდად წარმოებას გულისხმობს. XVII ს-ის დასაწყისისათვის ინგლისის ეკონომიკურ ცხოვრებაში წამყვანი ადგილი კაპიტალისტურ წარმოებას ეჭირა, მაშინ, როდესაც პოლიტიკური სფერო მთლიანად ფეოდალური რჩებოდა და სწრაფად მზარდი ბურჟუაზია პოლიტიკურ ხელისუფლებას მოშორებული იყო. ეკონომიკურ და პოლიტიკურ წყობას შორის დაპირისპირება ინგლისის რევოლუციის მთავარ მიზეზად იქცა. XVII ს. ევროპის ბევრ ქვეყანაში და მათ შორის ინგლისშიც აბსოლუტიზმის ხანაა. ოღონდ, კონტინენტური დასავლეთ ევროპის ქვეყნებისაგან განსხვავებით, სადაც მეფის აბსოლუტური მმართველობის დამყარებას წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანოების მოწვევა-მუშაობის პრაქტიკულად შეწყვეტა მოჰყვა, ინგლისის პარლამენტის მოწვევა, არასდროს შეწყვეტილა. ამ მხრივ ვითარება ჩარლზ I-ის გამეფებით შეიცვალა, რომელიც პარლამენტს თავიდანვე დაუპირისპირდა. მეფესა და პარლამენტს შორის ურთიერთობა იმანაც გაამწვავა, რომ 16261630 წლებში ინგლისმა არაერთი საგარეო მარცხი განიცადა, რამაც ქვეყნის მრეწველობას და ვაჭრობას დიდი დარტყმა მიაყენა. ჩარლზ I ხაზინის შევსებას პარლამენტის ნებართვის გარეშე გადასახადების გაზრდით შეეცადა. ამან მეფის ხელისუფლება პარლამენტს საბოლოოდ დაუპირისპირა. ჩარლზ I-მა პარლამენტი დაითხოვა (1629 წ.). მაგრამ ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა ვერ განიმუხტა. სახელმწიფოში თანდათანობით რევოლუციური სიტუაცია მომწიფდა. მეფე იძულებული გახდა პარლამენტი კვლავაც მოეწვია (1640 წ.). ეს პარლამენტი ისტორიაში ხანგრძლივი პარლამენტის სახელით შევიდა, რადგან ერთხელ მოწვეული შემდგომი 13 წლის მანძილზე უცვლელი შემადგენლობით განაგრძობდა მუშაობას.

259

კავალერები — მეფის მომხრე არისტოკრატები, რომლებიც ძირითადად ცხენოსან ჯარს შეადგენდნენ. მრგვალთავიანები — პარლამენტის მომხრეები, რომლებსაც ეს მეტსახელი თმის მოკლედ შეჭრის გამო ეწოდათ.

ოლივერ კრომველი 1599-1658 დაიბადა კემბრიჯში, მიწათმფლობელის ოჯახში. იქვე დაამთავრა კოლეჯი. სამოქალაქო ომამდე ეწეოდა საშუალო შეძლების მემამულის ცხოვრებას.

ახლადმოწვეული პარლამენტი ჩარლზ I-ს თავიდანვე დაუპირისპირდა. მალე (1642 წ.) ინგლისის მეფესა და პარლამენტს შორის საქმე სამოქალაქო ომამდე მივიდა. საომარი მოქმედებები თავდაპირველად მეფისა და მისი მომხრეების — კავალერების უპირატესობით წარიმართა. შემდეგ კი წარმატება პარლამენტის არმიას — მრგვალთავიანებს ხვდა წილად. პარლამენტის არმიას სათავეში ოლივერ კრომველი ედგა. 1648 წელს პარლამენტის არმიამ ჩარლზ I დაატყვევა. პარლამენტმა თავისი თავი ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლად გამოაცხადა, ხოლო ჩარლზ I საგანგებოდ შექმნილ უმაღლეს სასამართლოს გადასცა. სასამართლომ ინგლისის მეფეს სიკვდილი მიუსაჯა, რომელიც სისრულეში მოიყვანეს კიდეც. ინგლისი რესპუბლიკად გამოცხადდა. ინგლისში რესპუბლიკამ 4 წელი იარსება. 1653 წლის დასასრულს ოლივერ კრომველმა ხანგრძლივი პარლამენტი დაითხოვა და ლორდპროტექტორის სახელით ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველად იქცა. კრომველის გარდაცვალების შემდეგ მისმა შვილმა რიჩარდ კრომველმა ხელისუფლება ვერ შეინარჩუნა და იძულებული გახდა ინგლისი დაეტოვებინა. მალე (1660 წ-ის 25 აპრილს) ინგლისში მონარქიის რესტავრაცია, ანუ აღდგენა მოხდა. ტახტზე სიკვდილით დასჯილი ჩარლზ Iის ვაჟი ჩარლზ II ავიდა. ახალმა მეფემ საზეიმოდ პირობა დადო, რომ პოლიტიკურ ამნისტიას გამოაცხადებდა და მოქალაქეების რევოლუციის პერიოდში შეძენილ ქონებას არ შეეხებოდა. ჩარლზ II-მ „თავისუფლებათა დიდი ქარტია“ და პარლამენტის მიერ მიღებული მთელი რიგი უმაღლესი პოლიტიკური აქტები დაამტკიცა და ხალხს აღუთქვა, რომ ქვეყანას პარლამენტთან ერთად მართავდა. 1679 წელს პარლამენტმა მიიღო ძალზე მნიშვნელოვანი კანონი — „ჰაბეას კორპუს აქტ“-ი, რომელიც დაპატიმრებისათვის სასამართლო გადაწყვეტილებას ითხოვდა. თანდათანობით სამეფო ხელისუფლებასა და პარლამენტს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ეს ურთიერთობა განსაკუთრებით სამეფო ტახტზე ჩარლზ II-ის ძმის, ჯეიმს II-ის გამეფების შემდეგ გამწვავდა, როდესაც ახალი მეფე პარლამენტის დათხოვნასა და ინგლისში აბსოლუტიზმის დამყარებას შეეცადა. ამას ინგლისში სახელმწიფო გადატრიალება მოჰყვა. ინგლისში მეფედ ჯეიმს II-ის პროტესტანტი ქალიშვილი მერი

ჩარლზ II ინგლისის მეფე 1660-1685 260

ჯეიმს II ინგლისის მეფე 1685-1688

და მისი ქმარი — ჰოლანდიის შტადჰალტერი ვილჰელმ ორანელი, მერი II-ისა და უილიამ III-ის სახელით მოიწვიეს. 1689 წელს პარლამენტმა საგანგებო, „უფლებათა ბილი“ მიიღო, რომელიც ინგლისში აბსოლუტიზმის რესტავრაციას გამორიცხავდა. ინგლისის მეფეს კანონების შეჩერებისა და გაუქმების, გადასახადების დაწესების და აკრეფის, მუდმივი ჯარის ყოლის უფლება პარლამენტის თანხმობის გარეშე არ ჰქონდა. ამას ინგლისელებმა „სახელოვანი რევოლუცია“ უწოდეს. ინგლისში საბოლოოდ კონსტიტუციური მონარქია დამყარდა. პირველი სრულიად ევროპული ომი — ოცდაათწლიანი ომი და ვესტფალიის ზავი. 1618 წელს რომის საღვთო იმპერიაში რეფორმაციის მიმდევრებსა და კათოლიკეებს შორის დაიწყო ომი, რომელიც შემდგომ საერთოევროპულ კონფლიქტად იქცა და თითქმის ყველა ევროპული ქვეყანა ჩაითრია. ეს საერთო ევროპული ომი ოცდაათი წელი გრძელდებოდა. გარეშე ქვეყნებიდან ომში ყველაზე აქტიურად საფრანგეთი და შვედეთი მონაწილეობდა. ომი 1648 წ. ვესტფალიის ზავით დასრულდა. ვესტფალიის ზავი იძულებით კომპრომისს წარმოადგენდა. ის მოწინააღმდეგე ძალებს შორის, ძალთა ახალ ბალანსს აკანონებდა და არსებითად ცვლიდა ევროპის ქვეყნების პოლიტიკურ რუკას. ვესტფალიის ზავი ფრიად მნიშვნელოვანი საზავო ხელშეკრულებაა. ის საფუძვლად დაედო ევროპის ქვეყნების მიერ დადებულ თითქმის ყველა შემდგომ საზავო ხელშეკრულებას ვენის კონგრესამდე. ზავის თანახმად საფრანგეთმა მოახერხა ხელში ჩაეგდო ელზასი (სტრასბურგის გამოკლებით), ზუნგდაუ და ჰენეგაუ და დაიკანონა თავისი საუკუნეობრივი უფლებები სამ ლოთარინგულ საეპისკოპოსოზე — მეცზე, ტულზე და ვერდენზე. 10 საიმპერიო ქალაქი საფრანგეთის მეურვეობის ქვეშ მოექცა. ნიდერლანდებმა მოიპოვა თავისი დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარება.

ვილჰელმ ორანელი, ინგლისის მეფე უილიამ III 1689-1702

შვედეთი. ამავე ზავის თანახმად, შვედეთმა მიიღო მთელი დასავლეთი პომერანია ნავსადგურ შტეტინით, ასევე აღმოსავლეთ პომერანიის ნაწილი და უფლება პომერანიის ყურეზე მისი მიმდებარე ქალაქებითურთ. შვედეთსავე გადაეცა ბრემენისა და ფერდენის საარქიეპისკოპოსოები და დიდი ფულადი კონტრიბუცია. ჩრდილო გერმანიის უდიდესი

ვესტფალიის ზავი — მოიცავს ორ სამშვიდობო, ოსნაბრუკისა და მიუნსტერის ხელშეკრულებებს, რომელთაც ხელი 1648 წ. 15 მაისსა და 24 ოქტომბერს მოეწერა.

მერი II ინგლისის მეფე 1689 -1694

მეფე და პარლამეტი „მეფეებს ღმერთებს იმიტომ უწოდებენ, რომ ისინი დედამიწაზე სხედან ღმერთების ტახტზე“

ჯეიმს I, 1603

„1. რომ... მეფის ბრძანებით, შეაჩერონ კანონები ან კანონების შესრულება პარლამენტის თანხმობის გარეშე, უკანონოა. 4. რომ გადასახადების აკრეფა...პარლამენტის თანხმობის გარეშე, პარლამენტის მიერ დადგენილზე უფრო დიდი ხნით პარლამენტისაგან დადგენილი წესის განხვავებით, უკანონოა. “

ბილი უფლებათა შესახებ, 1689 261

პომერანია — ისტორიული მხარე ბალტიის ზღვის სამხრეთ სანაპიროზე.

მდინარეების — ვეზელის, ოდერისა და ელბის შესართავებიც მის ხელთ აღმოჩნდა. ამით შვედეთმა თავის მიზანს — ბალტიის აუზიის კონტროლს — მიაღწია. ამ პერიოდიდან ის დიდ ევროპულ სახელმწიფოდ გადაიქცა, მძლავრი პოლიტიკური და სამხედრო პოტენციალით. ეს საკმაოდ გასაკვირი ფაქტი გახლდათ — თუკი მისი მოსახლეობის მცირერიცხოვნებას გავითვალისწინებთ. წარმატება განპირობებული იყო ნაწილობრივ ბუნებრივი რესურსების — სპილენძისა და რკინის ათვისებით, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამხედრო საქმეში, ნაწილობრივ კი ხელისუფლების მიერ სწორი ადმინისტრირების პრაქტიკის დანერგვით. შვედი მონარქები აბსოლუტურ ძალაუფლებას განსაკუთრებით გონივრულად ეკონომიკურ სფეროში იყენებდნენ — გააუქმეს შიდა ბაჟები და ტარიფები, რაც სხვა ბევრ ევროპულ ქვეყნებში ვაჭრობის უმთავრეს ხელისშემშლელ პირობებს ქმნიდა, შემოიღეს ზომაწონის ერთიანი საზომები, შექმნეს ქვეყანაში ერთიანი საგადასახადო სისტემა და სხვა ბევრი სიახლეც დანერგეს, რაც დიდად უწყობდა ხელს როგორც ვაჭრობის, ასევე მრეწველობის წინსვლას. XVIII საუკუნეშიც კი, რუსეთან დამარცხებისა და ამის შედეგად ქვეყნის პოლიტიკური გავლენის შემცირების მიუხედავად, შვედეთი მაინც რკინის მადნის მთავარ მიმწოდებლად რჩებოდა ევროპულ ბაზარზე.

ქალაქი სანქტ-პეტერბურგი 1703 წელს დაარსდა.

პეტრე I 1682-1725ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველად 1696 წლიდან იქცა.

რუსეთი XVIII ს-ის I ნახ-ში. რუსეთის იმპერიად გადაქცევა პეტრე I-ის სახელს უკავშირდება. პეტრე I-მა რუსეთის მოდერნიზება დაისახა მიზნად — მათ შორის, ეკონომიკის დასავლურ ქარგაზე გამოჭრაც. იგი ყოველმხრივ უწყობდა ხელს დასავლელ ხელოსნებსა თუ მეწარმეებს, რუსეთში დასახლებულიყვნენ და აქ გამოევლინათ თავიანთი უნარ-ჩვევები. თითქმის მთელი თავისი მეფობის განმავლობაში პეტრე შვედეთთან ომს აწარმოებდა. ომის ძირითადი მიზანი რუსეთისათვის ბალტიის ზღვაზე გასასვლელის მოპოვება იყო. ეს ომი 1721 წ. რუსეთის დიდი გამარჯვებითა და ნიშტდატის ზავით დასრულდა. რუსეთმა თავისი სანუკვარი ოცნება აისრულა — მან ბალტიის ზღვაზე გასასვლელი მოიპოვა. შვედებისათვის წართმეულ მიწაზე, ფინეთის ყურეში პეტრემ ქალაქი სანკტპეტერბურგი დააარსა და ასე „გაჭრა ფანჯარა“ ევროპაში. ეს ნავსადგური მალე უმთავრესად იქცა და პეტრემ ახლა ფლოტის მშენებლობასაც მიჰყო ხელი. პეტრეს პოლიტიკისა და რეფორმების ლაიტმოტივი იყო მისი სურვილი — რუსეთი ტერიტორიულადაც გაეფართოვებინა, გაეზარდა მისი გავლენა და უძლიერეს მილიტარისტულ სახელმწიფოდ გადაექცია (აღსანიშნავია რომ პეტრეს ზეობის ხანაში რუსეთი მხოლოდ ორად-ორი წელი იყო მშვიდობიანად — დანარჩენი სულ დაპყრობით ომებს აწაროებდა). ამ მიზნების მისაღწევად, პეტრემ შექმნა ახლებური და, უფრო ქმედითუნარიანი საგადასახადო სისტემა, მთლიანად გარდაქმნა ცენტრალური ხელისუფლების აპარატი, რომლის უმთავრესი დანიშნულება ფულის რაც შეიძლება დიდი ოდენობით აკრეფა იყო — რადგან ფული, მისივე თქმით, „საუკეთესო იარაღია ომის საწარმოებლად“.

262

ისევ და ისევ სამხედრო ინტერესებიდან გამომდინარე, პეტრემ არაერთი სახელმწიფო საწარმო — მანუფაქტურა გახსნა, და სათავეში უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტები დაუყენა, მაგრამ, ევროპული მანუფაქტურებისაგან განსხვავებით, სადაც, ყმობისაგან გათავისუფლებული ადამიანები მუშაობდნენ, რუსეთის სახელმწიფო მანუფაქტურებს პეტრე I-მა ყმაგლეხები მიაწერა, რომლებიც თავიანთ ყმურ ვალდებულებას მანუფაქტურაში მუშაობით ასრულებდნენ. ბუნებრივია, ასეთ იძულებით, თითქმის მონურ შრომაზე დამყარებული წარმოება სასურველ შედეგს არ იძლეოდა. პეტრეს სიკვდილის შემდეგ კი ეს შედარებითი „ევროპეიზმი“ და წინსვლაც შეფერხდა — ბევრი საწარმო გაპარტახდა, ფლოტი თითქმის მთლიანად განადგურდა, პეტრესეული საგადასახადო სისტემაც მოიშალა და ქვეყნის ეკონომიკის ხასიათიც კვლავინდებურად ყმაგლეხობის მაქსიმალური ექსპლუატაციის იმედად დარჩა. XVIII საუკუნეში ჰოლანდიამ თანდათან დათმო საერთაშორისო ვაჭრობაში თავისი ლიდერული პოზიციები, რაც საკუთარი ქვეყნის ეკონომიკურმა უკუსვლამ განაპირობა. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობდა. თავდაპირველად, ჰოლანდიური ვაჭრობა ჰოლანდიური სოფლის მეურნეობისა და წარმოების აღმავლობაზე აღმოცენდა, ჰოლანდიური ეკონომიკის სწრაფი წინსვლა კი ამ რეგიონში კაპიტალისტური წარმოების ადრეულად განვითარებამ განაპირობა. მაგრამ თანდათანობით ჰოლანდიელები დიდ საშუამავლო ვაჭრობაში ჩაერთვნენ. ჰოლანდიურმა ბურჟუაზიამ საერთაშორისო ვაჭრობითა და საბანკო-საკრედიტო ოპერაციებით განსაკუთრებული მოგება მიიღო. საქმე ისაა, რომ პირველადი კაპიტალის დაგროვებისათვის ვაჭრობა და მევახშეობა სწორედაც რომ საუკეთესო სფეროა, ვინაიდან ის ზემოგების მიღების საშუალებას იძლევა. მაგრამ აქაც, როგორც ყველაფერში ქვეყანამ ზომიერება უნდა დაიცვას. რაში მდგომარეობს ეს? რა თქმა უნდა, წუთიერი ზემოგება უბიძგებდა ჰოლანდიელებს ამოგებული თანხების მაქსიმუმი კვლავაც ვაჭრობაში ჩაედოთ. ამან კი თანდათან ავნო

პეტერბურგის ხედი. 1717 წლის გრავიურა 263

ინგლის-ჰოლანდიის I ომი — 1652-1654 ინგლის-ჰოლანდიის II ომი — 1665-1667 ინგლის-ჰოლანდიის III ომი — 1672-1674

ჰოლანდიის წარმოებას. წარმოება ისეთ დიდ მოგებას ვერ იძლეოდა, როგორც ვაჭრობა. ჰოლანდია საშუამავლო ვაჭრობით უზარმაზარ მოგებას იღებდა. ამიტომ წარმოება და სოფლის მეურნეობა თანდათან ჰოლანდიელი ბურჟუაზიის ვაჭრობა-მევახშეობითი საქმიანობის დანამატად იქცა. ჰოლანდიელებმა არა მარტო საშუამავლო ვაჭრობა თითქმის მთლიანად თავის ხელში მოაქციეს, არამედ სხვა ქვეყნების საქონელიც, მათ შორის კოლონიებიდან მომავალი საქონელი თავიანთი გემებით გადაჰქონდათ, ამიტომ ევროპაში ჰოლანდიელებს ევროპის მეეტლეებს ეძახდნენ. ეს კიდევ უკეთესი წარმოსადგენი იქნება, თუ გავითვალისწინებთ, რომ იმხანად, სანამ ევროპაში ჯერ სრულიად განუვითარებელი იყო სახმელეთო, სამდინარო და სარკინიგზო მიმოსვლა, ევროპის სამხრეთის, ჩრდილოეთისა და დასავლეთ-აღმოსავლეთს შორის კავშირი ძირითადად სწორედ საზღვაო გზებითა და გემებით ხორციელდებოდა. ამ დროს ჰოლანდიელთა 15 ათასი გემი ძირითადი ტრანსპორტი იყო. მართლაც, ჰოლანდიას ვაჭრობის ყოველწლიური სასაქონლო ბრუნვიდან XVII ს-ის ბოლოსათვის 100-120 მილიონი გულდენი შესდიოდა. ჰოლანდიის ვესტ-ინდოეთის და ოსტ-ინდოეთის კომპანიები ნამდვილ სახელმწიფოდ იქცნენ სახელმწიფოში, თავიანთი ფლოტით, შეიარაღებით, კაპიტალით. ინდოეთში 1656 წ. ჰოლანდიელების მნიშვნელოვანი წარმატება ქ. ნეგაპატამის დაკავება გახდა, რომელიც მათ მთავარ საყრდენად იქცა ინდოეთში. ამავე ხანებში მათ მთლიანად გამოაძევეს პორტუგალიელები ცეილონიდან. ჯერ კიდევ XVII ს-ის დასაწყისში ჩრილოეთ ამერიკაში დააარსეს თავიანთი კოლონია — ახალი ჰოლანდია, რომლის ცენტრი იყო ახალი ამსტერდამი — ამჟამინდელი ნიუ-იორკი. იმავდროულად ევროპის სახელმწიფოების პროტექციონისტული პოლიტიკის შედეგად ჰოლანდიის ვაჭრობამ თანდათან დაქვეითება დაიწყო. ინგლისმა ჰოლანდიისათვის დარტყმის მიყენების მიზნით, ორი „ნავიგაციური კანონი“ მიიღო (1651-1660 .), რომელიც ინგლისში არაინგლისური გემებით საქონლის შემოტანას კრძალავდა. ეს სწორედ ჰოლანდიას აზიანებდა. ამიტომ ამას ინგლის-ჰოლანდიის სამი ომი მოჰყვა. მეორე ომის შემდეგ ინგლისმა და ჰოლანდიამ გავლენის სფეროები ფაქტობრივად გაიყვეს: ინგლისმა ჩრდილოეთ ამერიკაში ჰოლანდიელების ახალი ამსტერდამი დაიჭირა. ჰოლანდიელებმა კი ინგლისელებს მოლუკის კუნძულებში არსებული მათი ერთ-ერთი კუნძული წაართვეს. ამით ინგლისელებმა ინდონეზია, ჰოლანდიელებმა კი ჩრდილოეთ ამერიკა მიატოვეს. ამგვარად, ჰოლანდიელებს აღმოსავლეთ ნახევარსფერო, ინგლისელებს კი — დასავლეთ ნახევარსფერო დარჩათ. ჰოლანდიის სერიოზულად დასუსტებაში საფრანგეთთან გადატანილმა სამმა ომმაც ითამაშა როლი. მაგ.: საფრანგეთ-ჰოლანდიის პირველი ომის დროს საფრანგეთის სახმელეთო ჯარის წინსვლისა და ქვეყნის სიღრმეში შეჭრის თავიდან ასაცილებლად, ჰოლანდია იძულებული გახდა გაეხსნა წყლის შემაკავებელი დამბები და ტერიტორია დაეტბორა ამან საფრანგეთის ლაშქრისათვის ქვეყანა გაუვალი გახადა, მაგრამ საკუთრივ ჰოლანდიის სოფლის მეურნეობასა და ეკონომიკასაც აუნაზღაურებელი ზარალი მიადგა.

264

ბოლო ომი ჰოლანდიასა და ინგლისს შორის უკვე 17801784 წლებში გაიმართა. ამან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ჰოლანდიას, როგორც კოლონიალურ იმპერიას: ინგლისის ხელში გადავიდა ქ. ნეგაპატამი — ჰოლანდიელების უმნიშვნელოვანესი საყრდენი პუნქტი ინდოეთში. აქ ინგლისელების გაბატონებამ, ცეილონის მათ მიერ დაპყრობა უკვე დროის საქმედ აქცია, რაც XVIII ს-ის 90-იან წლებში განახორციელეს კიდეც. ინგლისმა აგრეთვე მოიპოვა ინდონეზიის არქიპელაგის წყლებში თავისუფალი ცურვის უფლება, რაც მანამდე ჰოლანდიელთა სრულ მონოპოლიას წარმოადგენდა. ომის შედეგად ჰოლანდიური ოსტ-ინდოეთისა და ვესტინდოეთის კომპანიების ვალი მნიშვნელოვანწილად გაიზარდა და იმ ხანისათვის უზარმაზარ ციფრს მიაღწია. მაგ. ოსტინდოეთის კომპანიის ვალი 85 მილიონ გულდენს აჭარბებდა. ორივე კომპანია გაკოტრების საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. სახელმწიფო იძულებული გახდა ორივე კომპანიის ვალის გადახდა თავისთავზე აეღო. ომებმა მხოლოდ გამოაჩინა ჰოლანდიის ეკონომიკის სუსტი მხარეები. ეს იყო შედეგი და არა მიზეზი ჰოლანდიის დასუსტების. საქმე ისაა, რომ ჰოლანდია ზედმეტად გახდა დამოკიდებული საშუამავლო ვაჭ რობაზე. XVIII ს-ში ევროპაში სახმელეთო და სამდინარო გზები და სატრანსპორტო მიმოსვლა საგრძნობლად გაუმჯობესდა. მაგალითისათვის დავასახელებთ ლანგედოკის არხს, რომელმაც ორი ფრანგული მდინარე რონა და ლუარა ერთმანეთს დაუკავშირა და ხმელთაშუა ზღვიდან ტვირთების მოკლე სამდინარო გზით ატლანტის ოკეანეში გადატანა შესაძლებელი გახადა. ასევე საფრანგეთსა და ინგლისში წარმოების მასშტაბის მნიშვნელოვანმა ზრდამ, ხელისუფლების პროტექციონისტული პოლიტიკის ფონზე — მაგ.: საფრანგეთმა შემოტანილ საქონელზე საბაჟო ტარიფები ისე აწია, რომ საქონლის შემოტანა უცხო ქვეყნის კომპანიისათვის პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. ყოველივე ამან ჰოლანდიური საშუამავლო ვაჭრობა მნიშვნელოვნად შეამცირა. ფულის შემოდინების შემცირებამ კი უპირველეს ყოვლისა, ჰოლანდიური წარმოება და სოფლის მეურნეობა დააზარალა.

ლანგედოკის არხი (1666-1681) 265

საფრანგეთი. აბსოლუტიზმის ნამდვილი აყვავება საფრანგეთში ლუი XIV-ისა და მისი ცნობილი მინისტრის, კოლბერის დროს ხდება. ლუი XIV-ს თანამედროვეები მეფემზეს ეძახდნენ. მას ეკუთვნის ცნობილი სიტყვები, რომლითაც უზენაესი სასამართლოს (ფრანგულად პარლამენტი) დარბევისას მიმართა მოსამართლეებს: „ბატონებო, თქვენ გეგონათ, რომ თქვენა ხართ საფრანგეთი, ცდებით, საფრანგეთი მე ვარ.“ ეკონომიკური ნაციონალიზმის საუკეთესო მაგალითი, ლუი XIV-ის დროინდელი საფრანგეთია. თავად მეფე ერთდროულად სიმბოლოც იყო და მისი ნება თუ ყოველი კაპრიზი — შეუვალი; ოღონდ პასუხისმგებლობა პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტა-გატარებაზე, მის პირველ მინისტრს, ჟან-ბატისტ კოლბერს ეკისრებოდა. პირველი მინისტრის გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ ფრანგებმა ახალი ტერმინიც კი მოიგონეს მერკანტილიზმის აღსანიშნად და მას „კოლბერიზმი“ უწოდეს, კოლბერი ცდილობდა სისტემაში მოეყვანა სახელმწიფო აპარატის კონტროლი ეკონომიკაზე, მაგრამ საბოლოოდ თავისას მაინც ვერ მიაღწია. რადგან შეუძლებელი იყო საკმარისი გადასახადების აკრეფა ლუი XIV-ს ნება-სურვილებისა და მისი თავგასული კარის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად. ამიტომაც სამეფო კარი ფართოდ მიმართავდა თანამდებობების გაყიდვის პოლიტიკას. თანამდებობების გაყიდვამ საფრანგეთში სრულიად არანორმალური ფორმები მიიღო ზოგჯერ კომიკური სიტუაციებიც კი იქმნებოდა, როცა ერთსა და იმავე თანამდებობაზე რამდენიმე კაცი ინიშნებოდა. ამ გზით შერჩეულ მოხელეთა ვარგისიანობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია: ისინი მხოლოდ საკუთარი დანახარჯის ამოგებაზე ზრუნავდნენ და კორუფციაც წესად ექცათ. მათთვის გადასახადების აკრეფის მოთხოვნაც კი უაზრო იყო, ამიტომ ხელისუფლება გადასახადების აკრეფის უფლებას კერძო „ფირმებზე“ ჰყიდდა, რომლებიც წინასწარ უხდიდნენ მას გარკვეულ თანხას და შემდეგ, მისივე სახელით თვითნებობდნენ. კოლბერს სწორედ ამ მანკიერი სისტემის შეცვლა სურდა. მაგრამ სამეფო კარისა და ზოგადად არისტოკრატიის ისეთ წინააღმდეგობას წააწყდა, რომ საბოლოოდ ხელიც ჩაიქნია.

ლიუ XIV საფრანგეთის მეფე 1638-1715

ჯან-ბატისტ კოლბერი 1661-1683 266

კოლბერი ბევრს ცდილობდა ათასგვარი აკრძალვების, ბრძანებულებებისა თუ სახელმწიფო გილდიების შექმნით რაიმე ეშველა წყალშემდგარი ეკონომიკისათვის, მაგრამ ამით დიდ შედეგს ვერ მიაღწია. უპირველესი ზრუნვის საგანი კოლბერისათვის, როგორც ლუი XIV-ს სურვილების გამომხატველი მინისტრისათვის საფრანგეთის არისტოკრატიის — თავადაზნაურობის — ეკონომიკური ინტერესების დაცვა იყო, მით უფრო, რომ ლუი XIV ამ თავადაზნაურობის გამოსვლების ჩაქრობის ფონზე გამეფდა და, იმთავითვე, მათი ინტერესების დაცვა იკისრა. ბუნებრივია, თავადაზნაურობის ინტერესების დაცვა ბურჟუაზიის ხარჯზე ხდებოდა. ამ მხრივ სამაგალითოა კოლბერის საგადასახადო რეფორმა, რომელიც ვითომდა გლეხების დაცვას ისახავდა მიზნად. საფრანგეთის გლეხობა მძიმე გადასახადებით იყო დაბეგრილი, რაც სოფლის მეურნეობაში კაპიტალისტური ურთიერთობების განვითარებას ხელს უშლიდა, ვინაიდან გლეხობა ფულის დაგროვებას ვერ ახერხებდა. კოლბერმა გლეხებს შეუმცირა სახელმწიფო გადასახადი, მაგრამ ამით გლეხებს არაფერი ერგოთ, ვინაიდან არისტოკრატიამ შემცირებული ნაწილი თავის სასარგებლოდ აკრიფა. სამაგიეროდ რეფორმის შედეგად, ბუნებრივია, სახელმწიფოს შემოსავალი დააკლდა. ამის შესავსებად დაკლებული ნაწილი კოლბერმა ბურჟუაზიაზე გადაანაწილა. ფაქტია, ყოველივე ამით, ისევ და ისევ, საფრანგეთის თავადაზნაურობამ იხეირა. სახელმწიფო გადასახადი კი ამგვარად გადანაწილდა — თავადაზნაურობას შემოსავალი მოემატა, ბურჟუაზიას კი — მოაკლდა. კოლბერი იყო ერთი პირველთაგანი, ვინც ეკონომიკის „ზემოდან“ რეგულირებაში ხედავდა პროგრესის შესაძლებლობას. მისი მთავარი მიზანი ქვეყნის თვითკმარობის მიღწევა იყო. კოლბერი შეეცადა საგარეო ვაჭრობაში აქტიური ბალანსის მიღწევას. იმისათვის, რომ საფრანგეთის თავადაზნაურობას არ დაეხარჯა ფული უცხო ქვეყნებში დამზადებულ ფუფუნების საგნებზე, ის ცდილობდა საფრანგეთში განევითარებინა ვენეციური სარკეებისა და მაქმანების, ინგლისური ქალის წინდების, ჰოლანდიური მაუდის, გერმანული სპილენძის ნაკეთობების წარმოება. მას სურდა, აგრეთვე, შუა საუკუნეებიდან შემორჩენილი ქვეყნის შიდა ბაჟების გაუქმება, ცდილობდა გზების დაგებას და სატრანსპორტო მიმოსვლისათვის ხელისშეწყობას. მის დროს მოხდა სწორედ ზემოხსენებული ლანგედოკის ცნობილი არხის გაყვანა. კოლბერი საფრანგეთში მსხვილი მანუფაქტურული წარმოების ხელისშეწყობასაც ცდილობდა. მისი მხარდაჭერით დაარსდა იმ ხანისათვის უმსხვილესი მაუდის მანუფაქტურა, რომელშიც 6000-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა. როგორც მერკანტილიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი, კოლბერი პროტექციონისტულ პოლიტიკას ამკვიდრებდა. მან შემოიღო პროტექციონისტული საბაჟო ტარიფები, რაც უცხო საქონელზე საბაჟო გადასახადს ისე ზრდიდა, რომ ფაქტობრივად იმპორტს აზრს უკარგავდა. ეს ჰოლანდიელთა აღშფოთებისა და საბოლოოდ, ჰოლანდია-საფრანგეთის I ომის მიზეზიც გახდა. კოლბერი ოკეანის გაღმა კოლონიების განვითარებასაც ცდილობდა, რომლებიც საფრანგეთის მეფეებს ფაქტობრივად

267

უგულებელყოფილი ჰქონდათ; ის შეეცადა ჩამოეყალიბებინა მონოპოლისტური, სამეფო სავაჭრო კომპანიები, რომლებიც, კერძო ინიციატივაზე გათვლილი ჰოლანდიური თუ ინგლისური ანალოგებისგან განსხვავებით, ყოველ ნაბიჯზე მთლიანად ხელისუფლების მიერ კონტროლდებოდნენ. რამდენიმე წელიწადში ეს პროექტი ჩაკვდა და მასში დაბანდებული თანხებიც დაიკარგა. საერთოდ, ინგლისთან და ჰოლანდიასთან შედარებით საფრანგეთის თავისებურება კაპიტალისტური წარმოების განვითარების შედარებით ნელი ტემპი იყო. სოფელში გლეხები პირადად თავისუფლები იყვნენ, მაგრამ ფეოდალებს მიწით სარგებლობისათვის ფულად რენტას უხდიდნენ. გლეხობას ნაკლებად ჰქონდა ფული მსხვილი კაპიტალისტური წარმოების დანერგვისათვის. ბურჟუაზია, რომელიც ყიდულობდა სოფელში მიწებს და მთელ მამულებსაც კი, ნაკლებად იყო ამ მამულების კაპიტალისტურ მეურნეობებად გარდაქმნით დაინტერესებული და კვლავაც გლეხების მხრივ ფულადი რენტით კმაყოფილდებოდა. ამის მიზეზი იყო ის, რომ ბიზნესი საფრანგეთში სირცხვილად ითვლებოდა, თვით ლუი XIV ჰოლანდიელებს დამამცირებელ სახელს — მედახლეების ერს უწოდებდა. ეს გამონათქვამი კარგად აჩვენებს საფრანგეთის არისტოკრატიისა და სამეფო ხელისუფლების დამოკიდებულებას ვაჭრობისა და მოგებაზე ორიანტირებული საქმიანობისადმი. ამიტომ გამდიდრებული ბურჟუა მამულისა და არისტოკრატიული ტიტულის ყიდვით, არისტოკრატიულ კლასში შეღწევას და ასე ვთქვათ „გაარისტოკრატებას“ ცდილობდა. არისტოკრატია სახელმწიფო გადასახადიდან თავისუფალი იყო, ხოლო თუ ბიზნესს წამოიწყებდა, მაშინ მას გადასახადებით დაბეგრავდნენ. სხვა რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ მისი წრის საზოგადოების გაკიცხვის ობიექტიც ხდებოდა. ეს, ბუნებრივია, კაპიტალისტური ურთიერთობების განვითარების ტემპზე უარყოფითად არ მოქმედებდა. ამგვარად, თუ ინგლისის სოფელი გლეხების აყრისა და მსხვილი კაპიტალისტური მეურნეობის შექმნის გზით წავიდა, საფრანგეთის სოფელში კაპიტალისტური ურთიერთობები ძირითადად გლეხების თანდათანობით ქონებრივი დიფერენციაციის — (განშრევების): ერთი ნაწილი საგლეხო ფერმების გაკოტრების, და მეორე ნაწილი ფერმების გამდიდრებაგამსხვილების გზით მიდიოდა. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში წვრილი საფერმო-საგლეხო მეურნეობის მსხვილ კაპიტალისტურ მეურნეობად ჩამოყალიბება უფრო დროში გაწელილი პროცესი იყო. საფრანგეთის წარმოების განვითარების ტემპი ინგლისისას მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა. მსხვილი ცენტრალიზებული მანუფაქტურები იშვიათობა იყო, ძირითადად წვრილი, კუსტარული სახელოსნოები და სოფლის გაფანტული მანუფაქტურები ჭარბობდა, რომლებიც მხვილი ქალაქების ირგვლივ იყო თავმოყრილი. მანუფაქტურული წარმოებაც ძირითადად ორი მიმართულებით ვითარდებოდა: სახელმწიფოს სამხედრო საჭიროებები — ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სახმელეთო და საზღვაო შეიარაღებული ძალებისთვის და ფუფუნების საგნები — არისტოკრატიის საჭიროებებისათვის. მიუხედავად ამისა, ინგლისი მაინც კუნძული იყო, კონტინენტურ ევროპაში კი XVII-XVIII სს-ის მიჯნაზე

268

საფრანგეთის როლი აშკარად გამოიკვეთა. საფრანგეთი ჩამოყალიბდა მსხვილ, ეროვნულ სახელმწიფოდ, მეფის აბსოლუტური ხელისუფლებით სათავეში. მის სამხრეთ-დასავლეთით კიდევ უფრო ჩამორჩენილი ესპანეთი იყო. აღმოსავლეთით ასევე ჩამორჩენილი და თანაც სამთავროებად დაშლილი გერმანია, რომელიც საღვთო რომის იმპერიის სახელწოდების ქვეშ მხოლოდ ფორმალურად იყო გაერთიანებული, სამხრეთაღმოსავლეთით ასევე დაშლილ-დაქუცმაცებული და ეკონომიკურადაც ჩამორჩენილი იტალია. ასე რომ, მეზობლებს შორის საფრანგეთი ლუი XIV-ს ხანაში კონტინენტური ევროპის უმსხვილეს და უძლიერეს ქვეყანად იქცა. ომი ესპანეთის მემკვიდრეობისათვის. ლუი XIV-მ დასავლეთ გერმანიის მთავრებში დიდი ავტორიტეტი მოიპოვა და, შესაბამისად, საღვთო რომის იმპერიის საქმეებშიც მნიშვნელოვნად ერეოდა. ამგვარად XVIII ს-ის დასაწყისისათვის საფრანგეთმა თავისი სიძლიერის მწვერვალს მიაღწია. ჯერ კიდევ ლუი XIV-ის ახალგაზრდობაში მისმა შორსმჭვრეტელმა პირველმა მინისტრმა კარდინალმა მაზარინიმ მას ცოლად ესპანეთის ინფანტა მარი ტერეზა შერთო. მარი ტერეზა ესპანელ ჰაბსბურგთა უკანასკნელი წარმომადგენლის ესპანეთის მეფის კარლოს II-ის და იყო. ვინაიდან კარლოს II ვაჟი არ ჰყავდა, მან ანდერძით ტახტი ლუი XIV-ის უმცროს შვილიშვილს (ვინაიდან შვილს და უფროს შვილიშვილს საფრანგეთის ტახტი ელოდებოდათ) ფილიპე ანჟუელს ესპანეთის ტახტი უანდერძა, ოღონდ იმ პირობით, რომ ესპანეთი და საფრანგეთი ერთი გვირგვინის ქვეშ არასოდეს გაერთიანდებოდა. კარლოს II 1700 წელს გარდაიცვალა და ტახზე ფილიპე ანჟუელი ფილიპე V-ის სახელით ავიდა. ლუი XIV პირობის შესრულებას სულაც არ აპირებდა და ფაქტობრივად შვილიშვილის სახელით ესპანეთის მართვას შეუდგა. მას ეკუთვნის გამოთქმა: „პირენეი აღარ არსებობს“. ამ დროს ესპანეთის ტახტზე ავსტრიელმა ჰაბსბურგებმაც განაცხადეს პრეტენზია. ამგვარად ესპანეთის მემკვიდრეობისათვის საფრანგეთსა და საღვთო რომის იმპერიას შორის ომი გაჩაღდა, რომელიც მალევე საერთო ევროპულ ომში გადაიზარდა. ევროპულ სახელმწიფოთა მონარქების უმრავლესობა საფრანგეთის დასუსტების მიზნით, ჰაბსბურგებს მოემხრნენ. ინგლისმა და ჰოლანდიამ ჩაურევლობის შემთხვევაში საფრანგეთს ესპანეთის კოლონიებში და საკუთრივ საფრანგეთის ინდოეთის სამფლობელოებში თავისთვის უპირატესი ვაჭრობის უფლების მინიჭება მოსთხოვეს და საფრანგეთისგან უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ იმპერიის მხარე დაიჭირეს. ასეთ ვითარებაში საფრანგეთმა გაერთიანებულ ევროპის სახელმწიფოებთან ომი წააგო. ზავის პირობების თანახმად, ლუი XIV-ის შვილიშვილი ფილიპე V ესპანეთის ტახტზე კი დარჩა, მაგრამ მან და მისმა შთამომავლობამ საფრანგეთის ტახტზე უფლება სამუდამოდ დაკარგა. ინგლისმა შეინარჩუნა ომის მსვლელობაში ესპანეთისათვის წართმეული სტრატეგიული პუნქტები — ქალაქი გიბრალტარი და კუნძული მენორკა, რითაც თავისი საზღვაო სიძლიერე კიდევ უფრო

269

ომი ესპანეთის მემკვიდრეობისათვის 1701-1713 წლებში მიმდინარეობდა.

ინფანტა — ესპანეთის მეფის უფროსი ასული.

ესპანეთის მემკვიდრეობისათვის ომის საზავო ხელშეკრულებები: ომი უტრეხტისა და რაშტატის ხელშეკრულებებით დასრულდა. აქედან: უტრეხტის ზავი დაიდო ინგლისთან და ჰოლანდიასთან 1713 წელს. რაშტატში საზავო ხელშეკრულება კი გერმანიის საღვთო რომის იმპერიასთან გაფორმდა 1714 წელს.

განამტკიცა, ინგლისისათვის მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი „ასიენტოს“ მიღება იყო, რაც მონა-ზანგების აფრიკიდან ესპანეთის ამერიკულ კოლონიებში შეყვანის მონოპოლისტურ უფლებას ნიშნავდა. ჩრდილოეთ ამერიკაში ინგლისელების ხელში ნიუფაუნდლენდი და აკადია გადავიდა, რაც კანადაში ინგლისელების პოზიციის შემდგომი გამტკიცებისათვის პლაცდარმად იქცა. გერმანიის იმპერიისა და, შესაბამისად, ავსტრიელი ჰაბსბურგების ხელში ნიდერლანდების ესპანური ნაწილი გადავიდა, რომლის დაპატრონებას უფრო ადრე საფრანგეთი ცდილობდა. მათ ხელში გადავიდა, აგრეთვე, მილანის საჰერცოგო, ნეაპოლიტანური სამეფო და კუნძული სარდინია. ესპანეთის მემკვიდრეობისათვის ომის შედეგად, საფრანგეთი დასუსტდა. მან დაკარგა ის ჰეგემონია ევროპაში, რომელიც XVII-XVIII სს-ის მიჯნაზე ჰქონდა. საფრანგეთს, უპირველეს ყოვლისა, იმ ეკონომიკური კრიზისიდან ესაჭიროებოდა გამოსვლა, რომელიც წარუმატებელმა ომმა მოუტანა. ხაზინა ცარიელი იყო, სამეფო კარის გაზრდილ ხარჯებს კი დაფარვა სჭირდებოდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა საფრანგეთში გენიალური ავანტურისტი, მერკანტილისტური ეკონომიკური სკოლის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი, ჯონ ლო, რომელმაც მანამდე ბევრი ევროპული სახელმწიფო მოიარა და ყველგან თავისი ფინანსური პროექტის რეკლამირებას ცდილობდა. ეს პროექტი შემდეგში მდგომარეობდა: სახელმწიფო და კერძო კრედიტის ფართოდ განვითარებისათვის ბანკს უნდა გამოეშვა ქაღალდის ფული, რომელიც დაფარავდა ლითონის ფულის დეფიციტს. ეს იყო ევროპაში ქაღალდის ფულის ერთ-ერთი პირველი გამოშვება (აქამდე ევროპაში ქაღალდის ფული მხოლოდ XVII ს-ის 60-იანი წლების შვედეთში დაიბეჭდა). საფრანგეთის ხელისუფლებამ ჯონ ლოს კერძო ბანკის დაარსების ნება მისცა (1716 წ.) მალე ეს კერძო ბანკი სახელმწიფო ბანკად, ხოლო ლო ამ სახელმწიფო ბანკის დირექტორად იქცა. სულ რამდენიმე წლის შემდეგ ლო საფრანგეთის მეფის ლუი XV-ის მთავარი მრჩეველი და სახელმწიფო ფინანსების მთავარი მაკონტროლებელი გახდა (1720 წ.) ლოს ზედამხედველობით სახელმწიფო ბანკმა გამოუშვა ქაღალდის ფული. ამ ფულის გამოსაშვებ ოდენობას ლომ მოსახლეობის რაოდენობა დაუდო საფუძვლად, რაც არასწორი კრიტერიუმი იყო. თავდაპირველად ფულის დიდი ოდენობით ბაზარზე გამოსვლამ მართლაც აამოძრავა წარმოება და სოფლის მეურნეობა, მაგრამ მალე საშინელი ინფლაცია დაიწყო და ბევრი

უტრეხტის ზავის თავფურცელი. 270

ადამიანი გაკოტრდა, რამაც ლო აიძულა საფრანგეთიდან გაქცეულიყო. მიუხედავად ამისა, ლოს სისტემის ეკონომიკური შედეგი ძალზე დიდი იყო. ქაღალდის ფულმა სამეფო ხაზინას საშუალება მისცა მევალეებს გასწორებოდა. საქონლის გაძვირებამ ბურჟუააზიის იმ ნაწილსაც, რომელიც მანამდე ვალებით იყო შებოჭილი, საშუალება მისცა თავისი საქონელი ძვირად გაეყიდა და, მევალეებს გასწორებოდა. ჯონ ლომ იმავე ხანებში სააქციო საზოგადოებაც შექმნა, რომლის აქციებმა სწრაფად მოიმატა ფასში. ბევრი აქციონერი გამდიდრდა და შეძლო უძრავი ქონების შეძენა ქალაქსა თუ სოფელში. საფრანგეთში ზოგადად არნახულად გაიზარდა საქონელბრუნვა. დატრიალდა მიწაც, რომელიც ყიდვა-გაყიდვის ობიექტი. ასე, რომ ჯონ ლოს ფინანსურმა ავანტურამ საფრანგეთში კაპიტალისტური ურთიერთობების განვითარების ტემპის მნიშვნელოვანი დაჩქარება გამოიწვია. იმავდროულად საფრანგეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მდგომარეობა გადასახადების სიმძიმისა და ინფლაციის შედეგად ფრიად დამძიმდა, სახელმწიფო შემოსავლები კი უაზროდ და გაუგებრად იხარჯებოდა. ფრანგულ საზოგადოებაში მეფის აბსოლუტური ხელისუფლებისა და მისი უკონტროლო მინისტრების წინააღმდეგ უკმაყოფილება იზრდებოდა. თვით მეფე ლუი XV ქვეყნის მომავალს ოპტიმიზმით სულაც არ უყურებდა მას ეკუთვნის შემდეგი გამოთქმა: „ჩემს შემდეგ თუნდ წარღვნა ყოფილა!“ კიდევ უფრო გაუარესდა მდგომარეობა ლუი XVI-ის მეფობაში, რომლის უნიჭობას სიზარმაცეც ემატებოდა. თანამედროვენი ამბობდნენ, „ახალი მეფის ოჯახში ერთადერთი კაცი — მისი ცოლი, ავსტრიელი პრინცესა, მარი ანტუანეტაა“-ო. ეკონომიკური სიტუაციის გამოსწორების მიზნით, მეფემ ფინანსების გენერალურ მაკონტროლებლად ცნობილი ეკონომისტი, ჟაკ ტიურგო დანიშნა. ტიურგო რეფორმის გატარებას შეეცადა. მან გააუქმა ამქრები, ამქრული რეგლამენტაციები და შეზღუდვები და ვაჭრობა-მრეწველობა ყოველგვარი შეზღუდვებისაგან გაათავისუფლა. მან შეამცირა, აგრეთვე, ქალაქში სურსათის შემოტანაზე დაწესებული საბაჟო გადასახადები და ისინი პრივილეგირებულ თავადაზნაურულ წოდებაზეც გაავრცელა. გლეხობა სავალდებულო საგზაო სამუშაოებისაგან გაათავისუფლა, იმ დროს როდესაც თავადაზნაურობას საგზაო გადასახადი დაუწესა. მან გააუქმა აგრეთვე შეზღუდვები პურით ვაჭრობაზე. ტურგოს უნდოდა აგრეთვე სათემო და საქალაქო თვითმმართველობის რეფორმის ჩატარება. თვითმმართველობის ამ ორგანოებს უნდა გადასცემოდათ

ლუი XVI , საფრანგეთის მეფე 1774-1792

ჟაკ ტიურგო 1727-1781 271

ავსტრიული მემკვიდრეობისათვის ომი 7401748 წლებში მიმდინარეობდა.

ფრიდრიხ II ჰოჰენცოლერნი 1740-1786

გადასახადების განაწილება და ადგილებზე საზოგადოებრივი სამუშაოების ჩატარების ხელმძღვანელობა. ამ თვითმმართველობებში ადამიანები უნდა აერჩიათ წოდებრივი კუთვნილების მიუხედავად. ყოველივე ამან საზოგადოების რეაქციული ნაწილი აღაშფოთა და ტიურგო თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. XVIII ს-ის შუა წლებში კიდევ ერთ საერთო ევროპულ ომს ჰქონდა ადგილი, რომელიც ისტორიაში „ავსტრიული მემკვიდრეობისათვის ომის“ სახელით შევიდა. ჰაბსბურგებმა XVII ს-ის ბოლოსათვის თურქების რამდენიმე შემოტევა მოიგერიეს და ამ ხანისათვის დასუსტებულ ოსმანთა ომპერიას ახლა უკვე თვითონ შეუტიეს. XVII ს-ის მიწურულსა და XVIII ს-ის დასაწყისში მათ თურქებისაგან აღმოსავლეთ უნგრეთი, ტრანსილვანია, ხორვატია, სლოვენია და სლავებით დასახლებული სხვა ტერიტორიები შეიერთეს. „ესპანეთის მემკვიდრეობისათვის ომის“ დასრულების შემდეგ, ავსტრიამ თავისი სამფლობელოები კიდევ უფრო გაიფართოვა, ახლა უკვე ესპანეთის ხარჯზე და გარდა სამხრეთ ნიდერლანდებისა, იტალიის მნიშვნელოვან ნაწილს დაეუფლა. იმავე ხანებში გერმანიის ჰაბსბურგთა საგვარეულოსაც, მათი ესპანელი განშტოების მსგავსად, კრიზისი დაუდგა — გერმანიის იმპერატორ კარლოს VI ჰაბსბურგს ვაჟი არ ჰყავდა. ამიტომ მან ტახტის მემკვიდრეობის წესი შეცვალა, რაც ვაჟის არ ყოლის შემთხვევაში ჰაბსბურგებს საშუალებას აძლევდათ ტახტის მემკვიდრედ ასული გამოეცხადებინათ. ასეც მოხდა. კარლოსის გარდაცვალების შემდეგ, ტახტი მისმა ქალიშვილმა, მარი ტერეზამ დაიკავა. ევროპის სხვა მონარქებისაგან განსხვავებით, პრუსიის მეფე ფრიდრიხ II-მ ავსტრიის ტახტზე პრეტენზია განაცხადა და ერთ-ერთი გერმანული პროვინცია — სილეზია დაიკავა. პრუსია. XVII ს-ის შუა წლებისათვის მიუხედავად იმისა, რომ გერმანელი ხალხის საღვთო რომის იმპერია ჯერ კიდევ არსებობდა, და მას, ფორმალურად ავსტრიელი ჰაბსბურგები მართავდნენ, გერმანიის დანარჩენი ტერიტორია, რაც საკუთრივ ავსტრიის ფარგლებში არ შედიოდა, 300 სხვადასხვა საერო თუ სასულიერო სუვერენულ სამთავროდ იყო დაშლილი. მათ შორის XVII ს-ის ბოლოდან გერმანული მიწების ჩრდილოეთ ნაწილში პრუსიის სამთავრო დაწინაურდა. მისი მმართველები გერმანიის იმპერიის შიგნით სხვადასხვა ინტრიგებით ხან იმპერატორის, ხან კი მთავრების მხარეზე გამოდიოდნენ და სულ ახალ-ახალ მიწებს ეპატრონებოდნენ. XVII ს-ის ბოლოსთვის პრუსია საკუთრივ პრუსიისა და ბრანდენბურგის საკურფიურსტოსგან შედგებოდა, რომლის დედაქალაქი ბერლინი იყო. სამაგალითოა პრუსიის მმართველთა საქციელი XVII სის II ნახევრის საფრანგეთ-ჰოლანდიის ომების პერიოდში. ჯერ ისინი საფრანგეთის მხარეზე ომს აპირებდნენ, იმიტომ რომ საფრანგეთმა მოკავშირეობისათვის მათ 400 ათასი ტალერი შესთავაზა, მაგრამ ომი დაწყებულიც არ იყო, რომ პრუსია ჰოლანდიის მხარეზე გადავიდა, ვინაიდან ამ უკანასკნელმა მეტი შეაძლია. ომის დაწყების შემდეგ, პრუსიამ თავი მალევე დამარცხებულად გამოაცხადა, ვინაიდან ახლა უკვე საფრანგეთიდან 800 ათასი ლივრი მიიღო, მაგრამ ერთი წელი არც იყო

272

გასული, რომ კვლავ ჰოლანდიელების მხარეზე გამოვიდა, მათ ამისათვის მეტი თანხა შეაძლიეს. ესპანეთის მემკვიდრეობისათვის ომში ჰაბსბურგების მხარეზე გამოსვლისათვის პრუსიის მთავარმა იმპერატორისგან მეფის ტიტული გამოითხოვა და მიიღო კიდეც (1701 წ.). პრუსია ეკონომიკურად ჩამორჩენილი ქვეყანა იყო, სადაც ჯერ კიდევ ბატონყმობა ბატონობდა. ჰანზის ქალაქებმა და მათმა ვაჭრობამ, XVI-XVII სს-ში ეკონომიკური დაქვეითება განიცადა და მაუდის წარმოება, რომელიც აქ ოდესღაც ყვაოდა XVIII ს-ის დასაწყისისათვის მნიშვნელოვნად შემცირდა. წარმოების ძირითადი ფორმა პრუსიის ქალაქებში კვლავაც შუასაუკუნეებრივი ხელოსნურ-ამქრული წარმოება იყო, მსხვილმა კაპიტალისტურმა მანუფაქტურებმა XVIII ს-ის ბოლოდან იწყეს წარმოქმნა. მნიშვნელოვნად გაძლიერდა პრუსია XVIII ს-ის შუა წლებში ფრიდრიხ II-ის მეფობაში. ფრიდრიხმა ნამდვილი სამხედრო-პოლიციური რეჟიმი შექმნა. შემოიღო მკაცრი საპასპორტო პოლიტიკა, რომელიც პრუსიის მოქალაქეებს ფაქტობრივად უკრძალავდა საზღვარგარეთ გამგზავრებას. როგორც ყველა იმ ხანად, ფრიდრიხ II-ს მერკანტილისტურ პოლიტიკას ატარებდა. ცდილობდა მრეწველობის წახალისებას, გაჰყავდა არხები და სამიმოსვლო გზები. მის მეფობაში ბერლინში პრუსიის სახელმწიფო ბანკი დაფუძნდა (1765 წ.). ფრიდრიხი მრეწველობას სახელმწიფო პროტექციონისტული საბაჟო ტარიფებით იცავდა. ძირითადი დარგები, რომელიც ამ პერიოდის გერმანიაში ვითარდებოდა, სამხედრო წარმოებას უკავშირდებოდა — იარაღი და მაუდი ჯარისკაცებისათვის. საინტერესოა ფრიდრიხ II დამოკიდებულება მრეწველობაში სამანქანო ტექნოლოგიების დანერგვისადმი — ის ამის სასტიკი წინააღმდეგი იყო, თვლიდა, რომ ეს მოსახლეობის შემცირებას გამოიწვევს. ადმინისტრაციულ-ცენტრალიზებული მართველობითი პოლიტიკის წარმატების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ჰოჰენცოლერნთა დინასტიის დროინდელი პრუსიის აღზევებაა: სწორედ ამ ფაქტმა ბევრ ეკონომისტსა და ისტორიკოსს შეაცვლევინა უარყოფითი შეხედულება ეკონომიკურ ნაციონალიზმთან დაკავშირებით. ჰოჰენცოლერნები ევროპაში ანგარიშგასაწევ ძალად იქცნენ და ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოს ჩაუყარეს საფუძველი, რომლის მემკვიდრედაც თანამედროვე გერმანია შეიძლება მივიჩნიოთ. საამისოდ ისინი სწორედ იმ მერკანტილისტურ პოლიტიკას მიმართავდნენ, რაც გულისხმობდა პროტექციონისტულ ტარიფებს, მონოპოლიების უფლების მინიჭებას, მრეწველობის სუბსიდირებასა და უცხოელი მეწარმეებისა თუ გაწაფული ოსტატების შემოყვანას ნაკლებად დასახლებულ ტერიტორიებზე. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც საკუთარი სახელმწიფო რესურსების გონივრული მართვა-გამოყენება გახლდათ. გამართული, ცენტრალიზებული ადმინიტრაციის, პროფესიულ მოხელეთა ინსტიტუტის შექმნით, გადასახადების აკრეფის სისტემის მოწესრიგებით და ხარჯვით ნაწილში ხელმომჭირნე პოლიტიკის გატარებით, პრუსიამ ქმედითუნარიანი სახელმწიფო მექანიზმები დანერგა, რაც გამონაკლისი იყო იმდროინდელ ევროპაში. გამორჩეული გახდათ პრუსიული არმიის ფენომენიც: მასზე ხანდახან ბიუჯეტის

273

პრუსიას სათავეში ჰოჰენცოლრნთა დინასტია ედგა.

საფრანგეთ-ჰოლანდიის I ომი — 1672-1678 საფრანგეთ-ჰოლანდიის II ომი — 1688-1697 საფრანგეთ-ჰოლანდიის III ომი — 1702-1713

ნახევარიც კი მიდიოდა და იმასაც კი იტყოდნენ ხოლმე — პრუსია არაა ქვეყანა, რომელსაც ჯარი ემსახურება — იგი თავადაა ჯარის სამსახურშიო. ეს პრუსიელ მონარქებს საშუალებას აძლევდათ ფული სესხით კი არა, არამედ შეთანხმების გზით მოეთხოვათ საკუთარი მოკავშირეებისაგან და მათი ესპანელ-პორტუგალიელი გვირგვინოსანი „კოლეგებისგან“ განსხვავებით, ყელამდე ვალებში არ ჩაფლულიყვნენ. ყველაზე მნიშვნელოვანი ფრიდრიხ II-ის მმართველობაში პრუსიის მილიტარისტულ სახელმწიფოდ ფორმირებაა. მთავარი ფრიდრიხ II-ისათვის არმიის ინტერესები იყო. მან ევროპის შუაგულში შექმნა ყველაზე უფრო ბრძოლისუნარიანი, ძლიერი არმია. მიუხედავად იმისა, რომ ფრიდრიხ II ჰაბსბურგებს არანაირად არ ენათესავებოდა, ევროპის მონარქებს შორის ის პირველი აღმოჩნდა, ვინც ჰაბსბურგების ტახტზე ქალის — მარი ტერეზას ასვლა გააპროტესტა და სილეზიაში შეჭრით ომიც დაიწყო. ომში ორივე მხარეს სხვადასხვა ევროპული სახელმწიფოები ჩაებნენ. აქედან ინგლისი ავსტრიის მხარეს, საფრანგეთი კი პრუსიის მხარეს იბრძოდა, თუმცა თვითონ პრუსია, პერიოდულად, მოკავშირეებს ღალატობდა და ავსტრიასთან სეპარატულ ზავს დებდა. საბოლოოდ, ავსტრიამ პრუსიას სილეზია დაუთმო, ფრიდრიხმა კი მარი ტერეზას მეფობა სცნო. შვიდწლიანი ომი. ფრიდრიხი მაინც არ ისვენებდა. ახლა ის გერმანულ სამთავროს — საქსონიას დაესხა თავს, რაც კიდევ ერთი ევროპული, შვიდწლიანად სახელდებული ომის საბაბი გახდა. ომის ასპარეზი მხოლოდ ევროპა როდი იყო, ინგლისმა და საფრანგეთმა ურთიერთობის გარკვევა კოლონიებშიც დაიწყეს. ბრძოლები ჩრდილოეთ ამერიკასა და ინდოეთში განსაკუთრებული სისასტიკით მიმდინარეობდა. ამ ომში პრუსიის მხარეს მხოლოდ ინგლისი იბრძოდა, ავსტრიამ, საფრანგეთმა და რუსეთმა კი პრუსიის საწინააღმდეგო ფრთა შექმნეს. პრუსია ამ ომში არა ერთხელ დამარცხდა და შესაძლოა საქმე ფრიად ცუდად წასვლოდა, რომ რუსეთის ტახტზე გერმანელი უფლისწული არ აღმოჩენილიყო პეტრე IIIის სახელით. პეტრე III პრუსიის მეფის დიდი თაყვანისმცემელი იყო. ამიტომ მასთან სასწრაფოდ ზავი შეკრა და რუსეთი ომიდან გამოიყვანა. ამან პრუსია ომში დამარცხებას გადაარჩინა.

პეტრე III რუსეთის იმპერატორი 1761-1762

პოლონეთი. XVIII ს-ის II ნახევრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა რუსეთს, პრუსიასა და ავსტრიას შორის პოლონეთის განაწილება იყო. ჯერ კიდევ XVI ს-ის II ნახევარში ლიტვის სამთავროსა და პოლონეთს შორის უნია დაიდო, რომლის თანახმად ისინი ერთ სამეფოდ რეჩპოსპოლიტად გაერთიანდნენ. პოლონეთი XVIII ს-ისათვის ჩამორჩენილი, ღრმად ფეოდალური ქვეყანა იყო ბატონყმობითა და ფეოდალთა — პანების დიდი უფლებებით. XVIII ს-ის ბოლოსთვის ის ორი აგრესიული და მზარდი ქვეყნის პრუსიისა და რუსეთის ინტერესებს შორის აღმოჩნდა. ამ ორი სახელნწიფოს აღზევებამ პოლონეთის სამეფოს პოლიტიკური რუკიდან გაქრობა გამოიწვია. 1772 წლამდე პოლონეთი ტერიტორიულად

274

ევროპის მესამე, ხოლო მოსახლეობის რაოდენობის მხრივ — მეოთხე ქვეყნად ითვლებოდა. მაგრამ სწორედ ამ წელს, მისმა უფრო ძლიერმა მეზობლებმა — რუსეთმა, პრუსიამ და ავსტრიამ, მისი დანაწილების პროცესი დაიწყეს, რაც შემდგომში (1795 წ.) მისი სრული ანექსიით დასრულდა. თუმცა სამხედროპოლიტიკური მიზეზების გარდა, ამ უბედურებაში ლომის წილი სუსტ ეკონომიკასაც ედო. მოსახლეობის 3/4-ს უუფლებო და ფაქტიურად, უმიწაწყლო გლეხობა შეადგენდა; თავადაზნაურობა კი ვერც მრავალრიცხოვნებით დაიკვეხნიდა და ვერც სიმდიდრით. სახნავ-სათესი სავარგულების ლომის წილი სულ ათიოდე ოჯახის საკუთრებას წარმოადგენდა. მართალია, XVI-XVII საუკუნეებში პოლონეთს დიდი რაოდენობით გაქონდა მარცვლეული დასავლეთში, მაგრამ XVIII ს-ში თავად დასავლეთის სოფლის მეურნეობის ნაწარმის სიჭარბემ პოლონურ მარცვლეულზე მოთხოვნილება შეამცირა და ქვეყანა ისევ დაუბრუნდა მხოლოდ საკუთარ საარსებო საჭიროებაზე ორიენტირებულ მეურნეობას. რუსეთი. სახელმწიფოს მიერ ეკონომიკაზე ზეგავლენის შეზღუდული შესაძლებლობები განსაკუთრებით ნათლად რუსეთის — ევროპის ამ ყველაზე დიდი და ამბიციური ქვეყნის ისტორიის მაგალითზე ჩანს. XVI-XVII საუკუნეებში რუსეთი პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც ძირითადად დასავლეთისაგან იზოლაციის პირობებში ვითარდებოდა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კარჩაკეტილ-ნატურალურ მეურნეობას მისდევდა და ბატონყმობის ინსტიტუტიც არსად არ იყო ისე ფესვგადგმული, როგორც აქ. თანდათანობით — აჯანყებების, გადატრიალებებისა და შიდა ომების მიუხედავად, თვითმპყრობელი მეფის ძალაუფლება სულ უფრო და უფრო მტკიცდებოდა. რუსეთის აბსოლუტიზმის ოქროს ხანად მაინც ეკატერინე II-ის მმართველობა ითვლება. ეს გერმანელი ქალბატონი რუსეთის ტახტზე მისი მეუღლის, ასევე გერმანელი პეტრე III-ის კარის გადატრიალების შედეგად მოვიდა. მისი იმპერატორობის პერიოდში რუსეთმა დიდ წარმატებებს მიაღწია და ტერიტორიულად დიდად გაიზარდა. გარდა ყოფილი პოლონეთის სამეფოს დიდი ნაწილის შეერთებისა, უდიდესი მნიშვნელობის ფაქტი ეკატერინეს მეფობის ხანაში ოსმალეთთან ორი წარმატებული ომი იყო. რუსეთ-ოსმალეთის პირველი ომის დროს რუსეთის მოკავშირედ ქართული სამეფოებიც გამოდიოდნენ. იმერეთის მეფემ სოლომონ I-მა და ქართლ-კახეთის მეფემ ერეკლე II-მ სამხრეთ კავკასიაში ოსმალეთის წინააღმდეგ ფრონტი გახსნეს და რუსეთის მიერ გამოგზავნილი გენერალი ტოტლებენი მისი საექსპედიციო კორპუსით თავიანთ სამეფოებში განალაგეს. ტოტლებენმა ვერ მოახერხა ნორმალური სამოკავშირეო ურთიერთობების დამყარება საქართველოს მეფეებთან. ის ჯერ ერეკლესა და შემდგომ სოლომონთან კონფლიქტის გამო, იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია. თუმცა რუსეთის საექსპედიციო კორპუსი ერთხანს კიდევ დარჩა საქართველოში. რუსეთის საექსპედიციო კორპუსის ყოფნამ საქართველოსათვის ამაოდ არ ჩაიარა. სოლომონ I-მა ტოტლებენთან ერთად შეძლო ქუთაისის ციხისა და ოსმალთა ხელში მყოფი სხვა ციხე-სიმაგრეების გამოხსნა და ქვეყნის ფაქტობრივი განთავისუფლება.

275

რეჩპოსპოლიტა ლუბლინის უნიით შეიქმნა 1569 წელს.

ეკატერინე II დიდი რუსეთის იმპერატორი 1762-1796

რუსეთ-თურქეთის პირველი ომი 1768 -1774 წლებში მიმდინარეობდა და ქუჩუკ-კაინარჯის ზავით დასრულდა.

რუსეთ-თურქეთის მეორე ომი 17871791 წლებში მიმდინარეობდა და იასის ზავით დასრულდა.

ფისკალური პოლიტიკა — საგადასახადო პოლიტიკა

ამავე ომში ოსმალეთის დამარცხების შედეგად ოსმალეთზე დამოკიდებული ყირიმის სახანო დამოუკიდებლად გამოცხადდა. ამან მოგვიანებით რუსეთს მისი იოლად დაპყრობის საშუალება მისცა. რუსეთის მიერ ყირიმის სახანოს შეერთება (1783 წ.) რუსეთ-ოსმალეთის მეორე ომის მიზეზი გახდა. ომში რუსეთმა კვლავაც დიდ გამარჯვებას მიაღწია. ამ ომების შედეგად რუსეთმა ყირიმის სახანო შეიერთა და ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის დიდ მონაკვეთსაც დაეუფლა. ამგვარად, XVIII ს-ის ბოლოს, პირველად თავის ისტორიაში, რუსეთი შავი ზღის სახელმწიფოდ იქცა. ოსმალეთის იმპერია. XVII-ს-ის ბოლოსა და XVIII ს-ის დასაწყისის ომებში ავსტრიის მიერ ოსმალეთის არაერთგზის დამარცხებამ, XVIII ს-ის ბოლოს კი ოსმალეთის რუსეთთან ომებში დიდმა მარცხმა, მსოფლიოს ამ სახელმწიფოს დასუსტება ამცნო. მართლაც, ოსმალეთი ამ ხანისათვის ღრმად ჩამორჩენილი ქვეყანა იყო. ევროპის დიდმა სახელმწიფოებმა: ავსტრიამ, რუსეთმა, ინგლისმა, საფრანგეთმა სამომავლოდ ოსმალეთის სამფლობელოების შესაძლო დანაწილებაზე დაიწყეს ფიქრი. ასე გაჩნდა იმჟამინდელ პოლიტიკაში „აღმოსავლეთის საკითხი“. დიპლომატიურ საუბრებში ოსმალეთს სასიკვდილოდ განწირულ ავადმყოფს ადარებდნენ, რომლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობის საკითხია დასადგენი. ინგლისი. XVIII საუკუნე, უპირველეს ყოვლისა, ინგლისისა და მისი კოლონიალური იმპერიალიზმის აღზევების ხანაა. რევოლუციის შემდგომი დიდი ბრიტანეთის ეკონომიკური პოლიტიკა ძირეულად განსხვავდებოდა სხვა კონტინენტური აბსოლუტური მონარქიებისაგან. მეტიც, თუ კი XVI-XVIII საუკუნეებში კონტინენტური ევროპის ეკონომიკური ატმოსფერო ფაქტობრივად არ შეცვლილა, აქ ის თანმიმდევრულად იცვლებოდა აბსოლუტიზმიდან კონსტიტუციურ მმართველობაზე გადასვლის კვალად. მაგალითისთვის კარგი იქნება თვალი გავადევნოთ როგორ მიმდინარეობდა აღნიშნული ცვლილებები ინგლისში: ჯერ კიდევ 1558-1603 წლებში ელისაბედ I ისეთივე სრული ძალაუფლებით სარგებლობდა, როგორც სხვა გვირგვინოსნები კონტინენტზე, მაგრამ თუკი მას შემდგომ სხვა ქვეყნებში ცენტრალური ხელისუფლება კიდევ უფრო ძლიერდებოდა, ინგლისში, უკვე 1649 წლის შემდეგ, ჯერ რესპუბლიკა და შემდგომ კონსტიტუციური მონარქია საპარლამენტო ხელისუფლებას დაექვემდებარა. შედეგად, განსხვავებები ეკონომიკურ პოლიტიკასა და მის შედეგებშიც თვალშისაცემი იყო. ფისკალური პოლიტიკის თაობაზე სამეფო ტახტსა და პარლამენტს შორის დაპირისპირება, როგორც წესი, ამ უკანასკნელის გამარჯვებით მთავრდებოდა ხოლმე. 1688-89 წლების ე. წ. „დიადი რევოლუცია“ კი ქვეყნის როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ ისტორიაში გარდამტეხ მოვლენად იქცა. სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა ინგლისის ბანკი, რომელიც ხაზინასა და საერთო ეროვნულ ვალუტას აკონტროლებდა და ასევე გაჩნდა ბაზარი საჯარო თუ კერძო ფასიანი ქაღალდებისთვის. დაფინანსებისა და გასესხების სიმარტივე, სტაბილურობა და გარანტიები დიდად წაადგა ფულის ტრიალს ქვეყანაში, ისევე როგორც კერძო კაპიტალს სასურველი გარემო შეუქმნა თანხების

276

დასაბანდებლად ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში: სოფლის მეურნეობაში, ვაჭრობასა თუ მრეწველობაში. ინგლისის პარლამენტის გავლენის ზრდას, ზოგადად, ქვეყნის მართვაზე და, კერძოდ, ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ერთმა ისტორიკოსმა, საპარლამენტო კოლბერიზმიც კი უწოდა. მართლაც თითქოს რა განსხვავებაა, ეკონომიკური ნაციონალიზმისა და ზოგადად მერკანტილისტური ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებლად კოლბერი მოგვევლინება თუ პარლამენტი. მაგრამ განსხვავება ისაა, რომ კოლბერის შემთხვევაში ეკონომიკური პოლიტიკის კეთება მხოლოდ კონკრეტული მონარქების საქმეა რაც შეეხება ე. წ. საპარლამენტო კოლბერიზმის შემთხვევაში, ეს უკვე ზოგადად საზოგადოების სხვადასხვა ინტერეს-ჯგუფების, და, შესაბამისად, ფართო წრეების საქმეა ხოლმე, ვინაიდან ისინი სწორედ პარლამენტში არიან წარმოდგენილნი. პარლამენტის ძალაუფლების ზრდამ ბრიტანეთში საჯარო ფინანსების სისტემის გაჯანსაღება — გაუმჯობესება გამოიწვია — გადასახადების უფრო რაციონალური პრინციპის შემოღება და სახელმწიფო ბიუროკრატიის შემცირება. თუმცა „ეკონომიკის სახელმწიფოს (პარლამენტის) მხრიდან რეგულირების“ იდეები იქაც სუფევდა, მაგრამ მისი ცხოვრებაში გატარების მექანიზმები სრულიად განსხვავებული იყო, ვიდრე კონტინენტურ ევროპაში. შედეგად, ბრიტანელი მეწარმეები იმგვარი თავისუფლებით სარგებლობდნენ, რომლის ანალოგიც არ არსებობდა იმდროინდელ მსოფლიოში.

§ 3. „აღმოსავლეთი“ და „დასავლეთი“ ინდოეთი „აღმოსავლეთ“ (East) ინდოეთი — ასე უწოდებდნენ საკუთრივ ინდოეთს, რითაც ხაზი ესმებოდა იმას, რომ მხედველობაში ჰქონდათ აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ინდოეთი, განსხვავებით დასავლეთ ნახევარსფეროს Westინდოეთისაგან, ანუ ამერიკისაგან. ამ პარაგრაფში სწორედ ამ ორ „ინდოეთზე“, ანუ საკუთრივ ინდოეთზე და ამერიკაზე გვექნება საუბარი. ინდოეთი და მისი კოლონიზაცია. XVII ს-ში ინდოეთში თითქმის ერთდროულად სამი ქვეყანა, ჰოლანდია, ინგლისი და, ცოტა მოგვიანებით, საფრანგეთი დამკვიდრდა. აქ ეს ქვეყნები თავიანთი „ოსტ-ინდოეთის“ კომპანიების სახით მოღვაწეობდნენ. ინდოეთიდან სიმბოლურ ფასად გამოჰქონდათ სანელებლები, ბუნებრივი საღებავები და საუკეთესო ხარისხის ბამბის ნაწარმი, რომელსაც შემდგომ ევროპის ქვეყნებში ძვირად ჰყიდნენ. XVII ს-ის მეორე ნახევარში ინგლისელებმა თავიანთი ფაქტორიები ბომბეიშიც დააარსეს, ამავე ხანებში ისინი უკვე ბენგალიაშიც არიან და საუკუნის მიწურულში უკვე ქ. კალკუტასაც აარსებენ. XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე ინდოეთის ჩრდილოეთი და ცენტრალური ნაწილი მონღოლების ხანიდან შემორჩენილ დიდ მოგოლთა იმპერიას ეჭირა. რომელიც ჩამორჩენილი ფეოდალური ქვეყანა იყო. მისმა მმართველებმა ამ ხანებში სამხრეთ ინდოეთის — დეკანის დაპყრობის მიზნით ომი წამოიწყეს, რომელმაც ქვეყანა ეკონომიკურად და

277

ფინანსურად ფრიად დააზარალა. ამას იმპერიის სხვადასხვა მხარეებში აჯანყებები და XVIII ს-ის I მესამედში ინდოეთის დიდ მოგოლთა იმპერიის დაშლა მოჰყვა. დიდმა მოგოლებმა ძალაუფლება მხოლოდ ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში შეინარჩუნეს. მალე ინდოეთის ამ მხარეს სპარსეთის შაჰმა ნადირმა გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ამ რეგიონში ავღანელთა ლაშქრობები დაიწყო, რამაც ინდოეთის ამ ნაწილს დიდი ზიანი მიაყენა. სანამ ინდოეთში შინა ომები მძვინვარებდა ინგლისმა ამით ისარგებლა და მის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციებში — ბენგალიაში, აუდსა და ბიხარაში გამაგრდა. ინდოელი ფეოდალების მოსყიდვით, ხან ერთი და ხან მეორე მხარის სასარგებლოდ გამოსვლით და მათი „დახმარებით“ როგორც ინგლისის, ისე საფრანგეთის ოსტ-ინდოეთის კომპანიებმა ინდოეთში მნიშვნელოვანი კოლონიები ჩაიგდეს ხელთ და უზარმაზარი ქონება გამოზიდეს. ავსტრიის ჰაბსბურგთა მემკვიდრეობისათვის ომი და შვიდწლიანი ომი, ინგლისსა და საფრანგეთს შორის უფრო მეტი სისასტიკით კოლონიებში, მათ შორის ინდოეთში წარიმართა. ამ ორი ომის მსვლელობისას ინგლისმა, თანდათანობით, საფრანგეთი ინდოეთიდან გამოაძევა და მის კოლონიებს დაეპატრონა. შვიდწლიანი ომის დასრულების შემდეგ (1763 წ.), ინგლისის ეს წარმატება, საფრანგეთთან პარიზში დადებულმა ხელშეკრულებამაც დაადასტურა.

ნადირ შაჰი სპარსეთის შაჰი 1736-1747

ამერიკის შეერთებული შტატები. XVII-XVIII სს-ში ჩრდილოეთ ამერიკაში ატლანტის ოკეანის დასავლეთ სანაპიროზე თანდათანობით გაჩნდა ინგლისელ კოლონისტთა დასახლებები. ამ ტერიტორიაზე ინგლისელთა რაოდენობა განსაკუთრებით XVII ს-ში ინგლისის ბურჟუაზიული რევოლუციის დროს, მის წინა და მომდევნო ხანებში მოემატა, რაც პოლიტიკური ნიშნით მოსახლეობის მასობრივი ემიგრაციის შედეგი იყო. ინგლისიდან გადმოსახლებულები ამერიკის კოლონიაში გარკვეული „წესის დაცვით“ მკვიდრდებოდნენ. მდ. პოტომაკის ჩრდილოეთით ძირითადად ვაჭრები, წვრილი და საშუალო ბურჟუები, ხელოსნები სახლდებოდნენ. ამ რეგიონებში, შესაბამისად, განვითარებული იყო ვაჭრობა, ხელოსნობა და მანუფაქტურული წარმოება. ამ მდინარის სამხრეთით კი პირველ რიგში ინგლისის ფეოდალური არისტოკრატიის წარმომადგენლები დასახლდნენ, რომლებმაც იქ მონურ შრომაზე დამყარებული პლანტატორული მეურნეობა მოაწყვეს. ასე, რომ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ჩრდილოეთი ბევრად უფრო დაწინაურებული იყო ვიდრე სამხრეთი. ინგლისის სამეფო ხელისუფლებამ ამერიკაში ახალშენები კოლონიების სახით მოაწყო. XVIII ს-ის 60-იან წლებისათვის ამერიკაში უკვე 13 კოლონია არსებობდა, რომლებსაც მეფის მიერ დანიშნული გუბერნატორები მართავდნენ. კოლონისტებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს და შეიარაღებული ძალების შექმნის უფლება ჰქონდათ. თითოეულ კოლონიას თავისი საკანონმდებლო ორგანო — საკრებულო ჰქონდა. საკრებულო პირველ რიგში ფინანსებს აკონტროლებდა და ამით გუბერნატორებს გარკვეულ ჩარჩოებში აყენებდა.

278

ინგლისის ბურჟუაზია და არისტოკრატია თავის ამერიკულ კოლონიებს როგორც გასაღების ბაზარს და ნედლეულის წყაროს უყურებდა. ასეთი პოლიტიკა შედარებით კარგად შეესაბამებოდა სამხრეთის შტატების პლანტატორების ინტერესებს. ინგლისის ხელისუფლების ნების მიუხედავად ჩრდილოეთის შტატებში სამრეწველო აღმავლობა დაიწყო. ამერიკის ახლადშექმნილმა ბურჟუაზიამ დიდ წარმატებას მიაღწია გემთმშენებლობაში, თევზაობაში, ვაჭრობაში და მანუფაქტურულ წარმოებაში. 1775 წლისათვის ინგლისის ფლოტის 1/3 ამერიკის კოლონიებში იყო აშენებული. კოლო-ნიების სამრეწველო განვითარებაში ინგლისის ბურჟუაზიამ დიდი საფრთხე იგრძნო და ამ განვითარების შეჩერებას პარლამენტის კანონებით შეეცადა. ინგლისის ბურჟუაზია განსაკუთრებით კოლონიებში რკინის მრეწველობის განვითარებამ შეაშფოთა. ამიტომაც საგანგებო აქტით ინგლისის პარლამენტმა კოლონიებს რკინის საგლინავი დგანების და სახელოსნოების აგება აუკრძალა, სამაგიეროდ, რკინის ნახევარფაბრიკატების ინგლისში ექსპორტს შედარებით კარგი პირობები შეუქმნა. თანდათანობით ინგლისის ამერიკის კოლონიების მოსახლეობის მეტროპოლიასთან ურთიერთობა ძალიან დაიძაბა, რაც ინგლისის ხელისუფლების მიერ კოლონიების ეკონომიკური ცხოვრების მნიშვნელოვნად შეზღუდვამ გამოიწვია. მართლაცდა ინგლისის მეფემ სპეციალური დადგენილებით კოლონიების დასავლეთით თავისუფალ მიწებზე მონოპოლიის შენარჩუნების მიზნით, კოლონიის მოსახლეობას დასახლება აუკრძალა. ინგლისის პარლამენტმა ესეც არ იკმარა და ჩრდილოეთ ამერიკელ ვაჭრებს ფრიად მტკივნეული დარტყმა მიაყენა. მან მიღებული კანონით (1764 წ.) ვესტ-ინდოეთის ესპანეთის კოლონიებიდან შემოტანილ შაქარზე ამერიკის კოლონიებისათვის აქამდე არარსებული ბაჟი დააწესა. ამავე დროს, ჩრდილოეთ ამერიკულ კოლონიებს ქაღალდის ფულის გამოშვებაც აეკრძალათ, რამაც ვაჭრობაში და მრეწველობაში მოდუნება გამოიწვია. ამას შემდეგ წელს საგანგებო გადასახადიც დაემატა, რომელიც ყველა ოფიციალური დოკუმენტიდან და ბეჭდვითი სიტყვის პროდუქციიდან უნდა აეკრიფათ. ამას საგერბო გადასახადი ეწოდებოდა. ეს ღონისძიებები კოლონიების მოსახლეობის ყველა ფენის ეკონომიკურ მდგომარეობას ძალზე აუარესებდა. ისინი ამაში თავიანთი უფლებების შელახვას და შევიწროებას ხედავდნენ. ინგლისის ამერიკულ კოლონიებში თანდათანობით ეროვნული ერთიანობის გრძნობა ყალიბდებოდა. ამერიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა გადასახადების გადახდაზე უარით დაიწყო. ინგლისის ამერიკული კოლონიების ბურჟუაზიის წარმომადგენლები საგანგებო კონგრესზე შეიკრიბნენ (1765 წ.) და განაცხადეს, რომ ინგლისის პარლამენტს, რომელშიც ისინი წარმოდგენილი არ იყვნენ, უფლება არ ჰქონდა დაებეგრა ამერიკის კოლონიები. ამის შემდეგ მათი მთავარი ლოზუნგი გახდა: „არავითარი გადასახადი წარმომადგენლობის გარეშე“. მართალია, კონგრესმა ინგლისის მეფეს საგერბო გამოსაღების გაუქმებისაკენ მიმართული საკმაოდ ლოიალური პეტიცია გაუგზავნა, მაგრამ, ამავე დროს, ინგლისური საქონლის ბოიკოტი გამოაცხადა და თანამემამულეებს აუცილებელი პროდუქციის ადგილზე დამზადებისაკენ მოუტრიბუნებიდან პირველად გაისმა წოდა. კონგრესის

279

ფილადელფიაში კოლონიების I კონგრესი 1774 წლის სექტემბერში შეიკრიბა.

კოლონიების II კონგრესი 1775 წლის 10 მაისს გაიმართა.

მოწოდებები, რომ დაევიწყებინათ, თუ რომელ კოლონიას ეკუთვნოდნენ და თავი ამერიკელებად ეგრძნოთ. ასევე გაისმა მოწოდებები: „თავისუფლება ან სიკვდილი“. ინგლისური საქონლის ბოიკოტმა ინგლისის ბურჟუაზიას დიდი დარტყმა მიაყენა, ამიტომ ინგლისის პარლამენტი იძულებული გახდა საგერბო გამოსაღებელი გაეუქმებინა, სამაგიეროდ ამერიკულ კოლონიებს ჩაის, მინისა და საღებავების შეტანაზე ბაჟი დაუწესა. ამას ანტიინგლისური განწყობილების ახალი ტალღა მოჰყვა. კოლონისტებმა ინგლისური საქონლის ბოიკოტის დაწესება შტატების საკანონმდებლო ორგანოს — საკრებულოს გზით დაიწყეს. ამის შემდეგ ინგლისმა სხვა საქონელზე ბაჟი მოხსნა და მხოლოდ ჩაის იმპორტზე დატოვა. ინგლისის ამერიკის კოლონიებში თანდათანობით ბურჟუაზიული რევოლუცია მზადდებოდა, რომელსაც დროშად ინგლისისგან დამოუკიდებლობა ჰქონდა. ამის საპასუხოდ ინგლისის მთავრობა კოლონიებში ჯარის ნაწილებს ზრდიდა. ამასობაში ინგლისის პარლამენტმა საგანგებო „ჩაის კანონი“ მიიღო (1773 წ.), სადაც კიდევ ერთხელ განაცხადა თავისი უფლება შეხედულებისამებრ დაებეგრა კოლონიები. ამის შემდეგ ანტიინგლისური მოძრაობა კიდევ უფრო გაიშალა. ბოსტონში საქალაქო მიტინგზე გადაწყდა ზღვაში გადაეყარათ ჩაის დიდი პარტია, რაც შესრულდა კიდეც. ისტორიაში ეს ფაქტი „ბოსტონის ჩაის სმის“ სახელით შევიდა. ამას ინგლისის კოლონიალური ხელისუფლების მხრიდან რეპრესიები მოჰყვა. ამის პასუხად ფილადელფიაში კოლონიების I კონგრესი შეიკრიბა. მან ინგლისის ხელისუფლებას კოლონიებისათვის გადასახადების დაწესების უფლების გადაცემა მოთხოვა. იმავდროულად ინგლისის რეგულარულ ჯარებთან კოლონისტების პირველი შეტაკებები მოხდა. I კონგრესიდან ერთი წელიც არ იყო გასული, რომ იმავე ფილადელფიაში ინგლისის ამერიკის კოლონიების II კონგრესი გაიმართა. კონგრესმა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დაწყება გამოაცხადა. გადაწყდა არმიის ჩამოყალიბება, რომელსაც სათავეში ჯორჯ ვაშინგტონი ჩაუდგა. მისი მეთაურობით ინგლისის ხელისუფლების წინააღმდეგ როგორც ჩრდილოეთის, ისე სამხრეთის კოლონიები გაერთიანდა. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა შვიდ წელზე მეტი გაგრძელდა. 1776 წლის 4 ივლისს კონგრესმა თომას ჯეფერსონის მიერ შედგენილი დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღო და ახალი სახელმწიფოს ამერიკის შეერთებული

1765 წლის კონგრესი

280

შტატების შექმნა გამოაცხადა. ამავე დეკლარაციაში მკაფიოდ იყო გამოხატული ისეთი მოთხოვნები როგორიც არის კანონის წინაშე ყველას თანასწორობა, ხალხის უზენაესობა (სუვერენიტეტი) და მისი უფლება შეცვალოს ხელისუფლების ფორმა. საომარი მოქმედებები, ინგლისსა და მის ამერიკის კოლონიებს შორის ჯერ კიდევ 1775 წელს დაიწყო. დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის წარმოებულ ამ ბრძოლას ევროპის მრავალი ქვეყანა უჭერდა მხარს. ამერიკის შეერთებული შტატების შექმნის გამოცხადების შემდეგ ბრძოლამ კიდევ უფრო მეტი გაქანება მიიღო და საბოლოოდ 1783 წელს ვერსალის საზავო ხელშეკრულებით დასრულდა, რომლის თანახმადაც ინგლისის მთავრობამ აშშ-ს დამოუკიდებლობა აღიარა. ვერსალის საზავო ხელშეკრულებამდე რამდენიმე წლით ადრე აშშ-მ თავისი პირველი კონსტიტუცია — „კონფედერაციის მუხლები მუდმივი კავშირის“ შესახებ მიიღო. მოგვიანებით (1787 წ.) ფილადელფიაში საკონსტიტუციო კონვენტმა ამ მუხლებს გადახედა და მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომელიც ძალაში მხოლოდ პირველი დამატებების შემდეგ შევიდა. ეს დამატებები, მოქალაქის ძირითად უფლებებს იცავდა. მათ შორის უმთავრესი იყო შემდეგი: 1-აშშ-ს კონგრესს ეკრძალებოდა მიეღო ისეთი კანონი, რომელიც მოქალაქის ძირითად უფლებებს: სიტყვის, პრესის, შეკრებისა და დემონსტრაციის, სინდისის თავისუფლებას შეზღუდავდა. 2 ყველა ამერიკელს უფლება ჰქონდა ეტარებინა იარაღი. მე-3 და მე-4 შესწორება ამერიკელის საცხოვრებლისა და მიწერ-მოწერის ხელშეუხებლობას იცავდა. მე-5 შესწორებით ამერიკის მოქალაქეს უფლება ეძლეოდა არ მიეცა ჩვენება თავის საწინააღმდეგოდ.

§ 4. საფრანგეთის დიდი რევოლუცია. რამდენადაც ინგლისში რევოლუციის შედეგად ფეოდალური სისტემა, რომელსაც სამეფო კარი და მეფის აბსოლუტური ხელისუფლება განასახიერებდა, წარსულს ჩაბარდა. საფრანგეთში ეს სისტემები ინსტიტუციონალურად საკმაოდ მძლავრად იყო წარმოდგენილი, რაც, უპირველეს ყოვლისა, გლეხთა ფეოდალურ ვალდებულებებში, ბურჟუაზიის უუფლებობასა და, ზოგადად, ფეოდალური არისტოკრატიის ფორპოსტში — სამეფო კარსა და მეფის აბსოლუტურ ხელისუფლებაში გამოიხატებოდა. ასე რომ, როცა ბრიტანეთში „ინდუსტრიულ რევოლუციას“ საფუძველი ეყრებოდა, საფრანგეთში წინააღმდეგობა სულ უფრო მწვავდებოდა ყოვლისშემძლე, თუმცა ხშირად ვალებში გახლართულ ფეოდალურ არისტოკრატიასა და უუფლებო, თუმცა იმავდროულად საკმაოდ შეძლებულ მეწარმეებსა თუ ბანკირებს, ანუ ბურჟუაზიას შორის, რაც საბოლოოდ, დიდი ფრანგული რევოლუციით დასრულდა. მსოფლიო მასშტაბით ფეოდალურ წყობილებაზე კაპიტალიზმის გამარჯვების საქმეში ყველაზე დიდი როლი საფრანგეთის დიდმა რევოლუციამ შეასრულა. საფრანგეთის რევოლუციის მთავარი წინამძღვარი, ისევე როგორც მისგან 130 წლით დაშორებული რუსეთის რევოლუციისა, აგრარული, ანუ

281

აშშ პირველი კონსტიტუცია 1787 წელს იქნა მიღებული.

აშშ-ის ახალი კონსტიტუცია 1789 წელს შევიდა ძალაში.

ბასტილიის აღება 1789 წელი

მიწის საკითხი იყო. ქვეყანაში კაპიტალისტური წარმოების განვითარების მიუხედავად, მიწა მაინც ფეოდალური კლასის ხელში რჩებოდა, და კვლავაც მოქმედებდა შუა საუკუნეებრივი პრინციპი: „არ არის მიწა სენიორის (ფეოდალის) გარეშე“. მიწის უდიდესი ნაწილი თავადაზნაურობას და ეკლესიას ეკუთვნოდა. ფრანგ გლეხებს ძირითადად მიწა არ გააჩნდათ. ისინი ფეოდალის — ბატონის მიწას ამუშავებდნენ და მათ სასარგებლოდ ფულად, ზოგ შემთხვევაში კი ნატურალურ რენტასაც იხდიდნენ. ამის გარდა გლეხები ვალდებული იყვნენ თავისი შემოსავლის 10% ეკლესიის და 25% სახელმწიფო ხაზინის სასარგებლოდ გადაეხადათ. ასე, რომ ისინი ერთდროულად მეპატრონის, ეკლესიისა და მეფის უღლის ქვეშ იმყოფებოდნენ და თავის გამოსაკვებად აუცილებელი პროდუქტის დიდი ნაწილი გადასახადში მისდიოდათ. უკმაყოფილო იყო საფრანგეთის ბურჟუაზიაც. ქალაქურ წარმოებაში კვლავ ხელოსნურ-ამქრული წყობა ბატონობდა, რაც მანუფაქტურებისა და ვაჭრობის განვითარებას ხელს უშლიდა. XVIII ს-ის 70-იან წლებში ამქრული შეზღუდვების გაუქმებას ჯერ კიდევ საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი ტიურგო შეეცადა, მაგრამ ის მალევე თანამდებობიდან გადააყენეს. ვაჭრობას სულს უხუთავდა მაღალი საბაჟო გადასახადები. ასე, რომ ძლიერი ფეოდალური ელემენტები ეკონომიკასა და ვაჭრობაში და ფეოდალური არისტოკრატიის პოლიტიკური ბატონობა ქვეყანაში საფრანგეთის რევოლუციის მთავარი მიზეზი იყო. XVIII ს-ის 80-იან წლებში საფრანგეთში დაიწყო ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი. საფრანგეთის მეფე ლუი XVI იძულებული გახდა 1789 წლის 5 მაისს ვერსალში გენერალური შტატები მოეწვია, რომელიც საფრანგეთის მეფეების მიერ 75 წელი აღარ შეკრებილიყო. გენერალური შტატები საფრანგეთში წოდებების მიხედვით იწვეოდა. ცალკე უნდა შეკრებილიყვნენ: პირველი — საეკლესიო წოდება; მეორე — თავადაზნაურთა წოდება და მესამე წოდება, რომელიც ქალაქებს — სამრეწველო-სავაჭრო ბურჟუაზიას წარმოადგენდა. მოკლე ხანში სამივე ამ წოდების წარმომადგენლები გაერთიანდნენ და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს — დამფუძნებელი კრების შექმნა გამოაცხადეს. დამფუძნებელი კრება მოწოდებული იყო ქვეყნისათვის ძირითადი კანონი, ანუ კონსტიტუცია შეედგინა. ამის საპასუხოდ, სამეფო კარმა სხვადასხვა რეგიონიდან პარიზისკენ ჯარის ნაწილები დაძრა. ცნობამ დამფუძნებელი კრების წინააღმდეგ სამხედრო ძალის მოსალოდნელი გამოყენების შესახებ მთელი საფრანგეთი აღაშფოთა. დაიწყო ჯარსა და ხალხს შორის შეტაკებები. 1789 წლის 14 ივლისს პარიზელები ბასტილიის ციხე-სიმაგრისკენ დაიძრნენ. ციხე-სიმაგრის კომენდანტმა ხალხის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნა ბრძანა, მაგრამ არტილერისტები ხალხის მხარეს გადავიდნენ, რასაც ხალხის მიერ ბასტილიის აღება მოჰყვა. ბასტილიის აღების დღე 14 ივლისი საფრანგეთის დიდი რევოლუციის დაწყების დღედ ითვლება. მეფე იძულებული გახდა დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილებები დაემტკიცებინა. მალევე დამფუძნებელმა კრებამ ფეოდალური სისტემის გაუქმება გამოაცხადა. გაუქმდა გლეხთა ყოველგვარი ფეოდალური ვალდებულება, მათ შორის საეკლესიო მეათედიც. 26 აგვისტოს დამფუძნებელმა კრებამ „ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია“ მიიღო, რომელმაც, მთელ მსოფლიოში ადამიანის

282

უფლებების დაცვისა და სამართლის განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშა. „ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია“ მცირე შესავლისა და 17 პუნქტისაგან შედგება. სადაც გაცხადებულია, რომ ქვეყანაში ხელისუფლება ხალხს ეკუთვნის, რომ ადამიანები თავისუფალი და კანონის წინაშე თანასწორნი არიან, რომ ყველაფერი ნებადართულია, რაც არ არის აკრძალული კანონით და არ ზღუდავს სხვის უფლებებს. უფლებებში იგულისხმებოდა პიროვნული თავისუფლება, საკუთრების უფლება, უსაფრთხოება და ჩაგვრისათვის წინააღმდეგობის გაწევის უფლება. დეკლარაციაში ჩამოთვლილი იყო ამ უფლებათა დაცვის აუცილებელი წინაპირობები: კანონის საყოველთაობა, სიტყვისა და ბეჭდური სიტყვის თავისუფლება, გონივრული საგადასახადო სისტემა, რასაც თავად მოქალაქეები, ან მათი წარმომადგენლები ანიჭებდნენ კანონის ძალას და საჯარო მოხელეთა პასუხისმგებლობა. დამფუძნებელმა კრებამ საეკლესიო მიწების კონფისკაცია გამოაცხადა და დაიწყო კონსტიტუციის შემუშავება, რომელიც 1791 წელს მიიღო. კონსტიტუციით საფრანგეთი კონსტიტუციურ მონარქიად გამოცხადდა, სადაც მეფე აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო კი — საკანონმდებლო კრება იყო. მეფე და სამეფო კარი დამფუძნებელი კრების ამ გადაწყვეტილებებს მტრულად შეხვდა, მაგრამ ხალხის შიშით იძულებული იყო დაემტკიცებინა. დამფუძნებელ კრებაზე თავიანთი ნიჭიერებით, პატრიოტიზმითა და დემოკრატიული თვალთახედვით თავი გამოიჩინეს დეპუტატებმა: ჟორჟ დანტონმა, მაქსიმილიან რობესპიერმა და ჟან პოლ მარატმა. შემდგომში ისინი დიდი ფრანგული რევოლუციის სიმბოლოდ იქცნენ. ლუი XVI და მისი გარემოცვა კონტრლევოლუციურ გადატრიალებას ამზადებდა. ამ დროისათვის მრავალი არისტოკრატი უკვე საზღვარგარეთ გაიქცა და ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოების მონარქებს საფრანგეთში შემოჭრისა და რევოლუციური პარიზის დაკავებისაკენ მოუწოდებდა. ამავე დროს პარიზიდან და, საერთოდ, საფრანგეთიდან გაქცევას მეფე-დედოფალიც შეეცადა. მეფის ეტლი საზღვართან ახლოს დააკავეს და კვლავაც პარიზში დააბრუნეს. მალე დამფუძნებელმა კრებამ თავი დაშლილად გამოაცხადა და ძალაუფლება ახალი საარჩევნო კანონის მიხედვით არჩეულ საკანონმდებლო კრების ხელში გადავიდა. საკანონმდებლო კრებამ პარიზში რევოლუციის აღმავლობის ფონზე მონარქიის დამხობა გამოაცხადა. ლუი XVI დააპატიმრეს. საკანონმდებლო კრებამ ახალი უფრო დემოკრატიული საარჩევნო კანონი მიიღო, რაც ქონებრივი ცენზის გაუქმებაში გამოიხატა — ქონების მიუხედავად ხმის უფლება 21 წლის მიღწეულ ყველა მამაკაცს მიეცა. საკანონმდებლო კრებამ მიიღო კანონი სათემო მიწის განაწილებისა და არისტოკრატი ემიგრანტების მიწების გლეხებზე იჯარით უვადო სარგებლობაში ან კიდევ, თანხის გადახდის შემთხვევაში, სრულ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

283

ჟორჟ ჟაკ დანტონი 1759-1794

მაქსიმილიან რობესპიერი 1758-1794

ჟან პოლ მარატი 1743-1793

იაკობინელები — მონასტრის სახელიდან მოდის, რომელშიც რევოლუციონერთა უფრო რადიკალურად განწყობილი ნაწილი თავდაპირველად იკრიბებოდა.

ჟირონდისტები — იაკობინელებს გამოეყვნენ. მათი სახელი დეპარტამენტ ჟირონდის სახელიდან წარმოსდგა, საიდანაც აირჩნენ ამ უფრო კონსერვატორულად განწყობილი ფრთის უმრავლესობა.

ავსტრიის იმპერატორმა ლეოპოლდ IIმ და პრუსიის მეფემ ფრიდრიჰ ვილჰელმ II-მ დეკლარაციას საფრანგეთის მეფის დახმარების შესახებ ხელი 1791 წელს მოაწერეს.

ახალი კონსტიტუცია 1793 წელს იქნა მიღებული.

გილიოტინა — თავის მოსაკვეთი ხელსაწყო, გამოგონილი ფრანგი ექიმის, გილიოტენის მიერ.

ამავე ხანებში სახელმწიფომ გაყიდა საეკლესიო მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი. 1791 წლის ბოლოსათვის გაიყიდა საეკლესიო მიწები 400 მლნ. ლივრის ოდენობით. გამოიცა დეკრეტი ახალი საკანონმდებლო ორგანოს — ნაციონალური კონვენტის არჩევის შესახებ, რომლის არჩევა უკვე ახალი საარჩევნო კანონით მოხდა. ნაციონალური კონვენტი 750 დეპუტატისგან შედგებოდა. აქედან 100 ადგილი უფრო მემარცხენე დემოკრატიულ ძალებს — იაკობინელებს ერგოთ, 165 კი მემარჯვენე ჟირონდისტებს. დანარჩენი დეპუტატები მათ შორის მერყეობდნენ. ამიტომ ამ ნაწილს ჭაობს ეძახდნენ. კონვენტში იაკობინელებსა და ჟირონდისტებს შორის დავა გაიმართა. დავის საგანს ლუი XVI-ის ბედი წარმოადგენდა. ჟირონდისტებს მეფის გადარჩენა უნდოდათ, მაგრამ რევოლუციური მოძრაობის აღმავლობის ფონზე იაკობინელებმა გაიმარჯვეს და მეფე სიკვდილით იქნა დასჯილი. ევროპის მონარქიებმა რევოლუციური საფრანგეთის წინააღმდეგ კოალიციის შექმნა გადაწყვიტეს. ავსტრიის იმპერატორმა და პრუსიის მეფემ ხელი მოაწერეს დეკლარაციას საფრანგეთის მეფის დახმარების შესახებ. საფრანგეთმა დასწრება ამჯობინა და ავსტრიას ომი გამოუცხადა (1792 წ. გაზაფხულზე). ამას პრუსიის მხრიდანაც ომში ჩაბმა მოჰყვა. მოწოდებას „სამშობლო საფრთხეშია“ მთელი საფრანგეთი გამოეხმაურა. პარიზს მოხალისეები საფრანგეთის სხვადასხვა კუთხეებიდან მოაწყდნენ. ამასობაში პრუსიელები საფრანგეთის საზღვრებში შემოიჭრნენ, მაგრამ სასტიკად დამარცხდნენ. ლუი XVI-თვის თავის მოკვეთა ევროპის სახელმწიფოებმა საბაბად გამოიყენეს და საფრანგეთის წინააღმდეგ ავსტრია-პრუსიას შეუერთდნენ. ასე შეიქმნა საფრანგეთის წინააღმდეგ I კოალიცია, რომელშიც ავსტრიისა და პრუსიის გარდა ესპანეთი, ინგლისი, ჰოლანდია, სარდინია, ნეაპოლი და აგრეთვე მრავალი წვრილი გერმანული სახელმწიფო შედიოდა. ამის პარალელურად საფრანგეთში რევოლუცია ღრმავდებოდა. ომის ხარჯების დასაფარავად ჟირონდისტულმა მთავრობამ ქაღალდის ფულის გამოშვება დიდი რაოდენობით დაიწყო, რასაც ინფლაცია და ხალხის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება მოჰყვა. პარიზის მოსახლეობა კვლავაც ქუჩაში გამოვიდა, ჟირონდისტები დაამხეს და სათავეში იაკობინელები მოვიდნენ. იაკობინელებ9მა ახალი კონსტიტუცია მიიღეს, რომლის მიხედვით საფრანგეთი რესპუბლიკად გამოცხადდა. რობესპიერი, დანტონი და მარატი სახელმწიფოს სათავეში მოექცნენ. იაკობინელებმა ინფლაციასთან ბრძოლა ფასების „მაქსიმუმის“ დაწესებით გადაწყვიტეს. აგრეთვე სასტიკი ბრძოლა გამოუცხადეს სპეკულაციას. იაკობინელთა მმართველობის ხანას იაკობინური დიქტატურაც ეწოდება. მათი, თუ ქვეყნის მტერი, ასეთად კი სპეკულანტიც მოიაზრებოდა, გილიოტინაზე ადიოდა — თავს ჰკვეთდნენ. გილიოტინამ ბევრი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის რევოლუციონერებისაც. ასეთმა მკაცრმა მმართველობამ, თავდაპირველად, ერთგვარი დადე-

284

ბითი როლი ითამაშა. მოღალატეები დაშინდნენ. ჯარი მოწესრიგდა და ევროპული ქვეყნების ინტერვენციაც მოგერიებულ იქნა, მაგრამ მალე თვით იაკობინელებში დაიწყო ურთიერთქიშპი. პირველად დანტონს მოჰკვეთეს თავი, დაადანაშაულეს რა რევოლუციის ღალატში. შემდეგ კონვენტმა რობესპიერი, მისი ძმა და პარიზის თვითმმართველობაში — კომუნაში რობესპიერის მომხრე წევრები დააპატიმრა. მათ სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯა გამოუცხადეს და ყველა გილიოტინაზე აიყვანეს. რობესპიერისა და მისი დასის დაპატიმრება და სიკვდილით დასჯა ფაქტობრივად კონტრრევოლუციური გადატრიალება და საფრანგეთის რევოლუციის დასასრული იყო. კონტრრევოლუციურს ამ გადატრიალებას ვუწოდებთ იმიტომ, რომ ის პარიზის საზოგადოების იმ მნიშვნელოვან ნაწილს ეყრდნობოდა, რომელსაც „ფასების მაქსიმუმის“ დაწესება და სპეკულაციასთან ბრძოლა არ აწყობდა, ვინაიდან მსგავსი საქმიანობით გვარიან ფულს შოულობდა. მართლაც, კონტრრევოლუციონერებმა გააუქმეს ყველა შეზღუდვა, რომელიც სპეკულაციას ეხებოდა. მოგვიანებით „ფასების მაქსიმუმიც“ გაუქმდა. ამასობაში პარიზში როიალისტებმა აჯანყებაც კი მოაწყეს. ამ აჯანყების ჩახშობაში თავი ახალგაზრდა რევოლუციურმა გენერალმა ნაპოლეონ ბონაპარტემ გამოიჩინა. ამავე დროს გრძელდებოდა ფრანგული ჯარის მეზობელ ქვეყნებში ტრიუმფალური სვლა. ფრანგებმა დაიკავეს ბელგია, ჰოლანდია და მდ. რაინის მთელი მარცხენა სანაპირო ზღვიდან ალპებამდე. ჰოლანდიამ, ესპანეთმა და პრუსიამ ხელი მოაწერეს ზავს საფრანგეთთან და პრუსიამ რაინის მარცხენა სანაპირო საფრანგეთის საზღვრებში აღიარა. ავსტრიასთან საომარი მოქმედებებიც ავსტრიის იტალიაში დიდი წარმატებით მიმდინარეობდა. აქ სწორედ გენერალი ნაპოლეონი გააგზავნეს. ნაპოლეონმა დაამარცხა ავსტრიელების 4 არმია, დაიკავა ჩრდილო იტალიის დიდი ნაწილი, გაიარა ვენეცია და შეიჭრა საკუთრივ ავსტრიაში. ავსტრია იძულებული გახდა ზავი დაედო საფრანგეთთან და ბელგია და რაინის მარცხენა სანაპირო მის საზღვრებში ეღიარებინა. საფრანგეთმა დიდი კონტრიბუცია გადაახდევინა როგორც ჰოლანდიას, ისე ავსტრიას. გარდა ამისა, იტალიიდან ნაპოლეონმა კონტრიბუციის სახით დიდძალი ქონება და ხელოვნების ძეგლები გამოზიდა. საფრანგეთი ევროპის უძლიერეს ქვეყნად იქცა, მაგრამ მისი მთავარი მეტოქე — ინგლისი კვლავაც მის წინააღმდეგ ომს განაგრძობდა. მაშინ საფრანგეთმა გადაწყვიტა ინგლისის კოლონიისაკენ, ინდოეთისაკენ გაჭრილიყო და ინგლისი იქ დაემარცხებინა. ინდოეთზე გასვლა ფრანგებმა ეგვიპტის

ინტერვენცია — შემოჭრა, შემოსევა.

როიალისტები — იგივე მონარქისტები, ანუ მეფის, მონარქიის მომხრეები.

ნაპოლეონ ბონაპარტე საფრანგეთის იმპერატორი 1804-1814; 1815 წლის 20 მარტი – 22 ივნისი

ნაპოლეონ ბონაპარტე — დაიბადა კუნძულ კორსიკაზე წვრილი აზნაურის ოჯახში. 1781-1785 წლებში სწავლობდა პარიზის სამხედრო სკოლაში, შემდეგ მსახურობდა საფრანგეთის არმიაში უმცროსი ლეიტენანტის ჩინით. მიღებული ჰქონდა ბრწყინვალე განათლება და ახალგაზრდობაში ფრანგი განმანათლებლების იდეებს იზიარებდა. საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის ხანაში თავდაპირველად ნაპოლეონი იაკობინელთა კლუბის წევრი გახდა და მაქსიმილიანე რობესპიერის ძმას ოგიუსტენ რობესპიერს დაუახლოვდა. 1793 წელს საფრანგეთის არმიამ ნაპოლეონის გეგმის მიხედვით ქალაქი ტულონი მეამბოხეებისაგან და ინგლისელებისაგან გაანთავისუფლა. ამ გამარჯვებისათვის 24 წლის კაპიტან ბონაპარტეს ბრიგადის გენერლის წოდება მიენიჭა. 1794 წელს ნაპოლეონი იტალიაში მოქმედ ფრანგულ არმიას მთავარსარდლობდა. აქედან დაიწყო მისი თავბრუდამხვევი პოლიტიკური კარიერა. 285

საფრანგეთის წინააღმდეგ მეორე კოალიცია 1798-1799 წლებში ჩამოყალიბდა.

გავლით დაგეგმეს. ნაპოლეონის მეთაურობით ეგვიპტეში გადამსხდარმა ფრანგებმა იქაურ მამლუქებს ბრძოლა მოუგეს, მაგრამ ოსმალეთის სულთანმა, რომელსაც ეგვიპტე ეკუთვნოდა საფრანგეთს ომი გამოუცხადა. საფრანგეთის გაძლიერებამ რუსეთიც შეაფიქრიანა. ასე ჩამოყალიბდა საფრანგეთის წინააღმდეგ II კოალიცია, რომელშიც: რუსეთი, ინგლისი, ავსტრია, ოსმალეთი, ნეაპოლიტანური სამეფო შევიდნენ. ამასობაში საფრანგეთში ეგვიპტიდან ნაპოლეონი დაბრუნდა, რომელიც ხელისუფლების ხელში ჩაგდებისაკენ მიისწრაფოდა. მას დიდი და ამბიციური გეგმების განხორციელება სურდა. არამდგრადმა პოლიტიკურმა სიტუაციამ, ომმა და თავდაცვისათვის ძლიერი ხელისუფლების საჭიროებამ საფრანგეთის რეაქციულ წრეებს ნაპოლეონთან შეთანხმებისაკენ უბიძგა, რომელშიც ისინი ძლიერ ხელისუფალს ხედავდნენ. ამ ძალებზე დაყრდნობით ნაპოლეონმა ნაციონალური კონვენტი დაითხოვა და პირველი კონსულის სახელით ფაქტობრივად ერთპიროვნული დიქტატორი გახდა. მეორე კოალიციამაც საფრანგეთთან ბრძოლაში ვერაფერს მიაღწია. ავსტრია იტალიაში ფრანგებთან ბრძოლაში კვლავაც დამარცხდა და ზავს მოაწერა ხელი. ინგლისიც ათწლიანმა ომმა ფრიად დაღალა. ომი დიდ სახსრებს შთანთქავდა, ასე რომ ავსტრიის დამარცხების შემდეგ მანაც მალე საფრანგეთთან ზავი შეკრა. ომების შედეგად საფრანგეთმა ტერიტორია მნიშვნელოვნად გაიფართოვა. ამაში უდიდესი წვლილი ნაპოლეონს მიუძღოდა, მის აღზევებას მოჰყვა ის, რომ მან ჯერ თავი მუდმივ კონსულად, 1804 წ. კი საფრანგეთის იმპერატორად გამოაცხადა. ზავი ინგლისსა და საფრანგეთს შორის ხანმოკლე აღმოჩნდა. ევროპის ეს ორი უძლიერესი ქვეყანა ერთმანეთს პირველობისათვის ეცილებოდა. იმავდროულად (1803-1805 წლებში) ნაპოლეონი, გაბატონდა დასავლეთ ევროპის მნიშვნელოვან ნაწილში. ის ეხმარებოდა საფრანგეთის მომხრე გერმანელ მთავრებს, რომლებიც ტერიტორიებს იფართოვებდნენ ნაპოლეონის მოწინააღმდეგე მთავრების ხარჯზე. ნაპოლეონმა თავის გამგებლობის ქვეშ დაიქვემდებარა შვეიცარია. ჩრდილოეთ იტალიაში ვასალური იტალიის სამეფო შექმნა, რომელიც ვენეციის ოლქს და ლომბარდიას მოიცავდა; ნეოპოლიტანურ სამეფოშიც მეფედ ჯერ თავისი ძმა, შემდგომ კი თავისი სიძე მარშალი იოაჰიმ მიურატი დასვა. ყოველივე ამან ინგლისს, ავსტრიას, პრუსიასა და რუსეთს ახალი, მესამე კოალიიცის შექმნისაკენ უბიძგა. ასე რომ ევროპაში ომი კვლავ განახლდა. ახალმა კოალიციამაც დიდი დამარცხება იგემა აუსტერლიცთან. ავსტრიისა და რუსეთის იმპერატორები ბრძოლის ველიდან გაიქცნენ. ავსტრია იძულებული გახდა ზავის მძიმე პირობებს დათანხმდებოდა. ზავის თანახმად, ავსტრიამ ხელი აიღო იტალიურ სამფლობელოებზე. მან აგრეთვე რიგი ტერიტორიები დაკარგა ნაპოლეონის მომხრე გერმანელი მთავრების სასარგებლოდ და გადაიხადა საფრანგეთის მიმართ 40 მილიონი ფლორინი კონტრიბუცია. მოგვიანებით, ნაპოლეონმა აიძულა ავსტრიის იმპერატორი უარი ეთქვა გერმანელი ერის

286

რომის საღვთო იმპერიის იმპერატორის ტიტულზე. ამგვარად, „საღვთო იმპერიამ“ უკვე ფორმალურადაც არსებობა შეწყვიტა. ასეთ ვითარებაში ინგლისის რუსეთის, შვედეთისა და პრუსიის მონაწილეობით ნაპოლეონის წინააღმდეგ გაფორმდა ახალი, მეოთხე კოალიცია. პრუსიის მეფემ ნაპოლეონს ულტიმატუმი გაუგზავნა და საფრანგეთის ჯარების მდ. რაინის გადაღმა გაყვანა მოსთხოვა. ნაპოლეონმა საომარი მოქმედებები დაიწყო და ორ ბრძოლაში პრუსიის არმია მთლიანად გაანადგურა. ამის შემდეგ მან პრუსიის დედაქალაქი ბერლინი დაიკავა. გერმანელმა პოეტმა ჰაინემ (1797-1856) ნაპოლეონის პრუსიაზე ესოდენ სწრაფ და თავბრუდამხვევ გამარჯვებაზე მოსწრებულად აღნიშნა: „ნაპოლეონმა პრუსიას სული შეუბერა და პრუსიაც გაქრა“. მართლაც პრუსიას დიდი კონტრიბუცია დაეკისრა, მის გადახდამდე კი საფრანგეთის სამხედრო შენაერთები მის ტერიტორიაზე რჩებოდნენ. პრუსიას ჩამოერთვა მთელი ტერიტორია მდ. ელბას დასავლეთით, რომელიც ნაპოლეონმა რაინისპირა სამთავროებთან ერთად ახალ, ვესტფალიის სამეფოში გააერთიანა, რომლის მეფედაც თავისი ძმა — ჟერომი დასვა. პრუსიის მიერ მიტაცებული პოლონეთის მიწები კი დამოუკიდებელ პოლონეთის საჰერცოგოდ გამოჰყო. ამავე დროს ნაპოლეონმა ინგლისის წინააღმდეგ კონტინენტური ბლოკადა გამოაცხადა. ამის შემდეგ ნაპოლეონი პრუსიის მოკავშირის რუსეთის წინააღმდეგ დაიძრა. და რამდენიმე ბრძოლაში ისიც სასტიკად დაამარცხა. რუსეთი იძულებული იყო 1807 წელს ტილზიტის ზავისათვის მოეწერა ხელი, რომლითაც ის ინგლისის წინააღმდეგ კონტინენტურ ბლოკადას უერთდებოდა. ამავე ხანებში ნაპოლეონმა ესპანეთის მეფეც აიძულა ტახტზე უარი ეთქვა და ესპანეთის მეფედ თავისი ძმა ჟოზეფი გააგზავნა. დანარჩენი იტალია კი საფრანგეთმა უშუალოდ შეიერთა. რომში პაპის ხელისუფლება გაუქმდა და რომის პაპი საფრანგეთში ტყვედ წაიყვანეს. კონტინენტური ბლოკადა ევროპის ყველა სახელმწიფოს აზარალებდა და დიდ უკმაყოფილებას იწვევდა, ვინაიდან ყველა ქვეყანა იყო დამოკიდებული ინგლისის სამრეწველო საქონელზე. გარდა ამისა, თვით ინგლისი იყო ამ ქვეყნებისათვის გასაღების ბაზარი. მაგ. რუსეთი ინგლისში ჰყიდდა თავისი ხორბლის მნიშვნელოვან ნაწილს, თვით საფრანგეთის ღვინოებისათვის ინგლისი გასაღების დიდი ბაზარი იყო და მისმა დაკეტვამ ღვინის ფასი საფრანგეთის ბაზარზე დააგდო. დიდმა ბრიტანეთმა კონტინენტურ ბლოკადას კონტრბლოკადით უპასუხა, რაც საფრანგეთის გავლენის ქვეშ არმყოფ ქვეყნებთან ვაჭრობის გაფართოვებასა და დასავლეთ ევროპაში კონტრაბანდული საქონლის შემოტანაში გამოიხატა. მთელ ევროპაში არნახული მასშტაბი მიიღო ინგლისური საქონლის კონტრაბანდამ, რომელთანაც ბრძოლა შეუძლებელი აღმოჩნდა. მიუხედავად მკაცრი კანონებისა, კონტრაბანდული ინგლისური საქონელი საფრანგეთშიც კი შემოდიოდა. გარდა ამისა, კონტინენტურ ბლოკადას ინგლისმა ე. წ. საზღვაო ბლოკადით უპასუხა. ამასობაში ინგლისის ფლოტთან,

287

იოაჰიმ მიურატი ნეაპოლის მეფე 1808-1815 „საღვთო იმპერიამ“ არსებობა 1806 წელს შეწყვიტა.

რიგით მესამე კოალიცია 1805 მეოთხეწელს კოალიცია ნაპოლეონის შეიქმნა წინააღმდეგ 1806 წელს შეიქმნა.

ჟერომი ვესტფალიის მეფე 1807-1813

ტილზიტის საზავო ხელშეკრულებას რუსეთსა და საფრანგეთს შორის ხელი 1807 წელს მოეწერა

ადმირალი ჰორაციო ნელსონი 1758-1805

ტრაფალგარის ბრძოლა ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, ტრაფალგარის კონცხთან 1805 წლის 10 ოქტომბერს გაიმართა. ინგლისელებმა, რომელთაც ადმირალი ჰორაციო ნელსონი მეთაურობდა ბრწყინვალედ გაიმარჯვეს, თვით ნელსონი კი ამ ბრძოლაში სასიკვდილოდ დაიჭრა.

რომელსაც ადმირალი ჰორაციო ნელსონი ედგა სათავეში, ტრაფალგართან გამართულ საზღვაო ბრძოლაში საფრანგეთის ფლოტი სასტიკად დამარცხდა და სრულიად განადგურდა, ინგლისს კი ძლიერი ფლოტი ჰყავდა. ინგლისის გემები ბლოკავდნენ ევროპის სანაპიროებს, დიდ ნავსადგურებს, კოლონიებიდან წამოსულ საქონელს ნავსადგურებში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ და თვითონ ეპატრონებოდნენ. ამან საფრანგეთში შაქრის, ყავისა და ჩაის მიწოდებას დიდი სირთულეები შეუქმნა. ყოველივე ამან საფრანგეთის ბურჟუაზიის მნიშვნელოვანი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. უკმაყოფილებამ მოიცვა ევროპის დაპყრობილი ქვეყნებიც. თუ თავიდან იტალიაში და ცენტრალურ ევროპაში საფრანგეთის რევოლუციურ არმიას აღფრთოვანებით, როგორც განმათავისუფლებლებს ხვდებოდნენ, მალე ეს აღფრთოვანება იმედგაცრუებამ შეცვალა. უდავოა, რომ ფრანგული ჯარით დაკავებულ ტერიტორიებზე ბატონყმობა გაუქმდა, ასევე მათ მიერ დაკავებულ გერმანულ მიწებში, ისევე როგორც იტალიაში — შიდა საბაჟოებიც მოიშალა, რაც იტალიის შიდა ბაზრის განვითარებას მნიშვნელოვნად უშლიდა ხელს, მაგრამ, სხვა მხრივ, ფრანგები ჩვეულებრივი დამპყრობლებისგან არაფრით განსხვავდებოდნენ. იტალიელებისათვის ავსტრიელი დამპყრობლები, უბრალოდ, ფრანგებმა შეცვალეს. გერმანიის ვესტფალიის სამეფოში ფრანგები იძულებით ნერგავდნენ ფრანგულს, ყველა სახელმწიფო დაწესებულებას აიძულებდნენ საქმის წარმოება ფრანგულზე გადაეყვანათ და ა. შ. ყოველივე ამან და თვით საფრანგეთის რევოლუციის მაგალითმაც, მთელ ევროპაში ეროვნული თუ სოციალური ჩაგვრისაგან განმათავისუფლებელ მოძრაობას დიდი ბიძგი მისცა. განმანთავისუფლებელი მოძრაობა და ბურჟუაზიული რევოლუცია დაიწყო ესპანეთში, ბელგიაში, იტალიაში. ამასობაში ნაპოლეონმა 1812 წლის ზაფხულში ომი დაიწყო რუსეთთან. რაც საბოლოოდ საფრანგეთის იმპერიისა და პირადად ნაპოლეონისათვის სრული კატასტროფით დასრულდა. რუსეთთან ომის დაწყების უმთავრესი მიზეზი იყო ის, რომ რუსეთი ფაქტობრივად არ იცავდა კონტინენტურ ბლოკადას. გარდა ამისა, ეგვიპტეში ექსპედიციის წარუმატებლად დასრულებისა და იქიდან ჯარის უკან გამოყვანის შემდეგ ნაპოლეონი ფიქრობდა, რომ რუსეთის დამორჩილებით მას ინდოეთში ჩრდილოეთიდან შეჭრის და ინგლისელების ინდოეთში დამარცხების შესაძლებლობა მიეცემოდა; მაგრამ რუსეთის სივრცე ნაპოლეონმა ჯეროვნად ვერ შეაფასა. მან მოსკოვთან, ბოროდინოსთან ბრძოლაში რუსეთის არმია დაამარცხა და მოსკოვიც აიღო, მაგრამ ის მტრის ტერიტორიაზე ძალიან ღრმად აღმოჩნდა შეჭრილი. სათანადო კომუნიკაციებისა და მომარაგების არარსებობის პირობებში, მალევე

კონტინენტურ ბლოკადას საფრანგეთი ინგლისის მიმართ 1806-1814 წლებში მიმართავდა და დიდი ბრიტანეთის სამეფოსთან და მის კოლონიებთან სავაჭრო ურთიერთობას კრძალავდა. ასეთი აკრძალვა საფრანგეთის ძალაუფლების ქვეშ მყოფ და მის მოკავშირე ყველა ქვეყანაზე ვრცელდებოდა. 1807 წლის ტილზიტის ზავით რუსეთი იძულებული გახდა კონტინენტურ ბლოკადას შეერთებოდა. 1812 წელს ნაპოლეონ ბონაპარტეს რუსეთთან ომში დამარცხების შემდეგ კონტინენტურ ბლოკადას, ფაქტობრივად, საფრანგეთის გარდა ევროპის არცერთი სახელმწიფო არ იცავდა. 1814 წელს ნაპოლეონის ხელისუფლების საბოლოოდ დაცემის შემდეგ ის ფორმალურადაც გაუქმდა. 288

ცხადი გახდა, რომ საფრანგეთის არმია დიდხანს მოსკოვში ვერ გაძლებდა. რუსეთის იმპერატორი კი ზავის დადებას და დამორჩილებას სულაც არ აპირებდა. ნაპოლეონმა დაიწყო ჯარების მოსკოვიდან გამოყვანა და უკანდახევა. ფრანგების უკანდახევა სასტიკი რუსული ზამთრის, ქარბუქისა და ყოველი მხრიდან რუსეთის ჯარებისა, თუ პარტიზანების თავდასხმების ფონზე მიმდინარეობდა. ასეთ პირობებში ომის წარმოებისათვის ფრანგები სულაც არ იყვნენ მზად. ფრანგული არმიის უდიდესი ნაწილი უკანდახევის დროს დაიღუპა. თვით ნაპოლეონმა მიატოვა ჯარი და სასწრაფოდ პარიზში დაბრუნდა, სადაც ახალი არმიის შექმნა დაიწყო. რუსეთის ჯარი ევროპაში შემოვიდა. პრუსიაში ფრანგების წინააღმდეგ ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ იფეთქა. ევროპის ხალხების ფრანგთა ბატონობისაგან „განთავისუფლების“ მიზნით, რუსეთისა და პრუსიის მეფეებმა კავშირი შეკრეს. სინამდვილეში, მათ ვინმეს განთავისუფლება სულაც არ ადარდებდათ, პრუსიას გერმანული ტერიტორიების შემოერთება, რუსეთს კი პოლონეთის საჰერცოგოს დაკავება სურდა. ამგვარად საფრანგეთის წინააღმდეგ რიგით მეექვსე კოალიცია შეიქმნა. რომელსაც მალევე ინგლისი და შვედეთი შეუერთდნენ, მოგვიანებით კი მათ მხარეზე გერმანული ბავარიაც გამოვიდა. გადამწყვეტი ბრძოლა ნაპოლეონის ჯარებსა და მოკავშირეებს შორის გერმანულ ქალაქ ლაიფციგთან გაიმართა. ამ ბრძოლაში ნახევარ მილიონზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობდა. ბრძოლა სრულიად უპრეცენდენტო იყო ევროპის ისტორიაში თავისი მასშტაბით. ამიტომაც მან „ხალხთა ბრძოლის“ სახელი მიიღო. ნაპოლეონი დამარცხდა. ასეთ ვითარებაში მის მიერ შექმნილი გერმანული — ვესტფალიის სამეფო დაიშალა და დაშლილი ნაწილები მოკავშირეებს შეუერთდა, ვესტფალიის მეფემ, ნაპოლეონის ძმამ, ჟოზეფმა კი თავს გაქცევით უშველა. ამის შემდეგ ფრანგების ბატონობა ჰოლანდიაში და ევროპის სხვა სახელმწიფოებშიც დაემხო. ესპანეთში საფრანგეთის წინააღმდეგ ინგლისის ჯარი მოქმედებდა. მათთან ბრძოლაში ფრანგები დამარცხდნენ და იძულებულები გახდნენ ესპანეთი დაეტოვებინათ. ესპანეთიდან ინგლისელები საფრანგეთში შეიჭრნენ. ამის შემდეგ საფრანგეთში მოკავშირეთა ძირითადი ძალებიც შევიდნენ. მარტის მიწურულს მათ პარიზიც დაიკავეს. ნაპოლეონი იძულებული იყო ტახტიდან გადამდგარიყო. საფრანგეთის ტახტი სიკვდილით დასჯილი ლუი XVI-ის ძმამ, ლუი XVIII დაიკავა. საფრანგეთს ჩამოერთვა ყველა დაპყრობილი ტერიტორიები და ის 1792 წ-ის საზღვრებს დაუბრუნდა. ნაპოლეონი კუნძულ ელბაზე გადაასახლეს. ლუი XVIII-მ გამოსცა კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც საფრანგეთი კონსტიტუციურ მონარქიად ცხადდებოდა. გაუქმდა საყოველთაო არჩევნები, დაწესდა მაღალი ქონებრივი ცენზი, რაც მოსახლეობის მხოლოდ მცირე პროცენტს აძლევდა არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. 1814 წ. ვენაში გაიხსნა კონგრესი, რომელსაც ხელახლა უნდა დაედგინა ევროპის პოლიტიკური რუკა. ბურბონების რესტავრაციამ და ემიგრაციიდან თავადაზნაურობის დაბრუნებამ, რომლებსაც რევანშისტული

289

საფრანგეთის წინააღმდეგ რიგით მეექვსე კოალიცია 1813 წელს შეიქმნა.

ინგლისელები საფრანგეთში 1813 წლის ბოლოს შეიჭრნენ. საფრანგეთში მოკავშირეთა ძალები 1814 წლის გაზაფხულზე შევიდნენ.

ლუი XVIII საფრანგეთის მეფე 1814-1824

ვატერლოსთან ბრძოლა დღევანდელი ბელგიის ტერიტორიაზე, 1815 წლის 18 ივნისს გაიმართა. საფრანგეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ ინგლისის, პრუსიისა და ჰოლანდიის გაერთიანებული არმიები.

საღვთო კავშირი 1815 წლის სექტემბერში შეიქმნა, როდესაც რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ავსტრიის იმპერატორმა ფრანც I-მა და პრუსიის მეფემ ფრიდრიხ ვილჰელმ IIმ ხელი მოაწერეს საგანგებო „საღვთო კავშირის აქტს“. თანდათანობით ამ აქტს ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფო შეუერთდა.

parizis oficialuri presa 1815

გრნობები ამოქმედებდათ, როგორც გლეხობის, ისე ბურჟუაზიის უკმაყოფილება გამოიწვია. ამით ნაპოლეონმა ისარგებლა, კუნძულ ელბადან გამოიქცა და 1815 წლის 1 მარტს საფრანგეთში დაბრუნდა. ლუი XVIII-ს მიერ ნაპოლეონის წინააღმდეგ გაგზავნილი ჯარები ნაპოლეონის მხარეს გადავიდნენ და სულ მალე ნაპოლეონი ტრიუმფით პარიზში შევიდა. მეფემ და სამეფო კარმა გაქცევით თავს ძლივს უშველა. დაიწყო ნაპოლეონის ხელმეორე მმართველობის ხანა, რომელმაც მხოლოდ „ასი დღე“ გასტანა. მოკავშირეებმა ვენაში კონგრესი სასწრაფოდ შეწყვიტეს და ნაპოლეონის წინააღმდეგ გაემართნენ. ვატერლოოსთან გადამწყვეტი ბრძოლა ნაპოლეონი დამარცხდა და ახლა ის კუნძულ წმინდა ელენეზე გადაასახლეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც. ვენის კონგრესი. კონგრესი მუშაობდა 1814 წლის ოქტომბრიდან — 1815 წლის ივნისის ჩათვლით. მისი პრინციპი იყო ლეგიტიმიზმის, ანუ ნაპოლეონის ომებამდე არსებული მონარქების ლეგიტიმური უფლებების აღდგენა. მართლაც, იტალიაში აღდგა ძველი დინასტიები, მათ შორის, ჰაბსბურგების მფლობელობაც, რომის პაპიც დააბრუნეს თავის ოლქში. შვეიცარია გამოცხადდა მუდმივად ნეიტრალურ სახელმწიფოდ, ჰოლანდიას მიუერთეს ბელგია. პრუსიას შეუერთდა საქსონიისა და ვესტფალიის ნაწილი, ასევე მდ. რაინის მხარე. ნაპოლეონის მიერ გაუქმებული წვრილი გერმანული სამეფოები არ აღმდგარა, ასე რომ, გერმანული სამეფო-სამთავროების რიცხვი 38-მდე შემცირდა და მათ ავსტრიასთან ერთად ფორმალური გაერთიანება „გერმანიის კავშირი“ შექმნეს. ავსტრიას დაუბრუნდა იტალიაში მისი ძველი სამფლობელოები — ლომბარდია და ვენეცია. ინგლისმა დაიმტკიცა ყველა კოლონიები, რომელიც ომის მსვლელობაში საფრანგეთსა და ესპანეთს წაართვა, აგრეთვე კუნძული მალტა, ასევე ჰოლანდიისათვის წართმეული ცეილონი, კეთილი იმედის კონცხი (სამხრეთ აფრიკაში) და სხვ. ვენის კონგრესზევე ევროპის სახელმწიფოებმა შექმნეს „საღვთო კავშირი“, რომელიც ურთიერთდახმარებას ითვალისწინებდა რომელიმე ქვეყანაში რევოლუციური გამოსვლების შემთხვევაში. „საღვთო კავშირის“ შექმნა დროული აღმოჩნდა. საფრანგეთის რევოლუციამ, შეიძლება ითქვას, ტალღური ეფექტი წარმოქმნა და სულ მალე ევროპას რევოლუციების ტალღამ გადაუარა. საღვთო კავშირმა, როგორც რეაქციულმა გაერთიანებამ, მათ ჩახშობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

w.els napoleonis

kunZul elbadan dabrunebis da samxreTidan CrdiloeTisaken misi triumfaluri svlis Sesaxeb

— კორსიკელი ურჩხული ჟუანის ყურეში გადმოჯდა;

— ბონაპარტემ ლიონი დაიკავა; — ნაპოლეონი ფონტებლოს უახლოვდება;

— კაციჭამია გრასისაკენ მიიწევს;

— მის საიმპერატორო უდიდებულესობას დღეს თავის

— უზურპატორი გრენობლში შევიდა;

ერთგულ პარიზში ელიან. 290

Tomas peini `saRi azri~ (daibeWda U1776 wlis ianvarSi, filadelfiaSi anonimurad) თომას პეინი (1737–1800), ინგლის–ამერიკელი დემოკრატი მოაზროვნე, მონაწილეობდა ამერიკის ახალშენების ბრძოლაში დამოუკიდებლობისათვის და საფრანგეთის დიდ რევოლუციაში. იგი ამერიკაში ჩავიდა 1774 წელს და 1776 წელს გამოაქვეყნა პამფლეტი „საღი აზრი“.პამფლეტმა დიდი როლი შეასრულა კოლონისტთა რევოლუციური განწყობის საქმეში. თომას პეინი უპირველეს ყოვლისა ქადაგებდა ინგლისთან ყოველგვარი ურთიერთობების გაწყვეტას.

`me msmenia zogierTTa mtkiceba imis Sesaxeb, rom radganac amerika viTardeba did britaneTTan kavSiris wyalobiT, amitom aseTi kavSiri misi bednierebisaTvis momavalSic aucilebelia, igi yovleTvis keTili nayofis momtani iqneba. Mmagram aseTi mosazreba Zalze gadaWarbubulia . . me sruli pasuxismgeblobiT vamtkiceb, rom amerika evropis saxelmwifoTa mzrunvelobis gareSec ganviTardeboda da gacilebiT ukeTac. amerika gamdidrda evropisaTvis pirveli moTxovnilebis sagnebis miyidviT. misTvis gasaReba uzruvelyofili iqneba yovelTvis, sanam evropelebi Wamas ar gadaeCvevian . . . amerikis samSoblo evropaa da ara inglisi. axali qveyana, samoqalaqo da religiuri TavisuflebisaTvis devnilTa yvela evropelis TavSesafaria. isini aq gamoeqcnen ara dedobriv naz alers, aramed aramed urCxulTa saSinel sisastikes. Yyovelive es inglisis mimarTac savsebiT sworia . . . tirania, romelmac inglisidan pirveli emigrantebi gandevna, dResac devnis maT STamomavlobas. . . . bevri iTqva britaneTisa da koloniebis erTiani Zlierebis Sesaxeb, imaze, rom maT, SekavSirebulebs, SeuZliaT daupirispirdnen mTel msoflios. Mmagram es mxolod TviTdaimedebaa.. . . . me movuwodeb Semarigebluri politikis yvela aqtiur damcvels daasaxelon Tundac erTi sargebloba, romlis motana SeuZlia did britaneTTan kontinentis kavSirs. Mme vimeoreb am mowodebas. AaseTi sargeblianoba gamoricxulia.

ფედერალისტური წერილები ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია თითოეულ შტატს რატიფიკაციისთვის 1787 წლის სექტემბერს გადაეცა. ალექსანდრე ჰამილტონმა, ჯეიმს მედისონმა და ჯონ ჯეიმ 85 სტატია დაწერეს, რომელიც 1787 წლის ოქტომბრიდან 1788 წლის აგვისტოს ჩათვლით გამოქვეყნდა.ეს სტატიები ფედერალისტური წერილების სახელითაა ცნობილი და ამერიკის ისტორიისა და პოლიტიკური მეცნიერების უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს წარმოადგენს. ფედერალისტური წერილები განმარტავს კონსტიტუციას. მათი შექმნა ორმა ფაქტორმა განაპირობა: ჯერ ერთი, მოსახლეობა უნდა დარწმუნებულიყო კონსტიტუციის რატიფიცირების აუცილებლობაში, მეორეც, წინასწარ უნდა შემოფარგლულიყო ველი კონსტიტუციის სამომავლო ინტერპრეტაციისათვის.

ფედერალისტი #10 1787 წ. 23 ნოემბერი 1787

ნიუ-იორკის შტატის ხალხს უამრავ უპირატესობათაგან, რომელსაც ხეირიანად მოწყობილი კავშირი გვპირდება, არც ერთი არ იმსახურებს ესოდენ დაწვრილებით გადმოცემას, როგორც მისი უნარი, ალაგმოს და გააკონტროლოს ადამიანთა დაჯგუფებებს შორის მძულვარება და ძალმომრეობა. სახალხო მმართველობის ბედსა და ბუნებაზე რომ 291

ფიქრობს, მის მომხრეს ერთი რამ ჰგვრის ყველაზე დიდ შეშფოთებას: ამგვარი მმართველობის მიდრეკილება ზემოხსენებული სახიფათო სიავისადმი. ამიტომ იგი მზადაა ჯეროვნად დააფასოს ყველა ის პროექტი, რომლის მიზანი ამ ჭირის წამლობაა, ოღონდაც, ეს მისი საყვარელი პრინციპებისადმი ძალმომრეობა არ იყოს. ის უმყარობა, უსამართლობა და არეულობა, რომელიც ძვალ-რბილში გასჯდომია სახელმწიფო წარმომადგენლობითს ორგანოებს, მართლაცდა ის სნეულებაა, რაც ყოველთვის ღუპავდა და ახლაც ღუპავს სახალხო მმართველობებს. ამ ნოყიერ თემას ხომ ეგზომ ეთაყვანება თავისუფლების მტერი. იგი ხომ ასე ასაზრდოებს მისი მჭევრმეტყველების ყველაზე დამაჯერებელ ნიმუშებს. მართალია, არ შეიძლება აღფრთოვანება არ გეუფლებოდეს იმის გამო, რომ ამერიკის კონსტიტუციებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს სახალხო მმართველობის როგორც ძველი, ისე ახალი მოდელები. მაგრამ გაუმართლებელი მიკერძოება იქნებოდა იმის მტკიცება, ვითომდა მათ ისეთი ქმედითობით აეცილებინოთ ყველა საფრთხე, როგორც ეს სასურველი და მოსალოდნელი იყო. ჩვენი ყველაზე გონიერი და ქველი მოქალაქენი ერთთავად იმას ჩივიან, რომ სახალხო მმართველობა ჩვენში ერთობ არამყარია; რომ ურთიერთდაპირისპირებული დაჯგუფებების შეხლა-შემოხლა უგულვებელყოფს საზოგადო სიკეთეს; რომ მისი კრიტერიუმი ძალიან ხშირად დგინდება არა სამართლიანობის წესებისა და უმცირესობაში მყოფი პარტიის უფლებათა გათვალისწინებით, არამედ უპირატესი უმრავლესობის უზარმაზარი ძალის ზეგავლენით. ნეტამც ამ ჩივილს საფუძველი და საბუთი არა ჰქონოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები არ გვაძლევს საშუალებას უარვყოთ, რომ მას გარკვეულწილად საფუძველიც აქვს და გამართლებაც. თუკი მიუმხრობლობით მიმოვიხილავდით ჩვენში არსებულ მდგომარეობას, აღმოვაჩენდით, რომ ზოგი იმ უკეთურებათაგანი, რომელშიც ცხოვრება და მუშაობა გვიხდება, სულაც არ არის ჩვენი მმართველობის ბრალი. მაგრამ, ამავე დროს, იმაშიც დავრწმუნდებოდით, რომ სწორედ მას გამოუწვევია ჩვენი ყველაზე გაუსაძლის უბედურებათა უმრავლესობა. სხვანაირად ვერ აიხსნება სახელმწიფო დაწესებულებებისადმი ეს ეგზომ მზარდი და ფართოდ მოდებული უნდობლობა; ვერც ეს განგაში, კერძო უფლებათა გამო რომაა ატეხილი და რომლის გამოძახილი მთელ ჩვენს კონტინენტს გადასწვდომია. ეს ვითარება, თუ მთლიანად არა, უმთავრესად მაინც იმ უმტკიცობისა და უსამართლობის ბრალია, რაც განხეთქილებისა და ჯგუფურობის სულს შეაქვს სახელმწიფო მმართველობაში, რითაც მას ხრწნის. დაჯგუფებად მივიჩნევ ადამიანთა გარკვეულ რაოდენობას (სულ ერთია, იგი მთელის უმრავლესობას შეადგენს თუ უმცირესობას), რომელთაც ერთად მოქმედების მხურვალე ინტერესი თუ მისწრაფება აერთიანებს და რომლებიც მტრულად არიან განწყობილნი სხვა მოქალაქეთა უფლებებისა და საზოგადოების საერთო ინტერესებისადმი. ჯგუფურობის სენისაგან განკურნების ორი გზა არსებობს: პირველი მისი მიზეზების აღმოფხვრაა, მეორე – მისი შედეგების კონტროლი. მისი მიზეზების აღმოფხვრის ასევე ორი საშუალება არსებობს. პირველი გულისხმობს თავისუფლების, როგორც ჯგუფური ურთიერთდაპირისპირების აუცილებელი წინაპირობის

292

გაუქმებას. მეორე იმას მოასწავებს, რომ თითოეულ მოქალაქეს ერთი და იგივე აზრი, ვნება და ინტერესი ჩაუნერგო... აქედან ნათლად გამომდინარეობს ის, რომ უშუალო დემოკრატიის წინაშე რესპუბლიკური მმართველობის უპირატესობა, რომელიც ჯგუფური დაპირისპირების შედეგთა კონტროლის შესაძლებლობაში მდგომარეობს, ბევრად უფრო ეფექტურია რესპუბლიკაში, რომელიც ვრცელ ტერიტორიას და მრავალრიცხოვან მოსახლეობას მოიცავს, ვიდრე მცირე ზომის რესპუბლიკაში. შეერთებულ შტატებს სწორედ ეს უპირატესობა ექნებათ გათი-თოებულ შტატებთან შედარებით. მაგრამ რა არის არსი ამ უპირატესობისა? ის, რომ არჩეულ წარმომადგენლებს თავიანთი განათლებული შეხედულებებითა და ქველი გრძნობებით ადგილობრივი ცრურწმენები და უსამართლო ზრახვები დაუძლევიათ? არავინ მოჰყვება იმის უარყოფას, რომ შეერთებული შტატების წარმომადგენლები სწორედ ამ ღირსებებით იქნებიან შემკულნი. იქნებ ამ უპირატესობის არსი ისაა, რომ პარტიათა მრავალფეროვნებისა და მრავალრიცხოვნების პირობებში ერთ რომელიმე მათგანს გაუძნელდება სხვებზე უპირატესობის მოპოვება და მათი ინტერესების უგულვებელყოფა? ბუნებრივია, რომ ერთი კავშირის შიგნით მოქცეული სხვადასხვა დაჯგუფებები ამ კავშირის უსაფრთხოების ზრდას შეუწყობს ხელს. ზემოხსენებული უპირატესობების არსი ეგებ ის იყოს, რომ კავშირის პირობებში უამრავი დაბრკოლება ექმნება მიკერძოებულ უმრავლესობას. ერთობ გაუჭირდება მას თანამზრახველთა შემოკრება და თავისი იდუმალი ზრახვების განხორციელება. კავშირის სიდიდეს, ამ მხრივ, მართლაც რომ საგრძნობი უპირატესობა აქვს. გამთიშველობის სულით შეპყრობილმა ლიდერმა შესაძლებელია, სამოქალაქო დაპირისპირების ხანძარი გააჩაღოს თავის შტატში, მაგრამ იგი სხვა შტატებში მის გადატანას ვერ მოახერხებს. კონფედერაციის ერთ ნაწილში რელიგიური სექტა შესაძლოა, პოლიტიკურ პარტიად გადაგვარდეს, მაგრამ შეუძლებელი იქნება ასეთი რამ მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდეს. ამის საწინდარი კი ამერიკის მთელ ტერიტორიაზე მიმოფანტული უამრავი რელიგიური სექტაა. ფასიანი ქაღალდების გამოშვების, ვალების გაუქმებისა თუ ქონების თანაბრად განაწილებისკენ, ანდა სხვა რამ უმართებულო და საზიანო ჩანაფიქრის განხორციელებისკენ მოწოდებამ შესაძლოა, ცალკეული შტატი მოიცვას, მაგრამ წარმოუდგენელია, რომ იგი მთელი კავშირის მასშტაბით განხორციელდეს. ადვილი შესაძლებელია, რომ ასეთი რამ რომელიმე შტატის ერთ რომელიმე ოლქში მოხდეს, მთელი შტატის მასშტაბით კი მისი განხორციელება ნაკლებად დამაჯერებელია. ამრიგად, მთელი კავშირის მასშტაბით გამართულ რესპუბლიკურ მმართველობას ხელთ აქვს სამკურნალო საშუალებანი იმ სნეულებათა დასამარცხებლად, რომლებიც მმართველობის ამ ფორმას ახასიათებს. ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ იმით, რომ რესპუბლიკელები ვართ, რესპუბლიკური პრინციპებისადმი ერთგულებით გამოვირჩევით, მაგრამ ასეთივე რუდუნებით უნდა ვეპყრობოდეთ ფედერალიზმის სულს და ფედერაციული პრინციპების მიხედვით ქვეყნის მოწყობას თავგამოდებით უნდა ვესწრაფოდეთ.

პუბლიუსი (მედისონი)

293

T a v i IX

1830 იხნება სარკინიგზო ხაზი მანჩესტერსა და ლივერპულს შორის.

1800

1814 იწყება ვენის კონგრესი

  294

ფრანგი რევოლუციონერები იბრძვიან მონარქიის წინააღმდეგ.

1861 აშშ-ის ჩრდილოეთისა და სამხრეთის შტატებს შორის იწყება ოთხწლიანი სამოქალაქო ომი, რომელიც სრულდება მონობის გაუქმებით აშშ-ში.

1864 ფრანგი მეტალურგი პიერ მარტენი ქმნის ღუმელს ფოლადის გამოსადნობად.

1848 ევროპის მრავალ ქვეყანაში არის რევოლუციები. 295

1870 საფრანგეთ-პრუსიის ომს მოჰყვა ნაპოლეონ III-ის ტახტიდან ჩამოგდება, საფრანგეთის ახალი რესპუბლიკის გამოცხადება და გერმანიის გაერთიანება.

მოგეთხოვებათ შემდეგი ცნებების, ტერმინების, სახელების და წლების ცოდნა ჩარტიზმი  ტრედ-უნიონები „სოციალური დარვინიზმი“ თანზიმითის ხანა კარტელი გულისტანის ზავი თურქმენჩაის ზავი ყირიმის ომი პარიზის კომუნა „ახალი ოსმანები“ აბოლიციონიზმი

კარლ ბენცი გოტლიბ დაიმლერი პიერ მარტინი გუსტავ ეიფელი მიშელ შევალიე  მაჰმუდ II  შარლ X 

ლუი ფილიპე ნაპოლეონ III  ნიკოლოზ I  კლემენტ ფონ მეტერნიხი ფრიდრიხ ვილჰელმ IV  კამილო დე კავური ჯუზეპე მაძინი ჯუზეპე გარიბალდი ოტო ფონ ბისმარკი აბდულ-აზიზი თომას ჯეფერსონი აბრაჰამ ლინკოლნი ვილჰელმ I 

1813- გულისტანის ზავი 1830- რევოლუცია საფრანგეთში 1848-1849 - რევოლუციები ევროპაში 1853-1856 - ყირიმის ომი 1861- ბატონყმობის გაუქმება რუსეთში 1870-1871- საფრანგეთ-პრუსიის ომი 1871, მარტი-მაისი - პარიზის კომუნა 1871-1918 - გერმანიის იმპერია, მეორე რეიხი 1861-1865 - სამოქალაქო ომი აშშ-ში

მასალის კითხვისას მოახდინეთ ფოკუსირება შემდეგ საკვანძო საკითხებზე: 1. ტექნოლოგიებსა და კომუნიკაციაში მომხდარი რევოლუციური ძვრების გავლენა მსოფლიო ვაჭრობის, ეკონომიკისა და მრეწველობის განვითარებაზე; 2. XIX საუკუნის ევროპული რევოლუციები და მუშათა კლასის ბრძოლა მშრომელთა უფლებებისათვის; 3. იდეოლოგიების დაპირისპირება ევროპაში და ბრძოლა სოციალური და ეროვნული თავისუფლებისათვის; 4. როგორ მიაღწიეს დამოუკიდებლობას ცენტრალური და ლათინური ამერიკის ერებმა? 5. იმპერიისა და რესპუბლიკის მონაცვლეობა საფრანგეთში XIX საუკუნეში; 6. აშშ-ში სამოქალაქო ომის მიზეზები და შედეგები.

296

msoflio 1815-1870 wlebSi

Tavi sarCevi:

IX

§ 1. ეპოქის მოკლე დახასიათება

მოსახლეობა. 1800 წლისთვის ევროპის მოსახლეობა 200 მილიონს აღწევდა, ხოლო 1900 წლისთვის კი — 400 მილიონსაც გადააჭარბა. მოსახლეობის ზრდა ოდნავ დამუხრუჭდა XX საუკუნეში, განსაკუთრებით დანარჩენი მსოფლიოს მოსახლეობის ზრდის ფონზე. თუმცა, 1950 წლისთვის ის მაინც უკვე 550 მილიონს შეადგენდა. თუ ამ რიცხვებს დანარჩენი მსოფლიოს მოსახლეობის ზრდის მაჩვენებლებსაც შეუაფარდებთ, აღმოჩნდება, რომ დედამიწის მოსახლეობა, ცივილიზაციის გაჩენიდან XIX საუკუნემდე ყოველ ათასწლეულში, ორმაგდებოდა; ხოლო მხოლოდ XIX საუკუნეში, ევროპის, ისევე როგორც დანარჩენი მსოფლიოს მოსახლეობა, გაორმაგდა. თანამედროვე მსოფლიოში მოსახლეობა უკვე ყოველ 20-30 წელიწადში ორმაგდება. აშკარაა, რომ ინდუსტრიალიზაციის პროცესსა და მოსახლეობის ზრდას შორის პირდაპირი ურთიერთკავშირია. XIX საუკუნეში სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა ორი მიზეზით უჩვეულოდ გაიზარდა: 1) მნიშვნელოვნად იმატა დამუშავებული მიწების ფართობმა, 2) ყოველი მუშის მიერ წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტი გაიზარდა ახალი ტექნოლოგიების წარმოქმნა-გამოყენების შესაბამისად. მართლაც, ხელოვნური სასუქების გაჩენამ, მანამდე დაუმუშავებელი, ხრიოკი მიწების ათვისებაც შესაძლებელი გახადა. რკინის გაიაფებამ კი ხელსაწყო-იარაღების გამრავალფეროვნება და თვისობრივი გაუმჯობესება გამოიწვია; რომ არაფერი ვთქვათ, ორთქლის გამწევი ძალის გაჩენაზე, რამაც თავის მხრივ დიდად შეუწყო ხელი, როგორც მანამდე გამოუყენებელი მიწების სავარგულებად ქცევას, ისე სავარგულებზე მოყვანილი მოსავლის მნიშვნელოვან ზრდას.

რესურსები. ტექნოლოგიურმა განვითარებამ და მისმა მოთხოვნებმა მანამდე უცნობი ან მხოლოდ ნაწილობრივ გამოყენებული ბუნებრივი რესურსები აამოქმედა. ამ მხრივ უპირველესი მაგალითი იგივე ქვანახშირია, რამაც მძიმე მრეწველობის განვითარებას შეუწყო ხელი, ხოლო სადაც ქვანახშირის მადანი არ მოიპოვებოდა, იქ ტრადიციულ ენერგომატარებლებთან ერთად (წყალი, ქარი) ქვანახშირის იმპორტს ახდენდნენ. ჰიდროელექტრო სადგურების გაჩენასთან ერთად, ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია, შვედეთი თუ ნორვეგია — ეს პრობლემაც მოეხსნათ. სხვა ტიპის მადნეულის სიმცირისა, თუ ამოწურვის ანაზღაურება იმით ხდებოდა, რომ ევროპამ საკუთარ კოლონიებში დაიწყო გეოლოგიური ექსპედიციების გაგზავნა და უკვე XIX ს-ში სხვა, პოლიტიკურ მიზეზებთან ერთად, ესეც უბიძგებდა მას ექსპანსიისაკენ. ინდუსტრიის მამოძრავებელი მეორე უმთავრესი წყარო ნავთობის მოპოვება-გამოყენება გახდა და, საბოლოოდ, კარლ

297

§ 1. ეპოქის მოკლე დახასიათება..297 § 2. ევროპა და ამერიკა 1815-1870 წლებში ...................... 311

ბენცისა და გოტლიბ დაიმლერის წყალობით ცივილიზიციამ შიდაწვის ძრავაც მიიღო. ისტორიის ნებისმიერ მონაკვეთში ტექნოლოგიური პროცესების განვითარებაზე მსჯელობისას, მუდამ უნდა გვახსოვდეს განსხვავება ისეთ ცნებას შორის, როგორიცაა — გამოგონება, ანუ სიახლის შეტანა და მისი წარმოებაში დანერგვა. ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ნებისმიერ გამოგონებას თავისთავად არავითარი ეკონომიკური ეფექტი არ მოაქვს; მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი ეკონომიკურ პროცესში ჩაერთვება, ანუ წარმოებაში დაინერგება, შეიძლება მის სარგებლიანობაზე ვილაპარაკოთ. მაგალითად, ჯეიმზ უატის მიერ თომას ნიუქომენისეული ორთქლის ძრავის გაუმჯობესებას, თავისთავად, არავითარი ეკონომიკური ეფექტი არ მოუხდენია, სანამ მეთიუ ბოულტონთან შეამხანაგების შემდეგ, ის ამ ძრავების სერიულ წარმოებას არ შეუდგა. რაც შეეხება, სიახლეთა გავრცელების პროცესს, აქ იგულისხმება როგორც ადგილობრივ ინდუსტრიაში, ასევე, საზღვრებს გარეთ, ასე ვთქვათ, საყოველთაოდ დანერგვის მასშტაბები. თუმცა, ეს სულაც არ გახლავთ ავტომატური პროცესი, სხვადასხვა ქვეყნებში ამა თუ იმ ტიპის ინდუსტრიის მოთხოვნების მიხედვით, განსხვავებული გარემოსა თუ განსხვავებული კულტურული მახასიათებლების გამო, ტექნოლოგიური სიახლის წარმოებაში დანერგვის ტემპი შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავებული აღმოჩნდეს.

კარლ ბენცი 1844-1929

იაფი ფოლადი. უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგიური სიახლეები, რაც რკინის წარმოებას შეეხება, XIX საუკუნის II ნახევრიდან დაინერგა და მეფოლადეობის სწრაფ განვითარებას შეუწყო ხელი. ფოლადი, ფაქტიურად, რკინის განსაკუთრებული ნაირსახეობაა. ის ნაკლებ ნახშირბადს შეიცავს, ვიდრე უბრალო რკინა, თუმცა მეტს — ვიდრე ნაჭედი. შესაბამისად, ის მეორეზე ნაკლებად მყიფეა და პირველზე უფრო მკვრივი და გამძლე. იგი უხსოვარი დროიდან იწარმოებოდა, მაგრამ ძალზე მცირე რაოდენობით და ძვირიც ჯდებოდა. XIX ს-ის 60-იან წლებში ფრანგმა მეტალურგმა პიერ მარტენმა და ძმებმა სიმენსებმა შექმნეს ღია ტიპის ღუმელი — ე.წ. სიმენს-მარტენის ღუმელი, რომელმაც მაღალხარისხოვანი ფოლადის მასიურად დნობა გახადა შესაძლებელი. ფოლადის ინდუსტრიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მრეწველობის სხვა დარგების განვითარებისათვის: ფოლადის ლიანდაგები, რკინის ლიანდაგებთან შედარებით, გაცილებით გამძლეც იყო და უსაფრთხოც; ფოლადის კონსტრუქციების გამოყენებამ

გოტლიბ დაიმლერი

პიერ მარტენი

გუსტავ ეიფელი

1834-1900

1824-1915

1832-1923

298

გემთმშენებლობაში, უფრო დიდი მსუბუქი და სწრაფი ხომალდების აგება გახადა შესაძლებელი; ფოლადის ჯავშანსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა სამხედრო საქმეში. სწორედ ფოლადის დამსახურებაა ცათამბჯენებისა თუ სხვადასხვა მასიური ნაგებობების მაგ., ეიფელის კოშკის აგებაც. ძალიან მალე, ფოლადმა თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა ხე და რკინა არა მარტო ხელსაწყოების, არამედ ასეულობით სხვა ნაწარმის წარმოებაშიც — იქნებოდა ეს ორთქლის ძრავები, თუ გნებავთ, თმის სამაგრები.

ტრანსპორტი და კომუნიკაციები. XIX ს. ეკონომიკური განვითარების სიმბოლოდ შეგვიძლია მაინც ორთქლმავალი და ზოგადად, რკინიგზა მივიჩნიოთ. ორთქლმავლის გამოჩენა პირველი ორთქლის ლოკომოტივი ევოლუციური პროცესი იყო. მისი წინაპარი, რაღა თქმა უნდა, 1804 წელს შექმნა კორნუოლელმა ჯეიმზ უატის ორთქლის მანქანა გახლდათ, მაგრამ ის ინჟინერმა რიჩარდ ტრევიჩიკმა. მეტისმეტად მძიმე იყო და არც გამწევი ძალა ჰქონდა საკმარისი. უფრო მეტიც, თავად უატი ეწინააღმდეგებოდა საკუთარი გამოგონების მოძრავ კონსტრუქციად გამოყენებას მისი საფრთხის შემცველობის გამო, და სანამ უატის პატენტს ყავლი არ გაუვიდა, პროგრესიც არ ჩანდა. მხოლოდ XIX ს-ის დასაწყისში შეიქმნა ორთქლის მაღალ წნევაზე მომუშავე პირველი ლოკომოტივი, რომელიც ლიანდაგზე მოკლე მანძილებზე მიმოდიოდა. ამ ორთქლმავლის გაუმჯობესებას ბევრი ინჟინერი ცდილობდა, მაგრამ ყველაზე შესამჩნევ წარმატებას მაინც თვითნასწავლმა ჯორჯ სტეფენსონმა მიაღწია. სწორედ მისმა გამოგონებამ შეუწყო ხელი ლივერპულსა და მანჩესტერს შორის მსოფლიოში პირველი სარკინიგზო ხაზის გახსნა-ამუშავებას (1830). აქ ვაგონები სწორედ სტეფენსონის ნახაზების მიხედვით შექმნილ ლოკომოტივებს, ე.წ. „სტეფენსონის რაკეტებს“ დაჰყავდათ. უკვე 1850 წლისთვის დიდ ბრიტანეთში სარკინიგზო ქსელი, შეიძლება ითქვას, უკვე მთლიანად ჩამოყალიბდა; ბელგიაში, კიდევ უფრო ადრე — 1845 წელს; საფრანგეთში — გაჭიანურებული საპარლამენტო დებატების გამო (ვერ გადაეწყვიტათ, რკინიგზა მთლიანად სახელმწიფო საკუთრება უნდა ყოფილიყო, თუ მთლიანად კერძო სექტორისთვის დაეთმოთ) — ცოტა უფრო გვიან, 60-იანი წლებისთვის. პირველი ორთქლმავლები, მართალია, თავის დროის სასწაულად აღიქმებოდა, სინამდვილეში საკმაოდ პრიმიტიული იყო. თანდათანობითმა გაუმჯობესებამ XIX ს-ის ბოლოსა და XX სის გარიჟრაჟზე, უკვე ბევრად დიდი, მძლავრი ლოკომოტივების შექმნამდე მიგვიყვანა, თუმცა იმ დროისათვის მათ ერთპიროვნულ ბატონობას უკვე კონკურენციას უწევდა ელექტრობაზე, თუ დიზელის საწვავზე მომუშავე ახალი ტიპის ლოკომოტივები.

ჯორჯ სტეფენსონი ეიფელის კოშკი (პარიზი)

1781-1848 299

ბრიტანეთის სარკინიგზო ქსელი (1900)

სუეცისა და პანამის არხები სუეცის არხის მშენებლობა 1859 წელს დაიწყო და 1869 წელს დასრულდა. პანამის არხის მშენებლობა 1881 წელს დაიწყო. ამ არხში პირველმა გემმა 1914 წელს გაიარა. პანამის არხი ოფიციალურად 1920 წლის ივლისში გაიხსნა.

ალპებში სარკინიგზო გვირაბების გაჭრა უკვე XIX ს-ის 70-იან წლებში დაიწყო. საძინებელი ვაგონები ამერიკაში 1837 წლიდან გაჩნდა, თუმცა ევროპაში მხოლოდ 70-იან წლებში გადაიღეს, როცა ახალ-ახალმა სარკინიგზო მაგისტრალებმა უკვე სხვადასხვა ქვეყნები ერთმანეთთან დააკავშირა. ცნობილი „აღმოსავლეთის ექსპრესი“ კი პირველად 1883 წელს ჩავიდა პარიზიდან სტამბოლში. ამ პერიოდის ინდუსტრიის განვითარებაში თავისი სიტყვა ორთქლისძრავიანმა გემებმაც თქვეს. პირველი ასეთი გემი 1807 წელს გავიდა მდინარე ჰუძონზე. თავდაპირველად ეს გემები, ძირითადად, ქვეყნის შიდა ნავიგაციისთვის გამოიყენებოდა; ქვეყანათშორისი საზღვაო მიმოსვლის ჯერი მხოლოდ მას შემდეგ დადგა, რაც ხრახნი და მრავალცილინდრიანი ძრავა გამოიგონეს. მსოფლიო ეკონომიკაში ორთქლის გემების ჩართვას, ასევე, დიდად შეუწყო ხელი სუეცისა და პანამის არხების გაყვანამ. რკინიგზას და ორთქლის ძრავიან მდინარის გემებს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური განვითარებისათვის, ვინაიდან მათი მეშვეობით ამერიკელებს საშუალება მიეცათ თავისი ქვეყნის უზარმაზარი ტერიტორია ერთმანეთთან უფრო მჭიდროდ დაეკავშირებინათ, რამაც ვაჭრობისა და ერთიანი ბაზრის განვითარებაც დააჩქარა. ქვანახშირის მოპოვების, მეტალურგიისა თუ ხე-ტყის გადამამუშავებელი დარგების აყვავებაც სწორედ რკინიგზის დამსახურებაა. XIX ს-ის დასაწყისში ქაღალდის მწარმოებელი მანქანადანადგარების (1800) და ცილინდრული საბეჭდი პრესის (1812) დანერგვამ, საოცრად გააიაფა წიგნებისა და გაზეთების ბეჭდვა. XIX ს-ის 60-იანი წლებიდან ქაღალდი უკვე მთლიანად ხის მერქანისაგან მზადდებოდა, ხოლო საუკუნის ბოლოსათვის ლინოტიპის მანქანის ამუშავებამ, ყოველდღიური გაზეთების ნამდვილი ბუმი გამოიწვია. 1840 წელს ბრიტანეთმა მიმოქცევაში პირველი, ერთი პენის ღირებულების საფოსტო მარკები გამოუშვა, რამაც საფოსტო სისტემის ეფექტურობა ორჯერ გაზარდა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო ამერიკელი სემიუელ მორზეს მიერ ელექტროტელეგრაფის გამოგონება. საუკუნის შუა წლებში, ევროპისა და ამერიკის ყველა მნიშვნელოვანი ქალაქი უკვე სატელეგრაფო ხაზებით უკავშირდებოდა ერთმანეთს; XIX ს-ის 60-იან წლებში ამერიკელებმა წყალქვეშა სატელეგრაფო კაბელი გაიყვანეს ატლანტის ოკეანეში და ევროპა ახლა ამგვარადაც დაუკავშირდა ამერიკას. საუკუნის

პირველი ბრიტანული საფოსტო მარკა. გამოსახულია დედოფალი ვიქტორია.

სემიუელ მორზე 1791-1872

300

ბოლოს კი ტელეფონის აპარატიც გამოიგონეს, რამაც კომუნიკაციის საშუალებები ლამის საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახადა. ცოტა ხნით ადრე დაიწყო საბეჭდი მანქანის სერიული წარმოება, რასაც განუზომლად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა: ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მან არცთუ მცირე როლი ითამაშა ქალთა დასაქმებისა და ემანსიპაციის საქმეში.

გამოყენებითი მეცნიერება. შესაძლებელი გახდა ყოველივე ზემოთჩამოთვლილი სამეცნიერო მონაპოვართა საწარმო პროცესში დანერგვა. სხვას რომ თავი დავანებოთ, თუნდაც ელექტროინდუსტრიაში ჩართვა, გარკვეულ მეცნიერულ ცოდნას, გაწაფულობასა და კომერციულ ფხასაც მოითხოვდა. რა თქმა უნდა, მეცნიერები მასიურად არ იქცნენ ბიზნესმენებად და არც ბიზნესმენები მიაწყდნენ უნივერსიტეტებს — უბრალოდ, მეცნიერთა, ინჟინერ-გამომგონებელთა თუ ბიზნესმენთა ურთიერთკავშირი უფრო მჭიდრო გახდა და არცთუ იშვიათი იყო მათ მიერ ფუნქციათა შეთავსებაც. მაგალითად, რადიოს გამომგონებელი მარკონი ბიზნესმენი იყო და ასეთად დარჩა კიდეც; ედისონი კი, რომლის სახელს ფონოგრაფის, მოძრავ-სურათებიანი აპარატის, ელექტრონათურისა თუ უამრავი სხვა სიახლის გამოგონება უკავშირდება, ცნობილი მეწარმე იყო აშშ-ში. მთლიანობაში კი, პროცესი იმდენად რთული და მრავალმხრივი გახლდათ, რომ აუცილებელი შეიქნა სხვადასხვა პროფილის სპეციალისტთა გუნდებად შეკვრა. საინტერესო ვითარება იყო მეტალურგიაშიც, სადაც დიდი როლი ითამაშა ქიმიის მეცნიერულმა მიღწევებმა. საქმე ისაა, რომ ყველა ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ლითონი — რკინა, სპილენძი, ვერცხლისწყალი, ოქრო თუ ვერცხლი — უხსოვარი დროიდან იყო ცნობილი, მაგრამ ფრანგ ანტუან ლავუაზიეს სახელთან დაკავშირებული ქიმიის რევოლუციის შედეგად XIX ს-ში გაჩნდა, ასევე, თუთია, ალუმინი, ნიკელი, მაგნეზიუმი და ქრომი. შესაძლებელი გახდა სხვადასხვა ლითონების ურთიერთშერევით სრულიად სხვა, ბევრად უფრო მტკიცე შენადნობების მიღებაც. ქიმიამ, ასევე, დიდი წვლილი შეიტანა კვების მრეწველობაში — ხელოვნური სასუქების მეშვეობით მოსავლიანობის ზრდის საქმეში, ახალ-ახალი საკვების წარმოებასა და მის შენახვაში, ხოლო გაყინვამ და სხვადასხვა სახის კონსერვაციამ კაცობრიობას საშუალება მისცა, დედამიწის შორეული წერტილები აეთვისებინა. ნიშან-დობლივია, რომ მთლიანობაში XIX ს-მ სათავე დაუდო ევროპული იმპერიალიზმის აღორძინებას. იმპერიალიზმის იდეის დამცველები კოლონიების დაპყრობის საჭიროებას იმით ასაბუთებდნენ, რომ ევროპის მოწინავე ქვეყნების ჭარბ კაპიტალს ახალი ბაზრები, ხოლო თვით ამ ქვეყნების წარმოებას ნედლეულის ახალი წყარო ესაჭიროებოდა. იმავდროულად, კოლონიები, ინდუსტრიალიზაციის გზაზე დამდგარი სახელმწიფოების სწრაფად მზარდი მოსახლეობებისათვის, ვითომდა, ახალ სამკვიდროდაც გამოდგებოდა. ამ ბოლო მოსაზრების სიმცდარე იოლი დასამტკიცებელია: კოლონიათა უმრავლესობა ხომ იმგვარ კლიმატურ ზონებში მდებარეობდა, რაც ევროპელთათვის გაუსაძლისი იყო — ემიგრანტთა უმრავლესობა ამჯობინებდა ისეთ

301

ელექტროტელეგრაფით ინფორმაციის გადაცემის იდეა XIX სის 20-იან წლებში ჩაისახა. ამ იდეის სრული განხორციელება წილად ამერიკელ სემიუელ მორზეს ხვდა. მან 1837 წელს ტელეგრაფისათვის საგანგებო მორზეს ანბანი შექმნა. ხოლო 1843 წელს ამერიკის ორ ქალაქს შორის პირველად ინფორმაცია გადასცა.

ქიმიის რევოლუცია — ასე ეწოდება ქიმიის ზუსტ მეცნიერებად გადაქცევას.

თომას ედისონი 1847-1931

სოციალური დარვინიზმი არის ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომლის წარმომადგენლებსაც დარვინის ევოლუციური თეორია ცოცხალი ბუნებიდან ადამიანთა საზოგადოებაზე, ანუ სოციალურ ურთიერთობებზე მექანიკურად გადაჰქონდათ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ როგორც სახეობების წარმოქმნისას, ისე ადამიანთა საზოგადოებაში ძლიერი იმარჯვებს და ამას ძლიერის გადარჩენის ინსტინქტითა და ძლიერის საჭიროებებით ამართლებდნენ. ამ მიმდინარეობის უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი, ჰერბერტ სპენსერი თავად ანტი–იმპერიალისტი იყო, მაგრამ მისი მოძღვრება იმპერიალიზმის თეორიულ გამართლებას წარმოადგენდა.

დამოუკიდებელ სახელმწიფოებში ეძია ბედი, როგორიც შეერთებული შტატები თუ არგენტინა იყო. ბევრი იყო ბრიტანეთის იმპერიის მმართველობის მქონე ტერიტორიებზე დასახლების მოსურნეც. მართალია, კოლონიები, ზოგიერთ შემთხვევაში, ახალ-ახალი ნედლეულის წყაროს წარმოადგენდა, მაგრამ ამ ნედლეულის ათვისება უცილობლად პოლიტიკური კონტროლის დაწესებაც სულაც არ მოითხოვდა. სინამდვილეში, ევროპული მრეწველობისათვის ნედლეულის უმთავრეს მომწოდებლებს ხომ ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკა და ბრიტანეთის დომინიონი — ავსტრალია წარმოადგენდა. ბოლომდე მართებული, ალბათ, ვერც ის მოსაზრება იქნება, თითქოს იმპერიალიზმს, როგორც ეკონომიკურ ფენომენს, კოლონიებში ჭარბი კაპიტალის ინვესტირება ამართლებს, რადგან სტატისტიკის თანახმად, მძლავრი ინდუსტრიული სახელმწიფოები საკუთარ ჭარბ კაპიტალს უფრო სხვა, დამოუკიდებელ ქვეყნებში აბანდებდნენ, ვიდრე დაპყრობილ კოლონიებში. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ კოლონიების დაპყრობის საქმეში ძალის პოლიტიკა და მილიტარისტული მისწრაფებები დომინირებდა. მაგ., ინგლისი შორეულ აღმოსავლეთში თავისი ბატონობის აუცილებლობას ინდოეთის საზღვრების დაცვის საჭიროებით ამართლებდა, ინგლისელების მხრივ იგივე მოსაზრებები გაისმოდა წინა აზიისა და მახლობელი აღმოსავლეთის მიმართაც. მათ მიერ ეგვიპტის ფაქტობრივი ოკუპაციაც კი სუეცის არხის დაცვის მოთხოვნებით იყო ახსნილი. ევროპის სხვა ძლიერი ქვეყნებიც თავიანთ ექსპანსიას მსგავსი მიზეზებით ასაბუთებდნენ, ან ეს უბრალოდ, ეროვნული პრესტიჟის საქმედ მიაჩნდათ. რუსეთის იმპერია თავის დაპყრობებს დაპყრობილი ხალხების მხრიდან იმპერიისადმი დახმარების თხოვნით ამართლებდა. თვით ამ ხალხებს კი „თხოვნას“ აიძულებდა მათთვის გაუსაძლისი პირობების შექმნით. ისიც უნდა ითქვას, რომ XIX საუკუნის ინტელექტუალური გარემოც, მაგ., ე. წ. „სოციალური დარვინიზმის“ თეორიის სახით, რომელიც ძლიერის კულტს ქადაგებდა, იდეოლოგიურად ამართლებდა და ამით მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს ევროპის ექსპანსიას. მართლაც ამ თეორიის მქადაგებლის ჰერბერტ სპენსერის ფრთიანი გამოთქმა — გადარჩება უძლიერესი — იმპერიალიზმის დევიზად იქცა. ამერიკის პრეზიდენტი, თეოდორ რუზველტი ხშირად იყენებდა გამოთქმას: ბედისწერა გარდაუვალია, ხოლო ინგლისელი მწერლის რადიარდ

რადიარდ კიპლინგი 1865-1936

ჰერბერტ სპენსერი 1820-1903 302

კიპლინგის ფრაზა — „მცირეწლოვანები, ჩვილები (ასე უწოდებდა ფერადკანიანებს) კანონს არ სდევენ“ — კარგად ასახავს ტიპიურ დასავლურ დამოკიდებულებას სხვა რასის ადამიანთა მიმართ. თავად ევროპელ ქრისტიან მისიონერთა მოღვაწეობაც, დასავლური ზნეობისა და კულტურის უზენაესობის რწმენას ემყარებოდა. მთელი ახალი ისტორიისა და უახლესი ისტორიის უდიდესი პერიოდის განმავლობაში, ყოველ შემთხვევაში XX სის შუა ხანებამდე მაინც, ევროპელები მუდამ ექსპანსიონისტები იყვნენ მოქმედებით, თუმცა კი — სახარებისეული იდეალებით. ცნობილი ანდაზა რომ გავიხსენოთ, მგლები იყვნენ ცხვრის ტყავში გახვეულები. ინსტიტუციური ფორმები. XIX საუკუნის ევროპაში, ინდუსტრიული ცივილიზაციის ჩამოყალიბებას დიდად შეუწყო ხელი იმ ინსტიტუციურმა გარემომ, რომლებიც ხელს არ უშლიდა პირადი ინიციატივის გამოჩენას, წარმოების განვითარებას, გეოგრაფიულ თუ სოციალურ მობილობას; ემყარებოდა კერძო საკუთრებასა და კანონის უზენაესობას. XIX საუკუნის დამახასიათებელი ნიშან-თვისება იყო, როგორც გვახსოვს, კონსტიტუციური მონარქიების ჩამოყალიბება, რიგ შემთხვევებში კი რესპუბლიკურ მმართველობით სისტემაზე გადასვლა, ფეოდალური პრივილეგიების საბოლოოდ დანგრევა-გაქრობა. საარჩევნო კანონმდებლობის დემოკრატიზაცია — მაღალი ქონებრივი ცენზიდან — საყოველთაო არჩევნების მიმართულებით, ოღონდ მხოლოდ მამრობითი სქესისათვის (ქალთა არჩევნებში მონაწილეობის დაშვება უკვე XX ს-ის დამსახურებაა). ყოველივე ეს უაღრესად ხელსაყრელი აღმოჩნდა ზოგადად ეკონომიკური წინსვლაგანვითარებისათვის. აღსანიშნავია, რომ XIX ს-ში ქვეყნის ჩამორჩენილობა ავტოკრატიული, ავტორიტარული, ფეოდალურ-არისტოკრატული რეჟიმების მეტ-ნაკლები სიძლიერით იზომება.

საკანონმდებლო საფუძვლები. ბრიტანეთისათვის ერთი უმთავრესი ამგვარი ბერკეტი ე.წ. „ზოგადი კანონმდებლობა“ გახდა, რომელიც ტრადიციულ ადათებსა და დროით გამოცდილ პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს ეფუძნებოდა. იგი უზრუნველყოფდა კერძო საკუთრების ხელისუფლების თვითნებობისაგან დაცვას (გაიხსენეთ გამოთქმა: „ინგლისელის სახლი — მისი ციხე-სიმაგრეა“) და ამავე დროს, კერძო მეწარმეთა თვითნებობისაგან საზოგადოების ინტერესებსაც ედგა დარაჯად. მანვე მისცა ბიძგი ე.წ. „სავაჭრო კოდექსის“ შექმნას. შემდგომში სწორედ ზემოთხსენებული „ზოგადი კანონმდებლობა“ დაედო საფუძვლად როგორც ამერიკის, ისე ბრიტანეთის სხვა სამფლობელოების კანონმდებლობასაც. ევროპაში კი სრულიად საპირისპირო სურათი იყო: საფრანგეთში, მაგალითად, ძველი რეჟიმი მთლიანად დაემხო და რევოლუციის შედეგად, როგორც გვახსოვს, ნელ-ნელა ახალი კანონმდებლობა ჩამოყალიბდა. ყოველივე ამან ასახვა ჰპოვა, ჩვენთვის უკვე ცნობილ, „ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციაში“, რომელიც ერთი მხრივ მნიშვნელოვანწილად ემთხვეოდა დამოუკიდებლობის ამერიკულ დეკლარაციას, თუმცა თავის მხრივ, თვით ამერიკულ

303

„ზოგადი“ იმ გაგებით, რომ ჯერ კიდევ ნორმანთა ბატონობის პერიოდიდან მოყოლებული, ის საერთო იყო მთელი სამეფოს მოსახლეობისათვის და ადგილობრივ ადათ-წესებსა და კანონებზე მაღლა იდგა.

არასრულწლოვანთა შრომა XIX საუკუნეში.

დეკლარაციას ბევრი ჰქონდა ნასესხები ფრანგი ფილოსოფოსების ნააზრევიდან. ნაპოლეონის ხელისუფლების მიერ რევოლუციურ ეპოქაში შექმნილი კოდექსები, საფრანგეთის საგარეო ომებისა და ექსპანსიის შედეგად, ფაქტობრივად, მთელი ევროპისათვის მისაწვდომი გახდა. ნაპოლეონის კოდექსების ავტორები საშუალო კლასის წარმომადგენლები, იურისტ-ადვოკატები იყვნენ და შესაბამისად, მათ მიერ შექმნილი საკანონმდებლო ნორმები, უპირატესად ამ ახალი, ბურჟუაზიული კლასის ინტერესების გათვალისწინებით იწერებოდა. ჩვენთვის უკვე ცნობილმა ნაპოლეონის სავაჭრო კოდექსმა დაუდო სწორედ საფუძველი თანამედროვე კორპორაციების თუ თანამედროვე ტიპის სავაჭრო-სამრეწველო ასოციაციების ჩამოყალიბებას. უკვე ნაპოლეონის ხანაში სხვადასხვა კორპორაციების ორნაირი სახეობა არსებობდა და მათ განვითარებას თითქმის ყველგან დიდი მნიშვნელობაც ენიჭებოდა: ეს იყო: ა) უბრალო პარტნიორობაზე დაფუძნებული ბიზნეს-ორგანიზაციები, სადაც ყოველი მოწილე თანაბარ პასუხისმგებლობას ინაწილებდა; ბ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები, სადაც მოწილეთა აქტივობისა და მონაწილეობის ხარისხი განსხვავებული იყო. ეს მეორე ფორმა განსაკუთრებით გავრცელდა კონტინეტზე და სასიცოცხლოდ აუცილებელი ფუნქციებიც კი იკისრა სავაჭრო თუ სამრეწველო კაპიტალის დაგროვების მხრივ. ზოგადად კი ამგვარი ორგანიზაციების მომრავლებამ დიდად შეუწყო ხელი ე.წ. „ახალი ინდუსტრიული ხანის“ დადგომას. ევროპის დიდ სახელმწიფოთაგან მხოლოდ ოსმალთა იმპერია და რუსეთი დარჩა ამ პროცესების მიღმა.

კლასობრივი სტრუქტურა და კლასობრივი ბრძოლა. საფრანგეთის რევოლუციის შემდგომ პერიოდში, სოციალური პირამიდის თავში, რეალურად მიწათმფლობელები მოექცნენ, რომელთა შორის ძველი ფეოდალური წოდებების — არისტოკრატიისა და უმაღლესი სამღვდელოების გარდა, მესამე წოდების — ბურჟუაზიის განსაკუთრებით გამდიდრებული წარმომადგენლებიც მოხვდნენ, რომლებიც არისტოკრატიას შეერწყნენ. ამ ფენის სოციალური სტატუსისა და პოლიტიკური ძალაუფლების თავი და თავი კვლავ მიწა იყო. შემდეგ მოდიოდა ე.წ. მსხვილი ბურჟუაზია, რომელსაც დიდვაჭრები, მაღალჩინოსნები და მსაჯულ-ვექილები წარმოადგენდნენ. მათ, უმრავლეს შემთხვევაში, საკუთარი მიწაც გააჩნდათ, მაგრამ ძირითადი საყრდენი, რომელსაც ეკონომიკური კეთილდღეობა ემყარებოდა, მაინც პროფესიული ცოდნა, სხვადასხვა ბიზნესში ჩადებული წილებისა თუ აქციების ქონა და მაღალ არისტოკრატიასთან პირადი კონტაქტები წარმოადგენდა. სოციალურ კიბეზე მათ ქვემოთ საფეხური წვრილ ბურჟუაზიას ეკავა, რომელიც ხელოვანი ხალხის, ხელოსნებისა და დამოუკიდებელი კერძო მოვაჭრეებისაგან შედგებოდა. სულ ქვემოთ, სოციალური კიბის დასაწყისში — გლეხები, მსახურები, მუშები და სხვა დაბალი ფენები იმყოფებოდნენ. ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასაწყისში, გლეხობა მაინც უმრავლესობას შეადგენდა, მაგრამ უკვე საუკუნის ბოლოს, განვითარებულ ქვეყნებში მათი რიცხვი მკვეთრად შემცირდა, ხოლო პოლიტიკურად სრულიად უმნიშვნელო გახდა. მიწათმფლობელები, ანუ არისტოკრატია და გაარისტოკრატებული

304

ბურჟუაზია თითქოს ისევ ინარჩუნებდა სოციალურ პრესტიჟსა და პოლიტიკურ ძალაუფლებას, მაგრამ მზარდი საშუალო კლასი, ანუ მსხვილი ბურჟუაზია უკვე კრიჭაში ედგა მას და დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში, ისევე როგორც საუკუნის მიწურულს — ცენტრალურ ევროპაშიც, მათი წარმომადგენლები წამყვანი პოლიტიკური ფიგურები ხდებოდნენ. გლეხობის რიცხვის შემცირება ეკონომიკაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილების შედეგად, მისი ქალაქებში მიგრაციამ განაპირობა. ამიტომ, XIX საუკუნე ქალაქების მოსახლეობის სწრაფი ზრდის საუკუნეცაა. თანაფარდობა სოფლისა და ქალაქის მცხოვრებლებს შორის XIX ს-ის ბოლოსათვის უკვე ქვეყნის ინდუსტრიული განვითარების მაჩვენებელი ხდება. ამ კუთხით თუ გადავხედავთ ესპანეთს, იტალიას, ასევე, რუსეთის იმპერია, მათი დახასიათება ერთგვაროვნად შეიძლება: 1914 წლამდე, აქ ინდუსტრიალიზაციის კვალიც არ ჩანდა. ამას ემატებოდა სწავლა-განათლების დაბალი დონე და ხელისუფლების ინდიფერენტულობა თუნდაც აგრარული რეფორმების მიმართ. საქმე ისაა, რომ ინგლისის მაგალითზე კარგად გამოჩნდა, სოფლის მეურნეობის მაღალი მოსავლიანობა აუცილებელია მოსახლეობის არა აგრარულ სექტორში დასაქმებულთა გამოსაკვებად და მუშახელის გამოსათავისუფლებლად სხვა დარგების განვითარებისათვის. შედარებისთვის, XIX ს-ის შუა წლებში ინგლისის მოსახლეობის სულ 20% იყო სოფლის მეურნეობაში დასაქმებული, იტალიაში კი — 60, ესპანეთში 70, რუსეთში კი 80. XX საუკუნეში, როცა ინგლისში ეს რიცხვი 10%-მდე შემცირდა, ხოლო ბელგიასა და ნიდერლანდებში 20 %-მდე, 3040%-მდე — საფრანგეთსა და გერმანიაში, იტალიაში ის კვლავაც 50%-იან ნიშნულზე ზემოთ იყო, დაახლოებით 60%-ზე — პირინეის ნახევარკუნძულზე და 70%-ზე მეტი — რუსეთსა და ბალკანეთის ქვეყნებში. გლეხების ქალაქებში გადასახლებამ წარმოებაში დასაქმებულ მუშათა რიცხვი მნიშვნელოვნად გაზარდა. მართლაც, მუშათა კლასი, XIX საუკუნის დასაწყისში მოსახლეობის უმცირესობას შეადგენდა, მაგრამ ინდუსტრიალიზაციის ხანის დადგომასთან ერთად, მათმა რიცხვმა მკვეთრად იმატა. ამას, ბუნებრივია, მუშათა გამოსვლებიც მოჰყვა, რამაც შრომითი კანონმდებლობაც განავითარა. XIX ს-ის შუა წლებამდე არ არსებობდა არავითარი შრომის კოდექსები, სადაც რაიმენაირად დაცული იქნებოდა მუშათა ინტერესები. მუშების პირობები გაუსაძლისი იყო. მეწარმეები თანხების დაზოგვის მიზნით მუშებს არც ჰიგიენით, ნორმალური კვებითა და არც უსაფრთხო სამუშაო ადგილებით არ უზრუნველყოფდნენ. ქალებისა და ბავშვების შრომა კაცის შრომის ტოლად არ ითვლებოდა, ამიტომ ნაკლებად ანაზღაურებადი იყო. ამან მათი დაქირავება მიმზიდველი გახადა; 10-13 წლის ბავშვები 12-14 საათი მუშაობდნენ და ეს ჩვეულებრივ ნორმად ითვლებოდა. XIX საუკუნის 30-40-იან წლებში დაიწყო საგაფიცვო მოძრაობა. მუშები იფიცებოდნენ, ანუ სამსახურში შეთანხმებულად არ ცხადდებოდნენ. ისინი ხელფასის გაზრდასა და სამუშაო დღის რეგლამენტირებას მოითხოვდნენ. ჩარტიზმი. მუშათა პირველი გამოსვლები, რომლებიც მათი პოლიტიკური უფლებების მოპოვებისა და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისაკენ იყო მდგომარეობის

305

ჩარტისტების შეკრება ლონდონში, 1848

ლონდონი XIX საუკუნეში

მიმართული, ბუნებრივია, ინგლისში დაიწყო, ვინაიდან ინგლისი ყველას უსწრებდა მსხვილი საწარმოების რაოდენობით, სადაც ასეულობით მუშა მუშაობდა. მუშათა თვითშეგნების ზრდას ინგლისში მასობრივი პოლიტიკური მოძრაობის წარმოშობა მოჰყვა, რომელიც მსოფლიოში ჩარტიზმის სახელითაა ცნობილი. 1836 წელს მოწინავე მუშათა და ხელოსანთა ჯგუფმა შექმნა ლონდონის მუშათა ასოციაცია, რომელსაც მუშათა მოძრაობისათვის პროგრამა უნდა შეემუშავებინა. ამ პროგრამას „სახალხო ქარტია“ ეწოდებოდა. ქარტია ინგლისურად ჩარტერად გამოითქმის. ამიტომ ამ მოძრაობას ჩარტისტული მოძრაობა ეწოდება. ქარტია შემდეგ მოთხოვნილებებს აყენებდა: არჩევნების ქონებრივი ცენზის გაუქმება და მამაკაცებისათვის საყოველთაო საარჩევნო უფლების მინიჭება, პარლამენტის ყოველწლიური არჩევნები, ფარული ხმის მიცემა, დეპუტატებისათვის ხელფასების დაწესება. მთელ ქვეყანაში დაიწყო სახალხო მოძრაობა; ეწყობოდა მრავალათასიანი მიტინგები. ხელისუფლებამ ამას რეპრესიებით უპასუხა. ერთ ხანს ჩარტისტული მოძრაობა მინელდა კიდეც, მაგრამ შემდგომ ახალი ძალით იფეთქა. ახლა მუშები უკვე ხელფასების გაზრდასა და სამუშაო დღის შემცირებას ითხოვდნენ. ამჯერად მათ პეტიციას უკვე სამ მილიონზე მეტი ადამიანი აწერდა ხელს. პარლამენტმა ეს მოთხოვნაც უარყო. მას ინგლისის ჩრდილოეთ რეგიონებში მუშათა აჯანყება მოჰყვა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. მიუხედავად ამისა, ჩარტისტული მოძრაობის ზეწოლით ინგლისის ბურჟუაზია იძულებული იყო წასულიყო დათმობაზე. 1844 წელს პარლამენტმა 13 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის სამუშაო დღე ექვს ნახევარ საათამდე შეამცირა, ხოლო ქალებისა და ათ წლამდე ბავშვებისათვის მიწისქვეშა სახლებში მუშაობა აიკრძალა. რამდენიმე წლის შემდეგ მიიღეს კანონი ქალებისა და არასრულწლოვანებისათვის ათსაათიანი სამუშაო დღის შემოღების შესახებ. მუშათა კლასის გაერთიანებისა და საკუთარი უფლებების დაცვის ყველაზე გავრცელებული ფორმა პროფკავშირები გახლდათ, რომლებიც, შემდგომში, ზოგიერთ ქვეყანაში მუშათა პოლიტიკურ პარტიებადაც კი გარდაიქმნა. ინგლისში წარმოქმნილი „ახალი მოდელის“ ამგვარი გაერთიანებები — „ტრედ უნიონები“ დიდი წარმატებით საქმიანობდნენ და დამქირავებლებთან მშვიდობიანი მოლაპარაკებებისა თუ ურთიერთდახმარების ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების გზით, მოახერხეს, როგორც სამუშაო პირობების გაუმჯობესება, ასევე, ხელფასების გაზრდა საკუთარი წევრებისათვის. წარმატებებით შეგულიანებული, მუშები უკვე ნაკლებად ერეოდნენ პოლიტიკაში და გაფიცვებსაც მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში თუ მიმართავდნენ ხოლმე. 1913 წლისათვის, პროფკავშირში გაერთიანებულ მუშათა რიცხვმა უკვე 4 მილიონს მიაღწია. XIX ს-ის 40-იანი წლების ბოლოს მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს საფრანგეთის მუშებმა, როდესაც 1848 წლის თებერვლის რევოლუციით შეშინებულმა ხელისუფლებამ პარიზში სამუშაო დღე ათ, რეგიონებში კი თერთმეტ საათამდე შეზღუდა. ცენტრალურ ევროპაში პროფკავშირული მოძრაობა ბევრად უფრო ნელა ვითარდებოდა: სოციალისტური იდეების ფართოდ გავრცელების გამო, მუშები უფრო პარტიული ნიშნით ერთიანდებოდნენ და ერთმანეთშიც კი ვერ ახერხებდნენ

306

საერთო ენის გამონახვას. იგივე ხდებოდა ეკონომიკურად ჩამორჩენილ სამხრეთ ევროპის ქვეყნებსა და ლათინურ ამერიკაში; ხოლო რუსეთში პროფკავშირები საერთოდ აკრძალულიც იყო I მსოფლიო ომის დასრულებამდე. ამერიკის შეერთებულ შტატებში 1886 წელს ჩამოყალიბდა „ამერიკის შრომის ფედერაცია“, რომელიც ძირითადად, იგივე ბრიტანული ტაქტიკით მოქმედებდა, ანუ საკუთარი წევრების კეთილდღეობაზე ზრუნავდა და თეორიულ-იდეოლოგიურ პოლემიკას ნაკლებად უღრმავდებოდა. რაც შეეხება ბრიტანეთის დომინიონებს, იქაც ვითარება ზუსტად მეტროპოლიის შესატყვისი გახლდათ.

სწავლა-განათლება. XIX საუკუნეში ეკონომიკური განვითარების კიდევ ერთი მაჩვენებელი წერა-კითხვის მცოდნეთა რაოდენობის თვალშისაცემი ზრდაა. XIX საუკუნემდე, მხოლოდ გამონაკლისის სახით თუ არსებობდა საზოგადოების კმაყოფაზე მყოფი საგანმანათლებლო დაწესებულებები; შეძლებული ხალხი შვილებისათვის კერძო პედაგოგებს ქირაობდა; რელიგიური და საქველმოქმედო ინსტიტუტები კი მხოლოდ დაწყებითი განათლების მიცემით კმაყოფილდებოდნენ და ისიც ქალაქებში. ტექნიკური ცოდნაც, როგორც წესი, მხოლოდ შეგირდობით და გამოცდილებით მიიღწეოდა. სწავლის გაღრმავებისა და უმაღლესი განათლების მიღება მხოლოდ პრივილეგირებული კლასების წარმომადგენელთა შვილებს შეეძლოთ. პირველად, საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ, გაჩნდა საზოგადოებრივი საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის შექმნის მოთხოვნილება, მაგრამ ე.წ. „რესტავრაციის“ შედეგად, თავად საფრანგეთში ეს წამოწყება მარცხით დასრულდა. თუმცა გერმანიაში, სკანდინავიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელთაც დაწყებითი სკოლების ფართო გამოცდილება ჰქონდათ, საუკუნის ბოლოსათვის სისტემა უკვე სრულად და გამართულად ამოქმედდა. რაც შეეხება ინგლისს, აქ მთელი რიგი განსაკუთრებული კანონები გამოვიდა მომუშავე ბავშვთა გაწვრთნისა თუ მუშასპეციალისტთა ე.წ. „მექანიკის ინსტიტუტებში“ (ფაქტობრივად, საღამოს სკოლებში) აუცილებელი სწავლების განხრით. თუმცა ყველაფერი ეს ჯერ კიდევ შორს იდგა საზოგადოებრივი განათლების ზოგადი სისტემის ჩამოყალიბებისაგან. საინტერესოა აღინიშნოს, რომ საფრანგეთის დიდმა რევოლუციამ მრავალი სხვა სიახლეც შესთავაზა ინდუსტრიულ ხანას: მაგალითად, სპეციალური საინჟინრო თუ სამეცნიერო სასწავლებლები, რომელთაგან ორი დღესაც ფართოდაა ცნობილი — École Politechinიque და École Normale Supérieure. სხვათა შორის, სწორედ მათ თარგზე გამოიჭრა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადემია უესტ-პოინტში. მიგრაცია და საერთაშორისო ინვესტიციები. მიგრაციული პროცესები XIX საუკუნის ერთ-ერთ ზოგად მახასიათებლად შეგვიძლია მივიჩნიოთ. მარტო ბრიტანეთის კუნძულებიდან ამერიკაში 18 მლნ ადამიანი გადასახლდა, ხოლო მთლიანობაში აშშ-მ 35 მლნ. იმიგრანტი შეიფარა. დიდი იყო ემიგრაციის ტალღა ლათინურ ამერიკაშიც. ასევე, კაპიტალის ანუ უცხოური ინვესტიციების ექსპორტიც დიდად

307

რესტავრაცია — აღდგენა.

უწყობდა ხელს საერთაშორისო ეკონომიკის ინტეგრაციას. უცხოური ინვესტიციების განხილვის დაწყება უპრიანი იქნება რესურსების, მოტივაციებისა და მექანიზმების თავისებურებათა გათვალისწინებით. ზოგადად, რესურსებში უცხოური ინვესტიციების ჩადების შესაძლებლობა, თავის მხრივ, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის წყალობით მიღწეულმა ქონებისა და შემოსავლების ზრდამ გახადა შესაძლებელი. თუმცა, შიდა ინვესტიციებისაგან განსხვავებით, საგარეო ინვესტიციას დამატებით საგარეო ვაჭრობიდან შემოსული საგანგებო ფულადი სახსრები ესაჭიროება. ფართო გაგებით, არსებობს სახსრების (ოქროსა თუ უცხოური ვალუტის) ორი ძირითადი კატეგორია, რომელიც საერთაშორისო ინვესტიციებში შეიძლება იქნას გამოყენებული: ერთი რეალური საექსპორტო საქონლით ვაჭრობის შედეგად ჩნდება, მეორე კი ისეთი „უჩინარი“ საექსპორტო საქმიანობების შედეგად, როგორიცაა, მაგალითად, საზღვაო გადაზიდვებით მომსახურება, შემოსავლების საერთაშორისო საბანკო თუ სადაზღვევო ოპერაციები, უცხოეთში სამუშაოდ წასულთა ფულადი გზავნილები, ადრე ჩადებული უცხოური ინვესტიციებიდან მიღებული პროცენტები თუ დივიდენდები. სხვადასხვა შემთხვევაში, ყველა ეს წყარო განსხვავებული კომბინაციით შეიძლება იქნას გამოყენებული. რაც შეეხება, საზღვარგარეთ კაპიტალდაბანდებათა მოტივაციებს, უმთავრესად ესაა ინვესტორის მოლოდინი (არცთუ ყოველთვის გამართლებული) საზღვარგარეთ მეტი მოგება ნახოს, ვიდრე შინ. საგარეო ინვესტიციის მექანიზმები ერთი ქვეყნიდან მეორეში თანხების გადარიცხვისათვის აუცილებელ ღონისძიებათა ერთობლიობას გულისხმობს: სავალუტო და სააქციო ბაზრები, ცენტრალური, კერძო და სააქციო-საინვესტიციო ბანკები, ბროკერების არსებობა და სხვა. ყველა ეს საგანგებო ინსტიტუტი, მართალია, ადრეც არსებობდა, მაგრამ განსაკუთრებით გაფართოვდა და გაძლიერდა XIX საუკუნეში. საგანგებოდ გვინდა აღვნიშნოთ ბრიტანული ინვესტიციები ლათინურ ამერიკაში, რათა უკეთ გავიგოთ საგარეო ინვესტიციების მნიშვნელობა ზოგადად ნაკლებგანვითარებული ქვეყნებისათვის და საერთოდ, მსოფლიო ეკონომიკისათვის. აღნიშნულ რეგიონში ბრიტანეთის ინვესტიციები 1825 წდან 1913 წ-მდე 25 მლნ. ფუნტი სტერლინგიდან თითქმის მილიარდნახევრამდე გაიზარდა. ამ დროისათვის ბრიტანული ინვესტიციების 40% არგენტინაზე მოდიოდა, 22% — ბრაზილიაზე, ხოლო მექსიკაზე — 11%. შედარებით ნაკლებს იღებდნენ სხვა ლათინო-ამერიკული ქვეყნები, მაგრამ ინვესტიციების გარეშე მაინც არცერთი არ დარჩენილა. თანხების ლომის წილი აქაც, ისევე როგორც ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა თუ კანადაში, რკინიგზების ქსელისა თუ სხვა ინფრასტუქტურის განვითარებაში იდებოდა; ანუ — მიზანი გახლდათ დამოკიდებული ეკონომიკების, ასე ვთქვათ, „ამოქაჩვის“ მცდელობა და მათი ჩართვა საერთაშორისო ეკონომიკურ პროცესებში. რაც შეეხება იმას, რომ ინვესტორები მაინცადამაინც არ ზრუნავდნენ ამ ქვეყნებში გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა-განვითარებაზე და მათ, ძირითადად, დაუმუშავებელი ნედლეულის მიმწოდებლებად აღიქვამდნენ, ეს უფრო ამ ჩამორჩენილი ქვეყნების არქაული სოციალური

308

სტრუქტურისა და პოლიტიკური სისტემის ბრალი გახლდათ და არა ვინმეს ბოროტი განზრახვა. ახალი ეკონომიკური პოლიტიკა — თავისუფალი ვაჭრობის ხანა. საერთაშორისო ვაჭრობაში პროტექციონისტური პოლიტიკიდან თავისუფალ ვაჭრობაზე გადასვლა აგრეთვე XIX ს-ის მონაპოვარია. სავაჭრო პოლიტიკის ასეთი ცვლილება, როგორც ჩანს, შედეგად მოჰყვა XIX ს-ში საერთაშორისო ვაჭრობის მასშტაბების არნახულ ზრდას. იმავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ მთელი იმპორტისა და ექპორტის 60%-ზე მეტი ევროპაზე მოდიოდა. ვაჭრობის მოცულობის განსაკუთრებული ზრდა მაინც 1840-1873 წლებს შორის შორის პერიოდში შეიმჩნეოდა. მართლაც, ვაჭრობის მოცულობამ აღნიშნულ პერიოდში ყოველწლიურად 6%-ით მატულობდა; 5-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე მოსახლეობა და სამჯერ — ნაწარმის მოცულობის ზრდასთან შედარებით. ბრიტანეთის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ XVIII ს-ის ბოლოს სცადა ვაჭრობაში პროტექციონისტული პოლიტიკის შეცვლა, მაგრამ საფრანგეთის რევოლუციამ და ნაპოლეონის ომებმა ეს მცდელობა შეაფერხა. საკუთრივ საერთაშორისო ვაჭრობის თეორიულ პრინციპებს რაც შეეხება, მათი ჩამოყალიბება, როგორც გვახსოვს, ადამ სმიტისა და დეივიდ რიკარდოს სახელებს უკავშირდება, რომელთა შედარებითი უპირატესობის პრინციპი დაედო საფუძვლად თანამედროვე საერთაშორისო ვაჭრობის თეორიას. XIX ს-ის I ნახევარში ინგლისის პროტექციონისტული ეკონომიკური პოლიტიკა დიდად არ განსხვავდებოდა ზოგადად ევროპულისაგან. მაგალითად, დიდი იყო გადასახადი შემოტანილ მარცვლეულზე. ამიტომ იყო, რომ, კარტოფილის მოსავლის სრულმა განადგურებამ ირლანდიაში (1845), საშინელი შიმშილობა და ემიგრაციის მასიური ტალღა გამოიწვია. იმავდროულად ამან დიდად იმოქმედა პარლამენტზე, რომელმაც აღნიშნულ პროტექციონისტურ საგადასახადო პოლიტიკას გადახედა. იმავდროულად (1846) ინგლისში თავისუფალი ვაჭრობის პროგრამა მიიღეს. ამან იმპორტულ საქონელზე, პირველ რიგში, ნედლეულსა და პროდუქტებზე ფასები მკვეთრად დასცა. პარლამენტმა ბევრ სხვა ამკრძალავ კანონსაც უცვალა სახე, მაგალითად, საზღვაო ვაჭრობის აქტებს. უკვე 1860 წლისათვის, მხოლოდ მცირეოდენი შეზღუდვები დარჩა იმპორტთან დაკავშირებით და ისიც იმგვარ ნაწარმზე, რაც, ფაქტობრივად, ბრიტანეთში არ მზადდებოდა — კონიაკი, ღვინო, თამბაქო, ყავა, ჩაი თუ წიწაკა. ასეთივე შედეგი ჰქონდა სანავიგაციო აქტის გაუქმებასაც, რომელიც კოლონიებიდან საქონლის შემოტანას აძვირებდა. ამის წყალობით ინგლისში დამზადებული საქონელიც გაიაფდა და ინგლისს საშუალება მიეცა სხვა სავაჭრო ბაზრები დაეპყრო და მსოფლიო სავაჭრო ცენტრად გადაქცეულიყო. ყოველივე ამის შედეგად ინგლისში ვაჭრობის საერთო მოცულობა იმდენად გაიზარდა, რომ ტარიფების დაწევა-შეზღუდვების მიუხედავად, საბაჟო გადასახადების სახით 1860 წელს მეტი თანხა შევიდა ხაზინაში, ვიდრე 1842 წელს.

309

სანავიგაციო აქტი ინგლისის ხელისუფლებამ ჰოლანდიის პირველობის აღკვეთის მიზნით 1651 წელს მიიღო. ამ აქტის მიხედვით აზიიდან, აფრიკასა და ამერიკიდან იმპორტირებული საქონლის ინგლისსა და მის სამფლობელოებში შეტანა მხოლოდ ინგლისის მეფის ქვეშევრდომთა კუთვნილი გემებით იყო ნებადართული. კონტინენტური ევროპის ქვეყნებიდან საქონლის შეტანის ნებართვა ამ საქონლის მწარმოებელი ქვეყნების სავაჭრო გემებსაც ჰქონდათ.

მიშელ შევალიე 1806-1879

ნაპოლეონ III საფრანგეთის იმპერატორი 1852-1870

რაც შეეხება საფრანგეთს, 1860 წლისთვის იქ მეტად მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-ეკონომიკური ცვლილებები მოხდა. ტრადიციულად ფრანგები პროტექციონისტულ პოლიტიკას მისდევდნენ ეკონომიკაში და განსაკუთრებით XIX საუკუნის დასაწყისში, რადგან ცდილობდნენ საკუთარი საფეიქრო მრეწველობა ბრიტანული კონკურენციისაგან დაეცვათ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ საფრანგეთში საერთოდ აიკრძალა არათუ ნაწარმის, ნედლეულის შეტანაც კი ლამანშის იქითა მხრიდან. ინგლისში აღმოცენებული ეკონომიკური ლიბერალიზმის იდეებმა ნელ-ნელა უკვე საფრანგეთშიც დაიწყეს ფეხის მოკიდება. მათ მთავარ გამხმოვანებლად ცნობილი ეკონომისტი, მიშელ შევალიე იქცა. რომელსაც საფრანგეთის ხელისუფლებაც მფარველობდა. მართლაც, ნაპოლეონ III, რომელიც, როგორც ქვემოთ ვნახავთ, გადატრიალების შედეგად ავიდა ტახტზე, თავგამოდებით ცდილობდა ბრიტანეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას. ამისთვის კი მას ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკის შემოღება დიახაც, რომ წაადგებოდა. მიშელ შევალიეს მეცადინეობით 1860 წელს საფრანგეთსა და ინგლისს შორის მეტად მნიშვნელოვანი ხელშეკრულება დაიდო: ბრიტანულმა მხარემ საფრანგეთიდან შემოზიდულ საქონელზე ყოველგვარი ტარიფი მოხსნა (გამონაკლისი მხოლოდ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ღვინო და კონიაკი იყო, მაგრამ რადგან ინგლისში ეს პროდუქტები მაინც ფუფუნების საგნებად ითვლებოდა, მათ შედარებით მცირე გადასახადი დაადეს). საფრანგეთმა კი, თავის მხრივ, ყოველგვარი აკრძალვები გააუქმა ბრიტანულ საფეიქრო ნაწარმზე, ხოლო სხვა საქონელზე გადასახადები 30%-მდე შეამცირა. შეიძლება ითქვას, რომ ამ დროიდან საფრანგეთმა თითქმის მთლიანად თქვა უარი პროტექციონისტულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე. ასევე საყურადღებოა ამ ხელშეკრულების კიდევ ერთი პუნქტი, ე.წ. პარტნიორი ქვეყნის სტატუსის შემოღება, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამ ორიდან ერთის მიერ მესამესთან დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება, უცილობლად მეორისთვისაც სახეირო უნდა ყოფილიყო. ამ მაგალითს სხვა ევროპულმა ქვეყნებმაც მიბაძეს და უკვე საუკუნის დასასრულისათვის, მთელი კონტინენტი იმ ზღვარს მიუახლოვდა, რასაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, თავისუფალი ვაჭრობის პრინციპი ეწოდა. თავის მხრივ, ყველაფერ ამას სხვა თანმხვედრი ეფექტებიც ახლდა — კონკურენციამ მანამდე ტარიფებითა და პროტექციონისტული პოლიტიკით დაცული ფირმები აიძულა, ტექნოლოგია გაეუმჯობესებინათ, ან უფრო წარმატებული კომპანიებისთვის მიენდოთ საკუთარი საქმის გაძღოლა. 1651 wlis sanavigacio aqti

„სავაჭრო ფლოტის გაზრდისა და ერის ზღვაოსნობის წახალისებისათვის, რაც ინგლისის სახელმწიფოს კეთილდღეობისა და უშიშროების მნიშვნელოვანი საშუალებაა, პარლამენტისა და მისი ძალაუფლების მეშვეობით დადგენილია, რომ აზიაში, აფრიკასა და ამერიკაში... წარმოებული ყველა პროდუქტი და საქონელი ინფლისის სახელმწიფოში, ან ირლანდიაში, საერთოდ ინგლისის სახელმწიფოს კუთვნილ ან მის მფლობელობაში შემავალ კიდევ სხვა რომელიმე მიწაზე, კუნძულზე, პლანტაციაში ან ტერიტორიაზე 1651 წლის 1 დეკემბრიდან შეიძლება შემოზიდულ იქნაა მხოლოდ იმ ხომალდით ან ხომალდებით ..., რომელიც ჭეშმარიტად და უტყუარად ეკუთვნის როგორც საკუთრება და ნამდვილი მფლობელობა ინგლისის სახელმწიფოს ან მისი პლანტაციების (აქ-კოლონიები) მოქალაქეებს“ 310

შეიძლება ითქვას, რომ ზემოთხსენებულმა ხელშეკრულებამ დიდად შეუწყო ხელი ინდუსტრიალიზაციის განვითარებასა და წარმოების ნაყოფიერების ზრდას.

§ 2. ევროპა და ამერიკა 1815-1870 წლებში 1814-1815 წლების ვენის კონგრესზე, ნაპოლეონზე გამარჯვებული მხარე შეეცადა პოლიტიკურად, სოციალურად და ეკონომიკურადაც ყველგან „ძველი რეჟიმი“ აღედგინა, მაგრამ საფრანგეთის რევოლუციის მიერ აფრიალებულმა დემოკრატიისა და ნაციონალიზმის ბაირაღებმა, ისევე როგორც ინდუსტრიალიზაციის ეკონომიკურმა ძალებმა, მათი სურვილი (რუსეთისა და ოსმანთა თურქეთის გარდა) საბოლოოდ ყველგან დაასამარა. ინდუსტრიალიზაციის გზაზე ადრევე დამდგარი სახელმწიფოები ეკონომიკურ წარმატებებს დიდად უნდა უმადლოდნენ მათ ტერიტორიაზე ქვანახშირის საბადოების არსებობას, მაგ: ბრიტანეთი, ბელგია, გერმანია. რაც შეეხება ე.წ. „ჩამორჩენილებს“, მაგ, ესპანეთ-პორტუგალიას, ბალკანეთის ქვეყნებს, ავსტრია-უნგრეთს, შვეიცარიასა და ოსმალეთის იმპერიას, მათ როგორც წესი, ქვანახშირის მწირი მარაგი ჰქონდათ და თითქმის მთლიანად იყვნენ დამოკიდებულნი იმპორტზე. ამ მხრივ გამონაკლისი იყო რუსეთი, რომელიც წიაღისეულის და მათ შორის ქვანახშირის დიდი მარაგების მიუხედავად, XIX ს-ის 70-იან წლებამდე ფაქტობრივად, ჩამორჩენილ ფეოდალურ ქვეყანას წარმოადგენდა. რაკი ქვანახშირის უპირველესი მომხმარებელი ორთქლმავლები, ორთქლზე მომუშავე გემები და სტაციონალური ორთქლის მანქანა-დანადგარები იყო და რამდენადაც ქვანახშირის მთელი მოცულობა ამ „დაგვიანებულთაგან“ ყველაზე უფრო წარმატებულ ქვეყნებშიც კი გარედან შეჰქონდათ, როგორც ჩანს, სწორედ მოთხოვნა იყო ის წარმმართველი ძალა, რაც განაპირობებდა კიდეც მოხმარების ტემპების ზრდას; ანუ მოთხოვნის, შესაბამისად, მოხმარების ზრდა წარმატებული ინდუსტრიალიზაციის შედეგი გახლდათ და არა მისი მიზეზი. XIX ს-ის I მესამედში დიდი ცვლილებები განიცადა მსოფლიოს პოლიტიკურმა რუკამ, რაც ძირითადად ოსმელთის იმპერიის ევროპული სამფლობელოების ერთი ნაწილის გათავისუფლებისა და ესპანეთ-პორტუგალიის კოლონიალური იმპერიების დაშლის შედეგად მოხდა. პირინეის ნახევარკუნძული. პორტუგალიისა და ესპანეთის ეკონომიკური ისტორია, განსაკუთრებით XIX საუკუნეში, იმდენად მსგავსია, რომ ისინი ეკონომიკური განვითარების კუთხით ერთ რეგიონადაც შეგვიძლია განვიხილოთ. ორივე ქვეყანას დიდი დარტყმა სამხრეთ ამერიკული კოლონიების დაკარგვამ მიაყენა. საფრანგეთის დიდი რევოლუცია, როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, სხვა ქვეყნებისთვისაც მაგალითის მიმცემი გამოდგა. უპირველეს ყოვლისა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა სამხრეთ ამერიკის ესპანეთ-პორტუგალიის კოლონიებში გაიშალა. 1816-1830 წლებში ესპანეთისა და პორტუგალიისაგან

311

1823-1840 წლებში ცენტრალური ამერიკის გაერთიანებულ პროვინციებში შედიოდა: გვატემალა, ჰონდურასი, სალვადორი, ნიკარაგუა, კოსტა-რიკა და ლოს-ალტოსი.

გათავისუფლდნენ და დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჩამოყალიბდნენ: არგენტინა, ჩილე, პერუ, ბრაზილია, მექსიკა, ბოლივია, კოლუმბია, პარაგვაი, ვენესუელა, ეკვადორი, ურუგვაი, ცენტრალური ამერიკის გაერთიანებული პროვინციები. 1820-1823 წლებში ბურჟუაზიული რევოლუციები ესპანეთსა და პორტუგალიაშიც მიმდინარეობდა, მაგრამ მათ დიდი შედეგი არ მოჰყოლია. ესპანეთის მეფეს რევოლუციის ჩახშობაში საფრანგეთი მიეხმარა, რომელიც საღვთო კავშირის სახელით მოქმედებდა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყანაში რევოლუციებმა, ფეოდალური ინსტიტუტები და სისტემა საფუძვლიანად შეარყია, მათი ეკონომიკა მაინც პრიმიტიული და ლამის არქაული რჩებოდა, ხოლო ხელისუფლება — რეაქციული. 1820-იანი წლების რევოლუციების წარუმატებელ მცდელობებს ორივე ქვეყანაში დაუსრულებელი სამოქალაქო შეხლაშემოხლა მოჰყვა, რაც ეკონომიკურ აქტიურობასა და ეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბებასაც ერთდროულად ხელს უშლიდა. სამოქალაქო დაპირისპირებების დროს, ორივე მხარე დიდ ვალებს იღებდა იარაღის შესაძენად, რაც შემდეგ მძიმე ტვირთად აწვებოდა ამ ქვეყნების ისედაც გაძვალტყავებულ ეკონომიკას. ყოველივე ამას სოფლის მეურნეობის დაბალი შემოსავლიანობაც ემატებოდა. მაგალითად, როდესაც 1840 წელს ესპანეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა გადასახადების კომუტაცია (ფულზე გადაყვანა), ამან გლეხთა აჯანყება გამოიწვია, რადგან შიდა ბაზრის განუვითარებლობა გლეხებს სოფლის მეურნეობის პროდუქტების გასაღების სირთულეს უქმნიდა. XIX საუკუნის I ნახევარში ესპანეთმა სცადა კიდეც აგრარული რეფორმის გატარება და რევოლუციური საფრანგეთის მაგალითზე სამონასტრო მიწების სრული ექსპროპრიაცია მოახდინა, მისი გლეხობაზე მიყიდვის მიზნით. შედეგი კი ის იყო, რომ მიწა ისევ იმან შეიძინა, ვისაც ფული ჰქონდა, ხოლო მიწათმფლობელთა შეცვლას არც ახალი ტექნოლოგიების დანერგვა გამოუწვევია და არც სოფლის მეურნეობაში კაპიტალდაბანდების ზრდა. პორტუგალიას რაც შეეხება, მან, ეტყობა, მეზობლის მაგალითზე ჭკუა ისწავლა და საერთოდაც არ ცდილა რაიმე რეფორმის გატარებას. თუმცა, იყო პატარ-პატარა „გამონათებებიც“: ანდალუზიური ღვინოები (მაგალითად, სახელგანთქმული ხერესი) დიდი საექსპორტო მოთხოვნილებით სარგებლობდა, ხოლო პორტუგალიის პროვინცია ოპორტოს მიერ წარმოებული პორტოს ღვინო, ანუ პორტვეინი, საყოველთაოდ ცნობილი სასმელი გახდა. რაც შეეხება თანამედროვე საბანკო სისტემის ჩამოყალიბებას, სარკინიგზო ქსელის შექმნასა თუ სხვა სიახლეთა დანერგვის მცდელობებს, აქ ეს სრულიად წარუმატებელი აღმოჩნდა. ოსმალეთი, საბერძნეთი, სერბეთი. XVII საუკუნიდან მოყოლებული ოსმალეთი თანდათანობით, როგორც გვახსოვს, ევროპის ქვეყნების გავლენის ქვეშ მოექცა. ამ მხრივ განსაკუთრებულ წარმატებას ინგლისმა და საფრანგეთმა მიაღწია. XVIII ს-ის ბოლოსათვის ოდესღაც ძლიერი იმპერიის

312

სამხედრო-პოლიტიკური დასუსტება მსოფლიოს, ჩვენთვის უკვე ცნობილმა, ზედიზედ რუსეთთან წაგებულმა ორმა ომმა ამცნო. XIX ს-ის დასაწყისისათვის ოსმალეთის პოლიტიკურეკონომიკური ჩამორჩენილობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. ქვეყანა ღრმა კრიზისში იმყოფებოდა. კრიზისმა გარეგნულად თავი, უპირველეს ყოვლისა, რუსეთთან კვლავ წაგებულ ომებსა და მნიშვნელოვან ტერიტორიულ დანაკარგებში იჩინა. მართლაც, ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში ოსმალეთი რუსეთთან მორიგ ომში დამარცხდა, რასაც ბუქარესტის ზავით ბესარაბიის დაკარგვა მოჰყვა, რომელიც რუსეთმა შეიერთა. ოსმალეთის საქმე უკეთესად მის არც სხვა ევროპულ სამფლობელოებში წარიმართა. ვენის კონგრესის შემდეგ გაძლიერდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა თურქეთის მიერ დაპყრობილ დუნაისპირა სლავურ სამთავროებსა და საბერძნეთშიც. საბერძნეთში აჯანყება 1821 წელს დაიწყო. ბერძნების ბრძოლამ თურქების წინააღმდეგ დიდი გამოხმაურება ჰპოვა ევროპის სახელმწიფოებში და რუსეთშიც. ყველას ეშინოდა, რომ მხოლოდ რომელიმე ცალკე აღებული ევროპული ქვეყნის დახმარება მის გავლენას ბალკანეთის ხალხებში გააძლიერებდა. ამიტომ ინგლისი, საფრანგეთი და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ საბერძნეთს ერთობლივად დაეხმარებოდნენ. ამის შემდეგ მათ ოსმალეთს მიმართეს — საბერძნეთისათვის ფართო ავტონომია მიენიჭებინა, რაზედაც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა. მაშინ მოკავშირეები საბერძნეთის ნაპირებს მიადგნენ და ოსმალეთის ფლოტი სასტიკად დაამარცხეს. ამასობაში რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები ისე დაიძაბა, რომ ამას რუსეთ-თურქეთის კიდევ ერთი ომი მოჰყვა. ომი ადრიანოპოლის ზავითა და რუსეთის გამარჯვებით დამთავრდა. ზავის პირობებით თურქეთი იძულებული გახდა სერბეთისა და საბერძნეთის დამოუკიდებლობა ეღიარებინა. ოსმალეთის ხელისუფლებამ ქვეყნის გარდაქმნაგანვითარებით ევროპული ქვეყნების დაწევა განიზრახა. ამ მიმართულებით სულთან მაჰმუდ II-მ 1830-იან წლებში რიგი რეფორმები ჩაატარა: გატარდა ადმინისტრაციული რეფორმა. ქვეყანა ვილაიეთებად დაიყო, რომელსაც სათავეებში ცენტრიდან დანიშნული მოხელეები ჩაუდგნენ. იმავე წელს გაუქმდა მიწის საკუთრების სამხედრო-ლენური, ფეოდალური სისტემა და სულთნის ახალი კანონით მიწაზე კერძო საკუთრება დამკვიდრდა. თურქეთში დაწყებულ ამ გარდაქმნების ხანას თანზიმათის ხანა ეწოდება. რეფორმების მიზანი ჩამორჩენილი ნახევრადფეოდალური ქვეყნის მისი დროის შესაბამის ბურჟუაზიულ სახელმწიფოდ ქცევა იყო. თანზიმათის რეფორმების პერიოდში გამოვიდა პირველი გაზეთი თურქულ ენაზე, შეიქმნა ცალკეული სამინისტროები. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სულთნის ბრძანებულებას, რომელიც განათლების სისტემისა და სახელმწიფო აპარატის რეფორმას გულისხმობდა. სულთნის სახელით, მისი ქვეშევრდომების ქონებისა და სიცოცლის ხელშეუხებლობა გამოცხადდა; სულთანმა პირობა მისცა თავის ქვეშევრდომებს, რომ გადასახადების საქმე მოწესრიგდებოდა; გაუქმდა ყოველგვარი ფეოდალური პრივილეგიები, რომელიც იმპერიის ცალკულ მხარეებში ჯერ კიდევ არსებობდა. არმია ახლებურად მოეწყო, არმიაში სამსახური 4-5

313

ბუქარესტის ზავით 1812 წელს დასრულდა რუსეთ-თურქეთის 18061812 წლების ომი. ზავის პირობების თანახმად ოსმალეთმა რუსეთს მოლდავეთის სამთავროს აღმოსავლეთი ნაწილი, მდინარეებს — პრუტსა და დნესტრს შორის მდებარე ტერიტორია დაუთმო, რომელსაც შემდგომ ბესარაბია ეწოდა. ამავე ზავის თანახმად, სერბეთმა თვითმმართველობა მიიღო, რამაც საფუძველი ჩაუყარა მის შემდგომ დამოუკიდებლობას.

მაჰმუდ II 1808-1839

თანზიმათი — არაბულად: მოწესრიგება, დებულება — ასე ეწოდა ძირითად კანონებს, რომელიც სულთანმა მეჯიდმა 1839 წელს ტახტზე ასვლისას შემოიღო.

წლით განისაზღვრა. თურქეთის ჩამორჩენის დაძლევის მიმართულებით რეფორმების უდიდესი მნიშვნელოვნების მიუხედავად, ის რეაქციული ძალების დიდ წინააღმდეგობას გადააწყდა, რამაც მათი ცხოვრებაში გატარება საგრძნობლად გაართულა. დიდი ბრიტანეთი — ინდუსტრიალიზაციის პირველი მერცხალი. ერთი თვალსაზრისის თანახმად, ინდუსტრიალიზაციის პროცესი XIX საუკუნეში, სრულიად ევროპულ ფენომენს წარმოადგენდა. ამერიკის შეერთებული შტატებიც ხომ იმთავითვე ევროპული ცივილიზაციის პირმშო გახლდათ. თუმცა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებსა თუ რეგიონებშიც კი, ეკონომიკური პროცესები ერთნაირად არ მიმდინარეობდა. ამ მხრივ ყველაზე წარმატებულად დიდი ბრიტანეთი ვითარდებოდა, რომელსაც ინდუსტრიალიზაციის პირველი მერცხალიც შეიძლება ვუწოდოთ. უკვე ნაპოლეონის ომების შემდგომ პერიოდში, ბრიტანეთში მსოფლიო სამრეწველო საქონლის თითქმის მეოთხედი იქმნებოდა. უფრო მეტიც, იგი მსოფლიოში უდიდესი საერთაშორისო სავაჭრო ქვეყნად იქცა: მის ხელთ იყო საერთაშორისო ვაჭრობის თითქმის 1/3 და ამ პოზიციებს იგი XIX ს-ის მიწურულამდე მყარად ინარჩუნებდა. თუმცა, 1870 წლიდან, უკვე სხვა, სწრაფად მზარდი ეკონომიკური კონკურენტებიც გამოჩნდნენ. I მსოფლიო ომის წინა ხანებში გერმანია და აშშ მნიშვნელოვნად წამოეწივნენ ბრიტანეთს და ამ დროისათვის იგი საერთაშორისო ვაჭრობის მხოლოდ 1/6-ს აკონტროლებდა. ბრიტანული ეკონომიკის საფუძველთა-საფუძვლად კვლავ საფეიქრო წარმოება, ქვანახშირისა და რკინის მოპოვება და საინჟინრო დარგი რჩებოდა; 1880 წლისათვის კი ბამბის ნედლეულისა და ქსოვილების წარმოებითაც მან, ჯამში, მთელ დანარჩენ ევროპას გადააჭარბა. თუმცა, XX საუკუნის დამდეგისათვის, ამ წმინდად „ბრიტანულ“ დარგებშიც კი გამოჩნდნენ ახალი კონკურენტები: კერძოდ, აშშ — რკინის მოპოვება-გადამუშავების, ბამბის წარმოების განხრით; გერმანია და ბელგია — ქვანახშირის მოპოვებისა და ზოგადად მძიმე მრეწველობის მხრივ. რაც შეეხება საინჟინრო საქმეს, მისი გავლენა და მნიშვნელობა განუზომელი იყო მრეწველობის ყველა ზემოჩამოთვლილი მიმართულებისათვის და რამდენადაც ამ საქმეში XVIII ს-დან მოყოლებული, პრიორიტეტი სწორედ ბრიტანეთს ეკუთვნოდა, მსოფლიოში დიდი იყო მოთხოვნილება აქაურ სპეციალისტებსა და ტექნოლოგიებზე, რაც თავად ბრიტანული ეკონომიკის განვითარებისათვის მნიშვნელოვან სტიმულს ქმნიდა. იგივე ვითარება იყო გემთმშენებლობასა თუ სარკინიგზო ინდუსტრიაში. მაგალითად, XIX ს-ის ბოლოს სწორედ ბრიტანეთი აწარმოებდა ახალი ტიპის — უკვე ფოლადის კონსტრუქციებით აგებული დიდი წყალწყვის საოკეანო გემების 60%-ს. საქმე ისაა, რომ საბოლოო ჯამში, შეუძლებელი იყო ამ პატარა, კუნძულოვან სახელმწიფოს, იმ პერიოდში, ანუ ინდუსტრიულ ხანაში, დიდხანს შეენარჩუნებინა მოწინავე პოზიციები იმის გათვალსიწინებით, თუ რა უსაზღვრო რესურსებს ფლობდნენ და მოსახლეობის რაოდენობის მხრივ რა სწრაფად იზრდებოდნენ, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები

314

და რუსეთი. ამას ბრიტანელთა ტრადიციული კონსერვატიზმიც ემატებოდა, რაც სიახლეების დანერგვას (თუნდაც ეს თავად ბრიტანელთა გამოგონება ყოფილიყო) ფრიადაც აფერხებდა ხოლმე: მაგ., საფეიქრო წარმოებაში დიდხანს ვერ მოიკიდა ფეხი აშშ-ში გაუმჯობესებულმა, ახალი ტიპის სართავმა დაზგამ, მარტენ-სიმენსის ღუმელსაც ინგლისში კარგა ხანს ეჭვის თვალით უცქერდნენ. საფრანგეთი. XIX საუკუნის ინდუსტრიულ ქვეყანათა შორის, საფრანგეთის ეკონომიკა ყველაზე უფრო მიხვეულმოხვეული გზებით მიდიოდა. თუმცა, შედეგი ინგლისისაზე არანაკლები იყო, ხოლო მოსახლეობის საერთო კეთილდღეობის მხრივ, იქნებ უკეთესიც კი. ამ პარადოქსული ვითარების ასახსნელად, უპრიანი იქნება გავიხსენოთ, ზოგადად რა ძირითადი მახასიათებლები განსაზღვრავენ ეკონომიკურ ზრდას. XIX ს-ის საფრანგეთის შემთხვევაში, ყველაზე ნიშანდობლივი ფაქტორი გახლდათ დემოგრაფიული ზრდის დაბალი მაჩვენებელი და, შესაბამისად, როდესაც ზრდის ყველა სხვა მაჩვენებლი ერთ სულ მოსახლეზე გადაიანგარიშება, საფრანგეთისთვის, ცხადია, ეს მეტად მომხიბვლელ სურათს ხატავს. მიუხედავად ამისა, საფრანგეთი სულაც არ იყო ჩამორჩენილი ქვეყანა, პირიქით: ფრანგ მეცნიერებს, გამომგონებლებსა და ნოვატორებს მოწინავე პოზიციები ეკავათ მრავალ დარგში, მათ შორის, ჰიდროენერგეტიკაში, ფოლადის წარმოებაში, ალუმინის მრეწველობაში, მანქანათმშენებლობასა და უკვე XX საუკუნიდან — ავიაციაშიც. XIX საუკუნის I ნახევარში ომების მიუხედავად საფრანგეთის ეკონომიკა ვითარდებოდა, მაგრამ უმთავრესად სამხედრო მოთხოვნების კარნახით და შედარებით მცირე ტექნოლოგიური პროგრესის ნიშნით. ეკონომიკური განვითარების ერთგვარად დაბალი ტემპის მიუხედავად, ომისშემდგომი დეპრესიის ხანაშიც კი, რომელსაც, არცერთი კონტინენტური დასავლეთ ევროპული სახელმწიფოსათვის, უკვალოდ არ ჩაუვლია, საფრანგეთის ეკონომიკამ ზრდის უფრო მაღალ მაჩვენებლებს მიაღწია, ვიდრე XVIII საუკუნეში. საფრანგეთის რევოლუციის, განსაკუთრებით კი, ნაპოლეონის კონსულობისა და იმპერიის ხანაში (1799-1815) საფრანგეთის ეკონომიკამ, როგორც იქნა, თავი დააღწია ფეოდალურ მარწუხებს და მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა. კაპიტალისტური მანუფაქტურის გვერდით გაჩნდა სამანქანო წარმოება და ფაბრიკა-ქარხანა. საწარმოო გადატრიალება საფრანგეთში, უპირველეს ყოვლისა, ბამბისა და შალის ქსოვილების წარმოებაში განხორციელდა. 1812 წლისათვის ქვეყანაში უკვე 200-ზე მეტი ქსოვილების მექანიზირებული ფაბრიკა არსებობდა. ქალაქ ლიონში მაგ. 1800-1811 წლებში ქსოვილების წარმოებაში დაკავებულ მქსოველთა რიცხვი თითქმის გასამმაგდა. უფრო ჩამორჩებოდა მძიმე მრეწველობა. თუმცა თუჯის წარმოება იმავე წლებში გაორმაგდა, მაგრამ მძიმე მრეწველობის განვითარების მხრივ, საფრანგეთი ჩამორჩებოდა ინგლისს. დაინერგა ბევრი ახალი მანქანადანადგარი, განსაკუთრებით, საფეიქრო მრეწველობაში და იგივე დარგი იქცა ორთქლის მანქანების ძირითად მომხმარებლადაც. გაჩნდა მრეწველობის ახალი დარგები —

315

კონსერვატიზმი — ამ შემთხვევაში: სიახლისადმი წინააღმნდეგობაა.

ურბანიზაცია — ქალაქის მოსახლეობის ზრდა.

გაზგანათება, ასანთის წარმოება, ფოტოგრაფია, გალვანიზაცია და ვულკანიზებული რეზინის წარმოება. სატრანსპორტო კავშირების განვითარებამ, არხების მთელი სისტემის შექმნამ, ორთქლის ძრავებზე გადასულმა ნავიგაციამ და პირველმა რკინიგზებმა თუ ელექტრონულმა ტელეგრაფმა დიდად შეუწყო ხელი როგორც საშინაო, აგრეთვე საგარეო ვაჭრობის ტემპებისა და მოცულობის ზრდას. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი ინდუსტრიალიზაციის გზაზე დამდგარი ქვეყნის მსგავსად, საფრანგეთის ეკონომიკასაც ახასიათებდა აღმავლობისა და შედარებითი კრიზისების პერიოდები. ასე მაგალითად, 1848-1851 წლების პრობლემური პერიოდის შემდეგ, რაც, როგორც ვნახავთ, პოლიტიკურ კრიზისსა და რევოლუციაში გამოვლინდა, ქვეყანა გასაოცრად სწრაფად გაიმართა წელში და ბევრ სფეროში უპრეცენდენტო წარმატებებიც მოიპოვა. რკინიგზის ქსელის გაყვანა-დატოტვა შეფერხდა. მაგრამ უკვე 80-იანი წლების ბოლოს, სარკინიგზო ქსელის ჯამურმა სიგრძემ 3.000-დან 27 ათას კმ.-ს მიაღწია, ტელეგრაფისამ — 2.000-იდან 88 ათასამდე. ეს თავისთავად უმძლავრეს სტიმულად იქცა მომიჯნავე დარგებისა და ზოგადად, მთელი ეკონომიკისათვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია მეტალურგიაში კოქსით დნობის მეთოდისა და მარტენის ღუმელის საყოველთაო დანერგვა, რაც იაფი ფოლადის წარმოების წინაპირობად იქცა. ეკონომიკური განვითარების „ფრანგულ მოდელს“ გარკვეული, ყველასაგან გამორჩეული თავისებურებები ახასიათებდა: ნებისმიერ მძლავრ ინდუსტრიულ სახელმწიფოსაგან განსხვავებით, აქ ყველაზე დაბალი იყო ურბანიზაციის დონე: დასაქმებულთა ხვედრითი წილი სოფლის მეურნეობაში აქ ჯერ კიდევ 1913 წლისათვის, მოსახლეობის 40% შეადგენდა და ალბათ სწორედ ამის წყალობით, იგი ერთადერთი ინდუსტრიული ქვეყანა იყო ევროპაში, რომელიც არამარტო საკუთარ თავს უზრუნველყოფდა კვების პროდუქტებით, არამედ მნიშვნელოვანი საექსპორტო ნამატიც რჩებოდა. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ საფრანგეთი, თავის მეზობლებთან შედარებით, ყველაზე ნაკლებად იყო დამოკიდებული ქვა-ნახშირზე და ძირითადად წყლის ძალის გამოყენებაზე იყო გადასული. ჰიდრავლიკური ტურბინების ფართოდ დანერგვა დიდად წაადგა ქვეყნის ეკონომიკას, თუმცა ენერგიის ამ წყაროს გამოყენებას სხვა თანამდევი ეფექტებიც ჰქონდა: ძირითადად პატარ-პატარა ფირმებისა და კომპანიების წარმოქმნა, მოსახლეობის გეოგრაფიული განფენა წყლის ენერგიის წყაროების მიხედვით და, აქედან გამომდინარე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ურბანიზაციის დაბალი დონეც. იგივე დამახასიათებელი იყო ქვანახშირის საბადოებით ღარიბი სხვა ქვეყნებისთვისაც. საფრანგეთის 1830 წლის რევოლუცია. საფრანგეთის ისტორიის პერიოდს 1815-1830 წლების რესტავრაციის ხანას უწოდებენ. მართლაც, ნაპოლეონის დამარცხებისა და საფრანგეთში სამეფო ხელისუფლების აღდგენასთან ერთად, ბურბონები ძველი წყობილების რესტავრაციას შეეცადნენ. თავადაზნაურობა რევანშისტულად იყო განწყობილი და რევოლუციამდელი პრივილეგიებისა და გავლენის აღდგენას ცდილობდა. ყოველივე ამას XIX ს-ის 20-იანი წლების ბოლოს

316

საფრანგეთში სამრეწველო კრიზისი და დეპრესია დაემატა, რამაც მოსახლეობის ფართო ფენების მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია. საფრანგეთის მეფე შარლ X შექმნილ სიტუაციაში ვერ გაერკვა. მან 1830 წლის 25 ივლისს ხელი მოაწერა ორდონანსებს, რომელიც ახლად არჩეული პარლამენტის დათხოვნას, დეპუტატების რიცხვის ორჯერ შემცირებას და საარჩევნო სიიდან ბურჟუაზიის სხვადასხვა ფენის წარმომადგენლების ამოღებას გულისხმობდა. ორდონანსების გამოქვეყნებამ საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. 26 ივლისს პარიზის ქუჩებში ხალხსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, რომელიც შემდეგ შეიარაღებულ აჯანყებად გადაიქცა. პარიზი ბარიკადებით დაიფარა. ასე დაიწყო საფრანგეთში 1830 წლის ივლისის ბურჟუაზიული რევოლუცია. აჯანყებულებმა ტიულერის სასახლე აიღეს, რომელზედაც რევოლუციური საფრანგეთის დროშა აღმართეს. შარლ X იძულებული იყო ტახტიდან გადამდგარიყო და ინგლისში გაქცეულიყო. 31 ივლისს დეპუტატთა პალატამ ხელისუფლება ბურბონების ერთ-ერთ წარმომადგენელს, ჰერცოგ ლუი ფილიპე ორლეანელს გადასცა და ის მეფედ გამოაცხადა. მიიღეს ახალი კონსტიტუცია, რომელმაც მეფის ხელისუფლება შეზღუდა და დეპუტატთა პალატის უფლებები გაზარდა. ამომრჩეველთა რაოდენობა 50 ათასამდე გაიზარდა, რაც ქონებრივი ცენზის შემცირების შედეგი იყო. კათოლიკურ ეკლესიას უძრავი ქონების შეძენა აეკრძალა. 1830 წლის ივლისის რევოლუციამ საბოლოოდ დაამხო საფრანგეთში ფეოდალური არისტოკრატიის პოლიტიკური ბატონობა და ბოლო მოუღო აბსოლუტიზმისაკენ დაბრუნების მცდელობას. ივლისის ბურჟუაზიული რევოლუციის შემდეგ საფრანგეთში კაპიტალიზმი სწრაფად განვითარდა. გაიზარდა მეტალურგია და ქსოვილების წარმოება, მაგრამ ინგლისისგან განსხვავებით, საფრანგეთში წვრილი წარმოება ჭარბობდა, ხოლო მსხვილ ქალაქებში მცხოვრებთა რიცხვი მოსახლეობის 10%-ს არ აღემატებოდა. საფრანგეთის 1848 წლის რევოლუცია. 1848 წელს ევროპაში რევოლუციების ახალი ტალღა აგორდა, რომელმაც დასავლეთ ევროპის მრავალი ქვეყანა მოიცვა. როგორც წინათ, ახლაც რევოლუციათა ახალი სერია კვლავ საფრანგეთში

შარლ X საფრანგეთის მეფე 1824-1830

ლუი ფილიპე I საფრანგეთის მეფე , (მოქალაქე მეფე) 1830-1848 317

ორდონანსები — ბრძანებულებები.

თავისუფლება - ხალხის წინამძღოლი, ეჟენ დელაკრუას ნახატი, რომელიც 1830 წლის ივლისის რევოლუციას მიეძღვნა, თუმცა საყოველთაოდ მიღებულია, როგორც ფრანგი ხალხის მონარქიის წინააღმდეგ აჯანყებისა და, კერძოდ, საფრანგეთის რევოლუციის სიმბოლო.

ბარიკადები პარიზში 1848 წლის ივნისი

ლუი ბონაპარტი 1848-1870

დაიწყო. ის 1847 წელს დაწყებულ ე. წ. საბანკეტო კამპანიას მოჰყვა, სადაც სადღეგრძელოებში მთავრობის კრიტიკა გაისმოდა. 1848 წლის 22 თებერვალს პარიზში რეფორმების მომხრეების მორიგი ბანკეტი იყო დანიშული, რომელიც მთავრობამ დაშალა. ამან გამოიწვია მასობრივი მღელვარება. ქუჩაში დემონსტრანტები გამოჩნდენ, რომელთა უმრავლესობას მუშები და სტუდენტები შეადგენდნენ. დემონსტრანტები ბურბონების სასახლისკენ დაიძრნენ და ბარიკადების მშენებლობა დაიწყეს. მაშინ მთავრობის ძალებმა ხალხის მასები გაფანტა, მაგრამ მეორე დღეს შეიარაღებული ბრძოლა პარიზში კიდევ უფრო გამწვავდა. შეშინებულმა მეფემ ხალხის მიერ საძულველი მთავრობა გადააყენა და ახალი მინისტრები დანიშნა, მაგრამ ამან ხალხი ვერ დაამშვიდა. ლუი ფილიპე ტახტიდან გადადგა და ინგლისში გაიქცა, ტახტი კი შვილიშვილს — პარიზის გრაფს გადაულოცა. ხალხი რესპუბლიკას მოითხოვდა და 25 თებერვალს, მათი ზეწოლით საფრანგეთი მეორედ გამოცხადდა რესპუბლიკად. ახალი მთავრობა იძულებული იყო მუშათა მდგომარეობა გაეუმჯობესებინა. არჩევნებში მონაწილების მიღების უფლება ყველა 21 წელს მიღწეულ მამაკაცს მიეცა. პარიზში, ისევე როგორც საფრანგეთის პირველი რევოლუციის დროს, ახალი პოლიტიკური კლუბები შეიქმნა. ახალი საარჩევნო კანონის საფუძველზე მოიწვიეს დამფუძნებელი კრება, მაგრამ რეაქციულმა ძალებმა კრება დაშალეს. ახლადშექმნილი მთავრობა შეტევაზე გადავიდა და რევოლუციური კლუბები დახურა. ასევე, მთავრობამ გამოსცა განკარგულება, დაეხურათ სახელოსნოები, რომელიც უმუშევართა დასაქმებისთვის იყო შექმნილი. ამას ახალი აჯანყება მოჰყვა, რასაც მთავრობამ რეპრესიებით უპასუხა. აჯანყება დამარცხდა და დაიწყო რეაქციის გაძლიერება. რეაქციის გაძლიერების კვალდაკვალ მიიღეს ახალი კონსტიტუცია, რომელმაც არჩევნების საყოველთაობა კვლავაც შეზღუდა. შემოღებულ იქნა ერთ ადგილზე ცხოვრების სამწლიანი ვადა. დემოკრატია სხვა მხრივადაც შეიზღუდა, მაგ.: მუშებს გაფიცვები აეკრძალათ, დაწესდა პრეზიდენტის პოსტი. პრეზიდენტი ოთხი წლით ირჩეოდა და დიდი უფლებებით სარგებლობდა. იმავე 1848 წლის დეკემბერში პრეზიდენტად აირჩიეს ნაპოლეონის ძმისშვილი ლუი ბონაპარტი, რომელმაც სამი წლის შემდეგ სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა. მან საკანონმდებლო ორგანო — დამფუძნებელი კრება დაითხოვა. იმისათვის, რომ თავისი გადატრიალება გაემართლებინა, ლუი ბონაპარტმა საყოველთაო საარჩევნო უფლება აღადგინა. მალე ლუი ბონაპარტმა, რომელსაც ქვეყანაში სრული უფლებამოსილება ჰქონდა, ნაპოლეონ III-ის სახელით თავი იმპერატორად გამოაცხადა. ბუნებრივია, ახლადგამომცხვარ მონარქს უზურპირებული პოლიტიკური სტატუსის სხვათა მიერ აღიარებისა და დიპლომატიური არხების გახსნის სურვილი ამოძრავებდა. ამიტომ თავისი ტახტის გასამყარებლად და მისთვის ლეგიტიმურობის ელფერის მისაცემად საფრანგეთში რეფერენდუმი ჩატარდა. რეფერენდუმმა მის ხელისუფლებას მეტი სიმყარე შესძინა. ნიდერლანდები, ინდუსტრიალიზაციის

318

ბელგია მოდელებზე

და სკანდინავია. საუბრისას, ნიდერ-

ლანდები, უპრიანი იქნება, სკანდინავიურ ქვეყნებთან დავაჯგუფოთ: საქმე ისაა, რომ ეკონომიკური მოწყობის თვალსაზრისით, მათ ბევრი რამ აქვთ საერთო. რაც შეეხება ბელგიას, ის თუმცა ჰოლანდიაზე უფრო გვიან დაადგა ინდუსტრიალიზაციის გზას, მაგრამ ამ ხანებისათვის ქვანახშირის საბადოებით სიმდიდრის გამო, სწრაფი ტემპით დაიწყო მძიმე მრეწველობის განვითარება, და შესაბამისად ის ეკონომიკური მოდელი აირჩია, რომელიც ქვანახშირით მდიდარ ქვეყნებს ახასიათებთ. ნიდერლანდები და სკანდინავიის ქვეყნები — დანია, შვედეთი, ნორვეგია კი სხვა გზით მიდიოდნენ. ოთხივე ამ ქვეყნისათვის უდიდესი ფაქტორი მათი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა იყო: მათ უშუალო გასასვლელები ჰქონდათ ზღვებსა და ოკეანეებზე, რაც განსაკუთრებით წაადგა ბუნებრივი რესურსების იმპორტს, თევზჭერას, წყლის ტრანსპორტის სიიაფეს, სავაჭრო ფლოტის შექმნასა და გემთმშენებლობის დარგის განვითარებას. თითოეული ქვეყანა თავისებურად დაწინაურდა ყველა ამ სფეროში: ჰოლანდიელებმა ამსტერდამისა და როტერდამის ნავსადგურები განაახლეს, რამაც გასაოცარო შედეგები მოიტანა გერმანიასა და ცენტრალურ ევროპასთან სატრანზიტო ვაჭრობის კუთხით და კონტინენტის ოკეანის გაღმიდან შემოტანილი საკვები პროდუქტისა თუ ნედლეულის მომარაგების თვალსაზრისით (შაქარი, თამბაქო, ჩაი, ყავა, შოკოლადი, მარცვლეული, და ბოლოს — ნავთობიც). თავისუფალ ვაჭრობაზე გადასვლით მსგავს შედეგზე გავიდა კოპენჰაგენის პორტიც, რომლის საქონელბრუნვა განუზომლად გაიზარდა. ნორვეგია ევროპულ ბაზარზე თევზისა და ხე-ტყის უმთავრეს მიმწოდებლად იქცა XIX ს-ის პირველ ნახევარში და მასვე ჰყავდა, ბრიტანეთის შემდეგ, უდიდესი სავაჭრო ფლოტი. უკვე საუკუნის მიწურულს, შვედეთში, მართალია, საკუთარი სავაჭრო ფლოტი ნელა იზრდებოდა, მაგრამ ამ ქვეყანამ საკმაოდ იხეირა საერთაშორისო ვაჭრობაზე ზოგადად ყოველგვარი აკრძალვების მოხსნითა და სატრანსპორტო გადაზიდვებზე ტარიფების შემცირებით (ხე-ტყე, რკინა და შვრია). რაც მთავარია, არც ამ ქვეყნების პოლიტიკური მოწყობა უქმნიდა წინაღობებს ინდუსტრიალიზაციასა და ეკონომიკურ ზრდას. თუ ნაპოლეონის შემდგომი ხანის ტერიტორიულ გადანაწილებებს არ ჩავთვლით, მთლიანობაში XIX საუკუნე ხსენებული ქვეყნებისათვის საკმაოდ მშვიდობიანი გამოდგა და პროგრესული, დემოკრატიული სვლა აქ არანაირად არ შეფერხებულა. ასევე, როგორც მცირე და საგარეო ვაჭრობაზე დამოკიდებული ქვეყნები, ისინი, ძირითადად, ლიბერალურ სავაჭრო პოლიტიკას მისდევდნენ და ბატონყმობის გაუქმების შემდეგ, სოფლის მეურნეობაშიც ახალი, დამოუკიდებელი ფერმერების კლასი გამოიკვეთა, რომელიც ასევე უპირატესად საბაზრო ურთიერთობებზე იყო ორიენტირებული. ნიდერლანდების შემდგომ ეკონომიკურ წინსვლაში არც ისე მცირე როლი საბანკო საქმის შემდგომმა განვითარებამაც იქონია. მით უფრო, რომ, როგორც გვახსოვს, აქ საბანკო საქმიანობის ტრადიცია ძველთაგანვე არსებობდა. ყველაზე დიდი — „ნიდერლანდების ბანკის“ გარდა, ვაჭრებისა და კერძო მეწარმეთა ინიციატივით, არაერთი დამოუკიდებელი ბანკიც დაარსდა და სწორედ მათ შეასრულეს გადამწყვეტი როლი

319

ქვეყნის სწრაფი ინდუსტრიული აღმავლობის უზრუნველყოფაში. სკანდინავიის ქვეყნებისა და ნიდერლანდების მაგალითზე კარგად ჩანს, რომ სავსებით შესაძლებელი ყოფილა მეწარმეობის სხვადასხვა დარგის განვითარება და ცხოვრების მაღალი დონის მიღწევა ქვანახშირის საბადოებისა და მძიმე მრეწველობის გარეშეც. ასე, რომ თამამად შეიძლება ითქვას, წარმატებული ინდუსტრიალიზაციის ერთადერთი სწორი გზა, უბრალოდ, არ არსებობს.

ბელგია. როგორც გვახსოვს, ვენის კონგრესით ბელგია ნიდერლანდებს მიუერთეს. საფრანგეთის რევოლუციის გავლენით 1830 წლის აგვისტოში ბელგიაში რევოლუცია დაიწყო. ჰოლანდიის ჯარმა რევოლუციონერების დამარცხება ვერ მოახერხა და დახმარებისათვის მეზობლებს მიმართა. ამას ინგლისის, საფრანგეთის, რუსეთის, ავსტრია-უნგრეთისა და პრუსიის კონფლიქტში ჩართვა მოჰყვა. საბოლოოდ, საქმე ისე წარიმართა, რომ 1830 წელს ვითომდა რევოლუციის ჩახშობის მიზნით დასახმარებლად მოსულმა ქვეყნებმა, განსაკუთრებული აქტით, ბელგიის დამოუკიდებლობა ცნეს. ყველაზე მეტად ინგლისი და საფრანგეთი აქტიურობდნენ, რომლებსაც ბელგიაში თავისი გავლენის გავრცელება სურდათ. ბელგიის დასუსტების მიზნით, ინგლისის დიპლომატიამ ბელგიისაგან ცალკე გამოჰყო ლუქსემბურგი და მთელი რიგი სხვა ტერიტორიები. ამ რევოლუციას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა: ბელგიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა და სულ მალე ევროპაში ერთ-ერთ სწრაფად განვითარებად და ეკონომიკურად დაწინაურებულ ქვეყნად იქცა. ბელგიის ეკონომიკურ დაწინაურებაში ქვანახშირზე არა ნაკლები როლი საბანკო სექტორს მიუძღვის, რომლის სწრაფმა განვითარებამ ნამდვილი საოცრება მოახდინა ბელგიაში ინდუსტრიალიზაციის პროცესის დაჩქარების მხრივ. პოლონელი გლეხების მიერ პოლონელი თავადაზნაურების დასჯა. 1946 წელს, გალიცეაში.

ნიკოლოზ I რუსეთის იმპერატორი 1825-1855

პოლონეთი 1830-1840-იან წლებში. ვენის კონგრესით პოლონეთი როგორც ვიცით პრუსიას, ავსტრიასა და რუსეთს შორის განაწილდა, აქედან უმნიშვნელოვანესი ნაწილი — ვარშავის საჰერცოგო რუსეთს ერგო, რომელსაც რუსეთმა პოლონეთის სამეფო უწოდა. ხოლო რუსეთის მეფე იმავდროულად პოლონეთის მეფედაც გამოცხადდა. მეფის რუსეთი იძულებული იყო პოლონეთისათვის კონსტიტუცია მიეცა, რომლის მიხედვითაც პოლონეთში საკანონმდებლო ორგანოდ ორპალატიანი არჩევითი სეიმი გამოცხადდა. 1830 წელს, საფრანგეთის რევოლუციის გავლენით, რევოლუციურმა მოძრაობამ პოლონეთიც მოიცვა. ვარშავის ქუჩებში ათასობით მუშა და სტუდენტი გამოვიდა. რუსეთის მეფის ძმა, დიდი მთავარი კონსტანტინე ვარშავიდან გაიქცა. პოლონეთის სეიმმა რუსეთის მეფე ნიკოლოზ I პოლონეთის სამეფო ტახტიდან გადაყენებულად გამოაცხადა. ნიკოლოზ I უზარმაზარი არმია დაძრა პოლონეთის წინააღმდეგ. მალე რუსეთის ჯარმა ვარშავა შტურმით აიღო და აჯანყება ჩაახშო. 1846 წელს პოლონეთში ახალი აჯანყება მომზადდა. მას ზოგადპოლონური ხასიათი უნდა ჰქონოდა და როგორც ავსტრიის და პრუსიის, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებული

320

პოლონური მიწები უნდა მოეცვა, მაგრამ რუსეთის და პრუსიის მთავრობებმა წინასწარი დაპატიმრებებით გამოსვლების თავიდან აცილება შესძლეს. ამიტომ აჯანყებამ მხოლოდ კრაკოვში იფეთქა, რომელიც ვენის კონგრესით თითქოსდა თავისუფალ ქალაქად იყო გამოცხადებული, სინამდვილეში კი იქ ავსტრიის ჯარები იდგა. აჯანყებულებმა პირველ ეტაპზე წარმატებას მიაღწიეს და ავსტრიის ჯარები ქალაქიდან განდევნეს, მაგრამ საბოლოოდ ავსტრიამ ქალაქის აღება შესძლო და ის თავის სამფლობელოებს, ახლა უკვე ოფიციალურადაც, შეუერთა. გერმანია. დიდ ევროპულ სახელმწიფოთაგან, გერმანია ყველაზე ბოლოს დაადგა ინდუსტრიალიზაციის გზას და, შეიძლება ითქვას, ერთხანს „მაჩანჩალადაც“ კი ითვლებოდა. XIX საუკუნის დასაწყისისათვის ეს ღარიბი და ჩამორჩენილი ქვეყანა, რომლის მოსახლეობის უდიდესი უმეტესობა სოფლად ცხოვრობდა და სოფლის მეურნეობით ირჩენდა თავს, პოლიტიკურადაც დაქუცმაცებული იყო. უმნიშვნელო სამრეწველო ობიექტები მხოლოდ რაინლენდში, საქსონიაში, სილეზიასა და ქალაქ ბერლინში არსებობდა, თუმცა ისინიც ძირითადად ხელით შრომას იყენებდნენ და პროტოინდუსტრიულ დონეს ვერ სცილდებოდნენ. ეკონომიკის წინსვლას, ასევე, აფერხებდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განუვითარებლობაც, ცალკეულ გერმანულ სამთავროებში საკუთარი მონეტარული სისტემები და განსხვავებული სავაჭრო პოლიტიკა კი სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენდა პროგრესის გზაზე. XIX ს-ის I ნახევრში გერმანულ სამეფო-სამთავროების განვითარებაზე უდიდესი ზემოქმედება საფრანგეთის რევოლუციამ და ნაპოლეონის რეფორმებმა მოახდინა. 1815 წლის შემდეგაც, ნაპოლეონის დროინდელი საფრანგეთის გავლენა კი დიდი იყო გერმანული მიწების დიდ ნაწილში. თავად პრუსიამაც კი ბევრი რამ გადაიღო ფრანგული კანონმდებლობისა თუ ეკონომიკური ინსტიტუტების მხრივ. გაუქმდა ბატონყმობა, არისტოკრატიას საკუთარი ღირსების შელახვის გარეშე, მიეცა საშუალება, კომერციასა და ინდუსტრიაში დაედო წილი, მოისპო ქონების წოდებრივი წარმომავლობის მიხედვით პრივილეგიები, რამაც თავისუფალ ვაჭრობას მეტი გასაქანი მისცა. ამას ამქრების პრივილეგიების გაუქმებაც მოჰყვა, შეიცვალა ფულად-საკრედიტო სისტემა და შეიქმნა ცენტრალური ადმინისტრაცია. განსაკუთრებულად თვალშისაცემი ცვლილებები განიცადა განათლების სფერომ. მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა საბაჟო-საგადასახადო მიმართულებითაც. მართლაც, ე. წ. ზოლვერეინის სახელით ცნობილი სისტემის შემოღებას ორი მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვა: მოიხსნა ყველა შიდა საბაჟო გადასახადი და ერთიანი გერმანული შიდა ბაზარი ჩამოყალიბდა; იმავდროულად შემოიღეს ერთიანი საექსპორტო ტარიფი. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ეს დაბალტარიფიან, ლიბერალურ კომერციულ პოლიტიკაში გადაიზარდა. ყოველივე ამან ერთიანი გერმანული ეკონომიკის ჩამოყალიბების შესაძლებლობა დასახა, ერთიანი სარკინიგზო ქსელის გაშლამ კი ეს შესაძლებლობა რეალობად აქცია. დანაწევრებულ გერმანულ სამთავრო-სახელმწიფოებისათვის ერთიანი სარკინიგზო ქსელი იმდენად საჭირო აღმოჩნდა, რომ

321

ზოლვერეინი ანუ გერმანიის საბაჟო კავშირი - უმეტესი გერმანული სახელმწიფოების კავშირი ტარიფებისა და ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვისათვის, რომელიც შეიქმნა 1833 წელს. გერმანული სახელმწიფოები შეთამხმდნენ, რომ კავშირში ყველა საბაჟო გადასახადები გაეუქმებინათ, ხოლო კავშირის ტერიტორიაზე აკრეფილი მოსაკრებლისაგან, შეექმნათ საერთო სალარო და შემოსავლები თანაბრად გაენაწილებინათ კავშირის წევრებს შორის, მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად.

მისი გაყვანა-განვითარება უფრო სწრაფადაც კი წარიმართა, ვიდრე იმავე პერიოდში, მაგ., მის მეზობელ საფრანგეთში. საფრანგეთისაგან განსხვავებით გერმანიაში სარკინიგზო ხაზების მიმართულების, ტარიფებისა და სხვა ტექნიკური საკითხების სწრაფად და იოლად შეთანხმებამ სარკინიგზო ქსელით ქვეყნის უსწრაფესი დაფარვა გამოიწვია. რკინიგზების მშენებლობამ არა მარტო ერთიანი გერმანული სახელმწიფოს შექმნას მისცა ბიძგი, არამედ ინდუსტრიის მომიჯნავე დარგების განვითარებაზეც იქონია უდიდესი გავლენა: მაგალითად, რკინისა და ქვანახშირის წარმოება გერმანიაში რამდენჯერმე გაიზარდა. საქმე ისაა, რომ მანამდე ქვანახშირის უდიდეს მიმწოდებელს, მდინარე რურის აუზის მაღაროებს, ამოღების მარტივი ტექნიკა, შესაბამისად, შედარებით მცირე პროდუქტიულობა ახასიათებდა. თუმცა, უკვე 1830 წლიდან, სიღრმისეული ქანების ამოღების შესაძლებლობამ უფრო დიდი კაპიტალდაბანდება და უფრო რთული ტექნიკის შემოტანა მოითხოვა. საქმეში უამრავი უცხოური ფირმაც ჩაერთო და 1850 წლისთვის, ქვანახშირის წარმოებამ, მისგან გამომდინარე, რკინისა და ფოლადის დნობის მაჩვენებლებმაც უსწრაფესი ტემპით იწყო ზრდა. ეს ტემპი რომ წარმოვიდგინოთ, მაგალითისათვის აღვნიშნავთ, რომ 1895 წელს გერმანიის ფოლადის მრეწველობამ დიდი ბრიტანეთისას გადააჭარბა, ხოლო 1914 წლისთვის ეს უკანასკნელი ბევრად უფრო მაღალხარისხიან ფოლადს აწარმოებდა. იმ დროის გერმანული ეკონომიკის მეტად საინტერესო მახასიათებელია კარტელების წარმოქმნა. თავად სიტყვა კარტელი დამოუკიდებელ ფირმებს შორის ფასების, ბაზრებისა თუ ნაწარმის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე შეთანხმებას ნიშნავს, რასაც საბოლოოდ მონოპოლისტურ, არაკონკურენტულ გარემომდე მივყავართ. ამგვარი პრაქტიკა კანონმდებლობით აკრძალული იყო ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ არა გერმანიაში. ეკონომიკის ელემენტარული კანონები გვასწავლის, რომ მსგავს პრაქტიკას წარმოების შემცირება და მოგების ზრდა მოსდევს, მაგრამ ეს ძნელად შეესაბამება იმდროინდელი გერმანიის წარმოების სხვადასხვა სფეროს მკვეთრ ზრდას. საქმე ისაა, რომ კარტელური პრაქტიკა აქ შეხამებული იყო პროტექციონისტულ საგადასახადო ტარიფებთან — სწორედ მათი წყალობით, კარტელებს შეეძლოთ, შეენარჩუნებინათ მაღალი ფასები შიდა ბაზარზე, ფაქტობრივად, განუსაზღვრელი რაოდენობით გაეტანათ საქონელი საზღვარგარეთ — ხანდახან განსაკუთრებით დაბალ ფასებშიც კი. ამას სარკინიგზო-სატრანსპორტო ქსელზე სახელმწიფო კონტროლისა და საექსპორტოდ ხელსაყრელი ტარიფების დაწესებაც დიდად უწყობდა ხელს. შედეგად, გერმანიის ექსპორტის წილი მსოფლიო ბაზარზე განუზომლად გაიზარდა. რევოლუცია გერმანიაში. 1848 წლის საფრანგეთის თებერვლის რევოლუციამ გამოხმაურება მთელ დასავლეთ ევროპაში ჰპოვა. გერმანიის სამეფო-სამთავროებში რევოლუციური გამოსვლები უკვე თებერვლის ბოლოს დაიწყო. მათი ძირითადი მოთხოვნები იყო ფეოდალური გადმონაშთების ლიკვიდაცია, პრესის თავისუფლება, ნაფიც მსაჯულთა ინსტი-

322

ტუტის შემოღება. გერმანული სამეფო სამთავროების ხელისუფლება იძულებული იყო დათმობებზე წასულიყო. დიდი მღელვარება მოხდა ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ გერმანულ სამეფოში — ბავარიაშიც. მეფეს მარტის დასაწყისში პოლიტიკური თავისუფლების შესახებ პეტიცია წარუდგინეს. დედაქალაქში — მიუნჰენში დაიწყო აჯანყება. მეფე იძულებული იყო თავის შვილის სასარგებლოდ ტახტიდან გადამდგარიყო. რევოლუციური მოძრაობა პრუსიაშიც დაიწყო. პრუსიის მთავარი ქალაქები მღელვარებამ მოიცვა. მასების ყველაზე აქტიურ გამოსვლას ადგილი ბერლინში ჰქონდა. 18 მარტს ხალხმა სამეფო სასახლეს ალყა შემოარტყა, რასაც არმიასთან შეტაკება მოჰყვა. შედეგად ივნისში მღელვარება კიდევ უფრო გაფართოვდა. ქალაქი ბარიკადებით დაიფარა. არმიამ წესრიგის დამყარება ვეღარ მოახერხა და ხელისუფლება იძულებული იყო დათმობაზე წასულიყო. გამოცხადდა საყოველთაო ამნისტია, ახლადშექმნილ მთავრობაში, პირველად პრუსიის ისტორიაში, ბურჟუაზიის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. დაიწყო სამეფო გვარდიის რეორგანიზება. პრუსიის ქალაქებში მღელვარებას გლეხთა გამოსვლებიც მოჰყვა. გამოსვლებს ადგილი ჰქონდა პოლონეთშიც, პოზნანის ოლქში, რომელიც პრუსიის შემადგენლობაში შედიოდა. 1848 წლის მაისის დასაწყისში შედგა პრუსიის ნაციონალური კრების არჩევნები. არჩევნები ძველი სისტემის მიხედვით ჩატარდა. მიუხედავად ამისა, ადგილების უმეტესობა მხოლოდ ლიბერალური ბურჟუაზიის წარმომადგენლებმა მიიღეს. ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა, როდესაც ახლადშეკრებილმა ნაციონალურმა კრებამ პრუსიის ახალი კონსტიტუციის განხილვა დაიწყო. ამ პროექტით ხმის მიცემის საარჩევნო უფლება მხოლოდ მდიდარ მესაკუთრეებს ეძლეოდათ, რამაც მოსახლეობაში დიდი მღელვარება გამოიწვია. მღელვარებამ მსხვილი და საშუალო ბურჟუაზია დააშინა და სამეფო ხელისუფლებასთან უფრო მტკიცე კავშირისაკენ უბიძგა. პრუსიაში კონტრრევოლუციური გადატრიალება დაიწყო. გერმანიის რევოლუციის ერთ-ერთ ამოცანას გერმანიის პოლიტიკური გაერთიანება წარმოადგენდა. გერმანიის ბურჟუაზიის უმეტესობას ასეთი გაერთიანება პრუსიის მეთაურობით უნდოდა, ნაწილი ავსტრიის მხარეზე იყო. ისინი ყველა გერმანული მიწების გაერთიანებას ავსტრიის იმპერიის მეთაურობით ხედავდნენ. 1848 წლის მაისში მაინის ფრანკფურტში სრულიად გერმანიის ნაციონალური კრება შეიკრიბა, რომლის მთავარ საკითხს გერმანიის გაერთიანება წარმოადგენდა. ფრანკფურტის პარლამენტმა თითქოს საერთო გერმანული მთავრობაც ჩამოაყალიბა, მაგრამ ამ მთავრობას არავითარი რეალური ძალაუფლება არ გადაეცა. 1848 წლის შემოდგომაზე რევოლუციამ გერმანიაში ახალი ძალით იფეთქა, მაგრამ უმოქმედოდ არც კონტრრევოლუციური ძალები იყო. პირველი კონტრრევოლუციური გადატრიალება პრუსიაში მოხდა. მეფის ერთგულმა ჯარის ნაწილებმა ბერლინი დაიკავეს. ყველა ოპოზიციური გაზეთი დაიხურა. პრუსიის ნაციონალური კრების სხდომები ბერლინის გარეუბანში, ბრანდებურგში გადაიტანეს, შემდეგ კი კრება, საერთოდაც, გარეკეს. პრუსიაში რევოლუცია დასრულდა. 1849 წლის მარტში ფრანკფურტის ეროვნულმა კრებამ (პირველი საერთოგერმანული პარლამენტი) სრულიად გერ-

323

მხატვარ ფილიპ ვეიტის 1948 წლის ნახატს ჰქვია გერმანია.

ავსტრიის იმპერია ფორმალურად 1804 წ. დაარსდა. 1868 წ. მას ავსტრია-უნგრეთის იმპერია ეწოდა.

მანიის კონსტიტუცია მიიღო, რომელიც ერთიანი გერმანული სახელმწიფოს შექმნას გულისხმობდა. ამ ერთიან გერმანულ სახელმწიფოში გერმანიის მიწაზე არსებული სახელმწიფოები, მათ შორის, პრუსია და ავსტრიაც უნდა შესულიყვნენ. თითოეულ სახელმწიფოს თავისი მმართველობა და კანონმდებლობა უნარჩუნდებოდა. საერთო გერმანული სახელმწიფოს მთავრობის ფუნქციებში საგარეო პოლიტიკა, საბაჟოები და შეიარაღებული ძალები შედიოდა. ცენტრალურ ხელისუფლებას კი მხოლოდ იმპერატორი ქმნიდა, საკანონმდებლო ფუნქციები ორპალატიანი რაიხსტაგის ხელში გადადიოდა. ფრანკფურტის პარლამენტის მიერ მიღებული კონსტიტუცია ადამიანის ძირითად უფლებებსაც ითვალისწინებდა. კაიზერის დეპუტაცია პრუსიაში ჩავიდა და მეფეს — ფრიდრიხ ვილჰელმ IV სრულიად გერმანიის იმპერატორის გვირგვინი შესთავაზა. ვილჰელმა გვირგვინზე უარი განაცხადა. უარის მიზეზი პრუსიის სურვილი იყო ეს გერმანული სახელმწიფოები გადაეყლაპა. ფაქტობრივად ამ კონსტიტუციას მხარი არცერთმა მსხვილმა გერმანულმა ქვეყანამ არ დაუჭირა. 1849 წლის ივნისში, ფრანკფურტის ეროვნულმა კრებამ, რომელიც ცოტა ხნით ადრე შტუდგარტში გადავიდა, ჯარებმა გარეკეს, ამით რევოლუცია გერმანიაში საბოლოოდ დასრულდა.

პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ IV 1840-1861

შვეიცარია. შვეიცარია, გერმანიასთან შედარებით, გვიან დაადგა ინდუსტრიალიზაციის გზას. შვეიცარიას XIX ს-ის დასაწყისშივე გააჩნდა ის მახასიათებლები, რამაც 1850 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მის სწრაფ ინდუსტრიალიზაციას. მაგალითისათვის დავასახელებთ ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორს, როგორიც საზოგადოების განათლებაა. შვეიცარიას, იმხანად ზრდასრულ მოსახლეობაში წერა-კითხვის ცოდნის გამორჩეულად მაღალი დონე, სხვა ევროპული ქვეყნებისაგან განასხვავებდა. იმავდროულად ქვეყნის ეკონომიკური სტრუქტურა მაინც პრეინდუსტრიული იყო. მართლაც, 1850 წლისათვის სამუშაო ძალის 57%-ზე მეტი მთლიანად სოფლის მეურნეობაში იყო დაკავებული და მხოლოდ 4%-ზე ნაკლები მუშაობდა ქარხნული ტიპის საწარმოებში. ეს საწარმოებიც, ძირითადად, საოჯახო სახისა იყო და მანქანა-დანადგარების გარეშე ცდილობდა იოლად გასვლას. რკინიგზის ჯამური სიგრძეც აქ 30 კმ-ს არ აჭარბებდა. რაც მთავარია, ქვეყანაში არ არსებობდა აუცილებელი ინსტიტუციური მოწყობა ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად: 1850 წლამდე მას არც ერთიანი საბაჟო ჰქონდა, არც ეფექტური ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, არც ცენტრალიზებული საფოსტო სისტემა და არც ქვეყნისთვის ერთიანი ზომა-წონის სტანდარტები. ტერიტორიულად ამ პატარა ქვეყანაში, წიაღისეული სიმდიდრის მარაგიც ძალზე მწირია, თუ არ ჩავთვლით წყლის რესურსებს და ხე-ტყეს; რაც შეეხება ქვანახშირს, ის აქ საერთოდ არ მოიპოვება. მთაგორიანი რელიეფის გამო, მიწის 1/4 სრულიად დაუმუშავებელი და, პრაქტიკულად, დაუსახლებელია. არადა, ამ არახელსაყრელი ფაქტორების მიუხედავად, XX საუკუნის დასაწყისისათვის შვეიცარია ცხოვრების დონის მხრივ ევროპაში ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად იქცა. შვეიცარიის მეწარმეობის თავისებურება ის გახლდათ, რომ

324

იქაურები კარგად უთავსებდნენ ერთმანეთს ტექნოლოგიურ სიახლეებსა და შრომის ტრადიციულ მეთოდებს. შვეიცარიაში განსაკუთრებით აღსანიშნავია საბანკო საქმის განვითარება. ამ ქვეყანამ დიდი თავისუფლება მიანიჭა დამოუკიდებელ ბანკებს, რამაც ის მომდევნო XX საუკუნეში, ფაქტობრივად, მსოფლიოს უმსხვილეს ფინანსურ ცენტრად აქცია. ავსტრია-უნგრეთის იმპერია. ჰაბსბურგთა დინასტიის ქვეშ მყოფ ავსტრია-უნგრეთის იმპერიას არათუ უბრალოდ ეკონომიკურ ჩამორჩენილობას აბრალებდნენ, არამედ მის დაშლას I მსოფლიო ომის შემდეგ, სწორედ ამ მიზეზით ხსნიდნენ, მაგრამ ბოლოდროინდელმა კვლევებმა ეს გაბატონებული კლიშე გარკვეულწილად შეარყია. თავისთავად ამ იმპერიას რამდენიმე ფაქტორი გამოარჩევდა გერმანიასა თუ საფრანგეთისაგან: მათზე ბევრად მეტი რეგიონალური განსხვავებები და არაერთგვაროვნება დასავლურ და აღმოსავლურ პროვინციებს შორის. დასავლურ პროვინციებში (ბოჰემია, მორავია, საკუთრივ ავსტრია) ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, თანამედროვე გაგებით, ჯერ კიდევ XVIII ს-ის მეორე ნახევრიდან შეინიშნებოდა. მაგ., საფეიქრო და მინის წარმოება ჩეხეთის რეგიონში ფართოდ იყო გავრცელებული. ასევე, მატყლის გადამუშავებისა თუ ლუდის ხარშვის ძირძველი ტექნოლოგიები. მექანიზაციის პროცესები ფართოდ აქ მხოლოდ XVIII ს-ის ბოლოს დაინერგა, XIX ს-ის მიწურულს კი ავსტრია-უნგრეთი კონტინენტზე მხოლოდ საფრანგეთს ჩამორჩებოდა საფეიქრო ნაწარმის მხრივ. იმავდროულად ბატონყმობის ინსტიტუტი, რომელიც აქ 1848 წლამდე არ გაუქმებულა, რასაკვირველია, მძიმე ტვირთად აწვა ქვეყანას. ხელისუფლების პოლიტიკა არც საგარეო ვაჭრობაში უწყობდა ხელს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. საუკუნის ბოლომდე ეს პოლიტიკა პრინციპულად პროტექციონისტული გახლდათ, რამაც ავსტრია-უნგრეთის გამოდევნაც კი გამოიწვია ე.წ. „ზოლვერაინის“ გაერთიანებიდან. მაღალი ტარიფები იყო დაწესებული იმპორტსა თუ ექსპორტზე და შედეგად, XX საუკუნის დასაწყისში, პატარა ბელგია რამდენჯერმე უსწრებდა საგარეო ვაჭრობის მხრივ ავსტრია-უნგრეთის იმპერიას. რაც შეეხება, ადამიანურ რესურსს — სწავლა-განათლების მხრივ, გარდა იმისა, რომ ზოგადად მცირე იყო განათლებული ხალხის რაოდენობა, ის თან საოცრად არათანაბრად იყო გადანაწილებული იმპერიის რეგიონების მიხედვით; ხოლო როგორც ზემოთ უკვე ვთქვით, განათლების მაღალი დონე უშუალო კავშირშია ინდუსტრიალიზაციის პროცესთან. ავსტრია-უნგრეთის იმპერია, მთლიანობაში, მაინც მთაგორიან ქვეყანას წარმოადგენდა და რიგიანი საგზაო კომუნიკაციების გაყვანა ძვირი ჯდებოდა. მდინარე დუნაიც მხოლოდ სამხრეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ მიედინებოდა და მისი შესაძლებლობები XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე, სანამ ორთქლის ძრავიანი, სამდინარო გემები არ ჩადგა მწყობრში, ფაქტობრივად, გამოუყენებელი იყო. მართალია, ბოჰემიასა და ავსტრიული სილეზიის რეგიონებში ქვანახშირის საბადოების არსებობის წყალობით გარკვეული ინდუსტრიული „კუნძულები“ არსებობდა, მაგრამ

325

შეიძლება ითქვას რომ, მთლიანობაში ავსტრია-უნგრეთი უფრო კულტურულ-პოლიტიკური ერთობა იყო და არა ეკონომიკური. XX საუკუნის დამდეგამდე, მისი განვითარების ტემპები საკმაოდ ჩამორჩებოდა ზოგადად დასავლეთ ევროპულს, თუმცა კი, მნიშვნელოვნად უსწრებდა აღმოსავლეთ ევროპისას.

რევოლუცია ავსტრიის იმპერიაში. 1848 წლის მარტის დასაწყისში ავსტრიაში სხვა გერმანული სამეფო-სამთავროების მსგავსად რევოლუცია დაიწყო. ქვემო ავსტრიის ლანდტაგისპარლამენტის გახსნის დღეს ვენაში დიდძალი ხალხი შეიკრიბა. დემონსტრანტები მეტერნიხის გადადგომას მოითხოვდნენ, რომელიც თითქმის 30 წელი, როგორც კანცლერი, სათავეში ედგა ავსტრიის მთავრობას. იმპერატორი მის გადაყენებას დაუყოვნებლივ დათანხმდა და მეორე დღესვე მეტერნიხი გადააყენა. ის, გადაცმული საზღვარგარეთ გაიქცა. ახალმა მთავრობამ, რომელიც მთლიანად თავადაზნაურთა წარმომადგენლებისაგან შედგებოდა, კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონის პროექტი გამოაქვეყნა. პროექტის მიხედვით, ხელისუფლება იმპერატორის ხელში რჩებოდა, რომელსაც რაიხსტაგის მიღებულ კანონებზე ვეტოს დადების უფლება ჰქონდა. ამ კონსტიტუციის პროექტის გამოქვეყნებას დიდი მღელვარება მოჰყვა. იმპერატორი ვენიდან გაიქცა. ვენასთან ერთად რევოლუციური მოძრაობა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტშიც დაიწყო. დემონსტრანტები ჰაბსბურგების დამხობას და უნგრეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებას მოითხოვდნენ. რევოლუციურმა მოძრაობამ ავსტრიის კუთვნილი ტრანსილვანია, ჩეხეთი და ავსტრიის იმპერიის არაგერმანელებით დასახლებული სხვა მხარეებიც მოიცვა. რევოლუციური მოძრაობით შეშინებული რეაქციული წრეები, პირველ რიგში, უნგრეთის რევოლუციის ჩახშობას შეეცადნენ. იმპერატორის ჯარის ნაწილები უნგრეთში შეიჭრნენ, მაგრამ დამარცხდნენ და უკან დაიხიეს. აჯანყებული უნგრელების არმია ავსტრიის საზღვარს მიუახლოვდა. ავსტრიის მონარქია საკუთარ დღეებს ითვლიდა. კრიზისულ ვითარებაში ავსტრიის იმპერატორს დახმარების ხელი რუსეთის იმპერატორმა გაუწია. 1849 წელს რუსეთის ასი ათასიანი არმია უნგრეთში შეიჭრა, ხოლო მისმა მეორე არმიამ, რომელიც ორმოცი ათასი ჯარისკაცისაგან შედგებოდა, ტრანსილვანია დაიკავა. ავსტრიისა და რუსეთის ჯარებმა უნგრელები დაამარცხეს და ბუდაპეშტში შევიდნენ. მალე უნგრეთის არმიამ კაპიტულაცია გამოაცხადა. ავსტრიის ხელისუფლება აჯანყებულებს სასტიკად გაუსწორდა. სიკვდილით დასაჯეს უნგრელი გენერლები და უნგრეთის პრემიერმინისტრი, ათასობით ადამიანი საპყრობილეში გამოამწყვდიეს.

კლემენტ ფონ მეტერნიხი 1773-1859

რევოლუცია იტალიაში. 1849 წლისათვის იტალია ერთიან სახელმწიფოს არ წარმოადგენდა. ჩრდილოეთ იტალიის ცენტრალური და აღმოსავლეთი ნაწილი ავსტრიელებს ეკავათ, ჩრდილოეთ-დასავლეთში კი სარდინიის, იგივე პიემონტსარდინიის სამეფო იყო. იტალიის სამხრეთით ნეაპოლის სამეფო მდებარეობდა, რომელსაც სიცილია ეკუთვნოდა. დანარჩენი იტალია რომის პაპის ოლქსა და რამდენიმე სამთავროს შორის იყო განაწილებული.

326

ქვეყნის დაქუცმაცებულობის გამო ის, რისთვისაც ერთიანი „იტალიური ეკონომიკა“ შეიძლებოდა დაგვერქმია, ფაქტობრივად, არ არსებობდა. ასევე, ერთიანი ვალუტის არარსებობა ნებისმიერ ინვესტორს გულს უცრუებდა აქ რაიმე საქმიანობის წამოწყებაზე. იტალიის დაქუცმაცებულობა და სხვადასხვა ქვეყნების მიერ დანაწილება იმდენად ხანგრძლივად გრძელდებოდა, რომ დღესაც კი, იტალიის გაერთიანებიდან საუკუნენახევარზე მეტი ხნის შემდეგაც, თვალშისაცემია ამ ქვეყნის ჩრდილოეთ და სამხრეთ ეკონომიკურ რეგიონებად დაყოფა. რევოლუციური მოძრაობა იტალიაში ჯერ კიდევ 18201821 წლებში დაიწყო. მას კარბონარები ხელმძღვანელობდნენ, მაგრამ ავსტრიის ჯარებმა ეს აჯანყება შედარებით იოლად ჩააქრეს. რევოლუციის ახალი ტალღა ხელახლა 1840-იან წლებში აზვირთდა. აჯანყება სიცილიაში დაიწყო, რომელიც ნეაპოლის სამეფოში შედიოდა. ნეაპოლის მეფე იძულებული იყო აჯანყებულებისათვის დაეთმო და კონსტიტუცია მიეღო. მღელვარების შედეგად კონსტიტუცია მიიღო სარდინიის სამეფომაც. ამასობაში განმათავისუფლებელი მოძრაობა იტალიის ავსტრიელების მიერ დაპყრობილ ნაწილშიც დაიწყო. ავსტრიის დაქვემდებარებაში მყოფმა ლომბარდიამ სარდინიასთან შერწყმა გამოაცხადა. სარდინიას კიდევ რამდენიმე იტალიური სამთავრო შეუერთდა. იმავდროულად აჯანყებამ ავსტრიის დაქვემდებარებაში მყოფ სარდინიის მეზობელ მილანშიც იფეთქა. სარდინიასა და ავსტრიას შორის მთავარი ომები ლომბარდიაში გაიმართა. განმათავისუფლებელი ბრძოლის ამ პირველ ეტაპზე სარდინია ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა და იძულებული იყო დროებით დაზავებას დათანხმებულიყო. 1849 წ. სარდინიამ, ხალხის ზეწოლით, ავსტრიის იმპერიასთან ომი განაახლა, მაგრამ კვლავაც დამარცხდა. სარდინიის მეფე იძულებული გახდა ტახტიდან გადამდგარიყო, ხოლო ახალი მეფე ვიქტორ ემანუელ II ავსტრიასთან კვლავ დროებით დაზავებას დასთანხმებოდა, შემდეგ კი სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოეწერა ხელი და კონტრიბუციის გადახდაც ეკისრა. იტალიის განმათავისუფლებელი მოძრაობის დამარცხება რევოლუციური მოძრაობის დამარცხებაც იყო. ასე, რომ 1848-1849 წლის რევოლუციამ იტალიელ ხალხს ვერც ავსტრიის უღლიდან და ვერც ფეოდალური წყობილებიდან გათავისუფლება მოუტანა. რევოლუციის ჩახშობის შემდეგ იტალიაში რეაქციის ხანა დაიწყო. ავსტრიელებმა ლომბარდიაში და ვენეციაში სამხედრო დიქტატურა დაამყარეს. ნეაპოლის სამეფოშიც რევოლუციონერებს სასტიკად გაუსწორდნენ. მრავალი მათგანი სიკვდილით დასაჯეს. მიუხედავად დამარცხებისა, სარდინიის სამეფო კვლავ იტალიის გაერთიანების ცენტრად რჩებოდა. ეს იყო ყველაზე ძლიერი და ეკონომიკურად განვითარებული იტალიური სახელმწიფო. 1848-1849 წლების რევოლუციური მოძრაობის ჩახშობის შემდეგ სარდინიის სამეფო ერთადერთ იტალიურ სახელმწიფოდ დარჩა, რომელშიც კონსტიტუცია არ გაუქმებულა. სამეფოს იმხანად სავოიის დინასტია მართავდა. იტალიის ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში ორი

327

კარბონარები — იტალიური საიდუმლო რევოლუციური ორგანიზაციის წევრები, რომელიც მოქმედებდა 1807-1832 წლებში. კარბონარი მოდის იტალიური „კარბონარო“-დან, რაც მენახშირეს ნიშნავს. ამ ფარულ საზოგადოებაში წევრად მიღების დროს ასრულებდნენ ხის ნახშირის დაწვის სიმბოლურ რიტუალს, რაც საზოგადოების წევრის სულიერი განწმენდის სიმბოლოდ ითვლებოდა.

ვიქტორ ემანუელ II სარდინიის (პიემონტის) მეფე 1849-1861

გრაფი კამილო ბენცო დი კავური 1810-1861

ჯუზეპე მაძინი 1805-1872

ჯუზეპე გარიბალდი 1805-1882

ფრთა არსებობდა. ზომიერი ლიბერალური წრეები ქვეყნის გაერთიანებას „ზემოდან“ ამ დინასტიის ხელქვეით ფიქრობდნენ. ისინი სარდინიის მეფე ვიქტორ ემანუელ II-ის ირგვლივ დაჯგუფდნენ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 1852 წელს სარდინიის სამეფოს მთავრობას სათავეში გრაფი კამილო ბენცო დი კავური ჩაუდგა, რომელიც ქვეყანას მეფის სახელით ათი წელი მართავდა. კავური იყო პროგრესული იდეებით აღჭურვილი მდიდარი მიწათმფლობელი, რომელიც თავისი იდეების ცხოვრებაში განხორციელებას განუხრელად ცდილობდა — სარკინიგზო მშენებლობის, ბანკის დაარსებისა, თუ გაზეთის გამოცემის საშუალებით. კავური ერთდროულად გახლდათ საზღვაო ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. სულ მალე მან ფინანსთა მინისტრობაც შეითავსა, რის შემდეგაც ცხადი გახდა, რომ კავურის პრემიერ-მინისტრობას წინ ვერაფერი დაუდგებოდა. კავურის თქმით, ფინანსური მოწყობა და ეკონომიკური წინსვლა ის ორი დედაბოძი იყო, რომლის გარეშეც ვერცერთი ქვეყანა ვერ განვითარდებოდა. ამ მიზნის მისაღწევად, მან მრჩევლებად უცხოელი ეკონომისტები მიიწვია, რასაც სულ მალე ქვეყანაში უცხოური კაპიტალის შედინებაც მოჰყვა. შედეგად, ქვეყნის ექსპორტი ორჯერ გაიზარდა, ხოლო იმპორტი — სამჯერ. შემდგომი ათწლეულის განმავლობაში არ შეწყვეტილა უცხოური ფირმების მიერ სარკინიგზო მშენებლობა, ბანკებისა თუ ერთობლივი სააქციო კომპანიების დაარსება. იმავდროულად ეროვნულ-რევოლუციური მოძრაობა ახალგაზრდა იტალია, რომელიც რესპუბლიკელმა ჯუზეპე მაძინიმ დააარსა, იტალიის გაერთიანებას რევოლუციის გზით ქვემოდან ცდილობდა. მაძინის გვერდით ჯუზეპე გარიბალდი დადგა. ის, როგორც უშიშარი მებრძოლი და პატრიოტი, იტალიაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. სარდინიის სამეფო ქვეყნის გაერთიანების საქმეში დიპლომატიას აქტიურად იყენებდა. იმისათვის, რომ საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ III-ის კეთილგანწყობა მოეპოვებინა სარდინია რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ყირიმის ომში ჩაება. რუსეთის იმპერია. ნაპოლეონთან ტილზიტის ზავით (1807) რუსეთისათვის ევროპული ომები დროებით დასრულდა, რამაც მას აღმოსავლეთის საქმეების წარმართვის საშუალება მისცა. ჯერ კიდევ 1801 წელს რუსეთმა გეორგიევსკის ტრაქტატის დარღვევით ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსია მოახდინა. მალე მან დასავლეთ საქართველოშიც შეიყვანა ჯარები. მოკლე ხანში იმერეთის სამეფო გააუქმეს, ხოლო სამეგრელოს, გურიის და აფხაზეთის სამთავროებმა რუსეთის უზენაესობა აღიარეს. დასავლეთ საქართველოზე პრეტენზიას ოსმალეთის სულთანი, აღმოსავლეთზე კი ირანის შაჰი აცხადებდა, ამიტომ რუსეთის მიერ საქართველოს სამეფოსამთავროების დაქვემდებარებას XIX ს-ის დასაწყისში რუსეთთურქეთის და რუსეთ-ირანის ომები მოჰყვა. ოსმალეთთან ომი ჩვენთვის უკვე ცნობილი ბუქარესტის ზავით დასრულდა. ზავმა დასავლეთ საქართველოს რუსეთის ხელში გადასვლა დაადასტურა. ირანთან ომი გულისტანის ზავმა დაასრულა, რომელიც ირანთან უკვე ნაპოლეონის ჯარების რუსეთიდან განდევნის შემდეგ დაიდო. ზავის

328

მიხედვით ირანმა აღმოსავლეთ ქართული ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის საზღვრებში აღიარა. ვენის კონგრესით მსოფლიოს გადანაწილების შემდგომაც რუსეთი კვლავაც აქტიურად და წარმატებით ერეოდა ბალკანურ თუ კავკასიურ პოლიტიკაში. ეს უკვე XIX ს-ის 20-იან წლებში რუსეთ-ოსმალეთისა და რუსეთ-ირანის შემდგომი ომების მიზეზი გახდა. ჩვენთვის უკვე ცნობილი ადრიანოპოლის ხელშეკრულებით, რუსეთმა ოსმალეთს მის მიერ ჯერ კიდევ XVII ს-ის დასაწყისში დაპყრობილი ქართული პროვინციის — გურჯისტანის ვილაიეთის, იგივე ახალციხის საფაშოს დიდი ნაწილი წაართვა და შეიერთა. რუსეთს არც დასუსტებული ირანის მორიგი დამარცხება გასჭირვებია. თურქმანჩაის საზავო ხელშეკრულებით, რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში იმჟამად არსებული მუსლიმური სახანოებიც თავის საზღვრებში შეიყვანა. საგარეო პოლიტიკაში უცილობელი წარმატების მიუხედავად, რუსეთი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ევროპის მოწინავე ქვეყნებს ფრიად ჩამორჩებოდა. XIX ს-ის შუა წლებისათვის ის ჯერ კიდევ ღრმად ფეოდალურ ქვეყანას წარმოადგენდა, რომელშიც ბატონყმობა სუფევდა. კაპიტალისტური წარმოების საწყისები რუსეთში ჯერ კიდევ პეტრე I-ის მმართველობის ხანაში ჩაისახა, მაგრამ თუ ურალში რკინის სადნობ წარმოებას არ ჩავთვლით, ყველა სხვა წამოწყება უფრო პოლიტიკურ ან სამხედრო მიზანს ემსახურებოდა და ეკონომიკურად წარუმატებელი აღმოჩნდა. XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან ინდუსტრიალიზაციის ტენდენცია გაჩნდა, როცა წარმოებაში მანქანა-დანადგარები დაინერგა. იმავდროულად მრეწველობაში დასაქმებულთა რიცხვი 100.000-დან ნახევარ მილიონამდე გაიზარდა, ძირითადად, სწორედ ყოფილი ყმა გლეხების ხარჯზე. ყველაზე დინამიურად და სწრაფად საფეიქრო მრეწველობა ვითარდებოდა, განსაკუთრებით — მოსკოვის რეგიონში; უკრაინაში გაჩნდა შაქრის გადამამუშავებელი საწარმოები; სანკტპეტერბურგსა და რუსეთის პოლონეთში კი — მეტალურგიული და მანქანათმშენებელი ობიექტები.

ყირიმის ომი. 1853 წელს რუსეთმა თურქეთთან ომი წამოიწყო, რომელიც სულ მალე საერთო ევროპულ ომში გადაიზარდა. ისტორიაში ეს ომი ყირიმის ომის (1853-1856) სახელით შევიდა. ომის მიზეზი რუსეთის დარდანელისა და ბოსფორის სრუტეებზე გაბატონების სურვილი გახლდათ. რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა ომის დასაწყებად დრო ხელსაყრელად მიიჩნია, ვინაიდან ფიქრობდა, რომ რევოლუციების შედეგად დასუსტებულ ავსტრია-უნგრეთს, პრუსიასა და საფრანგეთს რუსეთის წინააღმდეგ მოქმედების თავი არ ექნებოდათ. მით უფრო, რომ ევროპის მონარქები რევოლუციებმა არა მარტო დაასუსტა, რუსეთის მონარქისაგან დიდად დავალებულებიც გახადა, ვინაიდან რუსეთი საღვთო კავშირის დადგენილებას პირწმინდად ასრულებდა და ევროპელ მონარქებს რევოლუციების ჩახშობაში დიდად ეხმარებოდა, რის გამოც „ევროპის ჟანდარმის“ სახელიც დაიმკვიდრა.

329

"რომი ან სიკვდილი!" 1862 წლის ივლისში გარიბალდი პალერმოში ჩავიდა. იქ პალერმოს ფორუმზე ხალხს მიმართა: "პალერმოს ხალხნო! საფრანგეთის მბრძანებელი, რომელმაც ფიცი გატეხა და ოკუპირებული აქვს რომი ... ყაჩაღების და მკვლელების წინამძღოლი გახდა. დავატოვებინოთ ნაპოლეონს რომი და თუ საჭირო იქნება, ახალი "სიცილიური სერობა" მოუწყოთ!" ხალხმა გარიბალდის უპასუხა ერთსულოვანი ძახილით: "რომი ან სიკვდილი!" გულისტანის ზავი 1813 წელს დაიდო. მან რუსეთსა და ირანს შორის 1804-1813 წლებში მიმდინარე ომი დაასრულა.

თურქმანჩაის ზავით 1828 წელს დასრულდა რუსეთ-ირანის რიგით მეორე ომი, რომელიც 18261828 წლებში მიმდინარეობდა.

საზღვაო ბრძოლა რუსეთსა და ოსმალეთს შორის სინოპის ყურეში 1853 წლის 18 (ახალი სტილით — 30) ნოემბერს გაიმართა. ეს იყო მსოფლიო ისტორიაში იალქნიანი ხომალდების ბოლო ბრძოლა. ამ თვალსაზრისით აღნიშნულმა ბრძოლამ ორივე ქვეყნის ჩამორჩენილობასაც გაუსვა ხაზი.

ომის პირველ ეტაპზე რუსეთმა ოსმალეთი რამდენჯერმე, მათ შორის საზღვაო ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა. ასეთ ვითარებაში, იმის შიშით, რომ რუსეთი ოსმალეთის დამარცხებით ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს დაეუფლებოდა, ომში ოსმალეთის მხარეზე ინგლისი, საფრანგეთი და სარდინია ჩაება. მოკავშირეები შავ ზღვაში შევიდნენ და ყირიმის ნახევარკუნძულზე დესანტი გადასვეს. ამას რუსეთის შავი ზღვის პორტის — სევასტოპოლის ხანგრძლივი ალყა, მისი აღება და რუსეთის დამარცხება მოჰყვა. საზავო პირობები რუსეთისათვის ფრიად მძიმე აღმოჩნდა. რუსეთს აეკრძალა შავ ზღვაში სამხედრო ფლოტის ყოლა, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები გემებისათვის გახსნილად გამოცხადდა. გარდა ამისა, რუსეთი იძულებული იყო შავიზღვისპირეთში არსებული ციხე-სიმაგრეები თავისი ხელით დაენგრია. განცდილმა მარცხმა ევროპის ქვეყნებთან შედარებით რუსეთის ჩამორჩენილობა, მათ შორის სამხედრო სფეროშიც სრულიად უცილობელი გახადა. ამან რუსეთის ხელისუფლებას რეფორმებისაკენ უბიძგა. 1861 წელს მეფის მანიფესტით რუსეთის გლეხობას ყმობისაგან განთავისუფლება ებოძა. ბატონყმობისაგან გათავისუფლება რუსეთში თავისებურად წარიმართა: რუსეთის გლეხს თავი უნდა გამოესყიდათ, ანუ გათავისუფლებისათვის გარკვეული გადასახადი უნდა გადაეხადა; სანამ ამ გადასახადს არ გადაიხდიდა, მანამდე ბატონის მიმართ დროებით ვალდებულად რჩებოდა. ამან რუსეთის დემოკრატიული ძალების აღშფოთება და XIX საუკუნის 60-70-იან წლებში მნიშვნელოვანი მღელვარებები გამოიწვია. უფრო თანმიმდევრული იყო საიმპერატორო კარი 70-იანი წლების სხვა ბურჟუაზიული ხასიათის გარდაქმნების გატარებაში. გაუქმდა ჯარში გაწვევის ფეოდალურ-რეკრუტული სისტემა და საყოველთაო გაწვევა გამოცხადდა. შეიცვალა სასამართლო სისტემა. ფეოდალური სასამართლო ბურჟუაზიული სასამართლოთი შეიცვალა — პაექრობითი პროცესით (ბრალს დებს პროკურორი და იცავს ადვოკატი), წინასწარი გამოძიებითა და ნაფიცი მსაჯულებით. გატარდა, აგრეთვე, ადგილობრივი მმართველობის რეფორმა, რომელიც ბოლომდე თანმიმდევრული არ აღმოჩნდა, მაგრამ მაინც უცილობლად თვითმმართველობის განვითარების კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. მთავრობა, უცხოურ კაპიტალზე და ტექნოლოგიებზე დაყრდნობით, რკინიგზის გაყვანასაც შეუდგა. ამავე დროს, საბანკო სისტემის რეორგანიზაციაც მოახდინა დასავლური ფინანსური გამოცდილების დასანერგად. ყოველივე ამას რუსეთში ინდუსტრიალიზაციის ტემპის მნიშვნელოვანი დაჩქარება მოჰყვა, თუმცა რუსეთის ეკონომიკური განვითარების თავისებურება იყო ის, რომ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა კვლავ სოფელში ცხოვრობდა. იმავდროულად, სოფლის მეურნეობა ბატონყმობის გაუქმების შემდგომაც, მრავალრიცხოვანი ფეოდალური გადმონაშთების არსებობის ვითარებაში, ფრიად ნელი ტემპით პროგრესირებდა. იტალიის გაერთიანება. ყირიმის ომის დასრულებიდან რამდენიმე წელიწადში (1858) სარდინიის მთავრობის თავმჯდომარემ კამილო დი კავურიმ საფრანგეთის იმპერატორს ნაპოლეონ III-ს ავსტრიის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა

330

აღუთქვა. ამისათვის სარდინიას საფრანგეთის იმპერატორი ვენეციას და ლომბარდიას დაჰპირდა, რომლებიც ომის შედეგად ავსტრიისათვის უნდა წაერთმია. სამაგიეროდ, კავური იძულებული გახდა საფრანგეთისათვის, ძირითადად, იტალიელებით დასახლებული სავოიასა და ნიცის მიერთებას დასთანხმებოდა. 1859 წელს დაიწყო საფრანგეთისა და სარდინიის ომი ავსტრიასთან. სამხედრო ოპერაციებში სარდინიის ჯარები მარცხს განიცდიდნენ, შედარებით წარმატებით მხოლოდ გარიბალდის მოხალისეთა კორპუსი იბრძოდა. სამაგიეროდ იტალიაში პატრიოტულმა აღტკინებამ და რევოლუციურმა მოძრაობამ კვლავ იფეთქა. დაიწყო აჯანყება ტოსკანასა და პარმაში, შემდეგ მოდენაში. აჯანყებულებმა დინასტები დაამხეს. შეიქმნა დროებითი მთავრობები, რომლებმაც ამ ყოფილი ფეოდალური სამფლობელოების დამფუძნებელი კრებები მოიწვიეს. ამ კრებების გადაწყვეტილებით, ტოსკანა, მოდენა, რომანია და პარმა სარდინიის სამეფოს შეუერთდა. 1859 წელს ავსტრიასა და საფრანგეთს შორის ზავი დაიდო. ზავის თანახმად, ავსტრიამ ლომბარდია საფრანგეთს გადასცა, რომელმაც ჩრდილოეთ იტალიის ეს ოლქი შეთანხმებისამებრ სარდინიის სამეფოს დაუთმო. რაც შეეხება ვენეციას, ის კვლავაც ავსტრიის შემადგენლობაში დარჩა. ავსტრიასთან დაზავების შემდეგ სიცილიაში, ნეაპოლის სამეფოში გლეხთა აჯანყებამ იფეთქა. ამ აჯანყებას თავისი ათასეულით, ანუ მოხალისეთა ნაწილით გარიბალდი შეუერთდა. მალე აჯანყება მთელ სამხრეთ იტალიას მოედო. ბურბონთა დინასტია დაემხო. მეფე გაიქცა და გარიბალდი ნეაპოლის სამეფოს დედაქალაქში ნეაპოლში ზეიმით შევიდა. ამის შემდეგ ნეაპოლის სამეფოსკენ სარდინიის ჯარები დაიძრნენ. გარიბალდიმ სამხრეთ იტალიაში რესპუბლიკის გამოცხადება ვერ გაბედა და ნეაპოლის სამეფოში სარდინიის ნეაპოლის სამეფოში გლეხთა ჯარებს თავისუფლად შესვლის უფლება მისცა. ტურინში აჯანყება 1860 წლის აპრილში მოწვეულმა სრულიად იტალიის პარლამენტმა სარდინია ყველა დაიწყო. შეერთებული ტერიტორიითურთ იტალიის სამეფოდ გამოაცხადა. ახლადგაერთიანებული სამეფოს დედაქალაქად დროებით ფლორენცია იქცა, ვინაიდან რომი, რომელშიც ჯერ კიდევ საფრანგეთის ჯარები იდგნენ, იმხანად იტალიის სამეფოში არ შედიოდა. გარიბალდიმ რომის დაკავების მიზნით საფრანგე- ქ. ტურინში სრულიად იტალიის თის ჯარების წინააღმდეგ ილაშქრა, მაგრამ წარმატებას ვერ პარლამენტი მოიწვიეს 1861 წლის მიაღწია, უფრო მეტიც, თვით გარიბალდი დაიჭრა და ტყვედ მარტში. ჩავარდა. ვინაიდან საფრანგეთის მოკავშირეობით ვენეცია ვერ გარიბალდიმ რომზე 1862 წელს ჩაიგდო ხელთ, კავური ავსტრიის წინააღმდეგ ახლა პრუსიას ილაშქრა. დაუმეგობრდა და 1866 წელს პრუსია-ავსტრიის ომში პრუსიის მხარეზე გამოვიდა. ავსტრიასთან ბრძოლაში იტალიის ჯარები ამჯერადაც დამარცხდნენ, თუმცა ომი პრუსიის გამარჯვებით დასრულდა. საზავო ხელშეკრულების თანახმად, ავსტრია იძულებული გახდა ვენეციის ოლქი იტალიისთვის გადაეცა. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ იტალია ისე გაერთიანდა, მის ჯარებს უცხო ქვეყნის ჯარებთან არცერთი ომი არ მოუგია. ბისმარკი და გერმანიის გაძლიერება. 1830-იან წლებში პრუსიის მიერ ჩამოყალიბებული ზოლვერეინის კავშირი, უზრუნველყოფდა გერმანული სახელმწიფოების ეკონომიკურ, მაგრამ არა პოლიტიკურ ერთობას. როგორც გვახსოვს, 1848

331

წელს ლიბერალებმა ფრანკფურტში კვლავ დააყენეს გერმანიის პოლიტიკური გაერთიანების საკითხი, მაგრამ უშედეგოდ, რადგან ფრიდრიხ ვილჰელმ IV-მ უარი განაცხადა „ხალხის“ მიერ შეთავაზებულ გაერთიანებული გერმანიის ტახტზე. 1862 წელს პრუსიის მეფემ ვილჰელმ I-მა კანცლერად (პრემიერ-მინისტრი) დანიშნა ოტო ფონ ბისმარკი. მალე ახალმა კანცლერმა მოახერხა გერმანიის გაერთიანება პრუსიის ხელმძღვანელობით. იგი იყო რეალპოლიტიკის (რეალური პოლიტიკა, რომელიც ეფუძნება სახელმწიფსი საჭიროებას) ოსტატი და გერმანიის გაერთიანების არქიტექტორი. ბისმარკი, თავდაპირველად, პრუსიის არმიის გაძლიერებას შეეცადა. მის ცნობილ გამოსვლაში „სისხლი და რკინა“ მოთხოვნილ თანხებს სამხედრო ხარჯებისათვის, ლიბერალმა კანონმდებლებმა ხმა არ მისცეს. ბისმარკმა მოახერხა ფინანსების სხვა გზებით მოპოვება და შეუდგა აგრესიულ საგრეო პოლიტიკას. პრუსია შემდეგი სამი ომის შედეგად გაძლიერდა და გზა გაიკაფა გერმანიის გაერთიენებისაკენ. კერძოდ, 1864 წელს დანიასთან ომში პრუსიამ ავსტრიასთან ერთად დაიპყრო შლეზვიგი-ჰოლშტაინი ხოლო, 1866 წელს პრუსიამ ომი გამოუცხადა უკვე ავსტრიას და დაამარცხა იგი. შემდეგ თავის კონტროლს დაუქვემდებარა რამდენიმე ჩრდილოეთ გერმანული სახელმწიფო და შექმნა გერმანული ოტო ფონ ბისმარკი სახელმწიფოების ახალი კონფედერაცია პრუსიის ლიდერობით 1871-1890 (ძველი კონფედერაციის ლიდერი ავსტრია იყო). მესამე ომში გერმანიის იმპერიის პირ- მან დაამარცხა საფრანგეთი (1870-1871) .

ვილჰელმ I პრუსიის მეფე, 1861-1888 გერმანიის იმპერტორი, 1871- 1888

ველი რეიხსკანცლერი. მას საფრანგეთ-პრუსიის ომი და გერმანიის გაერთიანება. XIX „რკინის კანცლერს“ უწოდებს-ის ბოლო მესამედის მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი მოვლენა დნენ. საფრანგეთ-პრუსიის ომი გახლდათ. ეს მოვლენად იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ გერმანიის გამარჯვებისა და საბოლოო გაერთიანების თარიღი უახლესი ისტორიის დასაწყის სიმბოლურ თარიღადაც კი იქცა. საფრანგეთ-პრუსიის ომი 1870 წლის 19 ივლისს დაიწყო. ომი თავიდანვე საფრანგეთისათვის არასასურველად წარიმართა. უკვე აგვისტოში საფრანგეთის არმიამ ლოთარინგიაში ორჯერ ზედიზედ გერმანელებთან შეტაკებაში მარცხი განიცადა, რამაც პარიზში დიდი აღშფოთება გამოიწვია. დაიწყო მასობრივი სტიქიური დემონსტრაციები. დემონსტრანტები რესპუბლიკის გამოცხადებას მოითხოვდნენ. ამასობაში საფრანგეთის არმია მარცხს მარცხზე განიცდიდა. განსაკუთრებით დიდი მარცხი ფრანგებმა სედანთან იგემეს — აქ 1870 წლის 2 სექტემბერს საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ III და საფრანგეთის დიდი არმია პრუსიის ჯარს ტყვედ დანებდა. პრუსიის ჯარები სედანიდან პარიზისკენ დაიძრნენ. სედანთან მარცხის ამბავმა პარიზში მალევე მიაღწია. მუშები ბურბონთა სასახლეში შეიჭრნენ და

„sisxli da rkina“ „გერმანია პრუსიის ლიბერალიზაციას კი არა, არამედ მის ძალაუფლებას უყურებს... პრუსიამ უნდა მოიკრიბოს მთელი თავისი ძალები და არ გამოიყენოს ისინი ხელსაყრელ მომენტამდე, რომელიც უკვე რამდენჯერმე გაშვებულ იქნა. პრუსიის საზღვრები, ვენის ხელშეკრულების თანახმად, ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფოს ნორმალურ ცხოვრებას; თანამედროვეობის მნიშვნელოვანი საკითხები წყდება არა გამოსვლებითა და უმრავლესობის გადაწყვეტილებით, რაც იყო შეცდომა 1848 და 1849 წლებში, არამედ სისხლითა და რკინით“. 332

საფრანგეთის ეროვნული კრების წევრები აიძულეს, რომ მონარქიის დამხობა და რესპუბლიკური წყობის დამყარება დაუყოვნებლივ გამოეცხადებინათ. ამასობაში გერმანიის არმია პარიზს მიადგა და ალყა შემოარტყა. პარიზის მოსახლეობა ძალზე მძიმე დღეში ჩავარდა. პარიზის ალყა 4 თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა. ასეთ ვითარებაში რესპუბლიკის მთავრობამ სამარცხვინო პირობებით პარიზის კაპიტულაცია გამოაცხადა და მალე ვერსალში პრუსიასთან წინასწარ დაზავებას ხელი მოაწერა. საბოლოოდ საზავო ხელშეკრულება პრუსიასა და საფრანგეთს შორის 1871 წლის 10 მაისს გაფორმდა. ამ ზავით ელზასი და აღმოსავლეთი ლოთარინგია გერმანიის ხელში გადავიდა ამის გარდა, საფრანგეთს პრუსიის სასარგებლოდ უზარმაზარი კონტრიბუცია 5 მლრდ. ფრანკი უნდა გადაეხადა. პარიზის მუშებმა დროებით დაზავებას აჯანყებით უპასუხეს. ასე დაიწყო პარიზის კომუნა, რომელმაც 72 დღე იარსება. კომუნა მუშათა კლასის მასობრივ რევოლუციურ ორგანიზაციებს — კლუბებს ეკუთვნოდა. მათ შორის თავისი კომუნის კლუბი გამოირჩეოდა. მრავალრიცხოვნებით აჯანყებულებმა, რომლებიც ნაციონალურ გვარდიასთან ერთად მოქმედებდნენ პარიზის ძირითადი სამთავრობო შენობები დაიკავეს. მთავრობა პარიზიდან ჩრდილოთით 17 კმ-ის დაშორებით, ვერსალში გაიქცა. ნაციონალური გვარდიის ცენტრალური კომიტეტი პარიზის დროებით მთავრობად იქცა. ახალმა ხელისუფლებამ თავიდანვე რამდენიმე შეცდომა დაუშვა. უმთავრესი შეცდომა გახლდათ ის, რომ მან არ დაიწყო ვერსალზე დაუყოვნებლივი შეტევა, იმ დროს როდესაც გაქცეულ მთავრობას ჯერ კიდევ ძალიან მცირერიცხოვანი ჯარი ჰყავდა. აგრეთვე, არ დაწყებულა ბრძოლა პარიზში კონტრრევოლუციური ელემენტების წინააღმდეგ. გვარდიის ნაციონალურმა კომიტეტმა მთავარი ყურადღება შედარებით მეორეხარისხოვან საქმეს — პარიზის კომუნის არჩევნებს დაუთმო. არჩევნები 26 მარტს ჩატარდა, ხოლო ორი დღის შემდეგ 28 მარტს კომუნა საზეიმოდ გამოცხადდა. პარიზის კომუნის მიერ დაკარგული დრო გაქცეულმა მთავრობამ ვერსალში თავისი შეიარაღებული ძალების გაზრდას მოახმარა. მისი თხოვნით გერმანიის მთავრობამ 80 ათასი ტყვე ფრანგი მეომარი გაათავისუფლა, რომლებმაც გაქცეული მთავრობის შეიარაღებული ძალები შეავსო. პარიზის მაგალითზე კომუნები, როგორც რევოლუციური ხელისუფლების ორგანოები, საფრანგეთის მთელ დიდ ქალაქებში: მარსელში, ლიონში, ტულუზაშიც შეიქმნა, მაგრამ უკვე მოძლიერე–ბულმა ვერსალში მოკალათებულმა რესპუბლიკურმა ხელისუფლებამ ისინი დაუნდობლად გაანადგურა. პარიზის კომუნა 86 წევრისგან შედგებოდა. ესენი იყვნენ: მოწინავე მუშები, წვრილი ვაჭრები, ხელოსნები, მოხელეები, ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეები. კომუნის წევრებს შორის ერთიანობა არ არსებობდა. კომუნამ ძველი სახელმწიფო აპარატი მთლიანად დაანგრია და ახალი ტიპის სახელმწიფო აპარატის შექმნას შეუდგა. მან მუდმივი არმია გააუქმა და ის ნაციონალური გვარდიით შეცვალა. პოლიციის ფუნქციას ნაციონალური გვარდიის სარეზერვო ბატალიონი ასრულებდა. კომუნის დეკრეტის მიხედვით უმაღლესი მოხელეების ხელფასი კვალი-

333

პარიზი, 1871 წლის 29 მაისი.

პარიზის კაპიტულაცია 1871 წლის 28 იანვარს გამოცხადდა. პრუსიასთან წინასწარ დაზავებას ხელი 1871 წლის 28 თებერვალს მოეწერა.

კომუნა ლათინური სიტყვიდან C o m m u n i s მომდინარეობს და საერთოს აღნიშნავს. პარიზის კომუნამ 72 დღე — 1871 წლის 18 მარტიდან 28 მაისამდე იარსება.

ფიციური მუშის ხელფასს გაუთანაბრდა. მალე კომუნამ პარლამენტის არჩევაზეც უარი განაცხადა და ფაქტობრივად ერთდროულად როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციები შეითავსა. კომუნის დადგენილებებს უშუალოდ კომუნის ცალკეული კომისიისადმი დაქვემდებარებული დაწესებულებები ახორციელებდნენ. 1 მაისს, როდესაც კომუნის მდგომაროება ძალზე გაუარესდა, ხუთი წევრისაგან შემდგარი საგანგებო საზოგადოებრივი ხსნის კომიტეტი შეიქმნა. კომუნა თავიდანვე შეეცადა მშრომელთა მდგომაროება გაეუმჯობესებინა. მუშათა ამხანაგობებს ის ფაბრიკები და სახელოსნოები გადაეცა, რომლებიც მეპატრონეებმა მიატოვეს. კომუნის დადგენილებით პარიზის განაპირა მცხოვრებ მუშებს პარიზის ცენტრში დაცლილი ბინები გადაეცათ. მუშებს დაუბრუნდათ ის ნივთები, რომლებიც გაჭირვების გამო ლომბარდში ჰქონდათ ჩაბარებული. კომუნამ ეკლესია სახელმწიფოსგან გამოყო. მასწავლებლებს ხელფასი მოუმატა. დაწყებით სკოლებში სავალდებულო და უფასო განათლება შემოიღო. მუშათა საერთაშორისო მოძრაობამ კომუნას სოლიდარობა გამოუცხადა. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას პარიზის კომუნას კარლ მარქსი და ფრიდრიხ ენგელსი აქცევდნენ, რომლებიც თავიდანვე მიესალმნენ კომუნის გამოცხადებას და თავისი წერილებით ცდილობდნენ ის შეცდომებისაგან დაეზღვიათ. კომუნის მშვიდობიანი განვითარება დაახლოებით ორი კვირა გაგრძელდა. აპრილის დასაწყისში დაიწყო კომუნის ნაციონალური გვარდიის შეტაკებები მთავრობის ჯარებთან. მარტოდმარტო დარჩენილმა პარიზის კომუნამ ვერსალის მთავრობის ჯარებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ თანდათანობით მისი ძალები გამოილია. ვერსალის მთავრობის ჯარები ქალაქში შეიჭრნენ. საკუთრივ პარიზის ქუჩებში ბრძოლა შვიდი დღე გაგრძელდა. გმირული ბრძოლის მიუხედავად კომუნა დაეცა. სულ ცოტა 30 ათასი კომუნარი დახვრიტეს. 50 ათასი ადამიანი ციხეებში ჩასვეს, შემდეგ კი კატორღაზე გააგზავნეს. სულ კომუნისთვის ბრძოლაში ასი ათასი პარიზელი დაიღუპა. 1871 წლის 18 იანვარს ვერსალში ოფიციალურად გამოცხადდა გერმანიის იმპერიის - მეორე რეიხის (ასე უწოდეს, რადგან თავს განიხილავდნენ საღვთო რომის იმპერიის მემკვიდრედ) ჩამოყალიბება. ვილჰელმ I-მა კი მიიღო კაიზერის ანუ იმპერატორის ტიტული.

ვერსალში, სარკეებიან დარბაზში ვილჰელმ I გამოაცხადეს გერმანიის იმპერატორად. ბისმარკი (ცენტრში, თეთრი ტანსაცმლით).

საფრანგეთის III რესპუბლიკა. პარიზის კომუნის დაცემის შემდეგ საფრანგეთის წინაშე რესპუბლიკური თუ მონარქისტული წყობილების არჩევის საკითხი კიდევ ერთხელ და უკანასკნელად დადგა. ნაციონალური კრება, რომელიც, ძირითადად, მონარქისტებისგან შედგებოდა, სამ ჯგუფად იყოფოდა: ლეგიტიმისტები ბურბონთა დინასტიის აღდგენას ითხოვდნენ. ორლეანისტებს ტახტზე ლუი ფილიპეს მემკვიდრის აყვანა უნდოდათ. ბონაპარტისტები კი მეფის კანდიდატურას ნაპოლეონ ბონაპარტის საგვარეულოდან ეძებდნენ. ამასობაში, საფრანგეთის მთავრობამ გერმანიას კონტრიბუცია გადაუხადა და გერმანიის ჯარებმა საფრანგეთის

334

ტერიტორია დატოვეს. ისტორიის პარადოქსია, რომ მონარქისტებს შორის ბრძოლამ საფრანგეთში საბოლოოდ რესპუბლიკის დამყარება გამოიწვია. ნაციონალურმა კრებამ უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო კანონები მიიღო, რომელთა ძალითაც საფრანგეთში რესპუბლიკური წყობილება დამკვიდრდა. რესპუბლიკის პრეზიდენტი შვიდი წლის ვადით უნდა აერჩიათ ეროვნული კრების ორივე პალატის დეპუტატებს გაერთიანებულ სხდომაზე. ამასობაში ეროვნული კრების ახალ არჩევნებში უმრავლესობა რესპუბლიკელებმა მიიღეს, ასე, რომ საფრანგეთში რესპუბლიკური წყობილება საბოლოოდ დამკვიდრდა. საფრანგეთისთვის ეს იყო III რესპუბლიკა, რომელმაც 1940 წლამდე იარსება. იტალიის გაერთიანების დასასრული. 1870 წელს საფრანგეთ-პრუსიის ომის დროს საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ III იძულებული გახდა რომიდან თავისი ჯარის ნაწილები გაეყვანა. ამის შემდეგ იტალიის ჯარები რომში შევიდნენ. რომის პაპს საერო ხელისუფლება ჩამოერთვა. ამით იტალიის გაერთიანება დასრულდა. ამის შემდეგ იტალიის სამეფო დედაქალაქი ფლორენციიდან რომში საზეიმოდ გადაიტანეს. მიუხედავად პოლიტიკურ ასპარეზზე ასეთი წარმატებისა, ახალგაზრდა იტალიის ხელმძღვანელობამ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შეცდომები დაუშვა. მან ჯერ გაყარა უცხოელი ინვესტორები ქვეყნიდან, ხოლო მოგვიანებით (1887) კი საფრანგეთს ნამდვილი სატარიფო ომი გამოუცხადა, რაც მეტად მძიმე შედეგებით დასრულდა ორივე ქვეყნის ეკონომიკისათვის. მხოლოდ საუკუნეთა მიჯნაზე, იტალიაში, ამჯერად გერმანიასთან მჭიდრო კავშირის დამყარების შედეგად, არცთუ მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც გარკვეული ინდუსტრიული ძვრები დაიწყო და თუმცა, XX ს-ის დასაწყისში იტალია ჯერ კიდევ ვერანაირად ვერ ჩაითვლებოდა ინდუსტრიულ ქვეყნად, სამომავლო საფუძვლები მას მაინც უკვე შემზადებული ჰქონდა. ოსმალეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა. 18601870-იანი წლები ევროპის რუკაზე რამდენიმე ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო — სერბეთი, ჩერნიგორია, რუმინეთი და ბულგარეთი წარმოიქმნა. რუმინეთი ოსმალეთის დაქვემდებარებაში მყოფი ორი სამთავროს ვლახეთისა და მოლდავეთის გაერთიანების შედეგად გაჩნდა, რაც ევროპის სახელმწიფოთა მოთხოვნით განხორციელდა. ამ გაერთიანებიდან სულ რამდენიმე წლის შემდეგ იმავე ევროპული სახელმწიფოების ზეწოლის შედეგად ოსმალეთი იძულებული გახდა ახლადშექმნილი რუმინეთის დამოუკიდებლობა ეღიარებინა (1861). ამასობაში ბალკანეთში ვითარება კვლავ გამწვავდა — სერბეთმა ოსმალეთისაგან სრული დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის ბრძოლა დაიწყო. რუსეთი თავდაპირველად ოსმალეთის წინააღმდეგ ომის წამოწყებისაგან თავს იკავებდა, მაგრამ საქმე ისე წარიმართა, რომ მისი ჩაურევლობა ბალკანეთის სლავი ხალხებში მისი ავტორიტეტისა და გავლენის დაკარგვის ტოლფასი შეიძლება გამხდარიყო.

335

ეროვნული კრების ახალ არჩევნები 1876 წელს ჩატარდა.

იტალიის ჯარები რომში 1870 წლის 28 სექტემბერს შევიდნენ. დედაქალაქი რომში 1871 გადაიტანეს.

ფლორენციიდან წლის იანვარში

ვლახეთის და მოლდავეთის გაერთიანება 1858 წელს მოხდა.

სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულებას ხელი 1878 წლის 19 თებერვალს (ახალი სტილით 3 მარტს) მოეწერა.

ჩრდილოეთი და სამხრეთი ბულგარეთი 1885 წელს გაერთიანდა.

რუსეთ-ოსმალეთის ომი 1877-1878 წლებში მიმდინარეობდა.

რუსეთის საზოგადოებაც თავისი მთავრობისაგან „მოძმე“ სერბი ხალხის დახმარებას დაჟინებით ითხოვდა. ასეთ ვითარებაში რუსეთმა ოსმალეთს ომი გამოუცხადა. XIX ს-ის განმავლობაში რუსეთის მიერ ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ წარმოებული ეს რიგით მეოთხე ომი სან-სტეფანოს ზავით დასრულდა. ამ ხელშეკრულებით ოსმალეთის იმპერიამ საბოლოოდ აღიარა ჩერნოგორიის, სერბეთის, რუმინეთის დამოუკიდებლობა. სახელმწიფოდ იქცა ბულგარეთიც, თუმცა ის ოსმალეთისადმი ვასალურ დამოკიდებულებაში დარჩა. სან-სტეფანოს ხელშეკრულებით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია რუსეთმა კავკასიის ფრონტზეც. სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ხელში გადავიდა ყარსი, არდაგანი, ბაიაზეთი, აგრეთვე ოსმალეთის საზღვრებში ამ დრომდე მყოფი ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველო; მათ შორის: აჭარა ქალაქ ბათუმითურთ, ასევე ე. წ. ოსმალეთის სომხეთის დიდი ნაწილი. ინგლისისა და ავსტრია-უნგრეთის წინააღმდეგობამ რუსეთის იმპერია აიძულა დათანხმებულიყო ბერლინში კონგრესის მოწვევასა და ზავის პირობების გადასინჯვაზე. 1878 წლის ივლისში ხელი მოეწერა ბერლინის ტრაქტატს, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა სან-სტეფანოს ზავის პირობები. ბაიაზეთი და მისი ოლქი ოსმალეთის საზღვრებში დარჩა. ბულგარეთი ორად გაიყო. ჩრდილოეთ ბულგარეთმა დამოუკიდებლობა შეინარჩუნა. ბულგარეთის მეორე, სამხრეთი ნაწილი ადმინისტრაციული თვითმმართველობით ოსმალეთის ხელში დარჩა. ამის შემდეგ ჩრდილოეთი და სამხრეთი ბულგარეთის ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებას კიდევ შვიდი წელი დასჭირდა. ოსმალეთისაგან განთავისუფლებული სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის აღნიშნული ქვეყნების ეკონომიკას რაც შეეხება, ისინი უღარიბეს ქვეყნებად რჩებოდნენ. ოსმანთა იმპერიის უღლის ქვეშ საუკუნოვანმა ყოფნამ მძიმე დაღი დაასვა მათ ეკონომიკას და ზოგადად, ყოფას. XIX ს-ის ბოლოსათვისაც კი ყველა ეს ქვეყანა წმინდად აგრარული ტიპის გახლდათ და ერთ სულ მოსახლეზე მათი შემოსავალიც ყველაზე დაბალი იყო მთელს ევროპაში. ოსმალეთისაგან განთავისუფლების შემდგომ ამ ქვეყნებში საბანკო სისტემამ სწრაფად იწყო ჩამოყალიბება. იმავდროულად სასოფლო-სამეურნეო თუ ინდუსტრიული ტექნოლოგიების დაუნერგაობის ფონზე, მთავრობების მიერ სამხედრო აღჭურვილობისა და გაზრდილი ბიუროკრატიის შესანახად, ისევე როგორც ადრე აღებული ვალების საპროცენტო განაკვეთების დასაფარავად იოლი და დაუსაბუთებელი სესხების აღებამ, ეს ქვეყნები სულ მალე ფინანსურ კატასტროფამდეც კი მიიყვანა.

ოსმალეთის I კონსტიტუცია. წარუმატებელი ომები ოსმალეთის იმპერიის ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის გამოხატულება იყო. ამ კრიზისს ევროპულ სახელმწიფოთაგან ფინანსური დამოკიდებულება და დაპყრობილი ხალხების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა კიდევ უფრო ამძაფრებდა. ევროპულ სახელმწიფოთა ოსმალეთისათვის გაწეული დახმარება, რაც მომაკვდავის (როგორც იმ ხანად უწოდებდნენ ოსმალეთს) მემკვიდრეობის ლომის წილის,

336

უპირველეს ყოვლისა, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების რუსეთის ხელში გადასვლის შიშით იყო გამოწვეული, ოსმალეთის იმპერიას ევროპის სახელმწიფოთაგან კიდევ უფრო დამოკიდებულს ხდიდა. დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები, აქტიურად იყენებდნენ სულთნების მიერ სხვადასხვა დროს ნაბოძებ „კაპიტულაციებს“, რომელთა წყალობით ეკონომიკის მთავარი დარგები მათ ხელში გადადიოდა. ევროპელთა კონტროლის ქვეშ მოექცა ისეთი უმნიშვნელოვანესი ფინანსური დაწესებულება, როგორიც ოსმალების საიმპერიო ბანკი იყო. თურქეთის ეკონომიკის ძირითადი დარგი სოფლის მეურნეობა დაცემას განიცდიდა. სავარგულების მხოლოდ მცირე ნაწილი მუშავდებოდა. თურქეთის გლეხობას ვალები აღრჩობდა. ოსმალეთის სულთნის ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება სწრაფად იზრდებოდა. თანზიმათის რეფორმებმა, მათი ზედაპირულობის გამო, ოსმალეთის იმპერიის თითქოსდა ერთგვარი მოდერნიზებით ქვეყნის ჩამორჩენილობის აღმოფხვრა და ცოტად თუ ბევრად შესამჩნევი ეკონომიკური წინსვლის უზრუნველყოფა ვერ შეძლო. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ძირეული ცვლილების აუცილებლობას ხედავადა, XIX ს-ის 60-იან წლებში „ახალი ოსმანების“ სახელით პოლიტიკურ მოძრაობად ჩამოყალიბდა. „ახალი ოსმანები“ ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიის დამკვიდრებისათვის იბრძოდნენ. მოძრაობაში მრავალი უმაღლესი რანგის სამხედრო პირი და მოხელე იყო გაერთიანებული. ამასობაში (1875) სულთნის ხელისუფლებამ ქვეყნის ნაწილობრივი ფინანსური გაკოტრება გამოაცხადა. ასეთ ვითარებაში „ახალმა ოსმანებმა“ მოწოდება გამოაქვეყნეს, სადაც ფინანსური კრახისათვის პასუხისმგებლობას სულთან აბდულაზიზის ხელისუფლებას აკისრებდნენ. ისინი სულთნის შეცვლას და პარლამენტის არჩევას მოითხოვდნენ. სტამბულში 50 ათასი დემონსტრანტი სულთნის სასახლის წინ შეიკრიბა. სულთანი იძულებული გახდა ხალხისათვის დაეთმო და დიდი ვეზირი შეეცვალა. ხალხის დასაშოშმინებლად მმართველმა წრეებმა სასახლის გადატრიალება მოაწყვეს და ტახტზე ახალი სულთანი აიყვანეს. სამი თვის შემდეგ, როცა გაირკვა, რომ მანაც ვერ გაამართლა — ისიც შეცვალეს. ამის შემდეგ ტახტზე აბდულ-აზიზი აიყვანეს, რომელსაც პირობა დაადებინეს, რომ კონსტიტუციას შემოიღებდა. მართლაც სულთანი აბდულ-აზიზი იძულებული გახდა, რომ კონსტიტუციის პროექტი დაემტკიცებინა (1876). მიღებული კონსტიტუციით ოსმალეთი კონსტიტუციურ მონარქიად ცხადდებოდა. სახელმწიფო ენად თურქული, ხოლო სახელმწიფო რელიგიად ისლამი ხდებოდა. კონსტიტუციის თანახმადვე მოწვეულ იქნა პარლამენტი — მეჯლისი. ორი წლის შემდეგ (1878) სულთანმა დანაპირები დაარღვია — მოწვეული პარლამენტი დაითხოვა და კონსტიტუცია გააუქმა. ამის შემდეგ აბდულ აზიზი 1908 წლამდე ქვეყანას ერთპიროვნულად განაგებდა. ამერიკის შეერთებული შტატები. XIX ს-ის განმავლობაში აშშ ეკონომიკური ზრდის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად რჩებოდა. ამას არა ერთი გარემოება უწყობდა

337

კაპიტულაციების რეჟიმი გულისხმობს უცხოელთა პრივილეგიურ სამართლებრივ მდგომარეობას, რომელიც შექმნილია სახელმწიფოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო შეთანხმებით. კაპიტულაციების რეჟიმის მიხედვით, უცხოელი ექვემდებარება არა ამ სახელმწიფოს იურისდიქციას, არამედ თავისი სახელმწიფოს კონსულს. ადგილობრივ მოქალაქეებთან შედარებით მას აქვს პრივილეგიები ვაჭრობანაოსნობაში, სამეურნეო საქმიანობასა და თვითმმართველობაში. კაპიტულა– ციების რეჟიმი პირველად თურქეთმა უბოძა XV ს-ში გენუის, ვენეციის, საფრანგეთის, მერე კი ინგლისისა და ჰოლანდიის ვაჭრებს — გაათავისუფლა ისინი მრავალი გადასახადებისგან.

დიდი ვეზირი — მთავრობის მეთაური.

აბდულ-აზიზი ოსმალეთის სულთანი 1830-1876

თომას ჯეფერსონი, აშშ-ის მესამე პრეზიდენტი 1801-1809

ხელს. უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია მოსახლეობის ზრდის უპრეცენდენტოდ მაღალი ტემპი: 1790 წელს აშშ-ში პირველად ჩატარებულმა აღწერამ ოთხი მილიონი მოსახლე გამოავლინა; ერთი საუკუნის შემდეგ, 1870 წელს — თითქმის ორმოცი მილიონი, 1915 წლისთვის კი მოსახლეობის საერთო რიცხვმა 100 მილიონს გადააჭარბა. თუმცა, ამ პროცესში დიდი იყო ევროპელ ემიგრანტთა წილი, მოსახლეობის ზრდის ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობა მაინც ბუნებრივი ნამატი გახლდათ. შემოსავლებისა და ზოგადი კეთილდღეობის მაჩვენებლის ზრდის ტემპი კიდევ უფრო გამაოგნებელი იყო. ამის ახსნა არაა ძნელი: საქმე ისაა, რომ მიწისა და რესურსების მარაგი ქვეყანაში მნიშვნელოვნად აჭარბებდა გამოსაკვებ ადამიანთა შესაძლო ზღვრულ ოდენობას. თუ ამას დავუმატებთ ტექნოლოგიურ სიახლეებსა და კერძო ინიციატივის წახალისების ტენდენციებს, ისევე, როგორც, ევროპასთან შედარებით რელიგიური თუ პოლიტიკური თავისუფლების უჩვეულოდ მაღალ ხარისხს, ანუ ფრიად ხელსაყრელ ინსტიტუციურ მატრიცას, კეთილდღეობის მაჩვენებლის ზრდის ეს უჩვეულო ტემპი განცვიფრებას აღარ გამოიწვევს. მართლაც, ქვეყნის უზარმაზარი სივრცეები, ჰავისა და ბუნებრივი რესურსების მრავალფეროვნება განაპირობებდა რეგიონალური სპეციალიზაციის იმგვარ დონეს, რაც შეუძლებელი იყო ევროპის ნებისმიერ ცალკე აღებულ ქვეყანაში. ზემოთქმულიდან გამომდინარე სწრაფ სტრუქტურულ ცვლილებებს ჰქონდა ადგილი ქვეყნის ეკონომიკაში: მართალია, დამოუკიდებლობის მოპოვების ჟამს, აქაური მოსახლეობის 90% სოფლის მეურნეობაში იყო ჩართული, მაგრამ უკვე 1789 წლისათვის, აშშ-ში საფეიქრო მრეწველობის მთელი ქსელი არსებობდა, რომელსაც ბამბის ნედლეულით თავისივე სამხრეთი შტატები ამარაგებდნენ. თავდაპირველად სოფლის მეურნეობაში და მრეწველოვაში დაკავებულთა ამ ერთგვარმა დისპროპორციამ წარმოშვა უდიდესი დავა-კამათი ქვეყნის ეკონომიკური გეზის თაობაზე: ალექსანდრე ჰამილტონი, სახელმწიფოს მთავარი ხაზინადარი, რომელსაც სურდა მეწარმეებს დახმარებოდა დამცავი ტარიფებისა და სხვა ზომების გატარებით, პირდაპირ დაეჯახა თომას ჯეფერსონს, სახელმწიფო მდივანსა და შემდგომში აშშ-ის მესამე პრეზიდენტს, ვინც თავის მხრივ, პრიორიტეტად სოფლის მეურნეობას მიიჩნევდა, ხოლო წარმოებას მხოლოდ მისი მსახურის როლს აკუთვნებდა. მართალია, ჯეფერსონის მიმდევრებმა იმხანად პოლიტიკურ გამარჯვებას მიაღწიეს, მაგრამ უკვე ჰამილტონის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, საბოლოო გამარჯვება მაინც ჰამილტონის იდეებმა მოიპოვა. მართლაც, 1820 წლიდან მოყოლებული, საფეიქრო წარმოება ამერიკის ინდუსტრიის წამყვან დარგად იქცა და პირველობას კარგა ხანს ინარჩუნებდა. ქვეყნის განვითარებისათვის კიდევ ერთი დიდი უპირატესობა იყო ის, რომ თავისი ზომების გამო, მას, ფაქტობრივად, უსაზღვრო, ხელოვნური ბარიერებისაგან

338

თავისუფალი შიდა ბაზარი ჰქონდა. მაგრამ ამ უპირატესობას ამოქმედება სჭირდებოდა. საქმე ისაა, რომ XIX ს-ის დასაწყისში, ხალხი ძირითადად ატლანტის სანაპიროზე იყო განსახლებული და მიმოსვლა უმთავრესად სანაპირო ტიპის გემებით შემოიფარგლებოდა. წყალვარდნილებისა და მორევების სიუხვის გამო, სამდინარო მიმოსვლა გაძნელებული იყო. შტატების, ადგილობრივი მმართველობებისა და კერძო ინიციატივების წყალობით (ფედერალურ მთავრობას ამ საქმეში ბევრი არაფერი მოეკითხებოდა) შემუშავდა ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა, რაც ძირითადად ფასიანი გზებისა და სატრანსპორტო არხების მშენებლობას ითვალისწინებდა. უკვე 1830 წლისათვის გზების საერთო სიგრძე 11 ათას მილს შეადგენდა, ხოლო არხებისა — 4 ათასს (1860 წლისათვის). აღსანიშნავია, რომ ამ პროექტზე დახარჯული 188 მილიონი დოლარიდან 3/4 საზოგადოების ჯიბეზე მოდიოდა, რაც იმის მანიშნებელია, თუ როგორ კარგად ესმოდა მოსახლეობას ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროება. სულ მალე, სატრანსოპტო ინფრასტრუქტურის მთავარ მოქმედ პირად რკინიგზა იქცა. უკვე 1840 წლისთვის, რკინიგზის ლიანდაგების ჯამურმა სიგრძემ ინგლისისას გადააჭარბა, ხოლო ცოტა ხანში — მთელი ევროპისას. ისევე როგორც ბრიტანეთში, სარკინიგზო ქსელის გაფართოებამ ამერიკაშიც ისეთი დარგების სწრაფი განვითარება გამოიწვია, როგორიცაა რკინისა და ფოლადის წარმოება, ვაგონთმშენებლობა, ორთქმავალთმშენებლობა. მოგვიანებით, ტრანსკონტინენტური ხაზის ამოქმედებამ, უკვე ფოლადის წარმოება სულაც პირველ ადგილზე გაიყვანა. 1890 წლისთვის, შეერთებული შტატები უკვე მსოფლიოს ნომერ პირველ ინდუსტრიულ სახელმწიფოდ მოგვევლინა. სამოქალაქო ომი აშშ-ში. XIX ს-ის II ნახევრის მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამოქალაქო ომი (1861-1865) იყო. XIX სის შუა წლებში ამერიკის სამრეწველო განვითარება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფრიად სწრაფი ტემპით წარიმართა და უკვე 50-იანი წლების ბოლოს აშშ მსოფლიოში სამრეწველო პროდუქციის წარმოების მხრივ მეოთხე ადგილზე გავიდა. 1860 წლისათვის ქვეყანაში უკვე 1700 ფაბრიკა იყო, რომლებშიც ორთქლის მანქანები მუშაობდა. მრეწველობაში კაპიტალდაბანდებები 2-ჯერ და მეტად გაიზარდა და 1 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამას ხელი შეუწყო კალიფორნიაში ოქროთი მდიდარი საბადოების აღმოჩენამ. ასეთი სწრაფი ზრდის მიუხედავად, ამერიკის მრეწველობას ჯერ კიდევ არ შეეძლო საკუთარი ქვეყნის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება. ეს დეფიციტი ძირითადად ინგლისიდან შემოზიდული სამრეწველო საქონლითა და მანქანა-დანადგარებით იფარებოდა. იმავდროულად აღსანიაშნავია, რომ ქვეყანაში სამხრეთი და ჩრდილოეთი შტატები, ეკონომიკის სტრუქტურის მიმართულებით, მნიშვნელოვნად

339

აბოლიციონიზმი — შავკანიანების მონობის წინააღმდეგ მიმართული მოძრაობა XVIII-XIX საუკუნეებში.

თანამედროვე დემოკრატიული პარტია აშშ-ი 1828 წელს შეიქმნა.

აბრაჰამ ლინკოლნი აშშ-ის მე-16 პრეზიდენტი, 1861-1865

განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. თუ ჩრდილოეთში უფრო მრეწველობა ვითარდებოდა, სამხრეთი მთლიანად სოფლის მეურნეობას, კერძოდ, მსხვილ პლანტაციურ მეურნეობას ეფუძნებოდა. პლანატატორები ბამბის მოყვანას მისდევდნენ. ამერიკულ ბამბას თითქმის მთლიანად ინგლისის წარმოება ითვისებდა. ინგლისში ბამბის ჩატანის შემდეგ, პლანტატორები საწარმოო საქონელს, მათ შორის სამუშაო იარაღს თუ მანქანა დანადგარებს, იქვე, ინგლისში ყიდულობდნენ. ამდენად, ამერიკის სამხრეთ შტატებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ ინგლისთან, მაგრამ პრაქტიკულად ეკონომიკურად არ იყვნენ დაკავშირებულნი ჩრდილოეთის შტატებთან. ყოველივე ეს არ უწყობდა ხელს ქვეყნის შიდა ბაზრის ფორმირებას. გარდა ამისა, ერთი პრინციპული განსხვავებაც იყო: ჩრდილოეთ შტატებში მონობა არ არსებობდა, იმ დროს, როდესაც პლანტატორები პლანტაციებში შავკანიანი მონების შრომას იყენებდნენ. XIX სის 50-იან წლებში ყოველწლიურად აფრიკიდან 25 ათასი შავკანიანი მონა შემოჰყავდათ, რაც ბევრად აღემატებოდა მანამდე არსებულ ვითარებას. წინააღმდეგობის მიზეზი ჩრდილოეთისა და სამხრეთის შტატებს შორის სხვადასხვა ეკონომიკური ინტერესებიც გახლდათ. მაგ. ჩრდილოეთში მრეწველობის მძლავრი განვითარების ფონზე სამრეწველო ბურჟუაზია მთავრობისაგან პროტექციონისტურ საბაჟო პოლიტიკას მოითხოვდა, რათა საკუთარი ნაწარმი ინგლისური საქონლის მხრიდან კონკურენციისაგან დაეცვა. რაც შეეხება სამხრეთის პლანტატორებს, ისინი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძირითადად, სწორედ ინგლისურ მრეწველობას იყვნენ მიბმულნი და ასეთი პოლიტიკა არ აწყობდათ. რა თქმა უნდა, ქვეყნისა და ერის ინტერესები წინააღმდეგობაში მოდიოდა პლანტატორების ინტერესებთან. სურათი კიდევ უფრო გასაგები გახდება, თუ აღვნიშნავთ, რომ თვით სამხრეთის შტატებში მსხვილი პლანტატორები მოსახლეობის მხოლოდ 3%-ს შეადგენდნენ. მოსახლეობის 1/3 კი მონებზე მოდიოდა. საზოგადოება მონობის გაუქმებისათვის აქტიურად იბრძოდა. ეს მოძრაობა აბოლიციონისტური მოძრაობის სახელითაა ცნობილი. იქმნებოდა სხვადასხვა საზოგადოებები, რომლებიც გაქცეულ მონებს ეხმარებოდნენ და სხვ.

ედუარდ რობერტი ლი 1807-1870

340

ულის სიმპსონ გრანტი 1822-1885

გათიშული აღმოჩნდა ქვეყნის პოლიტიკური ელიტაც: პოლიტიკური პარტიებიდან, რომლებიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავდნენ საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებას, დემოკრატიული პარტია, ტრადიციულად, სწორედ სამხრეთის პლანტატორების სურვილს გამოხატავდა და მონობის ინსტიტუტს უჭერდა მხარს. იმ დროს როდესაც XIX ს-ის შუა წლებში აღმოცენებული რესპუბლიკური პარტია, პირიქით, მონობის წინააღმდეგ ილაშქრებდა. ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა, როდესაც 1861 წელს პრეზიდენტად რესპუბლიკელი აბრაჰამ ლინკოლნი იქნა არჩეული. ამის შემდეგ სამხრეთის შტატები უკვე აქტიურ მოქმედებაზე გადავიდნენ. სამხრეთის ექვსმა შტატმა — სამხრეთის კონფედერაცია შექმნეს, რომლის დედაქალაქად ქ. რიჩმონდი, პრეზიდენტად კი — მსხვილი პლანტატორი, ჯეფერსონ დევისი გამოცხადდა. დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელიც, სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის ომის სახელითაა ცნობილი. სამხრეთის ჯარების მხედართმთავარი გენერალი ლი იყო, ჩრდილოეთის ჯარებში კი, ომის გადამწყვეტ ეტაპზე გენერალი გრანტის ფიგურა გამოიკვეთა, რომელიც მოგვიანებით ამერიკის პრეზიდენტიც გახდა. თავდაპირველად ომი სამხრეთელების უპირატესობით წარიმართა, მაგრამ ლინკოლნმა მთელი რიგი კანონები მიიღო, რამაც მას ხალხის მასების დიდი მხარდაჭერა მოუტანა. ჯერ იყო და მოსახლეობას ქვეყნის დასავლეთში მიწები უსასყიდლოდ გადაეცა, ამას ხომ წვრილი ფერმერები დიდი ხანია მოითხოვდნენ. იმავდროულად მთავრობამ აჯანყებული პლანტატორების მიწები ჩამორთმეულად გამოაცხადა. ხელისუფლებამ სამხრეთის შტატების საზღვაო სანაპიროს ბლოკადა დაიწყო, რამაც სამხრეთის შტატებს დიდი პრობლემები შეუქმნა — ვეღარ შემოჰქონდათ საქონელი ინგლისიდან. გარდა ამისა, ლინკოლნმა პროკლამაცია გამოსცა მონების განთავისუფლების შესახებ, რამაც მას აფრიკელ-ამერიკელებში დიდი ავტორიტეტი და საყრდენი მოუპოვა. ამის შემდეგ აფრიკელამერიკელებმა შეერთებული შტატების არმიაში სამსახურის უფლება მიიღეს, რამაც ჩრდილოელთა არმიას თითქმის ორი ასეული ათასი ჯარისკაცი შესძინა. ინგლისი ყველანაირად ეხმარებოდა სამხრეთის შტატებს, რომელთა გამარჯვება შეერთებული შტატების, როგორც სახელმწიფოს, დასუსტებას გამოიწვევდა. ინგლისი ამარაგებდა სამხრეთელებს იარაღით, სურსათით, ფულით. ომის მთელი პერიოდის განმავლობაში ინგლისის გემთსაშენებში აგებდნენ სამხრეთელებისათვის ხომალდებს. ინგლისელთა მიერ აგებული გემებით სამხრელებმა ჩრდილოეთელების 300-ზე მეტი გემი ჩაიგდეს ხელში. საბოლოოდ სამხრეთელთა ძალები ამოიწურა, ჩრდილოეთის შტატების სამრეწველო პოტენციალმა თავისი ქნა. ჩამორჩენილი სამხრეთელი პლანტატორები დამარცხდნენ. 1864 წელს ლინკოლნი პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს, ხოლო 1865 წლის 3

341

აპრილს ჩრდილოეთის ჯარმა სამხრეთელთა მთავარი საყრდენი რიჩმონდი აიღო. სამოქალაქო ომის დასრულებამ, ქვეყნის გაერთიანებამ და მონობის გაუქმებამ ეკონომიკურ წინსვლას ახალი ძლიერი მუხტი შესძინა.

342

1863 წლის 19 ნოემბერს, პრეზიდენტმა აბრაჰამ ლინკოლნმა ჯარისკაცთა გეთისბურგის ეროვნულ სასაფლაოზე პენსელვანიაში წარმოთქვა მისი ერთ-ერთი ცნობილი სიტყვა „გეთისბურგის მიმართვა“. ეს მიმართვა ამოტვიფრულია ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში მდებარე ლინკოლნის მემორიალის სამხრეთ კედელზე. გეთისბურგის ბრძოლა, რომელიც გაგრძელდა 1863 წლის 1 ივლისიდან 3 ივლისამდე, მიჩნეულია ამერიკის სამოქალაქო ომის გადამწყვეტ ბრძოლად. ამ ბრძოლაში პოტომაკის ფედერალურმა არმიამ დაამარცხა ჩრდილოეთ ვირჯინიის არმია.

აბრაჰამ ლინკოლნის სიტყვა, წარმოთქმული გეთისბურგის სასაფლაოს კურთხევისას ოთხმოცდაშვიდი წლის წინათ ჩვენმა მამებმა ამ კონტინენტზე დასაბამი მისცეს ახალ ერს. თავისუფლების წიაღში ჩასახულსა და იმ რწმენის ერთგულს, რომ ყველა ადამიანი დაბადებითვე თანასწორია. ახლა ჩვენ ჩაბმულნი ვართ სამოქალაქო ომში, რომელმაც უნდა გაარკვიოს, შეძლებს თუ არა ეს ერი, ან ამგვარდვე ჩასახული და ამავე რწმენის მქონე სხვა რომელიმე ერი, დიდხანს გაძლებას. ჩვენ შევიყარენით ამ ომის ერთ-ერთი დიადი ბრძოლის ველზე; მოვედით, რომ ვაკურთხოთ ამ ველის ერთი ნაწილი როგორც იმათი საუკუნო სავანე, ვინც თავი გაწირა ამ ერის სიცოცხლისათვის; სამართლიანობა მოითხოვს და გვმართებს კიდეც ასე მოვიქცეთ... ალბათ უფრო ჩვენ ცოცხლებს, გვმართებს თავდადება იმ დაუმთავრებელი საქმიანობისათვის, რაც აქ მებრძოლებმა ესოდენ ღირსეულად აქამდე მოიტენეს; უფრო ჩვენ გვმართებს თავი მივუძღვნათ იმ დიად ამოცანას, რომლის ხორცშესხმაც ვალად გვადევს, რათა ჩვენმა სულმნათმა მიცვალებულებმა ჩაგვინერგონ მეტი თავგანწირვის უნარი იმ საქმისათვის, რომლისთვისაც მათ სრული თავგანწირვის უკიდურესი ზომა გვიჩვენეს, - რათა საზეიმოდ განვაცხადოთ, რომ ფუჭად არ ჩაუვლია აქ დაცემულთა სიკვდილს, რომ ეს ერი, ღვთის წყალობით, ხელახლა ეზიარება თავისუფლებას და რომ სახალხო ხელისუფლება, ხალხის მიერ და ხალხისთვისვე შექმნილი, არასოდეს აღიგვება პირისაგან მიწისა.

აბრაჰამ ლინკოლნი 19 ნოემბერი, 1863 (თარგმ. თ. გამყრელიძე)

343

Tavi X

1837 ტახტზე ადის დედოფალი ვიქტორია დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოსა და ირლანდიის დედოფალი.

1899 იწყება ინგლის-ბურების ომი სამხრეთ აფრიკაში.

1800

344

1908 1905 რუსეთში იწყება პირველი რევოლუცია.

„ახალგაზრდა თურქების“ აქტივობის გამო სულთანმა აბდულ ჰამიდ II-მ დაკარგა ტახტი.

1900

345

1911 სუნ იატ სენი (სურ: დგას ცენტრში) არის ჩინეთის რესპუბლიკის დროებითი პრეზიდენტი.

მოგეთხოვებათ შემდეგი ცნებების, ტერმინების, სახელების და წლების ცოდნა სინდიკატი კონცერნი ოქროს საერთაშორისო სტანდარტი მეიძის ხანა მენშევიკები ბოლშევიკები დუმა „სისხლიანი კვირა“ ბურები „ახალგაზრდა თურქები“

ალფრედ ნობელი დედოფალი იზაბელა ჟუან პრიმისი ხუან ბატისტა ამადეო I  პეტრე სტოლიპინი ნიკოლოზ II  მოჰამედ ალი შაჰ ყაჯარი სესილ როდსი ბენჯამენ დიზრაელი უილიამ გლადსტონი დედოფალი ვიქტორია     

1867-1912- მეიძის ხანა იაპონიაში 1912 - ჩინეთის გამოცხადება რესპუბლიკად 1929 - მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დასაწყისი  1905-1907 - რევოლუცია რუსეთში 1905 -1911 რევოლუცია ირანში 1899-1902- ინგლის-ბურების ომი მეორე ომი 1837 -1901 -ვიქტორიას ხანა ბრიტანეთში

მასალის კითხვისას მოახდინეთ ფოკუსირება შემდეგ საკვანძო საკითხებზე: 1. უახლესი ისტორიის პოლიტიკური და ეკონომიკური მახასიათებლები; 2. „დაგვიანებული“ რევოლუციები და მათი „დაგვიანების“ მიზეზები; 3. დასავლური იმპერიალიზმი და აზიისა და აფრიკის ხალხების ბრძოლა.

346

nakveTi V. msoflio uaxlesi istoriis periodSi msoflio XIX saukunis bolosa da XX saukunis dasawyisSi § 1. ეკონომიკის განვითარების ძირითადი მახასიათებლები პრუსიის ეგიდით გერმანიის გაერთიანებამ, აშშ-ში სამოქალაქო ომის დასრულებამ და ქვეყნის გამთლიანებამ, იტალიის გაერთიანებამ, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, განსაკუთრებით ისეთ დიდ სახელმწიფოებში გატარებულმა რევოლუციური ხასიათის რეფორმებმა როგორიც რუსეთი, იაპონია და ოსმალეთი იყო, მსოფლიოს უახლესი ისტორიის დადგომა ამცნო. უახლესი ისტორია იმ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ და ეკონომიკურ ძვრებს დაეფუძნა, რომელმაც XIX ს-ის ბოლო მესამედში აკრიფა ტემპი. ნობელის პრემიის ლაურეატმა ეკონომიკის დარგში, საიმონ კუზნეცმა XX საუკუნის დასასრულს ახალი ეკონომიკის ეპოქა უწოდა. ეკონომიკის ეს ახალი ხანა, იმავე კუზნეცის თქმით, სწორედ XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო და, უპირველეს ყოვლისა, „სამეცნიერო მიღწევების წარმოებაში ფართოდ დანერგვის ტენდენციით ხასიათდება“. ეკონომიკური თვალსაზრისით 1870-1930 წლების პერიოდს — მონოპოლისტური იმპერიალიზმის წარმოქმნა-განმტკიცების ხანაც შეიძლება ვუწოდოთ. ესაა ეპოქა, როდესაც წარმოიქმნება მსხვილი საერთაშორისო მონოპოლისტური გაერთიანებები — სინდიკატები, კონცერნები და როდესაც ფულის გატანა და დაბანდება სხვა ქვეყნებში საქონლის გატანაზე უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ტექნოლოგიების გავრცელება-განვითარება. სამეცნიერო მიღწევების წარმოებაში ფართოდ დანერგვას ისეთი ახალი დარგების გაჩენა მოჰყვა, როგორიც ელექტროინდუსტრია, ოპტიკური ხელსაწყოების წარმოება და ორგანული ქიმიაა, რომ აღარაფერი ვთქვათ მეტალურგიის, ენერგიის გამომუშავების, საკვების წარმოებისა თუ სხვა სფეროებში მეცნიერების მიერ შეტანილ წვლილზე. პროტექციონიზმისკენ მიბრუნება. XIX ს-ის ბოლო, ევროპაში „პროტექციონიზმისკენ მიბრუნებით“ აღინიშნა. მართლაც, საერთაშორისო ეკონომიკის ინტეგრაციის შედეგად, ფასების თამაში გასცდა ცალკეული ეროვნული სახელმწიფოების საზღვრებს და თუკი ადრე გვალვისა თუ წყალდიდობების შედეგად მოსავლის ზარალი მხოლოდ მოცემულ რეგიონზე აისახებოდა, ახლა ინდუსტრიალიზაციისა და თავისუფალი ვაჭრობის პირობებში, ფასების ამგვარმა თამაშმა საერთაშორისო მასშტაბები შეიძინა. იმავდროულად რკინიგზისა და ორთქლის ძრავაზე მომუშავე გემების გაჩენამ საოცრად გააიაფა პირველადი მოხმარების ისეთი მოცულობითი საქონლის ტრანსპორტირება ამერიკიდან, როგორიც ხორბალი თუ სხვა

347

Tavi sarCevi:

X

$ 1. ეკონომიკის განვითარების ძირითადი მახასიათებლები ....347 $ 2. მსოფლიო I მსოფლიო ომის წინ .......................................354

ალფრედ ბერნჰარდ ნობელი 1833-1896 ცნობილი შვედი ქიმიკოსი, ინჟინერი, დინამიტის გამომგონებელი და პირველი მწარმოებელი, მსხვილი ნავთობმრეწველი, ნობელის პრემიის დამფუძნებელი. ნობელის პრემია. ნობელის ანდერძის მიხედვით, მისი სიკვდილის შემდეგ დარჩენილმა უზარმაზარმა კაპიტალმა შეადგინა მისივე სახელობის პრემიის ფონდი. ნობელის პრემიას ანიჭებენ უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო გამოკვლევებისათვის, გამოგონებებისათვის, კულტურისა და საზოგადოების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ლიტერატურის, ფიზიკის, ქიმიის, ფიზოლოგიის და მედიცინის, მშვიდობის დარგებში. სინდიკატი — მონოპოლიური გაერთიანება. მასში შემავალ საწარმოებში საქონლის გასაღება ცენტრალიზებულია. კონცერნი — მრეწველობის სხვადასხვა დარგის კომპანიების, სავაჭრო ფირმების. ბანკების და ა.შ. მონოპოლისტური გაერთიანება.

მარცვლეული იყო. ამან, თავის მხრივ, ევროპელი ფერმერების მდგომარეობა საგრძნობლად გააუარესა, რადგან კონტინენტზე ფასების ვარდნა გამოიწვია. ამიტომაც იყო, რომ მაგალითად, 1873 წელს ატეხილი ფინანსური პანიკის გავლენა ეკონომიკაზე იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, მას დიდი დეპრესიაც კი შეარქვეს და შემდეგ ეს სახელწოდება გადაიტანეს 1929 წელს დაწყებულ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე. ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფოში იმდენად დიდი იყო მოთხოვნა პროტექციონისტული პოლიტიკისადმი მიბრუნებაზე, რომ საქმე კომიკურ ღონისძიებებამდეც კი მიდიოდა: 1887 წელს, ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომ ყველა უცხოურ საქონელს აუცილებლად მწარმოებელი ქვეყნის დამღა უნდა ჰქონოდა. მათი აზრით, წარწერა — გაკეთებულია გერმანიაში — ამ ქვეყნის პროდუქციის გასაღებას შეუშლიდა ხელს ბრიტანეთის კუნძულებზე. არადა, სინამდვილეში ყველაფერი პირიქით მოხდა. თავის მხრივ, საფრანგეთმა და იტალიამ ერთმანეთთან სატარიფო ომი წამოიწყეს და ისეთი საბაჟო ტარიფები დააკანონეს, რომ ამ ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვა ერთბაშად განახევრდა. თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან, იმდროინდელი საერთო ეკონომიკური ვითარება თავისუფალი ვაჭრობის კუთხით, არც მთლად ტრაგიკულად გამოიყურება. უკვე XX საუკუნის დასაწყისიდანვე, მისი საერთო მოცულობა ყოველწლიურად 4,5%-ით იზრდებოდა, ხოლო მთლიანად ევროპა, ისევე როგორც მისი ცალკეული ქვეყნები, ადრე არასოდეს ყოფილან ამდენად დამოკიდებულნი საერთაშორისო ვაჭრობაზე. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ექსპორტზე მათი ერთიანი ეროვნული შემოსავლის 15-20 % მოდიოდა, ხოლო უფრო მცირე ქვეყნებისათვის, ეს შეფარდება კიდევ უფრო მაღალი იყო. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ნაკლებ განვითარებული ქვეყნებიც კი საერთაშორისო ვაჭრობით ადრეულ პერიოდთან შედარებით საკმაოდ ხეირობდნენ. თუმცა მსოფლიო ექსპორტის დიდი ნაწილი ეკონომიკურად უფრო განვითარებულ ქვეყნებზე მოდიოდა. მაგ.: ისეთი მძლავრი და მრავალდარგოვანი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო, როგორიც შეერთებული შტატებია — მსოფლიოში ექსპორტის მხრივ, 1914 წლისათვის მესამე ადგილზე იდგა, მაგრამ იმავდროულად დაბალგანვითარებული ლათინური ამერიკის ქვეყნებიც, ნედლეულისა და კვების პროდუქტების დიდძალ ექსპორტს ეწეოდნენ, რომლის ნახევარს ევროპა მოიხმარდა.

სტერლინგი — ინგლისის ფულის ერთეული, რომელიც თავდაპირველად დამღადადებულ ვერცხლის ზოდს ეწოდებოდა.

ოქროს საერთაშორისო სტანდარტის შემოღება. ექსპერტთა უმეტესობის თვალსაზრისით, XX საუკუნის დასაწყისის მსოფლიო ეკონომიკის ინტეგრაციას დიდად შეუწყო ხელი ოქროს საერთაშორისო სტანდარტის შემოღებამ. მთელი ისტორიის მანძილზე, სხვადასხვა სახის სიმდიდრე (მიწა, პირუტყვი თუ ხორბლეული) ფულადი სტანდარტის დანიშნულებას ასრულებდა, თუმცა ოქრო და ვერცხლი მაინც ყოველთვის მთავარ საზომად რჩებოდა. ფულადი სტანდარტის დანიშნულებაა განსაზღვროს მონეტარული სისტემის საანგარიშო ერთეული, რომელშიც ფულის ყველა სხვა ფორმის გადაყვანაა შესაძლებელი. ასე მაგალითად, შუა საუკუნეების ინგლისში ფუნტი სტერლინგი ოფიციალურად იყო დაკანონებული, როგორც ერთი სტერლინგი ვერცხლის შესატყვისი წონა ფუნტებში. მაშინ ინგლისში ვერცხლის სტანდარტი არსებობდა, თუმცა მიმოქცევაში მყოფი მონეტები ზოგჯერ სრულ ფუნტს არ შეესაბამებოდნენ. XVIII ს-ის ინგლისში ერთდროულად გაჩნდა ოქროსა და

348

ვერცხლის სტანდარტი, თუმცა რეალურად, ხაზინა ოქროს მიმოქცევას მეტად უწყობდა ხელს და ოქროს მონეტები — გინეები — ყოველდღიურ მიმოქცევაში სწრაფად ჩაენაცვლა ვერცხლის მონეტებს. ნაპოლეონის ომების დროს, ინგლისის ბანკმა ხელისუფლების მითითებით, უარი თქვა საკუთარი ბანკნოტების ოქროთი თუ ვერცხლით განაღდებაზე, ანუ — რეალურად, ქვეყანას იმ დროს არანაირი მონეტარული სტანდარტი არ გააჩნდა და ბრიტანეთში ერთგვარი ხის ფულის ტრიალის მბრძანებლური სისტემა შეიქმნა. მშვიდობის დამყარების შემდეგ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა კვლავ ლითონის სტანდარტს დაბრუნებოდა, ოღონდ ვერცხლს უკვე ოქრო ამჯობინა, თუმცა კი ფულს კვლავ „სტერლინგი“-ს სახელი დარჩა. ფულის ღირებულების საზომად ოქროს ფუნტი დადგინდა, რომლის წონად 113,0016 გრამი ბაჯაღლო ოქრო განისაზღვრა. შესაბამისი საპარლამენტო აქტის თანახმად, ოქროს სტანდარტის შექმნისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო სამი პირობა: 1) სამეფო ხაზინა ვალდებული იყო ეყიდა და გაეყიდა ოქროს შეუზღუდავი რაოდენობა ფიქსირებულ ფასად; 2) ინგლისის ბანკი და ზოგადად, ყველა სხვა კერძო ბანკი ვალდებული იყო, მოთხოვნისთანავე ოქროთი გაენაღდებინა ბანკნოტები თუ დეპოზიტები; 3) დაუშვებელი იყო ნებისმიერი შეზღუდვების დაწესება ოქროს იმპორტსა თუ ექსპორტზე. შესაბამისად, ოქრო ქვეყნის მთელი ფულადი მარაგის მთავარ რეზერვად იქცა. ინგლისის ბანკის სეიფში დაცული ოქროს ოდენობა განაპირობებდა მის მიერ ბანკნოტებისა თუ დეპოზიტების სახით გასაცემი კრედიტების მოცულობასაც. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში ოქროს შემოდინება-გადინება მთლიანი ფულის მასის მერყეობას იწვევდა, რაც თავის მხრივ უკვე ფასების აწევდაწევასაც განაპირობებდა. XIX ს-ის 80-იან წლებამდე სხვა ქვეყნების უმრავლესობაში ვერცხლის ან ერთდროულად ოქრო-ვერცხლის სტანდარტები არსებობდა, თუმცა ზოგან საერთოდ არ იხმარებოდა ლითონის სტანდარტი. რამდენადაც მსოფლიო ვაჭრობაში განმსაზღვრელ როლს ბრიტანეთი ასრულებდა, მისი ეკონომიკის მერყეობა თითქმის ყველა სხვა სახელმწიფოზეც ახდენდა გავლენას. შემდგომში, რაც უფრო გაღრმავდა მსოფლიო ეკონომიკის ინტეგრაცია, ეკონომიკური მერყეობებიც საერთაშორისო მოვლენად იქცა. გერმანიამ, საფრანგეთზე გამარჯვების შემდეგ, იმდროისათვის არნახული კონტრიბუცია — 5 მილიარდი ფრანკი აიღო და ამის საფუძველზე, ქვეყანაში ახალი ფულადი ერთეული — ოქროს მარკა შემოიღო. შედეგად, გერმანიის მნიშვნელობა საერთაშორისო ვაჭრობაში იმდენად გაიზარდა, რომ ოქროს სტანდარტზე გადასვლა ფაქტობრივად სხვა სახელმწიფოებისათვის უალტერნატივო ნაბიჯად იქცა. აშშ 1900 წლამდე ეწინააღმდეგებოდა ვერცხლის სტანდარტის შეცვლას, მაგრამ XX საუკუნეს ისიც ოქროს სტანდარტზე გადასვლით შეხვდა. რაც შეეხება რუსეთს, მთელი XIX საუკუნის განმავლობაში, ნომინალურად იქ ვერცხლის სტანდარტი ბატონობდა, მაგრამ რეალურად, ხელისუფლების მერყევი ფინანსური პოლიტიკის გამო, მიმოქცევაში არაუზრუნველყოფილ ქაღალდის ფულსაც დიდი ოდენობით უშვებდნენ. მხოლოდ 1897 წელს, უკვე ინდუსტრიალიზაციის პროცესის გამოცოცხლების კვალად, იმდროინდელ ფინანსთა მინისტრ, გრაფ სერგეი ვიტეს ძალისხმევით, ქვეყანა ოქროს სტანდარტზე გადავიდა. იგივე მოხდა იაპონიაშიც ასე რომ, XX ს-ის დამდეგისათვის, მსოფლიო ვაჭრობაში ჩართული ყველა

349

გინეა — ინგლისური ოქროს მონეტა, რომელიც მიმოქცევაში 1663-1813 წლებშ იყო. სახელწოდება აფრიკული ქვეყნის, გვინეა-ს სახელიდან მოდის, საიდანაც შემოტანილი ოქროს ზოდებით გინეის პირველი მონეტები მოიჭრა.

გრაფი სერგეი ვიტე რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე. 1849-1915

მნიშვნელოვანი ქვეყანა საერთაშორისო ოქროს სტანდარტს აღიარებდა. მსგავსი ვითარება დაახლოებით ორი ათწლეულის განმავლობაში შენარჩუნდა.

ფრახტი — ზღვით ტვირთის გადატანის საფასური.

ნიდერლანდები და სკანდინავია — შვედეთი, დანია, ნორვეგია. ოთხივე ეს ქვეყანა, მიუხედავად იმისა რომ ინდუსტრიალიზაციის ხანის მაჩანჩალებად მოჩანდნენ სხვების ფონზე, XIX ს-ის II ნახევარში სწრაფი განვითარების გზას დაადგნენ და იმავე საუკუნის ბოლო ორ ათწლეულში თვალსაჩინო შედეგებსაც მიაღწიეს. რა იყო ამის მიზეზი? ყველა ზემოჩამოთვლილი ქვეყანა, ისევე როგორც ბელგია და შვეიცარია, მოსახლეობის სიმცირით გამოირჩეოდა. XIX ს-ის დასაწყისში, დანიასა და ნორვეგიაში მოსახლეობა ერთ მილიონს არ აღემატებოდა. ნიდერლანდებსა და შვედეთში კი — თითოეულში — 2,5 მლნ. ადამიანამდე ცხოვრობდა. თუმცა, 1900 წლისათვის, მოსახლეობა ყველგან სულ ცოტა, გაორმაგდა მაინც. ამავე დროს, მთელ ევროპაში ეს ქვეყნები განათლების დონით გამოირჩეოდნენ და ეს ფაქტი უმნიშვნელოვანესი იყო მათი წარმატების ასახსნელად. ბუნებრივი რესურსების საკითხს რაც შეეხება, აღსანიშნავია, რომ ყველა ეს ქვეყანა ქვანახშირის სიმწირეს განიცდიდა; ალბათ ეს გახლდათ მათი დაგვიანებული ინდუსტრიალიზაციის მიზეზი; რაც შეეხება სხვა ბუნებრივ სიმდიდრეებს, შვედეთში უხვად იყო რკინის მადანი, ისევე როგორც სხვადასხვა ფერადი ლითონი, ტყის ხელშეუხები მასივები და წყლის ენერგიის უდიდესი მარაგი. დაახლოებით იგივე მდგომარეობა იყო ნორვეგიაშიც. ამ ქვეყნებისათვის სწორედ წყლის ენერგია იქცა განვითარების უდიდეს სტიმულად. დანიასა და ნიდერლანდებში კი წყლის ენერგიაც ისევე მწირი იყო, როგორც ქვანახშირის მარაგი — აქ უფრო ქარის ენერგიას იყენებდნენ, რაც ცხადია, მნიშვნელოვანი ინდუსტრიული განვითარების საფუძვლად ვერანაირად ვერ ჩაითვლებოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ეს ქვეყნები (შვეიცარიის მსგავსად) ძალზე კარგად მოერგნენ საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს. XX ს-ის დასაწყისისთვის დანიას საკუთარი სოფლის მეურნეობის ნაწარმის (კარაქის, ღორის ხორცისა და კვერცხის) 63% საექსპორტოდ გაჰქონდა; ხე-ტყისა და თევზის ექსპორტსა და საფრახტო მომსახურებას ნორვეგიისათვის მთლიანი ეროვნული შემოსავლის 30% მოჰქონდა. ზოგადად, XX ს-ის დასაწყისისთვის, ყველა ამ ზემოჩამოთვლილმა ქვეყანამ საკუთარი გარკვეული ნიშა იპოვა ინდუსტრიალიზაციის საერთო პროცესში: ანუ, ქვეყნებმა, რომლებიც ადრე მხოლოდ ნედლეულის ექსპორტს სჯერდებოდნენ, მისი დამუშავება და ნახევარფაბრიკატებად მიწოდება დაიწყეს. ამის მშვენიერი მაგალითია გადამუშავებული ხე-ტყის გატანა შვედეთისა და ნორვეგიის მიერ. ადრე მათ მხოლოდ ხის მორები გაჰქონდათ, მაგრამ შემდგომ ორთქლის ძრავაზე მომუშავე სამხერხაოები ააგეს და უკვე დახერხილი ფიცარი გაჰქონდათ გასაყიდად, ხოლო ნარჩენ მერქანს ქაღალდის გადასამუშავებელ მასალად იყენებდნენ. ეს იმდენად წარმატებული პროექტი აღმოჩნდა, რომ მალე შვედეთი უმაღლესი ხარისხის ქაღალდის მწარმოებლად იქცა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, წინსვლა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა და აქ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალმა უმაღლეს ნიშნულს მიაღწია მთელ ევროპაში. ეს კი უკვე ფასებისა და მოთხოვნის ზრდამ, უცხოური კაპიტალის შემოდინებამ და ელექტროინდუსტრიის ფართოდ დანერგვამ განაპირობა.

350

ელექტროენერგიის ეპოქა განსაკუთრებით ხელსაყრელი აღმოჩნდა ნორვეგიისა და შვედეთისათვის, რომელთაც უზარმაზარი ჰიდროელექტრო პოტენციალი გააჩნდათ, მაგრამ არც დანია და ნიდერლანდები დარჩნენ წაგებულნი. ნიდერლანდებმა სწრაფად აითვისა ელექტრო ნათურების წარმოება, შვედებმა და დანიელებმა მოწინავე ადგილები დაიკავეს ელექტროინდუსტრიის განხრით (მაგ., შვედებმა ქვანახშირის გარეშე, ელექტროენერგიის მეშვეობით მადნიდან რკინა პირველებმა გამოადნეს). საფრანგეთი. 1882 წლიდან საფრანგეთის ეკონომიკას კვლავ დაუდგა მძიმე დღეები — ამას დაემატა ფინანსური კრიზისი, რამაც რკინიგზის კომპანიებს ისე დაარტყა, რომ მათი გაკოტრება გამოიწვია. ამას თან დაერთო მეღვინეობასა და მეაბრეშუმეობაში სტაგნაცია, რაც მევენახეობაში ფილოქსერის ჭიის გავრცელებით, ხოლო მეაბრეშუმეობაში აბრეშუმის ჭიის ეპიდემიის შედეგი გახლდათ; აქვე თუ გავიხსენებთ იტალიასთან გაჭიანურებულ „სატარიფო ომს“, რომელმაც ორივე ქვეყანა დააზარალა, ცხადი გახდება, თუ რატომ დაეცა ეროვნული შემოსავალი ქვეყანაში მთელი XIX ს-ის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულამდე. საფრანგეთში ახალი ეკონომიკური აღმავლობა XIXXX სს-ის მიჯნაზე დაიწყო, რისი მიზეზიც საფრანგეთის ლოთარინგიაში რკინის საბადოების ათვისება და ისეთი ახალი დარგების წარმოქმნა იყო, როგორიც ელექტროინდუსტრია, ალუმინის, ნიკელის და ავტომობილების წარმოებაა. ასე რომ საფრანგეთი XX ს-ის დასაწყისს ეკონომიკური ზრდის 1815-1848 და 1851-1881 წლების მაჩვენებლებთან მნიშვნელოვანწილად მიუახლოვებული შეხვდა. XIX ს-ის 80–იან წლებში საფრანგეთის მთავრობამ კოლონიების დაპყრობა გააგრძელა. ფრანგები დამკვიდრდნენ ჩრდილოეთ აფრიკაში, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში და ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე. ვიქტორიანისეული ეპოქა. 1837 -1901 წლები ბრიტანეთის სიმბოლო იყო დედოდალი ვიქტორია, რომლის მმართველობაც იყო ყველაზე ხანგრძლივი ბრიტანეთის ისტორიაში. ამ პერიოდს ვიქტორიას ხანას უწოდებენ. ეკონომიკაში ადგილი ჰქონდა სამრეწველო რევოლუციასა და კაპიტალიზმის შემდგომ განვითარებას; იზრდებოდა მუშათა კლასის რიგები და საშუალო კლასის როლი. ამ ეპოქის სოციალური მახასითებელია მკაცრი მორალური კოდექსი (ჯენტლმენობა), რომელიც ამტკიცებდა კონსერვატიულ ფასეულობებსა და კლასობრივ განსხვავებულობას. საგარეო პოლიტიკაში გრძელდებოდა ბრიტანეთის კოლონიური ექსპანსია აზიასა („დიდი თამაში“) და აფრიკაში („ბრძოლა აფრიკისათვის“). ვიქტორია, ინდოეთის იმპერატორი-ქალი და 300 მილიონი ადამიანის მმართველი მსოფლიოში, იყო ძლევამოსილი ბრიტანეთის სათაყვანო სიმბოლო. 1860 წელი იყო ახალი ერა ბრიტანეთის პოლიტიკაში. ძველი პოლიტიკური პარტიები გადაჯგუფდნენ ახალი ხელმძღვანელების ირგვლივ. ბენჯამენ დიზრაელიმ ტორები გარდაქმნა თანამედოვე კონსერვატიულ პარტიად, ხოლო ვიგები, უილიამ გლადსტონმა - ლიბერალურ პარტიად. 1868- 1880 წლებში, უმრავლესობა პარლამენტში ამ ორ პარტიას შორის ნაწილდებოდა და ამიტომ, დიზრაელი და გლადსტონი, ასევე, მონაცვლეობდნენ, როგორც პრემიერ-მინისტრები. 1887 წელს დიზრაელიმ და კონსერვატიულმა პარტიამ გამოსცეს ბილი, რომლითაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიენიჭათ მამაკაცებს მუშათა

351

დედოფალი ვიქტორია 1837-1901

ბენჯამენ დიზრაელი -დიდი ბრიტანეთის მე-40 პრემიერ მინისტრი 1868 წელს, ასევე 42-ე პრემიერი 1874—1880 წლებში.

უილიამ ევარტ გლადსტონი ბრიტანელი პოლიტიკოსი, ოთხგზის ბრიტანეთის პრემიერ‐ მინისტრი (1868-1874, 1880-1885, 1886 და 1892-1894 წლებში).

კლასიდან და რამაც გაზარდა ამომრჩეველთა რიცხვი. 1880-იან წლებში, გლადსტონის პრემიერობისას, გატარდა რეფორმები: ხმის უფლება მიეცათ ფერმერებსა და სხვა მამაკაცებს. საუკუნის ბოლოსათვის საარჩევნო უფლება მამაკაცებისათვის თითქმის საყოველთაო გახდა.

ესპანეთის დედოფალი იზაბელა (1833-68)

ხუან ბატისტა ტოპეტე 1825-1881

გენერალი ჟუან პრიმი 1814 – 1870

ესპანეთის რევოლუცია — XIX ს-ის I ნახევარში ესპანეთში ოთხჯერ მოხდა შეიარაღებული აჯანყება, მაგრამ ქვეყნის რევოლუციური განახლება და ნახევრად ფეოდალური სისტემის დემონტაჟი ვერ მოხერხდა. 60-იან წლების დასასრულს ესპანეთი ახალი რევოლუციის წინაშე დადგა. ამ დროისათვის ესპანეთის მეფის ხელისუფლება რეაქციულ გზას დაადგა. მან კორტესი დაითხოვა, ოპოზიციურ მემამულეებსა და მსხვილი ბურჟუაზიის წარმომადგენლებს კი რეპრესიები დაატეხა თავს. მაშინ ოპოზიციის ლიდერებმა სამხედრო გადატრიალების მომზადება დაიწყეს. 1868 წლის 18 სექტემბერს კადისში გენერალ ჟუან პრიმისა და ადმირალი ხუან ბატისტა ტოპეტეს მეთაურობით სამხედრო ესკადრა აჯანყდა. მეორე დღეს ბურჟუაზიული და მემამულური ოპოზიციის ლიდერებმა მოწოდება გამოაქვეყნეს, რომელშიც აჯანყების მიზნად კანონიერებისა და წესრიგის აღდგენა და საყოველთაო საარჩევნო უფლების შემოღება გამოაცხადეს. 30 სექტემბერს დედოფალი იზაბელა ესპანეთიდან გაიქცა. ხელისუფლება მსხვილი ბურჟუაზიისა და ლიბერალური მემამულეების წარმომადგენლების ხელში გადავიდა, რომლებმაც ლიბერალური კავშირი შექმნეს და 18 ოქტომბერს დროებითი მთავრობა ჩამოაყალიბეს. 1869 წელს თებერვალში, მადრიდში დამფუძნებელი კორტესი შეიკრიბა, რომელშიც რესპუბლიკელების ძლიერი ფრთა შედიოდა. ამის მიუხედავად, კორტესის მიერ მიღებული კონსტიტუცია მემკვიდრეობით მონარქიას ითვალისწინებდა. ესპანეთის საკანონმდებლო ორგანო ორპალატიანი იყო. უმაღლეს პალატაში — სენატში უმაღლესი მოხელეები უნდა შესულიყვნენ. ქვედა პალატა ესპანეთის მამაკაცებს საყოველთაო ხმის უფლების საფუძველზე უნდა აერჩიათ. კონსტიტუცია სინდისის თავისუფლებას აცხადებდა. ამკვიდრებდა სამოქალაქო ქორწინებას და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს. მეფის კანდიდატურას დიდხანს ეძებდნენ. ბოლოს და ბოლოს არჩევანი იტალიის მეფის ვიქტორ ემანუელის შვილზე ამადეოზე შეჩერდა, რომელიც როგორც მეფე ესპანეთში 1870 წელს ჩავიდა. ახალი მეფისა და მთავრობის პოლიტიკამ სამრეწველო ბურჟუაზიის დიდი ნაწილი, რომელიც რესპუბლიკურ წყობას ემხრობოდა, ვერ დააკმაყოფილა. ამას 1873 წ-ის 11 თებერვალს ესპანეთის მეფის ამადეო I-ის (1871-1873) ტახტიდან გადადგომა და ორი დღის შემდეგ კორტესის მიერ ესპანეთის რესპუბლიკად გამოცხადება მოჰყვა. ესპანეთში რესპუბლიკამ დიდხანს ვერ იარსება. 1874 წლის იანვარში ქვეყანაში კიდევ ერთი სამხედრო გადატრიალება მოხდა, რომელმაც სამხედრო დიქტატურა დაამყარა. რესპუბლიკური კონსტიტუციის პროექტი უკუგდებული იქნა. 1869 წლის მონარქისტული კონსტიტუცია აღდგა. კორტესი დათხოვნილ იქნა. 1874 წლის დეკემბერში კიდევ ერთი სამხედრო გადატრიალება მოხდა, რომელმაც ესპანეთის მეფედ დედოფალ იზაბელას შვილი — ალფონსო XII გამოაცხადა. ამგვარად, ბურბონთა დინასტია კვლავ ტახტზე დაბრუნდა. ესპანეთში რევოლუციის კიდევ ერთი მცდელობა მარცხით დამთავრდა. მიუხედავად მონარქიული რეაქციისა, ბურბონთა დინასტია იძულებული გახდა გარკვეულ

352

დათმობებზე წასულიყო. 1890 წელს მამაკაცებისთვის საყოველთაო საარჩევნო უფლება კვლავ ძალაში შევიდა. XIX ს-ის 70-იან წლებში ესპანეთი ჯერ კიდევ კოლონიურ სახელმწიფოს წარმოადგენდა. მის კოლონიებს კუბა, პუერტორიკო, ფილიპინები, ვესტინდოეთი შეადგენდნენ. ამ კოლონიების მოსახლეობა ესპანეთის ბატონობის უღლისაგან გათავისუფლებისათვის იბრძოდა. განსაკუთრებით დიდ ანტიესპანურ აჯანყებებს ადგილი კუბასა და ფილიპინებზე ჰქონდა. ამ ბრძოლაში აშშ ჩაერია. 1898 წ-ის აპრილში აშშ-მ ესპანეთთან ომი დაიწყო. ოთხი თვის შემდეგ დამარცხებული ესპანეთი იძულებული გახდა ჯერ დროებითი ზავისათვის, შემდეგ კი საბოლოო ხელშეკრულებისთვის მოეწერა ხელი. ამ ხელშეკრულებით ესპანეთმა კუბაზე, პუერტორიკოზე, ფილიპინების და გუამის კუნძულებზე უარი განაცხადა. ასე რომ, ერთ დროს ვრცელი კოლონიური იმპერიისაგან ესპანეთის ხელში მხოლოდ ესპანეთის გვინეა, დასავლეთ საჰარა და ჩრდილოეთ მაროკოს რამდენიმე დასახლებული პუნქტი დარჩა. გერმანია. ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, რომელიც XIX ს-ის შუა წლებში დაიწყო, კიდევ უფრო დააჩქარა საფრანგეთთან წარმატებულმა ომმა. ერთი შეხედვით, 1870–1871 წლების საფრანგეთ-პრუსიის ომს თითქოს უნდა დაემუხრუჭებინა ერთიანი გერმანიის ეკონომიკის განვითარება, მაგრამ მეორეს მხრივ, ომის წარმატებით დამთავრებამ და უპრეცედენტო, ხუთ მილიარდ ფრანკიანი კონტრიბუციის შემოდინებამ, გერმანიის ეკონომიკა და ქვეყნის ერთიანობა საბოლოოდ გაამყარა; რამაც თავის მხრივ უკვე 1872 წელს უცხოური კაპიტალისა და ინვესტიციების მთელი ტალღა გამოიწვია. ასე რომ XIX-XX სს-ის მიჯნაზე — პირველი მსოფლიო ომის წინ გერმანია ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით მოწინავე ქვეყნად იქცა: უკვე 1895 წელს, გერმანიის ფოლადის მრეწველობამ დიდი ბრიტანეთისას გადააჭარბა, ხოლო 1914 წლისათვის ის უკვე ორჯერ მეტ მაღალხარისხიან ფოლადს აწარმოებდა. ქვანახშირის, რკინისა და ფოლადის წარმოების გარდა, გერმანიამ გასაოცარ წარმატებებს მიაღწია ინდუსტრიის ისეთ ახალ დარგებში, როგორიცაა ქიმიური მრეწველობა და ელექტრო ინდუსტრია. ეს მით უფრო თვალში საცემი გახდება თუ აღვნიშნავთ, რომ 1860 წლამდე, ქიმიური ინდუსტრია გერმანიაში ფაქტობრივად არ არსებობდა. მაგრამ ქვეყნის მრეწველობის საერთო წინსვლამ გააჩინა დიდი მოთხოვნილება ისეთ ქიმიურ პროდუქტებზე, როგორიც ტუტეები და გოგირდმჟავაა, ხოლო ქიმიური სასუქები, სულაც გერმანული გამოგონებაა. რაც შეეხება ორგანული ქიმიის ინდუსტრიას, გერმანია პირველი ქვეყანა იყო მსოფლიოში, რომელმაც ამ განხრით კვლევები დააფინანსა და ფარმაცევტიკა, როგორც ინდუსტრიის ახალი დარგი, სწორედ ამის შედეგად წარმოიშვა. მეცნიერების დაფინანსება-ხელშეწყობამ უდიდესი როლი ითამაშა გერმანიაში ელექტროინდუსტრიის განვითარების საქმეშიც. რაკი გერმანიის ქალაქებში, ქვეყნის ეკონომიკური და სამრეწველო განვითარებაში ჩამორჩენის გამო, გაზით განათებაგათბობის სისტემა ფეხმოკიდებული ჯერ არ იყო, ხოლო XIX ს-ის ბოლოსათვის, როდესაც იქ ურბანიზაცია-ინდუსტრიალიზაციის პროცესი მძლავრად განვითარდა, ელექტროენერგია უკვე გამოგონებული აღმოჩნდა, ტრანსპორტისა და განათების პრობლემა პირდაპირ ელექტროფიცირებით გადაიჭრა, რამაც ინჟინრებსა და მეწარმეებს უკვე XX ს-ის დასაწყისში უბიძგა ორთქლის ძრავების

353

ამადეო I 1871-1873

ალფონსო XII 1874 – 1885

პირველი გერმანული ფარმაცევტული კომპანია დაარსდა 1863 წელს.

ურბანიზაციის პროცესი — მოსახლეობის სოფლიდან ქალაქში — ანუ ურბანულ დასახლებებში გადმოსახლებას ნიშნავს. ეს პროცესი ეკონომიკაში სტრუქტურული ცვლილებების შედგად ხდება, როდესაც მუშახელი, ეკონომიკის პირველი სექტორიდან (სოფლის მეურნეობა) მეორეში (მრეწველობა) ინაცვლებს.

ელექტროძრავებით შეცვლისაკენ. აღსანიშნავია, რომ ელექტრონიკის მწარმოებელ ცნობილ „სიმენსის“ ფირმას პირველი მსოფლიო ომის წინ 80 ათასზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა.

§ 2. მსოფლიო I მსოფლიო ომის წინ XX ს-ის I მესამედი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური მოვლენებით აღინიშნა. მათ შორის აღსანიშნავია ბურჟუაზიული რევოლუციებისა და ეროვნულგანმათავისუფლებელი მოძრაობების ტალღა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში - გერმანიაში, ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში, რუსეთში, ასევე ახლო და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში - ოსმალეთში, ირანსა თუ ჩინეთში; ორი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი; სხვადასხვა სიმძლავრისა და მნიშვნელობის რეგიონალური ომები. მუშათა მოძრაობის გააქტიურება და ერთი მხრივ ულტრა-მემარცხენე სოციალისტურ-კომუნისტური თეორიისა და პრაქტიკის მომძლავრება-გავრცელება და მეორე მხრივ ულტრა-მემარჯვენე ფაშისტური იდეოლოგიის აღმოცენება-გაძლიერება. მაგრამ მთელი ეს ჩამონათვალი ფერმკლთალდება I მსოფლიო ომთან შედარებით. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ამ ომს, რომელიც სულ ოთხი წელი გრძელდებოდა, ორი: ოსმალეთისა და ავსტრია-უნგრეთის იმპერიების სრული, ხოლო ერთის, რუსეთის იმპერიის ნაწილობრივი დაშლა მოჰყვა. იაპონია. იაპონიაში 1867 წელს სეგუნატის დამხობას და მეიძის, ანუ აღდგენის ხანის დადგომის შედეგად მიღწეულ ეკონომიკურ გარდასახვას პოლიტიკური შედეგებიც მოჰყვა, XX საუკუნის დასაწყისში — ხანმოკლე ომში იაპონიამ ჯერ ჩინეთი დაამარცხა, მერე კი, რუსეთი და კუნძულ ტაივანის, კუნძულ სახალინის სამხრეთ ნახევრის, კორეისა და ლიაოდუნის ნახევარკუნძულის დაპყრობის შედეგად, იმპერია-ლისტურ ქვეყანათა რიგებს შეუერთდა. ჩინეთი. XX ს-ის დამდეგისათვის ჩინეთის იმპერიას,

იმპერატორი მეიძი მეიძი—იაპონიის იმპერატორის მუცუჰიტოს (1867-1912) მმართველობის პერიოდის ოფიციალური სახელწოდება.

მკვდარ ლომსაც უწოდებდნენ, ვინაიდან ის ნახევრად კოლონიურ სახელმწიფოს წარმოადგენდა. 1912 წლის ჩინელი ხალხის რევულუციურ მოძრაობას სათავეში სუნ იატ სენი ჩაუდგა. თავდაპირველად რევოლუციამ გაიმარჯვა, ჩინეთი რესპუბლიკად გამოცხადდა და სუნ იატ სენი მისი დროებითი პრეზიდენტი გახდა, მაგრამ საბოლოოდ ამ ნაციონალიზმის, დემოკრატიისა და სოციალიზმის დროშით წამოწყებულმა პირველმა რევოლუციამ ჩინეთში მარცხი განიცადა და ქვეყნის რეფორმირებისა და გამთლიანების პერსპექტივაც სამომავლოდ გადაიდო. კორეა. რაც შეეხება ღარიბ და ჩამორჩენილ კორეას, იგი მუდამ ჩინეთ-იაპონიას შორის განხეთქილების ვაშლი იყო და ეს უცხოურ კაპიტალსა თუ დიპლომატიას ყოველგვარ ინტერესს უკარგავდა ამ ქვეყნის მიმართ. 1905 წელს კი იაპონიამ კორეის სრული ანექსიაც მოახდინა. რუსეთი. რუსეთი XIX ს-ის ბოლოსთვისაც, უპირატესად, აგრარულ სახელმწიფოდ რჩებოდა, მისი მოსახლეობის 2/3 ამ სფეროში იყო დაკავებული და სახელმწიფო შემოსავლის ნახევარზე მეტიც სოფლის მეურნეობას მოჰქონდა. არადა, სოფლის მეურნეობის ნაყოფიერება საოცრად დაბალი იყო. ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებდა. უპირველეს ყოვლისა, ეს ბატონყმობის გადმონაშთები იყო, რაც სოფლის მეურნეობას

354

განვითარების საშუალებას არ აძლევდა. ბატონ-ყმობის გაუქმების მიუხედავად, რუსეთში აგრარული (მიწის) საკითხი გადაუწყვეტელი რჩებოდა. 30 ათას მსხვილ მემამულეს იმდენივე მიწა ჰქონდა, რაც 10 მილიონ გლეხურ მეურნეობას. სოფლის მეურნეობის ნაყოფიერების ზრდას ხელს უშლიდა აგრეთვე სოფლად განათლების და ტექნოლოგიების ძალზედ დაბალი დონე, რომლის განვითარების შესაძლებლობას კაპიტალ-დაბანდებების სიმწირეც არ უწყობდა ხელს. XX ს-ის დასაწყისისათვის პოლიტიკური თვალსაზრისით, რუსეთის იმპერია ძლიერ სახელმწიფოდ ითვლებოდა. ტერიტორიისა თუ მოსახლეობის რაოდენობის მხრივ ის უდიდესი იყო მთელ ევროპაში. ეკონომიკური თვალსაზრისითაც, ინდუსტრიული წარმოების მხრივ რუსეთს მსოფლიოში არცთუ უკანასკნელი ადგილი ეკავა. ბატონყმობის გაუქმებისა და 70-იანი წლების რეფორმების შემდგომ რუსეთის მრეწველობამ სწრაფად დაიწყო ზრდა. მართლაც, 70-80-იან წლებში. რუსეთს უკვე კარგად განვითარებული ტექსტილის ინდუსტრია და მძიმე მრეწველობაშიც ძლიერი პოზიციები ჰქონდა ქვანახშირის მოპოვებისა თუ რკინისა და ფოლადის დნობის მხრივ. 90-იან წლებში რუსეთში ინდუსტრიული წარმოების „აფეთქებაც“ კი შეინიშნებოდა, როცა მრეწველობის საშუალო ზრდამ რუსეთში 8%-ს გადააჭარბა და განვითარების ტემპით დასავლეთის ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოებსაც კი გაუსწრო. საქმე ისაა, რომ ამ დროისათვის რუსეთის სარკინიგზო ხაზებით დაქსელვამ, შესაძლებელი გახადა ერთმანეთთან დაეკავშირებინა მანამდე თითქმის აუთვისებელი, ქვანახშირით მდიდარი დონბასის რეგიონი — რკინის მადნით მდიდარ კრივოი როგთან. ამავე დროს, ფრანგმა მეწარმეებმა ორივე ამ დარგში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობაში დაარწმუნეს მეფის რუსეთის ხელისუფლება და მალე რუსეთის ბაზრის 3/4 ადგილობრივი ქვანახშირითა და რკინა-ფოლადით იყო უზრუნველყოფილი. თუმცა, ეს ერთი შეხედვით შთამბეჭდავი მონაცემები, მაინც, არასწორ წარმოდგენას ქმნის რუსეთის ეკონომიკური სიძლიერის თაობაზე. საქმე ისაა, რომ ვთქვათ, ქვანახშირის წარმოება და მოხმარება — ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა, თუნდაც, ავსტრიის მაჩვენებელს და ზუსტად იგივე

იაპონიამ კორეა დაიპყრო 1905 წელს

355

რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის I ყრილობა 1898 წელს რუსეთის ქალაქ მინსკში გაიმართა.

რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის II ყრილობა გაიმართა 1903 წლის ივლის-აგვისტოში ჯერ ბრიუსელში, შემდეგ ლონდონში. ყრილობაზე დიდი დისკუსია გაიმართა ვ. ლენინის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. პარტიის უმაღლესი ორგანოების არჩევნების დროს ვ. ლენინის მომხრეებმა უმრავლესობა მიიღეს. ამიტომ მათ ბოლშევიკები (უმრავლესობა), ხოლო მოწინააღმდეგეებს — მენშევიკები (უმცირესობა) ეწოდათ.

ბოლშევიკები ცალკე პარტიად ფაქტობ_რიბვად 1912 წლიდან არსებობდნენ, თუმცა ასეთი გამოყოფა ფორმალურად 1917 წლიდან გაფორმდა, როდესაც მათ პარტიას რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია (ბოლშევიკები) უწოდეს. 1918 წლიდან ამ პარტიას უკვე კომუნისტური პარტია ეწოდა. რუსეთ-იაპონიის ომი 1904-1905 წლებში მიმდინარეობდა.

იაპონელებმა რუსეთის ფლოტი 1905 წლის ძველი სტილით 14-15 (ახალი სტილით — 27-28) მაისს იაპონიის ზღვაში, ცუსიმას სრუტეში გაანადგურეს.

მდგომარეობა იყო ნებისმიერი სხვა ნაწარმის თვალსაზრისითაც. რუსული მრეწველობის აღმავლობას XIX ს-ის 90-იან წლებში ერთგვარი ვარდნა მოჰყვა, ხოლო 1900-1903 წლებში, დანარჩენ მსოფლიოს მსგავსად, რუსეთი ეკონომიკურმა კრიზისმა მოიცვა. მრავალი წარმოება დაიხურა და მასობრივი უმუშევრობა დაიწყო. ეკონომიკურ კრიზისს მოუსავლიანი წლებიც დაერთო, რამაც რუსეთის დიდ ნაწილში შიმშილობა გამოიწვია. ჯერ კიდევ XIX ს-ის 90-იან წლებში რუსეთში პირველი მარქსისტული ორგანიზაციები წარმოიქმნა, რომლებმაც საუკუნის მიწურულს I ყრილობა მოიწვიეს და რუსეთის სოციალდემოკრატიული მუშათა პარტიის შექმნა გამოაცხადეს. ფაქტობრივად პარტია მხოლოდ 5 წლის შემდეგ 1903 წელს II ყრილობაზე შეიქმნა. ამავე ყრილობაზე სოციალ-დემოკრატებს შორის განხეთქილება მოხდა და ისინი ორ — მენშევიკურ და ბოლშევიკურ ფრთად დაიშალნენ. ბოლშევიკები შემდგომში ლენინელების მეტსახელით გახდნენ ცნობილნი. მოგვიანებით ბოლშევიკები გამოეყვნენ სოციალ-დემოკრატებს. მათ მიერ შექმნილ ახალ პარტიას კომუნისტური პარტია ეწოდა. XX ს-ის დასაწყისი ეკონომიკურ კრიზისთან ერთად პოლიტიკური დაძაბულობის ზრდითა და სამხედრო დაპირისპირებებითაც აღინიშნა. აქედან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რუსეთსა და იაპონიას შორის ომი გახლდათ. ამ ომის მიზეზი ჩრდილოეთ ჩინეთსა (მანჯურია) და კორეაში რუსეთსა და იაპონიას შორის პირველობისათვის ბრძოლა იყო. ომის დაწყებას ეკონომიკურმა კრიზისმაც შეუწყო ხელი. მაგალითად, რუსეთის იმპერიამ, რომელსაც 1901-1903 წლების მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი მწვავედ შეეხო, პრობლემის გადაჭრა იაპონიასთან წარმატებული ომით გადაწყვიტა. ომის თეატრად მანჯურია გადაიქცა, სადაც რუსეთის არმიამ დიდი მარცხი განიცადა. იაპონელებმა რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტი, ომის დაწყებისთანავე, ჯერ კიდევ პორტარტურის ყურეში გაანადგურეს. რუსეთმა მაშინ წყნარ ოკეანეში ბალტიის ფლოტი გააგზავნა. ფლოტის იქ მისვლას თითქმის ერთი წელი მოუნდა და იაპონელებმა ისიც, მისვლისთანავე, გაანადგურეს. ასე რომ, პატარა იაპონია, რომელსაც იმჟამინდელი რუსი პოლიტიკოსები: „ნასროლი ქუდებით ამოვსებას“ უპირებდნენ (ამით რუსი პოლიტიკოსები ხაზს უსვამდნენ რუსეთთან შედარებით იაპონიის, როგორც ქვეყნის სიმცირეს), იმ ხანისათვის, წარმატებული რეფორმების მეშვეობით, ისე გაძლიერდა, რომ დიდი რუსეთი სასტიკად დაამარცხა. იაპონიასთან სამარცხვინო მარცხმა რუსეთის რევოლუციურ მოძრაობას მძლავრი ბიძგი მისცა. რუსეთის I რევოლუცია. 1905 წლის 3 იანვრიდან მუშათა გამოსვლები დაიწყო. რასაც 9 იანვარს, კვირა დღეს მეფის ზამთრის სასახლესთან ხელისუფლების მხრიდან ხალხის მშვიდობიანი მანიფესტაციის დახვრეტა მოჰყვა. მშვიდობიან დემონსტრანტებთან ეს სისხლიანი ანგარიშსწორება რუსეთის ისტორიაში სისხლიანი კვირის სახელით შევიდა. მთელ რუსეთში გამოსვლებისა და გაფიცვების ტალღა აზვირთდა. შეშინებულმა მეფემ ოქტომბერში მანიფესტი გამოსცა, სადაც ხალხს კონსტიტუცია და რუსეთის საკანონ-

356

მდებლო ორგანოში — დუმაში არჩევნებს დაჰპირდა. დუმის პირველი შემადგენლობა, რომელიც რევოლუციის აღმავლობის ფონზე აირჩა, საკმაოდ რევოლუციური და რადიკალური ცვლილებების მომხრე აღმოჩნდა. მაგრამ მეფის ხელისუფლებამ რევოლუციური მოძრაობის შენელებით ისარგებლა და არასასურველი დუმა დაითხოვა. II მოწვევის დუმა არანაკლებ რევოლუციური გამოდგა. მაშინ რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ ისიც დაითხოვა და ახალი საარჩევნო კანონი გამოსცა, რომელიც პირველთან შედარებით ბევრად უფრო რეაქციული იყო და არჩევნებში მონაწილეობისათვის მაღალ ქონებრივ ცენზს გულისხმობდა. იმავდროულად რევოლუციონერთა დევნა და რეპრესიებიც დაიწყო ყოველივე ეს ისტორიკოსთა მიერ რუსეთის I რევოლუციის დასასრულად იქნა შეფასებული. ჯერ რუსეთ-იაპონიის ომმა, შემდეგ კი 1905-1907 წლების რევოლუციამ ეკონომიკურად კვლავ უკან დასწია ქვეყანა. რევოლუციას უკვალოდ არ ჩაუვლია. მან ხელისუფლებას სანახევრო რეფორმებისაკენ მაინც უბიძგა. ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანი სტოლიპინის აგრარული (მიწის) რეფორმა გახლდათ, რაც გლეხებს თემიდან გამოსვლისა და ცალკე ხუტორის — ფერმის შექმნის უფლებას ანიჭებდა. ამან სოფლის მეურნეობის პროდუქციის მნიშვნელოვანი, თუმცა მაინც დროებითი, ზრდა გამოიწვია. ოსმალეთი XIX-XX სს-ის მიჯნაზე. რევოლუციის დამარცხების მიუხედავად, ოსმალეთის იმპერიაში რევოლუციური მოძრაობა კვლავ გრძელდებოდა. მას ახლა სათავეში ორგანიზაცია — ერთიანობა და პროგრესი ჩაუდგა, რომელიც მალევე პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნა. ამ პარტიის წევრებს ახალგაზრდა თურქები ეწოდებოდათ. თავდაპირველად ახალგაზრდა თურქებს სომხურ და მაკედონურ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და პარიზში მათთან ერთად კონგრესიც კი შექმნეს. 19051907 წლების რუსეთის რევოლუციამ ახალგაზრდა თურქებზე დიდი გავლენა მოახდინა. თურქეთში კვლავ რევოლუციური სიტუაცია მომწიფდა. ამის გამო ერთიანობა და პროგრესის უცხოეთში მყოფმა ბირთვმა თავისი საქმიანობა მაკედონიაში, ქალაქ სალონიკში გადმოიტანა, რომელიც იმ დროს ოსმალეთში შედიოდა და ოფიცერთა შორის მრავალი მომხრე ჰყავდა. 1908 წელს მაკედონიის ერთ პატარა ქალაქში აჯანყებამ იფეთქა. აჯანყებულებმა სალონიკი აიღეს და 1876 წლის კონსტიტუციის აღდგენა გამოაცხადეს. ოსმალეთის სულთანი მიხვდა რომ ჩათრევას ჩაყოლა სჯობდა და კონსტიტუციის აღდგენას მოაწერა ხელი. ასე დასრულდა თურქეთში უსისხლო რევოლუცია და სათავეში ახალგაზრდა თურქები მოვიდნენ. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ახალგაზრდა თურქებმა თავიანთი დაპირებები მალევე დაივიწყეს და ერთიანი და განუყოფელი ოსმალეთის იმპერიის შენარჩუნების გზას დაადგნენ. ეროვნულ საკითხშიც მათ ახალ ოსმანთა დოქტრინა გაიმეორეს — მზად იყვნენ დაპყრობილი ხალხებისათვის რელიგია შეენარჩუნებინათ, მაგრამ მათგან მშობლიური ენის დავიწყებას და თურქებთან ასიმილაციას მოითხოვდნენ. არჩევნების უფლებასაც ისინი მარტო მათ აძლევდნენ, ვინც თურქული კარგად იცოდა.

357

ახალი საარჩევნო კანონი რუსეთის საიმპერიო ხელისუფლებამ 1907 წლის ზაფხულის დასაწყისში გამოსცა.

პეტრე სტოლიპინი 1862-1911 რუსეთის იმპერიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე 1906-1911

კონტრრევოლუციური გადატრიალება ირანში 1908 წლის ივნისში მოხდა.

მოჰამად ალი ტახტიდან 1909 წლის ივლისში გადააყენეს.

მოჰამად ალი ხელმეორედ ირანის შაჰის ტახტზე 1911 წელს ავიდა.

რევოლუცია ირანში (1905-1911) XIX-XX სს მიჯნაზე ირანი რუსეთსა და ინგლისზე დამოკიდებულ ნახევრადკოლონიურ სახელმწიფოს წარმოადგენდა. რუსეთი ჩრდილოეთ ირანს, ხოლო ინგლისი სამხრეთ ირანს აკონტროლებდა. ირანზე რუსეთის პირველმა რევოლუციამ დიდი გავლენა მოახდინა. უკვე 1905 წლის დეკემბერში თეირანში დემონსტრაციები გაიმართა. 1906 წლის ოქტომბერში ირანის მბრძანებელი მოზაფარ ად-დინ შაჰ ყაჯარი იძულებული გახდა კონსტიტუციის შესახებ ბრძანებულება გამოეცა. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოდ მეჯლისი გამოცხადდა. არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება მხოლოდ მამაკაცებს მიეცათ. მაღალი ქონებრივი ცენზის გამო მოსახლეობის უდიდეს ნაწილს საარჩევნო ხმის უფლება არ ქონდათ. ირანის რევოლუციის პირველი ეტაპი 1907 წლის დასაწყისში კონსტიტუციის მიღებით დასრულდა. თუმცა ირანის ახალმა შაჰმა, მოჰამად ალი შაჰ ყაჯარმა მალევე კონტრრევოლუციური გადატრიალება მოახდინა. მეჯლისი დაითხოვა და დეპუტატების ერთი ნაწილი დააპატიმრა. ამ გადატრიალებას მთელ ირანში შეიარაღებული გამოსვლები მოჰყვა. განსაკუთრებით ძლიერ გამოსვლებს ირანის აზერბაიჯანში და მის ცენტრალურ ქალაქში — თავრიზში ჰქონდა ადგილი. ამ გამოსვლებში მონაწილეობას საქართველოდან გადასული რევოლუციონერებიც იღებდნენ. კონტრრევოლიციური გადატრიალებიდან ერთი წლის თავზე ირანის შაჰი მოჰამად ალი ტახტიდან გადააყენეს და ირანის შაჰად მისი მცირეწლოვანი ვაჟი აჰმად შაჰი გამოაცხადეს. აღდგა კონსტიტუცია, მოწვეული იქნა ახალი მეჯლისი, რომელმაც მთელი რიგი პროგრესული კანონები მიიღო. მოვლენების ასეთი განვითარება ინგლისს და რუსეთს სულაც არ აწყობდათ, ამიტომ მათ ქვეყანაში თავიანთი ჯარები შეიყვანეს. ამგვარად რუსეთმა ჩრდილოეთ ირანის, ხოლო ინგლისმა სამხრეთ ირანის ოკუპაცია მოახდინა. ამავე წლის მიწურულს მათი მეშვეობით რეაქციულმა წრეებმა ირანის დედაქალაქ თეირანში კიდევ ერთი სამხედრო გადატრიალება მოაწყვეს. მოჰამად ალი ხელმეორედ ავიდა ირანის შაჰის ტახტზე. ეს უკვე ირანის რევოლუციის დასასრული იყო.

აფრიკა. აფრიკა, მისი ჰავის, შიდა მიმოსვლისათვის უვარგისი მდინარეებისა თუ ევროპელთათვის რიგი მომაკვდინებელი დაავადებების გამო, დიდხანს არ ჩანდა

მოზაფარ ად-დინ შაჰ ყაჯარი ირანს 1896-1907 წლებშ განაგებდა.

358

მოჰამად ალი შაჰ ყაჯარი ირანს 1907-1909 წლებში განაგებდა.

მომხიბვლელი დასავლელი ვაჭრებისა და მეწარმეებისათვის, მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად, მსოფლიო ისტორიის უახლესმა პერიოდმა — XIX ს-ის მიწურულისთვის, ეს კონტინენტიც ჩაითრია ინდუსტრიული მსოფლიოს ეკონომიკურ პროცესებში.

ჩრდილოეთ აფრიკა. ნაპოლეონის ომების დასრულებისა და ვენის კონგრესით მსოფლიოს გადანაწილების შემდეგ, ევროპის უძლიერესი სახელმწიფოები თავიანთი კოლონიების გაფართოვებას შეუდგნენ, მით უფრო რომ მზარდი საწარმოოსაფინანსო პოტენციალი მათ ახალი ნედლეულის წყაროებისა და გასაღების ბაზრების დაპატრონებისაკენ უბიძგებდათ. საფრანგეთმა ალჟირის დაპყრობა ჯერ კიდევ 1830 წელს მეფე შარლ X-ს დროს დაიწყო. ბრძოლა თითქმის ორი ათეული წელი გაგრძელდა და მხოლოდ 1847 წელს დასრულდა. ამის შემდეგ ალჟირში უშუალოდ საფრანგეთის ხელისუფლება დამყარდა. 1881 წელს ფრანგებმა ტუნისი დაიპყრეს, რომელიც საფრანგეთის პროტექტორატად გადაიქცა. ის ფორმალურად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ითვლებოდა რომელსაც ტუნისის ბეგი (მმართველი) განაგებდა. სინამდვილეში ტუნისში მთელი ძალაუფლება ფრანგ გუბერნატორს ეპყრა. ჩრდილოეთ აფრიკის მესამე ქვეყნის, მაროკოს დიდ ნაწილს საფრანგეთი პროტექტორატის სახით მხოლოდ 1904 წლიდან დაეუფლა. 1869 წ. სუეცის არხის გაყვანამ განუზომელი გავლენა მოახდინა მსოფლიო ვაჭრობის განვითარებაზე და განსაკუთრებით, დიდი ბრიტანეთის საგარეო ინტერესებს შეეხო. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ინგლისელებმა ეგვიპტის მმართველისგან, რომელიც ოსმალეთის იმპერიისგან სრულ დამოუკიდებლობას და ეგვიპტის „დიდ სახელმწიფოდ“ ქცევას ლამობდა, მისი წილი აქციები გამოისყიდეს და ფრანგებთან ერთად, არხზე სრული კონტროლი დააწესეს. ამან ეგვიპტელების დიდი წინააღმდეგობა და მღელვარება გამოიწვია. ამის საპასუხოდ ინგლისელებმა ალექსანდრიის ნავსადგური საზღვაო გემებიდან დაბომბეს (1882) და ეგვიპტეში საექსპედიციო კორპუსი შეიყვანეს. შეთანხმების თანახმად, ინგლისელები მცირე ხანს უნდა დარჩენილიყვნენ არხის რაიონში, მაგრამ საერთო ინტერესების გათვალისწინებით (ინგლისი, საფრანგეთი, ეგვიპტე), მათ თავიანთი გავლენის არეალი გააფართოვეს და საკუთარი ზედამხედველობა კიდევ ახალ ქვეყანაზე — სუდანზეც გაავრცელეს. ამგვარად, ოსმალეთის სულთანს მის გამგებლობაში მყოფი ჩრდილო აფრიკის სანაპირო ნელ-ნელა ეცლებოდა ხელიდან: ფრანგებისა და ინგლისელების კვალად, ხელი იტალიელებმაც გამოიღეს და თუმცა მათ მიერ ეთიოპიის დაპყრობის მცდელობა მარცხით დამთავრდა (1896), მოგვიანებით, ოსმალეთს მაინც მოუწია იტალიელებისათვის ტრიპოლის დათმობა. სამხრეთ აფრიკა და ბურების ომი. აფრიკის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში ჰოლანდიელი კოლონისტები ჯერ კიდევ XVII საუკუნეში გამოჩდნენ, ხოლო შემდეგ იქ ბრიტანელებმაც მოიკიდეს ფეხი. 1834 წელს. ბრიტანეთის იმპერიაში მონობის

359

ტრანსვაალი — ვაალს იქითას ნიშნავს.

ინგლის-ბურების ომი 1899-1902 წლებში მიმდინარეობდა. ამ ომში ბურების მხარეს ევროპიდან მრავალი მოხალისე მონაწილეობდა. მათ შორის იყო ნიკო ბაგრატიონიც (18981933), რომელსაც ამის გამო მეტსახელად ნიკო ბური ეწოდა.

სესილ ჯონ როდსი 1853-1902

აკრძალვამ, ბურებად წოდებულ ჰოლანდიელ კოლონისტთა შთამომავლებსა და თავად ბრიტანულ ადმინისტრაციას შორის დიდი შეჯახება გამოიწვია, ვინაიდან ბურები თავიანთ პლანტაციებში სწორედ მონურ შრომას იყენებდნენ. ბურები სამხრეთ აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარეების ორანჟისა და ვაალის გაყოლებაზე სახლობდნენ და საკუთარ მიწას, 1856 წლიდან, მდინარეების სახელების მიხედვით, ორანჟის დამოუკიდებელ შტატსა და ტრანსვაალის სამხრეთ აფრიკულ რესპუბლიკას უწოდებდნენ. მიუხედავად ბურების საცხოვრებელი არეალის შეზღუდულობისა, დაპირისპირებამ ბრიტანულ ადმინისტრაციასა და მათ შორის, კონფლიქტში მრავალი ადგილობრივი აფრიკული ტომის ჩართვის გამო ფართო მასშტაბი შეიძინა და საბოლოოდ ომში გადაიზარდა, რომელმაც ისტორიაში „ბურების ომის“ სახელი დაიმკვიდრა. როგორც ბურები, ასევე ინგლისელი კოლონისტები სამხრეთ აფრიკაში, მარტივ სოფლის მეურნეობას მისდევდენ, მაგრამ 1867 წელს, ალმასის საბადოების, ხოლო 1886 წელს ტრანსვაალში ოქროს საბადოების აღმოჩენამ, მთლიანად შეცვალა ამ რეგიონში ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება. ამ პერიოდის ამბები სამხრეთ აფრიკაში, ძირითადად, სესილ როდსის სახელთანაა დაკავშირებული, რომელიც ჩვიდმეტი წლისა ჩასახლდა იქ, და სწრაფად მოიხვეჭა სახელიცა და სიმდიდრეც. მაგრამ იგი ამით არ დაკმაყოფილდა და პოლიტიკურ საქმიანობასაც მიჰყო ხელი. მისი ამბიციური პროექტი კეიპტაუნიდან ქაირომდე რკინიგზის გაყვანასაც კი ითვალისწინებდა და მთელი ეს ხაზი, რაღა თქმა უნდა, ბრიტანეთის საკუთრება უნდა ყოფილიყო. ბურებისთვის მიუღებელი მოვლენების ამგვარი განვითარება და 1899 წელს, ე.წ. „ბურების ომიც“ გაჩაღდა. თავიდან, საქმე ბრიტანელთა სასიკეთოდ არ მიდიოდა, მაგრამ როცა კონფლიქტი ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა, მათ გარკვეულწილად თავისას მაინც მიაღწიეს. შედეგად, 1910 წელს, გაერთიანებული სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა — კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მსგავსად — ბრიტანეთის იმპერიის თვითმმართველობის მქონე დომინიონად იქცა.

ცენტრალური და დასავლეთ აფრიკა. ამ ტერიტორიების მიმართ, მათი ძნელად მისადგომი მდებარეობის და ინფორმაციის უქონლობის გამო, ინტერესს დიდად არავინ იჩენდა. XIX ს-მდე, თუკი პორტუგალიას არ ჩავთვლით, რომელსაც დასავლეთით ანგოლაში, ხოლო აღმოსავლეთით — მოზამბიკში ეპყრა ტერიტორიები, აქ საინტერესო ბევრი არაფერი მომხდარა. მხოლოდ 1860-1870-იან წლებში. შოტლანდიელი მისიონერის, დეივიდ ლივინგსტონისა და ანგლოამერიკელი ჟურნალისტის, სტენლის მოგზაურობებმა გააღვივეს ინტერესი ამ უზარმაზარი ტერიტორიების მიმართ. ჯერ ბელგიამ წამოიწყო ახალშენების დაარსება კონგოში, ხოლო სამხრეთ აფრიკაში ალმასის საბადოების აღმოჩენის შემდეგ, გერმანიაც დაინტერესდა აფრიკით. მძლავრი სახელმწიფოების გაზრდილ ინტერესებს აფრიკის მიმართ, არ შეიძლებოდა მათი ურთიერთდაპირისპირება არ გამოეწვია. ამიტომაც, გერმანიის კანცლერმა ბისმარკმა და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა

360

ჟიულ ფერიმ 1884 წელს საერთაშორისო კონფერენცია მოიწვიეს ბერლინში. აშშ-ის ჩათვლით, ამ კონფერენციაში 14 დიდი თუ მცირე ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. კონფერენცია მეტად წარმატებული აღმოჩნდა: მონაწილეები შეთანხმდნენ საკანონმდებლო აქტით აეკრძალათ მონობა და ის წესები ჩამოაყალიბეს, რომლის მიხედვითაც შეიძლებოდა აფრიკის კონტინენტის ესა თუ ის ნაწილი რომელიმე მონაწილე ქვეყნის მფლობელობა-პროტექტორატის ქვეშ ეღიარებინათ (სხვათა შორის, ერთი აუცილებელი პირობათაგანი ტერიტორიაზე პრეტენზიის გასამართლებლად მისი ეფექტურად ათვისებაგანვითარება გახლდათ). ასე რომ, პირველი მსოფლიო ომის წინა პერიოდისთვის, აფრიკა უკვე გადანაწილებული იყო და ფაქტობრივად, მხოლოდ ეთიოპია რჩებოდა დამოუკიდებელი. მაგრამ ტერიტორიების განსაზღვრა-დასახლება ერთი საქმე იყო და განვითარება — მეორე. აფრიკელებს ჯერ კიდევ გრძელი გვირაბი ელოდათ წინ, ვიდრე ბოლოში შუქს დაინახავდნენ.

361

ჟიულ ფერი 1832-1893

T a v i XI

1914 სარაევოში ავსტრია-უნგრეთის ერც-ჰერცოგს ფრანც ფერდინანდსა და მის ცოლს კლავს გავრილო პრინციპი. იწყება პირველი მსოფლიო ომი.

1917 25 ოქტომბრის (ძვ.სტ.) ღამით სანქტ-პეტერბურგში იწყება ზამთრის სასახლის შტურმი, რასაც მოჰყვა მონარქიის დამხობა რუსეთში და ბოლშევიკების ხელისუფლების სათავეში მოსვლა.

1900

362

1919, 28 ივნისი საფრანგეთში ვერსალის სასახლეში ხელი მოაწერეს ვერსალის საზავო ხელშეკრულებას, რომლითაც ოფიციალურად დასრულდა პირველი მსოფლიო ომი.

1922 იტალიაში ხელისუფლების სათავეში მოდის ბენიტო მუსოლინი (სურ: დგას ცენტრში) ფაშიზმის ფუძემდებელი.

1929 აშშ-ში იწყება „დიდი დეპრესია“, პირველი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დასაწყისი.

363

1933 გერმანიაში ხელისუფლების სათავეში მოდის ნაცისტების ლიდერი ადოლფ ჰიტლერი.

მოგეთხოვებათ შემდეგი ცნებების, ტერმინების, სახელების და წლების ცოდნა სამთა კავშირი ანტანტა ვერსალის ხელშეკრულება ერთა ლიგა რეპარაცია პროლეტარიატის დიქტატურა სამხედრო კომუნიზმი „ნეპი“ ხუთწლიანი გეგმა ფაშიზმი კორპორატიული სახელმწოფო ვაიმარის რესპუბლიკა „დიდი დეპრესია“ „ახალი კურსი“ „14 პუნქტი“ ერთა ლიგა ვაიმარის რესპუბლიკა „ახალი კურსი“

ფრანც ფერდინანდი გავრილო პრინციპი მუსტაფა ქემალ ფაშა ნიკოლოზ I ლენინი სტალინი ვუდრო ვილსონი ბენიტო მუსოლინი ჯაკომო მატეოტი ადოლფ ჰიტლერი ფრანსისკო ფრანკო უინსტონ ჩერჩილი კარლ ლიბკნეხტი კარლ ებერტი ჩარლზ დაუესი ფრანკლინ დელანო რუზველტი გენერალი ტანაკა სუნ იატ-სენი ჩან კაიში ოუენ იუნგი

1904-1907 - ანტანტის ჩამოყალიბება 1879-1882 - სამთა კავშირის ჩამოყალიბება 1914-1918 - I მსოფლიო ომი 1917 - სოციალისტური რევოლუცია რუსეთში 1919, 18 იანვარი- 1920, 21 იანვარი პარიზის სამშვიდობო კონფერენცია 1918-1933 - ვაიმარის რესპუბლიკა გერმანიაში 1929-1933 - მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი 1922 - ბენიტო მუსოლინის მოსვლა ხელისუფლებაში იტალიაში 1933 - ადოლფ ჰიტლერის მოსვლა ხელისუფლებაში გერმანიაში 1936-1939- სამოქალაქო ომი ესპანეთში

მასალის კითხვისას მოახდინეთ ფოკუსირება შემდეგ საკვანძო საკითხებზე: 1. I მსოფლიო ომის მიზეზები და პოლიტიკური რუკის ცვლილება I მსოფლიო ომის შემდეგ; 2. ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმების ჩამოყალიბების მიზეზები I მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში; ამ რეჟიმების მსგავსება და განსხვავება; 3. საბჭოთა ეკონომიკის განვითარების თავისებურებანი; 4. პირველი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და პასუხი მასზე.

364

pirveli msoflio omi § 1. I მსოფლიო ომი და ომის დიპლომატიური მზადება ომის დიპლომატიური მზადება. ძირეულ ეკონომიკურ ცვლილებებს დიდი დრო სჭირდება; მათგან განსხვავებით, პოლიტიკური ცვლილებები ხშირად უცბად ხდება და როგორც წესი, ეკონომიკური ვითარების სწრაფ ცვლასაც იწვევს. პირველი მსოფლიო ომი სწორედ ამის მაგალითია: კეთილდღეობის არნახული დონე, რაც ევროპასა და ბევრ ზღვისგაღმა კოლონიებში სუფევდა, ერთბაშად შეირყა. ომის შემდეგ კი, პოლიტიკურ მოღვაწეებს დანგრეული ეკონომიკის აღდგენა მოუხდათ, თუმცა როგორც იტყვიან, დანგრევა იოლია, შენება კი ძნელი. მსოფლიოს გამთლიანებას და პოლიტიკისა და ეკონომიკის მსოფლიო სისტემის ჩამოყალიბებას ევროპული ომების მსოფლიო ომებად გადაზრდა მოჰყვა. მართლაც, I მსოფლიო ომი ევროპის წამყვან სახელმწიფოთა აგრესიულმა გეგმებმა განაპირობა, რომელიც მათი ძალაუფლების ზრდასა, და, შესაბამისად, მსოფლიოს პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ცხოვრებაზე ჰეგემონობის დამყარებას ისახავდა მიზნად. XIX ს-ის ბოლოსა და XX ს-ის დასაწყისში, იმპერიალისტური მისწრაფებების გაძლიერების კვალდაკვალ, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს მსოფლიოს ხელახალი გადანაწილების სურვილი გაუჩნდათ. ინგლისში უფრო ვრცელი დიდი ბრიტანეთის შექმნის გეგმა არსებობდა, რომელიც ბრიტანეთის იმპერიის გავლენის ქვეშ დანარჩენი მსოფლიოს მოქცევას გულისხმობდა. გერმანიაში დიდი გერმანიის, იგივე დიდი ცენტრალურ ევროპული სახელმწიფოს შექმნის გეგმა არსებობდა, რომელსაც ავსტრია-უნგრეთი, ბალკანეთი, წინა აზია, ბალტიისპირეთი, სკანდინავია, ბელგია, ჰოლანდია და საფრანგეთის ერთი ნაწილი უნდა მოეცვა. იგივე გეგმა აფრიკაში დიდი გერმანული კოლონიალური იმპერიის შექმნასაც ითვალისწინებდა. საფრანგეთს პრუსიასთან მარცხის შემდეგ რევანში სურდა. ის არა მარტო დაკარგული ელზასისა და ლოთარინგიის დიდი ნაწილის დაბრუნებისკენ მიისწრაფოდა, არამედ, ქვანახშირით მდიდარი რურის აუზის დაპყრობა და თავისი კოლონიალური სამფლობელოების გაფართოვება სურდა. მეფის რუსეთს ბალკანეთში გაბატონება, სტამბულის, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების ხელში ჩაგდება უნდოდა. ის აგრეთვე ირანზე თავის გავლენის გაფართოვებისაკენ მიისწრაფოდა. ავსტრია-უნგრეთის იმპერიას სერბიის სამეფოს დაპყრობა და აღმოსავლეთ და დასავლეთ ბალკანეთში ჰეგემონიის დამყარება სურდა. იტალიის გეგმებში ალბანეთის დაპყრობა, ოსმალეთის იმპერიის დანაწილებაში მონაწილეობის მიღება, აფრიკაში კოლონიების გაფართოვება და, საერთოდაც, ხმელთაშუა ზღვის აუზში ჰეგემონიის დამყარება შედიოდა. მსოფლიო გადანაწილების მთელი ეს ზემოთ ჩამოთვლილი გეგმები დიდ მსოფლიო ომს გარდაუვალს ხდიდა. ჯერ კიდევ 1879-1882 წლებში გერმანიის, ავსტრიაუნგრეთის იმპერიებმა და იტალიის სამეფომ სამხედრო კავშირი შექმნეს, რომელიც ისტორიაში სამთა კავშირის სახელით შევიდა. მათ შორის დადებული ხელშეკრულება რომელიმე

365

sarCevi:

Tavi XI

§ 1. I მსოფლიო ომი და ომის დიპლომატიური მზადება ..........365 § 2. კაცობრიობა I მსოფლიო ომის შემდეგ (1919-1932)..........................375

საფრანგეთსა და ინგლისს შორის ხელშეკრულება 1904 წლის აპრილში გაფორმდა. რუსეთსა და ინგლისს შორის ხელშეკრულებას ხელი 1907 წლის 31 აგვისტოს მოეწერა.

მაროკოს საკითხის ირგვლივ საერთაშორისო კონფერენცია 1906 წელს გაიმართა.

მხარეზე თავდასხმის შემთხვევაში ურთიერთდახმარებას გულისხმობდა. სამთა კავშირის შექმნა, ბუნებრივია საფრანგეთს კარგს არაფერს უქადდა. რჩებოდა საფრთხე, რომ გერმანია თავის მოკავშირეებთან ერთად მის წინააღმდეგ კიდევ ახალ ომს წამოიწყებდა. გერმანიისაგან თავის დასაღწევად საფრანგეთი ძლიერ მოკავშირეებს ეძებდა. ასეთ მოკავშირედ მას რუსეთი მოევლინა. საფრანგეთსა და რუსეთს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც ურთიერთ სამხედრო დახმარებას ითვალისწინებდა. მალევე (1892 წ.) ხელი საიდუმლო სამხედრო კონვენციასაც მოეწერა, რამაც საფრანგეთ–რუსეთის კავშირი საბოლოოდ გააფორმა. კონვენციის თანახმად რუსეთი ყველა ძალას იხმარდა, თუ გერმანია საფრანგეთს თავს დაესხმებოდა. ასეთივე პირობას საფრანგეთი რუსეთის მიმართ დებდა თუ მას გერმანია ან ავსტრია-უნგრეთი დაესხმებოდა. სამხედრო კონვენცია მხარეებს ავალდებულებდა საყოველთაო მობილიზაცია გამოეცხადებინათ თუ სამთა კავშირში შემავალი რომელიმე ქვეყანა მათ საზღვართან მობილიზაციას გამოაცხადებდა. მოგვიანებით საფრანგეთსა და ინგლისს შორისაც გაფორმდა ხელშეკრულება. ეს ხელშეკრულება გერმანიის წინააღმდეგ იყო მიმართული და მხარეებს შორის სამხედრო თანამშრომლობას გულისხმობდა. ასე შეიქმნა ინგლის-საფრანგეთის კავშირი ე.წ. გულითადი თანხმობა — Entente Cordiale, იგივე ანტანტა. რამდენიმე წელიწადში სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულება ინგლისმა და რუსეთმაც გააფორმეს. ამით რუსეთი ანტანტის მესამე წევრი გახდა. ასე წარმოიშვა ევროპაში ორი სამხედრო დაჯგუფება, რომელმაც I მსოფლიო ომი მოამზადა. I მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ იტალიამ თავდაპირველად ნეიტრალიტეტი გამოაცხადა, მაგრამ შემდეგ (1915 წ.) ომში ანტანტის მხარეს ჩაება. I მსოფლიო ომის დაწყება. XX საუკუნე საერთაშორისო კრიზისებით და ომებით დაიწყო. დიდ ქვეყნებს შორის ვითარების გამწვავება პირველად ჩრდილოეთ აფრიკაში მაროკოს ირგვლივ მოხდა. 1904 წლის დასასრულს ფრანგმა ფინანსისტებმა მაროკოს სულთანს თავს დიდი სესხი მოახვიეს. ამ სესხის გადახდის უზრუნველყოფისათვის საფრანგეთის ხელისუფლებამ მაროკოს სულთნისაგან ფრანგებისთვის საბაჟოზე და ნავსადგურების პოლიციაზე კონტროლის უფლების გადაცემა მოითხოვა. ასეთ ვითარებაში გერმანიის იმპერიამ მაროკოს საქმეებში ჩარევა გადაწყვიტა. იმპერატორი ვილჰელმ II მაროკოს ნავსადგურ ტანჟერს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. იმპერატორმა ტანჟერში საჯაროდ განაცხადა, რომ გერმანია მაროკოში რომელიმე სახელმწიფოს გაბატონებას არ დაუშვებს. საფრანგეთი ამჯერად კრიზისის გამწვავებას მოერიდა და მაროკოს საკითხის საერთაშორისო კონფერენციაზე განხილვას დათანხმდა. კონფერენციაზე საფრანგეთმა წარმატებას მიაღწია — კონფერენციის მონაწილე ქვეყნები დათანხმდნენ, რომ მაროკოს პოლიციის კონტროლი საფრანგეთის ხელში გადასულიყო. ასეთ ვითარებაში ავსტრია-უნგრეთმა ბოსნიასა და ჰერცეგოვინას ანექსია გამოაცხადა. ბალკანეთის ეს ორი მხარე

366

ოფიციალურად ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში ითვლებოდა, თუმცა უკვე ოცდაათი წელი (1878 წლიდან) ავსტრია-უნგრეთის არმიის მიერ იყო ოკუპირებული. ავსტრია-უნგრეთის მიერ ბოსნიისა და ჰერცეგოვინას ანექსიას რუსეთში, ოსმალეთსა და სერბეთში დიდი ვნებათა ღელვა მოჰყვა. ბოლოს და ბოლოს ავსტრია-უნგრეთის მთავრობამ ამ ანექსიაზე ოსმალეთის თანხმობა ფულადი კომეპნსაციის გადახდის გზით მიიღო. რაც შეეხება რუსეთს, მას მოეთხოვა, რომ არა მარტო თვითონ შეგუებოდა ამ ფაქტს, არამედ სერბეთიც დაეყოლიებინა. რუსეთის მთავრობა იმხანად იძულებული გახდა ავსტრია-უნგრეთის ეს მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. 1911 წელს მსოფლიო ომის ზღვარზე მაროკოს მოვლენებმა კიდევ ერთხელ დააყენა. ამ დროს მაროკოს დედაქალაქში ფეცის რაიონში ანტი ფრანგულმა გამოსვლამ იფეთქა, რასაც ფრანგული ჯარების მიერ ამ რაიონის ოკუპაცია მოჰყვა. მაშინ გერმანიამ მაროკოში სამხედრო გემი „პანტერა“ გააგზავნა. ეს საფრანგეთის ხელისუფლებამ ომის მუქარად მიიღო. ინგლისის ჩარევამ ევროპას ამჯერად ომი ააცილა. შედეგად, მაროკოს ფაქტობრივი განაწილება მოხდა. მისი უდიდესი ნაწილი საფრანგეთის კონტროლს დაექვემდებარა. ამის სანაცვლოდ, გერმანიამ აფრიკაში საფრანგეთის კონგოს ერთი ნაწილი მიიღო. 1911 წლის ოქტომბერში იტალიამ ოსმალეთის იმპერიას ტრიპოლისა და კირენაიკის დათმობა მოსთხოვა, რაზედაც უარი მიიღო. ამის შემდეგ, იტალიამ თურქეთს ომი დაუწყო. თურქეთი იზოლაციაში აღმოჩნდა და იძულებული გახდა ტრიპოლი და კირენაიკია იტალიისთვის გადაეცა, იტალიამ ეს მიწები ერთ კოლონიაში გააერთიანა და მას აფრიკის ძველი ბერძნულ-რომაული სახელი ლიბია უწოდა. ამავე ხანებში ბულგარეთისა და სერბეთის სამეფოები ბალკანეთის კავშირში გაერთიანდნენ, რომელსაც შემდეგ საბერძნეთი და ჩერნოგორიაც შეუერთდა. მოკავშირეებმა ოსმალეთის წინააღმდეგ ომი დაიწყეს, რომელიც ისტორიაში ბალკანეთის I ომის სახელით შევიდა. მათ ომში დიდი წარმატებას მიაღწიეს. რის შემდგომაც ევროპაში თურქეთის ხელში ზღვის სანაპიროს ვიწრო ზოლიღა დარჩა. ოსმალეთის დამარცხების შემდეგ, ბულგარეთმა ურთიერთობების გარკვევა ახლა თავის გუშინდელ მოკავშირეებთან გადაწყვიტა და მათ თავს დაესხა. ასე დაიწყო ბალკანეთის II ომი, რომლის დროსაც ბულგარეთის წინააღმდეგ თურქეთიც და რუმინეთიც გამოვიდა. ბულგარეთი დამარცხდა და ბალკანეთის I ომის დროს დაპყრობილი ტერიტორიების დიდი ნაწილის დათმობა მოუხდა. 1914 წლის დასაწყისისათვის დაძაბულობამ ევროპაში მწვერვალს მიაღწია. ამ დროისათვის გერმანია და ავსტრიაუნგრეთი დიდი ომისათვის უფრო იყვნენ მზად ვიდრე რუსეთის იმპერია და მისი მოკავშირეები. ეს ქვეყნები ცდილობდნენ თავისი დროებითი უპირატესობა გამოეყენებინათ და ომის დაწყებისთვის საბაბს ეძებდნენ. საბაბი მალე გამოჩნდა. 1914 წლის 28 ივნისს სერბეთის სამხედრო ორგანიზაციის „შავი პანტერას“ წევრმა, 19 წლის ბოსნიელმა სერბმა სტუდენტმა გავრილო პრინციპიმ სარაევოში მოკლა ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრე ერცჰერცოგი

367

ავსტრია-უნგრეთმა ბოსნიასა და ჰერცეგოვინას ანექსია 1908 წელს გამოაცხადა.

ბალკანეთის კავშირი ბულგარეთმა და სერბეთმა 1912 წლის 13 მარტს შექმნეს.

ბალკანეთის I ომი 1912 წლის 25 სექტემბრიდან 1913 წლის 17 მაისამდე მიმდინარეობდა. ბალკლანეთის II ომი 1913 წლის 29 ივნისიდან 29 ივლისამდე მიმდინარეობდა.

გავრილო პრინციპი 1894-1918

გერმანიამ რუსეთს ომი 1914 წლის 1 აგვისტოს გამოუცხადა. გერმანიამ საფრანგეთს ომი 1914 წლის 3 აგვისტოს გამოუცხადა.

ფრანც ფერდინანდი ავსტრია-უნგრეთის ერცჰერცოგი 1863-1914

ფრანც ფერდინანდი. ავსტრიის ხელისუფლებამ სერბეთის მთავრობას ულტიმატუმი გაუგზავნა, რომლის ყველა მუხლის მიღება დამოუკიდებელ სახელმწიფოს არ შეეძლო. მიუხედავად ამისა სერბეთის მთავრობამ ავსტრიის ულტიმატუმის თითქმის ყველა მუხლი დააკმაყოფილა, მაგრამ ავსტრიამ სერბეთს ომი მაინც გამოუცხადა და საომარი მოქმედებებიც დაიწყო. მაშინ რუსეთმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. გერმანიის მთავრობამ რუსეთს ამ მობილიზაციის შეწყვეტა მოსთხოვა და როდესაც პასუხი ვერ მიიღო მას ომი გამოუცხადა. ამავე დროს გერმანიამ საფრანგეთს რუსეთ-გერმანიის ომში ნეიტრალიტეტი მოსთხოვა. მაგრამ პასუხს არც დაელოდა და მასაც ომი გამოუცხადა. გერმანიის მთავრობამ წინა დღეს ბელგიას საფრანგეთის წინააღმდეგ თავისი ტერიტორიაზე ჯარების გატარების უფლება მოსთხოვა. ბელგიამ დახმარებისათვის ინგლისს მიმართა, რომელმაც გერმანიას ულტიმატუმი გაუგზავნა, რომ ბელგიის ნეიტრალიტეტი არ დაერღვია. როდესაც ამ ულიტიმატუმს ვადა ამოეწურა ინგლისმა გერმანიას ომი გამოუცხადა. ასე დაიწყო I მსოფლიო ომი. ამ ომში ერთ მხარეს ანტანტის ქვეყნები: ინგლისი, საფრანგეთი, რუსეთი მონაწილეობდნენ, რომელთაც ომის მსვლელობაში კიდევ 26 ქვეყანა, მათ შორის 1917 წლიდან აშშ შეუერთდა. 1914 წლის ნოემბერში გერმანიის მხარეზე ოსმალეთის იმპერია გამოვიდა, ხოლო 1915 წლის დასაწყისში ბულგარეთის სამეფო. ასე, რომ ოთხთა კავშირი — გერმანიის იმპერია, ავსტრია-უნგრეთის იმპერია, ოსმალეთის იმპერია და ბულგარეთის სამეფო ერთდროულად მსოფლიოს მრავალ ქვეყანას ეომებოდა. I მსოფლიო ომის მსვლელობა — I მსოფლიო ომის დროს საომარი მოქმედებები როგორც ევროპაში, ისე აღმოსავლეთში — ოსმალეთის ფრონტზე გაიშალა. გადამწყვეტი მაინც ევროპის ფრონტი იყო. გერმანიის იმპერიის სამხედრო გეგმა შეტევის გზით ჯერ საფრანგეთის დამარცხებას, შემდეგ კი რუსეთის დამარცხებას ითვალისწინებდა. ამიტომ, თავდაპირველად, მთელი ძალები გერმანიამ დასავლეთის ფრონტზე, საფრანგეთის წინააღმდეგ მიმართა. გერმანიის ჯარების მხედართმთავრობამ გადაწყვიტა გერმანია-საფრანგეთის საზღვარზე გამაგრებული საფრანგეთის ჯარებისათვის ზურგიდან დაერტყა. ამიტომ, ომის გამოცხადებისთანავე, გერმანიის ჯარის ნაწილები ბელგიაში შეიჭრნენ, მცირე ხანში ამ ქვეყნის ოკუპაცია მოახდინეს, შემდეგ საფრანგეთში შეიჭრნენ და პარიზს დაემუქრნენ. ბრძოლები გაიმართა მდ. მარნასთან, სადაც ინგლისისა და საფრანგეთის გაერთიანებული ჯარები გერმანელების შეტევას იგერიებდნენ. ასეთ პირობებში საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის მთავრობას შეტევის დაწყება მოსთხოვა. რუსეთი არ იყო მზად შეტევისათვის, მაგრამ იძულებული იყო მოკავშირეებს დახმარებოდა. რუსეთის ჯარები უკვე აგვისტოში აღმოსავლეთ პრუსიასა და გალიციაში (ავსტრია-უნგრეთი) შეიჭრნენ. თავდაპირველად რუსეთის არმიამ დიდ წარმატებას მიაღწია, მაგრამ 1915 წლის დასაწყისში გერმანული ჯარები ავსტრიელებთან ერთად მთელ ფრონტზე შეტევაზე გადავიდნენ. აღმოსავლეთ პრუსიაში გერმანელებმა რუსეთის ორი არმია გაანადგურეს და ვარშავა და თითქმის მთელი პოლონეთი დაიკავეს. ავსტრია-უნგრეთისა და გერმანიის ჯარებმა

368

დიდ წარმატებას გალიციის ფრონტზეც მიაღწიეს. 1915 წლის მაისში იტალიის ანტანტის მხარეზე გამოსვლამ ომის მიმდინარეობის საერთო სურათი ვერ შეცვალა. 1915 წელს რუსეთის ფრონტზე დიდი გამარჯვების შემდეგ გერმანიამ ომის სიმძიმე საფრანგეთის ფრონტზე გადაიტანა. დიდი სისხლიანი ბრძოლები გაიმართა ვერდენთან, სადაც ინგლისისა და საფრანგეთის არმიებმა გერმანელების შეტევა მოიგერიეს და გარკვეულად წინ წაიწიეს. ამავე დროს 1916 წლის მარტში გენერალი ბრუსილოვის მეთაურობით ავსტრიის ფრონტზე შეტევაზე რუსი ჯარები გადავიდნენ. რუსებმა ავსტრიის არმიები გაანადგურეს და მათი შეჩერება მხოლოდ გერმანელების ჯარების დასავლეთ ფრონტიდან გადმოტყორცნით გახდა შესაძლებელი. ამით საფრანგეთ-ინგლისის ჯარებს ერთგვარი შვება მიეცათ. იმავდროულად დიდი ბრძოლები მიმდინარეობდა ზღვაზეც. გერმანელები ცდილობდნენ წყალქვეშა ნავების გამოყენებით ინგლისის ფლოტი მწყობრიდან გამოეყვანათ, მაგრამ ცალკეული წარმატებების მიუხედავად ეს ვერ მოახერხეს. მაშინ გერმანიის სამხედრო ფლოტმა წყალქვეშა ნავებით ბრძოლა დაიწყო იმ საზღვაო-სავაჭრო გემების წინააღმდეგაც, რომლებზედაც ეჭვი ჰქონდათ, რომ ისინი გერმანიის მოწინააღმდეგე ქვეყნებს ამარაგებდნენ. რუსეთის თებერვლის რევოლუცია გერმანიისა და მისი მოკავშირეებისთვის დიდი წარმატების მომტანი გამოდგა. ბოლშევიკები, რომლებსაც გერმანიის საიდუმლო სამსახური აფინანსებდა, დემაგოგიური ლოზუნგებითა და ანტისახელმწიფოებრივი აგიტაციით ავსტრია-უნგრეთისა და გერმანიის ფრონტზე რუსეთის ჯარების შეტევას ყველანაირად აფერხებდნენ. ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ, ბოლშევიკური რუსეთი საერთოდაც I მსოფლიო ომიდან გამოვიდა და გერმანიასა და მის მოკავშირეებთან ჯერ დროებით დაზავებას, ხოლო 1918 წ-ის მარტის დასაწყისში სეპარატულ ბრესტის ზავს მოაწერა ხელი. რუსეთში თებერვლის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ ანტანტის მხარეზე აშშ გამოვიდა, რომელმაც 1917 წლის 6 აპრილს გერმანიას ომი გამოუცხადა. საბჭოთა რუსეთის ომიდან გამოსვლა გერმანიისათვის სწორედაც რომ მისწრება იყო, ვინაიდან ეს მისი ძალების გახლეჩას იწვევდა. მართლაც, გერმანიამ თავისი ჯარების უდიდესი ნაწილი დასავლეთის ფრონტზე გადაიყვანა და ომში გადამწყვეტი გამარჯვების მიღწევას შეეცადა. თავდაპირველად მათ წარმატებას მიაღწიეს კიდეც, მაგრამ საბოლოოდ მოკავშირეებმა მდ. მარნასთან გერმანელების ჯარები შეაჩერეს, შემდეგ კი მთელი ფრონტით როგორც სამხრეთის — ოსმალეთისა და ბალკანეთის, ისე დასავლეთის, საფრანგეთის — ფრონტებზე კონტრიერიშზე გადავიდნენ. მოკავშირეებმა განსაკუთრებით დიდ წარმატებას ბალკანეთში მიაღწიეს და ბულგარეთი აიძულეს ომი შეეწყვიტა.

ბოლშევიკების მაშტაბური გამოსვლები 1917 წელს.

ოქტომბრის გადატრიალება, ანუ ე.წ. ოქტომბრის რევოლუცია 1917 წლის 25 ოქტომბერს, (ახალი სტილით 7 ნოემბერს) მოხდა.

aSS da pirveli msoflio omi პირველ მსოფლიო ომში აშშ, თავდაპირველად, ნეიტრალიტეტს იცავდა. 1915 წელს გერმანიის წყალქვეშა ნავმა ინგლისის საზღვაო ლაინერი ჩაძირა, რომელზედაც აშშ-ს ასზე მეტი მოქალაქე იმყოფებოდა. ამან აშშს საზოგადოებრივი აზრი გერმანიის წინააღმდეგ განაწყო. აშშ-ს პირველ მსოფლიო ომში ჩაბმის საბაბი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ მექსიკის მთავრობისადმი გაგზავნილი ტელეგრამა გახდა, სადაც ის მექსიკის მთავრობას გერმანიის მხარეზე ომში ჩაბმის შემთხვევაში აშშ-ს კუთვნილ ტეხასისა და მის მომიჯნავე შტატებს სთავაზობდა. აშშ-მ ჯარები ევროპაში 1918 წელს გადასხა. ამ ჯარებმა დიდი როლი შეასრულეს 1918 წლის სამხედრო მოქმედებების დროს. 369

ავსტრია-უნგრეთის იმპერატორმა მანიფესტი 1918 წლის 16 ოქტომბერს გამოსცა.

პრაღის ეროვნულმა კომიტეტმა დამოუკიდებელი ჩეხეთ-სლოვაკეთის სახელმწიფოს შექმნა 1918 წლის 28 ოქტომბერს გამოაცხადა.

დასავლეთ უკრაინის დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნა 1918 წლის 1 ნოემბერს გამოცხადდა.

ანტანტის ქვეყნებსა და გერმანიის იმპერიას შორის კომპიენის დაზავებას 1918 წლის 11 ნოემბერს ჩრდილოეთ საფრანგეთში, კომპიენის მახლობლად მოეწერა ხელი.

პარიზის სამშვიდობო კონფერენცია 1919-1920 წლებში მიმდინარეობდა.

დიდი მარცხი განიცადა ავსტრია-უნგრეთის იმპერიამ, რომელმაც დაღუპულებისა და დაჭრილების სახით ასიათასობით ადამიანი დაკარგა. 3 ნოემბერს ავსტრია-უნგრეთის ჯარების სარდლობა იძულებული გახდა დაზავებაზე ხელი მოეწერა, რაც ფაქტობრივად კაპიტულაციას ნიშნავდა. ომში დამარცხების შემდეგ ავსტრია-უნგეთის იმპერიაში დაიწყო სლავი და სხვა დამორჩილებული ხალხების ეროვნულგანმათავისუფლებელი მოძრაობა. გამოსვლებმა იმდენად მძლავრი ხასიათი მიიღო, რომ იმპერატორი იძულებული იყო სპეციალური მანიფესტი გამოეცა, რომლითაც ჩეხებს და იმპერიაში მცხოვრებ სხვა ერებს ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ეროვნულ სახელმწიფოთა კავშირად გარდაქმნასა და ერთიანი სამოკავშირეო სახელმწიფოს შიგნით ამ ერებისათვის ფართო ავტონომიური უფლებების მინიჭებას პირდებოდა. მაგრამ იმპერატორის ეს წინადადება უკვე დაგვიანებული გამოდგა — იმპერიის მთლიანობის შენარჩუნება ვერ მოხერხდა. პრაღის ეროვნულმა კომიტეტმა დამოუკიდებელი ჩეხეთ-სლოვაკეთის სახელმწიფოს შექმნა გამოაცხადა. ერთი დღის შემდეგ სლოვენების, ხორვატებისა და სერბების დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა ქალაქ ზაგრების სამხრეთსლავურმა წარმომადგენლობითმა ორგანომ — სახალხო ვეჩემაც გამოაცხადა. ამ ამბებიდან სულ რამდენიმე დღეში გალიციამ და მისმა ცენტრალურმა ქალაქმა ლვოვმა დასავლეთ უკრაინის დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა. იმავე ხანებში ქალაქ კრაკოვში წარმოქმნილმა „სალიკვიდაციო კომისიამ“ ავსტრია-უნგრეთში შემავალი პოლონური მიწების გამოყოფა დაადასტურა. ოქტომბრის მიწურულში რევოლუცია უნგრეთშიც დაიწყო. მალევე აჯანყებულებმა ბუდაპეშტის ყველა სტრატეგიული პუნქტი თუ შენობა დაიკავეს და ჰაბსბურგების ხელისუფლება უნგრეთში დამხობილად, უნგრეთი კი დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა (1918 წლის 16 ნოემბერი). სულ რამდენიმე დღით ადრე (12 ნოემბერი) რევოლუციური მასების ზეწოლის შედეგად, ჰაბსბურგთა მონარქია ავსტრიაშიც დაემხო და ავსტრია რესპუბლიკად გადაიქცა. 1918 წლის ნოემბერში გერმანიაშიც რევოლუცია დაიწყო. ამით შეშინებულმა გერმანიის ხელისუფლებამ დაზავება ითხოვა. მოკავშირეებმა გერმანიას უმძიმესი პირობები წაუყენეს. მას უნდა დაეტოვებინა ოკუპირებული ტერიტორიები, მოკავშირეებისათვის გადაეცა არტილერიისა და შეიარაღების უდიდესი ნაწილი. გერმანიის ფლოტი უნდა განიარაღებულიყო. გერმანიას ამაზე საფიქრებლად სამი დღე მიეცა. 11 ნოემბერს გერმანიის წარმომადგენლები კომპიენის ტყეში ანტანტის სამხედრო მთავარსარდლობის წარმომადგენლებს ეწვივნენ და დაზავებას ხელი მოაწერეს. ამით I მსოფლიო ომი ფაქტობრივად დასრულდა. პარიზის სამშვიდობო კონფერენცია. 1919 წლის 18 იანვარს პარიზში ომის შემდგომი მოწესრიგებისათვის სამშვიდობო კონფერენცია დაიწყო, რომელშიც 27 ქვეყანა მონაწილეობდა. ამ კონფერენციას ოფიციალურად 5 გამარჯვებული ქვეყანა: ინგლისი, აშშ, საფრანგეთი, იტალია და იაპონია ხელმძღვანელობდა. მაგრამ საკითხებს, ფაქტობრივად, სამი ქვეყანა წყვეტდა: საფრანგეთი, რომელსაც პრემიერ

370

მინისტრი ჟორჟ კლემანსო წარმოადგენდა, ინგლისი პრემიერ მინისტრის ლოიდ ჯორჯის სახით და აშშ, რომელსაც პრეზიდენტი ვილსონი განასახიერებდა. პირველი საკითხი, რომელსაც დიდი ყურადღება დაუთმო კონფერენციამ, „რუსეთის საკითხი“ იყო. თუ მანამდე ბოლშევიკური რუსეთის წინააღმდეგ ანტანტის ქვეყნების ჯარები აშკარად მოქმედებდნენ, ახლა გადაწყდა, რომ ტაქტიკა შეცვლილიყო და ძირითადი გეზი ადგილობრივი კონტრრევოლუციის დაფინანსებაზე და დახმარებაზე გადატანილიყო. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ერთა ლიგის შექმნის საკითხი იყო, რომელსაც, მომავალში ახალი შესაძლო ომები უნდა აეცილებინა თავიდან. აქ მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან ინგლისის, ამერიკისა და საფრანგეთის პროექტები. ამერიკული პროექტი, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტის ვილსონის სახელის მიხედვით „ვილსონის პროექტსაც“ უწოდებენ ტიპოლოგიურად ყველაზე უფრო ესადაგებოდა საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებას. ხანგრძლივი ბრძოლისა და კამათის შემდეგ მიღებულ იქნა კომპრომისული ვარიანტი. ერთა ლიგის წესდებას 44-მა სახელმწიფომ მოაწერა ხელი, თუმცა აშშ-ს სენატმა ვერსალის ხელშეკრულების რატიფიკაცია არ მოახდინა და აშშ ერთა ლიგის წევრი ვერ გახდა. დამარცხებული გერმანიის ბლოკის ქვეყნები არ დაუშვეს ერთა ლიგაში. გარდა ასამბლეისა, რომელშიც თავდაპირველად 43 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას, შეიქმნა ერთა ლიგის საბჭო, რომელსაც პრაქტიკულად იგივე უფლებამოსილებები ჰქონდა, როგორც ასამბლეას. საბჭოს მუდმივი ოთხი წევრი, ოთხი წამყვანი გამარჯვებული ქვეყნის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო. ოთხი არამუდმივი წევრი კი ასამბლეის სხვა სახელმწიფოებიდან ირჩეოდა. ერთა ლიგის წესდებაში შევიდა, აგრეთვე, პუნქტი, რომელიც აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ ერთა ლიგის ქვეყნების ერთიან ეკონომიკურ სანქციებსა და სამხედრო მოქმედებასაც კი ითვალისწინებდა, თუმცა მოგვიანებით ერთა ლიგის საბჭომ დაადგინა, რომ აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა განხორციელებულიყო ძირითადად ეკონომიკური სანქციების მეშვეობით. ერთა ლიგის წესდება შევიდა პარიზის კონფერენციის მიერ შემუშავებულ ყველა სამშვიდობო ხელშეკრულებაში. ერთ-ერთ ასეთ ხელშეკრულებას პარიზის ახლობლად სენ-ჟერმენის სასახლეში ხელი მოეწერა ავსტრიასთან. ხელმოწერის ადგილის მიხედვით, ის სენ-ჟერმენის ხელშეკრულების სახელითაა ცნობილი. ხელშეკრულების მიხედვითაც ავსტრიამ ცნო უნგრეთის, პოლონეთის, ჩეხეთ-სლოვაკეთისა და სერბეთხორვატულ-სლოვენური სახელმწიფოების წარმოქმნა. პოლონეთის ის ნაწილი, რომელიც ადრე რუსეთისა და ავსტრია-უნგრეთის იმპერიებში შედიოდა, ახლად ჩამოყალიბებულ პოლონეთის სახელმწიფოში გაერთიანდა. პოლონეთის შემადგენლობაში შევიდა აგრეთვე გერმანიის კუთვნილი სილეზიის ერთი ნაწილი, დასავლეთ ბელორუსია და დასავლეთ უკრაინა ქალაქი ლვოვითურთ. ამგვარად, ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ნამსხვრევებზე ჩეხეთსლოვაკების, სამხრეთ სლავების, უნგრეთისა და ავსტრიის სახელმწიფოები ჩამოყალიბდა და ავსტრია-უნგრეთის

371

სენ-ჟერმენის ხელშეკრულებას ხელი 1919 წლის 10 სექტემბერს მოეწერა.

მუდროსის დაზავებას ოსმალეთმა ხელი 1918 წლის 30 ოქტომბერს მოაწერა.

ვერსალის ხელშეკრულება გერმანიის მხრიდან 1919 წლის 28 ივნისს იქნა ხელმოწერილი.

რეპარაცია — ერთი ქვეყნის მიერ მეორისათვის მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების ფორმა. სევრის ხელშეკრულება ოსმალეთთან 1920 წლის 10 აგვისტოს გაფორმდა.

იმპერიამ — როგორც დიდმა ცენტრალურ-ევროპულმა სახელმწიფომ — არსებობა შეწყვიტა. სრული კრახი განიცადა ოსმალეთის იმპერიამაც. მან ჯერ კიდევ პარიზის კონფერენციამდე მუდროსის ნავსადგურში ხელი მოაწერა დაზავებას, რომელიც ისტორიაში მუდროსის დაზავების სახელით შევიდა. მის თანახმად, ოსმალეთი სამხედრო ფლოტის მოკავშირეებისათვის გადაცემასა და არმიის დემობილიზაციას დასთანხმდა. პარიზის კონფერენციის შედეგები ცალკეული ხელშეკრულებებით გაფორმდა. გერმანიასთან ხელშეკრულება ვერსალში დაიდო. ვერსალის ხელშეკრულებით გერმანიამ თავისი ტერიტორიის 1/8 დაკარგა. მისი ყველა კოლონია გამარჯვებულთა ხელში გადავიდა. უზარმაზრი რეპარაცია 132 მლრდ. ოქროს მარკა დაუწესეს. I მსოფლიო ომის შემდეგ ოსმალეთის იმპერიაც დაიშალა. თურქეთმა დაკარგა იმპერიის მთელი არაბული ნაწილი: სირია, ლიბანი, პალესტინა, ერაყი, რომლებიც სამანდატო ქვეყნების სახით ინგლისსა და საფრანგეთს გადაეცათ. პარიზის კონფერენციის მიერ მომზადებული ხელშეკრულება ოსმალეთთან სევრში გაფორმდა. სევრის ხელშეკრულების მიხედვით იზმირი მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიითა და თურქეთის მთელი ევროპული ნაწილი ქალაქ სტამბულის გარდა, საბერძნეთს უნდა გადასცემოდა; კილიკია და სამხრეთ ანატოლიის სხვა ოლქები საფრანგეთს, აღმოსავლეთ ანატოლიის ნაწილი — სომხეთს; ხოლო ანატოლიის სამხრეთ-აღმოსავლეთი კი „ავტონომიურ“ ქურთისტანს. ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები საერთაშორისო კონტროლს უნდა დაქვემდებარებოდა. გარდა ამისა, თურქეთის ფინანსებზე გამარჯვებული სახელმწიფოების კონტროლი წესდებოდა. სევრის ხელშეკრულებით, ფაქტობრივად, თურქეთს მხოლოდ ცენტრალური ანატოლია რჩებოდა. სევრის ხელშეკრულება პარიზის კონფერენციის ხელშეკრულებებიდან ყველაზე უფრო გვიან გაფორმდა და მას განხორციელება არ ეწერა — თურქეთში ეროვნულ-განმათავისუფლებელმა ბრძოლამ იფეთქა. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა თურქეთში — თურქეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას მუსტაფა ქემალ ფაშა ჩაუდგა სათავეში. ეს იყო ცნობილი სამხედრო მოღვაწე, გენერალი, მას ინტელიგენცია, სამხედროები და ხალხის ფართო მასები უჭერდნენ მხარს. ჯერ კიდევ 1919 წელს სივასში ნაციონალურ-ბურჟუაზიული ორგანიზაციების კონგრესი შედგა, რომელმაც ქემალ ფაშას მეთაურობით

ვერსალის სამშვიდობო კონფერენციის კლემანსო ჟორჟ დიდი სამეული: (საფრანგეთი), ვუდრო ვილსონი (აშშ) და დევიდ ლოიდ ჯორჯი (დიდი ბრიტანეთი).

372

„წარმომადგენლობითი კომიტეტი“ აირჩია. ამ კომიტეტის მოთხოვნით სულთნის ხელისუფლებამ სტამბოლში პარლამენტის სხდომა მოიწვია. პარლამენტმა მხარი ქემალისტებს დაუჭირა და 1920 წ-ის 28 იანვარს თურქეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია ანუ „ეროვნული აღთქმა“ იქნა მიღებული. ამის საპასუხოდ ანტანტის ჯარებმა სტამბოლი დაიკავეს და პარლამენტი გარეკეს. პარლამენტის წევრები, რომლებიც დაპატიმრებას გადაურჩნენ ანკარაში შეიკრიბნენ და თავი თურქეთის დიდ ეროვნულ კრებად გამოაცხადეს. დეპუტატებისგან ქემალ ფაშას მეთაურობით შედგა თურქეთის მთავრობა. თურქეთის დიდმა ეროვნულმა კრებამ თავი ქვეყნის ერთადერთ კანონიერ ხელისფლებად, ხოლო სულთნის მთავრობის ხელისუფლება — უკანონოდ გამოაცხადა. სულთანი შეეცადა ქემალისტების წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოეყენებინა, მაგრამ არმიის დიდი ნაწილი ქემალ ფაშას მხარეზე გადავიდა. ასეთ ვითარებაში თურქეთის წინააღმდეგ საბერძნეთი გამოვიდა, რომელიც ქვეყანაში ორი არმიით შემოიჭრა. ქემალმა მეგობრული ურთიერთობა კომუნისტურ რუსეთთან დაამყარა, რომელიც თურქეთს იარაღით და ფულადი სახსრებით დაეხმარა. რომ არა ასეთი დახმარება, თურქეთის რესპუბლიკა დღევანდელ საზღვრებში ვერ იქნებოდა. საბჭოთა რუსეთისა და ქემალისტური თურქეთის მეგობრული ურთიერთობა მოსკოვის ხელშეკრულებაში აისახა. ხელშეკრულებით ამ ორმა ქვეყანამ, ფაქტობრივად, სომხეთი და საქართველო დაინაწილა. საბჭოთა რუსეთის დახმარებამ ქემალ ფაშას მთავრობას საშუალება მისცა საბერძნეთთან ომში გამარჯვებისათვის მიეღწია. საბოლოოდ თურქეთ-საბერძნეთის საზავო ხელშეკრულება ლოზანაში გაფორმდა. ხელშეკრულებით სადავო ტერიტორიების უდიდესი ნაწილი თურქეთს დარჩა. თურქეთი საოკუპაციო ჯარებისგან გათავისუფლდა. ჯერ კიდევ საბერძნეთთან ომის პერიოდში თურქეთის დიდმა ეროვნულმა კრებამ სულთნის ხელისუფლება საერთოდ გააუქმა, ხოლო 1923 წ-ის ოქტომბერს თურქეთი რესპუბლიკად გამოცხადდა. აქამდე თურქეთს ოსმალეთის იმპერია ეწოდებოდა. ამიერიდან, მას ახალი სახელი — თურქეთის რესპუბლიკა ეწოდა. მადლიერმა თურქმა ხალხმა მუსტაფა ქემალ ფაშას ათა-თურქი — თურქების მამა უწოდა. I მსოფლიო ომის ეკონომიკური შედეგები. I მსოფლიო ომში, რომელიც ოთხი წელი — 1914-1918 წწ — გრძელდებოდა, განუზომელი იყო მატერიალურ-ტექნიკური ზარალი, რაც ომში მონაწილე ქვეყნებმა ნახეს: განადგურდა სამხედრო ტექნიკა, დაინგრა და განადგურდა შენობები და ინფრასტრუქტურა,

თურქეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია 1920 წლის 28 იანვარს იქნა მიღებული. ანტანტის ჯარებმა სტამბოლი 1920 წლის მარტში დაიკავეს. საბერძნეთმა თურქეთს ომი 1920 წლის ივნისში გამოუცხადა. მოსკოვის ხელშეკრულება რუსეთსა და თურქეთს შორის 1921 წლის 16 მარტს გაფორმდა. 1923 წლის 23-24 ივლისს ლოზანაში ხელმოწერილ საბერძ-ნეთთურქეთის საზავო ხელშეკ-რულებაში, ამ ქვეყნებს შორის სადავო ტერიტორიების უდიდესი ნაწილი თურქეთს დარჩა.

მუსტაფა ქემალ ფაშა, იგივე ათა-თურქი

თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებელი და მისი პირველი პრეზიდენტი 1923-1938მ

ათა-თურქი ხელს აწერს დამოუკიდებლობის აქტს 1923 373

სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ქარხნები თუ სხვა სამრეწველო ობიექტები და ა.შ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა ადამიანური რესურსების განადგურების უპრეცენდენტო, სრულიად არნახული მასშტაბი იყო: ომში მონაწილეობა მიიღო 30-მა სახელმწიფომ მილიარდნახევარზე მეტი მოსახლეობით, რაც იმჟამინდელი მსოფლიოს მთელი მოსახლეობის 2/3 უდრიდა. აქედან 20 მილიონი დაიჭრა და დასახიჩრდა, დაახლოებით 10 მილიონი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. დღემდე არ არსებობს საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის შეჯერებული მონაცემები (დაახლოებით 11 440310). 20 მილიონი კი შიმშილისა თუ ეპიდემიების გამო დაიხოცა. უშუალოდ სამხედრო ოპერაციები, სპეციალისტთა გათვლით, 180-230 მილიარდი დოლარი დაჯდა (იმდროინდელი კურსით), ხოლო უძრავ-მოძრავი ქონების ზარალმა 150 მილიარდი დოლარი შეადგინა. ყველა მნიშვნელოვანი პორტის დაბლოკვამ და წყალქვეშა ნავების მუდმივმა თავდასხმებმა თანაც არა მარტო სამხედრო გემებზე, საგრძნობლად დააზარალა საზღვაო ვაჭრობაც. ამას უნდა დაემატოს მუშახელის რაოდენობის შემცირების, ბუნებრივი რესურსების მოპოვებისა და საერთოდ, ეკონომიკური კავშირების რღვევისაგან მიყენებული ზარალი, რის ამოგებასაც შემდგომ წლები დასჭირდა. ომმა განსაკუთრებით ძლიერი დარტყმა სოფლის მეურნეობას მიაყენა: ნედლეულისა და საკვები პროდუქტების უკმარისობამ, ერთი მხრივ, ადრე ნაკლებ განვითარებული რეგიონების წამოწევა გამოიწვია, მაგრამ იმავე დროს, უკვე ოციანი წლებისთვის, ჭარბ წარმოების შედეგად მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი აღმოცენდა, რასაც სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასების დაცემა და საქონლის ჩაწოლაც მოჰყვა. მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ევროპული საზღვაო გადაზიდვებიც, რადგან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულმა ომისდროინდელმა პროგრამამ საშუალება მისცა შეერთებულ შტატებს ამ სფეროში პირველ ადგილზე გასულიყო. წამყვანმა ევროპულმა ქვეყნებმა ასევე დიდი დანაკარგები განიცადეს საბანკო, სადაზღვევო და საფინანსო მომსახურების სხვა დარგებში. ფული ახლა ნიუ-იორკსა თუ ნეიტრალურ შვეიცარიაში მიედინებოდა. ომის კიდევ ერთი მძიმე შედეგი იყო საგარეო ინვესტიციებიდან შემოსავლების შემცირება. ომამდე ამგვარი ინვესტიციებით განსაკუთრებით ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია გამოირჩეოდნენ; რამდენადაც ბრიტანეთსა და საფრანგეთს მეტი შეჰქონდათ საკუთარ ქვეყნებში, ვიდრე გაჰქონდათ, სწორედ საგარეო ინვესტიციები უზრუნველყოფდა ბალანსის შენარჩუნებას. ომის დროს კი ორივე ქვეყანას მოუწია საკუთარი საგარეო ინვესტიციების გაყიდვა საბრძოლო მასალების დიდი ოდენობით შესაძენად. ბევრმა საგარეო ინვესტიციამ კი ფასი დაკარგა ინფლაციისა და მასთან დაკავშირებული სავალუტო პრობლემების გამო. რაც შეხება ფრანგულ ინვესტიციებს რუსეთში, ახალმა, საბჭოთა ხელისუფლებამ მათ გადახდაზე უარი განაცხადა. საბოლოო ჯამში, ბრიტანული საგარეო ინვესტიციების ღირებულება 15, ხოლო ფრანგულისა — 50%-ით დაეცა. თავად გერმანიას საგარეო

374

ინვესტიციების საერთოდ სარეპარაციო გადასახადებად დათმობა მოუწია და მოგებული მხოლოდ ისევ აშშ დარჩა, რომელიც მევალე ქვეყნიდან კრედიტორ ქვეყნად გადაიქცა, ჭარბი საექსპორტო პროდუქციისა და მოკავშირეებისათვის დიდი ოდენობით სესხების გამოყოფის წყალობით. საბოლოო შედეგი, როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო ეკონომიკისათვის, ინფლაცია გახდა. აშშ-ს გარდა, ომისათვის მზადებამ ყველა მონაწილე ქვეყანა აიძულა უარი ეთქვა ოქროს სტანდარტზე, რაც ომამდე ფასთა მოძრაობის სტაბილიზაციასა და სინქრონიზაციას უწყობდა ხელს. ეს ქვეყნები, საომარ მოქმედებათა დასაფინანსებლად, იძულებულნი გახდნენ დიდი ვალები აეღოთ და მასიურად ებეჭდათ ქაღალდის ფული. ცხადია, ამან ფასების ზრდაც გამოიწვია, თუმცა არა ერთი და იგივე შეფარდებით. ომის მიწურულისათვის, აშშ-ში ფასები საშუალოდ 2,5-ჯერ მაღალი იყო 1914 წელთან შედარებით, ბრიტანეთში — 3-ჯერ, საფრანგეთში — 5,5-ჯერ, გერმანიაში — 15-ჯერ, ხოლო ბულგარეთში — 20ჯერაც კი. ფასების ამგვარი მერყეობა და შესაბამისად, ვალუტათა კურსის მკვეთრი ცვლილებები უკიდურესად ართულებდა საერთაშორისო ვაჭრობას და მძაფრი სოციალურპოლიტიკური კატაკლიზმების მიზეზიც ხდებოდა.

§ 2. კაცობრიობა I მსოფლიო ომის შემდეგ — 1919-1932 წლებში I-მა მსოფლიო ომმა და მასთან დაკავშირებულმა ნგრევის, სიკვდილისა და უბედურების სრულიად უპრეცედენტო მასშტაბმა ადამიანებში მომავლის შიშისა და არასტაბილურობის, შეგრძნება გააჩინა. ასეთმა განწყობამ კი სამხრეთი, აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის ეკონომიკურად შედარებით ჩამორჩენილ და განუვითარებელ საზოგადოებებსა და სახელმწიფოებში, ისევე როგორც აზიის რიგ ქვეყანაში ტოტალიტარული რეჟიმების — ფაშისტურისა და კომუნისტურის, ხელისუფლებაში მოსვლას შეუწყო ხელი. გერმანიაში ფაშისტური ხელისუფლების სახელმწიფოს სათავეში მოსვლა ომში დამარცხებული საზოგადოების რევანშისტულმა განწყობილებამაც განაპირობა. მართლაც, XX საუკუნის 20-30იანი წლები აღმოსავლეთ ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში ტოტალიტარიზმის აღმავლობის ნიშნით წარიმართა. პირველ ტოტალიტარულ სახელმწიფოებს კომუნისტურ საბჭოთა კავშირს და ფაშისტურ იტალიას თანდათანობით უნგრეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, პოლონეთის, გერმანიის, პორტუგალიის, ესპანეთის, იაპონიის, ჩინეთის და სხვ. ტოტალიტარული სახელმწიფოები დაემატა. XX ს-ის I ნახევრის I მსოფლიო ომის შემდგომი მსოფლიო ისტორიისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა მაინც რუსეთში ბოლშევიკური და გერმანიაში ფაშისტური ხელისფლების მოსვლას ჰქონდა. რუსეთის რევოლუცია და საბჭოთა კავშირი. რუსეთის იმპერია I მსოფლიო ომში საკუთარ გამარჯვებაში მტკიცედ დარწმუნებული ჩაება. ილუზიები ძალიან სწრაფად დაინგრა, 1917 წლისთვის, რუსეთის ეკონომიკამ ვერ გაუძლო ომის

375

რუსეთის დედაქალაქს პეტერბურგს 1914 წლის 18 (31) აგვისტოს პეტროგრადი ეწოდა მოსახლეობის ანტიგერმანულად განწყობის გამო. პეტროგრადში 1917 წლის 23-27 თებერვლის მღელვარებები გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თებერვლის რევოლუციის.

დაძაბულობას და სრულიად მოიშალა, ფრონტებზე რუსეთის არმიის მარცხმა ნიკოლოზ II-ის ავტორიტეტი ქვეყანაში ძალზე დასცა. მეფის ხელისუფლებამ ომის პირობებში პეტროგრადისა და სხვა დიდი ქალაქების სურსათ-სანოვაგით უზრუნველყოფა ვერ მოახერხა. მოსახლეობის დაბალი ფენების მდგომარეობა უკიდურესად გაუარესდა, რამაც მათში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. განსაკუთრებით ვითარება იმპერიის დედაქალაქში — პეტროგრადში დაიძაბა. რუსეთის დედაქალაქში გაფიცვების ტალღა აზვირთდა, რომელიც თანდათანობით სულ უფრო ფართოვდებოდა. პეტროგრადი მღელვარებამ მოიცვა. მეფის ხელისუფლება ამ მღელვარების ძალით ჩახშობას შეეცადა. პეტროგრადში დაბანაკებულ ჯარის ნაწილებს დემონსტრაციების იარაღის ძალით დაშლა დაევალათ. პეტროგრადში ამ დროს რუსეთის არმიის მრავალი ქვედანაყოფი იმყოფებოდა, რომელსაც ფრონტზე გაგზავნა ემუქრებოდა. ამიტომ, ჯარისკაცები ადვილად აყვნენ რევოლუციურ აგიტაციას. მათ ჯერ დემონსტრანტების წინააღმდეგ სროლაზე უარი განაცხადეს, ხოლო 27 თებერვლიდან (ახ. სტ. 12 მარტი) აჯანყებულთა მხარეზე გადავიდნენ. ამის შემდეგ რუსეთში მონარქიის ბედი გადაწყვეტილი იყო, თუმცა, თვითმპყრობელობა წინააღმდეგობის გაწევას მაინც აპირებდა. ფიქრობდნენ, რომ ფრონტიდან ჯარის ნაწილები გამოეწვიათ და პეტროგრადში აჯანყება სისხლში ჩაეხშოთ. ჯარების ფრონტიდან პეტროგრადში ჩაყვანა ვერ მოხერხდა, რადგან რკინიგზა აჯანყებული მუშებისა და ჯარისკაცთა ხელში გადავიდა. IV მოწვევის სახელმწიფო დუმამ ნიკოლოზ II-სთან მოლაპარაკების შემდეგ დროებითი მთავრობის შექმნა გამოაცხადა. 2 (15) მარტს ნიკოლოზ II თავისი ძმის — მიხეილის სასარგებლოდ ტახტიდან გადადგა. მიხეილ რომანოვიც, მოკლე ხანში, იძულებული გახდა სამეფო ტახტზე უარი ეთქვა. რომანოვების დინასტიის სამასწლიან ბატონობას რუსეთში ბოლო მოეღო. რუსეთი რესპუბლიკა გახდა. ასე რომ, თავიდან რომანოვების დინასტიის აღსასრული სრულიად უსისხლოდ გაფორმდა. დროებითი მთავრობის სახით ახალმა ხელისუფლებამ თავიდანვე სიტყვისა და პრესის თავისუფლება, აღმსარებლობის ნებაყოფლობითობა და სოციალური რეფორმების დაწყება გამოაცხადა. ბევრ სხვასთან ერთად, ამ მთავრობის შეცდომა იყო, რომ მან გერმანიასთან დაზავება არ ისურვა. უკვე 1917 წლის აპრილში, პეტროგრადში ემიგრაციიდან ვ. ი. ლენინი

ნიკოლოზ II 1894-1917

მიხეილ II 1917 წლის 1 მარტი-1917 16 მარტი 376

დაბრუნდა (იგი ფაქტიურად, გერმანელების სამსახურში იდგა, რომლებმაც ის რუსეთის დედაქალაქში არეულობისა და ქაოსის დასანერგად შემოაგზავნეს. ვინ წარმოიდგენდა, რომ ეს აგენტი, საბოლოოდ ხელისუფლების სათავეში მოექცეოდა!) ვლადიმერ ილიჩმა (ქართულად — ილიას ძე) სწრაფად იგდო ხელთ პეტროგრადის მუშათა საბჭოების ლიდერობა და დროებითი მთავრობის წინააღმდეგ ფართო კამპანიაც წამოიწყო. ამ უკანასკნელის უნიათობის წყალობით, წითელ გვარდიად მონათლული შეიარაღებული ბრბო სულ მალე დუმას სამყოფელში, ე.წ. ზამთრის სასახლეში შეიჭრა და მისი წევრები იქიდან პანტა-პუნტით გამოყარა. მომავალში ეს ყაჩაღური ქმედება ოქტომბრის რევოლუციის სახელით მოინათლა. მეორე დღესვე, ლენინმა ახალი მთავრობის შექმნა გამოაცხადა — სახალხო კომისართა საბჭოს სახელწოდებით. ყოველივე ამას ოთხწლიანი გამაპარტახებელი სამოქალაქო ომი მოყვა, რასაც 1920 წელს ახლად დამოუკიდებლობა მოპოვებულ პოლონეთთან ომიც დაერთო. ბოლშევიკებმა, რომლებსაც წითლებსაც უწოდებდნენ. ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველა ხერხს მიმართეს და ამისათვის აქამდე უცნობი ტერმინი, სამხედრო კომუნიზმი შემოიღეს, რაც რეალურად ძალაუფლების აბსოლუტურ უზურპაციას და სახელმწიფო ტერორის მეთოდებს გულისხმობდა. ჯერ კიდევ 1917 წლის ნოემბერში რუსეთში დამფუძნებელი კრების წევრების არჩევნები ჩატარდა და 1918 წლის დასაწყისში დამფუძნებელი კრებაც შეიკრიბა, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა რუსეთში ხელისუფლების ბედი. იმავე დღეს გაირკვა, რომ დეპუტატების დიდი უმრავლესობა სოციალ-რევოლუციონერთა, იგივე ესერთა პარტიის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც ბოლშევიკ-ლენინისტების იდეებს რუსეთის სამომავლო მოწყობის შესახებ სულაც არ იზიარებდნენ. ასეთ ვითარებაში ბოლშევიკ-ლენინელებმა დამფუძნებელი კრება ძალის გამოყენებით გარეკეს და ამით რუსეთის სათავეში ლეგიტიმური ხელისუფლების მოსვლის ყოველგვარი შესაძლებლობა დასამარდა. ამის შემდგომ უკვე ქვეყანაში ბოლშევიკ-კომუნისტების 72 წლიანი ერთპარტიული ტოტალიტარული მმართველობა დამყარდა, რასაც თავად ვლადიმერ ილიჩმა პროლეტარიატის დიქტატურა შეარქვა. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ თავდაპირველად, დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნაზე თანხმობა განუცხადა ყოფილი რუსეთის იმპერიის განაპირა ქვეყნებს, მათ შორის ამიერკავკასიის რესპუბლიკებს. ამათგან, ფინეთმა საბოლოოდ, ხოლო ბალტიის ქვეყნებმა შედარებით დიდხანს შეინარჩუნეს დამოუკიდებლობა, რაც შეეხება ბელორუსიის, უკრაინის და ამიერკავკასიის რესპუბლიკებს — საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, ისევე როგორც ცენტრალურ აზიას, რუსმა ბოლშევიკებმა საკუთარი ხელისუფლების გამყარებისთანავე კვლავაც შეუტიეს და მათი ხელახალი ანექსია განახორციელეს. სამხედრო კომუნიზმი — გერმანიასა და შემდგომ პოლონეთთან დადებული ზავით I მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ რუსეთის ბოლშევიკური ხელისუფლება ახლა ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩდა. ქვეყანა გაპარტახებული იყო, თითქოსდა მიწის მესაკუთრედ ქცეული

377

ლენინი (ვლადიმერ ულიანოვი) 1870-1924

სტალინი (იოსებ ჟუღაშვილი) 1878 –1953

ნაციონალიზაცია—გასახელმწიფოებრიობა, ანუ კერძო სექტორიდან სახელმწიფო სექტორში შეყვანა.

კრონშტადტის აჯანყებას ადგილი ჰქონდა 1921 წლის 1-18 მარტს

გლეხობა, ახლა უკვე უარს აცხადებდა ხელოვნურად დაგდებულ ფასად მიეყიდა სახელმწიფოსათვის სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. სამოქალაქო ომის პირობებში საბჭოთა ხელიუფლება საგანგებო ეკონომიკურ ღონისძიებებზე წავიდა, რომელიც ისტორიაში სამხედრო კომუნიზმის სახელით შევიდა. ქვეყანაში როგორც მსხვილი, ისე წვრილი მრეწველობის ნაციონალიზაცია ჩატარდა. 1918 წლის ნოემბერში პირველადი აუცილებლობის საგნებით ვაჭრობა აიკრძალა. 1919 წლის იანვარში გამოიცა დეკრეტი სასურსათო გაწერის შემოღების შესახებ, რომელიც სოფლის მეურნეობის ყველა პროდუქტზე გავრცელდა. გლეხობა ვალდებული იყო სახელმწიფოსათვის მთელი თავისი ზედმეტი (ჭარბი) სასურსათო პროდუქცია მიეცა. საგანგებო სახელმწიფო დაწესებულებები წინასწარ ადგენდნენ იმ აუცილებელი პროდუქციის მოცულობას, რომელიც გლეხის მეურნეობას მოხმარებისათვის და კვლავწარმოებისათვის სჭირდებოდა, აგრეთვე, იმ აუცილებელი ფურაჟის მოცულობას, რომელიც გლეხის მეურნეობას საქონლის გამოსაკვებად ესაჭიროებოდა. დანარჩენი სახელმწიფოსათვის უნდა ჩაებარებინათ. ყოველწლიური მოსავლის მიხედვით გაწერის მოცულობა დგინდებოდა ჯერ გუბერნიების, შემდეგ მაზრების, თემების, სოფლების და თვითოეული საგლეხო მეურნეობის მიხედვით. ამ გაწერას საფუძვლად ე.წ. კლასობრივი პრინციპიც ედო. ღარიბი გლეხი არაფერს არ იხდიდა, საშუალო გლეხი შედარებით ცოტას, ხოლო მდიდარი გლეხი ვალდებული იყო თავისი პროდუქტის უდიდესი ნაწილი ჩაებარებინა. საბჭოთა ხელისუფლებამ საზოგადოების ყველა ფენისთვის სავალდებულო შრომითი ბეგარა შემოიღო, ამით ხორციელდებოდა პრინციპი: „ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამს“. სამხედრო კომუნიზმმა საშუალება მისცა ბოლშევიკურ სახელმწიფოს მთელი სახალხო მეურნეობა სამხედრო მიზნებისათვის დაექვემდებარებინა. ამით მან თავის ხელში მოაქცია მარცვლეულის უდიდესი ნაწილი, რითაც არმიისა და მუშების მომარაგება შესძლო. მოსახლეობისთვის „სამხედრო კომუნიზმი“ სამხედრო ეგზეკუციებისა და მოსავლის სრულად ჩამორთმევის სახეს ატარებდა, რის შედეგადაც 7 მილიონი ადამიანი შიმშილით დაიხოცა. ახალი ეკონომიკური პოლიტიკა — „ნეპი“ — 1921 წლისათვის რუსეთში სამოქალაქო ომი დასრულდა. ამ ომმა ქვეყანას დიდი ნგრევა მოუტანა. მრეწველობა I მსოფლიო ომამდე მოცულობის მხოლოდ 10 %, ხოლო სოფლის მეურნეობა 65 %-ს იძლეოდა. დანგრეული იყო რკინიგზა. თითქმის მთლიანად მოშლილი იყო მეტალურგიული წარმოება. ქვანახშირის და ნავთობის მოპოვება 1913 წელთან შედარებით ორჯერ მეტად შემცირდა. ძალზე მძიმე მდგომაროებაში იყო გლეხობაც, რომელსაც სამხედრო კომუნიზმმა წარმოების სტიმული მთლიანად წაართვა. გლეხობა თავის მძიმე მდგომარეობას სტიქიური აჯანყებებით პასუხობდა. საბჭოთა ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით საშიში კრონშტადტის აჯანყება გახდა, რომლის დროსაც ერთ დროს ბოლშევიკების დასაყრდენი ბალტიის ზღვის ფლოტი აჯანყდა. საბჭოთა ხელისუფლებამ ლენინის მეთაურობით დაინახა, რომ სამხედრო კომუნიზმმა თავისი თავი ამოწურა. რუსეთის კომუნისტური პარტიის X ყრილო-

378

ბაზე ლენინის მოხსენების შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „სასურსათო გაწერის“ სასურსათო გადასახადით შეცვლის შესახებ. ეს უკვე ახალ ეკონომიკურ პოლიტიკაზე — „ნეპზე“ გადასვლას ნიშნავდა. ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ საგანგებო დეკრეტებით აუცილებელი სასურსათო გადასახადი შემოიღო, რომლის გადახდის შემდეგაც გლეხობას უფლება ჰქონდა ჭარბი პროდუქცია ბაზარზე გაეყიდა. დიდი ცვლილებები მოხდა მრეწველობაშიც. თუმცა ყველა მსხვილი საწარმო, გადაზიდვებისა და კომუნიკაციების, საბანკო თუ საგარეო ვაჭრობის სფეროები, მთლიანად ხელისუფლების დაქვემდებარებაში რჩებოდა, მაგრამ დანარჩენი საწარმოები სამეურნეო ანგარიშზე გადაიყვანეს. წვრილი საწარმოების თავისებური პრივატიზაცია მოხდა. კოოპერატივებს, ცალკეულ დაწესებულებებს და ცალკეულ პირებსაც კი სახელმწიფო დაწესებულებების იჯარით აღების უფლება მიეცათ. საწარმოო დაწესებულებებში ხელფასის გადახდის პრინციპი შეიცვალა. სამხედრო კომუნიზმის დროს ფაქტობრივად მუშებისა და მოსამსახურეებისათვის გათანაბრებული ხელფასის ნატურით გადახდა ხდებოდა. „ნეპის“ შემოღებიდან ხელფასის დიფერენცირებული ანაზღაურება შრომის და კვალიფიკაციის მიხედვით დაწესდა. უცხოელ მეწარმეებს გადაეცათ კონცესიები ფაბრიკა-ქარხნებისა თუ მაღაროების ასამუშავებლად. ამ ღონისძიებების შედეგად უკვე 1926-27 წლებში ახლადშექმნილ საბჭოთა იმპერიაში სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის მაჩვენებლებმა რუსეთის იმპერიაში I მსოფლიო ომის წინა პერიოდში არსებულ ნიშნულს თითქმის მიაღწია. 1924 წელს ლენინის გარდაცვალების შემდეგ კომუნისტურ ლიდერებს სტალინსა და ტროცკის შორის გამძაფრდა დაპირისპირება ძალაუფლებისათვის. ტროცკი იძულებული იყო დაეტოვებინა ქვეყანა, ქვეყნის ერთპიროვნული ლიდერი კი სტალინი იყო. სტალინს სურდა საბჭოთა კავშირი ექცია თანმედროვე სამრეწველო სახელმწოფოდ.1928 წელს მან შემოიღო ე.წ. „ ხუთწლიანი გეგმები“, რომლის მიზანი იყო მძიმე მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და ტრანპორტის განვითარება. ამ მიზნის მისაღწევად მან მთელი ეკონომიკა დაუქვემდებარა სახელმწიფო კონტროლს. საბჭოთა კავშირში მოქმედებდა ე.წ. გეგმიური ეკონომიკა, რაც გულისხმობდა მატერიალური რესურსების არა კერძო, არამედ საზოგადოებრივ საკუთრებაში ქონას და მის ცენტრალიზირებულად განაწილებას; ეს კი თავის მხრივ გამორიცხავდა ცალკეული პირებისა და საწარმოების კერძო ინიციატივებს და მათგან მოითხოვდა ცენტრალიზირებული ეკონომიკური დაგეგმარებიდან გამომდინარე ქმედებებს. 1934 წელს საბჭოთა კავშირში დაიწყო „დიდი წმენდა“, ანუ სტალინის რეპრესიები, როდესაც ფიზიკურად და პოლიტიკურად უსწორდებოდნენ განსხვავებულად მოაზროვნეებს, მათ შორის ძველ ბოლშევიკებსა და თვით მმართველი პარტიის (სკპ) წევრებისაც კი. რეპრესიებმა არნახულ მასშტატებს მიაღწია 1936-1937 წლებში. ათეულ ათასობით ადამიანი დააპატიმრეს, დახვრიტეს და გადაასახლეს ციმბირში იძულებითი შრომის ბანაკებში. ეს რეპრესიები სტალინის გარდაცვალებამდე, 1953 წლამდე გრძელდებოდა. ომმა

იტალია. ფაშიზმის გამარჯვება იტალიაში. I მსოფლიო იტალიის იმედები ვერ გაამართლა. ომმა დიდი

379

კომუნისტური პარტიის X ყრილობა 1921 წლის 8-16 მარტს გაიმართა.

ნეპ-ი აბრევიატურაა რუსული სიტყვებისა — ნოვაია ეკონომიჩესკაია პოლიტიკა, რაც ქართულად ახალ ეკონომიკურ პოლიტიკას ნიშნავს.

კონცესია — სახელმწიფოს მიერ კერძო სექტორისათვის ბუნებრივი წიაღისეულის და ფაბრიკა-ქარხნების დროებით სარგებლობაში გადაცემა.

ფაში დი კომბატიმენტო იტალიურად საბრძოლო კავშირს ნიშნავს.

მუსოლინიმ რომზე ლაშქრობის მოწოდება 1922 წლის 27 ოქტომბერს გამოსცა.

ბენიტო მუსოლინი, იგივე — დუჩე იტალიის პრემიერ-მინისტრი და დიქტატორი 1922-1943

მატერიალური ზარალი და მსხვერპლი გამოიწვია. ხოლო ტერიტორიული მონაპოვრები უმნიშვნელო იყო. ომის დამთავრების შემდეგ ქვეყნის ეკონომიკა ძალზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ომიდან დაბრუნებული ჯარისკაცების უმრავლესობამ უმუშევართა რიგები შეავსო. წარმოება დაეცა, მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. რუსეთის თებერვალ-ოქტომბრის რევოლუციამ იტალიაში, დიდი ზეგავლენა მოახდინა, რაც საზოგადოების რევოლუციურ გააქტიურებაში გამოიხატა. მთელ ქვეყანას გაფიცვების ტალღა მოედო. რევოლუციურმა მოძრაობამ იტალიის მმართველ კლასში განხეთქილება გამოიწვია. ბურჟუაზიულ მოღვაწეთა ერთმა ნაწილმა ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რეფორმების ფართო პროგრამა წარმოადგინა. ამის საპირისპიროდ შეიქმნა მემარჯვენე ნაციონალისტური გაერთიანება, რომელსაც ყოფიხელმძღვანელობდა. ლი სოციალისტი ბენიტო მუსოლინი მუსოლინიმ საგანგებო მებრძოლი ჯგუფები ჩამოაყალიბა, რომელსაც იტალიურად „ფაში დი კომბატიმენტო“ ეწოდა. აქედან დაიწყო მოძრაობა, რომელსაც მსოფლიო ფაშიზმის სახელით იცნობს. იტალიელი ფაშისტები უკიდურესი ნაციონალისტები იყვნენ, ისინი „დიდი იტალიის“ აშენებას აპირებდნენ, რომელსაც ძველი რომის იმპერიის ტერიტორიის დიდი ნაწილი უნდა მოეცვა. ფაშისტები მოითხოვდნენ, რომ იტალიას სამხრეთ სლავებით დასახლებული ბალკანეთი, ცენტრალური და ჩრდილოეთ აფრიკის კოლონიების დიდი ნაწილი გადასცემოდა. 1919 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებმა გამარჯვება იტალიის სოციალისტურ პარტიას მოუტანა. ამას 1920 წელს ქვეყანაში ახალი რევოლუციური აღმავლობა მოჰყვა. სოციალისტურმა პარტიამ ვერ გაბედა რევოლუციურ მოძრაობას სათავეში ჩასდგომოდა, რასაც პოლიტიკური კრიზისის ფონზე პარტიაში განხეთქილება მოჰყვა. იტალიის სოციალისტური პარტია ორად გაიყო — ცალკე გამოეყო უკიდურესად მემარცხენე იტალიის კომუნისტური პარტია. მემარცხენეების წარმატების საპირწონედ მემარჯვენათა ფაშისტური მოძრაობის გააქტიურება მოხდა. მათმა რიგებმა ძალზე სწრაფად დაიწყო ზრდა. ფაშისტების შეიარაღებული რაზმები ხოცავდნენ მუშათა აქტივისტებს, ანადგურებდნენ სოციალისტებისა და კომუნისტების შენობებს. ფაშისტების ხელში, რომელთაც პოლიცია და არმია ეხმარებოდა თანდათანობით იტალიის პროვინციები ერთმანეთის მიყოლებით გადადიოდა. სოციალისტები შეეცადნენ ფაშისტებთან საერთო ენა გამოენახათ და ამ მიზნით მათთან შერიგების საგანგებო პაქტიც კი გააფორმეს, მაგრამ ამ პაქტმა ფაშისტური მოძრაობის აგრესიულობა ვერ შეასუსტა. ასეთ ვითარებაში მუსოლინიმ რომზე ლაშქრობის საგანგებო ბრძანება გამოსცა. მეორე დღეს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მუსოლინის შეიარაღებული რაზმები რომში შევიდნენ. მეფემ მუსოლინი მთავრობის თავმჯდომარედ დანიშნა. იტალიაში ფაშისტური დიქტატურა დაიწყო. ფაშიზმი, თავისთავად, განადიდებდა ძალის გამოყენებას, ომს ადამიანის ქმედების უკეთილშობილეს გამოვლინებად მიიჩნევდა, გმობდა ლიბერალიზმს, დემოკრატიას, ინდივიდუალიზმს, ამრეზით უყურებდა მატერიალურ კეთილდღეობას და ადამიანთა შორის უთანასწორობას არა

380

მარტო გარდაუვალად, არამედ სასურველადაც კი აცხადებდა. რაც მთავარია, აღმერთებდა სახელმწიფოს, როგორც ადამიანის სულის უზენაეს გამოვლინებას. საზოგადოების ძირფესვიანი გარდაქმნის მცდელობისას, ცხადია, ფაშიზმს ეკონომიკური ორგანიზების ახალი ფორმები სჭირდებოდა. მუსოლინიმ გეზი კორპორატიულ სახელმწიფოზე აიღო, რაც საბოლოო ჯამში, მისი რეჟიმის ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებელ სიახლედ იქცა, რამდენადაც ამგვარი სახელმწიფო ძირშივე უპირისპირდებოდა როგორც კაპიტალიზმს, ასევე სოციალიზმსაც. მართალია, კერძო საკუთრება კანონით არ იკრძალებოდა, მაგრამ როგორც მესაკუთრეთა, ასევე მუშამოსამსახურეთა ინტერესები დაქვემდებარებული იყო სახელმწიფო ინტერესებს. ამ მიზნის მისაღწევად კი ქვეყნის მრეწველობა 12 „კორპორაციად“ დაიყო, რომლებიც უფრო სავაჭრო გაერთიანებებს წააგავდა, ვიდრე სამრეწველოკორპორაციებს, და რომელთა საქმიანობასაც პარტიული ბოსები აკონტროლებდნენ. ფაშისტებმა რევოლუციონერ მუშათა წინააღმდეგ ტერორი გააჩაღეს, ხოლო მუშათა პროფკავშირები ფაშისტური ორგანიზაციების კონტროლს დაუმორჩილეს. ფაშისტური ხელისუფლება თავდაპირველად გარეგნულად დემოკრატიის ნიშნებს ინარჩუნებდა. მემარცხენე პარტიები არ აუკრძალავთ. კომუნისტური და სოციალისტური გაზეთები თავისუფლად გამოდიოდა. როგორც მოვლენების შემდგომმა მსვლელობამ აჩვენა, ეს დემოკრატია მხოლოდ მოჩვენებითი იყო. როდესაც იტალიაში ახალი პარლამენტის არჩევნები გაიმართა, და მემარცხენე პარტიებს გარკვეული წარმატება ხვდათ წილად, ეს ფაშისტების მხრივ ანტიფაშისტური ბანაკის გაძლიერების ავადმომასწავლებელ ნიშნად იქნა აღქმული და პასუხიც არ დააყოვნეს — ქვეყანაში ტერორი გააძლიერეს. პარლამენტის არჩევნებიდან სულ რამდენიმე თვეში ფაშისტებმა ცნობილი სოციალისტი ჯაკომო მატეოტი მოკლეს. მატეოტის მკვლელობამ ქვეყანაში დიდი მღელვარება გამოიწვია, მაგრამ მუსოლინიმ ოპოზიციის დამარცხება ადვილად მოახერხა და შეტევაზე გადავიდა. უპირველეს ყოვლისა მუსოლინიმ ახალი საარჩევნო სისტემა შემოიღო. იმავდროულად მან საგანგებო კანონებით ფაშისტური პარტიის გარდა ყველა პოლიტიკური პარტია აკრძალა. მემარცხენე პარტიების ბევრი წარმომადგენელი საკონცენტრაციო ბანაკებში და ციხეებში მოათავსეს. ფაშისტებმა პროფკავშირებიც გაანადგურეს. მათ საგანგებო შრომის ქარტია მიიღეს, რომლითაც ახალი ფაშისტური პროფკავშირები შექმნეს, რომლებიც მუშებს და მეპატრონეებს აერთიანებდა. თავდაპირველად ფაშისტურ ხელისუფლებას საზოგადოების თვალში ერთგვარი გამართლება ჰქონდა: 1926-1927 წწ-ში იტალიაში ეკონომიკური სტაბილიზაცია და აღმავლობა დაიწყო, რაც ამ ქვეყანაში დიდი მოცულობით უცხოური, პირველ რიგში ამერიკული კაპიტალის ინვესტირების შედეგი იყო. მუსოლინის მთავრობის საგარეო პოლიტიკაც აგრესიულობით გამოირჩეოდა.

381

1925-1927 წლებში მუსოლინიმ ყველა კონსტიტუციური შეზღუდვის ლიკვიდაცია განახორციელა.

ჯაკომო მატეოტი 1885-1924 ჯაკომო მატეოტი ფაშისტებმა 1924 წლის 10 ივნისს მოკლეს.

იოზეფ პილსუდსკი 1867-1935 პოლონეთის სახალხო გმირი, 1918 წელს აღდგენილი პოლონეთის სახელმწიფოს ფუძემდებელი და პირველი მეთაური.

უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი.

1920 წელს, უნგრეთში, პროფაშისტური, ავტორიტარული ადმირალ მიკლოშ ხორტის (1868-1957 წწ.) რეჟიმი დამყარდა, რომელიც, ქვეყანას 1944 წლამდე მართავდა. 1926 წელს, პოლონეთში სამხედრო გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში, იოზეფ პილსუდსკი მოვიდა, რომელმაც, სახელმწიფოში, სანაციას - გამოჯანმრთელების სახელით, სამხედრო ელიტაზე დაფუძნებული ავტორიტარული მმართველობა შექმნა. მემარჯვენე ნაციონალისტებს, დიდი გავლენა ჰქონდათ მონარქიულ რუმინეთში, სადაც ადამიანთა უფლებები თანდათან იზღუდებოდა. 1940 წელს კი ამ ქვეყანაშიც, ევროპის სხვა მრავალი ქვეყნის მსგავსად იოან ანტონესკუს დიქტატურა დამყარდა, თუმცა მონარქია ფორმალურად არსებობას განაგრძობდა. XX საუკუნის 20-30-იან წლებში, ბულგარეთიც ფორმალურად კონსტიტუციურ მონარქიას წარმოადგენდა. მაგრამ ჯერ კიდევ 1920-იანი წლების დასაწყისში (1923 წ.) აქ მონარქიის საფარქვეშ სამხედრო გადატრიალება მოხდა, რომელმაც ქვეყნის სათავეში პროფაშისტური ალექსანდრ ცანკოვის მთავრობა მოიყვანა. 1934 წელს ბულგარეთში კიდევ ერთი სამხედრო გადატრიალება მოხდა და მთავრობას ახლა უკვე კიმონ გეორგიევის ტოტალიტარული მთავრობა ჩაუდგა სათავეში.

ბალტიისპირეთი და სამხრეთ ევროპის ქვეყნები. XX საუკუნის 20-30-იან წლებში, ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში, რომლებიც რუსეთის იმპერიისგან განთავისუფლდნენ, მემარჯვენე-ნაციონალისტური ავტორიტარული მმართველობა დამყარდა. ისეთივე ხასიათის ავტორიტარული მმართველობა იმავე ხანებში დამყარდა იუგოსლავიაში, ალბანეთში, საბერძნეთში და ა.შ. ერთი შინაარსის მატარებელი ტოტალიტარული მმართველობა ევროპის ამ ქვეყნებში გარეგნულად სხვადასხვა სახით არსებობდა. ზოგან ის რესპუბლიკის, ზოგან კი კონსტიტუციური მონარქიის საბურველში იყო გახვეული. დიდი ბრიტანეთი. ბრიტანეთი ყველაზე მეტად იყო დამოკიდებული საერთაშორისო ვაჭრობაზე, ომმა კი მას დააკარგინა საერთაშორისო ბაზრები, უცხოური ინვესტიციები, სავაჭრო ფლოტის დიდი ნაწილი, ბევრი ქარხანა და მაღარო დაიხურა. უმუშევრობა ბრიტანეთში ზოგჯერ 25%-იან ზღვარს აღწევდა. I მსოფლიო ომამდე ლონდონი უპირობო ლიდერი და მსოფლიოს საფინანსო ბაზრის ცენტრი იყო, მაგრამ ომის ხარჯების დასაფარავად ინგლისი იძულებული გახდა, უარი ეთქვა ოქროს სტანდარტზე (1914). მას შემდეგ ქვეყანაში არ განელებულა მოწინავე ფინანსური პოზიციების აღდგენის მცდელობები, რისთვისაც ორი მთავარი საკითხი იყო გადასაჭრელი: ა) რამდენად სწრაფად მოხერხდებოდა სტანდარტის აღდგენა; ბ) სტანდარტის აღდგენის შემთხვევაში რა ღირებულების მატარებელი იქნებოდა ფუნტი სტერლინგი. პირველი საკითხის მოგვარება იმაზე იყო დამოკიდებული, ოქროს რა მარაგის აკუმულირებას მოახერხებდა ინგლისის ბანკი და რა დროისათვის. სავარაუდო თარიღად,

382

საერთო აზრით, 20-იანი წწ-ის შუა ხანები დასახელდა. უფრო რთული იყო პასუხის მოძებნა მეორე კითხვაზე. ომამდელი მდგომარეობით, ერთი ფუნტი 4,86 აშშ დოლარს უტოლდებოდა, მაგრამ ამერიკა, მთელი ომის განმავლობაში ოქროს სტანდარტის მიმდევარი დარჩა და ბრიტანეთმაც, მასთან შედარებით, ინფლაციის უფრო მაღალი დარტყმა განიცადა. ომამდელი პირობებით ოქროს სტანდარტზე დაბრუნება, ბრიტანეთის მრეწველობას ნაკლებკონკურენტუნარიანად აქცევდა შეერთებული შტატების მიმართაც და იმ სხვა ქვეყნებთანაც, რომლებმაც დოლართან წონასწორობა შეინარჩუნეს, და კიდევ უფრო დააგდებდა ფუნტის მსყიდველობით უნარს. მეორეს მხრივ, ბრიტანეთი მუდამ გამოირჩეოდა ტრადიციებისადმი ერთგულებით, განსაკუთრებით, ისეთ მნიშვნელოვან სფეროში, როგორიცაა ფინანსები; უფრო მეტიც, რამდენადაც ბრიტანული ინვესტიციების უმეტესობა ოქროთი ან ფუნტი სტერლინგით იყო უზრუნველყოფილი, გაუფასურებული ვალუტის პირობებში ოქროს სტანდარტისაკენ მიბრუნება უცილობლად დააზარალებდა ამ ინვესტიციების ჩამდებთ. 1925 წელს, იმდროინდელმა ფინანსთა მინისტრმა, უინსტონ ჩერჩილმა, რომელიც ცოტა ხნით ადრე ლიბერალებიდან კონსერვატიული პარტიის რიგებში გადავიდა, გადაწყვიტა ომამდელი პირობებით დაებრუნებინა ბრიტანეთი ოქროს სტანდარტზე. ეს კი, ბრიტანული ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, ხელფასების შეკვეცას მოითხოვდა. ბრიტანეთისგან განსხვავებით, 20-იანი წლების ბოლოსათვის ევროპის სხვა ქვეყნებმა შედარებით ნაკლებად მტკივნეულად გადალახეს ომისშემდგომ წარმოქმნილი ეკონომიკური სირთულეები. თუმცა, ეს ძირითადად სწორედ ამერიკიდან შემოსული ინვესტიციების ხარჯზე ხდებოდა. ამერიკის შეერთებული შტატები I მსოფლიო ომის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგი ინგლისსაფრნგეთის, ისევე როგორც გერმანიისა და ზოგადად ევროპის ქვეყნების მეორე პლანზე გადანაცვლება და აშშ-ის მსოფლიო ლიდერად ქცევა იყო. მართლაც, ამის შემდეგ მთელი XX საუკუნე უკვე ამერიკის პრიმატით წარიმართა. ომი უშუალოდ არ შეხებია ამერიკის ტერიტორიას და, შესაბამისად, მისმა ინდუსტრიამ და სოფლის მეურნეობამ არა თუ არ განიცადა ნგრევა, არამედ, პირიქით, სხვა ქვეყნების ეკონომიკის ნგრევის ფონზე უფრო გაძლიერდა და განმტკიცდა. ამერიკის შეერთებული შტატები ანტანტის მხარეზე ომში ოფიციალურად 1917 წლის აპრილიდან ჩაერთო, მაგრამ უშუალოდ საომარ მოქმედებებში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ 1918 წლის ზაფხულიდან ანუ პრაქტიკულად ომის დამთავრების დროისათვის. მისი ადამიანური დანაკარგებიც სხვა ქვეყნებთან შედარებით ბევრად უფრო ნაკლები იყო — 120 ათასი დაღუპული. იმ დროს როდესაც ევროპის ეკონომიკა ნადგურდებოდა, ამერიკის მონოპოლიები არნახულ მოგებას ნახულობდნენ: ისინი ამარაგებდნენ ევროპის ქვეყნებს სურსათითა და სამრეწველო საქონლით. 1920 წლისთვის ამერიკის მოსახლეობა, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 6% იყო,

383

სერ უინსტონ ჩერჩილი 1874-1965 ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი 1940-1945, 1951-1955

ნიუ-იურკი, ბროდვეი 1920 წელს

1921 წლის ფორდი

მსოფლიო სამრეწველო პროდუქციის ნახევარს აწარმოებდა , აქედან ავტომობილების 85%-ს. შეიცვალა აშშ-ის ადგილიც საერთაშორისო საფინანსო ბაზარზე. ის გადაიქცა ევროპის სახელმწიფოთა ძირითად დამფინანსებლად — კრედიტორად. 1920 წლისთვის უკვე ნიუიორკი და არა ლონდონი იქცა საერთაშორისო საფინანსო ცენტრად. სამხედრო თუ სხვა საჭიროებებისათვის აშშ-მ ევროპულ სახელმწიფოებს სესხად 11 მილიარდ დოლარზე მეტი მისცა. ასე რომ, მსოფლიო ეკონომიკურმა ცენტრმა ისტორიაში პირველად ევროპიდან ამერიკაში გადაინაცვალა. ამავე წლებში არნახული ეკონომიკური აღმავლობის შედეგად აშშ-ის ვაჭრობა ლათინური ამერიკის ქვეყნებთან 400%-ით გაიზარდა. ამას პოლიტიკური ექსპანსიაც მოჰყვა: აშშ-მ 1915-1916 წწ-ში დაიკავა ჰაიტის და დომინიკის რესპუბლიკები. თავის კონტროლს დაუქვემდებარა ნიკარაგუა, კუბა და მექსიკა. ამავე ხანებში, ისტორიაში პირველად აშშ-ის მოსახლეობის სტრუქტურა შეიცვალა: მოსახლეობის 60% მრეწველობაში, ტრანსპორტსა და მომსახურების სფეროში აღმოჩნდა დასაქმებული და შესაბამისად, ქალაქისა და ქალაქის ტიპის დასახლებებში მცხოვრებლები უმრავლესობად იქცნენ სოფელში და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებთან შედარებით. სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რიცხვის შემცირებას ხელი 1920-1922 წლების ხანმოკლე მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმაც შეუწყო, კრიზისი ომის შეწყვეტისა და ევროპის მეურნეობის აღდგენის კვალდაკვალ ამერიკულ სამრეწველო საქონელზე მოთხოვნის შემცირებამ გამოიწვია. ომის პერიოდში ამერიკელმა ფერმერებმა რამდენიმეჯერმე გაზარდეს მარცვლეულის წარმოება და ახალი მიწებიც კი აიღეს სახნავ-სათესად, მაგრამ უკვე ომის დამთავრების შემდეგ, ფასების ვარდნის გამო, მათი გამოსყიდვა ვეღარ შეძლეს. ამან 450 ათასი ფერმერი გააკოტრა და სოფლის მოსახლეობა 2 მილიონი კაცით შეამცირა. სოფლის მეურნეობაში 1921-1922 წლების ეკონომიკური კრიზისის შემდეგაც არ იყო სახარბიელო სიტუაცია. მნიშვნელოვანი აღმოჩნდა კანადის, არგენტინისა და ავსტრალიის კონკურენცია, რის გამოც ამერიკის სოფლის მეურნეობაში პერიოდული ჭარბწარმოებისა და საქონლის გაუსაღებლობის შედეგად 1922-1929 წლებში კვლავაც რამდენიმე ასეული ათასი ფერმერული მეურნეობა გაკოტრდა. ზოგადად ყველგან და, მათ შორის, აშშ-ში მსოფლიო ომმა გააძლიერა სახელმწიფოს მხრივ ეკონომიკის მართვა და რეგულირება. თუმცა ამერიკაში მალევე მოახდინეს ეკონომიკის ლიბერალიზაცია და სამხედრო პერიოდის მარეგულირებელი ორგანოების ლიკვიდაცია. მიუხედავად ამისა სრული განთავისუფლება ეკონომიკის სახელმწიფოს კონტროლიდან არ მომხდარა. დარჩა კონტროლი ბანკებზე და საერთაშორისო ვაჭრობაში კორპორაციების საქმიანობაზე. ამრიგად, სახელმწიფო რეგულირება აშშ-ს ეკონომიკის ნაწილი გახდა. 1922-1929 წწ-ში აშშ-ის ეკონიმიკა არნახულ აღმავლობას განიცდიდა, რასაც მოსახლეობის ცხოვრების დონის აყვავებაც მოჰყვა. ამიტომ ქვეყნის ცხოვრების ეს პერიოდი „ამერიკის ეკონომიკური აყვავების“ სახელწოდებითაა ცნობილი. ამ აღმავლობის ერთ-ერთი მიზეზი ფუნდამენტური გამოკვლევები, მათ საფუძველზე მიღწეული ახალი ტექნოლოგიები და ტექნიკური სიახლეები გახდა, რამაც შესაძლებელი გახადა ძირითადი

384

კაპიტალის მასობრივი განახლება. ამას თან სდევდა შრომის მეცნიერული ორგანიზაციაც, რამაც ხელი შეუწყო შრომის ნაყოფიერების მკვეთრ ზრდას და საბოლოო ჯამში ეკონომიკურ წინსვლას. მართლაც, 1929 წლისათვის აშშ აწარმოებდა 10%-ით მეტ პროდუქციას, ვიდრე დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და იაპონია ერთად აღებული. „ამერიკული აყვავების“ ეპოქის სიმბოლო ავტომობილი გახდა. ფორდის ქარხნების, „ჯენერალ მოტორსისა“ და „კრაისლერის“ მიერ ავტომობილების გამოშვება 1921 წლის 1,5 მილიონიდან 1929 წლისათვის 4,8 მილიონამდე გაიზარდა, რაც მსოფლიო საავტომობილო პროდუქციის 3/4-ს შეადგენდა. ბუნებრივია, ამან გამოიწვია ლითონის, რეზინის, ბენზინის, პლასტმასისა და ავტომობილთან დაკავშირებული მრეწველობის სხვადასხვა დარგების განვითარებაც. ავტომობილი ამერიკელთა ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ყოველ 1000 მცხოვრებზე თითქმის 200-მდე ავტომობილი მოდიოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ ყოველ 5 ადამიანს ერთი ავტომობილი ჰყავდა, ანუ პრაქტიკულად თითო ოჯახზე ერთი ავტომობილი მოდიოდა. დიდი გაქანება მიიღო სამომხმარებლო კრედიტებმა და განვადებით გაყიდვის სისტემამ, რამაც მოსახლეობის ფართო ფენებს საშუალება მისცა შეეძინათ ავტომობილები, რადიოები, მაცივრები, სარეცხი მანქანები და სხვ. საფრანგეთი. ომით არც ერთი სხვა სახელმწიფო ისე არ დაზარალებულა, როგორც საფრანგეთი. დასავლეთის ფრონტის გამანადგურებელი ბრძოლების უდიდესი წილი მის ტერიტორიაზე მოდიოდა. არადა, საფრანგეთის ომამდელი სამრეწველო პროდუქციის ნახევარზე მეტი სწორედ ამ, ომით განადგურებულ არეალში იქმნებოდა და თავის დროზე ეს ტერიტორია გახლდათ ყველაზე უფრო აყვავებული სასოფლოსამეურნეო რეგიონი. განსაკუთრებით საგანგაშო იყო დემოგრაფიული ზარალი: ომს შეეწირა მილიონნახევარი ფრანგი, ხოლო თითქმის ორი ამდენი — დასახიჩრდა და დაინვალიდდა. შესაბამისად, გასაგები და ბუნებრივია ის დაჟინება და შეუპოვრობა, რითაც საფრანგეთი გერმანიისაგან ყოველივე ამის კომპენსაციას მოითხოვდა. გერმანია. I მსოფლიო ომმა გერმანიაზე ყოველმხრივ უარყოფითი შედეგი იქონია — ის, როგორც მთავარი დამარცხებული ქვეყანა, ყველაზე უფრო გაპარტახდა და გაიძარცვა. უპირველეს ყოვლისა, მან დიდი ტერიტორიული დანაკარგი განიცადა. რაც მთავარია, დაკარგული ტერიტორიების უმეტესობა უმნიშვნელოვანეს სამრეწველო რეგიონებზე მოდიოდა. გერმანიის ეკონომიკურ მდგომარეობას უაღრესად ამძიმებდა უზარმაზარი თანხა, რომელიც მას გამარჯვებული ქვეყნებისათვის უნდა გადაეხადა: 132 მილიარდი მარკა რეპარაცია ოქროთი; გარდა ამისა მას ანტანტის ქვეყნებისათვის უნდა მიენიჭებინა სხვადასხვა სახის საინვესტიციო და სავაჭრო შეღავათები, გაეღო მდ. რაინის მარცხენა სანაპიროზე დარჩენილი საოკუპაციო ჯარების შესანახი ხარჯები. ომმა და მარცხმა გერმანიაში ეკონომიკის ნგრევა და დიდი კრიზისი გამოიწვია. სამრეწველო პროდუქციის წარმოება მკვეთრად დაეცა, რომლის საერთო მაჩვენებელი 1913

385

წლის, ანუ ომის დაწყების წინა პერიოდის 50 %-სღა თუ აღწევდა. წარმოების შემცირებას მასიური უმუშევრობა და შიმშილი მოჰყვა. ანტანტის ქვეყნებთან საზავო მოლაპარაკებებს გერმანიის მთავრობა აღმავალი რევოლუციური გამოსვლების ფონზე აწარმოებდა. ომში დამარცხებისა და ეკონომიკური ნგრევის გარდა რევოლუციას გერმანიაში სხვა სიღრმისეული მიზეზებიც ჰქონდა. კაიზერული, ანუ მეფის გერმანია მრეწველობის თვალსაზრისით განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყანას წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, აქ ძლიერი იყო ფეოდალური გადმონაშთები, რაც, ძირითადად, სოფლის მეურნეობასა და პოლიტიკური მმართველობის ფორმაში გამოიხატებოდა: მსხვილი იუნკრული ფეოდალურ–მემამულური მიწათმფლობელობა და თითქმის აბსოლუტური მონარქია. ომში დამარცხებამ და ეკონომიკურმა გაჭირვებამ მოსახლეობის უდიდესი მასა ქუჩაში გამოიყვანა. სახალხო მოძრაობას ჯარის ნაწილებიც შეუერთდნენ. 1918 წლის 9 ნოემბერს რევოლუცია გამარჯვებით დასრულდა. მონარქია დაემხო, ვილჰელმ II ჰოლანდიაში გაიქცა. რევოლუციას სათავეში გერმანიის სოციალ-დემოკრატები ედგნენ. მათმა ერთერთმა გამოჩენილმა ლიდერმა კარლ ლიბკნეხტმა, რომელმაც საიმპერატორო სასახლის აივნიდან ხალხს მიმართა, გერმანია „თავისუფალ სოციალისტურ ქვეყნად“ გამოაცხადა. საკანონმდებლო ორგანოს — ეროვნული კრების ასარჩევად საყოველთაო არჩევნები გამოცხადდა — არჩევნების უფლება ქალებსაც მიენიჭათ. გერმანიის სოციალ–დემოკრატია რამდენიმე პოლიტიკურ ფრთად დაიყო: მემარჯვენეები, რომლებმაც დროებითი მთავრობა შეადგინეს რევოლუციას დამთავრებულად თვლიდნენ. იმ დროს, როდესაც, რადიკალურად განწყობილი სოციალ-დემოკრატების მემარცხენე ნაწილი, მუშათა მოძრაობის ცნობილი ლიდერების, კარლ ლიბკნეხტისა და როზა ლუქსემბურგის მეთაურობით, რევოლუციის გაღრმავებას და, რუსეთის მაგალითის მსგავსად, პროლეტარული ქვეყნის შექმნაზე ოცნებობდნენ. რევოლუციის მსვლელობაში ეს ფრთა გაემიჯნა გერმანიის სოციალ-დემოკრატიას და ცალკე გერმანიის კომუნისტურ პარტიად გაფორმდა. გერმანიის მუშების გამოსვლები არ ცხრებოდა. განსაკუთრებით ბერლინის მუშები აქტიურობდნენ, რომლებიც, პერიოდულად, გრანდიოზულ დემონსტრაციებს აწყობდნენ. რუსეთში ბოლშევიკური (კომუნისტური) რევოლუციით შეშინებულმა გერმანიის რეაქციული წრეების წარმომადგენლებმა კარლ ლიბკნეხტი და როზა ლუქსემბურგი მოკლეს.

კარლ ლიბკნეხტი 1871-1919

როზა ლუქსემბურგი 1871-1919 386

ფრიდრიხ ებერტი, გერმანიის პირველი პრეზიდენტი 1919-1925

1919 წლის დასაწყისში ეროვნული კრების არჩევნები შედგა. ნახევარზე ოდნავ მეტი სხვადასხვა ბურჟუაზიულმა პარტიებმა, დანარჩენი კი სოციალ–დემოკრატიულმა პარტიებმა მიიღეს. დამფუძნებელი კრების I სხდომა პატარა ქალაქ ვაიმარში გაიმართა. დამფუძნებელმა კრებამ გერმანია რესპუბლიკად გამოაცხადა. ამ ქალაქის სახელის მიხედვით გერმანიის ეს პირველი რესპუბლიკა, რომელმაც 1918-1933 წწ-ში იარსება ისტორიაში ვაიმარის რესპუბლიკის სახელით შევიდა. რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტად მემარჯვენე სოციალ-დემოკრატი კარლ ებერტი გამოცხადდა, რომელიც ქვეყანას დროებითი მთავრობის მეთაურის სახით მანამდეც ხელმძღვანელობდა. ამგვარად გერმანიის ბურჟუაზიულ-დემოკრატიულ რევოლუციას დიდი შედეგი ჰქონდა: გერმანიაში მონარქია დაემხო და რესპუბლიკური წყობილება დამყარდა. იმპერატორთან ერთად გერმანიის სხვადასხვა რეგიონში 22 მეფის, ჰერცოგისა, თუ მთავრის ხელისუფლებაც დაემხო. მოსახლეობამ მიიღო დემოკრატიული თავისუფლებები: შეკრებების, დემონსტრაციების, სხვადასხვა კავშირებში თუ პარტიებში გაერთიანების და სხვ. მოსახლეობამ მიიღო არჩევნებში მონაწილეობის საყოველთაო უფლება, მათ შორის ქალებმაც, მუშებისათვის დამტკიცდა 8 საათიანი სამუშაო დღე, კანონის წინაშე ყველას თანასწორობა. გერმანიის რევოლუციის ეს მიღწევები ეროვნული კრების მიერ მიღებულმა კონსტიტუციამაც განამტკიცა. პრაქტიკულად პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რასაც ახლად არჩეულმა დემოკრატიულმა ხელისუფლებამ ხელი მოაწერა და შემდგომ ეროვნულმა კრებამაც დაადასტურა ვერსალის ხელშეკრულება იყო, რომლის მიხედვითაც, როგორც ვიცით, გერმანიამ ზავის პირობები მიიღო. ვაიმარის რესპუბლიკას მძიმე პერიოდში მოუწია მოღვაწეობა. დანგრეული ეკონომიკა კონტრიბუციის სრულიად ფანტასტიკური თანხის გადახდის შესაძლებლობას არ იძლეოდა. 1923 წ. საფრანგეთის არმიამ, კონტრიბუციის ვერ გადახდის საბაბით, მოახდინა გერმანიის რურის ოლქის ოკუპაცია, რომელიც გერმანიის ნახშირის მოპოვებისა და ფოლადისა და თუჯის გამოდნობის ძირითად რეგიონს წარმოადგენდა. ვაიმარის რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ ვერც სოფლის მეურნეობაში შეძლო პრობლემების გადაჭრა. მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი — 34% კვლავაც ძველი ფეოდალური არისტოკრატიის — იუნკერების ხელში იყო, იმ დროს, როდესაც გლეხობას, რომელიც მოსახლეობის 57 % შეადგენდა, მიწის მხოლოდ 4 % ეჭირა. ეს არ უწყობდა ხელს სოფლად კაპიტალისტური ურთიერთობებისა და მეურნეობების ჩამოყალიბებას.

kontribuciis gadaxdis vadebi da formebi 132 მილიარდი მარკა კონტრიბუციიდან, რომელიც გერმანიას უნდა გადაეხადა გამარჯვებული ქვეყნებისათვის, ავანსის სახით ორი წლის განმავლობაში უნდა დაეფარა 20 მილიარდი. ვინაიდან განადგურებულ გერმანიას, ამის საშუალება არ ჰქონდა. ამ თანხის ანგარიშში გამარჯვებული ქვეყნების სასარგებლოდ გერმანიიდან გატანილ იქნა: 5 ათასი ორთქმავალი, 150 ათასი ვაგონი, 140 ათასი ძროხა, დიდი ოდენობით სასოფლო-სამეურნეო მანქანები. შემდგომი 10 წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ანგარიშში გერმანია საფრანგეთს, იტალიასა და ბელგიას აწვდიდა ქვანახშირს, სამშენებლო მასალებს, სარძევე პირუტყვსა და ქიმიკატებს. 387

ჯონ მეინარდ კეინსი ბრიტანელი ეკონომისტი

რესპუბლიკურმა ხელისუფლებამ შიდა ვალებისა და სხვა ფინანსური პრობლემების გადაჭრის მიზნით, ქაღალდის ფულის მასიური გამოშვება დაიწყო, რამაც არნახული ინფლაცია გამოიწვია. თუ 1922 წელს ერთ დოლარში 191 მარკას იძლეოდნენ, 1923 წლის დასაწყისში — 4300, ხოლო იმავე წლის ნოემბრისათვის 8 მილიარდ მარკას. ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ფული იმ ქაღალდზე იაფი იყო, რომელზედაც იბეჭდებოდა. ხელფასის გაცემა ყოველდღიურად, შემდეგ კი დღეში რამდენჯერმე დაიწყეს, ვინაიდან დილით გაცემული ხელფასით კაცი საღამოს პროდუქტს ვეღარ ყიდულობდა. 1923 წლისათვის გერმანიაში კვალიფიციური მუშის ყოველდღიური ხელფასი 3 ტრილიონ 38 მილიარდს უდრიდა და მას კალათებით ატარებდნენ. იმავდროულად, 1919-1923 წლებში გერმანიამ გადაიხადა სარეპარაციო თანხა 8 მილიარდი მარკა ოქროთი. დაძაბულობა მსოფლიოში და მისი დაძლევის I საერთაშორისო პროგრამები. ომის შემდეგ ხელმოწერილმა „ვერსალის ზავმა“ არათუ მოაწესრიგა ვითარება ევროპაში — როგორც აღმოჩნდა, დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას შეუწყო ხელი. თუმცა, ეს არავის ბოროტი განზრახვა არ ყოფილა: უბრალოდ, პოლიტიკოსებმა ეკონომიკური პერსპექტივები ვერ გათვალეს, მათ შორის ეკონომიკური ნაციონალიზმის აღზევება და ფულად-საკრედიტო თუ სხვა ფინანსური პრობლემები. საქმე ისაა, რომ დამარცხებული გერმანია უპრეცედენტო წნეხის ქვეშ მოექცა: მან კარგახნით დაკარგა ქვანახშირისა თუ სხვა წიაღისეულის საბადოები, 13% მიწებისა და მოსახლეობის 10%, რომ აღარაფერი ვთქვათ ოკეანის გაღმა ტერიტორიებზე. მისი ფლოტი გამარჯვებულებმა დაინაწილეს, ისევე როგორც მექანიკური გადაადგილების უამრავი სხვა საშუალება — ლოკომოტივები, სატვირთო მანქანები და სხვა... ასევე არანორმალური იყო იმ ფულადი კომპენსაციის ოდენობა, რისი გადახდაც მოკავშირეებმა გერმანიას დააკისრეს. ამას რომ ფრიად მძიმე შედეგები ექნებოდა არა მარტო გერმანიისათვის, არამედ მთელი ევროპისათვის, ეს ჯერ კიდევ ჯონ მეინარდ კეინსმა, ბრიტანეთის დელეგაციის ეკონომიკურმა მრჩეველმა იწინასწარმეტყველა, თავის საქვეყნოდ გახმაურებულ წიგნში — „მშვიდობის ეკონომიკური გამოძახილი“, რომელიც თანამდებობიდან გადადგომის შემდგომ მალევე გამოაქვეყნა. სამწუხაროდ, მისი შეგონებები იმ დროს ყურად არავინ იღო. ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაშლამ (ჩეხეთ-სლოვაკეთად, ავსტრიად, უნგრეთად, სერბეთის, ხორვატების და სლოვენების სახელმწიფოდ) და საზღვრების გადასინჯვამ აგრეთვე დიდი ეკონომიკური არევდარევა და პოლიტიკური დაძაბულობა გამოიწვია. მეტნაკლებად ყველა ქვეყანას დარჩა ტერიტორიული პრეტენზიები მეზობლების მიმართ, ხშირი იყო პატარ-პატარა სასაზღვრო კონფლიქტები, საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ტვირთების რკინიგზით გადაზიდვა ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა. მოკლედ, აღზევდა ეკონომიკური ნაციონალიზმი — თავისი უმახინჯესი სახით. მთავარი პრობლემა ის გახლდათ, რომ ამ მცირე ქვეყნებს არც დიდი ქვეყნები ჩამორჩნენ და ერთმანეთის ჯიბრზე, ეკონომიკაში პროტექციონისტულ პოლიტიკას დიდი გასაქანი მიეცა.

388

აშშ-მ, რომელიც ისედაც მაღალი საერთაშორისო სავაჭრო ტარიფებით გამოირჩეოდა, ეს ტარიფები კიდევ უფრო ასწია. მაგრამ ტარიფების ზრდა, სხვა ქვეყნების მხრიდან შესაბამის საპასუხო ზომებს იწვევდა და შედეგად, თუკი მსოფლიო ვაჭრობის მოცულობა I მსოფლიო ომის წინა პერიოდში ორჯერ გაიზარდა, ომის შემდგომ ორი ათეული წელი დასჭირდა იმავე ნიშნულის მიღწევას, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, წრეგადასულმა ეკონომიკურმა ნაციონალიზმმა და პროტექციონალიზმმა პირდაპირ იმის საწინააღმდეგო შედეგები მოიტანა, რასაც პოლიტიკოსები მოელოდნენ: წარმოების მასშტაბებიც შემცირდა და შემოსავლებიც. იგივე მოხდა ფულად-საკრედიტო და ფინანსურ სფეროებშიც, რამაც საერთაშორისო სავაჭრო სისტემის სრული მოშლა გამოიწვია. ამ ყველაფრის სათავე რეპარაციების საკითხი იყო: I მსოფლიო ომში დამარცხებული გერმანელები ფაქტიურად 1919 წლიდან იხდიდნენ ხარკს და მხოლოდ 1921 წელს, რეპარაციის გაერთიანებულმა კომიტეტმა „დააზუსტა“ მისთვის დაკისრებული სრული თანხის ოდენობა — 132 მილიარდი ოქროს მარკა (მაშინდელი 33 მილიარდი დოლარი), ეს თანხა კი ორჯერ აღემატებოდა ქვეყნის ეროვნულ შემოსავალს. საზოგადოდ, საინტერესო ვითარება შეიქმნა — საფრანგეთი, ბრიტანეთი და სხვა გამარჯვებული ქვეყნები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნებდნენ საკუთარ ვალს აშშ-ს, თუკი, თავის მხრივ გერმანია სრულად გადაიხდიდა დაკისრებულ კონტრიბუციას; მაგრამ თავად გერმანია, სწორედ ექსპორტზე იყო დამოკიდებული და ვაიმარის რესპუბლიკის ეკონომიკური სისუსტე, უბრალოდ, საშუალებას არ აძლევდა მას, ყოველწლიური შესატანი თანხისთვის თავი მოეყარა. უკვე 1922 წელს გერმანული მარკა იმდენად გაუფასურდა, რომ გერმანია ფიზიკურად ვეღარ იხდიდა დაკისრებულ თანხას. ლონდონის კონფერენციაზე მიღებულ იქნა სიტუაციიდან გამოსვლის გეგმა, რომელიც ჩიკაგოს ერთ-ერთი ბანკის დირექტორის, გენერალ ჩარლზ დაუესის თავმჯდომარეობით საერთაშორისო ექსპერტების კომიტეტმა შეიმუშავა. მას შემდგომში „დაუესის გეგმა“ ეწოდა. იმის მიხედვით აშშ და ნაწილობრივ ინგლისიც გერმანიას აძლევდა სესხს ეკონომიკის აღსადგენად, ამ სესხით მიღებული შემოსავლები წავიდოდა ინგლისისა და საფრანგეთის რეპარაციების დაფარავაზე, ხოლო თავის მხრივ ინგლისი და საფრანგეთი მიღებული შემოსავლებით აშშ-ს დაუბრუნებდნენ I მსოფლიო ომის მსვლელობაში აღებულ სამხედრო ვალებს. გეგმის თანახმად გერმანიას შეუმცირდა ყოველწლიური სარეპარაციო გადასახადი, მან მიიღო შეერთებული შტატებისა და ინგლისისგან 21 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხი, აქედან აშშ-ზე 14 მილიარდი მოდიოდა. ამის შედეგად დაიწყო გერმანიის ეკონომიკის სტაბილიზაცია. მანამდე გერმანიაში ორი საემისიო ბანკი ფუნქციონირებდა, ისინი გააერთიანეს ერთ რაიხსბანკში — სახელმწიფო ბანკი. გამოიცა ახალი ბანკნოტები, რომლებიც 40 %-ით იყვნენ ოქროთი უზრუნველყოფილნი და იცვლებოდნენ ოქროზე. რაიხსბანკი უშუალოდ სარეპარაციო კრედიტორების დაქვემდებარებაში გადავიდა. ამგვარად გერმანიას საშუალება მიეცა 1924 წელს ოქროს სტანდარტს დაბრუნებოდა და რეპარაციების გადახდაც განეახლებინა. სესხად შემოსული თანხები გერმანულ ბიზნეს-კორპორაციების აღჭურვა-

389

ლონდონის კონფერენცია 1924 წლის 18 ივლისიდან 16 აგვისტომდე მიმდინარეობდა.

ემისია — ფასიანი ქაღალდების, ქაღალდის ფულის გამოშვება.

ჩარლ დაუესი 1865-1951

გაძლიერებას და ქვეყნის ინდუსტრიის ტექნიკურ გადაიარაღებას ხმარდებოდა. ჯერ კიდევ 1923 წ. გეგმის დამტკიცებამდე ამერიკისაგან მიღებულმა სესხებმა საშუალება მისცა ქვეყანას ფულის რეფორმა გაეტარებინა. 1 მილიარდი ძველი მარკა 1 ახალ მარკას შეეფარდა, რომელიც უზრუნველყოფილი იყო ოქროთი. მარკა სტაბილური გახდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ზომები დაგვიანებული აღმოჩნდა და გაპარტახებულ და დამცირებულ გერმანიაში ნაციონალისტები და კომუნისტები ჩაებნენ ხელისუფლებისათვის ბრძოლაში. რუსეთის რევოლუციის გერმანიაში გავრცელებით შეშინებულმა საფრანგეთმა და სხვა მეზობელმა ქვეყანებმა, ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ამჯობინა გერმანული რურის მაღაროები და საწარმოები კვლავაც გერმანიის მფლობელობაში დაებრუნებინა. სესხების მეშვეობით მოხდა მრეწველობაში ახალი მეთოდების დანერგვა, წარმოების გამსხვილება და მონოპოლიზაცია, აღდგენა მოხდა მსხვილი გაკოტრებული გიგანტების, მაგ.: სტისენის კონცერნი „ფოლადის ტრესტის“ სახით აღდგა. ელექტრომრეწველობაში გაბატონდნენ „სიმენსი“ და „ელექტროობის საყოველთაო საზოგადოება“. 1930 წლიდან დაუესის გეგმა მორგანის ელექტროტექნიკური ტრესტის პრეზიდენტის ოუენ იუნგის მიერ დამუშავებული ახალი რეპარაციული გეგმით შეიცვალა, რომელსაც „იუნგის გეგმა“ ეწოდა. ის ჰააგის კონფერენციამ დაამტკიცა. ეს გეგმა გერმანიისათვის რეპარაციების გადახდის ბევრად უფრო დამზოგავ რეჟიმს გულისხმობდა. რაც რეპარაციების გადახდის წლიური მოცულობის მნიშვნელოვნად შემცირებასა და გერმანიის ეკონომიკაზე კონტროლის გაუქმებას ითვალისწინებდა. ეს ზომები გერმანიაში რევანშისტული განწყობილებების საშიშმა ზრდამ და ამ ნიადაგზე როგორც მემარცხენე ექსტრემიზმის (კომუნიზმი), ისე განსაკუთრებით მემარჯვენე ექსტრემიზმის (ფაშიზმის) გააქტიურებამ განაპირობა, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო— იუნგის გეგმამ გერმანიაში ვერც ეკონომიკური ვარდნა შეაჩერა და ვერც ფაშიზმის მოსვლას შეუშალა ხელი.

ოუენ იუნგი 1874-1962

ეკონომიკის მკვეთრი ვარდნა 1929-1933 წლებში ევროპისაგან განსხვავებით, შეერთებული შტატები I მსოფლიო ომის შემდეგ არნახულად გაძლიერდა როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისითაც და ვაჭრობის მაქსიმალურად ხელსაყრელ ბალანსს მიაღწია. გასაღების უზარმაზარი ბაზრის, მოსახლეობის ზრდის და სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების ფონზე ისე ჩანდა, რომ ამ ქვეყანამ მუდმივ კეთილდღეობას მიაგნო. ამერიკაში ეკონომიკური კრიზისი ყველასათვის მოულოდნელად 1929 წ-ის 24 ოქტომბერს დაიწყო და მალევე მთელი მსოფლიო ჩაითრია, რაც მნიშვნელოვანწილად კრიზისის შედეგად ევროპიდან ამერიკული ინვესტიციების გადინებამ გამოწვია. მთელი 1930 წლის განმავლობაში, ევროპიდან ამერიკული კაპიტალის ამოღება მუდმივად გრძელდებოდა, რამაც უმძიმესი დაღი დაამჩნია მთელ ფინანსურ სისტემას. 1931 წლის I მეოთხედში, მთლიანი საგარეო ვაჭრობის მოცულობა 2/3-ით შემცირდა 1929 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. საგარეო ვაჭრობის ნიხრი კატასტროფულად დაეცა, რამაც მსგავსი ვარდნა გამოიწვია წარმოებაში დასაქმებისა და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების მხრივაც. ყოველივე ამან მსოფლიო მასშტაბით ეკონომიკური პოლიტიკის გადასინჯვის საჭიროება წარმოშვა: ბევრმა არაევროპულმა ეკონომიკურად უფრო ნაკლებად

390

განვითარებულმა თუ განუვითარებელმა ქვეყანამ, რომელმაც პირველადი მოხმარების საქონელზე ფასების კლების გამო მძიმე დარტყმა განიცადა, მაგ. ლათინური ამერიკის ქვეყნებმა (არგენტინა, ავსტრალია, ჩილე), იმპორტის ჩამნაცვლებელი წარმოების განვითარება დაიწყეს. იმავდროულად მათ უარი თქვეს ოქროს სტანდარტზე, ოქროთი ვალდებულებების განაღდებაზე, და ამით კვლავ ეკონომიკური ნაციონალიზმის მერკანტილისტურ პრინციპებზე აიღეს გეზი. კარგი დღე არც ისეთ ქვეყნებს ადგათ, რომლებიც ძირითადად საერთაშორისო ვაჭრობაზე იყვნენ დამოკიდებულნი. ამ ქვეყნებმა ადრევე სხვადასხვა უცხოურ ვალუტას — დოლარს, ფუნტ სტერლინგსა თუ ფრანკს მიაბეს საკუთარი სავალუტო პოლიტიკა და ახლა მათი კურსის ვარდნისა და კურსებს შორის განსხვავებების გამო მნიშვნელოვნად დაზარალდნენ. იგივე მიზეზების გამო საფინანსო თუ საერთაშორისო ვაჭრობის სფეროებშიც დამატებითი სირთულეები გაჩნდა. საერთაშორისო თანამშრომლობისა და კონსულტაციების გზით ეკონომიკური კრიზისის დაძლევის მცდელობა მსოფლიო საფინანსო კონფერენციის მოწვევა გახლდათ 1933 წელს. მასში აშშს მონაწილეობა, საყოველთაო აზრით, აუცილებელი იყო, მაგრამ აშშ-ს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა რუზველტმა, რომელმაც სწორედ გაგანია კრიზისის დროს ჩაიბარა ქვეყნის მართვის სადავეები, რვადღიანი საბანკო არდადეგები გამოაცხადა, რათა თავად საბანკო სისტემას მისცემოდა რეორგანიზაციის საშუალება; ხოლო მისი პრეზიდენტობის პირველი 100 დღე შიდა ეკონომიკის აღორძინებისათვის აუცილებელ ზომებს დაუთმო. რუზველტის პირველი ნაბიჯი სწორედ ამერიკის მიერ ოქროს სტანდარტზე უარის თქმა იყო და ზემოხსენებული კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტსაც წერილი გაუგზავნა — ჩემი მთავარი მიზანი საკუთარი ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებაა და ვერავითარ საერთაშორისო ღონისძიებებში ვერ დავიდებ წილს, თუკი ამით ჩემი მიზანი ოდნავ მაინც დაზარალდებაო. ასე რომ კონფერენციის მოწვევამ აზრი დაკარგა. მდგომარეობის გამოსწორების მცდელობები. 1933 წლის მარტში, როდესაც ამერიკის 33-ე პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზველტი გახდა, ქვეყანა ისეთ კრიზისში იმყოფებოდა, რომლის მსგავსიც, სამოქალაქო ომის შემდეგ, ამერიკელებს არ განუცდიათ. სამრეწველო სამუშაო ძალის თითქმის ნახევარი — 15 000 000 ადამიანი — დაუსაქმებელი დარჩა, რამაც პრაქტიკულად ჩაკლა ინდუსტრია, ხოლო საბანკო სისტემა სრული კრახის პირას მიიყვანა. კრიზისი მხოლოდ ეკონომიკური ხასიათისა არ ყოფილა: უმუშევრად დარჩენილმა, I მსოფლიო ომის მონაწილე 15 000 კაცმა საპროტესტო მარში მოაწყო ვაშინგტონში, რისი აღკვეთაც მხოლოდ გენერალ დაგლას მაკართურის რეგულარული ჯარის ნაწილების ჩარევით მოხერხდა. სოფლად ხშირად ვალებში

ფრანკლინ დელანო რუზველტი აშშ პრეზიდენტი 1933-1945

1932 წლის 17 ივნისის I მსოფლიო ომის 20 000 ვეტერანისა და მათი ოჯახის წევრების საპროტესტო „ბონუსების მარში“ ვაშინგტონში. ისინი პრეზიდენტ ჰუვერის ადმინისტრაციისგან მოითხოვდნენ პენსიების (ბონუსების) ვადამდე გადახდას. დემონსტრაცია არმიამ დაშალა.

გენერალი დუგლას მაკართური 1880-1964 391

ჩაფლული ფერმერები საკუთარ ხელში იღებდნენ „კანონიერების აღსრულების“ საქმეს და ქალაქების ქუჩებშიც ძალადობა ჩვეულ ამბად იქცა. ჯერ კიდევ პრეზიდენტად არჩევამდე ერთ-ერთ თავის წინასაარჩევნო გამოსვლაში რუზველტმა სრულიად ამერიკას ე. წ. „ახალი კურსის“ პოლიტიკა შესთავაზა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკისა და საბანკო სექტორის რეგულირებისათვის სახელმწიფოს უფრო გაძლიერებულ კონტროლსა და ჩარევას ისახავდა მიზნად. არნახულმა სირთულეებმა აიძულა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მიეღო არაორდინალური ზომები. მართლაც, რუზველტის პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში, ამერიკის კონგრესმა იმდენი საკანონმდებლო სიახლე დანერგა, რამდენიც მანამდე არც ერთ სხვა ადმინისტრაციას არ გაუკეთებია. ყოველივე ეს მიმართული იყო ეკონომიკური გაჯანსაღებისა და ძირეული სოციალური რეფორმების გატარებისაკენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, საბანკო და ფულად-საკრედიტო სისტემა, ფასიანი ქაღალდების ბაზარი, შრომითი კანონმდებლობა, სოციალური დაცვა, ჯანდაცვა, ბინათმშენებლობა, ტრანსპორტი, კომუნიკაციები, ბუნებრივი რესურსები — ანუ ფაქტობრივად ამერიკის ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტი. საგანგებო საბანკო კანონმა პრეზიდენტს საფინანსოსაბანკო სისტემაში ჩარევის უფლებამოსილება მიანიჭა. უმსხვილესმა ბანკებმა სახელმწიფოსაგან დიდი სუბსიდიები მიიღეს. იმავდროულად წვრილი ბანკების შერწყმა-გამსხვილება მოხდა. ახალ კურსში დიდი ადგილი სახელმწიფოს მხრიდან მრეწველობის რეგულირებასაც დაეთმო. ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით ნაციონალური ადმინისტრაციის შექმნა გამოცხადდა. პარალელურად სოფლის მეურნეობის რეგულირების საგანგებო ადმინისტრაციაც შეიქმნა. მან ფერმერებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების შემცირება შესთავაზა. ფერმერები რომ არ დაზარალებულიყვნენ, მათ სახელმწიფომ საგანგებო სუბსიდიები გამოუყო. ახალი ეკონომიკური პოლიტიკა კეინსიანური რევოლუციის სახელითაც გახდა ცნობილი. ინგლისი. XX ს-ის 30-იანი წლები ინგლისის ეკონომიკური განვითარებისათვის დიდად სახარბიელოდ ვერ წარიმართა. 1933 წლის ბოლოს ეკონომიკამ კრიზისიდან გამოსვლა დაიწყო და მალე კრიზისამდელ დონესაც მიაღწია, მაგრამ ზოგადად ის მაინც 20-იან- 30-იან წლებში, ანუ ომის შემდგომ პერიოდში დეპრესიითა და განვითარების დაბალი ტემპით გამოირჩეოდა, პერიოდული ფრიად ხანმოკლე გამოცოცხლებებით. დამახასიათებელი იყო აგრეთვე, კაპიტალის მიბრუნება საშინაო ბაზრისაკენ, მაგ: თუ უცხოური ინვესტიციები ინგლისში გაიზარდა 41 მლნ-დან 61 მლნ გირვანქა სტერლინგამდე, საშინაო კაპიტალდაბანდებები იმავე წლებში 89 მლნ-დან 217 მლნ. სტერლინგამდე გაიზარდა. ფაშიზმის გამარჯვება გერმანიაში — XX ს-ის 20- იანი წლების მეორე ნახევარში გერმანიაში ფაშიზმის საფრთხე ძალზე გაიზარდა. ადოლფ ჰიტლერის ფაშისტური პარტია, რომელსაც გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა

392

პარტია ეწოდებოდა, ხელისუფლებისთვის იბრძოდა, ეს პარტია ხალხს ვერსალის ხელშეკრულების გაუქმებას, I მსოფლიო ომში დაკარგული ტერიტორიების უკან დაბრუნებას და „გერმანული რასისთვის სასიცოცხლო სივრცის“ შექმნისთვის ახალი ტერიტორიების დაპყრობას ჰპირდებოდა. ნაცისტური პარტია დიდი დემაგოგიით გამოირჩეოდა. უმუშევრებს სამუშაოს, მუშებს — ხელფასის მომატებას, წვრილ მეწარმეებს — გადასახადების შემცირებას აღუთქვამდა. 1933 წ. ადოლფ ჰიტლერი ხელისუფლებაში ლეგალური გზით მოვიდა და მოკლე ხანში ქვეყანაში ფაშისტური დიქტატურა დაამყარა. ნაცისტური გერმანია ერთადერთი აღმოჩნდა დასავლურ სამყაროში, რომელმაც წარმატებით მოახერხა დეპრესიის დაძლევა. ამის ძირითადი მიზეზი ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა იყო, რომელიც თანდათანობით სამხედრო გადაიარაღების პროგრამად გადაიქცა. სწორედ ამ პერიოდში, გერმანია თანამედროვე ტიპის ჩქაროსნული მაგისტრალების, ე.წ. ავტობანების ფართო ქსელმა დაფარა; უმოკლეს დროში ქვეყანამ ააღორძინა და გააფართოვა მრეწველობის თითქმის ყველა უმნიშვნელოვანესი დარგი და უკვე II მსოფლიო ომის დამდეგისათვის მნიშვნელოვან უპირატესობას მიაღწია პოტენციურ მტრებთან შედარებით. ამ „ეკონომიკური სასწაულის“ სათავე ძლიერი ხელის პოლიტიკაში იყო საძიებელი: ყველა და ყველაფერი პარტიულ სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარებოდა. რუსეთისაგან განსხვავებით, ნაცისტებმა არ განახორციელეს ეკონომიკის სრულმასშტაბიანი ნაციონალიზაცია, თუმცა, ებრალთა საწარმოები, კონფისკაციის შემდეგ, სწორედ პარტიული ბოსების ხელში აღმოჩნდა. ნაცისტებმა უმთავრეს მიზნად დაისახეს ომის წინ გერმანული ეკონომიკა მაქსიმალურად თვითმკმარი გაეხადათ; მთელი ინსტიტუტები შეიქმნა არა მარტო სამომხმარებლო საქონლის, არამედ სამხედრო დანიშნულების პროდუქციის იმ სინთეტური მასალებისაგან შესაქმნელად, რომელთა ნედლეულიც, უშუალოდ, გერმანიის ტერიტორიაზე მოიპოვებოდა და წარმოების სრული ციკლიც მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიაზე გახორციელდებოდა. ფაშისტების მოსვლამ გერმანიის დემოკრატიულ განვითარებას მძიმე ლახვარი ჩასცა. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჰიტლერმა რაიხსტაგის ახალი არჩევნები დანიშნა და თავისი წარმომადგენლობა რაიხსტაგში კიდევ უფრო გაზარდა. მალე კომუნისტური პარტია კანონგარეშედ გამოცხადდა. კომუნისტების შემდეგ სოციალ-დემოკრატების ჯერი დადგა. ფაშისტურმა ხელისუფლებამ გერმანიის ყველა ბურჟუაზიული პარტია აიძულა თვითლიკვიდაცია გამოეცხადებინათ. ფაშისტებმა გაანადგურეს პროფკავშირები და მათ ნაცვლად გერმანიის მუშათა ფრონტი შექმნეს. 100 დღეში ფაშისტებმა გააუქმეს ყველა ის კანონი, რომელიც ადამიანების თავისუფლებებს იცავდა. ათი ათასი მემარცხენე და პროფკავშირების მოძრაობის მონაწილე საკონცენტრაციო ბანაკებში მოათავსეს. მრავალი მათგანი სიკვდილით დასაჯეს. ფაშისტები ხელისუფლებაში

ადოლფ ჰიტლერი 1889-1945

germaniis nacional-socialisturi muSaTa partia ეს პარტია 1919 წლის იანვარში შეიქმნა და თავდაპირველად გერმანიის მუშათა პარტია ეწოდებოდა. 1920 წელს ჰიტლერის წინადადებით საგანგებო სხდომაზე პარტიის სახელწოდებას წინ ნაციონალსოციალისტური დაემატა. ამავე სხდომაზე ჰიტლერმა საპროგრამო „25 პუნქტი“ წაიკითხა, რომელიც პარტიის პროგრამად იქცა. ნაციონალ-სოციალისტურმა გერმანიის მუშათა პარტიამ 1945 წლამდე, ფაშისტური გერმანიის II მსოფლიო ომში დამარცხებამდე იარსება. 393

მოსვლის შემდეგ ახალი ომის მომზადებას შეუდგნენ. მათ უმთავრეს სამიზნეს საბჭოთა კავშირი წარმოადგენდა. ამის გარდა ისინი ემზადებოდნენ, რომ გერმანიის ტერიტორია, როგორც აღმოსავლეთით ისე დასავლეთით გაეფართოვებინათ. 1933 წლის შემოდგომაზე გერმანია ერთა ლიგიდან გამოვიდა, ხოლო დეკემბერში უარი განაცხადა ვერსალის ხელშეკრულების იმ მუხლებზე, რომელიც მას არმიის რიცხოვნობას და შეიარაღებას უზღუდავდა. გგერმანიამ გამალებული შეიარაღება და ომისათვის მზადება დაიწყო.

პაულ ფონ ჰინდენბურგი 1847-1934 გერმანიის პრეზიდენტი 1925-1934

გენერალი ფრანსისკო ფრანკო ესპანეთის დიქტატორი 1936-1975

ფიურერი გერმანულად — წინამძღოლს, ბელადს ნიშნავს.

ფაშიზმის გამარჯვება ესპანეთში — 1930-31 წლებში ესპანეთში მორიგი ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუცია მოხდა. მონარქია დაემხო და ესპანეთი რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკურმა მთავრობამ დაიწყო დემოკრატიული რეფორმების გატარება, მაგრამ რევოლუციის ძირითადი — აგრარული საკითხი მაინც გადაუწყვეტელი დარჩა. 1935 წლის არჩევნებში ესპანეთში სახალხო ფრონტმა გაიმარჯვა, რომელიც მემარცხენე პარტიებს, მათ შორის სოციალისტებსა და კომუნისტებს აერთიანებდა. არჩევნების შედეგად შექმნილმა ახალმა მთავრობამ მთელი რიგი რეფორმები გაატარა, რის შედეგადაც მუშათა ხელფასები და სოციალური დაცვა გაიზარდა და სოფელში მცირემიწიან გლეხებს შორის მიწების განაწილება დაიწყო, რომელიც მსხვილ მიწათმფლობელებს ჩამოერთვა. ესპანეთში მცხოვრებ ცალკეულ ხალხებს ავტონომიების შექმნის უფლება მიენიჭათ. მთავრობის ამ რეფორმების საწინააღმდეგოდ კონტრრევოლუციური სამხედრო აჯანყება დაიწყო, რომელსაც სათავეში გენერალი ფრანსისკო ფრანკო ჩაუდგა, რასაც ესპანეთში სამოქალაქო ომი მოჰყვა. მეამბოხეებს სამხედრო ძალით ფაშისტური იტალია და გერმანია დაეხმარნენ. დასავლეთის ქვეყნები — ინგლისი, საფრანგეთი, აშშ კი ჩაურევლობის პოლიტიკას დაადგნენ, რაც ფაქტობრივად ესპანეთში ფაშიზმის გამარჯვებას უწყობდა ხელს. საბჭოთა კავშირის ინიციატივით მოხალისეებისგან ინტერნაციონალური ბრიგადები შეიქმნა, რომლებიც რესპუბლიკელების მხარეზე მოქმედებდნენ. იტალიის და გერმანიის დიდი დახმარების წყალობით, რომელიც შეიარაღების და უშუალოდ სამხედრო ქვედანაყოფების გაგზავadolf hitleri

1889 წელს ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში დაიბადა. 1913 წელს ის ავსტრია-უნგრეთიდან საცხოვრებლად გერმანიის იმპერიაში, მიუნხენში გადავიდა. როგორც მოხალისემ მონაწილეობა მიიღო I მსოფლიო ომში, რომელიც ეფრეიტორის ჩინით დაასრულა. ჰიტლერმა პოლიტიკური მოღვაწეობა 1919 წელს დაიწყო. 1920 წელს ის გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის ლიდერი გახდა. 1923 წელს მიუნხენში მონაწილეობა მიიღო ე.წ. „ლუდის პუტჩში“, როდესაც ფაშისტები მიუნხენში ძალაუფლების ხელში აღებას შეეცადნენ. პუტჩის დამარცხების შემდეგ ჰიტლერს სასამართლომ 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა 9 თვის პატიმრობის შემდეგ იგი გაანთავისუფლეს. ციხეში მან დაწერა „ჩემი ბრძოლა“, რომელიც გერმანელი ფაშისტების თავისებურ ბიბლიად იქცა. 1932 წელს ჰიტლერმა გერმანიის რაიხსპრეზიდენტის პოსტზე თავისი კანდიდატურა წარადგინა. არჩევნებში პაულ ფონ ჰინდერბურგმა გაიმარჯვა, ხოლო ჰიტლერმა ხმების რაოდენობით მეორე ადგილი დაიკავა. 1933 წლის 30 იანვარს ჰინდერბურგმა ჰიტლერი რაიხსკანცლერად, მთავრობის მეთაურად დანიშნა. 1934 წლის 2 აგვისტოს პრეზიდენტ ჰინდერბურგის გარდაცვალების შემდეგ ჰიტლერმა პრეზიდენტის — პოსტი გააუქმა და თავისი თავი გერმანიის ფიურერად — წინამძღოლად, ბელადად და რაიხსკანცლერად გამოაცხადა, რაც გერმანიაში გამართულმა პლებისციტმა დაადასტურა. ამის შემდეგ გერმანიაში მთელი ძალაუფლება ჰიტლერის ხელში გადავიდა. ჰიტლერი გერმანიის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალიც გახდა. ასე, რომ გერმანიის არმიის ჯარისკაცები და ოფიცრები ფიცს პირადად მის წინაშე დებდნენ. 394

ნაში გამოიხატებოდა, უპირატესობა თანდათანობით მეამბოხეთა ხელში გადავიდა. რევოლუციონერთა გმირული ბრძოლის მიუხედავად 1938 წლის ბოლოს გამარჯვების სასწორი საბოლოოდ კონტრრევოლუციის მხარეს გადაიხარა. ფაშისტებმა 1939 წლის დასაწყისში ესპანეთის უმნიშვნელოვანესი ქალაქები, მათ შორის დედაქალაქი — მადრიდი დაიკავეს. ესპანეთში რესპუბლიკა დაეცა და ფრანკოს მრავალწლიანი ფაშისტური დიქტატურა დამყარდა. ტოტალიტარიზმი პორტუგალიაში. 30-იანი წლების დასაწყისში მემარჯვენე ტიპის ტოტალიტარული მმართველობის მქონე ქვეყნების რიცხვს პორტუგალიაც შეუერთდა, სადაც 1932 წ-დან, ანტონიუ დი სალაზარიმ მრავალწლიანი დიქტატურა დაამყარდა.

ტოტალიტარიზმი იაპონიაში. XX საუკუნის დასაწყისის, აზიის ყველაზე ძლიერმა სახელმწიფომ, იაპონიამ, ავტორიტარიზმის დამყარების თავისებური გზა გაიარა. იაპონიაში, იმპერატორი ხელშეუხებლად ითვლებოდა. ამიტომ, ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ბრძოლა მასზე ზეგავლენის გაძლიერების მიზნით მიდიოდა. იაპონიაში, ტოტალიტარული მემარჯვენე-ნაციონალისტური განწყობილებები, განსაკუთრებით არმიაში იყო გამმოკვეთილი. აქ, XX საუკუნის 20-30-იან წლებში შეიქმნა ახალგაზრდა ოფიცერთა დიდი დაჯგუფება, რომელიც პარლამენტარიზმს ებრძოდა და ქვეყნის მთელი სახსრების სამხედრო მიზნით გამოყენებას მოითხოვდა. ახალგაზრდა ოფიცერთა, პირველი წარმატება ქვეყნის სათავეში გენერალი ტანაკა ჯიიჩის მთავრობის მოსვლას (1927 წ.) უკავშირდება. ტანაკამ იმპერატორს, საგანგებო მემორანდუმი წარუდგინა, რომელიც ფაქტობრივად მომავალი დაპყრობების გეგმა იყო. ამ მემორანდუმის მიხედვით, იმისათვის, რომ იაპონიას მსოფლიოზე ებატონა, თავდაპირველად ჩინეთისათვის შიდა მონღოლეთი და მანჯურია უნდა წაერთმია, შემდეგ კი მთელ ჩინეთსაც დაპატრონებოდა. ამას უნდა მოყოლოდა ინდოეთის, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა სახელმწიფოების დაპყრობა. იმის მიუხედავად, რომ ტანაკას ძალზე აგრესიული გეგმები ჰქონდა, ახალგაზრდა ოფიცრებს, მისი საგარეო პოლიტიკა ვითომდა „გაუბედაობისა და სიფრთხილის გამო“ არ მოსწონდათ. ამიტომ, მისგან უფრო შემტევ საგარეო პოლიტიკას მოითხოვდნენ. 1932-1933 წლებში, ახალგაზრდა ოფიცრებმა, რამდენიმე ამბოხი მოაწყვეს, და თვით ქვეყნის პრემიერ მინისტრიც კი მოკლეს. მართალია, ეს გამოსვლები მარცხით დასრულდა, მაგრამ მათ თავის მიზანს მაინც მიაღწიეს: აიძულეს იაპონიის სახელისუფლებო წრეები, ფაქტობრივად უარი ეთქვათ პარლამენტარიზმზე და ზეპარტიული მთავრობა შეექმნათ, რომელიც, პოლიტკურად, იდეოლოგიურად და ეკონომიკურად, იაპონიას მომავალი მსოფლიო ომისთვის მოამზადებდა. ამასობაში იაპონიამ ჩინეთს მანჯურია წაართვა (1931 წ.) და იქ მარიონეტული მანჯოუგოს სახელმწიფო შექმნა, რომელსაც სათავეში ჩინეთის უკანასკნელი იმპერატორი ჩაუყენა. ამის შემდეგ, იაპონია განაგრძობდა მცოცავ აგრესიას ჩინეთის წინააღმდეგ. რომელიც საბოლოოდ (1937 წ.) იაპონია ჩინეთის ომში გადაიზარდა.

395

ანტონიუ დი სალაზარი 1889-1970 პორტუგალიის დიქტატორი 1932-1968

ტანაკა ჯიიჩი 1864-1929

ტოტალიტარიზმი

აისინ ჯიორო პუ ი 1906-1967 ჩინეთის იმპერატორი, 1908-1912 მანჯოუგოს მარიონეტილი სახელმწიფოს მეთაური, 1934-1945

სუნ იატ-სენი 1866-1925

ჩინეთში.

იაპონიის ჩინეთის დაპყრობისაკენ მისწრაფებას, ჩინეთის პოლიტიკურეკონომიკური სისუსტე განაპირობებდა. ჩინეთის რევოლუციის დასრულების შემდეგ, ეს სახელმწიფო ფაქტობრივად ცალკეულ რეგიონებად დაიშალა, სადაც, სამხედროები ბატონობდნენ. ჩინეთზე დიდი გავლენა მოახდინა რუსეთის ოქტომბრის რევოლუციამ. ჩინელი რევოლუციონერი სუნ იატ-სენი (18661925) რუს ბოლშევიკებს დაუახლოვდა და საბჭოთა რუსეთის მიმართ დიდი სიმპატიები გამოხატა. ჩინეთში კომუნისტური პარტიაც შეიქმნა. მალე ჩინეთში ახალი რევოლუცია დაიწყო თავდაპირველად გომინდანი და (1924 წ.). სადაც, კომუნისტური პარტია ერთიანი ფრონტით გამოდიოდნენ, მაგრამ შემდგომში გომინდანის პარტიის მეთაურმა ჩან კაიშიმ, გადატრიალება მოახდინა და კომუნისტების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. ამას ჩინეთში სამოქალაქო ომი მოჰყვა. რომელიც, მცირე შუალედებით, 1949 წლამდე გრძელდებოდა. ამრიგად, ეკონომიკურმა კრიზისმა ხელი შეუწყო მსოფლიოში ფაშისტურ–კომუნისტური რეჟიმების წარმოქმნა– განმტკიცებას, ასეთმა ხელისუფლებებმა კი მსოფლიო ახალ მსოფლიო ომამდე მიიყვანა.

ჩინელი რევოლუციონერი, ერთ-ერთი ყველაზე უფრო აღიარებული პოლიტიკური მოღვაწე ჩინეთში. გომინდანის - „ჩინეთის ნაციონალური სახალხო პარტიის“ - ჩინეთის რესპუბლიკის კონსერვატიული პოლიტიკური პარტიის დამაარსებელი. 1940 წელს სუნ იატსენს ჩინეთში, სიკვდილის შემდეგ „ერის მამის“ ტიტული მიანიჭეს.

396

ჩან კაი ში 1887-1975

თომას ვუდრო ვილსონის “თოთხმეტი პუნქტი” 1918 წლის 8 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თომას ვუდრო ვილსონმა (1856–1924) გაუგზავნა მიმართვა კონგრესს, რომელიც ცნობილია „14 პუნქტის სახელით“. ამ მიმართვაში ვილსონმა ჩამოაყალიბა ე.წ. „მშვიდობის პროგრამა“ . მისი ქვესათაურია „ომის მიზნები და მშვიდობის პირობები“. მშვიდობის ვილსონისეული პროგრამა მოიცავდა პრობლემების ფართო სპექტრს: უსაფრთხო მსოფლიო, ღია დიპლომატიაზე გადასვლა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მე–14 პუნქტი, სადაც საუბარია ერთა ლიგის ჩამოყალიბებაზე. საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის პოლიტიკურ წრეებში ვილსონის პროგრამა განიხილებოდა, როგორც უტოპია, რომლის მიზანი იყო ვაშინგტონის ნამდვილი მიზნის – დაეკავებინა გლობალური ლიდერის პოზიცია პირველი მსიფლიო ომის შემდეგ – შენიღბვა.

კონგრესის ჯენტლმენებო! ...ჩვენ ჩავერთეთ ამ ომში [საუბარია პირველ მსოფლიო ომზე–რედ.] ვინაიდან უფლებების დარღვევას ჰქონდა ადგილი, და თუ ჩვენ არ მოვაცილებთ და არ დავიცავთ სამყაროს ამ დარღვევების განმეორების საშიშროებისაგან, ის მალე ჩვენც შეგვეხება და გახდის ჩვენი ხალხის ცხოვრებას შეუძლებელს. მაშასადამე, ის, რისთვისაც ჩვენ ვიბვრძით ამ ომში, არ არის ჩვენთვის უჩვეულო. ჩვენ უნდა გავხადოთ მსოფლიო უსაფრთხო, იმისათვის რომ ვიცხოვროთ იქ, და განსაკუთრებით უსაფრთხო ყველა მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოებისათვის, რომლებსაც ჩვენსავით, თავისი ცხოვრებით უნდათ ცხოვრება, დაარსონ თავისი პოლიტიკური ინსტიტუტები, ჰქონდეთ სამართლიანი და პატიოსანი დამოკიდებულობის გარანტიები მსოფლიოს სხვა ერების მხრიდან. სინამდვილეში მსოფლიოს ყველა ერი პარტნიორია ამ მიზნების განხორციელებაში, და ჩვენი მხრიდან მშვენივრად გვესმის, რომ თუ კი ჩვენ არ ვიქნებით სამართლიანები სხვასთან მიმართებაში, არ უნდა ველოდოთ სამართლიან დამოკიდებულებას სხვისგან. მაშასადამე, მთელი მსოფლიოს მშვიდომის პროგრამა, ჩვენი პროგრამაც არის, და ეს პროგრამა, ჩვენი აზრით, ერთადერთი შესაძლებელი პროგრამა მდგომარეობს შემდეგში: I. სამშვიდობო ხელშეკრულების დადება სრული გამჭვირვალეობის გარემოში უნდა ხდებოდეს, და ამის შემდეგ ნებისმიერი ხასიათის კერძო საერთაშორისო მოლაპარაკებები დაუშვებელია, ხოლო დიპლომატია ყოველთვის უნდა იყოს გულახდილი და ღია საზოგადოებისთვის. II. მშვიდობის და ომის დროს ზღვაოსნობის სრული თავისუფლება ტერიტორიული წყლების ფარგლებს გარეთ ღია ზღვაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ღია ზღვა მთლიანად ან ნაწილობრივი იკეტება საერთაშორისო აქტით საერთაშორისო შეთანხმებების შესრულების მიზნით. III. შესაძლებლობის ფარგლებში ეკონომიკური ბარიერების მოშორება და ყველა, მშვიდობის დასაცავად გაერთიანებულ, სახელმწიფოსთვის თანაბარი სავაჭრო პირობების დაწესება. IV. გამოცხადება და საგარანტიო ვალდებულებების აღება იმაზე, რომ ეროვნული შეიარაღება შემცირებული იქნება ისეთ დონემდე, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების მოთხოვნებს შეესაბამება. V. კოლონიური პრეტენზიების თავისუფალი, ობიექტური და პატიოსანი დარეგულირება, იმ პრინციპის მკაცრი დაცვით, რომლის მიხედვითაც სუვერენიტეტის საკითხების განხილვის დროს კონკრეტული ერის ინტერესები თანასწორად უნდა იყოს გათვალისწინებული იმ მთავრობების სამართლიან მოთხოვნებთან ერთად, რომლის უფლებები უნდა იყოს განსაზღვრული.

VI.

VII.

VIII.

IX. X.

XI.

XII.

XIII.

რუსეთის მთელი ტერიტორიის განთავისუფლება და რუსეთთან დაკავშირებული საკითხების ისეთი მოგვარება, რომელიც ყველა მშვიდობიან სახელმწიფოს ნაყოფიერი და თავისუფალი თანამშრომლობის გარანტიას მისცემს. მიეცეს რუსეთს დაუბრკოლებელი და თავისუფალი საშუალება თვითონ განსაზღვროს თავისი პოლიტიკური განვითარების და ეროვნული პოლიტიკის მიმართულება; უზრუნველყოს რუსეთის გულთბილი მიღება თავისუფალი სახელმწიფოების საზოგადოებაში მისი პოლიტიკური სისტემის თავისუფალი არჩევანით, და გარდა გულთბილი მიღებისა, გაეწიოს ყველა შესაძლებელი და სასურველი დახმარება. მომდევნო თვეების განმავლობაში ნათესაური სახელმწიფოების მხრიდან რუსეთისადმი დამოკიდებულება მათი კეთილი ნების სერიოზული გამოცდა იქნება, თავისი ინტერესების ნაცვლად, რუსეთის გასაჭირის გაგება და უანგარო თანაგრძნობა. ბელგიის ტერიტორიიდან ყველა უცხოური ჯარის გაყვანა. ყველა დამეთანხმება, რომ ეს ქვეყანა უნდა იყოს აღდგენილი მის პირვანდელ მდგომარეობაში, მისი სუვერენიტეტი, რომლითაც ის სარგებლობს სხვა თავისუფალი სახელმწიფოების მსაგვსად, შეზღუდვის ყველანაირი მცდელობის გარეშე. ეს აქცია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სახელმწიფოების, მათ მიერ დაწესებული ურთიერთკავშირების მარეგულირებელი, კანონებისადმი ნდობის აღდგენის პროცესისათვის. ასეთი, სამართლიანობის აღმდგენი, აქციის გარეშე, საერთაშორისო უფლებების საფუძვლები სამუდამოდ იქნება შერყეული. საფრანგეთის მთელი ტერიტორია უნდა იყოს განთავისუფლებული, დაპყრობილი რაიონები – უნდა იყოს დაბრუნებული. მშვიდობის დამყარების სახელით და საერთო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გამოსწორდეს ყველა უსამართლობა, რომელიც 1871 წ. ომის დროს პრუსიის მხრიდან იყო ჩადენილი საფრანგეთის წინააღმდეგ ელზას–ლოტარინგიასთან დაკავშირებით, და რომელიც ორმოცდაათი წლის განმავლობაში არღვევდა მშვიდობას მთელს მსოფლიოში. იტალიის საზღვრები უნდა განლაგდეს ზუსტად სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტერიტორიალური საზღვრების მიხედვით. ავსტრო–ვენგრიის მოსახლეობას – ქვეყანას , რომლის ადგილიც სახელმწიფოთა შორის უნდა იყოს გარანტირებული, უნდა მიეცეს დამოუკიდებელი განვითარების შეუზღუდავი შესაძლებლობა. უცხოური ჯარი უნდა იყოს გამოყვანილი რუმინეთის, სერბეთის და ჩერნოგორიეს ტერიტორიებიდან. ამ ქვეყნებს ყველა ოკუპირებული ტერიტორია უნდა დაუბრუნდეს; სერბეთს უნდა მიეცეს თავისუფალი და უსაფრთხო გასასვლელი ზღვასთან. ამ ბალკანური სახელმწიფოების ურთიერთობები უნდა განისაზღვროს მეგობრული კონსულტაციებით ისტორიულად ჩამოყალიბებული ქვეშერდობობის და ეროვნულობის განსაზღვრებებთან დაკავშირებით; ამ ბალკანურ ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის და ტერიტორიალური მთლიანობის საერთაშორისო გარანტიები. თანამედროვე ოტომანთა იმპერიის თურქეთის რეგიონებს უნდა ჰქონდეთ საიმედო სუვერენიტეტის გარანტია. თურქეთის ხელისუფლების დაქვემდებარებაში მყოფ ყველა ერის ადამიანებს უნდა ჰქონდეს სიცოცხლის უსაფრთხოების გარანტია და თავისუფალი დამოუკიდებელი განვითარების საშუალება. საერთაშორიოსო გარანტიების საფუძველზე, დარდანელები მუდამ ღია უნდა იყვნენ გემების შეუფერხებელი მოძრაობისათვის და ყველა ქვეყნის ვაჭრობის განვითარებისათვის. უნდა შეიქმნას პოლონეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც მოიცავს

398

უდავოდ პოლონელი მოსახლეობის ტერიტორიებს. ამ სახელმწიფოს მიეცემა თავისუფალი და უსაფრთხო გასასვლელი ზღვასთან და პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის გარანტია. მისი ტერიტორიის მთლიანობა უნდა იყოს გარანტირებული საერთაშორისო შეთანხმებით. XIV. განსაკუთრებული შეთანხმებების საფუძველზე უნდა შეიქმნას სახელმწიფოთა კავშირი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს როგორც დიდი, ასევე პატარა ქვეყნები პოლიტიკური დამოუკიდებლობის და ტერიტორიალური მთლიანობის თანაბარი ურთიერთგარანტიებით... ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ ასეთი შეთანხმებების და მოლაპარაკებების გამო მათ საბოლოო შესრულებამდე. ჩვენ მართალი საქმის გამარჯვება გვინდა და მივისწრაფით სამართლიანი და მყარი მშიდობისაკენ, რომელიც მხოლოდ ომის გამომწვევი ძირითადი მიზეზების აღმოფხვრით არის შესაძლებელი, და ზუსტად ამას გვთავაზობს წინამდებარე პროგრამა. ჩვენ არ გვშურს გერმანიის დიდების, და ამ პროგრამაში არ არის არაფერი მისთვის საზიანო...მესამე რაიხის კანონმდებლობა მესამე რაიხი (გერმ. Drittes Reich — «მესამე იმპერია») — გერმანიის იმპერიის არაოფიციალური სახელწოდება 1933 წლის 24 მარტიდან 1945 წლის 23 მაისამდე. ოფიციალურად შეწყვიტა არსებობა 23 მაისს კარლ დიონიცის მთავრობის დაპატიმრების შემდეგ. ასევე გამოიყენება სახელწოდებები "ნაცისტური გერმანია", "ათასწლეულის რაიხი". მესამე რაიხმა შეცვალა ვაიმარის რესპუბლიკა მთავრობაში ნაციონალ-სოციალისტების გერმანული მუშათა პარტიის მოსვლის შემდეგ ადოლფ ჰიტლერის მეთაურობით. ჰიტლერი იყო თითქმის უცვლელი რაიხსკანცლერი მესამე რაიხის არსებობის განმავლობაში.

კანონი ხალხის და სახელმწიფოს უბედურების აღმოფხვრის მიზნებისათვის. 1933 წლის 24 მარტი მუხლი 1. სახელმწიფო კანონები, გარდა კონსტიტუციის მიერ დადგენილი წესისა, აგრეთვე შეიძლება იყოს გამოშვებული იმპერიის მთავრობის მიერ... მუხლი 2. იმპერიის მთავრობის მიერ მიღებული კანონები შეიძლება გაემიჯნოს კონსტიტუციის კანონებს, თუ ისინი არ შეეხება რაიხსტაგს და რაიხსრატს. იმპერიის პრეზიდენტის უფლებები ხელშეუხებელი რჩება. მუხლი 3. იმპერიის მთავრობის მიერ მიღებული კანონები, შესაბამის ფორმაში იქნება მოყვანილი რაიხსკანცლერის მიერ და გამოქვეყნდება იმპერიის კანონების კრებულში. ისინი ძალაში შედიან გამოქვეყნების მეორე დღიდან, თუ სხვა რამ არ არის აღნიშნული. იმპერიის კონსტიტუციის 68–77 მუხლი არანაირად არ გამოიყენება იმპერიის მთავრობის მიერ.

კანონი ახალი პარტიების ჩამოყალიბების წინააღმდეგ 1933 წლის 14 ივლისი 1. 2.

გერმანიაში არსებობს ერთადერთი პოლიტიკური პარტია – გერმანული ნაციონალ– სოციალისტური მუშათა პარტია. თუ ვინმე მიიღებას ზომებს რომელიმე სხვა პოლიტიკური პარტიის ორგანიზაციული სტრუქტურის მხარდასაჭერად, ან ახალი პოლიტიკური პარტიის შესაქმნელად, იქნება დასჯილი – ვინაიდან ეს დანაშაული სხვა მოსაზრებების გამო არ ითვალისწინებს უფრო მკაცრ სასჯელს – 3 წლამდე საგიჟეთში ან 6 თვიდან 3 წლამდე ციხეში პატიმრობით.

399

კანონი იმპერიის რეორგანიზაციის შესახებ. 1934 წლის 30 იანვარი 1933 წ. ქ ნოემბერს ჩატარებულმა სახალხო კენჭის ყრამ და რაიხსტაგში არჩევნებმა დაადასტურა, რომ მიუხედავად შიდაპოლიტიკური საზგვრების და წინააღმდეგობებისა, გერმანელი ხალხი შეირწყა ერთ მთლიან და შინაგანად განუყოფელ სხეულად. ამიტომაც რაიხსტაგმა ერთხმად მიიღო შემდეგი კანონი, რომელიც რაიხსტაგის ერთსულოვანი დამტკიცებით გამოქვეყნდება აქ, და ამით დადგინდა, რომ კანონმდებლობის მოთხოვნა კონსტიტუციის ცვლილებაზე შესრულებულია. მუხლი 1. უქმდება სახალხო რეგიონალური წარმომადგენლობები. მუხლი 2. 1) რეგიონების უზენაესობის უფლებები გადაეცემა იმპერიას. 2) მიწების მთავრობა ექვემდებარება იმპერიის მთავრობას. მუხლი 3. იმპერიის მეუფეები მიწებში ექვემდებარებიან თანამდებობრივ ზედამხედველობას იმპერიის შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან. მუხლი 4. იმპერიის მთავრობას შეუძლია გამოუშვას ახალი კონსტიტუციური უფლება.

კანონი გერმანული იმპერიის უზენაესი მეთაურის შესახებ 1934 წლის 1 აგვისტო. 1.

2.

იმპერიის პრეზიდენტის თანამდებობა გაერთიანებულია რაიხსკანცლერის თანამდებობასთან. ამის შედეგად, დღემდე დადგენილი იმპერიის პრეზიდენტის უფლებამოსილება გადაეცემა ბელადს (ფიურერს) და რაიხსკანცლერს – ადოლფ ჰიტლერს.. ის ნიშნავს თავის მოადგილეს. ეს კანონი ძალაში შედის იმპერიის პრეზიდენტის ფონ გინდერბურგის გარდაცვალების მომენტიდან.

ფ. რუზველტის „ახალი კურსის“ კანონმდებლობა 1932 წელს აშშ-ს პრეზიდენტი გახდა ფრანკლინ დელანო რუზველტი -დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი. ერთ-ერთ საარჩევნო კრების დროს რუზველტმა თქვა „მე ვპირდები ამერიკელებს ახალ კურსს“ . სწორედ ეს სახელი დაერქვა რუზველტის მიერ გატარებულ რეფორმატორულ ღონისძიებებს. რეფორმების ძირითადი არსი გამოიხატებოდა სახელმწიფოს მიერ ეკონომიკის რეგულირებაში. ახალი კურსით გათვალისწინებულ სარეფორმო პროგრამაში უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა კანონს ეროვნული მრეწველობის აღდგენის შესახებ. უმუშევრობის შემცირების მიზნით მთავრობამ შექმნა შრომითი დასაქმების ბანაკები ხალხი აშენებდა ტყეებს გაჰყავდათ გზები და ავტოსტრადები აგებდნენ ხიდებს. ამ ღონისძიებების შემდეგ უმუშევართა რიცხვმა საგრძნობლად იკლო. რუზველტის ახალი კურსის ნაწილი იყო სოფლის მეურნეობის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანის პროგრამა. შეიქმნა სოფლის მეურნეობის ადმინისტრაცია რომელის მიზანი იყო სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ფასების აწევა. 1935 წლიდან დაიწყო ახალი კურსის მეორე ეტაპი, გატარდა მრავალი რეფორმა. მიღებული იქნა მუშათა კანონმდებლობა, 1935 წელს რუზველტმა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ მიღებულ კანონს შრომითი ურთიერთობების შესახებ რომელიც ვაგნერის კანონის სახელით არის ცნობილი. ამ კანონის საფუძველზე მუშებს ეძლეოდათ უფლება შეექმნათ პროპკავშირები. ამ პერიოდში იქნა მიღებული სოციალური დაზღვევის კანონი რომელიც ითვალისწინებდა უმუშევართა დახმარებას და მოხუცებულებისთვი პენსიის გაცემას.

400

სოფლის მეურნეობაში მდგომარეობის გაუმჯობესების კანონი კანონი სოფლის მეურნეობის მსყიდველობითი უნარის ზრდის გზით ეროვნული ეკონომიკის სავალალო მდგომარეობის შერბილების შესახებ, საადგილმამულო აქციონერული ბანკების ლიკვიდაციის მოწესრიგების ჩატარების შესახებ და სხვა საჭირო ზომების ჩატარების შესახებ. 1933 წლის 12 მაისი ამით ცხადდება, რომ კონგრესი გაატარებს წინამდებარე პოლიტიკას: დადგინდეს და შენარჩუნდეს სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების და მოხმარების ისეთი თანაფარდობა და მათი გაყიდვის ისეთი პირობები, რომელიც გაზრდის სოფლის მეურნეობის პროდუქტების მსყიდველობით უნარს ფერმერისათვის საჭირო საგნებთან მიმართებაში ამ პროდუქტების მსყიდველობითი უნარის დონემდე საბაზისო პერიოდში. საბაზისო პერიოდად სოფლის მეურენობის პროდუქტებისათვის, გარდა თამბაქოსა, მიღებულია ომის წინანდელი პერიოდი 1909 წლის აგვისტოდან 1914 წლის ივლისამდე. ამით სოფლის მეურნეობის მინისტრი უფლებამოსილია დადოს ბამბის მწარმოებლებთან ოპტაციური კონტრაქტები ნებისმიერი მათგანისათვის ბამბის ისეთი რაოდენობის მიყიდვის შესახებ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ამ მწარმოებლის მიერ მიმდინარე და გასულ წელს მოყვანილი ბამბის სხვაობას, ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ეს მწარმოებელი მიცემს წერილობით თანხმობას წინა წლებთან შედარებით 1933 წელს შეამციროს ბამბის წარმოება არა ნაკლებ 30%–ით და ამავდროულად არ გაზარდოს სასუქების ხარჯი მის მიერ დამუშავებული ფართობის თითოეულ აკრზე. ყველა იმ მწარმოებელს, რომელიც დათანხმდა წარმოების შემცირებაზე, სოფლის მეურნეობის მინისტრი გაუგზავნის ოპტაციურ კონტრაქტს, მისი მომდევნო გადაცემის უფლების გარეშე, სოფლის მეურნეობის მინისტრის განკარგულებაში და კონტროლის ქვეშ არსებული მარაგებიდან ზემოთხსენებული მწარმოებლისათვის ბამბის ისეთი რაოდენობის მიყიდვის შესახებ, რა რაოდენობითაც აღნიშნული ბამბის მწარმოებელი დათანხმდა შეამციროს მისი წარმოება... სოფლის მეურნეობის მინისტრი უფლებამოსილია: მწარმოებლებთან ნებაყოფლობითი შეთანხმებების და სხვა მეთოდების გამოყენებით მიიღოს ზომები ნებისმიერი ძირითადი სასოფლო სამეურნეო პროდუქტის სათესე ფართობების ან სასაქონლო წარმოების (ან ორივეს გამოყენებით) შემცირებისათვის, და, აგრეთვე, მიიღოს ზომები გადასახადების და ბენეფიციების უზრუნველყოფისათვის, რომლებიც წარმოიქმნებიან როგორც ზემოთხსენებული შეთანხმებებიდან, ასევე რომელიმე ძირითადი სოფლის მეურნეობის პროდუქტის ისეთი წილის წარმოების შეთანხმებებიდან, რომელიც, მინისტრის აზრით, შეიძლება სამართლიანად იყოს აღიარებული შიდა მოხმარებისათვის. გადასახადები და ბენეფიციები გადახდილი იქნება ნებისმიერი თანხებიდან, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული ასეთი გადასახადებისათვის...

კანონი ეროვნული ეკონომიკის აღდგენის შესახებ კანონი ეროვნული ეკონომიკის გაჯანსაღების, ჯანსაღი კონკურენციისათვის ხელშეწყობის, სასარგებლო საზოგადოებრივი სამუშაოების ორგანიზების და ზოგიერთი სხვა მიზნების მიღწევის შესახებ. 1933 წლის 16 ივლისი ამით აღიარებულია, რომ ქვეყანა საყოველთაო უბედურების მდგომარეობაშია, რასაც შეიძლება მოყვეს უმუშევრობის ფართო ზრდა და წარმოების დეორგანიზაცია, რაც თავის თავად ამძიმებს გარე და შტატებს შორის ვაჭრობას, აზიანებს სახალხო კეთილდღეობას და არყევს ამერიკელი ხალხის ცხოვრების დონეს. ამით აგრეთვე ცხადდება, რომ კონგრესი გაატარებს პოლიტიკას, რომელიც იქნება მიმართული შტატებს შორის და გარე ვაჭრობის განვითარების გზაზე არსებული სირთულეების აღმოფქვრაზე, ვინაიდან ეს ვაჭრობა ამსუბუქებს არსებულ

401

დაძაბულ მდგომარეობას. წარმოების ორგანიზებისათვის და სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების საერთო მოქმედებისათვის ხელშეწყობის გზით. საყოველთაო კეთილდღეობის მისაღწევად წააქეზოს და მხარი დაუჭიროს შრომისა და მეწარმეების ერთობლივ მოქმედებას „მთავრობის მხრიდან მათი თანაბარი აღიარების საფუძველზე და მისი მეთვალყურეობის ქვეშ“; ბიზნეს საქმიანობაში არაკეთილსინდისიერი პრაქტიკის აღმოფქვრას, არსებული საწარმოო სიმძლავრეების მაქსიმალურად სრულ გამოყენებას, წარმოების არაგონივრული შეზღუდვების თავიდან აცილებას (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს დროებით არის აუცილებელი); სამრეწველო და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოხმარების ზრდას მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის ამაღლების გზით. უმუშევრობის შემცირებას და ამისათვის სათანადო დახმარების გაწევას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, აგრეთვე ყველა ხერხი გამოიყენოს მრეწველობის გამოჯანსაღებისათვის და ბუნებრივი სიმდიდრეების შენარჩუნებისათვის... თუ პრეზიდენტის სახელზე შემოვა ერთი ან რამოდენიმე პროფესიული ან საწარმო ასოციაციისაგან ან ჯგუფისგან სათანადო მოთხოვნა, მას შეუძლია ამ პროფესიისათვის, მრეწველობის დარგისთვის ან მათ ცალკეულ ორგანიზაციისათვის დაამტკიცოს სამართლიანი კონკურენციის კოდექსი ან კოდექსები მთხოვნელის ან მთხოვნელების მიერ შემოტანილი წინადადებების შესაბამისად, თუ იგი ჩათვლის: (1) რომ ეს ასოციაციები ან ჯგუფები არ აკეთებენ არათანაბარ შეზღუდვებს თავისი წევრების მიღებისას და ნამდვილად არიან მოთხოვნაში აღნიშნული პროფესიების ან მრეწველობის დარგების ან მათში შესული ორგანიზაციების წარმომადგენლები; (2) რომ შემოთავაზებული კოდექსი ან კოდექსები არ არიან მიმართულნი მონოპოლიების განვითარებაზე ან და მცირე მეწარმეობის განადგურებაზე ან ჩახშობაზე და რომ ისინი ხელს შეუწყობენ წინამდებარე კანონით გათვალისწინებული პოლიტიკის განხორციელებას... პრეზიდენტის მიერ ზემოთ ხსენებული სამართლიანი კონკურენციის კოდექსების დამტკიცებისთანავე, ამ კოდექსის დებულებები განიხილება, როგორც შესაბამისი პროფესიების ან მრეწველობის დარგების ან მათში შესული ორგანიზაციების სამართლიანი კონკურენტული პრაქტიკის მარეგულირებელი ნორმები. შტატებს შორის ან საგარეო სავაჭრო კომერციული გარიგების დროს ან ასეთ გარიგებასთან მიმართებაში ამ ნორმების ნებისმიერი დარღვევა განიხილება როგორც არასინდისიერი კომერციული კონკურენცია, ამ ტერმინის იმ მნიშვნელობით, რომელიც მას მიენიჭა ფედერალური სავაჭრო კომისიის კანონში უფლებების შესახებ...

საზოგადოებრივი სამუშაოების საგანგებო ფედერალური სამმართველო ამ კანონის განხორციელებისათვის პრეზიდენტი უფლებამოსილია შექმნას საზოგადოებრივი სამუშაოების საგანგებო ფედერალური სამართველო, და მისი ყველა უფლებამოსილება აღსრულებული იქნება საზოგადოებრივი სამუშაოების საგანგებო ფედერალური ადმინისტრატორის მიერ... პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით მოქმედი ადმინისტრატორი ამზადებს საზოგადოებრივი სამუშაოების ფართო პროგრამას, რომელიც სხვა სამუშაოებთან ერთად უნდა მოიცავდეს შემდეგს: (ა) გზატკეცილების და მაგისტრალების, საზოგადოებრივი შენობების და ნებისმიერი სხვა სახელმწიფო დაწესებულებების და კომუნალური მოწყობილობების მშენებლობა, შეკეთება და გაუმჯობესება; (ბ) ბუნებრივი სიმდიდრეების შენარჩუნება და მათი მოპოვების განვითარება, წყლების გაწმენდის, გამოყენების და კონტროლის ჩათვლით, ნიადაგის და სანაპირო ეროზიის პრევენცია, წყლის ენერგეტიკის განვითარება, ელექტრო ენერგიის გადაცემა, სხვადასხვა საპორტო და მდინარეების ნაგებობების მშენებლობა და წყალდიდობების პრევენცია... და თუ კი ეს პრეზიდენტის აზრით იქნება სასურველი, სამხედრო საზღვაო გემების და თვითმფრინავების მშენებლობა, 1930 წლის ლონდონის სამხედრო საზღვაო ხელშეკრულების

402

პირობების შესაბამისად, ჯარის ავიაციისათვის ჰაერზე მძიმე თვითმფრინავების და ტექნიკური ნაგებობების მშენებლობა, ისეთი სამხედრო შენობების აშენება, რომელიც დამტკიცებული იქნება პრეზიდენტის მიერ, სამხედრო ტაქტიკური დანაყოფების მექანიზაციის და მოტორიზაციის მიზნებისათვის საჭიროა, პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული რაოდენობის ძირითადი მოწყობილობების მომარაგება...

ვაგნერის კანონი. 1935 წლის 5 ივლისი დამსაქმებელის ქმედებები განიხილება როგორც შრომითი ურთიერთობის პრაქტიკასთან შეუთავსებელი, თუ კი ის: 1. შეაფერხებს ამ კანონის მიერ გარანტირებული უფლებების განხორციელებას მის მიერ დასაქმებული პირების მოქმედებებში ჩარევის გზით. 2. ჩაერევა მათ მიერ რაიმე მუშათა ორგანიზაციის შექმნის მოქმედებებში, ან ხელს შეუშლის ასეთი ორგანიზაციისათვის საჭირო ფინანსური ან რომელიმე სხვა დახმარების გაწევას... 3. დასაქმების ან მისი ხანგრძლივობის, ანდა დასაქმების ან მუშაობის რომელიმე სხვა პირობის მიმართ დისკრიმინაციული ქმედებებით რომელიმე მუშათა ორგანიზაციაში შესვლის ან გამოსვლის წაქეზება, თუ კი წინამდებარე კანონის ან ეროვნული მრეწველობის გამოჯანსაღების კანონის არანაირი დებულება, ამ კანონებში პერიოდულად შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, ან ნებისმიერ სხვა, ამ კანონით დამტკიცებული, კოდექსი ან შეთანხმება, ან შეერთებული შტატების ნებისმიერ სხვა სტატუსი არ ართმევს დამსაქმებელს უფლებას გააფორმოს შეთანხმება მუშათა ორგანიზაციასთან (რომელიც შექმნილია, არსებობს ან ღებულობს თანადგომას, რომელიც წინამდებარე კანონის მიხედვით, არ ეწინააღმდეგება სამუშაო პრაქტიკას), რომლის თანახმადაც ამ საწარმოში მხოლოდ ამ მუშათა ორგანიზაციის წევრების დასაქმებაა შესაძლებელი, იმის გათვალისწინებით, რომ ზემოთ ხსენებული ორგანიზაცია ნამდვილად არის დასაქმებული პირების წარმომადგენელი... 4. უარს იტყვის მოლაპარაკებაზე დასაქმებული პირების წარმომადგენლებთან კოლექტიურ შეთანხმებაზე ... პირთა უმრავლესობით, რომლის სახელითაც მიმდინარეობს მოლაპარაკება კოლექტიური შეთანხმების შესახებ, შერჩეული და დამტკიცებული წარმომადგენლები ითვლებიან ამ პირების განსაკუთრებულ წარმომადგენლებად კოლექტიური შეთანხმების, ანაზღაურების, სამუშაო დღის ხანგრძლივობის და სხვა სამუშაო პირობების მოლაპარაკების დროს... თვითორგანიზაციის და კოლექტიური შეთანმების დადების უფლებიდან გამომდინარე, დაქირავებული პირების უპირატესობების დასაცავად და წინამდებარე კანონის სხვა ხერხებით განხორციელების მიზნით, მმართველობა ყველა ცალკეული შემთხვევისათვის გადაწყვიტავს თუ ვისი სახელით დაიდება კოლექტიური შეთანხმება – კომპანიის კავშირის, პროფკავშირის თუ საამქროს ორგანიზაციის... შრომით პრაქტიკაში უკანონო ქმედებების აღმოჩენის შემთხვევაში მმართველობა უფლებამოსილია მიმართოს შეერთებული შტატების ნებისმიერი საოლქო სასამართლოს გასვლით სესიას, შეერთებული შტატების ნებისმიერ საოლქო სააპელაციო სასამართლოს, და, თუ კი ყველა საოლქო სააპელაციო სასამართლო იმყოფება არდადეგებზე, ამ ოლქში ან რაიონში მოქმედ შეერთებული შტატების ნებისმიერ რაიონულ სასამართლოს...

403

T a v i XII

1943

1945

თეირანში გაიმართა „დიდი სამეულის“ - მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლი მოკავშირე სამი სახელმწიფოს (დიდი ბრიტანეთი, სსრკ, აშშ) ლიდერთა: უინსტონ ჩერჩილი, იოსებ სტალინი, ფრანკლინ დელანო რუზველტი - პირველი შეხვედრა.

დაარსდა გაერთიანებული ერების ორგანიცია. სურათზე: გაეროს სხდომათა დარბაზი.

1940

404

1947 ბრიტანეთის ინდოეთი ორ დამოუკიდებელ დომინიონად (ინდოეთის და პაკისტანის) იყოფა. ინდოეთი დამოუკიდებელია ბრიტანეთისაგან. „ბედნიერება არის ის, როცა რასაც შენ ფიქრობ, ამბობ და აკეთებ არის ჰარმონიაში“. მ. განდი.

1948 მოქმედებას იწყებს „მარშალის გეგმა“ — „ევროპის რეკონსტრუქციის პროგრამა“ — აშშ-ის მთავარი პროგრამა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის აღმშენებლობისთვის.

405

1949 მაო ძე დუნი (სურ: დგას მიკროფონთან) აცხადებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნას.

მოგეთხოვებათ შემდეგი ცნებების, ტერმინების, სახელების და წლების ცოდნა მიუნხენის შეთანხმება  მოლოტოვ- რიბენტროპის პაქტი „უცნაური ომი“ თეირანის კონფერენცია „დიდი სამეული“ ყირიმის კონფერენცია პოცდამის კონფერენცია გაერო “მარშალის გეგმა”  გომინდანი  

ნევილ ჩემბერლენი  უინსტონ ჩერჩილი ადოლფ ჰიტლერი ბენიტო მუსოლონი ფრიდრიხ პაულიუსი იოსებ სტალინი ფრანკლინ დელანო რუზველტი მაო ძე დუნი ჰარი ტრუმენი   

1938 - მიუნხენის შეთანხმება  1941- 1945 - II მსოფლიო ომი 1943- თეირანის კონფერენცია 1944- ყირიმის კონფერენცია 1945- პოცდამის კონფერენცია 1945 - გაეროს შექმნა 1947 - “მარშალის გეგმის” მიღება   

   

მასალის კითხვისას მოახდინეთ ფოკუსირება შემდეგ საკვანძო საკითხებზე: 1. II მსოფლიო ომი და ძალთა ახალი ბალანსი მსოფლიოში; 2. რა ეკონომიკური ღონისძიებები გატარდა II მსოფლიო ომის შედეგების დასაძლევად? 3. კოლონიზაციის დასასრული და კომუნისტური რეჟიმების არეალის გაფართოება.

406

meore msoflio omi da misi Sedegebi

Tavi sarCevi:

§ 1. მეორე მსოფლიო ომის წანამძღვრები, მსვლელობა და შედეგები II მსოფლიო ომის მომზადება. XX ს-ის 30-იან წლებში მსოფლიო თანდათანობით ახალი ომისკენ მიდიოდა. ამ ომის ინიციატორებად ფაშისტური გერმანია, ფაშისტური იტალია და ფაშისტური იაპონია გამოდიოდნენ. გერმანიას უპირველეს ყოვლისა, პირველ მსოფლიო ომში დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება სურდა. ფაშისტურ გერმანიაში შეიქმნა დოქტრინა სასიცოცხლო სივრცის შესახებ. ამ დოქტრინის მამები აღნიშნავდნენ, რომ გერმანიას შემდგომი განვითარებისათვის სასიცოცხლო სივრცის გაფართოება, ანუ ახალი ტერიტორიები სჭირდებოდა. ბუნებრივია, ეს ახალი მიწები მას საკუთარი მეზობლებისათვის უნდა წაერთმია. ასეთებად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები გაიაზრებოდა. იტალიას ძველი რომის დიდების დაბრუნება სურდა. იაპონია აღმოსავლეთ აზიაში ბატონობაზე აცხადებდა პრეტენზიას. მას დიდი იაპონიის შექმნის სურვილი არ აძლევდა მოსვენებას. ამ წარმოსახვითი, ვრცელი იმპერიის შემადგენლობაში ჩინეთის, საბჭოთა შორეული აღმოსავლეთის და აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნების ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა შესულიყო. მსოფლიოს ახალი გადანაწილებისათვის ბრძოლა, ფაქტობრივად, იაპონიის ჯარების ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში შეჭრით დაიწყო. სულ რამდენიმე წლის შემდეგ იტალიაც ომის გამოუცხადებლად ეთიოპიის დაპყრობას შეუდგა. მალევე ფაშისტურმა გერმანიამ, საერთაშორისო შეთანხმების მიუხედავად, თავისი ჯარები მდ. რაინის მარცხენა ნაპირზე დემილიტარიზებულ რაინის ოლქში შეიყვანა. ფაშისტური ქვეყნების აგრესიულ პოლიტიკას დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა თვალის დახუჭვის პოლიტიკით უპასუხეს, რამაც მათ, ბუნებრივია, ახალი დაპყრობების სურვილი გაუღვიძა. ფაშისტური გერმანიის პირველი მსხვერპლი ავსტრია გახდა. 1938 წლის მარტში გერმანიის ჯარები ავსტრიაში შეიჭრნენ და ეს ძირითადად გერმანულენოვანი ქვეყანა გერმანიას შეუერთეს. ამის შემდეგ ჩეხოსლოვაკიის ჯერი დადგა. გერმანელები პრეტენზიას აცხადებდნენ ჩეხოსლოვაკიის სუდეტის ოლქზე, რომლის მოსახლეობის უმეტესობას გერმანელები შეადგენდნენ. ჩეხოსლოვაკიის მთავრობა შეეცადა ფაშისტური გერმანიისათვის წინააღმდეგობა გაეწია. მან დახმარებისათვის დასავლეთ ევროპის დიდ სახელმწიფოებს და საბჭოთა კავშირს მიმართა. საბჭოთა კავშირი მზად იყო ჩეხოსლოვაკიისათვის სამხედრო დახმარება

407

XII

§ 1. მეორე მსოფლიო ომის წანამძღვრები, მსვლელობა და შედეგები………………………...407 § 2. მსოფლიო ეკონომიკის აღდგენა. ომის შემდგომი ეკონომიკის დაგეგმარება...........417 § 3. კომუნისტური სამყაროს გაფართოება, იმპერიების დაშლის, ანუ დეკოლონიზაციის პროცესის დასაწყისი...................420

ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში იაპონია 1931 წლის შემოდგომაზე შეიჭრა. ეთიოპიის დაპყრობა იტალიამ 1935 წლის შემოდგომაზე დაიწყო. რაინის ოლქში გერმანიამ ჯარები 1936 წლის გაზაფხულზე შეიყვანა. დემილიტარიზებული ოლქი — ტერიტო-რია, სადაც საერთაშორისო ხელშეკრუ-ლების საფუძველზე სამხედრო ბაზებისა და შეიარაღებული ძალების განლაგება აკრძალულია.

სუდეტის ოლქი — ისტორიული რეგიონი ჩეხეთის ჩრდილო და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, რომელმაც სახელწოდება აქ მდებარე სუდეტის მთებისგან მიიღო.

გაეწია, მაგრამ დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა სხვა გზა აირჩიეს. 1938 წლის 15 სექტემბერს ინგლისის პრემიერ-მინისტრი ჩემბერლენი გერმანიას ეწვია. ჰიტლერმა პრემიერ-მინისტრი დაარწმუნა, რომ თუ მას სუდეტის ოლქს დაუთმობდნენ გერმანიას ევროპაში ტერიტორიული პრეტენზიები აღარ ექნებოდა. ჩემბერლენმა ჰიტლერის სიტყვებს დაუჯერა და სუდეტის ოლქის გერმანელებისათვის გადაცემას დათანხმდა. მალე ინგლისის პრემიერ-მინისტრის ეს თანხმობა საფრანგეთის მთავრობამაც გაიზიარა, რადგან ამ ქვეყნების მეთაურები ყოველნაირად ცდილობდნენ გერმანიასთან ომის თავიდან აცილებას. ოფიციალურად სუდეტის გერმანიისთვის გადაცემის თანხმობა მიუნხენში გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ინგლისის მეთურების სამიტზე გადაწყდა. მიუნხენის შეთანხმებას ხელი 1938 მიუნხენის შეთანხმებით ჩეხოსლოვაკიას 10 დღეში სუდეტის წლის 29 სექტემბერს მოეწერა. ოლქი ფაშისტური გერმანიისათვის უნდა გადაეცა. ჩეხოსლოვაკიის მთავრობა იძულებული გახდა ეს მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. აქედან მოყოლებული დიპლომატიაში გამოთქმა მიუნხენის პოლიტიკა — აგრესორისადმი დათმობას ნიშნავს. უინსტონ ჩერჩილმა ხატოვნად იწინასწარმეტყველა: „მიუნხენში ინგლისმა და საფრანგეთმა ომსა და სირცხვილს შორის სირცხვილი აირჩია და სანაცვლოდ ომს მიიღებს“. მართლაც, დათმობების პოლიტიკამ ჰიტლერი ვერ შეაჩერა. 1939 წლის მარტში ფაშისტურმა გერმანიამ მთელი ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია მოახდინა. მცირე ხნის შემდეგ იტალიის ჯარებმა ალბანეთიც დაიკავეს. ამის შემდეგ გერმანიამ და იტალიამ სამხედრო კავშირი გააფორმეს, რომელსაც ფაშისტური უნგრეთი შეუერთდა, სადაც, როგორც გვახსოვს, ადმირალ ხორტის ფაშისტური დიქტატურა ბატონობდა. შორეულ აღმოსავლეთში თავის აგრესიას ჩინეთის მიმართ იაპონია აფართოვებდა, რომელსაც აღმოსავლეთ აზიის 1919-1921 წლებში დიდი უზარმაზარი რეგიონიდან აშშ-ს, ინგლისის და საფრანგეთის ბრიტანეთის სამხედრო მინისტრი; გაძევება და სანაცვლოდ თავისი ახალი წესრიგის დამყარება 1924-1929 წლებში ფინანსთა სურდა. მინისტრი; ჩეხოსლოვაკიის დაპყრობის შემდეგ პოლონეთის ჯერი 1949-1945 და 1951-1955 წლებში დადგა, რომელსაც გერმანიამ მძიმე ტერიტორიული დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი. პრეტენზიები წაუყენა. ინგლისმა და საფრანგეთმა პოლონეთს

უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილი

არტურ ნევილ ჩემბერლენი ინგლისის პრემიერ-მინისტრი 1837-1940 408

მოლოტოვ-რიბენტროპის მიერ თავდაუსხმელობის პაქტის ხელმოწერა. 1939 წლის 23 აგვისტო

აგრესიის შემთხვევაში დახმარება აღუთქვეს. უფრო ადრე ერთ მხრივ საბჭოთა კავშირსა და მეორე მხრივ ინგლისსა და საფრანგეთს შორის სამხედრო მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც გერმანიის აგრესიის შემთხვევაში ურთიერთდახმარების საკითხებს ეხებოდა. ამ მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო, რადგანაც მხარეები ერთმანეთს არ ენდობოდნენ. ასეთ ვითარებაში საბჭოთა კავშირმა გერმანიის აგრესიის აცილება მასთან ხელშეკრულების დადებით სცადა. მართლაც, მალევე (1939 წ-ის 23 აგვიტოს) ხელი მოეწერა საბჭოთა კავშირგერმანიის ურთიერთთავდაუსხმელობის პაქტს. ამ ხელშეკრულებას გერმანიის მხრიდან ხელს აწერდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რიბენტროპი, ხოლო საბჭოთა კავშირის მხრიდან სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრი მოლოტოვი. ამიტომ ის ისტორიაში მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის სახელით შევიდა. ხელშეკრულება საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის სრულ ნეიტრალიტეტს ითვალისწინებდა. ამ პაქტს საიდუმლო მუხლებიც ჰქონდა, რომლის არსებობასაც როგორც სსრკ, ისე ფაშისტური გერმანია უარყოფდა. მათი ოფიციალური ტექსტი საზოგადოებისათვის ცნობილი მხოლოდ 1991 წელს სსრკ-ს დაშლის შემდეგ გახდა. როგორც ამ მუხლებიდან ჩანს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მოხდა ტერიტორიების და ქვეყნების განაწილება ფაშისტურ გერმანიასა და ბოლშევიკურ რუსეთს — სსრკ-ს შორის. ისინი პოლონეთის განაწილებაზე კონკრეტულად მსხვილმასშტაბიან რუკაზე შეთანხმდნენ. გერმანიამ სსრკ-ს ფაქტობრივად დაუთმო ბალტიისპირეთის ქვეყნები — ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და ფინეთი, რომლებიც, როგორც გვახსოვს, რუსეთის რევოლუციამდე რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდნენ. თუმცა რევოლუციამდე აგრეთვე რუსეთის იმპერიის საზღვრებში იყო. ამით, შეიძლება ითქვას, სსრკ-ამ ევროპაში რუსეთის იმპერიის საზღვრები თითქმის სრულად აღადგინა. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის დადებიდან სულ რამდენიმე დღეში — 1939 წლის 1 სექტემბერს, გერმანია თავს დაესხა პოლონეთს. საფრანგეთმა და ინგლისმა, რომლებსაც პოლონეთთან ურთიერთ-დახმარების ხელშეკრულება ჰქონდათ დადებული ომი გამოუცხადეს გერმანიას. ასე დაიწყო II მსოფლიო ომი. საბჭოთა კავშირი II მსოფლიო ომში ფაქტობრივად 17 სექტემბერს ჩაება, როდესაც რიბენტროპმოლოტოვის შეთანხმების საიდუმლო მუხლების განხორციელების მიზნით, ვითომდა მონათესავე სლავი ხალხების — ბელორუსებისა და უკრაინელების დაცვის საბაბით, აღმოსავლეთ პოლონეთში ჯარები შეიყვანა და დასავლეთ უკრაინა და ბელორუსია სსრკ-ს შემადგენლობაში მყოფ რესპუბლიკებს უკრაინასა და ბელორუსიას შემოუერთა. ყურადღების გარეშე არც ამ საიდუმლო შეთანხმების სხვა ობიექტი — ბალტიისპირეთი დარჩენილა. აქ მოვლენები კლასიკური სცენარით განვითარდა. საბჭოთა კავშირმა ლიტვასთან, ლატვიასთან და ესტონეთთან ჯერ

409

ინგლისმა და საფრანგეთმა პოლონეთს მისი დამოუკიდებლობის დაცვის გარანტია 1939 წლის 31 მარტს მისცეს.

ურთიერთდახმარების პაქტი დადო, შემდეგ ამ სახელმწიფოებში თავისი ჯარის ნაწილები შეიყვანა. ამას ამ რესპუბლიკებში საბჭოთა წყობილების გამოცხადება მოჰყვა. შემდეგ კი ეს ლიტვა, ლატვია, ესტონეთი ვითომდა საბჭოთა რესპუბლიკები „მათივე თხოვნით“ საბჭოთა საბჭოთა კავშირმა 1940 წლის კავშირის შემადგენლობაში მოკავშირე რესპუბლიკების სტატუსით მიიღეს. რუმინეთიც იძულებული გახდა საბჭოთა კავშირისათვის აგვისტოს შეიერთა. ბესარაბია გადაეცა. წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ ფინეთმა გაბედა. 1939 წლის შემოდგომაზე საბჭოთა ჯარები ფინეთში შეიჭრნენ. ფინელებმა წითელ არმიას მედგარი წინააღმდეგობა სსრკ-ფინეთის ომი 1939 წ. 30 გაუწიეს. მართალია მათ ომი წააგეს და რამდენიმე, მათ შორის ნოემბრიდან 1940 წლის 13 კარელიის მხარის დიდი ნაწილი დაკარგეს, მაგრამ მარტამდე მიმდინარეობდა. დამოუკიდებლობა შეინარჩუნეს. ამ აგრესიის გამო საბჭოთა კავშირი ერთა ლიგადან გარიცხეს. პოლონეთის დამარცხების შემდეგ ერთხანს დასავლეთის ფრონტზე საომარი მოქმედებები თითქმის არ მიმდინარეობდა ამიტომ ომის ამ პერიოდს „უცნაური ომის“ სახელი დაერქვა. გერმანიის ჯარები დასავლეთის ფრონტზე ინგლისის, საფრანგეთისა და სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ შეტევაზე 1940 წლის გაზაფხულზე გადავიდნენ. მათ უმოკლეს ხანაში დაიკავეს დანია, ნორვეგია, შემდეგ კი ჰოლანდიაში, ბელგიასა და საფრანგეთში შეიჭრნენ. საფრანგეთის დასახმარებლად ინგლისელებმა დასავლეთ ევროპაში დიდძალი ჯარი გადასხეს. ამ იტალია ინგლის-საფრანგეთთან დროს მუსოლინიმ გერმანიის მხარეზე იტალიის ომში ჩაბმა გამოაცხადა. ომში 1940 წლის 10 ივნისს ჩაება. საფრანგეთის ჯარები გერმანიამ სულ რამდენიმე თვეში დაამარცხა. საფრანგეთის მთავრობა იძულებული გახდა კაპიტულაცია გამოეცხადებინა. ამ ქვეყნის დიდი ნაწილი გერმანიის ჯარების ოკუპაციის ქვეშ მოექცა. მეორე ნაწილს კი პეტენის მეთაურობით ე. წ. „ვიშის მთავრობა“ ჩაუდგა სათავეში, რომელიც პროგერმანულ პოლიტიკას ატარებდა. სამაგიეროდ, გენერალმა დე გოლმა ინგლისში გაქცეული ფრანგებისაგან წინაღმდეგობის არმიის შექმნა დაიწყო. ინგლისელებმა ძლივს მოახერხეს საფრანგეთის დასახმარებლად გადასხმული ძალების უკან დაბრუნება. ინგლისური სამხედრო ნაწილების ევაკუაცია დიუნკერკის ნავსადგურიდან მოხდა. ინგლისელთა საექსპედიციო კორპუსთან ერთად ინგლისში ზღვით საფრანგეთისა და ბელგიის ჯარების ცალკეული ნაწილებიც იქნა გადაყვანილი. ეს ოპერაცია ისტორიაში „დიუნკერკის სასწაულის“ სახელით შევიდა. ამის დიუნკერკის ნავსადგურიდან ჯარების ევაკუაცია ინგლისში 1940 შემდეგ ჰიტლერმა ინგლისში ჯარების გადასხმა გადაწყვიტა. ფაშისტურმა გერმანიამ ინგლისში ჯარების გადასხმა ვერ წლის მაისის ბოლოს მოხდა. მოახერხა, რადგან ინგლისთან საავიაციო ბრძოლა წააგო. მალე ჰიტლერმა ჯარები პოლონეთში გადაისროლა და საბჭოთა კავშირზე თავდასხმისათვის მზადება დაიწყო. შემუშავდა საგანგებო ე.წ. „ბარბაროსას გეგმა“, რომელიც საბჭოთა კავშირის სამ თვეში დამარცხებას ითვალისწინებდა. 1941 წლის 22 ივნისს დილის 5 სთ-ზე გერმანიის ჯარები ომის გამოუცხადებლად გერმანიის ჯარების ინგლისში საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ასე დაიწყო გერმანიაშეჭრის გეგმას ოპერაცია „საზღ- საბჭოთა კავშირის ომი, რომელსაც საბჭოთა ისტორიოგრაფიამ ვაო ლომი“ ეწოდა. ის ჰიტლერმა „დიდი სამამულო ომი“ უწოდა. ამ ომში გერმანიის მხარეზე რუმინეთი, უნგრეთი და ფინეთი გამოვიდა. ესპანეთის 1940 წლის 16 ივლისს დაამტკიცა. დიქტატორმა გენერალმა ფრანკომ საბჭოთა კავშირის ფრონტზე

410

გერმანელების დასახმარებლად საექსპედიციო კორპუსი ე.წ. „ცისფერი დივიზია“ გამოაგზავნა. იაპონია მსოფლიო ომში შედარებით გვიან (1941 წლის 1 დეკემბერს) ჩაება. იაპონიის ავიაცია ჰავაის კუნძულებზე პერლ ჰარბორში ამერიკის წყნარი ოკეანის ფლოტის ბაზას თავს დაესხა და სამხედრო გემების დიდი ნაწილი გაანადგურა. ამის საპასუხოდ აშშ-მ იაპონიას ომი გამოუცხადა. მაშინ იტალიამ და გერმანიამ თავიანთ მხრივ ამერიკას ომი გამოუცხადეს. ასე, რომ 1941 წლის ბოლოს მსოფლიო ომმა მსოფლიოს 4/5 მოიცვა. აღმოსავლეთ აზიაში იაპონიამ მოკლე ხანში თავისი ხელისუფლება აშშ-ს, ინგლისის და საფრანგეთის აღმოსავლეთ აზიის კოლონიურ სამფლობელოებზე თითქმის მთლიანად გაავრცელა. ფაშისტური გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმის შემდეგ მძლავრი ანტიფაშისტური კოალიცია ჩამოყალიბდა, რომელსაც სათავეში სსრკ-ს გენერალური მდივანი იოსებ სტალინი, ინგლისის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი და აშშ-ს პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზველტი ჩაუდგნენ. ინგლისის და განსაკუთრებით აშშ სასწრაფოდ შეუდგნენ საბჭოთა კავშირისათვის იარაღისა და სურსათის მოწოდებას. ასეთი დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სამამულო ომის პირველ წლებში. როგორც დადგენილია, სამხედრო თვითმფრინავების, ტანკების თუ სხვა სამხედრო ტექნიკის 20%-ზე მეტი, რომელიც საბჭოთა კავშირმა გერმანიასთან ომში გამოიყენა აშშ-ს და ინგლისის მიერ იყო მოწოდებული. გერმანიას მოკავშირეების მიერ დასავლეთ ევროპაში ჯარების მოსალოდნელი გადმოსხმის შიშით თავისი სამხედრო ძალების 1/3-ზე მეტი მუდმივად დასავლეთ ევროპაში ჰყავდა დაბანაკებული და მას საშუალება არ ჰქონდა მთელი ძალები საბჭოთა ფრონტებზე გამოეყენებინა. საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის შემდეგ 1944 წლამდე ევროპაში სახმელეთო ბრძოლები მხოლოდ გერმანიასაბჭოთა კავშირის ფრონტებზე მიდიოდა. გერმანიამ საბჭოთა კავშირთან ომის დასაწყისში დიდ წარმატებას მიაღწია, ლენინგრადი ალყაში მოაქცია, ბალტიისპირეთი, ბელორუსია, უკრაინა და ყირიმი დაიკავა, მაგრამ თავის მთავარი სტრატეგიული მიზანს მაინც ვერ მიაღწია, მოსკოვი ვერ აიღო და რაც მთავარია საბჭოთა არმია ვერ გაანადგურა. პირიქით, ერთგვარი მომძლავრების შემდეგ (1941 წ. დეკემბერში) საბჭოთა ჯარები კონტრშეტევაზე გადავიდნენ და მოსკოვთან გერმანიის ჯარები დაამარცხეს. ეს იყო გერმანიის პირველი დამარცხება II მსოფლიო ომში. 1942 წლის მაისში გერმანელებმა შეტევა დაიწყეს ყირიმის მიმართულებით, რომელსაც ძირითადად ქართველებისაგან დაკომპ-ლექტებული ნაწილები იცავდნენ. საბჭოთა მხედართმთავრობამ ყირიმის დაცვის ორგანიზება ვერ მოახერხა და მრავალი ათასი ქართველი გერმანელებთან ბრძოლას შეეწირა.

აშშ-მ იაპონიას ომი 1941 წ-ის 8 დეკემბერს გამოუცხადა.

ფაშისტური გერმანიის ჯარისკაცები კავკასიონის მისადგომებთან. 1942 წლის ივლისი.

amonaridi 1941 wlis 22 ivniss CerCilis mier warmoTqmuli sityvidan: „ბოლო 25 წელიწადი ჩემზე მეტად არავინ არ იყო კომუნიზმის თანმიმდევრული მოწინააღმდეგე. მე უკან არ წავიღებ არც-ერთ სიტყვას, რომელიც მასზე ვთქვი.... მაგრამ ყველაფერი ფერმკრთალდება განვითარებულ მოვლენებთან შედარე-ბით... ყოველი ადამიანი თუ სახელმწიფო, რომელიც იბრძვის ნაციზმის წინააღმდეგ მიიღებს ჩვენ დახმარებას... აქედან გამომ-დინარეობს, რომ ჩვენ გავუწევთ რუსეთსა და რუს ხალხს ყოველნაირ დახმარებას, რომელსაც შევძლებთ“. 411

ფრიდრიხ პაულუსი 1890-1957 1943 წლის 2 თებერვალს პაულუსი, რომელსაც ცოტა ხნით ადრე ჰიტლერმა ფელდმარშლის წოდება მიანიჭა, იძულე-ბული გახდა თავისი VI არმიის ნაშთებით საბჭოთა ჯარებს დანებებოდა.

1942 წელს საბჭოთა კავშირ-გერმანიის ფრონტზე გერმანიის ჯარების შეტევის მთავარ მიმართულებას ვოლგისპირეთი და ჩრდილოეთ კავკასია წარმოადგენდა. გერმანელებმა ამ შეტევის დროს მდ. ვოლგამდე მიაღწიეს და ამ მდინარის პირას ქალაქ სტალინგრადს (დღევანდელი ვოლგოგრადი) შეუტიეს. გერმანიის ჯარის ნაწილებმა იმავდროულად ჩრდილოეთ კავკასია დაიკავეს და კავკასიონის მთავარ ქედს მიადგნენ, სანჩაროს უღელტეხილი გადმოლახეს და საქართველოს საზღვრებში, მდინარე ბზიფის სათავეებში სოფელი ფსხუ დაიკავეს. გერმანელებმა სტალინგრადის აღება მძლავრი შეტევის მიუხედავად ვერ მოახერხეს. ბრძოლამ გაჭიანურებული ხასიათი მიიღო. ამასობაში საბჭოთა ჯარებმა გენერალ პაულუსის მეთაურობით გერმანიელთა VI არმია მთლიანად ალყაში მოაქცია და დაატყვევა. ასე დაიწყო ძირეული გარდატეხა საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომში. მალე გერმანელები კურსკთან ბრძოლაშიც დამარცხდნენ. 1944 წელს საბჭოთა ჯარებმა საბჭოთა კავშირის ტერიტორია გერმანელებისაგან მთლიანად გაწმინდეს და საბჭოთა კავშირის დასავლეთ საზღვარს მიადგნენ. ამერიკა-იაპონიის ომი ძირითადად წყნარ და ინდოეთის ოკეანეებში მიმდინარეობდა. 1942-1944 წწ-ში თანდათანობით წარმატებას ამერიკელებმა მიაღწიეს. საომარი მოქმედებები მახლობელ აღმოსავლეთშიც წარიმართა, სადაც 1941 წლისათვის გერმანელებმა ჯარები გადასხეს და ეგვიპტისაკენ დაიძრნენ. მათი მიზანი სუეცის არხის და საერთოდ ეგვიპტის ხელში ჩაგდება იყო. ინგლისელებმა გერმანიის არმია დაამარცხეს და გაანადგურეს. იმავდროულად ჩრდილოეთ აფრიკის საფრანგეთის კოლონიებში დე გოლის მეთაურობით ანტიფაშისტურად განწყობილი ფრანგული სამხედრო შენაერთები მოქმედებდნენ, რომლებმაც ეს რეგიონი გერმანელებისაგან მთლიანად გაანთავისუფლეს. ამასობაში იტალიაში კატასტროფული ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა შეიქმნა. იტალიის ჯარები მოკავშირეებთან ყველა ფრონტზე დამარცხდნენ. იტალიური

ნორმანდიის ოპერაცია. 1944 წლის 6 ივნისს მოკავშირეთა ჯარების ჩრდილოეთ საფ-რანგეთში ნორმანდიაში გადასხმა.

412

პოლიტიკური ელიტა მუსოლინის ხელისუფლებიდან მოშორების გზით II მსოფლიო ომიდან გამოსვლას შეეცადა. ეგრეთწოდებულმა ფაშისტურმა დიდმა საბჭომ მუსოლინი ხელისუფლებიდან გადაააყენა (1943 წ-ის ივლისში) და მეფემ ახალი მთავრობა დანიშნა. ახალმა მთავრობამ მუსოლინი დააპატიმრა და ომიდან გამოსვლისათვის ამერიკისა და ინგლისის მთავრობებთან მოლაპარაკება დაიწყო. მოლაპარაკებები შედეგად იტალია II მსოფლიო ომიდან ოფიციალურად გამოვიდა, მოკავშირეებს დაუზავდა და გერმანიას ომი გამოუცხადა. მალე მოკავშირეებმა სიცილიასა და სამხრეთ იტალიაში დესანტი გადასხეს. ამასობაში გერმანელებმა შინა პატიმრობაში მყოფი მუსოლინის გათავისუფლება შეძლეს. ის ჰიტლერმა ჩრდილოეთ იტალიაში ხელოვნურად შეკოწიწებული ე.წ. „სოციალური რესპუბლიკის“ სათავეში ჩააყენა. ამის შემდეგ გარკვეული ხნით იტალიის ფრონტზე აქტიური საომარი მოქმედებები შეწყდა და ჩრდილოეთ იტალია ერთ ხანს გერმანელების ხელში რჩებოდა. ასეთ ვითარებაში ამერიკის პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი, ინგლისის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი იტალია II მსოფლიო ომიდან და საბჭოთა კავშირის გენერალური მდივანი იოსებ სტალინი ოფიციალურად 1943 წლის ერთმანეთს ირანის დედაქალაქ თეირანში შეხვდნენ. ეს დიდი 3 ნოემბერს გამოვიდა. სამეულის, როგორც ამ ქვეყნებს იმ ხანად პოლიტიკურ წრეებში უწოდებდნენ, პირველი შეხვედრა იყო. შეხვედრის ადგილად ირანის დედაქალაქის არჩევა იმან განსაზღვრა, რომ ირანში 1941 წლიდან საბჭოთა და ინგლისის ჯარები იდგნენ. ეს თეირანის კონფერენცია 1943 წლის შეხვედრა ისტორიაში თეირანის კონფერენციის სახელით 28 ნოემბერიდან 1 დეკემბრამდე შევიდა. კონფერენციაზე მათ ომის შემდგომი ევროპის მიმდინა-რეობდა. მოწყობის საკითხები განიხილეს. აქვე გადაწყდა, რომ 1944 წლის ზაფხულში. ინგლისელები და ამერიკელები საფრანგეთში ჯარებს გადასხამდნენ და გერმანელებს ევროპაში მეორე ფრონტს გაუხსნიდნენ. შეთანხმების თანახმად, დათქმულ დროზე მოკავშირეები (ინგლისის, ამერიკისა და კანადის ჯარები) ჩრდილოეთ საფრანგეთში, ნორმანდიაში გადასხდნენ და ფაშისტური უღლისაგან დასავლეთ ევროპის განთავისუფლება დაიწყეს. ამ დროს აღმოსავლეთის ფრონტზე საბჭოთა არმია ახალ შეტევაზე გადავიდა და უნგრეთი დაიკავა. ასეთ ვითარებაში რუმინეთი ანტიჰიტლერული კოალიციის მხარეზე გადმოვიდა და გერმანიას ომი გამოუცხადა. ფინეთი ომიდან გამოვიდა და მოგვიანებით იმანაც გერმანიას ომი გამოუცხადა. საბჭოთა ჯარებმა პოლონეთის აღმოსავლეთი ნაწილი დაიკავეს და მდინარე ვისლას მიადგნენ. ამ დროს ვარშავაში ანტიფაშისტურმა აჯანყებამ იფეთქა, რომელსაც საბჭოთა კავშირის მიმართ მტრულად განწყობილი ემიგრაციული მთავრობა ხელმძღვანელობდა. ამიტომაც საბჭოთა ხელმძღვანელობა ვერაგულად მოიქცა. ის აჯანყებულებს არ დაეხმარა და ამით ფაშისტებს საშუალება მისცა აჯანყებულები და ქალაქი ვარშავა გაენადგურებინა. გერმანელთა მიერ აჯანყების ჩაქრობას სულ ცოტა 200 ათასი პოლონელი ემსხვერპლა. 1945 წელს ომი უკვე საკუთრივ გერმანიის ტერიტორიაზე მიდიოდა. გერმანიის

413

იალტის კონფერენცის (1945 წლის 4-11 თებერვალი) დიდი სამეული — უინსტონ ჩერჩილი, ფრანკლინ დელანო რუზველტი, იოსებ სტალინი.

რაიხსტაგის თავზე დროშის აღმართვა მელიტონ ქანთარიას და მ. ეგოროვის მიერ. 1945 წლის 1 მაისი. ჰიტლერმა და მისმა მეუღლემ, ევა ბრაუნმა თავი 1945 წლის 30 აპრილს მოიკლეს. პოტსდამის კონფერენცია 1945 წლის 17 ივლისიდან 2 აგვისტომდე მიმდინა-რეობდა.

სატელიტი ქვეყანა — ფორმალურად დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც რეალურად სხვა ქვეყნის მიერ იმართება. გერმანიის მხედართმთავრობამ უსიტყვო კაპიტულაციის აქტს ხელი ორჯერ მოაწე-რა. ხელმოწერის ცერემონიალი პირველად 7 მაისს რეიმსში გაიმართა. ი. სტალინის დაჟინებული მოთხოვნით კაპიტულაციის აქტის ხელმოწერის ცერემონიალი ხელმეორედ მეორე დღის დასასრულს მოსკოვის დროით 9 მაისის 00 საათსა და 43 წუთზე ბერლინის მიდამოებში კარლსხორსტში გაიმართა.

საბოლოო დამარცხება უკვე ყველასათვის ნათელი იყო. დღის წესრიგში ომის შემდგომი ევროპის მოწყობის საკითხი დადგა. მას „დიდი სამეულის“ კიდევ ერთი, რიგით მეორე შეხვედრა მიეძღვნა. ამჯერად კონფერენცია საბჭოთა კავშირის შავიზღვისპირა კურორტ იალტაში ჩატარდა. ამასობაში ჰიტლერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 1 მაისს რაიხსტაგის გუმბათზე ქართველმა მ. ქანთარიამ (1920-1993) და რუსმა მ. ეგოროვმა საბჭოთა კავშირის დროშა აღმართეს, ხოლო 2 მაისს ბერლინის გარნიზონი საბჭოთა არმიას დანებდა. 1945 წლის 9 მაისს გერმანიის ჯარების წარმომადგენელმა ხელი მოაწერა უსიტყვო კაპიტულაციას და თავისი დამარცხება აღიარა. ეს თარიღი II მსოფლიო ომის დამთავრების თარიღადაცაა მიჩნეული. რამდენიმე თვეში „დიდი სამეულის“ ბოლო შეხვედრა გერმანიის დედაქალაქ ბერლინთან ახლოს პოტსდამში გაიმართა. ამ დროს რუზველტი უკვე გარდაცვლილი იყო და ამერიკის დელეგაციას სათავეში ამერიკის ახალი პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი ედგა. კონფერენციაზე ჩერჩილიც ჩამოვიდა, მაგრამ ამ დროს ინგლისში არჩევნები გაიმართა და პოტსდამში ის არჩევნებში გამარჯვებულმა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა კლემენტ ეტლიმ შეცვალა. პოტსდამის კონფერენციამ ევროპის ბედი თითქმის 45 წლით განსაზღვრა. ფაქტობრივად მდ. ელბის აღმოსავლეთით ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპა საბჭოთა კავშირის სატელიტად იქცა. აქ სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკების სახელით კომუნისტური რეჟიმები დამყარდა, ხოლო მდ. ელბის დასავლეთით კაპიტალისტური წყობილება დარჩა. პოტსდამის კონფერენციაზე საბჭოთა კავშირმა პირობა დადო, რომ ექვს თვეში ჯარებს აღმოსავლეთში გადაისროდა და იაპონიასთან ომს დაიწყებდა. ამ კონფერენციაზე ტრუმენმა სტალინს ატომური ბომბის გამოცდის შესახებ ზოგადი ინფორმაცია მიაწოდა. მას ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ სტალინმა ამ ინფორმაციის მნიშვნელობა ვერ გაიგო. სინამდვილეში სტალინს ყოველივე ამის შესახებ სრული ინფორმაცია გააჩნდა და სსრკ-ში ატომური ბომბის შექმნაზე გამალებული მუშაობა მიდიოდა. იაპონია მარცხს მარცხზე განიცდიდა. აღმოსავლეთ აზიაში დაპყრობილი ტერიტორიების უმეტესობა მას უკვე დაკარგული ჰქონდა, თუმცა ჩინეთსა და აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებში ჯერ კიდევ ძლიერ პოზიციებს ინარჩუნებდა. ამერიკელები იაპონიის კუნძულებზე ჯარების გადასხმას ძალზე უფრთხოდნენ, რადგან დიდი მსხვერპლის ეშინოდათ, ამიტომ მათ ატომური იარაღის გამოცდა გადაწყვიტეს. ეს იმავდროულად მთელი მსოფლიოს წინაშე საკუთარი უძლეველობის დემონსტრირებაც უნდა ყოფილიყო. მართლაც, ამერიკელებმა იაპონიის ქალაქებში ხიროსიმასა და ნაგასაკში ატომური ბომბები ჩამოაგდეს. ამით ფაქტობრივად კაცობრიობის ისტორიაში, ახალი ატომური ერა დაიწყო. ამის

414

შემდეგ სრულიად დემორალიზებულ იაპონიასთან სახმელეთო ომში საბჭოთა კავშირის ჯარები ჩაება. მათ მოკლე ხანში მანჯურიაში იაპონელთა კვანტუნის არმია გაანადგურეს. საბოლოოდ იაპონიამ 1945 წლის 2 სექტემბერს სრულ კაპიტულაციაზე ხელი მოაწერა. ამით II მსოფლიო ომი საბოლოოდ დასრულდა.

ამერიკელებმა ატომური ბომბი 1945 წლის 6 აგვისტოს ხიროსიმაში და 9 აგვისტოს ნაგასაკში ჩამოაგდეს. საბჭოთა კავშირმა იაპონიის ომი 9 აგვისტოს გამოუცხადა.

II მსოფლიო ომის ეკონომიკური შედეგები. II მსოფლიო ომი ყველაზე გამანადგურებელი ომი იყო კაცობრიობის ისტორიაში. I მსოფლიო ომთან შედარებით იგი ბევრად ინტენსიური და მრავლისმომცველი იყო: გაიზარდა მეცნიერების წილი სამხედრო ტექნოლოგიებში, ომმა თავის მიზნებს დაუმორჩილა არა მარტო ეკონომიკა, არამედ მთელი საზოგადოებაც, საოცრად გაიზარდა პროპაგანდის როლი... ეს მართლაც მსოფლიო ომი იყო იმ გაგებით, რომ მასში ყველა კონტინენტის თითქმის ყველა ქვეყანა და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მონაწილეობდა. შეუდარებლად გაიზარდა თავად საბრძოლო მოქმედებათა დინამიკაც. ის მიდიოდა ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში. სამხედრო ტექნოლოგიების განვითარებამ კი თავის პიკს ატომური დაბომბვით მიაღწია. იმავდროულად ომის მსვლელობაში ეკონომიკური და ინდუსტრიული პოტენციალის როლი გამოიკვეთა. სრულიად ნათელი გახდა, რომ მან საომარ მოქმედებებზე არანაკლები მნიშვნელობა შეიძინა. საბოლოო გამარჯვების „ფარული იარაღი“ აშშ-ს ეკონომიკის მაღალი მწარმოებლურობა და მზარდი ეფექტიანობა აღმოჩნდა. ყველაზე მცირე შეფასებითაც კი, ომში გაწეულმა მხოლოდ საფინანსო ხარჯებმა ერთ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა და აქ სხვა მატერიალური დანახარჯები არც იანგარიშება. მხოლოდ მიახლოებითი გამოთვლებით, ომმა მარტო დასავლეთ ევროპაში 6 მილიონი სამხედრო და 8 მილიონი მშვიდობიანი მოსახლე იმსხვერპლა. საბჭოთა კავშირმა II მსოფლიო ომში სულ ცოტა 30 მილიონი ადამიანი დაკარგა. აქედან მარტო საქართველომ სამასი ათასი ადამიანი დაკარგა მოკლულთა სახით, კიდევ რამდენიმე ასეული ათასი დასახიჩრდა. ზოგადად ომის მსვლელობაში მილიონობით ადამიანი დაიჭრა და დასახიჩრდა, უამრავი უსახლკაროდ და ულუკმაპუროდ დარჩა. საჰაერო დაბომბვებმა არა მარტო მატერიალური ზიანი გამოიწვია არამედ მთელი ქალაქები გაასწორა მიწასთან. გზების, ხიდებისა და სარკინიგზო ხაზების განადგურების გამო სატრანსპორტო არტერიები თითქმის მთლიანად მოიშალა. შედეგად ომის დამთავრებისას მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში წარმოების დონე 1938 წლის დონის ნახევარსაც ვერ აღწევდა. ყოველივე ამას ისიც ემატებოდა, რომ ომის მსვლელობაში მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა თავისი სახლ-კარი დაეტოვებინა. ხალხთა იძულებითმა გადასახლებამ აქამდე არნახულ მასშტაბებს მიაღწია. ასე რომ ომის შემდგომ ეკონომიკის აღდგენა იოლად ვერ მოხდებოდა.

415

კვანტუნის არმია — იაპონიის სახმელეთო ჯარების ძირითადი დაჯგუფება ჩინეთში. ეს არმია ჯერ კიდევ 1931 წელს შეიქმნა; საბჭოთა ჯარებმა ის 1945 წლის აგვისტოში გაანადგურეს.

ჰიროსიმა - ატომური ბომბის დარტყმის შემდეგ 1945 წელს

ჰარი ტრუმენი ამერიკის პრეზიდენტი 1945-1952

კლემენტ რიჩარდ ეტლი ინგლისის პრემიერ-მინისტრი 1945-1951

II მსოფლიო ომის პოლიტიკური შედეგები. დამარცხებული გერმანია თავდაპირველად ოთხ სსრკ-ს, ამერიკის, ინგლისისა და საფრანგეთის სექტორებად დაიყო. ცოტა მოგვიანებით საბჭოთა ზონაში, აღმოსავლეთ გერმანიაში საბჭოთა კავშირის სატელიტი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა შეიქმნა, გერმანიის დანარჩენი ნაწილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკად ჩამოყალიბდა. გერმანიის დედაქალაქი ბერლინი თავდაპირველად ისევე, როგორც მთელი გერმანია ოთხ სექტორად იყო გაყოფილი. ცოტა მოგვიანებით ამერიკის, ინგლისისა და საფრანგეთის სექტორები ერთ დასავლეთ ბერლინად გაერთიანდა, ხოლო აღმოსავლეთი ბერლინი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქად იქცა. გერმანიამ დიდი ტერიტორიული დანაკარგი განიცადა. აღმოსავლეთ პრუსია კენიგსბერგითურთ (დღევანდელი კალინინგრადი) სსრკ-მ უშუალოდ შეიერთა. აქედან გერმანელები მთლიანად გაასახლეს და აქ სსრკ-ს, ძირითადად კი რუსეთის სხვადასხვა კუთხეებიდან ახალი მოსახლეობა ჩამოასახლეს. პოლონეთმა გერმანიის ხარჯზე დიდი ტერიტორიები მიიღო. მას ბალტიის ზღვისპირეთი (პომერანია) და პრუსიის დიდი ნაწილი მდ. ოდერამდე გადაეცა. სუდეტების ოლქი კვლავ ჩეხოსლოვაკიას დაუბრუნდა. ავსტრიას დამოუკიდებლობა დაუბრუნდა, საგანგებო ხელშეკრულებით ავსტრიის გერმანიასთან ხელახლა შეერთება აიკრძალა. აღმოსავლეთ პრუსიის მსგავსად, პოლონეთიდან და ჩეხოსლოვაკიიდან გერმანული მოსახლეობა თითქმის მთლიანად გაასახლეს. საბჭოთა კავშირმა შორეულ აღმოსავლეთში იაპონიას სამხრეთ სახალინი და კურილიის კუნძულები ჩამოართვა. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია — გაერო. მეორე

გაეროს სათავო ოფისი

მსოფლიო ომის თავიდან აცილება ერთა ლიგამ ვერ მოახერხა და პრაქტიკულად მთლიანად გაკოტრდა. დიდი სამეულის ჯერ კიდევ ომის მსვლელობის დროს შეხვედრებზე საუბარი დაიწყო ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნაზე, რომელიც მსოფლიო ხალხების ახალი გაერთიანება იქნებოდა. ამ საკითხის ირგვლივ მოლაპარაკება დაახლოებით ორი წელი მიდიოდა. ბოლო კონფერენცია 50 ქვეყნის წარმომადგენლის მონაწილეობით 1945 წლის 25 აპრილს სან-ფრანცისკოში გაიხსნა. კონფერენციამ ახალი საერთაშორისო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის — გაეროს წესდება დაამტკიცა. წესდების მიხედვით გაეროს მთავარ ორგანოდ უშიშროების საბჭო იქცა, რომელიც 5 მუდმივი წევრისაგან და 12 დროებითი წევრისაგან შედგებოდა. გაეროს მუდმივ წევრებს, რომლებიც აშშ-ს საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, სსრკ-ს და ჩინეთს წარმოადგენდნენ, უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადების უფლება მიენიჭა.

416

§ 2. მსოფლიო ეკონომიკის აღდგენა. ომის შემდგომი ეკონომიკის დაგეგმარება II მსოფლიო ომის ბოლოს ევროპის ეკონომიკა ფაქტობრივად პარალიზებული იყო. ბრიტანეთიც კი, რომლის ტერიტორიაზეც გერმანულ ჯარებს ფეხი არ დაუდგამთ, საჰაერო დაბომბვების შედეგად უკიდურესად დაზარალდა. ომის საშინელებებს ფაქტობრივად მხოლოდ ავსტრალიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტები და ევროპის რამდენიმე ნეიტრალური ქვეყანა გადაურჩა. II მსოფლიო ომამდე მთელ ევროპას მეტი შემოჰქონდა, ვიდრე გაჰქონდა, განსაკუთრებით — საკვები პროდუქტებისა და ნედლეულის სახით. ის ამ განსხვავებას საგარეო ინვესტიციებით, საზღვაო გადაზიდვებითა და საფინანსო მომსახურებით ფარავდა. ომის შედეგად, ევროპის ქვეყნები სავაჭრო ფლოტის გარეშე დარჩნენ, უცხოური ინვესტიციები შეწყდა, ფინანსური სისტემა ქაოსმა მოიცვა, ხოლო ოკეანისგაღმა ქვეყნების ბაზარი ამერიკელებმა, კანადელებმა და მესამე სამყაროს ქვეყნებში სოკოებივით მომრავლებულმა უცხოურმა კომპანიებმა იგდეს ხელთ. ევროპაში კი გამარჯვებულებს და დამარცხებულებს ერთნაირად უჭირდათ — ერთნაირად განიცდიდნენ შიმშილსაც და სიცივესაც. დახმარება ამერიკიდან მოვიდა. ჯერ იყო და ამერიკის ჯარმა მთელი თავისი აღალი ევროპაში მოკავშირეებს დაუტოვა. გარდა ამისა ამერიკამ 4 მილიარდი დოლარი გამოყო ევროპისათვის და თითქმის სამი მილიარდი — დანარჩენი სამყაროსთვის. გაერომ თავის მხრივ ერთი მილიარდი დოლარის და 20 მილიონის ღირებულების საკვების, ტანსაცმლისა და მედიკამენტების მოზდვა მოახერხა ომით დაზარალებულთა დასახმარებლად. ზოგადად ომის შედეგად დანგრეული ეკონომიკა მანამდე არნახული მასშტაბის აღდგენით სამუშაოებს საჭიროებდა. ეს კი, ბუნებრივია, სახელმწიფოს ჩარევის ბევრად მაღალ ხარისხს მოითხოვდა, ვიდრე ეს ომამდე იყო მიღებული. მართლაც, ეკონომიკის სფეროშიც ფართოდ მოიკიდა ფეხი საკვანძო სექტორების ნაციონალიზაციამ (გადაზიდვების, ენერგომომარაგებისა და, ნაწილობრივ, საბანკო სისტემისაც კი). საერთაშორისო დონეზე, ორი დიდი ორგანიზაცია ჩამოყალიბდა: საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელსაც ვალუტათშორისი გაცვლითი კურსის საკითხები უნდა მოეგვარებინა და მოკლევადიანი დისბალანსების აღმოფხვრაში დახმარებოდა მონაწილე ქვეყნებს და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი, რომელსაც შემოკლებით მსოფლიო ბანკსაც უწოდებენ. ეს უკანასკნელი მოწოდებული იყო გრძელვადიანი სესხები გამოეყო ომით დაზარალებული ქვეყნებისათვის და ასევე, მესამე სამყაროს ქვეყნებსაც დახმარებოდა. ამას საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის დაარსებაც

417

საერთაშორისო სავალუტო ფონდი 1945 წელს შეიქმნა.

რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი, იგივე მსოფლიო ბანკი 1945 წელს შეიქმნა.

მოჰყვა, რომლის მოვალეობას ტარიფებსა და რაოდენობრივ შეზღუდვებზე (კვოტებზე) კონტროლი შეადგენდა. საინტერესოა, რომ 1947 წელს მასში გაერთიანებული 23 ქვეყნიდან, ორი ათწლეულის შემდეგ, წევრთა რიცხვმა 82-ს მიაღწია, დღეს კი გაერო 193 წევრს ითვლის.

,,მარშალის

,,მარშალის გეგმა” ყველაზე დიდი დახმარება მიიღო ინგლისმა — 2,8 მილიარდი დოლარი, საფრანგეთმა — 2,5 მილიარდი დოლარი, იტალიამ — 1,3 მილიარდი დოლარი, დასავლეთ გერმანიამ — 1,3 მილიარდი დოლარი, ჰოალანდიამ — 1 მილიარდი დოლარი. ამ დახმარების წინაპირობა დახმარების მიმღები ქვეყნების მთავრო-ბებიდან კომუნისტური პარტიის წარმომა-დგენლების გამოყვანა იყო. 1948 წლის დასაწყისისათვის არცერთი დასავლეთ ევროპული ქვეყნის მთავრობაში კომუნისტური პარტიის წარმომადგენელი აღარ დარჩა. მოგვიანებით „მარშალის გეგმა“ გავრცელდა იაპონიაზე და აღმოსავლეთ აზიის ზოგიერთ სხვა ქვეყანაზე.

კონგრესმა კანონი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მიიღო 1948 წლის აპრილში.

გეგმა“

და

„ეკონომიკური

სასწაული“.

მართალია, 1947 წელს დასავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობამ, გერმანიის გამოკლებით, წარმოების ომამდელ დონეს მიაღწია, მაგრამ ეს მაჩვენებელი უკვე არანაირად აღარ იყო საკმარისი — განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა უჩვეულოდ მკაცრმა ზამთარმა და გვალვებმა 1947 წლის მოსავალი თითქმის მთლიანად გაანადგურა. ამას საერთო ფულად-საკრედიტო შეჭირვებაც დაერთო და 1947 წლის მიწურულს ცხადი გახდა, რომ ომის შემდგომი ეკონომიკის გაჯანსაღების გეგმა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის ცივი ომის დაწყების პირველმა ნიშნებმა და დასავლეთის ევროპულ ქვეყნებში კომუნისტური პარტიების გაძლიერებამ და გააქტიურებამ აშშ დასავლეთ ევროპის პოლიტიკურ სტაბილურობაზე სერიოზულად დააფიქრა და ამ ქვეყნებისათვის მასშტაბური ეკონომიკური დახმარება გადააწყვეტინა. გენერალმა ჯორჯ მარშალმა, რომელსაც იმ დროისათვის პრეზიდენტ ტრუმენის ადმინისტრაციაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტი ეკავა განაცხადა, რომ თუკი ევროპის ქვეყნები ერთობლივად მოითხოვდნენ შეერთებული შტატებისაგან დახმარებას, ევროპა ამ დახმარებას მიიღებდა. ასე დაედო საფუძველი ე.წ. „მარშალის გეგმას“. მარშალის მოწოდების საპასუხოდ, პარიზში 16 სახელმწიფოს წარმომადგენელი შეიკრიბა ამ წინადადების განსახილველად. საბჭოთა კავშირი ერთადერთი იყო, რომელმაც ამ შეხვედრაში მონაწილეობაზე საკუთარი ნებით თქვა უარი. მან არც აღმოსავლეთ ევროპის ახლად გამოჩეკილ სოციალისტურ ქვეყანებს მისცა იქ დასწრების უფლება. მიწვეული არ ყოფილა მხოლოდ ფრანკოს ესპანეთი და ჯერ კიდევ სამხედრო ოკუპაციის პირობებში მყოფი გერმანია, რომელსაც იმხანად საკუთარი ხელისუფლებაც კი არ ჰყავდა. ტრუმენის ადმინისტრაციის დიდი ძალისხმევით, კონგრესმა მიიღო კანონი „ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“, რომელიც ევროპისადმი ეკონომიკური დახმარების ოთხწლიან პროგრამას მოიცავდა. ამ კანონის საფუძველზე 1948 -1951 წწ-ში დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა ამერიკისაგან მიიღეს დაახლოებით 12,4 მილიარდი დოლარის დახმარება. მათ შორის იყო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაც. „მარშალის გეგმამ“ დასავლეთ ევროპის ქვეყნებს საშუალება მისცა უმოკლეს ხანაში განეახლებინათ თავიანთი მრეწველობა და საგარეო ვალები მთლიანად გადაეხადათ. „მარშალის გეგმის“ განხორციელებით დიდი მოგება აშშ-ის ეკონომიკამაც ნახა, რადგან დასავლეთ ევროპის სახით თავისი მრეწველობისათვის

418

და სოფლის მეურნეობისათვის უზარმაზარი გასაღების ბაზარი შეიძინა. საბოლოო ჯამში დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა სული მოითქვეს და თანდათანობით თავიანთი საექსპორტო პოტენციალი აღადგინეს. იმავდროულად კომუნისტური პარტიების გავლენა დასავლეთ ევროპაში მკვეთრად შემცირდა. საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით დასავლეთის ქვეყნებმა უარი თქვეს გერმანიისგან კონტრიბუციისა და რეპარაციის მიღებაზე, რითაც ხაზი გაუსვეს თავიანთ სურვილს — დახმარებოდნენ გერმანიას ეკონომიკის სწრაფ აღდგენაში. ამ მიზნით გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო გერმანული ვალუტის რეფორმა, როცა ძველი, ნაცისტური რაიხსმარკა ახალი, დოიჩემარკით შეიცვალა — 1/10 შეფარდებით. ამას მართლაც რომ ეკონომიკური სასწაული მოჰყვა შედეგად: ადრე შავ ბაზარზე საშოვნელმა საქონელმა ნელ-ნელა მაღაზიებში გადმოინაცვლა, ამუშავდა საწარმოები და დასვლეთ გერმანიამაც სწრაფად დაიწყო ეკონომიკური წინსვლა. ამასობაში, „მარშალის გეგმა“ დასავლეთ გერმანიაშიც ამოქმედდა. ამით უკვე შესაძლებელი გახდა მთლიანად დასავლური ევროპული ეკონომიკური აღორძინების ფენომენზე საუბარი. 1952 წელს, როდესაც „მარშალის გეგმის“ პროგრამა დასრულდა მისმა შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადაჭარბა. მართალია, მას არ შეუქმნია ევროპის შეერთებული შტატები — როგორც ამას ბევრი იმედოვნებდა, მაგრამ მისი წყალობით, დასავლეთ ევროპა არა მარტო მტკიცედ დადგა ფეხზე, არამედ წარმოების ომამდელ დონეებს გადააჭარბა და ეკონომიკური აღმავლობა შეუქცევადი გახადა. საბოლოოდ, ევროკავშირის შექმნასაც სწორედ ამან დაუდო საფუძველი.

სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხანა. II მსოფლიო ომის შემდეგ — მთელი მეოთხედი საუკუნე — დასავლეთის ინდუსტრიულ ქვეყნებში ისტორიის მანძილზე მანამდე არნახული ეკონომიკური ზრდა აღინიშნებოდა, რომელიც ისტორიაში „ეკონომიკური სასწაულის“ სახელით შევიდა. ტერმინი „ეკონომიკური სასწაული“, პირველად 1948 წელს იხმარეს, როცა დასავლეთ გერმანიაში სავალუტო რეფორმის შედეგად, ეკონომიკური ზრდა აშკარა და თვალსაჩინო გახდა. 50-60-იან წლებში, როცა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ზრდის ტემპები არათუ შენელდა, არამედ დაჩქარდა კიდეც, ეს ტერმინი უკვე მთელი ამ პერიოდზე გავრცელდა. მაგრამ სასწაულები არ ხდება, ყოველივე ამას თავისი კონკრეტული ეკონომიკურ-პოლიტიკური მიზეზები ჰქონდა. ამერიკელებმა, როგორც ავღნიშნეთ, თავიანთი ინვესტიციებით გადამწყვეტი როლი ითამაშეს ევროპის ეკონომიკური აღორძინების საქმეში. მართალია, დროდადრო მოხმარებასა და ინვესტიციებს შორის დისბალანსი გარკვეულ ინფლაციურ ტალღებს იწვევდა, მაგრამ არც ერთი არ ყოფილა ისეთი მძიმე, როგორც I მსოფლიო ომის შემდგომი

419

ჰიპერინფლაცია. ინვესტიციები ძირითადად წარმოების განვითარებაში იდებოდა, ასე რომ, ტექნიკური მოდერნიზაცია არა მარტო თანამდევი, არამედ მნიშვნელოვანი საყრდენი იყო ამ ე.წ. „ეკონომიკური სასწაულისათვის“. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თავად ეკონომიკურ პოლიტიკასაც: ახლა ხელისუფლება ყველგან ბევრად უფრო მეტად ერეოდა ეკონომიკის მართვაში, ვიდრე ადრე, მაგრამ ამავე დროს, კერძო ინიციატივებსაც ბევრად მეტი გასაქანი მიეცა. საშუალოდ, დასავლეთ ევროპის ქვეყნების ეროვნული შემოსავლის 1\4-დან 1\3-მდე, სახელმწიფო სექტორზე მოდიოდა. ეს პროპორციული შეფარდება ბევრად აღემატება ომამდელ მაჩვენებელს, მაგრამ იგი ბევრად ჩამორჩებოდა კერძო სექტორის წილს. ომის შემდგომი დასავლეთ ევროპის ეკონომიკური პოლიტიკა ძალზე დასცილდა XIX საუკუნის დროინდელ კაპიტალიზმს, მაგრამ არც აღმოსავლეთ ევროპის „სოციალიზირებული“ ეკონომიკის დოქტრინები გადაუღია. ამ, ე.წ. „კეთილდღეობის ეკონომიკურ პოლიტიკაში“ ხელისუფლების მხრივ საერთო სტაბილურობისა და წინსვლის ხელშემწყობი კურსის გატარება იგულისხმება, რომელიც იმავდროულად ეკონომიკურად სუსტთა მინიმალურ დახმარებასაც მოიცავდა. რაც შეეხება საქონლის წარმოებას და მომსახურების სფეროს, ის კვლავაც კერძო ბიზნესს ჰქონდა მინდობილი. აღსანიშნავია ასევე, საერთაშორისო დონეზე ეკონომიკურ პროექტებში ურთიერთშეთანხმებისა და შეთანხმებული მოქმედების მაღალი დონე. ამ მხრივ, ომამდელ პერიოდთან შედარებით, საერთო სურათი აშკარად დადებითობისაკენ შეიცვალა. ეკონომიკური წინსვლისათვის დიდი მნიშვნელობა შეიძინა ადამიანური რესურსების სწორად გამოყენებამ. განათლების, სხვადასხვა სპეციალობათა და ხელობათა ათვისების დონემ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია, ხოლო სხვადასხვა სახის გამოკვლევების დაფინანსებამ აქამდე არნახული მასშტაბები შეიძინა. თუმცა, იყო მარცხის ერთეული შემთხვევებიც — არნახულმა ეკონომიკურმა ზრდამ, ეკონომიკური პოლიტიკის მესვეურებს დასაქმებისა და ანაზღაურების საკითხები უყურადღებოდ დაატოვებინა. ამან XX საუკუნის 60-იან წლებში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში შემოსავალთა მათ სასარგებლოდ გადანაწილების მოთხოვნით მუშათა გამოსვლები გამოიწვია.

§ 3. კომუნისტური სამყაროს გაფართოება II მსოფლიო ომამდე კომუნისტური ტოტალიტარული სისტემის ბატონობის ქვეშ მხოლოდ საბჭოთა კავშირი და მისი სატელიტი მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკა იყო. II მსოფლიო ომში სსრკ-ს გამარჯვებას აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში კომუნისტური სისტემის გაბატონება

420

მოჰყვა. ალბანეთსა და იუგოსლავიაში კომუნისტები სათავეში ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის გზით მოვიდნენ. პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, უნგრეთში, რუმინეთში, ბულგარეთში მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ თავდაპირველად კოალიციური მთავრობები შეიქმნა, რომელშიც კომუნისტური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად არაკომუნისტური პარტიების წარმომადგენლებიც შედიოდნენ. 1946-1948 წლებში საბჭოთა კავშირის დახმარებით კომუნისტურმა პარტიებმა ამ ქვეყნებში მთავრობიდან თანდათანობით გამოდევნეს არაკომუნისტური პარტიის წარმომადგენლები და ერთპარტიული კომუნისტური დიქტატურა დაამყარეს. თავიდანვე ერთპარტიული კომუნისტური დიქტატურა დამყარდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. თუმცა ბულგარეთში, პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ფორმალურად რამდენიმე არაკომუნისტური პარტიაც არსებობდა. აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური რეჟიმების გამარჯვების შემდეგ საბჭოთა ეკონომიკური მოდელის მიხედვით თითქმის მთელი მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის ნაციონალიზაცია მოხდა. ასე ჩაეყარა საფუძველი კომუნისტურ ბანაკს, რომელიც ამის შემდეგ აღმოსავლეთ აზიაშიც გაფართოვდა. უპირველეს ყოვლისა კომუნისტურტოტალიტარული რეჟიმი ჩრდილოეთ კორეაში დამყარდა, რომელიც იაპონელთა ბატონობისგან საბჭოთა ჯარებმა გაათავისუფლეს.

კომუნისტური რეჟიმის დამყარება ჩინეთში.

ჩინეთის კომუნისტური პარტია ხელისუფლებისათვის XX საუკუნის 20იანი წლებიდან იბრძოდა. ჩინეთში მის მთავარ მოწინააღმდეგეს გომინდანის პარტია წარმოადგენდა. XX საუკუნის 30-იანი წლების დასასრულს იაპონიის აგრესიის პერიოდში კომუნისტურ პარტიასა და გომინდანს შორის დროებით, ფორმალურად მშვიდობა ჩამოვარდა, მაგრამ II მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ჩინეთში სამოქალაქო ომმა ახალი ძალით იფეთქა. ის ჩინელი კომუნისტების გამარჯვებით დასრულდა, რასაც კომუნისტური ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნა მოჰყვა მაო ძე დუნით სათავეში. ამგვარად კომუნისტური ხელისუფლების ქვეშ მთელი კონტინენტური ჩინეთი გააერთიანა.

კომუნისტური რეჟიმის დამყარება ინდოჩინეთში.

II მსოფლიო ომის წინ ვიეტნამი, კამბოჯა და ლაოსი საფრანგეთის კოლონიები იყო. საფრანგეთის გერმანიასთან დამარცხების შემდეგ ვიეტნამი იაპონიამ დაიკავა, თუმცა იაპონელებთან ერთად ქვეყანაში ძველი ფრანგული ადმინისტრაციაც მოქმედებდა. II მსოფლიო ომში იაპონიის დამარცხებას ვიეტნამში საყოველთაო აჯანყება მოჰყვა. ვიეტნამელმა კომუნისტებმა სრულიად ვიეტნამის კონგრესი მოიწვიეს,

421

მაო ძე დუნი ჩინეთის კომპარტიის ფუძემდებელი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაური 1949-1976

გომინდანი — „ჩინეთის ეროვნული სახალხო პარტია“ 1912 წლის სუნ იანტსენმა დააფუძნა. 1925 წელს გომინდანს სათავეში ჩან კაიში ჩაუდგა. 1949 წლის შემოდგომაზე ჩინეთის სამოქალაქო ომში დამარცხების შემდეგ გომინდანის პარტიის ხელმძღვანელობა კუნძულ ტაივანზე გადავიდა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა 1949 წლის 1 ოქტომბერს გამოცხადდა.

ვიეტნამი იაპონიამ 1940 წელს დაიკავა.

ჟენევის ხელშეკრულება საფრანგეთსა და კომუნისტურ ვიეტნამს შორის 1954 წლის 21 ივნისს გაფორმდა.

ამერიკამ ვიეტნამში ჯარები 1964 წელს გადასხა.

რომელმაც ეს ქვეყანა დამოუკიდებელ დემოკრატიულ სახელმწიფოდ გამოაცხადა. კომუნისტური იდეოლოგია ვიეტნამთან ერთად მის მეზობელ ლაოსსა და კამბოჯაშიც გავრცელდა. ამის საპასუხოდ საფრანგეთის მთავრობამ ვიეტნამში ჯარები გადასხა. დაიწყო ვიეტნამის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის. ამ ბრძოლაში საფრანგეთის ჯარებმა სრული მარცხი განიცადეს და იძულებული იყვნენ საზავო მოლაპარაკებაზე წასულიყვნენ. ჟენევის ხელშეკრულების მიხედვით, ლაოსი და კამბოჯა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადდნენ. ვიეტნამი კი ორ ნაწილად გაიყო: ჩრდილოეთ ვიეტნამი კომუნისტური ხელისუფლების ხელში დარჩა, რომელიც საფრანგეთმა აღიარა, სამხრეთ ვიეტნამს კი პროდასავლური მთავრობა მართავდა. აქ ფრანგების ადგილი თანდათანობით ამერიკელებმა დაიკავეს. 1960-იანი წლების დასაწყისში ჩრდილოეთ ვიეტნამის კომუნისტურმა მთავრობამ ქვეყნის გაერთიანებისათვის ბრძოლა დაიწყო. აშშ-ის მთავრობამ ვიეტნამში ჯერ სამხედრო მრჩევლები გაგზავნა, ხოლო შემდეგ რეგულარული ჯარის ნაწილები გადასხა და ომში უშუალოდ ჩაება. ომი 1975 წლამდე გაგრძელდა. კომუნისტურმა ვიეტნამმა, რომელსაც საბჭოთა კავშირი და ჩინეთი ეხმარებოდნენ სრულ გამარჯვებას მიაღწია. ამერიკის ჯარები იძულებულნი გახდნენ სამხრეთ ვიეტნამი დაეტოვებინათ, რომელიც ჩრდილოეთ ვიეტნამთან ერთიან კომუნისტურ სახელმწიფოში გაერთიანდა. ამის შემდეგ ვიეტნამის მოსაზღვრე ლაოსში ასევე პროკომუნისტური ხელისუფლება დამყარდა. XX ს-ის 70-იანი წლების დასასრულს ვიეტნამის მეზობელ კამბოჯაში ძალაუფლება უკიდურესი მემარცხენეების „წითელი ქხმერების“ ხელში გადავიდა. მათ ქალაქების მოსახლეობა სოფლებში გადაასახლეს და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ საშინელი ტერორი გააჩაღეს, რომლის მსხვერპლი კამბოჯის მოსახლეობის ნახევარი გახდა. მხოლოდ კომუნისტური ვიეტნამის ჯარებმა მოახერხეს „წითელი ქხმერების“ გაძევება კამბოჯადან. კომუნისტური ბანაკის ერთიანობა დიდხანს ვერ გაგრძელდა. ჯერ მას კომუნისტური იუგოსლავია გამოეყო (1948 წ.), მოგვიანებით, კი საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებელი პოლიტიკის გზას ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ალბანეთი დაადგნენ. ამის შემდეგ ე. წ. „სოციალისტურ ბანაკში“ საბჭოთა კავშირი და მისი სატელიტები — ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის კომუნისტური ქვეყნები იგულისხმებოდნენ. საბჭოთა ბლოკის ეკონომიკური პოლიტიკა. საბჭოთა კავშირმა II მსოფლიო ომში ყველაზე დიდი ზარალი განიცადა. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ომში დაღუპულთა რიცხვმა 30 მილიონს გადააჭარბა, 25 მილიონი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ქვეყნის დასავლეთი რეგიონები მთლიანად გაპარტახდა, აქ სამეურნეო თუ საწარმოო პოტენციალმა არნახული ზარალი განიცადა. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი ერთ სულ

422

მოსახლეზე შემოსავლების მიხედვით უღარიბესი ქვეყანა იყო, ტერიტორიის სიდიდემ, ენერგორესურსებმა, სასარგებლო წიაღისეულის განუსაზღვრელმა მარაგმა, მოსახლეობის სიმრავლემ და ლამის მონური შრომის გამოყენების ფაქტორმა საბჭოთა კავშირს საშუალება მისცა ომით დანგრეული სახალხო მეურნეობა აღედგინა და ომის შემდეგ ზესახელმწიფოდ ქცეულიყო, რაშიც მნიშვნელოვანი როლი დამარცხებული გერმანიის მიმართ უმკაცრესმა რეპარაციებმა და ახალი, სატელიტი სახელმწიფოების ფაქტობრივმა ძარცვამაც ითამაშა. ხელისუფლების მთავარი ყურადღება მძიმე მრეწველობასა და შეიარაღებაზე, განსაკუთრებით კი ბირთვული (ატომური) და სარაკეტო ტექნოლოგიების განვითარებაზე იყო გადატანილი. 1953 წ. საბჭოთა კავშირის გენერალური მდივანი იოსებ სტალინი გარდაიცვალა და ქვეყნის მმართველ წრეებში გარკვეული შეხლა-შემოხლის შემდეგ, მისი ადგილი ნიკიტა ხრუშჩოვმა დაიკავა. ნიკიტა ხრუშჩოვი სტალინის კულტის დაგმობის პოლიტიკას დაადგა. სტალინის კულტის წინააღმდეგ ხრუშჩოვის ბრძოლის სიმბოლური გამოხატულება სტალინის ცხედრის მავზოლეუმიდან გამოსვენება გახდა, სადაც ის კომუნისტური სახელმწიფოს ბელადისა და დამფუძნებლის ვლადიმერ ლენინის გვერდით ესვენა. ხელისუფლებაში პოლიტიკური ბელადების შეცვლის მიუხედავად, საბჭოთა ეკონომიკური სისტემა ძირითადად უცვლელი დარჩა. ეკონომიკის უკიდურესად ცენტრალიზებული მართვის პირობებში, იმისდა მიუხედავად, რომ საბჭოთა ინდუსტრია სრული დატვირთვით მუშაობდა, ის ახლოსაც კი ვერ მიდიოდა დასახულ მიზანთან — დასწეოდა და გაესწრო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის; სამომხმარებლო საქონელი კი, რომელსაც საბჭოეთში ყოველთვის ნაკლები ყურადღება ექცეოდა, მუდამ დეფიციტური იყო მოსახლეობისათვის. საბჭოური სოფლის მეურნეობა, რომლის საფუძველს კოლექტიური და საბჭოთა მეურნეობები შეადგენდა, ვერაფრით გამოვიდა პერმანენტული კრიზისიდან. ის პატარ-პატარა საკარმიდამო ნაკვეთები, რომლებიც სოფლის მეურნეობის სოციალისტურ სისტემაზე გადაყვანის შემდეგ გლეხებს დარჩათ, ანუ საერთო სავარგულების 3 % ქვეყანაში რძის წარმოების 1\5-ს და ხორცის 1\3-ს ფარავდა, რომ არაფერი ვთქვათ ხილისა თუ ბოსტნეულის წარმოებაზე. 1960 წლიდან საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ საბჭოთა კავშირმა ოქროთი დაიწყო მარცვლეულის შესყიდვა დასავლეთის ქვეყნებიდან. კარგი დღე არც ე.წ. „საბჭოური ბლოკის“ ქვეყნებს ადგათ (იგულისხმება ბულგარეთი, რუმინეთი, უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, აგრეთვე აღმოსავლეთ აზიის კომუნისტური ქვეყნები — მონღოლეთი, ვიეტნამი, ჩრდ. კორეა, ჩინეთი და მოგვიანებით ჩრდ. ამერიკაში მდებარე კუბა...). 1949 წლის იანვარში, საბჭოთა კავშირის ინიციატივით, აღმოსავლეთ ევროპაში შეიქმნა ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭო, რომელშიც თავდაპირველად სსრკ-სთან

423

კოლმეურნეობა (კოლექტიური მეურნეობა) — ფორმალურად ნებაყოფლობით გაერთი-ანებული გლეხთა ერთობლივი მეურნეობა, სადაც მიწა და წარმოების საშუელებანი საერთო საკუთრებად ითვლებოდა.

საბჭოთა მეურნეობა — სახელმწიფო საწარმო სოფელში, რომელშიც დაქირავე-ბული მუშახელი მუშაობს.

ერთად კომუნისტური ქვეყნები — ბულგარეთი, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი და ჩეხო-სლოვაკია გაერთიანდა. ეს ეკონომიკური ერთობა თითქოსდა ერთი შეხედვით კომუნისტური ქვეყნების ეკონომიკური განვითარების კოორდინირებას და მათ შორის შრომის უფრო გონივრულ დანაწილებას ისახავდა მიზნად, სინამდვილეში კი იგი საბჭოთა კავშირის მიერ სატელიტების ეკონომიკურად და პოლიტიკურად უფრო მეტად დასამორჩილებლად იქნა გამოყენებული. ევროპის კომუნისტური ქვეყნები, ფაქტობრივად, საბჭოთა თარგზე იყო გამოჭრილი და ყველა მოსკოვის მითითებებით მოქმედებდნენ. საზოგადოებრივი პროტესტის ნებისმიერი გამოვლინება, თუნდაც საერთო-სახალხო გამოსვლები, როგორც თვით საბჭოთა კავშირში, ისე მის სატელიტ ქვეყნებში სამხედრო ძალის გამოყენებით უმოწყალოდ ითრგუნებოდა.

§ 4. იმპერიების დაშლის, ანუ დეკოლონიზაციის პროცესის დასაწყისი II მსოფლიო ომის დასასრულს მსოფლიოს მოსახლეობის 1/3 იმ ტერიტორიაზე ცხოვრობდა, რომელიც დასავლეთ ევროპის ქვეყნების კოლონიებს წარმოადგენდა. ამ ომმა ფაქტობრივად ძირი გამოუთხარა ევროპის იმპერიალიზმს: მან მეტროპოლიებისაგან იმდენი ძალისხმევა მოითხოვა, რომ კოლონიებისათვის, შეიძლება ითქვას, აღარავის ეცალა. დიდი როლი შეასრულა მოკავშირეთა ომისდროინდელმა მოწოდებებმა მსოფლიოში თავისუფლებისა და დემოკრატიის დამყარების თაობაზე. გარკვეულწილად, იგივე განწყობილებებმა თავად ევროპელებზეც იმოქმედა. ასე რომ, ერთ მხარეს აღარ უნდოდა, ხოლო მეორე მხარეს აღარ შეეძლო ძველებურად მართვა. ასე დაიწყო მსოფლიოს პოლიტიკური რუკის სწრაფი ცვლა. ამგვარად თუ XX ს-ის I ნახევარი ტოტალიტარიზმისა და იმპერიალიზმის აღზევების ნიშნით წარიმართა, XX ს-ის II ნახევარმა ისტორიაში, ამ ორივე აგრესიული სისტემის დაშლით ისახელა თავი. კოლონიალური იმპერიების დაშლა ფაქტობრივად II მსოფლიო ომის დასრულებისთანავე დაიწყო. უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, მაჰათმა განდის წინამძღოლობით ინდოეთის მიერ ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვება. აქ თავდაპირველად, რელიგიური

ნიშნით, ორი სახელმწიფო შეიქმნა. საკუთრივ ინდოეთმა ძირითადად ინდუიზმის რელიგიის მიმდევრებით დასახლებული ტერიტორია მიიღო. ხოლო ძირითადად მუსლიმებით დასახლებულ ტერიტორიას პაკისტანი ეწოდა. პაკისტანი იმთავითვე ორი ნაწილისგან შედგებოდა, რომელთაც ერთმანეთისაგან ინდოეთის ტერიტორია ჰყოფდა. შემდეგ პაკისტანის აღმოსავლეთი რეგიონი პაკისტანს

424

ჩამოშორდა და დამოუკიდებელი სახელმწიფო ბანგლადეში შექმნა. დიდმა ბრიტანეთმა თავის აღმოსავლეთ აზიის კოლონიებს დამოუკიდებლობა თითქმის უბრძოლველად მიანიჭა. ასე შეიქმნა აღმოსავლეთ აზიაში ცეილონის, მალაზიის და სხვა დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ყოველგვარი ბრძოლის გარეშე მიიღო დამოუკიდებლობა ინგლისის აფრიკის კოლონიების უდიდესმა ნაწილმაც. დიდი ბრიტანეთისაგან განსხვავებით, ნიდერლანდებმა (ჰოლანდიამ) აღმოსავლეთ აზიაში ინდონეზიას დამოუკიდებლობა მხოლოდ ოთხწლიანი ბრძოლის (1945-1949 წწ.) შემდეგ მიანიჭა. საფრანგეთმაც თავისი აფრიკული კოლონიების უდიდეს ნაწილს დამოუკიდებლობა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე უბოძა. ამ მხრივ გამონაკლისი ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ალჟირი იყო, რომელმაც მხოლოდ ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად (1954-1962 წწ.) მოიპოვა დამოუკიდებლობა. ამის მიზეზი იყო ის, რომ ალჟირში ერთი მილიონი ფრანგი ცხოვრობდა. სამწუხაროდ, კოლონიათა განთავისუფლების ასეთმა ჯაჭვურმა რეაქციამ ახლად განთავისუფლებული მოსახლეობის ცხოვრებაზე, განსაკუთრებით აფრიკაში იმთავითვე დადებითი შედეგი ვერ გამოიღო: ერთია სურვილი და მეორე, შესაძლებლობა. თავისუფლება და კეთილდღეობა მაინც განსხვავებული ცნებებია და პირველი ავტომატურად არ იწვევს მეორეს. ახლად გათავისუფლებული ქვეყნები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩდნენ: ლოზუნგებით სახელმწიფოს მართვა პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა და არც მოსახლეობის განათლებისა თუ პროფესიული გაწაფულობის დონე პასუხობდა ახალ მოთხოვნებს. ამას ახლად განთავისუფლებულ ქვეყნებში რელიგიურ, ეთნიკურ, თუ იდეოლოგიურ ნიადაგზე კონფლიქტები, ხოლო სახელმწიფოებს შორის ტერიტორიული პრეტენზიებიც დაემატა. ყოველივე ეს, კი ამ ახლად წარმოქმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა შიგნით მასობრივი არეულობისა და სამოქალაქო ომების, ისევე, როგორც სახელმწიფოთაშორისი ომების მიზეზი ხდებოდა. განსხვავებული იყო ამ ახალი დამოუკიდებელი ქვეყნების საწყისი პირობებიც — ნედლეულის, წიაღისეული სიმდიდრისა თუ სხვა ბუნებრივი რესურსების მხრივ. თუმცა, ზოგადად საზოგადოების განათლებულობის ფრიად დაბალი დონე და თანამედროვე ეკონომიკური გამოცდილების არქონა, სურათს მეტ-ნაკლებად ყველგან ერთნაირს ქმნიდა. მესამე სამყაროს პრობლემები. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში, ლათინური ამერიკის ქვეყნები საკმაო წარმატებით გამოდიოდნენ საერთაშორისო ვაჭრობის ასპარეზზე პირველადი მოხმარების საგნებისა და საკვები პროდუქტების წარმოებით. XX საუკუნის შუა ხანებამდე, ზოგ მათგანს (არგენტინა, ურუგვაი, ჩილე) ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების ლამის ისეთივე მაჩვენებელი ჰქონდა, როგორიც დასავლეთ ევროპას. მაგრამ იმ მცდარი შეხედულების

425

მოჰანდას კარამჩანდ განდი 1869-1948 ინდოეთის სულიერი და პოლიტიკური ლიდერი. მაჰათმა განდი მთელი სიცოცხლის განმავლობაში უარყოფდა რაიმე სახის ტერორიზმს ან ძალადობას. ძალადობის უარყოფის მისეულმა ფილოსოფიამ, რომელსაც მან სატიაგრაჰა უწოდა, დიდი გავლენა იქონია ეროვნულსა თუ საერთაშორისო არაძალადობრივი წინააღმდეგობის მოძრაობებზე მსოფლიო მასშტაბით დღემდე.

ბრიტანეთის ინდოეთის ტერიტორიებმა დამოუკიდებლობა 1947 წელს მიიღო.

ბანგლადეში (ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკა) 1971 წელს შეიქმნა.

ნავთობის I კრიზისს ადგილი 1973 წელს ჰქონდა, როდესაც ნავთობის ფასი ერთბა-შად ოთხჯერ გაიზარდა.

გავლენით, რომ თუ ინდუსტრიას არ განვავითარებთ, მეორეხარისხოვან ხალხებად ჩავითვლებითო, გეზი ინდუსტრიალიზაციაზე იქნა აღებული, რაც ნებისმიერი იმ ნაწარმის ადგილობრივად წარმოებას გულისხმობდა, მანამდე რომ გარედან შემოჰქონდათ. ამ სტრატეგიამ ერთხანს, მაგ.: 1930-იანი წწ -ის „დიდი დეპრესიისა“ და II მსოფლიო ომის დროს გაამართლა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ მაინც ნაკლებნაყოფიერი აღმოჩნდა — ჯერ ევროპაში, ხოლო შემდეგ იაპონიაში ფართოდ დანერგილ, ექსპორტზე გათვლილ ეკონომიკურ პოლიტიკასთან შედარებით. თითქმის უკლებლივ, ყველა ლათინურ-ამერიკულმა ეკონომიკურმა პროგრამამ რამდენიმე მიზეზის გამო განიცადა კრახი: ადგილობრივი ბაზრები ჭარბი სამრეწველო ნაწარმით გაჯერდა, ამან კი მოსახლეობის დაბალი მსყიდველობითი უნარისა და რეგიონში თანამშრომლობის შესაბამისი მექანიზმების არარსებობის ფონზე ამ ქვეყნების ეკონომიკებს დიდი პრობლემები შეუქმნა. რაც მთავარია, იაპონიისაგან განსხვავებით, ამ ქვეყნებში უკიდურესად მწირი იყო ის ადამიანური რესურსი, რომელიც სხვაგან შექმნილ ახალ ტექნოლოგიებს აითვისებდა, ან, მით უმეტეს, საკუთარს შექმნიდა. შედეგად, იმ დროისათვის, როცა მსოფლიო ეკონომიკა ნავთობის კრიზისმა შეძრა, ლათინურ ამერიკაში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლები მკვეთრად დაეცა. მომდევნო ხანებში სამხრეთ ამერიკაში ეკონომიკის თვალსაზრისით ბრაზილია დაწინაურდა, რომელიც თავისი რესურსებით და ეკონომიკის ზრდის ტემპებით თანდათანობით მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა ხდება. 60-იან წლებში, ინდუსტრიალიზაციის მკვეთრი ზრდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებშიც შეინიშნებოდა. მაშინ ამას სათანადო ყურადღება არავინ მიაქცია, რაკიღა მიიჩნევდნენ, რომ სამხრეთ კორეასაც და ტაივანსაც სამხედროპოლიტიკური მოსაზრებებით, შეერთებული შტატები უმართავდა ხელს. თუმცა, ახლა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სინამდვილეში, მათ წარმატებას იაპონიის ექსპორტზე მომართული ეკონომიკური მოდელის გადაღება დაედო საფუძვლად.

426

miunxenis SeTanxmeba Ggermania, italia, safrangeTi da didi britaneTi sudetis sakiTxis gadawyvetis Sesaxeb. 29 seqtemberi, 1938 მეორე მსოფლიო ომის პროლოგი იყო მიუნხენში ხელმოწერილი შეთანხმება გერმანიას, იტალიას, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის სუდეტის საკითხის თაობაზე, რომელიც ცნობილია მიუნხენის შეთანხმების სახელით (1938 წ.). შეთანხმება ჩეხოსლოვაკიის დანაწილებასა და გერმანიისათვის აღმოსავლეთ ევროპაზე მბრძანებლობის უფლების მიცემას გულისხმობდა. 1939 წელს გერმანიასა და სსრკ-ს შორის გაფორმდა ორი ხელშეკრულება თავდაუსხმელობის შესახებ და მეგობრობისა და საზღვრის შესახებ, რომლებსაც თან ერთვოდა საიდუმლო დამატებითი ოქმები. ხელშეკრულებები გულისხმობდა გავლენის სფეროების გადანაწილებას გერმანიასა და სსრკ-ს შორის. 1940 წელს სამ სახელმწიფოს გერმანიას, იტალიასა და იაპონიას შორის გაფორმდა პაქტი, რომელიც ითვალისწინებდა ამ სამი ქვეყნის თანამშრომლობასა და ინტერესების ურთიერთპატივისცემას.

გერმანიამ, გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა და იტალიამ, უკვე პრინციპულად მიღწეული შეთანხმების თანახმად სუდეტ-გერმანიის ოლქის დათმობასთან დაკავშირებით, მოილაპარაკეს ამ დათმობის პირობებსა და ფორმებზე, ასევე, ამისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ და ამ შეთანხმების ძალით, თითოეული თავის თავს, ცალ-ცალკე აცხადებს პასუხისმგებლად იმ ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, რომელიც აუცილებელია მი სშესასრულებლად. ევაკუაცია იწყება 1 ოქტომბერს. გაერთიანებულმა სამეფო, საფრანგეთი და იტალია შეთანხმდნენ იმაზე, რომ ტერიტორიის ევაკუაცია დასრულდეს 10 ოქტომბრისათვის, ისეთი გათვლით, რომ ადგილი არ ექნება არსებული ნაგებობების არანაირ ნგრევას და რომ ჩეხოსლოვაკიის მთავრობას აკისრია პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ოლქის ევაკუაცია განხორცილდება აღნიშნული ნაგებობების დაზიანების გარეშე. ევაკუაციის დეტალები დადგინდება საერთაშორისო კომისიის მიერ, რომელიც შედგება გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, იტალიისა და ჩეხოსლოვაკიის წარმომადგენლებისაგან. ამ ეტაპზე მიმდინარე გერმანული ჯარების მიერ იმ რაიონების დაკავების პროცესი, სადაც უმრავლესობა გერმანული მოსახლეობაა, იწყება 1 ოქტომბრიდან. ოლქის დანარჩენი ნაწილი, რომელსაც უპირატესად გერმანული ხასიათი აქვს, დაუყოვნებლივ იქნება განსაზღვრული ზემოდასახელებული საერთაშორისო კომისიის მიერ და მას დაიკავებს გერმანული ჯარები 10 ოქტომბრამდე. მე-3 პარაგრაფში ნახსენები საერთაშორისო კომისია განსაზღვრავს რაიონებს, სადაც უნდა ჩატარდეს პლებისციტი. ამ რაიონებს, პლებისციტის დამთავრებამდე, დაიკავებს საერთაშირისო სამხედრო ნაწილები. ამავე საერთაშორისო კომისიამ უნდა განსაზღვროს პლებისციტის ჩატარების წესი, ამასთან ერთად, საფუძვლად უნდა აღებულ იქნეს საარის ოლქის პლებისციტის ჩატარების წესი. საერთაშორისო კომისია დაადგენს, ასევე, პლებისციტის ჩატარების დღეს; თუმცა ესეთ დღედ უნდა დაინიშნოს არაუგვიანეს ნოემბრის ბოლო. საზღვრების საბოლოო განსაზღვრა ევალება საერთაშორისო კომისიას. ამ საერთაშორისო კომისიას ენიჭება უფლება ცნობილ გამონაკლისს შემთხვევაში ოთხ სახელმწიფოს - გერმანიას, გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთსა და იტალიას _ მისცეს რეკომენდაცია, დაუშვას უმნიშვნელო გადაცდომა მკაცრი ეთნოგრაფიული პრინციპიდან იმ ზონების განსაზღვრისას, რომლებიც ექვემდებარებიან გადაცემას [იგულისხმება გერმანიისათვის გადაცემა-რედ.] პლებისციტის ჩატარების გარეშე.

წყარო: http://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/4/40/ WWIIPreHistory.png

427

xelSekruleba Tavdausxmelobis Sesaxeb germaniasa da ssrk-s Soris 23 agvisto, 1939 სსრკ-ის მთავრობა და გერმანიის მთავრობა, ხელმძღვანელობენ რა სსრკ-სა და გერმანიას შორის მშვიდობის განმტკიცების სურვილით და გამომდინარე ნეიტრალიტეტის შესახებ ხელშეკრულების ძირითადი დებულებებიდან, რომელიც დაიდო სსრკ-სა და გერმანიას შორის 1926 წლის აპრილში, მივიდნენ შემდეგ შეთანხმებამდე: მუხლში I. მოლაპარაკების ორივე მხარე იღებს ვალდებულებებს თავი შეიკავოს ყოველგვარი ძალადობისაგან, ყოველგვარი აგრესიული ქმედებისაგან და ყოველგვარი თავდასხმისაგან ერთმანეთის მიმართ, როგორც ცალკე, ასევე, სხვა სახელმწიფოსთან ერთად. მუხლში II. თუ მოლაპარაკების ერთი მხარე აღმოჩნდება სამხედრო მოქმედების ობიექტი მესამე სახელმწიფოს მხრიდან, მოლაპარაკების მეორე მხარე ამ სახელემწიფოს მხარს არ დაუჭერს არანაირი ფორმით. მუხლში III. მოლაპარაკების ორივე მხარის მთავრობა მომავალში იქნება ერთმანეთთან კონტაქტში კონსულტაციებისათვის, რათა მიაწოდონ ინფორმაცია ერთმანეთს იმ საკითხებზე, რომლებიც ეხება მათ საერთო ინტერესებს. მუხლში IV. არც ერთი მოლაპარაკების მხარე არ მიიღებს მონაწილეობას სახელმწიფოთა რაიმე დაჯგუფებაში, რომელიც პირდაპირ ან ირიბად მიმართულია მეორე მხარის საწინააღმდეგოდ. მუხლში V. მოლაპარაკე მხარეებს შორის, ამა თუ იმ ტიპის საკითხებზე, დავისა და კონფლიქტების წარმოქმნის შემთხვევაში, ორივე მხარე ამ დავასა და კონფლიქტებს გადაწყვეტს მხოლოდ მშვიდობიანი გზით, ერთმანეთში მეგობრული მოსაზრებების გაცვლის გზით ან საჭირო შემთხვევაში კომისიის შექმნით კონფლიქტების დასარეგულირებლად. მუხლში VI. აღნიშნული შეთანხმება იდება ათი წლით, იმ პირობით, რომ თუ მოლაპარაკების მხარე არ მოახდენს მის დენონსაციას ვადის გასვლამდე ერთი წლით ადრე, ხელშეკრულების მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელდება კიდევ ხუთი წლით. მუხლში VII. აღნიშნული ხელშეკრულების რატიფიცირება უნდა მოხდეს რაც შეიძლება მოკლე ვადაში. სარატიფიკაციო სიგელების ერთიერთგაცვლა უნდა მოხდეს ბერლინში. ხელშეკრულება ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი ხელმოწერისთანავე. O

საიდუმლო დამატებითი ოქმი გერმანიასა და საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირს შორის თავდაუსხმელობის პაქტის ხელმოწერასთან დაკავშირებით, ქვემორეხელისმომწერი ორივე მხარის წარმომადგენელმა, მკაცრად კონფიდენციალურ საუბრებში, განიხილეს აღმოსავლეთ ევროპაში მათი გავლენის სფეროების გაყოფის საკითხი. ამ საუბრებმა მოგვიყვანეს შემდეგ შეთანხმებამდე: 1. ბალტიისპირეთის სახელმწიფოების (ფინეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა) კუთვნილი ოლქების ტერიტორიული და პოლიტიკური ცვლილებების შემთხვევაში, ლიტვის ჩრდილოეთი საზღვარი იქნება ის ზღვარი, რომელიც გაყოფს გერმანიისა და სსრკ-ის გავლენის სფეროებს. ამასთან დაკავშირებით, ლიტვის დაინტერესებას ვილნოს რაიონში ცნობს ორივე მხარე. 2. პოლონეთის სახელმწიფოს კუთვნილ ოლქში ტერიტორიული და პოლიტიკური ცვლილებების შემთხვევაში, გერმანიისა და სსრკ-ის გავლენის სფეროები იქნება გაყოფილი დაახლოებით მდინარეების ნარევის, ვისლისა და სანის ხაზზე. საკითხი იმის შესახებ, რომ ორივე მხარის ინტერესებიდან გამომდინარე სასურველია თუ არა პოლონეთის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება და საკითხი ასეთი სახელმწიფოს საზღვრების შესახებ, საბოლოოდ გადაწყდება მხოლოდ მომავალი პოლიტიკური მოვლენების განვითარების შესაბამისად. ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე მთავრობა ამ საკითხს გადაწყვეტს მეგობრული შეთანხმების გზით. 3. რაც შეეხება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას, საბჭოთა მთავრობამ გამოხატა თავისი დაინტერესება ბესარაბიაში. გერმანულმა მხარემ გარკვევით განაცხადა ამ ტერიტორიებით სრული პოლიტიკური დაუინტერესებლობის შესახებ. 4. აღნიშნული ოქმი ორივე მხარის მიერ განიხილება როგორც მკაცრად გასაიდუმლოებული.

428

xelSekruleba megobrobisa da sazRvris Sesaxeb germaniasa da ssrk-s Soris 28 seqtemberi, 1939 w.

სსრკ-ის მთავრობა და გერმანიის მთავრობა პოლონეთის ყოფილი სახელმწიფოს დაშლის შემდეგ, განიხილავენ თავის გამორჩეულ ამოცანად ამ ტერიტორიაზე მშვიდობისა და წესრიგის აღდგენას და იქ მცხოვრები ხალხისათვის მშვიდობიანი თანაარსებობის უზრუნველყოფას, მათი ეროვნული თავისებურებების გათვალისწინებით. ამ მიზნით ისინი მივიდნენ შეთანხმებამდე შემდეგ საკითხებზე: სსრკ-ის მთავრობა და გერმანიის მთავრობა, ორივე სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით, საზღვრად ადგენენ ყოფილი პოლონეთის სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმ ხაზს, რომელიც დატანილია აქ დართულ რუკაზე და რომელიც დაწვრილებით იქნება აღწერილი დამატებით ოქმში. ორივე მხარე საბოლოოდ აღიარებს პირველ მუხლში დადგენილ საზღვარს, როგორც ორივე სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, და გამორიცხავენ ამ გადაწყვეტილებაში მესამე სახელმწიფოების ნებისმიერ ჩარევას. აუცილებელ სახელმწიფო ცვლილებას ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს მუხლში მოცემული ხაზიდან დასავლეთით, ახორციელებს გერმანიის მთავრობა, ხოლო ტერიტორიაზე ამ ხაზის აღმოსავლეთით – სსრკ-ის მთავრობა. სსრკ-ის მთავრობა და გერმანიის მთავრობა განიხილავენ ზემოხსენებულ ცვლილებებს, როგორც საიმედო ფუნდამენტს თავიანთ ხალხებს შორის მეგობრული ურათიერთობების განვითარებისათვის. ეს ხელშეკრულება ექვემდებარება რატიფიცირებას. სარატიფიკაციო სიგელების გაცვლა უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად ბერლინში. ხელშეკრულება ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი ხელმოწერისთანავე.შედგენილია ორ ორიგინალად, გერმანულ და რუსულ ენებზე.

საიდუმლო დამატებითი ოქმი ქვემორეხელისმომწერნი სრულუფლებიანი წარმომადგენლები აცხადებენ გერმანიის მთავრობისა და სსრკ-ის მთავრობის შეთანხმებას შემდეგზე: საიდუმლო დამატებითი ოქმი, ხელმოწერილი 1939 წლის 23 აგვისტოს, უნდა ჩასწორდეს პირველ მუხლში, ასახავს რა იმ ფაქტს, რომ ლიტვის სახელმწიფო გადავიდა სსრკ-ის გავლენის სფეროში, მაშინ როდესაც მეორე მხრივ, ლუბლინის სავოევოდო და ვარშავის სავოევოდოს ნაწილი გადავიდა გერმანიის გავლენის სფეროში (იხ. რუკა, რომელიც ერთვის ხელშეკრულებას მეგობრობისა და საზღვრის შესახებ და რომელსაც ხელი მოეწერა დღეს). როგორც კი სსრკ-ის მთავრობა მიიღებს სპეციალურ ზომებს ლიტვის ტერიტორიაზე თავისი ინტერესების დასაცავად, ამჟამად არსებული გერმანია-ლიტვის საზღვარი, ბუნებრივი და მარტივი სასაზღვრო აღწერის დადგენის მიზნით, უნდა შეიცვალოს ისე, რომ ლიტვის ტერიტორია, რომელიც ზემოაღნიშნულ თანდართულ რუკაზე არსებული ხაზიდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს, გადაეცეს გერმანიას. შემდგომ გაცხადებულია, რომ ახლა მოქმედ ეკონომიკურ შეთანხმებას გერმანიასა და ლიტვას შორის სსრკ-ის ზემოხსენებული ღონისძიებები არ შეეხება. ქვემორეხელისმომწერნი სრულუფლებიანი წარმომადგენლები, გერმანია-რუსეთის მეგობრობისა და საზღვრის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით, აცხადებენ თავის თანხმობას შემდეგზე: ორივე მხარე არ დაუშვებს თავის ტერიტორიაზე პოლონეთის არანაირ აგიტაციას, რომელიც შეეხება მეორე მხარის ტერიტორიას. ისინი თავის ტერიტორიაზე ჩაახშობენ ასეთი აგიტაციის ყველა წყაროს და მიაწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას ამ მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ.

429

T a v i XIII

1959 1 იანვარს რევოლუცია კუბაზე, ფიდელ კასტროს მეთაურობით ფულხენსიო ბატისტას ხელისუფლების დასამხობად, აჯანყებულთა გამარჯვებით დამთავრდა.

1948 14 მაისს დევიდ ბენ-გურიონი (ისრაელის პირველი პრემიერმინისტრი) აცხადებს ისრაელის დამოუკიდებლობას.

1945

430

1991 1989 იწყება „ბერლინის კედლის“ დემონტაჟი, რომელიც იყო „ცივი ომის“ სიმბოლო.

8 დეკემბერს რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსიის წარმომადგენლები ხელს აწერენ შეთანხმებას, სადაც ნათქვამია, რომ საბჭოთა კავშირი, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, წყვეტს არსებობას და იქმნება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ) .

431

9 აპრილს, რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.

მოგეთხოვებათ შემდეგი ცნებების, ტერმინების, სახელების და წლების ცოდნა რკინის ფარდა „ცივი ომი“ „ბერლინის კედელი“ სოციალისტური ბანაკი „ქარიშხალი უდაბნოში“ დსთ ხავერდოვანი რევოლუციები ევროკავშირი ნატო „ალ ქაიდა“ „ვარდების რევოლუცია“    

უინსტონ ჩერჩილი ფიდელ კასტრო ჯონ კენედი ლეხ ვალენსა ზვიად გამსახურდია ბორის ელცინი ვაცლავ ჰაველი ლეხ ვალენსა დენ სიაოპინი ჯოხარ დუდაევი ჯორჯ ბუში ვლადიმერ პუტინი დიმიტრი მედვედევი სადამ ჰუსეინი უსამა ბინ ლადენი ნიკოლა სარკოზი  

1946- ჩერჩილის სიტყვა ფულტონში  1950-1953 - კორეის ომი 1959- რევოლუცია კუბაზე 1979- საბჭოთა ჯარების შესვლა ავღანეთში 1991, 26 დეკემბერი - საბჭოთა კავშირის დაშლა 2001, 11 სექტემბერი ტერაქტები ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში

მასალის კითხვისას მოახდინეთ ფოკუსირება შემდეგ საკვანძო საკითხებზე: 1. II მსოფლიო ომის შემდგომმა რომელმა მოვლენებმა ხელი შეუწყვეს ან შეაფერხეს დემოკრატიის განვითარება? 2. როგორ ყალიბდებოდა ბიპოლარული სამყარო? 3. „ცივი ომი“ და როგორ შეიცვალა მსოფლიოში ძალაუფლების ბალანსი „ცივი ომის“ შემდეგ? 4. საერთაშორისო ორგანიზაციების როლი და მნიშვნელობა; 5. ეთნიკურ ნიადაგზე დაძაბულობისა და დაპირისპირების ზრდა „ცივი ომის“ შემდეგ; 6. თანამედროვე მსოფლიოს გლობალური პრობლემები და გამოწვევები.

432

nakveTi VI. msoflio Tanamedrove periodSi

Tavi

kacobrioba II msoflio omis Semdeg

sarCevi:

XIII

$ 1. „ცივი ომი“, სოციალისტური ბანაკისა და საბჭოთა კავშირის დაშლა II მსოფლიო ომში გამარჯვებულ მთავარ მოკავშირეებს შორის ურთიერთობა 1946 წლიდან ძალზე გაუარესდა. ამის უპირველესი მიზეზი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საბჭოთა კავშირის პოლიტიკა გახდა, რომელიც ამ რეგიონების ქვეყნებში, როგორც გვახსოვს, კომუნისტური ტიტალიტარული სისტემის დანერგვას შეუდგა. 1946 წლის შემოდგომაზე, უინსტონ ჩერჩილმა აშშ-ის ფულტონის უნივერსიტეტში თავისი საჯარო გამოსვლის დროს მსოფლიოში შექმნილი ვითარების დახასიათებისას რკინის ფარდა ახსენა, რომელიც საბჭოთა კავშირის კომუნისტურმა ხელისუფლებამ აღმოსავლეთ და დასავლეთ სამყაროს შორის ევროპაში ჩამოუშვა. ასე დაიწყო აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის თითქმის 50 წლიანი დაპირისპირება, რომელიც ისტორიაში „ცივი ომის“ სახელით შევიდა. ყოფილ მოკავშირეებს შორის პირველი დაპირისპირება, რომელმაც სამყარო ახალი მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე დააყენა ბერლინის გამო დაიწყო. როგორც გვახსოვს, ამ ქალაქის დიდ ნაწილზე კონტროლი II მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საფრანგეთის, ინგლისისა და აშშ-ს ხელში გადავიდა. მოკავშირეებმა ამ ქალაქში დამოუკიდებელი თვითმმართველობა შექმნეს, რომელსაც დასავლეთ ბერლინის თვითმმართველობა ეწოდა. 1948 წლის ივნისში საბჭოთა კავშირმა დასავლეთ ბერლინის ბლოკადა გამოაცხადა და დასავლეთიდან საჰაერო მიმოსვლის გარდა ყოველგვარი სატრანსპორტო მიმოსვლა აკრძალა. დასავლეთის ქვეყნებს დასავლეთ ბერლინის სურსათით და სხვა ყოველგვარი აუცილებლით უზრუნველსაყოფად მხოლოდ საჰაერო გზა დარჩათ. მათ ამ ამოცანას თავი წარმატებით გაართვეს და თითქმის ერთი წლის მანძილზე მოსახლეობის მომარაგება შეძლეს. საბჭოთა კავშირმა ბლოკადა მხოლოდ მას შემდეგ მოეხსნა, როდესაც დარწმუნდა, რომ ის თავის მიზანს ვერ აღწევდა. აღმოსავლეთ ევროპაში საბჭოთა კავშირს ათეულობით სატანკო თუ სახმელეთო დივიზია ჰყავდა განლაგებული, რომლებსაც შეეძლოთ დასავლეთ ევროპის ოკუპაცია. საბჭოთა სამხედრო საფრთხისაგან თავის დაცვის მიზნით, როგორც გვახსოვს, შეიქმნა ჩრდილოეთ ატლანტიკური ორგანიზაცია — ნატო. ცივი ომის ხანაში მსოფლიოს ორი ზესახელმწიფო ერთმანეთთან უშუალო სამხედრო კონფლიქტებს ერიდებოდა, მაგრამ მათთვის სასურველ პოლიტიკურ რეჟიმებს ყოველმხრივ მხარს უჭერდნენ. ცივი ომის პირველ ომად კორეის ომი

433

$ 1. „ცივი ომი“, სოციალისტური ბანაკისა და საბჭოთა კავშირის დაშლა ...........................................433 $ 2. მსოფლიო 1990-2010 წლებში, მსოფლიო პროცესები და ტენდენციები …………...............438

უნდა ჩაითვალოს, რომელიც 1950-1953 წლებში მიმდინარეობდა. II მსოფლიო ომის შემდეგ კორეა ორად გაყოფილი აღმოჩნდა. სამხრეთ კორეაში პროამერიკული ხელისუფლება დამყარდა, იმ დროს, როდესაც ჩრდილოეთ კორეა, როგორც გვახსოვს, კომუნისტური გახდა. ჩრდილოეთ კორეელები სამხრეთ კორეაში შეიჭრნენ და კორეის ერთ კომუნისტურ სახელმწიფოდ გადაქცევას შეეცადნენ. ომმა უზარმაზარი მსხვერპლი გამოიწვია თუმცა გამარჯვებას ვერცერთმა მხარემ ვერ მიაღწია და საბოლოოდ მაინც ომის დაწყებამდე არსებული ვითარება აღსდგა. კორეაში ომის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე, ნატოს ბლოკის საპირისპიროდ, აღმოსავლეთ ევროპის კომუნისტურმა სახელმწიფოებმა საბჭოთა კავშირის მეთაურობით პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ ვარშავაში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას „მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების“ შესახებ. ამ ხელშეკრულებით, რომელსაც ვარშავის ხელშეკრულება ეწოდა რუსეთმა აღმოსავლეთ ევროპის კომუნისტური ქვეყნები: ბულგარეთი, ალბანეთი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი, ჩეხოსლავაკია და საკუთრივ სსრკ ფორმალურადაც ერთ სამხედრო ბლოკში გააერთიანა. თითქმის 30 წელი ამ ორ სამხედო ბლოკს შორის დაპირისპირება და ურთიერთობები განსაზღვრავდა მსოფლიო პოლიტიკას. იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც ისტორიკოსების, თუ პოლიტიკოსების შეფასებით, თავისი სისასტიკის წყაალობით უცილობლად ლიდერობს XX ს-ის I ნახევრის არცთუ მცირერიცხოვან დიქტატორებს შორის, სსრკის დაპყრობილ ხალხებსა თუ აღმოსავლეთ ევროპის დაქვემდებარებულ ხალხებში განთავისუფლებისათვის ბრძოლის სიომ დაბერა. ზოგიერთ ქვეყანაში ანტიკომუნისტური გამოსვლებიც დაიწყო. ასეთი გამოსვლებიდან ერთ-ერთი პირველი 1956 წლის საქართველოში 5-9 მარტის სტუდენტი ახალგაზრდობის გამოსვლა იყო, როდესაც საბჭოთა ხელისუფლება მომიტინგეებს სასტიკად გაუსწორდა, რაც რამდენიმე ასეული ახალგაზრდის სიკვდილით დასრულდა. ანტიკომუნისტური გამოსვლები მოხდა პოლონეთშიც. იმავე 1956 წლის შემოდგომაზე უნგრეთში საყოველთაო ანტიკომუნისტურმა აჯანყებამ იფეთქა, რომლის ჩახშობა საბჭოთა ხელისუფლებას ძალზე გაუჭირდა. საბჭოთა მთავრობამ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტსა და სხვა ქალაქებში სატანკო ნაწილები შეიყვანა და აჯანყებულებს სასტიკად გაუსწორდა. XX ს-ის 50-იან წლებში აშკარა გახდა დასავლეთის ეკონომიკური წყობილების უპირატესობა კომუნისტურ მკაცრად ცენტრალიზებულ ეკონომიკურ წყობასთან შედარებით. ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა ორად გაყოფილი გერმანიის მაგალითზე, სადაც ყოველწლიურად ასი ათასობით ადამიანი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან დასავლეთში,

434

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გარბოდა. ამ ორ გერმანულ სახელმწიფოს შორის თავისუფალი მიმოსვლა მხოლოდ ქალაქ ბერლინის მეშვეობით შეიძლებოდა, რადგან ქალაქის კომუნისტურ — აღმოსავლურ და დასავლურ ნაწილებს შორის სასაზღვრო კონტროლი არ არსებობდა, ხოლო დასავლეთ ბერლინი საგანგებო ავტოსტრადით გერმანიის ფედერაციულ რესპულიკასთან იყო დაკავშირებული. კომუნისტური, აღმოსავლეთ გერმანიიდან ადამიანების გაქცევამ ფედერაციულ, დასავლეთის გერმანიაში ისეთი მასიური ხასიათი მიიღო, რომ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას მოსახლეობისგან დაცლა ემუქრებოდა. ამის თავიდან აცილების მიზნით გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ბერლინში საგანგებო კედელი ააშენა. ეს კედელი ისტორიაში „ბერლინის კედლის“ სახელით შევიდა და კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმის თავისებურ სიმბოლოდ იქცა. უნგრეთის აჯანყების ჩახშობით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის არ შეწყვეტილა. ამისი კარგი მაგალითია 1967-1968 წწ-ში ჩეხოსლოვაკიის მოვლენები. ამ დროს ჩეხოსლოვაკიაში ახალი კომუნისტური ხელისუფლება მოვიდა, რომელმაც ქვეყნის დემოკრატიული გარდაქმნები დაიწყო. ამ გარდაქმნებს „პრაღის გაზაფხული“ ეწოდა. საბჭოთა ხელისუფლებას პრაღის კომუნისტთა რეფორმები კომუნისტური რეჟიმის არსებობისათვის ძალზე საშიშად მოეჩვენა და 1968 წელს ჩეხო-სლოვაკიაში ჯარები შეიყვანა, რამაც ჩეხებისა და სლოვაკების, აგრეთვე მთელი დემოკრატიული სამყაროს აღშფოთება გამოიწვია. ცივმა ომმა სამყარო მსოფლიო ომის წინაშე არაერთხელ დააყენა. ამ მხრივ ყველაზე დრამატული ე. წ. „კარიბის კრიზისი“ აღმოჩნდა. 1959 წლის 1 იანვარს კუბაში რევოლუციამ გაიმარჯვა და ქვეყნის სათავეში ფიდელ კასტრო მოვიდა, რომელიც მოკლე ხანში სოციალისტურ ბანაკს შეუერთდა. მან საბჭოთა კავშირს უფლება მისცა კუბაში აშშ-სკენ მიმართული საშუალო რადიუსის რაკეტები განელაგებინა. როდესაც აშშ-ს დაზვერვამ ეს რაკეტები აღმოაჩინა პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ კუბის ბლოკადა გამოაცხადა, რითაც, ფაქტობრივად, საბჭოთა კავშირის სამხედრო გემებს კუბაში შესვლის საშუალება მოუსპო. სამყარო მსოფლიო ომის წინაშე დადგა. საბედნიეროდ, ეს კონფლიქტი საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკების გზით გადაიჭრა და დედამიწა უდიდეს ტრაგედიას გადაურჩა. 1979 წლის დეკემბერში საბჭოთა ჯარები ავღანეთში შეიჭრნენ. ასე დაიწყო საბჭოთა კავშირისთვის ათწლიანი წარუმატებელი ომი ავღანეთში, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის ერთ-ერთი მიზეზიც გახდა. ამავე ხანებში (1980) პოლონეთში შეიქმნა პროფკავშირული ორგანიზაცია „სოლიდარობა“, რომელმაც თავიდანვე ანტიკომუნისტური სახე მიიღო. ეს იყო საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიულ რეფორმებს ისახავდა მიზნად. ამ მოძრაობამ, რომელსაც ლეხ

435

„ბერლინის კედლის“ აგება დაიწყო 1961 წლის 13 აგვისტოს.

ფიდელ კასტრო კუბის რესპუბლიკის მეთაური 1959-2008

ამერიკის მხრიდან კუბის ბლოკადა 1962 წლის შემოდგომაზე გამოცხადდა.

ჯონ ფიცჯერალდ კენედი აშშ-ის პრეზიდენტი 1961-1663

ლეხ ვალენსა 1990–1995 პოლონეთის პრეზიდენტი.

ვალენსა ხელმძღვანელობდა, მოკლე ხანში უდიდესი პოპულარობა მოიპოვა. საბჭოთა კავშირის მესვეურებს შეეშინდათ, რომ პოლონეთი ვარშავის პაქტიდან და კომუნისტური ბლოკიდან გამოვიდოდა. ამიტომ მან, პოლონეთში შეჭრის მუქარით, ადგილობრივი კომუნისტური ხელისუფლება აიძულა, ქვეყანაში სამხედრო დიქტატურა შემოეღო. 1980-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირში პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისი დაიწყო. მსოფლიოს ეს უდიდესი ქვეყანა მსოფლიო მოწინავე ქვეყნებს მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის ტემპებით ჩამორჩა. ქვეყანას აკლდა სურსათსანოვაგე. სსრკ-ში სამოქალაქო სექტორისათვის გამოშვებული პროდუქტი უხარისხო იყო და არ იყიდებოდა. აშკარა იყო რომ მარცხი განიცადა ავღანეთის ავანტიურამაც. ასეთ პირობებში 1985 წელს საბჭოთა კავშირის სათავეში მ. გორბაჩოვის მეთაურობით ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა, რომელმაც ქვეყნის გარდაქმნა ანუ „პერესტროიკა“ დაისახა მიზნად. 1986 წლის მაისში ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე დიდი კატასტროფა მოხდა. საბჭოთა ხელისუფლება ამის დამალვას შეეცადა და მხოლოდ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ამის შესახებ მსოფლიომ დამოუკიდებლად შეიტყო. ჩერნობილის კატასტროფის შედეგად ატომური ელექტროსადგურის გარშემო დიდი ტერიტორია რადიაქტიული ნარჩენებით დაბინძურდა და საცხოვრებლად ძალზე საშიში გახდა. ამის მიუხედავად საბჭოთა ხელისუფლებამ თავდაპირველად მოსახლეობას რადიაციული საფრთხის შესახებ არაფერი შეატყობინა. უფრო მეტიც, მან უკან არ დაიხია და კიევში მაშინ როდესაც რადიაქტიული ღრუბლები ქალაქს თავს დასტრიალებდა, ჩვეულებრივი საპირველმაისო აღლუმი გამართა, რითაც ათასობით ადამიანი რადიაქტიული დაავადებებისთვის გასწირა. სსრკ-ის „გარდაქნა“, როგორც ეკონომიკაში, ისე პოლიტიკაში რეფორმების გზით წარიმართა. ეკონომიკაში რეფორმამ სრული კრახი განიცადა. პოლიტიკაში კი სახელმწიფოს პრესი თანდათან შესუსტდა. მასმედია სულ უფრო და უფრო თავისუფალი გახდა, განსაკუთრებით ეს პრესას შეეხო. 1988-1989 წლებში გაზეთები ფაქტობრივად განთავისუფლდნენ ცენზურისაგან. საოცარია, მაგრამ ფაქტია ის, რომ სულ სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური რეჟიმები დაცემის დროს ერთი და იგივე შეცდომას სჩადიან. ასე მაგალითად, 1789 წლის პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით საფრანგეთის მეფემ, როგორც გვახსოვს, გენერალური შტატები მოიწვია, რომელიც მონარქიის განმტკიცების ნაცვლად ერთხანს რევოლუციის მედროშედ გადაიქცა. ასე მოუვიდა მ. გორბაჩოვსაც. მან საბჭოთა კავშირის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რომელსაც უმაღლესი საბჭოს ნაცვლად საბჭოების ყრილობა ეწოდა, ნახევრად დემოკრატიული არჩევნები დაუშვა. შემდეგ გორბაჩოვმა სსრკ-ს კონსტიტუციიდან ის მუხლი ამოაღებინა, რომელიც კომუნისტური პარტიის ქვეყანაში ბატონობას უზრუნველყოფდა,

436

თანაც საკავშირო რესპუბლიკებს ადგილობრივი პარლამენტის თავისუფალი არჩევნების უფლება მისცა. ამის შემდეგ იურიდიულად საბჭოთა კავშირის დაშლას წინა არაფერი არ ეღობებოდა. ახლად არჩეულმა რესპუბლიკების პარლამენტებმა მიიღეს კანონი რესპუბლიკების სუვერენიტეტის შესახებ, რომელიც საკავშირო კანონებთან შედარებით უპირატესობას ადგილობრივ კანონებს ანიჭებდა. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 1991 წლის 12 ივნისის რსფსრ-ს და იმავე წლის 16 ივლისის უკრაინის უმაღლესი საბჭოების დადგენილებები. რუსეთის სუვერენიტეტის ფაქტობრივად დამოუკიდებლობის გამოცხადებით ის ღერძი იშლებოდა, რომლის გარშემოც სსრკ არსებობდა. ამას თუ უკრაინას დავუმატებთ, ფაქტობრივად, სსრკ მოსახლეობისა და ტერიტორიის უდიდესი ნაწილის გარეშე რჩებოდა. გორბაჩოვი შეეცადა ქვეყნის დაშლა ახალი კონსტიტუციის მიღებით შეეჩერებინა. 1991 წლის 28 ივნისს გამოქვეყნდა რესპუბლიკებს შორის ახალი ხელშეკრულების „სუვერენულ სახელმწიფოთა სამეკავშირეო ხელშეკრულება“. ეს ხელშეკრულება რესპუბლიკების უფლებებს აფართოვებდა, მაგრამ ერთიან სახელმწიფოს ძალაში ტოვებდა, თანაც მასთან მიერთება ავტონომიურ რესპუბლიკებსა და ოლქებსაც შეეძლოთ, რაც ფაქტობრივად საქართველოს შემადგენლობიდან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ავტონომიების გამოყოფას მოასწავებდა. საქართველო ამ ხელშეკრულების ხელმოწერას არ აპირებდა. ხელმოწერა 1991 წლის 20 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ წინა დღეს სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა. მისი ჩაშლის შემდეგ სსრკ-ს დაშლა სწრაფი ტემპით წავიდა. თითქმის ყველა მოკავშირე რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამათგან მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნების დამოუკიდებლობის აღდგენა ცნო საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ — სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს ყრილობამ. 1991 წლის 7 დეკემბერს ბელორუსიაში „ბელოვეჟის პუშის“ ნაკრძალში შეიკრიბნენ სამი რესპუბლიკის: რუსეთის, უკრაინის და ბელორუსიის პრეზიდენტები — ბორის ელცინი, ლეონიდ კრავჩუკი და სტანისლავ შუშკევიჩი — იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებმაც 1922 წლის 30 დეკემბერს ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას საბჭოთა კავშირის შექმნის შესახებ. ასეთი ქვეყნების სიას მხოლოდ უკვე დიდი ხნის არ არსებული ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის წარმომადგენელი აკლდა. როგორც შემდგომში გაირკვა, ბორის ელცინს საბჭოთა კავშირის ბოლომდე დაშლა არ უნდოდა, ამიტომ შეკრებილებს ახალი გაერთიანების სახელწოდებად „დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობა“ შესთავაზა. უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი ამ სახელწოდებას არ დაეთანხმა. ვინაიდან იმხანად უკრაინაში ჩატარებულ რეფერენდუმს უკვე მიღებული ჰქონდა

437

ბორის ელცინი რუსეთის ფედერაციის I პრეზიდენტი 1991-1999

ლეონიდ კრავჩუკი უკრაინის I პრეზიდენტი 1991-1994

სტანისლავ შუშკევიჩი ბელორუსიის უზებნაესი საბჭოს თავმჯდომარე. 1991-1994

გადაწყვეტილება უკრაინის დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების შესახებ. ამიტომაც კრავჩუკმა დაჟინებით მოითხოვა, რომ კავშირის სახელწოდებაში სიტყვა დამოუკიდებელი ნახსენები ყოფილიყო. შეკრებილები იძულებულნი გახდნენ მისი ეს მოთხოვნა დაეკმაყოფილებინათ. ამის შემდეგ სამი რესპუბლიკის პრეზიდენტმა საბჭოთა კავშირის დაშლა გამოაცხადა. 1991 წლის 8 დეკემბერს მათ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას სსრკ-ს ნაცვლად ახალი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ-ს) შექმნის შესახებ. 1991 წლის 21 დეკემბერს ალმა-ატის სამიტმა გამოაცხადა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა (დსთ — რუსულად — СНГ) შექმნა. 25 დეკემბერს საბჭოთა კავშირის პირველმა და უკანასკნელმა პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა უფლებამოსილება მოიხსნა, რითაც საბჭოთა კავშირმა საბოლოოდ არსებობა შეწყვიტა.

§ 2. მსოფლიო 1990-2010 წლებში, მსოფლიო პროცესები და ტენდენციები ხავერდოვანი რევოლუციები აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში. სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში პოლოპოლონეთში ახალი მთავრობა 1989 წლის 24 აგვისტოს შეიქმნა.

უნგრეთის სახალხო რესპუბლიკას სახელი 1989 წ-ის 23 ოქტომბერს გადაერქვა.

ნეთში, ჩეხოსლოვაკიაში, რუმინეთში, უნგრეთში, ბულგარეთში და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ხელისუფლება ძალაუფლებას მხოლოდ საბჭოთა კავშირის დახმარებით ინარჩუნებდა. ამ სატელიტურ სახელმწიფოებში საბჭოთა ჯარი იყო განლაგებული, რომელიც ამ ქვეყნებში კომუნისტური რეჟიმების მთავარ დასაყრდენს წარმოადგენდა. საბჭოთა კავშირში მიმდინარე მოვლენებმა სოციალისტური ბანაკის სახელმწიფოებზე დიდი გავლენა მოახდინა. ამ ქვეყნების მთავრობებს საბჭოთა დახმარება შეუწყდა, რამაც უმოკლეს ხანაში სოციალისტური რეჟიმის მსხვრევა გამოიწვია. იმ რევოლუციებს, რომელთა მეშვეობით სოციალიზმის ბანაკში პოლიტიკური სისტემისა და საზოგადოებრივი წყობის ცვლილება მოჰყვა „ხავერდოვან რევოლუციებს“ უწოდებენ. ამ მხრივ ერთ-ერთი პირველი პოლონეთი აღმოჩნდა. აქ ჯერ

1991 wlis 21 dekembris alma-atis deklaraciidan: „აზერბაიჯანის რესპუბლიკა, სომხეთის რესპუბლიკა, ბელორუსიის რესპუბლიკა, ყაზახეთის რეპუბლიკა, ყირგიზეთის რესუბლიკა, მოლდავეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია, ტაჯიკეთის რესპუბლიკა, თურქმენეთის რესპუბლიკა, უზბეკეთის რესპუბლიკა და უკრაინა — ისწრაფიან რა დემოკრატიულ სამართლებრივ სახელმწიფოთა მშენებლობას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების საფუძველზე ვალდებულებას იღებენ სცნონ და პატივს სცენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და არსებული საზღვრების ურღვევობა; იზიარებენ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შექმნის შესახებ შეთანხმების მიზნებსა და პრინციპებს. იღებენ გადაწყვეტილებას, რომ თანამეგობრობის მონაწილეთა ურთიერთქმედება განხორციელდება თანასწორუფლებიანობის პრინციპით იმ მაკოორდინირებელ ინსტიტუტთა მეშვეობით, რომლებიც ჩამოყალიბდებიან პარიტეტულ საწყისებზე და იმოქმედებენ თანამეგობრობის მონაწილე სახელმწიფოთა შეთანხმებით განსაზღვრული წესით. თანამეგობრობა არ წარმოადგენს არც სახელმწიფოს, არც ზესახელმწიფოებრივ გაერთიანებას”. 438

კიდევ 1989 წლის თებერვალში „მრგვალ მაგიდასთან“ დაიწყო მოლაპარაკებებები ერთის მხრივ პოლონეთის მთავრობის წარმომადგენლებსა და მეორეს მხრივ პროფკავშირულ ორგანიზაცია „სოლიდარობასა“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ამ მოლაპარაკებებზე მიღწეული შეთანხმებების შედეგად პოლონეთში ჩატარდა თავისუფალი არჩევნები და სეიმში ადგილების დიდი უმეტესობა ოპოზიციამ მიიღო. პოლონეთში შეიქმნა ახალი მთავრობა, რომელმაც კავშირი გაწყვიტა პოლონეთის კომუნისტურ წარსულთან. პოლიტიკური ცვლილებები უნგრეთში ცოტა მოგვიანებით დაიწყო, თუმცა მოვლენები იგივე სცენარით წარიმართა. აქაც უნგრეთის მუშათა სოციალისტური პარტიის წარმომადგენლები იძულებულნი იყვნენ ოპოზიციასთან მოლაპარაკების შემდეგ დათანხმებულიყვნენ მრავალპარტიულ თავისუფალ არჩევნებს, რის შედეგადაც უმრავლესობა პარლამენტში და ხელისუფლება ქვეყანაში ოპოზიციის ხელში გადავიდა. უნგრეთის სახალხო რესპუბლიკას უნგრეთის რესპუბლიკა ეწოდა. ბულგარეთსა და ჩეხოსლოვაკიაში მოვლენები მსგავსადვე წარიმართა. ჩეხოსლოვაკიაში ხელისუფლების სათავეში ცნობილი დისიდენტი ვაცლავ ჰაველი მოვიდა, რომელმაც სლოვაკეთის ნაციონალურ მოძრაობას ანგარიში გაუწია და სლოვაკეთის დამოუკიდებლობა სცნო. ამგვარად ცენტრალური ევროპის პოლიტიკურ რუკაზე ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო სლოვაკეთი გამოჩნდა. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა გერმანიის მხოლოდ აღმოსავლეთ მცირე ნაწილს წარმოადგენდა. მისი დედაქალაქი აღმოსავლეთ ბერლინი იყო, რომელიც, როგორც გვახსოვს, კომუნისტური გერმანიის ხელისუფლებამ დასავლეთ ბერლინისაგან კედლით გამოყო. ამავე 1989 წლის 9 ნოემბერს ბერლინის კედელში პირველი ბზარი გაჩნდა. მალე ეს კედელი მთლიანად დაანგრიეს, აღმოსავლეთ და დასავლეთ ბერლინს შორის თავისუფალი მიმოსვლა აღდგა. 1990 წელს გდრ-ში პირველი მრავალპარტიული თავისუფალი არჩევნები გაიმართა. ახლად არჩეულმა პარლამენტმა გერმანიის გაერთიანებისათვის მზადყოფნა გამოაცხადა. ამას აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიის გაერთიანება მოჰყვა. საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური ბანაკის დაშლა უდიდესი მსოფლიო გეოპოლიტიკური მოვლენა იყო. უპირველეს ყოვლისა დაიშალა ის პოლიტიკური სისტემა, რომელიც ევროპაში არსებობდა II მსოფლიო ომის დასრულებისა და იალტა-პოტსდამის შეთანხმების საფუძველზე. სსრკ-ის დაშლამდე აღმოსავლეთ ევროპაში ორი სოციალისტური ქვეყანა იუგოსლავია და ალბანეთი იყო, რომელიც სოციალისტურ ბანაკში არ შედიოდა. ალბანეთში კომუნისტური ხელისუფლება ენვერ ხოჯას მეთაურობით 1944 წელს დამყარდა. 1985 წელს მისი სიკვდილის შემდეგ კომუნისტურმა წყობილებამ მხოლოდ ხუთი წელი გაძლო და 1990 წელს საბოლოოდ დაეცა.

439

დისიდენტი — თავდაპირველი (რელიგიური) გაგებით — გაბატონებული სარწმუნოებიდან განდგომილი; თანამედროვეობაში — ის, ვინც არ ეთანხმება გაბატონებულ პოლიტიკურ იდეოლოგიას, სხვაგვარად მოაზროვნე.

გერმანია 1990 წლის 3 ოქტომბერს ოფიციალურად გაერთიანდა.

იუგოსლავიის დაშლა. იუგოსლავია სამხრეთ სლავური წარმოშობის ხალხების ექვსი რესპუბლიკისაგან შემდგარ ფედერაციას წარმოადგენდა, რომელიც სერბიის ირგვლივ იყო გაერთიანებული. ევროპაში სოციალისტური ბანაკის დაცემას ამ ფედერაციის დაშლა მოყვა, რაც სამოქალაქო ომის შედეგად განხორციელდა. იუგოსლავიის დაშლას სერბიის რესპუბლიკამ დიდი წინააღმდეგობა გაუწია. სერბებს საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრის — რუსეთის ფედერაციის იმედი ჰქონდათ. ამიტომ მათ გამდგარი რესპუბლიკების წინააღმდეგ იუგოსლავიის არმია გამოიყენეს, რომელიც ძირითადად სერბებისგან შედგებოდა. გამდგარ რესპუბლიკებს დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა და აშშ-მ დაუჭირეს მხარი, ხოლო სერბეთი რუსეთისგან დახმარებას ამაოდ ელოდა. საბოლოოდ იუგოსლავიის დაშლა ფაქტი გახდა. განსაკუთრებით მწვავე ხასიათი კონფლიქტმა ბოსნიაში მიიღო, სადაც ერთმანეთს ერთ ენაზე მოლაპარაკე მართლმადიდებელი სერბები, კათოლიკე ხორვატები და მუსლიმი ბოსნიელები დაუპირისპირდნენ. იქ შინა ომი მხოლოდ დასავლეთის აქტიური სამხედრო ჩარევით შეწყდა. ამის შემდეგ იუგოსლავია არსებობას ფორმალურად აგრძელებდა. თუმცა ფედერაციული რესპუბლიკებიდან მასში მხოლოდ საკუთრივ სერბია და ჩერნოგორია შედიოდნენ. ამ დროს კონფლიქტი სერბიაში შემავალ კოსოვოს ოლქში დაიწყო. აქ სერბებს მოსახლეობის დიდი უმეტესობა ალბანელები დაუპირისპირდნენ. დასავლეთის აქტიური სამხედრო ჩარევის შედეგად კოსოვოც საბოლოოდ დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. ამის შემდეგ ჩერნოგორიამაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა და იუგოსლავია საბოლოოდ დაიშალა. ცვლილებები აღმოსავლეთ აზიის სოციალისტურ ქვეყნებში. ცვლილებები აღმოსავლეთ აზიის სოციალისტურ ქვეყნებში — ჩინეთის სახალხო რეპუბლიკასა და ვიეტნამშიც მოხდა. 1949 წელს როგორც გვახსოვს ჩინეთი მაო ძედუნის მეთაურობით სახალხო რესპუბლიკა გახდა. საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით ამ ქვეყანაში კომუნისტურ წყობილებას გარკვეულად განსხვავებული ეკონომიკური განვითარების გზა ჰქონდა. ჩინეთში თავდაპირველად საშუალო და წვრილი ბურჟუაზიის ქონებას არ შეხებიან. ხელშეუხებლად ითვლებოდა ქვეყნის გარეთ ჩინელი მსხვილი კაპიტალისტების ქონებაც. 1966 წელს ჩინეთში დაიწყო ე.წ. კულტურული რევოლუცია, რომლის დროსაც ჩინეთში კერძო საწარმოების უდიდესი ნაწილის ნაციონალიზაცია მოხდა. გლეხებს მიწაზე ყველნაირი უფლება წაართვეს და კომუნებში გააერთიანეს. ამას ჩინეთის ისედაც სუსტი ეკონომიკის უკიდურესად დაქვეითება მოჰყვა. კულტურული რევოლუციის ათი წლის თავზე (1976 წ.) მაო ძედუნი გარდაიცვალა და კულტურული რევოლუცია შეწყდა. მოკლე ხანში ჩინეთის კომუნისტურ პარტიაში დენსიაოპინის მეთაურობით ახალი ხელმძღვანელობა მივიდა, რომელმაც დაიწყო რეფორმების გატარება. ამ რეფორმების

440

მიზანს თვით კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით სოციალიზმის საფარქვეშ ქვეყანაში კაპიტალისტური წყობილების ძირითადი ელემენტების შემოტანა წარმოადგენდა, სოფლად კომუნები გაუქმდა. გლეხებს მიწა 50 წლიანი იჯარით გადაეცათ და რაც მთავარია, მათ თავიანთ ნაკვეთებზე საქმიანობის სრული თავისუფლება მიეცათ. ამან მოკლე ხანში ფანტასტიკური შედეგი გამოიღო. თუ კულტურული რევოლუციის წლებში ჩინეთში შიმშილობა იყო, ამ რეფორმების შედეგად ჩინეთი მთავარი მარცვლეული კულტურის — ბრინჯის ექსპორტიორად იქცა. ჩინეთის ხელისუფლებამ თავისი სამრეწველო პოტენციის ზრდა ე.წ. თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნით დაიწყო. პირველი ასეთი ზონა 1980 წელს გაიხსნა. დღეისათვის ჩინეთში ხუთი ასეთი თავისუფალი ეკონომიკური ზონაა, სადაც უცხოელ მეწარმეებს სრული თავისუფლება გააჩნიათ. ჩინეთის ძალზე დაბალანაზღაურებიანმა კვალიფიციურმა მუშახელმა, აგრეთვე მილიარდნახევრიანი ჩინეთის ბაზარმა მსოფლიოს უდიდესი ფინანსური კომპანიები მიიზიდა, რომლებმაც ამ ქვეყანაში უზარმაზარი კაპიტალის ინვესტიციები განახორციელეს. ამის შედეგად ჩინეთის მრეწველობა ძალზე სწრაფი ტემპით წინ წავიდა. დღეს ჩინეთი ერთობლივი შიდა პროდუქციის წარმოებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ს შემდეგ. ჩინური მასობრივი საქონელი დიდი წარმატებით უწევს კონკურენციას ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე ადგილობრივ პროდუქციას. საბჭოთა კავშირში დაწყებულმა გარდაქმნებმა ჩინეთის მოსახლეობის ერთ ნაწილს უფრო დემოკრატიული საზოგადოების აშენების იმედი მისცა. 1989 წლის ივნისში, პეკინის მთავარ მოედანზე ლიბერალური რეფორმების მოთხოვნით ათიათასობით სტუდენტი შეიკრიბა. ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ ტანკები გამოიყვანა, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა. დღეს ჩინეთი მსოფლიოში ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ქვეყანაა, რომელიც სოციალიზმის დროშით მოწინავე კაპიტალისტურ, ინდუსტრიულ ეკონომიკას აშენებს. ჩინეთის მსგავსი გზით წარიმართა კომუნისტური ვიეტნამის ეკონომიკური განვითარება. დღეს მსოფლიოში ერთადერთი ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკაა, სადაც ეკონომიკაში ჯერ კიდევ სტალინური სოციალიზმის ეპოქაა შემორჩენილი. ჩრდილოეთ კორეა ისტორიაში ერთადერთი კომუნისტური სახელმწიფოა, სადაც უმაღლესი ხელისუფლება მემკვიდრეობით გადადის და ფაქტობრივად კომუნისტური მონარქია არსებობს. შეიარაღებული კონფლიქტები ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე. საბჭოთა კავშირის დაშლას სამხედრო კონფლიქტების გარეშე არ ჩაუვლია. კონფლიქტები დნეპრისპირეთსა და სამხრეთ კავკასიაში საბჭოთა უშიშროების მიერ წინასწარ იყო დაგეგმილი, რასაც ვერ ვიტყვით რუსეთის ფედერაციის ცენტრალური მთავრობის სამხედრო დაპირისპირებაზე ჩეჩნეთთან.

441

დენ-სიაოპინი დიდი ჩინელი კომუნისტი რეფორმატორი, ჩინეთის რესპუბლიკის ფაქტობრივი მეთაური 1976-1997

ჯოხარ დუდაევი იჩქერიის (ჩეჩნეთის) I პრეზიდენტი 1991-1996

ვლადიმერ პუტინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი 2000-2008 პრემიერმინისტრი 2008-2012 2012 წელს კვლავ დაბრუნდა პრეზიდენტის პოსტზე.

რუსეთის ორი ომი ჩეჩნეთში. ჩეჩნები და მათი მონათესავე ინგუშები ჩრდილოეთ კავკასიაში ცხოვრობენ მდინარეების სუნჯას, ასას, თერგისა და არღუნის ხეობებში. II მსოფლიო ომამდე ეს ორი ახლო მონათესავე ხალხი რუსეთის ფედერაციის ერთ ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიურ სოციალისტურ რესპუბლიკაში იყვნენ გაერთიანებულნი. 1944 წ. საბჭოთა უმაღლესმა ხელისუფლებამ ისინი ჩრდილოეთ კავკასიაში მოსახლე ბალყარელებთან და ყარაჩაელებთან ერთად ცენტრალურ აზიაში გადაასახლა. გადასახლების მიზეზი ვითომდა შემოჭრილი მტრისადმი მათი ლოიალობა გახდა. ჩეჩნები, ისევე, როგორც მათთან ერთად გასახლებული ჩრდილო კავკასიელი ხალხები სამშობლოში მხოლოდ ი. სტალინის სიკვდილის შემდეგ 1957 წელს დააბრუნეს და ჩეჩნეთინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკაც აღადგინეს. სსრკ-ს დაშლას ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები დიდი იმედით შეხვდნენ. მით უფრო, რომ ახალი რუსეთის მეთაურმა მათ იმდენი სუვერენიტეტი აღუთქვა, „რამდენის ათვისებასაც ისინი შეძლებდნენ“. ჩეჩნებმა ეს მოწოდება დაიჯერეს და დამოუკიდებელი სახელმწიფოს აშენება გადაწყვიტეს. ამ მიზნით ჩეჩნეთი ინგუშეთს გამოეყო და დამოუკიდებელი ჩეჩნეთის, ანუ იჩქერიის რესპუბლიკა გამოაცხადა, რომლის პრეზიდენტად ჯოხარ დუდაევი აირჩია. 1991-1994 წლებში იჩქერიის რესპუბლიკა ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო. 1994 წლის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის ბრძანებით რუსეთის ფედერალური ჯარები ჩეჩნეთის საზღვრებში შეიჭრნენ. ასე დაიწყო რუსეთისჩეჩნეთის პირველი ომი, რომელიც თითქმის ორი წელი გაგრძელდა. ამჯერად, რუსეთი ჩეჩნებთან ომში ცალკეული სამხედრო წარმატებების მიუხედავად, ფაქტობრივად დამარცხდა და იძულებული გახდა ხასავიურტში მეამბოხე ჩეჩნებთან ხელი მოეწერა ხელშეკრულებისათვის, რომელიც ფაქტობრივად იჩქერიას დამოუკიდებლობას აძლევდა. 1999 წლის აგვისტოში ვლადიმერ პუტინი რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი და ფაქტობრივად ბორის ელცინის მემკვიდრე გახდა. მისი ინიციატივით რუსეთმა ჩეჩნეთში II ომი წამოიწყო, რომელსაც ოფიციალურად „კონტრტერორისტული ოპერაცია“ ეწოდა. ეს ომი რუსეთის მხრიდან განსაკუთრებული დაუნდობლობით გამოირჩეოდა და ათი ათასობით მშვიდობიანი ჩეჩენი შეიწირა. ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის მებრძოლთა ლიდერების უმეტესობა ამ ომში დაიღუპა და 2009 წელს ფორმალურად საომარი მოქმედებები ანუ კონტრტერორისტული ოპერაცია დასრულდა. სინამდვილეში ჩეჩნების ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის დღემდე გრძელდება. დღეისათვის მთელი ჩრდილოეთ კავკასია ანტირუსული პარტიზანული მოძრაობის ქარცეცხლშია გახვეული. განსაკუთრებით ასეთი მოძრაობით დაღესტანი გამოირჩევა. შეირაღებული კონფლიქტის კერად გადაიქცა დნეპრისპირეთის შუა წელი მოლდავეთის რესპუბლიკაში. მოლ-

442

დაველები ფაქტობრივად რუმინულ ენაზე ლაპარაკობენ და რუმინელი ხალხის ერთერთ განაყოფს წარმოადგენენ. ისინი ძირითადად ბესარაბიაში ცხოვრობენ. ბესარაბია მდინარეების პრუტისა და დნესტრის აუზების შუაწელს მოიცავს. XIX საუკუნის დასაწყისიდან ბესარაბია რუსეთის იმპერიაში შედიოდა. რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ ბესარაბიის უდიდესი ნაწილი რუმინეთმა დაიკავა. მდინარე დნესტრის მარცხენა ნაპირზე 1924 წელს უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში მოლდავეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ჩამოყალიბდა, რომლის მოსახლეობას მოლდაველებთან ერთად რუსები და უკრაინელები შეადგენდნენ. 1940 წელს სსრკ-მა რუმინეთი, როგორც გვახსოვს, აიძულა ბესარაბია მისთვის გადაეცა. ბესარაბიის მიერთების შემდეგ მოლდავეთის ავტონომიური რესპუბლიკა სსრკ-ის მოკავშირე მოლდავეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად იქცა. კონფლიქტი მოლდავეთში ჯერ კიდევ სსრკ-ს არსებობის ხანაში დაიწყო, როდესაც მოლდავეთის რესპუბლიკამ სუვერენიტეტი გამოაცხადა. ამავე დროს ამ რესპუბლიკაში სახელმწიფო ენად მოლდავური ენა გამოცხადდა, რომლის დამწერლობა ლათინურ ანბანზე გადავიდა. ამის საპასუხოდ აღმოსავლეთ მოლდავეთის ერთმა ნაწილმა, სადაც უმრავლესობას რუსულენოვანი მოსახლეობა შეადგენდა, საბჭოთა დაზვერვის წაქეზებით და დახმარებით მოლდავეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში მოლდავეთის დნეპრისპირა რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა. 1992 წელს მოლდავეთის ცენტრალურ ხელისუფლებასა და სეპარატისტებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო, რომელშიც რამდენიმე ათასი ადამიანი დაიღუპა. სეპარატისტების მხარეზე რუსეთის ფედერაციის მე-14 არმია გამოვიდა. მოლდავეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ სეპარატისტული რეგიონი ვერ დაიბრუნა. მას დღეს დნეპრისპირა მოლდავეთის რესპუბლიკა ეწოდება და თვითაღიარებულ სახელმწიფოს წარმოადგენს. სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტები ბევრად უფრო სისხლიანი აღმოჩნდა და კონფლიქტის მხარეებს შორის ნამდვილ ომებში გადაიზარდა, რომელშიც რუსეთის ფედერაცია აშკარად ერეოდა. ყარაბაღის კონფლიქტი. პირველი შეიარაღებული კონფლიქტი სამხრეთ კავკასიაში ე. წ. ყარაბაღის კონფლიქტი იყო. 1920-1921 წლებში. საბჭოთა რუსეთმა ამიერკავკასიის რესპუბლიკები დაიპყრო. სამხრეთ კავკასიაში საბჭოთა ხელისუფლებას მემკვიდრეობით მიღებულ მრავალ პრობლემათა შორის, უპირველეს ყოვლისა, ამიერკავკასიის ქვეყნების გადაუჭრელი ტერიტორიული პრობლემები დარჩა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებმა თურქეთთან თავიანთი სასაზღვრო ხაზი დაადგინეს. ერთის მხრივ თურქეთმა, რომელსაც იმხანად ჯერ კიდევ ოსმალეთი ეწოდებოდა და მეორე მხრივ, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს რესპუბლიკებმა ხელი მოაწერეს

443

ყარსის ხელშეკრულებას, რომლითაც თურქეთსა და სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებს შორის სასაზღვრო ხაზი საბოლოოდ განისაზღვრა. ამ ხელშეკრულების მიხედვით დადგენილი საზღვარი დღესაც ძალაშია. თურქეთის მოთხოვნით ყარსის ხელშეკრულება აზერბაიჯანის და სომხეთის ტერიტორიულ დავასაც შეეხო: მე-5 მუხლში საგანგებოდ ჩაიწერა, რომ: „ოსმალეთის მთავრობა და აზერბაიჯანისა და სომხეთის საბჭოთა მთავრობები, თანხმდებიან, რომ ნახიჭევანის მხარე წარმოადგენს ავტონომიურ ტერიტორიას აზერბაიჯანის მფარველობის ქვეშ“. ნახიჭევანისა და ყარაბაღის საკითხი ჯერ კიდევ 19181920 წლებში სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებელ რესპუბლიკებს შორის ტერიტორიული დავის საგანს წარმოადგენდა. ახლა მისი მოგვარება საბჭოთა ხელისუფლების საქმე გახდა. თავდაპირველად ნახჭევანი ცალკე საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოცხადდა, რომელსაც აზერბაიჯანთან განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებდა. სომხეთის გასაბჭოების პირველ დღეებში აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკა თითქოს ნახიჭევანის სომხეთისთვის გადაცემაზე დათანხმდა, მაგრამ მოსახლეობის 90%-მა რეფერენდუმზე აზერბაიჯანის ფარგლებში დატოვება ითხოვა. ამის საფუძველზე ნახიჭევანი, რომელსაც აზერბაიჯანთან პირდაპირი საზღვარი არ ჰქონდა, ავტონომიური რესპუბლიკის აზერბაიჯან-სომხეთის ომი — სტატუსით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში შევიდა. 1918-1921 წლების ყარაბაღის საკითხიც რამდენჯერმე 1992 წლის დასაწყისი —1994 წლის დაისვა. თავდაპირველად ყარაბაღის მოსახლეობამ აზერმაისი. ბაიჯანის ფარგლებში შესვლაზე თანხმობა განაცხადა; მაგრამ უკვე ერთი წლის შემდეგ, სომხეთის საზღვრებში გადასვლა მოითხოვა. უკვე საბჭოთა პერიოდში რუსეთის კომუნისტური პარტიის კავკასიის ბიუროს სხდომაზე (1921 წლის ზაფხულში), რომელსაც ამიერკავკასიის სამივე ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ყარაბაღის საკითხი ხელახლა დაისვა. პირველ დღეს დამსწრეთა უმრავლესობამ მის სომხეთისათვის გადაცემას დაუჭირა მხარი, მაგრამ მეორე დღეს ეს გადაწყვეტილება აზერბაიჯანის სასარგებლოდ შეიცვალა. ასე რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის საზღვრებში დარჩა. 1924 წელს საგანგებო მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი შეიქმნა, სადაც სომხები მოსახლეობის 2\3-ზე მეტს შეადგენდნენ და ძირითად სახელმწიფო ენად სომხური ჩაითვალა. თავდაპირველად ყარაბაღი უშუალოდ სომხეთს ემიჯნებოდა, შემდეგ აზერბაიჯანში გატარებული ადმინისტრაციული დაყოფის ცვლილებების გზით, ყარაბაღმა სომხეთთან უშუალო კავშირი დაკარგა. XX საუკუნის 80-იან წლების დასაწყისში საბჭოთა დაზვერვის ხელშეწყობით თანდათანობით ჩამოყალიბდა სომხური მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავდა სომხეთთან მთიანი ყარაბაღის მიერთებას. საბჭოთა კავშირში მ. გორბაჩოვის, ანუ „გარდაქმნის“ ეპოქის პირველ წლებში ეს მოძრაობა ძალზე აქტიური გახდა. დაიწყო სომხური მოსახლეობის პირველი ანტიაზერბაიჯანული გამოსვლები ყარაბაღში (1988) ამას ჯერ

ყარსის ხელშეკრულებას ხელი 1921 წლის ოქტომბერში მოეწერა.

444

სუმგაითსა და ბაქოში სომხური მოსახლეობის რბევა, შემდეგ კი სომხეთისა და აზერბაიჯანის ცალკეულ რაზმებს შორის შეიარაღებული შეტაკებები მოჰყვა (1990). საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნამდვილი ომი დაიწყო. ომის დაწყებისთანავე (1991) მთიანმა ყარაბაღმა თავი დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადა. ომი სომხეთის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც არა მარტო მთიანი ყარაბაღის, არამედ მისი მომიჯნავე ტერიტორიებიც დაიკავა. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აზერბაიჯანის რესპუბლიკამ თავისი ტერიტორიის 20 %-ზე მეტი დაკარგა. დაახლოებით მილიონი აზერბაიჯანელი საკუთარ სამშობლოში ლტოლვილად იქცა. აზერბაიჯანიდანაც ასი ათასობით სომეხი ლტოლვილად იქცა. ლტოლვილთა ერთი ნაწილი სომხეთში, ნაწილი კი რუსეთის ფედერაციაში დასახლდა.

კონფლიქტები ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ, ქართული პოლიტიკური სხეულის დაყოფის მიზნით საბჭოთა ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური ავტონომიური რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი შექმნა. ეს ავტონომიური ერთეულები თავისებური „ნელი მოქმედების ნაღმებს“ წარმოადგენდნენ, რომლებიც მაშინ უნდა აფეთებულიყვნენ, როდესაც საქართველო დამოუკიდებლობისაკენ რეალურ ნაბიჯებს გადადგამდა. მართლაც, XX საუკუნის 80იანი წლების დასასრულს, როდესაც საქართველოსთვის დამოუკიდებლობის მიღება რეალური გახდა, სეპარატისტული მოძრაობები ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ძალზე გააქტიურდა. ანტიქართული მოძრაობა ცხინვალის რეგიონში 1980იანი წლების ბოლოს დაიწყო. რაც საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდა და შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. კონფლიქტში რუსეთი ოსების მხარეზე ჩაება. დაგომისში ხელი მოეწერა შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ (1992 წ.), რომლის შედეგად ცხინვალის რეგიონის უდიდესი ნაწილი საქართველოს იურისდიქციის გარეთ დარჩა. მსგავსი სცენარით განვითარდა მოვლენები აფხაზეთშიც. საბჭოთა კომუნისტური ხელისუფლების წაქეზებით აფხაზი სეპარატისტები XX საუკუნის II ნახევარში ანტიქართულ გამოსვლებს სისტემატურად აწყობდნენ. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ეს გამოსვლები განსაკუთრებით გაძლიერდა, ხოლო საქართველოში პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობისა და სამოქალაქო ომის ხანაში ის ნამდვილ ომში გადაიზარდა.

445

ზვიად გამსახურდია 14 აპრილი, 1991 – 31 დეკემბერი, 1993

რუსეთი აფხაზების მხარეზე ომში სრულიად აშკარად ჩაება. რუსი ინსტრუქტორები წვრთნიდნენ აფხაზურ შენაერთებს, რუსები ამარაგებდნენ მათ ფულითა და იარაღით. როდესაც ეს არ აღმოჩნდა საკმარისი ომში უშუალოდ რუსული სამხედრო შენაერთები ჩაებნენ. მათი მრავალგზის შეტევების შემდეგ, 1993 წლის 27 სექტემბერს ქალაქი სოხუმი დაეცა და ასი ათასობით ქართველი საკუთარ ქვეყანაში ლტოლვილად იქცა. 1994 წლის 14 მაისს მოსკოვში ქართულმა და სეპარატისტულმა აფხაზურმა მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებდა კონფლიქტის ზონაში ფორმალურად დსთ-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალების, ფაქტობრივად კი რუსეთის ჯარის ნაწილების შეყვანას. ასე დაიწყო ფაქტობრივად რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაცია.

ლეშეკ ბალცეროვიჩი დაბ. 1947 პოლონელი ეკონომისტი. იგი 1989 წელს სექტემბერში პოლონეთის ფინანსთა მინისტრად დაინიშნა.

საბჭოთა ბლოკის კრახის ეკონომიკური შედეგები. კომუნისტური სისტემის ნგრევის შემდგომ, ყოფილი საბჭოური ბლოკის ქვეყნებში თვალსაჩინო ეკონომიკური ცვლილებები განხორციელდა. ამ ცვლილებების არსი, უპირველეს ყოვლისა, კაპიტალისტურ ლიბერალური საბაზრო ეკონომიკურ სისტემაზე გადასვლა-გადაწყობაში მდგომარეობდა. ცხადია, ყოველ კონკრეტულ პოსტ კომუნისტურ ქვეყანაში ეს პროცესები ლოკალური თავისებურებებით ხასიათდებოდა. „პირველი მერცხალი“ პოლონეთი აღმოჩნდა, სადაც არჩევნების შედეგად ფინანსთა მინისტრის პოსტზე მოსულმა ლეშეკ ბალცეროვიჩმა ე.წ. „შოკური თერაპიის“ სტრატეგიის განხორციელება დაიწყო და ენერგიულად შეუდგა ქვეყნის გადაყვანას ცენტრალიზებული ეკონომიკური სისტემიდან — კაპიტალისტურ საბაზრო ეკონომიკაზე. მისი პირველი ნაბიჯი ფასების ლიბერალიზაცია და სავაჭრო ბარიერების გაუქმება გახლდათ. უამრავი სირთულის მიუხედავად, რაც ბალცეროვიჩის გეგმას ახლდა, ზოგადი პოლიტიკური ცვლილებების, ევროკავშირის ქმედითი დახმარებისა, თუ საგარეო ინვესტიციების მოზიდვის წყალობით, პოლონეთი მაინც პირველი პოსტსაბჭოური ქვეყანა აღმოჩნდა, რომელმაც გაიარა “გარდამავალი” პერიოდი და მყარი ეკონომიკური ზრდის გზას დაადგა. უნგრეთის თავდაპირველი ეკონომიკური რეფორმები ბევრად უფრო სწრაფად წარიმართა, ვიდრე პოლონეთში — რასაც ის ფაქტი განაპირობებდა, რომ აქ ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის დროს, არსებობდა ფასების ლიბერალიზაციის გარკვეული პრეცენდენტები და დასავლეთთან საექსპორტო ურთიერთობის გამოცდილებაც. ამ გამოცდილებამვე მისცა უნგრეთს საშუალება, სწრაფად მოეხდინა სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციაც — უმთავრესად, უცხოელ ინვესტორთათვის უაღრესად ხელსაყრელი პირობების შეთავაზების გზით. თუმცა შემდგომ ეკონომიკური მიზანშეწონილობის პოლიტიკას პოლიტიკური ელიტის ინტერესები ჩაენაცვლა,

446

რამაც ეკონომიკური ზრდის ტემპები უნგრეთში უკვე 90-იანი წლების ბოლოსათვის, შემაშფოთებლად დაბლა დასცა. ჩეხოსლოვაკიისათვის პოსტკომუნისტური ისტორია იმით დაიწყო, რომ ის ორ ქვეყანად — ჩეხეთად და სლოვაკეთად დაიშალა. ამ პროცესის თავისებურება ის იყო, რომ ეს დაშლა სრულიად მშვიდად მოხდა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი ჩეხოსლოვაკიის იმჟამინდელ პრეზიდენტს ვაცლავ ჰაველს მიუძღვის. ჩეხეთში ასევე უმტკივნეულოდ მოხერხდა საბაზრო ეკონომიკაზე თანდათანობითი გადასვლა. რაც, უპირველეს ყოვლისა, ქვეყანაში ფასების ზომიერ ლიბერალიზაციაში და ადგილობრივ საწარმოთა წახალისებაში გამოიხატა. ჩეხეთის ეკონომიკის თავისებურება და უპირატესობაც ის იყო, რომ იქ მრეწველობის ბევრ დარგში არსებობდა უაღრესად გაწაფული და დახელოვნებული სამუშაო ძალა, რაც ასევე მნიშვნელოვან სასტარტო პირობას წარმოადგენდა ახალი ეროვნული ეკონომიკის ჩამოსაყალიბებლად. ბერლინის კედლის დანგრევამ და „ორი გერმანიის“ გაერთიანებამ გარკვეული პრობლემები შეუქმნა უკვე გაერთიანებული გერმანიის ეკონომიკას: ხელისუფლება იძულებული გახდა აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანული ფულის ერთეული — მარკა — ერთი-ერთზე გადაეცვალა, იმ დროს როცა რეალურად, საბაზრო შეფარდება 6/1-თან იყო; ხოლო დასავლეთ გერმანიის მიერ გაერთიანების შემდგომ პრივატიზებულ აღმოსავლეთ გერმანიის ყოფილ სახელმწიფო საწარმოებს უკვე აღარ შეეძლოთ ე. წ. „ბალასტის“ შენახვა. ამას დიდი ოდენობით მუშახელის დათხოვნა მოჰყვა. უამრავი შედარებით იაფი მუშახელი ყოფილი აღმოსავლეთ გერმანიიდან დასავლეთ გერმანიას მიაწყდა და ქვეყანაში უმუშევრობის მნიშვნელოვანი პრობლემაც კი გაჩნდა. მოკლედ, მეტ-ნაკლებად მსგავსი პრობლემები უკლებლივ ყველა პოსტ-კომუნისტურმა ქვეყანამ გადაიტანა — ზოგმა უფრო ძნელად, ზოგმა — შედარებით იოლად. აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნები ამ პრობლემების დაძლევის კვალდაკვალ თანდათანობით ევროკავშირსა და ნატოში გაერთიანდნენ. ევროკავშირი და ნატო XXI ს-ის დასაწყისში. როგორც გვახსოვს, მაასტრიხტისა და ამსტერდამის შეთანხმებების შედეგად ევროკავშირი ფრიად გაფართოვდა. 2002 წლის 1 იანვრიდან ევროკავშირმა მიმოქცევაში გაუშვა საკუთარი ვალუტა — ევრო, რომელსაც დღეს ამ კავშირის 15 წევრზე მეტი ქვეყანა იყენებს. თანდათანობით ევროზე ევროკავშირში გაერთიანებული სხვა სახელმწიფოებიც გადადიან. საბჭოთა აგრესიის თავიდან აცილების მიზნით, II მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ ახლო ხანებში დასავლეთ ევროპის 5-მა სახელმწიფომ — ბელგიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ლუქსემბურგმა, ნიდერლანდებმა და საფრანგეთმა

447

ჩეხეთისა  და  სლოვაკეთის  ფედერაციული  რესპუბლიკა —1990 წლის 23 აპრილიდან 1992 წლის 31

დეკემბ-

რამდე ჩეხოსლოვაკიის ოფიციალ ური  სახელწოდება. დაშლის  შემდეგ  გაიყო ჩეხეთის და სლოვაკეთის რესპუბლიკებად.

ვაცლავ ჰაველი ჩეხოსლოვაკიის მეათე და უკანასკნელი პრეზიდენტი 1989-1992 ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი 1993-2003

ბრიუსელის პაქტს ხელი 1948 წლის მარტში მოეწერა.

თურქეთი და საბერძნეთი ნატოში 1951 წელს გაწევრიანდნენ.

ხელი მოაწერეს ბრიუსელის პაქტს, რომელიც მოზნად ისახავდა დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების სამხედრო თანამშრომლობას და ერთიანი თავდაცვის სისტემის შექმნას. ერთი წლის შემდეგ კი, როგორც გვახსოვს, სამხედრო კავშირი ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია — ნატო შეიქმნა, რომლის უმთავრეს მიზანს სწორედაც სსრ კავშირიდან მომავალი სამხედრო საფრთხის ერთიანი ძალებით შეკავება და მოგერიება წარმოადგენდა. ოდნავ მოგვიანებით ნატოს წევრებად თურქეთი და საბერძნეთიც მიიღეს. ვარშავის ხელშეკრულების დაშლის შემდეგ ამ ორგანიზაციას ყოფილი კომუნისტური ბლოკის არა ერთი ქვეყანა შეუერთდა, 2004 წ-ის ჩვენთვის უკვე ცნობილი ნატოს ისტორიაში მომხდარი ყველაზე დიდი გაფართოების შემდგომ კი ეს სამხედრო-თავდაცვითი ორგანიზაცია საქართველოს შავი ზღვისა და თურქეთის მხრიდან უშუალოდ გაუმეზობლდა. საქართველოს ურთიერთობა ნატოსთან ქვეყნის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებისთანავე დაიწყო. თანდათანობით ეს ურთიერთობა ძალზე გაღრმავდა და მრავალმხრივ თანამშრომლობად გადაიქცა. საქართველომ თავისი სამხედრო კონტიგენტები ერაყში გაგზავნა, სადაც როგორც ქვემოთ ვნახავთ ნატოს სამხედრო ოპერაციებს აწარმოებდა. დღის წესრიგშია საქართველოს ნატოში გაწევრიანება. ამას ხელს რუსეთის ფედერაცია უშლის, რომლის გავლენით ნატოს ზოგიერთი წევრი ქვეყანა თავს იკავებს საქართველოს მათ რიგებში მიღებაზე. მიუხედავად ამისა, 2008 წლის მარტში ნატოს სამიტმა ბუქარესტში გამოაცხადა, რომ ის მზადაა ეს ქვეყანა თავის რიგებში უკრაინასთან ერთად მიიღოს. ნატოს 2010 წლის სამიტმა ლისაბონში ბუქარესტის სამიტის ეს გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ დაადასტურა. უმთავრესი სამხედრო კონფლიქტები 1990-2010 წლებში. 1990 წლიდან, როდესაც საბჭოთა კავშირი დაშლის წინ იდგა სოციალისტური ბანაკი ფაქტობრივად არ არსებობდა. აშშ ერთადერთ ზესახელმწიფოს წარმოადგენდა, რომელმაც მსოფლიოში წესრიგის დამყარება, ანუ მსოფლიო ჟანდარმის როლი იკისრა. ასეთი გეოპოლიტიკური რეალობა პირველად სპარსეთის ყურეში ომმა წარმოაჩინა.

ომი სპარსეთის ყურეში. 1990 წლის 2 აგვისტოს ერაყის ოთხი დივიზია ქუვეითის საემიროში შეიჭრა. ასე დაიწყო ომი სპარსეთის ყურეში, ერთის მხრივ აშშ-ის მეთაურობით მრავალეროვან ჯარებსა და მეორეს მხრივ ერაყის ჯარებს შორის. ქუვეითის საემირო სპარსეთის ყურის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, ერაყსა და საუდის არაბეთს შორის. ეს საემირო ჯერ კიდევ XVI საუკუნეში შეიქმნა. თავდაპირველად ის ოსმალეთის იმპერიის ქვეშევრდომ სახელმწიფოდ ითვლებოდა, ხოლო XIX ს-ის დასასრულს ქუვეითი

448

ბრიტანეთის იმპერიის საზღვრებში მოექცა. 1961 წელს ინგლისმა ქუვეთს დამოუკიდებლობა მიანიჭა. ქუვეითი დღეს აბსოლუტური მონარქიაა, რომლის მონარქი შეიხის ტიტულს ატარებს. ქუვეითის მთავარ სიმდიდრეს ნავთობი წარმოადგენს და მას ნავთობის დიდი მარაგი გააჩნია. ქუვეითის სამხედრო ძალებმა ვერ გაუძლო ერაყის მრავალრიცხოვანი ჯარების შემოტევას და მათ საუდის არაბეთის ტერიტორიაზე დაიხიეს. ერაყის დიქტატორის სადამ ჰუსეინის მიერ ქუვეითის დაპყრობამ მსოფლიოს პოლიტიკური წრეების საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. გაეროს უშიშროების საბჭომ საგანგებო რეზოლუციით ქუვეითიდან ერაყის ჯარების დაუყოვნებლივ გამოყვანა მოითხოვა. ამის საპასუხოდ სადამ ჰუსეინმა ქუვეითში „დროებითი მთავრობა“ შექმნა, რომელმაც ერაყს ქუვეითის ერაყის შემადგენლობაში შეყვანა სთხოვა. ამის საფუძველზე ერაყის დიქტატორმა ქუვეთის ერაყთან შეერთება გამოაცხადა. გაეროს უშიშროების საბჭომ ერაყს 45 დღე მისცა, რათა ქუვეითიდან ჯარები გამოეყვანა. ცოტა ხნის შემდეგ მან საგანგებო რეზოლუცია მიიღო და იმ ქვეყნებს, რომლებიც ქუვეითის დევნილობაში მყოფ მთავრობასთან თანამშრომლობდნენ მოუწოდა ყველა ღონე ეხმარათ, რათა სპარსეთის ყურის რეგიონში მშვიდობა და უშიშროება აღედგინათ და ქუვეითი ერაყისაგან გაენთავისუფლებინათ. ამ დროისათვის აშშ-ს მეთაურობით და მრავალი ქვეყნის მონაწილეობით ძლიერი კოალიცია ჩამოყალიბდა, რომელიც ერაყის წინაარმდეგ ომის სამზადისს შეუდგა. ასე დაიწყო საომარი ოპერაცია ერაყის წინააღმდეგ, რომელსაც „ქარიშხალი უდაბნოში“ ეწოდა. ოპერაციამ ერთ თვეზე ოდნავ მეტი დრო გასტანა. დროის ამ მოკლე მონაკვეთში მოკავშირეთა ძალებმა, რომელთა წამყვან ძალას აშშ-ს სამხედრო ქვედანაყოფები შეადგენდნენ უმცირესი დანაკლისით ერაყის არმია გაანადგურა, ქუვეითი გაათავისუფლა და ერაყის დიდი ნაწილი დაიკავა. ქუვეითში დევნილი მთავრობის ხელისუფლება აღდგა. სადამ ჰუსეინის დიქტატურა ერაყში იმჯერად გადარჩა, რადგან ამერიკის იმდროინდელი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში სადამ ჰუსეინის გადაგდების შემდეგ ერაყში მოსალოდნელ გართულებებს მოერიდა და ჯარებს ერაყის დედაქალაქ ბაღდადზე გალაშქრების უფლება არ მისცა. ეს გადაწყვეტილება, როგორც შემდგომში მოვლენათა მსვლელობამ აჩვენა სწორი არ გამოდგა, რადგან სადამ ჰუსეინის რეჟიმმა თავისი საშინაო და საგარეო პოლიტიკით, როგორც ქვემოთ ვნახავთ, XXI საუკუნის დასაწყისში სპარსეთის ყურეში კიდევ ერთი ომი გამოიწვია. 1990-იან წლებში აშშ-ის საერთაშორისო მუსლიმური ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდა“ დაუპირისპირდა, რომელსაც მილიარდერი, წარმოშობით საუდის არაბეთიდან, ბინ ლადენი ხელმძღვანელობდა. 2001 წლის 11 სექტემბერს ალქაიდამ აშშ-ში უდიდესი ტერორისტული აქტი განახორციელა. თვითმკვლელმა მუსლიმმა ტერორისტებმა ორი გატაცებული

449

სადამ ჰუსეინი ერაყის დიქტატორი 1979-2003

საომარი ოპერაცია „ქარიშხალი უდაბნოში“ 1991 წლის 17 იანვარს დაიწყო და 24 თებერვალს დასრულდა.

ჯორჯ უოლკერ ბუში (ჯორჯ ბუში უმცროსი) აშშ-ის პრეზიდენტი 2001-2009

უსამა ბინ ლადენი 1957-2011 „ალ-ქაიდა”-ს დამაარსებელი და ხელმძღვანელი.

სამოქალაქო თვითმფრინავი ნიუ იორკის სავაჭრო ცენტრს, ერთი კი ვაშინგტონში პენტაგონის ცენტრს შეაჯახეს. ამის შედეგად ნიუ იორკის სავაჭრო ცენტრი მთლიანად დაინგრა და სამი ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის შემდეგ აშშ-ს პოლიტიკა რადიკალურად შეიცვალა. აშშ-ს ხელმძღვანელობით მეკავშირეთა ჯარები ავღანეთში შეიჭრნენ, სადაც აქამდე ალ-ქაიდას მოკავშირე თალიბთა ავღანური ტომები ბატონობდნენ და ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლება მოიყვანეს. ავღანეთში ომი ჯერაც არ დასრულებულა. ნატოს წევრი ქვეყნების ჯარების გვერდით ავღანეთში ქართული სამხედრო ქვედანაყოფებიც იბრძვიან. დასავლეთის ქვეყნებში დიდ შიშს იწვევდა იმის შესაძლებლობა, რომ სადამ ჰუსეინის რეჟიმს ერაყში მასობრივი განადგურების იარაღი გააჩნდა. მსოფლიოსთვის ასეთი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით 2003 წლის გაზაფხულზე აშშის და დიდი ბრიტანეთის ჯარები ერაყში შეიჭრნენ. მოკლე ხანში ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმი დაეცა. სადამ ჰუსეინი შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს. ჯარების შეჭრამ ერაყში მოსახლეობის ერთი ნაწილის დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია. აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის დასახმარებლად მრავალმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, ერაყში თავისი ძალების ქვედანაყოფები გაგზავნა. თანდათანობით ალ-ქაიდასა და მისი მომხრეების წინააღმდეგობა ერაყში დაძლეული იქნა. ამ ქვეყანაში ხელისუფლება ადგილობრივ მთავრობას გადაეცა. დღეს ერაყში მხოლოდ 50 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი რჩება, რომელიც ერაყის ძალოვანი სტრუქტურების საბოლოოდ ჩამოყალიბების შემდეგ დაბრუნდება სამშობლოში. მსოფლიო მრავალპოლუსიანი ხდება. აშშ-მ საგარეო პოლიტიკაში არარეალური კურსი დაისახა. რადგან მალე ნათელი გახდა რომ ერთი ცენტრიდან მსოფლიოს მართვა შეუძლებელი იყო. ამჟამად მსოფლიოში რამდენიმე პოლიტიკური ცენტრია — ჩინეთი, ევროკავშირი, ბრაზილია, რომლებიც სულ უფრო დიდ როლს თამაშობენ მსოფლიო პოლიტიკაში. მსოფლიო პოლიტიკაში ახალი პრეტენზიები სსრკ-ის მემკვიდრემ რუსეთის ფედერაციამაც წამოაყენა. ახალი საუკუნის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გახდა, რომელმაც სსრკ-ის დაშლა უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფად გამოაცხადა. რუსეთმა აშკარად კურსი აიღო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ახალ იმპერიაში გაერთიანებისათვის. ამ საქმეში ერთ-ერთ მთავარ მოწინააღმდეგედ მან საქართველო მიიჩნია, რომელიც 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სწრაფად დაადგა ევროპული განვითარების გზას. ამის შემდეგ რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ ომის ზღვარს მიუახლოვდა, რასაც საქართველოში რუსეთის აგრესია მოჰყვა. 2008 წელს რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი გახდა, თუმცა რეალური ხელისუფლება კვლავაც ვლადიმერ პუტინის ხელში დარჩა.

450

2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ჯარის ნაწილები როკის უღელტეხილით საქართველოში შემოიჭრნენ. ამას საქართველოს შეიარაღებული ჯარების საპასუხო რეაქცია მოჰყვა. 8 აგვისტოს დაიწყო რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. რუსეთი მიზნად ისახავდა თბილისის აღებას, საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობას და ქვეყნის სათავეში მარიონეტული მთავრობის მოყვანას. საქართველოს შეიარაღებული ძალების გმირული ბრძოლის გამო, მან ამ მიზანს ვერ მიაღწია. თუმცა, რუსეთის ჯარებმა დალის ხეობა და ახალგორის რაიონი დაიკავეს. საომარი მოქმედების შეწყვეტა საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ჩარევის შედეგად მოხერხდა. 12 აგვისტოს სარკოზის ექვსპუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი თბილისში შეთანხმდა. ამ გეგმის თანახმად რუსეთის ჯარებს უნდა დაეტოვებინათ ომის დროს დაკავებული ტერიტორია. ამის მიუხედავად, რუსეთის მთავრობა არ ჩქარობდა საკუთრივ საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანას. უფრო მეტიც, 2008 წლის 28 აგვისტოს რუსეთმა სეპარატიული აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკები დეიურე დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. მხოლოდ 2008 წლის 8 სექტემბერს რუსეთი დათანხმდა კონფლიქტის ზონების გარეთმყოფი ჯარების უკან გაყვანას. ეს მას ერთ თვეში უნდა დაესრულებინა. რუსეთმა ეს დაპირება შეასრულა, მაგრამ „სარკოზის ხელშეკრულების“ ბოლომდე შესრულებას არ ჩქარობს. უფრო მეტიც, რუსეთის მთავრობა ოფიციალურად აშენებს სამხედრო ბაზებს, როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ისე აფხაზეთში. ამის გამო საქართველოს მთავრობამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. დღეისათვის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად ითვლება. XX საუკუნის მსოფლიო პროცესები და ტენდენციები. მოსახლეობის ზრდა. XIX საუკუნეში ევროპის მოსახლეობა ფაქტიურად, გაორმაგდა, მაგრამ დანარჩენ მსოფლიოში მხოლოდ და მხოლოდ 20%-ით იმატა. XX საუკუნეში კი პირიქით მოხდა, ევროპაში მოსახლეობის ზრდის ტემპები შემცირდა, ხოლო მის გარეთ — საოცრად გაიზარდა. ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი მხოლოდ სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებას უნდა მივაწეროთ: დასავლური ტექნოლოგიებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის სრულყოფამ, ასევე საკვები პროდუქციის წარმოების ზრდამ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მესამე მსოფლიოს ქვეყნებშიც კი ძალზე დაბლა დასწია. განსაკუთრებით აღსანიშნავი, ჩვილთა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებაა. ეს ყველაფერი უშუალოდ სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელზეც აისახა, რომელიც ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში, 50 წელზე ნაკლები იყო თვით განვითარებულ ქვეყნებშიც, ხოლო „მესამე სამყაროში“ ეს

451

დიმიტრი მედვედევი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი 2008-2012

ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტი 2007 –2012

მაჩვენებელი რომის იმპერიის დროინდელს არ აღემატებოდა: ინდოეთში მაგალითად, 1931 წლისთვის იგი 26,8-ს უდრიდა. საუკუნის შუაწელზე, ამგვარმა მაჩვენებელმა დასავლურ ქვეყნებში 60-ს და უფრო მეტსაც კი მიაღწია, თუმცა სხვაგან იგი მხოლოდ გაუთანაბრდა განვითარებული ქვეყნების მაჩვენებლებს საუკუნის დასაწყისში. ამგვარი ვითარების ჩამოყალიბება უშუალო კავშირშია ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების, კვების ხარისხისა და ჯანდაცვის დონის ზრდასთან — ცხადია, რომ მაღალშემოსავლიან ქვეყნებში მოსახლეობა უკეთ იკვებება და უკეთესი სამედიცინო მომსახურებით სარგებლობს. ურბანიზაცია. ურბანიზაციის პროცესს, რომლის ტემპებიც XIX საუკუნეში მკვეთრად გაიზარდა, XX საუკუნეში არათუ არ შემცირდა, ევროპის გარეთაც ბევრგან იგივე სურათი მივიღეთ (თუმცა ბრიტანეთში ქალაქის მოსახლეობის წილი გარკვეულად შემცირდა, რაკი შეძლებული ხალხი გარეუბნებში და მიმდებარე პატარ-პატარა სოფლებში გადადიოდა საცხოვრებლად და მხოლოდ სამუშაოდ ჩადიოდა ქალაქში), რამდენადაც ქალაქში შემოსავლის უკვე მეტი წყარო არსებობდა, ვიდრე სოფლად. მართალია, იგივე არ ითქმის მესამე სამყაროს ქვეყნებზე, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევარი და დროებითი სამუშაოს საძებრად ჩამოსული მიგრანტებისაგან შედგებოდა. მაგალითისთვის მეხიკოც კმარა, რომლის მოსახლეობა 1940 წელს 2 მილიონს შეადგენდა, 90იანი წლებისთვის კი 20 მილიონამდე გაიზარდა — ძირითადად წერა-კითხვის უცოდინარი, გაუწაფავი, უმუშევარი გლეხების ხარჯზე. დაახლოებით იგივე ვითარებაა სამხრეთ ამერიკის, აზიისა და აფრიკის ქალაქებშიც, რაც მძიმე დაღს ასვამს ურბანულ ინფრასტრუქტურას. მსოფლიოში ქალაქების ზრდის პროცესი ძირითადად ქვეყნის შიდა მიგრაციის, ანუ სოფლის ნამატი მოსახლეობის ქალაქში გადასახლების ხარჯზე ხდებოდა. მიგრაციები. არ შეწყვეტილა საერთაშორისო მიგრაციაც, თუმცა გარკვეულწილად მახასიათებელი შეიცვალა: XIX საუკუნეში, ამგვარ მიგრაციას საფუძვლად ეკონომიკური სიდუხჭირე და ახალი ცხოვრების დაწყების სურვილი ედო, XX საუკუნეში კი პოლიტიკური ზეწოლა, ეთნიკური კონფლიქტები თუ სხვადასხვა სახის შიდა გადატრიალებები იქცა მთავარ მიზეზად: ანუ, ერთგვარად გათანაბრდა ნებაყოფლობითი და იძულებითი მიგრაციის ფაქტორები. მიგრაციის პიკები მაინც მაინც I მსოფლიო, II მსოფლიო და II მსოფლიო ომის შემდგომ ახლო პერიოდს უკავშირდება. მაგალითად I მსოფლიო ომის შემდეგ ჯამში მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა ევროპა და ამერიკის კონტინენტს მიაშურა. თავად ამერიკაში მიგრანტთა კონტინგენტმა სახე იცვალა: თუკი ადრე ისინი ძირითადად მაინც ევროპელები იყვნენ, ახლა მათ შორის ბევრია აზიელი და ლათინო-

452

ამერიკელი. აგრეთვე გასათვალისწინებელია არალეგალურ და, შესაბამისად, აღუნუსხავ იმიგრანტთა რაოდენობაც. თავად ევროპაშიც კი, იმიგრანტთა სპექტრი შეიცვალა — თუკი ადრე ის ძირითადად ინტელექტუალური ელიტისაგან შედგებოდა, დღესდღეობით დასავლეთ ევროპას პილიტიკურ დევნილთა თუ უკეთესი ცხოვრების მაძიებელთა მთელი ტალღა მიაწყდა აღმოსავლეთ ევროპიდან, ჩრდილო აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. კაცმა რომ თქვას, ეს პროცესი ჯერ კიდევ 1917 წელს დაიწყო, როცა ცარისტული რუსეთის ბევრი ქვეშევრდომი (ძირითადად მაინც არისტოკრატია, საფრანგეთში გადასახლდა). II მსოფლიო ომის შემდეგაც, ე.წ. „რკინის ფარდის“ დაშვებამ, უნგრეთის ჯანყის სისხლში ჩახშობამ 1956 წელს და ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ბლოკის ჯარების შეჭრამ 1968 წელს, მიგრაციის ახალ-ახალი ტალღები გამოიწვია. საინტერესოა, რომ ომის შემდგომ გერმანიას იმდენად სჭირდებოდა მუშახელი, მიგრანტების ეს რაოდენობაც კი აღარ იყო საკმარისი — ინდუსტრიალიზაციის ტემპების ზრდასთან შედარებით — და მან, ისევე როგორც საფრანგეთმა, შვეიცარიამ, ბელგიამ თუ შვედეთმა, უამრავი დამატებითი მუშახელი მოიზიდა სხვა ქვეყნებიდან დროებით დასასაქმებლად. თუმცა, ძალზე ხშირ შემთხვევაში, ეს „დროებითი“ სამუშაოც მუდმივი მოქალაქეობის მიღების წინაპირობად იქცა. ჯერ კიდევ 1890-იან წლებში პალესტინაში ძირითადად აღმოსავლეთ ევროპიდან გადმოსახლებულ ებრაელსიონისტთა პირველი დასახლებები გაჩნდა. I მსოფლიო ომის შემდეგ, ბრიტანელებმა, რომლებიც პალესტინაში გაბატონდნენ, სიონისტებს პალესტინაში ებრაელებს მასიური გადმოსახლება, ანუ ებრაული კერის მოწყობა შესთავაზეს. II მსოფლიო ომის დროსა და მის შემდგომ პერიოდშიც, ჰოლოკოსტს გადარჩენილი ებრაელობის დიდი ნაწილი მიაწყდა თავის ოდინდელ სამკვიდროს. ბრიტანეთი ჯერ მკაცრად ეწინააღმდეგებოდა ამას და ბევრი არალეგალურად ჩამოსახლებული უკანაც კი გააბრუნა, მაგრამ 1948 წელს, ისრაელის სახელმწიფოს გამოცხადებამ, მილიონობით ებრაელს გაუხსნა კარი იქ დასასახლებლად. საუკუნის ბოლოს, უკვე ყოფილი საბჭოთა კავშირიდანაც უამრავი წავიდა ისრაელში — პოლიტიკური მოტივით. რესურსები. XX საუკუნეში მსოფლიო მოსახლეობის უპრეცედენტო ზრდამ, თავის მხრივ, ახალ-ახალი რესურესების გაზრდილი მოთხოვნილება გააჩინა. მართალია, დროდადრო, განსაკუთრებით ომიანობისას, ამა თუ იმ საქონლის დეფიციტი იჩენდა ხოლმე თავს და საუკუნის ბოლო მეოთხედში დიდი შიშიც გამოითქვა ამა თუ იმ რესურსის სრული ამოწურვის თაობაზე, მაგრამ ზოგადად რესურსები პასუხობდა ამ გაზრდილ მოთხოვნებს; ეს კი დიდწილად იმის შედეგი გახლდათ, რომ ეკონომიკაში გაიზარდა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ხვედრითი წილი: აგრონომებმა მარცვლეულის ნაყოფიერების

453

სახალხო ზეიმი ისრაელის სახელმწიფოდ გამოცხადებასთან დაკავშირებით 1948 წელს.

უტილიტარული — პრაქტიკული.

გაზრდის ახალი გზები აღმოაჩინეს, ინჟინრებმა — წიაღისეულის ახალ-ახალი საბადოების ათვისების შესაძლებლობები; მეცნიერებმა — ახლებური გამოყენება მოუძებნეს არსებულ რესურსებს და ამავე დროს, სინთეტური პროდუქტების სახით, ახალი რესურსებიც შექმნეს უკვე არსებულის საფუძველზე. რესურსების ათვისების თვალსაზრისით, XX საუკუნეში უმნიშვნელოვანესი გარღვევა პირველადი ენერგიის ხასიათისა და წყაროების შეცვლა გახლდათ: XIX საუკუნეში ინდუსტრიალიზაციის გზაზე დამდგარი სახელმწიფოებისათვის ენერგიის უმთავრეს წყაროდ, როგორც გვახსოვს, ქვნახშირი იქცა, რომელმაც თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა შეშა, ნახშირი, თუ ქარისა და წყლის ძალა. XX საუკუნეში უკვე ქვანახშირი ენერგიის ახალმა წყაროებმა — ნავთობმა და ბუნებრივმა გაზმა — თითქმის მთლიანად შეცვალა, რაც მნიშვნელოვანწილად XIX საუკუნის ბოლოს შიდაწვის ძრავის გამოგონებამ განაპირობა. იმავდროულად ქვანახშირისა და წყლის ენერგიის ნაცვლად, სწორედ ეს ორი წყარო იქცა უკვე, ელექტროობის გამომუშავებისა და შენობა-ნაგებობათა გათბობის უმთავრეს საშუალებად. XX საუკუნის ბოლოსათვის, ნავთობმა, როგორც ნედლეულმა, კიდევ ახალი მნიშვნელობა შეიძინა — სინთეტური და პლასტიკური მასალების წარმოების თვალსაზროსით. თავისი უტილიტარული გამოყენების გარდა, ნავთობმა თანდათანობით უდიდესი გეოპოლიტიკური მნიშვნელობაც შეიძინა. მისი საბადოები მთელ მსოფლიოშია გაბნეული, მაგრამ ძირითადი ნაწილი მაინც, გეოგრაფიული არეალის თვალსაზრისით, მცირე ტერიტორიაზე მოდის. რაც არ უნდა უცნაურად ჩანდეს, ყველაზე ნაკლები საკუთარი მარაგი ევროპას აქვს. მეორეს მხრივ, შეერთებულ შტატებს, რუსეთსა და სავარაუდოდ, ჩინეთს, უდიდესი რესურსი გააჩნიათ როგორც ნავთობის, ასევე ქვანახშირის სახითაც. ნავთობის ფართომასშტაბიანი მოპოვება თავდაპირველად სწორედ აშშ-ში დაიწყეს და 1950 წლისათვის, მსოფლიოში მთლიანად მოხმარებული პროდუქციის 60% სწორედ ამერიკაზე მოდიოდა. დღესდღეობით, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდების მხრივ, ჯამურად, პირველ ადგილზე სპარსეთის ყურის რეგიონის ახლოაღმოსავლური ქვეყნები არიან. მნიშვნელოვან პოზიციებს ინარჩუნებს ამ მხრივ, რუსეთიც. ახალი ტექნოლოგიები. ახალი ტექნოლოგიების როლი, რამაც ასეთი დიდი მნიშვნელობა შეიძინა XIX საუკუნეში, XXში კიდევ უფრო გაძლიერდა. ეჭვგარეშეა, რომ ტექნოლოგიური წინსვლა იმ ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაზეც კი ახდენს გავლენას, რომლებიც ამ ტექნოლოგიებში ვერც ერკვევიან. ადრეულ საუკუნეებში, ამა თუ იმ საზოგადოების წარმატება იმით განისაზღვრებოდა, თუ რამდენად შეეძლო მას შეგუებოდა გარემო პირობებს, XX საუკუნეში კი უკვე გარემო პირობებზე ზემოქმედება და მისი საზოგადოების მოთხოვნებისათვის მისადაგება გახდა წარმატების მთავარი მანიშნებელი. XX საუკუნის სწრაფი სოციალური ძვრები,

454

სწორედ მეცნიერული და ტექნოლოგიური პროგრესის შედეგია — ელექტრონული ტელეგრაფის გამოგონებამდე, კომუნიკაცია მხოლოდ ადამიანის ფიზიკური გადაადგილების უნარზე იყო დამოკიდებული; ტელეფონის, რადიოს, ტელევიზიის გამოგონებამ კი დიდ მანძილებზე ინფორმაციის გადატანა შეუდარებლად უფრო სწრაფი, მოხერხებული და სანდო გახადა. რადიო-ტელეფონის კავშირების გაჩენა 1927 წლიდან იწყება, როცა ამგვარი კომერციული სამსახური დაინერგა შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთს შორის. შემდეგ ამას კანადა, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, ეგვიპტე, კენია და ზღვაში გასულ გემებთან კონტაქტის შესაძლებლობაც დაემატა. 1990-იანი წლებიდან, მობილური ტელეფონების ქსელის გამოგონების შედეგად, გლობალური სატელეფონო კავშირი რეალობად იქცა. ამ დროისთვის, მსოფლიოში მისი 11 მილიონამდე მომხმარებელი აღირიცხებოდა, 1999 წლისთვის კი ეს ციფრი 400 მილიონამდე ავიდა. აღარას ვამბობთ იმაზე, რომ შესაძლებელი გახდა ჩვენი სამყაროს მიღმა მდებარე საფრენ აპარატებთან ტელე-კავშირის დამყარებაც. სწორედ სამეცნიერო ცვლილებებმა მოიტანა სინთეტური ნაწარმისა და ფარმაცევტული დარგის გაჩენაც. XX საუკუნეში, პლასტმასმა უამრავი ბუნებრივი მასალა — ხე, ლითონი, ქვა და ქაღალდიც კი ჩაანაცვლა. ელექტრო და ატომური ენერგიის გამოყენებამ იმდენად შეცვალა ჩვენი ცხოვრება, რომ ერთ დროს ინდუსტრიულ რევოლუციად წოდებული მოვლენები დიდ ბრიტანეთში, ახლა მხოლოდ ღიმილსღა იწვევს. საინტერესოა ისიც, რომ დღეს, ჩვენს მაგიდებზე მდგომ პერსონალურ კომპიუტერებს ზუსტად იგივე შესაძლებლობები გააჩნია, რაც იმ უზარმაზარ მოწყობილობას, რომლითაც ამერიკელებმა 70-იანი წლების გარიჟრაჟზე პირველი საფრენი აპარატი დასვეს მთვარეზე. აშკარაა, რომ ნებისმიერი სახის დაფინანსების მიუხედავად, ეს შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ე.წ. ადამიანის ინტელექტუალური რესურსი: XX საუკუნის დასაწყისში, ფაქტობრივად, ყველა დასავლურ ქვეყანას წერა-კითხვის პრობლემა გადაჭრილი ჰქონდა, რასაც ვერ ვიტყვით ჩვენი სამყაროს დანარენ ნაწილზე. შედეგად, განვითარებულ და განუვითარებელ ქვეყნებს შორის სხვაობა ტექნიკური აზრის გაქანების მხრივ, უშუალოდ მიუთითებს განსხვავებაზე განათლების დონეებსა და შემოსავლებს შორისაც. თუმცა, მხოლოდ წერა-კითხვის ცოდნა არანაირად არაა საკმარისი XXI საუკუნის მაღალტექნოლოგიურ პროცესებში მონაწილეობისათვის. ახლა ტექნოლოგიური განვითარება არა მხოლოდ მეცნიერულ მიდგომას, არამედ კვალიფიციურ ტექნიკურ მომსახურებასაც მოითხოვს, ისევე როგორც კომერციულ თუ ბიუროკრატიულ სუპერ-სტრუქტურებს, რასაც თავის მხრივ მხოლოდ კოლეჯისა თუ საუნივერსიტეტო განათლება იძლევა. ახლა ბევრ კომერციულ ფირმას საკუთარი კვლევითი ლაბორატორიები და კვალიფიციური კადრების მოსამზადებელი საგანგებო სკოლებიც კი აქვთ გახსნილი.

455

მწვანე რევოლუცია — ასე ეწოდება მესამე სამყაროს ქვეყნებში სოფლის მეურნეობაში სპეციალური ტექნოლოგიების დანერგვის პროცესს.

ჰენრი ფორდი 1863-1947 ამერიკელი გამომგონებელი

თავის მხრივ, ეს მესამე სამყაროს ქვეყნებიდან ნიჭიერი ხალხის გადინებას იწვევს, რასაც სპეციალური ტერმინიც კი მოუგონეს — „ტვინების გადაქაჩვა“. მეცნიერული ტექნოლოგიების დანერგვამ მკვეთრად იმოქმედა ადამიანის შრომის ნაყოფიერებაზე, შრომა-დღეების შემცირება კი ეკონომიკური ეფექტიანობის ზრდის საუკეთესო მაჩვენებელია. მაგალითად, სოფლის მეურნეობაში ნიადაგის განოყიერების, მარცვლეულის სწორი შერჩევის, პირუტყვის ახალი ჯიშების გამოყვანის, შხამქიმიკატებზე კონტროლისა და მანქანური გამწევი ძალის ფართოდ დანერგვის შედეგად, დასავლურ ქვეყნებში ამ დარგმა წარმოუდგენელი პროგრესი განიცადა. XX საუკუნის შუაწლებში, შეერთებულ შტატებში სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა შრომის ნაყოფიერება ათჯერ აღემატებოდა აზიის ქვეყნების მაჩვენებელს და დაახლოებით 25-ჯერ — აფრიკული ქვეყნებისას. 60-იან წლებში, ე.წ. მწვანე რევოლუციის შედეგად, სოფლის მეურნეობამ „მესამე სამყაროშიც“ გარკვეული წინსვლა განიცადა: მაგალითად, ინდოეთი თვითკმარი ქვეყანა გახდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების განხრით, მაგრამ ზოგადად, მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის, სხვაობა ჯერ კიდევ მეტისმეტად დიდია. კიდევ უფრო თვალშისაცემია ენერგომატარებლების წარმოების მასშტაბების ზრდა. 1899-1950 წლებს შორის პერიოდში, ეს მაჩვენებელი ოთხჯერ გაიზარდა, ხოლო საუკუნის ბოლოსთვის — თითქმის ოცჯერ. რაც შეეხება ელექტრო მომარაგებას (რომელიც ენერგიის ფორმაა და არა წყარო), ის ევროპაში ასჯერ გაიზარდა. ნავთობი და ბუნებრივი აირი საუკუნის დასაწყისში მთლიანი ენერგიის მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენდა, მაგრამ 1900 წლისათვის მათ თითქმის მთლიანად ჩაანაცვლეს ქვანახშირი, ხოლო 90-იან წწ. მთელი წარმოებული ენერგიის 65% ამ ორი სახეობის საწვავი გახლდათ. როგორც ვთქვით, ნავთობის უმნიშვნელოვანესი მომხმარებელი — შიდაწვის ძრავა ჯერ კიდევ XIX საუკ. გამოიგონეს, თუმცა „ტექნოლოგიური რევოლუციის“ გამომწვევად ის მხოლოდ მას შემდეგ იქცა, რაც ავტომობილებისა და თვითმფრინავების — XX ს-ის, ამ ორი ტექნოლოგიური სასწაულის, საფუძვლად იქცა. რამდენიმე ავტომობილი ჯერ კიდევ XIX ს-ის ბოლოს ააგეს, მაგრამ საკონვეიერო ხაზის შექმნის შემდეგ, ჰენრი ფორდმა 1913 წლიდან მათი მასიური წარმოება იწყო, და ავტომობილი უკვე აღარ ითვლებოდა მხოლოდ მდიდართა სათამაშოდ. ფორდის ტექნოლოგიები მალევე აითვისეს სხვა ამერიკელმა თუ ევროპელმა მეწარმეებაც და საავტომობილო ინდუსტრია მრეწველობის ერთ-ერთ უმძლავრეს დარგად იქცა. სწორედ ავტომობილი გახდა XX ს-ის ეკონომიკური განვითარების ისეთივე სიმბოლოდ, როგორადაც XIX საუკუნეში, ორთქმავალი ითვლებოდა. საავტომობილო მშენებლობამ ბევრი სხვა დარგის განვითარებასაც შეუწყო ხელი (გზათმშენებლობა და სხვ.). XX ს-ის II ნახევარში, იაპონიის

456

სწრაფი ეკონომიკური დაწინაურებაც, მნიშვნელოვანწილად, ავტომობილების წარმატებული ექსპორტის შედეგიც გახლდათ. კონვეიერული წარმოების ტექნოლოგია მრეწველობის სხვა დარგებშიც დაინერგა — მათ შორის, ავიამშენებლობაშიც. თვითმფრინავების ხანას 1903წ. ძმები რაიტების მიერ ჩრდ. კაროლინაში განხორციელებულმა 15 წამიანმა გაფრენამ დაუდო სათავე; კომერციული ავიაინდუსტრია სწრაფად განვითარდა. უკვე XX ს-ის 30-იანი წლებიდან ტრანსატლანტიკური რეისებიც ხორციელდებოდა. ამ დროისათვის ავიაციაში ძირითადად მოიხმარებოდა პროპელერების ამამოძრავებელი, ბენზინზე მომუშავე ძრავები, მაგრამ უკვე 60-იანი წწ. რეაქტიულმა ძრავებმა არამარტო სამხედრო, არამედ შორი მანძილების სამოქალაქო ავიაციიდანაც თითქმის მთლიანად განდევნა პროპელერიანი თვითმფრინავები. ტექნოლოგიების განვითარებაში მეცნიერების ჩართვის განსაკუთრებული მაგალითი მაინც კოსმოსის კვლევის სფეროა: 1492 წ. კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის ამბავი კაცობრიობისთვის მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გახდა ცნობილი, ხოლო 1969 წლის 20 ივლისს მთელმა მსოფლიომ პირდაპირ ეთერში უყურა, როგორ დაადგა ფეხი ადამიანმა მთვარის ზედაპირს... პოლიტიკური — სოციალური — ეკონომიკური — კულტურული ინსტიტუციები. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუციური სტრუქტურა XX საუკ. ბოლოს, რადიკალურად განსხვავდებოდა თუნდაც საუკუნის დასაწყისის სურათისაგან. ცვლილებები რამდენიმე კატეგორიად შეიძლება დავახარისხოთ: საერთაშორისო ურთიერთობების, სახელმწიფო ინსტიტუციების, ხელისუფლებათა როლის, ბიზნეს-ფირმების ხასიათისა და მასშტაბების და ბოლო, მაგრამ არა უკანასკნელი — სხვადასხვა ქვეყნებში განათლების დონეთა მხრივ. საერთაშორისო ურთიერთობები. 1914 წლამდე მსოფლიო ეკონომიკაში ევროპა და აშშ დომინირებდნენ. პოლიტიკური თვალსაზრისით, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის იმპერიები, ისევე როგორც შედარებით მცირე ჰოლანდია, ბელგია, დანია და იტალია, ტერიტორიულად ყველაზე დიდ, რუსეთის იმპერიასთან ერთად, დედამიწის მთელი ფართობის 3/4 აკონტროლებდნენ და მისი მთელი მოსახლეობის თითქმის ამდენივეს. ეკონომიკურად, ევროპისა და შეერთებული შტატების ხელში იყო მთელი წარმოებისა და ვაჭრობის ნახევარზე მეტი. I მსოფლიო ომმა და 1917 წლის ბოლშევიკურმა რევოლუციამ ვითარება ძირეულად შეცვალა. ცარისტული რუსეთის ნაცვლად მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე გაჩნდა სსრკ, ეკონომიკური ორგანიზაციის მთლიანად გასახელმწიფოებრივი ფორმებით; და ტერიტორიის ნაწილი დაკარგა

457

გერმანიამ. ევროპა თანდათანობით თმობდა თავის წილს კოლონიების, მსოფლიო ვაჭრობასა და მრეწველობაში. რამდენიმე სახელმწიფოდ დაიშალა ჰაბსბურგთა ავსტრიაუნგრეთის იმპერია. საბოლოო ჯამში, ომის შედეგად, XX საუკ. 30-იან წლებისთვის, გერმანიაში, იტალიასა და კიდევ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, აღზევდა ფაშიზმი, რომელსაც თავის მხრივ, განსხვავებული ეკონომიკური ორგანიზაციის ფორმები ახასიათებდა. აზიაში იაპონიამ, რომელიც ომამდე „მცირე იმპერიას“ წარმოადგენდა, დაპყრობითი ომების შედეგად ახალი ტერიტორიების შემოერთება მოახერხა და ეკონომიკურად მძლავრ სახელმწიფოდაც ჩამოყალიბდა. იაპონიის მონაწილეობა I მსოფლიო ომში ძირითადად იმ მოტივით იყო განპირობებული, რომ წყნარი ოკეანის აუზში გერმანული სამფლობელოები ჩაეგდოთ ხელში, ხოლო ჩინეთში — გერმანული კონცესიები. ორივე ეს მიზანი წარმატებით იქნა მიღწეული. I მსოფლიო ომის შემდეგაც იაპონია აგრესიულ პოლიტიკას აწარმოებდა აზიაში, ხოლო II მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ექსპანსია კიდევ უფრო გააფართოვა. II მსოფლიო ომმა საერთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელოვანი გარდაქმნა გამოიწვია, რასაც ცხადია, ეკონომიკური შედეგებიც მოჰყვა. ევროპამ დაკარგა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ჰეგემონია და თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, მსოფლიო პოლიტიკა ორი ზესახელმწიფოს — შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის მეტოქეობის ნიშნით წარიმართა. სწორედ ამ მეტოქეობის შედეგად, ევროპა აშკარად და მიზანმიმართულად გაიყო ორ — აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილად. აღმოსავლეთ ბლოკს საბჭოთა კავშირი ედგა სათავეში; დემოკრატიული სახელმწიფოებისაგან შექმნილ დასავლეთ ჯგუფს კი (პოლიტიკურად და ეკონომიკურადაც) აშშ ლიდერობდა. ფაქტიურად, II მსოფლიო ომის დამთავრებისთნავე დაიწყო ყოფილი ფრანგული, ბრიტანული თუ იაპონური კოლონიების ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის და XX საუკ. 60-იანი წლებისათვის ამ კოლონიათა დიდი უმრავლესობა უკვე ახალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად დაფიქსირდნენ მსოფლიო რუკაზე (ჩრდილო-აფრიკის არაბული ქვეყნები, ვიეტნამი, ინდოეთი, პაკისტანი, შრილანკა და ა.შ.). ამავე პერიოდში, ორი ატომური დარტყმისა და თითქმის ხუთ-წლიანი ამერიკული ოკუპაციის შემდეგ, იაპონიამ, სწორედ ამერიკელთა მეთვალყურეობის ქვეშ, ძირფესვიანად შეიცვალა პრაქტიკულად ყველა მთავარი სახელმწიფო ინსტიტუტი (იმპერატორის სტატუსის გარდა) და მოკლე ხანში, სწორი დასკვნების გამოტანისა და ეკონომიკური პოლიტიკის გატარების შედეგად, სულ რამდენიმე ათწლეულში, მსოფლიოში მეორე, ეკონომიკურად მძლავრ სახელმწიფოდ იქცა.

458

ჩინეთი კი პირიქით — ჯერ იყო და ორი საუკუნე ეწინააღმდეგებოდა დასავლური გავლენის გავრცელებას, შემდეგ კი ზედიზედ ორი, რადიკალური რევოლუციისა და სამოქალაქო ომის გადატანა მოუხდა. 1911 წელს, დასავლური ორიენტაციის მქონე რეფორმატორთა ჯგუფმა დაამხო ცინის დასუსტებული დინასტია და შეეცადა, თანამედროვე დემოკრატიული რესპუბლიკა ჩამოეყალიბებინა, თუმცა მათ ვერ მოახერხეს სრული კონტროლის დაწესება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ხოლო 30-იან წწ., იაპონელთა შემოსევების შედგად, ჩინეთში საერთოდ კარგა ხნით ჩაკვდა ნებისმიერი ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა. უკვე II მსოფლიო ომის შემდეგ, 1949 წელს, ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ დაამხო ძველი ხელისუფლება და ქვეყნის გამგეობის სადავეებიც ხელში აიღო. რამდენიმე წლის განმავლობაში ჩინელი კომუნისტები თავს საბჭოთა კავშირის მხურვალე მეგობრებად აცხადებდნენ და ცდილობდნენ, თავიანთი ეკონომიკა საბჭოურ მოდელზე აეწყოთ. 1960 წელს, სსრკ-სთან ურთიერთობების გაფუჭების შემდგომ, მათ რამდენიმე ექსპერიმენტიც წამოიწყეს, თუმცა — წარუმატებლად. საბოლოოდ, უკვე XX საუკუნის 70-იან წწ. ჩინელებმა აღადგინეს დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობები აშშ-სა და სხვა დასავლურ სახელმწიფოებთან, და ეკონომიკური განვითარების ახალ ხანას დაუდეს სათავე, რომელშიც კერძო და სახელმწიფო მრეწველობა უცნაურად შეერწყა ურთიერთს. ახალმა ვითარებებმა ახალი აუცილებლობები დაბადა და ომისშემდგომი მსოფლიო განსაკუთრებით გააქტიურდა უამრავი დიდი თუ მცირე საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის კუთხით, რომელთაგანაც ზოგიერთს მართლაც რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მსოფლიო ეკონომიკის ამჟამინდელი სურათის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. 1919 წლის ვერსალის ხელშეკრულების შედეგად შექმნილი ერთა ლიგა, ძირითადად, მაინც ვუდრო უილსონის ძალისხმევის ნაყოფი, იმთავითვე გამიზნული იყო მსოფლიოში მშვიდობისა და, შესაბამისად, კეთილდღეობის დასამყარებლად. მაგრამ ამერიკის სენატის უარმა, ხელშეკრულების რატიფიცირება მოეხდინათ, თავად შტატების გამიჯვნამ ამ ლიგისგან და ასევე, ამ ორგანიზაციის სტრუქტურულმა სისუსტემ ერთა ლიგის არსებობას მალევე დაუსვა წერტილი. უფრო წარმატებული და სოცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა მისი მემკვიდრე — გაერო. ის ძირითადად, მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებასაც მეტ-ნაკლებად ახერხებს, ხოლო მისი რამდენიმე განშტოება გარკვეულწილად, უძღვება კიდეც ზოგადად ეკონომიკურ და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა რეგულირების პროცესებს. ხელისუფლებათა როლი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციური ცვლილება, რომელიც XX საუკუნეში ყველა სახელმწიფოსათვის მეტ-ნაკლებად დამახასიათებელი გახდა, ესაა ხელისუფლების როლის ზრდა ეკონომიკაში.

459

ამ მხრივ ტოტალურ მიზანს სსრკ-მ მიაღწია, სადაც ხელისუფლებამ მთლიანად იგდო ხელთ ეკონომიკური და პოლიტიკური სადავეები. დასავლეთის ქვეყნებში კი, მშვიდობიანობის პერიოდში მაინც, ინდუსტრიული განვითარება უფრო კერძო სექტორის პრეროგატივად რჩებოდა, თუმცა იყო მომენტები, განსაკუთრებით II მსოფლიო ომის შემდეგ, როცა ხელისუფლება მეტად ერეოდა ეკონომიკურ საკითხებში — ასე ვთქვათ, ქვეყნის ფეხზე დაყენების ლოზუნგით და დას. ევროპის ბევრ სახელმწიფოში ე.წ. შერეული ეკონომიკური მოდელებიც გაჩნდა. ასევე, II მსოფლიო ომის შემდეგ, დემოკრატიულ ხელისუფლებათა უმეტესობამ საგრძნობლად განავითარა სოციალური უსაფრთხოებისა და სხვა სისტემები; შედეგად, მათ ეწ. „კეთილდღეობის სახელმწიფოთა“ სახელიც კი დაიგდეს. სხვათა შორის, ცნება „ხელისუფლების როლის ზრდა“ უფრო გასაგები იქნება, თუკი რამდენიმე კონკრეტულ ციფრს დავასახელებთ: XIX საუკუნეში ეროვნული შემოსავლის წილი, რომელიც სახელმწიფო საწარმოების შექმნა-განვითარებაზე იხარჯებოდა, საშუალოდ 10%-ს თუ აღწევდა; XX საუკუნეში კი — სრულიად საპირისპირო ტენდენცია გამოიკვეთა და მაგალითად, 50-იან წლებში, დიდი ბრიტანეთისა თუ შეერთებული შტატების მთავრობები უკვე საშუალოდ ეროვნული შემოსავლის 20-30%-ს ხარჯავდნენ — სახელმწიფო საწარმოების გაფართოების მიზნით; თანდათანობით კი ამ მაჩვენებელმა 40%-საც მიაღწია.

ნესტლეს სათაო ოფისი შვეიცარიაში.

წარმოების ფორმები, შრომის ორგანიზება და არაფორმალური ინსტიტუციები. სააქციო შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიები, ანუ თანამედროვე ტიპის კორპორაციები მოწინავე ინდუსტრიულ ქვეყნებში უკვე XX ს. დასაწყისიდან იყო ფეხმოკიდებული, თუმცა — ძირითადად, მაინც ფართომასშტაბიან კაპიტალტევად დარგებში. სხვა სფეროებში, როგორიცაა მაგ. საბითუმო თუ საცალო ვაჭრობა, ხელოსნობა, მომსახურეობა და განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობა, შედარებით მცირე, უმეტესად საოჯახო ფირმები დომინირებდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში, წარმოების სწორედ კორპორატიული ფორმა თითქმის საყოველთაოდ გავრცელდა. თანდათანობით ვითარება კიდევ უფრო შეიცვალა და ასპარეზზე გამოვიდნენ კორპორატიული კონგლომერატები — უმძლავრესი წარმოებები, რომლებიც არამარტო ქმნიდნენ, არამედ ყიდდნენ კიდეც ათეულობით და ასეულობით ტიპის საქონელს — მძიმე მრეწველობის ნაწარმით დაწყებული და კოსმეტიკითა თუ ქსოვილებით დამთავრებული. ეს შესაძლებელი გახდა ე.წ. ჰოლდინგური კომპანიების გაჩენის შედეგად, რომელთა ერთადერთი საქმიანობაც სხვა კორპორაციების ფლობითა და მენეჯმენტით შემოიფარგლებოდა. ის კი არა, XX საუკ. მეორე ნახევარში უკვე დამოუკიდებელი პრაქტიკოსი პროფესიონალები — ვთქვათ, იურისპრუდენციასა თუ მედიცინის სფეროში, ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, გაერთიანების ტენდენციებს ამჟღავნებდნენ. დრომ თანდათანობით მრავალნაციონალური და

460

ზენაციონალური ფირმებისა თუ კომპანიების აღზევებაც მოიტანა; ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ნესტლეს კვების პროდუქტების კომპანია, რომლის შტაბ-ბინაც შვეიცარიის პატარა ქალაქ ვევეში მდებარეობს, თუმცა მისი საწარმოების ქსელი მთელ მსოფლიოსაა მოდებული და პროდუქციაც იმდენი იყიდება, რომ ბოლო წლებში, მისი გაყიდვების ამონაგებმა შვეიცარიის სახელმწიფო ბიუჯეტსაც კი გადააჭარბა. შესაბამისად, იგივე პროცესები განვითარდა შრომის ბაზარზეც, ვინაიდან დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობაში კანონის ძალა მიეცა მუშათა მიერ გაერთიანებების და საკუთარი უფლებების დაცვას. განსხვავება მუშათა პროფორგანიზაციების ამერიკულსა და ევროპულ მოდელებს შორის მხოლოდ ის იყო, რომ ევროპაში ისინი უფრო იყვნენ პოლიტიკურ პარტიებთან დაახლოებულნი, ვიდრე ეს ოკეანისგაღმა ხდებოდა. რაც შეეხება არაფორმალურ ორგანიზაციებს, მათი რიცხვი XX საუკუნის II ნახევარში განსაკუთრებით გაიზარდა. ნობელის პრემიის ლაურეატმა, დაგლას ნორტმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ეკონომიკური ზრდაგანვითარებისათვის ლამის გადამწყვეტია ის მენტალური მოდელები, რასაც ადამიანები იძენენ სოციო-კულტურულ ინსტიტუციებში თანამონაწილეობის შედეგად. XX საუკუნის მიწურულისათვის, ზოგიერთმა ანალიტიკოსმა (სემუელ ჰანთინგტონმა) ცივილიზაციათა დაპირისპირების შესაძლებლობა იწინასწარმეტყველა, როდესაც ერები ისლამის, ბუდიზმის, ქრისტიანობისა თუ ათეიზმის ნიშნით შეეჯახებოდნენ ერთმანეთს — განსხვავებით XIX-XX საუკ. ვითარებისაგან, როცა დაპირისპირების მიზეზი უფრო გეოპოლიტიკური დაყოფა გახლდათ. იგივე ნორტმა კი დამატებით საფრთხეებზეც მიუთითა — მაგ. სიცოცხლისუნარიანი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების სირთულეებზე ყოფილ კომუნისტურ სახელმწიფოებში, რამდენადაც ყბადაღებული კომუნისტური პარტიის გარდა, მათთვის ძირითადად უცხო იყო ნებისმიერი არაფორმალური ინსტიტუციის არსებობა. ამ არცთუ მომხიბლავი პერსპექტივის საპირწონედ კი ალბათ, არასამთავრობო ორგანიზაციების სწორი აქტივობა უნდა გახდეს, ისევე როგორც მათი დადებითი ზეგავლენა ისეთ ინსტიტუტებზე, როგორებიცაა ვთქვათ, მსოფლიო ბანკი თუ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია. მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაცია. 2001 წელს, XXI საუკუნის დადგომასთან ერთად, 10 წელი შესრულდა, რაც მსოფლიო ეკონომიკა ჭეშმარიტად გლობალიზებული გახდა. 1991 წელს, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, თითქმის ყველა ქვეყანამ გააცნობიერა საკუთარი ეკონომიკის მზარდ გლობალურ ბაზარზე მორგების აუცილებლობა. რუსეთის ფედერაციის პირველმა პრეზიდენტმა, ბორის ელცინმა კომუნისტური ექსპერიმენტის გადამწყვეტ შეცდომად ცენტრიდან

461

მართვადი თვითკმარი ეკონომიკა დაასახელა. მას შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე გაბატონებული ძალების გათვალისწინება, იდეოლოგიური კურსის განურჩევლად, თითოეული ქვეყნის პოლიტიკის გამტარებლებს უწევდათ. მსოფლიო ეკონომიკის ცვლილებამ თან საინფორმაციო და კომუნიკაციის ტექნოლოგიების საოცარი განვითარება მოიტანა; მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მილიონობით ადამიანსა და ათასობით ორგანიზაციას ახალი სამუშაო ადგილების გაჩენის, დასაქმების, ფულის დაბანდების, ზრდისა და წინსვლის საშუალება გამოუჩნდა. უცნაური არაა, რომ ყველაფერ ამაზე ღია ბაზრები მერყევი ფასებითა და მოუწესრიგებელი მასიური წარმოებით რეაგირებს, რიგ ქვეყნებში კი პოლიტიკური ძალები გლობალიზაციის თანმდევი შედეგებისაგან თავის არიდების მიზნით ზომების მიღებას ცდილობენ. მალაიზია დღემდე ინარჩუნებს 1998 წელს ქვეყანაში დაწესებულ ფინანსურ კონტროლს და ამას ჩინეთის მაგალითით ამართლებს, რომელმაც სწრაფი აღმავლობის ტემპის მიღწევა მკაცრი, ჩაკეტილი ეკონომიკით მოახერხა. ევროკავშირის წევრები საკუთარ ქვეყნებში ემიგრანტების რიცხვის შემცირებას ცდილობენ; აშშ მექსიკის საზღვარზე დაცვას აორმაგებს; ინდუსტრიულ სახელმწიფოებს კი ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად, სხვადასხვა ტიპის არასატარიფო შეზღუდვები შემოაქვთ. რთულია გამოიცნო, თუ როგორ შეეგუება მსოფლიო ახალ ისტორიულ ეპოქას — ტექნოლოგიური რევოლუციითა და ახალი ბაზრებით. ამ სტრიქონების კითხვისას, ალბათ გაიხსენებთ, რომ წარსულში ეკონომიკის გლობალიზაციას მსოფლიო ყოველთვის კატასტროფამდე მიჰყავდა, იქნებოდა ეს სტიქიური უბედურებების, შავი ჭირისა თუ ომების გამოისობით. მსგავსი საფრთხის არსებობის შემთხვევაში, ვერც ახლანდელი სავაჭრო ბაზარი იქნება დაცული, თუმცა დღესდღეობით, მოვლენების ასეთი განვითარება, საკითხის უფრო ღრმა ცოდნამ და კეთილგონიერებამ უნდა აგვარიდოს. როგორ გახდა მსოფლიო ეკონომიკა გლობალიზებული? ცხადია, დასავლეთ ევროპაში II მსოფლიო ომის შედეგად განადგურებული ეკონომიკის სწრაფმა აღორძინებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, ხოლო თანდათანობით, ევროპული წარმატების მაგალითზე, ცალკეულმა ქვეყნებმა მსოფლიოს სხვა რეგიონებიდან, საკუთარი მეთოდებიც გამოიმუშავეს. ევროპული კურსის პირველი და ყველაზე გამორჩეული მიმდევარი იაპონია გახლდათ. თანაც, იაპონური ეკონომიკის აღმასვლა ევროპის ომისშემდგომ წინსვლასთან შედარებით, უფრო ხანგრძლივი და შთამბეჭდავია. 1940-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული, 1970-იანი წლების დასაწყისამდე იაპონიის მშპ-ს (gross domestic product) ზრდის მაჩვენებელი წლიურად 10%-ზე მაღალი იყო, რაც ეკონომიკის ისტორიაში უნიკალური შედეგია. 1966 წელს იაპონიის ეკონომიკა სიდიდით მსოფლიოში მეორე გახდა და ამ პოზიციას დღემდე

462

ინარჩუნებს. 70-80-იან წლებში ზრდის ტემპი ოდნავ დაეცა, თუმცა იაპონია მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობას მაინც უსწრებდა. ისეთი შეფასებების მიუხედავად, როგორიცაა „ეკონომიკური სასწაული“, აქაც, ისევე როგორც ევროპაში, ეკონომიკის საოცარ ზრდას მყარი საფუძველი ჰქონდა. დიდი ტექნოლოგიური ნახტომი აქ XX საუკუნის შუა წლებიდან იწყება. ამ პერიოდში იაპონიის ეკონომიკა დანარჩენი მსოფლიოსგან სრულიად იზოლირებული გახლდათ, ხოლო ახალი გამოგონებები ქვეყანაში უცხოეთიდან მინიმალურ ფასად შემოდიოდა. თუმცა, სტაბილური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნების მთავარ მიზეზად, მხოლოდ ეს ვერ ჩაითვლება. ასეთი ტაქტიკა საკმარისი რომ ყოფილიყო, არც სხვა ქვეყნები დაიზარებდნენ მის გამოყენებას. სინამდვილეში, ყველაზე მნიშვნელოვანი, ადამიანური რესურსების ეფექტურად გამოყენება აღმოჩნდა, რისი მეშვეობითაც იაპონიამ თანამედროვე ტექნლოგიებისაგან დიდი სარგებლის ნახვაც შეძლო. უფრო მეტიც, მალე — მას შემდეგ რაც ქვეყანამ ევროპასთან ჩამორჩენა სრულად აინაზღაურა, იაპონიამ ახალი გამოგონებების დამკვიდრებაში — განსაკუთრებით კი ელექტრონიკისა და რობოტების სფეროში — ლიდერობა იგდო ხელთ. ფინანსების მართვის მოხერხებული იაპონური სტილი ადამიანური რესურსის გარდა, მოსახლეობის დანაზოგებისა და ქვეყანაში დაბანდებული ფულის ეფექტურად გამოყენების საშუალებასაც იძლეოდა. თავად სახელმწიფო — სტაბილური ხელისუფლება, ზრდის ტემპისა და მაღალი ანაზღაურებების შენარჩუნებას, ევროპულ ქვეყნებისგან განსხვავებით, მეტწილად ექსპორტზე დამოკიდებული ეკონომიკით ახერხებდა. ინდუსტრიალიზებულ მსოფლიოში, იაპონიას ექსპორტის ნამატი, როგორც წესი, ყველაზე მაღალი ჰქონდა. მთლიანობაში, (მაგრამ არა ამომწურავად) იაპონელი ხალხი შეიძლება შეფასდეს როგორც ერთიანი, გუნდური სულისკვეთებისა და კოლექტიური ცნობიერების ერი. ასეთი შეფასება ზუსტად ასახავს როგორც დამქირავებელისა და მუშის ურთიერთობას, ისე ქვეყნის აღებულ კურსს. „კორპორაცია იაპონია“ — მოგვიანებით, იაპონიის სამთავრობო პოლიტიკას კრიტიკულად განწყობილმა დასავლელმა მიმომხილველებმა სწორედ ასეთი ეპითეტი მოუგონეს. აღსანიშნავია ზრდის მაღალი ტემპი აზიის სხვა ქვეყნებშიც — ტაივანი და სამხრეთი კორეა საერთო წარმოებისა და საგარეო ვაჭრობის ბრუნვის მაჩვენებლებში დანარჩენებს საგრძნობლად უსწრებდნენ. 1990-იან წლებში მათ ტაილანდი, მალაიზია და ინდონეზიაც დაემატნენ. ამ უკანასკნელმა წამოწევა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც ნავთობის ექსპორტზე დამყარებული ეკონომიკა სრულიად შემოაბრუნა და ამ დამოკიდებულებისაგან გაათავისუფლა. იაპონიის ეკონომიკური წარმატების წინაპირობის მსგავსი რამდენიმე მიზეზი აქაც გვხვდება: მაღალი დანაზოგები, განათლებამიღებული მოსახლეობა, სტაბილური ხელისუფლება და 463

ოპეკის ოფისი ვენაში.

ექსპორტზე დამყარებული ზრდა. ამ ქვეყნების დამატებითი უპირატესობა დიდი ადამიანური რესურსი იყო — 1960-იან წლებში მოსახლეობის სოფლიდან დიდ ქალაქებში მიგრაციის ტალღა. სულ სხვა ვითარებაა ლათინურ ამერიკაში. სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს იმპორტის ჩანაცვლების სისტემიდან ექსპორტზე დამყარებულ ინდუსტრიალიზაციაზე გადასვლა გაუჭირდათ. არგენტინაში, ბრაზილიასა და მექსიკაში 1970-იანი წლების ნავთობის კრიზისმა საბაზრო ბალანსის უკიდურესად შემცირება გამოიწვია. დეფიციტის დასაფარად, ქვეყნების მთავრობებმა საერთაშორისო ბანკებისგან აღებული კრედიტები, ოპეკის (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია) წევრი ქვეყნების ნავთობის შემოსავლების საშუალებით აანაზღაურეს. მექსიკამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია, როცა ჩილეს მაგალითზე უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ექსპორტის ზრდის წახალისება დაიწყო (აღსანიშნავია მექსიკის აქტივობა ჩრდილო ამერიკის თავისუფალ სავაჭრო ზონაში). 1995 წლის მექსიკური პესოს კრიზისის მიუხედავად, თანდათანობით სხვა ლათინური ამერიკის ქვეყნებმაც დაიწყეს გლობალური ბაზრებისა და ფინანსური სისტემებისათვის საკუთარი ეკონომიკის გახსნა. არგენტინამ ინფლაციური შეტევების შეჩერება მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც სავალუტო საბჭო შექმნა, რომელსაც პესო ამერიკული დოლარისგან უნდა დაეცვა. თუ ჩავთვლით რომ „დოლარიზაციის“ ექსპერიმენტმა გაამართლა, მოსალოდნელი იყო, ეკვადორის მსგავსად — რომელმაც ანალოგიური ნაბიჯი 1999 წლის ბოლოს გადადგა — სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნებსაც იგივე გზა აერჩიათ. XX საუკუნის მიწურულს, მაშინ როცა მთელ მსოფლიოში ვაჭრობისა და პროდუქციის რაოდენობის მაჩვენებლები რეკორდულ რიცხვებს აღწევდა, აფრიკაში ჯერ კიდევ გადარჩენისთვის იბრძოდნენ. ევროპული კოლონიალიზმისგან გათავისუფლებულმა ახალშექმნილი სახელმწიფოებმა — მწირი ბუნებრივი და ადამიანური რესურსით — თანამედროვე ეკონომიკას ფეხი ვერ აუწყვეს. უმეტეს შემთხვევებში ეკონომიკური განვითარება პოლიტიკურმა გარემომ შეაფერხა. ბევრი სამოქალაქო ომი და სახელმწიფო გადატრიალება მოხდა ეთნიკური შუღლის მიზეზითაც. ქვეყნების უმრავლესობა დიქტატორული ერთპარტიული მმართველობის ქვეშ მოექცა. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში თეთრკანიანი ბურებისა და ბრიტანელების ბატონობის შემდეგ, შავკანიანმა უმრავლესობამ პოლიტიკურ თანასწორობას მხოლოდ 1990-იანი წლების დასაწყისში მიაღწია. თუმცა, ძალადობა და ეთნიკური მტრობა თავად უმრავლესობის დაჯგუფებებს შორის, მათთვის თანასწორობისა და დამოუკიდებლობის მიღწევის შედეგად მიღებული ნებისმიერი უპირატესობის დაკარგვას ნიშნავდა. აფრიკაში კერძო საკუთრებისა და საკონტრაქტო მუშაობის ინსტიტუტების დანერგვა — რის გარეშეც საბაზრო კაპიტალიზმი უსარგებლოა — თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა. ამის

464

მიზეზი კი, როგორც ჩანს, კონტინენტის ქვეყნებს შორის უკიდურესი ენობრივი და ეთნიკური განსხვავებაა. მსოფლიოს ყველაზე ღარიბი და ნელა განვითარებადი ქვეყნები, არასტაბილური ხელისუფლებები, ავადმყოფობებით, სამოქალაქო ომებითა და გენოციდით გაუბედურებული ხალხი — ეს აფრიკის კონტინენტია. მსოფლიოს კიდევ ერთი რეგიონი, რომელმაც XX ს-ის ბოლოსათვის უდიდესი ეკონომიკური მნიშვნელობა შეიძინა, სამხრეთ-დასავლეთ აზია, ანუ — ახლო აღმოსავლეთი გახდა. ამის მიზეზი ერთადერთი სიტყვით — ნავთობით — შეიძლება აიხსნას. ნავთობი მახლობელ აღმოსავლეთში პირველად XX საუკუნის დასაწყისში, ირანში (მაშინდელ სპარსეთში) აღმოაჩინეს. მოგვიანებით მისი საბადოები სპარსეთის ყურის მოსაზღვრე რამდენიმე არაბულ ქვეყანაშიც აღმოჩნდა, თუმცა 50-იან წლებამდე, ამ რეგიონში მსოფლიო ნაწარმის მხოლოდ 15% მოდიოდა. იმ დროისათვის უდიდეს მწარმოებლად ამერიკა რჩებოდა, რომელიც თითქმის 50% აკმაყოფილებდა მსოფლიო მოთხოვნას ნავთობზე. მალე ნავთობის მომპოვებელ ქვეყნებს ლიბია და ვენესუელაც შეუერთდნენ და შეიქმნა ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია, ე.წ. ოპეკი, რომლის რიგებიც შემდგომში კიდევ გაიზარდა. 1970 წლისათვის სწორედ ოპეკის ქვეყნებზე მოდიოდა მსოფლიო ენერგომატარებლების 1/3-ზე მეტი. 1973 წელს, IV არაბულებრაული ომის პერიოდში, ოპეკი კარტელის პრინციპით საქმიანობდა და მკვეთრად გაზარდა ნავთობის ნედლეულის ფასი. იგივე განმეორდა 10 წლის შემდეგაც, რამაც მსოფლიო ფასის ზრდა ერთ ბარელ ნავთობზე 10-ჯერ (3 დოლარიდან — 30 დოლარამდე) გაზარდა. რამდენადაც მსოფლიო ეკონომიკა იმ დროისათვის დიდწილად იყო დამოკიდებული ნავთობზე, შედეგები უმძიმესი აღმოჩნდა როგორც ყველაზე ინდუსტრიულად დაწინაურებული, ასევე განვითარებადი სახელმწიფოებისათვის. თუმცა, ამ მწარე გაკვეთილის გათვალისწინებით, ენერგიის წყაროების უფრო ეკონომიური და გონივრული ხარჯვისა და ენერგიის ალტერნატიული წყაროების გაჩენის შედეგად, ერაყ-ქუვეიტის ომის გამო ნავთობზე ფასების ხელახალ ზრდას უკვე აღარ გამოუწვევია 70-იანი წწ. მსგავსი უარყოფითი შედეგები. აქვს თუ არა ზღვარი ეკონომიკურ ზრდას? 1972 წელს, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევართა ერთმა ჯგუფმა მეტად საინტერესო ნაშრომი გამოაქვეყნა საერთო სათაურით — „აქვს თუ არა ზღვარი ეკონომიკურ ზრდას?“ რომელშიც ავტორები ამტკიცებდნენ, რომ „ჩვენს პლანეტაზე ეკონომიკური ზრდის ზღვარს უახლოეს ასწლეულში მივაღწევთ“ და ამის ხუთ მთავარ მიზეზს ასახელებდნენ: ინდუსტრიალიზაციის ტემპების ზრდას; მოსახლეობის რიცხვის ზრდას; საკვების ხარისხის გაუარესებას;

465

არაგანახლებადი რესურსების ამოწურვას და გარემოს დაბინძურებას. წიგნმა დიდი დავა-კამათი გამოიწვია, თუმცა ყველა ეთანხმებოდა თავად საკითხის დასმას, განსაკუთრებით მოსახლეობის ზრდისა და გარემოს დაბინძურების სფეროში. ბევრი იმაზეც თანხმდებოდა, რომ ყველა ეს საკითხი ურთიერთგადაჯაჭვულია. უხარისხო კვება არა მარტო ჭარბად დასახლებული მესამე სამყაროს ზოგიერთი ქვეყნისთვისაა დამახასითებელი — ამის ნიშნები შეერთებულ შტატებშიც კი შეიმჩნევა; კომუნისტური რეჟიმების დაცემამ, ამ ბლოკის ქვეყნებში წარმოებული ინდუსტრიალიზაციის უამრავი მახინჯი, გარემოსათვის სახიფათო უამრავი ფორმა გამოავლინა, მაგრამ მჟავის წვიმებს მთლიანად მათ ვერ დავაბრალებთ. ასევე, გარემოს მომწამვლელ საწარმოებისათვის გამწმენდი სამუშაოების საფასურის გადახდის დაკისრება, არაა საკმარისი თავად ამ მოვლენის აღსაკვეთად. პრობლემები, რაღა თქმა უნდა, ძალზე სერიოზულია, მაგრამ უპრეცედენტო ისინი მხოლოდ მათთვისაა, ვინც ისტორიას კარგად არ იცნობს. კაცობრიობის განვითარების მანძილზე არაერთხელ დამდგარა ჭარბი მოსახლეობისა თუ რესურსების სიმწირის პრობლემა. სულ რაღაც ორი საუკუნის წინ, თ.რ. მალთუსი თეორიულადაც ამტკიცებდა, რომ ეს მოვლენები, უბრალოდ, გარდაუვალია. მაგრამ, მეორეს მხრივ, სწორედ მის დროს დაიწყო იმ ტექნოლოგიურ ცვლილებათა ხანა, რამაც განუზომლად აამაღლა ცხოვრების დონე ჩვენი პლანეტის მრავალ კუთხეში. ნიშანდობლივია, რომ მოსახლეობის რაოდენობრივი ზრდა ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში, მართლაც უპრეცედენტოა. ოღონდ ეს პროცესი მხოლოდ იმასთან შეფარდებით უნდა გავიაზროთ, თუ რამდენად იზრდება იმავე მოსახლეობის უზრუნველყოფის შესაძლებლობებიც. რესურსების მოცულობა — წყლის, საკვებისა თუ ენერგომატარებლების — არასოდეს ყოფილა ასეთი დიდი. სწორედ ამ პირობებში, დემოგრაფიული მაჩვენებლები, შობადობისა და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლიდან სულ უფრო და უფრო ქვევით იწევს და სავარაუდოა, რომ ღარიბი ქვეყნების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, მალე იქაც იგივე სურათს მივიღებთ. ზოგი საერთოდ იმასაც ფიქრობს, რომ დედამიწის მოსახლეობამ 70-იანი წლებიდან, ფაქტიურად, კლება იწყო. პესიმისტთა თვალსაზრისის მიუხედავად, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 1985 წლისთვის კიდევ უფრო სწრაფად იზრდებოდა — მსოფლიოში ნავთობზე ფასების დაცემის მიუხედავად. შემდგომ გამონაკლისი მხოლოდ რუსეთი იყო, სადაც კომუნისტური მმართველობიდან კაპიტალიზმზე გადასვლა განსაკუთრებით მტკივნეულად და უსისტემოდ ხდებოდა. ასევე, ე.წ. „ნეომალთუსიანთა“ წინასწარმეტყველების საწინააღმდეგოდ, მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელმა მსოფლიოში იკლო. ქვემორე სქემაზე ნაჩვენები მიღწევები კი, თავის მხრივ, ქვეყნებს შორის საგარეო ვაჭრობის განვითარებამ ან

466

ქვეყნების ეკონომიკაზე დადებითი გავლენა მოახდინა. მართლაც, 1971-2000 წლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, მსოფლიოს მთლიანი შიდა ნაწარმის ზრდა, საშუალოდ 3,6%-ს შეადგენდა წელიწადში, ხოლო მსოფლიო ვაჭრობისა — 5,7%-ს. აი, ზრდის ასეთი მაჩვენებელი სწორედაც რომ უპრეცედენტოა ისტორიაში, და ეს მაშინ, როცა მოსახლეობის რიცხვმა 6 მილიარდს მიაღწია, რაც მალთუსს სიზმარშიც არ დაესიზმრებოდა. ოღონდ ამგვარი „ჭიდილი“ მოსახლეობის რიცხვსა და რესურსების მოცულობას შორის, მართლაც წარმოშობს გარკვეულ პრობლემას: რამდენად სწორად გამოიყენება ეს რესურსები და რამდენად მიზანმიმართულად ნაწილდება ისინი. თქმა არ უნდა, ეჭვები მთლად უსაფუძვლო არაა, მაგრამ ისტორიული თვალსაზრისით არაერთხელ ყოფილა, რომ ერთი სახის ბუნებრივი რესურსის ამოწურვას, მეორის აღმოჩენამდე მივყავდით, რაც ხშირ შემთხვევაში უფრო ეფექტურიც იყო და ეკონომიურიც. მაგალითად, XIX საუკუნეში ქვანახშირმა, როგორც საწვავმა მასალამ, ხე-ტყე შეცვალა; XX-ში უკვე ნავთობი ჩაენაცვლა ქვანახშირს. ახლა ჯერჯერობით ელექტროენერგიაა მთავარი, რასაც იმავე წყლის, ქვანახშირის, საწვავისა თუ ატომური ენერგიის ხარჯზე ვიღებთ. პესიმისტები სწორედ იმაზე მიუთითებენ, რომ არც ქვანახშირის და არც ნავთობის მარაგი დედამიწაზე ამოუწურავი არაა, წყლის გამოყენებასაც თავისი საზღვრები აქვს, ატომური ელექტროსადგურები კი სახიფათონი არიან თავისთავად. მათ საწინააღმდეგოდ, ოპტიმისტები მიუთითებენ, რომ ქვანახშირისა და ნავთობის წარმომშობი — თავად მზის ენერგია, ჯერ კიდევ აუთვისებელია. იგი ჯერ მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობით გამოიყენება, მაგრამ როგორც კი დადგება რეალური საჭიროება, ანუ ნავთობის ფასი გარკვეულ ზღვარს მიაღწევს, მისი უფრო ფართო გამოყენების საკითხიც დადგება მეცნიერების დღის წესრიგში. სწორედ ესაა ის მექანიზმი, რითაც ეკონომიკა „მუშაობს“. რაც შეეხება რესურსების გადანაწილებას — პიროვნებებს, საზოგადოებრივ ჯგუფებსა თუ ერებს შორის — ეს ეკონომიკური განვითარების უმთავრესი პრობლემაა. გამოსავალი აქ ასე იოლად ვერ მოიძებნება, მას კვლევა, გააზრება და ფართო ინსტიტუციური ცვლილებები სჭირდება. სწორედ ესაა ის მთავარი გამოწვევა, რის წინაშეც განვითარებული თუ განვითარებადი ქვეყნები დგანან. ვფიქრობთ, კაცობრიობა ამ პრობლემასაც გადაჭრის, რადგან ადამიანთა საზოგადოების შესაძლებლობები მართლაც რომ განუსაზღვრელია.

467

ვაცლავ ჰაველი – ძალა უძალოთა, 1978 ეძღვნება იან პატოჩკას ხსოვნას I აჩრდილი

დაძრწის

„დისიდენტობას“ ჩამოვარდნილა,

აღმოსავლეთ

(განსხვავებულობას) იგი

ბუნებრივი

და

ევროპაში, ეძახიან.

აჩრდილი ეს

გარდუვალი

იმისა,

აჩრდილი შედეგია

იმ

რასაც

დასავლეთში

უბრალოდ სისტემის

ციდან

არ

თანამედროვე

ისტორიული ფაზისა, რომელსაც იგი ელანდება. აჩრდილი გაჩნდა მაშინ, როცა სისტემამ უამრავი მიზეზის გამო დაკარგა უნარი, თავი გაეტანა ძალაუფლების სასტიკი და თვითნებური გამოყენებით და ჩაეკლა არაკონფორმულობის ყველა გამოვლენა. რაც მთავარია, სისტემა პოლიტიკურად ისეთი მოუქნელი შეიქნა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა, ოფიციალური სტრუქტურების შიგნით ამგვარი არაკონფორმულობისთვის რამე მოეხერხებინათ. ვინ არიან ე.წ. „დისიდენტები“? საიდან იღებს სათავეს მათი თვალსაზრისი და რა მნიშვნელობა

გააჩნია

მას?

რითია

ღირსსაცნობი

„დამოუკიდებელი

ინიციატივები“,

„დისიდენტებს“ რომ აერთიანებთ, და გააჩნიათ თუ არა რეალური შანსი წარმატებისა? უპრიანია, „დისიდენტობა“ ოპოზიციად ჩაითვალოს? თუ – კი, მაშინ ამ სისტემის ჩარჩოებს შიგნით ზუსტად რას ნიშნავს ამგვარი ოპოზიცია? რას საქმიანობს? რა როლს ასრულებს საზოგადოებაში? რისი იმედი აქვს და რას ემყარება ეს იმედი? გააჩნიათ კი „დისიდენტებს“, როგორც ხელისუფლების გარეთ მდგომ მოქალაქეებს, ძალა, რაღაც ზეგავლენა იქონიონ მთელ საზოგადოებაზე და სოციალურ სისტემაზე? მართლა ძალუძთ შეცვალონ რამე? ვფიქრობ, განჩხრეკა ამ კითხვებისა, ამ „უძალოთა“ პოტენციისა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ ძალაუფლების ბუნების გამოკვლევით იმ გარემოში, რომელშიც ეს უძალო ხალხი მოქმედებს. II ხშირად ჩვენს სისტემას ახასიათებენ როგორც დიქტატურას ან უფრო ზუსტად პოლიტიკური ბიუროკრატიის დიქტატურას საზოგადოებაზე, რომელიც ეკონომიკური და სოციალური გათანაბრების პრინციპებს ექვემდებარება. სხვა შემთხვევებში რაოდენ ცხადიც არ უნდა იყოს ტერმინი „დიქტატურა“, ჩვენი სისტემის მაგალითზე ხელისუფლების ბუნებას იგი უფრო აბნელებს, ვიდრე აშუქებს. ჩვეულებრივ, ამ ტერმინს ვუკავშირებთ ადამიანთა პატარა ჯგუფს, რომელიც ძალის გამოყენებით მოცემულ ქვეყანაში ძალაუფლებას ხელში იგდებს, და ამისათვის ყოველგვარ

საშუალებას

მიმართავს.

სოციალურად

ეს

ხალხი

ადვილად

გამოირჩევა

უმრავლესობისაგან, რომელსაც ისინი განაგებენ. დიქტატურის ტრადიციული თუ კლასიკური გაგების ერთ მთავარ ასპექტს სწორედ ძალაუფლების ხელში აღება წარმოადგენს, რაც დროებით, ეფერმულ

ხასიათს

ატარებს

და

მოკლებულია

ისტორიულ

ძირებს.

მისი

არსებობა

დამოკიდებულია იმათი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, ვინც ის დაამყარა. ჩვეულებრივ, დიქტატურა ლოკალურია სივრცისა და მნიშვნელობის მიხედვით; მიუხედავად იდეოლოგიისა, იგი ახერხებს ლეგიტიმურობა მიანიჭოს თავის თავს; საბოლოო ჯამში, მისი ძალაუფლება განისაზღვრება ჯარისა და პოლიციის რიცხვითა და შეიარაღებით; მთავარი საფრთხე, რომელიც მის არსებობას ემუქრება, არის იმის შესაძლებლობა, რომ სხვამ, მასზე უკეთ შეიარაღებულმა, იგი დაამხოს.

468

თვალის გადავლებაც კი ცხადყოფს, რომ სისტემას, რომელშიც ვცხოვრობთ, ძალიან ცოტა აქვს საერთო კლასიკურ დიქტატურასთან. ჯერ ერთი, ჩვენი სისტემა არ არის შემოსაზღვრული ლოკალურად, გეოგრაფიულად. იგი ჩამჯდარია უშველებულ პოლიტიკურ ბლოკში, რომელსაც, თავის მხრივ სხვა ზესახელმწიფო აკონტროლებს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ბუნებრივად წარმოაჩენს ლოკალურ და ისტორიულ ვარიაციათა დიდ სიმრავლეს, ვარიაციათა ეს წყება მთელ პოლიტიკურ ბლოკში საიმედოდ არის შეკრული ერთადერთი, უნიფიცირებული ჩარჩოთი. მარტო ის კი არაა, რომ დიქტატურა ყველგან ერთსა და იმავე პრინციპებს ემყარება და აყალიბებს თავის სტრუქტურას იმავე მეთოდით, რომელიც შემუშავებული აქვს მმართველ ზესახელმწიფოს, არამედ თითოეული ქვეყანა სავსებით ჩახლართულია სამანიპულაციო საშუალებათა ქსელში, რომელსაც აკონტროლებს ზესახელმწიფოს ცენტრი და სავსებით ექვემდებარება ამ უკანასკნელის ინტერესებს. ეს გარემოება ატომური პარიტეტით ჩიხში მოქცეულ მსოფლიოში ამ სისტემას კლასიკურ

დიქტატურებთან

შედარებით,

რა

თქმა

უნდა,

გარეგანი

სტაბილურობის

უპრეცენდეტო ხარისხს ანიჭებს. მრავალ ადგილობრივ კრიზისს, რომელიც იზოლირებულ სახელმწიფოში სისტემის შეცვლას გამოიწვევდა, აქ ბლოკის შეიარაღებული ძალების უშუალო ინტერვენციით ახშობენ.

469

I მსოფლიო ომი

470

II მსოფლიო ომის წინა პერიოდი, 1935-1939

471

II მსოფლიო ომი, ევროპა, 1943-1945

472

473

View more...

Comments

Copyright ©2017 KUPDF Inc.
SUPPORT KUPDF